შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასწორ მხარეს #5


27-06-2021, 16:41
ავტორი რენე
ნანახია 9 179

ნათია ადრიანად ადგა, ასაუზმა ანაბელი, გადაწყვიტეს დილის იდილიასავით ჩამოეყალიბებინათ ერთად საუზმობა და მერე დღის გეგმების დაწყობა. კარგ განწყობაზე იყვნენ ორივე დედა-შვილი და ასეთივე განწყობით დატოვა გოგონა სკოლაში ქალმა, თან პირობაც მისცა, რომ ამიერიდან წამოსვლის დროს ყოველთვის თვითონ მიაკითხავდა. ერგემლიძე მთელი ღამე ფიქრობდა როგორ აეხსნა ყოფილი ქმრის ქცევა, რა თქმა უნდა, ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად მიიჩნევდა უზრუნველ ცხოვრებას ლამაზი ცოლის გვერდით და რადგან ანაბელიც უკვე შვიდი წლის იყო, მისი გაზრდის პასუხისმგებლობაც, ფაქტობრივად, მოხსნილი ჰქონდა კაცს. ისეთი ამაზრზენი შესახედი იყო წვერიანი, ლამის ბომჟივით ჩაცმული ჯაფარიძე, რომ იხსენებდა, ლამის გულისრევის შეგრძნება ეუფლებოდა. აცოფებდა ფიქრი, როგორ გაბედა მის უკითხავად ბავშვთან სკოლაში მისვლა და მისი განერვიულება. იმდენიც ვერ გაითვალისწინა ლაშამ, რომ ასეთი უხეში გამოჩენით ბავშვს დააფრთხობდა არა თუ მის გულს მოიგებდა. მისი ქმედების მიზანი გასარკვევი ჰქონდა ქალს, ამიტომაც გადაწყვიტა დაერეკა მასთან და კატეგორიულად მოეთხოვა შეხვედრა. უნდა გაეგო რას აპირებდა ლაშა, მით უმეტეს, იმ ვითარებაში, როცა ასე უჭირდა და პირადი ურთიერთობაც არეული ჰქონდა. იმის ეჭვიც სჭამდა, ჩემზე და ბაჩანაზე ხომ არ გაიგო რამეო, მაგრამ ეგ შეუძლებელი იყო. იმ ერთი წლის განმავლობაში, როცა თითქმის სულ ერთად იყვნენ, არავის არაფერი გაუგია და ახლა ვინ რას გაიგებდა, როცა ურთიერთობა თითქმის არ ჰქონდათ? კიდევ კარგი, ლაშას ნომერი წაშლილი არ ჰქონდა, თორემ ეზარებოდა გადარეკვა-გადმორეკვა და მერე ჯაფარიძე იმით წაიღებდა ტვინს, ჩემ საპოვნელად მთელი სამყარო შეაწრიალე რომ მოგენატრეო. ღრმად ჩაისუნთქა, დაძაბულმა დააჭირა თითი დარეკვის ღილაკს და ის რამდენიმე წამი, როცა ზარი ზედიზედ ოთხჯერ განმეორდა და ლაშამ არ უპასუხა, საუკუნედ მოეჩვენა ქალს ნერვიულობისგან. პრობლემების დამატება არ უნდოდა და როგორმე სწრაფად უნდა მოეგვარებინა ეს სიტუაცია ზედმეტი კონფლიქტების გარეშე. ის ის იყო უნდა გაეთიშა ნათიას რომ, როგორც იქნა, გახსნა ტელეფონი კაცმა.
- გამარჯობა, ლაშა, ნათია ვარ. შენთან ლაპარაკი მინდა ყველა მიზეზგარეშე.
- გაგიმარჯოს. მერე დილით რომ არ დაგერეკა, შუადღეს ვერ მეტყოდი? - ნამძინარევი ხმა ჰქონდა ჯაფარიძეს, გაბრუებული იყო.
- როცა საქმე ანაბელს ეხება, დრო არ იცდის, მაგრამ რატომღაც არ გიგრძნია რას ნიშნავს შვილის სიყვარული და, შესაბამისად, ვერ გაიგებ. - ირონიული იყო ქალი.
- აუ, დაიწყო და გაუბერა თავისებურები, რა!
- სიტყვები აკონტროლე, ჯაფარიძე! იცოდე, ვის ელაპარაკები. ნახევარ საათში ჰარდ როქში გელოდები და ერთი წუთითაც რომ დააგვიანო, სახლში მოგივარდები და ყელს გამოგჭრი.
- სახლში მოსვლა თუ გინდა, განგებ დავაგვიანებ. - ახარხარდა კაცი.
- ნახევარ საათში, ლაშა, ზუსტად ოცდაათ წუთში! - კატეგორიული იყო ქალის ხმა. წუთებიც კი დაუკონკრეტა. გაუთიშა ტელეფონი და ადგილიდან მანქანა დაძრა. დრო არ იცდიდა, მერე ანაბელისთვის უნდა მიეკითხა სკოლაში და არ იცოდა იმ ხეპრესთან სალაპარაკოდ დრო რამდენი დასჭირდებოდა, რომ რამე შეეგნებინებინა მისთვის. დანიშნულ მისამართზე თვითონ ადრიანად მივიდა, წუთებს ითვლიდა, ვიდრე ჯაფარიძე მოვიდოდა. მაგიდასთან მოკალათდა და ორმაგი უშაქრო ყავა შეუკვეთა. ენერგიაზე მოსაყვანად სჭირდებოდა. იცოდა, რა ნერვების ფასად დაუჯდებოდა ახლა ეს დიალოგი თავის ყოფილ ქმართან, მაგრამ ანაბელის საკეთილდღეოდ ყველაფერზე თანახმა იყო.
ლაშამ იცოდა, რომ ვერ იტანდა ნათია დაგვიანებას და ნამდვილად მიაკითხავდა სახლში. მართლა ყელის გამოსაჭრელად არა, მაგრამ არც დააკლებდა და არაერთხელ მომხდარა მსგავსი რამ. თუმცა ახლა არ დაუგვიანია, არც თვითონ ჰქონდა სცენების დადგმის თავი. ნაბახუსევი იყო, პლუს ამას ის ერთღამიანი ქალიც ძლივს მოიშორა სახლიდან და ნერვებმოშლილი გულში გინებით მოდიოდა კაფისკენ.
- გისწავლია, რომ არ უნდა დააგვიანო.
- ჰო, კიდევ რამის გატეხვის ხმას ვეღარ გაუძლებდა ჩემი ტვინი, ყველაფერი დამილეწე სახლში. - გადასაკოცნად მიიწია ლაშა ნათიასკენ, მაგრამ არ დასცალდა.
- არა მგონია, გაშორებული ცოლ-ქმარი ტუჩზე კოცნით ხვდებოდეს ერთმანეთს. - ირონიული იყო ქალი.
- მე არ გაგშორებივარ, როგორც არ უნდა იყოს, შენ გამშორდი ცალმხრივად. - ქალის ქცევით გაღიზიანებულმა ცივად აღნიშნა წარსულის ფაქტი, სკამზე ჩამოჯდა და ცივი ნაბეღლავი შეუკვეთა და თავის ტკივილისგან გაგიჟებულმა სახის დამანჭვით თავზე ხელები შემოილაგა.
- რისთვისაც დაგიბარე, იმაზე ვილაპარაკოთ, ჯობია. ჩვენი პირადი თავის დროზე განვიხილეთ და არა მგონია, კიდევ რამე დარჩენილიყოს გასარკვევი.
- გისმენ, ბარემ ბუნებაში გავსულიყავით და ამ დილაადრიან ჩიტების მოსმენაც გაასწორებდა.
- რა გინდოდა გუშინ ბავშვთან? - მოკლე და კონკრეტული კითხვებით დაიწყო საუბარი ნათიამ.
- შვილი მოვინახულე, რა პრობლემაა?
- პრობლემა ისაა, ლაშა, რომ ბავშვი აანერვიულე.
- არ ვიცოდი როგორ დამეწყო ურთიერთობა და მეც ვნერვიულობდი ტო.
- შვიდი წელი სად იყავი?
- არ ვიყავი და ახლა მინდა დავიწყო ყველაფერი.
- ჰო? რამე სხვა მიზანი არ გამოძრავებს?
- რა მიზანი, ნათია? ჩემი შვილის გაცნობის და ნახვის უფლება არ მაქვს, თუ რას ითხოვ? შენთან დაკავშირებით ვაფშე არანაირი მიზანი არ მამოძრავებს. გავიგე, რომ უკვე ცალ-ცალკე გვაქვს პირადი ცხოვრება და არ ვაპირებ, პრობლემები შეგიქმნა.
- გაქვს, კი, მაგრამ ეს მისი დაბადებისთანავე უნდა გცოდნოდა და როგორმე თვეში ერთი საათი მაინც უნდა გამოგეძებნა ბავშვის მოსანახულებლად, ან საერთოდ ათი წუთი, რომ დაგერეკა და მოგეკითხა რამე ხომ არ გვჭირდებოდა.
- ახლა მხოლოდ ანაბელთან მინდა ნორმალური ურთიერთობის დაჭერა და ვერ გავიგე, ასე რატომ აპრობლემებ?
- იმიტომ, რომ მასზე ვფიქრობ. და საერთოდ არ მგონია, რომ შენგან რამე კარგს და ღირებულს ისწავლის. მის აღზრდაში მეც, მაიამაც და გიამაც ძალიან ბევრი ჩავდეთ და არ მინდა შენი რომელიმე არასწორი სიტყვის გამო ბავშვს ჯანსაღი გონება აერიოს.
- ჰო, შეიძლება, არ ვიყავი კარგი ქმარი და ყლ.ეურად დავასრულეთ, მაგრამ ანაბელი ჩემი შვილიცაა. გვიან მოვინდომე, მაგრამ ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. თუ მას არ ენდომება ჩემი ნახვა, გავიგებ, თუ არადა, შენ ვერ დამიშლი. ამის უფლებას არც კანონი გაძლევს და არც მე მოგცემ. არც იმდენად დებილი ვარ, რომ რამე არასწორი ჩავაგონო ტვინში ანაბელს და ცუდი წარმოდგენები შევუქმნა რაღაცებზე. უბრალოდ პირველივე შეხვედრისას არ ვიცოდი როგორ დავლაპარაკებოდი, ამიტომ გამოვიდა ისე, როგორც მოხდა და მეც გამიტყდა.
- თუ ანაბელთან ურთიერთობა გინდა, ეცადე რომ არ ანერვიულო და არ შეაშინო. ზოგადად იცის ჩვენზე. ზედმეტად ჭკვიანია იმისთვის, რომ რამე დამემალა მისთვის და ზღაპრები მომეგონებინა. იცის, რომ ერთად ცხოვრება რაღაც მიზეზების გამო ვერ შევძელით, რომ მისი ნახვა და მოკითხვა აზრადაც არ მოგვსვლია, რომ შენ შენი ცხოვრება გაქვს, რომელიც ჩვენ არ გვეხება. ამიტომ ყველაფერი ისე უთხარი, როგორც არის, თორემ თუ მოატყუებ, მეტად მოგშორდება. არ უყვარს, როცა ატყუებენ და თავს საკმარისად დიდად თვლის იმისთვის, რომ ყველაფერზე ელაპარაკონ. ისედაც არ აქვს შენი ნდობა და თავიდანვე ცუდად განაწყვე შენ მიმართ. - მიხვდა ერგემლიძე, რომ აზრი არ ჰქონდა ლაშასთან კატეგორიულობას. ვერც იმას ეტყოდა, უფლებას არ მოგცემ მასთან კონტაქტი გქონდესო, ჯაფარიძე მერე სამართლებრივ დავას დაუწყებდა, ისეთი ნაგავი იყო სულიერად, რაც არ აწყობდა ქალს ისედაც სტრესულ მომენტში და ამჯობინა სხვანაირად მისდგომოდა.
- როგორმე მოვრიგდებით მე და ანაბელი. დღეს სკოლის მერე მინდა ვნახო ისევ.
- ჯაფარიძე, ეცადე, ისევ სახლში წასვლა არ მთხოვოს ბავშვმა! - გაფრთხილებასავით იყო ქალის ეს სიტყვები.
- არა, ხო ვამბობ, რა, თავის დროზე მაგარი არჩევანი გავაკეთე. იმენა, რაც ასაკი გემატება, უფრო და უფრო ლამაზი ხდები.
- თავს ზედმეტის უფლებას აძლევ, ლაშა! - აიჭრა ერგემლიძე.
- წყნარად, ნუ გიჟდები. ისევ არაპროგნოზირებადი ხარ ჩემთან.
- ერთადერთი ადამიანი უნდა იყო, ვისზეც ნერვები არ უნდა მეშლებოდეს და არ მაღიზიანებდეს, მაგრამ ისეთი ნაგავი ხარ, შეუძლებელია, - ფეხზე წამოდგა ნათია. - სკოლასთან შევხვდებით პირველ საათზე. - პატარა ჩანთას ხელი დაავლო და გაცოფებულმა დატოვა იქაურობა. ვიდრე მანქანამდე მივიდოდა, გულში ილანძღებოდა და ნანობდა იმ პერიოდს, როცა ჯაფარიძესთან საქმე დაიჭირა. უბრალო შეყვარებულობა არ იკმარა, ცოლადაც გაჰყვა. აგიჟებდა ქალს თავისი არასწორი არჩევანი, როცა ყოველთვის ცდილობდა სწორი ნაბიჯები გადაედგა. მანქანაში ჩაჯდა და განერვიულებულმა ბაჩოსთვის დარეკვა გადაწყვიტა. მისი ხმაც კი ამშვიდებდა. თან ყოველთვის ისე საუბრობდნენ, რომ ბაჩანას ლოგიკურ აზრამდე მიჰყავდა ნათია როდის-რისი გაკეთება სჯობდა. ერთმანეთისთვის მხოლოდ შეყვარებულები არ ყოფილან, მეგობრებიც იყვნენ და ნებისმიერ საკითხზე შეეძლოთ აზრების გაცვლა-გამოცვლა.
- გცალია ჩემთვის? - მაშინვე კითხვით დაიწყო ქალმა, როცა ზარი გაუხსნა დავითულიანმა.
- როგორც არ უნდა იყოს, შენთვის სულ მცალია.
- სად ხარ? შენთან ლაპარაკი მინდა რაღაცაზე, გამოგივლი.
- სახლში ვარ. მითხარი სად მოვიდე და მე მოვალ. - ზედმეტი კითხვების გარეშე უთხრა ბაჩანამ. სხვა ამ დროს, ალბათ, იკითხავდა რა უნდოდა, რა თემაზე უნდა ელაპარაკათ, ვის ეხებოდა და ასე შემდეგ.
- იყავი, გამოგივლი და მანქანაშიც შევძლებთ ლაპარაკს. უბრალოდ, შენი რჩევა მჭირდება როგორ მოვიქცე, ბევრ დროს არ წაგართმევ. - აშკარად ეტყობოდა ნათიას ხმაზე, რომ ყოფილმა ქმარმა საკმარისზე მეტად აანერვიულა.
- კარგი. - მოკლედ უპასუხა ბიჭმა.
ნათია სწრაფად ატარებდა მანქანას. ეგონა, ყელში გაჩხერილი სიტყვები და ემოციები დაახრჩობდა, თუ მალე არ დაიწყებდა ლაპარაკს. ამიტომ ცდილობდა როგორც შეეძლო, ეჩქარა და ნერვებისგან დაცლილიყო. კორპუსთან მისულს ბაჩო ქვემოთ დაუხვდა და მაშინვე მანქანაში ჩაჯდა.
- რა სახე გაქვს, რა ხდება? - გაკვირვებული უყურებდა დავითულიანი. სახეზე ეწერა ყველაფერი ერგემლიძეს.
- ლაშა გამოჩნდა.
- შენი ყოფილი ქმარი?
- მერე რა განერვიულებს ასე?
- გუშინ ანაბელს სკოლაში მიაკითხა და რომ არ მივსულიყავი დროულად, ბავშვი ალბათ გაგიჟდებოდა, ისეთ სტრესში ჩააგდო.
- როგორ არის ახლა?
- კარგად, ველაპარაკე და გადაუარა შიშმა.
- სი.რი ხო არაა, რა უთხრა ასეთი ბავშვს?
- ეგრევე მიასკდა, როგორც კი სკოლიდან გამოვიდა ანაბელი. არც ნორმალური გაცნობა, არც თბილი დამოკიდებულება. მაშინვე სადმე წასვლა შეუთავაზებია და რას იფიქრებდა გოგო? შეეშინდა და დაფრთხა. პირველად ნახა მამამისი, იმანაც დემონსტრაციულად გამოუცხადა მამაშენი ვარო და ისეთი ფერი ჰქონდა სახეზე ბავშვს, რომ დავინახე, ლამის გული გამისკდა. გიჟივით მივვარდი და სახლში წასვლას მთხოვდა ანაბელი, არ გაჰყვა არაფრით, წამითაც არ მონდომებია მასთან ყოფნა.
- რა გიჟია ტიპი, ბავშვსაც ვერ გაეცნო ნორმალურად. - მხრები აიჩეჩა ბაჩანამ. უნდოდა დაემშვიდებინა ნათია, მაგრამ თან პრინციპი არ აძლევდა იმის საშუალებას რომ ჩაეხუტებინა და რამე ზედმეტი ნაბიჯი გადაედგა ქალისკენ, არც უნდოდა კიდევ უფრო დაებნია ამ მომენტში. - ელაპარაკე შენ ლაშას?
- ჰო, ახლახან ვნახე. ვკითხე რა მიზანი ამოძრავებდა, შენგან არაფერი მინდაო მითხრა, მხოლოდ ბავშვთან ვცდილობ ურთიერთობის აღდგენასო.
- და თუ ასეა, რა განერვიულებს?
- მეშინია, ბაჩო, რამე არასწორად რომ უთხრას ბავშვს და ტვინი აურიოს. ან საერთოდ წართმევა მოინდომოს.
- ნუ გამაგიჟე, ნათია, რომელ დედას ართმევენ შვილს რაღაც პრიმიტიული მიზეზის გამო? რა უნდა მოჩმახოს? შენ ვინ რა უნდა მოგთხოვოს ვაფშე? მაგაზე მეტი უფლებები რომ გაქვს, არ იცი?
- ვიცი, ჰო, უბრალოდ ვერ ვისვენებ. თან ანაბელზე ვდარდობ. არც ვიცი როგორ შეეგუება ლაშას და როდის გაიაზრებს, რომ მამამისია. აშკარად ცუდი დამოკიდებულება აქვს მის მიმართ. ყოველთვის ვცდილობდი ობიექტურად ამეხსნა რეალობა, რომ ჩვენ ერთმანეთს ვერ გავუგეთ და ამის გამო დავშორდით. არც კი შემიქმნია ლაშაზე მისთვის ცუდი წარმოდგენები და არც თვითონ გასჩენია სურვილი ოდესმე მასზე გველაპარაკა. გაუჭირდება შეგუება. იმ იდიოტმაც არ იცის ბავშვთან ურთიერთობა, რომ თავი მოაწონოს მაინც, თუ არ შეაყვარებს. - სავარძელზე თავი გადასწია ქალმა და საჭეზე ხელები დააწყო. დაძაბულობას ჯერ კიდევ ვერ იხსნიდა.
- დამშვიდდი. მისმინე, ლაშას უფლება უნდა მისცე რომ ბავშვთან იურთიერთოს. ამას ვერ აუკრძალავ. ანაბელისთვის მამის სტატუსი სრულიად უცხოა, ასე პირდაპირ რომ ადგა და გამოეცხადა, ძალიან არასწორი ნაბიჯი იყო მისგან. ჯერ ურთიერთობა უნდა ჩამოეყალიბებინა და შეეძლო მერე ეთქვა, რომ მე მამაშენი ვარ და ასე და ასე, მაგრამ ვერ ჩაერევი, რა. შენ ანაბელს უნდა დაელაპარაკო და უთხრა, რომ მამამისია და ასე თუ ისე, უნდა ეცადოს მის გაგებას. ადამიანებს რომ ზოგადად პრობლემები აქვთ, ეგ ისედაც ეცოდინება, ასწავლიდი, ამიტომ რომ ეტყვი რომ ლაშას პრობლემები ჰქონდა და ვერ მოდიოდაო, შეიძლება უფრო სხვა მხრიდან მიუდგეს და მარტივად გაუგოს. თვითონ ბავშვიც რთულია და ხასიათიც შენსავით რთული აქვს, როგორც ჩანს.
- ეგრეა, ჰო, ამიტომ მეშინია. მის ფსიქოლოგიაზეც როგორ აისახება ეს ურთიერთობა არ ვიცი. არამგონია, ლაშას ჯერ ცალკე გაჰყვეს სადმე. უნდა დააკვირდეს, დაფიქრდეს რამდენად კარგი ადამიანია და მერე გადაწყვეტს თუ დაუახლოვდეს მას.
- შენ რაღაც შუამავლის როლი იკისრე, რომ ერთსაც დაეხმარო და მეორესაც. ლაშამ რომ იგრძნოს უკრძალავ ბავშვთან ყოფნას, ვაფშე გაგიჟდება და ეგ ამოიგდე თავიდან საერთოდ. როგორმე ანაბელს კარგი თვალით უნდა დაანახო თავდაპირველად მამამისი და მერე რომ უკეთ გაიცნობს, თვითონვე მიხვდება რა არის მასში კარგი და რა - ცუდი. ხო მიხვდი?
- მივხვდი, კი. მადლობა, ბაჩანა. შენთან რომ არ მელაპარაკა, გავაფრენდი. ნერვებმა ლამის შემჭამა.
- დამშვიდდი, ნუ პანიკობ. ანაბელი მოკედლებულია შენზე. წამითაც არ გაივლო, რომ უფრო მეტად მამამისთან მოუნდება ყოფნა. იდეალური დედა ხარ, ხო გახსოვს? - გაუღიმა ბიჭმა და თბილი მზერით გადახედა. იმ წუთს ისე ელამაზა ნათია, ისე მოუნდა მის სახეს მოფერებოდა, რომ მზერა გადაიტანა ყურადღების გადასატანად და უაზროდ გაუშტერა თვალი რაღაცას.
- შენ კიდევ იდეალური მრჩეველი ხარ. - ამოიხვნეშა ნათიამ, იგივე ჟესტით დაუბრუნა პასუხი. იგრძნო, რომ ცოტა დამშვიდდა და დავითულიანთან ლაპარაკმა ნამდვილად უშველა. მანქანის სალონში ბაჩოს სუნი დატრიალდა უცებ, ეს სიამოვნების მომგვრელი იყო მისთვის და რამდენიმე წუთით თავს ბედნიერების უფლება მისცა.
- წავალ მე, ხო? მემგონი, დამშვიდდი უკვე.
- კი, კი, მიდი... - უნდოდა კიდევ დარჩენილიყო, მაგრამ წინააღმდეგობა ვერ გაუწია. არც ჰქონდა ამის უფლება. მანქანიდან გადასვლისას ხელზე ხელი დაადო და კიდევ ერთხელ, გულწრფელად გაუმეორა - მადლობა, ბაჩანა.
ბაჩოს აღარაფერი უპასუხია, რაკი დამშვიდებულად დაიგულა ქალი, თვითონაც აღარ გაწელა მასთან ყოფნის დრო რომ ჩახუტების და სიახლოვის სურვილი არ დასტყობოდა. უკანაც არ მოუხედავს, ისე გააგრძელა გზა კორპუსამდე.

___
უკვე პირველი საათი ხდებოდა, როცა ლაშაც და ნათიაც ორივე ადგილზე იყვნენ და ანაბელის გამოსვლას ელოდნენ. ქალმა ლამის ნერვიულობისგან ფრჩხილების ჭამაც დაიწყო, რაც ყველაზე მეტად ეზიზღებოდა და გულს ურევდა. ლაშაც თავის მხრივ ნერვიულობდა, არც თვითონ იყო მოხარული იმით რომ ვერ აეწყო შვილთან, ამიტომ თავში აზრებს ალაგებდა რომ დღეს მაინც მოეგო ბავშვის გული როგორმე, თუნდაც ცოტა ხნით ყოფილიყო მის გვერდით.
კლასელებთან ერთად მოდიოდა ანაბელი, პირველად დედას შეხედა და სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა, მაგრამ მერე მის შორიახლოს მდგარ ლაშასაც შეავლო თვალი თუ არა, მაშინვე შეეცვალა გამომეტყველება. ნათიასკენ წავიდა პირდაპირ.
- დე, მომენატრე. - გულში ჩაიკრა გოგონა ქალმა.
- მეც ძალიან, დედა. იცი, დღეს ყველა საგანში ყოჩაღი მივიღე. - კმაყოფილმა სიამაყით აღნიშნა პატარამ.
- ჩემი ჭკვიანი შვილი ხარ შენ! - თავზე აკოცა შვილს და მერე ლაშას გახედა. თვალით ანიშნა, რომ რამე ეთქვა.
- წავიდეთ სახლში? - გულუბრყვილოდ იკითხა ანაბელმა, არც ერთხელ არ გაუხედავს მამამისისკენ, ინტერესიც კი არ ჰქონია მისი.
- დე, მას შენი გაცნობა უნდა. უარს ეტყვი?
- გამარჯობა, ანაბელ. - ფრთხილობდა ჯაფარიძე, არ უნდოდა კიდევ რამე შეშლოდა.
- გამარჯობა, ლაშა. - მოკლედ უპასუხა ბავშვმა სახელის მიმართვით.
- ვიცი, გუშინ ძალიან გაწყენინე და შეგაშინე, მაგრამ მინდა რომ გამოვასწორო და შენზე ძალიან ბევრი რამ გავიგო. - გოგოს წინ ჩაიმუხლა კაცი და მისი პატარა ხელი თავისაში მოიქცია.
- დე, ის შენი მამაა. აქამდე არ ეცალა, პრობლემები ჰქონდა და ვერ დაგიკავშირდა, - ურთიერთობის დათბობაში ეხმარებოდა ნათია ლაშას და ბაჩოს რჩევას გულდასმით ითვალისწინებდა. - შენ ხომ ჩემი ყველაზე ჭკვიანი გოგო ხარ? ხომ იცი, რომ ზოგჯერ ადამიანებს ბევრი პრობლემა აქვთ და არ სცალიათ? ვაპატიოთ ლაშას, კარგი?
- ჯერ არ ვიცი, თუ ვაპატიებ. - სერიოზული მიმიკა მიეღო ანაბელს, ხელიც გამოაცალა მამამისს და ნათიას ლამის მიეკრო.
- გინდა ყველაფერი მოგიყვე ჩემზე და გულახდილად ვილაპარაკოთ? - თბილად გაუღიმა ჯაფარიძემ შვილს. ეტყობოდა, რომ მართლა გულწრფელი იყო.
- რა უნდა მომიყვე?
- თუ ერთ ადგილზე წამომყვები, გეტყვი.
- მაშინ დედაც წამოვიდეს, მარტო არ მინდა.
- დე, იქნებ, არ უნდა მას რომ მეც ვიყო? - თავი შეიკავა ქალმა. ისედაც საკმარისად იყო აშლილი, უჭირდა სწორი სიტყვების ძებნა და ყოფილი ქმრის მხარდაჭერა. ეს ყველაფერი ისე ამძიმებდა, რომ სუნთქვაც კი უჭირდა, მაგრამ ცდილობდა ანაბელს არ შეემჩნია და ემოციების დამალვა უწევდა.
- არა, თუ მარტო არ წამომყვება, რა პრობლემაა? - სწრაფად უპასუხა ლაშამ ნათიას კითხვას.
- არ ვიცი, შეიძლება უკეთესიც იყოს, თუ მარტო წახვალთ. - შვილის დაყოლიებას აგრძელებდა ისევ ერგემლიძე, მაგრამ უშედეგოდ.
- ერთად წავიდეთ, ისე არ მინდა. - ჯიუტი ხასიათი გამოავლინა ანაბელმა, გადაწყვეტილებას არ ცვლიდა არაფრით და კატეგორიულად მოითხოვდა ნათიაც წაჰყოლოდა.
- კარგი მაშინ, წავიდეთ. სად მივდივართ?
- მთაწმინდის პარკში ავიდეთ, გაერთობა იქ. - დაუზუსტა ლაშამ.
მანქანაში ჩასხდნენ, ნათიამ ტელეფონი გახსნა, ვიდრე წავიდოდნენ და ბაჩოს მიწერა: “მთაწმინდის პარკში მიწევს ასვლა, ძალიან მჭირდები.”

___
პარკის სიახლოვეს გააჩერა მანქანა და ფეხით გააგრძელა გზა. სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა და თან ირგვლივ იყურებოდა, იქნებ ნათიასთვის მოეკრა თვალი. დიდად აღფრთოვანებული არ იყო აქ ყოფნით, თუმცა, დარწმუნებული იყო რომ ნათია ტყუილად არ გამოუგზავნიდა მსგავს ესემესს. პარკი საკმაოდ დიდი იყო, ქალი კი ტელეფონს არ უხსნიდა, რის გამოც მისი ნახვა რთულდებოდა. ის ის იყო კიდევ ერთხელ დააპირა დარეკვა, რომ წინ მომავალ ნათიას მოჰკრა თვალი. ქალს ანაბელის ხელი ეჭირა ხელში, მაგრამ ბაჩანას გაოცება ანაბელის გვერდით მომავალმა ლაშამ უფრო გამოიწვია. გრძნობდა, როგორ აევსო მოთმინების ფიალა. ძალიან უნდოდა რომ ნათიას პირისპირ არ შეხვედროდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ქალმა აშკარად დაინახა ბაჩო და მასაც უკან გაბრუნება მეტისმეტად ბავშვურ საქციელად მოეჩვენა. ზანტი ნაბიჯებით განაგრძო გზა და როგორც კი წინიდან მომავალს გაუსწორდა, სალამის თქმაც დაასწრო.
- გამარჯობა. - მის ხმაში არაფერი იგრძნობოდა, არანაირი ზედმეტი ემოცია, მხოლოდ ადამიანური მისალმება.
- გაგიმარჯოს. - მისკენ გაიწია ქალი.
- როგორ ხარ, ანაბელ? - ბავშვთან დაიხარა ბაჩანა და ლოყაზე აკოცა.
- კარგად, შენ?
- მეც, პატარავ.
- ლაშა. - ხელი გაუწოდა მამაკაცმა და ბაჩომაც მშვიდად შეაგება თავისი.
- შენ აქ? - გაოცება ვერ დამალა ქალმა, არ ელოდა რომ ერთი ესემესი ბაჩოს აქ ამოიყვანდა. უცნაური იყო ბიჭისგან ასეთი ქცევა, მაგრამ ჯერ დილით ისეთი რომ ნახა ქალი და მერე ესემესში ლამის მისი ხვეწნა ამოიკითხა, სახლში ვეღარ გაჩერდა და პირდაპირ წამოვიდა.
- ჰო, ნაცნობს მოვაკითხე და აღმოჩნდა, რომ უკვე უშოვნია გამყოლი. - ირონიული ღიმილით თქვა ბიჭმა.
- ბაჩო... - რაღაცის თქმას აპირებდა ქალი.
- მაპატიეთ, უნდა დაგტოვოთ, მეჩქარება. - კიდევ ერთხელ ჩამოართვა ხელი ლაშას და ისე სწრაფად წავიდა, ნათიამ ვერაფრის თქმა მოახერხა.
- ნათია... - ხმადაბლა თქვა და უხერხულობის განსამუხტად ჩაახველა ლაშამ.
- ჰო. - ახლაღა გამოერკვა ფიქრებიდან ქალი.
- მე და ანაბელი რამდენიმე ატრაქციონზე რომ დავსხდეთ ერთად, შეიძლება?
- კი, რა თქმა უნდა. მიდი, დე, მე აქ ვიქნები. - ხელი გაუშვა ბავშვს და ლაშას გადააბარა. ანაბელსაც არ უფიქრია ბევრი, ატრაქციონებზე დაჯდომის იდეამ მოხიბლა და ხელი ჩაკიდა მამაკაცს.
- კარგი, წავედით ჩვენ და შენ ნუ გამოშტერდები ხანდახან. მგონი, რაღაც უნდა აუხსნა და სანამ გვიანი არ არის, დაეწიე. - თვალი ჩაუკრა ქალს და ბავშვთან ერთად დაიძრა ადგილიდან. ნათიას გაეცინა ლაშას ქცევაზე და მეტისმეტად ჰუმანურად მოეჩვენა მისგან ეს, ეუცნაურა კიდეც.
მერე უცებ მოვიდა გონს. სწრაფი ნაბიჯებით წავიდა ბაჩოსკენ, რომელიც კარგა შორს წასულიყო უკვე და ძლივს დაეწია.
- ბაჩო! - ხმამაღლა დაიძახა ქალმა და ბიჭიც მოტრიალდა. აქოშინებული ნათიას დანახვამ ღიმილი მოჰგვარა, მაგრამ სულაც არ ეღიმებოდა. - გაჩერდი ორი წუთი და ჩამოვსხდეთ, რა. - ხელზე დაეყრდნო ერგემლიძე და სული მოითქვა.
- რა გინდა, ნათია?
- თუ ჩამოჯდები და ორი წუთით გამიჩერდები სალაპარაკოდ, აგიხსნი.
- რა იყო, გოგო, ორივეს ნომერზე ჩემი ბიჭი გიწერია და ასეთი ჩეპე იმიტომ მოგივიდა?
- სხვათა შორის, გიხდება ეჭვიანობა, მაგრამ ნუ ბოდავ შენი ჭირიმე, რა.
- ანუ აქ იმისთვის მომიყვანე, რომ გენახა ვიეჭვიანებდი თუ არა?
- აუ, შენს აღუა სიყვარულებში ნუ გერევი, ძალიან გთხოვ, რა. შენი აზრით, ეგეთი დებილი ვარ? არც მიფიქრია თუ მოხვიდოდი, უბრალოდ მოგწერე რომ თავი უკეთ მეგრძნო. ბავშვი უჩემოდ არ წამოვიდა მასთან ერთად და იძულებული გავხდი, გამოვყოლოდი. ამაზე ავნერვიულდი, ვერაფერი რომ ვერ ვქენი, ავდექი და მოგწერე.
- გასაგებია. - მშრალად უპასუხა ბიჭმა და თვითონაც სკამზე ჩამოჯდა.
- რატომ მოხვედი? - ამჯერად ქალმა იკითხა.
- რა ვიცი მე, მეგონა რამე პრობლემა გქონდა ან რაღაც დაგემართა, ან ჯულიეტასავით თავს იბრედდი ჩემი სიყვარულით ჩვენს საყვარელ პარკში და მეთქი - იმიტომ მომწერა, რომ ჩემი წილი საწამლავი დატოვოს - თქო.
- აი, ხომ გეუბნები, შენს აღუა სიყვარულებში გერევი - მეთქი. - ხუმრობაზე ირონიული ხუმრობითვე უპასუხა ქალმა.
- სხვათა შორის, შენ არ გიხდება ეჭვიანობა და ანა ჩემი საუკეთესო მეგობარია, იმ ბილწი აზრების გარეშე შენ რომ ფიქრობდი.
- არ მჯერა, რომ ჩემ გამო მოხვედი. - კმაყოფილი ღიმილის დასაფარად თავი ჩახარა.
- კაი, მაშინ საყვარლის სანახავად მოვედი და შენ რომ დაგინახე, მერე ასე ვიმართლე თავი. ეს ვერსია გაწყობს?
- ხედავ? ისევ თვლი რომ ჩემთან თავი გაქვს სამართლებელი, ჯერ კიდევ ჩემად თვლი თავს, დავითულიანო. - ამჯერად აღარ უცდია ღიმილის დაფარვა.
- კოჭებსაც ხო არ დამიხვრეტ ბარემ? რაც არის, არის, მაგრამ ანა რომ ჩემი მეგობარია, ეგ იმას ვაფშე არ ნიშნავს რომ სამი წელი მარჯვენას ვავარჯიშებდი.
- ჰა, ჰა! - სიცილის იმიტაცია გააკეთა ქალმა და უსიამოვნოდ მობრიცა ტუჩები. - მეტიც, მეგონა რკინის ტრუსიკი გეცვა და ხელცქვიტობასაც არ კადრულობდი.
- სულ ტყუილად გეგონა.
- მომენატრე, ბაჩო. - უცებ შეცვალა ტონი ქალმა. დათბა. მიმიკაც შეეცვალა, მოიღუშასავით. თავს რომ ზედმეტის უფლებას ვერ აძლევდა, ეს ხასიათს უფუჭებდა. ძველი დროის დაბრუნება უნდოდა.
- მეც, ნათია, მეც.
- მერე?
- მერე რავი, არც არაფერი, არა?
- შენთან გულახდილი საუბარი მინდა, რომ დეტალებში აგიხსნა ყველაფერი და მერე თავად გადაწყვეტ როგორ მოიქცე.
- ვილაპარაკოთ.
- როდის და სად?
- როცა და სადაც გინდა.
- მაშინ ხვალ დილის საათებში ჩემთან ამოდი, მარტო ვიქნები.
- ამოვალ, რამე წამოგიღო?
- ჰო, შავი შოკოლადი, - ტრადიციული პასუხი დაუბრუნა ნათიამ. - წავალ, არ მინდა დიდხანს დავტოვო ანაბელი მასთან, ინერვიულებს მაინც. ხვალ შევხვდებით.
- კარგი, მიდი.
- ბაჩანა, - ფეხზე წამოდგა ქალი და ბოლო სიტყვები გულიდან ამოიტანა. - ძალიან მიყვარხარ და მადლობა, რომ მოხვედი. - ბაჩოს პასუხს აღარ დალოდებია, არ უნდოდა მოესმინა, ამიტომ სწრაფი ნაბიჯებით დაბრუნდა უკან. შორიახლოდან უყურებდა, თუ როგორ ერთობოდნენ ლაშა და ანაბელი ერთად. მიხვდა, რომ უფრო მეტად გაუგეს ერთმანეთს და გაუხარდა კიდეც.



№1  offline წევრი რენე

გამარჯობა. ძალიან გამოღლილი ვარ მე თვითონ, ემოციურად ისეთი თავი გამოვიდა რომ ყველა სიტყვაზე ვფიქრობდი და ვლოცულობდი რამე არ შემშლოდა... განსაკუთრებულად მაინტერსებს თქვენი აზრი აქ, როგორ ფიქრობთ რა იქნება, რა მოხდება, რას ელით და საერთოდ პერსონაჟები როგორია თქვენს თვალში, მე თვითონ უზომოდ მიყვარს მკითხველთან ურთიერთობა და კი შეატყობდით ამას, ამიტომ მინდა რომ დამელაპარაკოთ და თქვენი აზრის მოსმენის შემდეგ იქნებ უფრო მივხვდე რა ჯობია... გაგიმხელთ, რომ საერთოდ არ ვიცი რა უნდა მოხდეს მომდევნო თავში და ამას წერის პროცესში ვხვდები თანდათან. და კიდევ რა უნდა მეთქვა, წინა თავზე რაღაც გაუგებრობა მოხდა, არ ვიცი რა იყო და მე არ მეხება, მაგრამ ძალიან გთხოვთ აქ დაძაბულობას ნუ შემიქმნით. მეც მინდა კომფორტულად ვიყო და მკითხველსაც სიამოვნებდეს აქ ყოფნა, ამიტომ გაუგებრობებს ავერიდოთ როგორმე... გელოდებით გულით და სულით! ♥️♥️♥️

 


№2 სტუმარი უცნობი მეგობარი

გამარჯობა. პირველ რიგში მინდა გითხრა რომ პირველივე თავიდან მოგყვები თუმცა მაინტერესებდა როდის მომწიფდებოდა ისე სიტუაცია რომ კომენტარის დატოვება მომდომებოდა. დასაწყისისთვის უნდა გითხრა რომ პირდაპირ მშურს შენი ლექსიკური და გრამატიკული გამართულობის. იმ იშვიათი მწერლების და მითუმეტეს დამწყები მწერლების სიაში ხარ ვისთანაც ძალიან უნდა მოინდომო რომ შეცდომა იპოვნო. ერთი პლიუსი შენ.
ახლა მეორე პლიუსი. ეს არის შინაარსი. დალაგებული, ცხოვრებისეული ამბებით სავსე ნაწარმოები, სადაც იდეალური და არაიდეალური, მისაღები და მიუღებელი ურთიერთობები ისე საინტერესოდ ერწყმის ერთმანეთს რომ ერთ მთლიანობას ქმნის. შემდგარი და შეუმდარი ურთიერთობები, ცოლები და ქმრები, სწორი და არასწორი დამოკიდებულებები, სიყვარული და სიძულვილი, შენება და ნგრევა. ყველაფერი იყო უკვე ნაწარმოების ამ პატარა ნაწილში და სრული ისტორიისგან რა თქმა უნდა მეტს მოველი.
ახლა კი მესამე პლიუსი. ეს არის პერსონაჟები. პირველ რიგში ნათია. ძალიან დამოუკიდებელი და ჩამოყალიბებული ქალი, რომელსაც ადამიანური სისუსტეები აღმოაჩნდა თუმცა მე ვერაფერ საგანგაშოს მის სიყვარულში ვერ ვხედავ. ბაჩო - ამათ სიყვარულში რომ პრობლემას ვერ ვხედავ ალბათ ბაჩოს დამსახურებაა ყველაზე მეტად. არსებობენ ბაჩოსნაირი ტიპები, ბავშვობიდან დიდები რომ არიან და ყველაფერი ესმით. მისი მოქმედებებიც ამ თავში ადასტურებს რომ ბაჩო არ არის უბრალოდ 23 წლის ბიჭი. ის ჩამოყალიბებული ზრდასრული და საინტერესო მამაკაცია, რომელიც ნებისმიერ ქალს მოხიბლავს. სულ არ მიკვირს ნათია რომ ასეთი მამაკაცის გვერდით თავს დაცულად და კომფორტულად გრძნობს. ლაშა - ჩემი აზრით არც ეს ბიჭია სანაგვეზე გადასაგდები. ბოლოს და ბოლოს ასეთი ქალის გული მოიგო თავის დროზე და ახლაც მიუხედავად შეცდომით დაწყებული ურთიერთობისა, მთლად უარყოფით პერსონაჟად აშკარად არ წარმოაჩენ მას. ეს სწორიცაა და ძალიან მომეწონა შვილის მამა რომ მონსტრად არ დაუხატე ნათიას. დანარჩენი პერსონაჟები სითბოს, სიმყუდროვის და სიყვარულის არომატს ტოვებენ, რაც ნაწარმოებს სასიამოვნო წასაკითხს ხდის და ბოლომდე კრავს. შენ კი ავტორო ჩემი აზრით ძალიან დადებითი ემოციების მქონე და საინტერესო ადამიანი ხარ. მადლობა საინტერესო ნაწარმოებისთვის და ბოლოს მეც ბანალურად გთხოვ რომ დიდხანს არ გვალოდინო.[right][/right]

 


№3  offline წევრი რენე

უცნობი მეგობარი
გამარჯობა. პირველ რიგში მინდა გითხრა რომ პირველივე თავიდან მოგყვები თუმცა მაინტერესებდა როდის მომწიფდებოდა ისე სიტუაცია რომ კომენტარის დატოვება მომდომებოდა. დასაწყისისთვის უნდა გითხრა რომ პირდაპირ მშურს შენი ლექსიკური და გრამატიკული გამართულობის. იმ იშვიათი მწერლების და მითუმეტეს დამწყები მწერლების სიაში ხარ ვისთანაც ძალიან უნდა მოინდომო რომ შეცდომა იპოვნო. ერთი პლიუსი შენ.
ახლა მეორე პლიუსი. ეს არის შინაარსი. დალაგებული, ცხოვრებისეული ამბებით სავსე ნაწარმოები, სადაც იდეალური და არაიდეალური, მისაღები და მიუღებელი ურთიერთობები ისე საინტერესოდ ერწყმის ერთმანეთს რომ ერთ მთლიანობას ქმნის. შემდგარი და შეუმდარი ურთიერთობები, ცოლები და ქმრები, სწორი და არასწორი დამოკიდებულებები, სიყვარული და სიძულვილი, შენება და ნგრევა. ყველაფერი იყო უკვე ნაწარმოების ამ პატარა ნაწილში და სრული ისტორიისგან რა თქმა უნდა მეტს მოველი.
ახლა კი მესამე პლიუსი. ეს არის პერსონაჟები. პირველ რიგში ნათია. ძალიან დამოუკიდებელი და ჩამოყალიბებული ქალი, რომელსაც ადამიანური სისუსტეები აღმოაჩნდა თუმცა მე ვერაფერ საგანგაშოს მის სიყვარულში ვერ ვხედავ. ბაჩო - ამათ სიყვარულში რომ პრობლემას ვერ ვხედავ ალბათ ბაჩოს დამსახურებაა ყველაზე მეტად. არსებობენ ბაჩოსნაირი ტიპები, ბავშვობიდან დიდები რომ არიან და ყველაფერი ესმით. მისი მოქმედებებიც ამ თავში ადასტურებს რომ ბაჩო არ არის უბრალოდ 23 წლის ბიჭი. ის ჩამოყალიბებული ზრდასრული და საინტერესო მამაკაცია, რომელიც ნებისმიერ ქალს მოხიბლავს. სულ არ მიკვირს ნათია რომ ასეთი მამაკაცის გვერდით თავს დაცულად და კომფორტულად გრძნობს. ლაშა - ჩემი აზრით არც ეს ბიჭია სანაგვეზე გადასაგდები. ბოლოს და ბოლოს ასეთი ქალის გული მოიგო თავის დროზე და ახლაც მიუხედავად შეცდომით დაწყებული ურთიერთობისა, მთლად უარყოფით პერსონაჟად აშკარად არ წარმოაჩენ მას. ეს სწორიცაა და ძალიან მომეწონა შვილის მამა რომ მონსტრად არ დაუხატე ნათიას. დანარჩენი პერსონაჟები სითბოს, სიმყუდროვის და სიყვარულის არომატს ტოვებენ, რაც ნაწარმოებს სასიამოვნო წასაკითხს ხდის და ბოლომდე კრავს. შენ კი ავტორო ჩემი აზრით ძალიან დადებითი ემოციების მქონე და საინტერესო ადამიანი ხარ. მადლობა საინტერესო ნაწარმოებისთვის და ბოლოს მეც ბანალურად გთხოვ რომ დიდხანს არ გვალოდინო.[right][/right]

არც კი ვიცი საიდან უნდა დავიწყო... ისე მინდა დალაგებული და კარგი პასუხი გაგცე, როგორიც თვითონ შენს კომენტარს შეეფერება. ისე საინტერესოდ გაქვს შენი აზრი გადმოცემული, რომ მეც თანმიმდევრობით უნდა მივყვე ახლა ყველაფერს და გული გადაგიშალო. წერა რომ დავიწყე, არ ვიყავი დიდი, მაგრამ არც პატარა. წიგნების კითხვა რომ დავიწყე, ძალიან პატარა ვიყავი და ზოგადად ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც განათლება უპირატესია. ალბათ ამან იმოქმედა იმაზე, რაც თავიდან შენ აღნიშნე და თავისთავად წლებმა მოიტანა გამოცდილება და ცოდნა. პატარა არც მე ვარ, რა თქმა უნდა და სულ ვცდილობ განვვითარდე. მეგობრის საშუალებით აღმოვაჩინე აქაურობა, ვიფიქრე ძველი ნაწერების ატვირთვას ჯობია რამე ახალი ვცადო და უფრო ამყვებიან - მეთქი. ამ თავამდე თითზე ჩამოსათვლელად მქონდა კომენტარები, მივხვდი რაღაც კულმინაციური იყო საჭირო, რომ გამომხმაურებოდნენ და ძალიან ვეცადე ეს თავი ყოფილიყო ასეთი. ემოციებით დავტვირთე ყველანაირად, მეც გამოვიფიტე წერის დროს და ბოლო წერტილი რომ დავსვი, მანდ მივხვდი რომ ყველაზე კარგი თავი იყო და მიხარია რომ შენც ასე ფიქრობ. ცხოვრება ისეთი რამეა, სულ დალაგებული ვერავის ექნება, ამიტომ აუცილებელია ზოგჯერ ის პრობლემებიც რომ ვისწავლოთ რა უნდა გავაკეთოთ და რა არის სწორი, ან სწორი თუ არა, უმჯობესი მაინც. ზუსტად ეს მინდა ვთქვა ამ ისტორიით, რომ რაც რეალურად არსებობს, იმაზე უნდა იწერებოდეს აუცილებლად. შეიძლება რაღაცებს ვაზედმეტებ, მაგრამ სულ ვცდილობ მაინც რეალობისკენ წავიყვანო და რამე არ ამერიოს... არც იდეალური ადამიანები არსებობენ, ყველას ეშლება რაღაც, ნათიას ბაჩოსთან შეეშალა, ბაჩოსაც ექნება თავისი უარყოფითები, ლაშას მინუსი ყველამ ვიცით და არ მგონია რომ აუცილებელი იყო მისი ცუდად წარმოჩენა. ყველა ადამიანს აქვს რაღაც კარგი, რის გამოც შეიძლება აფასებდა არა თუ გიყვარდეს... ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შენ ამ ყველაფერს სწორად აღიქვამ და უღრმესი მადლობა რომ მე ასე მხედავ! მართლა ძალიან ვცდილობ რომ მალე ვწერო, თუ ვაგვიანებ, უფრო დიდ თავს ვწერ ხოლმე და მგონია ამით ვასწორებ. თუ კვლავ გამოჩნდები, ძალიან გამახარებ, მე დაგელოდები მოუთმენლად! ♥️♥️♥️

 


№4 სტუმარი ანუ

მიხარია ლაშა მთლად ისეთი რომ არ აღმოჩნდა როგორი შთაბეჭდილებაც პირველ გამოჩენაზე დამიტოვა ^-^

ისტორია კარგად და საინტერესოდ ვითარდება, სიამოვნებით ველი გაგრძელებას ^-^

 


№5  offline წევრი რენე

Nuki-rocks
რენე,ბაჩანამ წამაქციაა,ეს რა კაციაა! ვინ იფიქრებს რომ პატარაა?! საერთოდ არ ეტყობა და რომ გეწერა რაღაცები, როგორ მართლდება...
ლაშა... ასე,ასე.. უცნაური ვინმეა,მართლა რა უნდა,კაცმა არ იცის. კარგია თუ ბავშვი მოუნდა,მთავარია სწორად მიუდგეს ახლა. აი,ნათიაც ძალიან მომწონს. მართლა ეტყობა,რომ უბოროტოა, კეთილი და საინტერესო. უკვე იცი,რომ მხოლოდ კარგს უნდა ელოდო მისგან.
ანაბელის რეაქციას ველოდი.ბავშვია და თავს ესე იცავს. ესეთ ციცქნას როგორ ეშინია ან როგორ აბნევენ,არავინ იცის.

გელოდები,რენე,მოუთმენლად. ვიცი რომ შენი გეგმები გაქვს.უბრალოდ, ვამბობ ხოლმე,რომ ტონუსში იყო:დდდდ
წარმატებები შენ.

როქს, შენ რომ აქ ხარ, რაღაცნაირი მუხტი ეძლევა ყველაფერს. ძალიან მხიარული ჩანხარ და საოცრად დადებითი ენერგია მოდის შენგან! ეს ერთი. ახლა მეორე, შენ რომ დასკვნებს დებ, ამართლებს ხოლმე და ყოველთვის სწორ გათვლას აკეთებ ჩემდა გასაკვირად... :დ ბაჩანა მიუხედავად ასაკისა, ძალიან მაგარი ადამიანია და მართლა კაცია რა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით! ხომ ვთქვი რომ ყველაფერს რაღაც მიზეზით ვწერ, ამიტომ მჭირდება ის მცირე დეტალები რომ მერე რამე არ გამომრჩეს... ზოგადად ძალიან ვცდილობ, რომ ყველაში ვიპოვო რაღაცა დადებითი უარყოფითთან ერთად და ცხოვრებაშიც ასე ვარ, არ არსებობს სულ მთლიანად უარყოფითი ადამიანი, ან მე გამიმართლა და ჯერ არ შემხვედრია ასეთი ვინმე. ანაბელი კოპწია გოგოა, რა ქნას, ჯერ მაინც პატარაა და ეშინია თავისებურად, ასე უცებ რომ გაიგებ ვინაა მამაშენი ნამდვილად სტრესულია. მადლობა, ნუკი! ტონუსის რა გითხრა, მაგრამ ძალიან კი ვცდილობ რომ კარგი გამოვიდეს! ასევე წარმატებები შენც...♥️♥️♥️

ანუ
მიხარია ლაშა მთლად ისეთი რომ არ აღმოჩნდა როგორი შთაბეჭდილებაც პირველ გამოჩენაზე დამიტოვა ^-^

ისტორია კარგად და საინტერესოდ ვითარდება, სიამოვნებით ველი გაგრძელებას ^-^

ჰო, ვეცადე რომ მთლად ცუდიც არ ყოფილიყო, კარგი მხრიდანაც უნდა დამენახებინა თქვენთვის ჯაფარიძე. მადლობა კომპლიმენტებისთვის, აზრის გაზიარებისთვის, უზომოდ გამახარა შენმა სიტყვებმა და გამოჩენამ! ♥️♥️♥️

 


№6 სტუმარი ეკა

როგორ ველოდი.გავიქეცი წავიკითხე

 


№7  offline წევრი რენე

ეკა
როგორ ველოდი.გავიქეცი წავიკითხე

მიხარია რომ ელოდი და უფრო გამიხარდება, თუ აზრსაც გამიზიარებ, ძალიან მაინტერესებს რას ფიქრობ... ♥️♥️♥️

 


№8  offline წევრი თათუ♡

როდის ატვირთავ?

 


№9  offline წევრი რენე

თათუ♡
როდის ატვირთავ?

გამარჯობა, ბოდიშს გიხდით ყველას დაგვიანებისთვის... ვერ მოვახერხე ამ დღეებში ატვირთვა, დაბადების დღის მზადებაში ვიყავი, მერე გამოცდები დავასრულე და გამიგრძელდა. აი ცოტას დავფიქრდები რა უნდა ვქნა მომდევნო თავში, როგორ დავალაგო და ამ დღეებში გამოვჩნდები. ბოდიში კიდევ ერთხელ! ♥️♥️♥️

 


№10  offline წევრი რენე

ბოდიში, გოგოებო... ცოტა მადროვეთ, აი სულ სულ ცოტა, გავიჭედე და ვერც კი შემოვდივარ რაღაც პრობლემების გამო... მაპატიეთ მთელი გულით ეს უყურადღებობა, კარგი თავით დავბრუნდები ამას გიტოვებთ დაპირებად...
ძ ა ლ ი ა ნ დ ი დ ი ბ ო დ ი შ ი! ♥️♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent