შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძალდატანებული ქორწინება 25 თავი

29-06-2021, 09:28
ავტორი ნეაკო
ნანახია 6 640

გამთენიისას სუსტად გაახილა თვალები თათიამ და შეკრთა როცა გააცნობიერა რომ ისევ ქმრის მკლავებში გაეღვიძა
-ალექსანდრე-დაუჩურჩულა ჩამწყდარი ხმით
-რააა?-გაისმა ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფი ბიჭის ჩახლეჩილი ხმა, რომელმაც ინსტიქტურად კიდევ უფრო ძლიერად შემოაჭდო ხელები საყვარელ გოგონას სიფრიფანა სხეულს და ცხვირი მის თმებში ჩარგო
-ხელი გამიშვი
-დაიძინე... ჯერ ძალიან ადრეა-ჩასჩურჩულა ყურში და საფეთქელზე მიაწება ვნებიანი ტუჩები, ისე რომ თვალები არ გაუხელია
-ხელები მომაშორე-თათია მის მუცელზე , მარწუხივით შემოჭდობილ ქმრის ხელს დაეჯაჯგურა ორივე ხელით, მაგრამ ამაოდ
-ტყუილად ფართხალებ ხომ იცი რომ მაინც არ გაგიშვებ!- გაცინა ბიჭს და ყურს დაბლა აკოცა
-გეყოფა-უფრო მეტი წინააღმდეგობა გაუწია აღელვებულმა გოგონამ, ზურგს უკნიდან ჩახუტებულ ქმარს
-ნუ იძაბები-მის ისედაც წყობრიდან გამოსულ ნერვებზე თამაში დაიწყო ბიჭმა და ამჯერად ვნებიანი ცხელი ტუჩები მხარზე მიაწება
-ვერ გიტან-გულწრფელად უთხრა გოგონამ და ფართხალი შეწყვიტა, რადგან რაც მეტ წინააღმდეგობას უწევდა ქმარს მით უფრო მეტად ეკრობოდა მათი ცხელი სხეულები ერთმანეთს
-ვიცი-ირონიული ღიმილი კრთებოდა ალექსის სახეზე, ცოლის ქცევებიდან გამომდინარე
-თავი საშინლად მტკივა და ადგომა მინდა
-მიზეზებს ტუილად ეძებ პატარავ მაინც არ გაგიშვებ!
-მორჩი ამ სისულელეებს-არ ნებდებოდა თათია, ალექსანდრეს და საკუთარ გრძნობათა აფეთქების ძალას
-თუ გახსოვს დარჩენა თვითონ მთხოვე ასე, რომ მე ნუ მადანაშაულებ!-მოულოდნელად ზემოდან მოექცა მომღიმარი ბიჭი დაბნეულ ცოლს და თავლებში ჩააცქერდა
-ახლავე მომშორდი-უმალ სუნთქვა შეეკრა თათიას და გულისცემა შეუწყდა
-რომ არა?-ნიშნის მოგებით ჰკითხა ბიჭმა და სახე ზედმეტად მიუახლოვა
-გთხოვ-სტრატეგია შეცვალა გოგონამ და ინტერესით ჩააცქერდა ჭაობისფერ, დანისლულ სფეროებში ქმარს
-გაგიშვებ იმ შემთხვევაში თუ დაბრუნდები-თვალები დააწვრილა ბიჭმა
-თავი ვინ გგონია პირობებს რომ მიყენებ?-გაბრაზდა თათია
-ვინ და შენი ქმარი!-უცნაური ტონით უთხრა ბიჭმა და არეული მზერა, გოგონას ამღვრეული თაფლისფერი, სფეროებიდან მის ტუჩებზე გადაიტანა
-ფიქტიური!-მაშინვე ეს უთხრა ამ ეტაპზე უკვე სუნთქვა გახშირებულმა და პულსაცია აჩქარებულმა თათიამ ქმარს
-უფლებას თუ მომცემ... ნებისმიერ დროს შემიძლია ეს ქორწინება რეალობად ვაქციო
-სისულელებს ნუ ბოდავ-თვალები აატრიალა გოგონამ და მკერდზე მიაბჯინა ხელები -შეგიძლია რომ თავი დამანებო?-ჰკითხა გაღიზიანებული ტონით
-ღელავ?-ალექსი მომღიმარი სახით, ზემოდან დააცქერდა ცოლს და მაქსიმალურად სცადა მოწოლილი გიჟური ვენებები, გრძნობები და ემოციები საკუთარ სხეულში ჩაეხშო, რომ აზროვნების უნარი არ დაეკარგა და რამე სისულელე არ გაეკეთებინა
-გეყოფა მომშორდი-თათია ისე აფართხალდა, რომ გაბრაზებულმა ბიჭმა ხელები თავს ზემოთ დაუჭირა და სახე იმდენად მიუახლივა რომ ცხელი სუნთქვა მიაფრქვია ზედ
-მაშინ გაგიშვებ როცა ეს...მე მომინდება!-უცნაური ხმით უთხრა ალექსმა და ტუჩის კუთხეში აკოცა, თათიას უმალ სუნთქვა შეეკრა და გულისცემა შეუწყდა
-გთხოვ თავი დამანებე-მხოლოდ ამის თქმა მოახერხა და როგორც კი გაათავისუფლა ალექსმა მისი მაჯები და სხეული, ფეხზე წამოვარდა - ჩემთან მოკარება აღარ გაბედო!-უთხრა მკაცრი ტონით და გვერდის აქცევით სცადა გასცლოდა
-რომ გავბედო რა მოხდება?-მოულოდნელად მკლავზე ხელი წაავლო ალექსმა ცოლს და თავისკენ შეატრიალა გაცეცხლებული გოგონა, რომელსაც ცივი მზერა ჯერ მის ხელზე მოეყინა შემდეგ კი სახეზე
-ხელი გამიშვი!
-კარგი მაპატიე, მე უბრალოდ... შენთან ახლოს ყოფნა მინდა, სხვა არაფერი... საერთოდ არაფერი-
უთხრა ჩამწყდარი ხმით, მაშინვე გაუშვა ხელი და უცნაური მზერით ჩააცქერდა თვალებში, თათიამ დააიგნორა მისი მზერა, ოთახიდან გავიდა და კარი გამეტებით გაიჯახუნა.
ალექსანდრეს ამ დღიდან, რაღაცნაირად ისევ აერია ურთიერთობა თათიასთან, ისე გაუცხოვდნენ და დაშორდნენ ერთმანეთს.
სამაგიეროდ ლილე და ვანო დაახლოვდნენ თან მეტისმეტად, რადგან ბიჭი ყოველ დღე აკითხავდა უნივერსიტეტში, საჩუქრებს და იუმორს არ იშირებდა ჯერ მისი ყურადღების მისაქცევად შემდეგ კი ნდობის მოსაპოვებლად, ლილე რა თქმა უნდა თავს შორს იჭერდა მისგან, მაგრამ ნელ-ნელა ეს მანძილი თავისთავად შემცირდა და ურთიერთობაც გაღრმავდა.
მართა მშვიდად და წყნარად განაგრძობდა ლევანთან თანამშრომლობას და საბოლოოდ მოხდა ისე, რომ ერთობლივად კიდევ ბევრი ახალი პროექტი წამოიწყეს, ალექსი საერთოდ არ ერეოდა მის საქმეში და შორიდან ცივად ადევნებდა თვალს მართას სისულელეეებს.
თათიას მცდელობა ამაო გამოდგა, ვერაფრით დაითანხმა ლიკა რომ ზაზას დალაპარაკებოდა, არადა ძალიან უნდოდა მათი ურთიერთობა მაინც დალაგებულიყო
-ვიცი რაც უნდა ვქნათ-ტყუპების სანახავად მისულ დას თვალი ჩაუკრა ბაჩომ
-რა მოიფიქრე?
-მე არა! მამამ მოიფიქრა! მოდი მე ახლა დედას დავურეკავ მერე კი მამას რომ ერთმანეთს შეხვდენენ აქ მაინც
-რომ მოვა ამით რა შეიცვლება?-მხრები აიჩეჩა მოწყენილმა გოგონამ -გგონია ლიკა მოუსმენს?
-მოუსმენს!-დარწმუნებით თქვა ბაჩომ და დედას დაურეკა, უთხრა რომ თინა შინ არ იყო თეონას დახმარება სჭირდებოდა ბავშვების მოვლაში
-ბაჩო ცუდად იქცევი-გაუბრაზდა თათია ძმას- ხომ იცი როგორ განიცდიდს დედა ამ ყველაფერს? ზაზასთან მისი ძალით შეხვედრა მგონია, რომ უფრო დაძაბავს მათ ისედაც არეულ ურთიერთობას, დრო რომ გავა ისედაც გადაუვლის დედას და მერე დალაპარაკებასაც შეძლებს ზაზასთან და მის მოსმენასაც
-განცხადება შეიტანა განქორწინებაზე-ჩაიდუდუნა ბაჩომ და მოღუშული სახით მიაჩრდა დას
-რააა?-აღმოხდა აღელვებულ გოგონას
-არ გეუბნებოდით... არ გვინდოდა გენერვიულა...ორ დღეში პროცესი დაიწყება
-ღმერთო-აღმოხდა აღელვებულ გოგონას და ცრემლები მოეძალა
-როგორც ხედავ ზაზას ყველა მცდელობა ამაო გამოდგა....ლიკამ ვერ აპატია...მგონი ასე ძალიან შენს გამო გაგიჟდა... ხომ ხვდები... ანუ მართა და ალექსი გამო, ამას ვერ პატიობს ზაზას
-დედას ამ საკითხზე უკვე ათასჯერ დაველაპარაკე
-თათია ტყუილდ ცდილობ მის დარწმუნებას... მაინც არ დაიჯერებს იმას რომ ალექსანდრეს შენი ნებით გაჰყევი ცოლად -ბაჩომ დას ამჯერადაც დაუმალა, რომ მათ ყველამ, სიმართლე იცოდნენ მისი და ალექსისი ფიქტიური ქორწინების შესახებ, რადგან ეს ზაზას კატეგორიული მოთხოვნა იყო.
ლიკას მისვლამ კიდევ უფრო დაძაბა თათია
-დედას ცხოვრება-ატირებულმა ქალმა გულში ჩაიკრა გაფითრებული გოგონა და თავზე აკოცა
-გთხოვ მამას არ გაეყარო-მაშინვე ეს უთხრა თვალებაწყლიანებულმა გოგონამ დედას და თავადაც ძლიერად შემოხვია ხელები -მითუმეტეს ჩემი მიზეზით... არ გინდა გთხოვ... ხომ იცი რომ ძალიან უყვარხარ
-ამ თემაზე ნუღარ მელაპარაკები თათია!-გაბრაზდა ქალი და მაშინვე უკან დაიხია-მის გამო ცხოვრება დაგენგრა!
-ასე არაა, მე ალექსანდრე მიყვ...
-არ გინდა-სევდიანად გაუღიმა ქალმა შვილს და სახეზე ხელი ჩამოუსვა -არ გინდა თათია ძალიან გთხოვ არ გინდა შვილო!
-დედა მამას ასე ნუ მოექცევი, გთხოვ, არ მინდა რომ განორწინდეთ, მითუმეტეს ჩემს გამო
-თავს დადანაშაულება არ გაბედო რამეში, ერთადერთი ადამიანი ვინც შეცდომა დაუშვა არის ზაზა ასათიანი და შესაბამისად პასუხიც უნდა აგოს თავის დანაშულზე
-თქვენ ხომ ძალიან გიყვართ ერთმანეთი
-სიყვარულის გარეშეც შეიძლება ცხოვრება!
-აზრი?-სევდიანი სახით გაუღიმა გოგონამ დედას ჩაეხუტა -დამიჯერე სიყარულის გარეშე აზრი არ აქვს ცხოვრების გაგრძელებას
-ნუ ცდილობ დამარწმუნო რომ ალექსანდრე ჯიშკარიანი შენი ცხოვრების სიყვარული და ბედნიერებაა!-გაბრაზდა ლიკა და ძლივს შეიკავა თავი, რომ რამე არ ეთქვა მის ფიქტიურ ქორწინებაზე, კარზე ზარის ხმამ ყველა შეაკრთო და უცნაურად დაიძაბნენ, ლიკას სახე წაეშალა მისაღებ ოთახში შესულ ზაზას რომ ჰკიდა თვალი, მაშინვე ჩანთას წამოავლო ხელი და ოთახიდან გასვლა სცადა
-გთხოვ-ზაზა წინ გადაეღობა ცოლს და გასვლის უფლება არ მისცა
-ბავშვებო ძალიან მაწყენინეთ!-ბრაზნარევი ტონით უთხრა იქვე მდგომ ბაჩოს და აღელვებულ თათიას შემდეგ მკვლელი მზერა ესროლა ქმარს
-ლაპარაკის უფლება მაინც მომეცი სულ რამდენიმე წუთით-გაბრაზდა ზაზა
-არ მინდა შენი მოსმენა!
-ლიკა გთხოვ-ზაზა ზედმეტად მიუახლოვდა ცოლს და თვალებში ჩააცქერდა
-არა-მეთქი!-აღელდა ქალი -მე და შენ ორ დღეში სასამართლოში შევხვდებით
-ვიცი და შენს სურვილს როგორც ხედავ არ ვეწინააღმდეგები მაგრამ...
-არავითარი მაგრამ, ჩემსა და შენს შორის ყველაფერი დასრულდა!
-თუ ასე მაშინ რატომ ღელავ ასე ძალიან?-ზაზამ თავისდაუნებურად ხელი წაატანა ცოლის სახეს
-არ მომეკარო!-გაუბრაზდა ლიკა ქმარს, ოდნავ უკან დაიხია და ამღვრეულ შავ სფეროებში , ჩააცქერდა თაფლისფერო დანისლული სფეროებით -მინდა რომ გამიშვა
-ლიკა გთხოვ-შეეხვეწა ზაზა
-საკმარისია!-გაცეცხლდა ქალი, გვერდი უხეშად აუარა ქმარს და სახლიდან გავარდა, ზაზამაც არ დააყოვნა და უკან გაეკიდა, სადარბაზოდან გასულ ქალს მკლავზე ხელი წაავლო თავისკე შეატრიალა და მოღუშული სახით ჩააცქერდა აწყლიანებულ თვალებში
-ვიცი რომ ძალიან გატკინე... ისიც ვიცი რომ პატიებას შენგან ნამდვილად არ ვიმსახირებ, ამიტომ არც გთხოვ...მაგრამ მინდა რომ მომისმინო
-რა უნდა მოვისმინო ზაზა? როგორ დაწექი იმ საშინელ ქალთან და მერე როგორ სასტიკად იძია შური ამის გამო მისმა არანორმალურმა შვილმა ჩვენს გოგონაზე? როგორ დაუნგრია თათიას ცხოვრება? როგორ გაანადგურა? და ამ ყველაფერთან ერთად დაქორწინებაც კი აიძულა!
-ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება-მშვიდი ტონით უთხრა ზაზამ ცოლს და ხელი გაუშვა მის მკლავს, რომ თავისდაუნებურად ტკივილი არ მიეყენებინა
-როგორ?-ცრემლები მოეძალა ქალს
-კონტრაქტში მოთხოვნილ თანხას გადავიხდი
-ზაზა შენ რა?-დაიბნა ლიკა
-ჰო... ყველაფერს გავყიდი და ამ თანხას როგორმე შევაგროვებ... მერე კი ამ წყეულ ქორწინებას დავასრულებ!
-არ მჯერა რომ შენ ამას გააკეთებ-დაიბნა ლიკა
-დავასრულებ...დავასრულებ!-უცნაური ტონით ჩაილაპარაკა კაცმა და რაღაც საბუთი გაუწოდა ცოლს, ლიკამ გამოართვა სწრაფად ჩაიკითხა და გაოცებული მიაჩერდა ქმარს
-დარწმუნებული ხარ?-ჰკითხა ჩამწყდარი ხმით
-ასეთი დარწმუნებული არასდროს ვყოფილვარ არაფერში!
-მიხარია რომ ეს გადაწყვეტილება მიიღე!-აღფრთოვანდა ლიკა და გახარებული გაუაზრებლად ჩაეხუტა ქმარს
-ლიკა გთხოვ-ზაზამ ძლიერად შემოხვია დაბნეულ ცოლს წელზე ხელები-დამიბრუნდი
-არა-ქალი ცივად მოშორდა საყვარელი მამაკაცის სხეულს და საბუთი უკან დაუბრუნა-მე... უნდა წავიდე- ისე დაიბნა და დაიძაბა რომ თავგზა საბოლოოდ აერია
-განქორწინებაზე უარს არ იტყვი ხომ?-სევდიანი თვლებით მიაჩერდა ზაზა ცოლს
-არა-მტკიცედ უთხრა ქალმა თუმცა მთელი სხეული აუკანკალდა ხმასთან ერთად
-მაშინ-აღელევებული კაცი ზედმეტად მიუახლოვდა ცოლს, წელზე ხელი შეუცურა და თვალებში ჩააცქერდა-სასამართლომდე... ჩვენს საბოლოო დაშორებამდე... ეს ორი დღე...მხოლოდ ეს ორი დღე იყოს მხოლოდ ჩემი და შენი... ჩვენი 21 წლიანი სიყვარულის გამო-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან და საფაეთქელზე მიაწება ცხელი ტუჩები
-არ შემიძლია-აღმოხდა თავალებ აწყლიანებულ ქალს და თავი დახარა
-ლიკა გთხოვ... მხოლოდ ეს ორი დღე...-ზაზამ ნიკაპზე მოკიდა ხელი ცოლს, თავი ნაზად ააწევინა და ამღვრეულ თვალებში ჩააცქერდა შავი უაძირო სფეროებით
-ზაზა რა გინდა?-ჩამწყდარი ხმით ჰკითხა ქალმა
და მთელი სხეულით აკანკალდა ისევ
-შენთან ყოფნა უკანასკნელად-გაუღიმა კაცმა და ამჯერად შუბლზე აკოცა
-არ შეილება
-გთხოვ
-ზაზა -სულ დააბნია ქალი ქმრის ტონმა, ქცევებმა და სურვილმა
-ლიკა მხოლოდ ეს ორი დღე... უკანასკნელად...
-გინდა რომ უარესად მატკინო?-გაუბრაზდა ქალი და ხელიდან დაუსხლტა
-არა, უბრალოდ მინდა, რომ განქორწინებამდე, მე და შენ, ჩვენი 21 წლიანი სიყვარულის ბოლო ორი დღე ერთად გავატაროთ სულ ესაა
-არ შემიძლია
-გთხოვ, უკანასკნელად
-გგონია ჩემთვის მარტივია შენზე უარის თქმა? გგონია მარტივია იმის გააზრება რომ ორ დღეში ყევალფერი დასრულდება?
-მოდი ფიქრი უბრალოდ შეწყვიტე და ეს ორი დღე მხოლოდ მე და საკუთარ თავს მიუძღვენი-ზაზა ზედმეტად მიუახლოვდა ცოლს
-გგონია ამ ორი დღის გამო, განქორწინებაზე უარს ვიტყვი?-გაბრაზდა ლიკა
-ჰოდა მითუმტეს თუ ასეთი დარწმუნებული ხარ საკუთარ თავში რა გიშლის ხელს რომ გამომყვე?
-რის მიღწევას ცდილობ ვერ ვხვდები-თვალები დააწვრილა ქალმა და ინტერესით ჩააცქერდა ქმარს აციმციმებილ შავ სფეროებში
-გამომყევი რა-ზაზამ ისევ წელზე შეუცურა ხელი და სხეულზე მჭიდროდ მიიკრო საყვარელი ქალი მოცახცახე სხეული
-არა-მოწოლილ გიჟურ ვნებებს და გრძნობებს არ ნებდენობა ქალი
-უკანასკნელად-დაუჩურჩულა ზაზამ ყურში დაბნეულ ცოლს, მაშინვე ტუჩის კუთხეში აკოცა და მანქანისაკენ წაიყვანა.
-მაინც დაიყოლია-გაეცინა ბაჩოს და ფარდა შეუმჩნევლად გადაწია
-გგონია რომ მამა დაითანხმებს და შეირიგებს?- აღელდა თათია
-არ ვიცი-მხრები აიჩეჩა ბიჭმა -ხომ იცი ლიკა რა ჯიუტია, მაგრამ წასვლაზე რადგან დაითანხმა... შეიძლება განქორწინებაც გადააფიქრებინოს.
თათია შინ ძალიან კარგ ხასიათზე დაბრუნდა, იმედი ჩაესახა გატეხილ გულში, რომ შეიძლებოდა მის მშობლებს განქორწინება გადაეფიქრებინათ, პრინციპში ეს ლიკას სურვილი იყო და არა ზაზასი, ის მთელი ორი თვე ცდილობდა რომ ცოლის პატიება დაემსახურებინა როგორმე, მაგრამ ლიკა არ უსმენდა და ჯიუტად აწვებოდა იმ აზრს რომ ერთადერთი გამოსავალი ამ რთული სიტუაციიდან განქორწინება იყო.
უჩვეულო სიჩუმე იყო სახლში და ამან ცოტა დააფრთხო თათია, კიდევ უფრო დაიძაბა, როცა მისაღებში შესვლიას, ალექსანდრეს ჰკიდა თვალი რომელიც სავარძელში იჯდა წაშლილი სახით და ვისკის სვამდა პირამდე სავსე ჭიქიდან, გოგონამ მაღლა ასვლა გადაწყვიტა მაგრამ გულგრილად ვერ აუარა გვერდი ქმარს
-მოხდა რამე?-ვერ მოითმინა და მაინც ჰკითხა
-არაფერი-მისკენ არ მიუხედია ბიჭს ისე უთხრა და ჭიქა ტუჩებთან მიიტანა
-ლილე და მართა სად არიან?-უჩვეულოდ ღელავდა თათია შექმნილი სიტუაციის გამო
-ლევანის მოერ მოწყობილ წვეულებაზე
-გასაგებია-გოგონამ ზურგი აქცია ქმარს და მაღლა ასვლა გადაწყვიტა
-თათია-ალექსის ჩავარდნილმა ხმამ ადგილზე გაყინა გოგონა -შეიძლება რომ ვილაპარაკოთ?
-რაზე?-უინტერესოდ ჰკითხა აღელვებულმა გოგონამ და როცა ძალა მოიკრიბა, დამშვიდდა და მისკენ მიტრიალდა
-შენზე-გამომწვევი მზერით გახედა ბიჭმა ცოლს, ჭიქა ტუჩებთან მიიტანა და ისე ჩაცალა რომ წამით თვალი არ მოუშორებია მისი ალეწილი სახისთვის
-ამჯერად რა გაინტერესებს?-თათიამ მზერა გაუსწორა მის ჩაწითლებულ თვალებს
-პირველივე შესაძლებლობისთანავე მიმატივებ და სამუდამოდ წახვალ ჩემი ცხოვრებიდან ხომ?
-ასეა-დაუნდობლად დაეთანხმა თათია ქმარს და იმის მიუხედავად რომ ძალიან გაუჭირდა მის დაჟინებულ მზერასთან გამკლავება, წამით თვალი არ მოუშორებია მისი ჭაობისფერი, ჩამუქებული, ჩამქრალი სფეროებისთვის
-აზრი არაფერს აქვს ხომ?
-არა
-შენთვის სულ ერთია მე რას ვგრძნობ და განვიცდი?!-ინტერესით ჰკითხა და ნახევრად დაცლილი ვისკის ბოთლს წამოავლო ხელი, ჭიქა შეივსო და მაშინვე მოიყუდა
-ასეა-თათიას უჭირდა ამ ყველაფერთან გამკლავება, მაგრამ როგორღაც ახერხებდა, რომ არავითარი ემოცია და გრძნობა არ აღბეჭდილიყო არც მის სახეზე, არც მის სხეულზე და არც ხმაში
-დალევ?-სასმელზე მიანიშნა
-არა
-გეზიზღები?-მოულოდნელად ჰკითხა და წაშლილი სახით მიაჩერდა დაძაბულ ცოლს
-ცოტას დავლევ-თათიამ მის კითხვას არ უპასუხა, მშვიდად დაჯდა სავარძელში ალექსის წინ და სასმლით სავსე გამოწვდილი ჭიქა გამაორთვა, ცოტა მოსვა და ტუჩები უკმაყოფილო სახით დაბრიცა, ალექსანდრეს გაეცინა მის ქცევაზე და მშვიდი ტონით ჰკითხა
-გინდა რამე მსუბუქი მოგიტანო?
-თუ არ შეწუხდები-თათიას სიტყვებზე აშკარა გაოცება გამოესახა ბიჭს სახეზე
-რას დალევ?-ფეხზე წამოდგა და კარადას მიუახლივდა
-შენს გემოვნებას ვენდობი-გამომწვევი ტონით უთხრა გოგონამ და მისკენ მობრუნებულ ქამრს მზერა გაუსწორა
-კარგია რაღაცაში მაინც რომ მენდობი -უცნაურად გაეცინა ბიჭს, შავი ღვინის ბოთლს წამოავლო ხელი და მაგიდასთან დაბრუნდა, მშვიდად გახსნა, ცოლს ახალ ჭიქაში დაუსხა და გაუწოდა
-მადლობა-გოგონამ გამოართვა და მაშინვე ტუჩებთან მიიტანა გამომწვევი მზერით
-საშინლად ლამაზი ხარ-უხერხული სიჩუმე ალექსის ხმამ გაფანტა რომელიც წამით თვალს არ აშორებდა ცოლის ალეწილ სახეს
-ასე მხოლოდ შენ ფიქრობ-გაეცინა გოგონას და კიდევ მოსვა სასმელი
-არ ვფიქრობ, ასეა!-უთხრა დარწმუნებით ბიჭმა და კიდევ ერთხელ შევსებული ჭიქა ერთი მოყუდებით ჩაცალა
-ბევრს სვამ-უღიმღამოდ უთხრა გოგონამ და კიდევ მოსვა მუქი ფერის, მძაფრი და მჟავე გემოს ღვინო
-შენთვის ამას რამე მნიშვნელობა ააქვს?- დაინტერესდა ალექსი
-ააქვს
-მაინც?-ჩაეკითხა ინტერესით
-უბრალოდ არ მიყვარს როცა სვამ, სულ ესაა, განსაკუთრებულ მიზეზებს ნუ ეძებ ყოველთვის
-კარგი-დაეთანხმა ბიჭი და კიდევ ერთხელ შეივსო ჭიქა
-აღარ დალიო-აღელდა თათია
-გეშინია?-დაიძაბა ბიჭი და მისკენ მიიხედა, მათი არეული თვალები წამიერად ერთმანეთს შეხვდა
-არა ეს არაფერ შუაშია, უბრალოდ არ მინდა რომ კიდევ დალიო-მტკიცე ხმით უთხრა გოგონამ
-მენდობი?-გამუდმებით რაღაც დადებითის პოვნას ცდილობდა ალექსი მათ არეულ ურთიერთობაში
-შენთვის ამის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანი?- დაინტერესდა თათია
-ძალიან
-უპასუხოდ რომ დავტოვო შენი კითხვა ძალიან გეწყინება?-ირონიული ტონით ჰკითხა და ჭიქა მაგიდაზე, ხმაურით დადო
-ძალიან - ტუჩის კუთხე ჩატეხა სახეზე შეპარული ღიმილით
-მემგონი არც ისე?-ინტერესით ჰკითხა გოგონამ
- გაინტერესებს ხარ თუ არა ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანი?-გაეღიმა ბიჭს- ხარ!მინდა იცოდე, რომ ამ ქვეყნად ყველასა და ყველაფერზე მნიშვნელოვანი ჩემთვის, მხოლოდ შენ ხარ თათია...იმიტომ რომ ძალიან მიყვარხარ!- უხერხული სიჩუმე ჩამოწვა ოთახში, რომელსაც მხოლოდ მათი აჩქარებული გულის ცემის და გახშირებული სუნთქვის ხმა არღვევდა -მე ძალიან ვნანობ ჩადენილს და მინდა რომ ოდესმე თუ შეძლებ მაპატიო-ჩამწყდარი ხმით თქვა ბიჭმა და ისევ ჭიქას რომ წამოავლო ხელი თათია ფეხზე წამოვარდა, თავზე წამოაგდა სახე წაშლილ ბიჭს და ჭიქა ხელიდან ააცალა
-საკმარისია მეტს აღარ დალევ-უთხრა მკაცრი ტონით და მზერა გაუსწორა მის ამღვრეულ თვალებს.ალექსანდრე მომღიმარი სახით უყურებდა მის ფეხებშორის მოქცეულ ცოლს რომელიც ასეთი თამამი და მზრუნველი კიდევ უფრო მიმზიდველი, ლამაზი, სასურველი და ვნებიანი ეჩვენებოდა
-ჩემზე ღელავ?-ჰკითხა ინტერესით და მზერა მის წითელ სავსე ტუჩებს გაუშტერა
-უბრალოდ არ მინდა რომ კიდევ დალიო-მხოლოდ ეს უთხრა და მიტრიალება გადაწყვიტა, მაგრამ ალექსმა მაშინვე მაჯაზე მოკიდა ხელი და კიდევ უფრო მეტად მიიახლოვა აღელვებული ცოლი-ალექსანდრე -აღმოხდა სუნთქვა აჩქარებულ გოგონას და ხმა ჩაუწყდა
-მე შენ ძალიან მიყვარხარ თათია და მინდა რომ ამის გჯეროდეს...
-მჯერა-გაუაზრებლად უთხრა გოგონამ -მაგრამ ეს არაფერს ცვლის
-რატომ? ჯერ კიდევ ხომ გიყვარვარ შენც?
-ამ აღიარებას ჩემგან ნუ ელოდები-სევდიანად გაუღიმა გოგონამ ქმარს და ხელში მოქცეულ სასმლით სავსე ჭიქას ჩააცქერდა რადგან ვერ უძლებდა ქმრის დაჟინებულ და გამომწვევ მზერას
-გეშინია?
-რისი?-დაიბნა თათია
-საკუთარ თავთან გრძნობებში გამოტყდომის
-არა, მე უფრო სხვა რამის მეშინია -გულწრფელად უთხრა და მზერა გაუსწორა მის ჩაწითლებულ დანისლულ თვალებს
-მაინც რისი?-ფეხზე წამოდგა თავგზააბნეული ბიჭი და სახე ზედმეტად მიუახლოვა სუნთქვა შეწყვეტილ ცოლს
-ხელახალი იმედგაცრუების
-მე შენ გულს აღარასდროს გატკენ
-არ მინდა ამის დაჯერება-თავი ასწია გოგონამ და აწყლიანებული თვალებით ჩააცქერდა ჭაობისფერ ცარიელ სფეროებში
-გეშინია?-დაძაბული ტონით ჰკითხა ბიჭმა და ცხელი სუნთქვა შეაფრქვია სახეზე
-გთხოვ აღარ გინდა-ქმრის სიახლოვემ უფრო მეტად არია ისედაც თავგზააბნეული გოგონა
-რა, აღარ მინდა თათია?-ვითომ ვერაფერს მიხვდა და ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა ჩავარდნილი ხმით
-საკუთარი თავის და ჩემი წვალება-ცრემლიანი თვალები მიანათა გოგონამ ქმარს
-თათია
-აღარაფერი თქვა გთხოვ-ტუჩებზე მიადო, ცივი თლილი თითები და მოწოლილ ცრელმებს მთელი ძალით გაუწია წინააღმდეგობა
-მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ-დაუჩურჩულა ბიჭმა და მისი აკანკალებული თითები ხელში მოიქცია და ნაზად აკოცა
-გთხოვ შეწყვიტე, შეწყვიტე ჩემი წამება-სხეულთან ერთად ხმაც აუკანკალდა თათიას, ალექსანდრემ გაუაზრებლად თმებში შეუცურა ხელი და ვნებიანი ცხელი ტუჩები მიაწება საფეთქელზე
-ჯერ კიდევ გიყვარვარ -დარწმუნებით უთხრა და ხელი გაუშვა, გოგონამ არაფერი უპასუხა, უხმოდ მიტრიალდა და კიბეები ატირებულმა აიარა.
ზაზა მომღიმარი სახით უყურებდა ცოლს
-გგონია ეს ორინდღე რამეს შეცვლის?-სევდიანი სახით ჰკითხა ლიკამ და მესამე ჭიქა ღვინო ჩაცალა
-თუ ვერაფერს შეცვლის ლამაზ მოგონებად მაინც ხომ დაგვრჩება-გაეცინა კაცს სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა
-მოგონებები-ბრაზნარევი ტონით გაიმეორა ქალმა- მე არ მინდა მოგონებებით ცხოვრება
-მაშინ მომეცი შანსი რომ ჩვენი ცხოვრება აწმყოში ვაქციო დღესასწაულად
-არ გინდა... აზრი არ აქვს ამ ლაპარაკს ხომ ხვდები არა? უკვე ძალიან გვიანია
-გვიანი არასოდეს არის
-ზაზა გთხოვ არ გინდა... მაინც არ გაპატიებ! ვერ კი არა, უბრალოდ არ!
-ასე მარტივად შეგიძლია თქვა უარი ჩვენს სიყვარულზე?
-მე კი არა შენ თქვი! როცა იმ კახპას ჩაუწექი!-ავარდა ლიკა
-წესიერად არაფერი მახსოვს იმ ღამიდან...
-არ მაინტერესებს სხვასთან სე.სი როდის და როგორ გქონდა!
-ლიკა გაფიცები არაფერი მახსოვს!
-მაშინ რატომ უთხარი რომ მისგან ის მიიღე რაც გინდოდა ,,ხოლოდ ერთი ღამე"?
-მაიძულა... არ მეშვებოდა... ჰოდა ასეთი სიტყვები მივახალე... მეგონა თავმოყვარეობა ექნებოდა და ამის მერე მაინც დაშოშმინდებოდა
-ამ დაუფიქრებელი სიტყვებით მისი შვილი გადაიმტერე, რომელმაც ჩვენი გოგონას ცხოვრება გაანადგურა შენი ერთი ღამის და რამდენიმე სიტყვის გამო! და ამ ყველაფერის მერე მთხოვ რომ გაპატიო და ყველაფერი ძველებურად გავაგრძელოთ-მოულოდნელად აყვირდა ლიკა
-ვაღიარებ რომ შეცდომა დავუშვი... ვაღიარებ რომ არასწორად მოვიქეცი მარტო შენს წინაშე კი არა ყველას წინაშე... ვაღიარებ რომ საშინელებები ჩავიდინე და ამის გამო ყველაფერს ვიმსახურებ! მაგრამ შენს დაკარგვას ვერ შევეგუები... არ შემიძლია
-ტყუილად მელაპარაკები
-რატომ? მართას გამო? იმ ქალის გამო? ლიკა განქორწინებაზე დაგთანხმდები... პრობლემებს არ შეგიქმნი სასამართლოში გპირდები, მაგრამ ერთი წამითაც არ იფიქრო რომ ამით ჩვენს შორის ყველაფერი დასრულდება! იმიტომ რომ მე შენზე უარის თქმას არ ვაპირებ!
-გულწრფელად გეტყვი ამ სიტყვების მოსმენა საოცარად მაბედნიერებს -გაეცინა ქალს და მეოთხე ჭიქა ღვინო ჩაცალა
-მოდი ვიცეკვოთ-ზაზამ ნახევრად ჩამწვარი სიგარეტის ღერი მერვიულად ჩააჭყლიტა საფერფლეში, ფეხზე წამოდგა და მომღიმარ ქალს წამოადგა თავზე, ხელი გაუწოდა და მოთმინებით დაელოდა მის თანხმობას, ლიკამ უცნაური მზერით ახედა ქმარს, მისი გამოწვევა მიიღო და საცეკვაოდ გაჰყვა.
გაცოფებული მართა გიჟივით ჰყრიდა ნივთებს ძირს
-რა ჯანდაბაა?-ჯერ კიდევ მიღებული ჭარბი ალკოჰოლის დოზისგან გაბრუებული ალექსი წვალებით ადგა დივნიდან და სამუშაო კაბინეტიდან მისაღებში გავიდა
-რა ხდება?-აღელვებული თათიაც სწრაფად ჩამოვიდა კიბიდან
-მას გაჰყვა!-იყვირა მოულოდნელად გაავებულმა ქალმა

№1  offline წევრი A.N.A

ეს ბოლო მომენტი თითქმის გავიაზრე მაგრამ იმედია ის არ არის რასაც მე ვფიქრობ.

ზაზას და ლიკას ურთიერთობა დალაგდება მეთქი ვფიქრობ მაგრამ ვნახოთ რა იქნება. ❣️

თათიას და ალექსის ურთიერთობაზე არაფერს ვამბობ წრეზე სიარულს გავს. გამონათებები აქვთ მაგრამ მერე ისევ სიჯიუტე და წარსული. არ ვიცი რა იქნება და როგორი სიტუაცია მომეწონება მათი ცალ-ცალკე ყოფნა თუ ერთად. იმედია რასაც დაწერ დადებითან მიგვაღებინებს ნამუშევარი.

გელი❣️

№2 სტუმარი ელა1

კარგი იყო როგორც ყოველთვის❤❤მომეწონა აკექდის და თათიას დიალოგი და რომ ალექზე ღელავს თათია ეს უფრო ძლიერ ქალად ხთის.ზაზას და ლიკას ამბავიც კარგად დასრულდება რაც შეეხევა ზაზას ფულის მიცემა ალექსისთვის არამფონია რო ალექსმა გასმოართვედ

№3 სტუმარი ელა1

იმის თქმა მინდა რო აკექსი ფულს არ გამოართმევს და ამუთ უფრო მოიგებს ღათიას გულს.რაც შეეხება ბოლო მომებტს რატო გამოვარდა ალეწსი ასე მგონი ეს ლილეს უკავშურდება ❤❤დადე რა მალე ახალი თავი თუ შეძლებ დღესვე❤❤

№4  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ძალიან მაგარია რო ასე ხშირ ხშირად დებ ახალ თავებს, საინტერესოა რა საბუთი აჩვენა ლიკას ზაზამ და ეს რას შეცვლის, ლილეს არ მომდა გული ეტკინოს :( მაგრმა მგონი მაინც ეტკინება, ალექსი ასე მგონია დაიკარგა ყველაფრის კონტროლი დაკარგა და მართა როგორც ყოველთვის შეცდომას შეცდომაზე უშვებს :( ველოდები გაგრძელებას მეცოდებიან ალექსი დ ალილე დედამისის შურისძიებას და უსაზღვრო ზიზღში გაზრდილი თავგზააბნეული არის ორივე და შესაბამისად ცხოვრებაშიც უამრავი შეცდომა მოსდით :( ველოდები მოუთმენლად გაგრძელებას ❤️❤️❤️

№5  offline მოდერი ნეაკო

ელა1
კარგი იყო როგორც ყოველთვის❤❤მომეწონა აკექდის და თათიას დიალოგი და რომ ალექზე ღელავს თათია ეს უფრო ძლიერ ქალად ხთის.ზაზას და ლიკას ამბავიც კარგად დასრულდება რაც შეეხევა ზაზას ფულის მიცემა ალექსისთვის არამფონია რო ალექსმა გასმოართვედ

ელა როგორც ყოველთვის სწორად ფიქრობ და ძალიან მიხარია ჩვენი აზრები ერთმანეთს რომ ემთხვევა❤❤❤❤ძალიან ძალიან კარგი ხარ ❤❤❤❤❤❤

ელა1
იმის თქმა მინდა რო აკექსი ფულს არ გამოართმევს და ამუთ უფრო მოიგებს ღათიას გულს.რაც შეეხება ბოლო მომებტს რატო გამოვარდა ალეწსი ასე მგონი ეს ლილეს უკავშურდება ❤❤დადე რა მალე ახალი თავი თუ შეძლებ დღესვე❤❤

სწორად ფიქრობ ახლაც და მიხარია რომ გესმის ჩემიც და ჩემი პერსონაჟების ❤❤❤❤

თუ შესაძლებლობა მექნება აუცილებლად დავდებ ახალ თავს დღესვე, მაგრამ ზუსტად ვერ დაგპირდები :( ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

ablabudaa
ძალიან მაგარია რო ასე ხშირ ხშირად დებ ახალ თავებს, საინტერესოა რა საბუთი აჩვენა ლიკას ზაზამ და ეს რას შეცვლის, ლილეს არ მომდა გული ეტკინოს :( მაგრმა მგონი მაინც ეტკინება, ალექსი ასე მგონია დაიკარგა ყველაფრის კონტროლი დაკარგა და მართა როგორც ყოველთვის შეცდომას შეცდომაზე უშვებს :( ველოდები გაგრძელებას მეცოდებიან ალექსი დ ალილე დედამისის შურისძიებას და უსაზღვრო ზიზღში გაზრდილი თავგზააბნეული არის ორივე და შესაბამისად ცხოვრებაშიც უამრავი შეცდომა მოსდით :( ველოდები მოუთმენლად გაგრძელებას ❤️❤️❤️

ძალიან დიდი მადლობა რომ გამომეხმაურე და გამიზიარე შენი აზრი ❤❤❤❤აბსოლუტურად გეთანხმები ყველაფერში, სწორედ მართას გამოა ორივე თავგზააბნეული და შესაბამისად დედასავით შეცდომას შეცდომაზე უშვებენ.
საბუთს რაც შეეხება შემდეგ თავში ან მომდევნოში შევეხები ამთემას.
მიხარია რომ კითხულობ ამ ისტორიას და მეხმიანები ❤❤❤❤❤

№6 სტუმარი სტუმარი nazi

კარგი იყო გელი სულ❤❤❤

№7  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი nazi
კარგი იყო გელი სულ❤❤❤

მიხარია რომ მოგეწონა ❤❤❤❤❤❤❤❤

№8 სტუმარი სტუმარი ინგა

ბრავო!!!ველოდები მომდევნოს!

№9  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ინგა
ბრავო!!!ველოდები მომდევნოს!

მადლობა ასეთი შეფასებისთვის ❤❤❤❤

№10 სტუმარი სტუმარი Tekla

Axal tavs rodis dadeb zalian gtxov ar gvalodino ❤❤❤

№11 სტუმარი ატბ

აღარაა დრო ჩამოყალიბდნენ, უყვართ ერთმანეთი თუ ეზიზღებათ?!

№12  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი Tekla
Axal tavs rodis dadeb zalian gtxov ar gvalodino ❤❤❤

ზუსტად არ ვიცი როდის მომიხერხდება :( დროს როგორც კი მოვახერხებ მაშინვე ავტვირთავ ❤❤❤❤

ატბ
აღარაა დრო ჩამოყალიბდნენ, უყვართ ერთმანეთი თუ ეზიზღებათ?!

ალექსის და თათიას ეს ბოლო დიალოგი სწორედ ამ თემის გარკვევას ემსახურებოდა ❤❤❤

№13 სტუმარი lina

მე ძალიან მომწონს
მაგრამ თათაი სულ ოდნავ მოალბეე ან აეჭვიანეე რა ????

№14  offline მოდერი ნეაკო

lina
მე ძალიან მომწონს
მაგრამ თათაი სულ ოდნავ მოალბეე ან აეჭვიანეე რა ????

მიხარია რომ მოგწონს❤❤❤❤თათია და ალექსის ურთიერთობა ცოტა სხვაგავარად გავითარდება, თუმცა გოგონას ქცევები განაპირობებს იმ ყველაფერს რასაც შემდეგში ალექსი ჩაიდენს

nene gelovani
ზაზას და ლიკას ამბის კითხვა იყო უზომოდ სასიამოვნო. კარგად გამოგდის მაგ ასაკის ხალხზე წერა და რა არ მოგწონს არ ვიცი. იმედი მაქვს შერიგდებიან, მთელი გულით ვგულშემატკივრობ.

თიკოს კომენტარი ვნახე წინა თუ წინის წინა თავზე და ბევრი ვიცინე. :დ არ ვიმალები. ❤❤❤უბრალოდ, ისტორია რადგან არ აღმაფრთოვანებს ტყუილად ცუდი კომენტარის წერას, მირჩევნია ჩუმად ვიყო, მაგრამ ეს თავი ზაზას და ლიკას გამო ძალიან მომეწონა და აუცილებლად უნდა მეთქვა კომპლიმენტი.

ზაზა ლიკას წინ დიდი ამბები ელოდებათ :დ
მიხარია რომ გამომეხმაურე და დადებითად შეაფასე ეს თავი ❤❤❤❤

№15 სტუმარი ატბ

ნეაკო
სტუმარი Tekla
Axal tavs rodis dadeb zalian gtxov ar gvalodino ❤❤❤

ზუსტად არ ვიცი როდის მომიხერხდება :( დროს როგორც კი მოვახერხებ მაშინვე ავტვირთავ ❤❤❤❤

ატბ
აღარაა დრო ჩამოყალიბდნენ, უყვართ ერთმანეთი თუ ეზიზღებათ?!

ალექსის და თათიას ეს ბოლო დიალოგი სწორედ ამ თემის გარკვევას ემსახურებოდა ❤❤❤

ბოდიში ალბათ მე ვერ გავიგე, და რა "დასკვნა" გამოიტანა ამ ბოლო დიალოგმა?

№16 სტუმარი ელა1

კიდევ ერთხელ ვამბობ არ ვიცი რა ქონდა ნეაკოს ამ დიალოგთან დაკავშირებით ალექსის და თათიას მაგრამ მე ვფიქრობ დასკვნა ის არის რო პირველი და უცნიშვნელოვანესი ალექსმა დაიწყო თათიას მდგომარეობაში შესვლა უხეშად რო ვთქვაად და ნელ ნელა ვხვდება რო ძალდატანებით ვერაფერს ვერ გააკეთებს და ხვდება იმას რო თათია მიუხედავად იმისა რო უყვარს სიგიჟენდე უნდა გაუშვას და გაანთავისუფკოს ამ ყველაფრისგან.და მეორე თათია ამ დიალოგებიდან გამომდინარი აღარ ჩანს ისეთი უსუსური და ამ ქორწინებაში მყოფნამ ბევრი რამ დაანახა და ასწავლა მიუხედავად იმისა რო ალექსმა ასე ატკინა გული მაზე მაინც ღელავს არ ვიცი შეიძლება უყვარდეს ამ ძულდეს მაგრამ როგორც ადანიანზე ღელავს და ეს კარგია მე ვთლი ასე და რაც მთავარია ორივენ დაიწყეს ერთმანეთის მოსმენა ერთნანეთების აზრების გამოხატვა რას ფიქრობენ და რა უნდათ.თათიას ქცევები და ასეთი მოქმედებებია რო საერთოდ შეცვლის ალექს არა ცუდისკენ არამედ კარგისკენ და საბოლოოდ ისეავლის სხვისი აზრების გათვალისწინება არ არის ვნიშვნელობა ეს იქნება ცოლი თუ სხვა.არ ვიცი თუ სწორად გადმოვეცი ამ დიალიდის შინაარსი❤❤

№17  offline მოდერი ნეაკო

ალექსანდრეს თათიას ქცევებმა და ლაპარაკმა ეჭვები საბოლოოდ გაუფანტა, მათი დოალოგის ბოლოსაც ამიტომ უთხრა დარწმუნებით ,,ჯერ კიდევ გიყვარვარო" ( ეს სიტუაცია და საუბარი ვიგულისმე წეღან)

№18 სტუმარი ელა1

რაც შეეხება ზაზას და ლიკა მიუხედავად ყველა სირთულებისა ბოლის მაინც ერთად იქნებიან იმიტომ რო ძალიან უყვართ ერთმანეთი.იცი ნეაკო ზოგჯერ ვფიქრობ რო ალექსი და თათია გავს ლიკა და ზაზას ახალგაზდობაში მგონია ზუსტად ასეთივე იყვნენ როგირც ეხლა ალექსი და თათია არ ვიცი რატომ ეს ჩემი აზრია არ მეთანხმები?და მართლა ნენეს ვეთანხმები შენ ძალიან კარგად გამიგდის ზაზას და ლიკასნაირ წყვილზე წერა და სურვილი მაქვს რო მომოვალ ისტორიებში უფრო დიდი დრო დაუთმო ესეთწყვილებს .❤❤❤

№19  offline მოდერი ნეაკო

ელა1
ატბ
ნეაკო
სტუმარი Tekla
Axal tavs rodis dadeb zalian gtxov ar gvalodino ❤❤❤

ზუსტად არ ვიცი როდის მომიხერხდება :( დროს როგორც კი მოვახერხებ მაშინვე ავტვირთავ ❤❤❤❤

ატბ
აღარაა დრო ჩამოყალიბდნენ, უყვართ ერთმანეთი თუ ეზიზღებათ?!

ალექსის და თათიას ეს ბოლო დიალოგი სწორედ ამ თემის გარკვევას ემსახურებოდა ❤❤❤

ბოდიში ალბათ მე ვერ გავიგე, და რა "დასკვნა" გამოიტანა ამ ბოლო დიალოგმა?

კიდევ ერთხელ ვამბობ არ ვიცი რა ქონდა ნეაკოს ამ დიალოგთან დაკავშირებით ალექსის და თათიას მაგრამ მე ვფიქრობ დასკვნა ის არის რო პირველი და უცნიშვნელოვანესი ალექსმა დაიწყო თათიას მდგომარეობაში შესვლა უხეშად რო ვთქვაად და ნელ ნელა ვხვდება რო ძალდატანებით ვერაფერს ვერ გააკეთებს და ხვდება იმას რო თათია მიუხედავად იმისა რო უყვარს სიგიჟენდე უნდა გაუშვას და გაანთავისუფკოს ამ ყველაფრისგან.და მეორე თათია ამ დიალოგებიდან გამომდინარი აღარ ჩანს ისეთი უსუსური და ამ ქორწინებაში მყოფნამ ბევრი რამ დაანახა და ასწავლა მიუხედავად იმისა რო ალექსმა ასე ატკინა გული მაზე მაინც ღელავს არ ვიცი შეიძლება უყვარდეს ამ ძულდეს მაგრამ როგორც ადანიანზე ღელავს და ეს კარგია მე ვთლი ასე და რაც მთავარია ორივენ დაიწყეს ერთმანეთის მოსმენა ერთნანეთების აზრების გამოხატვა რას ფიქრობენ და რა უნდათ.თათიას ქცევები და ასეთი მოქმედებებია რო საერთოდ შეცვლის ალექს არა ცუდისკენ არამედ კარგისკენ და საბოლოოდ ისეავლის სხვისი აზრების გათვალისწინება არ არის ვნიშვნელობა ეს იქნება ცოლი თუ სხვა.არ ვიცი თუ სწორად გადმოვეცი ამ დიალიდის შინაარსი❤❤

სწორედ ასე ელა ❤❤❤❤ თათიას სითამამემ მზრუნველობა და გულახდილობამ, ასე რომ ვთქვათ ალეასანდრეს სხვა თვალით დაანახა მათი ეს ფიქტიური ქორწინება, თავად თათია და საკუთარი თავიც... რადგან დარწმუნდა რომ თათიას ჯერ კიდევ უყვარს, ახლა სხვაგვარი გახდება მისი ქმედებები და სრულიად შეიცვკება ყველაფერი ❤❤❤❤❤

ელა1
რაც შეეხება ზაზას და ლიკა მიუხედავად ყველა სირთულებისა ბოლის მაინც ერთად იქნებიან იმიტომ რო ძალიან უყვართ ერთმანეთი.იცი ნეაკო ზოგჯერ ვფიქრობ რო ალექსი და თათია გავს ლიკა და ზაზას ახალგაზდობაში მგონია ზუსტად ასეთივე იყვნენ როგირც ეხლა ალექსი და თათია არ ვიცი რატომ ეს ჩემი აზრია არ მეთანხმები?და მართლა ნენეს ვეთანხმები შენ ძალიან კარგად გამიგდის ზაზას და ლიკასნაირ წყვილზე წერა და სურვილი მაქვს რო მომოვალ ისტორიებში უფრო დიდი დრო დაუთმო ესეთწყვილებს .❤❤❤

მიხარია ნენეს აზრს რომ იზიარებ ამ საკითხთან დაკავშირებით ❤❤❤❤❤❤❤ შემდეგში თუ კიდევ დავწერ ისტორიას აუცილებლად გავამახვილებ ყურადღებას ამ საკითხზე ❤❤❤❤ შედარებას რაც შეეხება გეთანხმები ამაშიც რაღაცნაირი დაულაგებელი ქარიზმატული და გიჟი წყვილია ლიკა/ ზაზა

№20 სტუმარი სტუმარი ნენე

ლილე (იმედია სახელი არ მეშლება) იმედია ბექას და ძმის ჯინაზე ურთიერთობას ვანოსთანა არ დაიწყებს, პლიუს პატარაა მაინც ასაკით და ესეთი სულელი გოგოები რამდენი არსებობს რომ გონიათ ამით იმ ადამიანებს დასჯიან ვინც უყვართ არადა საკუთარ თავს ვნებენ პირველრიგში, ბექა ასაკით დიდია ჩამოყალიბებული და იცის ცხოვრებისგან რა უნდა, ბერვი რამე გამოარა და უკვე დაკარგა მისთვის საყვარელი ადამიანი უკვე ერთხელ უცბად რაღაც შეცვალო არა რის მარტივი დაივიწყო შიში რომ შენი საქციელით შეიძლება ემსხვეპლოს შენი საყვარელი ადამიანი, ლილე კიდევ მაინც პატარა რომელსაც ცხოვრება ჯერ არ უნახავს, მხოლოდ ბექათი შემოიფარგლება და აიკვიატა. ჯობდა ბექას ჯინაზე შემდგარ ქალად დამდგარიყო და მისი ოცნება და მიზანისთვის ებრძლა.
თათია პირველ რიგში ადამიანიადა ყველაფრისდა მიუხედავად ადამიანურად ეპყრობა ალექს, ამ თავსი დავრწმუნდი რომ მას ალესქს არ აპატიებს და როგორც კი შანსი მოეცემა გაიქცევა.
მართას ის არ მოეწონა ზაზა და ლიკა ერთად რომ არიან აბა რა ეგონა ერთი ღამის გამო მიატოვებდა ცოლშვილს? რა უთავმოყვარეოა, როგორც ზაზას საქციელმა დაღუპა მისი შვილები და დაზარალდნენ ისე აზარალებს მართა საკუთარ შვილებს. ზაზას ის პლიუსია აქვს რომ აღიარა მაინც და იაზრებს რა დააშავა, ცდილობს გამოასწოროს მაინც რაღაც.

№21 სტუმარი სტუმარი კირა

როგორც ყოველთვის...????????????❤❤❤რომელიღაც თავში დავწერე რომ ძალიან მინდა შენი გამოცემული წიგნი წავიკითხოთქო. შენ კი მომწერე ამაზე ოცნებასაც ვერ გავბედავოო. მცდარი წარმოდგენაა ეს ნეაკო, შენ ისეთი მარტივი, საინტერესო და აზრიანი ისტორიები გაქვს რომ წიგნის გამოცემას კი არა მეტსაც შეძლებ... მე მჯერა ამისს. რათქმაუნდა თუ შენ გსურს რომ მართლა პროფესიონალურ დონეზე წერო. არგაგიჭირდება დარწმუნებული ვარ. მე პირადად წერა ყოველთვის მიყვარდა და გამომდიოდა კიდეც მაგრამ ჩემს ისტორიებს არსად არ ვდებ რადგან წერა უბრალოდ ჩემი ჰობია და მეტი არაფერი. აი შენ კიიი ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევ.????????????❤❤შენი ყოველი წარმატება გამიხარდება.

არცერთმა უარყოფითმა კომენტარმა არ დაგიკარგოს მოტივაცია. არ არსებობს ისეთი ადამიანი რომელსაც ერთი ადამიანი მაიმც არ აკრიტიკებდეს. შენი მკითხველების უმარავლესობას მოსწონს შენი ნაწერი მათ შორის მეც და არავითარ შემთხვევაში არ დაიხიო უკან სხვისი კრიტიკის გამო

№22  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნენე

ძალიან დიდი მადლობა გამოხმაირებისთვის და აზრის გაზიარებისთვის ❤❤❤მიხარია რომ თითოეული პერსონაჟის ზუსტად გესმის და მათი ურთიერთდამოკიდებულება ისე ახსენი როგორც მე მქონდა წარმოდგენილი და მინდოდა თქვენამდე მომეტანა ❤❤❤ესე იგი რაღაცნაირად შევძელი და სწორად მოვიტანე თითეოეული პერსონაჟის ემოციები შენამდე და მკითხველამდე ❤❤❤
კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდი ასეთი შეფასებისთვის

№23 სტუმარი სტუმარი კირა

მარტივში ის ვიგულისხმე რომ ადვილად გასაგებიათქო

№24  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი კირა
როგორც ყოველთვის...????????????❤❤❤რომელიღაც თავში დავწერე რომ ძალიან მინდა შენი გამოცემული წიგნი წავიკითხოთქო. შენ კი მომწერე ამაზე ოცნებასაც ვერ გავბედავოო. მცდარი წარმოდგენაა ეს ნეაკო, შენ ისეთი მარტივი, საინტერესო და აზრიანი ისტორიები გაქვს რომ წიგნის გამოცემას კი არა მეტსაც შეძლებ... მე მჯერა ამისს. რათქმაუნდა თუ შენ გსურს რომ მართლა პროფესიონალურ დონეზე წერო. არგაგიჭირდება დარწმუნებული ვარ. მე პირადად წერა ყოველთვის მიყვარდა და გამომდიოდა კიდეც მაგრამ ჩემს ისტორიებს არსად არ ვდებ რადგან წერა უბრალოდ ჩემი ჰობია და მეტი არაფერი. აი შენ კიიი ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევ.????????????❤❤შენი ყოველი წარმატება გამიხარდება.

არცერთმა უარყოფითმა კომენტარმა არ დაგიკარგოს მოტივაცია. არ არსებობს ისეთი ადამიანი რომელსაც ერთი ადამიანი მაიმც არ აკრიტიკებდეს. შენი მკითხველების უმარავლესობას მოსწონს შენი ნაწერი მათ შორის მეც და არავითარ შემთხვევაში არ დაიხიო უკან სხვისი კრიტიკის გამო

კირა ძალიან მიხარია ის რომ შენ ჩემს მკითხველთაშორის აღმოჩნდი ❤❤❤❤❤ შენი სიტყვები ძალას მმატებს და მაძლიერებს ემოციურად რის გამოც დიდ მადლობას გიხდი ❤❤❤❤❤
მიხარია ისიც ,რომ ასე ძალიან მგულშემატკივრობ, გულთან მიგაქვს ეს ყველაფერი და მამხნევებ ❤❤❤❤❤
წიგნის თემას რაც შეეხება, ამაზე მართლა ვერ გავბედავ ფიქრს, თუმცა ბედნიერი ვიქნებოდი თუ ამის შანსი მომეცემოდა...

კრიტიკას რაც შეეხება ჩემთვის უარყოფითი კომენტარები აბსოლუტურად მისაღებია, მესმის რომ ყველას არ მოეწონება ის რასაც ვწერ მაგრამ ზოგჯერ ისეთი უხეში სიტყვებით გამოხატავენ ამას, რომ მართლა ძალიან განვიცდი ხოლმე, ემოციურად ძალიან მიჭირს ამ ყველაფერთან გამკლავება და რამდენჯერმე წერის შეწყვეტაზეც ვიფიქრე... მაგრამ არსებობ შენ და არსებობენ შენნაირი ადამიანები ვინც ასე ძალიან მგულშემატკივრობთ და ძალას მმატებთ თქვენი დადებითი ემოციებით, კომენტარებით, ემოციებით ამიტომ ისევ აქ ვარ და ვბედავ წერას❤❤❤❤❤❤❤❤❤

სტუმარი კირა
მარტივში ის ვიგულისხმე რომ ადვილად გასაგებიათქო

მიხარია ასე რომ ფიქრობ ❤❤❤❤❤❤

№25 სტუმარი სტუმარი Tekla

ნეაკო მომდევნო თავს როდის დადეებ ❤❤

№26 სტუმარი სტუმარი ნეაკო

სტუმარი Tekla
ნეაკო მომდევნო თავს როდის დადეებ ❤❤

ზუსტად არ ვიცი ხვალ მომიხერხდება თუ არა მაგრამ 1-ში აუცილებლად დავდებ ❤❤❤

№27 სტუმარი Xatu

Ratomgac mgonia rom lile im ert gamiani urtiertobis nayofia da es martlac qaos gamoiwvevs

№28  offline მოდერი ნეაკო

Xatu
Ratomgac mgonia rom lile im ert gamiani urtiertobis nayofia da es martlac qaos gamoiwvevs

არა ასე არააა, ის ღამე 12 წლის წინ მოხდა, ანუ როცა ალექისის და ლილეს მამა ციხეში იჯდა ❤❤❤❤❤❤❤❤❤

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent