შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გულის სიღრმეში (თავი VII)


30-06-2021, 14:14
ავტორი donald duck
ნანახია 1 567

დილით ადრაიანდ გამაღვიძა სანდრომ. წინა საღამოს ყველაფერი ჩავალაგე და გავამზადე რაც უნდა წამეღო. დამტენები, ლეპროპი, ტელეფონი, რამოდენიმე წიგნი, ყურსასმენები, კბილის ჩოთქი, სავარცხელი,რამოდენიმე მაისური და ჯინსი, ცოტა თბილი კურტკა, ბოტასი და ბათინკი. მზის სათვალე და ქუდი. დილას შხაპი მივიღე და სამგზავროდ გავემზადე. სახლში ყველაფერი შევამოწმე, რამე ხომ არ მრჩებოდა ჩართული, მაცივარი გამოვალაგე და გამოვრთე. ნაგავი გავიტანეთ და გადავყარეთ. ჩემოდანი საბარგულში ჩადო სანდრომ. მანქანაში ჩავჯექით და გეზი ყაზბეგისკენ ავირეთ. გზად მაკდონალდსში შევიარეთ, ყავა და ბურგერები ავიღეთ. მუსიკას ავუწიეთ და ქალაქიდან გავედით. გზაში ძალიან ბევრი ვიხალისეთ. ვიციონოდით. ისტორიებს ვყვებოდით. ბავშვობას ვიხსენებდით. დედას ჩაპას (პუდელის) დაკარგვას ერთმანეთს ვაბრალებდით.
ანანურის ციხე სიმაგრესთან გიორგი გამახსენდა და ჩვენი პირველი გასეინება, რომელიც შთაბეჭდილებებით და ემოციებით სავსე იყო. მაშინ ყველაფერს სხვანაირად აღვიქვამდი. ცოტახნით გიორგიმ მანქანა გააჩერა და ყავა დავლიეთ. ტაძარში შევედით სანთლები დავანთეთ. არაგვს გადავხედეთ და გზა გავაგრძელეთ.
ყაზბეგში საკმაოდ ციოდა. ისეთი სილამაზე იყო.მოთეთრებული მთები აზიდულიყვნენ. ირგვლივ თოვლზე ადგილ ადგილ ნიადაგი მოჩანდა და ახლად ამოწვერილი ბალახი, რომელიც სიცოცხლისათვის იბრძოდა. დათოვლილი ტყე, კრიალა ლურჯი ცა, მოალერსე მზე, სიმშვიდე და სიწყნარე გამეფებულიყო ირგვლივ.
საკმაოდ გემოვნებით იყო სასტუმრო. მოწყობილი. ვიტრაჟული ხედებით, თანამედროვე ინტერიერით. დიდი ვერანდებით, ხის შეზლონგებით და მრგვალი მაგიდებით, თეთრი დიდი ქოლგებით, რომლებიც ჯერ ჯერობით დაკეცილი იყო. მუქი ხის ფერში იყო ყველაფერი. ძალიან მყუდრო და სასიმოვნო გარემო. ნომერში დავბინავდი. მე და სანდრომ ვისადილეთ. მერე ცოტა გავისეირნეთ. მომავალზე ვლაპარაკობდით. მას ნათლად ესახებოდა მომავალში ყველაფერი და მისი მომავალი ფერად ფერებში იყო გადაწყვეტილი. ჩემთან კი არაფერი ჩანდა, ყველაფერი ბუნდოვანი იყო და ნაცრისფერ ფერებში.
-აურა გაქვს გასაწმენდი - დაასკვნა სანდრომ და ვერანდაზე მდგარ შეზლონგზე მოკალათდა
-ვეცდები- გავუღიმე და გვერდით შეზლონგზე ჩამოვჯექი
-იცი წაწკ? - გამომხედა სათვალის ზევიდან - დაიკიდე ყველა.
-მაინც ვინ ყველა?
-გიორგი, გეგა და მსგავსი ტიპები, დაიკიდე ნუ იფიქრებ მაგათზე, შენ თავზე იფიქრე.
-რომ მეფიქრება რა გავაკეთო? - გამეცინა და მეც მივწექი სეზლონგზე.
-მესმის წაწკა, მაგრამ მაგით შენ ტავს იტანჯავ, არ ჯობია იმათმა იტანჯონ?
-ეგრე არ გამოდის სანდრო.
-მაშინ რომელი გიყვარს?
-რამე იოლი გეკითხა - გამეცინა და სათვალე გავისწორე
-საქმეც მაგაშია რომ ძალიან მარტივი კითხვაა და პასუხი უფრო მარტივი.
-სიყვარულით არცერთი არ მიყვარს, ცოტა რთული პროცესია სიყვარული, თავს ორივესთან კარგად ვგრძონ. გეგას მიმართ დანაშაულის გრძნობა მაწუხებს. გიორგისთან ეხლა ვიწყებ და ჯერ არ ვიცი რა იქნება, იქნებ მომავალში შემიყვარდეს კიდეც.
-არაა - გადმომხედა სანდრომ - აქამდე ეგ თუ არ მოხდა აღარ მოხდება, დამიჯერე
ალბათ, მაგრამ მინდოდა ჩემი თავისთვისაც და გიორგისთვისაც შანსი მიმეცა. მინდოდა ჩემ თავშიც გავრკვეულიყავი ერთხელ და სამუდამოდ. ეხლა დროც საკმარისი მქონოდა რომ მეფიქრა, ან არაფერზე მეფიქრა და დამესვენა. ახალი ენერგიით და შემართბით დავბრუნებულიყავი თბილისში.
საღამოს სანდრო გავაცილე, ტელეფონი გამოვრთე, ჩემს ნომერში საწოლზე წამოვწექი და წიგნის კითხვა დავიწყე (დანიელ პენაკის „სკოლის სევდა“). როდის ჩამეძინა ვერ მივხვდი. ღამე სიცივემ შემაწუხა, საათს დავხედე ჩემს მაჯაზე, ორი ხდებოდა, ნელა წამოვდექი, გამოვიცვალე და საწოლში ჩავწექი. ტელეფონი ჩავრთე. დიდად თავი არავის შეეწუხებინა. რამოდენიმე სარეკლამო შეტყობინება მოვიდა. სანდრომ მომწერა „ჩავედი“-ო გიორგიმ „როცა მოახერხებ დამირეკე“-ო. ჩემ ძმას კოცნები გავუგზავნე. გიორგი დავაიგნორე და ტელეფონი უხმო რეჟიმზე დავაყენე. ბალიშის ქვეშა შევაცურე და თვალები დავხუჭე.
იმ საღამოს უცნაური სიზმარი ვნახე. ლილის ფერი გრძელი კაბა მეცვა, თავზე გვირილების გვირგვინი, ფეხშიშველი ვიყავი. ხან სოფელში ბებიაჩემის ბაღჩაში დავაბიჯებდი, ვიცინოდი, რაღაც მიხაროდა, ხან უცნობ სახლში, ვიღაცის ანტიკვარიატით გამოჭედილ მისაღები ოთახის შუაგულში ვიდექი და ვტრიალებდი. ხან უბრალოდ უგზო უკვლოდ დავდიოდი მინდორში. სულ მარტო ვიყავი, ვიღიმოდი, მიხაროდა, მერე ვიღაც გამოჩნდა, მამაკაცის სილუეტი, ვერ გავარჩიე სახე. ან არა არ ვიცონობდი. ხელი გამომიწოდა, ცოტა შემეშინდა, მაგრამ მეც გავუწოდე ხელი, თითქოს ცხადლივ ვიგრძენი მისი შეხებაც. ხელი მომკიდა და წინ გამიძღვა. მივდიოდით, ფეხს აუჩქარა, ვეღარ ვეწეოდი, ფეხქვეშ მიწას ვერ ვგრძნობდი, თავბრუ დამეხვა და წავიქეცი. მიმოვიხედე, კაბა მთლიანად დამსვროდა მტვერში, გვირგვინი ნახევრად დაშლილი ხელში მეჭირა, ისევ ვიღაცის სახლში ვიყავი, აქამდე აქ არ ვყოფილვა. თანამედროვედ მოწყობილი, მინიმალისტური დიზაინით. დიდი მისაღები ოთახი იყო, ნათელ, ღია ფერებში გადაწყვეტილი, ვიტრაჟული ფანჯრებით, დიდი კრემისფერი დივნით, ფუმფულა დიდი ბალიშებით, დაბალი კრემისფერი ჟურნალების მაგიდით. დაბლაც მაღალბეწვიანი ხალიჩა ეგო. სრულიად მარტო ვიდექი შუა ოთახში. ისევ ვერ ვგრძნობდი ფეხქვეშ ვერაფერს.
გამომეღვიძა, ძალიან უცნაური შეგრძნებით. ოფლში ვცურავდი. ტელეფონს დავხედე. 05:16 საათს აჩვენებდა. სააბაზანაში შევედი, წყალი გადავივლე. საწოლს გადავაძრე თეთრეული. დივანზე წამოვწექი და პლედი მივიფარე. ძილი აღარ მეკარებოდა. სოციალურ ქსელში შევედი და ვათვალიერებდი. სიახლე არაფერი იყო. მერე გიორგის პროფილზე შევედი. „ოჰო“- შევიცხადე. ახალი სურათზე მოენიშნათ. „ საღამო კარგად გაუტარებია“ გავიფიქრე. მერე გეგას ვესტუმრე, საინტერესო არაფერი. ისევ ძველი ფოტოები. უკვე ნანახი მქონდა ყველაფერი. ტელეფონი უხალისოდ დავდე.
ერთმა კვირამ თვალის დახამხამებაში გაირბინა, ისე რომ ვერც კი ვიფიქრე, იმაზე რაზეც უნდა მეფიქრა. ვისვენებდი, ტელეფონს არ ვპასუხობდი, მხოლოდ დედას და სანდროს. მათაც მე ვურეკავდი როცა სურვილი მქონდა. მამა არ მაწუხებდა. „ვიცი ისვენებ და ხელს არ შეგიშლი“-ო. რამოდენიმეჯერ ეკომ მომწერა მომიკითხა. გეგა არ გამოჩენილა. გიორგიმ ორჯერ მომწერა. „როგორ ხარ?“ - ო და რომ არ ვუპასუხე ორი დღის მერე მომწერა „როცა მოახერხებ მომწერე“-ო.
სანდრომ შუადღისთვის ჩამომაკითხა. ვერანდაზე ვიჯექი მაგიდასთან და ხილის ჩაის ვსვავდი ტოსტთან ერთად. მხიარულ ნოტაზე მოუახლოვდა ჩემს მაგიდას და სკამზე ჩამოჯდა. მიმტანს დაუძახა, სტეიკი და ანანასის წვენი შეუკვეთა, მერე მე მომიტრიალდა მომღიმარი.
-აბა როგორ ხარ? -სათვალე მოხსნა და მაგიდაზე დადო
-უკეთ, გაცილებით უკეთ - ჩაი მოვსვი
-აქ მოწევა შეიძლება ხო? - ჩემ სიგარეტს დაწწვდა და მოუკიდა -მაინც ვერ ვხვდები ამას როგორ ეწევი
-თუ არ მოგწონს ნუ მოწევ - გავუღიმე და ღერი წავართვი
-ჩემი მანქანაში დამრჩა - თავი იმართლა და მეორე ღერი ამოიღო ჯერ მე მომიკიდა მერე თავის ღერს მოუკიდა.
ჩემ ძმასთან ერთად ყოფნა ყველაფერს მირჩევნია. ძალიან პოზიტიური, დადებითი და მხიარული ადამიანია. ყველაფერში შეუძლია დადებითი ნახოს. ცუდი კარგად დაგანახოს. გაგიფერადოს ცხოვრება და პოზიტიური ენერგიით დაგმუხტოს. თვალები სულ უბრწყინას. ანათებს რომ დადის. მიყვარს მასთან ერთად ყოფნა. მისი მოსმენა. იმდენად ემოციურად ყვება ხოლმე ისტორიებს, რომ შენც იმ ისტორიის მონაწილედ გაქცევს. მაბედნიერებს და მაცოცხლებს მისი არსებობა ჩემს ცხოვრებაში.
ყაზბეგიდან თბილისამდე გზა სიცილში და მხიარულებაში გავატარეთ. ვუსმენდით მუსკიებს ხმამაღლა, ვიციონოდაით, ვმღეროდით ჩვენც. ნამდვილად ღირდა ეს შვებულება ამ დღისთვის. სანდრომ მანქანა ჩემ კორპუსთან გააჩერა, საბარგულიდან ჩემი ჩემოდანი ამოიღო და სახლში ამატანინა. სახლი მიტოვებულის კვალობაზე კარგად გამოიყურებოდა. თვალი მოვავლე იქაურობას და დივანზე მივაგდე ჩანთა.
-ა, ხო დილას ვიყავი ამოსული. -შენიშნა სანდრომ - საჭმელები ამოგიტანე, დედამ გამომატანა, მაცივარშია. - მითხრა და აივნის არები გამოაღო
-ყავას დალევ? - გავხედე სანდროს და აპარატი ჩავრთე
-კი წაწკ დავლევ -მითხრა და აივანზე გავიდა
ყავა გავაკეთე და მეც აივანზე გავედი სანდროსთან. სანდრო მაგიდასთან იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. ჭიქები მაგიდაზე დავალაგე, მაგიდას მივუჯექი და სიგარეტს მოვუკიდე.
-მარიამ დავშორდი - თქვა და სიგარეტი ჩააქრო საფერფლეში
-რატო? -კითხვით სავსე მზერა მივაპყარი
-ქორწინება არ ეჩქარებოდა - გაეცინა ირონიით
-და შენ რა გეჩქარება?
-დღეს და ხვალ არც მე ვგეგმავდი, მაგრამ ის საერთოდ არ გეგმავდა მგონი გათხოვებას, შენსავით.
-შენ რომ ქალი დაგშორდება იმას თავში ჭკუა არ აქვს ნამდვილად, არც გინდა ეგეთი. -ვცადე დამემშვიდებინა ჩემი ძმა
-არ დამშორებია - გაეცინა სანდროს - მე დავშორდი, თუ მომავალის დაგეგმა არ გინდა ჩემთან ერთად მაშინ კარგად იყავითქო და წამოვედი.
-მომავლის შენთან ერთად არ დაგეგმავ დაშორებსა ნიშნავს - გამეცინა და ყავა მოვსვი
-ეგ როგორ?
-აბა როგორ აგიხსნა? - ვცადე აზრები დამელაგებინა - შენ თვლი რომ მან უნდა მოგიხადოს ბოდიში რომ შერიგდეთ და მას კიდე დაშორება უნდოდა, უბრალოდ თვითონ ვერ დგავდა ამ ნაბიჯს პირველი და შენ გადაგადგმევინა ეგ ნაბიჯი.
-რაღაცეებს ბოდავ- ხელი აიქნია სანდრომ - აშკარად არ მოგიხდა ყაზბეგის ჰაერის, სადმე სხვაგან უნდა გაგიშვა.
-ხო ეგ მეც ვიფიქრე - გამეცინა და მეორე ღერს მოვუკიდე.
სამსახურში გასვლა ცოტა გამიჭირდა. ჯერ ისევ მოდუნებული ვიყავი. თანამშრომლები ახტაცებით შემხვდნენ, გეგონება ერთი წელი არ ვენახე. რაღაც მეუცხოა ჩემს სამსახურში ჩემი თავიც კი. მოკითხვების და სითბოს გაზიარების შემდეგ ჩემს კაბინეტში შევიკეტე და დაგროვილ საქმეს მივუჯექი. საკმაოდ ბევრი საქმე დამგროვებია ჩემს აქ არ ყოფნაში. ჩამოვწერე გეგმა და ნელა მივყევი.
კარებზე კაკუნის ხმა გავიგე, მერე ეკოს თავიც გამოჩნდა ღია კარში. გავუღიმე და თვალით ვანიშნე შემოდითქო. ისიც უხმოდ შემოვიდა და ჩემს წინ სკამზე ჩამოჯდა.
-ბევრი საქმე გაქვს? -ღიმილით მომაშტერდა ეკო
-თითქმის მოვრჩი - საბუთები გადავათვალიერე - რამე გეგმა გვაქვს?
-არა, ყავაზე დაგპატიჟებდი - თვალებში რაღაც უცნაური ნაპერწკლები უთამაშებდა
-გავიდეთ თუ გინდა - საბუთები გადავდე და ჩანთას გადავწვდი
-კარგი - სკამიდან წამოდგა და კარისკენ წავიდა -ჩანთას ავირებ
-კარგი საყვარელო -ვუთხარი და მეც წამოვდექი - მანქანაში დაგელოდები
მე და ეკო ოფისთან ახლოს კაფეში ვიჯექით. მე ყავას ვსვავდი, ეკო გრეიფრუტის წვენს წრუპავდა. დესერტად ტირამისუ და ალუბლის ტარტი გვქონდა. ცოტახანი ჩუმად ვიჯექით. ვხვდებოდი რაღაცის თქმას გეგმავდა, მაგრამ სათქმელისთვის თავი ვერ მოეყარა. რაღაც უცნაურად ცქმუტავდა.
-ამოღერღე - დავიტანჯე მისი ცოდვით და ყავა მოვსვი
-ორსულად ვარ - გამიღიმა და სახეზე ხელები აიფარა
-არააა - გამეცინა, გამიხარდა, მართლა გულწრფელად გამიხარდა - ძალიან მაგარია.
-ხოო, ისეთი მოულოდნელი იყო, ჯერ არავისთვის მითქვამს, პირველი ხარ ვინც გაიგო.
-რა ბედნიერებაა - ეკოს სიხარული და ბედნიერება მეც მთლიანად მომედო და გამაბედნიერა.
ერთი კვრია ისე გავიდა გააზრებაც კი ვერ მოვასწარი. გეგას ცარიელ კაბინეტს ნელა ჩავუვლიდი ხოლმე, თითქოს ველოდი რომ კარს გააღებდა და დამიძახებდა, მერე შევეჩვიე გეგას იქ არ ყოფნა. მხოლოდ ოფიციალურად ვკონტაქტობდით მეილზე. გიორგისთან ყველაფერი მშვიდად მიდიოდა. ერთად ვვახშმობდით, სახლამდე მიმაცილებდა და მემშვიდობებოდა. ჩვენი ურთიერთობა ჩემ ერთფეროვან ცხოვრებას ემსგავსებოდა, ის სპონტანურობა და მრავალფეროვნება სადგაც გაქრა, ჩაქრა და გაიპარა. ის გიორგი რომელიც მომეწონა და მეგონა რომ ჩემს ცხოვრებას თავდაყირა დააყენებდა, მგონი პირიქით მოხდა, მე დავაყენე მისი ცხოვრება თავდაყირა და ფერები წავშალე. ჩარჩოებში ჩავსვი და ერთფეროვანი გავხადე. დახმარების ნაცვლად ჭაობში ჩამომყვა და ისიც თავს იღუპავდა.
იმ დილას მაგიდაზე გეგას მივლინების ფურცელი დამხვდა, გავშეშდი, გავოგნდი. ვერ წარმოვიდგენდი ამდენი ხნით თუ შეიძლებოდა მივლინებაში წასულიყო. არ შევიმჩნიე. გადაწყვეტილება მივიღე, ჩემი ძმის რჩევა უნდა გამეთვალისწინებინა. ბედნიერების ძებნისათვის თავი უნდა დამენებებინა. ეხლა გეგმა მქონდა შესამუშავებელი, თუ როგორ უნდა ამეხსნა ეს ყველაფერი გიორგისთვის.
სამსახურში ყველაფერი მშვიდად და წყნარად მიმდინარეობდა. ახალ პროექტებზე ვმუშაობდით. რატომღაც მარტო ფინანსებში კირკიტი მომწყინდა და ბატონ გოგასთან გამოვთქვი სურვილი რომ ახალი პროექტების განხილვას მეც დავსწრებოდი. უარი არ უთქვამს. „თუ დრო და სურვილი გაქვს დიდი სიამოვნებით“- ო. როგოც აღმოჩნდა ნაკო (ნანული) ტყუილად ამოვითვალწუნე თავიდან. თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი იყო. თავიდან ძირითადად ჩუმად ვადევნებდი თვალყურს. მერე ნელ-ნელა მეც ჩავერთვე განხილვებში. აშკარად საინტერესო იყო. გადავწყვიტე კომპანიაში შემეცვალა სტრატეგია. ერთად განგვეხილა პროექტები, ფინანსისტებს და პროექტის მენეჯერებს. უფრო ადვილი იქნებოდა მისი კალკულაციაც და დამკვეთთანაც უფრო დამუშავებული და დაზუსტებული ინფორმაცია მივიდოდა.
პარასკევი დღე იყო 3 აპრილი. დილას მივიღე გადაწყვეტილება, რომ აღარ მინდოდა თავის მოტყუება და აღარც გიორგის მოტყუება. აშკარად ცუდად ვმოქმედებდი მასზე. გრძნობებიც ერთ ადგილზე გაიყინენ, სადღაც მეგობრობასა და მოწონებას შორის. ის ვნება და აღტაცება რაც 10-11 თვის წინ გამიჩნდა მის მიმართ სადღაც გამქრალიყო, კვალიც კი არ დაეტოვებინა. სანამ სახლში წავიდოდი მაღაზიაში გავიარე. კარგი თეთრი ღვინო ვიყიდე. ვახშამი შევუკვეთე რესტორანში. მაგიდა გავაწყვე და გიორგის დავურეკე.
აივანზე ვიჯექი მაგიდასთან, სიგარეტს ვეწეოდი. კარებიდან გავხედე ოთახში გაშლილ სუფრას. კმაყოფილი ვიყავი. ტელეფონი მოვიმარჯვე და გიორგის ნომერი ავკრიფე. რამოდენიმე ზარის შემდეგ მიპასუხა.
-როგორ ხარ? - მოვიკითხე როცა მიპასუხა
-კარგად შენ როგორ ხარ? - გაისმა მისი ხმა ყურმილს იქიდან
-კარგად მადლობა, - ნაფაზი დავარტყი და ბოლი გამოვუშვი - ვახშამზე გეპატიჟები ჩემთან
-შენ მოამზადე? - მხიარულად მკითხა
-მოგატყუო? - გამეცინა - არა გამოვიძახე.
-ეხლა რომელია? - მკითხა მოულოდნელად
ინსტიქტურად მაჯაზე დავიხედე , ცხრის თხუთმეტი წუთი იყო. მომწონდა ჩემთვის შერჩეული საჩუქარი. გამეღიმა. მერე საათი ვუთხარი გიორგის.
-თერთმეტისთვის რომ მოვიდე ძალიან გვიანი იქნება? - დაინტერესდა გიორგი
-თუ გინდა სულ ნუ მოხვალ -წყენა შემეპარა ხმაში
-ეგ ხომ არ მითქვამს თათა? - ეწყინა მასაც
-მაგრამ იგულისხმე. - კიდევ ერთი ნაფაზი დავარტყი - კარგი როგორც გინდა - ვუთხარი და გავუთიშე ტელეფონი
ტელეფონი მაგიდაზე დავდე. ღერი ბოლომდე ჩავამთავრე, ოთახში შევბრუნდი, მარტომ ვივახშმე. დესერტისთვის ხელი არ მიხლია. მაცივარში დავაბრუნე. მაგიდა ავალაგე და დივანზე წამოვწექი. რომ არ დაერეკათ ალბათ სულ არ მემახსოვრებოდა რომ ტელეფონი აივანზე დავტოვე. ნელა წამოვდექი და აივანზე გავედი. უცხო ნომერი რეკავდა. სხვაგან მოხვდნენ. საათს დავხედე 20:43 საათს აჩვენებდა. კიდევ ერთ ღერს მოვუკიდე და თითქოს ჯინაზეო კარებზე ზარის ხმა გაისმა. გულმა ბაგაბუგი დაიწყო. საფერფლეზე დავდე ანთებული ღერი და კარის გასაღებად წავედი, თან საკუთარ თავს ვაგულიანებდი. „თათა შენ გაბრაზებული ხარ“-თქო. კარი გავაღე და კურიერი შემრჩა ხელებში, ვარდების თაიგულით. ცრემლი მომაწვა. ძალიან გავბრაზდი. მხოლოდ ბარათი დამოვართვი. ვარდები უკან გავატანე. „ვინმე სხვას აჩუქე ან გამომგზავნს დაუბრუნე.“-თქო და კარები ცხვირწინ მივუკეტე. აივანზე დავბრუნდი. ახალი ღერი ავიღე და მოვუკიდე. ცრემლები თავისით გადმომცვივდა. ბარათი გავხსენი.
„მაპატიე პატარავ, მოგვიანებით მოვალ, გკოცნი მიყვარხარ.“
ბარათიც დავხიე და საფერფლეში ჩავყარე. ტელეფონი ავირე ჯერ დარეკვას ვაპირებდი, მერე გადავიფიქრე. მივწერთქო, მაგრამ ეგეც გადავიფიქრე და ტელეფონი ისევ მაგიდაზე დავდე.
რამდენი ხანი ვიჯექი აივანზე და მერამდენე ღერს ვეწეოდი ვერ გეტყვით. ცრემლები თავისით მცვიოდა. არ ვტიროდი. უბრალოდ ცრემლები მცვიოდა. ვერაფერს ვგრძნობდი. არც მტკიოდა, არაფერი. უბრალოდ დიდ სიცარიელეს ვგრძნობდი აი აქ. გულის სირღმეში. კარზე ზარის ხმა გაისმა. ტელეფონზე საათს დავხედე 23:29 საათს აჩვენებდა. უხალისოდ ავდექი და კარის გასაღებად წავედი. გიორგი იყო. კარები ნელა გავაღე და უემოციოდ შევეგება. თვითონ მიღიმოდა. საკოცნელად გადმოიხარა, თავი მოვარიდე და ლოყაზე მაკოცა.
-არ მიშვებ? - გამიღიმა
-შემოდი - გვერდით გავიწიე და შემოვუშვი
მისაღებ ოთახში შევიდა, მე კარები დავკეტე და უკან გავყევი. იდგა და მიღიმოდა, ურცხვად მიღიმოდა, მე კიდე ბრაზი მაწვებოდა ყელში. ბრაზის მეტს ამ წუთას ვერაფერს ვგრძნობდი.
-ადრე მოგივიდა მოსვლა - ვუთხარი და მაჯაზე საათს დავხედე
-ლამაზი საათია - აღნიშნა გიორგიმ და ოთახს თვალი მოავლო - ყვავილები არ მოგიტანეს?
- უკან გავატანე - ვუთხარი და დივანზე დავჯექი - არ მიყვარს ყვავილები. - ვიცრუე და ტელევიზორი ჩავრთე
-მეგონა ვახშამზე მეპატიჟებოდი - ცარიელ მაგიდას გახედა და გვერდით მომიჯდა
-ვივახშმე უკვე - არ შემიხედავს მისთვის, პულტს ვაწვალებდი
-გაბრაზებული ხარ? - საცოდავი ვაბშვივით შემომხედა და მხარზე მომადო თავი
-ნასვამი ხარ გიორიგ - ვცადე თავი ამერიდებინა
-ხო ცოტა დავლიეთ -დასერიოზულდა გიორგიც - საქმიან შეხვედრაზე ვიყავი და მაგიტომ დამაგვიანდა.
-არ არის ახსნა საჭირო - ფეხზე წამოვდექი - არ ხარ ვალდებული რამე ამიხსნა
-თათია - ხმა გაუმკაცრდა - ვერ ვხვდები რა გინდა? რატომ ხარ ესე რთულად მოწყობილი?
-რას ქვია რთულად? - ხმას ავუწიე
-მოდი დამშვიდდი კარგი? - ჩვეულებრივი ხმით გააგრძელა გიორგიმ - ამიხსენი რაში ვარ დამნაშავე?
-არაფერში გიორგი, საერთოდ არაფერში. არც იმას გეტყვი რომ მე ვარ რამეში დამნაშავე, არა. უბრალოდ ერთმანეთს არ შევეფერებით. არაფერი გამოვა ამ ურთიერთობიდან. არ მინდა ერთმანეთი მოვატყუოთ და საკუთარი თავებიც.
-აჰა - ფეხზე წამოდგა გიორგიც და მომიახლოვდა - ეხლა გასაგებია. - თვალებში ჩამხედა
-რა არის გასაგები?
-ის რომ არც შენ თავს აძლევ უფლებას იყო ბედნიერი და სხვასაც უკლავ მაგის შანსს.
-ეგრე არ არის
-ეგრეა - დაასკვნა გიორგიმ - რატომ არ შეგიძლია დატკბე დღევანდელი დღით? დაივიწყო წარსულიც და მომავალზე ფიქრსაც შეეშვა? უბრალოდ ისიამოვნო ამ წუთით ამ მომენტით. რატომ არ შეგიძლია? ნუ ფიქრობ რა იქნება ხვალ, ზეგ ანდაც ერთი საათის მერე.
მის სუნთქვას ჩემ სახეზე ვგრძნობდი, ცრემლები მეძალებოდა. ყელში ბურთი გამეჩხირა. ბრაზი მახრჩობდა. იმასაც ვხვდებოდი რომ სადღაც მართალიც იყო გიორგი. თვალებში მიყურებდა და ჩემგან პასუხს ელოდა. მე კი პასუხი არ მქონდა. მხოლოდ ის ვიცოდი რომ ამ ყველაფრის დამთავრება მინდოდა. თავი მოვარიდე, შევრუნდი და აივანზე გავედი. გიორგი უკან გამომყვა. მაგიდიდან სიგარეტის კოლოფი ავიღე, ცარიელი იყო და უკან დავდე. გიორგიმ ჯიბიდან ამოიღო სიგარეტი და გამომიწოდა.
-მადლობა - ძლივს გასაგონი ხმით ვუთხარი და ღერს მოვუკიდე
-თათა - უფრო მშვიდად დაიწყო გიორგიმ - არ გაძალებ რომ ჩემთან იყო და უბედური. უბრალოდ მინდა რომ ბედნიერი იყო, დატკბე ამ ცხოვრებით და არ იტანჯავდე თავს მომავალზე ფიქრით და იმ ჯერ არ არსებული პრობლემებით რომელიც შესაძლოა მომავალში საერთოდ არ იყოს.
-სათქმელად ადვილია - ვუთხარი და მოაჯირთან ახლოს მივედი
-გასაკეთებლად უფრო ადვილია - მოვიდა და გვერდით დამიდგა - არაფერს გაძალებ, უბრალოდ მინდა ბედნიერი იყო.
-ეგ მეცმინდა - ვუთხარი და მისკენ შვტრიალდი - უბრალოდ ჩვენი ურთიერთობა თავიდანმე მარცხისთვის იყო განწირული.
-მესმის - გიორგიმაც შემომხედა - ჩვენ ალბათ უფრო კარგი მეგობრები ვიქნებოდით ვიდრე წყვილი. - ცოტა პაუზა გააკეთა გიორგიმ - არ მოგატყუებ თათა, მომწონხარ, მაგრამ აგერ უკვე წელიწადი გადის მაგრამ მოწონება გრძნობაში ვერ გადავზარდეთ. რაღაც გვაკლია ორივეს. - გაეცინა და გულზე მიმიკრა - არც შენი ბრალია და არც ჩემი. ჩვენ ჩვენი გავაკეთეთ. ალბათ ამ წუთამდე მჯეროდა რომ რამე გამოგვივიდოდ.
ცრემლები შევიმშრალე, გიორგის ავხედე და გავუღიმე, არ გამომივიდა. გიორგის გაეცინა. კიდევ ერთ ღერს მოვუკიდეთ. სიჩუმეში მოვწიეთ. აღარაფერი გვითქვამს ერთმანეთისთვის. ვავახშმე და ჩემ ჯერ ვერ შემდგარ კაბინეტის ოთახში საწოლი გავუშალე. გვიანი იყო თან ნასვამიც და აღარ გავუშვი. გვიანობამდე ტელევიზორს ვუყურებდით. ცოტას დავლიეთ. დაძაბულობა და გაურკვევლობა ნელ ნელა სადღაც გაქრა. მზრუნველი დედასავით თმაზე ვაკოცე. მისი ოთახი ვაჩვენე და ჩამს საძინებელში შევიკეტე. დავწექი მაგრამ ვერ ვიძინებდი. გამიჭირდა ჩაძინება. კიდევ კარგი ხვალ შაბათი იყო. გვიანობამდე შემეძლო ძილი.
დილით სამზარეულოში ხმაურმა გამაღვიძა. ნელა წამოვდექი. ტუმბოზე დადებულ მაჯის საათს დავხედე ათი ხდებოდა. ხალათი შემოვიცვი, მჭიდროდ შევიკარი და ოთახიდან გავედი. გიორგი საუზმეს ამზადებდა. ყავა უკვე გაემზადებინა. დარიჩინით და შოკოლადით. ტოსტი ბეკონით და ჩედარით, ომლეტი ბულგარულით და სოკოთი. იქვე მაცივართან პარკები შევნიშნე, როგორც ჩანს დილას გასული იყო. გიორგიმ შემომხედა და გამიღიმა. თან სოუსი გასინჯა რომელსაც აკეთებდა. (ლომონი, მდოგვი, თაფლი, იმბირი, შავი პილპილი) კიტრის და სალათის ფურცლების სალათი. ამ უკანასკნელს ძალიან მოუხდა აღნიშნული სოუსი.
-დაჯექი - მიმიპატიჟა სუფრასტან
-რა სუნია - თვალები დავხუჭე და ღრმად შევისუნთქე ყავის არომატი
-ვერანდაზე მინდოდა გამეშალა მაგრამ წვიმს - ფანჯრისკენ გაიხედა გიორგიმ - ტენტს კიდევ ვერ გავუგე როგორ უნდა გამეშალა.
- ფარდის უკან პულტია - თითით ვანიშნე - გემრიელი სოუსია -სალათი გავსინჯე პირდაპირ ჯამიდან
-მერე გასწავლი - გაეღიმა გიორგის - ეხლა გემრიელად მიირთვი. - ჩემს წინ ჩამოჯდა და ტოსტს დაწვდა
-რა გაუმართლა შენ ცოლს - გამეცინა და ტოსტის კუთხე მოვტეხე.
-არავინ იცის - ამყვა სიცილში და ჩემ სამზარეულოს გახედა რომელიც თავდაყირა იდგა.
-კიდევ კარგი მე არ ვრეცხავ - წარმი ავუწიე და სალათი გადავიღე
ძალიან გემრიელ საჭმელებს აკეთებდა. ესე გემრიელად დიდიხანია არ მესაუზმა. მაგიდის ალაგებაში მომეხმარა. მივალაგეთ იქაურობა. ვერანდაზე ტენტი გადავაფარე. მაგიდა გადავწმინდე. სანამ მე საძინებელში ტანსაცმელს ვიცვლიდი გიორგიმ გუშინდელი შოკოლადის კექსი მიკროტალღურში შეათბო ცოტაზე. გრეიფრუტის და იმბირის წყალი მომიმზადა და ვერანდზე დამახვედრა. კექსი ახალი გამომცხვარივით იყო. ცოტახანი კიდევ ვიჭორავეთ. უფრო თავისუფლად და ლაღად ვიყავით ეხლა მე და გიორგი ერთმანეთთა, ვიდრე მაშინ როცა ვცდილობდით წყვილად ჩამოვყალიბებულიყავით. როგორც ჩანს ძალიან დიდი პრობლემა მქონდა რაღაც. ყველა მამაკაცი იდეალური მხვდებოდა. დრო იყო გამოვსწორებულიყავი.
გიორგი მიხსნიდა თუ როგორ შეიძლებოდა ჩემი ჩარჩოები ჩამომეშალა და ფერები შემომეშვა ცხოვრებაში. მართლაც საინტერესო და ერთი შეხედვით ადვილი იყო, მაგრამ ჩემს ცხოვრებას თავდაყირა დააყენებდა. რადიკალურად უნდა შევცვლილიყავი მაშინ. მე სპონტანურობა არ გამომივიოდა. მეღიმებოდა მის დახატულ ჩემ მომავალზე, გულის სიღრმეში ძალიან მინდოდა მსგავსი ფერადი ცხოვრება, მაგრამ მეშინოდა. რისი არ ვიცი.
-ბედნიერების - დაასკვნა გიორგიმ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent