შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძალდატანებული ქორწინება 31 თავი


5-07-2021, 10:20
ავტორი ნეაკო
ნანახია 6 829

ალექსანდრე დიდხანს, ძალიან დიდხანს დაჰყურებდა განქორწინების საბუთებს ამღვრეული თვალებით, საშინელი სიცივი, სიცარიელის და შიშის განცდა დეუფლა. აგიჟებდა იმაზე ფიქრი რომ შეიძლებოდა თათია ამ ღამის მერე სამუდამოდ დაეკარგა... თავისდაუნებურად პატარა იმედის ნაპერწკალი მაინც კიაფობდა მის გაყინულ გულში, თუმცა იცოდა, რა თქმა უნდა იცოდა, რომ თათია ყველაფერისდა მიუხედავად ხელს მაინც მოაწერდა და წავიდოდა მისი ცხოვრებიდან, რამდენჯერმე აკანკალებული ხელიც კი წაატანა საბუთებს რომ დაეხია, ნაფლეთენად ექცია და გაენადგურებინა, მაგრამ ვერ შეძლო, შეეშინდა... ძალიან შეეშინდა თათიასთვის ისევ იმედი არ გაეცრუებინა, ამიტომ კარადას ეცა, ამჯერად ღვინის ბოთლი გამოიღო, გახსნა და მაშინვე მოიყუდა, იქამდე სვამდა სანამ მჟავე, უგემურმა და მათრობელა სითხემ ყელი არ დაუწვა, თავისდაუნებურად საძინებლის წინ აღმოჩნდა. ბევრი ფიქრის მერე კარი სახელური დაქაჩა და ოდნავ შეაღო, გული ეტკინა, საშინლად ეტკინა, როცა საწოლზე მწოლიარე, მუხლებ მოკეცილ, აკანკალებულ და თვალცრემლიან გოგონას ჰკიდა თვალი, თავი საშინლად იგრძნო, ამიტომ სიტყვის უთქმელად მიბრუნდა და ისეთი ძალით გაიჯახუნა კარი, რომ არ დაიკეტა და ისევ გაიღო, თავგზააბნეული ბიჭი ბუხრის წინ, სავარძელში ჩაეშვა და ისევ მოიყუდა ბოთლი, მაგრამ არ ესიამოვნა ასე სმა, ამიტომ მაღალ ფეხიან, სიფრიფანა ჭიქაში დაისხა შავი ღვინო, ხელი წამოავლო და ტუჩებთან მიიტანა, თუმცა არ დაულევია, მისი გული და გონება ფიქრმა წაიღო...
ბუხრის ცეცხლის, კაშკაშა სინათლის მოთამაშე ჩრდილები მის ალეწილი სახეზე სწრაფად ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ რაც კიდევ უფრო საშინლ სანახავს ხდიდა მის გაფითრებულ სახეს რომელზეც ახლა ამ წამს, არავითარი გრძნობა და ემოცია არ იკითხებოდა გარდა შიშისა. თათიაზე ფიქრმა იმდენად გააგიჟა რომ გაუაზრებლად, ჭიქას მთელი ძალით მოუჭირა, ცივი, უხეში, მთრთოლარე თითები და სრულიად მოულოდნელად ხელში შემოეფშვნა
-ამის დედასაც შევ.ცი-აღმოხდა გაცეცხლებულ ბიჭს და რაც მუჭში შემორჩა ის ნამტვრევებიც იატაკზე დაყარა, ფიქრებში წასული და გარინდებული გოგონა შეკრთა ამ ხმაზე და მაშინვე ფეხზე წამოდგა, მისაღებში გავიდა და ტირილისგან დაწითლებული თვალებით მიაჩერდა სახე წაშლილ ქმარს, ბიჭმა იგრძნო ცოლის დაჟინებული მზერა და კარგა ხნის ფიქრი მერე მისკენ მიიხედა, მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა, იმის მიუხედავად რომ ზედმეტად დიდ გრაციოზულ ოთახს, მხოლოდ ბუხრის მოგიზგიზე ცეცხლის ალი ანათებდა, რომელიც სათანადოდ ვერ ახერხებდა გაეფანტამისაღებში გამეფებული სიბნელე დ სიცივე, ამის მიუხედავად თათიამ მაინც შენიშნა ალექსისი ხელზე ჭრილობა რომლიდანაც ცხელი სისხლის უხვი ნაკადი შეუჩერებლად მოედინებოდა
-სად გაქვს პირველად დახმარების ყუთი?-გამაყრუებელი სიჩუმე დაარღვია გოგონას არეულმა ხმამ
-სამზარეულოში კარადაში-უპასუხა ბიჭმა და მაშინვე გაექცა მის ამღვრეულ თვალებს, თათია გავიდა და მალევე დაბრუნდა უკან ყუთით ხელში, რომელიც პატარა ჟურნალების მაგიდაზე დადო, ზედმეტად დაიხარა და ალექსანდრეს აკანკალებული ხელი ხელში მოიქცია, მალე დაუმუშავა ჭრილობა და შეუხვია, მთელი ეს დროს დაძაბული ბიჭი წამით თვალს არ აშორებდა ცოლის ალეწილ სახეს, თათია გრძნობდა მის დაჟინებულ და გამომწვევ მზერას, ამიტომ საშინლად აღელდა, ეს სიახლოვე, შეხება და გარემო მასზეც ისევე საშინლად მოქმედებდა როგორც ალექსზე, ამიტომ როგორც კი საქმეს მორჩა, მაშინვე გასწორდა, ყუთს ხელი წამოავლო და ოთახიდან გასვლა გადაწყვიტა
-თათია-ხმა ამოიღო აქამდე ჩუმად მყოფმა ბიჭმა და მაშინვე ნაჯაში ჩაავლო ხელი მიბრუნებულ გოგონას
-ალექსანდრე-დამფრთხალი გოგონა მისკენ მიტრიალდა და შეშინებული თვალებით ჩააცქერდა სასმლისგან ჩაწითლებულ, არეულ, ჭაობისფერ სფეროებში
-საბუთებს ხელ მოაწერ ხომ ასეა?-ჩამწყდარი ხმით ჰკითხა ბიჭმა და ფეხებშორის მოქცეულ ცოლს სევდიანად გაუღიმა- უკან მოუხედავად წახვალ და მიმატოვებ...
-არ გინდა -შეეხვეწა თათია და მოწოლილ ცრემლებს მთელი ძალით შეეწინააღმდეგა
-გთხოვ დარჩი-გამაყრუებელ სიჩუმეში საშინელ მუდარად გაისმა ბიჭის ჩამწყდარი ხმა...
-არაფერი თქვა ძალიან გთხოვ ისედაც ცუდად ვარ- აღმოხდა აღელვებულ გოგონას და მის დაჟინებულ მზერას გაექცა
-რაც არ უნდა ვთქვა აზრი არ აქვს ,,ხო"? მაინც წახვალ
-ალექსანდრე მე...-თათიას ძალა აღარ ეყო რამე რომ ეთქვა, ამიტომ თავი დახარა და გაჩუმდა
-ძალიან მიყვარხარ-აღმოხდა თავგზააბნეულ ბიჭს და მთელი სხეულით აცახცახებული გოგონას სახე ხელებშორის მოიქცია -მინდა რომ ჩემთან დარჩე და ჩემი გახდე -დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან და ცხელი სუნთქვა მიაფრქვია გაფითრებულ სახეზე
-გთხოოვ-შეეხვეწა მისი სურნელით, სინაზით და შეხებით სუნთქვა შეწყვეტილი გოგონა
-უშენობა არ შემიძლია
-გეყოფა-გაბედა და მზერა გაუსწორა ქმრის დანისლულ სფეროებს უკვე გულისცემაც შეწყვეტილმა გოგონამ
-დარჩი
-ალექსანდრე ჩვენ ორივემ ვიცით რომ ეს ჩვენი ბოლო ღამე-დაუჩურჩულა გოგონამ და მაშინვე გაექცა მის დაჟინებულ მზერას
-არა -აღმოხდა თავგზააბნეულ ბიჭს -მეშინია, ძალიან მეშინია უშენობის, ვერ დაგკარგავ
-არ დამკარგავ-მის აკანკალებულ ხელებს შეახო თავისი ცივი, თლილი თითები გოგონამ, თითისწვერებზე დადგა და გაუაზრებლად შეაწება ვნებიანი წითელი ტუჩები მის გაცრეცილ, ცივ, ფერმკრთალ ტუჩებს, ამ კოცნამ ორივეს ტკივილი მიაყენა ამიტომ ძალიან მალე მოშორდნენ ერთმანეთის სახეებს
-თათია გთხოვ დარჩი-დაუჩურჩულა სუნთქვა არეულმა ბიჭმა ცოლს და მის ოქროსფერ ტალღებს ჩააყოლა მთრთოლარე თითები, გოგონამ სრულიად გააზრებულად პირზე მიადო ხელი, გააჩუმა, ისევ თითის წვერებზე დადგა და თავისი სურვილით და ინიციატივით შეაწება ქმრის ტუჩებს ვნებიანი, წითელი, სავსე ტუჩები, ალექსანდრემ იმავე წამს დაკარგა აზროვნების უნარი, მაშინვე თმებში შეუცურა მთრთოლარე თითები და მის კოცნას იგივე ვნებით, სურვილით და სიგიჟით უპასუხა, როცა მოწოლილი ვნებები ოდნავ დაცხრა და სუნთქვა აჩქარებულებმა ერთმანეთის მოაშორეს ცხელი ტუჩები, ალექსანდრემ გულში ჩაიკრა და თავზე აკოცა-არ წახვიდე-უთხრა ჩამწყდარი ხმით და ზემოდან დააცქერდა
-გთხოვ არაფერი თქვა-ახედა გოგონამ სურვილით ანთებული თვალებით და ისევ მიწვდა მის ტუჩებს, ამჯერად ალექსანდრემ საბოლოოდ დაკარგა თავზე კონტროლი, მოულოდნელად დაიხარა, ხელში აიყვანა და საძინებელში წაიყვანა, თათიამ კისერზე შემოაჭდო მთრთოლარე ხელები და თავი მის მკედზე დაადო, როცა აღელვებულმა ბიჭმა საწოლზე დააწვინა და ზემოდან მოექცა მათი ამღვრეული თვალები რამდენიმე წამის განმავლობაში ერთმანეთს შეხვდა. ამჯერად თავგზააბნეული ბიჭი დააცხრა ტუჩებზე დაბნეულ, მოცახცახე და დამფრთხალ გოგონას, რომელიც ცდილობდა სურვილსა და შიშს შორი არსებული ზღვარი სიყვარულის ხარჯზე გადაეკვეთა, ალექსანდრე ყველა მის განცდილ გრძნობას და ემოციას ზუსტად აღიქვამდა, ამიტომ ყუთან ახლოს დაუჩურჩულა -მენდე-მხოლოდ ეს უთხრა და იმავე წამს მიაწება ცხელი ვნებიანი ტუჩები ყელზე, ნელ-ნელა კი ქვემოთ ჩაუყვა. დაბნეული და დამფრთხალი თათია ძალიან დაიძაბა როცა ალექსმა კაბის ქვეშ შეუცურა ორივე ხელი და ნელ-ნელა ზემოთ ააცურა, თან ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია მისი სახისთვის, თითქოს ცდილობდა კიდევ ერთხელ დარწმუნებულიყო რომ ეს ყველაფერი თათიასაც სურდა, გოგონამ მომენტალურად თვალები დახეუჭა როცა ალექსანდრეს თბილი ხელები მის მუცელზე და წელზე ასრიალდა კაბასთან ერთად და უმალ სუნთქვა შეეკრა და გულისცემა გაუჩერდა, როცა ბიჭმა მისი მთრთოლარე სხეულს საბოლოოდ მოაშორა კაბა და ისევ ტუჩებზე დააცხრა, ამ დროს თავი საშინლად იგრძნო თათიამ, მაგრამ მაინც ჯიუტად არ შორდებოდა საყვარელი მამაკაცის სხეულს, რადგან ძალიან უნდოდა ,რომ საბოლოოდ შეხებოდა ის მას და ერთმანეთი მთელი არსებით შეეგრძნოთ, ოღონდ ამჯერად მხოლოდ სიყვარულის, ვნების და ერთანეთის დაუფლების უსაზღვრო სურვილის მიზეზით.
ალექსანდრეს ყოველი ქმედება ნელი, ფრთხილი და თავშეკავებული იყო, ძალიან უნდოდა ეს ღამე და შეხება მისთვისაც და თათიასთვისაც დაუვიწყარ, ლამაზ, გიჟურ და ყველაზე ბედნიერ მოგონებად ქცეულიყო, რადგან გაცნობის დღიდან დღემდე, მხოლოდ ტკივილის მიყენება მოახერხეს ერთმანეთისთვის და ძალიან ცოტა ლამაზი წუთები ჰქონდათ დაგროვილი მეხსიერებაში.
თათიაა ერთიანად დაეჭიმა სხეული როცა საყვარელის მამაკაცი ტუჩები ნელ-ნელა მის ტუჩებს მოწყდა და კოცნით ქვემოთ ჩაუყვა, თვალები დახუჭა რადგან ძალა არ ჰყოფნიდა რომ გამკლავებოდა ამდენ მოწოლილ, გიჟურ და საოცარ ემოციებს, როცა ქმრის სველი ტუჩები მუცელზე მოეწება, მიმენტალურად სუნთქვა შეეკრა და ადგილზე გაიყინა, რადგან იგრძო როგორ შეწყვიტა რამდენიმე წამის განმავლობაში ცხელმა სისხლმა გიჟური დენა ძარღვებში გულმა კი გამალებული ცემა
-ალექს სანდრე-აღმოხდა ხმა აკანკალებულს, როცა ბიჭის ცხელი და ვნებიანი ტუჩები კიდევ უფრო ქვემოთ ჩაცურდა
-მშვიდად-ჩაესმა ყურში საყვარელი მამაკაცის ხმა სწორედ იმ ინტონაციით როცა სულ, სულ პირველად გადაიკვეთა მათი გზები და რაღაცნაირად აირია, თვალები გაახილა და დაბნეული მიაჩერდა ზემოდან, მომღიმარი სახით მომზირალ ბიჭს, რომელიც იმავე წამს დააცხრა მის ტუჩებს და ძალიან ნელა შეუცურა ხელები წელზე, მკერდი ისე გაუშიშვლა რომ თათია აზრზეც ვერ მოვიდა, ის დაძაბულობა, შიში და ღელვა რაც მთელი ეს დროს მის მოცახცახე სხეულს თან სდევდა ოდნავ დაცხრა, თუმცა როგორც კი ალექსანდრე მის ბაგეებს უეცრად მოწყდა და ვნებიანი ცხელი ტუჩები მკერდზე შეაწება საშინლად დაიძაბა, ისევ დაეჭიმა სხეული და აკანკალდა, თათიას გაუაზრებელ ქცევაზე ალექსანდრეს ღიმილი შეეპარა ტუჩის კუთხეში და მაშინვე თვალებში ჩააცქერდა დამთრთხალ ცოლს -თათია-უთხრა არეული ხმით და როცა, როგორღაც სათქმელ სიტყვებს თავი მოუყარა და განაგრძო -მე ძალიან მინდა რომ შეგეხო... მაგრამ არ მინდა რომ ამ ყველაფერმა ტკივილი მოგაყენოს
-მიყვარხარ-უთხრა თავდაჯერებულად გოგონამ, მაშინვე კისერზე შემოაჭდო მთრთოლარე ხელები და თავად მიწვდა მის ტუჩებს, თუმცა ის შინაგანი ღელვა მაინც ვერ მოიშორა თავიდან რომელიც ალექსანდრეს შიშველი სხეულის შეხებამ პირველივე წამებიდან განაცდევინა
-გთხოვ მენდე-დაუჩურჩულა მომღიმარი სახით ბიჭმა და როცა საბოლოოდ გააშიშვლა მისი სხეული თვალებში ჩააცქეედა, თათია საშინლად დაძაბა მისმა მზერამ, თუმცა მისმა ნაზმა, ვნებიანდმა და თავდავიწყებულმა კოცნამ მაშინვე გაუფანტა ყველა უარყოფითი ემოცია და წესიერად ვერც კი გაიაზრა როდის დაეუფლა ალექსანდრე საბოლოოდ, მის სხეულს. ყველაზე სასიამოვნო, ბედნიერი, გიჟური და დაუვიწყარი წუთები განაცდევინა საყვარელი მამაკაცის შეხებამ მას და ეს ლამაზი წამები მის მეხსიერებაში ყველაზე განსაკუთრებულ და საოცარ მოგონებად აღიბეჭდა
-მიყ ვარ ხარ-შორიდან ჩაესმა თავგზააბნეულ გოგონას, ქმრის სუნთქვა არეული ხმა, ამიტომ უცნაური მზერით მიაჩერდა მას და როცა სიამოვნების გიჟური რამდენიმე წამი ერთად განიცადეს მომენტალურად თვალები დახუჭა-ისევ ჩემი ხარ-ჩაესმა ყურში საყვარელი მამაკაცის ვნებიანი ხმა და უცნაურად გაეღიმა- ძალიან მიყვარხარ-ჩურჩულებდა ჩავარდნილი ხმით მისი შეხებით, დაუფლებით და ფერებით თავგაზააბნეული ბიჭი.
გამთენიისას გაეღვიძა ალექსანდრეს, თვალები სუსტად გაახილა და უცნაური მზერა მოავლო ოთახს, მიღებული ჭარბი ალკოჰოლის დოზის გამო, რომელიც ჯერ კიდევ უმღვრევდა სისხლს ვეღარ ახერხებდა აზრზე მოსვლას, გონება დაძაბა და რომ გაიხსენა ღამე, რაც მოხდა შეშინებულმა მიიხედა გვერდზე, ცარიელი რომ დახვდა საწოლი გიჟივით წამოვარდა ფეხზე, მაშინვე შარვალი ამოიცვა და სააბაზანოში შეიხედა, როცა ისიც ცარიელი დახვდა, ფეხშიშველი, წელს ზემოთ შიშველი, შეშინებული და სიცივისგან აკანკალებული მისაღებში გავარდა, უნებურად მზერა მაგიდაზე დაწყობილი საბუთებისკენ გაექცა და გული მტკივნეულად შეეკუმშა, რამდენიმე წამის განმავლობაში ერთდროულად დაკარგა, მეტყველების, აზროვნების და მხედველობის უნარი, იგრძნო ნელ-ნელა როგორ შეიპარა მის დამძიმებულ სხეულში შიში, ზიზღი, იმედგაცრუება და სასოწარკვეთა.კარგა ხანს იდგა, ასე ერთ ადგილზე მიყინულივით და სუნთქვა შეწყვეტილი ამღვრეული თვალებით უყურებდა ფურცლებს რომელზეც უკვე ხვდებოდა, რომ თათიას ხელი ჰქონდა მოწერილი, ბრაზისგან და მრისხანებისგან ხელები მომუშტა და ბოლო ხმაზე იღრიალა -არა არა! ასე ვერ მომექცეოდი, ასე ვერ წახვიდოდი-გიჟივით მივარდა საბუთებს და მათზე დაყრილი ფულის ნაგლეჯები რომ დაინახა ადგილზე გაქვავდა, თავისდაუნებურად წარსულში, მისთვის და თათიასთვის ყველაზე ამაზრზენ დღეს გადავარდა, ის წუთები და წამები დაუდგა თვალწი როცა გოგონამ სახეში შეაყარა ფულის ნაგლეჯები და დაემუქრა, რომ დანარჩენს მაშინ შეაყრიდა სახეში როცა მათი ფასი ერთმანეთს გაუტოლდებოდა
-ამის დედასაც შევ.ციიიი-იღიალა ბოლო ხმაზე გაცოფებულმა ბიჭმა და მაგიდა ააყირავა, მასზე დალაგებული თეთრი ფურცლები უწესრიგოდ, უხმაუროდ და ნაზად მიმოიფანტა გარშემო, მთელი სხეულით მოცახცახე ბიჭი, კედელს უღონოდ მოეყრდნო და იატაკისკენ დაცურდა, ცარიელი, სულ მთლად ცარიელი ახლა მისი გონება სული, გული გონება და სხეული... ერთადერთი რასაც ახლა განიცდიდა იყო შიში, შიში იმისა რომ საყვარელი გოგონა საბოლოოდ და სამუდამოდ დაკარგა...ცოტა ხანს ასე იჯდა ცივ იატაკზე და თათიას ხელმოწერილ, ძირს დაყრილ ფურცლებს უაზროდ უყურებდა, ბოლოს გიჟივით წამოვარდა ფეხზე, საძინებელში შევარდა პერანგი მოიცვა, ფეხსაცმელი ჩაიცვა ისე რომ თასმებიც კი არა შეუკვრია, მანქანის გასაღებს წამოავლო ხელი და გიჟივით გავარდა სახლიდან.
ლიკამ კარები გააღო და გაოცებული სახით მიაჩერდა, ტირილისგან თვალებდასიებულ გოგონას რომელიც ფეხზე დგომას ძლივს ახერხებდა
-თათია-აღმოხდა აღელვებულ ქალს, მაშინვე გულში ჩაიკრა ხელახლა ატირებული შვილი და სახლში შეიყვანა -მოხდა რამე?-ძალიან შეეშინდა ლიკას როცა ასეთ მდგომარეობაში მიადგა შვილი ნაქირავებ სახლში სრულიად მოულოდნელად, მითუმეტეს ახალი წლის პირველ საღამოს მაშინ, როცა იცოდა რომ ის და ალექსი რამდენიმე დღე კიდევ აპირებდნენ მესტიაში დარჩენას
-გთხოვ არაფერი მკითხო-ცრემლიანი თვალებით მიაჩერდა გოგონა ქალს
-დედას პატარავ-სევდიანი სახით გაუღიმა ლიკამ შვილს და ისევ ჩაიკრა გულში, თათია ხელახლა ატირდა რადგან გული უარესად აუჩუყდა, ლიკა ჩუმად უხმოდ უსიტყვოდ იდგა თათიასთან ჩახუტებული და მოთმინებით ელოდა შვილის დამშვიდებას რომ გაეგო მიზეზი მისი ასეთი საშინელი მდგომარეობის -თათია, დედა სიხარულო არაფერს გკითხავ -ქალმა შვილის გაფითრებული სახე ხელებში მოიცქია და თვალებში ჩააცქერდა ინტერესით-მხოლოდ ის მითხარი რამე სერიოზული და საშინელება ხომ არ ხდება შენს თავს
-მე და ალექსანდრე დავშორდით-ამოილუღლუღა გოგონამ და ისევ გადმოსცვივდა სიმწრის ცრემლები
-რააა?-გაოცება ვერ დამალა ლიკამ
-იქ მესტიაში განქორწინებია საბუთები მომიტანა და მე ხელი მოვუწერე
-რააა?-ლიკა ვერ იჯერებდა რომ ალექსანდრემ ასე თავის ნებით გაუშვა თათია, რადგან ზაზამ სწორედ იმ დილით შეძლო საბუთების მომზადება და მოუთმენლად ელოდა მათ დაბრუნებას მესტიიდან რომ ეს ქორწინება დაესრულებინა- მერე კონტრაქტი?-თავი ვერ მოთოკა და მაინც ჰკითხა
-თქვენც იცოდით?-ხელახლა ატირდა თათია, სახეზე ხელები აიფარა და დაივანზე დაჯდა აცახცახებული
-ჰო ვიცოდით დედას სიხარულო, რა თქმა უნდა ვიცოდით-ლიკა შვილის გვერდით დაჯდა, ხელი გადახვია და გულში ჩაიკრა -ერთი წამითაც არ დაგვიშვი ის რომ შენ იმ არანორმალურს შენი ნებით და სურვილით გაჰყევი ცოლად მაშინ როცა ასეთი ტკივილის და დამცირების გადატანა გაიძულა
-მიყვარს-ჩამწყდარი ხმით უთხრა გოგონამ დედას და ამღვრეული თვალებით მიაჩერდა თაფლისფერ დანისლულ სფეროებში
-რააა?-აშკარა გაოცება გამოესახა ქალს სახეზე
-ძალიან მიყვარს-თათიამ ისევ ხელები აიფრა სახეზე- და ზუსტად ვიცი რომ მასაც ვუყვარვარ
-ღმერთო-ლიკამ რამდენიმე წამის განმავლობაში თვალები დახუჭა და სცადა დაფანტული აზრებისთვის თავი მოეყარა, რომ როგორმე შვილისთვის სწორი სიტყვები ეთქვა-დარწმუნებული ხარ მის გულწრფელ გრძნობებში?- ჰკითხა მაქსიმალურად მშვიდი ტონით, თათიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და გადმოდენილი ცრემლები მაჯით მოიწმინდა -ეს ქორწინება... დარწმუნებული ხარ, რომ ალექსანდრე წინააღმდეგობის გაწევის გარეშე გაგშორდება და კონტაქტსაც გააუქმებს?
-ახლა რას იზამს ზუსტად არ ვიცი... მე ხელი მოვიწერე, მაგრამ თავადაც უნდა მოაწეროს და მერე ადვიკატს გადასცეს რომ შესაბამისი პროცედურები დაიწყოს...მე კი მესტიიდან მაშინ წამოვედი როცა ეძინა და ხელიც მაშინ მოვაწერე
-ანუ სავსებით შესაძლებელია ის ფურცლები ახლა მესტიის სახლის მოგიზგიზე, ბუხარის ცეცხლში იწვოდეს?
-ჰო-დაეთანხმა თათია
-მაგრამ შეიძლება განქორწინებაზე დაგთანხმდეს კიდეც?
-ჰო დედა
-შანსი არ აქვს-დარწმუნებით უთხრა ქალმა შვილს
-ასე რატომ ამბობ?-დაიბნა თათია
-მამაშენი მართლა კი არ გაკოტრდა საყვარელო... უბრალოდ ფირმის წილი და სახლი გაყიდა რომ შენი ფიქტიური ქორწინებისთვის საჭირო თანხა შეეგროვებინა
-რააა?-ფეხზე წამოვარდა გაგიჟებული გოგონა -ამ წყეული ქორწინების გასაუქმებლად დარჩით ქუჩაში? ექვსი თვის მერე ხომ ისედაც დასრულდებოდა ყველაფერი? რა საჭირო იყო ამხელა მსხვერპლი? დედააა-ხელახლა ატირდა თათია
-ჩვენ ეს უნდა გაგვეკეთებინა, შენი და ჩვენი ოჯახის გადასარჩენად
-შეხედე ქუჩაში დავრჩით-ხმა აუკანკალდა გოგონას
-სამაგიეროდ ერთმანეთი დავიბრუნეთ! -გაუღიმა ლიკამ შვილს, ფეხზე წამოდგა და გულში ძლიერად ჩაიკრა- ნუ გეშინია ჩვენ შენთან ვართ-უთხრა მტკიცედ და კიდევ უფრო ძლიერად მიიკრო აკანკალებული გოგონა სხეულზე, თითქოს ასე ცდილობდა მის დაცვას ყველა იმ ტკივილისგან, სევდისგან, მწუხარებისგან და იმედგაცრუებისგან რისი გადატანაც თავის დროსზე მათი გულგრილობის გამო მოუწია
-დედა ძალიან ცუდად ვარ -აღმოხდა ხმა აკანკალებულ გოგონას
-მაპატიე, მაპატიე-ლიკან თლილი, ცივი მთრთოლარე თითები ჩამოაყოლა მის სახეს და თმას- მაპატიე რომ დღემდე არ მესმოდა შენი და მხარში არ გედექი...
-ძალიან მიყვარხარ და ძალიან მჭირდები- ისევ ჩაეხუტა გოგონა დედას.
ლიკა ნაზად ეფერებოდა საწოლზე ახლად ჩაძინებული შვილის ოქროსფერ, ბზინვარე თმებს და მოუთმენლად ელოდა ზაზას შინ დაბრუნებას რადგან თავს ძალიან მარტოდ და დაუცველად გრძნობდა.
ალექსანდრე წაშლილი სახით იჯდა მაგიდასთან და ვისკის ბოთლიდან ნელ-ნელა წრუპავდა სასმელს
-ბატონო ალექსანდრე-შეეხმიანა დალი გარინდებულ ბიჭს -ერთი ბატონია მოსული და დაჟინებით ითხოვს თქვენთან შეხვედრას-ყოყმანით უთხრა ქალმა
-ვინ ბატონი?-უინტერესოდ ჰკითხა ბიჭმა რკინის ნერვების დიასახლის
-ბატონი ზაზა... ზაზა ასათიანი თათიას მამა...
-დაცვას უთხარი რომ არ შემოუშვას
-დაჟინებით ითხოვს... თქვა რომ ეს თქვენი და ქალბატონი თათიას ქორწინებას ეხება
-ახლა, რომ ის აქ შემოვიდეს შეიძლება მოვკლა ან მომკლას
-თქვა რომ საქმე მხოლოდ ფულს ეხება-განაგრძობდა დალი
-ფულს?-შეიცხადა ბიჭმა
-დიახ
-კარგი უთხარი შემოუშვან ოღონ დაცვაც შემოჰყვეს
-კარგით-ქალი უმალ გაქრა ოთახიდან, დაძაბულმა და გაავებულმა ბიჭმა კიდევ მოიყუდა ბოთლი და იქამდე არ მოიშორა ტუჩებიდან სანამ არ ჩაცალა და როცა ბოლო წვეთიც დალია ,ცარიელი უსარგებლო მინის ბოთლი ხმაურით დადო მაგიდაზე და ცენტრალური კარისკენ გაიხედა საიდანაც მშვიდი უემოცი სახით შემოვიდა ზაზა მის დაცვის წევრებთან ერთად.
-ძლივს გიპოვე, შენ და თათია მოულოდნელად და ცალ-ცალკე დაბრუნებულხართ უკან-ზიზღით უთხრა კაცმა და ნელა მიუახლოვდა სიძეს
-რატომ მოხვედი? ალბათ უკვე იცი რომ შენმა შვილმა მიმატოვა
-ჰო ვიცი...რა თქმა უნდა ვიცი, მაგრამ ის არ ვიცი შენც მოაწერე თუ არა იმ საბუთებს ხელი... ამიტომ- ზაზამ აქამდე ხელში ჩაბღუჯული ჩანთა გახსნა, ამოატრიალა და მასში ჩალაგებული და შეკრული ას დოლარიანები მაგიდაზე დაყარა, რომელთა დიდი ნაწილი იატაკზე ხმაურით დაცვივდა, მთელი ეს დრო ზაზა და ალექსი ზიზღით სავსე მზერას არ აშორებდნენ ერთმანეთს და როცა ფული საბოლოოდ დაიყარა, ალექსანდრეს სახეზე ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე -ეს ფული აიღე და განქორწინების საქმე აღარ გაწელო-რაღაც საბუთები დაუყარა ფულის ზემოდან ზაზამ ცინიკურად მომზირალ ბიჭს და მიტრიალდა
-მოიცადე-მშვიდი ტონით უთხრა ალექსმა და ფეხზე წამოდგა, ზაზა ადგილზე გაშეშდა -ეს შენს შვილს წაუღე-თავისი მომზადებული და ხელ მოწერილი საბუთები შეაჩეჩა ხელებში კაცს-და კიდევ, ეს ფული აიღე და წაიღე-ზიზღით უთხრა ზურგი აქცია და პირველი გავარდა სახლიდან.
ლიკა მოწყენილი და ცრემლიანი თვლებით დაჰყურებდა საბუთებს
-თათიას ალბათ საშინელი რეაქცია ექნება
-რეალურად არცერთს არ უნდა განქორწინება- ბრაზნარევი ტონით თქვა კაცმა და გაბრაზებული ფეხზე წამოდგა...ჩანს ერთმანეთი მაინც შეუყვარდათ... ჩემი მიტანილი ფულიც კი უკან გადმომირიცხა ანგარიშზე იმ არანორმალურმა
-დავიჯერო ასე განიცდიდა ამ ყველაფერს ის შეშლილი ბიჭი?
-კოჯორში მისულა როგორც კი მესტიიდან ჩამოსულა... თათიას ეძებდა გაგიჟებული... ბაჩოს და ირინასაც მივარდნია სახლში უნდა დაველაპარაკოო...აღარ გითხარი რომ არ გენერვიულა უაზროდ... არ იცოდა ამ სახლის მისამართო თორემ უეჭველი მოვიდოდა
-თათიაც ძალიან განიცდის
-ჰო მაგრამ ეს ფიქტიური ქორწინება ყველა შემთხვევაში უნდა დასრულებულიყო-გაბრაზებული კაცი ცოლისკენ მიტრიალდა და თვალებში ჩააცქერსა
-ჰო მაგრამ ასე მტკივნეულად არა... ვერ ვხვდები რა შეიძლება მომხდარიყო მესტიაში ასე რომ გაგიჟდა ორივე...
-მაინც ერთად იქნებიან-უკმაყოფილო ტონით უთხრა კაცმა ცოლს- როგორ გგონია ის შეშლილი თავს დაანებებს მას მერე რაც მიხვდა რომ თათიასაც უყვარს? რა თქმა უნდა არა!
- რა იცი იქნებ შეწყვიტონ ერთმანეთის წვალება?
-ლიკუ-ზაზა სწრაფად მიუახლოვდა ცოლს, თავზე წამოადგა, ნიკაპზე ხელი მოჰკიდა, თავი ააწევინა და თვალებში ჩააცქერდა- მე შენ მიყვარხარ... ძალიან მიყვარხარ... და არადროს დაგთმობ... რაც არ უნდა მოხდეს...როგორ გგონია ალექსანდრე ჯიშკარიანი... შეშლილი ბიჭი რომელმაც ჩვენს გოგონას ამდენი ტკივილის და დამცირების გადატანა აიძულა და ახლა ამ მიზეზით ერთდროულად იტანჯება სიყვარულით და სინდისი ქენჯნით უარს იტყვის მასზე? რა თქმა უნდა არა!
-იტყვის მამა იტყვის-ატირებული თათია ოთახიდან გამოვიდა
-არ იტყვის... ვერ იტყვის-სევდიანი სახით მიაჩერდა ზაზა შვილს -ამ შემთხვევაში მთავარია შენ რა გინდა...
-მე... არ ვიცი-თათიამ თავი დახარა და როცა ზაზამ გულში ჩაიკრა ატირდა
-იცი თათია იცი-დანანებით უთხრა კაცმა, თავზე აკოცა და უკან დაიხია -ის გააკეთე რაც გინდა... რაც სწორად მიგაჩნია... თუ გინდა მასთან წადი და დაელაპარაკე
-მამა მე...-გოგონა ვერ იჯერებდა რომ ზაზა ამას ეუბნებოდა
-მე მხოლოდ პატიების თხოვნა შემიძლია შენთვის თათია-სევდიანი ხმით უთხრა კაცმა- ასე რომ გადაწყვეტილება შენ უნდა მიიღო
-უფლებას მომცემ რომ მასთან წავიდე და დაველაპარაკო?
-შენ როგორც სწორად მიგაჩნია ისე მოიქეცი, მე ყველა შემთხვევაში მხარს დაგიჭერ, რადგან არ მინდა ისევ ჩემს ახირებებს და შეცდომებს შეეწიროს შენი ბედნიერება და სიყვარული... შენი დაკარგვის ძალიან მეშინია თათია, რადგან ერთხელ უკვე დაგკარგე და ეს ყველაფერი საშინელება იყო...
-წადი-სევდიანი სახით გაუღიმა ლიკამ შვილს- მასთან წადი დაელაპარაკე, ყველაზე სწორი საქციელი ახლა ჩვენი მხრიდან შენი გაშვებაა მასთან ვინც მთელი არსებით გიყვარს
-მე-სათქმელ სიტყვებს ვეღარ პოულობდა დაბნეული გოგონა
-წადი სანამ საბოლოოდ შეიშლება ის არანორმალური-უცნაურად გაეცინა კაცს.
ალექსანდრე არეული სახით უყურებდა მის წინ მჯომ ბექას
-ვერ ვიჯერებ რომ აქ ხარ-უთხრა ჩავარდნილი ხმით და კიდევ მოიყუდა ღვინის ბოთლი
-არჩევანს არ მიტოვებ მეგობარო -გაეცინა ბიჭს
-კარგი რომ მყავხარ-უთხრა ბრაზნარევი ტონით ალექსმა და მზერა გასწორა -რასაც ლილე ვერ იტყვის ვერასდროს შენზე...
-გგონია შეცდომა დავუშვი წასვლის უფლება რომ მივეცი? -ჩამწყდარი ხმით ჰკითხა ბექამ სასმლისგან გონება ამღვრეულ მეგობარს
-იცი რომ იმ ნაბ.ჭვარმა ამერიკაში ჩააკითხა?- ირონიული ღიმილით უთხრა ალექსმა -საბოლოოდ რა მოხდება იცი? მე და შენ ერთნაირ ქორწილის მოსაწვევს გამოგვიგზავნიან
-შეცდომა დავუშვი...
-ჰო დაუშვი! საშინელი და გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვი! არ უნდა გაგეშვა!
-გგონია ოდესმე მაპატიებს?
-თუ ასე უმოქმედოთ იჯდები რა თქმა უნდა არ გაპატიებს!
-ალექს თავიდანვე უნდა დამეჯერებინა შენთვის და მისთვის ამერიკაში წასვლის უფლება არ უნდა მიმეცა-დანანებით უთხრა ბიჭმა
-იმიტომ გაუშვი, რომ ის ღამე ვერ აპატიე რაც რეალურად შენივე ბრალი იყო
-იმაზე ფიქრიც კი მაგიჟებს რომ ის ნაბ.ჭვარი მასთან ძალიან ახლოსაა, არა თუ ის, რომ ოდესღაც შეეხო
-ბექა აზრზე მოდი რა... ლილე პატარა გამოუცდელი გოგონაა, ცხოვრების აზრზე არააა... იცი შენ ,როგორ ჩაკეტილ სივრცეშიც გაიზარდა... მან სამყაროს ცენტრად გაქცია, ნამდვილი, სუფთა და წრფელი გრძნობებით შეგიყვარა... შენ კი ათასჯერ ჰკარი ხელი იმ მიზეზით რომ პატარაა, გამოუცდელი და არ გინდოდა მისთვის გული გეტკინა... კარგი ჰო მე მესმის შენი... მაგრამ მას არ ესმის... ის სიყვარულით, ოცნებებით, ენერგიით და იმედებით სავსე გოგოა, მას შენგან მხოლოდ სიყვარული, სითბო, სიგიჟეები და ძალა სჭირდება! წარსულის შიში უკან მოიტოვე და მისთვის იბრძოლე...
-არასდროს მაპატიებს
-რეალურად, მისგან ნამდვილად არ ხარ პატიების ღირსი, მაგრამ მას ჯერ კიდევ უყვარხარ და ეს ბევრ რამეს ცვლის თქვენს ცხოვრებაში, ეს იმას ნიშნავს რომ ჯერ კიდევ არსებობს შანსი, შანსი იმისა, რომ ოდესმე გაპატიოს და დაიბრუნო... ისევე როგორც მე თათია
-გგონია რომ თათია დაბრუნდება?
-დავიბრუნებ... ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ დავიბრუნო!-გადაჭრით უთხრა ბიჭმა და კიდევ ერთხელ მოიყუდა ღვინის ბოთლი
-ღვიძლი დაგეშლება-ბრაზნარევი ტონით უთხრა ბექამ და ნახევრად სავსე ჭიქიდან მოსვა ვისკი, მის ამ სიტყვებზე ალექსანდრეს გიჟივით გაეცინა, მის უაზრო სიცილზე ბექასაც შეეპარა ტუჩის კუთხეში ღიმილი- არანორმალური ხარ
-კარგია რომ ჩამოხვდი... მაგრამ იმედია აქედან ვანოს და ლილეს ქორწინლში ერთად არ მოგვიწევს გამგზავრება
-ნუ ხარ ბოროტი-გაეცინა ბექას
-ის ბიჭი თავს არ დაანებებს ზუსტად ვიცი... ასე ივლის წინ და უკან
-აზრზე რომ მოხვალ... -ბრაზნარევი ტონით თქვა ბექამ-მერე ჩემსა და ლილეს ურთიერთობას დავალაგებ... ვიცი რომ გული ვატკინე და უნდა გამოვასწორო ყველაფერი
-კარგია
-და შენ? შენ რას აპირებ?
-ჯერ ცოტა დროს მივცემ რომ აზრზე მოვიდეს...
-მგონი აზრზე მოსვლა შენ უფრო გჭირდება-მწარედ გაეცინა ბექას -თუ ხვდები ახლა საერთოდ რა მდგომარეობაში ხარ?
-დარწმუნებული ვარ ასე იმიტომ მოიქცა, რომ უბრალოდ ჩემთვის სამაგიეროს გადახდა უნდოდა, და არა იმიტომ, რომ მისთვის უკვე აღარაფერს ვნიშნავ
-სწორედ ასეა-დაეთანხმა ბექა -და როგორც ჩანს გამოუვიდა კიდეც
-თავიდან მართლა ძალიან ცუდად გავხდი, ძალიან შემეშინდა... ვიფიქრე რომ სამუდამოდ დავკარგე
-სწორედ იმ ტკივილის გადატანა გაიძულა, რაც შენ მას გადაატანინე
-ჰო ასე გამოვიდა-ირონიულად გაეცინა ბიჭს -ვერც კი წარმოიდგენ რა დამემართა როცა ფულის ნაგლეჯები დავინახე... მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ვუყვარვარ და მხოლოდ იმ მიზეზთი წავიდა ჩემგან, რასაც სამაგიეროდ გადახდა ჰქვია
-ვფიქრობ ასე გამიზნულად მოიქცა
-ჰო სწორედ ასეა-დაეთანხმა ალექსი მეგობარს- ასე ძალიან, განზრახ მატკინა...
-მაგრამ შენ ეს დაიმსახურე
-ვერ ვუარყოფ, სწორედ ასეა
-ახლა რას აპირებ? გაშორდები
-იმას გავაკეთებ რასაც თავად თათია მოისურვებს
-ვფიქრობ ამ შემთხვევაში უკან არ დაიხევს
-მეც ასე მგონია, მაგრამ ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს...მისთვის ბრძოლას ვაპირებ ნებისმიერ შემთხვევაში! ჩემთვის მთავარი იმის ცოდნაა რომ მე ის მიყვარს, მას კი ისევ ვუყვარვარ.
-ანუ იმ ყველაფერის მერე რაც მოხდა დანებებას მაინც არ აპირებ
-პირიქით -გაეცინა ბიჭს, სავარძლის საზურგეზე დადო თავი, თვალები დახუჭა და ფიქრს მისცა უფლება მისი ისედაც არეული გრძნობები უფრო გემძაფრებინა, ტელეფონის ზარის ხმამ შეაკრთო, მაშინვე ჯიბიდან ამოიღო და ეკრანს დააჩერდა მომღიმარი სახით
-ისაა?-გაეცინა ბექას და ოთახიდან გავიდა
-თათია-მაშინვე უპასუხა აღელვებულმა ბიჭმა
-მე...შენთან დალაპარაკება მინდა-ჩამწყდარი ხმით უთხრა გოგონამ
-ახლა? - შეიცხადა ალექსმა და მაჯის საათს დახედა რომელიც ღამის ოთხს უჩვენებდა -გინდა დამიბედო? - ირონიული ტონით ჰკითხა
-შენ არ გინდა რომ დამიბედო?-კითხვა შეუტრიალა გოგონამ და მოთმინებით დაელოდა მის პასუხს
-ჩვენ ორივემ კარგად ვიცით რა გვინდა ერთმანეთისგან და ცხოვრებისგან
-ასეთი თავდაჯერებული ნუ იქნები
-ზუსტად ვიცი რა მიზეზითაც წახვედი და მიმატოვე
-მაგრამ საბოლოოდ იგივეს გადატანა მაინც არ მოგიწია ! რადგან ზუსტად იცი,რომ მე შენ მიყვარხარ! -ბრაზნარევი ტონით უთხრა გოგონამ და გაუთიშა, აღელვებული ბიჭი მაშინვე ფეხზე წამოვარდა და გადაურეკა, მაგრამ თათიამ აღარ უპასუხა, ალექსი ჯიუტად არ წყვეტდა რეკვას და მერვე ზარზე, როგორც იქნა უპასუხა დაბნეულმა და ატირებულმ გოგონამ
-მითხარი სად ხარ მოგაკითხავ
-არ მინდა-გაუბრაზდა გოგონა
-შენ ხომ იმიტომ დამირეკე რომ ჩემთან შეხვედრა და ლაპარაკი გინდოდა?...
-ახლა აღარ მინდა
-თათია გთხოვ მითხარი სად ხარ
-ძალიან ცუდად ვარ -გულწრფელად უთხრა გოგონამ
-ვიცი-აღმოხდა დაძაბულ ბიჭს რომელმაც მაშინვე მანქანის გასაღებს წამოავლო ხელი და გარეთ გვარდა
-მე, არ მინდოდა, რომ შენთვის გული მეტკინა...
-სად ხარ-თქო-წყობრიდან გამოვიდა ბიჭი, მანქანა დაქოქა და გიჟივით გააქანა ეზოდან
-საშინლად მოგექეცი, მე ასეთი ადამიანი არ ვარ
-დავიმსახურე
-მე შენს თვალებში ყოველდღე ვხედავდი იმ დიდ და განუსაზღვრელ სიყვარულს, რომელის დამტკიცებას მთელი ეს დრო მონდომებით ცდილობდი, მაგრამ მაინც გაგიმეტე იმ საშინელი ტკივილისთვის რაც მე გადავიტანე...
-მეც ვხედავდი შენს თვლებში სიყვარულს და მეც სწორედ ასე გაგიმეტე-გაბრაზდა ალექსი -თავს ნუ იდანაშაულებ მომხდარში, ყველაფერი ჩემი ბრალია... არც პირველად და არც ახლა არ უნდა შეგხებოდი... რადგან ორივეჯერ ერთნაირად გატკინე
-ძალიან მიყვარხარ-აღმოხდა ატირებულ გოგონას და გაუთიშა.
ლიკა აქეთ-იქით გიჟივით გადი-გამოდიოდა
-ახლა გავგიჟდები, სად წავიდა ეს გოგო შუა ღამის 4 საათზე, თან ერთი მესიჯი მოიწერა, მარტო ყოფნა და ფიქრი მჭირდებაო...
-დამშვიდდი იპვიან, ზაზა ან ალექსანდრე... ორივე კარგად იცნობს და მიხვდებიან სად შეიძლება წასულიყო, ერთ-ერთი აუცილებლად იპოვის-ირინა ცდილობდა რომ როგორმე დაემშვიდებინა სახე გადაფითრებული ქალი
-ვუთხარით თუ წასვლა უნდოდა ალექსანდრესთან და დალაპარაკება წასულიყო მასთან... მაგრამ თავი ცუდად იგრძნო და დასაძინებლად დაწვა, ღმერთო მარტო როგორ დავტოვე ოთახში? არ უნდა მოვქცეულიყავი ასე
-დამშვიდდი-გაუბრაზდა ირინა ნერვებს აყოლილ და აკანკალებულ რძალს -არაფერია საშიში იმაში რომ სახლიდან გაუფრთხილებლად წავიდა და მერე მოგწერათ შეტყობინება...ალბათ მართლა მარტო ყოფნა უნდოდა და ფიქრი ამ ყველაფერზე... დაწყნარდი არაფერი არ ხდება განსაკუთრებული- სევდიანად გაუღიმა და გულში ჩაიკრა
-მე ძალიან მეშინია რამე საშინელება არ ჩაიდინოს
-ლიკა -გაეცინა ირინას -ამ სისულელებზე ნუ ფიქრობ, ალბათ სახლში თავი უფრო ცუდად იგრძნო და უბრალოდ სუფთა ჰაერზე გასვლა გადაწყვიტა
-მართლა ასე ფიქრობთ თუ ჩემი დამშვიდება გინდათ-ცრემლიანი თვალებით ჩააცქერდა ლიკა დედამთილს
-ღმერთო ისევ ბავშვები ხართ შენც და შენი გადარეული ქმარიც-თვალები აატრიალა ირინამ და გაეცინა .
ალექსანდრე დიდხანს უყურებდა ბაღის ცივ სკამზე მჯდომ, მთელი სხეულით მოცახცახე ცოლს და გული მტკივნეულად ეკუმშებოდა, იმის გააზრებაზე რომ მისი ტანჯვის ერთადერთი მიზეზი მხოლოდ თვითონ იყო.
თათია შეკრთა როცა ვიღაცამ, რაღაც თბილი მოახვია სიცივისგან აკანკალებულ მხრებზე და გაოცებულმა ახედა თავზე წამომდგარ ბიჭს, რომელიც ჯერ კიდევ მისი მოქმედი და ფიქტიური ქმარი იყო
-ვიცოდი რომ აქ იქნებოდი-უჩეულოდ მშვიდი ტონით უთხრა ალექსმა ცოლს და მის გვერდით დაჯდა გაყინულ სკამზე
-საიდან მიხვდი?-დაიბნა გოგონა და არეული, თაფლისფერი სფეროები მის პროფილზე მიეყინა



№1 სტუმარი ელა1

ნეაკო შენ ხარ გენიოსი ოღონდ მართლა როგორც ვფიქრობდი და ვაროუბდი ისე მიხთა❤❤❤.ერთად დარჩებიან ამას ვგრძნობ,რაც შეეხევა ბექა კარგია გვიან მაგრამ რო მიხვთა თავის შეცდომას მემეწონა რა სიტყვები უთხრა ალექსმა ბექას.იცი რა გაგიკვირდევა მაგრამ მგონი აქაც როგირც თათიას და ალექსის შემთხვევაში მოხთება.მე მჯერა რო ლილე ყველაფრის მიუხედავად აპატიებს ბექას მაგრამ შეიძლება არ იყვნენ ერთან ან იყვნენ❤❤გთხოვ თუ მოახერხებ დადე შემდეგი თავი დღესვე❤❤

 


№2 სტუმარი lina

ძალიან კარგიააა

 


№3  offline მოდერი ნეაკო

ელა1
ნეაკო შენ ხარ გენიოსი ოღონდ მართლა როგორც ვფიქრობდი და ვაროუბდი ისე მიხთა❤❤❤.ერთად დარჩებიან ამას ვგრძნობ,რაც შეეხევა ბექა კარგია გვიან მაგრამ რო მიხვთა თავის შეცდომას მემეწონა რა სიტყვები უთხრა ალექსმა ბექას.იცი რა გაგიკვირდევა მაგრამ მგონი აქაც როგირც თათიას და ალექსის შემთხვევაში მოხთება.მე მჯერა რო ლილე ყველაფრის მიუხედავად აპატიებს ბექას მაგრამ შეიძლება არ იყვნენ ერთან ან იყვნენ❤❤გთხოვ თუ მოახერხებ დადე შემდეგი თავი დღესვე❤❤

სწორედ შენსავით ვფიქრობდი მეც ალექსი და თათიას ურთიერთობის გაგრძელებაზე და ყველაზე ლოგიკურად ასე მიმაჩნდა ისტორიის წარმართვა❤❤❤❤❤მიხარია რომ მოგეწონა.
ბექა ლილეს ამბავსაც რამეს მოვუხერხებ, მაგრამ წიმასწარ მოდი არ გავამხელ რა და როგორ ❤❤❤❤❤❤❤❤

lina
ძალიან კარგიააა

მიხარია ასე რომ ფიქრობ ❤❤❤❤

 


№4 სტუმარი Ana-maria

მგონი გვეშველაა. მგონი მართლა მთავრდება ეს ისტორია. კარგად დალაგდა სიტუაცია.

 


№5  offline მოდერი ნეაკო

Ana-maria
მგონი გვეშველაა. მგონი მართლა მთავრდება ეს ისტორია. კარგად დალაგდა სიტუაცია.

დიახ მთავრდება :დ მაქსიმუმ 1 ან 2 თავი დავწერო კიდევ❤❤❤ მიხარია ისტორიის ასე წარმართვა რომ მოგეწონა

 


№6  offline წევრი თათია-თათა

დღეს დადებ კიდევ ახალ თავს?

 


№7  offline მოდერი ნეაკო

თათია-თათა
დღეს დადებ კიდევ ახალ თავს?

❤❤❤დღეს ვერ დავდებ ახალ თავს :( სავარაუდოდ ვერც ხვალ

 


№8 სტუმარი სტუმარი ლილე

ძალიან კარგი და სასიამოვნო ისტორიაა. ნიჭიერი ხართ. წარმატებები????

 


№9 სტუმარი სტუმარი ქრისტი

შემდეგ თავს როდის დადებთ?❤ მოუთმენლად ველოდები ხოლმე:)))❤

 


№10  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ლილე
ძალიან კარგი და სასიამოვნო ისტორიაა. ნიჭიერი ხართ. წარმატებები????

მადლობა ასეთი შეფასებისთვის ❤❤❤❤მიხარია რომ მოგწონთ ეს ისტორია ❤❤❤❤

სტუმარი ქრისტი
შემდეგ თავს როდის დადებთ?❤ მოუთმენლად ველოდები ხოლმე:)))❤

სავარაუდოდ 7 ივლის დავდებ ახალ თავს, მანამდე არ მგონია მოვახერხო წერა ❤❤❤❤❤❤❤❤

 


№11 სტუმარი სტუმარი nazi

სასწაული გოგო ხარ რა საუკეთესო თბილი რომანტიული და საყვარელი თავი იყო მომწონს ძალიან ველოდები მომდევნო თავს ❤❤❤❤❤❤

 


№12 სტუმარი სტუმარი A.N.A

ჭრილობა რომ დაუმუშავა მაგ მომენტიდან მივხვდი როგორ განვითარდებოდა სიტუაცია მაგრამ ბოლოს ასეთ აღიარებას არ ველოდი თათიასგან თან ტელეფონზე ლაპარაკისას

რაღაცნაირი თავი იყო (კარგი გაგებით)

წარმატებები და გელი❣

 


№13  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი nazi
სასწაული გოგო ხარ რა საუკეთესო თბილი რომანტიული და საყვარელი თავი იყო მომწონს ძალიან ველოდები მომდევნო თავს ❤❤❤❤❤❤

მიხარია რომ მოგეწონა ❤❤❤❤❤❤❤❤

სტუმარი A.N.A
ჭრილობა რომ დაუმუშავა მაგ მომენტიდან მივხვდი როგორ განვითარდებოდა სიტუაცია მაგრამ ბოლოს ასეთ აღიარებას არ ველოდი თათიასგან თან ტელეფონზე ლაპარაკისას

რაღაცნაირი თავი იყო (კარგი გაგებით)

წარმატებები და გელი❣

მადლობა რომ გამომეხმაურე, მიხარია რომ მოგეწონა ❤❤❤❤❤❤❤

 


№14 სტუმარი სტუმარი თეო

სასწაულად გემრიელი წასაკითხია და მოუთმენლად ველოდები ახალ თავს

 


№15  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი თეო
სასწაულად გემრიელი წასაკითხია და მოუთმენლად ველოდები ახალ თავს

ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის ❤❤❤❤❤❤❤❤

 


№16 სტუმარი ელა1

ნეაკო როდის დადებ ახალ თავს?

 


№17 სტუმარი ^^

გრაციოზული ოთახი ნამდვილად პირველად გავიგე… გირჩევ, ადეკვატური ეპითეტები გამოიყენო აღწერისას და ლექსიკა გაამრავალფეროვნო, რომ უფრო განვითარდე, როგორც მწერალი. გისურვებ წარმატებებს )

 


№18  offline მოდერი ნეაკო

ელა1
ნეაკო როდის დადებ ახალ თავს?

ხვალ დავდაბ ახალ თავს ❤❤❤❤❤

^^
გრაციოზული ოთახი ნამდვილად პირველად გავიგე… გირჩევ, ადეკვატური ეპითეტები გამოიყენო აღწერისას და ლექსიკა გაამრავალფეროვნო, რომ უფრო განვითარდე, როგორც მწერალი. გისურვებ წარმატებებს )

მადლობა რჩევისთვის ვეცდები მეტი ყურადღება მივაქციო ამ საკითხს❤❤❤❤❤❤❤

 


№19 სტუმარი სტუმარი კირა

ამ ისტორიას რომ დაამთავრებ აუცილებლად ახალსაც ჩაუჯექი????????????????????????????????????????????????სასწაულად მომწონს შენი წერის მანერა????????????????????????????

 


№20  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი კირა
ამ ისტორიას რომ დაამთავრებ აუცილებლად ახალსაც ჩაუჯექი????????????????????????????????????????????????სასწაულად მომწონს შენი წერის მანერა????????????????????????????

მადლობა ასეთი შეფასებისთვის ❤❤❤❤❤თუ, გონებაში, მოვა იდეა აუცილებლად დაგიბრუნდებით ❤❤❤❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent