შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სწორი არჩევანი (17-თავი)


5-07-2021, 10:41
ავტორი esel
ნანახია 1 527

რეზიმ მანქანა მაღალი კორპუსის წინ გააჩერა და ნელი ნაბიჯით გაუყვა გზას შენობისკენ, ლიფტით ბოლო სართულზე ავიდა და კარებზე დააკაკუნა. ახალგაზრდა ბიჭმა მალევე გაუღო კარები და ბინაში შევიდა, მთელი სახლი ჩაბნელებული იყო, ფანჯრებზე მუქი ფარდები ეკიდა, რომ სინათლეს სახლში არ შემოეღწია, ერთადერთი სინათლის წყარო ოთახში რამდენიმე კომპიუტერი იყო რომლებიც ერთ მხარეს იყო ჩამწკრივებული, რეზი დივანზე დაჯდა და გამხდარ შავებში ჩაცმულ ბიჭს მიაშტერდა.
- აბა, რა ხდება? - კითხა რეზიმ
- ვიდეო ნამდვილია
- ვიცი
- ხოო? და ის იცი რომ თუ პოლიცია ამ ვიდეოს მიიღებს დაგიჭერენ? - მშვიდი ხმით უთხრა და უჯრაში ქექვა განაგრძო
- რამე საჭირო გაიგე?
- არ ვიცი რამდენად გამოგადგება... იმ ადგილთან ახლოს ყველა კამერა შევამოწმე და რამდენიმე მანქანის ნომრები მაქვს ვინც იმპერიოდში იქ გაიარა, შეიძლება რომელიმე ვიდეოს გადამღებს ეკუთვნოდეს შეიძლება არა - თქვა და საბოლოდ ამოიღო უჯრიდან რამდენიმე აბი და სწრაფად გადაყლაპა
- გაიგე ვინ არიან
- კი ყველა შევამოწმე, ეს სამი ყველაზე საეჭვოა, აქედან რომელიმე იქნება თუ საერთოდ არის - უთხრა და რეზის ფურცლები მიაწოდა, სადაც სახელები და სხვა ინფორმაცია ეწერა
- კარგი დანარჩენს მე მივხედავ - უთხრა რეზიმ და წამოდგა
- ვიდეოზე მხოლოდ შენი სახე ჩანს - უთხრა მიმავალ რეზის
- მერე?
- დანარჩენების სახე დაფარულია, ისე ჩანს თითქოს მათი სახეები სიბნელის გამო არ ჩანს, მაგრამ სინამდვილეში დაფარულია... ვიღაც კონკრეტულად შენ გერჩის - რეზის არაფერი უთქვამს, მშვიდი ნაბიჯით გავიდა სახლიდან და მანქანაში ჩაჯდა. წარმოდგენა არ ქონდა ეს ვიდეო ვის შეიძლებოდა რომ გამოეგზავნა, მაგრამ ახლა ხელში ეჭვმიტანილების სია ქონდა. სახლში დაბრუნებულმა ბიჭებს მისამართები მისცა და მათი თვალთვალი დაავალა. შეხვედრა ორ დღეში იყო დანიშნული და მანამდე უნდა გაერკვია ვიდეოს გამომგზავნის ვინაობა, რეზი არც ხუთი მილიონის გადახდას აპირებდა და არც ციხეში წასვლას.
სანდრო დაძაბული სახით ტელეფონში თამაშობდა, როცა რეზი ოთახში შევიდა.
- ონიანი მაგ ასაკიდან არ გამოხვედი? - ამბობს რეზი და მის გვერდით ჯდება
- თარსი ხარ, შემოხვედი თუ არა მოვკვდი - უთხრა სანდრომ და ტელეფონი გათიშა - რა გაარკვიე?
- მნიშვნელოვანი არაფერი, მაგრამ იმედი მაქვს საღამოს მეცოდინება ვინც გამოგზავნა ვიდეო
- მიშო ავთოს ელაპარაკა მალე ჩამოვა და გოგოებსაც წაიყვანს
- როგორც იქნა ამ სახლში ჩვეული სიმშვიდე დაისადგურებს - ამბობს გახარებული რეზი და ლუდის ბოთლს მაგიდიდან იღებს, სანდრო კი ისევ თამაშს აგრძელბს. ოთახში მალე მიშოც შემოდის, ჩერდება და ბიჭებს აკვირდება
- მშვენივრად ისვენებთ კარგია. ხვალ კლუბის შესამოწმებლად მოვლენ, რომელიმემ იქაურობას უნდა მიხედოთ და გაასუფთაოდ - მიშო
- იარაღი ხვალ ჩამოდის და სად უნდა შევინახოთ - ამბობს გაკვირვებული სანდრო
- ხვალ არ წამოვიღებთ იარაღს, იქაურობას არავინ შეამოწმებს ეგ მოგვარებულია - მიშო
- მე არ მცალია, როგორც იცით ძალიან დაკავებული ვარ - რეზი
- მშივა, რა შევუკვეთო? - სანდროს ორივემ წარბებ შეჭმუხნული სახით შეხედა - რა იყოთ თქვენ არ მოგშივებიათ?
- ახლა საქმეზე ვლაპარაკობთ - ამბობს ოდნავ გაღიზიანებული მიშო
- გავიგე, როგორც ჩანს ხვალ ბევრი საქმე მაქვს, ამიტომ დღეს კარგად უნდა ვჭამო - ამბობს და ტელეფონში შესაკვეთად ეძებს საჭმელს.
მართა მთელი დღე ინსტაგრამს სქროლავდა და ფოტოებს იღებდა, ათჯერ მაინც გადმოალაგა კარადიდან ტანსაცმელი, დაკეცა და ისევ კარადაში შეალაგა. მოწყენილობისგან კვდებოდა და არ იცოდა რა გაეკეთებინა, ნუთი არ ელაპარაკებოდა, სახლიდან ხშირად ვერ გადიოდა და თუ გადიოდა მაშინაც დედას ნახულობდა ცოტახნით. ის კი აქტიური პიროვნებაა და საღამოობით არასდროს არის მარტო, ყოველთვის სადმე მიდის გასართობად ახლა კი ეს შეუძლებელია. დედასთან რომ იყო ნუთის ოთახიდან წიგნიც კი აიღო რომ დრო რამით გაეყვანა, მაგრამ არც ეს შველოდა, სამი დღის მანძილზე ათი გვერდი ძლივს წაიკითხა. ოთახიდან დაღლი გამოვიდა წიგნით ხელში და მიშოს კაბინეტისკენ წავიდა, იმ ოთახში ხშირად შედიოდა, რადგან წყნარი და მყუდრო გარემო იყო და თუ მაინც მოწყენილი უნდა ყოფილიყო ერჩივნა სასიამოვნო გარემოში მაინც ყოფილიყო. მართა ოთახში დაუკაკუნებლად შევიდა და სიცილი დაიწყო.
- მაგ სათვალეებში ნუთს გავხარ
- აქ რას აკეთებ? - მიშომ გაღიზიანებული სახით შეხედა მართას
- მამა ჩამოდის და მალე ასე ხშირად ვეღარ გნახავ და ვიფიქრე და-ძმასავით დავილაპარაკებდით, გიხარია რომ მამიკო ჩამოდის? - მართას არ ეგონა მიშო თუ აქ იქნებოდა, მაგრამ მისმა დანახვამ გაახალისა და მის წინ დაჯდა
- იცი რომ მაგ კაცს მამად არ ვთვლი
- კარგი რა, არც ჩვენთვის იყო იდეალური მამა ასე რომ არაფერი დაგიკარგავს და ნუ იეჭვიანებ
- ის რომ ყურადღბას არ გაქცევდათ, კიდევ ერთი მიზეზია რის გამოც მძულს - მიშო ისე ესაუბრებოდა, რომ ფურცლებიდან თავს არ სწევდა
- როგორი საყვარელი ხარ - უთხრა და ხელები მაგიდაზე დააწყო - ოჯახური ვახშამი ხომ არ მოგვეწყო და შენს შესახებ ნუთისთვის ხომ არ გვეთქვა?
- ეგ არ მოხდება, ჩემზე შენც არ უნდა გცოდნოდა
- რა იყო გეშინია რომ ნუთი ძმად არ მიგიღებს? - მიშომ თავი ასწია - მართალი ხარ ალბათ გაგიჟდება, კრიმინალი მამა, გიჟი დედა, ეგოისტი და და კრიმინალი ძმა. ხო შენი არსებობა ალბათ არ გაახარებს
- თუ მორჩი გადი - უთხრა მშვიდი ტონით
- რა იყო გული ხომ არ გატკინე? რას ვიზამთ მას ყველა იმედებს ვუცრუებთ, ოჯახური წყევლასავითაა, ჩვენს ოჯახში ერთადერთი ანგელოზი ნუთია, ის ნამდვილი წმინდანია - ამბობს ირონიულად და იღიმის
- მასთან რა პრობლემა გაქვს მართა? - კითხულობს დაინტერესებული
- არანაირი, უბრალოდ ნერვებს მიშლის თავი ანგელოზად რომ მოაქვს
- ანუ ნერვებს გიშლის ცუდი ადამიანი რომ არაა?
- ხედავ ? ყველა ასეა ვინც გაიცნობს ერთი ნახვით უყვარდება
- რეზი დაგავიწყდა
- სულაც არა, ისიც მასზე შეყვარებულთა რიგებშია - მიშომ თავი ასწია და მართას მიაშტერდა
- რას გულისხმობ?
- რაც ვთქვი იმას
- საიდან მოიტანე რომ რეზის ნუთი უყვარს - კითხა გაღიზიანებულმა
- შეიძლება ცოტა გავაზვიადე მაგრამ...
- არავითარი მაგრამ, რაღაცეებს ნუ იგონებ და დამტოვე სამუშაო მაქვს - მართა გაღიზიანებული ადგა და ოთხიდან გავიდა.

რეზი დერეფანს მიუყვებოდა და სამზარეულოში ნუთს მოკრა თვალი, რომელიც სერიოზული სახით იმზადებდა სენდვიჩს, ჩააეცინა, გაახსენდა რომ მალე აქედან წავიდოდა და მისი დანახვა აღარ მოუწევდა, ამიტომ ბედნიერმა გააგრძელა გზა და სახლიდან გავიდა. მანქანაში ჯდებოდა როდესაც ერთ-ერთი ბიჭი მასთან მივიდა და გააჩერა.
- რა მოხდა? - კითხა რეზიმ
- ორი სუფთაა, ერთმა კი შეგვამჩნია რომ ვუთვალთვალებდით და გაგვექცა, ბიჭები ახლა მის სახლში არიან და იქაურობას ამოწმებენ
- რომელია?
- ეს - უთხრა და ფურცელი გაუწოდა
- რამე იპოვეს? - კითხა დაძაბული სახით
- რაღაც ვიდეობი და თქვენი სურათებია, სამივესი
- ესე იგი ის არის - თქვა და ჩაიღიმა - მაგრამ თქვენ ის გაგექცათ - ბიჭს სახე დაეძაბა რეზის გაბრაზების მოლოდინში
- ბოდიში აუცილებლად ვიპოვით
- თქვენთვისვე აჯობებს რომ იპოვოთ და თუ ვერ იპოვით, ჯობია თქვენც მასთან ერთად გაუჩინარდეთ - თქვა, მანქანაში ჩაჯდა და მაშინვე ტელეფონზე დარეკა - დათოა - თქვა როგორცკი უპასუხეს - მასზე ყველაფერი უნდა გამიგო გასაგებია?! - თქვა და ტელეფონი გათიშა. მანქანით სწრაფად მიუყვებოდა ქალაქისკენ მიმავალ გზას, მალევე ერთ-ერთ სასაფლაოზე გაჩერდა და სიბნელეში ტელეფონის განათებით ცდილობდა სწორი საფლავის პოვნას. საფლავი მალევე იპოვა და ცივ ბეტონზე ჩამოჯდა. საფლავს ნინი ახვლედიანი ეწერა, სახელის ქვემოთ კი წლები, 1997-2013, სულ ბოლოს კი წარწერა -’’კლასელებისგან“ . რეზიმ ჯიბიდან შოკოლადი ამოიღო და ქვის წინ დადო.
- დაბადების დღეს გილოცავ - ცოტახანს კიდევ იჯდა საფლავის წინ დანაშაულის გრძლობით და მწარე მოგნებებით სავსე.
სანდრომ მთელი ღამე კლუბში გაატრა და ყურადღებას აქცევდა, რომ იარაღი შეუმჩნევლად და უპრობლემოდ გაეტანათ, ამასთან სხვა წვრილმან საქმეებსაც აგვარებდა. რამდენიმე ჭიქის შემდეგ დაღლილი და ოდნავ გაბრუებული იყო, მის გვერდით მჯდომი გოგო კი ათას სისულელეზე ელაპარაკებოდა და ყურადღების მიქცევას ცდილობდა. ცოტახანში ხმაური შემოესმა და მიზეზის გასაგებად წამოდგა. დაცვა ერთ-ერთი კლიენტის გარეთ გაყვანას ცდილობდა, რომელიც ყვიროდა და ფულის უკან დაბრუნებას ითხოვდა. სანდრომ მძიმედ ამოიხვნეშა და სიტუაციის უკეთ გასაგებად კაცს მიუახლოვდა
- რა ხდება? - კითხა სანდრომ აშკარად მთვრალ კაცს
- ჩემი ფულის უკან დაბრუნებას ვითხოვ! თაღლითები ხართ!-ყვიროდა კაცი
- ბატონო სანდო თამაშობდა და წააგო, ნასვამია და ერთი ამბავი ატეხა, ახლავე გავიყვანთ - თქვა დაცვამ და ძლიერად დაქაჩა ფეხზე ისედაც ძლივს მდგომი კაცი
- ფული დამიბრუნეთ... სახლში ცოლ-შვილი მელოდება რა მივუტანო რომ მივალ, თაღლითებო! - ბურტყუნებდა და ცდილობდა დაცვისგან თავი დაეხსნა
- სახლში თუ ცოლ-შვილი გელოდებოდა აქ რას გამორბოდი სათამაშოდ - კაცი სანდროს მუხლებში ჩაუვარდა და ტირილით თხოვდა ფულის უკან დაბრუნებას, გაღიზიანებულმა სანდრომ ძლივს მოიშორა უცხო კაცი და დაცვას მიუბრუნდა
- თანხის ნახევარი მიეცით და გაუშვით, იცოდეთ მეორედ აქ აღარ შემოუშვათ - თქვა და შებრუნდა
- შენ თუ ასე გააგრძელე მალე გაგვაკოტრებ - უკნიდან რეზის ხმა მოესმა და მისკენ მიბრუნდა
- ასეთი კეთილიც არ ვარ
- კეთილი კი არა სულელი ხარ, შენი აზრით ეს კაცი ახლა სახლში გაიქცა საჭმლის მისატანად? სულაც არა, დარწმუნებული ვარ ახლა სხვა კაზინოსკენ გარბის
- ასეც რომ იყოს ეგ ჩემი საქმე აღარ არის, შენ საქმეზე რა გაარკვი?
- სიახლეები არ არის, იმ სულელებმა ჯერაც ვერ იპოვეს ის ს.რი
ბიჭები დილამდე სვავდნენ და ერთობოდნენ, სანდრომ საბოლოოდ ყველაფერი მოაწესრიგა და სახლში დაბრუნდა, რომ თვადაც მოწესრიგებულიყო, შემდეგ კი ისევ უკან წავიდა. საბოლოოდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოაჩინეს. სანდროს მთელი დღე ისევ კლუბში მოუწია ყოფნა, რომ ყველაფერი უსაფრთხოდ დაებრუნებინათ უკან.
დათოს, კაცს რომელმაც ვიდეო გამოგზავნა ყველგან ეძებდნენ, მაგრამ ვერ პოულობდნენ. რეზი საშინლად იყო გაბრაზებული და ყველას სიკვდილით ემუქრებოდა თუ იმ კაცს ვერ იპოვიდნენ. რამდენიმე საათში, დათქმულ დროს, შეხვდებოდა მას, მაგრამ ერჩივნა ის მანამდე ეპოვათ, რადგან იმ ადგილას შეიძლებოდა მისთვის მახეც კი დაეგოთ, ამიტომ სხვის თამაშში ჩართვა არ სურდა. მართა ამ სახლის ყურები იყო ყოველთვის იცოდა ვინ რაზე ლაპარაკობდა, ამიტომ არც ვიდეოს ამბები გამორჩენია და ნუთსაც ყველაფერი მოუყვა, მხოლოდ იმიტომ რომ მოწყენილი იყო მისი და კი სხვა არაფერზე დაელეპარაკებოდა. ნუთს თავიდან გაუხარდა რომ შეიძლებოდა რეზი დაეჭირათ, მაგრამ მალევე ანერვიულდა, რადგან სწორედ ამ მკვლელობის მოწმე იყო თავად და მისი დაჭერა, მასზეც იმოქმედებდა, გარდა ამისა თუ ყველას დაიჭერდნენ, მას ვეღარავინ დაიცავდა მისთვის უცნობი მკვლელისგან, რომელიც მამამისის პრობლემების გამო გამოჩნდა მის ცხოვრებაში, მამამისს, რა თქმა უნდა, მის დამცველად არასდროს განიხილავდა. მაგრამ მაინც დიდი იმედი ქონდა, რომ რეზი აქედან მარტივად ვერ გამოძვრებოდა.

00:03
- რატომ არ გინდა რომ ჩვენც წამოგყვეთ! - იყვირა სანდრომ
- იმიტომ რომ საჭირო არ არის, იმ ვიდეოზე მე ვჩანვარ თქვენი იქ ყოფნა არ არის აუცილებელი - თქვა რეზიმ და იარაღში ტყვიების ჩადება გააგრძელა
- შენობაში არ შემოვალთ გარეთ დაგელოდებით - ამჯერად მიშომ სცადა მისი დაყოლიება - რეზიმ თავი დახარა და შუბლი მოისრისა - ნერვიულობ - რეზის ცალყბად ჩაეცინა
- მგონი ჯობია საერთოდ არ წახვიდე და ბიჭები გავუშვათ - სანდრო
- ეს მათ არ ეხება, ჩემს საქმეს სხვას არ ავკიდებ
- უცნაურად იქცევი - მიშო რეზის ყველა მოძრაობას და გამომეტყველებას აკვირდებოდა - რა ხდება?
- არ ვიცი მაგრამ არ მომწონს - თქვა რეზიმ და იარაღი ქამარში ჩაიდო
- სწორედ მაგიტომ უნდა წამოვიდეთ - იყვირა სანდრომ გაღიზიანებულმა
- რატომ არ გესმის, არც კი ვიცი იქ რა მოხდება, თუ მხოლოდ ფულის ამბავია ამას მარტოც გავუმკლავდები, მაგრამ თუ არა ყველა საფრთხეში ავღმოვჩნდებით
- ისედაც ყოველდღე საფრთხეში ვართ, თუ დაგავიწყდა რომ ბამბის ნაყინის ნაცვლად სხვა რამეს ვყიდით.
-მარტო ხომ არ მივდივარ, ბიჭებიც მიმყავს თან - რეზი ხვდებოდა რომ რაღაც ისე არ იყო და ისიც იცოდა რომ სხვის მახეში ეხვეოდა, მაგრამ თუ არ წავიდოდა პოლიცია ვიდეოს მიიღებდა და არც ეს იყო უკეთესი გამოსავალი. ბიჭების წაყვანა იქ სადაც თავადაც არ იცოდა რა შეიძლებოდა მომხდარიყო არ სურდა - მომისმინე ყველას ერთად კურდღლის მახეში გაბმა ნამდვილად არ არის ჭკვიანური, უკან ვინმე უნდა დარჩეს რომ მერე ყველაფერი მოაგვაროს. ჩემი თავის მიხედვა შემიძლია, ახლა კი ნუღარ ბავშვობ და მოვლენების განვითარებას დაელოდე. რეზი ოთახიდან გავიდა და ხელებ გდაჯვარედინებულ ნუთს გადააწყდა.
- ჩემთან დასამშვიდობებლად მოხვედი? კარგი შეგიძლია კარგად დამაკვირდე და ჩემი სახე დაიმახსოვრო, ვინი იცის ერთმანეთს კიდევ როდის შევხვდებით - უთხრა ირონიული ტონით რეზიმ და ნუთს მიაშტერდა
- იმედი მაქვს ერთმანეთს ვეღარასდროს ვნახავთ - რეზიმ ჩაიღიმა და წარბებშეჭმუხნილ ნუთს მიუახლოვდა, ნუთი კი ცდილობდა არ შეშინებოდა, უკან არ იხევდა და ჯიუტად აშტერდებოდა რეზის თვალებს
- მე რატომ მგონია რომ სულ სხვა რამის იმედი გაქვს?
- მაინც რისი? - იკითხა ნუთმა და ხელებს ერთმანეთზე უჭერდა რომ არ გაქცეულიყო
- ჰმმ... მაგალითად გამოსამშვიდობებელი კოცნის, იცი ცოტა დრო კიდევ მაქვს
- მშვენიერი წარმოსახვის უნარი გაქვს, რაგინდა ვერაფერს დაუწუნებ - უთხრა ნუთმა და გაბრუნდა
- კარგი რა ნუთუ არ დამემშვიდობები - უთხრა სიცილით
- გემშვიდობები თანაც სამუდამოდ - რეზიმ ნუთი მკლავით დაიჭირა, შემოაბრუნა და ხელები წელზე შემოხვია
- მე უფრო ვნებიან დამშვიდობებას ვგულისხმობდი, ვინ იცის იქნებ უკანასკნელი ქალი ხარ ვისაც ვხედავ - რეზი ფრთხილად გადაიხარა მისკენ და ყელზე ნაზად აკოცა. ნუთი გაშეშდა, მაგრამ მალევე გამოფხიზლდა და ხელი კრა რომ გაეწია, თუმცა უშედეგოდ
- მომშორდი - რეზის ნუთის უშედეგო მცდელობებზე მის ყელში ჩაეცინა და წელზე სულ ოდნავ მოუჭირა ხელი
- დამყოლი უფრო მომწონხარ იცი?
- გამიშვი სანამ ყვირილი დამიწყია - ნუთს რეზისთან ასე ახლოს მყოფს სუნთქვა და თავის გაკონტროლება უჭირდა, საბოლოოდ რეზი ღიმილით მოშორდა და სახლიდან გავიდა, საკუთარი სისუსტით გაბრაზებული ნუთი კი ოთახში გაიქცა.
01: 47
რეზი ქალაქიდან მოშორებით ძველ, ნახევრად დანგრეულ შენობაში შევიდა, ირგვლივ ყველაფერი შეამოწმა და ვიდეოს გამომგზავნის ლოდინი დაიწყო, რომელიც წესით მალე უნდა მოსულიყო. რეზიმ რამდენჯერმე შეამოწმა იარაღი და შემოსასვლელთან კუთხეში დადგი, ისე რომ თუ ვინმე შემოვიდოდა პირველი ის დაინახავდა. ზუსტად იცოდა რომ მახეს უგებდნენ და რაღაც ისე არ მოხდებოდა როგორც წერილში ეწერა, მაგრამ არ იცოდა რა. თხუთმეტ წუთიანი ლოდინის შემდეგ ჩუმი ნაბიჯის ხმა შემოესმა, თუმცა ერთზე მეტის, მალევე ოთახში რამდენიმე იარაღიანი პოლიციელი შემოვიდა და რეზის მათ დანახვაზე ჩაეცინა
- აქეთ ვარ - უთხრა სიცილით რეზიმ. პოლიციელებმა თავდაპირველად რეზი ვერ შეამჩნიეს რადგან აგურის კედელს იყო ამოფარებული.
- ხელები აწიეთ და არ გაინძრეთ - უთხრა პოლიციელმა როგორც კი რეზი დაინახა, მანაც ის გააკეთა რაც უთხრეს
- იქნებ ეგ ფანარი ცოტათი გაწიოთ, თორემ ცოტახანში დამაბრმავბთ - უთხრა რეზიმ, ერთ-ერთი პოლიციელი კი მას მიუახლოვდა, უფლებები გააცნო და ბორკილების დადება დაიწყო, ამ დროს კი ოთახში კიდევ ერთი პოლიციელი შემოვიდა.
- ავიყვანეთ ბატონო გიორგი - რეზიმ ნაცნობ სახეს თვალი შეავლო და პოლიციელს გაყვა რომელიც გასასვლელისკენ უბიძგებდა.



№1 სტუმარი სტუმარი ნათია

ერთი თვე ძალიან დიდი დროა კინაღამ დამავოწყდა ისტორიის შინაარსი და თუ მალ.მალე დადებ კარგი იქნება....რაც შეეხება ისტორიას ცოტა დახვეწა აკლია ისე მთლიანობაში კარგია ძაან..რეზი და ნუთი იმედკა დაწუვილდებიან..აი მართას რა აწუხებს ეს ვერ გავიგე ცოტა უგულო ადამიანის შთაბეჭდილრბას ტოვებს.

 


№2 სტუმარი elene

ანუ უკაცრავად მაგრამ ცოტა დაცინვაა ერთი თვის მერე ესეთი პატარა და მშრალი თავის დადება :) თითქოს ყველაფერი დააჩქარე და მიაფუჩეჩე რომ ცოტა დიდი გამოსულიყო და რაღაც დაგეწერა :) მე პირადად აღარც ნერვები და აღარც სურვილი აღარ მაქვს ამ ისტორიის წაკითხვის, სრულად როცა დადებ მერე წავიკითხავ ალბათ. წარმატებები.

 


№3 სტუმარი ია

მინიმუმ სიმენონი უნდა იყო რომ ამდენი ხნით დააგვიანო დდდ წარმატებები მაინც...

 


№4 სტუმარი სტუმარი თეო

აღარც მახსოვდა წინა თავებში რა ხდებოდა ამ თავს რაც შეეხება მგონი მოვალეობა მოიხადე

 


№5 სტუმარი სტუმარი ქეთა

არ დაიკარგო რაა, გააგრძელე ასე ნუ დატოვებ ისტორიას, ძალიან ბევრი ველით...

 


№6  offline წევრი esel

მესმის თქვენი ყველას უკმაყოფილება, ცოტა მეც არ მჯერა ერთი თვე რომ გავიდა, უბრალოდ მართლა ვერ ვწერდი. რაც შეეხება ამ თავს განსაკუთრებულად ნაძალადევად დაწერილია და ვერ გამოვიდა მთლად კარგი ❤

elene
ანუ უკაცრავად მაგრამ ცოტა დაცინვაა ერთი თვის მერე ესეთი პატარა და მშრალი თავის დადება :) თითქოს ყველაფერი დააჩქარე და მიაფუჩეჩე რომ ცოტა დიდი გამოსულიყო და რაღაც დაგეწერა :) მე პირადად აღარც ნერვები და აღარც სურვილი აღარ მაქვს ამ ისტორიის წაკითხვის, სრულად როცა დადებ მერე წავიკითხავ ალბათ. წარმატებები.

(მოწყენილი სმაილი) ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent