შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძალდატანებული ქორწინება 33 თავი

8-07-2021, 09:19
ავტორი ნეაკო
ნანახია 15 383

თათიასთვის იმაზე რთული აღმოჩნდა განქორწინების პროცესი ვიდრე წარმოედგინა თუმცა უკან დახევა წამითაც არ უფიქრია, იმის მიუხედავად რომ ლექსანდრეს ძალიან უჭირდა არესებულ სტუაციასთან შეგუება, სიტყვა შეასრულა და საბოლოო ჯამში ყველაფერმა გართულებების გარეშე ჩაიარა.
თათიამ გადაწყვიტა, რომ თავი სწავლისთვის მიეძღვნა და მსგავსი შეცდომა აღარ დაეშვა, ამიტომ მაქსიმალურად ცდილობდა ალექსთან ურთიერთობა შეეზღუდა და სწავლაზე ყოფილიყო ორიენტირებული, რა თქმა უნდა ამ ყველაფერს აქტიურ წინააღმდეგობას უწევდა ალექსი, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი ისე წარიმართა როგორც თათიას სურდა.
ლილეს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როცა ალექსთან ერთად ბექაც ჩავიდა მის სანახავად ამერიკაში, რაღაცნირად გული ეტკინა, თითქოს ისევ წარსულში სააბრუნეს, იმ დროში როცა სიყვარულის მართლა სჯეროდა. იმის მიუხედავად რომ ბექასთან ურთიერთობას გაურბოდა, მაქსიმალურად თავს არიდებდა და ყველანაირად ცდილობდა გრძნობებს ხელახლა არ აჰყოლოდა და რაც შეიძლება ცოტა დრო დაეთმო ბექასთვის.
ცდილობდა მოწოლილი გრძნობების და ემოციები საკუთარ სხეულში შეუმჩნევლად ჩაეხშო და ურეაქციო ყოფილიყო იმ ადამიანის წინაშე, ვინცვარაერთხე ჰკრა ხელი და გული უამრავჯერ ატკინა. ბექა ძალიან ცდილობდა რომ ლილესთან ურთიერთობა ხელხლა აეწყო მაგრამ ამაოდ, ისეთი განცდა ჰქონდა ლილეს კი არა ვიღაც სხვა, სრულიად უცნობ გოგონასთან ცდილობდა ურთიერთობას.
-გიკვირს?-სევდიანად გაეღიმა ლილეს
-უბრალოდ მინდა რომ მაპატიო-მოღუშული სახით მიაჩერდა ბექა საყვარელ გოგონას, რომელსაც თვალები ძველებურად აღარ უბრწყინავდა, უფრო სწორად ძველი ლილესგან საერთო აღარაფერი იყო დარჩენილი, იმდენად ცივი, უგრძნობი და უემოციო იყო ის ყველასა და ყველაფრის მიმართ
-რა საჭიროა?
-ლილე მე შენ ძალიან მიყვარხარ...ყოველთვის მიყვარდი... ახლაც ისევ ისე გაგიჟებით მიყვარხარ...
-ბექა ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვებია გრძნობების გარეშე!-გაუბრაზდა ლილე, უაზრო სიჩუმე ჩამოწვა დახურულ რესტორანში, რომელიც მხოლოდ ამ ორისთვია ფუნქციონირებდა ამ ღამეს. სასმელის ჭიქას მიაჩერდა გოგონა ალეწილი სახით და ბევრი ფიქრის მერე ჭიქა ხელში აიღო, ტუჩებთან მიიტანა თან ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია საყვარელი მამაკაცის სახისთვის და ერთი მოყუდებით თითქმის ჩაცალა, რომ უკეთ გამკლავებოდა მოწოლილ გრძნობებს და ემოციებს
-გთხოვ მაპატიე-გაისმა ბექას ჩავარდნილი ხმა და თავადაც მოიყუდა წითელი ღვინით, პირამდე სავსე ჭიქა
-აზრის ვერ ვხედავ ვერც პატიების და ვერც ამ ურთიერთობის გაგარძელების-გამომწვევი მზერით მიაჩერდა გოგონა დაბნეულ ბიჭს
-ყველაფერს გავაკეთებ რომ გაგაბედნიერო
-არ ფიქრობ რომ ახლა უკვე ძალიან გვიანია?- უცნაურად გაეღიმა ლილეს და მეორედ შევსებული ჭიქა ტუჩებთან მიიტანა
-ვნანობ... ყოველ დაკარგულ წუთას და წამს ვნანობ...
-აზრი აღარ აქვს-ბრაზნარევი ტონით უთხრა გოგონამ -დააგვიანე
-ამას ნუ მეუბნები ძალიან გთხოვ
-ზოგჯერ თავმოყვარეობა ყველაზე და ყველაფერზე მაღლა უნდა დააყენო რომ ცხოვრების გაგრძელების ძალა იპოვო საკუთარ თავში...
-ჩემი პატიება შენი თავმოყვარეობის ზღვარზე გადის?-აფეთქდა ბექა
-შენს გამო ცხოვრების გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი! ვანოსთან ერთღამიანი ურთიერთობა მქონდა... ისე მოვიქეცი როგოც ჩვეულებრი ზნე დაცემული ქალი... ვინც პირველივე შემხვედრს უწვება...გგონია ასე მარტივია იმ დაშვებული შეცდომასთან ერთად ცხოვრება?
-ასე იმიტომ მოიქეცი რომ შენ ეს გინდოდა და არა იმიტომ რომ ჩემი დასჯა გინდოდა!-გაბრაზდა ბექა
-რატომ ჩამოხვედი?-უინტერესოდ ჰკითხა გოგონამ და მესამ ჭიქა ჩაცალა
-მინდა რომ დაგიბრუნო
-ჩვენს შორის ყველაფერი იმ ღამეს დამთავრდა როცა შენ მე სასაფლაოდა გამომაგდე
-მე შენ თავისუფლება და არჩევანის უფლება მოგეცი, მაგრამ შენ ვერ გაიგე... ვერაფერს მიხვდი...ახლაც ვერაფერს ხვდები იმიტომ, რომ პატარა სულელი გოგო ხარ ისევ
-ჰოდა მაშინ, ყველაფერი დღეს დავასრულოთ!-აყვირდა ლილე -ახლა ამ წამს ერთხელ და სამუდამოდ, იმიტომ რომ ძალიან დავიღალე ამ ყველაფერით!
-ვიცი რომ ბევრი ტკივილის გადატანა გაიძულე, ჩემი შიშის და შეცდომების გამო! მაგრამ შენზე უარის თქმას არ ვაპირებ...შენზე უარს არადროს ვიტყვი!
-ისევ ცარიელი სიტყვები! მხოლოდ სიტყვები!-აყვირდა ლილე და ადგილზე გაიყინა როცა ბექამ მაგიდაზე მის მხარეს, ამჯერად გახსნილი წითელი კოლოფი გააცურა, რომელიც შარშან გაუწოდა ბოლო შეხვედრისას, მაშინ არც კი დაინტერესდა მასში რა იყო და რატომ, საფიქრალად დროც კი არ დაუხარჯია ამაზე იმდენად განადგურებული იყო
-ცოლად გამომყვები?-მომღიმარი სახით მიაჩერდა აღელვებული ბიჭი დაბნეულ გოგონას, რომელიც გაოგნებული სახით დაჰყურებდა ბრილიანტის თვლებით გაწყობილ ბეჭედს -ლილე -შეხმიანა გამეფებულ უცნაური სიჩუმეში თავგზააბნეული ბიჭი თვალცრემლიან გოგონას რომელმაც სრულიად მოულოდნელად კოლოფი დახურა, მისკენ გააცუდა და ცინიკური ღიმილით უთხრა -უკვე ძალიან გვიანია... აზრი აღარაფერს აქვს...
-დანებებას მაინც არ ვაპირებ-სახიდან ღიმილს არ იშორებდა ბექა
-მაშინ ასე 5-6 წელი უნდა დამელოდო როცა ლიცენზირებული ექიმი გავხდები მერე გადავწყვეტ მინდა თუ არა საერთოდ გათხოვება თან იმ კაცზე, რომელმაც თავის დროზე ყველაზე დიდი იმედგაცრუება და ტკივილი იყო ჩემს ცხოვრებაში-ფეხზე მშვიდად წამოდგა და სევდიანი სახით მიაჩერდა
-ყველაფერს გავაკეთებ რომ მაპატიო...
-უკვე ძალიან გვიანია... შენ ყველაფერი რაც კი რამ ლამაზი და განსაკუთრებული იყო ჩემში გაანადგურე...
-ყველაფერს გამოვასწორებ... გვიანი არასოდეს არის-მოულოდნელლად ფეხზე წამოდგა აღელვებული ბიჭი, სწრაფად მიუახლოვდა უკვე ატირებულ გოგონას გულში ჩაიკრა და ყურში ჩასჩურჩულა -დაბადების დღეს გილოცავ პატარა- ლილემ თავი ასწია და იმის მიუხედავად რომ მოწოლილ ცრემლებს მთელი ძალით გაუწია წინააღმდეგობა მაინც ვერ მოერია თავს და გაუაზრებლად გადმოედინა გაფითრებულ ღაწვებზე, ბექამ მაშინვე ხელებში მოიქცია მისი სახე და ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა-მაპატიე მაპატიე...რომ ამდენჯერ და ასე ძალიან გატკინე, მხოლოდ იმიტომ რომ შენი დაკარგვისაც შემეშინდა...
-ბექა-ამოილუღლუღა ატირებულმა გოგონამ
-არაფერი თქვა გთხოვ-თავგზააბნეულმა ბიჭმა მაშინვე გულში ჩაიკრა საყვარელი გოგონ და თავზე აკოცა
-უსასრულო მოლოდინი!-დაიჩურჩულა გოგონამ და გაბრაზებული სახით ახედა უცნაური, აციმციმებული თვალებით მომზირალ ბიჭს -აი რას იმსახურებ ჩემგან!
-ჰო ვიმსახურებ!-დაეთანხმა ბექა -მაგრამ ლოდინს არ ვაპირებ პატარავ
-აბა რას აპირებ?-მკერდზე ხელი მიაბჯინა გოგონამ და უკან დაიხია
-ბრძოლას პატიებისთვის... მერე კი სიყვარულისთვის!
-გვიანია
-ცდები
-აუტანელი ხარ-თვალები აატრიალა და გვერდის აქცევა სცადა მისთვის მაგრამ ბექამ უფლება არ მისცა წინ გადაეღობა და მომღიმარი სახით ზემოდან დააცქერდა სახე ალეწილ გოგონას
-ტყუილად ცდილობ! მაინც არ გაპატიებ
-შენზე უარის თქმას და დანებებას არ ვაპირებ მხოლოდ იმიტომ გაბრაზებული ხარ...
-იქნებ გაბრაზებული კია არ ვარ, უბრალოდ აღარ მიყვარხარ? ამაზე გიფიქრია საერთოდ?
-სუუ-ბექამ ტუჩებზე მიადო ცივი თითები-ნუ ცდილობ დამარწმუნო, რომ ის ყველაფერი რაც ჩვენს შორის იყო, ასე მარტივად გაქრა შენი სხეულიდან, გონებიდან და გულიდან, რადგან სიყვარულს დრო და მანძილი ვერ აფერმკრთალებს
-სამაგიეროდ უსასრული მოლოდინი კლავს!
-ყველაფერს გამოვასწორებ
-არ გინდა გთხოვ
-მიყვარხარ ძალიან მიყვარხარ და ვიცი რომ შენც საპირისპიროს დამტკიცებას ნუ ეცდები რადგან მე შენ გრგძნობ ლილე
-სწავლას და ექიმობას ვაპირებ... ჩემს გეგმებას არც შენი და არც ვინმე სხვის გამო არ შევცვლი ასე რომ როგორც გინდა ისე მოიქცე-გვერდი ამაყად აუცქია და გასასვლელისკენ წავიდა
-შენზე უარს მაინც არ ვიყტვი, ამჯერად დანებებას არ ვაპირებ მითუმეტეს უსასრულო მოლოდინს- მიაძახა ბექამ, ლილეს ბედნიერების ღიმილმა გაუპო ბაგე, თუმცა მაინც არ გაჩერდა, მხოლოდ ერთხელ მიიხედა მისკენ, მათი ამღვრეული თვალები წამიერად შეხვდა ერთმანეთს... იგრძნეს... ერთმანეთი მთელი გულით, სული და სხეულით იგრძნეს... უცნური ბედნიერბის გიჟურმა განცდამ ორივეს აუმღვრია სისხლი ძარღვებში...თუმცა ლილე არ დანებდა გულის ხმას და ჩქარი ნაბიჯით დატოვა შენობა.
თათიამ ბევრი ფიქრის მერე სამხატვრო აკადემიის გამოვდაზე გასვლა გადაწყვიტა, ლიკა ძალიან გაახარა მისმა გადაწყვეტილებამ
-მთელი ეს დრო თავს საშინლად ვგრძნობდი-გულწრფელად უთხარა ქალმა -საშინლად მოგექეცითმე და ზაზა, როცა შენს ოცნებაზე უარის თქმა გაიძულეთ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ოცნება აგესრულებინა
-არაუშავს მთავარი რომ ახლა მაინც მიდგახართ გვერდში და მხარს მიჭერთ
-მგონი უკვე ძალიან გვიანია-ასლუკუნდა ლიკა - უკვე იმდენის გადატანა მოგიწია ჩვენი შეცდომის გამო
-ჩვენი არა... ჩემი-მისაღებში მოღუშული სახით შევიდა ზაზა
-არა! ეს ორივეს ბრალია! მე ცუდი დედა ვიყავი... შენ კი ცუდი მამა და ამ ფაქტს ვერსად გავექცევით, ამ ყველაფერის გამო ჩვენ ორივე შვილს ცხოვრება აერია, ყველაზე მეტად კი თათი დაზარალდა
-ძალიან მინდა რომ პატიება გთხოვო-შვილის გვერდზე დაჯდა ზაზა -მაგრამ ძალა არ მყოფნის, რადგან ეს არაფერს ცვლის შენს წარსულში
-მამა ძალიან მიყვარხარ -თათია პირველად ჩაეხუტა მამას და მის მკლავებში ატირდა, ახლა ამ წამს თავი ყველაზე სუსტ, დაუცველ, პატარა და მშიშარა გოგონად იგრძნო, მაგრამ იმხელა ძალას გრნობდა მამისგან რომ არავისი და არაფერის ეშინოდა
-მამიკოს მტირალა გოგო-თავზე აკოცა ზაზამ და თვალცრემლიან ცოლს გახედა, რომელასც მუდამ გული უჩუყდებოდა მსგავს სიტუაციებზე-ნუ ნერვიულობ -ფეხზე წამოდგა და მუცელზე მოეფერა- მშვიდად იყავი-იქნებ ეს ბავშვი მაინც იყოს ნორმალური ჩვენგან, ყველასგან განსხვავაებით- მის ამ სიტყვებზე თათია აკისკისდა
-მგონი გაუმართლა ჩემს დაიკოს -ჯერ არ დაბადებულა და მასზე ყველა განსაკუთრებულად ზრუნავს
-ეჭვიანობ მამიკო?-ინტერესით ჰკითხა ზაზამ და მისკენ მიიხედა
-არააა-უდარდელად უთხრა თათიამ -თუმცა ჰო... ცოტათი-აღიარა და მშობლების სიცილზე თავადაც გაეცინა
-მეც ვეჭვიანობ-ბაჩოც შევიდა მისაღებში და დედას წამოზრდილ მუცელზე მოეფერა -თუმცა უკვე ძალიან მიყვარს
-გგონი მე არ მიყვარს?-დაუბღვირა თათიამ ძმას
-მე ეგ არ მიგულისხმია!-გაუბრაზდა ბაჩო
-აბა რა იგულისხმე?-თვალები დააწვრილა გოგონამ
-ვიღაცას მოხვდება!-მუქარით თქვა ბიჭმა და მისკენ წავიდა
-ვერ გიტან-გულწრფელად უთხრა ასლუკუნებულმა თათიამ, როცა ბაჩომ თმები აუწეწა
-ისევ პატარა ბავშვებივით რატომ იქცევით?-გაუბრაზდა ლიკა მათ და ბოლოს მაიც ვერ შეიკავა სიცილი თათიას გამოხედვაზე და დაულაგებელ თმაზე
-აუ რააა-გაიბუტა თათია და ოთახში შეიკეტა
-იცი რააა?-მოღუშული სახით მიაჩერდა ზაზა ცოლს- ძალიან მეეჭვება, რომ ეს, ნორმალური ბავშვი გამოგვსლოდა -მუცელზე მიუთითა-ესეც მათნაირი გიჟი და გადარეული იქნება დარწმუნებული ვარ
-ეჭვიც არ მეპარება მაგაში -აკისკისდა ლიკა
-მამიკო-ზაზამ მაისურის ქვეშ შეუცურა ცოლს ხელი და მუცელზე დაადო-ერთი სული მაქვს რომ დაიბადო-უცნაური ტონით თქვა და დაბნეულ ცოლს ტუჩებში აკოცა
-არა რა, აქ აშკარად ზედმეტი ვარ-თვალები აატრიალა ბაჩომ და ოთახიდან გავიდა
-ზაზა ნუ სულელობ-უკან დასწია ქმარი აღელვებულმა ქალმა-ბავშვები არიან სახლში ხომ იცი არა
-მიყვარხარ-ჩურჩულით უთხრა კაცმა და გამომწვევი მზერით მიაჩერდა გაბუტულ ცოლს რომელსაც ქმრის ამ სიტყვებზე, მაინც შეეპარა ტუჩის კუთხეში ღიმილი.
ალექსანდრეს ძალიან აღელვებდა ის ფაქტი, რომ განქორწინების მერე მისი და თათიას ურთიერთობა უფრო მეტად დაიძაბა ვიდრე გამოსწორდა, რადგან გოგონა გამუდმებით თავს არიდებდა მასთან შეხვედრას და ლაპარაკს, ამ ყველაფერს იმით ხსნიდა რომ უბრალოდ თავისუფლება, საკუთარ თავში და გრძნობებში გარკვევა სჭირდებოდა, მაგრამ ეს საკმარისი მიზეზი არ იყო ალექსანდრსთვის და გამუდმებით პასუხებს სთხოვდა თათიას ყველა ქმედებაზე. ამ ყველაფერმა უარყოფითი შედეგი გამოიღო მათ ისედაც ძლივს შენარჩუნებულ სტაბილურ ურთიერთობაზე და მოხდა ისე, რომ დაახლოების ნაცვლად უფრო დაშორდნენ ერთმანეთს, ამ ყველაფერს ემატებოდა ალექსანდრეს გაუთავებელი მივლინებები საზღვრებს გარეთ რაც კიდევ უფრო უარყოფითად აისახებოდა ორივეზე, ბოლოს უკვე იმდენად გაუცხოვდნენ, რომ შეხვედრისას ლოყაზე გადაკიცნაც კი ეხამუშებოდათ თითქოს. განსაკუთრებით მაშინ არიათ ყველაფერი, როცა თათიას დაბადებისდღეზე ალექსი გერმანიშაი აღმოჩნდა მივლინებით ჩარჩენილი, რადგან უამინდობის გამო ფერნები არ იყო და ვერაფრით ვერ შეძლო ქვეყანაში დაბრუნება იმ დღეს... ძალიან განიცადა თათიამ ეს ყველაფერი, გაებუტა და რამდენიმე დღე ხმასაც კი არ სცემდა, ბოლოს კი შემორიგა როგორღაც ალექსმა, თუმცა ბზარ გაჩენილ ურთიერთობაში ეს დიდი არაფერი ცვლილება იყო.
თათიას გადაწყვეტილებამ რომ სამხატვრო აკადემიის გამოცდაზე გასულიყო და ჩაებარებინა ძალიან გაახარა ალექსი ერთადრთი კარგი ამბავი დაშორებიდან ექვსი თვის მერე მხოლოდ ეს იყო მათ ურთიერთობაში, თუმცა ბევრად გადაწონა იმ სირთულეებს რაც ამ განქორწინებამ მოიტანა მათ ცხოვრებაში. თათიას თხოვნით ოჯახიდან არავინ არ გაყვა გამიცდაზე, ასე ერჩია, მარტო წასულიყო ცხოვრების ახალ გზაზე და დაპირისპირებოდა საკუთარ ოცნებას რომელსაც უკეთესი მომავლისკენ მიჰყავდა ის.
გამოცდინა გამოსული დაძაბული, აღელვებულ და დაბნეული გოგონა ალექსანდრეს ნახვამ კიდევ უფრო არია
-შეიძლება ვილაპარაკოთ?-მოღუშული სახით ჰკითხა ყოფილ ცოლს გაბრაზებულმა ბიჭმა
-ახლა არა
-სწორედ ახლა!
-ალექსანდრე თავს ცუდად ვგრძნობ... ძალიან ვინერვიულე ამ გამოცდაზე ხომ იცი
-სულ რამდენიმე წუთით-ტონი შეცვალა ბიჭმა
-რაზე გინდა საუბარი?-მოლაპარაკებებზე გადავიდა გოგონა
-მანქანაში ჩაჯექი!-რაღაცნაირი მბრძანებლური ტონით უთხრა ბიჭმა, კარი გამოაღო და საჭეს მოუჯდა, გაბრაზებული თათიაც ჩაჯდა და კარი მიაჯახუნა, ალექსმა მანქანა დაქოქა და ცარიელ გზატკეცილზე გიჟივით გააქანა.
თათიას ძალიან გაუკვირდა წყნეთის სახლში რომ მიიყვანა ყოფილმა ქმარმა, თუმცა ზედმეტი კითხვების დასმის გარეშე გადავიდა მანქანიდან და მორჩილად შეჰყვა შინ
-მინდა გულწრფელად ვილაპარაკოთ...ვერ ვხვდები როდის და როგორ მივედით აქამდე-ინტერესით ჰკითხა ბიჭმა და მოღუშული სახით დაჯდა დივანზე
-არ ვიცი-მხრები აიჩეჩა გოგონამ და სავარძელზე დაჯდა
-აღარ გიყვარვარ?-დაძაბული ტონით ჰკითხა და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა ამღვრეულ თვალებში
-მიყვარხარ, მაგრამ ეს იმას არ ცვლის რომ საკუთარი თავი პოვნა და თავისუფლება მინდა
-ჩემთან ურთიერთობა შენთვის იმას ნიშნავს რომ დაკარგო საკუთარი თავი და თავისუფლება?-გაბრაზდა ალექსი
-გიკვირს?-ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა გოგონას სახეზე
-ამის დედასაც შევ.ციი-იყვირა მოულოდნელად გაცოფებულმა ბიჭმა და ფეხზე წამოვარდა -ისევ რატომ გგონია რომ მე შენ გატკენ?
-უბრალოდ მინდა რომ ყველაფერი ისე დარჩეს როგორც არის-გაბრაზებული სახით ახედა გოგონამ თვაზე წამომდგარ ყოფილ ქმარს და მაშინვე აარიდა მზერა მის ალეწილ სახეს
-მე არ მინდა!-ბრაზნარევი ტონით უთხრა ბიჭმა-ნიკაპზე ხელი მოჰკიდა, თავი ნაზად ააწევინა, ამღვრეული ჭაობისფერო სფერებით ჩააცქერდა თაფლისფერ დანისლულ სფეროებში -უშენობა არ შემიძლია, იმიტომ, რომ დღემდე გაგიჟებით მიყვარხარ
-მე.. უბრალოდ დრო მჭირდება
-რისთვის?-ალექსი დაიხარა და ცხელი სუნთქვა მიაფრქვია სახეზე -ჩემს სიყვარულში დასარწმუნებლად თუ საკუთარ არეულ გრძნობებში გასარკვევად?
-გეშინია?-ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა გოგონას სახეზე, იმის გააზრებაზე რომ ალექსანდრეს დღემდე სიგიჟემდე უყვარდა და მისი დაკარგვის, სიკვდილზე მეტად ეშინოდა რაღაც უცნაური და სასიამოვნო განცდა განაცდევინა
-ჰო მეშინია, ძალიან მეშინია არ გადამეჩვიო!
-მე მხოლოდ დროს ვითხოვ შენგან
-რატომ არ გინდა რომ ისევ ერთად ვიყოთ?-ალექსი გასწორდა და ზემოდან დააცქერდა გაბაზებული სახით
-სწავლა მინდა...
-ეს უბრალოდ მოზეზია...-აფეთქდა ბიჭი
-ჩემგან რას ითხოვ ვერ ვხვდები-ფეხზე წამოვარდა გაცეცხლებული გოგონა, ზედმეტად მიაუხლოვდა თავგზააბნეულ ბიჭს და თვალებში ჩააცქერდა
-სიყვარულს, დროს და ურთიერთობას!-ბრაზნარევი ტონით უთხრა ბიჭმა და გამომწვევი მზერა მის ტუჩებს გაუშტერა
-შენი მესმის, მაგრამ შენც უნდა გესმოდეს ჩემი... იმ ყველაფერის დავიწყება... რისი გადატანაც შენ მაიძულე მარტივი არა...
-ისევ საწყის წერტილს ვუბრუნდებით?-ავარდა ალექსი
-არა, უბრალოდ ვცდილობ აგიხსნა რომ დრო მეც მჭირდება...
-ვერსდროს დაივიწყებ ,,ხო"? ვერასდროს მაპატიებ! იმიტომ რომ მე შენ, ჩვენს პირველ ღამეს გაგანადგურე! იმდენად გატკინე რომ დღემდე იმ ღრმა ჭრილობის მოაუშებას ცდილობ, მაგრამ როგორც ჩანს ამაოდ! შური იძიე... მეორე ღამეს წახვედი და დამტოვე... მაგრამ ძალა არ გეყო ისევე გაგეწირე, როგორც მე შენ და უკან, ჩემს ცხოვრებაში დაბრუნდი... თუმცა საბოლოოდ იმ ყველაფერის დავიწყება და პატიება მაინც ვერ შეძელი ჩემთვის...
-შეიძლება ასეცაა, მაგრამ მე იმ ყველაფრის გამო რაც მოხდა, შენს დასჯას სამუდამოდ არ ვაპირებ ალექსანდრე და მინდა ეს გაიგო!
-მაშინ თუ ასეა გამუდმებით რატომ გამირბიხარ? თავს რატომ მარიდებ? რა არის რეალური მიზეზი ამ სიშორის?
-უკვე აგიხსენი! სწავლა და საკუთარ თავში, გრძნობებში გარკვევა მჭირდება... უბრალოდ ახალი ცხოვრების დასაწყებად მინდა რომ ძალა ვიპოვო საკუთარ თავში, მინდა დამოუკიდებელი ვიყო, ისევე როგორც შენ ახლა
-გგონია მე ხელს შეგიშლი სწავლაში? გგონია რომ დამოუკიდებლობას წაგართმევ კვლავ? გგონია რომ...
-არა! ასე არაა... შენ ჩემი არ გესმის
-არ მესმის და არც მინდა გავიგო-უყვირა წყობრიდან გამოსულმა ბიჭმა
-მაშინ დავშორდეთ გარკვეული დროით! დავასრულოთ ერთმანეთის წვალება!-ტონს აუწია გაცეცხლებულმა გოგონამ
-ჩემი გაგაიჟება გინდა?-უღრიალა გაავებულმა ბიჭმა ბოლო ხმაზე,მოულოდნელობისგან შეშინებული თათია ადგილზე შეხტა
-ნუ მიყვირი!-უთხრა ცრემლიანი თვალებით
-ჩემგან წასვლა გინდა... საბოლოოდ გინდა რომ ყველაფერი დაასრულო... გინდა რომ კიდევ დამსაჯო
-სისულელებს ნუ ბოდავ!
-მიყვარხარ რატომ არ გესმის ეეს? რატომ არ გინდა გაიგო რომ მჭირდები? რომ უშენობა არ შემიძლია? რომ შენთან ყოფნა მინდა?
-მე მხოლოდ დროს ვითხოვ შენგან
-თათია შენ უბრალოდ ჩემგან წასვლა გინდა...
-ასე არაა
-მიზეზებს ეძებ
-ალექსანდრე
-თუ წასვლა გინდა წადი მაგრამ იცოდე რომ თუ ამას გააკეთებ მე შენს ცხოვრებაში აღარასოდეს არ დავბრუნდები!-უყვირა გაავებულმა ბიჭმა
-წასვლა არ მინდა და არც შენი გაშვება
-მაშინ რა გინდა? რა გინდა-მოღუშული სახით მიუახლოვდა გაბრაზებული ბიჭი მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააცქერდა
-დრო!
-რამდენი?
-არ ვიცი-ატირდა თათია
-წადი-ხელები ჩამოუშვა ბიჭმა და კარისკენ მიუთითა
-ალექსანდრე
-წადი-მეთქი!-დაუყვირა ისევ
-მიყვარხარ, მაგრამ ახლა... აქ დარჩენა მართლა არ შემიძლია და უნდა წავიდე-ცრემლები გადმოსცვივდა გოგონას
-თათია-მოულოდნელად მაჯაში წაავლო ხელი გაავებულმა ბიჭმა ყოფილ ცოლს თავისკენ შეატრიალა და მოულოდნელად ტუჩებზე დააცრა, თათიამ მაშინვე მკერდზე მიაბჯინა ხელები უკან დახია და თვალებში ჩააცქერდა -ეს ალბათ უკანასკნელი კოცნაა-უცნაური ტონით უთხრა ბიჭმა, ისევ მიუახლოვდა, მკლავებში მოიმწყვდია და ძალით აკოცა, როცა ერთმანეთა მოშორდნენ თათიამ მთელი ძალით გაარტყა სახეში ხელი და სახლიდან ატირებული გავარდა, ალექსი კარადას ეცა ვისკის ბოთლი მგამოიღო გახსნა და მოიყიდა, იქამდე სვამდა სანამ გონება არ დაკარგა.
თათიამ გამოცდები წარმატებით ჩააბარა და სამხატვრო აკადემიაში დაიწყო სწავლა.
ალექსანდრე ბიჭბში ჩხუბში მოჰყვა, შემთხვევით ერთერთი მსუბუქად დაჭრა დანით რის გამოც დააპატიმრეს, თუმცა გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს, მაგრამ ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს და როცა გაიგო რომ თათია სრულიად მოულოდნედ მისი სასამართლო პროცესის მერე გაცვლითი პროგრამით საფრანგეთში წავიდა ლამის შეიშალა

№1 სტუმარი ელა1

ნიაკო რა გითხრა არ ვიცი მართლა ემოიცური იყო და თან ძალიან გაგიკვურდა და არ მოველიდი ასეთ რამეს❤❤.ალექსისა და თათიაზე მაქვს საუბარი.მაგრამ მგონია რო საბოლოოდ მაინც ერთად იქბებიან მჯერა რაღაცა ისეთ მოიფიქრებ ან თათია მივა ალექსთან საკუთარი ფეხით ან ალექსი დადაბიჯებს თავის მოყვარეობას და წავა თათიასთან.რაც შეეღება ლილეს და ბექას მგონი სწორედ მოიქეცი რო ერთმანეთს ამჯამად დააშორე .უფრო გაარკვებიან თავიანთ თავებში და დარწმუნდებიან რა უნდათ ცხოვრებაში.❤❤

№2 სტუმარი ელა1

შემდეგს როდის დადებ?

№3  offline მოდერი ნეაკო

ელა1
ნიაკო რა გითხრა არ ვიცი მართლა ემოიცური იყო და თან ძალიან გაგიკვურდა და არ მოველიდი ასეთ რამეს❤❤.ალექსისა და თათიაზე მაქვს საუბარი.მაგრამ მგონია რო საბოლოოდ მაინც ერთად იქბებიან მჯერა რაღაცა ისეთ მოიფიქრებ ან თათია მივა ალექსთან საკუთარი ფეხით ან ალექსი დადაბიჯებს თავის მოყვარეობას და წავა თათიასთან.რაც შეეღება ლილეს და ბექას მგონი სწორედ მოიქეცი რო ერთმანეთს ამჯამად დააშორე .უფრო გაარკვებიან თავიანთ თავებში და დარწმუნდებიან რა უნდათ ცხოვრებაში.❤❤

მიხარია ელა ასე რომ ფიქრობ ❤❤❤❤❤თათია ალექსის და თათიას ურთიერთობა ბოლო თავში გაირკვევა საბოლოოდ, ლილე ბექასიც.

საბოლოო თავს კი 10 ივლის დავდებ და ამჯერად მართლა დავასრულებ ამ ისტორიას :დ ❤❤❤❤

№4 სტუმარი ელა1

იცი ნეაკო ალბათ ყველას გაუკვირდება მაგრამ ნაწილობრივ ალექსისაც მესმის და თათიასუც.მაგალითათ თათია ალექსთან დაშორობით რაღაცას გაურბის და ეშინია დაცდილობს მიზეზად სწავლა გამოიყენოს მე ასე ვფიქრომ.ხოლო ალექსის კი არ აშინებს და აბნევს რო მათი კორწინება ასე დასრულდა და თათიამ სამაგიერო გადაუხადა .უფრო ის აღელვებს რო სწავლას საფრანგეთში გააგრძელევს და იქ ახალ ცხობრებას დაიწყებს და სხვას შეხვდება და შეუყვარდება ეს არის ჩემი ვარაუდები და თუ მეთანხმები კარგია თუ არადა ესეც არ არის პრობლება❤❤

№5 სტუმარი ანუ

დამღალეს :/

№6 სტუმარი ნი

უკვე მარაზმიააა ამათი ურთიერთობაა წადი მოდი მიყვარხარ არ მიყვარხარ დრო მეირდებაა და ა.შ. არ იმსახურებენ ერთმანეთს და რაღას აწვალებენ საკუთარ თავებს, ადამიანს როცა პატიობ და გიყვარს მასთან ყოფნაც გინდაა და არ აქვს მნიშვნელობა არაფერს მაგრამ თათიას არ უყვარს ალექსიი და ბოლომდეც არ უპატიებიაა, აი ყველაზე უაზრო პერსონაჟია თათიაა ვითომდა ამ თავისი პრინციპებით რომელიც საერთოდ არ გააჩნიააა.

№7 სტუმარი სტუმარი nazi

კარგი იყო ველოდები შემდეგს❤

№8 სტუმარი ელა1

nene gelovani
ბოლო რამდენიმე თავი ახლა წავიკითხე და მთლიანად მიმოვიხილავ.
ლილემ საშინლად გამიცრუა იმედი. მინდოდა რომ თავისთავად მომხდარიყო მისი გრძნობების გახუნება ბექას მიმართ. კაცის და "ჩვარის" გარჩევა უნდა შეგეძლოს ადამიანს და სამწუხაროა, რომ ლილეს არ შეუძლია.
კიდევ ერთ დეტალზე ვიტყვი, ზნედაცემული ქალივით მოვიქეციო, რომ უთხრა ბექას. ნეტა იმ დღეს მოვესწრებოდე საქართველოში ქორწინების გარეშე კავშირი ზნედაცემულობად რომ არ ჩაითვლება და თან რატომღაც მხოლოდ ქალის მხრიდან. დავიღალე უკვე ამაზე ლაპარაკით. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთ საზოგადოებაში მიწევს ცხოვრება და ასევე ვწუხვარ, რომ რამდენიმე ათეული წლით ჩამოწჩება ჩემი ქვეყანა განვითარებულ, წინ წასულ და თავისუფალ ქვეყნებს. ამას შენი მისამართით არ ვამბობ ნეაკო, ხვდები ალბათ. გასაგებია, რომ პერსონაჟად გყავს აღებული საშუალო სტატისტიკური, ძალით ტანჯულა გოგო და მას ეს ტექსტები უხდება.

ლიკას და ზაზას ამბავი გამიხარდა. ამის გარდა, ირინას ლიკასადმი დამოკიდებულებაც მომწონს.
თათიას და ალექსანდრეს მოვლენები ლოგიკურად ვითარდება. სხვათაშორის, არ ვიცი ეს მარტო მე მჭირს თუ სხვებსაც, მაგრამ გოგოს უმოქმედობის გამო გადაღლილი ბიჭი რო გაიბუსხება ხოლმე მაგაზე კითხვა ძალიან მართობს :დ ახლა თუ წახვალ აღარასოდეს მოვალ შენთანო, რომ უთხრა, ამ ნაწილს ვგულისხმობ. ამის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ზოგიერთი მწერალი ძალიან საინტერესოდ აღწერს ხოლმე. ანუ როცა ბიჭი აღარ აქტიურობს და აქეთ გაბუტულია. თუმცა რადგან ერთი თავიღა დარჩა, ალბათ მაგის დროც აღარაა.
დაველოდები დასასრულს. ლილეზე ხელი ჩავიქნიე საბოლოოდ და ამის შემდეგ რაც არ უნდა გააკეთოს გადახაზული პერსონაჟია ჩემთვის. ზაზათი და ლიკათი ტკბობას კიდე სიამოვნებით გავაგრძელებ, სადამდეც საშუალება იქნება.

ნენე რას ვიზამთ ასეთია დღეს ცხოვრება ჩვენ ქვეყანაში თუ ქალმა ისეთი ნაბიჯი გადადგა რასაც ქვია ურთიერთობა ქორწინების გარეშე რას ლაპარაკობ თავი აქვს მოჯრილი მასაც და მის ოჯახს.ან მაგალიტზე ავუღოთ განათხოვარ ქალზე საერთოდ ძედმეტია ლაფარაკი ჩვენს ქვეყანაშიგანათხოვარ ქალს მეირედ რო შექმნას ოჯახი რატომხაც ესეც მიუღებელია ზოგიერთ ზოგიერთებისთვის.ბოდიში თუ ვინმეს ვაწყენინე მაინც უნრავლისოვა ქალია ან დედა

№9 სტუმარი სტუმარი თიკო

ლილეს რა უნდა ვერ ვხვდები, ოღონდ მართლა. აქამდე ვუგებდი. ამერიკაში რომ წავიდა, ვიფიქრე ისწავლის მაინც და ბექას და ვანოს მიივიწყებს-თქო. მაგრამ რომ მესმის მისი, ზუსტად მაშინ იტყვის იმ დონის სისულელეს, მაშინვე მავიწყდება მის მიმართ სიმპათია. როცა ჭკვიანი მგონია მაშინ წამოაძახებს ხოლმე იმ ღამეს. ან ისეთი იყო მართლა ვერ დაივიწყა, ან მაგ გოგოს საქმე წასულია. ყველა რომ ეგრე, და მაგის გამო გლოვობდეს, მაშინ... დამღალა მაგ გოგომ. უაზრო, პატარა, სულელი გოგოა, რომელსაც თვითონაც ვერ გაუგია რა უნდა და ვის რა უნდა შესჩივლოს? ბექაც ზუსტად ეგეთია. არც მიდის, არც თავს ანებებს. ლილეს ადგილას რომ ვიყო, ხომ ამბობს აღარ მიყვარხარო, საერთოდ ისეთს დავმართებდი ჩემსკენ თვალს ვერ გამოაპარებდა. იგივეს ვფიქრობ თათიაზე და ალექსზეც. არცერთი პერსონაჟი არაა დალაგებული. თათია იძახის, რომ დრო სჭირდება, მერე წამოაყვრია დავასრულოთო, მერე შენი გაშვება არ მინდაო. ეს ალექსანდრეც, ხელს არ შეგიშლი და თავისუფლებას არ შეგიზღუდავო და თავში გიწერია ამ ყველაფერს აქტიურ წინააღმდეგობას უწევდაო. აი, ბოლოს ხომ საერთოდ ცუდად გავხდი. ლამის ავყირავდი რომ წავიკითხე როგორ გაიბუტა თათია იმის გამო რომ ალექსი უამინდობის გამო გერმანიაში თუ სადღაც ჩარჩა. რა უაზრობებზე იბუტება ზოგიი... თავის დროზე ,,გაბუტულიყო" რაებსაც უკეთებდა ალექსი, იქნებ არ მისულიყვნენ ამ დონემდე. ლილემ კიდევ გამაღიზიანა. ჯერ ამტკიცებს ჩემი სურვილით მოხდაო, მერე ვითომ ვანოს მიმართ გრძნობები ჰქონდა, ახლა თავს იდანაშაულებს იმაში რაც რეალურად თვითონ გააკეთა, თავისი სურვილით. ან საერთოდ რა გააკეთა? უფროსოწრად ბექას გადმოაბრალა უცებ. თურმე ბექას გამო დაწვა ვანოსთან. ვერ ვპოულობ ვერანაირ ლოგიკურ ახსნას, საერთოდ ვერ ვპოულობ ვერაფერს რომ როგორმე ამ გოგოს თითოეული სიტყვა ერთმანეთს დავუკავშირო სწორად. რატომ უნდა იგლოვო ქორწინების გარეშე ღამე. რა შუა საუკუნეებში ჩარჩენილი ვინმეა. ბექა ხომ ლონდრეა და ასე იქნება. რა იყო ეს შუა გაწამაწიაში ბეჭდის ამოღება, ვითომ მაშინვე თითზე წამოიცვამდა ლილე. თუ ისედაც არეული ლილეს უარესად არევა სურდა? ბექა ალექსს ჰგავს, ლილე - თათიას. ამ ისტორიაში მხოლოდ ზაზა/ლიკა მომწონს და მათი ახალი ამბავი. ერთი სული მაქვს გავიგო მომდევნო ბავშვი ამათზე ჭკვიანი თუ იქნება, ან უარესი. თუ ეგეც მათნაირი არანორმალური იყო, როგორც ზაზა ამბობს, უნდა იშვილონ მომდევნო. არ ამართლებს მაგათი გენი და, ჰა :დ:დ წარმატებები!❤❤❤

№10 სტუმარი ელა1

ყველაზე მეტატ ასეთ დროს ქალები ზარალდებიან.

№11  offline მოდერი ნეაკო

ანუ
დამღალეს :/

ვიცი :D ❤❤❤

საინტერესო შეფასებაა შენი მხრიდან, მითუმეტეს რომ წინა კიმენტარში აღნიშნე ალექსი თათიას ისტორიას არ ვკითხულობო :დ ანუ მაინც წაგეკითხინა და მიხარია.
ეს კომენტარი კრიტიკული შეფასეება თუ დადებითი არ ვიცი და ცოტა დავიბენი, თუმცა მგონი ეს ისტორია თავიდანევე განწირული იყო... ❤❤❤❤❤
ლილეს იმ მიზეზით არ ვათქმევინე ეგ სიტყვები რაზეც შენ აქცენტი გააკეთე, მე სხვა რამ ვიგულისხმე ( ანუ ქორწინების გარეშე რომ იწვა სხვასთან მაგაზე არ დარდობს) უბრალოდ ბექა რომ უყვარდა და მაინც სხვასთან წავიდა მქგას განიცდის ანუ...და რომ ნანობს ამ ნაბიჯს რადგან ვანო არც უყვარს და არც მოწონს დიდად-ეს ვიგულისხმე. ( თუმცა ლილეს პერსონაჟი თავად გავაპრობლემურე და ახლა ნებისმიერი სახის კრიტიკას ვიმსახურებთ :დ :დ)
ალექსი თათიას ურთიერთობას ბოლო თავში გავარკვევ, რამდენად შევძლებ რომ ლოგიკურად დავასრულო არ ვიცი ( არ მგონია ყველას მოეწონოს და ყველასთვის მისაღები იყოს მაგრამ როგორც მგონია რომ სწორია ისე დავწერ) არ გამიკივირდება კრიტიკა :დ
ალექსის გაბუტვა ცოტა ხანს გაგარძელდება მხოლოდ

№12  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი თიკო

გასაგებია შენი აზრი ამ საკითხზე ❤❤❤ჯანსაღი კრიტიკაა და სრულიად მისაღები, გასაგები და ლოგიკური...ლილეს პერსონაჟი ზედმეტად ავრიწ და მართლა ვერ ვალაგებ მის სიტუაციას და სრულიად არ მიკვირს ასეთი შეფასება მისადმი ( ანუ ჩემი :დ)
ალექსი თათიას წყვილს რაც შეეხება აქ ყველაფერი თავიდან ბოლომდე მქონდა, ასე რომ ვთქვათ გათვლილი და ( მაინც არ მიკვირს ასეთი შეფასება ამ წყვილის)
ამ სიტორიის ასე რთულად წარმართვა და არევა არ მინდოდა მაგრამ წერისას ამერია ცოტა ყველაფერი, თუმცა ბოლო თავში როგორც მოვაზერხებ ისე დავალაგებ სიტუაციას და კრიტიკასაც გავუძლებ :დ

nene gelovani
ნეაკო
ანუ
დამღალეს :/

ვიცი :D ❤❤❤

nene gelovani
ბოლო რამდენიმე თავი ახლა წავიკითხე და მთლიანად მიმოვიხილავ.
ლილემ საშინლად გამიცრუა იმედი. მინდოდა რომ თავისთავად მომხდარიყო მისი გრძნობების გახუნება ბექას მიმართ. კაცის და "ჩვარის" გარჩევა უნდა შეგეძლოს ადამიანს და სამწუხაროა, რომ ლილეს არ შეუძლია.
კიდევ ერთ დეტალზე ვიტყვი, ზნედაცემული ქალივით მოვიქეციო, რომ უთხრა ბექას. ნეტა იმ დღეს მოვესწრებოდე საქართველოში ქორწინების გარეშე კავშირი ზნედაცემულობად რომ არ ჩაითვლება და თან რატომღაც მხოლოდ ქალის მხრიდან. დავიღალე უკვე ამაზე ლაპარაკით. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთ საზოგადოებაში მიწევს ცხოვრება და ასევე ვწუხვარ, რომ რამდენიმე ათეული წლით ჩამოწჩება ჩემი ქვეყანა განვითარებულ, წინ წასულ და თავისუფალ ქვეყნებს. ამას შენი მისამართით არ ვამბობ ნეაკო, ხვდები ალბათ. გასაგებია, რომ პერსონაჟად გყავს აღებული საშუალო სტატისტიკური, ძალით ტანჯულა გოგო და მას ეს ტექსტები უხდება.

ლიკას და ზაზას ამბავი გამიხარდა. ამის გარდა, ირინას ლიკასადმი დამოკიდებულებაც მომწონს.
თათიას და ალექსანდრეს მოვლენები ლოგიკურად ვითარდება. სხვათაშორის, არ ვიცი ეს მარტო მე მჭირს თუ სხვებსაც, მაგრამ გოგოს უმოქმედობის გამო გადაღლილი ბიჭი რო გაიბუსხება ხოლმე მაგაზე კითხვა ძალიან მართობს :დ ახლა თუ წახვალ აღარასოდეს მოვალ შენთანო, რომ უთხრა, ამ ნაწილს ვგულისხმობ. ამის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ზოგიერთი მწერალი ძალიან საინტერესოდ აღწერს ხოლმე. ანუ როცა ბიჭი აღარ აქტიურობს და აქეთ გაბუტულია. თუმცა რადგან ერთი თავიღა დარჩა, ალბათ მაგის დროც აღარაა.
დაველოდები დასასრულს. ლილეზე ხელი ჩავიქნიე საბოლოოდ და ამის შემდეგ რაც არ უნდა გააკეთოს გადახაზული პერსონაჟია ჩემთვის. ზაზათი და ლიკათი ტკბობას კიდე სიამოვნებით გავაგრძელებ, სადამდეც საშუალება იქნება.

საინტერესო შეფასებაა შენი მხრიდან, მითუმეტეს რომ წინა კიმენტარში აღნიშნე ალექსი თათიას ისტორიას არ ვკითხულობო :დ ანუ მაინც წაგეკითხინა და მიხარია.
ეს კომენტარი კრიტიკული შეფასეება თუ დადებითი არ ვიცი და ცოტა დავიბენი, თუმცა მგონი ეს ისტორია თავიდანევე განწირული იყო... ❤❤❤❤❤
ლილეს იმ მიზეზით არ ვათქმევინე ეგ სიტყვები რაზეც შენ აქცენტი გააკეთე, მე სხვა რამ ვიგულისხმე ( ანუ ქორწინების გარეშე რომ იწვა სხვასთან მაგაზე არ დარდობს) უბრალოდ ბექა რომ უყვარდა და მაინც სხვასთან წავიდა მქგას განიცდის ანუ...და რომ ნანობს ამ ნაბიჯს რადგან ვანო არც უყვარს და არც მოწონს დიდად-ეს ვიგულისხმე. ( თუმცა ლილეს პერსონაჟი თავად გავაპრობლემურე და ახლა ნებისმიერი სახის კრიტიკას ვიმსახურებთ :დ :დ)
ალექსი თათიას ურთიერთობას ბოლო თავში გავარკვევ, რამდენად შევძლებ რომ ლოგიკურად დავასრულო არ ვიცი ( არ მგონია ყველას მოეწონოს და ყველასთვის მისაღები იყოს მაგრამ როგორც მგონია რომ სწორია ისე დავწერ) არ გამიკივირდება კრიტიკა :დ
ალექსის გაბუტვა ცოტა ხანს გაგარძელდება მხოლოდ

ტყუილი რომ არ გამომივიდეს, თათიას და ლექსოს მომენტები სულ ხტუნვა-ხტუნვით მაქვს გავლილი joy ამ თავში ცოტა მეტი შემომეკითხა ნამდვილად. სამაგიეროდ, ლიკას და ზაზას არც ერთ სიტყვას არ ვტოვებ.
პირადად ჩემთვის, ამ ისტორიის ნებისმიერი სახით განვითარებაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი ისაა, რომ კიდევ ერთი "იძულებითი ქორწინება" დაიწეროს, მსგავსი ხარისხის. დიდი პოტენციალი გაქვს ამის და იმედია გარისკავ ოდესმე.თან ბევრმა გთხოვეთ +35 წყვილზე დაწერა და ესეც იმედია გამოვა. ზოგადად, ძალიან მიყვარს ჩახლართული და პრობლემური ისტორიები. თუ ლოგიკას ექვემდებარება პერსონაჟების ქცევები, მაშინ არ მბეზრდება კითხვა. ჰეფი ენდზე მეტადაც კი მიყვარს უშუალოდ ამ პრობლემებთან ბრძოლის მომენტები.

არ ვიცი კიდევ დავწერ თუ არა, რთულია ჩემთვის ეს ყველაფერი, მითუმეტეს ,,იძულებითის" ნაირი ისტორიი წერა წარმოუდგენელია ოღონდ მართლა.
ლოგიკას რაც შეეხება ეს იიტორია ნამდვილად ა-ლოგიკურია და სწორედ ამიტომ დავწერე... თუმცა ძალიან გავართულე ყველაფერი და მე თაცვად მიჭირს ყველაფერის დალაგება.
ახალ ისტორიას დავიწყებ თუ არა ზუსტად არ ვიცი, ან რამდენად ლოგიკურს... თუ რამე იდეა მოვა გონებაში შეიძლება ისევ დავწერო❤❤❤❤❤❤❤
+ 35 ზე ბევრს ვფიქრობ და არ ვიცი ამ საკითხზე ზუსტად რა გითხრა, თუმცა მთავარ წყვილად ალბათ ვერ წავიყვან.

სტუმარი nazi
კარგი იყო ველოდები შემდეგს❤

მადლობა ❤❤❤❤❤❤

№13 სტუმარი სტუმარი დაკო

ვაიმე ხომ შეიხლება ალექსის და თათიას ურთიერთობა დალაგდეს ბოლოსდაბოლოს????????????????????????აი ეხლა შერიგდებიან ეხლა შერიგდებიანთქო და აიი მაინც ადგილს ტკეპნიან.

№14 სტუმარი სტუმარი ნინა

მე პერსონაჟბს ვეხები და არა ავტორს იმედია არ გეწყონება რასაც დავწერ :დ
ლილე კლასიკური მაგალითია იმის რომ საკუთარ შისტერეს სხვას აბრალებენ, აი შენ რომ არ გაგეგდე მე ვანოსთან არ დავწვებოდიო, ეს შენი ბრალია. ლილე-ბექა ერთმანეთვითვის ვერ უგებენ ეს რას ამბობს ის ვერ იგებს და პიროქით, რაც ნებისმიერ ურთიერთობაში დამღლელია.
თათია რომელმაც ბოლომდე ვერ აპატია ალექს ამიტომაც შანსი ნახა თუ არა გაიქცა , და როგორც წყვილი ესენიც არ აიან ერთმანეთისვის, და არ მესმის ამ წყვილის ერთად ყოფნა რატომ უნდა მინდოდეს? თათას შეუყვარდა მაგრამ ალექსმმა შურისძიებისთვის გამოიყენა დაამცირა, მერე გაიაზრა რომ უყვარს და ბლა ბლა ბლა. რეალურად ვიღაცამ ესე რომ დაგამცირონ, თქვენი გრძნობებით ითამაშონ, ესე მოგაყენოთ და ტკივილი მოგაყენონ ვერც აპატიებთ და არც აპატიებთ სიყვარულის სახელით.
ავტორი შენ ხარ და შენ გადაწყვიტავ თუ რას იზამ რა როგორ დააასრულებ. (მე როგორც მკითხველი ნებისმიერ დასასრულს მივიღებ).

№15 სტუმარი სტუმარი თიკო

სიმართლე რომ გითხრათ ცოტა იმედი გამუცრუვდა ამ თავით, დავიწყებ ლილეთი, ძალიან შტერი გოგოა, არც კი ვიცი რა ვთქვა, ქალებს აშკარად თავმოყვარეობის პრობლემა აქვთ ამ ისტორიაში, ბექას და ლილეს დიალოგზე არც კი ვიცი რა ვთქვა, ბექა არის ჩვეულებრივი, ტიპიური ნაძირალა, ლილე უთავმოყვარეო, შტერი გოგო. დამიჯერე ბევრად უკეთესი იქნებოდა, ლილეს ამბავი სხვაგვარად წარგემართა, თუნდაც იმ ბიჭთან, ვანოსთან, რომელიც ერთადერთი ნორმალური კაცია ამ ისტორიაში.
რაც შეეხება თათიას და ალექსს, სულ აირივნენ, თათიამ თვითონაც კი არ იცის რა უნდა საერთოდ, ძალიან დამღლელი პერსონაჟია. ადამიანს, მითუმეტეს, საყვარელ ადამიანს ან პატიობ, ან არა! წრეზე ტრიალებენ 33 თავია უკვე.
მაპატიე ნეაკო ეს კომენტარი, მაგრამ იმედია მიიღებ და არ გაბრაზდები. წარმატებები

№16  offline წევრი თათია-თათა

დღეს დადებთ ბოლო თავს?

№17  offline მოდერი ნეაკო

მეგობრებო მადლობა ყველას გამოხმურებისთვის და აზრის გაზირებისთვის, მნიშვნელობა არ აქვს კრიტიკულია ეს შეფასება თუ დადებითი მთავარია რომ მიწერთ თქვენს აზრს და მიზიარებთ განცდილ ემოციებს ❤❤❤❤❤❤❤ ❤❤❤❤ ( ნეტა ყველა თქვენსავით ჯანსაღ კრიტიკულ შეფასებას მიწერდეს )

ახლა ჩემი გადაწყვეტილება უნდა გავამხილო...

რადგან ბოლო თავში ვიცი ხოლმე ყველა პრობლემის მოგვარება, სიტუაციის დალაგება და გადახტომა მოვლენებზე, რაც მკითხველს ისეთ განცდას გიტოვებთ თითქოს დაგაკლდათ ემოცია, გრძნობები და ურთიერთობები...

ბევრი ფიქრის მერე გადავწყვიტე რომ ეს იატორია გავაგრძელო თავებად

მანამ სანამ ჩემივე არეულ სიტუაციას ლოგიკურად და მართებულად არ დავალაგებ ❤❤❤❤❤❤❤

ვიცი დაგღალეთ, მაგრამ ვინც დავწერ... მინდა შემდგარი იყოს საბოლოო ჯამში და არა ისეთი თითქოს უბრალოდ თავიდან ვიშორებ ამ ისტორიას.

მოკლეთ მადლობა ყველას ვინც მომყვებოდით აქამდე... იღლლებით და მაინცვაგრძელებდით კითხვას და აზრის გამოხატვას....და მათ ვინც ალბათ ისევ გამომყვებით ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

თათია-თათა
დღეს დადებთ ბოლო თავს?

ხვალ თავდებ შემდეგს და იქამდე დავწერ სანამ ყველაფერს ლოგიკურ ფინალამდე არ მივიყვან, მიხარია რომ მელოდები ❤❤❤❤❤

№18 სტუმარი ელა1

მიხარია შენი გადაწყვეტილება ნეაკო ასეთი შტაბეჯდილობა მჩებოდა რო ამ ისტორიას რაღაცა აკდა და არ მინდოდა დაგემთავრებინა ასე უცებ.❤❤

№19 სტუმარი სტუმარი nazi

გამიხარდა ძალიან ვერ შეველეოდი თათიას და ალექსის ასეთ სიტუაციას ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება რომ ალექსი აწვალოს ცოტა თათიამ მოკლედ ველოდები როგორ განვითარდება მოვლენები წარმატებები გამახარე ძალიან ❤❤❤❤❤❤

№20 სტუმარი სტუმარი ელენე

ლიკას ორსულობა როგორ გამმიხარდა heart_eyes
კომენტარებიდან მივხვდი, რომ ახალი ისტორიის დაწყებას არ აპირებ, მართალი ვარ? flushed

და კიდევ, ჩემი აზრით არ იქნება მართალი ამ ისტორიის ზედემტად გაწელვა. 33-ე თავია უკვე და ძალიან გადაიღეჭა სიტუაცია. ლოგიკურ ფინალამდე მისასვლელად ბევრი თავის დამატება კი არაა აუცილებელი, კარგად მოფიქრება და ერთი დიდი თავის დედაებაც ეყოფა. ნუ ეს ჩემი აზრია, მაგრამ ამ შემთხვევაში მგონია რომ მართლა ძალიან გაიწელა რა და კიდე თუ გაწელვას აპირებ უარესია confused
წარმატებები kissing_heart

№21 სტუმარი სტუმარი კირა

ნეაკო
მაინცვაგრძელებდით

მე ძალიან გამახარა შენმა გადაწყვეტილებამ და საერთოდ არ იქნება მოსაბეზრებელი კიდევ რამოდენიმე თავს თუ დადებ. ????

№22  offline მოდერი ნეაკო

ელა1
nene gelovani
ბოლო რამდენიმე თავი ახლა წავიკითხე და მთლიანად მიმოვიხილავ.
ლილემ საშინლად გამიცრუა იმედი. მინდოდა რომ თავისთავად მომხდარიყო მისი გრძნობების გახუნება ბექას მიმართ. კაცის და "ჩვარის" გარჩევა უნდა შეგეძლოს ადამიანს და სამწუხაროა, რომ ლილეს არ შეუძლია.
კიდევ ერთ დეტალზე ვიტყვი, ზნედაცემული ქალივით მოვიქეციო, რომ უთხრა ბექას. ნეტა იმ დღეს მოვესწრებოდე საქართველოში ქორწინების გარეშე კავშირი ზნედაცემულობად რომ არ ჩაითვლება და თან რატომღაც მხოლოდ ქალის მხრიდან. დავიღალე უკვე ამაზე ლაპარაკით. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთ საზოგადოებაში მიწევს ცხოვრება და ასევე ვწუხვარ, რომ რამდენიმე ათეული წლით ჩამოწჩება ჩემი ქვეყანა განვითარებულ, წინ წასულ და თავისუფალ ქვეყნებს. ამას შენი მისამართით არ ვამბობ ნეაკო, ხვდები ალბათ. გასაგებია, რომ პერსონაჟად გყავს აღებული საშუალო სტატისტიკური, ძალით ტანჯულა გოგო და მას ეს ტექსტები უხდება.

ლიკას და ზაზას ამბავი გამიხარდა. ამის გარდა, ირინას ლიკასადმი დამოკიდებულებაც მომწონს.
თათიას და ალექსანდრეს მოვლენები ლოგიკურად ვითარდება. სხვათაშორის, არ ვიცი ეს მარტო მე მჭირს თუ სხვებსაც, მაგრამ გოგოს უმოქმედობის გამო გადაღლილი ბიჭი რო გაიბუსხება ხოლმე მაგაზე კითხვა ძალიან მართობს :დ ახლა თუ წახვალ აღარასოდეს მოვალ შენთანო, რომ უთხრა, ამ ნაწილს ვგულისხმობ. ამის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ზოგიერთი მწერალი ძალიან საინტერესოდ აღწერს ხოლმე. ანუ როცა ბიჭი აღარ აქტიურობს და აქეთ გაბუტულია. თუმცა რადგან ერთი თავიღა დარჩა, ალბათ მაგის დროც აღარაა.
დაველოდები დასასრულს. ლილეზე ხელი ჩავიქნიე საბოლოოდ და ამის შემდეგ რაც არ უნდა გააკეთოს გადახაზული პერსონაჟია ჩემთვის. ზაზათი და ლიკათი ტკბობას კიდე სიამოვნებით გავაგრძელებ, სადამდეც საშუალება იქნება.

ნენე რას ვიზამთ ასეთია დღეს ცხოვრება ჩვენ ქვეყანაში თუ ქალმა ისეთი ნაბიჯი გადადგა რასაც ქვია ურთიერთობა ქორწინების გარეშე რას ლაპარაკობ თავი აქვს მოჯრილი მასაც და მის ოჯახს.ან მაგალიტზე ავუღოთ განათხოვარ ქალზე საერთოდ ძედმეტია ლაფარაკი ჩვენს ქვეყანაშიგანათხოვარ ქალს მეირედ რო შექმნას ოჯახი რატომხაც ესეც მიუღებელია ზოგიერთ ზოგიერთებისთვის.ბოდიში თუ ვინმეს ვაწყენინე მაინც უნრავლისოვა ქალია ან დედა

ამ შემთზვევაში ვფიქრობ რომ ხალხის აზრი ნაკლებ მნიშვნელოვანი უნდა იყოს ჩვენთვის, სხვაგვარად უბრალოდ ბედნიერი ვერ იქნება ადამიანი ,რადგან გამუხმებით ჩვენს ცხოვრებას განიხილავენ ის ადამინები ვისაც საკუთარი არ აქვს

სტუმარი დაკო
ვაიმე ხომ შეიხლება ალექსის და თათიას ურთიერთობა დალაგდეს ბოლოსდაბოლოს????????????????????????აი ეხლა შერიგდებიან ეხლა შერიგდებიანთქო და აიი მაინც ადგილს ტკეპნიან.

დალაგდებიან როგორღაც :დ და მეც გავალ ბოლოში ალბათ ოდესმე ❤❤❤❤❤❤

სტუმარი თიკო
სიმართლე რომ გითხრათ ცოტა იმედი გამუცრუვდა ამ თავით, დავიწყებ ლილეთი, ძალიან შტერი გოგოა, არც კი ვიცი რა ვთქვა, ქალებს აშკარად თავმოყვარეობის პრობლემა აქვთ ამ ისტორიაში, ბექას და ლილეს დიალოგზე არც კი ვიცი რა ვთქვა, ბექა არის ჩვეულებრივი, ტიპიური ნაძირალა, ლილე უთავმოყვარეო, შტერი გოგო. დამიჯერე ბევრად უკეთესი იქნებოდა, ლილეს ამბავი სხვაგვარად წარგემართა, თუნდაც იმ ბიჭთან, ვანოსთან, რომელიც ერთადერთი ნორმალური კაცია ამ ისტორიაში.
რაც შეეხება თათიას და ალექსს, სულ აირივნენ, თათიამ თვითონაც კი არ იცის რა უნდა საერთოდ, ძალიან დამღლელი პერსონაჟია. ადამიანს, მითუმეტეს, საყვარელ ადამიანს ან პატიობ, ან არა! წრეზე ტრიალებენ 33 თავია უკვე.
მაპატიე ნეაკო ეს კომენტარი, მაგრამ იმედია მიიღებ და არ გაბრაზდები. წარმატებები

კი მესმის და არ მიკვირს ასეთი შეფასება, მითუმეტეს არ მწყინს, ყველას თავისებური შეხედულება აქვს ბექა ლილეს საკითხზე და სრულიად მისაღებია ჩემთვის მსგავსი დამოკიდებულება ამ ორისადმი ❤❤❤❤❤

სტუმარი ნინა
მე პერსონაჟბს ვეხები და არა ავტორს იმედია არ გეწყონება რასაც დავწერ :დ
ლილე კლასიკური მაგალითია იმის რომ საკუთარ შისტერეს სხვას აბრალებენ, აი შენ რომ არ გაგეგდე მე ვანოსთან არ დავწვებოდიო, ეს შენი ბრალია. ლილე-ბექა ერთმანეთვითვის ვერ უგებენ ეს რას ამბობს ის ვერ იგებს და პიროქით, რაც ნებისმიერ ურთიერთობაში დამღლელია.
თათია რომელმაც ბოლომდე ვერ აპატია ალექს ამიტომაც შანსი ნახა თუ არა გაიქცა , და როგორც წყვილი ესენიც არ აიან ერთმანეთისვის, და არ მესმის ამ წყვილის ერთად ყოფნა რატომ უნდა მინდოდეს? თათას შეუყვარდა მაგრამ ალექსმმა შურისძიებისთვის გამოიყენა დაამცირა, მერე გაიაზრა რომ უყვარს და ბლა ბლა ბლა. რეალურად ვიღაცამ ესე რომ დაგამცირონ, თქვენი გრძნობებით ითამაშონ, ესე მოგაყენოთ და ტკივილი მოგაყენონ ვერც აპატიებთ და არც აპატიებთ სიყვარულის სახელით.
ავტორი შენ ხარ და შენ გადაწყვიტავ თუ რას იზამ რა როგორ დააასრულებ. (მე როგორც მკითხველი ნებისმიერ დასასრულს მივიღებ).

მადლობა აზრის გაზიარებისთვის, გეთანხმებით რეალურად ალბათ მსგავსი რამ გამორიცხულია, ვინმემ ასე გატკინოს და შენ აპატიო ეს დამცირება... ლილე ბექას ამბავისც სწორედ ასეა ერთმანეთის ჯერ კიდევ არ ესმით ❤❤❤

სტუმარი ელენე
ლიკას ორსულობა როგორ გამმიხარდა heart_eyes
კომენტარებიდან მივხვდი, რომ ახალი ისტორიის დაწყებას არ აპირებ, მართალი ვარ? flushed

და კიდევ, ჩემი აზრით არ იქნება მართალი ამ ისტორიის ზედემტად გაწელვა. 33-ე თავია უკვე და ძალიან გადაიღეჭა სიტუაცია. ლოგიკურ ფინალამდე მისასვლელად ბევრი თავის დამატება კი არაა აუცილებელი, კარგად მოფიქრება და ერთი დიდი თავის დედაებაც ეყოფა. ნუ ეს ჩემი აზრია, მაგრამ ამ შემთხვევაში მგონია რომ მართლა ძალიან გაიწელა რა და კიდე თუ გაწელვას აპირებ უარესია confused
წარმატებები kissing_heart

სწორედ ასეა, გარკვეული პერიოდი ახალი ისტორიის წერას არ ვგეგმავ... ზოგადად არ ვიცი ნამდვილად, კიდევ დავწერ თუ არა.
ამ ისტორიას რაც შეეხება, კიდევ ვაპირებ რამდენიმე თავის დაწერას, რადგან დრო არ მაქვს და რასაც ვწერ იმაზე დიდ თავებს ფიზიკურად ვერ დავწერ, შესაბამისად გამოვა უფრო მეტი ვიდრე მინდოდა ❤❤❤❤

სტუმარი nazi
გამიხარდა ძალიან ვერ შეველეოდი თათიას და ალექსის ასეთ სიტუაციას ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება რომ ალექსი აწვალოს ცოტა თათიამ მოკლედ ველოდები როგორ განვითარდება მოვლენები წარმატებები გამახარე ძალიან ❤❤❤❤❤❤

მიხარია რომ მოგწონს და ელოდები ამ ისტორიის გაგრძელებას ❤❤❤❤❤❤

№23 სტუმარი სტუმარი ხატია

ძალიან კარგია,მაგრამ ამდენი ლოდინი ინტერესს აკარგვინებს მკითხველს //

№24  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი კირა
ნეაკო
მაინცვაგრძელებდით

მე ძალიან გამახარა შენმა გადაწყვეტილებამ და საერთოდ არ იქნება მოსაბეზრებელი კიდევ რამოდენიმე თავს თუ დადებ. ????

მიხარია ასე რომ ფიქრობ ❤❤❤❤❤❤

სტუმარი ხატია
ძალიან კარგია,მაგრამ ამდენი ლოდინი ინტერესს აკარგვინებს მკითხველს //

უფრო ხშირად ვერ მიხერხდება წერა და ატვირთვა სამწუხაროდ ❤❤❤

№25 სტუმარი Anj

Rodis dadeb

№26  offline მოდერი ნეაკო

Anj
Rodis dadeb

დღეს საღამოს❤❤❤

№27 სტუმარი სტუმარი ელენე

აუ რა ცუდია. disappointed_relieved
არ მეგონა თუ შეწყვიტავდი წერას. ცოტა ჩვენზეც ხომ არ ხარ ნაწყენი? disappointed_relieved

№28  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ელენე
აუ რა ცუდია. disappointed_relieved
არ მეგონა თუ შეწყვიტავდი წერას. ცოტა ჩვენზეც ხომ არ ხარ ნაწყენი? disappointed_relieved

არა, ასე არაა ❤❤❤❤❤❤❤
იძულებითის კომენტარები გადავიტანე და მაინც ჯიუტად ვწერდი და ეს თქვენი უწყინარი შენიშვნები და კრიტიკა როგორ უნდა მეწყინოს თან ისე რომ ამის გამო აღარ დავწერო?- სრულებითაც არა ჩემო ძვირფასო❤❤❤❤❤უბრალოდ ამ ეტაპზე წერის მუღამში აღარ ვარ, ცოტა პირადის თემაცაა...
თუმცა თუ რამე იდეა მოვა, აუცილებლად დაგიბრუნდებით, არ მგონია უთქვენოდ დიდხანს გავძლო, მაგრამ ამ ეტაპზე ასე მირჩევნია ❤❤❤❤❤❤❤❤❤

№29 სტუმარი სტუმარი ხათუნა

ძალიან მომეწონა მარა თათიას ცოტა მეტი მოსდის ალექსი ხომ მიხვდა თავის დანაშაულს. იმედია ბოლოს ერთად დარჩებიან

№30  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ხათუნა
ძალიან მომეწონა მარა თათიას ცოტა მეტი მოსდის ალექსი ხომ მიხვდა თავის დანაშაულს. იმედია ბოლოს ერთად დარჩებიან

მიხაირა რომ მოგწონს ❤❤❤❤❤

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent