შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სწორი არჩევანი (18-თავი)


8-07-2021, 17:05
ავტორი esel
ნანახია 1 383

რეზი ჩაბნელებულ ოთახში ზის, რომელსაც მხოლოდ ერთი ნათურა ანათებს. სკამზე მოშვებული ზის და მაგიდაზე თითებს ათამაშებს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორი დღეა რაც აქ არის და წესიერად არც უძინია სახეზე დაღლილობა მაინც არ ეტყობა, არც მოუთმელობა, მშვიდად ზის და მოვლენების განვითარებას ელის. კარები იღება იქიდან კი ორმაცდაათ წლამდე, დაბალი ოდნავ გაჭაღარავებული კაცი შემოდის. მისი და რეზის თვალები ერთმანეთს ხვდება, კაცი მზერას აშორებს თავს უიმედოდ აქნევს და კარებს ფრთხილად ხურავს, მაგიდასთან ნელი ნაბიჯით მიდის, ჩანთას მაგიდაზე დებს და ნელა ჯდება, თითქმის ყოყმანით
- კამერები გამორთულია - ამბობს და კამერაზე ანიშნებს
- შევამჩნიე - პასუხობს რეზი დაბალი ხმით და ორივე ჩუმდება. რამდენიმე წუთი ხმას არცერთი არ იღებს და სამარისებულ სიჩუმეში, რეზი ცდილობს მის წინ მჯდომის თავში შეძვრეს და მისი ამ სიჩუმის მიზეზი გაიგოს - აბა მეტყვი რა ხდება? ამდენი ხანი რატომ დაგჭირდა ჩემს სანახავად
- ყველაფერი ცუდადაა რეზი - რეზის ჩაეღიმა და გასწორდა
- ვიცი რომ ჩემი საქმე წასულია და აქედან მარტივად ვერ ამოვძვრები, ამოტომ არ მოდიოდი ?
- ეჰ... ყველაფერი უარესადაა - რეზის სახე დაუსერიოზულდა, მის წინ მჯდომი თითქმის არ უყურებდა და ხვდებოდა რომ რაღაც ცუდი მოხდა
- რა იყო სამუდამოდ მსვავენ თუ სასიკვდილო განაჩენი გამომიტანეს უკვე, რა სახე გაქ - კაცს ცალი ხელი მაგიდაზე ედო და ნერვიულად შლიდა და ისევ კრავდა, მეორე ხელი ფეხზე ედო და თვალს არ აცილებდა - გოჩა! - კაცმა საბოლოოდ ახედა რეზის და თვალებში ჩააშტერდა
- შენს გვერდით დაკითხვის ოთახში... სანდრო ყავთ, ისიც დაიჭირეს
- რაა?! - თითქმის იყვირა რეზიმ და გაოცებული მიაშტერდა კაცის დაღლილ თვალებს
- გარეთ ყველაფერი აირია, შენ რომ დაგიჭირეს ერთ საათში თქვენს ბარში შევარდნენ და იქაურობა გაჩხრიკეს, იარაღი იპოვეს და რადგან ის ადგილი სანდროს სახელზეა ისიც დაიჭირეს, ის ადგილი დაკეტეს. შენს სახელზე არსებული საწყობებიც შეამოწმეს და... ერთ-ერთში გვამი იპოვეს
- რა გვამი ის საწყობები ცარიელია - რეზი ცდილობდა მიღებული იმფორმაცია გაეანალიზებინა და მომხდარ ფაქტებს შორის კავშირი ეპოვა
- იმ კაცის გვამია ვინც ვიდეო გამოგიგზავნა, საწყობის მიმდებარე ტერიტორია შეამოწმეს და იარაღიც იპოვეს, შენი იარაღია თითის ანაბეჭდები დაემთხვა
- რეებს მიყვები ხოარ გაგიჟდი
- მართლა ცუდადაა საქმე ყველაფერი დახურეს... მიშოს სახელზე არსებული კომპანიის გარდა
- ეგ კომპანია არაა არალეგალურ საქმეებში გარეული
- მართალია, შენი და სანდორს საქმე ცუდადაა. შეიძლება მართლა სამუდამოდ ჩაგსვან ორივე, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ჯერ ქექვა არ დაუმთავრებიათ ვინ იცის კიდევ რას ამოქექავენ
- მიშო დაალაგებს გარეთ ყველაფერს რომ ვეღარაფერი იპოვონ - გოჩამ უცნაურად შეხედა რეზის - რა იყო მასაც ხომ არ იჭერენ - კითხა აღელვებულმა რეზიმ
- არა მიშო არცერთ საქმეში არ ფიგურირებს, ამ ყველაფრიდან სუფთად გამოვიდა
- ეგ როგორ გავიგო ასე საეჭვოდ რატომ ლაპარაკობ, გინდა თქვა რო მიშომ გაგვყიდა? - რეზის ეცინებოდა და გოჩას აშტერდებოდა
- არა თქვენ სამს დიდი ხანია გიცნობთ და ვიცი რომ მსგავსი არაფერი მოხდება, მაგრამ გარეთ ვიღაც ვიღაცეები ასე ფიქრობენ, მიშო მართლაც საეჭვოდ სუფთა დარჩა ამ ყველაფრიდან
- ეგ არ მაინტერესებს, ამ წლების მანძილზე საკმარისად გავიჩინეთ საჭირო და ძლიერი ნაცნობები, ამ შენობაშიც კი ყოველი მეორე ჩვენზე მიშაობს, მაღალ თანამდებობებზე წამოსკუპებული კოსტუმიანი ტიპებიდანაც საკმაოდ ბევრი გვყავს, ასე რომ რამე ქენით და თაგვივით შეშინებული სახით ნუ მიზიხარ აქ, სიკვდილის ბოლომდე ციხეში ყოფნას არ ვაპირებ
- ეგრე მარტივადაც არ არის ყველაფერი, თქვენ საქმეს ყველა ტელევიზია აშუქებს, გარეთ ყველა ამაზე ლაპარაკობს, ეგ შენი კოსტუმიანი ხალხი თბილად ზიან თავიანთ სკამებზე და ხმას არ იღებენ, არავინ დაგეხმარებათ - რეზის გაეღიმა და სკამის საზურგეს მიეყრდნო
- მითხარი ვინც დახმარებაზე უარს გეტყვის და ერთ წამში მოვიჯენ გვერდით, დარწმუნებული ვარ აქ ამის მსგავსი ბევრი ცარიელი ოთახი აქვთ
- კარგი, მაგ საქმეს ალბათ მოშო მიხედავს, ხო კიდე ის გოგო ყავთ აქ ნუთი, ამოსაცნობად მოიყვანეს
- არაფერს იტყვის - გააწყვეტინა რეზიმ
- დარწმუნებული ხარ? მაგანაც რომ ამოგიცნოს წასულია შენი საქმე, ახლა უნდა გავიდე, ზეგ ციხეში გადაგიყვანენ, პირველი სასამართლოს თარიღი რომ გაირკვევა კიდევ მოვალ, მანამდე კი ჩუმად იყავი.
რეზი ისევ მარტო დარჩა და გონება ახალი ინფორმაციისგან მალე აუფეთქდებოდა, ვერ ხვდებოდა ყველაფერი ასე როგორ აეწყო, აშკარა იყო იმ ვიდეოს გამომგზავნს თავიდანვე რეზის ციხეში ჩასმა ქონდა განზრახული, მაგრამ ახლა ის მკვდარი იყო და მისი სიკვდილიც მას ბრალდებოდა, აშკარა იყო მის უკან ვიღაც იდგა ვინც ყველაფერი მოაწყო, რეზის და სანდროს ერთდროულად დაჭერა შემთხვევითობა არ იყო, არც ის რომ მიშო გარეთ დარჩა, ყველაფერი წინასწარ იყო გათვლილი. სანდრომდე და რეზიმდე თუ გავიდნენ და ყველაფერი შეამოწმეს იქ მიშოც აუცილებლად უნდა ამოტივტივებულიყო სადმე და ისიც უნდა დაეჭირათ, მაგრამ ასე არ მოხდა და მიშო ერთხელაც კი არსად არ არის ნახსენები. რეზი არასოდეს დაიჯერებდა და წამითაც კი არ გაიფიქრებდა რომ ეს მიშოს ნამოქმედარი იქნებოდა, ხვდებოდა რომ ვიღაცამ სპეციალურად მოაწყო ასე, რომ ბიჭებს ეჩხუბათ, ასე მათი დაშლა კიდევ უფრო გაუადვილდებოდათ. ვიღაც ძალიან დიდხანს გეგმავდა ალბათ ამ ყველაფერს ასე იდეალურად რომ გამოუვიდა. რეზი ხვდება, რომ მისი აქედან გასვლა მარტივი არ იქნება და შეიძლება საერთოდაც ვერ გავიდეს, რადგან მის წინააღმდეგ მტკიცებულებები აქვთ. ასევეა სანდროს შემთხვევაშიც მასაც მაგრად ჩაავლეს და მის წინააღმდეგაც სერიოზული მტკიცებულებები აქვთ. ბარი წინა დღეს შეამოწმეს და მეორე დღეს აღარავინ უნდა მისულიყო, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. ახლა მხოლოდ ერთო რამ არის მნიშვნელოვანი ვის და რაში აწყობდა ეს ყველაფერი. ბიჭებს ბევრი მტერი ყავთ და მათი ადგილის დაკავებაც ბევრს უნდა, მაგრამ ყველას არ აქვს იმის ძალა რომ მსგავსი რამ მოაწყოს. რეზი პირველად არის ისეთ სიტუაციაში როდესაც არ იცის ყველაფერი როგორ დასრულდება, ახლა ყვეელაფერი შეიძლება მოხდეს. თვითონ ციხეშია და არაფრის გაკეთება შეუძლია, ნებისმიერ შემთხვევაში ის ვინც მიშო გარეთ დატოვა, უაზრო ეჭვების გასაჩენათ ძალიან ინანებს. რეზის შეუძლია უბრალოდ იჯდეს და არაფერზე ინერვიულოს, მანამ სანამ მიშო ყველაფერს არ მოაგვარებს.
ფიქრებში გართული რეზი ოთახიდან გამოიყვანეს და ამოსაცნობი ოთახისკენ წაიყვანეს, სადაც რამდენიმე კაცთან ერთად იდგა და ხელში ნომერი ეჭირა, მინას რომლის იქითაც ვერაფერს ხედავდა დაჟინებული აშტერდებოდა, რადგან ზუსტად იცოდა ეს მზერა იქნით მყოფებიდან ერთ-ერთზე როგორ გავლენასაც მოახდენდა.

***
გამოუძინებელი და დაღლილი გადავდივარ ტაქსიდან და მართასთან ერთად პოლიციის შენობისკენ მივდივარ. ამ ორ დღეში იმდენი რამე მოხდა თავადაც არ მჯერა, როგორც იქნა მათ თავი დავაღწიე, რეზი და სანდრო დაიჭირეს და სანერვიულო თითქმის აღარაფერი მაქვს, ახლა მხოლოდ ის დამრჩა რომ რეზი ამოვიცნო და ამის შემდეგ ის ვეღარასდროს შემაწუხებს. იმ კაცს ვინ ესროლა მართლა არ დამინახავს, მაგრამ ვიდეოში ჩანს რომ ეს რეზიმ ქნა, მე კი ვიცი რომ ის იქ იყო იმ ოთახში და ხელიც არ აუკანკალდა ისე მესროლა, ამიტომ დარწმუნებული ვარ რომ იმ კაცს მან ესროლა. ისედაც ვიცოდი რომ რეზი მკვლელი იყო ეს კი უბრალოდ კიდევ ერთი მკვლელობაა, მისთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავს, მე კი ასეთ ადამიანს უფლება მივეცი, რომ შემხებოდა და ლამის მასთან ვიწექი, ახლა საკუთარი თავი მეზიზღება ამის გამო.
მართა მაჯაში ხელს მკიდებს და გვერძე მწევს რომ არავის შევეჯახო
- გამოფხიზლდი და წინ იყურე - მეუბნება და გრძელ ქერა თმას უკან იწევს, უცნაირი ადამიანია, მაგრამ მივეჩვიე რომ მისგან აღარაფერი უნდა გამიკვირდეს, იმ სახლიდან წამოვედით თუ არა მეორე დღეს სალონში გაიქცა და თმა შეიღება, ფრჩხილები დაიგრძელა და მოკლედ ყველაფერი ის ქნა, რაც მე თავში აზრადაც არ მომივიდოდა. ჯერ კიდევ ის ტანსაცმელი მაცვია, რაც ორი დღის წინ მეცვა და ამ დროის განმავლობაში ერთი საათიც კი არ მძინებია. პირველი დღე პოლიციის განყოფილებაში გავატარე და გიორგის ვუსმენდი, რომელიც ჩემს ალაპარაკებას ცდილობდა, მაგრამ იმ მომენტში ისეთი დაბნეული და შეშინებული ვიყავი რომ სახლში წასვლის და დედასთან ჩახუტების მეტი არაფერი მინდოდა. არ ვიცოდი რა ხდებოდა და ვერც იმას ვიგებდი მე რა უნდა მეთქვა, ამიტომ ჩუმათ ვიჯექი და არაფერს ვამბობდი. სახლში მისულმა კი მთელი ღამის ფიქრის შემდევ გადავწყვიტე, რომ ყველაფერი უნდა დამესრულებინა და დილით სწორედ ამ შემართებით წამოვდექი ჩემი ოთახის იატაკიდან.
- მომისმინე არ ინერვიულო პატარა ნუთ და დაწყნარდი უკვე, სახეზე ფერი არ გადევს, საფლავიდან ერთი საათის წამომდგარს გავხარ. მგონი ჯობდა მოწესრიგებულიყავი და აქ ისე მოსულიყავი არა? წყალი მაინც გადაგევლი - ისე მხიარულად საუბრაბდო თითქოს კინოთეატრში ვიყავით ფილმის საყურებლად და არა პოლიციის განყოფილებაში მკვლელის ამოსაცნობად
- ბოდიში შენსავით სალონშე შევლა ვერ მოვასწარი - იღიმება, მხარზე ხელს მხვევს და მიხუტებს, მე კი მისი ამ ქმედების გამო ვიჭყანები და გაწევას ვცდილობ
- არაუშავს შენ დას ასეთი სუნითაც უყვარხარ... თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ყველაფრის მიუხედავად არც თუ ისე ცუდი სუნი გაქვს, მაგრამ მაინც მკვდარს გავხარ - მართას ვიშორებ და დაბღვერილი ვუყურებ
- სერიოზულად? ჭკუიდან ნუ გადაგყავარ
- მე მხოლოდ შენს გამხნევებას ვცდილობ - ამბობს და მხრებს იჩეჩავს
- ნუთ - ხმის მიმართულებით ვტრიალდები და ჩვენსკენ მომავალ გიორგის ვუყურებ, მას მართაც შემფასებლური მზერით ათვალიერებს - ყველაფერი მზადაა, გამომყევი
- შეიძლება მეც რომ წამოვიდე? - ეკითხება მართა და უკვე მოგვყვება
- თუ გსურთ წინააღმდეგი არ ვარ - პასუხობს გიორგი და სამივე ჩვენი საყაარელი მკვლელის გამოსააშკარავებლად მივდივართ.

რამდენიმე წუთში რეზის წინ ვდგავარ და მას ვუყურებ, მართალია ვიცი რომ ვერ მხედავს, მაგრამ მაინც ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გარკვევით და მკაფიოთ მხედავს. მხედავს როგორ ვუყურებ და მგონია რომ იმასაც კი გრძნობს შინაგანად როგორ ვკანკალებ, ალბათ ისიც იცის რომ ამის მიზეზი თავადაა. ყველანაირად ვცდილობ რომ წყნარად ვიდგე და სახეზე არცერთი ემოცია არ გამომესახოს, რაღაც ხმები ჩამესმის, თუმცა მათზე კონცენტრირებას ვერ ვახდენ, გაგონებისთანავე მავიწყდებიან. ხელისგულები სულ გაოფლიანებული მაქვს, ყელიც გამიშრა და თითოეული ჩასუნთქვა ტკივილს მაყენებს, თითქოს ჰაერს ფილტვებამდე მისაღწევად ეკლიანი გზის გავლა უწევთ. თვალებს ვხუჭავ და მაშინვე უსიცოცხლო მკვდარი თვალები მეჩეხებიან, რომლებიც თითქოს მათი სიკვდილის გამო პასუხს მე მთხოვენ. თვალებს ისევ ვახელ ყველანაირად ვცდილობ ჩემში დატრიალებული ემოციები ჩემშივე დავტოვო და გიორგისკენ ფრთხილად ვტრიალდები, რომელც მოლოდინით სავსე თვაებით მაშტერდება
- მე... მე მართლა არ დამინახავს ვინ ესროლა, ვწუხვარ მართლა არ ვიცი - ეს არც ტყუილია და არც სიმართლე, მაგრამ ზუსტად ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ტყუილს ვამბობ და გიორგის იმედგაცრუებულ თვალებსაც ვეღარ ვუძლებ, ჩემგან ყველას რაღაცის მოლოდინი აქვს, არც კი ვიცი ამ ყველაფრის ცენტრში მე როგორ აღმოვჩნდი, არ მინდა რომ ჩემგან ვინმე რამეს ელოდოს. ოთახიდან გამოვდივარ და ვცდილობ წონასწორობა შევინარჩუნო, ამისთვის მართას ხელსაც კი ვეჭიდები, ვერ ვხედავ მაგრამ, ზუსტად ვიცი ახლა გაოგნებული მიყურებს ჩემი ამ ქმედბის გამო.
- ნუთ ჯერ არ წახვიდე რაღაც ფორმალობებია მოსაგვარებელი, ჩვენებას ხელი უნდა მოაწერო - მის ხმაშიც კი იმედგაცრუებას ვგრძნობ და არც კი ვიცი ეს გრძნობა შიგნიდან რატომ მანგრევს, იქნებ იმიტომ რომ ყველაზე მეტად საკუთარი თავით ვარ იმედგაცრუებული. მართა სკამზე მსვავს და წყლის მოსატანად მიდის მანამდე კი გიორგი მოდის ფურცლებით ხელში. სწორედ ამ დროს რეზი გამოყავთ ოთახიდან ბორკილებ დადებული. ვიწრო დერეფანია, ძალიან ვიწრო მგონია რომ დამახრჩობს, ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ამ დერეფანში ორივე ვერ დავეტევით. გახევებული ვდგავარ და ვენებში სისხლიც კი წყვეტს მოძრაობას. მგონია რომ ირგვლივ ყველაფერი გაჩერებულია და მხოლოდ რეზის აქვს ძალა, იმოძრაოს მაშინ, როცა მის ირგვლივ ვერაფერი მოძრაობს. მსუბუქად, თითქმის შეუმჩნევლად მიღიმის იმდენად შეუმჩნევლად რომ წამით ეჭვიც კი მეპარება, რომ საერთოდ გაიღიმა.
- რატომ გეშინია თუ მკვლელი ის არ არის - გაიარა. ყველაფერმა მოძრაობა დაიწყო. გიორგი მაშტერდება ამჯერად გაბრაზებული სახით.
- მე არ მითქვამს რომ არ არის, მე ვთქვი რომ მკვლელი არ დამინახავს - ყელიდან სიტყვები ძლივს ამოდიან
- ის ვნახე... მაშინ დედაშენის სახლში, რეზიც იქ იყო სანდროც, შენი დაც და კიდევ ვიღაც ბიჭი - ზემოთ არ ვიყურები, გიორგის ფეხებს დავჩერებივარ და ვერ ვხვდები ყველა ჩემს წამებას რატომ ცდილობს - ვიცი, ყველაფერი ძალიან კარგად იცი ნუთ, იცი რომ მკვლელი ისაა და მისი ამიტომ გეშინია, თავიდანვე გითხარი რომ მას დავიჭერდით და არ შეგშინებოდა, გითხარი რომ ჩვენთან გეთანამშრომლა, ასე რომ მოქცეულიყავი ეს ყელაფერი ამაზე ნაკლებ დროს წაიღებდა
- რატომ არ გესმის რომ არ დამინახავს ვინ ჯანდაბამ ესროლა იმ კაცს! - საშინელ სიბრაზეს ვგრძნობდი მისი თითოეული სიტყვის გამო და უკვე ვყვირივარ კიდეც - ასე ძნელია ამის გაგება?! არაფერი დამინახავს! გესმის? არაფერი
- აქ რა ხდება - მართა სწრაფად მიახლოვდება და წყლით სავსე ჭიქას მაწვდის
- არაფერი მე უბრალოდ... - გიორგი გაოცებული მიყურებდა არ ელოდა რომ მსგავის რეაქცია მექნებოდა და ახლა არ იცის რა თქვას
- საშინელი განყოფილება გაქვთ ერთი ჭიქა წყალი ძლივს ვიშოვე ამხელა განყოფილებაში - აწუწუნდა მართა, ცარიელი ჭიქა გამომართვა და გიორგის მიაჩერდა, ხელი მაგრად ჩამჭიდა და გასასვლელისკენ წამიყვანა - კარგად ხარ - მკითხა როცა განყოფილებას ცოტათი მოვშორდით. გაჩერდბასთან მივედით, სადაც საბედნიეროდ არავინ იყო და მაშინვე ტირილი დავიწყე.

***
9 საათით ადრე

ნუთმა საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პოლიციაში მისულს ყველაფერი მოეყოლა რაც იმ დღეს რეალურად მოხდა. ეტყოდა, როგორ გაიტაცეს და ემუქრებოდნენ, იმასაც მოყვებოდა რომ მათ გარდა კიდევ ვიღაცას სურდა მისი მოკვლა და დაცვას მოითხოვდა, გიორგის კარგად არ იცნობდა, მაგრამ იცოდა რომ დაიცავდა და დაეხმარებოდა, ამიტომ ყველაფრის მოყოლას აპირებდა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაეხურა მისი ცხოვრების ეს ნაწილი და ძველ არაფრით გამორჩეულ ცხოვრებას დაბრუნებოდა, ასე თუ არ მოქცეოდა სამუდამოდ ამ ჭაობში გაიჭედებოდა. ეს ადამიანები დამნაშავეები იყვნენ და იმსახურებდნენ რომ ციხეში მოხვედრილიყვნენ, ისინი უბრალოდ უნდა გამქრალიყვნენ მისი ცხოვრებიდან, აღარავის უნდა ეთვალთვალა და ემართა მისი ცხოვრება, ყველაფერი აქ უნდა დასრულებულიყო. ნუთმა პირსახოცი აიღო, ოთახის კარებს აღებდა, რომ სააბაზანოში შესულიყო და ცხელი წყლისთვის უფლება მიეცა ის სტრესი ჩამოერეცხა, რაც მთელი ამ დროის განმავლობაში დაუგროვდა, მაგრამ რაღაც საოცარი ძალის წყალობით, როცა კი ნუთი იფიქრებდა რომ ყველაფერს დაამთავრებდა რეალობა ძლიერად ურტყავდა სახეში და თავისუფლად განძრევის საშუალებას არ აძლევდა. უკვე იცოდა რაც მოხდებოდა, როდესაც კარების მეორე მხარეს მიშოს სახე დაინახა, იცოდა რომ პოლიციაში ვერაფერს მოყვებოდა, იცოდა რომ გიორგი ვერ დაეხმარებოდა, იცოდა რომ მას ვერავინ დაეხმარებოდა, რადგან მარტო იყო და არავინ ყავდა, არავინ ისეთი ვინც ამ სიტუაციის მოგვარდბაში დაეხმარებოდა, იცოდა რომ მისი თითოეული სიტყვა რასაც პოლიციაში იტყოდა მისი ახლობლებისთვის განაჩენი იქნებოდა. რა უნდა ექნა, ვერ ეწინააღმდეგებოდა, ისევ უნდა გაჩუმებულიყო
- აქ რას აკეთებ? თუმცა ვიცი, უნდა მითხრა რომ ხმა არ ამოვიღო და რეზი არ ამოვიცნო, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემს ყველა ახლობელს დასაკლავი ცხვრებივით ერთი მეორეს მიყოლებით მოკლავ
- ზუსტად და იცოდე რომ დედაშენით დავიწყებ - ხომ იცოდა არა მიშო აქ რისთვისაც მოვიდა და რასაც ეტყოდა, წესით მის ნათქვამს მასზე აღარ უნდა ემოქმედა, მაგრამ როგორცკი მისი სიტყვების პირისპირ აღმოჩნა, გული მაშინვე ყელში მოებჯინა და ვერც ცრემლები შეაკავა
- ამაზრზენი ადამიანები ხართ - კიდევ ბევრი რამის თქმა უნდოდა მაგრამ რა აზრი ქონდა? კარები ცხვირწინ მიუკეტა, პირსახოცი ოთახში მოისროლა და აკანკალებული დაეცა მუხლებზე.
- რატომ არ შეიძლება რომ ყველაფერი უბრალოდ დამთავრდეს? - ჩუმად ამოიტირა და ემბრიონის პოზაში იატაკზე დაწვა - დავიღალე - ბუტბუტებდა და ცდილობდა ხმამაღლა არ ეტირა, რომ დედამისს არ გაეგო. მთელი სხეული უცახცახებდა და ეგონა რომ იხრჩობოდა, თითქოს მისთვის ჰაერით სავსე დედამიწაზე, სულ ცოტა ჰაერიც კი არ იყო რომ გაჭირვებით მაინც ესუნთქა, ყოველ ჯერზე რეზი და მიშო ყველა თავისუფლად სასუნთქ გზას უკეტავდნენ. რამდენიმე საათი ამ მდგომარეობაში იწვა გაუნძრევლად, საათების განმავლობაში ტიროდა, ახლა კი სახე გაქვავებოდა და უაზროდ მიშტერებოდა ოთახში ერთ წერტილს. შემდეგ კი კარებზე მართამ დაუკაკუნა და უთხრა რომ გამზადება დაეწყო, რადგან მალე პოლიციის განყოფილებაში უნდა წასულიყვნენ. არ განძრეულა მანამ სანამ მართამ ისევ არ დაუკაკუნა და არ უთხრა რომ წასვლის დრო იყო. გაჭირვებით წამოდგა, ძველი ფეხსაცმელები ჩაიცვა და ოთახიდან გავიადა.

***
- კარგი წავალ წყალს გიყიდი, მანამდე კი შეეცადე რომ დამშვიდდე გესმის ან თუ გინდა არ დამშვიდდე და იტირე, არაუშავს, არსად წახვიდე - უთხრა მართამ და რამდენიმე ნაბიჯზე მყოფი მაღაზიისკენ გაემართა. მაღაზიაში სწრაფად აიღო ორი ბოთლი წყალი და სალაროსკენ წავიდა სწრაფი ნაბიჯით
- ნუთი როგორაა? - უკან გაკვირვებული მიბრუნდა მიშოს ხმა რომ გაიგონა
- გარეთ არის დაინახავდი, ტირის. ასეთი რა უთხარი დილით ამ მდგომარეობაში როა - უთხრა და სალაროკენ შებრუნდა რომ თანხა გადაეხადა
- ის რაც საჭირო იყო, ყურადღება მიაქციე - უთხრა და სწრაფად შებრუნდა
- ნუ გავიწყდება რომ რაც არ უნდა იყოს მისი და ვარ, შენგან არ მჭირდება იმის შეხსენება რონ ყურადღება უნდა მივაქციო, შეიძლება საუკეთესო ურთიერთობა არ გვაქვს და ერთმანეთი დიდად არც მოგვწონს, მაგრამ მისთვის რამის დაშავების უფლებას არავის არ მივცემ
- ჰოო? და აქედან რო წახვედი და მარტო დატოვე მაშინ არ ფიქრობდი მასზე? - კითხრა მიშომ ოდნავ გაღიზიანებულმა
- ამასთან დაკავშირებით შენი საყვედურების მოსმენას არ ვაპირებ - უთხრა და მაღაზიიდან გამოვიდა ნუთი ისევ იქ იგივე მდგომარეობაში დახვდა, გახსნილი ბოთლი მიაწოდა და ტაქსი გააჩერა, რომ ნუთი სახლში წაეყვანა.


მიშო მალე მორჩა გოჩასთან საუბარს და ანერვიულებული ათამაშებდა ხელში სიგარეტს, ყველაფერი ძალიან ჩახლართული იყო, ის ფაქტიც საშინლად აწუხებდა რომ დამნაშავე თავად ჩანდა ამ ყველაფერში. იცოდა ბიჭები ამას არც კი იფიქრებდნენ, მაგრამ მაინც ვერ ისვენებდა. საშინლად იყო გაბრაზებული და მას, ვინც ეს ყველაფერი მოაწყო ხელში რომ ჩაუვარდებოდა, ზუსტად იცოდა როგორ მტანჯველ სიკვდილსაც აჩუქებდა. ბიჭები ადრეც დაუჭერიათ, მაგრამ ეს ადრე იყო, მაშინ ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ და წვრილმანი ხულისგნობის გამო იჭერდნენ, ახლა კი ერთი მკვლელობის, მეორე კი უკანონო იარაღის გამო იყო დაჭერილი და თუ დროზე არ იმოქმედებდა ვინ იცის კიდევ რა ბრალდებები მიემატებოდა. ბიჭების პრობლემების გარდა კიდევ უამრავი პრობლემა იყო ყველა დაწესებულება დახურეს და ამოწმებდნენ. ყველანაირად ცდილობდა, რომ იქ მეტი ვეღარაფერი აღმოეჩინათ, ის იარაღი კი რომელიც ბარის საწყობში იპოვეს სამ დღეში მყიდველისთვის უნდა გადაეცა ახლა კი აღარაფერი ქონდა, ახალი იარაღის შეძენას და ჩამოტანას კი დრო და ფული სჭირდებოდა. მიშომ დაინახა მისკენ მომავალი გიორგი და დიდი იმედი ქონდა რომ რამე კარგს ეტყოდა
- გადავეცი რაც დამაბარე დღეს ღამე შეგხვდება ორ საათზე
- მშვენიერია - უთხრა მიშომ და სიგარეტს მოუკიდა - ახლა იარაღის საქმე უნდა მოვაგვაროთ, ბიჭებს გაგზავნი და პორტიდან იარაღს წამოიღებთ
- ეგ იარაღი ხო ჩვენთვის იყო
- რაც გვაქვს იმითაც გავიტანთ როგორმე თავს, ამას კიდევ უნდა დავამატოთ ვატოს შეხვდი რომ იარაღის ყიდვის ამბავი მოაგვარო, სამ დღეში იარაღი უნდა მქონდეს გესმის
- და ფული ახლა ამდენი გვაქვს?
- ფულს ვიშოვი შენ იარაღის ამბავი მოაგვარე
- ხო იცი ასე მცირე დროში ბევრად მეტს მოითხოვს
- გააკეთე რაც გითხარი - გიორგი მალევე წავიდა, რომ ბიჭები ენახა და მათთვის დავალება მიეცა. მიშომ საათს დახედა ჯერ მხოლოდ ათი საათი იყო, ორ საათამდე კიდევ ბევრი დრო ქონდა დარჩენილი.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთა

ძალიან დაიძაბა სიტუაცია. საინტერესოა როგორ შეძლებს რეზი ამ პრობლემებს თავი დააღწიოს. იმედია არ დაგვეკარგები და გააგრძელებ

 


№2  offline წევრი nini :)

აი არ ვიცი რა ვთქვა, მართლა ძალიან დაძაბე სიტუაცია....
იმდენად გამიხარდა ნუთმა რომ არაფერი თქვა მაგრამ არ მომეწონა მაინც მიშოს გაფრთხილება...
მიუხედავად იმისა რომ მჯეროდა მიშოს ნათქვამის გარეშეც ვერ შეძლებდა რეზის გაწირვას და ხელს ვერ დაადებდა მან მოკლაო.... ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად

 


№3  offline წევრი esel

nini :)
აი არ ვიცი რა ვთქვა, მართლა ძალიან დაძაბე სიტუაცია....
იმდენად გამიხარდა ნუთმა რომ არაფერი თქვა მაგრამ არ მომეწონა მაინც მიშოს გაფრთხილება...
მიუხედავად იმისა რომ მჯეროდა მიშოს ნათქვამის გარეშეც ვერ შეძლებდა რეზის გაწირვას და ხელს ვერ დაადებდა მან მოკლაო.... ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად

სულაც არა ძალიან კარგადაც ჩაუშვებდა და იმიტომ გამოჩნდა მიშოც joy

სტუმარი ქეთა
ძალიან დაიძაბა სიტუაცია. საინტერესოა როგორ შეძლებს რეზი ამ პრობლემებს თავი დააღწიოს. იმედია არ დაგვეკარგები და გააგრძელებ

ვეცდები აღარ დავიკარგო ❤ მაგრამ სოფელში მივდივარ ცოტახნით იქ სავარაუდოდ ვერ მოვახერხებ ახალი თავის დამატებას. მანამდე დღეს კიდევ ერთი თავი ავტვირთე ერთსაც ხვალ დავამატებ სავარაუდოდ და მერე ვნახოთ ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent