გზაჯვარედინი {თავი 6}
გვანცა ნერვიულობისგან თვალს ვერ ხუჭავდა, ვერც მე. აივანზე ვისხედით და მიუხედავად სიცივისა, მაინც გვცხელოდა. თბილისი დუმდა. დუმილი ჩემმა მობილურმა დაარღვია და უცხო ნომრის დანახვაზე, ავნერვიულდი. ფიქრს, ვუპასუხებდი თუ არა, აზრი არ ჰქონდა. თითი გადავუსვი ეკრანს და გავისუსე. -სესილია, სანდრო ვარ.-ჩემ გარშემო მინიმუმ ექვსი სანდრო მაინც არსებობდა, მაგრამ მხოლოდ ერთი გამახსენდა. რა თქმა უნდა, გელოვანი. -გისმენ სანდრო.-ხმა დამეძაბა. -გვანცა ჩამოვიდეს.-დავიბენი. -მშვიდობაა? -მარტო მაგას შეუძლია, დააწყნაროს ვიკო. არ უნდა ვრეკავდე, უბრალოდ ვიცი, არც თქვენ გძინავთ. თუ უნდა ჩამოვიდეს, თუ არ უნდა, ძალით ნუ იზამს.-ესღა თქვა და გათიშა. ბერიძე კითხვისნიშნებით მიმზერდა. -ცუცი.-მისკენ მივიწიე. -მოხდა რამე?-ცუდისკენ წავიდა თვითონაც. -შენმა ლექტორმა დარეკა.-ვცდილობდი მშვიდად მესაუბრა, მაგრამ ნერვიულობა ყელში მებჯინებოდა. -სესილია!-დამიბღვირა. -ვიკო გიჟს ჰგავს, ჩახვალ ქვემოთ?-ამოვიჩურჩულე და მის რეაქციას დავაკვირდი. ფერები გადაუვიდა. ეშინოდა ვიბლიანის. მხრები აუთრთოლდა და თავი დახარა. -ცუცა.-თავი ავაწევინე და მისი ცრემლიანი თვალების დანახვაზე გავშრი. -ის, ის ქალის გაუპატიურების ბრალდებით იჯდა სეს.-ამოიღრიალა და მკერდზე მომაბჯინა თავი. ცივმა ჟრუნტელმა დამიარა. ვერ გავიაზრე ნათქვამი. -ნუ სულელობ!-მკლავები მოვხვიე. დღესაც ნალექიანი დღე იყო. -ორი წელი იჯდა. უნივერსიტეტის ორი წელი. მერე მოაგვარა. ვიღაც ჩარია და მაშინვე გამოუშვეს, გესმის? -ვიკო მასეთი არაა.-მინდოდა, დამეჯერებინა. არ იყო. არ შეიძლებოდა ყოფილიყო. -დოკუმენტები ვნახე, ყველა ხელმოწერა, აღირება, იმ ქალის სარჩელი, დაწვრილებით აღწერა... ღმერთო სესილია, რომ წაგეკითხა, მოკვდებოდი. ყველა გაჩენილი ემოცია, რომლებიც მის მიმართ მქონდა, ჩაკვდა. მეშინია, ახლა ჩასვლა და მისი დამშვიდება. არ შემიძლია.-თავი გააქნია და აკანკალებული ხელები ერთმანეთში ახლართა. -იქნებ...-სიტყვა გამაწყვეტინა. -არანაირი იქნებ. მოძალდეა, ვიკო ვიბლიანი მოძალადეა.-ამოიყვირა და ფეხზე წამოდგა. -ჩავალ.-ესღა ამოთქვა და კარისკენ წავიდა. გაშეშებული ვერ ვხვდებოდი, რა უნდა გამეკეთებინა. მაშინვე დავწვდი ქურთუკს და გიჟივით წინ წასულს, ავედევნე. ფარეხიდან მოდიოდა ხმაური. არც გვანცას გასჭირვებია ხმის გარჩევა. მის დანახვაზე რამდენიმე წყვილი თვალი ჩვენკენ მოტრიალდა და მოგვაშტერდა. ვიკო ნასვამი იყო. ხელებზე კანი გადასცლოდა. -კარგია, ყველა აქ ხართ!-ტაში შემოჰკრა ბერიძემ. -ცუცა.-ხმა ჩახლეჩილი ჰქონდა ვიბლიანს. -მოდი, ყველას თანდასწრებით გეტყვი, არასდროს შემიყვარდება კაცი, რომელიც მოძალადეა. წერტილი.-ყველას სახე შეიცვალა. ვიკოს მზერაში მრისხანება გაკრთა და ისე დაავლო გვანცას ხელი, ვერ გავიაზრე. -რას ბოდავ?-ზემოდან დაჰყურებდა ერთი თავით დაბალს. -ვბოდავ? არა. ჩემი თვალით ვნახე შენი კაცობა, რომელიც იმაზე დაბლაა, ვიდრე ჩანს. ნაგავი ხარ ვიბლიანო. -გვანცა!-ღრიალიც აღარ ერქვა ამას.-სახლში ადი!-თითით ანიშნა. -დესპოტი, ნაბი*ვარი და არაადამინი ხარ! მეც მაგისთვის გინდოდი? მითხარი. მხოლოდ ეგ გსიამოვნებს? ქალების დაშტერება და მერე მათი გაუპატიურება? -დედას შევე*ი!-ხელი კედლის მიმართულებით გაიქნია.-წაიყვანე შენი დაქალი სახლში.-თვალის თეთრი ნაწილი მთლიანად წითელი ჰქონდა. სახე შეშლილი. წარბები, როგორც ყოველთვის, შეკრული. -ჩემთან მოახლოებას გიკრძალავ!-თითი აუფრიალა და ისევ გიჟივით გამოვარდა. ერთხელ შევავლე თვალი იქაურობას და ისევ უკან გავყევი გვანცას. ეს რა დღე იყო. კატასტროფა. კარი შეგლიჯა და მაშინვე პლედში გაეხვა. სხეული უხტოდა. თვალებიდან შეუჩერებლად სდიოდა ცრემლი. მე თავი ზედმეტად ვიგრძენი. მნიშვნელობა არ ჰქონდა ახლა რას ვეტყოდი. მაინც იმ აზრზე დარჩებოდა. ზედმეტი იყო უკვე ყველაფერი. ცუცას საქმე იყო და მე არ მქონდა ჩარევის უფლება. გავატარე.... *** იანვარის უფერული დღეებიც გადავაგორეთ მე და ცუცამ ერთად. ვიკო არსად ჩანდა არც ცუცას-პატივცემული. ყოველ საღამოს მეგონა კარს შემოგლეჯდა ვიბლიანი და ცუცას მოეხვეოდა, მაგრამ არა. იყო დუმილი. ბერიძე იჯდა და ქვრივივით იცრემლებოდა დღედაღამ. ასეთი იყო ორი თებერვალიც. მშვიდი საღამო იყო, თუ არ ჩავთვლით ჩემი მეზობლის კივილს. მწვანე ჩაის ვსვამდი და ჩემი აივნიდან ვიმზირებოდი. გვანცა იწვა. სრულ სიმშვიდეში ცუცას კივილი იყო ყველაზე საზარელი რამ, რაც კი აქამდე მომესმინა. -სესო.-გადაფითრებული მიყურებდა, მთლიანად კანკალებდა. -რა ხდება?-მეც ამითრთოლდა სხეული. -სესილია!-ჩემკენ წამოვიდა. -ცუცა.-ხმა ამიკანკალდა. -გეხვეწები, არ იდარდო.-ხელები წამოიღო ჩემკენ. -რა ხდება?-კედელთან ჩავცურდი. ყველაფერი მომივიდა თავში, მაგრამ მამა? მამაჩემი არა. -არ თქვა!-თითი დავუქნიე. -გთხოვ, უბრალოდ...-მაღიზიანებდა. უეცრად მდუღარეს რომ გადაგასხამენ, ისე იყო ეს ამბავი ჩემთვის. იქ იმ წამს მივხვდი, რომ დრო და ცხოვრება გაჩერდა. მე და მამა, მამა და მე. ორი განუყრელი. სიშავეში მყოფს მამის ხმა მესმოდა. ეს შეგრძნება ჩემო ცხოვრების ყველა ლამაზ წამს უდრიდა. გადაფარა ყველაფერი. გაშეშებული ვიჯექი და არ მინდოდა, გამეაზრებინა. უძვირფასესი ადამიანი დავკარგე. მთელი ცხოვრება თავთან რომ მეჯდა, იავნანასაც მიმღეროდა და დასრვილ სამოსსაც მიცვლიდა. არასდროს შეუქცევია ზურგი ჩემთვის, ერთი წამიც არ ყოფილა ისეთი, რომ მამის იმედი არ მქონოდა. თუ მჭირდებოდა იყო ფარი, თუ არადა სულ მიმაგრებდა ზურგს. რომ დავიჯერე, მეტკინა. ტყუილი იყო. არ შეიძლებოდა წასულიყო და მე აქ, მარტო დავეტოვებინე. ცუცას გავხედე და მერე წამოვდექი. მაქსიმალურად შევიმაგრე თავი, არ წავქცეულიყავი. -რა მოხდა?-გონებას ვკარგავდი უკვე. -გული სესო.-ჩემი მამის გული გასკდა. გასკდა... ვეღარ დაიტია რაღაც. ჩემი საქციელით ამოვსებული იყო და რაღაც დაემატა. ვეღარ გაუძლო. -წამიყვანე.-ამოვიტირე და კედელს ავეფარე. იმ წამიდან სახლამდე არაფერი მახსოვს. სრული სიბნელე ტრიალებდა. დედაჩემის კივილი ცხოვრებაში მეორედ მესმოდა. ერთხელ მე რომ ვცადე და მეორედ ახლა. მეზობლები, ახლობლები და საერთოდ ყველა იქ იყო. ცუცას მკლავებიდან ძლიერ მკლავებში აღმოვჩნდი. არც შემიხედავს, არ მაინტერესებდა. ცოცხალ-მკვდარი ვიყურებოდი და მეზობლების ტირილზე ვგიჟდებოდი. არ მინდოდა, წასულიყვნენ. გვანცამ შეამჩნია ალბათ და გვერდით დამიდგა. -გონს მოდი.-შემანჯღრია, მაგრამ არაფერი. მაინც შეშლილივით ვიყურებოდი. მერე სიცილი დამეწყო. განუწყვეტლივი სიცილი. ისტერიული. ბოლოს სახეში მძიმე ხელი და დედაჩემის გამორეცხილი თვალები. ღმერთო, სიზმარია? პირველად ვკითხე საკუთარ თავს და შემეშინდა. ახლა ნამდვილდ შემეშინდა უმამობის. ისევ ეგოისტი ვხდებოდი, მაგრამ მის გარეშე არაფერი იქნებოდა რიგზე. -სესილია.-ეს ხმა, საიდანღაც ნაცნობი. -ბატონო სანდრო.-ცუცა გვერდით გადგა და ჩემი ხელი გელოვანმა დაიჭირა. გრძნობა არ მქონდა. -გავიდეთ?-თვალებჩამქრალი მიმზერდა. მართლა სევდიანი სახე ჰქონდა, მაგრამ იმ წამს, არ მადარდება არავინ. თავი დავუქნიე.ფაქტობრივად მასზე მიხუტებული გავედი აივანზე და თებერვლის სუსხმა გამყინა. მოსაცმელი მომაფარა. სიგარეტის ღერი აათამაშა და მოისროლა. მე შემომხედა, არ ვიცი რატომ, სახეზე გაეყინა მზერა. ვგრძნობდი... -არ მითხრა!-გავაჩერე, როდესაც პირი რაღაცის სათქმელად გააღო. კიდევ ერთი ვწუხვარ გულს ამომგლეჯდა. -არ ვაპირებ. ვერ გეტყვი ვერაფერს და არაფერს. აზრი რომ ჰქონდეს კიდევ ხოო. სისულელეა! ახლა გაიჭედები, მამაშენს ძებნას დაუწყებ. ხანდახან შემოსული გასძახებ, რომ მოხვედი და თუ თავადაც გავა გარეთ საწვიმარი ჩაიცვას. ცხელ ჩაიზეც დაუძახებ, ბლინებზეც, სულ სესილია, მაგრამ არ მოვა. ბოლოს იმედები გაგიცრუვდება, გაბრაზდები, ცას ახედავ და იტყვი, რომ აღარ დაელოდები, მაგრამ მთელი შენი ცხოვრება იქნება ლოდინი. კიდევ ერთხელ ნახვის ლოდინი, რომელიც არ გეღირსება. სიზმარში ნახავ და გაღვიძება არ მოგინდება. ვერ შეჭამ, მაგრამ მერე ამაზეც გაბრაზდები. ბოლოს? გადაიტან. ამ ჯოჯოხეთირ დღეებს გადააგორებ და გაანალიზებ, რომ აღარ არის აქ. მაშინ ნამდვილდ მოკვდება...-ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი. თვალებში ცრემლი აუბრჭყვიალდა. -არ დავიჯერებ.-აივანს ჩამოვადე თავი და შორს გავიხედე. უკვე მენატრებოდა.... -უნდა გაუძლო.-შუბლზე მომაწება ტუჩები. უცნაური იყო. ვერც ახლა ვიგრძენი ვერაფერი. ქვემოთ თეთრი მანქანა დავლანდე და მერე გრძელი, ხის მასიური რაღაც. აქ უნდა ჩაეწვინათ მამა? თავი გავაქნიე. ყველაფერი ბნელდებოდა და გარჩევა მიჭირდა. დედაჩემის ხმა ყველას ხმას ფარავდა. ერთადერთი გულწრფელი ადამიანი ალბათ დედა იყო და ლამრო. ვერ ვუყურებდი როგორ გადასწიეს მამაჩემის სხეული ხის ვიწრო ყუთში. მეგონა, ადგებოდა და სიცილს დაიწყებდა. იქნებ ხუმრობდა... იმდენი აზრი იყო თავში, ოღონდ არ დამეჯერებინა, რომ მამა აღარ მყავდა. ყველაფერი ჩემ თვალწინ ხდებოდა, მაგრამ რეაქცია აღარ მქონდა. გავიყინე. გზაჯვარედინზე დავდექი. სიკვდილი იყო და სიცოცხლეც იყო. ახლა ყველაზე კარგად ვიგრძენი, რა ცუდად იყო, როდესაც თვითმკვლელობა ვცადე. უჩელობამ შეაშინა, ჩემმა არ ყოფნამ. რა უნდა მექნა? აღარ ვიცოდი. ბოლოს როგორღაც დამსვეს. სამძიმრებს ვიღებდი. შინაგანად ვღრიალებდი, რომ არ მინდოდა აქ. ნუ მოდიოდნენ. არ მჭირდებოდა. ერთი ცრემლიც არ გადმომვარდა. ხომ ვთქვი, გავიყინე. დედაჩემი ადამიანს არ ჰგავდა. აბა როგორ? ქმარი დაკრგა თანაც საუკეთესო მთელ მსოფლიოში. რაზე ვფიქრობდი? რა მიშველიდა? არ ვიცი, მაგრამ სიკვდილი შემომიჩნდა. იმ წამს მინდოდა, ავმდგარიყავი და მეხუთე სართულიდან გადავმხტარიყავი. ეს მეგონა შვება. ვიდანაშაულებდი თავს, რომ ყველაფერი იმ ამბების გამო მოხდა. ამდენს ვანერვიულებდი. იქნებ ჩემს წასვლაზე ინერვიულა? მხოლოდ საკუთარ მიზეზს ვხედავდი. -სესი.-ვიბლიანი იდგა. -მაგრად უნდა დადგე.-შუბლზე მაკოცა ვიკომაც და წითელი ვარდები კუთხეში დადო. აქედან დაკრძალვის დღემდე იქ იყო. თუ რამე იყო საჭირო აგვარებდა, ყველას ყურადღება მიიქცია და ამხელა ჭირში, იმის ფიქრი დაიწყეს, რა კარგი სასიძო იყო ვიბლიანი. იმდენად საზიღარი იყო ეს ყველაფერი... მამის სხეულს მიხუტებული ბოლო წამებს ვითვლიდი. ბოლოჯერ ვხედავდი. ბოლოჯერ ვეხებოდი. ბოლოჯერ ვკოცნიდი და საერთოდ, ყველაფერი პირველად და ბოლოჯერ იყო. პირველად იყო, რომ ის არ მიბრუნებდა პასუხს. გელოვანს ვეჭირე. -მიყვარხარ და შევხვდებით მამი.-მაგრად მოვეხვიე მის ცივ სხეულს და მერე გამომიყვანეს. ფაქტობრივად გამომათრიეს. ის ხმა არასდროს დამავიწყდება. ვერანაირი სიხარული ვერ დამავიწყებს მამაჩემის გულზე მიყრილ მიწას. უეცრად მოვარდნილი ქარიშხალი იყო ეს ამბავი. სახლში შესულს ისეთო სიცარიელე დამხვდა, გული შემეკუმშა. ცოცხალ-მკვდარ დედას გავხედე და კიდევ უფრო მომიჭირა ცხოვრების უსამართლობამ მარწუხები. უკიდურესობა იყო. -სესი.-ხმა ჩავარდნილო ჰქონდა. თვალები ამოღამებული. -ხო დე.-ვეცადე, ცრემლი დამემალა. -უყვარდი სიგიჟემდე და ახლა მე ასმაგად მიყვარხარ, რადგან მისი დანატოვარი ხარ. მისი ნაწილი ხარ და ჩემთვის ბოლო ბედნიერება ამ ქვეყანაზე.-ჩემკენ წამოვიდა და ჩამეხუტა. აქედან იწყებოდა მე და დედა, მამას გარეშე... თუმცა ის სულ იქნებოდა აქ, ამ კედლებში... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.