შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და ირიჟრაჟებს ვით ედემში (თუ ასე გნებავს)


19-03-2017, 23:36
ავტორი Kristy
ნანახია 1 402

შარიშურობენ გაცრეცილი ძველი ფურცლები
და ცივ აზრებში უცაბედად იწყება თოვა,
გახუნებული საუკუნის უაზრო წლები
ფიქრმა გრძნობების უღიმღამო ფერებში ჰპოვა,

ნისლში გაეხვა ბუნდოვანი ხეთა სამყარო,
ბინდმა დაფარა გადაშლილი სივრცე ველების
და უჩვეულო ძველმანები მინდა ავყარო
ან სამარხები უცნაურად ავი ენების,

რადგან ხმებს შორის უცაბედი დამჩემდა ხველა,
ვნახე წარსული ხვალინდელ დღეს როგორ არბევდა
და ვეღარ აღწევს ჩემთან შენზე ამბავი ყველა,
რადგან თვალებმა ვერ აღიქვეს ბურუსის სევდა,

გული გონებას ომს უცხადებს და ეცათ ელდა,
სული მსაჯულად გამოსულა, ამზადებს სცენას...
ცას კვეთს ზიგზაგად მოელვარე ნიშანი - ელვა
და უერთდება სინანული ხალხების ენას,

მაგრამ ვეღარ ცვლის უცაბედი წამი სურვილებს,
მომავლის შიში დიად გრძნობებს ვერ იმორჩილებს,
რადგან ღარიბი წამი ძერწავს მარტივ ოცნებებს
და მოგონება მის გარშემო იკრებს მორჩილებს,

მოუთმენლობამ უნებლიედ დაღალა ქარი,
გასცილდა ცის ზღვარს საუკუნის ავი პერანგი
და აღიმართა თვალუწვდენლად დროის ისარი,
როცა გონებამ შეარჩია თავისი რანგი,

სულმა ოცნება გადაღვარა წამის სარკმელში,
თითქოს ღრუბლებმაც შეიფერეს განწყობა წყნარი,
შემოიფარგლა ძველი სიტყვა ახალ სათქმელში
და მოგონების გაქრა ზღვარი დაუვიწყარი,

ახლა კი, როცა გადავქექავ წარსულის ცნობარს,
როცა ვარსკვლავი აინთება შავეთის ცაში,
ისევ დაგიწერ მონატრების გრძელ შესანდობარს,
რადგანაც მთელი საუკუნე გამიქრა წამში

და თუ შორეთში ისევ ძველი გერქმევა დარდი,
დავუმორჩილებ აზრებს იმ ძველ განწყობის ნებას,
კვლავ გაიშლება უდარდელი გრძნობების ვარდი
და ირიჟრაჟებს ვით ედემში, თუ ასე გნებავს!



№1  offline აქტიური მკითხველი ონლაინ გოგონა

ძალიან ლამაზი ლექსია heart_eyes ძალიან მომეწონააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent