შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სწორი არჩევანი (19-თავი)


11-07-2021, 12:36
ავტორი esel
ნანახია 1 230

01:54

მიშომ მანქანა ქალაქიდან მოშორებით მყოფ სახლთან გააჩერა. სახლი პატარა იყო მთლიანად ხის, იქიდან კი მსუბუქი სინათლე მაჩანდა. ორი კოსტუმში გამოწყობილი კაცი მიშოს მიუახლოვდა და მისი შემოწმება დაიწყეს, იარაღი ამოაცალეს და როდესაც შემოწმებას მორჩნენ ხელით ანიშნეს რომ შესვლა შეეძლო. მიშონ სახლის კარები ზუსტად ორ საათზე შეაღო. სახლში მყოფი კაცი ბუხრის წინ სავარძელში იჯდა ხელში სასმლით, ცეცხლს უყურებდა და მიშოს შემოსვლისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია
- ეს ცხვრები როდის აიყვანე - ირონიულად მიუგო მიშომ და მის უკან ხის სკამზეჩამოჯდა
- შენთან შეხვედრა მხოლოდ ძველი ნაცნობობის გამო გადავწყვიტე, ახლა მე კანონის დამცველი ვარ და ხვდები ალბათ რომ შენს ბინძურ საქმეებში ვერ გამრევ - მიშოს მის ნათქვამზე სიცილი აუტყდა და კაცი გაბრაზებული მიბრუნდა მისკენ
- შენ რა მეღადავები? თუ აქ სადმე ფარული კამერა გაქ? კანონის დამცველი რომ გამხდსრიყავი, იმდენი არა კანონიერი რამ ჩაიდინე უცნაურია ახლა თავს წმინდანად რომ წარმოაჩენ
- მე სერიოზულად გელაპარაკები! ეგ ადრე იყო...
- ხო ადრე- გააწყვეტინა მიშომ- სანამ ხელების გასვრა გჭირდებოდა მაგ ადგილუსთვის უკან არაფერზე დაგიხევია, დარწმუნებული ვარ ეგ შენი ბოლო გაჩერება არ არის და კიდევ გინდა წინ გაძრომა და არა მგონია მაგას კანონიერი გზებით მიაღწიო - მიშოს ეცინებოდა მის წინ მჯდომ ადამიანზე, რომელიც მისი აზრით ბოლო დროს ზედმეტად შეიჭრა როლში, რომელიც ახლა ქონდა
- რაც გინდა ის იფიქრე მე ახლა...
- არაფრის ფიქრს არ ვაპირებ - ისევ გააწყვეტინა მიშომ - ახლა მე შენ რაღაცას გთხოვ და როგორც ძველი მეგობარი შენც დამეხმარები
- გითხარი რომ არა კანონიერ...
- მგონი არ მისმენ, ან ამას გააკეთებ ან შენს კანონისთვის მებრძოლ უკანალს შენივე კანონი გამოუტანს განაჩენს, როდესაც სასამართლოში ბრადებულის სკამზე აღმოჩნდება - აღშფოთებული კაცი წამით მოეშვა საზურგეს მიეყრდნო და მიშოს მიაშტერდა
- შენ რა მემუქრები? - კითხა ირონიით და სასმელი მოსვა, ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა
- ხო ზუსტად მაგას ვაკეთებ
- რა მიშლის ხელს რომ შენც ახლავე შენი მეგობრების გვერდით არ ამოგაყოფინო თავი ჰა? - კითხრა მიშოს სიტყვებით გაღიზიანებულმა კაცმა
- ის რომ ეგ უაზრო სიტყვებია და მაგას ვერასოდეს იზავ რადგან ძალიან კარგად იცი შემდეგ რაც მოხდება, შენგან განსხვავებით მე არ ვმალავ ვინ ვარ "კანონის დამცველო" - უთხრა მიშომ და სახე აწითლებულ კაცს მიაჩერდა, რომელიც ნებისმიერ წამს შეიძლება აფეთქებულიყო - იქნებ გვეყოს ეს უაზრო საუბარი
- მშვენიერია... ახლა რა გინდა ჩემგან? - მიშომ სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა
- ბევრი არაფერი, არც რთული საქმე არაა უბრალოდ პატარა რაღაც უნდა გააკეთო - უთხრა და ფილტვებიდან ამოშვებული კვამლი ოთახში გაუჩინარდა. ცოტახნის შემდეგ საუბარი ისევ განაგრძო - თქვენს განყოფილებაში, ერთი პატარა ვიდეო მოხვდა, იმ ვიდეოს გააქრობ და სულ ესაა - კაცმა მძიმად ამოიოხრა
- რეზის ჩანაწერის განადგურებას მთხოვ? სულ გაგიჟდი?! მაგ საქმეზე იმხელა ამბავია ატეხილი და სულ მაგ ჩანაწერის გამო... რა მოუვა განყოფილების რეპუტაციას თუ ეგ ჩანაწერი დაიკარგება
- შენ ჯობია შენს რეპუტაციაზე იზრუნო
- მაგას ვერ ვიზამ - უარის ნიშნად მტკიცედ გააქნია თავი
- იცი ეგ შენი გადასაწყვეტია იზავ თუ არა, მაგრამ დაიმახსოვრე რონ შენი გადაწყვეტილების მიხედვით გადავწყვეტ მეც შენს ბედს, ასე რომ კარგად დაფიქრდი - ათი წუთის დუმილის ფიქრის და მძიმე ამოოხვრების შემდეგ საბოლოოდ ამოიღო ხმა კაცმა
- და ამ საქმიდან მე რა სარგებელი უნდა ვნახო? ასე რატომ უნდა გავრისკო? - მიშოს მის ნათქვამზე გაეცინა სხვას არც არაფერს ელოდა
- შენი სარგებელი ის იქნება რომ იქ დარჩები სადაც ხარ... ცოტა ხნის წინ მიმტკიცებდი რომ კანონს იცავ, ახლა კი უკანონო საქმისგან სარგებელს ელი - კაც სახე აელანძღა მის სიტყვებზე. მიშოს მოეჩვენა, რომ კაცმა თავი შეურაწყოფილადაც კი იგრძნო და გაეღიმა
- გასაგებია... ვიდეოს გავაქრობ - თქვა კაცმა და ცეცხლისკენ შებრუნდა
- აი ასე მშვენივრად ვისაუბრეთ არა ძველმა ნაცნობებმა - თქვა და სწრაფად წამოდგა სკამიდან, სახლიდან გამოსულმა იარაღი დაიბრუნა, მანქანაში ჩაჯდა და ქალაქისკენ აიღო გეზი. მიუხედავად იმისა, რომ ერთი მკვლელობის საქმე მოაგვარა, ჯერ კიდევ რჩებოდა მეორე მკვლელობა, რომელიც რეზის ბრალდებოდა და სანდრო, რომლის საქმისთვისაც ჯერ ვერ მოეფიქრებინა რა ექნა.

***
ნუთი სახლში მისვლისთანავე დააწვინა მართამ და მისი ოთახიდან ჩუმად გამოვიდა, რადგან ნუთს თითქმის მაშინვე ჩაეძინა. რამდენიმე საათში ნუთის მეგობრები მოვიდნენ მის სანახავად, მაგრამ მართამ სამივე გააბრუნა და უთხრა სხვა დროს მოსულიყვნენ. მთელი დღე უაზროდ იჯდა ოთახში და არ იცოდა რა ეკეთებინა. მეორე დღეს ჯერ მართას შეხედა ოთახში, რომელსაც ისევ ეძინა და რადგან მისი შეწუხება არ უნდოდა, მისი ოთახიდან გამოსულმა სამზარეულოსკენ აიღო გეზი, სადაც ლალიც ეგულებოდა და ხმის ამოუღებლად დაჯდა ოთახში
- ლალი სახლში არ მიდიხარ? - კითხა მართამ სამზარეულოში მოფუსფუსე ქალს, ქალმა გაკვირვებული და ოდნავ გაბრაზებული სახით შეხედა
- არა მე აქ ვცხოვრობ - უთხრა უხეშად
- ხოო? და შენ სახლს რა დაემართა?
- არაფერი რა უნდა დამართნოდა - მხრები აიჩეჩა ქალმა
- აბა აქ რა გინდა - ლალის ჩაეცინა და მისკენ მობრუნდა
- რაც წაბრძანდი მას შემდეგ აქ ვცხოვრობ, 15 წლის გოგო მარტო როგორ მოუვლიდა დედაშენს, მაგ დროს თვითონაც მოვლა სჭირდებოდა
- შენც მე მადანაშაულებ?
- მე არაფერში გადანაშაულებ... თუმცა არა სწორედაც რომ გადანაშაულებ, მაგრამ იმაში არა რომ გაიქეცი, მაშინ შენც პატარა გოგო იყავი და შენთვისაც მძიმე იყო ესეთი ცხოვრება, მაგრამ სულ რომ გაქრი მათი ცხოვრებიდან ამაში ხარ დამნაშავე, ჩუმად რომ გაიპარა სწორედ მაგაში შეცდი
- რა გინდა მშვენივრად ჩამანაცვლე, მათთვის შენ უკეთესი ძიძა ხარ - უთხრა მართამ ის ერთადერთი რამ რაც თავში მოუვიდა
- მე არ ჩამინაცვლებიხარ და არც მათი ძიძა ვარ, აქ იმიტომ ვცხოვრობ, რომ ჩემს მეგობარს ვეხმარები და იმიტომ რომ მის შვილებს საკუთარისგან არ ვანსხვავებ
- კარგი მშვენიერია ახლა კი საჭმელი გეწვება მგონი - მართა შეეცადა საუბარი სხვა თემაზე გადაეტანა ანდაც სულაც შეეწყვიტა. ლალი მაშინვე საჭმლისკენ მიბრუნდა და მალე ისევ მართას მოუბრუნდა
- არ ვიცი რატომ დაბრუნდი, მაგრამ იმედი მაქვს ისევ გაქცევას არ აპირებ... ხომ ხედავ შენი და რა დღეშია, ახლა გაბრაზებულია მაგრამ თქვენ ორს არავინ გყავთ ერთმანეთის და დედათქვენის გარდა
- მამაზე რას იტყვი?
- იმას რომ ჯობია საერთოდ გაქრეს თქვენი ცხოვრებიდან, ცუდის მეტი არაფერი შეუძლია მაგ კაცს
- ეს დრო როგორ ცხოვრობდით? შენ და დედა ხომ არ მუშაობთ - კითხა მართამ
- ჩემ ბინას ვაქირავებ და ძირითადად იმ ფულით, ნუთიც მუშაობდა ხოლმე და თუ რამე ჭირდებოდა ყველაფერს თავისი ხელფასით ყიდულობდა, ხანდახან ჩვენც კი გვეხმარებოდა. დედაშენი ცოტას რომ გამოკეთდებოდა ხოლმე ყვავილებს ვყიდდით ერთად
- ღმერთო ჩემო ის პატარა ოთახი კიდევ გაქვთ - იკითხა გაოცებულმა მართამ
- ოთახი კი არა მაღაზიაა და კი გვაქვს, დედაშენს ერთი ყვავილების მოვლა ტოვებდა ამ ქვეყანაზე მგონი, არ ნახე უკან პატარა ბაღში ისევ აქვს ყვავილები
- არ მინახავს - უთხრა მართამ და ცოტახნით გაჩუმდა - და წამლები და დედას მკურნალობა? ამ ყველაფერს ყვავილების გაყიდვით ვერ გადაიხდიდით
- დედაშენი როცა შედარდბით კარგად იყო როგორღაც ვიჭირვებდით და ჩვენით ვყიდულობდით წამლებს, მაგრამ როცა საავადმყოფოში გვიწევდა დაწვენა და ძვირიანი წამლების ყიდვა მამაშენი უგზავნიდა ნუთს ფულს - სევდიანად თქვა ქალმა
- მამას ისევ ვერ პატიობ ხო შენი ქმრის სიკვდილს - შედარებით ჩუმი ხმით კითხა მართამ, ქალმა კი გაოცებული და დაბნეული სახე შეანათა
- შენ გგონია მამაშენს იმიტომ ვერ ვიტან რომ ჩემი ქმარი შეიწირა? - იკითხა ლალიმ და მართას მიაშტერდა, რომელმაც მსუბუქად თითქმის შეუმჩნევლად დაუქნია თავი და მზერა მოაშორა ქალს - სულაც არა. ავთო და ლადო ისეთ საქმეებში იყვნენ გარეული, რომ აშკარა იყო ორივე თუ არა ერთ-ერთი მაინც ცუდად დაამთავრებდა და უბრალოდ ეგ ერთი ლადო აღმოჩნდა, მისი სიკვდილი მამაშენის ბრალი სულაც არ არის - ქალი წამით შეყოვნდა და საჭმლის ქვაბს დააჩერდა - მამაშენს და ლადოსაც, იმიტომ ვერ ვიტან რომ არცერთი ფიქრობდა მათ უკან დარჩენილ ადამიანებზე, არცერთი - თქვა და საჭმლის მზადება განაგრძო. მართას ხმა აღარ ამოუხია, სამზარეულოში ისეთი მძიმე სიჩუმე ჩამოწვა რომ ამ სიჩუმემ მართას თავიც კი აატკივა. მართა ფრთხილად წამოდგა და აივანზე გავიდა ფილტვები ჰაერით რომ შეევსო.

***
მას შემდეგ, რაც მართამ სახლში მომიყვანა გათიშოლს ჩამეძინა, უძილობის და სტესისგან გამოფიტული ვიყავი. მეორე დღეს საღამოს გამომეღვიძა, გარეთ უკვე ბნელოდა და გამიკვირდა ციდან პატარა ფანტელები რომ ცვიოდა, ადრე ისე მიხაროდა თოვლი. საწოლიდან ადგომის სურვულიც კი არ მქონდა, მთელი სხეული დაბუჟებული მქონდა და თითოეული ძვალი მტკიოდა, სხეული ისეთი დამძიმებული მქონდა მეგონა ჩემი ძილის დროს ვიღაცამ შიგმით ქვები ჩამიწყო, იმდენად სუსტად ვგრძნობდი თავს რომ გვერდის შეცვლასაც კი ვერ ვახერხებდი. წელზე შემოხვეული ხელები ძალიან გვიან ვიგრძენი და სევდიანად დავაჩერდი ნაზ, გაფითრებულ თითებს. მისი სხეულიდან წამოსული სითბო თითქოს ნელ-ნელა ალღობდა ჩემში არსებულ ქვებს, ძალა მოვიკრიბე და ფრთხილად გადმოვბრუნდი მისკენ. ერთი შეხედვით მშვიდად ეძინა, მაგრამ ხელებით ძლიერად მიჭერდა. მისკენ ჩავიჩოჩე და თავი მკერდზე მივადე, მისი გულის ცემა ისეთი მშვიდი იყო მალე ეს ჩემს გულსაც გადაედო და მის რიტმში დამშვიდებულად განაგრძო ფეთქვა. მის მკლავებში პატარა ბავშვივით ვიყავი მოქცეული და თავს დაცულად ვგრძნობდი, მისი მკლავები ერთადერთი ადგილია სადაც ვიცი, რომ ვერავინ ვერაფერს დამიშავებს, ამიტომ დაწყნარებულმა გავაგრძელე ძილი. შუაღამით ისევ გამომეღვიძა და გამიხარდა დედა ისევ აქ რომ დამხვდა. რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე და მისი მკლავებიდან ფრთხილად გამოვძვერი, რომ არ გამეღვიძებინა. აივნის კარები გამოვაღე და გაყინული ჰაერი ჩავისუნთქე, ამინდის შესაფერისად არ მეცვა, რის გამოც სიცივე მალევე მომედო მთელ სხეულზე, მაგრამ ეს სიცივე მსიამოვნებდა რადგან მაფხიზლებდა და თითქოს გონებაზე მოვყავდი. თავი საშინლად მქონდა დამძიმებული და ისე მტკიოდა, მეგონა მალე ძირს დავარდნილი პომიდორივით გასკდებოდა, სიცივე და ყინვა კი თითქოს ამ ტკივილს ყინავდნენ და გაზრდის საშუალებას არ აძლევდნენ. გარეთ დაახლოოებით ნახევარი საათი მაინც ვიყავი და უკვე მთელი სხეული გამყინვოდა, ვეღარც ვგრძნობდი მის არსებობას. სახლში შემოვბრუნდი და ოთახიდან უნდა გავსულიყავი მისი სუსტი ხმა რომ მომესმა
- სად მიდიხარ?
- სამზარეულოში, შენ დაიძინე
- მალე დაწექი კარგი, თუმცა იმდენიხანი გეძინა ალბათ შენ აღარც გეძინება, მოიცა მეც ავდგები - მითხრა და საწილოდან წამოდგომა დაიწყო
- დედა არ არის საჭირო, მართლა. შენ დაიძინე კარგი მეც მალე დავწვები, ალბათ - ცოტახანი მიყურა, მერე კი ალბათ იფიქრა რომ ჯობდა მარტო დავეტოვებინე და დამთანხმდა. სამზარეულოში შესვლისთანავე ჩაიდანი შემოვდგი გაზზე, კარადიდან ჩაი გამოვიღე და ხელში ავათამაშე, საშინელებაა ჩაიზეც კი რეზი მახსენდება. ჩაი გვერდით გადავდე ახლა მის ხასიათზე ნამდვილად არ ვიყავი, უფრო სწორად კი რეზის გახსენება აღარ მსურდა მეტად, ამიტომ ყავის მომზადება გადავწყვიტე. რამდენიმე წუთშე მკერდთან მოკეცილი ფეხებით და ცხელი ჭიქით ხელში ვიჯექი, ჩაბნელებულ სამზარეულოში. ცხელი სასმელი შიგნიდან მათბობდა და ვენებში გაყინულ სისხლს ადნობდა. ფანჯარაში უაზროდ ვიყურებოდი და ვცდილობდი არაფერზე მეფიქრა, ან საფიქრალი რაღა იყო უკვე ყველაფერი გადაწყდა და საერთოდ რა საჭიროა ჩემი ფიქრი, როცა ჩემს მაგივრადაც მშვენივრად ფიქრობენ, მაინც ყველა იმას მაკეთებინებს რაც უნდათ, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად შევეწინააღმდევები, საბოლოოდ მაინც ისე ხდება როგორც მათ სურთ. სამზარეულოში მანამ ვიჯექი, სანამ სინათლემ სიბნელის შეცვლა არ დაიწყო, შემდეგ კი სააბაზანოსკენ გავემართე, რომ ცხელ წყალს საბოლოოდ გამოვეფხიზლებინე.

დილით ნინის და ლალის დაძალებით მაინც ვჭამე საჭმელი, ყელში ლუკმა ძლივს გადამქონდა, ისეთი შეგრძნება მქონდა რომ საერთოდ დამავიწყდა საჭმელი როგორ უნდა მეჭამა. მართას ნახვა ახლა უფრო ხშირად მიწევს, რადგან ეს სახლი ბევრად პატარაა და დედას გამო ვცდილობ ოთახში არ გამოვიკეტო, ნამდვილად არ მსურს რომ ჩემზე კიდევ უფრო მეტად ინერვიულოს. შუადღეს მეგობრებმა მომაკითხეს და ყველანაირად ცდილობდნენ, რომ გარეთ გავეყვანე და გავემხიარულებინე. მართალია მათ ყველაფერი არ იცოდნენ, მაგრამ მაინც ხვდებოდნენ რომ რაღაც ისე ვერ იყო, საბოლოოდ მაინც გადავწყვიტე მათთან ერთად სასეირნოდ წასვლა. დედას ძალიან გაუხარდა როცა გაიგო რომ გარეთ სასეირნოდ გავდიოდი. მსუბუქად დათოვლილი ქუჩები ლამაზი იყო და სეირნობა მართლაც მსიამოვნებდა, საბოლოოდ კაფეში დავსხედით და პიცა შევუკვეთეთ, ერთ ნაჭერს ლამის ერთი საათი ვჭამდი და ვიმზეზებდი, რომ ლალიმ და ნინომ ძალიან ბევრი მაჭამეს ამიტომ პიცის ადგილი აღარ მქონდა დარჩენილი, სახლში რამდენიმე საათის შემდეგ დავბრუნდი, ბავშვებს კი დავპირდი რომ ხვალ უნივერსიტეტში ვნახავდი. როგორც აღმოჩნდა მალე მეორე შუალედურები მეწყება... შუალედურები, აი როგორი უნდა იყოს ჩემი ცხოვრება, ახლა გამოცდებზე უნდა ვნერვიულობდე და არა ამ ყველაფერზე. სწავლა ყურადღების გადასატანად ნამდვილად გამომადგებოდა, ამიტომ სახლში მისულმა მეცადინეობა დავიწყე და ყველანაირ გზას ვიჭრიდი, რომ ერთი წამით მაინც მეფიქრა იმ ყველაფერზე, რაც რეალურად ხდებოდა ახლა ჩემს ცხოვრებაში.

***
მართამ მეორე დღეს ძალით წაიყვანა ნუთი მასთან ერთად სუპერმარკეტში რომ რამე სასუსნავები ეყიდათ, მართას უბრალოდ გარეთ გასვლა უნდოდა რადგა სახლში ვეღარ ძლებდა.
- აბა რა ვიყიდოთ - კითხა მართამ ჰუდსა და კურტკაში ჩამალულ ნუთს
- შენ წამომათრიე რაც გინდა ის იყიდე
- კარგი რა რამდენიხანია ერთად საყიდლებზე არ გამოვსულვართ
- ოთხი წელია - უთხრა ნუთმა და მისკენ მობრუნებული გოგოსკენ არც გაუხედავს გზა ისე გააგრძელა
- ჩიფსები ისევ გიყვარს? მოდი ბევრი ჩიფსი ვიყიდოთ - უთხრა ძალით გამხიარულებულმა მართამ
- დედა გაბრაზდება
- კარგი რა პატარები ხომ აღარ ვართ
- მართალია აღარ ვართ, მე გარეთ დაგელოდები რაც გინდა ის იყიდე - უთხრა და წავიდა. მართამ მისი მობრუნება ცადა, თუმცა ნუთი უცებ გაქრა მისი მხედველობის არედან, ამიტომ გადაწყვიტა მარტოს ეყიდა რაც უნდოდა. თაროებზე პროდუქტებს ათვალიერებდა და რაღაცებს კალათაშიც აწყობდა, შემდეგ ღვინის სექციისკენ გადაინაცვლა და ახლა იქ დაიწყო თაროების თვალიერება. რამდენიმე ღვინო ხელში აათამაშა და ეტიკეტს კითხულობდა, თუმცა ღვინოების არაფერი გაეგებოდა. ცოტახანში თვალი ნაცნობ სახეს მოკრა და დაკვირვებით შეათვალიერა, კაცს მის მსგავსად სასმელი ეჭირა ხელში და ეტიკეტს კითხულობდა. ფრთხილად მიუახლოვდა უკნიდან და თავზე წამოადგა, მასზე ოდნავ მაღალ კაცს
- ღვინოებში ერკვევით? - გიორგიმ აშკარად ვერ გაიგო გოგონას მოახლოვება და ოდნავ შეიცხადა უკან მობრუნებულს მართა ასე ახლოს რომ დახვდა და ფრთხილად გაიწია უკან - ამ საღამოს რამის აღნიშვნას აპირებთ?
- თქვენ ნუთის და ხართ ხომ ასეა? - ფრთხილად კითხა გიორგიმ
- დიახ ასეა, როგორც ჩანს თავი კარგად ვერ დაგამახსოვრეთ, რომ კითხულობთ - უთხრა მართამ ოდნავ იმედგაცრუებულის გამომეტყველებით
- არა დამამახსოვრდით - გიორგიმ სასმელი თაროზე დააბრუნა
- არ ყიდულობთ?
- ჯერ ვარჩევ - უთხრა გიორგიმ და თაროებისკენ შებრუნდა, მართამ თვალები გადაატრიალა და კვლავ გააგრძელა მასთან საუბარი
- ჩემს კითხვაზე არ გიპასუხით
- ჰოო... არა სამწუხაროდ ვერ ვერკვევი
- ნამდვილად ვერ ერკვევით
- ასეთი აშკარაა?
- დიახ საკმაოდ დაბნეული ჩანხართ - მართა ხვდებოდა რომ გიორგის მასთან დიდად საუბარი არ სურდა, თარო შეათვალიერა და ერთ-ერთ სასმელს დაავლო ხელი - აი აიღეთ - უთხრა და სასმელი კალათაში ჩაუდო - საკმაოდ დამღლელი სამუშაო გაქვთ, ამიტომ საღამოს განსატვირთად ეს საუკეთესოა, თან თუ, რა თქმა უნდა, ამ საღამოს მარტო გატარებას არ აპირებთ ეს ნამდვილად დაგეხმარებათ - ღიმილიანი და დამაჯერებელი სახით საუბრობდა მართა
- ესიგი თქვენ ერკვევით?
- მე ყველაფერში ვერკვევი - ქერა თმა უკან გადაიყარა, ერთ-ერთ ბოთლს თავისთვისაც დაავლო ხელი და გიორგის მოშორდა. მართას წარმოდგენაც არ ქონდა რა ღვინო ჩაუდო გიორგის კალათაში, მაგრამ ეს ხომ უბრალოდ ღვინო იყო არა. მართა ცოტათი გააღიზიანა გიორგის პასიურობამ, ჩვეულებრივ ყოველთვის ყველასგან ზედმეტ ყურადღებას იღებს ხოლმე. გარეთ გამოსულმა სწრაფად იპოვა მართა და ტაქსიც მალევე გააჩერა
- კარგია რომ გარეთ გამოხვედი, მაღაზიაში ის პოლიციელი შემხვდა გუშინ რომ უყვიროდი - ნუთმა დახუჭული თვალები გაახილა და დას შეხედა
- რამე გითხრა?
- არა ღვინოზე ვსაუბრობდით - მართამ თავი გააქნია და ისევ თვალები დახუჭა - რა? უბრალოდ ვისაუბრეთ - უთხრა მართამ, ცოტახანი ნუთს უყურებდა შემდეგ კი მზერა გზაზე გადაიტანა.

***
- ციხე როგორ მოგწონს? - ღიმილით კითხა მიშომ ტუჩ გახეთქილ რეზის
- ციხეა - უკმაყოფილო სახით აიჩეჩა მხრები რეზიმ
- აქაურები უკვე გაიცანი?
- ხო მომესალმნენ - სიცილით უთხრა რეზიმ
- და შენ რა ქენი?
- მეც მივესალმე - მიშო სევდიანი თვალებით უყურებდა, მაგრამ მაინც ეცინებოდა მის ნათქვამზე - ახალი რა ასრის, სანდრო ნახე?
- ჯერ არ მინახავს. შენი საქმე გვარდება ნელ-ნელა
- ხოო? ესე იგი ეს ერთი კვირა ტყუილად არ ვზივარ აქ
- ვიდეო აღარ აქვთ - განაგრძო მიშომ საუბარი - გუშინ მოიპარეს, მტკიცებულების გარეშე კი სასამართლოზე ვერაფერს დაგიმტკიცებენ
- თითის ანაბეჭდები?
- გვამს ექსპერტიზა ჩაუტარდა და მისი სიკვდილის დრო დაადგინეს, შენს მეგობარს მივაკითხე და ვიდეო დაამონტაჟა, სადაც ჩანს იმ დროს როცა ის კაცი მოკვდა ბარში როგორ ზიხარ და სვავ, მაგ ვიდეოსაც მალე იპოვის პოლიცია. ჩემს მერე გოჩა შემოვა და დეტალებში გაგარკვევს, გეტყვის ჩვენებაში რა და როგორ უნდა თქვა, საბოლოოდ ისე გამოჩნდება ყველაფერი რომ ვიღაცამ სამხილები გააყალბა, რაც ისედაც ეგრე ამ შემთხვევაში
- კარგი და როდის გამომიშვებენ
- სასამართლო სამ კვირაშია მანამდე აქ მოგიწევს ყოფნა, გირაოს არ გვახდევინებენ
- მშვენიერია და სანდროზე რა ხდება ?
- სანდროს არ ვიცი აქედან როგორ ამოვათრევ... მაგრამ მხოლოდ ჯერ-ჯერობით, რამეს მოვიფიქრებ
- და სხვა ამბები? გარეთ რა ხდება
- არ იდარდო გარეთ ყველაფერი მოვაგვარე
- გავიგე, იარაღის საყიდლად ფული სად იშოვე?
- ძველ ნაცნობებში და ჩემი ორივე სახლი გავყიდე
- გაგიჟდი?! სოფლის სახლიც გაყიდე? - გაოცებულმა კითხა რეზიმ, რადგან იცოდა მიშოს ის სახლი როგორ უყვარდა. მიშოს გაეცინა რეზის რეაქციაზე
- არ იდარდო მაგ სახლს დავიბრუნებ ისევ. შენ აქ ფრთხილად იყავი გესმის? ძალიან ნუ გათამამდები, შეეცადე ეს სამი კვირა მთელი დარჩე
- შენ ჯობია შენ თავს მიხედო. ნუთმა რატომ არ ჩამიშვა? - ცოტახნის შემდეგ კითხა რეზიმ და შეატყო მიშოს მის ხსენებაზე სახე როგორ შეეცვალა
- ადრე რატოც არ ჩაგვიშვა იმიტო... დავემუქრე და გაჩუმდა - რეზი ატყობდა მიშოს ხმაში შეპარულ სინანულს და ბრაზს, მაგრამ ამის მიზეზს ვერ ხვდებოდა - კარგი გავალ უკვე მე ისედაც ძლივს შეამოაყვანინა გოჩამ ჩემი თავი - მიშო რეზის დაემშვიდობა და მალევე დატოვა ციხის შენობა. ახლა ერთადერთ საფიქრალად, მხოლოდ სანდრო რჩებოდა. ვიდეოს მსგავსად იარაღსაც ვერ მოიპარავდა რომ მტკიცებულებები გაექრო, ამიტომ სხვა რამე უნდა მოეფიქრებინა, როგორმე სანდროც რომ გამოეყვანა. თუმცა კარგი არაფერი აფიქრდებოდა, მაგრამ ზუსტად იცოდა რომ მას იქ არ დატოვებდა.



№1  offline წევრი nini :)

იმედი მაქვს სოფლიდან ძალიან არ გვალოდინებ...
არ ვიცი რეზის და ნუთს როგორ დაახლოებ ან საერთოდ დაახლოვდებიან თუ არა მაგრამ მინდა მე მაინც ერთად იყვნენ.... იმედია ეგ ყველაფერი ნუთიდ მართას და მიშოს მამამ არ ქნა... ნუ მოკლედ დიდი ინტრიგა ტრიალებს აქ....
ველი შემდეგ თავს

 


№2  offline წევრი esel

nini :)
იმედი მაქვს სოფლიდან ძალიან არ გვალოდინებ...
არ ვიცი რეზის და ნუთს როგორ დაახლოებ ან საერთოდ დაახლოვდებიან თუ არა მაგრამ მინდა მე მაინც ერთად იყვნენ.... იმედია ეგ ყველაფერი ნუთიდ მართას და მიშოს მამამ არ ქნა... ნუ მოკლედ დიდი ინტრიგა ტრიალებს აქ....
ველი შემდეგ თავს

❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent