შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის ლანდი


11-07-2021, 16:39
ავტორი donald duck
ნანახია 1 498

ტკივილი რომელსაც ეხლა განვიცდი ენით აღუწერელია. სიცარიელეს და სიცივეს გულში. ძალიან ვბრაზდები და მეცოდება საკუთარი თავი. წარსულის ლანდი რომელმაც დღეს გაიელვა ისევ ჩემს ცხოვრებაში და ძველი ჭრილობა განმიახლა. ალბათ მაშინ ვერ ვიაზრებდი ეხლა კი ვხვდები რომ ეს ნამდვილი სიყვარული იყო, სხვა შემთხვევაში ეს ძალიან არ უნდა მტკენოდა. ხუთი წელია გათხოვილი ვარ, და ამ ხუთი წლის განმავლობაში არცერთი დღე არ ყოფილა რომ თავი ბედნიერად არ მეგრძნო. მყავს უსაზღვროდ მოსიყვარულე და მზრუნველი მეუღლე, ოთხი წლის ბიჭი რომელიც ცხოვრებას მივსებს და მიფერადებს. ამ ხუთი წლის მანძილზე ერთხელაც კი არ გვიკამათია. წამი არ ყოფილა რომ თავი ბედნიერად არ მეგრძნო, აი დღეს კი ვაცნობიერებ რომ ყველაზე უბედური ადამიანი ვარ ცხოვრებაში და ვერც ვერავის დავაბრალებ. ეს ჩემი უთქმელობის ბრალია. ხუთი წლის წინ არ უნდა დამეყარა ფარხმალი და უნდა მებრძოლა ამ სიყვარულისთვის, მაგრამ მაშინ ვფიქრობდი რომ ეს მორიგი გატაცება იყო და ყველა დანარჩენივით ისიც წარსულს მივაბარე. დღეს კი ვხვდები რომ მასზე ფიქრი წამითაც კი არ შემიწყვეტია.
რვა წლის წინ პირველად რომ დავინახე მაშინვე მოვიხიბლე. არ მოგატყუებთ და საერთოდაც არ იყო სიმპატიური, მაგრამ ქონდა რაღაც რამაც მიმიზიდა. გამხდარი, საშუალო სიმაღლის, ოდნავ მელოტი, დაბალი წვერით და სათვალით. ენაკვიმატი და მუდამ მხიარული. ერთად ვმუშაობდით, ის ჩემი უფროსი იყო. თავიდან უბრალოდ ფლირტი იყო. დიასტანციასაც ვიჭერდი მასთან, მაგრამ მიზიდავდა. ქონდა რაღაც რაც არ მასვენებდა. ერთად გავდიოდით ხოლმე მოსაწევად დერეფანში. თავიდან უბრალოდ ვსაუბრობდით, უკეთ ვიცნობდით ერთმანეთს. დიდი რო დაგვჭირდა რომ უფრო ახლოს მივსულიყავით ერთმანეთთან. მერე იყო შეძახილები. წყვილად აღგვიქვამდნენ. ჩვენ ვუარყოფდით. მაგრამ მერე იყო ჩახუტება და მისი სითბო. აი ასე ჩახუტებულები ვიდექით ხოლმე დერეფანში და სიგარეტს ვეწეოდით. არც არავის ვერიდებოდით, მაგრამ წყვილის სტატუსს არ ვიღებდით. იმ ორი წლის განმავლობაში რაც ერთად ვმუშაობდით არცერთხელ არ ვყოფილვართ პაემანზე. არც გვიმესიჯია. ძალიან უცნაური ურთიერთობა გვქონდა. აი არასდროს არ მოგვიკითხავს ერთმანეთი სამსახურის გარეთ. უბრალოდ მთელი დღე ერთად ვიყავით. საღამოს მე ჩემს მანქანაში ვჯდებოდი და მეგობრებთან მივდიოდი ის კი თავის საქმეებზე. საერთოდ ვერ ვხვდებოდი რომ მიყვარდა. არ ვფიქრობდი მაშინ სიყვარულზე. 23 წლის ვიყავი და თავში მიქროდა. საკმაოდ ბევრი პაკლონიკი მყავდა და ყურადღების ცნტრში ყოფნა ძალიან მომწონდა. მისგან კი არანაირი ყურადღება არ მოდიაოდა. მხოლოდ სამსახურში. როცა ერთად გავდიოდით მოსაწევა. ხელს გადამხვევდა და ჩამიხუტებდა ხოლმე. არასდროს არ უთქვამს რომ მოვწონდი მაინც. მე კიდე ჩემს პაკლონიკებზე ვუყვებოდი და ვიცინოდით. ალბათ შევაშინე კიდევაც ჩემი ასეთი არასერიოზული დამოკიდებულებით სიყვარულთან და გრძნობებთა. ორი წლის ასეთი გაურკვეველი ურთიერთობის მერე წამოვედი სამსახურიდან და სხვაგან გადავედი სამუშაოდ. რამოდენიმე დღის მერე მივხვდი რომ მომენატრა. დავურეკე და ლუდზე დავპატიჟე.
თავისუფლების მოედანზე საკრებულოს გვერდით ერთ-ერთ ბარში ვიყავით. ის ჩემს წინ იჯდა და ლუდს მიირთმევდა მე ამერიკანოს ვწრუპავდი. მიღიმოდა. მერე ჩემს მხარეს გადმოჯდაა და მიმიხუტა. ისე დაცულად და მშვიდად ვიგრძენი მის მკლავებში თავი, გავიტრუნე. შუბლზე მაკოცა. ბევრი ვილაპარაკეთ. ვიხუმრეთ და ვიცინეთ. გვიან დავიშალეთ. ორი დღე არ გაამოჩენილა, ისევ მე მივწერე სამსახურის მერე. ისევ დავპატიჟე. თვითონ ინიციატივას არასდროს იჩენდა. დეკემბერი იყო. ახალი წლისთვის „Johnnie Walker”-ის „label“- ის კოლექცია ვუყიდე. ახალწელს 12 საათისთვის ჩემს ერთ-ერთ პაკლონიკს შევხვდი და ბარში ავღნიშნეთ ახალი წელი. მისი საჩუქარი თან მქონდა წამოღებული. მინდოდა მენახა და მეჩუქებინა. საკმაოდ ბევრი დავლიე. პირველი საათისთვის დავურეკე და ვუთხარი რომ საჩუქარი მინდოდა მიმეცა. ისიც ნასვამი იყო. მისამართი მომწერა. ბოდიში მოვუხადე ჩემს მეწყვილეს, ტაქსი გავაჩერე და წავედი. თავის ძმასთან იყო სახლში. ეზოში დამხვდა. საჩუქარი გადავეცი. ძალიან გაუხარდა. სახლში ამიპატიჟა. ცოტა ვიუარე მაგრამ ავყევი. კარგი დრო გავატარეთ. სახლამდე გამაცილა გამთენიისას. ისევ არაფერი არ გვითქვამს ჩვენი გრძნობების შესახებ. ყოველთვის მე ვურეკავდი პირველი და სადმე ვეპატიჟებოდი. იანვარი იყო მანქანა ჩემ მეგობარს ვათხოვე და ფეხით ვიყავი. საკმაოდ ციოდა დავურეკე და ყავაზე დავპატიჟე. ოპერის გვერდით პატარა კაფეში. კაფიდან მალევე გამოვედით და გავისეირნეთ. მანქანა მთაწმინდაზე გააჩერა საიდანაც მთელი თბილისი ჩანდა. ვიჯექით მანქანაში ჩუმად და მუსიკებს ვუსმენდით. თავი მის მხარზე მქონდა მიდებული და განაბული ვიყავი. ისე მაკოცა ვერც კი მივხვდი. არ ვიცი იმ გრძნობას რა დავარქვა რაც მაშინ განვიცადე. სიტყვებით ვერ გადმოვცემ. რაღაც აფეთქდა ჩემში და მტელი სხეული და გონება დაიპყრო. არც ამ კოცნის მერე გამოუჩენია აქტიურობა. ისევ მე ვურეკავდი და შეხვედრაზე ვთანხმდებოდით. ვიჯექით მანქანაში და თბილისის ხედებით ვტკბებოდით. ჩამეხუტებოდა და მაკოცებდა ხოლმე. კოცნის იქით ჩვენი ურთიერთობა არ წასულა. რომ შემოეთავაზებინა უარს არ ვეტყოდი. არ ვიცი მასთან რა მემართებოდა. არცერთს არ გვითქვამს რომ მოგვწონდა ერთმანეთი ან გვიყვარდა.
თებერვალში ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი. ისე უცებ განვითარდა ყველაფერი, რომ გააზრებაც კი ვეერ მოვასწარი. იმ დროის განმავლობაში რაც ჩემ მომავალ მეუღლეს ვხვდებოდი ერთხელაც კი არ მოვუკითხივარ მას. სამაგიეროდ ჩემი მომავალი მეუღლე ყველაფერს აკეთებდა იმისათვის რომ მე ბედნიერი ვყოფილიყავი და ვარ კიდევაც. ძალიან დაუნახავი და უნამუსო უნდა ვიყო რომ არ დავუფასო მას ეს სიყვარული. იმდენად ძლიერი და წრფელი სიყვარულით ვუყვარვარ რომ მეც შემაყვარა თავი. მიყვარს ჩემი მეუღლე და მის გარეშე ალბათ ვერ ვიარსებებ, მაგრამ ის გრძნობა რაც მის მიმართ მქონდა რაღაც სიგიჟე იყო. სანამ საბოლოოდ გავყვებოდი ჩემს მომავალ მეუღლეს მას დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე. ვუთხარი რომ მეორე დღეს ვთხოვდებოდი. ბედნიერება მისურვა. დავემშვიდობე და წამოვედი. წამოვედი და ყველაფერი იქ დავტოვე. ხაზი გადავუსვი ყველაფერს რაც მასთან მაკავშირებდა. მოგონებები, სურათები, ფიქრები, ყველაფერი რაც მის თავს გამახსენებდა წავშალე და დავივიწყე. მეორე დღეს ახალი ცხოვრება დავიწყე ჩემს მეუღლესთან ერთად.
ხუთი წელი ისე გავიდა, რომ არც კი მიფიქრია მასზე. ასე მეგონა დღემდე. დღემდე ვიყავი უბედნიერესი ქალი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მაგარი მეუღლე ყავს და ყველასთვის მისაბაძი ოჯახი აქვს. ვიყავი ქალი ვისიც შურდათ რომ ასეთი მაგარი მეუღლე და ოჯახი აქვს. ვიყავი მისაბაძი ცოლი და დედა. ამ წუთამდე ჩემი ოჯახის იქით სხვა ფიქრები არ მქონდა. მიყვარს ჩემი მეუღლე და ჩემი ლამაზი ოჯახი, მაგრამ აი ამ გრძნობას რა ქვია ვერ ავხსნი. ვერ გადმოვცემ. როცა უბრალოდ მისი სახელი და გვარი გავიგე. უბრალოდ გავიგე და გულში ჩამწყდა. დიდმა ტალღამ დამიარა და ყველაფერი წალეკა. ცრემლები მომაწვა და ყელში ბურთი გამეჩხირა. გრძნობას რომელსაც ეხლა განვიცდი სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. ვერ ავხსნი რა არის ან რა შეიძლება დავარქვა. მრცხვენია და საკუთარი თვი მეზიზღება რომ ეს რაღაც აუხსნელი შეგრძნება არ მტოვებს და ჩემი ცრემლების მიზეზია. საკუთარ თავს ვერ ვპატიობ რომ მაშინ არ ვთქვი ეს გრძნობა. ისნებ ყველაფერი სულ სხვანაირად განვითარებულიყო რომ მეთქვა? იქნებ ეხლა სხვანაირი ბედნიერება მქონიდა? ან იქნებ უბედურიც ვყოფილიყავი და უფრო დამეფასებინა ჩემი მეუღლე. მიყვარს ჩემი მეუღლე. ვიცი რომ მის გარეშე ვერ ვისუნთქებ, მაგრამ რა ქვია ამ გრძნობას? არ ვიცი. ალბათ წარსულის ლანდი. ამ დღესაც გადავაგორებ და ისევ წავში მას ჩემი ტვინიდან. ისევ გავიქცევი და ჩემს მეუღლეს შევაფარებ თავს. ვიცი რომ ის დამიცავს და შემიფარებს. მანამდე კი გამოვიტირებ ჩემს უთქმელ გრძნობას რომელიც ვერ ვთქვი მაშინ.



№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

სწორი არჩევანი გააკეთე, ნუ იტანჯავ თავს ფიქრებით, გიყვარდეს ქმარი ბოლომდე. ის წარსულია. რომც არ მიფეღო ეს გადაწყვეტილება, გგონია რამე შეიცვლებოდა თქვენ ურთიერთობაში?! ცდები, ცხოვრების ბოლომდე ასე ერთ საათიან პაემნებზე გატარებდა და ბოლოს დამჭკნარი პირიქით დაიწყებსი ფიქრს, ნეტავ ვინმე ნორმალურ ადამიანს გავყოლოდი და ოჯახი შენექმნაო. ასე რომ მოგებული ხარ, დააფასე შენი ქმარი და ოჯახის სიყვარულით დატკბი. წარმატებები!!

 


№2 სტუმარი ცირა

ეჰ..ეგ ტარაკანები გამოიფერთხე თავიდან გირჩევნია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent