შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

-თეთრი ნისლი-3


14-07-2021, 01:47
ავტორი თვეთნედინა
ნანახია 7 898

არსებობენ ადამიანები,ვინც გაკარგვინებენ თავისუფლების აღქმას,მაგრამ ჩვენდა საბედნიეროდ არიან ისეთებიც,ვინც უბრალოდ თავისუფლების განცდადთან ერთად სხვა ყველაფერს განგაცდევინებენ,მხოლოდ საუბრით, მასთან კონტაქტით... სწორედ ასეთი გახლდათ ეს პიროვნება მშვიდი,გაწონასწორებული... მისი ხმის ტემბრი და ღრმა,შავი თვალები... თავბრუდამხვევი გარეგნობაც თან ახლდა ამ ყველაფერს. ბედან აბლანი...

-მერწმუნე,არანაირად არ მახსენებს არაფერს
-ეჭვიც არ მეპარება...

სადღაც გაუჩინარდა ბედანი,მაგრამ სად... არავინ იცის. დინას კი კლავდა ინტერესი ვინ იყო,ან რატომ იყო ის ასეთი. როგორი?! თავადაც არ იცოდა.

-ადაი,აიზა ბედნიერი ხალხი ხართ თქვენი შვილებით... 8 შვილის გაზრდას და აღზრდას ცოტა ენერგია არ უნდა,სიმდიდრეც სწორედ ამაშია, ჩემო კარგებო
-გაიხარე,შერგილ. შენ ჩემი მეგობარი ხარ და ჩემს ოჯახშიც ყოველთვის საპატიო ადგილი გექნება
-შენც,ადაი,შენც...
სტუმარ-მასპინძლური სუფრა გაიშალა ბეჩიანების დიდ ოჯახში და მიდიოდა ჟრიამული,როდესაც კარი დინამ შემოაღო
-შერგილ,ეს ჩემი ერთადერთი,უნცროსი ქალიშვილი,დინაა
-ღმერთო ჩემო,ადაი,მზის სადარი ქალიშვილი გყავს... მოდი,შვილო,დაჯექი ჩვენთან.
-გამარჯობა.
დინა მიუჯდა სუფრას და მასთან ერთად გააგრძელეს მხიარულება სტუმარმა და მისმა ოჯახის წევრებმა,მაგრამ ვერ წყვეტდა ფიქრს ბედან აბლანზე,ის იმდენად იდუმალი და საინტერესო იყო დინასთვის,რომ ერთი სიტყვაც არ გაუგია თუ რას ლაპარაკობდნენ უფროსები.
-დინა,დაიღალე?! წადი დაიძინე
-წავალ,ჩემო საყავრელო ძამიკო
-დინა,ხომ იცი,არ მიყვარს მსგავსად საუბარი,თუ მიდიხარ წადი
-მე დაგემშვიდობებით თქვენის ნებართვით,დავიძინებ.
-მიდი,შვილო

უჩვეულოდ ბნელი და იდუმალებით სავსე ღამე იყო... არ გამოჰპარვია რა თქმა უნდა დინასაც. მთელი ღამე ცქმუტავდა,თითქოს გარეთ ვიღაც ელოდა და არ დააყოვნა დინამაც,ადგა,გადაიცვა და ფანჯრიდან პირდაპირ ეზოში გადახტა.

-შენსას მაინც არ იშლი ხო?!
-რა გინდა,მაინც და მაინც იმ დროს რატომ ჩნდები,როცა საჭირო არაა
-ანუ ჩემი გამოჩენა ზოგჯერ საჭიროა
-ეგ არ მიგულისხმია
-ვიცი რაც იგულისხმე
-რა გინდა?!
-მე თუ რამე მინდა ყოველთვის ყველაფერს ვიღებ
-კაი ერთი
-შევეჯიბროთ?
-შევეჯიბროთ

ფაქტობრივად ჩვეულებრივი დოღი იმართებოდა ხოლმე,შეჯიბრი და შემდეგ 3 საათიანი პოლემიკა,რომელიც დაღლიდა მსმებელსაც,მაყურებელსაც და თავიანთ თავსაც. სახლში მისულს უჩველულოდ გაშლილი სუფრა და ასევე უჩვეულოდ ხშირი სტუმარი,შერგილი. ეს ყველაფერი კი ჩვეულებრივ რუტინად გადაიქცა. დინასა და ბედანს შორის ძალიან იდუმალი რამ იმალებოდა,ამას თავადაც ხვდებოდნენ,ეს არ იყო მიზიდულობა ან რაიმე მსგავსი,არამედ ბევრაად დიდი და საოცარი... დინას ყველაფერი სიზმარი ეგონა,იმდენად ჩვეულებრივი გახდა ეს ამბები მისთვის. კივილი არ წყდებოდა ყოველ საღამოს,შებინდდებიდა თუ არა მაშინვე და თითქოს მიეჩვია დინაც,თუმცა ყოველ ჯერზე უფრო ძლიერდებოდა ინტერესი,ფიქრები და კითხვები...

-დინა,სასწრაფოდ სახლში უნდა მიხვიდე,რაღაც ხდება...
-რა ხდება,თეთე
-არ ვიცი

დინა სახლთან როგორ მივიდა არც კი ახსოვდა,მხოლოდ ერთი აზრი ურტრიალებდა თავში "ყველაფერი კარგად უნდა იყოს,ყველაფერი კარგად უნდა იყოს..." ქოშინით ჩაირბინა კოხტა სახლები,კოშკები და უკვე მის სახლთან სიახლოვეს გაიგო უჩვეულოდ ხმამაღალი მამამისისს საუბარი.

-მე შენ ძმად,მეგობრად გთვლიდი შერგილ,შენ კი ჩემთან,ჩემს საკუთარ სახლში და სუფრაზე იმიტომ მოდიოდი ,რომ გეგმად ჩემი შვილის შენი შვილისთვის ხელის თხოვნა გინდოდა?!
-ადაი,არასწორად გესმის
-ყველაფერი ძალიან კარგად მესმის,ახლა ადგები და წახვალ. ამ სოფელში და მითუმეტეს ჩემს კართან შენი ფეხი არ იქნება,თორემ საკუთარ თავზე პასუხისმგებელუ არ ვარ,შერგილ.

ხმის ამოუღებლად,შოკირებულ მდგონარეობაში მყოფი დინა კი ერთ ადგილას იდგა,გაუნძრევლად და იაზრებდა მომხდარს,როდესაც მამამისი მას მიუბრუნდა საკმაოდ მკაცრი სახით
-ამიერიდან სახლიდან გასვლა გეკრძალება,მორჩა! ხმა არავინ ამოიღოს,თორემ გაუყვება დიდ გზას!

ვერაფრის თქმა მოასწრო დინამ,ვერც გაიაზრა რა მოხდა ან რა ხდებოდა.
ოთახში ავიდა საწოლზე ჩამოჯდა და ასე იჯდა კარგა ხანი,როდესაც ჩამობნელდა კივილმა გამოაფხიზლა,შეცბა ისე თითქოს პირველად გაეგოს. სახლიდან გასვლა ეკრძალებოდა,თუმცა ვერ მოითმინა,გარისკა და ფანრჯიდან გადახტა,ეგონა ბედანი დახვდებოდა ჩვეულად,მაგრამ არა... დიდი ხანი იდგა ღობესთან და ელოდებიდა მის გამოჩენას,მაგრამ ამაოდ. გული რაღაცით აევსო,არ იცოდა რა იყო ეს, იმედგაცრუება,წყენა თუ საერთოდ ბოღმა,მაგრამ ფაქტი ერთია იმედიანად იდგა და ელოდებოდა ბედანის გამოჩენას...

-მიხარია,რომ მელოდები!
გაისმა უკუნით სიბნელეში ნათელი ხმა,რომელიც დინასთვის იმ წამს ყველაზე სასიხარულო რამ იყო...



№1 სტუმარი Xato

Dzalian saintefesida idumalebif moculia.male dade shemdevlgi tavebi.da gaadide.momleebia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent