შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეყვავილე


25-07-2021, 15:54
ნანახია 921

თვითმფრინავში ჩავჯექი და ჩემი დღიური ამოვიღე რომელიც წასვლამდე ვიყიდე.
არვიცი დღიურის გამოყენება, გარეკანი საკმაოდ ლამაზი აქვს რაც უფრო მეტ სიამოვნებას მგვრის, ჩემი საყვარელი ვარდისფერი ფერი და ზედ დატანებული ოქროსფერი წარწერა რაღაც უცნაური სიმბოლიკით.

ფრენა რამოდენიმე საათით გაგრძელდება მგონი ჯობია დავიძინო.
"რაღაც შავ დიდ კარებს ვუყურებ, ვაღებ და შიგ შევდივარ, ოთახში ყველაფერი თეთრია,
ჩემს წინ ხე არის რომლიდანაც სისხლი მდინარესავით გამოდის, მე უფრო ვუახლოვდები ხეს ინტერესით, ხის ძირას ქვას ვხედავ სადაც დედაჩემი ზის და ხელს მიქნევს, უეცრად ხიდან ვარდისფერმა ყვავილებმა დაიწყო ცვენა, სხეულს ვერ ვამოძრავებდი, უცებ დედაჩემის ყვირილი გავიგონე, შემეშინდა და მისკენ ვცადე გაქცევა, რაც უფრო სწრაფად მივრბოდი ფეხები უფრო სწრაფად იწყებდა ჩემს ჩათრევას"

- არაააააააა!- შეშინებულმა დავიღრიალე თვითმფრინავში, ჩემი გულის ცემა ყურებში მესმოდა, ხალხი გაკვირვებული მიყურებდა, უცებ ბორტგამცილებელი მოვიდა წყლით ხელხში

- დალიეთ, უკეთ იგრძნობთ თავს - მომღიმარმა გოგონამ თბილი ხმით მითხრა და ხელში წყალი მომაწოდა.

- მ- მადლობა - ძლივს ამოვილუღლულე.

ჩემმა ფიქრებმა ისევ წამიღეს, ვფიქრობდი რომ დედაჩემის ინციდენტი მალევე გაივლიდა და ყველაფერს დროთა განმავლობაში შევეგუებოდი, ამიტომაც გადავწყვიტე რომ კანადაში წავსულიყავი.

თვითმფრინავი როგორც იქნა ჩაფრინდა კანადაში.
ჩავედი თუარა მობილურმა ვიბრირება დაიწყო ჩემს ჯინსებში, იმწამსვე გავიფიქრე რომ ეს დედაჩემი იქნებოდა.
შემდეგ კი მივხვი რომ დედაჩემი რომელიც ყოველთვის მირეკავდა და ზრუნავდა ჩემზე, ვერასდროს დამირეკავდა.
უცებ მობილური ამოვიღე და პასუხი გავეცი ზარს.

- ლინდა
- გისმენთ
- მე ვარ გიორგი
უცებ სახე გამითეთრდა თავში ათასმა ფიქრმა გადამირბინა მთელი სისწრაფით, შიშმა, სიძულვილვმა, სიყალბემ.
- ლინდა გესმის ძვირფარო, მევარ დეიდა ანა.
- ა- დეიდა. - უცებ ცრემლები მოვიწმინდე და ჩამწყდარი ხმით პასუხი გავეცი
- შვილო კარგად ხარ ?
- კი, კი დეიდა ჩამოვედი სადხარ.
- ხელს დაგიქნევ და იმედია დამინახავ. - ჩაიცინა ანამ.
- კარგი
ზარის დასასრული.

დეიდაჩემის პატარა ხელების ფრიალი დავინახე აეროპორტში, ძალიან შეიცვლა, რამოდენიმე წელია არ მინახია.
მისი ხუჭუჭა ყავისფერ თმას ხავერდოვნად არხევდა ქარი, მისი მუქი ყავისფერი თვალები და ღიმილი დედაჩემს მაგონებდა.
მივდივარ და ვეხუტები მას, დეიდაჩემს ცრემლები წასკდა თვალებიდან როდესაც რამოდენიმეჯერ ამხედა და ჩამომხედა.

- როგორ გაზრდილხარ ჩემო პატარავ - დეიდა.
- შენ კიდევ ისეთი მშვენიერი და ლამაზი ხარ დეიდა როგორც მანამდე. გავუღიმე
დეიდამ ჩაიცინა, დავინახე თუ როგორ გაუწითლდა ლოყები და მოიღუშა.

- წამოდი წამოდი, ლუკა და ლიზა გელოდებიან.
- როგორ მომენატრნენ, როგორ არიან ?
- კარგად, ერთი სული ქონდათ როდის ჩამოხვიდოდი!

სახლამდეც მივედით, ძალიან ლამაზი პატარა და მყუდრო სახლი გარედან ყვითელი საღებავით შეღებილი სახლის ეზოს ვადისფერი და წითელი ვარდები ამშვენებდნენ, განსაკუთრებით მომწონდა ალუბლის ხეები რომელიც ამ პერიოდში იწყებდნენ აყვავებას.
მათი ვადისფერი ყვავილები რომლებიც ძირს ცვიოდა იმ სიზმას მახსენებდა რაც თვითმფრინავში ვნახე და მთრგუნავდა.

- ლინდააააააა. - უცებ სახლიდან ყვირილი მომესმა, შიგნით მომღიმარი სახის პატარა გოგონა დავინახე რომელიც დეიდას ძალიან გავდა, მისი ყავისფერი ხვეულ თმებსა და მწვანე თვალებს მისი ღიმილი უფრო ამშვენებდა.
- ლიზა. - საპასუხოდ მისი სახელი დავიძახე და ხელები გავშალე, ჩასახუტებლად მოვემზადე.
- მომენატრე ჩემო გვირილა. ეს სახელი მაშინ შემარქვეს როდესაც თმები თეთრ ფრად შევიღებე, მაშინ ლიზაც და დეიდაც ჩემთან იყვნენ თბილისში.
- მეც მომენატრე პატარავ, ლუ სადარის. ჩავჩურჩულე ყურებში.
- ხოიცი როგორიც არის. ჩაიცინა პატარ ლოყებში

სახლში შევედით, ლუკას ქერა ხვეული თმები და ცისფერი თვალები პირველი იყო რაც თვალში მომხვდა სახლში შესვლისას.

- ლუ, არ ჩამეხუტები?. გავუღიმე და თან ენა გამოვუყე რომ გამემხიარულებინა, ბავშვობიდან რთული ბავშვი იყო მაგრამ ჩვენ ერთმანეთს ძალიან სწარაფ ვეწყობოდით.
- ნუ იჭყანები იდიოტო. გაეცინა და ჩემსკენ გამოიქცა
- ჰაჰაჰა. გამეცინა და ხელები გავშალე რომ ჩავხუტებოდი
- მომენატრე. ყურებში ჩამჩურჩულა რომ სხვებს არ გაეგონათ, მეც ჩამეციმა და მის ჭორფლიან ლოყებს კოცნა დავწუყე.
საპასუხოდ მეც ჩავჩურჩულე - მშია.
- ო, არა. ჩაილუღლუღაა
მე ყოველთვის მეცინებოდა მის ბუზღუნზე ის კიდევ ნერვებმოშლილი დეიდასთან გარბოდა.

- ძალიან გაიზარდნენ - ვეუბნები დეიდას აწყლიანებული თვალებით და ცოდვილი ხმით.
- კი, დრო სწრაფად გარბის. დეიდა ჩემს საყვარელ ორცხობილებს აცხობდა და თან ცრემლებს მწმენდდა ლოყებიდან.
- მეც მენატრება. - დეიდას ცრემლები წასკდა და მაგრად ჩამეხუტა.
- წავალ დავწვები, ცოტა დავიღალე, ვერც დავიძინე ნორმალურად - ვუთხარი დეიდაჩემს.
კიბეებზე ავირბინე და ბარგი ჩემს ოთახში ავიტანე, შევაღე ოთახი და ყველაფერი ვარდისფერ ფერებში დამხვდა კედლები ლამაზი თეთრი ყვავილებით იყო მოხატული ვარდისფერ ფონზე, ხის კარადა და საწოლი დიდი სარკის გვერდით იდგა.

- ხო, არ მშურს მაგრამ დედაჩემს მგონი შენ უფრო უყვარხარ. - ლიზამ თვალები ააბრიალა და თავის ოთახში შევიდა.

ოთახის კარები ჩავკეტე, ტანსაცმელები გავიძრე და თვალები დავხუჭე იმის ლოდინში თუ როდის ჩამეძინებოდა რომ ამ ყველაფერს გავქცეოდი, ამ დამპალ ფიქრებს რომლებიც დღემდე მაწუხებს, შემდეგ კი გამახსენდა რომ ხვალ სკოლაში უნდა წავსულიყავი და უფრო ამოვიხვნეშე, თითქოს ცხოვრებისგან დაღლილმა.

ბოდიშით თუ ცოტათი უაზრო გამოვიდა, ჯერჯერობით მხოლოდ ეს დავწერე მეორე თავში უფრო ვეცდები ლინდას დახასიათება დავიწყო და უფრო გაგაცნოთ მისი შესახედაობა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent