თეთრი ბაირაღები გამოვედ კიდობნისაგან
დილით ნარიდან ამორჩილ ლურსმანზე ხელი გავიხიე და ზედამხედველს ვთხოვე ,ექიმი გა მოეძახა .15 წუთში ექიმი მოვიდა, - გამარჯობა, ბოროტმოქმედო ნაკაშიძე! - კარში მზესავით გაღიმებული ნუნუ ექიმი დგას. - გაგიმარჯოს, ნუნუ ექიმო! - ვეუბნები და ვატყობ, გულთან რაღაცა ლღვება . - რა მოგივიდა? -მკითხა მან, ჩანთა მოიხსნა და ტაბურეტზე დადო. - ხელი გავიფუჭე, - ვთქვი მე და გაჭრილი ხელი ვაჩვენე. - უყურე შენ! -თქვა ნუნუ ექიმმა და ჩანთის გახსნა დაიწყო. ზედამხედველმა შეატყო, საქმე ასე უცებ არ დამთავრდებაო, კარი მთლიანად გააღო და დერეფანში გავიდა. - მარტო დარჩი? - მარტო. რა არის ეს? - წყალბადის ზეჟანგი. სულ მარტო? - სულ მარტო. -ნუნუ ექიმმა ხელისგული მობანა და ახლა იოდი ამოიღო. - მერედა, არ გეშინია? - ამხელა სახელმწიფო მიცავს, ნუნუ ექიმო, თავისი ჯარით, სასამართლოთი, პროკურატურითა და მილიციით, რისი უნდა მეშინოდეს! - ისე, ბინა მაქვსო შენ უნდა თქვა! -შემიქო ბინა ნუნუ ექიმმა, ცარიელ საკანს თვალი მოავლო, ჭრილობაზე იოდი დამასხა, ისე ამეწვა, ტკივილისგან თავი ძლივს შევიკავე. - ერთი სულის პირობაზე არა უშავს, მე შენ გეტყვი ავეჯი შემაწუხებს, ან ჩაწერაზე მომიწევს სახლმმართველთან ქრთამით სირბილი. -დავუდასტურე. -მაგის გარდა, წყალი უფასო, სინათლე უფასო, საჭმელი უფასო, ექიმი უფასო - ამყვა ნუნუ ექი მი. -აბა, აბა, აქედან წასვლა არგინდა? -ვთქვი სინანულით. ნუნუ ექიმმა ხმამაღლა გაიცინა. - ხომ არ იცი, ნუნუ ექიმო, რატომ არავინ შემოყავთ, ხომ არ გაუჭირდათ, პატიმრები ხომ არ შემოელიათ? - ვკითხე მე, მზრუნველი ხმით. - შენ უკანასკნელი ბოროტმოქმედი ხარ დედამიწაზე, ნაკაშიძე. - მითხრა მან და ჭრილობაზე ვეებერთელა ბამბის ქულა დამადო. - მართლა? - ნუ გეშინია, ერთი თვეა კარანტინი გვაქვს, რომ მოიხსნება, ოცდაათ კაცს ერთად შემოგიყვანენ და გაიხარე. - თქვა მან და ჩანთიდან ბინტი ამოიღო. - მაგ საქმეს თუ დამიჩქარებ, ნუნუ ექიმო, მადლობელი ვიქნები დიდად! - ვთხოვე მე. ნუნუმ ისევ ხმამაღლა გაიცინა. - შენი სასამართლო როდის არის, ნაკაშიძე? - ნუნუ ექიმმა ბინტი გადამახვია ხელზე. - ჯერ ძიება არ დამთავრებულა. - ამბობენ, შენ მალე გაგიშვებენ, ნაკაშიძე! - ვინ ამბობს, ნუნუ ექიმო? - ხალხი ამბობს. - ხალხმა რა იცის, ნუნუ ექიმო? -ხალხმა რომ იცის, იმდენი ვინ იცის, ნაკაშიძე? -თქვა მან და ბინტის დახვევა განაგრძო. - გიხარია, ნუნუ ექიმო? - რა? - ჩემი წასვლა? - რატომ უნდა მწყინდეს, ნაკაშიძე! შენ რა არ გიხარია? - არა, ნუნუ ექიმო. - რატომ, ბიჭო? -გაუკვირდა მას და ბინტის დახვევა შეწყვიტა. - იმიტომ ,რომ ყოველდღე ვეღარ გნახავ ... - რა გინდა, ნაკაშიძე! ჩემი ყოველდღე ნახვა? -გაწითლდა ნუნუ ექიმი და ბინტი რაც შეეძლო მჭიდროდ მომიჭირა. კიდევ რამე ხომ არ გტკივა? - მომცა აუცილებელი კითხვა ნუნუ ექიმმა. - ყველაფერი მტკივა. - ვუპასუხე მე ისე, რომ თავი მაღლა არ ამიწევია. ნუნუმ მაკრატელი ამოიღო ჩანთიდან, ბინტს თავი ორად გაუჭრა და მაგრად შემიკრა. - აი შენ ორი ტაბლეტი ლუმინალი, რადგან ყველაფერიგტკივა! - ნუნუ ექიმმა წამალი ამოიღო ჩანთიდან და გამომიწოდა. - არ წახვიდე, ნუნუ ექიმო! -ვთხოვე მე. - როდემდე ვიყო აქ, ნაკაშიძე? -მკითხა ნუნუ ექიმმა . - აი, შენისთანა გოგო რომ მელოდებოდეს გარეთ ... - ვთქვი მე და ნუნუს თავლებში შევხედე. მან თვალი ამარიდა . - ნაკაშიძე! დედა ხომ გელოდება? - დედა მოიცდის, დედა ყველაზე დიდხანს მოიცლის ... - რა გჭირს, ნაკაშიძე? - შეყვარებული ვარ, ნუნუ ექიმო! -ვთქვი მე და გული ისევ შემეკუმშა . - ნაკაშიძე. დაიწყო ნუნუ ექიმმა დუმილის შემდეგ. - აქ, ციხეში, პატიმარი არ არის მე რომ არ ვუყვარდე. - ყველას ხომ ერთნაირად არ უყვარხარ? - შენს ტოლებს ყველას ერთნაირად! - რატომ? - იმიტომ, რომ სხვა ქალი არ არსებობს აქ, მე ერთი ვარ, ერთადერთი, უბადლო და მზეთუნახა ვი...მწარედ გაიღიმა მან. - გასაგებია? ადგა, წამლები ჩანთაში ჩააწყო და ჩანთა მხარზე გადაიკიდა. - რა არის გასაგები? -ვუთხარი მე, თუმცა ყველაფერი მესმოდა. - რომ გახვალ გარეთ, მაშინ გაიგებ! -მითხრა ნუნუ ექიმმა და კარს მიაშურა, მერე უცებ მოტრიალდა, დიდხანს მიყურა, მერე თავი დახარა და ისე მკითხა: - ნაკაშიძე, ის პატიმარი რა გვარია? - რომელი? - ვკითხე მე და საშინელმა ეჭვმა შემიპყრო. აი ის, ლექსი რომ წამიკითხა. - არ ვიცი! - რა ჰქვია! - არ ვიცი! - სად ცხოვრობს? - არ ვიცი! - ცოლი ხომ არ ჰყავს ? - არ ვიცი, არ ვიცი, არ ვიცი! - ვიყვირე მე, სახეზე სისხლი მომაწვა. ნუნუ ექიმმა მაცალა, ვიდრე დავწყნარდებოდი და თავ ლებში ჩამხედა. მე თვალი ავარიდე -თავლებში მიყურე, ნაკაშიძე! -მითხრა ნუნუ ექიმმა. მე შევხედე და მის გაფითრებულ სახეზე ორი გიშერივით ანთებული თვალი დავინახე. - თქვი, ნაკაშიძე, შენ ყველაფერი იცი! - გაწყვეტილი მშვილდივით მოვდუნდი, მოვეშვი და ნარზე დავჯექი. - თქვი, ნაკაშიძე, შენს დედას და სიყვარულს გაფიცებ! - დევდარიანი, ლიმონა (კაკო), უცოლო, უშვილო, -დავიწყე მე. - ჰყავს გათხოვილი და, სახლში ელოდება ქვრივი დედა, ცხოვრობს თბილისში, მთაწმინდაზე, არსენას ქუჩა ნ15-ში. - გმადლობთ, ნაკაშიძე! - შეყვარებული ჰყავს. - გმადლობთ, ნაკაშიძე. - მაგრამ ის ქალი გათხოვილია. -ვთქვი მე. თვითონ არ ვიცი რატომ. - გმადლობთ, ნაკაშიძე - ნუნუ ექიმმა ჩამქრალი თვალებით ამომხედა და კარი გაიხურა. - მოიცა, ნუნუ ექიმო! -გავაჩერე მე. - რა იყო კიდევ, ნაკაშიძე? - მე და ლიმონამ მისი სასამართლოს წინა დღით, წინა დღით კი არა, ღამით, თეთრად გავათენეთ. -რატომ არ გძინავს ლიმონ-მეთქი, ვკითხე… - მერე, რაო ლიმონამ? -მკითხა ნუნუ ექიმმა. - ნუნუ ექიმი მიყვარსო, ასე თქვა ლიმონამ. -მე თავი ჩავღუნე და დავდუმდი . - გმადლობთ, ნაკაშიძე, კარგი ბიჭი ხარ! - თქვა ნუნუ ექიმმა და კარი გაიხურა. *** შუადღეზე კარი გაიღო და პირველი პატიმარი შემოიყვანეს. მწვანე თავმოკრული ტურისტუ ლი ზურგჩანთა ეკავა მარცხენა ხელში, მარჯვენა უკნიდან შემოევლო წელზე და მარცხენა ხელის იდაყვზე ჰქონდა წავლებული, რის გამოც წელში ოდნავ გაზნექილი ჩანდა. გამხდარი იყო, თავლები შავი და შეშინებული, თმა არ ჰქონდათავზე. იგი შუა საკანში იდგა საქციელ წამხდარი და მიყურებდა, ალბათ ჩემგან ელოდა თავის საქციელის ნიშანს. მე გავუღიმე, მანაც გა მიღიმა, ოღონდ უნდობლად. ქანდარიდან არ ჩამოვსულვარ.სარკმელში გავიხედე ,რომ მოვხედე ისევ ისე იდგა ,ოღონდ იმ განსხვავებით ,რომ ჩანთა იატაკზე დაედო. ჩემი თავი გამახსენდა მეც ასე გამოვიყურებოდი, ალბათ, პირველ დღეს. - გარეთ დარჩა ვინმე? -ვკითხე. ვერ გაიგო, მხრები აიწურა. - გარეთ თუ დარჩა ვინმე, გეკითხები! -გავუმეორე კითხვა . -სად გარეთ? -გაუკვირდა მას . - თბილისში! - ხალხი! - რა თქმა უნდა! - ბევრი? - ძალიან ბევრი! - აღარ თავდება თუ იცი? -ვკითხე შეწუხებულმა. - რა გაათავებს?! გაუკვირდა მას. - კარანტინი გასკდა? -ვკითხე მე ძველმოსახლისა და საქმის მცოდნე ტონით. - გასკდა! -მიპასუხა მან შვებით ამოისუნთქა . - გარეთ რა ხდება? - თქვენ რა გაინტერესებთ? - ხორცი რა ღირს ბაზარში? - ძვირია! - პამიდორის წნილი? - ახალბედა მიხვდა, რომ დავცინოდი . - არ ვიცი, თქვენ რა გაინტერესებთ. -მითხრა მან გაბუტული ხმით. - ამნისტიის ხომ არ ისმის რამე? - კარანტინში თქვეს იქნებაო! - როდისო? - საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შექმნის 50 წლისთავთან დაკავშირებით. - თქვა მან. - პოლიტიკაში ერკვევი? - თქვენ რა გაინტერესებთ? - ყველაფერი. - გაზეთებს იშვიათად ვკითხულობ!.. -უხერხულად გამიღიმა მან . - ვიეტნამში რა ამბებია? - ომია! - არ გადამრიო! როდის დაიწყო? -გამიკვირდა მე. ისევ მიხვდა, რომ დავცინოდი. - სოფლის ცხოვრებას ვკითხულობ, იქიდან მკითხე რამე! -მთხოვა მან ჩაჭრილი სტუდენტივით. შემეცოდა, მაგრამ გამეღიმა. - კარანტინში ბევრნი იყავით? - ბევრი. - დანარჩენები რა იქნენ? - ქურდები იყვნენ და სპეცში ჩაიყვანეს. -გაუგია რომ განსაკუთრებით საშიში ქურდები სპე ციალურ სარდაფებში ჰყავთ და თავს მაწონებს. არ ვუპასუხე. თვითონ განაგრძო. ამ დილით „შმონი“ დაგვარტყეს ორჯერ, მე ბრიტვები მქონდა პურში, მიპოვეს. შმონი ჩხრეკაა, ერიჰა, ამას ჩემი აყვანა უნდა მეთქი გავიფიქრე. - რა გქვია? -ვკითხე მე. - სანდრო! -მიპასუხა მან . - გვარი? - გვარი ზამბახიძე. - კარგი გვარი გაქვს . - არა უშავს. დამეთანხმა იგი ღიმილით. - მანდ დაწვები პირველ ნარზე. -მივუთითე მე. - პარაშასთან ასე ახლოს რატომ? - შიშისგან ხშირ-ხშირად მოგინდება შარდზე გასვლა და მანდვე იქნები! -ავუხსენი მიზეზი. - საკანში ამდენი ნარია. თქვა მან გაუბედავად. - მაგ ნარებს ყველას თავთავისი პატრონი ჰყავს. -ვუპასუხე მე. - მერედა სად არიან? -მკითხა გაკვირვებულმა. -ზოგი დახვრეტილია, ზოგი გადასახლებული, ზოგი თავისით მოკვდა, ზოგი სასამართლოზეა, ზოგი დაკითხვაზე, მალე დაბრუნდებიან -ვუთხარი მე. პატიმარმა ზამბახიძემ უნდობლად ამომხედა, მაგრამ სხვა ნარზე დაჯდომა მაინც ვერ გაბედა, სადაც მივასწავლე იქ მოეწყო და წამოწვა. - დაიღალე? -ვკითხე მე. - რა დამღლიდა! -ისევ გაუკვირდა ზამბახიძეს. - მაშინ ადექი, დღისით წოლისათვის თუ დაგინახეს კარცერია. - კარანტინში გვაწვენდნენ. - კარანტინი სხვაა, საკანი სხვაა, რასაც გეუბნები ისე გააკეთ, თორემ ინანებ გავაფრთხილე მე იგი წამოდგა, გახდილი ფეხსაცმელი ისევ ჩაიცვა და დაჯდა. - სულ ასე უნდა ვიჯდე? -მკითხა შეწუხებულმა. - ეგ სასამართლოზეა დამიკიდებული, რომ მიგისჯიან, მერე თუ გინდა ყირაზე იარე. -რაზე უნდა მომისაჯონ, მომისაჯონ რა ლილახანა ხომ არ არის, ჩალით კი არ არის ქვეყანა დახურული! -იფეთქა უცებ ზამბახიძე. - სად მუშაობდი? -ვკითხე, ცოტა რომ დაწყნარდა. - ტყავის ქარხანაში ვმუშაობდი და ვიმუშავებ კიდევაც ... -ისე მითხრა, თითქოს მე მომეხსნას და დამეჭიროს. - მაინც რაო, რას გაბრალებენ? - ჩავეკითხე ზამბახიძეს. -უხ, მათი ჩათლახი დედა ვატირე! -შეიგინა ზამბახიძემ და ისე დაირტყი მჯიღი მკერდზე, შე მეცოდა. - ვისზე ამბობ? -ვკითხე. - დირექტორზე და ყარაულის უფროსზე, ახო-ს ეძახიან. მან ხომ იცი როგორ არის, ყველა ცეხის გამგეს ტყავი გააქვს, ყიდიან და წილს დირექტორსა და ახო-ს უფროსს აძლევენ. - შენ? -ვკითხე ისევ. - მე რა ჩემი ფეხები მქონდა ,რომმიმეცა ?ისევ გაკვირვებით მკითხა ,თითქოს ტყავი თვალი თაც არ ენახოს . - მერე? - მერე რა, მაგათთვის ჩემი ადგილი მკვდარი იყო, აიღეს და გამყიდეს ჩემი ადგილიანად . - რამდენად? - ვიცი რო? დირექტორმა დამიძახა, განცხადება დაწერე და წადიო. გიჟი ვიყავი დამეწერა? არ დავწერე... - კარგი გიქნია - შევაგულიანე მე. - რა მიქნია კარგია? გაუკვირდა ზამბახიძეს. - რომ არ დაწერე! -კარგი, თუ ძმა ხარ, მერე იცი რა მიქნეს? - ვიცი, -ვუპასუხე მე. - აბა რა? -მკითხა მან. - მერე, დირექტორი და ახო-ს უფროსი გადაგეკიდნენ. ერთ მშვენიერ დღეს ჩაგისაფრდნენ და, შენს სიცოცხლეში რომ არავის გაუჩხრეკიხარ, უცებ გასასვლელში გაგაჩერეს, ახოს უფროსის ოთახში შეგიყვანეს და ორი მუშის თანდასწრებით გაგჩხრიკეს გაგჩხრიკეს და წელზე შემორ ტყმული ლანჩები და საპირე ტყავი გიპოვნეს. - კი არ მიპოვეს, მომიყარეს! -გამისწორა ზამბახიძემ. - მაგას არა აქვს მნიშვნელობა! -ვუთხარი მე. - როგორ თუ არა აქვს? - იმიტომ რომ ჩხრეკის დროს ის ორი მუშა მოწმედ დაიყენეს. - ცრუმოწმედ! -იყვირა ზამბახიძემ. - ის ორი მუშა ცრუ მოწმედ დაიყენეს, სურათებიც გადაგიღეს და დირექტორთან მიგიყვანეს. მართალი ვარ? -ვკითხე ზამბახიძეს. - მართალი ხარ. -მითხრა ზამბახიძემ. - ახლა გინდა გითხრა, დირექტორმა რა გითხრა? - თქვი! -რომ შეგიყვანეს, დირექტორი ისე იჯდა ვითომ გაზეთს კითხულობდა. რომ დაგინახა, ფეხზე წამოდგა. - რაშია საქმეო იკითხა! - იკითხა? - ვკითხე ზამბახიძეს. - ზუსტად ეგრე იკითხა იმ დამპალმა !-დაიქნია თავი ზამბახიძემ. - ახოს უფროსმა მოახსენა, ასე და ასეო, არ მჯერაო, შეიცხადა დირექტორმა. თუ არ გჯერათ, ა ბა, ეს რა არისო და წინ ტყავი დაუყარეს. დირექტორმა ვითომ ეწყინაო, ოხო! თქვა და დაჯდა. დიდხანს იჯდა შეწუხებული, მერე ადგა და ასეთი სიტყვა გითხრა: “ამხანაგო ზამბახიძე ასე უნდა ქარხნის, კოლექტივის, პარტიისა და ხელისუფლების ნდობის გამართლება? შვილივით მიგიღეთ, გაგზარდეთ, ცეხი ჩაგაბარეთ და შენ იმის ნაცვლად, კაპიკს კაპიკი მიუმატო და ეკონომია მისცე ჩვენი მსუბუქი მრეწველობის ამ დარგს, რას შვები იპარავ? მერე და ვის პარავ? სახელმწიფოს? არა ზამბახიძე მაგის უფლებას ვერ მოგცემთ!“ შენ რაღაც გინდოდა გეთქვა, მაგრამ აღელვებულმა დირექტორმა ლაპარაკიარ გაცალადა ხელით ანიშნა ახოს უფროსს ,გაიყვა ნეთო ,მართალია?-მართალია! მართალი! - მერე გამოძიება რას იზამდა? ორი კაცი პირზე გადგებოდა, აიღეს და დაგაპატიმრეს, მათ ადგილზე შენც ასე მოიქცეოდი. ერთი თვე კარანტინში გამყოფეს და ახლა ჩემს გვერდით ზიხარ... -დავუმთავრე მე მარჩიელობა. - თუ ძმა ხარ საიდან იცი ყველაფერი ეს ?-მკითხე განცვიფრებულმა ზამბახიძემ . - მაგას რა ცოდნა უნდა, სამართალში მიცემულო ზამბახიძემ. - მეც, რა თქმა უნდა მეც! - მერე, რატომ არ გიშვებენ? - ვინ გითხრა რომ არ მიშვებენ .აი ნახავ, ერთ საათში დამიძახებენ და გამიშვებენ -გავუღიმე მე ზამბახიძეს .და მოხდა სასწაული ,იმაზე უფრო დიდი სასწაული ,რაც მოშიაშვილმა გაკეთა ამ ოთხი თვის წინ .საკნის კარი გაიღო, შიგ ჩემი ძველი ნაცნობი ზედამხედველი ჩადგა ფეხებგაფშეკილი, გამიღიმა და მთელი ხმით დაიძახა :Накашидзе с вешами! ნაკაშიძე სვეშჩამი...ნაკაშიძე სვეშჩამი, - დაირხა ექო ცარიელ საკანში. მე გავშრი ერთ ხანს გაკვირვებულ, პირდაფჩენილ ზამბახიძეს ვხედავდი. მერე ისიც გაქრა, საკანი ვარდისფერი ბურუსით აივსო, სქელი ვარ დისფერი ბურუსით. - გათავდა წყლით რღუნა ქვეყანასა ზედა, ჩამესმა ყურში ნაცნობი მოხუცის ხავერდოვანი მოალერსე და თბილი ხმა. - გამოვედ კიდობნისაგან და აღუშენე საკურთხეველი უფალსა - და მერე უფრო შორეული, მაგრამ გაცილებით უფრო ძლიერი, თბილი და მოალერსე ხმა. - აღორძინდით და განმრავლდით და აღავსეთ ქვეყანა და ეუფლენით მას! - ვინა თქვა, შოშია, ქვეყნად სასწაული არ არისო! არის ქვეყნად სასწაული, ღმერთიც არის ქვეყ ნად შოშია... *** მეცხრე უკანასკნელი კარი გამიღო დარაჯმა და მხარზე ხელი დამკრა . - ცოლი გყავს? - მკითხა მან -არა! - ვუპასუხე მე. - აფსუს გაიქნია თავი დარაჯმა. - ნახვამდის! -ვუთხარი მე. - მშვიდობით! მითხრა მანდა ჩემს ზურგს უკან ჭრიალით გაიხურა უზარმაზარი რკინის ალაყა ფი. *** იგი ციხის გადაღმა ფილაქანზე იდგა თერმოსით ხელში და მელოდებოდა, ისევ ისე გახუნებუ ლი კოვერკოტის საწვიმარი, ისევ ის თეთრ კოპლებიანი ლურჯი საყელო, იდგა და მელოდა. მე ყელი გულში მომებჯინა, რომ არ მეტირა, ქვედა ტუჩზე ვიკბინე და ნერწყვი გადავყლაპე. იგი იდგა და მელოდა. მაშინ მე წავედი მისკენ გადავ ჭერი ქვაფენილი და ფილაქანთანმის წინ დავდექი. მან ზურგჩანთა ჩამომართვა და ფეხებთან დაიგდო, მერე მაჯაში მომკიდა ხელი და პირდაპირ ფილაქანზე დაჯდა. მეც დავჯექი მის გვერდით ძალაუნებურად. უხმოდ მოხსნა თერმოსს თავი, სახურავი მომცა ჭიქის ნაცვლად დაცხელი ყავა დამისხა. ცხელი ყავა დამისხა ზუსტად ისე, როგორც პაემანზე. მე ყავა მოვსვი, სრულიად დინჯად და აუღელვებლად. მუქი და სქელი სითხე სითბოდ ჩამეღვარა სხეულში და სისხლის ძარღვებს გაჰყვა... და უცებ გაიხსნა ყველაფერი, ქუჩა ამოძრავდა, ახმაურდა, ვიღაცამ გაიცინა, ვიღაცამ შეიგინა, ვიღაცამ ჩაგვიარა და მე გავიგონე დედის აკანკალებული ხმა: - როგორ ხარ, შვილო? - კარგად დედა! მერე მან ჩაიდო მუხლებში ჩემი თავი და დიდხანს მისვამდა ათრთოლებულ ხელს თმებსა და სახე ზე. მერე მე ვიგრძენი როგორ დამეცა მისი ცხელი ცრემლი, ერთი, მეორე, მესამე და როგორ გალღვა ის დარჩენილი ცივი ქვა, გარეთ რომ გამომყვა. დედაჩემი ტიროდა, ვტიროდი მეც. მოქალაქეები ჩერდებოდნენ, გაკვირვებულები გვიცქერდნენ და ისევ მიდიოდნენ, არც ერთს არ მოსვლია აზრად ეკითხა, თუ რა გვატირებდა დედა-შვილს ამ მიზნით, სით ბოთი, ხმაურითა და სიხარულით სავსე ქუჩაში. ჩვენ კი ვისხედით ფილაქანზე და ვტიროდით. ვტიროდით და არავის არ გვრცხვენოდა. *** ღამით მე ისევ მზე მეახლა, სხივი ჩამაბა წელზე ოქროს ბაწარივით და თავისკენ მიმიზიდა, რაც უფრო ვუახლოვდე ბოდი მზეს, იგი სულ უფრო გრილი ხდებოდა, სულ უფრო გრილი. როდესაც მივუახლოვდი და ხელი შევახე, მან არ დამწვა მე, ჩვენ ერთად შევუდექით ვეებერთელა აღმართს მე და მზე, წინ-მზე და მე-უკან. ჩვენ ავედით სულ მაღლა. თოვლიან მწვერვალზე, ისე მაღლა ,ისე მაღლა ,როგორც არავინ ,და მზე ვეღარ ადნობდა მარადიულ თოვლს. -ეს არის ჯომოლუნგმა !თქვა მზემ, თეთრი ბაირაღი მომაწოდა და ჩემს გვერდით დადგა. მე გავშალე ბაირაღი, მაღლა აღვმართე და ავხედე. ქვეყნიერების თავზე თოვლივით თეთრი ბაირაღი ფრიალებდა, როგორც სიკეთის, სათნოებისა და სიყვარულის სიმბოლო. ერთი ვეებერთელა და უსპეტაკესი თეთრი ბაირაღი ფრიალებდა ქვეყნიერების თავზე! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.