შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასწორ მხარეს #6


28-07-2021, 00:07
ავტორი რენე
ნანახია 11 831

შავი შოკოლადი თავის ფუნქციას სწორად ასრულებდა. ბაჩო და ნათია ერთმანეთის საპირისპიროდ ისხდნენ. ძველი დროის გახსენების მოტივით ფილებად დანაწევრებული შავი შოკოლადი და მაღალფეხიან, წვრილ, გრძელ ჭიქებში ჩასხმული სისხლისფერი ღვინო მათ შორის დარჩენილ ღია სივრცეს ავსებდა. უყურებდნენ ერთმანეთს და უსიტყვობისგან გარინდებულნი უმისამართოდ სტყორცნიდნენ მზერებს ხან - რას და ხან - რას. მერე დავითულიანმა ჭიქაში ღვინო აანჯღრია და გამეფებული სიჩუმე კედლებზე შემსკდარმა სითხის ხმაურმა გადაკვეთა, რამდენიმე წვეთი თეთრ გადასაფარებელს დაეცა. განგებ მოიქცა ასე ბაჩანა, სხვა რომ ვერაფერი იღონა, მსგავსად გადაწყვიტა ერგემლიძის ალაპარაკება და გამოუვიდა კიდეც. ხმაჩაწყვეტილმა და გულაძგერებულმა ქალმა იოგები გამოძებნა მარცვლებთან ერთად და რამდენიმე სიტყვა ნერვიულად, მთრთოლვარე ხმით გადააბა ერთმანეთს გაბრაზებულმა.
- ბაჩანა, შეწყვიტე! - სიმკაცრეც იგრძნობოდა მის ხმაში, ოღონდ ცოტა დაჯაბნილიყო, რადგან უფრო მეტად ქალში ყველა სხვა დანარჩენ ემოციას ნევროზული ძაფების ტალღოვანება ფარავდა. ერთმანეთში ახლართულიყო ეს ძაფები და ფიქრთა ქაოსისგან ტვინიც კი ეღლებოდა ნათიას. წუთი საუკუნედ ეჩვენებოდა, მაგრამ სინამდვილეში დრო ჩვეულებრივ მიდიოდა, არც ჩქარობდა და არც ანელებდა მოძრაობას.
- არა! სალაპარაკოდ თუ დამიბარე, ამოიღე ხმა. თუ არადა, წავალ, დროს ვკარგავთ. - არანაკლებ გაღიზიანდა ბიჭი, სისხლისფერი სითხე შეუსვენებლივ დალია და მიმიკა არ შეუცვლია, ცივი მზერა და უმეტყველო სახე ჰქონდა, მის თვალებში ახლა არაფრის ამოკითხვა არ შეიძლებოდა.
- მადროვებ?! სიტყვები ყელში მეჩხირება ისედაც და ყოველთვის მხოლოდ შენთან მემართება ასე, როცა უსიტყვო ვარ, როცა უნდა ვიფიქრო როგორ ამოვთქვა ერთი წინადადება მაინც და ძალისხმევის მოკრება მჭირდება ამისთვის.
- ხოდა, თქვი მაგის დედა ვატირე, რაღას წელავ დროს უაზროდ, მომეტ.ყნა ნერვი, - ლამის იღრიალა ბაჩომ, მოთმინების ყველა ძაფი გაუწყდა. არ უყვარდა ბინძური სიტყვების გამოყენება, მაგრამ, როცა გადაეკეტებოდა, საზომს ვეღარ პოულობდა. - მეც მაქვს სალაპარაკო და თუ არ იტყვი, ვერ გავარკვევთ. რა გინდა ბოლოს და ბოლოს, გოგო?
- გეტყვი, დამაცადე, დავიწყებ. - ღრმად ჩაისუნთქა და ამოისუნთქა ერგემლიძემ, თითქოს მხოლოდ ამ ერთ ამოსუნთქვაში უნდა ჩაეტია მთელი სათქმელი და ყველაფრის ახსნა მოესწრო.
- გისმენ, ამოთქვი.
- ბაჩანა, ჩვენ რომ ურთიერთობა დავიწყეთ, შენ ჩვიდმეტი წლის ბიჭი იყავი, ჩემი მოსწავლე. ჩვენი კავშირი მაშინაც არასწორი იყო ჩემი, როგორც მასწავლებლის პოზიციიდან. პირველად რომ ამაზე ვილაპარაკეთ, გითხარი რომ მეშინოდა ამ ნაბიჯის გადადგმა. სასწორზე ორივეს მომავალი იდო და იმიტომ.
- ნათია, მე მაშინვე გითხარი რომ ფეხებზე მეკ.იდა ჩემი მომავალი, რადგან შენს იქით ვერაფერს ვხედავდი. ისიც გითხარი რომ, თუ გეშინოდა, არ დაგვეწყო. უკან არაფერზე დავიხევდი, ოღონდ გამოგვსვლოდა. ისიც ხო გითხარი, ჩემი უსწავლელობა ხელს არ შეგვიშლის არაფერში, მაინც ვიმუშავებ და ისე არ გამყოფებ - მეთქი?
- დამაცადე, დამასრულებინე ჯერ მე და მერე შენ ილაპარაკე, რა. ისედაც გაჭედილი ვარ, - დაძაბული და თხოვნით სავსე ხმა ჰქონდა ქალს. - ვერ გაგიმკლავდი. უფრო სწორად, შენ კი არა, შენ მიმართ გაჩენილ ჩემს გრძნობებს ვერ მოვერიე, ამას ვერ გავექეცი, ვერ გავთვალე იმდენი რომ მასწავლებლობიდან ლექტორობამდე დიდი ნაბიჯია და ეს ნაბიჯი შენი დაზიანების გარეშე უნდა გადამედგა. ვგულისხმობ, რომ ჩემი პროფესია ხელს გვიშლიდა. სხვა დროს და სხვა სიტუაციაში რომ გამეცანი, ამდენი პრობლემა არ იქნებოდა ალბათ. ალბათ კი არა, დაზუსტებით, მაგრამ შევიზღუდეთ. არ შეგვეძლო ხმამაღლა გველაპარაკა, ვინმეს სცოდნოდა, ჩუმად ვხვდებოდით, არ ვიმჩნევდით არაფერს და ეს ისეთი დამანგრეველი იყო, წასვლის ზომამდე მიმიყვანა. დავუშვი, რომ ასე სწორი იყო. საკუთარ თავში გარკვევა მჭირდებოდა. ძალიან ბევრი ვიფიქრე. წარმოიდგინე, მე ჩემი მომავლისთვის ვიწვალე და ეს რამდენადაც ეგოისტურად უნდა ჟღერდეს, ვერ დავკარგავდი. ჩემ უკან ანაბელი დგას. მის გამო ეს მომავალი მჭირდებოდა და ახლაც მჭირდება. ჩემი პროფესიისთვის რომ არ მებრძოლა და წარმატებისთვის არ მიმეღწია თუნდაც იმ გერმანიაში, დღეს შეიძლება ჩემს შვილს იმდენი არ ჰქონოდა რამდენიც აქვს. არ მინდა ანაბელს რამე იმიტომ მოაკლდეს, რომ მე მის მომავალზე არ დავფიქრდი და მხოლოდ ჩემი თავი დავაყენე პირველ ადგილზე ჩემს გრძნობებთან ერთად. ის რომ მე დღეს შემდგარი ქალი ვარ, ზუსტად იმის ფიქრით შევძელი რომ ანაბელს ვჭირდებოდი. სწორად გამიგე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ხარ შენ ჩემთვის. ჩემი მეორე მხარე ხარ, რომელიც მიყვარს, რომელიც სუნთქვის და არსებობის მიზეზს მიკვადრატებს, რომლის გამოც თავს ვკარგავ, რომელთანაც მინდა მომავალი ცხოვრება გავატარო, ურომლისოდაც წარმოდგენაც კი არ შემიძლია. ცხოვრებაში თუ რამე მინდა და რამე სურვილი მამოძრავებს, მხოლოდ შენთან და ანაბელთან ერთად. თუ ვერ გაიგებ, მაგასაც გავიგებ. იცი რომ ისტერიჩკა ქალი არ ვარ, რომელსაც ვერაფერს შეაგნებინებ. ხშირად ვკამათობდით, ზოგჯერ უმიზეზოდ, ზოგჯერ - მიზეზიანად. ბოლოსაც ვიკამათეთ, უცებ წასვლის შანსი გამომიჩნდა. ვიფიქრე, რომ ცხოვრებამ რაღაც მინიშნება მომცა. უნდა აგრიდებოდი, იქნებ მარტოს უკეთესად მოგეწყო ყველაფერი, იქნებ ასე უკეთესი იყო, იქნებ თავიდანვე არასწორ მხარეს აღმოვჩნდით ორივე ჩვენი ურთიერთობის დაწყებით და აი, ამ ფიქრებმა და აზრებმა რომ ტვინი შემიჭამა, ნორმალურად არსებობის საშუალება არ მომცა, ზუსტად ამიტომ გავიქეცი. ჰო, ასე ვიტყვი და სწორადაც - ამას გაქცევა ერქვა. მთელი სამი წელი არ გეხმიანებოდი, მაგრამ ანაბელის სიცოცხლეს დავიფიცებ რომ შენზე ფიქრის გარეშე ერთი დღეც არ გამიტარებია. სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ყოველთვის თან დამდევდი თანამგზავრივით. ზოგჯერ დეჟავუ მქონდა. რამეს გავაკეთებდი და უცებ შეგრძნება დამკრავდა, რომ იმ მომენტში შენც იგივეს აკეთებდი. ათასობით კილომეტრს იქით ერთ წუთს მჯეროდა, რომ უჩემოდ ბედნიერად ცხოვრობდი და თავს არ გახსენებდი; მეორე წუთს, პირიქით, მეგონა რომ ცხოვრების ბოლომდე მაინც ერთად ვიქნებოდით მე და შენ ანაბელთან ერთად და ეს წასვლაც სულელური იყო. მე, ქალი, რომელმაც ყოველთვის იცოდა რა იყო სწორი და რა - არა, რა ჯობდა და რა - არა, ყველაზე დაბნეული ვიყავი. თინეიჯერი გოგოსავით ვერ გამერკვია რა მინდოდა. ალბათ, იმასაც იტყვი რომ ჩამოუყალიბებელი ხარ და არ იცი რა გინდაო. არაა ეგრე, რა. მე ახლა ვიცი, რომ შენთან და ანაბელთან ერთად მშვიდად ცხოვრება მინდა. თუმცა, თუ შენ არ გინდა, მე არ ვაპირებ გამოგეკიდო ორი წლის გოგოსავით და მთელი ცხოვრება გდიო უკან. შენ შენი პირადი გექნება და მორჩა. შენი არ მინდა ან მინდა ჩემთვის ყველაფრის მთქმელი იქნება და ამის მიხედვით მეცოდინება, თუ როგორ მოვიქცე. - ერგემლიძეს ხელები უკანკალებდა, თავის მოთოკვა უჭირდა, თვალებში სითხეჩამდგარი ტკივილიან მზერას ანათებდა ბაჩოს, თავის ბაჩანას, რომელსაც მთელი მონოლოგის მოსმენისას ოთახი ნიკოტინით გაეჟღინთა და სიგარეტის კვამლში გახვეულნი უკიდურეს ზღვარზე იდგნენ ორივე. ვინმეს რომ მათზე დაეწერა, წიგნს ალბათ “ზღვრამდე” ერქმეოდა და მწერალს თავიდანვე ზუსტად ეცოდინებოდა ამბის დასასრული.
- არ ვიცი, ნათია. კაროჩე, რა, - სიგარეტს მოუკიდა ბაჩანამ და ისეთი ღრმა ნაფაზი დაარტყა, ყელი ჩაეწვა. - ამ ყველაფერს რატომ მეუბნები ახლა? გინდა ამიხსნა რატომ მიმატოვე და სინდისდამშვიდებულმა გააგრძელო ცხოვრება? ლამისაა გული გამისკდეს ეს დედამოტ.ყნული და ნერვებისგან აღარ ვვარგივარ ადამიანად, ხო მიყურებ, შენ კიდევ ახლა იაზრებ რომ არასწორი ნაბიჯი გადადგი და ძალიან ნანობ. რატომ მე არ მკითხე აზრი? რატომ იმაზე არ იფიქრე, თუ მინდოდა მე ასე ყოფილიყო? რატომ ჩათვალე, რომ მხოლოდ შენი გადაწყვეტილება იყო სწორი და მნიშვნელოვანი? როდის მერეა ჩვენ ერთმანეთის აზრებს პატივს არ ვცემთ? ვაფშე ლაპარაკის პრობლემა არ გვქონია არასდროს ტო, მიუხედავად თითქმის ყოველდღიური ჩხუბებისა, სულ ვლაპარაკობდით და შენ შენი წასვლით ეგეც კი მოშალე. კაი, ფიქრობდი რომ წასვლა სწორი იყო და ჯანდაბას, მერე რატომ ერთხელაც არ მომიკითხე? ნუ გამაგიჟე, გოგო. შენი ცხოვრების კაცად თუ არა, მეგობრად მაინც აღარ დავრჩი რომ ერთხელ მოგეწერა როგორ ხარო? - ყელი დაძარღვული ჰქონდა დავითულიანს, წარბები შეკრული. წინ და უკან დადიოდა ოთახში, თან ეწეოდა, ლამის ყვიროდა იმდენად უნდოდა ამოეხეთქა მთელი წლების ნაგროვი.
- შენ რატომ არ მომწერე, ბაჩანა? - ხმაგაპარულმა იკითხა ნათიამ. ისე, თითქოს ზედმეტი ყოფილიყო ეს კითხვა, მაგრამ პასუხის მოსასმენად ყველაფერზე იყო წამსვლელი. თუნდაც, რამე დაელეწა ბიჭს.
- გინდა გითხრა რომ სიამაყის გამო არ მოგწერე, ნათია? არა, ასე არ ყოფილა, მე შემეძლო საყვარელი ქალისთვის მებრძოლა და ეს სულაც არ იქნებოდა ჩემთვის თავმოყვარეობის შემლახავი, მაგრამ ვისთან უნდა მებრძოლა ამისთვის? ჩვენ შორის არავინ ჩამდგარა. მე და შენ ერთმანეთისთვის არც კი გვიბრძოლია, შენ ბრძოლის დაწყებამდე მაქციე ზურგი და რის გამო? ახლაც კი აქ დგახარ და მეუბნები, რომ საკუთარ თავში გარკვევა გჭირდებოდა. არა და ყოველთვის მე მდებდი ბრალს, მეუბნებოდი რომ მოვიდოდა დრო და ჩემი გრძნობები შეიცვლებოდა, მაგრამ ამდენი წლის მერე მე ისევ აქ ვარ და გეუბნები რომ ისევ ისე მიყვარხარ, როგორც აქამდე. შენ კიდევ სამი წელი ისე დამტოვე, იმის თქმის ღირსადაც არ ჩამთვალე რა მიზეზით მიდიოდი. რა უნდა მეფიქრა, ნათია? შენ გაიქეცი, გაიქეცი ჩემგან, ჩვენგან, ყველაფრისგან, აი, რა ჩანდა ჩემი მხრიდან. ახლა აქ ხარ, ისევ ამაყი, მაგრამ თან ტკივილიანი მზერით მიყურებ და მეუბნები, რომ ჩემს დევნას არ აპირებ? შენ იმიტომ გაიქეცი, რომ გამოგდევნებოდი? არც მე გაგირბივარ იმის გამო რომ გამომეკიდო, მე საერთოდ არ გაგირბივარ შენ, არც არასდროს შემეძლო შენგან გაქცევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მზად ვარ თავმოყვარეობას გადავაბიჯო. არ ვაპირებ ერთ დილით გავიღვიძო და იმაზე ვიფიქრო კიდევ როდის მიეცემი თვითგვემას და როდის გაიქცევი. მე არ ვარ ის ტიპი, რომელიც შენთან რაღაცის გამო იყო და არც არასდროს ვიქნები. შენი საყვარლობა არ მინდა, ნათია. თუ ისევ გადავწყვეტთ რომ ერთად ყოფნა გვინდა, ამის დამალვას აღარ ვაპირებ. არ ვაპირებ ერთჯერადი და თუ გინდა მრავალჯერადი ფიზიკური ურთიერთობის გამო შენს სახლში სიარულს და ისიც ფარულად. მაგისთვის ისედაც ვიპოვი ვინმეს და შენც იპოვი, ისეთი ქალი ხარ, ვის არ ენდომები. ჯობია იფიქრო, რა და თუ ოდესმე დარწმუნებული იქნები რომ ჩემ გვერდით ყოფნა სინდისის ქენჯნის და დამალვის გარეშე შეგიძლია, მერე ვისაუბროთ, მანამდე მგონია რომ სალაპარაკო არაფერი გვაქვს და არც გვექნება, თუ ჩვენი სურვილები ერთმანეთს ვერ დაემთხვა. - დავითულიანს მზერა გაყინული ჰქონდა, იმ წუთას მხოლოდ სიველურეს თუ დაინახავდით მის თვალებში. გიჟს ჰგავდა, რადგან იმის თქმის საშუალება მიეცა, რასაც აგროვებდა და რაც გულს უჭამდა. ბედნიერად ცხოვრების უფლებას არ აძლევდა საკუთარ თავს. თუმცა, მასაც, როგორც ნათიას, ბედნიერება ამ ქალის გარეშე ვერ წარმოედგინა.
- ბაჩანა, მე ვიცი რომ თუ ჩვენ გავაგრძელებთ, ეს ყველას ეცოდინება. ჩემ გვერდით არა შეყვარებულის, არამედ ქმრის სტატუსით იქნები. აქამდე მეშინოდა ამის თქმის. მეშინოდა იმიტომ, რომ ანაბელი პატარა იყო. გარდა ანაბელისა, ჩემ უკან ჩემი მშობლები და ძმა იდგნენ, რომლებსაც არ ვიცი რა რეაქცია ექნებოდათ ჩვენს ურთიერთობაზე. ახლა მე უფრო დამოუკიდებელი ქალი ვარ, ვიდრე მაშინ ვიყავი და თქვენთვის ათასმაგად შემიძლია ბრძოლა. ბევრი რამ შეიცვალა, მეც გავიზარდე, შენც გაიზარდე, ვხედავ უკვე რომ კაცი ხარ, რომელსაც შემიძლია დავეყრდნო და სულ რომ მარტო დავრჩეთ ჩვენ ანაბელთან ერთად, მხოლოდ შენი იმედით შემიძლია ვიცოცხლო. ჩემმა ძმამაც და მშობლებმაც იციან რომ ჩემი პირადი ცხოვრება მაქვს, შორიდან მათზე წარმოდგენა ისედაც გაქვს, არ ვფიქრობ რომ წინააღმდეგი იქნებიან, მეტისმეტად შეგნებული ოჯახი მყავს სამაგისოდ, მაგრამ ამ ყველაფერს გვიან მივხვდი. ხომ იცი, პირველი ნაბიჯის ყოველთვის გეშინია ადამიანს რა ხნისაც არ უნდა იყო. ეს ყველაფერი ჩემთვის ახალია. ჩემი ბრალია, რომ ამდენ ხანს გაგვეწელა ყველაფერი და კი, ამას ვაღიარებ, თორემ ახლა შესაძლოა ოჯახიც კი გვქონოდა უკვე. უზომოდ დიდი ცხოველი ხდები, როცა გტკივა და რამის თქმა გინდა. არ ფიქრობ, რომ მეც მტკივა და წეღანდელი სიტყვებით გული ამომაცალე ლამის. ათასჯერ გთხოვე, რომ ასეთი უხეში არ ყოფილიყავი. გავიგე რომ მართალი ხარ, მაგრამ მე ქალი ვარ და საკმაოდ სუსტიც შენ წინაშე, რადგან უსაზღვრო სიყვარულით მიყვარხარ. მიყვარხარ, ბაჩანა. ყველაზე წრფელი გულით მიყვარხარ და მეიმედები. - ბოლო სიტყვებს ქალმა მთელი გული ამოაყოლა, ყველა ემოცია, გრძნობა შიგ ჩადო და მთელი დროის მონატრებაც ჩააქსოვა. ამაზე წრფელი სიტყვები არასოდეს უთქვამს, დაეფიცება კიდეც. ბაჩო კი იდგა მის წინ მაგიდაზე ხელებდაყრდნობილი, მზერაშეცვლილი, თვალებში სიახლოვის სურვილით გამოხატული, ყბებდაჭიმული და ფიქრისგან დაღლილი. მერე თავი დაბლა ჩაქინდრა, ნიკაპზე თითები მოისვა, თვალებში შეხედა ნათიას, ბაგეებს შორის ღრმა სუნთქვა გამოატარა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ქალის წინ დაიხარა. მზერა გაუსწორა, ხელით ლოყაზე მიეფერა, შავი თმა ყურსუკან გადაუწია და უკვე დახუჭულ ქუთუთოებზე გავარვარებული ტუჩები მიაკრა მონატრებულს.
- ჯანდაბა, საშინლად მომენატრე! - შუბლმიყრდნობილმა ხმადაბლა თქვა. ისე, რომ მხოლოდ ერგემლიძეს გაეგო და თითქოს საიდუმლოდ უნდა შეენახა ეს სიტყვები ქალს.
- მეც, მეც უზომოდ მომენატრე, ბაჩანა! ისე მომენატრე, რომ სხვა ვერაფერზე ვფიქრობ და შენი სუნი მუდამ თან დამყვება ან უბრალოდ მონატრებისგან მოჩვენებები დამეწყო. - გაეცინა ნათიას და ბიჭის სახეს თვითონაც მოეფერა, თითები გამოკვეთილ ყბებს გააყოლა, ცხვირი ცხვირზე გაუხახუნა და მსუბუქი ღიმილი შერჩა ტუჩებზე.
- საშინლად ლამაზი ხარ, ნათია. ისეთი ლამაზი, რომ თავს მაკარგვინებ და მოზღვავებული გაბრაზება სად ჯანდაბაში წავიღო აღარ ვიცი. შეშლილი ქალი ხარ! ზოგჯერ ისეთი ავანტიურისტიც, რომ მეშინია არ გაგიჟდე. ჯანდაბა, არ ვიცი ასე როგორ მიყვარხარ, ნათია. ვაფშე რატომ მიყვარხარ? - წამიერად გაჩუმდა ბაჩანა, თითქოს რაღაცაზე ჩაფიქრდაო, მერე თავისი ტუჩები ქალისას შეუერთა და მონატრებულ ბაგეებს წამლეკავი სურვილით წაეტანა. ქალიც აჰყვა. ვნებებს ვერც ერთი იმორჩილებდა, ეს კი აშკარა იყო. ალბათ, სამყაროში ყველაზე ვნებიანი კოცნა იყო და ისეთი გემო ჰქონდა, როგორიც იქამდე არც ერთს.
- ბაჩანა...
- ჰო, ნათი, გისმენ.
- ახლა ცოტა ხნით გაგვიჭირდება, ვიდრე ყველაფერს დავალაგებთ, ხომ იცი.
- ვიცი, ვიცი. პროსტო ვიცოდე, რომ ჩემ გვერდით ხარ და სამყაროს შევძვრავ, შენ სიცოცხლეს გეფიცები. - გულწრფელი იყო დავითულიანი. მართლა შეეძლო მთების გადადგმა საყვარელი ქალისთვის. ახლა, როცა დარწმუნებით იცოდა რომ ნათია არსად წამსვლელი იყო და ამას ქალის სხეული, სახის ყველა მიმიკა ადასტურებდა, ვერანაირი დაბრკოლება ვერ შეუშლიდა ხელს იმაში რომ ეს ქალი მისი ცხოვრების მუდმივ თანამგზავრად ექცია.
- ჩემი ცხოვრების მამაკაცი ხარ, დავითულიანო!
- ბედნიერი ხარ?
- არსებულით. შენ რომ მეგულები, უკვე საკმარისია.
- და ანაბელი?
- ანაბელი ცოტა რთული იქნება, ალბათ. არ ვიცი როგორ აღგიქვამს, მაგრამ იმდენად დიდი აზროვნება აქვს, როგორც ბავშვს, მგონია, შეგეგუება. მან ახლაც იცის, რომ ადამიანებს პირადი ცხოვრება გვაქვს და ერთ ადამიანს ყოველთვის სჭირდება მეორე ფეხზე მყარად სადგომად. გიცნობს, მოსწონხარ, მთავარია შენ როგორ მიუდგები ამიერიდან. ძალიან ჭკვიანი გოგოა, ზოგჯერ ისეთს იტყვის ხოლმე, მე მტოვებს სახტად. რაც შეიძლება, მეტი დრო უნდა გავატაროთ მასთან ერთად, უნდა დავსხდეთ და ყველაფერი ავუხსნათ. რატომღაც მგონია, რომ ასე სწორი იქნება და არც მინდა ბავშვის მოტყუება ან არასწორი წარმოდგენები რომ შევუქმნა რაღაცებზე.
- ეგ შემეშლება ახლა მე ტო? ნუ ღელავ, ყველაფერს მოვაგვარებთ მე და ანაბელი, სიტყვას გაძლევ არც განერვიულდება და პირიქით, გაგვიგებს კიდეც. ჩემი ხო გჯერა? - ნათიას სახე ხელებში ეჭირა ბაჩანას და როგორც კი სიტყვა დაასრულა, ქალის სახე სათითაოდ შემოიარა კოცნით. მის სუნს ისე ისრუტავდა, თითქოს ეს იყო მათი უკანასკნელი შეხვედრა და თან უნდა წაეღო ყველაფერი მისგან.
- ხვალ ნიკოს დაველაპარაკები, მერე გიას და მაიას, მგონი ნელ-ნელა დავლაგდებით. ვნახოთ, რა იქნება. ღმერთო ჩემო, ისე ვნერვიულობ, როგორც არასდროს. თითქოს რამეს ვაშავებდე, რა. - გაეცინა ერგემლიძეს.
- დამშვიდდი, რა. შენ მე ისეთი გგონივარ, რომ შენებს თავს ვერ მოვაწონებ? - ბაჩანამ იუმორში გადატანა სცადა. აღარ უნდოდა კიდევ განერვიულებულიყო ქალი, დღეისთვის ისედაც საკმარისი იყო. მერე ნათიამ ისევ იგრძნო მხურვალე კოცნა და ვნებამ ტალღად დაუარა სხეულში. თავს
უფლება მისცა საყვარელი მამაკაცის სურნელში გაბრუებულიყო და სიამოვნების ზღვაში ჩაძირულიყო მასთან ერთად ამდენხნიანი მონატრების და გაღვივებული სიყვარულის ფონზე.

---
საღამოს საათები იყო უკვე, ნიკოს სამსახურიდან დაბრუნების დრო. ანაბელი მეცადინეობდა, ნათია ვახშამს ამზადებდა. ძმისთვის უკვე დაერეკა და ელოდა როდის მოვიდოდა, სალაპარაკო მაქვსო უთხრა. ემოციებით სავსეს სახიდან ღიმილი არ შორდებოდა ვახშმის მზადების პროცესში. კარგა ხანია, რაც ამდენად ბედნიერი აღარ ყოფილა. პარალელურად ნერვიულობდა. დანამდვილებით იცოდა, რომ ნიკო გაუგებდა. უფრო მეტიც, ყველამხრივ გვერდით დაუდგებოდა. უპირველესად მასთან საუბარი იმიტომ უნდოდა, რომ ჯერ მისი აზრი მოესმინა, როგორც ძმის პოზიციიდან და შემდეგ უფრო გაუმარტივდებოდა მშობლებთან დალაპარაკებაც. ნიკოზე კარგ რჩევას ახლა სხვა ვერავინ მისცემდა. ერთი კი იფიქრა - ხომ არ ვჩქარობ მაინცო, მაგრამ ძალიან უნდოდა მალე გამხდარიყო ყველაფერი ოფიციალური და სცოდნოდა რომ ბაჩანასთან ყოფნაში ხელს არავინ და არაფერი შეუშლიდა. თავად ბიჭს უკვე გეგმებიც კი დაეწყო, თუ როგორ ჩამოეყალიბებინა მასსა და ანაბელს შორის კარგი ურთიერთობა.
კარზე ზარი იყო, ნათიამ სახლში შემოატარა ძმა და გადაეხვია. ჯერ კიდევ არ ენახა, რაც ჩამოსული იყო.
- როგორ მომნატრებიხარ, ნიკო! - წვრილი მკლავები ძმის ძლიერ მხრებს მოჰხვია და ისე, როგორც ბევრი წლის წინ, მასზე მიხუტებული პატარა ბავშვივით გაიტრუნა.
- მეც, მეც. ვერც შენ მომისწარი იმ დღეს და მეც ხო ვერ მოვიცალე, რომ მენახე აქამდე. სამსახურის გადამკიდე ვაფშე გასული ვარ, იმდენი რამე სჭირდება გიგიკოს, აღარ ვიცი სად გავიქცე. - დაღლილი სახე ჰქონდა კაცს.
- არაუშავს, მთავარია ცოლ-შვილი გყავდეს უზრუნველყოფილი, ყველაფერს უნდა გაუძლო, - მხარზე ჩამოეკიდა ნიკოს ნათია და ხელი მოუთათუნა. - ძალიან შეცვლილი ხარ, დაკაცებული, გიას მაგრად ჰგავხარ, იცი? ფიზიკურად მისი ასლი ხარ.
- გიასავით სიმპათიური რომ ვიყო, რაღა მიჭირს, - ცხვირზე ორი თითი მოუჭირა დას და მაშინვე მისი წუწუნის მოსასმენად მოემზადა. წამში გაიბუსხა ქალი, ზუსტად ანაბელს ჰგავდა ახლა. თვალებდაწვრილებულს ტუჩი აებზუებინა და წარბი აეწია. ამ მიმიკაზე უფრო გაეცინა ნიკოს. - იმენა დედა-შვილი კოპიოები ხართ, რა. პროსტო სულ შენი ქცევები ჰქონდა, რომ ვუყურებდი და ჩვენი ბავშვობა მახსენდებოდა.
- შენა და ანგელოზივით ცოლი რომ გყავს, დაგავიწყდა? სიმპათიური რომ არ იყო, კი არ მოეწონებოდი. - შეაგულიანა ძმა ქალმა და მისაღებში ერთად შევიდნენ სახეზე ღიმილგამოსახული. კაცის გვერდით ჯერ კიდევ პატარა გოგო ეგონა თავი ნათიას, ისე ეკვროდა, როგორც ბავშვობაში, თითქოს ნიკოს ჯერ კიდევ უნდა დაეცვა ყველა ტკივილისაგან. ანაბელი კი ბედნიერი უყურებდა მათ.
- ხო მშვიდობაა ისე? - გადაუჩურჩულა ჩუმად დას და პასუხად თავი დაუქნია ქალმა. - იქით მოსულიყავი, მაიაც ამზადებდა ვახშამს, - მერე აზრი გაახმოვანა და ანაბელი გულში ჩაიკრა. - ძიას გოგო, სად წახვედი შენ? ჩამოგივიდა დედა და დამივიწყე სულ, არა? - ცხვირზე თითი დაჰკრა პატარას.
- ნიკო ძია, როგორ მომენატრე. - უცებ წამოხტა გოგოც და გახარებული ბიძამისს შეახტა, სულ დაუკოცნა ლოყები პატარა ჭინკას ნიკომ. მხოლოდ თვითონ ეძახდა ასე, სხვისგან სწყინდა ანაბელს ეს მიმართვა.
- აუ, მაიას გაკეთებულ საჭმელს რა ჯობია? არც არაფერი. ისე მომენატრა მეც ოჯახური შეკრებები... - სევდიანი ხმა ჰქონდა ქალს. სამი წელი ცოტა არ იყო ოჯახისგან და საყვარელი ადამიანებისგან მოსაშორებლად.
- თუ გინდა, ვილაპარაკოთ ჯერ. ისეთი სახე გაქვს, მგონია კაცი შემოგაკვდა. - ხუმრობა სცადა ნიკომ, მართლა შეატყო თავის დას ნერვიულობა. ერთ ადგილზე ვერ ისვენებდა, ხან იქით გავიდოდა, ხან აქეთ. ერთ რამეზე არ იყო კონცენტრირებული, აზრებს ალაგებდა სალაპარაკოდ. თითქოს და ბოლომდე მაინც არ იყო დარწმუნებული, რომ ახლა თქმა კარგი სვლა იქნებოდა.
- არა, დაღლილი ხარ, მოდი, ვჭამოთ და მერე. მარტო დავსხდებით თან, - მკრთალად გაიღიმა ქალმა. - ანაბელ, დე, მოდი ჭამე და მერე დაწექი შენც, დაიძინე, დილით ადრე უნდა ადგე. - შვილსაც დაუძახა და თვითონაც ჩამოჯდა მაგიდასთან. გემრიელად ივახშმეს ნიკომ და ანაბელმა, ნათიამ კი მსუბუქად ჭამა, მხოლოდ რამდენიმე ლუკმა. თეფშს დაჰყურებდა და ნერვიულობისგან გული ამოვარდნას ჰქონდა. მერე კი სამზარეულოში გავიდნენ ნიკო და ნათია, როცა ანაბელი დააწვინა და ტკბილი ძილი უსურვეს ორივემ, კარგადაც ჩაკოცნეს. ქალმა შავი თელურის ღვინო გამოიტანა ჭიქებთან ერთად და ორივესთვის ცოტ-ცოტა ჩამოასხა.
- მოდი, ჩამოჯექი ახლა, მითხარი რა ხდება. - სიგარეტი ამოაძვრინა ჯიბიდან ნიკომ და ფანჯარასთან დადგა, ყავის ფინჯანიც იქვე ედო.
- გამიყოფ?
- ოხ, ნათია, - გაეცინა ნიკოს და კოლოფი მიაწოდა დას. ერთი ღერი ამოაძვრინა ქალმა და თვითონაც მოუკიდა. - რა გაქვს ეგეთი სანერვიულო, გოგო, რომ ეწევი?
- ოთხი წელია შეყვარებული ვარ, ნიკო. - ჭიქას ორივე ხელი მოჰხვია ქალმა და რამდენიმე ყლუპი მოსვა.
- და მე ახლა უნდა ვიგებდე? - ზანტად მობრუნდა კაცი და ღრმა ნაფაზი დაარტყა სიგარეტს.
- ახლაც რომ გეუბნები, ყელი მიშრება. - ნერწყვი ისე გადაყლაპა ქალმა, ხმა გაისმა.
- ვინ გიყვარს ასეთი? - დაძაბულობა შეეტყო ნიკოს დაღლილ სახეს.
- გრძელი ამბავია, არც ვიცი როგორ და საიდან დავიწყო.
- გისმენ, ნათი. - გვერდით ჩამოუჯდა დას და ქალის თავი მკერდზე მიიკრა.
- ჩემი მოსწავლე იყო, მერე სტუდენტი. - კაცის ხელებიდან თავი გაითავისუფლა, მზერა მოაშორა და თავისივე სიგარეტიან ხელს დააჩერდა.
- ახლა?
- ახლა აღარც მასწავლებელი ვარ და აღარც ლექტორი.
- ანუ მის გამო მოხდა ყველაფერი.
- არა, ის არაფერ შუაშია.
- ქალები ყოველთვის ამართლებთ საყვარელ მამაკაცს, ნათი. - ღრმად ამოიოხრა კაცმა.
- არ ვამართლებ, ნიკო. მიყვარდა, ვუყვარდი, მაგრამ მივატოვე.
- სწორად მოქცევას შეეცადე. - ოდნავ გაეღიმა.
- ჰო, ასეც შეიძლება ითქვას. ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა საკმაოდ დიდია, პლუს სტატუსები. - სიგარეტი საფერფლეში ჩაასრისა ქალმა და ღვინის ჭიქა შეავსო.
- ამდენს ნუ სვამ. - ჭიქაზე ხელი დაუფარა კაცმა. მერე მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააჩერდა. - მე სიყვარულის სისწორის მჯერა, ჩემო დაო. კიდევ შენი მჯერა და იმის, რომ ბედნიერებას იმსახურებ. - შუბლზე აკოცა ქალს.
- შემეშინდა რომ საზოგადოებას ვერ გავუძლებდი, ამ წნეხს, ჭორებს. - ცრემლი გაუკრთა თვალებში.
- და მე შენ ზურგს უკან არ ვიდექი? როდის მომიცია დაცემის საშუალება?
- არ ვიცოდი როგორ მეთქვა.
- ვინ არის? მე ვიცნობ? - წამში ისევ დაუსერიოზულდა სახე.
- ბაჩო დავითულიანი.
- როგორ თბილად თქვა, - უკვე ფართოდ გაიღიმა კაცმა. - გამიგია ეგ ბიჭი, შენი ქალბატონი ახსენებდა.
- რა თქვა?
- არ ვიცი, არ მიმიქცევია დიდად ყურადღება. ჩემ გარდა ვინმემ იცის ეგ ამბავი?
- ოჯახიდან არავინ, მხოლოდ ნინომ.
- და ახლა რას აპირებთ?
- ბაჩანას უსტატუსო ურთიერთობა არ უნდა, ყველაფრის გასერიოზულება და ყველაფრისთვის სახელის დარქმევა სურს.
- არ მაინტერესებს მას რა უნდა, ჩემთვის მთავარი შენი სურვილებია.
- მეც ეს მინდა, ნიკო, მის გვერდით ყოფნა. - თავი ისევ დახარა ქალმა.
- მაშინ ერთ რჩევას მოგცემ, - ქალის თხელი სხეული ძლიერ მკლავებში მოიქცია. - შენს სიყვარულზე დარცხვენით არასდროს ილაპარაკო. სანამ თავს დამნაშავედ იგრძნობ შენი გრძნობების გამო, იქამდე იქნება მარტივი სხვებმაც დამნაშავედ მოგნათლონ.
- ნიკო... - ქალიც მოეხვია ძმას, თითქოს შვებით ამოისუნთქა.
- მე შენ გვერდით ვარ, ნათი. ჩემთვის შენ ხარ ყველაზე მთავარი და შენი ბედნიერება. კისერს მოვუგრეხ ნებისმიერს შენ გამო, ხო იცი? ისე კი, მგონი დროა, ბიჭიც გამაცნო და ერთი-ორი კაცური სიტყვა გავცვალოთ.
- კი, გაგაცნობ. მოგეწონება, ძალიან კარგი ადამიანია. მართლა გულწრფელად ვამბობ და არა იმიტომ, რომ მიყვარს.
- აი, ვაფშე არ ველოდი შენგან კიდევ ერთხელ დაოჯახების ნაბიჯის გადადგმას და, მით უმეტეს, ამდენი წლით უმცროს ბიჭთან, მაგრამ მასში დარწმუნებული ხარ, როგორც გატყობ. არა მგონია, ჩემმა დამ ცუდი ადამიანი აირჩიოს მეორე ნახევრად, თან ასე თუ ისე მწარე გამოცდილების ფონზე. მაია და გია შეგნებული ადამიანები არიან, არც ერთხელ არც ჩემთვის და არც შენთვის ზურგი არ უქცევიათ, ყოველთვის გვერდით გვედგნენ, შეიძლება არ მოეწონოთ, მაგრამ ამას შენ არ გაგრძნობინებენ. ხომ იცი, როგორი თანამედროვეები და გამგები ადამიანები არიან. მათაც იმდენი ბრძოლა გამოიარეს, რომ ერთად ყოფილიყვნენ და იციან სიყვარულის ფასი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შენ შენი პირადი ცხოვრება გაქვს, არჩევანის უფლება, იმასთან უნდა იყო, ვისთანაც გინდა და ვინც გაბედნიერებს. რა, მთელი ცხოვრება მარტო ხო არ იქნები? შენც ხო გჭირდება ვინმე, არა?
- ვიცი, ჰო, მაგრამ მაინც ვნერვიულობ. აქეთ ანაბელი, იქით მაია და გია.
- ნუ ნერვიულობ, ვნახოთ, როგორი ბიჭია შენი ბაჩო და როგორ გაგიძლებს. მაგარი აუტანელი კი ხარ ისე ხანდახან, საღოლ ამდენი წლისთვის მაგ ბიჭს. - სიცილით მხარი მიჰკრა დას.
- ყველაზე მეტად ანაბელზე ვდარდობ. ძალიან მინდა, გამიგოს.
- გაგიგებს, მაიას და გიას გაზრდილია. ეჭვი გეპარება მის პატარა ადამიანობაში? დამიჯერე. ხო ასაკით ციცქნაა ჯერ, მაგრამ არაფერი ეშლება. იმენა ჩამოყალიბებული გოგოა, რა. - სიყვარულით სავსე თვალებით ალაპარაკდა დისშვილზე კაცი.
- მადლობა, ნიკო. მადლობა, რომ მომისმინე.
- ოხ, შენ უფრო პატარა ხარ ზოგჯერ, ვიდრე შენი შვილი. არ გრცხვენია, გოგო?
სევდიანად გაიღიმა ნათიამ და ძმას ჩაეხუტა, ისხდნენ სიჩუმეში, ქალი ოდნავ შემთვრალიყო და უფრო მეტად სენტიმენტალური გამხდარიყო. დაბალი ხმით ამოიქსუტუნა კიდეც და ბოლოს ცრემლებს რომ ვერ გაუმკლავდა, ნიკოს მაისურის გული ოდნავ დაასველა მარილიანი სითხით. თავად ნიკო კი თმაზე ეფერებოდა დას, რომელსაც ბედნიერება ეწვია და მთელი გულით უნდოდა ეს ქალი ცხოვრების ბოლომდე ასე ბედნიერებისგან ატირებული, ამავდროულად პირმცინარი და სიყვარულით სავსე ენახა.



№1  offline წევრი რენე

Nuki-rocks
ყველახნიან ლოდინად მიღირდა. რენე, წარმოდგენა არ გაქვს,როგორ ,ზუსტად ზის სიტყვა სიტყვაში, აზრი-აზრში, ადამიანობა -ადამიანობაში.ისე,უბრალოდ შემოვიჭყიტე და დამხვდი,თან როგორ?! კარგი მასპინძელი იქნები შენ, ეჭვი მაქვს.
ბაჩოს და ნათიას დიალოგში მომეწონა ყველაფერი.ძალიან გულწრფელი რამეები ითქვა და ისეთი, რომელიც ურთიერთობას გადაარჩენდა. მომეწონა ორივეს სიამაყე,რომელიც თუ ზედმეტი არაა,აუცილებლად მომხიბვლელია (ესეც ჩემი აზრით).ჰოდა,მანდ მოუხდა,რა. ადრე გითხარი,ნათიას არ ვამტყუვნებ არაფერში.შეიძლება უნდა აეხსნა, ეთქვა და ისე წასულიყო,მაგრამ ზოგჯერ ლაპარაკი იმაზე რთულია,ვიდრე უთქმელობა.ერთი წამია,რა! თავში გადაგიბრუნდება და ჰოპ!
ამავდროულად,მომწონს ბაჩანას დამოკიდებულება.მე მომწონს ადამიანები, თავსაც რომ პატივს სცემენ და სხვებსაც.მომეწონა ის,რომ ანაებლს ამხელა ყურადღება ეთმობა. პირდაპირ პასუხისმგებლობაა,არც მეტი და არც ნაკლები.ამასთან,ვიგრძენი რომ დედობრივი სიყვარული უფროა,ვიდრე სხვა რამ.
სასწაული ძმა ჰყავს. ნიკო?! ზე კაცია, კარგი კაცია.მიყვარს,როცა განსჯა არ სჩვევიათ და გიმარტივებენ ცხოვრებას( სულ არა,ხანდახან და დამსახურებულად). სიყვარულისთვის როგორ უნდა განსაჯო, არც მე მესმის და მიხარია,რომ ესე წაიყვანე და ჩამოაყალიბე.

ძალიან ვისიამოვნე,დიდი მადლობა❤.

პირველ რიგში გამარჯობა, რა კარგი ყოფილა მონატრებულზე შენი კომენტარის წაკითხვა ახლა ვიგრძენი ნათლად... მეორე რიგში შენ რომ მადლობას მიხდი, ძალიან მრცხვენია, პირიქით, მე უნდა გიხდიდე მადლობასაც და ბოდიშსაც ამდენხნიანი დაგვიანებისთვის... აი გულწრფელად რომ გითხრა, ისე ვნერვიულობდი ამ თავის დადებისას, როგორც აქამდე არც ერთ თავზე არ მინერვიულია. ყველაზე გადამწყვეტი თავი იყო, რადგან ამის მერე გამოჩნდებოდა მთავარი გმირების მომავლის ამბავი და ძალიან მინდოდა ეს სწორად დამესვა, მიხარია თუ გამოვიდა! მე მგონია, უკეთესი იქნება ადამიანობაზე და ზოგადად კარგ ადამიანებზე წერა. ჩემთვის ეს დღესასწაულია, სულ ისეთ რაღაცებს ვეძებ, სადაც ადამიანურ ურთიერთობებზეა ხაზგასმა, მართლა მომწონს და ალბათ, იმიტომაც გამომყვა მეც ეს. შენი კომენტარის კითხვა ჩემთვის სიამოვნებაა, გულის გათბობის სიტყვებია, მალამოსავით რომ მოგედება... ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, მგონი ყველაფერი გარკვეულია უკვე და მეც აღარ მინდა განვავრცო, შენ ხომ ძალიან კარგად გეცოდინება ზუსტად ვიცი... ნიკო უკარგესი ძმაა, ნეტა ყველას გვყავდეს გვერდით მისნაირი ადამიანი... სულ გამიხარდება შენი დანახვა, მადლობა ამ საიტს რომ შენი თავი გამაცნო და უპირველესად მადლობა შენ, რომ ასეთი კარგი ხარ! მეც ვისიამოვნე შენი კომენტარით! ♥️♥️♥️

 


№2 სტუმარი Ana-maria

ძალიან გამიხარდა,რომ დაგვიბრუნდით!ძალიან მომწონს ეს ისტორია და ახალი თავის წაკითხვის შემდეგ მივხვდი,მოლოდინად ღირდა. ნეტა მართლა არიან უფროს ქალზე ყურებამდე შეყვარებული პატარა ბიჭები,რომლებიც დაბადებიდან უკვე ნაღდი კაცები არიან,მართლა არიან ნიკოსნაირი ძმები,რომლებისთვისაც დის ბედნიერებაა ყველაფერზე მთავარი. მესიამოვნა თითოეული სიტვა და ძალიან მინდა ნათიას და ბაჩოს სიყვარულს არაფერი დაემუქროს. ველოდები ახალ თავს.

 


№3  offline წევრი რენე

Ana-maria
ძალიან გამიხარდა,რომ დაგვიბრუნდით!ძალიან მომწონს ეს ისტორია და ახალი თავის წაკითხვის შემდეგ მივხვდი,მოლოდინად ღირდა. ნეტა მართლა არიან უფროს ქალზე ყურებამდე შეყვარებული პატარა ბიჭები,რომლებიც დაბადებიდან უკვე ნაღდი კაცები არიან,მართლა არიან ნიკოსნაირი ძმები,რომლებისთვისაც დის ბედნიერებაა ყველაფერზე მთავარი. მესიამოვნა თითოეული სიტვა და ძალიან მინდა ნათიას და ბაჩოს სიყვარულს არაფერი დაემუქროს. ველოდები ახალ თავს.

დილით, ახალგაღვიძებულზე ამაზე გემრიელი კომენტარი რა უნდა უნდა წამეკითხა?! მეც გამიხარდა, რომ დრომ ვერ იმოქმედა და დაგვიანების მიუხედავად მაინც აქ ხართ! მოლოდინის გამართლება ზღვა სიამოვნების მომნიჭებელია და უღრმესი მადლობა ამისთვის! თქვენს ორივე კითხვაზე ჩემი პასუხია კი, რადგან რეალურ ამბავს ვწერ. ბაჩოც და ნიკოც რეალურად არსებობენ, მართალია ამბავი ცოტა შეცვლილია, მაგრამ ძირითადი ხაზი რეალურია. პირობას გაძლევთ, რომ ბაჩანას და ნათიას სიყვარულს არაფერი დაემუქრება! ხელებაწეული სმაილით :დ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა! ♥️♥️♥️

 


№4  offline წევრი Life is beautiful

მემგონი, რეზინის ტყვიით დამჭერი გულში და გარეგნულად არ მეტყობა.
"ნუკი" - ს ვეთანხმები და ციტირებას გავაკეთებ. " რენე, წარმოდგენა არ გაქვს,როგორ ,ზუსტად ზის სიტყვა სიტყვაში, აზრი-აზრში, ადამიანობა -ადამიანობაში"
აი ზუსტად, იგივეს ვფიქრობ. არაიდეალურად იდეალური იყო!
არცერთი სიტყვა არ იყო ზედმეტი, ჩემზე კარგად მოგეხსენება. მაგრამ ერთმა სიტყვამ გამაცინა, ნუ ფრაზამ. "ჩემი მეორე მხარე ხარ, რომელიც მიყვარს, რომელიც სუნთქვის და არსებობის მიზეზს მიკვადრატებს, რომლის გამოც თავს ვკარგავ, რომელთანაც მინდა მომავალი ცხოვრება გავატარო, ურომლისოდაც წარმოდგენაც არ შემიძლია" " ურომლისოდაც " - შინაარსობრივად, რომლის გარეშეც (ვიცი, რომ იცი), მაგრამ იმდენად მომეწონა და მოუხდა, ეს ერთი უბრალო, თანაც ბრალიანი სიტყვა, რომ ყურადღებაც გავამახვილე.
სხვა რამის თქმა, უკვე არ /ვეღარ შემიძლია. სხვებმა გითხრან კომპლიმენტი, ან გაკრიტიკონ (რაშიც ეჭვი მეპარება, მაგრამ მაინც), მე წავიკითხავ და ვისიამოვნებ, "ბაჩანა - მარიამი-ს ცხივრებით". ))))

 


№5  offline წევრი რენე

Life is beautiful
მემგონი, რეზინის ტყვიით დამჭერი გულში და გარეგნულად არ მეტყობა.
"ნუკი" - ს ვეთანხმები და ციტირებას გავაკეთებ. " რენე, წარმოდგენა არ გაქვს,როგორ ,ზუსტად ზის სიტყვა სიტყვაში, აზრი-აზრში, ადამიანობა -ადამიანობაში"
აი ზუსტად, იგივეს ვფიქრობ. არაიდეალურად იდეალური იყო!
არცერთი სიტყვა არ იყო ზედმეტი, ჩემზე კარგად მოგეხსენება. მაგრამ ერთმა სიტყვამ გამაცინა, ნუ ფრაზამ. "ჩემი მეორე მხარე ხარ, რომელიც მიყვარს, რომელიც სუნთქვის და არსებობის მიზეზს მიკვადრატებს, რომლის გამოც თავს ვკარგავ, რომელთანაც მინდა მომავალი ცხოვრება გავატარო, ურომლისოდაც წარმოდგენაც არ შემიძლია" " ურომლისოდაც " - შინაარსობრივად, რომლის გარეშეც (ვიცი, რომ იცი), მაგრამ იმდენად მომეწონა და მოუხდა, ეს ერთი უბრალო, თანაც ბრალიანი სიტყვა, რომ ყურადღებაც გავამახვილე.
სხვა რამის თქმა, უკვე არ /ვეღარ შემიძლია. სხვებმა გითხრან კომპლიმენტი, ან გაკრიტიკონ (რაშიც ეჭვი მეპარება, მაგრამ მაინც), მე წავიკითხავ და ვისიამოვნებ, "ბაჩანა - მარიამი-ს ცხივრებით". ))))

მართლა გაფაციცებით ველი შეფასებებს, ვხედავ რომ კითხულობენ, მაგრამ კომენტარს არ ტოვებენ. ლაიქებიც ხომ წერია და ძალიან მიხარია, მაგრამ ერთით მეტ კომენტარს რომ დავინახავ, გახსნამდე გული მიცემს საშინლად... და ისეთი სიტყვების კორიანტელი დამახვედრე რომ რა ვიცი, გავგიჟდი მართლა! არაიდეალურად იდეალური - როგორი უცხო თანწყობაა, აი ყველაფრის გამომხატველი, მოკლედ მთქმელი და ძალიან მასშტაბური, ყურსაც და გულსაც რომ ესიამოვნება მოკლედ! ჰო, ვიცი რომ სწორი არის რომლის გარეშეც, მაგრამ დიალოგი იყო და თან როცა ადამიანი ემოციურად საუბრობს, სიტყვის სისწორეს დიდ მნიშვნელობას არ აქცევს, ვეცადე ამაზე გამეკეთებინა აქცენტი მაგ სიტყვით და ისედაც კარგი სიტყვაა, გამიხარდა რომ დაიჭირე. არ ვიცი, მე კრიტიკასაც ველი, საჭიროა კიდეც არა? შეიძლება კი არის რამე, რაც არ მოეწონა რომელიმე მკითხველს... უკვე რომ არ/ვეღარ შეგიძლია, ჩემთვის ყველაფერს განმარტავს. მადლობას გიხდით მეც და ჩემი ადამიანებიც, რომლებიც აქ გავაცოცხლე! ♥️♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent