შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყვავილები 1970-დან (თავი III)/DNF


28-07-2021, 17:18
ავტორი ტესსა
ნანახია 1 024

---


სანამ ჯორჯი დრიმის ზარებს ელოდებოდა ხოლმე, მანამ ცდილობდა თავისი სამუშაოს
დასრულებას. დღეს კი ყველაფერს ზედმეტად ადრე მორჩა და საქმე აღარაფერი ჰქონდა.
გარდა ამისა, არც დრიმის ზარს უნდა დალოდებოდა სანამ ის თავის დასთან იყო წასული
შესახვედრად. ჯორჯი ერთხანს სიჩუმეში იჯდა, ბოლოს კი გადაწყვიტა გარეთ გასულიყო,
რადგან მიხვდა რომ დიდი ხანია ეს აღარ გაუკეთებია, თანაც არ უნდოდა მოგვიანებით
დრიმს მისთვის იმის გამო ეჩხუბა რომ მთელ დღეებს არაგონივრულად ატარებდა. მან
სწრაფად გადაიცვა ჰუდი, დაავლო ხელი თავის მობილურს, ჩაიქროლა კიბეები და
ვერანდაზე გავიდა. იქ გასულმა ყვავილები გადაამოწმა, მაგრამ რათქმაუნდა ჯერ არაფერი
დახვდა გაზრდილი. ბოლოს ჯორჯმს იქვე მახლობელ პარკში გასეირნება მოუნდა, გზად პატარა ბლოკნოტი და ფანქარი იყიდა, როგორც დედამისთან ერთად აკეთებდა ხოლმე ბავშვობაში. მერე საქანელას და მასთან ახლოს მდგომ სკამს მოჰკრა თვალი, ჩამოჯდა და ბლოკნოტში რაღაცას დაუწყო ჩხაპნა.
"არა, ტომი რამდენჯერ გაგაფრთხილე რომ კარგად მოქცეულიყავი, შენ კიდევ არ მისმენ!" - მოესმა ჯორჯს ქალის ხმა, ის უყვიროდა ტომის, რომელიც აშკარად გაბუტული ჩანდა.
"მე ტუბოსნაირი ნაყინი მინდა, ეს უსამართლობაა!" - ტირილი დაიწყო ბავშვმა.
სალი მას თითით დაემუქრა, - "მილიონჯერ გითხარი არ ყოფილიყავი უხეში გოგონებთან! და შენ რა გააკეთე? სარას 'პაფი' (ფუმფულა)* ეძახე სანამ ტიროდა!"
ტომიმ პირი უფრო მეტად დააღო, - "მას მოსწონს ასე რომ ვეძახი, ეგ მისი ზედმეტსახელია, დედა..."
"კარგი,"- მიუგო სალიმ, - "თუ მაგის გამო არა, მაშინ რა ატირებდა?"
ტომი დანებდა, - "მე მას ჯოხით მივსდევდი და ვუთხარი რომ თუ დავიჭერდი ვაწვალებდი."
სალი გაბრაზდა, - "ტომი რას ამბობ, მაგის გაკეთება როგორ შეიძლება!"
"ის იმსა... იმსსა..."
"იმსახურებდა?" - დაასრულა სალიმ.
"ხო, ეგ სიტყვა."
"კი მაგრამ, რატომ იმსახურებდა?" - შეეცადა ქალი შვილის გაგებას.
"იმიტომ რომ გოგოა!"
სალიმ ამოიოხრა და შემობრუნდა. მან ჯორჯის მზერა დაიჭირა რომელიც მათ უჩუმრად
აკვირდებოდა და ხელი დაუქნია, - "გამარჯობა, იმდღეს ჩემს ქმარს თქვენ ესაუბრებოდით,
ხომ?"
ჯორჯმა უპასუხა, - "ვილბურს, დიახ!" - გაუღიმა მან და ხელით ტომიზე ანიშნა, - "როგორც ვხედავ ეს პატარა კაცი ისევ შარშია!"
იქვე მყოფი ვილბური ტუბოსთან მივიდა. ტუბომ კი ტომისთან მიირბინა და მიუგო, - "აი ტომი, შეგვიძლია გავიყოთ."
ტომი ყველანაირად შეეცადა კვლავ გაბრაზებული და ნაწყენი სიფათი დაეჭირა, მაგრამ
ტუბომ თავისი ნაყინი მიაწოდა მას.
ვილბურმა სალისა და ჯორჯის საუბარს მოჰკრა თვალი, - "ჯორჯ!" - წამოიძახა მან, -
"მიხარია შენი აქ დანახვა!"
"სალამი ვიმბურ." - მიესალმა ჯორჯი, - "როგორ ჩაიარა მამაშენთან შეხვედრამ?"
ვილბური ცოტახანი ჩაფიქრდა, - "საკმაოდ უცნაურად... წარმოიდგინე ის აქ ჩამოსვლაზე ყოველთვის უარს მეუბნებოდა და მერე უეცრად მირეკავს და მეუბნება რომ მოფრინავს და ოთახი გავუმზადოთ."
ჯორჯმა ჩაიცინა, - "ანუ ვახშამმა კარგად ჩაიარა."
ვილბურმა მიუგო, - "ხო, ასე ვიტყოდი. ტომი თავიდან მორცხვი იყო ბაბუამისთან, მაგრამ როგორც კი მან ტექნოსგან დაიცვა, ისიც ეგრევე მოლბა."
ჯორჯმა გაუღიმა, - "როგორც ჩანს კარგი დრო გიტარებიათ."
ვილბურმა თავი დაუქნია ღიმილით, - "ეგ კი, მაგრამ ზედმეტი ოთახი არ გვაქვს... და იცი რა გააკეთა? გვაიძულა მე და სალი ტომისთან დავწოლილიყავით."
"მოხუცი კაცის საქციელს ჰგავს!" - მიუგო ჯორჯმა და მათ ორივეს გულიანად გაეცინათ.
ვილბური ჯორჯს მიუახლივდა და შეეცადა მის ქცევებსა და რეაქციებს დაკვირვებოდა,
მაგრამ უცნაური ვერაფერი შეამჩნია.
"ოჰ," - ვილბურმა ჯორჯის ფანქარს მოჰკრა თვალი, - "შეიძლება ცოტახნით შენი ფანქარი მათხოვო?"
ჯორჯმა მიაწოდა, მანაც გამოართვა, ჯიბიდან თავისი პატარა წიგნაკი ამოიღო და
რამდენიმე ხაზი მონიშნა, სანამ უკან დაუბრუნებდა, - "მადლობა."
ჯორჯმა ფანქარი გამოართვა, - "არაფერს. აბა რამ გისროლათ პარკში?"
"ვცდილობ მამას გავექცე."
"ამდენად ცუდია?"
"არა სიმართლე გითხრა," - აუხსნა ვილბურმა, - "ის ინგლისში ცხოვრობს. რა თქმა უნდა მე ბრიტანელი ვარ, თუმცა აქ დავიბადე, მაგრამ მას არ უნდა... მოკლედ გრძელი ისტორიაა. რაც არ უნდა იყოს ის უხასიათოა თავისი ასაკისა და ჯეთლაგის (უძილობა)* გამო."
"დაფიქრდი როგორი სასაცილოა, რომ ჩვენ ორივე ბრიტანელები ბოლოს ფლორიდაში
აღმოვჩნდით მეზობლად!" - იხუმრა ჯორჯმა.
"ხო..." - უთხრა ვილბურმა და თავისი წილი ნაყინი მოკბიჩა, - "ეს სახლი მამამ მიყიდა, მითხრა რომ ფლორიდაში ცხოვრება კარგი იქნებოდა... თანაც, ვინ იტყვის სახლზე უარს..."
უეცრად მათთან ტექნო გაჩნდა.
"შენც მისგან გამოიქეცი ტექნო?" - ჰკითხა ვილბურმა და გაიღიმა.
ტექნომ თვალები გადაატრიალა, - "მანდომებს რომ ვეჩხუბო!" - დაიჩივლა, - "მოხუც კაცს ჩემთან ჩხუბი უნდა!"
ვილბური ჯორჯს მიუბრუნდა, - "ბავშვობაში მამა და მისი უახლოესი მეგობარი ჩხუბს
გვასწავლიდნენ. ახლა მას კიკ-ბოქსს ვეძახით."
ჯორჯს გაეცინა, - "როგორ მამაკაცურად ჟღერს!"
"ის ასეთია." - მიუგო ტექნომ და მაგიდაზე დატოვილ ნაყინს გადასწვდა.
"ოჰ, ტექნო," - შესძახა სალიმ და ისიც მისკენ მიბრუნდა, - "ეგ ტუბოს ნაყინია, აქ დატოვა რომ ტომისთან ეთამაშა."
"გამოდის რომ ბავშვს ვპარავ?" - იკითხა ტექნომ მერე კი დაამატა, - "ეს ხომ უფრო
გემრიელს ხდის!"
ჯორჯს რაღაც მომენტში მართლა ეგონა რომ ტექნო მოპარვას აპირებდა, სანამ ბოლოს არ
დაინახა თუ როგორ დააბრუნა თავის ადგილას.
"აბა ტექნო, შენ ამერიკელი ხარ, მაგრამ ვვარაუდობ რომ შენ და ვილბური ძმები ხართ,
არა?"- ჰკითხა ჯორჯმა.
"მე ვიტყოდი რომ აქაურობას შემოვრჩი."
"შთამბეჭდავი ამერიკული აქცენტი გაქვს!" - შეაქო მან.
"ხო ნუ... ეგ იმიტომ რომ ჩემს ბრიტანულ აქცენტზე ბევრად კარგად ჟღერს." - მხრები
აიჩეჩა ტექნომ, - "სალი, დარწმუნებული ხარ რომ ტუბოს ეს ნაყინი უნდა?"
"დაანებე თავი ტექნო." - შეუბღვირა სალიმ და მასაც არ შეეძლო ქალზე გამარჯვება,
ასე რომ დანებდა.
უეცრად ვიბრაციის ხმა გაისმა. ჯორჯმა თავისი ჯიბე შეამოწმა, მაგრამ მისი ტელეფონი არ რეკავდა, - "ჩემი არ არის მგონი შენი რეკავს." - მიუგო ვილბურს. ვილბურმა თავისი ჯიბე შეიმოწმა და მართლაც მისი იყო.
"მამაა."
"ამჯერად რაღა უნდა მოხუც კაცს..." - ჩაილაპარაკა უმცროსმა ძმამ.
ვილბურმა საჩქაროდ უპასუხა ისე რომ ჯორჯსაც კი შეეძლო მისუსტებული წუწუნის ხმის
გარჩევა ტელეფონიდან.
"ჰმმ..." - თქვა ვილბურმა, - "ხო, მე მაქვს, მამა. არა დღეს არა ხვალაა! საიდან ვიცი? განა შენთვითონ არ მიაწერე თარიღი? ახლა შენ რანაირად აღარ იცი...კარგი, კარგი ნახვამდის მამა."
ტექნომ წარბები შეკრა, - "უბრალოდ გადაგვამოწმა სად წავედით. თქვა რომ მისი მარტო
დატოვება შეცდომა იყო..."
"ო არა, რა გაუკეთა სახლს!" - შესძახა სალიმ.
"სანამ არ მივალთ ვერ გავიგებთ." - 'დაამშვიდა' ვილბურმა მეუღლე, - "ახლა უნდა
დავბრუნდეთ, ჯორჯ. ცოტათი მეშინია კიდეც იმის წარმოდგენის თუ სახლს რა დამართა,
მაგრამ რაც უფრო ადრე მივალთ მით უფრო მეტი ზიანის აცილებას შევძლებთ თავიდან."
ჯორჯს გაეცინა, - "კარგი მაშინ. თანაც უკვე ბნელდება, ასე რომ მეც მალე წავალ სახლში."
ვილბურმა გაუღიმა, - "კარგი საღამო ჯორჯ."
"შენ და შენს ოჯახსაც." - დაემშვიდობა ჯორჯი.



--


მეორე დილას ჯორჯს ადრე გამოეღვიძა. ფანჯარაში მზის სხივები შემოპარულიყო.
მიუხედავად იმისა რომ სადღაც უკვე აგვისტოს ბოლო იყო, საკმაოდ ცივი ამინდები
დაეჭირა. ჯორჯმა იქამდე გადაწყვიტა თავის ოთახში დარჩენა სანამ დრიმი არ დარეკავდა,
თუმცა ცოტახანში შიმშილმა სძლია, სამზარეულოში ჩავიდა და ჩაი და კარაქიანი ტოსტის
მომზადებას შეუდგა. როდესაც ოთახში საუზმით ხელში დაბრუნდა, ტელეფონმა დარეკა.
მან სწრაფად დადგა საუზმე მაგიდაზე და ყურმილი აიღო.
"ჯორჯ!" - წამოიყვირა დრიმმა, - "დავბრუნდი! როგორ ხარ?"
ჯორჯმა პატარა ტოსტის ნატეხი მოკბიჩა, - "კარგად, გუშინ პარკში წავედი და კარგად
გავერთე. ისევ ვილბურს და მის ოჯახს შევხვდი და ასევე მის ძმას სახელად ტექნო."
"ტექნო?" - გაიმეორა დრიმმა, - "ახლო მეგობარი მყავს სახელად ტექნო."
ჯორჯმა ჩაი მოსვა, - "როგორი დამთხვევაა! მაგრამ არ მგონია შენი ტექნო აქაური
ტექნოსავით უცნაური იყოს."
დრიმს გაეცინა, - "ოჰ, კი არის. ის კიბოს ებრძვის."
ჯორჯი ამის გაგონებაზე უსიამოვნოდ შეიჭმუხნა, - "ვწუხვარ. იმედია მალე
გამოჯანმრთელდება."
დრიმს სახეზე მკრთალმა ღიმილმა გადაურბინა, - "მეც... როგორც არის, სიტყვა
გაგაწყვეტინე, რა მოხდა პარკში?"
"დიდი ხანი არ დავრჩენილვარ, მაგრამ ჩემი აზრით მეგობრების გაჩენა ძალიან
სასიამოვნოა."
"მოხარული ვარ რომ მეგობრებს იჩენ, ვიცი ბევრი არ გყავს."
"შენ ხომ მყავხარ." - შეახსენა ჯორჯმა.
დრიმი ცოტახანს გაჩუმდა, - "მე მეგობრები ვიგულისხმე შენი დროიდან, ჯორჯ!"
ჯორჯმა ამოიოხრა, - "მართალი ხარ."
"მაგრამ ცუდად არ მითქვამს," - შეარბილა დრიმმა, - "შენ ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი
მეგობარი ხარ. და კიდევ საპნაპი მყავს.
სიჩუმე ჩამოწვა და დრიმმა ამ უხერხულობის გარღვევა სცადა, - "ანუ გუშინ პარკში
იყავი..."
"კი."
"29-ში?"
"ხო, რა რო?"
"არა, ისეთი არაფერი, უბრალოდ დარწმუნება მინდოდა რომ ისევ იმავე თვესა და რიცხვში ვართ."
"ხო, მაგრამ..." - გაეცინა ჯორჯს, - "ცოტათი წელში ვცდებით."
"ცოტათი..."
ამ დროს ჯორჯს ყურმილიდან რაღაცის კაწვრის ხმა მოესმა, - "შენ რა ისევ ხატავ?"
დრიმმა ცოტა იყოყმანა სანამ უპასუხებდა, - "აა-არა, ვწერ..."
"რას წერ?" - დაინტრიგდა ჯორჯი.
"უბრალოდ რაღაცას." - მხოლოდ ეს იყო რისი თქმაც დრიმმა მოახერხა. და ჯორჯმაც
გადაწყვიტა თემა გადაეტანა, - "აბა, როგორ დაეხმარე შენს დას?" - მას დრიმის დღის ყველა იმ დეტალზე უნდოდა სცოდნოდა, რაც მათი საუბრის დასრულებიდან, ხელახლა
წამოწყებამდე მოხდა.
"კარგი იყო," - მიუგო მან, - "ხანდახან ცოტა გამაღიზიანებელი ხდება, მაგრამ ზუსტად
მინი-მეა, ასე რომ ვერ დავადანაშაულებ."
"ვაუ! გოგო დრიმი, საშიშია!"
"მას საშიშიც შეუძლია იყოს! იცი რომ ჩემთვის ჩარტყმას აპირებდა, როცა მისი დღიურის
აღება და კითხვა დავაპირე თუ რა იყო ეგ? თან კარატეზეც დადის."
"ეგ იმას ნიშნავს რომ დღიურებს არ უნდა შეეხო."
"ჰა ჰა..." - დრიმი გაჩუმდა, - "მომენატრე, ჯორჯ. მხოლოდ ერთი დღე გავიდა, მაგრამ შენთან საუბარი მომენატრა, თუ უცნაურად არ ჟღერს."
ჯორჯს ოდნავ თვალები გაუფართოვდა. ვერ ხვდებოდა რა ეპასუხა, თუმცა ბოლოს მაინც
გულწრფელობა ამჯობინა, - "მეც მომენატრე."
"ხო, ესეიგი ჩემი არ ყოფნა შენს სახლიდან გაყვანას იწვევს, ხომ?" - გაიღიმა დრიმმა. მან შენიშნა თუ რა ხშირად გადიოდა ჯორჯი ამ ბოლო დროს სახლიდან. ისიც იცოდა რომ ადრე ის მხოლოდ სამუშაოთი იყო დაკავებული და არ აკეთებდა იმ პატარ-პატარა რაღაცეებს რაც მთლიანობაში ცხოვრებას ქმნის... ასე რომ ეს საკმაოდ კარგი ცვლილება უნდა ყოფილიყო!
ჯორჯი კედელს მიეყრდნო და ტოსტის ბოლო ნაჭერი ჩაკბიჩა, - "ხო, დიდი ხანია ეგ აღარ გამიკეთებია."
"შენ ამბობ რომ უფრო ხშირად უნდა გავქრე?" - ეცადა გახუმრება დრიმმა.
"არა!" - ხმამაღლა დაიყვირა ჯორჯმა, - "მე მხოლოდ იმას ვამბობდი რომ ყოველ დღე მზის სხივების მისაღებად გარეთ გასვლა კარგია. გუშინ კი მხოლოდ იმიტომ გავედი რომ სხვა საქმე არ მქონდა."
"ჰმმ... შენ გინდა რომ გავქრე!" - აგრძელებდა დრიმი ხუმრობას, - "მე ხომ მაინც ერთი მოხუცი კაცი ვარ, განა რა შემიძლია შენს ცხოვრებას გავუკეთო."
"შეწყვიტე ხუმრობა!" - თქვა ჯორჯმა სერიოზული ხმით, - "შენ ისედაც ბევრი გაუკეთე
ჩემს ცხოვრებას! შენ ერთ თვეში იმდენი რამ შეძელი, რასაც ხალხი წლების განმავლობაშიც
ვერ ახერხებს."
დრიმი გაოცდა ჯორჯის ასეთი სერიოზული და წრფელი პასუხით მის ერთ უბრალო
სულელურ ხუმრობაზე, - "შენც ასევე ჯორჯ... შენ არც კი იცი..."



--


ჯორჯმა ყურსასმენები გაიკეთა, ლოგინზე მოკალათდა და თვალები დახუჭა. ის "flightless bird american mouth by iron & wine"-ს უსმენდა. რეალურად ასეთი სტილის სიმღერებს არასდროს უსმენდა ხოლმე, ახლა კი ის თავიდან ჩართო. უეცრად ამ მელოდიის ჰანგების ფონზე მას ისეთი ემოციები დაებადა, რაც აქამდე არასოდეს უგრძვნია. ბიჭი, რომელიც მხოლოდ თავის მიზნებზე და მომავალზე იყო ფოკუსირებული მსგავს რამეს შეჩვეული არ იყო და არც კი იცოდა ყოველივე ეს საერთოდ როგორ აეხსნა. მას სჯეროდა რომ ყველაფერი მეცნიერება იყო. იცოდა რომ ყველაფერი ციფრებით იყო გამოყვანილი. მას სწამდა რომ ამ ყველაფრის კონსტრუქცია, უბრალოდ სხვა ციფრი იყო. ცხოვრება დრო იყო... კალენდარი იყო... ყველაფერი რასაც აკეთებდა კალენდარი იყო... მისი სამუშაო, დღის რუტინა, მისი მთელი ცხოვრება უბრალოდ სხვა ალგორითმი იყო რომელიც მისი რწმენით უბრალოდ ფურცელზე იყო გამოანგარიშებული.
მაშინ რატომ გადაუშვა უეცრად უბრალო სატელეფონი ზარებმა მისი ყველა რწმენა
სიგიჟის ჩანჩქერში?
ის დამოკიდებული გახდა ადამიანზე, რომელიც ასე ძალიან უფრთხილდებოდა და
ზრუნავდა მასზე, თუმცა მან რაღაც ამაზე მეტი იგრძნო... ამ ყოველივე შეუძლებლობისა და უცნაური ვითარების ფონზე გაჩნდა ემოცია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სიტყვების
გადაცვლის შედეგად წარმოიქმნა სხვადასხვა დროში. ის არ აპირებდა მეცნიერულ
დაკვირვებებს სასწაულის შესახებ რომელიც ამ ძველ ტელეფონში აღმოაჩინა, ანდაც
მსოფლიოს გაოცებას, თუ როგორ ფლობდა ის ამხელა მაგიას! მას მხოლოდ დრიმი უნდოდა.
არ იყო საჭირო ამ მჭიდროდ დამყარებული კავშირის შესახებ მსოფლიოს რამე გაეგო...
დრიმის ხმამ მისი ლოგიკა უკუაგდო იმ ყოველგვარი მეცნიერული მტკიცებებულებისა თუ
ალგორითმული სისულელეების თაობაზე. დრიმს თითქოს რაღაცნაირი მაგნიტური
მიზიდულობა გააჩნდა და ჯორჯს სჭირდებოდა იმის გააზრება თუ რამდენად აყენებდა ამის
გამო ყირაზე მის მთელ ცხოვრებას, ურთიერთობებსა და ყველა იმ გადაწყვეტილებებს, რაც
აქამდე თავისი თავის დასახმარებლად მიუღია.
ის ასე იწვა ლოგინზე და ფიქრობდა თუ რატომ იყო ერთადერთი პიროვნება, ვისაც მისი
თანადგომა შეეძლო, ის ერთადერთი ვისი ყოლაც არ შეიძლებოდა.
მაგრამ თავად დრიმს რა უნდოდა? მან არ იცოდა...
მას არასდროს ჰქონია მსგავსი სახის მეგობრობა მისი შინაგანი დემონების თამამად და
დაუფიქრებლად გადმოსაფრქვევად, მხოლოდ და მხოლოდ თანადგომის სიტყვებისა და
გულწრფელი კრიტიკის სანაცვლოდ.
ჯორჯსა და დრიმს თავისი განრიგი ჰქონდათ. დრიმს უნდა დაერეკა ყოველ საღამოს რვა
საათზე და უფრო ადრე შაბათ-კვირას. ჯორჯმა საათს დახედა. საბედნიეროდ ორი მთელი
წუთიღა იყო დარჩენილი, სანამ ის იმ გადამრჩენელ ხმას გაიგონებდა, რომელსაც
სხვათაშორის ძველი ტელეფონის ზარი წარმოადგენდა.
სამი წუთი გავიდა... ჯორჯმა კარგად იცოდა რომ ყველა მათი ზარი ზუსტ დროს
ხორციელდებოდა და ამის გამო თავი მარტოსულად იგრძნო.
ათი წუთი გავიდა, შემდეგ ნახევარი საათი... საათნახევარი...
ბოლოს როცა დანებდა და სავახშმოდ გასვლა დააპირა კარებზე კაკუნის ხმა მოესმა. მან
ტელეფონზე პატარა ფიგურა მოათავსა. დრიმს რომ დაერეკა ყურმილი ვიბრაციას
დაიწყებდა და ფიგურაც ძირს დავარდებოდა. ასე ის გაიგებდა დარეკა თუ არა მან, სანამ
გასული იყო. მან სწრაფად ჩაირბინა კიბეები. არ სურდა ზარის გამოტოვება, იმ
შემთხვევაშიც კი თუ ის საერთოდ არ შედგებოდა. მერე კარი გააღო და დაინახა ზღურბლზე
მდგარი ვილბური, როგორც ყოველთვის თავისი პატარა ბლოკნოთითა და სალი ვაშლის
ენერგეტიკულის ბოთლით ხელში.
"ვილბურ, სალი!" - შესძახა ჯორჯმა, - "რამ გაიძულათ აქ საღამოს რვაზე მოსვლა?"
ვილბურმა ბლოკნოტში რაღაც ჩანიშნა და ჯიბეში შეინახა, - "რახანია ერთმანეთს ვიცნობთ,
ამიტომ ჩვენ შენს კარზე დაკაკუნება გადავწყვიტეთ რომ გაგვეგო სცალია თუ არა ბრიტანელ
კაცს!"
ჯორჯმა ცოტა იყოყმანა, რადგან დრიმის მარტო დატოვება არ სურდა, თუმცა
ამავდროულად ვილბური და მისი ოჯახი ძალიან სასიამოვნო ხალხი იყვნენ უარის
სათქმელად, - "დიდი სიამოვნებით."
"როგორი საყვარლობაა!" - აღნიშნა სალიმ როცა სახლში შევიდა და იქაურობას თვალი
მოავლო, - "ვაღმერთებ შენს სახლს! როგორი ვინტაჟური გარემოა!"
ჯორჯმაც მიმოიხედა, - "ხო ასეა, ჩემი აზრით აქ 60-70-იანების მერე აღარც არაფერი
შეცვლილა!"
"ასე ჩანს." - აღნიშნა ვილბურმაც და იქვე კედელზე დაკიდულ ნახატს მიაჩერდა, - "ვენერას დაბადება!" - თქვა მან, - "არ ვიცოდი თუ ასეთი დიდი ხელოვნების მიმდევარი იყავი, ჯორჯ."
"ეგ მე არ შემიძენია." - შეუსწორა ჯორჯმა, - "როცა გადმოვედი აქ დამხვდა. ისე რამაგარია სახელწოდებაც რომ იცი!"
ვილბური მისკენ შებრუნდა, - "ასეთი საოჯახო სახლში გვეკიდა. დედაჩემი და მამაჩემი ამ მხატვარზე გიჟდებიან."
ისინი იქვე მდგარ დივანზე ჩამოსხდნენ. ჯორჯმა ფილმი ჩართო, - "და პატარა ტომის ვინ უვლის?"
"მამაჩემი და ტექნო, სანამ ტექნოს ჩვენთან ერთად წამოსვლა არ მოუნდებოდა." - გაარკვია ვილბურმა.
"მოვიდეს, თუ უნდა. შეგიძლია დაურეკო და დაპატიჟო, რაც მეტი მით უკეთესი!"
ჯორჯს მათი სტუმართმოყვარეობა ნელ-ნელა იტაცებდა. მოსწონდა მეგობრების ყოლის
იდეა. თუმცა ამავდროულად დრიმის არ შემდგარ სატელეფონო ზარზე გულში ძალიან
ნერვიულობდა.
სალიმ ენერგეტიკულის ბოთლი გახსნა და თავისივე მოტანილ ჭიქებში ჩამოასხა, -
"დარწმუნებული ხარ? იმედია არ შეგაწუხებთ, ჯორჯ."
ჯორჯმა თავი გააქნია, - "არა, რასამბობ... თანაც ჩემი ამ საღამოს გეგმქბი გაუქმდა..."
"რომელი გეგმები?" - ჰკითხა ვილბურმა და ჭიქას ხელი დაავლო. ჯორჯმა კეფას
უხერხულად დაუწყო წვალება, - "ძველ მეგობართან საუბარს ვაპირებდი, მაგრამ ბოლო
წუთს გეგმები გამოუჩნდა." - შეეცადა გულწრფელი ყოფილიყო, თუმცა ძალიანაც არა.
ვილბურმა ერთი ყლუპი მოსვა, კალამი მოიმარჯვა და რაღაცას გაფაციცებულმა დაუწყო
ძებნა.
"ძვირფასო," - მხარზე ხელი დაადო სალიმ, - "დავინახე როგორ შეინახე შენი ჯინსის
ჯიბეში."
ვილბურმაც ეგრევე შეიმოწმა ჯინსის ჯიბე და იქიდან ბლოკნოტი ამოაძვრინა, - "ვაიმე
კიდევ კარგი, მე მეგონა დავკარგე."
ჯორჯმა როგორც იქნა გაბედა და ჰკითხა, - "რა არის მაგ ბლოკნოტში? ანუ ვალდებული არ ხარ მითხრა, უბრალოდ ყოველთვის მასთან ერთად გხედავ."
ვილბური ცოტახანს დაფიქრდა, - "მოვლენათა მგეგმავია! სხვა გზა არ არსებობს უკეთესად
ასაღწერად."
"გასაგებია. ბოდიში თუ უადგილო კითხვა დაგისვი."
"არა, არა." - გააქნია ხელები ვილბურმა, - "მეც დავვინტერესდებოდი შენს ადგილას. ჩემი მხედველობიდან არასდროს ვუშვებ."
ერთი შეხედვით ვილბური ჩვეულებრივ კაცს ჰგავდა. მამა, სტაბილური ოჯახითა და
როგორც ჩანს კარგი შემოსავალით, მაგრამ გულისიღრმეში, ის თითქოს გასაიდუმლოებული
კაცი იყო რომელიც რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს მალავს. რა თქმა უნდა მაგას ყველა
აკეთებს, მაგრამ ვილბურს რაღაც განსხვავებული ენერგია ჰქონდა, თითქოს უცნაური აურის
მატარებელი იყო. თუმცა აბა საიდან უნდა სცოდნოდა ჯორჯს, ის ხომ ძალიან ცოტა
ადამიანს იცნობდა ამის დასადგენად...
უეცრად კარზე კიდევ ერთხელ გაისმა კაკუნი, - "ტექნო იქნება." - დაასკვნა ვილბურმა და ჯორჯიც კარის გასაღებად წამოდგა. მართლაც ტექნო იყო თავისი ქურთუკით, უცნაური
ჩექმებითა და საყურეებით. ის ნამდვილად საშიშად გამოიყურებოდა და ტომის ადგილას
ჯორჯსაც შეეშინდებოდა მისი. ტექნომ სახლში შემოაბიჯა, - "ვილ, ტომის სძინავს. მამას
მონათხრობი ამბების ფონზე ჩაეძინა. გახსოვს ისინი?"
"მახსოვს. ვეხვეწებოდით უფრო მეტი მოეყოლა, ის კი გვეუბნებოდა რომ თუ არ
დავიძინებდით არ გააგრძელებდა თხრობას. და მერე შემდეგ ღამეს შემდეგი ისტორია
მოჰყვებოდა და ასე..."
"ეგ ხო, მაგრამ უმეტესობა მტკნარი სიცრუე იყო!" - მიუგო ტექნომ და ისიც ჩამოჯდა, - "ხო მართლა, სალამი ჯორჯ."
"რავახარ ტექნო..." - მიესალმა ჯორჯი.
ვილბური ძმას შეეპასუხა, - "რა თქმა უნდა სინამდვილე იყო! მამა ძალიან ცუდი მატყუარაა და რა გზითაც ის ამ ამბებს ყვებოდა, მე მისი მჯეროდა!"
ტექნომ თვალები გადაატრიალა, - "ვილბურ, ზრდასრული კაცი ხარ და მაგ ისტორიების
მაინც გჯერა. ექვსის როცა ვიყავი მაშინაც კი არ მჯეროდა, კარგი რა..."
ვილბურმა ჯორჯს გადახედა, - "ძალიან დიდი ურწმუნოა." - დაიჩურჩულა.
"ჰეი, ჰარი პოტერ, გავიგონე!" - გააკრიტიკა ტექნომ ძმა და როდესაც ვილბური მას
მკვლელი მზერით მიაშტერდა სალიმ ორივეს დასცინა.
"და რა სახის ისტორიები იყო?" - ჰკითხა ჯორჯმა კონკრეტულად არც ერთ ძმას, ასე რომ ორივეს პასუხს დაელოდა.
"ერთი იყო ზოოპარკის ღობეზე ძვრომა ლეოპარდთან," - წამოიწყო ტექნომ, - "კიდევ იყო ჭიდაობა ჭიშკართან, რომელიც კანალიზაციასთან ახლოს იპოვა... და ვილბურ, შენ
განსაკუთრებულად გჯეროდა ერთის მასზე იმ სატელე..."
უეცრად ვილბურმა სიტყვა გააწყვეტინა, - "კარგი, კარგი ტექნო... გავიგეთ." - და
უხერხულად გაიცინა.
"სერიოზულად ვამბობ!" - ჰაერში ასწია ტექნომ თავისი ხელები, - "უბრალოდ
მაინტერესებს მაგ აბსურდების 36 წლის კაცს როგორ გჯერა, როცა თავად ტომიმაც კი
ჰკითხა ტყუილი იყო თუ არა."
ჯორჯს ზედმეტი ცნობისმოყვარეობის გამოჩენა აღარ უნდოდა, ასე რომ აღარ უკითხავს ამ
ამბების შესახებ და შეეცადა ძმების კამათი დაესრულებინა, - "ესეიგი ტომი ბაბუამის ძალიან დაუახლოვდა, არა?"
"ტომის უყვარს ის," - აღნიშნა ვილბურმა და უეცრად რაღაც გაახსენდა - "ოჰ, ტექნო
წარმოიდგინე ის რომ მამას საუკეთესო მეგობარს შეხვედროდა სამივენი როგორ
იმხიარულებდნენ!"
ტექნომ უჩვეულო სევდიანი გამომეტყველებით დაიწყო ძირს ყურება, შემდეგ კი ჯორჯს
მიუბრუნდა, - "მამას საუკეთესო მეგობარი... აი ის რომელიც ჩხუბს გვასწავლიდა, თვეების წინ გარდაიცვალა. მამამ განადგურებულმა დაგვირეკა, ისინი ძალიან ახლოს იყვნენ. ტომის ის განსაკუთრებულად შეუყვარდებოდა."
ჯორჯი ყველაფერში გარკვევას ეცადა. როგორც ჩანს ძმები ერთ დიდ ბედნიერ გარემოში
ოჯახითა და მეგობრებით გარშემორტყმულნი გაიზარდნენ. ჯორჯს ეშინოდა რომ მის
ბავშვობაზეც ჰკითხავდნენ რამეს, რადგან ასეთ შემთხვევაში მას მოსაყოლი არც არაფერი
ექნებოდა.
მათ გადაცვალეს რამდენიმე ისტორია და ბოლოს ფილმის ყურებასაც მორჩნენ, სანამ
ვილბურმა არ დაასკვნა რომ უკვე სახლში დაბრუნების დრო იყო, - "კარგი საღამო იყო
ჯორჯ. მადლობა ჩვენი შემოშვებისთვის, იმისდა გათვალისწინებით რომ საკუთარი თავები
თავად დავიპატიჟეთ!"
"ოჰ, გთხოვ მაგით არ დაიწყო." - გაუღიმა ჯორჯმა, - "ძალიან სასიამოვნოა ამდენი ხნის შემდეგ მეგობრების ყოლა."
"ნებისმიერ დროს." - თბილად გაუღიმა ვილბურმა, სანამ ბლოკნოტში რაღაცას ჩაწერდა და ფურცელს ამოხევდა, - "ეს ჩემი ნომერია. დაგვირეკე თუ ისევ მოგინდა ჩვენთან ერთად
დროის გატარება და ეგრევე შენთან გავჩნდებით."
ტექნო მიუახლოვდა ჯორჯს, მხარზე ხელი გაჰკრა და უთხრა, - "თავს გაუფრთხილდი,
ძმაო." - და წავიდა. სალიმაც სწრაფად აალაგა ყველაფერი და ჯორჯს დაემშვიდობა.
როგორც კი ჯორჯმა ისინი გააცილა კიბეები კინწისკვრით აირბინა, თუმცა ის პაწია სათამაშო რომელიც ყურმილზე დატოვა, ხელუხლებელი დახვდა.
მას არ დაურეკავს...

უკვე გვიანი იყო, ასე რომ უკეთესი იქნებოდა დაეძინა. შეეცადა ყურადღება ვილბურსა და მის ოჯახზე ფიქრით გადაეტანა. მერე ისევ "Flightless Bird, American Mouth" ჩართო, ყურსასმენები მოირგო და "რა იქნება"-სა და ათასგვარი ტყუილი წარმოდგენებით
გარშემორტყმულს ჩაეძინა.



--


7:58 PM იყო და ტელეფონმაც დარეკა.
ჯორჯი ახალი გამოფხიზლებული იყო თავისი თვლემიდან(რომელიც იმაზე დიდხანს
გაგრძელდა, ვიდრე გეგმავდა). მიირბინა ტელეფონთან და საჩქაროდ უპასუხა.
"დრიმ!" - წამოიძახა მან იმაზე მეტი ენთუზიაზმით, ვიდრე სხვა დროს და ყურმილს
ჩაებღაუჭა. ცოტახნიანი პაუზის შეემდეგ დრიმმა უპასუხა, - "გამარჯობა, ჯორჯ." - და
ჩამოჯდა, - "გუშინ ვერ დაგირეკე, ბოდიში თუ განერვიულე. საპნაპმა თავისი ორწლიანი
ურთიერთობა დაასრულა შეყვარებულთან და მე მასთან ვიყავი დასახმარებლად."
ჯორჯმა არ იცოდა რას ნიშნავდა გულის გატეხვა და როგორი შეგრძნება იყო ის. ალბათ
უფრო იმიტომ რომ არც არავინ ჰყავდა რომ გაეტეხა. მან ტელეფონი მაგიდაზე უფრო ახლოს
გადმოდგა, - "როგორ უმკლავდება?" - ჰკითხა, - "ვიცი რომანტიულ ტკივილს დიდხნიანი
ეფექტი რჩება."
დრიმს ოდნავ ჩაეცინა, რამაც ჯორჯი გააოცა. განა რა თქვა სასაცილო?
"დიდხნიანი ეფექტი?" - გამოაჯავრა დრიმმა საშინელი ბრიტანული აქცენტით, - "ეგ
მომეწონა. რაც არ უნდა იყოს, ახლა თავს კარგად არ გრძნობს, მაგრამ ბიჭია და მალე
გადაიტანს. თანაც ის გოგო მაინც დიდი თაღლითი ვინმე იყო."
ჯორჯს ენახა აქამდე თავისი მეზობელი ალექსი ასეთ სიტუაციაში. ის საშინელ
მდგომარეობაში იყო და კვირების განმავლობაში არ ჭამდა და არ ეძინა. და მან დაინახა
სიყვარულის საფასური, თუ რამე არ გამოვიდოდა და სწორად არ წავიდოდა, მას შეეძლო
ყველაზე ძლიერი, ანდაც ყველაზე ბედნიერი ადამიანიც კი შეეცვალა. და რა თქმა უნდა
ჯორჯს ვერ გაეგო მაინც რატომ იმოქმედა ალექსზე ამან ასე ძალიან, ან კიდევ საერთოდ რა
იყო სატირელი.


--


ალექსმა თავზე ქუდი ჩამოიფხატა და მწვანე დივანზე ჩამოჯდა, - "ის დამპირდა... იცი? ის ძალიან ბევრ რამეს დამპირდა და მე ერთადერთი ვიყავი ვისაც ამ პირობების სწამდა... მაგრამ იცი რა? მეც დავპირდი." - ის ჯორჯს მიუბრუნდა, ვისი თვალებიც ნაწილებად დაშლილ მეგობარს მისჩერებოდა, - "ის მხოლოდ იმიტომ დამპირდა რომ მერე ეს პირობები გაეტეხა! რატომ უნდა დაპირდე ადამიანს ისეთ რაღაცას, რომლის შენახვაც არ შეგიძლია? ეს დამცირებაა!"
ჯორჯი ოდნავ შეშინებული იყო მეგობრის ასეთი სიტუაციით, მაგრამ მაინც გადმოსვა
დივნიდან იატაკზე თავისი კატა ლუკა და ალექსს გვერდით მიუჯდა, - "მე..." - შეეცადა
წამოეწყო, - "მაპატიე, მაგრამ ვერ ვიგებ როგორ შეგიძლია ადამიანზე ასეთი გაბრაზებული
იყო და ამავდროულად ასე ძლიერად გიყვარდეს ის. მე პირადად გირჩევ რომ ამიერიდან
მასთან მიმართებაში ძალიან ფრთხილი იყო."
"შენ არ გესმის ჯორჯ." - ალექსმა ცხვირი თავისი ჟაკეტით მოიწმინდა. ჯორჯი ეგრევე
წამოდგა და მაგიდიდან ხელსახოცი გადმოაწოდა, - "მადლობა." - გამოართვა და დაიწყო, - "ვინმეზე გაბრაზება რომელიც ძლიერ გიყვარს, საკმარისი ვერასოდეს ვერ იქნება, იმ
შემთხვევაშიც კი თუ ერთ დილას გაიღვიძებ და მიხვდები რომ ის საერთოდ აღარ გიყვარს.
შენ ვერ დახარჯავ უამრავ დროს რაღაცის აშენებაში, მხოლოდ იმისათვის რომ ვიღაცამ ის
ზუსტად ათ წამში დაანგრიოს."
ჯორჯმა თავი დაუქნია, თუმცა მაინც არაფერი ესმოდა, - "შენ ადგილას რომ ვიყო მას
დავივიწყებდი."
"ეგ მასე არ ხდება." - აუხსნა ალექსმა, - "ეს დროს წაიღებს. დამიჯერე ჯორჯ, ერთ დღესაც შენ მიხვდები რამდენად სასტიკი შეიძლება იყოს დრო!"
"რას გულისხმობ?"
"შენ კიდევ ძალიან დიდი ხანი შეგიძლია გაატარო სიყვარულისგან გამოწვეული ტკივილის
გარეშე. მაგრამ როდესაც გაიზრდები და პირველ სიყვარულს იპოვნი, უფრო მეტად
გეტკინება. ამას არ იქნები მიჩვეული, არ გეცოდინება რა გააკეთო ან ვინ დაადანაშაულო.
ყველა გეტყვის რომ მოიცადო და დრო ყველა ჭრილობას განკურნავს, თუმცა სინამდვილეში
დრო ის არის, ვინც ამ ჭრილობებს მარილს აყრის. შენ ამ ყველაფერს ერთიანად იგრნობ,
რადგანაც აქამდე ყოველივე ეს არ გექნება გამოცდილი და იმ ადამიანზე საშინლად
გაბრაზდები ვინც ეს დაგმართა, რადგან სწორედ ასე იქცევიან პირველი სიყვარულები, -
ალექსი ძალიან ეცადა ახსნას და როდესაც დაასრულა სახეზე კუნწულა ცრემლები
ჩამოუგორდა. ჯორჯმა თავი საშინლად იგრძნო. ის უნდა ყოფილიყო ის ერთადერთი ვინც
მეგობარს ამ სიტუაციაში გვერდში დაუდგებოდა, თუმცა ამის ნაცვლად იჯდა და ისმენდა
ალექსისგან რჩევებს რომ წინასწარ მომზადებულიყო ამისთვის.
ჯორჯი თავის თავს დაპირდა, რომ აუცილებლად გაიხსენებდა ალექსის სიტყვებს. რომ
მომზადებულიყო. ის აუცილებლად დაამტკიცებდა რომ ერთადერთი რაც ამ ტკივილის
ჩასაცხრობადაა საჭირო - ეს დავიწყებაა! დრო ყველა ჭრილობას კურნავს, მაგრამ ის ამ
ჭრილობებს მასთან ახლოს არასოდეს მიუშვებდა...



--


"ჯორჯ, ყურმილი დაკიდე?" - ჰკითხა დრიმმა და უეცრად ჯორჯმა თავი შეარხია.
"არა, აქ ვარ." - უპასუხა მან და ღრმად ჩაისუნთქა, - "დარწმუნებული ვარ საპნაპი მიხვდება რომ ის გოგო სრული არარაობაა და თავს გაანებებს."
დრიმი დაეთანხმა, - "მეც ვიმედოვნებ, ჯორჯ." - და ფარდები გადასწია მზის ნათელი
სხივების ოთახში შესაპატიჟებლად, - "იმუშავე გუშინ სანამ არ დაგირეკე? ნერვიულობდი?"
"არ ვნერვიულობდი." - მიუგო ჯორჯმა არადამაჯერებლური ტონით, - "კარგი ხო...
ვნერვიულობდი, მაგრამ შენ შენი ცხოვრება გაქვს და ყველა ღამეს სატელეფონო ზარში ვერ
გაატარებ ვიღაცასთან მომავლიდან."
"მაგას საიდან დაასკვენი?" - ჰკითხა დრიმმა, - "მე უდიდეს სიამოვნებას ვიღებ შენთან
საუბრისგან. ყოველი იმ ღამის მადლობელი ვარ, რომელიც სატელეფონო ზარში გავატარე
ვიღაცასთან მომავლიდან!"
ჯორჯი ვერ მიხვდა ამ ერთი შეხედვით უბრალო წინადადებამ ასეთი საშინელი
შეგრძნებები რატომ მოგვარა მკერდის არეში, მაგრამ ეცადა ეს შეგრძნება დაეიგნორებინა და
სუსტად გაიცინა, - "და შენ ამბობ რომ მე ის ვარ, ვინც შენთვის საკმარისი ვერასდროს
გახდება."
"უბრალოდ იცოდე ჯორჯ, მე საშინელი მატყუარა ვარ და როცა ეგ ვთქვი..." - ჯორჯმა მისი ღიმილის ხმა ტელეფონის მეორე ხაზიდან გაიგონდა და თვალები გადაატრიალა. ახლა ისე ძალიან უნდოდა რომ დრიმი მის წინ მდგარიყო, ისეთს გაულაწუნებდა... ან რამეს იზამდა მისი ასეთი სითამამისთვის, - "შენ გინდა რომ შენით შეპყრობილი ვიყო..."
"რატომაც არა. მინდა რომ კლუბს შემოუერთდე, სადაც ისედაც უამრავნი არიან." -
გაიხუმრა დრიმმა მამაცურად, - "მარა, ვის ადარდებს ფან კლუბი, როგორ ხარ?"
ჯორჯმა მისი პასუხი ოდნავ დააყოვნა, - "არც ისე კარგად სიმართლე რომ გითხრა. შენს
ზარს დიდი ხანი ველოდებოდი."
დრიმმა ღრმად ამოისუნთქა, - "ძალიან დიდი ბოდიში. საპნაპი იმაზე უარესად იყო ვიდრე წარმომედგინა, ამიტომ სასწრაფო დახმარება სჭირდებოდა. სახლში სადღაც დილის სამ საათზე დავბრუნდი და შენი გაღვიძება არ მინდოდა."
"კარგად გიქნია." - მიუგო ჯორჯმა, - "მაინცდამაინც სასიამოვნო პიროვნება არ ვარ ახლად გაღვიძებული."
დრიმმა მანიაკურად მულტფილმის ბოროტი გმირივით ჩაიხითხითა, - "მშვენიერია! ახლა უკვე ვიცი რაც უნდა გავაკეთო შენს გასაღიზიანებლად. ამიერიდან ელოდეთ ჩემგან ზარებს დილის საათებში!"
ჯორჯმა თითებზე დახვეულ კაბელებს ხელი გაუშვა, - "იცოდე თუ მაგას იზამ დრიმ მე... იცოდე მე..."
"შენ რა?" - დატესტა დრიმმა, - "მაინც რას იზამ? ჩემს სახლში მოხვალ და მცემ? უი, მოიცა, შენ ხომ ისედაც ჩემს სახლში ხარ... შეიძლება ჩვენი სიტუაციაც დავამატო თუ როგორც ვართ დაცილებულები ერთმანეთისგან?"
ჯორჯს თავის მაგიდაზე ჩამორტყმა მოუნდა, - "როგორი თავხედი ხარ! ჩემს დაზე
თავხედიც კი და ეს უკვე რაღაცას გვეუბნება!"
"მშვენიერი ალიტერაციაა!" - შეაქო დრიმმა.
"მოკეტე!" - შეევედრა ჯორჯი, - "რას აკეთებ?"
დრიმი კარადაზე იჯდა და ფეხებს უაზროდ აქნევდა, - "ვფიქრობ მივალაგო ოთახში
მიმოფანტული კასეტები თუ ამ არეულობაში დავტოვო და დასაძინებლად წავიდე."
ჯორჯს გაეღიმა, როცა დრიმმა "კასეტები" ახსენა. მან იცოდა რომ ადრე ეს
განსხვავებულად მუშაობდა და რა თქმა უნდა დღემდე იყო ხელმისაწვდომი, მაგრამ
იმდენად აღარ როგორც მის დროში, - "თუ ბევრია უნდა მიალაგო."
დრიმმა იატაკზე შემომდგარ ოთხ კასეტებით სავსე კალათას გადახედა და ბოლოს
გადაწყვიტა, - "არა, ძალიან ბევრია და მთელ დღეს წაიღებს, ხვალ ვიზამ."
"კარგი." - უპასუხა ჯორჯმა სწრაფად, - "მაშინ მაგის მაგივრად რას აკეთებ?"
დრიმმა თავისი ოთახის კუთხეში მიყუდებულ 'les paul'-ს (ელექტრო გიტარა)* მოკრა
თვალი და საჩქაროდ დაავლო ხელი, - "ვგონებ გიტარის გაკვეთილები შემიძლია. თანაც
იმდღეს ახალი სიმღერა ვისწავლე."
"ოოჰ," - ჯორჯი კინაღამ გაგიჟდა როდესაც დრიმმა გიტარაზე დაკვრა ახსენა. მას
ყოველთვის უნდოდა ეს თავის თავზე ეცადა და სურვილი ჰქონდა ისეთ ხალხს შეხვედროდა
ვინც კარგად უკრავდნენ, - "შეიძლება მოგისმინო?"
დრიმმა ცოტა იყოყმანა მაგრამ ბოლოს მაინც დაეთანხმა, - "საუკეთესო არ ვარ, თუმცა
ვცდი. უფრო რბილ ვერსიას შევქმნი, ჩემი აზრით ამ მუსიკას ასე უფრო უხდება."
მან ჩაახველა და ყელი ჩაიწმინდა. ჯორჯიც მოსასმენად უფრო ახლოს მოიწია, დრიმმა
პირველი აკორდი აიღო.


"Woah, my love, my darling
I've hungered for your touch
A long, lonely time..."


ჯორჯი გაოცდა, როდესაც დრიმის სიმღერა გაიგონა. მან ეს სიმღერა ბაბუამისგან იცოდა,
თუმცა იმ ფაქტს აშკარად აღიარებდა რომ უფრო სასიამოვნოდ და რბილად მოსასმენად
ჟღერდა დრიმისგან.


"And time goes by so slowly
And time can do so much
Are you still mine?"


ჯორჯი უხმოდ თვალებ დახუჭული უსმენდა და წარმოიდგინა რომ დრიმი სადღაც აქვე
იატაკზე იჯდა თავისი გიტარით ხელში. ის მართლაც იგივე ოთახში იმყოფებოდა ახლა და
მეტიც... შესაძლოა ზუსტად იგივე ადგილას იჯდა სადაც ჯორჯი და სიმღერას უძღვნიდა
მას.


"Lonely rivers flow
To the sea, to the sea
To the open arms of the sea, yeah
Lonely rivers sigh
'Wait for me, wait for me'
I'll be coming home, wait for me..."


ჯორჯს აქამდე არასდროს ადარდებდა თუ რას ამბობდა ამ სიმღერის სიტყვები. ახლა კი
ხვდებოდა თუ როგორი ტკბილ-მწარე და სასოწარკვეთილი იყვნენ ისინი...


"I need your love
God speed your love to me."


დრიმის საბოლოო აკორდის შემდგომ უცნაური სიჩუმე ჩამოვარდა, - "აქ ხარ?"
ჯორჯი ტელეფონს მიუბრუნდა, - "კი, უბრალოდ... ვაუ! ამას ნამდვილად არ მოველოდი!"
"გეგონა რომ საშინლად ვიმღერებდი, არა?"
"არა!" - წამოიძახა ჯორჯმა, - "ვიგულისხმე რომ შენი საუბრის მანერა სიმღერისაგან
სრულიად განსხვავდება! შენი ხმა... და გიტარაზეც ძალიან კარგად უკრავ."
"მადლობა" - მიუგო დრიმმა და გიტარა თავის ადგილას, ოთახის კუთხეში დააბრუნა, -
"რამოდენიმე ადგილას ავურიე, მაგრამ ეს სიმღერა მართლა ძალიან მომწონს. რამდენჯერმე გავამეორე და მერე მეთვითონ ავაწყე."
"რა ქვია სიმღერას დრიმ?"
"unchained melody by the righteous brothers ."
ჯორჯმა თავის მობილურს ხელი დაავლო, შემდეგ 'ფლეილისთი' შექმნა სახელად
'ყვავილები 1970-დან' და ეს სიმღერა ჩააგდო. გადაწყვიტა რომ ყველა ის სიმღერა
დაემატებინა რაც მასა და დრიმს უკავშირდებოდა და მაშინ მოესმინა მათთვის, როცა ერთ
დღესაც დრიმი ჩათვლიდა რომ ყველაფერი დამთავრდა.
"მე ნაცადი მაქვს გიტარა და მართლა ძალიან ძნელია." - ჯორჯმა მობილური გადადო, -
"ასე რომ როგორი შთამბეჭდავია რომ შენით ისწავლე!"
დრიმი მოხარული იყო რომ ჯორჯს მისი სიმღერა და დაკვრა მოეწონა. აქამდე არავინ
იცოდა რომ ის უკრავდა, არც საპნაპმა. მას მხოლოდ ის უთხრა რომ საჩუქრად გიტარა
მიიღო, თუმცა იმ საათებზე რომლების ოთახში ჩაკეტილმა გიტარით ხელში გაატარა
არაფერი უთქვამს. ვინმეს ყოლა ვინც ამდენხნიანი წვალების შედეგს მოუსმენდა და
აღვრთოვანდებოდა ამით, მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა."
"ასეთი სიმღერები ჯერ ისევ მოდაშია?" - ჰკითხა დრიმმა, - "შეგიძლია ყველაფერი მითხრა რასაც ფიქრობ."
"ნუ, ვიცი ეს სიმღერები, ხალხსაც კარგი შემოსავალი ჰქონდათ ამით მაგრამ ისე ხშირად და ყველგან აღარ უკრავენ, როგორც ადრე."
"ჰმ..." - დაინტერესდა დრიმი, მისი მშობლები ხომ აღმერთებდნენ 'beach boys' და
სურდათ მასა და მის დას ყველა მათი სიმღერა ზეპირად სცოდნოდათ, - "BOOMER! ისინი
ხომ ასეთი კარგია..."
"შენი დროის დისკოგრაფიის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი. შეგიძლია სია ჩამომიწერო და
მე ყველას მოვუსმენ." - შესთავაზა ჯორჯმა და დრიმს გული გაუთბა იმის გამო თუ როგორ
ინტერესდებოდა ჯორჯი ყველაფერი იმით რაც თავად ასე ძალიან უყვარდა.
"კარგი, მალე ვიზამ, მაგრამ ახლა უნდა წავიდე, ძალიან მეძინება." - მიუგო და ხმამაღლა დაამთქნარა.
"ღამემშვიდობის დრიმ." - უთხრა ჯორჯმა და ამის თქმის შემდეგ უდიდესი სიცარიელე
იგრძნო, მაგრამ იცოდა რომ კიდევ უამრავი ღამე ჰქონდა დრიმთან სასაუბროდ და ასეთი
მესაკუთრეც ვერ გახდებოდა...
"ღამემშვიდობის ჯორჯ," - უპასუხა დრიმმა, - "და არ დაგავიწყდეს იმ ყვავილების
შემოწმება."
ჯორჯმა გაიღიმა სანამ ყურმილს კიდავდა და თავის საწოლში მოკალათდა. მერე ჩართო
თავისი ფლეილისთი, რომელიც ჯერ მხოლოდ ერთ სიმღერას მოიცავდა და ამ სიმღერის
ტკბილი ჰანგების ფონზე ძილში გაიპარა.



--



დრიმს შეეძლო ჯორჯის ზარებიდან სარგებელი მიეღო.
შეეძლო ეკითხა სპორტული თამაშების გამარჯვებულებზე და მათზე დაყრდნობით
მდიდარი გამხდარიყო. ანდაც ამოეხსნა ყველა მომავლის საიდუმლოება პერსონალური
მიზნებისათვის.
მაგრამ ეს ის იყო რაც დრიმს სურდა? არა... ყველაფერი რაც მას უნდოდა იყო მხოლოდ
ჯორჯთან საუბარი. რომ მიეცა მისთვის შესაძლებლობა ესაუბრა ვინმესთან 50 წლით
დაშორებით და ელაპარაკა იმ მარტოსულ ბიჭთან, რომელზეც აქამდე ისე არავის უზრუნია,
როგორც ის ზრუნავდა.
დრიმს თავისი თავისთვის დახმარების ზრახვები არასდროს გასჩენია. შეიძლება თავიდან
მისი ცნობისმოყვარეობა დიდი იყო და ათასი პასუხგაუცემელი კითხვები უჭამდა გულს,
მაგრამ ჯორჯის გაცნობის შემდეგ ეს ყოველივე გაქრა და რაც მან დაინახა იყო მხოლოდ ეს
შესანიშნავი მეგობრობა.
ეს სატელეფონო ზარები მათი პატარა საიდუმლო იყო. მათი ერთად გატარებული საათები სიბნელეში, პირქუში ღამეები... ერთად სიცილი... ეს იყო რაღაც, რასაც ორივე მათგანი ასე ძალიან შეეჩვია.



--



ჯორჯმა გაღიზიანებულმა გამოიღვიძა, რადგან მთელი ღამე ბორგვაში გაეტარებინა.
შემდეგ მობილური შეამოწმა, მაგრამ გათიშული დახვდა და გაიაზრა რომ მთელი ღამე
ერთიდაიგივე სიმღერა ჰქონდა ჩართული. ის გაიზმორა და საწოლიდან წამოდგა. შემდეგ
საუზმობა და გარეთ გასეირნება გადაწყვიტა, რადგან მშვენიერი დღე იყო. თანაც მაქამდე
ტელეფონის ბატარიაც დაიტენებოდა. საუზმობის შემდეგ კბილები გამოიხეხა, გამოიცვალა
პიჟამა და კიბეები ჩაირბინა. მზე ლამაზად ამოდიოდა და მშვენიერი დღის დადგომას
აუწყებდა ყველას. ჯორჯმა ნიადაგი შეამოწმა, - "ჯერ არაფერია." - ჩაილაპარაკა თავისთვის და ახლად მორწყულ ბალახზე გადავიდა. ფეხსაცმელები მთლიანად გაესვარა, თუმცა ეს საკმარისი მიზეზი არ აღმოჩნდა ამ მშვენიერი დღის ჩაშხამებისათვის. არანაირი გეგმა არ ჰქონდა, ასე რომ გადაწყვიტა ფეხით გაესეირნა და ქალაქის მოედნისაკენ გაეშურა, სადაც უამრავი რესტორნები და მაღაზიები მდებარეობდა კარლის ყვავილების მაღაზიის
ჩათვლით. მას მერე ჯორჯი კარლის მაღაზიაში აღარ ყოფილა. ნახევარი საათი სეირნობის
შემდეგ, ჯორჯმა პატარა კაფეებსა და 'ფასთ ფუდის' შენობებს გვერდი აუარა, რადგან ჯერ არ შეეწუხებინა შიმშილს. ბოლოს ერთი ძველი ჩაის მაღაზია იპოვნა, რომელიც ჯერ ისევ
იზიდავდა ბავშვებსა და მოზარდებს. იქ უფასო გემოების დეგუსტაცია მიმდინარეობდა და
იქაურობა ისეთი ქვებით იყო მოპირკეთებული, რომლებიც მას აქამდე არასდროს ენახა.
სანამ ამ სანახაობას შესცქეროდა, შემთხვევით ფეხი ძირს მიკრულ კევში ჩადგა და როდესაც
გაიაზრა რაც მოუვიდა საზიზღარი სიფათი მიიღო. ფეხი ტროტუარს იქამდე ურტყა, სანამ
საბოლოოდ არ გაისუფთავა ფეხსაცმელი და უეცრად ზუსტად მის მარცხნივ პატარა კარის
არსებობა აღმოაჩინა. კარი ისეთი იყო, რომ თუ არ გაჩერდებოდი ვერც კი შეამჩნევდი. ეს
იყო წიგნების მაღაზია მოხატული ფანჯრებით და იმდენად ძველი იყო რომ სათაურზე
რამოდენიმე ასოც კი ეკლდა. ჯორჯმა გაუაზრებლად გამოხსნა კარები და უეცრად მასზე
დაკიდული პაწია ზარი აწკრიალდა. მაღაზია იმაზე დიდი აღმოჩნდა ვიდრე
წარმოედგინა და ვიდრე გარედან ჩანდა. და რაც ყველაზე მთავარია, იქ წიგნების გარდა
დისკები, რეკორდერები და კასეტებიც იყიდებოდა. ჯორჯმა გარშემო მიმოიხედა და ვინც
იქვე კუთხეში დახლთან შეამჩნია ეს იყო ტექნო. იგი მომხმარებელს ახლად შეძენილ წიგნს
უფუთავდა და მას მერე რაც დაინახა რომ კლიენტს თან პატარა ბავშვი ახლდა, წიგნს
ფერადი სტიკერიც მიაყოლა. ეს ფაქტი მის ნამდვილ სახეს ავლენდა. ავლენდა იმას, რომ
მას საერთოდ არ სძულდა ბავშვები...
ჯორჯი შიგნით შევიდა, თუმცა ტექნომ იქამდე ვერ შეამჩნია სანამ დახლს არ
მიუახლოვდა. იგი კვლავ სალაროსკენ ძირს იყურებოდა.
"გამარჯობათ ვინ..." - ტექნომ ჯორჯს ამოხედა, - "ჯორჯ! აქამდე აქ არასდროს მინახავხარ!"
"ხო, იმიტომ რომ აქამდე აქ არასდროს ვყოფილვარ!"
"ვიცი, მე ყველა ჩემს მომხმარებელს ვიცნობ და ახლა შენი დანახვა სიურპრიზია!"
ჯორჯმა ინტერესით მოავლო წიგნების თაროს თვალი და ერთ-ერთმა რომელმაც ყველაზე
მეტად მიიპრყო მისი ყურადღება იყო "ომის ხელოვნება".
"ანუ აქ მუშაობ, რა მაგარია!"
"მე შევისყიდე ეს ადგილი," - განუმარტა მან და ჯორჯი გაოცდა და აღვრთოვანდა
ერთდროულად. ვერასოდეს წარმოიდგენდა თუ ტექნოსნაირი უცნაური კაცი ასეთ ადგილას
იმუშავებდა.
"როგორ?" - ჰკითხა მან, - "შენით იყიდე?"
თმაში ვარდისფერ ზოლებიანმა კაცმა თავი გააქნია და საყურეებიც თან მიჰყვა, - "არა,
მამაჩემმა." - აუხსნა და ხელით მაღაზიაზე ანიშნა, - "ვილბურს წიგნების კითხვა არასდროს
ჰყვარებია, მაგრამ მე ინგლისის მაიორი ვიყავი, ამიტომ როგორც კი მამა პენსიაში გავიდა ეს
ადგილი მე გადმომაბარა."
ჯორჯი გაოცებას ვეღარ მალავდა. ვინ იფიქრებდა რომ ეს საშიში კაცი, თავად ინგლისის
მაიორი საბოლოოდ წიგნების გამყიდველის ამპლუაში აღმოჩნდებოდა?
"ბიზნესი... კარგია, შთამბეჭდავად ჟღერს!"
"ხო ეგრეა," - მხრები აიჩეჩა ტექნომ, - "თანაც ფულის შეგროვებაშიც მეხმარება."
"რისთვის?"
"ახალი კომპიუტერისთვის ტომისთვის, ძველზე კოლა გადაასხა. ვილბურს ახლის
საყიდლად ფული სჭირდება, ასე რომ რატომაც არა... და..." - ცოტახანს შეყოვნდა, - "და თვითმფრინავის ბილეთისთვისაც."
ჯორჯს მოეწონა თუ როგორ ეხმარებოდა ტექნო ვილბურსა და ტომის, თუმცა
თვითმფრინავის ბილეთზე უფრო მეტი რამის ცოდნა მოუნდა, - "თვითმფრინავის ბილეთი?
არდადეგებზე აპირებ დასასვენებლად წასვლას?"
"არა, საუკეთესო მეგობარი მყავს, რომელიც აქ არ ცხოვრობს."
"ახლო ცხოვრობს?"
"ჰაჰ," - გაეცინა ტექნოს, - "საერთოდ არა."
ტექნოს წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ კარგად ესმოდა ჯორჯს მისი. მათ ორივეს
ჰყავდათ საყვარელი ადამიანი მათგან ასე შორს. ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ
ტექნოს შეეძლო მომზადება თვითმფრინავის ბილეთის საყიდლად, სანამ ჯორჯის სიტუაცია
ამაზე ოდნავ ჩახლართული იყო.
"იმედია ყველაფერი გამოგივა, ტექნო." - ჯორჯი იმის შესამოწმებლად მიბრუნდა სხვა
კლიენტებს ხომ არ ალოდინებდა, მაგრამ როგორც კი თვალი ვერავის მოჰკრა დაამატა, -
"წავალ წიგნებს დავათვალიერებ, მგონი უფრო მეტს უნდა ვკითხულობდე."
ტექნო დაეთანხმა და ახლად შემოსული კლიენტის დასახმარებლად მოემზადა. ჯორჯმა
ორი წიგნი აიღო, რომლებმაც ყველაზე მეტად მიიპყრო მისი ინტერესი და მათთვის ფული
გადადო, მერე კასეტებს მოკრა თვალი, მიუახლოვდა და გადახედა. მას არ ჰქონდა
ჩასართავი მოწყობილობა, მაგრამ იცოდა რომ დრიმს მოსწონდა კასეტები, ამიტომაც მოუნდა
ენახა თუ რა ჰქონდათ მათ მარაგში. მერე რამოდენიმე გადმოაწყო წარწერით 'Elvis Presley', 'Doris Day' და ასევე ყველა 'The Beatles'-სა და 'The Beach Boys'-ს ალბომები. როგორც კი ასო 'R'-ის სექციას მიაღწია, ყველა კასეტა გადმოაწყო და სათაურები იქამდე იკითხა, სანამ როგორც იქნა არ მიაგნო კასეტას წარწერით "unchained melody by the righteous brothers+more". მართალია ჯორჯს ამის ჩასართავად არაფერი ჰქონდა, თუმცა მისი შეძენა მაინც გადაწყვიტა რომ მოგვიანებით დრიმისთვის ეხარებინა. საბოლოო არჩევანის გაკეთების შემდეგ, კვლავ ტექნოს მიუახლოვდა დახლთან, რომელმაც ყველაფრის ღირებულება იანგარიშა.
"ეს დაგავიწყდა." - უთხრა ჯორჯმა და კასეტა მიაწოდა. ტექნომ გამოართვა და გადახედა, - "კარგი არჩევანია!" - მიუგო ჯორჯს, - "დიდი ხანია აღარ მომისმენია."
"მოსმენილი გაქვს?"
"თუ კონკრეტულად ამაზე საუბრობ მაშინ კი. სათითაო სიმღერა მაქვს მოსმენილი. თანაც, უმეტესი მათგანი ჩვენი საკუთარი მარაგიდანაა."
"თანხის დასახელება დაგავიწყდა." - შეახსენა ჯორჯმა.
ტექნომ მხრები აიჩეჩა, - "არაა, აიღე. მაინც აღარავინ ყიდულობს კასეტებს. ალბათ თვეების განმავლობაში შენ პირველი ხარ."
ჯორჯმა გაიღიმა და კაცს მადლობა გადაუხადა. შეინახა თავისი შენაძენი და ტექნოს
დაემშვიდობა. ტექნომ ორი თითი დაუქნია მას და ისიც წავიდა.


--


გვიან ღამით ჯორჯი თავის საწოლზე ჩამომჯდარიყო და ახლად შეძენილ წიგნს
კითხულობდა. ტელეფონი მასთან ახლოს იყო და ელოდებოდა დრიმის ზარს. მხოლოდ
რამოდენიმე პარაგრაფის წაკითხვის შემდეგ ტელეფონმა დარეკა. ჯორჯმა გარშემო
მიმოიხედა, იპოვა ძველი ქვითარი, მოათავსა გვერდებს შორის და ყურმილი აიღო.
"ჯორჯ, როგორ არის ჩემი საყვარელი ბიჭი 2020-დან?"
"ჩემზე ამბობ?" - ჩაეკითხა სარკასტულად.
დრიმს გაეცინა, - "სამწუხაროდ სხვა ვინმეს მოძებნა დამავიწყდა 2020-დან ასე რომ ვლამობ
კი..."
შემდეგ მათ ერთმანეთის განვლილ დღეებზე ისაუბრეს. დრიმმა მოყვა თუ როგორ
მოუვიდა ერთ-ერთ ბავშვთან, რომელსაც წვრთნიდა გამოლაპარაკება, და შედეგად
მოწინააღმდეგე გუნდისგან როგორ მიიღეს სასჯელი. მერე კი მოუწია ისევ ჩაბმოდა
გაცხარებული მშობლების ორთაბრძოლას როგორც წინაზე, სანამ ბეიზბოლის ჯოხი ჯერ
ისევ ტრიალებდა მოედანზე.
"ასეთი თავდაჯერებული იყავი?" - სკეპტიკურად ჰკითხა ჯორჯმა და დრიმმა დასცინა.
"შენთვითონ თქვი," - მხრები აიჩეჩა მან, - "მე ხომ ნარცისი ვარ."
"არ დაგავიწყდეს იმის ხსენება თუ როგორი შეპყრობილი ვარ შენით." - დაამატა ჯორჯმა
და დრიმი გაკვირვებული იყო ამ ახლად ჩამოყალიბებული ნდობით მათ შორის.
"ჰ-ჰოო..." - ამოისუნთქა მან, - "რა იქნებოდა ეს მოხუცი კაცი შენს გარეშე?" - დრიმმა
ხუმრობა მხოლოდ იმიტომ წამოიწყო, რომ იცოდა ეს ყველაზე საუკეთესო გზა იყო
საპასუხოდ.
ჯორჯმა მაგიდაზე მყოფ ახლად შეძენილ კასეტას გადახედა, - "ოჰ დრიმ," - თქვა მან, - "მე იმ სიმღერის კასეტა ვიპოვე, რომელიც წუხელ იმღერე."
"ოჰ," - დაინტერესდა დრიმი, - "მიდი, ხმამაღლა ჩართე."
ჯორჯმა თავი უხერხულად გააქნია, - "ხო... მაგრამ არაფერი მაქვს მაგისთვის"
დრიმი ცოტახანს გაჩუმდა, - "'ვოლქმენი' მოგწონს?" - ჰკითხა მან, - "დამატებით მაქვს, თანაც ვვარაუდობ ორმოცდაათი წელი შეუძლია გადარჩენა."
"არც კი ვიცი," - წამოიწყო ჯორჯმა დარწმუნებით, - "უკანა ეზოში ჩამარხული
ორმოცდაათი წელი წვიმებსა და საშინელ ამინდებში?"
"ჰმ..." - დრიმს იდეა მოუვიდა, - "იდეა მაქვს, მაგრამ კედლის დანგრევას საჭიროებს."
"როგორ?"
ჯორჯს ყურმილიდან კაკუნის ხმა მოესმა, - "ძალიან თხელი ჩანს. შეიძლება შევძლო პატარა ადგილის ამოჭრა ყუთის განსათავსებლად. ასევე შემიძლია ამ გზით სხვა ნივთებიც
გამოგიგზავნო."
"კარგი მაშინ, სცადე."
დრიმმა წითელ ტარიანი დანა მოიმარჯვა და შეეცადა კედელი ამოეჭრა. ჯორჯი
უყურებდა როგორ ჩნდებოდა ნელნელა კედელზე ძველი ნაკაწრები ზუსტად მისი ესკიზის
გვერდით. ამ სახლში 1970-ის მერე აღარაფერი შეცვლილა, მაგრამ ნივთების უმეტესობა
მოპარული ან იმ ადამიანების წაღებული იყო, ვინც აქ ჯორჯამდე ცხოვრობდა (შესაძლოა
დრიმი). დრიმმა წარმატებით დაასრულა კედლის ამოჭრა, შემდეგ 'ვოლქმენი'-ს ყუთი
საწოლის ქვეშ იპოვნა და სივრცეში მოათავსა.
"მზადაა!" - გამოაცხადა მან.
ჯორჯი კედელს მიაწვა და უეცრად გაიაზრა რომ ამ დროის განმავლობაში ის ახლიდან
ამოექოლათ. ჯორჯმა კედელს ხელახლა დაუკაკუნა სანამ ხელს ძლიერად მიარტყამდა.
"კარგად ხარ?" - ჰკითხა დრიმმა.
"ხო, უბრალოდ..." - ჯორჯმა ისევ მიარტყა ხელი, - "ეგ არის!"
ოთხკუთხედი ჭრილი გარეთ გამოვარდა და ჯორჯი მტვრის ღრუბელსა და მძაფრ სუნს
შეეჯახა. შემდეგ მამაცურად შეყო სივრცეში ხელები და იქამდე უცაცუნა, სანამ ყუთს არ
მიაგნო. ყუთი ჭუჭყიანი იყო ცოტათი, მაგრამ როგორც კი გახსნა დაინახა რომ შიგნიდან
ყველაფერი იდეალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
როგორი გიჟობა იყო! ნივთებს ორმოცდაათი წელი შეეძლოთ გადარჩენა...
"მადლობა დრიმ."
"არაფერს ჯორჯ," - გაიღიმა დრიმმა, - "იცი როგორ უნდა გამოიყენო?"
"არა." - ჯორჯმა მოწყობილობას გადახედა და შეეცადა რამეში მაინც გარკვეულიყო.
როგორი შთამბეჭდავი იყო რომ ამდენი რამის ცოდნა სჭირდებოდათ ძველი ტექნოლოგიის
გამოყენებას.
დრიმმა იქამდე გააცნო ჯორჯს ინსტრუქციები, სანამ საბოლოოდ მისი ჩართვა არ
მოხერხდა. პირველივე წამებში "unchained melody" ჩაირთო, მაგრამ ამაზე მეტად
საინტერესო ის იყო თუ დანარჩენი სიმღერები რა იქნებოდა. მან ჰკითხა დრიმს როგორ
უნდა გამოეტოვებინა სიმღერა და ცოტახანში გადაახვია. შემდეგ ტელეფონი 'ვოლქმენთან'
ახლოს მისწია.
"მიყვარს ეს სიმღერა!" - წამოიძახა დრიმმა და წაიმღერა, - "will I wait a lonely lifetime if you want me to, I will."
ჯორჯმა მოიცადა სანამ მუსიკა დამთავრდებოდა, რადგან დრიმი ამით ძალიან
ერთობოდა. მათ თითოეულ სიმღერას ერთიმეორეზე მიყოლებით უსმინეს. უმეტესი
მათგანი დრიმმა ისედაც იცოდა და პირს აყოლებდა. ჯორჯს ძალიან სიამოვნებდა მისი
მოსმენა. ამ მუსიკებმა ცოტახანში ორივეს ძილი მოანდომა და ერთმანეთს ტკბილი ძილი
უსურვეს, ყურმილი დაკიდეს და თავიანთ ლოგინებში მოკალათდნენ.

და ჯორჯ დავიდსონმა იცოდა რომ მის ეზოში ნიადაგიდან პაწია ფოთლებს უკვე
ამოეყოთ თავი და ემზადებოდნენ სიცოცხლის დასაწყებად...



--


ვილბურ სუთმა ჯორჯს დილის 6 საათზე მისწერა დახმარების სათხოვნელად.
ვილბური: "სალამი ჯორჯ, ბოდიში ასე ადრე რომ გწერ, მაგრამ შენთან ერთი პატარა
თხოვნა მაქვს. დღეს დაკავებული ხარ?"
ჯორჯი: "არაუშავს ვილბურ, დღეს ისედაც ადრე გამეღვიძა და არა... გეგმები არ მაქვს."
ჯორჯს დააინტერესდა თუ რა იყო ეს პატარა თხოვნა. შესაძლოა მათთან პირველად
მიწვევა ყოფილიყო, თუმცა ვილბურის სერიოზული ტონიდან გამომდინარე საქმე ამაში ვერ
იქნებოდა.
ვილბური: "ბავშვებს კარგად უგებ?"
ჯორჯი: "არც საშინელი ვარ, რა რო?"
ვილბური: "შეგიძლია ტომი ჩაიბარო? სასწრაფო საქმე გამოგვიჩნდა და ოჯახის ყველა
წევრი გასასვლელები ვართ. "
ჯორჯი: "ყველაფერი კარგად არის?" კი რა თქმა უნდა შემიძლია ტომის მივხედო."
ვილბური: "გულახდილი ვიქნები, დარწმუნებული არ ვარ. სამსახურიდან შვებულება
ავიღე. ტექნოსაც კი მოუწია თავისი წიგნების მაღაზიის დაკეტვა კვირებით. ჩვენ ყველანი
ვიმედოვნებთ რომ ყველაფერი კარგად იქნება. ასევე დიდი მადლობა შენი
თანადგომისთვის. ვაფასებთ ამას."
ჯორჯი: "არ არის პრობლემა. მჯერა რომ ყველაფერი კარგისკენ შემობრუნდება რაც არ
უნდა იყოს ეს. ტომის აქ მოიყვან, თუ მე მოვიდე მანდ?"
ვილბური: "უკეთესი არ იქნება თუ შენ მოხვალ? მისი მოვლა უფრო ადვილია როცა რამით ერთობა, თანაც ყველაფერი რაც მას სჭირდება აქვეა."
ჯორჯი: "კარგი მაშინ. შემიძლია ერთ საათში მოვიდე?"
ვილბური: "კარგი იქნება, კიდევ ერთხელ მადლობა. შენთან ვალში ვართ."
ჯორჯმა ტელეფონი გათიშა და სამზარეულოსაკენ გაემართა სასაუზმოდ ბურღულეულის
ფაფის მოსამზადებლად. ამის შემდეგ ხელპირი დაიბანა და გამოიცვალა. ყველაფერს იმაზე
უფრო ადრე მორჩა ვიდრე ელოდა, ამიტომ ვილბურს მისწერა და ჰკითხა უფრო ადრე
მისვლა თუ შეეძლო. ვილბურმა უთხრა რომ ასე უფრო მოსახერხებელი იქნებოდა სანამ ის,
სალი და ტექნო სახლიდან გავიდოდნენ.
რამოდენიმე მცდელობაში ჯორჯმა სუთების სახლს მიაგნო და კარზე დააკაკუნა. სახლის
დიზაინი გარედანაც კი შთამბეჭდავი იყო სახურავზე დაკიდული ყვავილებითა და
ბილიკზე აღმართული თეთრი თაღებით. ცოტახანში კარი სალიმ გააღო, - "ჯორჯ!" - ქალი
მას გადაეხვია. გაოცებისდა მიუხედავად ჯორჯმაც მოჰხვია ხელები და მიუგო, - "ბოდიში
დათქმულ დროზე ადრე მოსვლისთვის."
ჯორჯს ხელიდან გასაღები დაუსხლტა და დასაღებად დაიხარა, სალიმ კი უპასუხა, - "არა, არა ჯორჯ, რას ამბობ, ისეთი შეგრძნება მაქვს რომ სამუდამოდ შენს ვალში ვარ!"
"ნუ სულელობ," - გაუღიმა ჯორჯმა, - "შენ არ უნდა გადაიხადო მეგობრობის სანაცვლოდ."
მერე მათთან ვილბურიც მივიდა პატარა ზურგჩანთით ხელში. მისი თვალები საკმაოდ
ნაღვლიანად გამოიყურებოდა, - "ჯორჯ! მიხარია შენი დანახვა." - მიესალმა ის და მხარზე
ხელი დაადო, - "მადლობა რომ მოხვედი. ტომის თავის საძინებელში სძინავს და
დაახლოებით ათ წუთში გამოიღვიძებს." შემდეგ ვილბურმა მეუღლე მანქანამდე მიაცილა,
სადაც უკვე მოკალათებულიყო ტექნო, რომელიც მათ უცდიდა. მერე კი ისევ ჯორჯთან
დაბრუნდა და აჩვენა ყველაფერი რაც მათ დასჭირდებოდათ ტომის სადილის ჩათვლით
(რომელიც წინასწარ იყო მომზადებული). მან უთხრა ჯორჯს რომ არ მორიდებოდა დარეკვა
თუ რაიმე სასწრაფო იქნებოდა და შეეძლო მიერთვა ყველაფერი სამზარეულოდან თუ კი
მოშივდებოდა.
"სულ ეს არის!" - შემდეგ სასტუმრო ოთახამდე მიაცილა, - "ტელევიზორი და კომპიუტერიც შენს განკარგულებაშია. 'იუთუბს' პაროლი ადევს, აი ამ ყუთის უკან წერია თუ დაგჭირდება."
"მადლობა ვილბურ, დანარჩენში ჩემით გავერკვევი. როდის არის ტომის დაძინების დრო?
ან შუადღისით თუ იძინებს?"
"შუადღისით არასდროს იძინებს, ასე რომ ძალიან ადრე ვაწვენთ. იმედი მაქვს იქამდე
დავბრუნდები, სანამ მისი დაძინების დრო მოვა."
"კარგი იქნება. ვიმედოვნებ რაც არ უნდა ხდებოდეს თქვენს თავს, ყველაფერი
გამოსწორდება და კარგისკენ შეიცვლება."
ვილბურმა გაღიმება სცადა და მიუგო, - "ჩვენც ვიმედოვნებთ... კარგი, ახლა უნდა წავიდე. დარწმუნდი რომ კარებს კარგად ჩაკეტავ."
როგორც კი ვილბური გავიდა ჯორჯმა კარი ორივე საკეტით ჩაკეტა და ტომის
საძინებელში გაემართა, მაგრამ ბავშვი უკვე ამდგარი დახვდა, - "მამა და დედა უკვე
წავიდნენ?"
"კი," - უთხრა ჯორჯმა, - "ვიცი რომ მოგენატრნენ, მაგრამ ძილში დაგემშვიდობნენ."
"შეიძლება კომპიუტერთან ვითამაშო?" - იკითხა ტომიმ იმედიანად, თუმცა ჯორჯს
მისთვის უარი უნდა ეთქვა."
"მამაშენმა თქვა მხოლოდ საუზმის შემდეგ და ერთი საათით."
"ის დავალებების შესრულების მერეც მრთავს ხოლმე ნებას." - უთხრა ტომიმ ჯორჯს და
ჯორჯს გაეღიმა.
"ხო, მან ეგეც ახსენა." - შემდეგ კი ბავშვი სამზარეულოში გაიყვანა, - "რისი ჭამა გინდა?"
ტომი დაფიქრდა, - "მინდა რომ ყველა ბურღულეული ავურიო რაც კი სამზარეულოში
გვაქვს. მამა მაგის გაკეთების უფლებას არასოდეს მრთავს, მაგრამ თუ შენ დამრთავ გეფიცები არ ვეტყვი."
ჯორჯს ვერ გაეგო როგორ იქნებოდა უკეთესი, თუმცა ბოლოს მაინც ვეღარაფერი გააწყო
და მიუგო, - "კარგი."
"მაგრამ ქიშმიშიანის გამოკლებით." - დაიჯღანა ტომი, - "ეგ დედასია და საზიზღარი გემო აქვს."
ჯორჯს ჩაეცინა, - "მაშინ ეგ ყუთი გამოვტოვოთ."
ტომიმ საუზმე დაამთავრა და თავისი ოთახისაკენ აიღო გეზი, - "წამოხვალ? შემიძლია ჩემი აშენებული სახლი განახო 'მაინქრაფთში'(ონლაინ თამაში)*"
ჯორჯი მას გაჰყვა, განსაკუთრებული სიფრთხილით კიბეებთან, თავისი წინდების გამო
და ცოტახანში მიუახლოვდა კარს, რომელსაც ეწერა 'მხოლოდ ბიჭები(დედას გარდა)' ჯორჯს გულიანად გაეცინა, სანამ შიგნით შევიდოდა.
ოთახში უამრავი ცხოველის სათამაშო, 'ზელდას' პოსტერები და მაინქრაფთის ფიგურები
დახვდა საწოლის ახლოს შემოწყობილ თაროებზე.
"ვაუ, ყველა 'მობი' გაქვს!" - შესძახა აღვრთოვანებულმა ჯორჯმა, - "მარა,
'გასთი'(მოჩვენების მსგავსი ფიგურა -minecraft-დან. ბინადრობენ ნიდერლანდებში)* ვერ
დავინახე..."
ტომიმ წარბები შეჭმუხნა, - "მე მაქვს გასთი შეხედე," - და საწოლს ფანრის შუქი მიანათა. ეს ფანარი იყო გასთი. შემდეგ ტომიმ შუქი ჩააქრო სანამ კომპიუტერთან მოკალათდებოდა.
"ვიღაცამ ახალი კომპიუტერი მიყიდა! არ ვიცი ვინ, მაგრამ ბიძია ტექნომ მოიტანა."
ჯორჯს გაახსენდა, ტექნომ ახსენა რომ ტომისთვის ახალი კომპიუტერის ყიდვა უნდოდა,
რადგან ბავშვმა ძველს შემთხვევით კოლა გადაასხა, - "შეიძლება ბიძია ტექნომ გიყიდა."
"არა," - ტომიმ თავი გააქნია, - "ეგ არ იქნებოდა."
ტომიმ და ჯორჯმა ტუბოს დაურეკეს და სამივემ ერთად ითამაშეს მაინქრაფთი. ბავშვებმა
ბევრი იკამათეს. ჯორჯმა კი ისინი დაარიგა და უთხრა, რომ საუკეთესო მეგობრები იყვნენ
და მათ შორის არანაირი გაუგებრობა ანდაც კონფლიქტი არ უნდა ყოფილიყო. ამის შემდეგ
ტუბოს წასვლა მოუწია, რადგან მშობლებმა შეახსენეს რომ თავისი მათემატიკის პროექტი
ჰქონდა დასასრულებელი, რაზეც ჯორჯს ტომის კომპიუტერის ლიმიტი გაახსენდა, - "კიდევ
ხუთი წუთი გაქვს," - შეახსენა ბავშვს, რომელმაც თავი დაუქნია.
"იცი დედა და მამა სად წავიდნენ?" - ჰკითხა ტომიმ.
"არა."
"ოჰ, მე ვიცი. ექიმებთან!"
"ო არა, იმედია ყველა კარგადაა."
"შეიძლება საიდუმლო გაგიმხილო?" - ჰკითხა ტომიმ და თამაშის დაპაუზების შემდეგ
ჯორჯს მიუბრუნდა.
"რა თქმა უნდა პატარავ."
"წუხელ ჩუმად ავდექი მაინქრაფთის სათამაშოდ, როცა უნდა მძინებოდა. ჩუმად გამოვედი ოთახიდან და დედას და მამას არ დავუნახივარ."
ჯორჯს გაეცინა, - "კიდევ კარგი ვერ გამოგიჭირეს."
"ვერა, არ ინერვიულო." - მიუგო ბავშვმა ნდობით, - "ხოდა რომ ვთამაშობდი უცებ
დავინახე გარეთ ყველა როგორ გაგიჟდა. ვიღაცეები მოდიოდნენ. დეიდა ალისიაც კი
მოვიდა. მე მიყვარს დეიდა ალისია. მერე ჩუმად გარეთ გავიჭყიტე და დავინახე მამაჩემი
კიბეებიდან როგორ ჩამორბოდა. ბოლოს სადღაც წავიდა."
ჯორჯს ბავშვისთვის ბევრი კითხვების დასმა არ სურდა თუმცა ძალიან დააინტერესა,
ნეტავ რა ხდებოდა, - "სად წავიდა?"
"ჩემი აზრით ექიმებთან. შიგნით რომ შევედი დედა ძალიან მოწყენილი იყო და მამა და
ბაბუა აღარ იყვნენ." - მიუგო ტომიმ, სანამ კომპიუტერს გამორთავდა, - "ახლა უნდა
ვიმეცადინო?"
ჯორჯი ბავშვის მონათხრობზე ჩაფიქრდა, - "კი და მერე ისევ შეგეძლება თამაში."
"კარგი." - ტომი იმედგაცრუებული ჩანდა, მაგრამ მაინც დაიწყო დავალებების შესრულება. როდესაც ჯორჯი ბავშვს ფანქრების გათლაში ეხმარებოდა, ტელეფონმა დარეკა. ვილბური იყო.
"ჰეი ვილბურ!"
"გამარჯობა ჯორჯ," - მიესალმა ვილბური, - "ტომი კარგად იქცევა?"
"კი," - გულწრფელად უპასუხა ჯორჯმა, - "ახლა დავალებებს ასრულებს."
"ვა, მისი მაქამდე მიყვანა ძნელია ხოლმე, ყოჩაღ." - გაეცინა ვილბურს.
"ახლა ყველაფერი კარგადაა?"
"ჯერ-ჯერობით." - ვილბურს განმუხტული ხმა ჰქონდა, - "სიტუაცია სტაბილურია მაგრამ დარწმუნებულები ისევ არ ვართ."
"მიხარია რომ ყველაფერი უკეთესად არის."
"შეიძლება ტომის ვესაუბრო?" - ჰკითხა ვილბურმა. ჯორჯიც დაეთანხმა და ბავშვს
მობილური მიაწოდა.
ტომიმ ფანქარი დადო, - "გამარჯობა მამა!"
"გამარჯობა ტომი. რა გქონდა საუზმეზე?"
ტომის თვალები გაუფართოვდა და ჯორჯს გადახედა, რომელიც იღიმოდა.
"მე მქონდა... ბურღულეული მამა!"
"მართლა? რომელი?"
"რომელი და..." - დაიბნა ტომი, - "ქიშმიშიანი."
"ხო მაგრამ შენ ხომ მაგას ვერ იტან!"
"ბოდიში მამა ახლა საუბარი არ შემიძლია, ვმეცადინეობ." - თქვა ტომიმ და მობილური
ისევ ჯორჯს მიაჩეჩა.
"ყველა აურია არა?" - ჰკითხა ვილბურმა.
"კი." - არ დაუმალა ჯორჯმა და ვილბურმაც ხმამაღლა სიცილი დაიწყო.
"არ იდარდო, ბოლო-ბოლო უკვე გააკეთა და ხელმეორედ აღარ ითხოვს. ახლა უნდა
წავიდე, მაგრამ ვგონებ საათში ან ორ საათში დავბრუნდები."
"კარგი ვილბურ." - ჯორჯმა გათიშა, - "ტომი მამაშენი მალე დაბრუნდება."
"კარგი," - ტომიმ ფურცელს დახედა, - "ბაბუაც მოვა?"
"არ ვიცი, მას არ უხსენებია, ბოდიში პატარავ."
"მე მომწონს ბაბუა. ბევრ რამეს მასწავლის."
"მაგალითად?"
"ის კიკ-ბოქსს მასწავლის და ასევე მასწავლის როგორ უნდა ვეჩხუბო ბიძია ტექნოს." -
მიუგო ტომიმ ამაყად.
"როგორი ხალისიანი ბაბუა გყოლია!"
"ის ასეთია! - ტომმა მათემატიკის დავალებას რიცხვები მიაწერა, - "ის ისტორიებსაც
მიყვება..."
"გავიგე რომ მას ამბების მოყოლა მოსწონს..."
ჯორჯს ცოტა ხნის წინანდელი ძმების კამათი გაახსენდა თავის სახლში, - "და რას გიყვება?"
"ვიცი რომ ეგ ამბები ყალბია, მაგრამ მამაჩემს მათი სჯერა. ის ამბობს რომ ამის
"მტკიცებულება" აქვს. რას ნიშნავს ეგ სიტყვა, ჯორჯ?"
"ეს ნიშნავს 'საბუთს', 'მტკიცებას.'"
"კარგი და მაშინ ეგ რას ნიშნავს?"
"რა მნიშვნელობა აქვს." - გაეღიმა ჯორჯს.
"მოვრჩი დავალებებს მაგრამ ახლა მშია." - ტომიმ მიმოფანტული ფურცლები აკრიფა და
ფაილში ჩააწყო, - "შეიძლება დღეს ადრე ვისადილო?"
ჯორჯმა ამაში ვერანაირი პრობლემა ვერ დაინახა, - "რატომაც არა, წამოდი."
ისინი ისევ სამზარეულოში შევიდნენ. ჯორჯმა ტომის სადილი გააცხელა, შემდეგ იპოვა
ყუთი რომელშიც იგივე საჭმელი ესხა წარწერით, "ჯორჯს, თუ მოგშივდება." მან ისიც
გააცხელა და შემდეგ ორივემ ერთად ისადილეს.
"მამა სიმღერებს რთავს ხოლმე სანამ ვჭამ." - ტომიმ ხელით სამზარეულოს თაროზე
შემოწყობილ ბლუთუზზე, რექორდერსა და კასეტებზე ანიშნა, - "შეგიძლია ბრუნო მარსი
ჩართო?"
ჯორჯი დაეთანხმა და სიმღერა ჩართო. ტომიმ მაგიდაზე ფართხალი და ხელების ქნევა
დაიწყო, რამაც ჯორჯი გაახალისა.
"ერთი საათი უკვე გავიდა?" - ჰკითხა ტომიმ.
"ჯერ არა." - უპასუხა ჯორჯმა და მობილურის ეკრანს დახედა, - "თხუთმეტი წუთი დარჩა."
"დრო აუტანელია! ძალიან ნელა გადის." - გადააჯვარედინა ბავშვმა თავისი პატარა
მკლავები.
ჯორჯი ექვსი წლის ბავშვს აქამდე არასდროს დათანხმებია.
"ასე ძალიან მოგენატრნენ მშობლები?"
"არა." - უპასუხა ტომიმ და ჯორჯმა სიცილისგან კინაღამ საჭმელი გადმოღვარა პირიდან, - "უფროსწორად, ხო მომენატრნენ, მაგრამ მამაჩემს ახალი თამაშის ყიდვა უნდა ვთხოვო როცა დაბრუნდება, სულ ეს არის."
ტომიმ სადილი დაასრულა. ჯორჯმა თეფშები გარეცხა და კონტეინერები თავის ადგილას
დააბრუნა. ტომიმ უთხრა ჯორჯს რომ ისევ ტუბოსთან უნდა დაერეკა სათამაშოდ და თუ
უნდოდა თვითონ შეეძლო მისაღებში ტელევიზორისათვის ეყურა.
ჯორჯის აზრით ტომი უცნაური ბავშვი იყო. ის თავად გასცემდა ბრძანებებს ისე თითქოს,
მას ჰყავდა ჯორჯი ჩაბარებული და არა პირიქით.
კარზე ზარი გაისმა და ტომიმ უთხრა ტუბოს რომ მალე დაბრუნდებოდა, შემდეგ
'დაამიუთა'(ხმა გამოურთო)* თავისი თავი და და პირველ სართულზე ჩაირბინა. ტომი
სახელურს ვერ სწვდებოდა, ასე რომ ჯორჯს სთხოვა მისი გაღება. ჯორჯმა კარი გააღო.
კართან სალი ვილბური და ტექნო იდგნენ. სალი ტომის ჩაეხუტა, - "კარგად გაერთე?"
"კი." - მიუგო ტომიმ, - "მომწონს ჯორჯი. მან მაინქრაფთის თამაში იცის." - და დედას ამაყად გადახედა, - "მიხარია თუ გაერთე, ტომი." - სალიმ სახლში დატრიალებული სურნელი შეიყნოსა, - "ვგონებ სადილი უკვე მიირთვი. კარგია!"
"კი, დავნაყრდი დედა." - და მერე მამამისს მიუბრუნდა, - "სად არის ბაბუა, ისევ
მანქანაშია?"
ვილბურმა ბავშვის წინ დაიჩოქა, - "ბაბუა ექიმებთან აპირებს დარჩენას დროებით, ტომ."
"რატომ? ვაშლების ჭამა დაავიწყდა?"
სალიმ შვილს გაუღიმა, - "არა ტომი, უბრალოდ ასეა საჭირო, მაგრამ ხო იცი ის როგორი ძლიერია... სახლში ძალიან მალე დაბრუნდება."
"ოჰ, კარგი!" - წამოიძახა ტომიმ, - "თუ დაბრუნდება მაშინ კარგი."
მერე ის და დედამისი საძინებლისკენ წავიდნენ, რომ სალის მისი შესრულებული
დავალებები შეემოწმებინა. ვილბური ჯორჯთან გადასახადით ხელში მივიდა.
ჯორჯმა ფული უკან დაუბრუნა, - "არა, არა გთხოვ... შენ არ უნდა გადამიხადო."
თუმცა ვილბურმა ფული მაინც მისცა, - "შენთან ვალში ვართ."
ჯორჯმა ყოყმანით გამოართვა ფული და ჯიბეში ჩაიდო, - "მამაშენი კარგად არის?"
ვილბურმა ღრმად ამოისუნთქა, - "ჯერ არ ვიცით. ფიზიკურად ძალიან ძლიერი და
ჯანმრთელია, ეს უეცრად დაემართა. მან თქვა რომ ნელ-ნელა ამჩნევდა ამას და რომ მისი
დრო იწურება!"
ჯორჯი ძალზე დაამწუხრა ვილბურის მამის წარმოთქმულმა სიტყვებმა, - "ვერ
დაგპირდები, მაგრამ ძალიან მინდა ყველაფერმა მალე ჩაიაროს და გამოკეთდეს."
"ვიცი რომ გინდა ჯორჯ." - უპასუხა სწრაფად ვილბურმა.
"ახლა უნდა წავიდე," - უთხრა ჯორჯმა, - "სამუშაოს სწრაფად დასრულება მინდა."
ვილბურმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ტომის ჩაბარებისთვის და დაემშვიდობა.



---


"ვინ იფიქრებდა რომ ბავშვებს კარგად გაუგებდი..." - ჩაიხითხითა დრიმმა. ღამე იყო და ისინი როგორც წესი ტელეფონით საუბრობდნენ თავიანთ საწოლებში მოკალათებულები.
"ეგ რას ნიშნავს? ხომ იცი რომ პატარა და მყავს."
"ვიცი." - გაიღიმა დრიმმა, - "უბრალოდ მაგას არ მოველოდი. სულ ესაა."
"იქნებ შენგან მერგო მისტერ... 'მე ბეიზბოლს ვასწავლი ბავშვებს!'" - გამოაჯავრა დრიმს სასაცილოდ.
"ბავშვები მაგრები არიან."
"ხო, ზოგზოგიერთები. აბა დღეს რას აკეთებდი?"
"დედაჩემთან ვიყავი. გზა შორია, მაგრამ დაბრუნება მოვასწარი."
"და იქ რა გააკეთე?"
"წიგნების დალაგებაში ვეხმარებოდი. ძალიან ბევრი აქვს და მალე გაყიდვას აპირებს." -
აუხსნა დრიმმა და მეორე მხარეს გადაბრუნდა.
"კარგი გზაა ფულის საშოვნელად."
"ხო." - დაეთანხმა დრიმი, - "მომენატრე, ჯორჯ."
"ისევ?" - ჰკითხა ჯორჯმა, - "მხოლოდ ერთი დღე გავიდა."
"ხო მარა მაინც. რა კარგია ვინმეს ყოლა ვისაც გრძელი დღის მერე ესაუბრები." - აღიარა
დრიმმა.
ჯორჯი დაეთანხმა. მასაც მოენატრა დრიმი. მან ისურვა რომ დრიმთანაც ისე შეძლებოდა
დროის გატარება როგორც ვილბურთან და მის ოჯახთან ატარებდა, თუმცა მათი დისტანცია
ნორმალურისაგან ბევრად განსხვავდებოდა.
"დრიმ!" - წამოიძახა მან, - "მეც ძალიან მომენატრე."
დრიმმა გაიღიმა და ცოტახანს გაჩუმდა.
"ქლეი..." - აღმოხდა მას რაღაც დროის შემდგომ.
"რა?"
"ჩემი სახელი." - მიუგო დრიმმა, - "მე ქლეი მქვია."
ჯორჯი წამით გაოცდა, რადგან სულაც აღარ ახსოვდა რომ დრიმი მისი ზედმეტსახელი
იყო, - "შეიძლება ისევ დრიმი დაგიძახო?"
დრიმმა სიცილი ვერ შეიკავა, - "რა თქმა უნდა შეიძლება." - დართო ნება, - "თანაც მომწონს თუ როგორც წარმოთქვამ..."
ჯორჯს გაუხარდა, - "მადლობა დრიმ."
დრიმმა თვალები დახუჭა, წარმოიდგინა ისეთი სამყაროს არსებობა, სადაც მათ შანსი
ჰქონდათ. დრიმი საბოლოოდ მიხვდა თუ რა იყო ის შეგრძნება ამ სატელეფონო ზარებითა
და საუბრებით გამოწვეული. მას ის შეუყვარდა. თუმცა როცა საბოლოოდ ჯორჯთან
შეხვედრის შანსი მიეცემოდა, უკვე ძალიან გვიანი იქნებოდა! დრო მას წამოეწეოდა...
დრიმმა იცოდა თუ როგორც უნდა მიეღო ეს გრძნობები. აქამდე ის არც იღებდა, თუმცა
ამავდროულად არც უარყოფდა მათ. ამ გრძნობების შეგუება ჯორჯისადმი, ადვილი იყო
მაგრამ, იმ ფაქტის შეგუება რომ იმ შემთხვევაშიც თუ კი მათი გრძნობები ორმხრივი
იქნებოდა, ეს მაინც ვერასდროს გამოვიდოდა ყველაზე რთული რამ იყო გადასალახად რაც
კი მას მის მთელ ცხოვრებაში შეხვედრია! ეს იყო, უბრალოდ როგორც ხალხი უწოდებს
'ცუდი დროება!'
მას სძულდა დრო! ზუსტად ისევე უნდოდა დროისთვის გული დაეწყვიტა, როგორც დრო სწყვეტდა მას გულს. სურდა ეკითხა სამყაროსთვის რატომ მიანიჭა ცხოვრებაში ყველაზე კარგი რამ, თუ კი მისი ყოლის ვერანაირი შანსი ვერ იარსებებდა!
ის დაემშვიდობა ჯორჯს, ასე რომ უკვე აღარ შეეძლო იმ ხმის გაგონება, რომელიც ასე
ძალიან უყვარდა სანამ იმ ფიქრებში გადაეშვებოდა, რომლებიც ყველაზე მეტად სტკენდა
სულს. ის მხოლოდ ერთ რამეს ნატრობდა: რომ ეს გრძნობები ჯორჯისადმი, არასოდეს
განელებოდა.
ჯორჯს გაუკვირდა დრიმის ასეთი უეცარი ყურმილის დაკიდვა. ის ვერ უმკლავდებოდა იმ ფაქტს, რომ დრიმის ხმას ვეღარ გაიგონებდა...
შემდეგ ორივენი მოკალათდნენ თავიანთ ლოგინებში,
თავიანთ დროებში....
იგივე სახლის
იგივე ოთახში
და ამავდროულად ასე შორს…

მთელი ამ დროის განმავლობაში უბერავდა ქარი ჯორჯის უკანა ეზოდან.


იმ ყვავილებს კი შეეძლოთ 1970-დან ეცოცხლათ ასე ახალგაზრდულად და ლამაზად,
თუმცა დრო დრიმს არ დაელოდებოდა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent