შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყუილების ღმერთი ( I თავი)


28-07-2021, 22:59
ავტორი dramalover
ნანახია 1 239

თავი პირველი:
თამაში დაიწყო
ვფიქრობ, ვინ შეიძლება ვიყო ამ ფილმში, რომელი დაწყევლილი პერსონაჟი, რომელი მთავარი გმირი, ბოროტმოქმედი ან მეორე ხარისხოვანი პერსონაჟი, რა ადგილი მიკავია ამ საზოგადოებაში...ვინ ვარ. პიროვნება თუ დეკორაცია...
ჰმჰ... დეკორაცია.
ვუყურებ კაფეტერიაში გამოტენილ, მოზუზუნე ჯგუფს და სევდიანად ვამჩნევ ჩემს როლს ამ თამაშში.
დეკორაცია...
ჩანახატების რვეულს ვუბრუნდები. უბრალო ფანქარს მოხერხებულად ვიჭერ და ჩემ წინ მჯდარი ბიჭის ხატვას ვიწყებ. მაგიდაზე გრძელი იდაყვები დაუყრდნია და თავჩაქინდრული ისიც ჩანახატს ჩასცქერის. გრძელი, შავი და მბზინავი თმა აქვს და თითქმის ყველგან ტატუები… ღაწვებზე, ხელებზე, მკლავებზე -კრემისფერი უსახელო მაისური აშკარად კიდევ ბევრ ტატუს მალავს. ყველაზე შთამბეჭდავი მაინც კისერზე შემოვლებული ცეცხლის ენებია. ბოლოს თავს წევს და ყავისფერ სანდომიან თვალებს მე მაპყრობს. ჩემს მზერას თვალს აყოლებს და თითოეულ ფანქრის მოხაზვის მანერას გულდასმით აკვირდება.
-ისე ხატავ, თითქოს ხატვას სულაც არ აპირებ.
-ეს უბრალოდ ჩანახატია...ხატვას მართლაც არ ვაპირებ.
ჩუმდება და რამდენიმე წუთი აკვირდება ჩემს ფურცელზე არასწორად გავლებული ხაზებისგან ჩრდილებს და ფორმებს როგორ ვქმნი. ბოლოს მათგან არჩის ნაკვთები, სხეულის ფორმები და ტატუები ყალიბდება.
როცა ვამთავრებ გრძელ სქელ ფურცლიან რვეულს მისკენ ვატრიალებ და ვუღიმი.
არჩი დიდხანს დაჰყურებს თავის თავს. მერე გამჭოლ მზერას მტყორცნის.
-რატომ დამხატე.
სიცილი მივარდება. სულს რომ ვითქვამ ვამჩნევ ისიც იცინის, თუმცა მაინც მეკითხება:
-რა გაცინებს?
ცრემლებს საჩვენებელი თითით ვიწმენდ და მხიარულად ვეუბნები.
-ნუ გეშინია, არ მომწონხარ და არც არასდროს შემიყვარდები...-ბოლოს მხრებს ვიჩეჩ და უდარდელად ვამატებ- უბრალოდ დაგხატე რა...
- მეთქი ამან კეთილშობილება ძან რომანტიკად აქცია და აქედან უნდა მოვტყდე.-იცინის.
-ბინა ვიპოვე.
მისი სახის შემხედვარე მგონია რომ ცივი წყალი შევასხი.
-რაა?
-ბინა ვიპოვე ქირით, საკმაოდ კარგი პირობები და მისაღები ფასია...
-....
-ასე ნუ მიყურებ, სამუდამოდ შენს სახლში ვერ ვიცხოვრებ.
-კარგი -მეუბნება და მაგიდიდან მოწყვეტით დგება.
„არჩი“ ვეძახი გონებაში, რომ მოვატრიალო და ყველაფერი უფრო დელიკატურად ვუთხრა, უფრო მეგობრულად და არა ასე ცივად...ფორმალურად.
თუმცა რეალობაში მის აწოწილ სილუეტს თვალს ვაყოლებ და საკუთარი საქციელის გამო მუცელში გაჩენილ ხვრელს ვაცდი, მტკივნეულად გამასამართლოს.
-ჯანდაბა.-ამასღა ვამბობ და რვეულს ისევ ჩემკენ ვატრიალებ.
ამასობაში ჩემს ყურადღებას რაღაც იპყრობს. კაფეტერიის შუაში ხალხი გროვდება და რაღაცაზე ხმამაღლა იცინიან. ვოხრავ, აქაურობას უნდა გავეცალო. მაგიდიდან ვდგები და გასასვლელისკენ მივდივარ. წრეზე შეჯგუფულ ხალხს ვუახლოვდები.
-ამას უყურე დემნასაც ხატავს თურმე!-ყვირის ვიღაც მხიარული ხმით - რა იყო? პატარა უმნიშვნელო გოგო დემნაზეა შეყვარებული?-გესლიანად, ყველას გასაგონად კითხულობს.
ვჩერდები. აქ რაღაც არ მომწონს! თითის წვერებზე ვიწევი, რომ დავინახო წრის შუაგულში რა ხდება. მხოლოდ მაღლა აწვდილ ბიჭის მკლავს ვხედავ. ხელში რვეული უჭირავს. ხალხს ვერევი და წინ მივიწევ. გარშემო ხალხი იცინის, ფრუტუნებს, ქირქილებს. ხალხის მასას ვკვეთ, რომელიც სულ უფრო და უფრო იზრდება, და ბოლოს როგორც იქნა წრის „წინა რიგებში“ აღმოვჩნდი.
-დემნა, შენი ახალი თაყვანისმცემელი გამოვავლინე - მიმართავს შუაში მდგომი ქერა ბიჭი, პერფორმანსის შემოქმედი, ჩემს პირდაპირ მდგარ გულზე ხელებდაკრებილ დემნას. მას უნივერსიტეტში ყველა იცნობს, მეოთხე კურსელია და აქ სწავლის ორი თვის განმავლობაში ადვილად შევნიშნე, ხალხის ყურადღებას და სიყვარულს ისევე მარტივად იღებს, როგორც ყველაფერს ცხოვრებაში ფულის შემწეობით.
მორიჟაო ბიჭი, რომელსაც მგონი ლუკა ჰქვია, ფურცელს თეატრალურად შლის. წამიც და თავშეუკავებლად ხარხარებს, რვეულს ატრიალებს და მაღლა წევს, რომ ყველამ დაინახოს თეთრ თაბახის ფურცელზე დახატული შიშველი გოგონა. რვეულს წრეზე ატრიალებს, რწმუნდება რომ ყველა ხედავს. რვეულის ტრაექტორიას ხალხის ხარხარის ხმა მისდევს. ვერ ვხვდები რა აცინებთ. ბოლოს რვეულს გოგოს წინ აჩერებს, ღია ჩალისფერი თმებით და მაღალი, თითქოს გაწელილი ფიგურით. გოგო კუთხეში მიმწყვდეულივით ატუზულა, მარჯვენა ხელი მარცხენა სუსტ და გრძელ მაჯაზე უღონოდ აქვს ჩაჭიდული. თავჩახრილი საცოდავად გამოიყურება.
-ამოიხედე!- ვარჩევ ლუკას ტუჩებზე. ხალხის ხარხარი კიდევ დიდხანს ვერ ცხრება. ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ადამიანს ნახატის გამო დასცინო! ბრაზის ნაკადი ჩემს სხეულს სულ უფრო და უფრო ძლიერად აწყდება.
როგორც კი გოგონა სახეს მაღლა გაუბედავად სწევს, მაშინვე ვხვდები რომ შიშველი ფიგურა მისი რვეულიდან არა თუ მისი დახატულია, არამედ თავადაა. ეს სამხატვრო აკადემიის სულელი სტუდენტებისთვის ისევე ჟღერს, როგორც სხვაგან პირადი
შიშველი ფოტოები. ოვალური სახე, ჩალისფერი, უხეში და სქელი თმები, თეთრი კანი და დიდი, დიდი ცისფერი თვალები. გოგო ერთიანად გაფითრებულია. აწყლიანებული თვალები ლუკას წვეტიანი სახიდან ნელა გადააქვს საკუთარ რვეულზე. სახე ერთიანად ეცვლება, უგრძელდება, უწითლდება, თავლები კიდევ უფრო უფართოვდება. ხალხის ხმაურში ვარჩევ, როგორ აღმოხდა მტკივნეული კვნესა და ხელები მაშინვე სახეზე აიფარა. ბრაზი საბოლოოდ ეპატრონება ჩემს სხეულს, ხელები მიკანკალებს, ადრენალინი მაწვება და ვერც კი ვხვდები ისე ვდგები გოგონას და ლუკას შორის. წამიც და ჩემი მუშტი, დიახ მუშტი და არა სილა, ლუკას ყბაში ძლიერად ხვდება.
გარშემო შეკრებილ სტუდენტობას ერთიანი გმინვა უვლის.
-შე ნაგავო!- ვყვირი და საჩვენებელ თითს წინ ვუტრიალებ შებარბაცებულ იდიოტს .- თავი ვინ გგონია? ფიქრობ, რომ სხვისი პირადი სივრცე შენ გეკუთვნის?!! მეორედ აღარ დაგინახო ამ გოგოს ორ მეტრზე მიუახლოვდე, თორემ გაზღვევინებ!- კაფეტერიაში საერთო სიჩუმე გაბატონდა, ჩემი ყვირილი ერთადერთია, რაც აქ ისმის.
გონს მოსული ლუკა მარჯვენა მკლავზე ძლიერად მიჭერს და სისინებს:
-შე პატარა მახინჯო ვირთხა, გგონია ვინმეს შეაშინებ?
ხელის გათავისუფლებას ვცდილობ და თან ვუყვირი, საკუთარ ხმას ვერ ვაკონტროლებ:
-შენ სიმახინჯეში ნამდვილად ვერ შეგედრები- ვტყუი, მაგრამ ისიც ხომ ტყუის? მე მახინჯი არ ვარ. ეს სიძულვილის ენაა.-გიმეორებ, მეორედ თუ გავიგე ვინმე ასეთ მდგომარეობაში ჩააგდე, იცოდე, ისე გცემ, რომ მეორედ ხმა ვეღარ ამოიღო.- ვიცი რომ სულელური პირობაა, მაგრამ ჩხუბის დროს ჩემს თავზე ზედმეტი წარმოდგენა მექმნება ხოლმე, ამას ვერ ვაკონტროლებ.
ლუკა ზიზღით ხარხარებს, თან მაჯაზე ხელს მტკივნეულად მიჭერს. ზურგს უკან კი გოგოს დამნაშავე სიჩუმეს ვგრძნობ. ვამჩნევ, როგორ ყვება სიცილში შეგროვებული სტუდენტების ნახევარი. მეორე ნახევარი კი ჩუმად უყურებს სეირს.
უცებ ლუკა ელვის სისწრაფით სწვდება ჩემს მარცხენა ხელში ჩაბღუჯულ რვეულს და ისე, რომ გონს მოსვლას ვერ ვახერხებ, ჩემი ჩანახატების რვეული მის ხელში ხვდება.
-მოდი ვნახოთ, რას მალავ შენს „პირად სივრცეში“.
გველურად მიღიმის და ხელს მიშვებს.
სასოწარკვეთილების და ბრაზის ტალღა მაწვება. მაგრამ ფაქტს სწრაფად ვეგუები, ჩემს დამცირებას ვერ შეძლებს, თუ მე არ ვიგრძნობ თავს დამცირებულად.
ვუღიმი და გულზე ხელებს ვიწყობ. სიმშვიდეს ვუხმობ. ხელები მაინც მიკანკალებს-ჩემი სხეული ისევ ტონუსშია.
-გასაგებია, როგროც ჩანს საკუთარი პირადი ცხოვრება არ გაგაჩნია ამიტომაც გაქვს ასეთი მიდრეკილება - აფათურო ხელები სხვების პირადში.
ვამბობ და მშვიდად ვუყურებ როგორ ატრიალებს ორად გადაკეცილ რვეულს. მეორე მხარეზე არჩი ახლახანს დავხატე. სასოწარკვეთა ყრუდ მაწვება შიგნიდან, მაგრამ მაშინვე ვახშობ.
როგორც კი ნახატს თვალს ავლებს სახეზე მზაკვრული ღიმილი ეკვრება. მე კი მშვიდად ვაგრძელებ:
-ალბათ ბავშვობაში სერიოზული ტრამვა გადაიტანე...სავარაუდოდ მშობლები ცუდად გექცეოდნენ- თავს გვერდზე ისეთივე მზაკვრული ღიმილით ვხრი და როგორც კი მის სახეზე ცვლილებას ვამჩნევ, ღიმილს გამარჯვების ნიშნად ვაფართოებ. მართლა ეგონა, რომ ისე შეძლებდა ჩემს დამცირებას რომ თავადაც იმავეს არ იგემებდა? ნურას უკაცრავად. ვფიცავ, კარგად დავამახსოვრებინებ ვინ ვარ!
პირს ვაღებ კიდევ ერთი დარტყმის განსახორციელებლად, მაგრამ ის მასწრებს. აზრები მეფანტება.
-ამას უყურეთ- ნახატს მაღლა წევს, ისე რომ ყველამ დაინახოს.- შენი სახელი ენამწარე ქალბატონო.- დელიკატურად მეკითხება.
თავს ვასწორებ. მზაკვრულ ღიმილს დამცინავ ღიმილად ვცვლი და ვპასუხობ.
-ცოტა გრძელი სახელია, ლუკა მაგრად ვცემე მქვია.
აშკარად ვამჩნევ, როგორ გამოდის წყობილებიდან, გამარჯვებით გამოწვეული სიამოვნების ტალღებით ვტკბები. დემნა ერთადერთია, რომელიც ჩემს სიტყვებზე გულიანად სიცილს ბედავს. თან ცისფერ, ფოსფორივით მანათობელ თვალებს არ მაშორება. დანარჩენები უბრალოდ ქირქილებენ.
ლუკა სახეზე სწრაფად იკრავს კეთილგანწყობის ნიღაბს, ცდილობს სიტუაციის სადავეები ისევ თავად ჩაიგდოს ხელთ და ნაძალადევი მშვიდობთ ამბობს:
-კარგი. რა გაეწყობა. ჩვენი გმირი, რომლსაც თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქვს, უარს აცხადებს თავი ჩვენს საზოგადოებას წარუდგინოს. მოდი თავად გავიგებ, იმედია ამის წინააღმდეგი არ ხარ.
-რა თქმა უნდა - თავს თანხმობის ნიშნად ვუკრავ და ვუღიმი, ისე თითქოს ბავშვის ონავრობით ვტკბებოდე.
მისი თავშეკავებული მშვიდი მოქმედებები გაღიზიანებას მაინც ვერ მალავს. დაბალზე შეჭრილ ქერა ღერებზე ხელს იტარებს და ჩემს რვეულს სხვა გვერდზე შლის. ვაცლი, ჩანახატის ქვეშ გაკეთებული ჩანაწერი „მია“ იპოვოს. რამდენიმე წამში თაფლისფერ გამჭოლ მზერას ქვევიდან მტყორცნის. შემდეგ გრაციოზულად სწორდება.
-მიიიაა- გაწელილად ამბობს ჩემს სახელს ხმამაღლა,- მია -იმეორებს და იქვე მდგარ მომღიმარ დემნას შეთქმულივით გადახედავს.
აგრესიის შეკავებას ძლივს ვახერხებ. მაშინვე ვასკვნი, რომ ეს ორი ტიპი მაგრად მძულს.
-რა იყო, ნებართვა შენი ძმაკაცისგან გჭირდება?-ზიზღის დამალვას ვერ ვახერხებ.
ლუკს მზერა სწრაფად გადმოაქვს ჩემზე. აშკარად რაღაც სენსიტიურს შევეხე, რაღაც პირადს, არაღიარებულს. თვალებს აწვრილებს და სახეზე სისასტიკე ესახება. ვქირქილებ. რა ჰგონია, არჩის ნახატით შემაშინებს? საქმეც მაგაშია. ინტუიციით მოქმედებს, ფაქტობრივად იღბალს ენდობა, რომ ეს ჩემთვის დელიკატურო თემაა ისევე, როგორც წეღან ეს მე გავაკეთე. ჩანს, რომ მე უფრო იღბლიანი ვარ. ამიტომაც ვიცინი ასე უდარდელად. გონებაში ვამხნევებ: „ მიდი, შე სულელო, მიდი, საბოლოოდ გაიბანძე შენი თავი.“
-მია, ნუთუ ეს არჩია? მესამე კურსელი იდიოტი, უამრავი ტატუებით?-თეატრალურად იცხადებს, თან გულზე გრძელ თითებს ქალური მანერით იდებს, სპექტაკლის გაგრძელებას აპირებს, მაგრამ მე არ ვაცლი.
-კი, თუ არ იცი, სიამოვნებით გეტყვი, რომ წეღან მის გვერდით ვიჯექი. იქნებ რამეში დაგეხმაროს, ვხედავ ძალიან წვალობ - ჩემი დამცინავი ტონი იმდენად ბასრი აღმოჩნდა, რამდენადაც ლუკას რიჟა სახე ბრაზისგან ენთება - რა იყო, ხო არ ეჭვიანობ?
ლუკას სათქმელი აღარ რჩება, მიხვდა, რომ ამით ვერ დამაშანტაჟებს. ახლა ზუსტად ვიცი, რაც უნდა მოხდეს... ლანძღვა.
-აჰჰა, შენი შეყვარებულიც ვიპოვეთ ...ნუ, რა უნდა ვთქვა, ერთმანეთს შეეფერებით, ერთნაირი საცოდავი ტიპები ხართ... იმდენად უინტერესო ხარ, რომ ხალხს შენი შემჩნევა ეზარება. - რვეულს ზიზღით მაწვდის, თავისი სიტყვებისთვის მეტი დრამატულობის მისაცემად.. თითქმის მიზანში გაარტყა, მაგრამ სულელი უნდა ვიყო, რომ ეს შევიმჩნიო - დაიჭირე, ცოტაც და შენს მახინჯ და უნიჭო ნახატებზე ვარწყევ.
ხალხი დაუოკებლად იცინის.
რვეულს ვართმევ და ღიმილით ვპასუხობ:
-არ მგონია ეგ საშიშროება გემუქრებოდეს, შეგიძლია მშვიდად იყო. შენს პიროვნებას თუ შეეგუე, დარწმუნებული ვარ, სხვა ნაგავზე იმუნიტეტი გექნება.
ბრბოს კიდევ ერთხელ უვლის გაცხოველებული ხარხარის ტალღა.
გოგოსკენ ვბრუნდები, ცისფერი თვალები მადლიერებით უციმციმებს. ხელს ვკიდებ და ბრბოს გაჭრას ვაპირებ, როცა ლუკას სიტყვები უკნიდან მეწევა.
-არჩის ძუკ’ნა, მაგ სიტყვებს ყელში ამოგადენ.
მის სიტყვებს ყიჟინი და სტვენა მოჰყვა.
ვტრიალდები და ამჯერად სრული სერიოზულობით ვეუბნები:
-გირჩევნია ჩემგან თავი შორს დაიჭირო დემნას პატარა ნაბიჭ’ვარო.
ხალხს გმინვა ხდება.
ლუკა შრება და სახე ერთიანად ელეწება. ქვეცნობიერის კომპლექსი-ვინიშნავ გონებაში. შემდეგ თვალს ხალხს ვავლებ.
-საცოდავები ხართ. იმის მაგივრად, რომ ამ სულელებს- ხელით დემნაზე და ლუკაზე ვანიშნებ. ვამჩნევ როგორ წევს წარბებს დემნა, ისეთი სახე აქვს, თითქოს ყურებს არ უჯერებს, თუმცა მხიარული ღიმილი სახიდან მაინც არ შორდება.- იმის მაგივრად რომ ამ სულელებს თავიანთი ადგილი მიუჩინოთ, იერარქიულ სავარძელზე შემოსვით და ეთაყვანებით. არც ჭკუა, არც თავმოყვარეობა, არც საკუთარი აზრი და ნება არ გაგაჩნიათ. დგახართ და იცინით ამათ უკბილო ხუმრობებზე. ერთხელაც თქვენთან მოვლენ და სიცილის მიზეზი თქვენი საცოდავი პიროვნება გახდება. მე კი დამიჯერეთ, ვიდგები და სიამოვნებით ვუყურებ მაგ სანახაობას. - ხმას ვუწევ, სტუდენტების უტიფარ უემოციო სახეებს ვავლებ თვალს, რომელთა უკან სირცხვილი და გაღიზიანება იმალება- იცით რატო? იმიტომ, რომ დღეს თქვენ აქ იდექით და ხელიც არ გაგინძრევიათ ამ გოგოს დასაცავად.
ბოლოჯერ ვავლებ ლუკას ალეწილ სახესა და დემნას მხიარულ-დამცინავ გამომეტყველებას თვალს და ახლა მართლა მივდივარ. ხალხი ჭირიანივით მეცლება და გასასვლელისკენ გზას მიხსნის. მათ სახეებზე ზიზღს ვხედავ, მხოლოდ იმიტომ, რომ სიმართლე ვთქვი. იმიტომ, რომ თავიანთი საზიზღარი სახე დავანახვე. ხელით ცისფერთვალება გოგოს მაჯა მიჭირავს და ჩემთან ერთად მომყავს. ირგვლივ დამამცირებელი ფრაზები ისმის, მაგრამ არ ვაპირებ, იმათ ვუპასუხო, ვინც ბრბოს უკან იმალება და იქიდან მესვრის ტალახს.
სახე მკაცრი გამომეტყველებისგან მეჭიმება. ბოლოს როგორც იქნა გასასვლელს მივწვდი და კაფეტერიის დამპალი აურისგან გავთავისუფლდი.





სალამიით. ხოო ეს მე ვარ #moonlover.
"საიდუმლო ღამისთვის" დიდ ბოდიშს გიხდით ვინც მიცანით. უბრალოდ გაგრძელება ვერაფრით შევძელი. მაგ ისტორიამ თავისი თავი ამოწურა. ისე მივედი დასასრულამდე თავადაც ვერ მივხვდი.
სამაგიეროდ ახალი ისტორია მაქვს. დიდხანს ვიფიქრე დამედო თუ არა, მაგრამ ვრისკავ. ერთი მაგისიც, თუ არ მოგეწონებათ გამლანძღეთ ^-^.

თქვენით მონატრებული #moonlover .



№1 სტუმარი ანუ

მშვენიერია,ძალიან მომწონს მია ^-^

პ.ს
"....დემნას პატარა ნაბიჭ’ვარო."
აი ამაზე ამოვწყდი :დ
ასე განაგრძე, წარმატებები ^-^

 


№2  offline წევრი dramalover

ანუ
მშვენიერია,ძალიან მომწონს მია ^-^

პ.ს
"....დემნას პატარა ნაბიჭ’ვარო."
აი ამაზე ამოვწყდი :დ
ასე განაგრძე, წარმატებები ^-^


ლააავ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent