შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყვავილები 1970-დან (თავი IV დასასრული)/DNF


29-07-2021, 23:15
ავტორი ტესსა
ნანახია 956

---


ბიჭი ზედმეტსახელად საპნაპი, დრიმის უახლოვესი მეგობარი იყო.
ისინი 1962-ში სკოლის შემდეგ შეხვდნენ. დრიმი კიბის საფეხურზე იჯდა. საპნაპი კი
ჭიშკართან თავის ჩანთაში ფურცლებს ალაგებდა. უეცრად მისი მათემატიკის დავალების
ფურცელი გაფრინდა და ზუსტად იმ ადგილას დაეცა სადაც ის იჯდა. საპნაპი საჩქაროდ
გაეკიდა ფურცელს და მტირალი დრიმი დააფიქსირა.
"კარგად ხარ?" - ჰკითხა საპნაპნმა ბიჭს, მან კი თავი აარიდა ისე თითქოს არც გაუგონია, -"აქ შენს შესაწუხებლად არ მოვსულვარ, უბრალოდ ჩემი ფურცლის აღება მინდოდა."
დრიმმა საკუთარი თავი ძალზედ დაუცველ სიტუაციაში შენიშნა, თუმცა კი მაინც აიღო
ფურცელი და ბიჭს გაუწოდა, - "აი აიღე, ბოდიში."
საპნაპმაც გამოართვა და სანამ წავიდოდა, უცებ გაიაზრა რომ სულაც არ უნდოდა უცნობი მტირალი ბიჭი ასე დაეტოვებინა კიბის საფეხურებზე სანამ არ დარწმუნდებოდა რომ
სახლში მშვიდობით დაბრუნდა, - "ღარიბს არ გავხარ." - დაიწყო მან. ამასობაში დრიმმა მის უკან კაცი შეამჩნია, რომელსაც ხელში ბოთლი ეჭირა და ქალს უყვიროდა. საპნაპმა მის
მზერას თვალი გააყოლა და დაინახა თუ რასაც მიშტერებოდა ბიჭი, - "ამიტომაც ხარ
მოწყენილი? ვინ არის?"
დრიმი ცოტახანს გაჩუმდა. დააინტერესა თუ რატომ ჩაიციკლა მასზე ასე ძალიან ვიღაც
უცნობი ბიჭი, თუმცა ვერანაირი მიზეზის პოვნის შემდეგ ჩუმად მიუგო, - "მამაჩემი.
საპნაპი მის გვერდით ჩამოჯდა, - "და ქალი დედაშენია?"
"კი." - უპასუხა დრიმმა და ცრემლიანი თვალები ჟაკეტით მოიწმინდა, - "მამა მას
საშინლად ექვეცა. მართალია არ ურტყამს, მაგრამ სულ უყვირის. ის მეც მიყვირის..."
"მამაჩემიც." - საპნაპმა მუხლები მკერდზე მიიხუტა და ხელები შემოხვია, - "დედა ამბობს ეს იმიტომ რომ ომიდან ახალი დაბრუნებულია."
დრიმს თვალები გაუფართოვდა, - "დედაჩემიც მაგას მეუბნება!" - ის ბედნიერი ჩანდა რომ ერთადერთი არ იყო ასეთ სიტუაციაში, - "ანუ მამაშენი ომობდა?"
"კი..." - მიუბრუნდა საპნაპი ბიჭს, - "მას უამრავი მედალი აქვს და შეხების უფლებას არ მაძლევს."
"მამაჩემს ჯილდო არასდროს მიუღია." - ხელით ანიშნა დრიმმა კაცზე, რომელიც მანქანაში ჯდებოდა, - "მაგრამ არაუშავს... მაინც არ იმსახურებს."
უეცრად საპნაპმა იქვე გაჩერებულ თეთრ მანქანას მოავლო თვალი და სწრაფად წამოდგა, - "ო, არა, უნდა წავიდე." - მიუგო დრიმს რომელიც ასევე წამოდგა, - "შეგვიძლია მეტი
ვისაუბროთ სკოლაში..."
"რა თქმა უნდა." - დრიმმა ხელი გაუწოდა, - "მე ქლეი ვარ, ბი კლასიდან."
საპნაპმა ხელი ჩამოართვა, - "ჩემი მეგობრები საპნაპს მეძახიან." - გააცნო თავი, -
"ხვალაც აქ შემხვდი სკოლის მერე." - გადმოსძახა მანქანიდან. დრიმი დაეთანხმა. მას ჯერ
ისევ არ სურდა სახლში დაბრუნება, რადგან მის მშობლებს შორის არსებული დაძაბულობის
საშინლად ეშინოდა. თუმცა მაინც აიღო მათკენ გეზი, როდესაც დაინახა თუ როგორ
მორბოდა საპნაპი მისკენ, - "დედამ თქვა რომ შეუძლია ჩვენთან წამოხვიდე და დარჩე თუ
მოგინდება."
დრიმს თვალები გაუფართოვდა, - "დიდი სიამოვნებით... მადლობა საპნაპ."
"რა პრობლემაა. თანაც შემიძლია მამაჩემის მედლებიც გაჩვენო!" - წამოიძახა აღტაცებულმა
საპნაპმა, როგორც კი მანქანას მიუახლოვდნენ, - "შენები ხომ არ გაგიბრაზდებიან?"
"მათ მართლა არ ადარდებთ სად წავალ სანამ არ დაბნელდება." - მიუგო დრიმმა და თავის მშობლებს გადახედა, რომლებიც ისევ ჩხუბობდნენ და საერთოდ ვერ შეენიშნათ ისინი, - "კარგი იქნება სადმე სხვაგან თუ წავალ."
"არ იდარდო." - მოჰხვია ხელი ზურგზე საპნაპმა, - "ახლა ხომ მეგობრები ვართ. ამის მერე როცა გინდა მაშინ შეგიძლია მესტუმრო და ჩვენ შეგვეძლება ჩემი ახალი კომიქსების
წაკითხვა." - მერე მანქანის კარი გაუღო და დრიმს ფართოდ გაუღიმა.
ეს მათი პირველი შეხვედრა იყო.



--



მათ ისეთი ახლო მეგობრობა აკავშირებდათ რომ უბრალოდ შეუძლებელი იყო საპნაპს მის
მეგობარში მწუხარე ცვლილება ვერ შეემჩნია. ის პატიჟებდა მასთან სახლში საუბრის
სანაცვლოდ და არ ჰქონდა მნიშვნელობა თუ რა იქნებოდა ამ მწუხარების მიზეზი, თუმცა
დრიმი მას ყოველთვის პასუხობდა რომ სალაპარაკო არც არაფერი იყო.
"მაშინებ ქლეი... მაინც რა გაწუხებს?"
ეს ნორმალური სიტუაცია უნდა ყოფილიყო, რადგან დრიმი საპნაპს ყველაფერს უყვებოდა.
იცოდა რომ მისი ნდობა შეიძლებოდა და რაც არ უნდა ყოფილიყო საპნაპი საკმაოდ კარგ
რჩევას მისცემდა და ჯანსაღადაც გააკრიტიკებდა. თუმცა მეგობრისთვის მისი პრობლემების
შესახებ როგორ უნდა აეხსნა? ბოლო ორი თვის განმავლობაში შეეძლო ეთქვა თუ როგორ
იკეტებოდა ოთახში მომავლის ბიჭთან სალაპარაკოდ და იცოდა რომ საპნაპი ყველაფერს
დაიჯერებდა, თუმცა მეორე მხრივ პრობლემა იმაში მდგომარეობდა რომ არ იცოდა
საპნაპისთვის როგორ აეხსნა მისი დამოკიდებულება სხვა ბიჭის მიმართ. საპნაპი
ყოველთვის ყველას ეხმარებოდა, მაგრამ ისინი ხომ საუკეთესო მეგობრები იყვნენ და რა
თქმა უნდა დრიმს მისი რეაქციის ეშინოდა. ასე რომ რამდენადაც დრიმს მისთვის
ყველაფრის მოყოლა უნდოდა, იმდენად არ იცოდა თუ საიდან უნდა დაწყო.
"უბრალოდ დეპრესია..." - დრიმმა სოდა მოსვა და მეგობარს მზერა აარიდა - "ეს მოხდა!"
"და შენ გგონია ვერ შევამჩნიე?" - საპნაპმა ბოთლს ხელი დასტაცა და ძირს გადადგა, - "და რა არის მაგის მიზეზი?"
"გულის ტკივილი." - მხოლოდ ეს იყო რაც დრიმის ბაგეებს გამოსცდათ. საპნაპმა პირი
გააღო, თუმცა ვერაფრის თქმა მოახერხა. ძალზე გაკვირვებული ჩანდა.
"გულის ტკივილი?" - წამოიძახა ხმამაღლა, - "კი მაგრამ ჩემთვის არასდროს გითქვამს თუ ვინმე გულში გყავდა და ახლა ამას შენი გულის გატეხვის მერე ვიგებ?"
დრიმმა ამოიოხრა და სახე ხელებში ჩარგო, - "ვიცი და ბოდიში." - მიუგო ჩახლეჩილი
ხმით, - "უბრალოდ მეშინოდა შენი რეაქციის და იმისი თუ რას იფიქრებდი."
"რას ვიფიქრებდი?" - გამოაჯავრა შეშფოთებულმა საპნაპმა, - "შენ გოგოებზე აქამდეც
მესაუბრებოდი, ახლა რიღასი გეშინია?"
"საქმეც მაგაშია!" - თავი წამოყო დრიმმა. მისი გულისცემა წამიერად გახშირდა როდესაც
მეგობრის თვალებს წააწყდა, - "ის გოგო არ არის, საპნაპ." - ამოისუნთქა და თვალები დახუჭა იმ აგრესიის თავიდან ასარიდებლად, რომელიც არც არსებობდა.
საპნაპმა ინფორმაცია გადახარშა. რა თქმა უნდა გაკვირვებული იყო, მაგრამ მალევე
დამშვიდდა და მეგობარს მიუახლოვდა, - "ეს..." - ღრმად ამოისუნთქა მან, - "ის არაა რასაც ველოდი, მაგრამ მე არ მაწუხებს. შენ რა გეგონა რომ ასე იქნებოდა?"
დრიმმა თვალები გაახილა და თავი სწრაფად გაიქნია, - "არა, რა თქმა უნდა არა! უბრალოდ ვიფიქრე რომ უცნაური იქნებოდა, რადგან მე და შენ საუკეთესო მეგობრები ვართ და შენ სხვანაირად დამინახავდი."
საპნაპს გაეცინა, რამაც დრიმი შოკში ჩააგდო, - "ოჰ, კარგი რა... შენ ყოველთვის 'კოკი, გოფი' ქლეი იქნები. რა ადამიანმაც არ უნდა დაიპყროს შენი გული, ეს არ შეიცვლება და საერთოდ არაფერს არ ცვლის შენთან მიმართებაში."
დრიმის სხეული აბსოლიტურმა შვებამ მოიცვა და გულში იფიქრა ნეტავ რატომ უმალავდა ამდენხანს საპნაპს ამ სიტუაციას. მან გაიღიმა, - "ამ მხრივ ჩემი თავით თვითკმაყოფილი საერთოდ არ ვარ."
"როგორ არა, ხარ!" - გაეღიმა საპს, - "აბა, ვინ არის ის იღბლიანი ბიჭი?"
მან იცოდა რომ საპნაპი ამას ჰკითხავდა და ჯერაც არ ჰქონდა პასუხი მზად. ცოტახანს
ჩაფიქრდა, - "ახლოს არ ცხოვრობს."
"ოო, ეგ ცუდია!" - დაასკვნა მან, - "დისტანცია ყველასთვის საშინელებაა. ამის გამო გტკივა გული?"
"ჰ-ჰოო..." - გულწრფელად უპასუხა დრიმმა, რადგან ეს სიმართლე იყო. პრობლემა
ნამდვილად დისტანციაში მდგომარეობდა, მაგრამ იყო პაქტი, რომლის მოსასმენად ან
გასაგებად საპნაპი ჯერ მზად არ იყო. შეიძლება ერთ დღეს ყველაფერი გაემხილა, მაგრამ
ჯერჯერობით ამ სატელეფონო ზარების საიდუმლოდ შენახვა უნდოდა.
დრიმი საპნაპის ოთახის კუთხეში მდგარ ორქიდეების ვაზას მიაჩერდა. ისინი ნელ-ნელა
ხმებოდნენ, რაც მას ძალიან აწუხებდა, ნატრობდა საპნაპს მათთვის უკეთესად მოევლო. ვაზა ცუდ ადგილას იდგა. იმის ნაცვლად რომ მზიან ადგილას მდგარიყო, ოთახის ყველაზე ბნელ კუთხეში დაეკავებინა ადგილი.
მან გაიაზრა რომ ყვავილები იქ უნდა დატოვო, სადაც მათთვისაა უკეთესი, თორემ
აუცილებლად დაიხოცებიან. ეს ყვავილების დროისგან დასაცავი და ამავდროულად მათი
გადარჩენის ერთადერთი გზაა. ისინი იქ უნდა იყვნენ, სადაც მათი ადგილია!
ეს სიტუაცია მასა და ჯორჯისნაირად იყო. მათ ორივეს საკუთარი ადგილი გააჩნდათ,
სადაც უნდა დარჩენილიყვნენ. მათთვის ასე იქნებოდა უკეთესი. დრიმს სურდა მასთან
ახლოს ყოფნა, თუმცა როგორც საპნაპის ვაზაში მყოფი ყვავილები კვდებოდნენ, მას მხოლოდ
ძალიან ასე ძალიან დიდხანს ლოდინი შეეძლო, სანამ ბოლოს მათი შანსი სამუდამოდ არ
გაქრებოდა.
მაშინ რატომ არის ცხოვრების გაგრძელება ასეთი რთული?
ეს ადვილი იყო!
მას უყვარდა, როცა ჯორჯი ეუბნებოდა რომ მასაც მოენატრა! უყვარდა თუ როგორც
ინტერესდებოდა ჯორჯი მისი მოყოლილი ანეგდოტებითა და ისტორიებით, რომლებსაც
სხვას არავის მოუყვებოდა. მას უყვარდა, როცა ჯორჯი ღეჭვას წყვეტდა, როგორც კი
იაზრებდა რომ ძალიან ხმამაღლა მოუვიდა სატელეფონო ზარის ფონზე! მას უყვარდა
ჯორჯის ხმა და მისი ყოყმანი, როცა დრიმს ზედმეტი მოსდიოდა! უყვარდა თუ როგორც
იცინოდა ჯორჯი... უყვარდა ზარები, რომელსაც მხოლოდ ჯორჯი პასუხობდა და
ეუბნებოდა გამარჯობას ძალიან სწრაფად!
მას ჯორჯის ძალიან ბევრი რამ უყვარდა, თუმცა უკეთესი იქნებოდა თუ იმ ადამიანის
სიყვარულს შეწყვეტდა, რომელიც მასთან ვერ იქნებოდა! და სჯობდა შეყვარებოდა ვიღაც,
ვინც ამ ყველაფერს პირისპირ მოუყვებოდა, სანამ მისი ხელი ხელში ეჭირებოდა! ვიღაც,
ვინც თვალებში ჩახედავდა და დაარწმუნებდა მაშინ, როდესაც ისეთი შეგრძნება
დაეუფლებოდა რომ ატყუებდა...
ვიღაც ვინც მისი დროიდან იქნებოდა...
ეს ის ყველაფერი იყო რასაც ჯორჯს ვერასდროს მისცემდა და ამის გააზრება ცოცხლად
კლავდა...
შესაძლოა ყოფილიყო საკუთარი თავით თვითკმაყოფილი, რადგან ისეთი შეგრძნება
ჰქონდა, რომ ჯორჯი მას იმსახურებდა. ის მას ნათლად ახვედრებდა რომ დრიმი ის
ერთადერთი იყო, ვისაც მისი გაგება შეეძლო მაშინაც კი, როცა მთელი გულით ესაუბრებოდა ნებისმიერ რამეზე... ის დარწმუნებული იყო რომ ჯორჯს იმსახურებდა!
სულ ეს იყო რისი მიცემაც დრიმს მისთვის შეეძლო; მოსმენა, დარწმუნება, დღის
განმავლობაში გადამხდარი ისტორიები...
მაგრამ ეს არ იყო საკმარისი!
მას არ შეეძლო არც ჯორჯის ყოლა და არც მისთვის ლოდინი!
"ქლეი?" - საპნაპი მის სახესთან ხელებს აქნევდა, - "დრიმ? ქლეი? 'ფისბეიბი'?
დრიმი ფიქრებიდან გამოერკვია და შეეცადა ცრემლები შეეკავებინა, - "იმ ყვავილებს
აუცილებლად უნდა მოუარო, საპ!"



--


ჯორჯის აზრით ყვავილები თავს მშვენივრად გრძნობდნენ.
ეზოში გასულმა შეამჩნია რომ კალენდულები ნელ-ნელა იზრდებოდნენ და საკუთარი
თავით იამაყა რომ არაფერი ჩაუფლავებია ამ საქმესთან მიმართებაში. ამის შესახებ გვიან
ღამით დრიმს აუცილებლად ახარებდა...
და უეცრად გაახსენდა; დრიმს გასული კვირის განმავლობაში არ დაურეკავს!
თავიდან ის ძალზე ნერვიულობდა, თუმცა ხვდებოდა რომ დრიმს სხვა საქმეებიც ჰქონდა
და რომ აუცილებლად მოუხდიდა ბოდიშს შემდეგ დღეს, მაგრამ საქმე ამაში არ იყო. ეს
ორჯელ, სამჯერ და უფრო მეტჯერ მოხდა სანამ ჯორჯი ნერვიულობას დაიწყებდა.
მისი ყველა აზრი იმასთან დაკავშირებით თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო, ნეგატიური
იყო. ყველაზე უარესი სცენარი, იმისა თუ რატომ არ ეწვია დრიმი მას 2020-ში, მიზეზი იყო ის რომ, დიდი ალბათობით ის აქამდე იყო გარდაცვლილი, შესაძლოა 1970-ში. ბოლოს ეცადა ყველა ეს საშინელი ფიქრი თავიდან ამოეგდო და კონცენტრირებულიყო მხოლოდ და
მხოლოდ კარგზე, როგორიც იყო ის ფაქტი, რომ ყვავილები როგორც იქნა გაიზარდნენ.
ჯორჯი ოთახში შებრუნდა და ეცადა მზერა ძველი ტელეფონისკენ არ გაქცეოდა, რადგან
ისევ არ დაეწყო ნერვიულობა. ამის მაგივრად ის საწერმაგიდასთან დასატენად შეერთებულ
ტელეფონს გადასწვდა და ნახა რომ გამოტოვებული შეტყობინებები ჰქონდა. ყველა
ვილბურისგან იყო.
ვილბური: "ჯორჯ, დილამშვიდობის, არ იდარდო, ისევ ტომის ძიძად ყოფნას არ გთხოვ, ჰა ჰა! უბრალოდ მაინტერესებდა ამაღამ ჩვენთან ერთად ვახშამზე ხომ არ წამოხვიდოდი...
ბოლო სკამი მამაჩემისთვის იყო დაჯავშნილი, თუმცა როგორც იცი ის
სავადმყოფოშია. თანაც დაჟინებით მოითხოვა რომ ვინმეს მისი ადგილი შეევსო, უაზროდ
რომ არ გაფლანგულიყო ის..."
ჯორჯი ასეთ სადილებზე არ დადიოდა ოჯახთან ერთად სანამ ინგლისში ცხოვრობდა.
მხოლოდ მნიშვნელოვან ვახშამზე დადიოდა ხოლმე კოლეგებთან ერთად, სადაც მხოლოდ
საქმეზე საუბრობდნენ, ასე რომ მაგათ არ თვლიდა.
ჯორჯი: "დარწმუნებული ხარ რომ მამაშენს პრობლემა არ ექნება?"
ვილბურის ესემესი მალევე გამოჩნდა:
ვილბური: "თავად მოითხოვა, ასე რომ ვგონებ რომ არა..."
ჯორჯი: "მაშინ დიდი სიამოვნებით. სად და როდის?"
ვილბური: " 6:30-ზე 'მინქსში', უკეთესი იქნება 6-ზე თუ მოხვალ."
ჯორჯს თვალები გაუფართოვდა, 'მინქსი' ყველაზე ძვირიანი რესტორანი იყო მთელს
ქალაქში. ყველაზე მდიდარ ხალხსაც კი, რომლებიც მანდ ცხოვრობდნენ მხოლოდ ერთხელ
ან ორჯელ შეეძლოთ მანდ ესადილათ.
ჯორჯი: "მოვალ."
ვილბური: "აქ მისამართია, პიჯაკი ან რამე თუ დაგჭირდა გამაგებინე."
ჯორჯი: "მადლობა ვილბურ."
ვილბური: "მალე შეგხვდები."
ჯორჯმა ტელეფონის ეკრანს დახედა და ჩაფიქრდა. მან ანგარიში დაიწყო თუ რამდენ ხანს
მოანდომებდა ვახშამი რომელიც 6:30-ზე იწყება, საჭმლის ლოდინის ჩათვლით. ის
ვერანაირად ვერ მოასწრებდა სახლში იქამდე დაბრუნებას სანამ დრიმი დარეკავდა და ეს
ფაქტი მას ძალიან ტკენდა. იმედოვნებდა რომ დრიმი არ დარეკავდა. ყოველშემთხვევაში ამ
ღამეს არა!
მას არ შეეძლო ვილბურის შემოთავაზებაზე უარი ეთქვა. ადგილი უკვე დაჯავშნილი იყო
ვილბურის მამისთვის(რომელიც ძალიან ავად იყო). შანსი არ მისთვის უარი ეთქვა
ვილბურის წყენის გარეშე. ასე რომ მომზადებას შეუდგა და ტანსაცმლის არჩევა დაიწყო.
ბოლოს მიაგნო პიჯაკს რომელიც გამოდგებოდა, შემდეგ დააუთოვა და თავის ჰალსტუხთან
ერთად უჯრაში დაკეცილი მოათავსა. პიჯაკი შავი იყო და პატარა ჯიბესთან ჯაჭვი ეკიდა.
მან ის თეთრ-საყელოიან პერანგთან და ქამარიან შარვალთან დააწყვილა. ამ ყველაფრის
ჩაცმის ბოლო წუთამდე ეშინოდა, რადგან მისთვის ძალზედ მოუხერხებელი იყო და
ზუსტად იცოდა რომ აუცილებლად გადაისხავდა ზედ რამეს ან რაღაცნაირად დააზიანებდა.
5:30-ზე ჯორჯმა ჩაცმა დაიწყო და სარკეში ჩაიხედა. მართალია უხერხულად გრძნობდა
თავს, მაგრამ დარწმუნებული იყო რომ სიმპათიურად გამოიყურებოდა.
ის ისურვებდა დრიმს ასეთ ფორმაში დაენახა, მითუმეტეს რომ ყველა ის 'აუთფითი' რაც მისთვის აქამდე ჰქონდა აღწერილი ზედმეტად ჩვეულებრივი და უინტერესო იყო. მერე
ტელეფონს ბოლოჯერ გადახედა. ლოცულობდა რომ ზარი არ გამოეტოვა და რომ დრიმი
კარგად ყოფილიყო.
ჯორჯი მანქანაში მოკალათდა და 'მინქსის' გზას გაუდგა, რომელიც პატარა გორაკზე იყო აღმართული და უწევდა პარკინგის ფული გადაეხადა. ამის გამო არჩია მანქანა სადმე წინა ნაწილში დაეყენებინა, ასე უფრო იოლი იქნებოდა და არც გადახდა მოუწევდა. მგონი ცოტა ადრე მოუვიდა მოსვლა, რადგან სუთების არცერთი წევრი არ ჩანდა ახლომახლო და
გადაწყვიტა იქვე სკამზე ჩამომჯდარიყო. ის შესცქეროდა გამვლელ მანქანებს, რომლებიც
ჩერდებოდნენ, პარკინგზე მომუშავეს გასაღებს აწვდიდნენ და თავიანთი საუკეთესო
ტანსაცმლითა და სამკაულით მედიდურად აბიჯებდნენ რესტორანში. დააინტერესა ნეტავ
როგორი ცხოვრება ჰქონდა მათ ან რატომ არჩიეს ასეთ ადგილას ვახშმობა. უყურებდა
გამოწკეპილ მეუღლეებს ნაირ-ნაირ აბრეშუმში, რომლებიც ქმრებს ხელკავს უკეთებდნენ და
წარმოიდგინა რამდენად ბედნიერი ცხოვრება ჰქონდათ ამდენი ფულის გადამკიდე.
ჯორჯი ამ დაკვირვებაში იყო გართული, სანამ იქვე გაჩერებული მანქანა არ დაინახა,
რომლიდანაც ორი ძმა, ერთი ქალი და ბავშვი გადმოვიდნენ. ეს ვილბური და მისი ოჯახი
იყო, რომლებიც უფრო მედიდურად გამოიყურებოდნენ ვიდრე აქამდე. წარმოდგენაც არ
ჰქონდა ჯერ მარტო სალის კაბა რა ღირდა, რომელიც მზის ჩამავალ სხივებზე ბზინავდა
სანამ ვილბური მანქანიდან ჩამოსვლაში ეხმარებოდა. ვილბური შესანიშნავად
გამოიყურებოდა. ტექნოს კი ვარცხნილობა შეეცვალა. თავად ტომიც კი პიჯაკში იყო
გამოწყობილი. ვილბურმა გასაღები პარკინგზე მდგომ კაცს მიაწოდა და თავისი ოჯახი
ჯორჯთან ახლოს მყოფ მბრუნავ კარამდე მიაცილა.
"ჯორჯ!" - წამოიძახა მან და გადაეხვია, - "მშვენივრად გამოიყურები მეგობარო. უკვე იყავი შიგნით?"
"არა." - ჯორჯმა პერანგის საყელოს დაუწყო წვალება, - "თქვენ გელოდებოდით."
"ოჰ, კარგი მაშინ წამოდი..." - გამოაცხადა ვილბურმა მაგრამ ტომი უკვე შესასვლელთან იდგა და მბრუნავ კარს ეთამაშებოდა. სალი მისკენ გაემართა რომ გაეჩერებინა, მაგრამ ბავშვმა სიცილით აუარა გვერდი კარებს და სხვა შესასვლელი კარით შევარდა შიგნით. სალი მას გაეკიდა და ჯორჯიც მისა და ტომის სასაცილო დევნას მიჰყვა. რესტორანი მინი კათედრალს ჰგავდა მოხატული ანგელოზებითა და სხვა გასაოცარი სცენარებით, რომლითაც გარშემორტყმულნი იყვნენ. იქაურობა სანთლებიანი ჭაღებით იყო განათებული. ეს მოყვითალო ბრწყინვალება ჯორჯის სახეზე ირეკლებოდა. ვილბური დამჯავშნელ ტრიბუნას გამოელაპარაკა, რომლებიც უწყვეტად უქნევდნენ თავს, სანამ რეგისტრაციის წიგნში ვილბურის სახელი არ ამოიკითხეს. ცოტახნის შემდეგ მან ანიშნა რომ კაცს თავიანთ მაგიდასთან გაჰყოლოდნენ, რომელიც მრგვალ თეთრ გადასაფარებლიან მაგიდასთან მივიდა რომელზიც ლამაზად იყო გაწყობილი. როგორც კი ადგილები დაიკავეს მათთან მიმტანი გაჩნდა, უთხრა რომ ძალიან მალე დაბრუნდებოდა მანამდე კი სასმელი შესთავაზა.
"მაგარი ადგილია, მარა ძველს გავს, მამა." - უთხრა ტომიმ ვილბურს და თეფშზე
დადებული ხელსახოცი შეათამაშა, რომელიც პატარა გედში იყო ჩაკეცილი.
"იმიტომ რომ ძველია, 1916-დან აქ არის." - აცნობა ვაჟს ვილბურმა, რომელიც ამ ამბით აღვრთოვანებულზე მეტად იმედგაცრუებული ჩანდა. ტომის ხელსახოცით თამაში
მობეზრდა და სალი უეცრად ხმამაღლა გააცინა, როცა დედამისს თავისი ადგილიდან
ჩაეხუტა. ტექნო ჩუმად იჯდა და მენიუს ათვალიერებდა.
"კიდევ ერთხელ მადლობა, ვილბურ." - მიუგო ჯორჯმა, - "აქაურობა ძვირი უნდა იყოს!"
ვილბურმა გაიცინა და თავი გააქნია, - "ო, არა... " - უარყო მან, - "ჯავშანი მამას ძველმა მეგობარმა გადაიხადა. ის აქაურობის თანამფლობელია და რაც გაიგო რომ მამა ჩამოვიდა ჩვენი აქ დაპატიჟება გადაწყვიტა. მამამ წამოსვლა რომ ვერ შეძლო ძალიან ეწყინა მაგრამ უნდოდა რომ მაინც წამოვსულიყავით."
"მე მას მისტერ ჰალოს ვეძახი!" - გადასძახა ტომიმ ჯორჯს, - "რადგან, ერთხელ როცა ჩემი საჭმლით ვთამაშობდი შემთხვევით ხახვის ნაჭერი თავში ვესროლე. ბიძია ტექნომ კი თქვა რომ ის 'ჰალოსავით' გამოიყურებოდა."
ტექნომ მენიუს კიდევ ერთხელ ჩახედა, - "ესეიგი შენ ხარ ამის მიზეზი?" - ჰკითხა სალიმ სანამ ის ისევ ძირს იყურებოდა.
ტექნომ ხელები ჩამოუშვა, - "მისმინე, მაგარი კაცია, მაგას არც ანაღვლებს." - ეცადა აეხსნა მაგრამ სალიმ თავი გააქნია. თუმცა ჯორჯმა მისი ღიმილი დაიჭირა.
"მოკლედ," - გააგრძელა ვილბურმა, - "ჩვენ ნამდვილად არ გადაგვიხდია, ასე რომ ჩვენს ვალში არ ხარ."
მიმტანი მათთან შეკვეთის მისაღებად დაბრუნდა. ჯორჯმა იაფიან მენიუს გადახედა და
ბოლოს წვნიანი და სტეიკი აარჩია პიურესთან და ბოსტნეულთან ერთად. ყველამ მისცა
თავისი შეკვეთა. სალიმ ტომისთვის ცალკე შეუკვეთა და სანამ საჭმელს ელოდებოდნენ ვერც
მიხვდნენ როგორ გაერთნენ საუბარში. ისაუბრეს მათ ბავშვობაზე, სამუშაოზე და ჰობზე...
ცოტა ხანში მიმტანი ლამაზად გაფორმებული შეკვეთებით დაბრუნდა რომელსაც
უგემრიელესი სუნი ასდიოდა. ჯორჯის სტეიკი უგემრიელესი იყო.
სუთების ოჯახს ამ რესტორანში მანამდეც უეჭველი ესადილათ, რადგან როგორც ჩანს ამ
მშვენიერ დეკორატიულ მორთულობასა და უგემრიელეს საჭმელებს მიჩვეულნი იყვნენ.



--



დრიმი ტელეფონთან იჯდა და თმებს ნერვულად აწვალებდა.
7:58PM იყო
და იცოდა რომ ჯორჯთან დარეკვა უნდოდა, რადგან უკვე მთელი კვირა იყო
გასული მათი ბოლო საუბრიდან. დრიმმა თავი ეგოისტურად იგრძნო, რადგან იცოდა რომ
ჯორჯს თავისი სარგებელის გამო ძალიან ანერვიულებდა.
ყველაფერი როგორ იოლად იყო...
"არ შემიძლია შენთან... არ შემიძლია შენს გარეშე!"
დრიმს ჯორჯთან საუბრების გაგრძელება აღარ შეეძლო, სანამ იცოდა რომ ის მას
ვერასდროს ეყოლებოდა... და ამავდროულად იმ კომფორტისა და ბედნიერების გარეშე
ცხოვრებაც არ შეეძლო რომელსაც ჯორჯი ანიჭებდა. მაგრამ ამაღამ ახსნა უნდოდა...
უნდოდა ყველა იმ გრძნობებზე ეამბო ჯორჯისათვის რომელსაც განიცდიდა და უნდოდა
მოებოდიშებინა მისთვის. მოებოდიშებინა იმის გამო რომ ეს მათი ბოლო სატელეფონო
საუბარი იყო...
თუ რამის გაგონება სურდა ეს მხოლოდ იმის ცოდნა იყო რომ ჯორჯსაც უყვარდა. თუ კი ეს მათი ბოლო ზარი იქნებოდა, სურდა ერთხელ მაინც მოესმინა ჯორჯისგან...
მან აიღო ფანქარი და ჩაიწერა ბლოკნოტში -


"8 სექტემბერი 1970/2020: დღე როდესაც მას ვუთხარი "მიყვარხარ" და "ნახვამდის"...


შემდეგ აიღო ყურმილი და დაელოდა ჯორჯის პასუხს. მაგრამ არაფერი მოხდა... მან ისევ და ისევ დარეკა, თუმცა შედეგი იგივე იყო. ის ალბათ ახლა გაბრაზებული იყო და ზარებს აიგნორებდა. დრიმი მაგიდაზე დაემხო და ატირდა. ვერ ხვდებოდა როგორ მოქცეულიყო, არ იცოდა რა უნდა ეგრძნო. იცოდა რომ ეს გადაწყვეტილება ჯორჯს გულს ატკენდა, თუმცა მაინც უნდა ექნა თავისივე გრძნობების დასაცავად. თუმცა მხოლოდ თავისის არა... ეს ჯორჯის გრძნობებსაც დაიცავდა! ეს ჯორჯს დაარწმუნებდა რომ ცხოვრება გაეგრძელებინა.
თუ კი ჯორჯიც იგივეს გრძნობდა მისდამი, გააგრძელებდა დარეკვებს და მათი საუბრები
უფრო და უფრო სერიოზულ სახეს მიიღებდნენ, ეს ორივესთვის ცუდად
შემოტრიალდებოდა. სწორედ ამიტომ ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო! უკან
დასახევი გზა მოჭრილი იყო! მან
თვალი მოავლო კედელზე გამოსახულ ჯორჯის ესკიზს, შემდეგ კალამი მოიმარჯვა და მისი უბის წიგნაკის ბოლო გვერდის შევსება დაიწყო:


"ჩემს შემდეგ ნათესავს, მეგობარს, ან მას ვინც ამ ბლოკნოტს ჩავაბარებ: ვიცი რომ ძალიან
ბევრს ვითხოვ შენგან, მაგრამ ეს ჩემი უკანასკნელი თხოვნაა. 2020 წლის 9 სექტემბერს, 9:30 AM-ზე მინდა რომ შენ..."



--



ვილბურისა და ტექნოს ტელეფონებმა ერთდროულად დაიწყეს ვიბრირება. ვილბურმა
ყურმილი აიღო, - "გისმენთ?"
ვილბური უსმენდა ყურმილს სანამ უეცრად ადგილიდან არ წამოხტა, - "ჯანდაბა!" - და
პირი ხელსახოცით მოიწმინდა, - "სალი, უნდა წავიდე მამაჩემია ცუდად. აქ დარჩი და
ვახშამი დაამთავრე, - მიუგო ცოლს ჯერ ისევ ზარზე მყოფმა.
"მოიცა ვილ, შენთან ერთად წამოვალ." - წამოდგა ტექნოც, მერე უკანასკნელ ფრანგულ
ფრის ხელი დაავლო და გადაყლაპა, - "პარკირებიდან გამოყვანა დიდ დროს წაიღებს."
ვილბური ისევ ტელეფონზე საუბრობდა: - "ვისი ნახვა უნდა?" - მან წარბები შეიჭმუხნა
სანამ ჯორჯს გადახედავდა, - "ჯორჯ ბოდიში, შეგიძლია წაგვიყვანო?"
ჯორჯმა ჭამა დაასრულა, აფორიაქებულ ძმებს გადახედა და ძალიან მოუნდა მათი
დახმარება, - "რა თქმა უნდა, ჩემი მანქანა მოშორებით დავაყენე. სადაც მეტყვით იქ
წაგიყვანთ." - დაეთანხმა ის და ვილბურმა ტელეფონი გათიშა.
სამეული ჯორჯის მანქანისაკენ გაემართა.


--


8:30 იყო როდესაც საავადმყოფომდე მიაღწიეს. ვილბურმა სასწრაფოდ ჰკითხა ექთანს თუ
რომელ პალატაში იწვა მამამისი და მალევე აღმოჩნდნენ დერეფნის ბოლოს. ჯორჯმა
გადარწყვიტა ძმები მარტო დაეტოვებინა, რადგან წესიერად ვერც მიმხვდარიყო თუ რა
ხდებოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ვილბური და ტექნო პალატიდან გამოვიდნენ.
"ჯორჯ!"
"ვილბურ..." - ჯორჯი წამოდგა და მასთან მივიდა, - "ყველაფერი კარგად არის?"
"ის გათიშული იყო, მაგრამ ახლა კარგადაა!" - აცნობა ვილბურმა და ჯორჯმა ვერაფერი
უპასუხა რადგან აშკარად შეატყო რომ ვილბური კიდევ რაღაცის თქმას ცდილობდა, ასე რომ
გულმოდგინედ დაელოდა.
"მას შენი ნახვა უნდა, ჯორჯ." - ამოღერღა როგორც იქნა ვილბურმა და აქეთ-იქით
სირბილისგან აჩეჩილ თმებს წვალება დაუწყო.
"ჩემი?" - გაოცდა ის, - "რატომ ჩემი?"
ვილბურმა მოწყენით აიჩეჩა მხრები, - "მადლობის გადასახდელად რომ აქ მოგვიყვანე."
"ოჰ..." - უპასუხა ჯორჯმა, - "კარგი მაშინ."
ვილბურმა ის პალატამდე მიაცილა, ჯიბიდან ბლოკნოტი ამოიღო და ბოლო გვერძე
გადაშალა. უეცრად ისეთი რაღაც წაიკითხა, რაც აქამდე ნანახი არ ჰქონდა. შემდეგ ჯორჯი
და მამამისი მარტო დატოვა.
მოხუცი კაცი საწოლზე იწვა, ხელებზე გაყრილი უამრავი სამედიცინო მილითა და
აპარატის ხმით გარშემორტყმული. ჯორჯმა გულში იკითხა კაცი აქამდე როგორ არ გაგიჟდა.
კაცმა ერთხანს უყურა ჯორჯს და რაღაცის სათქმელად პირი გააღო, მაგრამ არაფერი მოხდა.
ჯორჯმა ნელა უხერხულად შემოაბიჯა, პალატის სკამზე საწოლის თავთან ჩამოჯდა და
მიუგო, - "გა... გამარჯობა სერ!"
კაცმა მიშტერებული თვალები კანკალით მოავლო მას. ჯორჯმა არ იცოდა კაცს საუბრის
პრობლემები ჰქონდა, თუ რაიმე მიზეზის გამო ვერ ახერხებდა ხმის ამოღებას და თავი
უხერხულად იგრძნო რადგან არ იცოდა რა ეთქვა.
სიჩუმე თითქოს სამუდამოდ გაგრძელდა... სანამ კაცი საბოლოოდ მისუსტებული,
აკანკალებული ხმით არ ალაპარაკდა, - "გამარჯობა ახალგაზრდავ."
"გამარჯობა." - გადახედა ჯორჯმა, - "მე თქვენი ვაჟების მეგობარი ვარ."
"ოჰ კი, მათ აქამდეც უხსენებიხართ." - მიუგო კაცმა და თვალები ნელ-ნელა
გაუფართოვდა,- "უბრალოდ მადლობის გადახდა მინდოდა იმ ყველაფრისთვის რაც
მათთვის გააკეთე."
ჯორჯმა თავი ღიმილით გააქნია, - "ოჰ, დამიჯერეთ მათ უფრო ბევრი გააკეთეს ჩემთვის, ვიდრე მე - მათთვის."
და ისევ აბსოლიტური სიჩუმე ჩამოწვა.
ჯორჯმა დააპირა დამშვიდობებოდა კაცს, რომ უეცრად მან გააჩერა, - "იცი რა რიცხვია
დღეს, ახალგაზრდავ?"
ჯორჯმა მობილურის ეკრანს დახედა, - "რვა სექტემბერი, სერ."
"უკვე რვა სექტემბერი? ასეთი პროგნოზირებადი როგორ ვიყავი..." - მიუგო ჯორჯს რბილი
ხმით და გაუღიმა.
"რაიყო, სერ?" - იკითხა ჯორჯმა ზრდილობიანად მაგრამ კაცმა თავი ისე გააქნია თითქოს
თავის თავს ესაუბრებოდა. ჯორჯი ნელა წამოდგა, - "სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა სერ,
მაგრამ დარწმუნებული ვარ ოჯახთან საუბარი გირჩევნიათ." - ხელი დაუქნია მას და
გასასვლელისკენ გაემართა.
როგორც კი კარის სახელურს ხელი მოკიდა, კაცმა ოდნავ ხმას აუწია.

"მან დარეკა."

ჯორჯი მისკენ შემობრუნდა, - "უკაცრავად?"

"მან დღეს დარეკა, მაგრამ შენ არ უპასუხე."

ჯორჯს თვალები გაუფართოვდა, გულის ცემა აუხშირდა და აკანკალდა. ის რა,
სატელეფონო ზარებზე საუბრობდა?
"ბოდიში, სერ..." - როგორც იქნა პასუხი მოახერხა, - "მაგრამ არ ვიცი რაზე საუბრობთ."
"ძალიან კარგად იცი რაზეც ვსაუბრობ!" - გადმოსძახა კაცმა და ჯორჯი მასთან დაბრუნდა და ისევ იქვე სკამზე ჩამოჯდა. ერთდროულად დაბნეული და შეშინებული იყო. ჰაერი მის ფილტვებში ისე მოიგუდა რომ წამით სუნთქვაც კი დაავიწყდა.
"ისუნთქე, ახალგაზრდავ." - შეახსენა ვილბურის მამამ და საწოლზე ფრთხილად წამოჯდა, ისევე როგორც ჯორჯი და საბოლოოდ შეძლო მზერის პირისპირ გასწორება მისთვის.
"თქვენ... თქვენ სატელეფონო ზარებზე იცით?" - ჯორჯს ხმა უკრთოდა. მისმა
დაბნეულობამ კაცი გაართო.
მან ჩაიხითხითა, - "რა თქმა უნდა ვიცი."
"თქვენ ქლეის მეგობარი ხართ?" - ჰკითხა ჯორჯმა, იმ შემთხვევაში თუ კაცმა დრიმის
ნიკნეიმი არ იცოდა.
"ქლეი..." - წამოიწყო კაცმა, - "ბიჭი რომელიც ყოველდღე თავის ოთახში იკეტებოდა
ვიღაცასთან დასარეკად!"
ჯორჯს მისი პირველივე აზრი აღმოხდა, - "თქვენ... საპნაპი ხართ?"
კაცი უეცრად ამ სახელის გაგონებაზე შეირხა, სანამ ჯორჯს არ ახედავდა და თავს ნელა
და მკრთალად არ გააქნევდა, - "საპი მარტში გარდაიცვალა..."
"ოჰ, ვწუხვარ!" - მხოლოდ ამის თქმაღა მოახერხა, - "მაშინ ვინ ხართ?"

ისევ სუჩუმე...


ყველაზე ხმაურიანი სიჩუმე, რომელიც ჯორჯს მისი ცხოვრების განმავლობაში გაეგონა...

"მე მოხუცი კაცი ვარ ჯორჯ," - კაცმა მისი ღრმა მზერა გაკვეთა, - "მასე შენთვითონ
მეძახდი."
ჯორჯს თვალები გაუფართოვდა და წამების წინ გაგონილი სიტყვების გადახარშვას
შეეცადა. უეცრად მკერდში რაღაცამ ძლიერ დაარტყა. მისი სუნთქვა იმაზე მეტად გახშირდა, ვიდრე შესაძლებელი იყო. მან ხელახლა გადახედა კაცს და შეამჩნია ნაცნობი, მწვანე თვალები. თვალები იმ სურათიდან, რომელსაც საწერ მაგიდაზე ინახავდა. მომღიმარი ბიჭი კატით ხელში...
"დ-დრიმმ?" - დაიძაბა ჯორჯი, - "ეს შენ ხარ?" - ისე აღმოხდა, თითქოს მის შიგნით
მიწისძვრა იყო.
დრიმმა გაიღიმა და დაბერებული თვალები ცრემლებით აევსო, - "როგორ არიან
ყვავილები, ჯორჯ?"
ჯორჯს ტირილი აღმოხდა და თავი ხელებში ჩარგო. თითქმოს მისი ყველა ბოლო კვირის
დაგროვილი დარდი წამში გაიფანტა. დრიმი ცოცხალი იყო, მაგრამ...
"უკვე იზრდებიან?" - დრიმმა კიდევ ერთხელ ჰკითხა ყვავილების შესახებ.
ჯორჯმა ცრემლები მოიწმინდა და თავი გააქნია, - "ღერო ჯერ ახლა ამოვიდა."
დრიმი მოგონებებში ჩაიძირა. ფიქრობდა იმ ყველაფერზე რაც ჯორჯს ბოლო კვირების
განმავლობაში გადახდა, მასთან კი მთელი ორმოცდაათი წელი წაიღო...
"გახსოვს ამ კვირას რატომ არ დამირეკე?" - ჩაეკითხა ცოტახანში ჯორჯი.
"მახსოვს..."
ჯორჯს პასუხები უნდოდა, - "შეგიძლია მიამბო, დრიმ? გთხოვ..."
"მე ახალგაზრდა ვიყავი ჯორჯ. ცხადია ახლა აღარ ვარ, მაგრამ 'მე' რომელზეც ახლა შენ
ლაპარაკობ ისევ ახალგაზრდა, გულუბრყვილო და დაბნეულია..." - წამოიწყო დრიმმა.
ძალიან ცდილობდა მოწოლილი ემოციებისთვის გვერდი შეუმჩნევლად აევლო, თუმცა
საბოლოოდ ვერ შეძლო.
"რატომ იყო?" - ჯორჯს არაფერი ესმოდა.
დრიმმა თითქოს ეს შეკითხვა ვერც გაიგონა, - "და სულელიც იყო ზოგჯერ მაგრამ მან
კარგად იცოდა რასაც გრძნობდა..."
"და რას გრძნობდა?"
"გიყვარს ის, ჯორჯ?" - უეცრად ჰკითხა დრიმმა. ჯორჯი ამ კითხვას არ ელოდა.
მან იცოდა რომ ნამდვილად განიცდიდა რაღაც სახის ემოციებს და მართლაც
იზიდავდა დრიმი, მაგრამ არასდროს უფიქრია იმაზე თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს
ყოველივე. ამ დროის განმავლობაში ის მთელი მის დღის რუტინას დრიმთან სასაუბროდ
ცვლიდა... ამ დროის მანძილზე შესჩერებოდა იმ ხელის ანაბეჭდებს კედელზე და
ოცნებობდა თუ რა მოხდებოდა ერთად ყოფნა რომ შესძლებოდათ.
მან იცოდა რასაც გრძნობდა, უბრალოდ არ შეეძლო ამისთვის სახელის დარქმევა.
ამ დროის მანძილზე ვერ აღიარა რომ ის უყვარდა...
ის მიხვდა რომ დრიმი მის წარსულის ვერსიაზე საუბრობდა, როდესაც ჯერ კიდევ სხვა
ადამიანი იყო, - "რატომ აგრძელებ შენს თავზე მესამე პირში საუბარს?"
"მაგ კითხვას მხოლოდ მას მერე ვუპასუხებ, როგორც კი შენ უპასუხებ ჩემსას."
ჯორჯმა ღრმად ამოისუნთქა, - "მიყვარს." - აღიარა მან, თუმცა არა იმიტომ რომ დრიმს
სურდა ამის გაგონება.
დრიმს სახეზე კუნწულა ცრემლები ჩამოუგორდა, - "პასუხი შენს კითხვაზე, ჯორჯ..."
ჯორჯი მისი პასუხის ლოდინში მიინაბა.
"ის და მე სრულიად სხვადასხვა ადამიანები ვართ, - "წამოიწყო მან, - "შესაძლოა
ფაქტიურად არა, მაგრამ ემოციურად ჩვენ ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ვართ. მე
ახალგაზრდა ვიყავი, ჯორჯ. ახალგაზრდა და შენზე შეყვარებული!"
ჯორჯი ამის გაგონებაზე ოდნავ შეირხა, მაგრამ ეცადა თავი ხელში აეყვანა როგორღაც და
მოსმენა გააგრძელა.
"მაგრამ ასევე რეალისტიც! ვიცოდი რომ არ შემეძლო შენი სიყვარული." - აუხსნა მან, - "მე ვაზაში მყოფი ყვავილები დავინახე საპნაპის სახლში. ისინი უბრალოდ ცივ წყალში იყვნენ და ნელ-ნელა კვდებოდნენ. გაზრდისა და სიცოცხლის შენარჩუნებისათვის ისინი მზეში უნდა ყოფილიყვნენ!"
ჯორჯი უსმენდა თუმცა დარწმუნებული არ იყო იმაში თუ საითკენ უმიზნებდა დრიმი.
"მათ თავიანთთვის განკუთვნილი ადგილი ჰქონდათ, სადაც უნდა დარჩენილიყვნენ. ხო,
შესაძლოა რამოდენიმე დღით ადრე მშვენივრად გამოიყურებოდნენ, თუმცა რაღაც დროის
შემდეგ მათ ჭკნობა დაიწყეს. აი რა ხდება მაშინ როცა საგნები არ რჩებიან იქ, სადაც მათი
ადგილია!"
"კი მაგრამ, ეს შენთან და ჩემთან რა შუაშია?"
"ეგ ყვავილები მე და შენ ვართ. ჩვენ ჩვენ ადგილებზე უნდა დავრჩეთ, რადგან სხვისი
ცხოვრების მისაკუთრების უფლება არ გვაქვს... ჯორჯ!"
"გისმენ დრიმ..."
"ჩემი გული ვერ იქნება 2020-ში, მაშინ როდესაც 1970-ს ეკითვნის..."
ამ წინადადებამ ჯორჯს გული ნაწილებად დაუმსხვრია, მაგრამ დრიმი არ ჩუმდებოდა.
"მინდა რომ ცხოვრება გააგრძელო ჯორჯ... ვიცი რომ დიდი დრო აღარ დამრჩენია. ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ხვალ მოვკვდე..."
"მაგას ნუ ამბობ!" - გააწყვეტინა ჯორჯმა.
"ეს სიმართლეა ჯორჯ. შეხედე რა მოხდა როცა მე გავაგრძელე ცხოვრება... ამის დანახვა
თავად შეძელი. შენ ჩემს უმშვენიერეს ოჯახს შეხვდი და შეიყვარე ისინი. ეს ზუსტად ის
ცხოვრებაა, რომელიც მე გავაგრძელე, რადგან ვიცოდი რომ 'ჩვენ' ეს ის იყო, რაც ვერასოდეს გამოვიდოდა. შენ მიყვარდი, ჯორჯ. ამაში ეჭვი არ შეგეპაროს. მაგრამ ეს ვერ მოხდებოდა!" - ამოისუნთქა დრიმმა.
"მე კვლავ შემიძლია ტელეფონზე გესაუბრო, დრიმ."
"არ შეგიძლია! ხვალ ცხრა სექტემბერია, ჯორჯ. მე დავრწმუნდი იმაში რომ დარეკვას
ვეღარ შეძლებდი."
ჯორჯი გაოცდა. განა როგორ შეეძლო დრიმს მსგავსი სისასტიკის ჩადენა?
"რა იგულისხმე როდესაც თქვი რომ დარწმუნდი?"
"ჯორჯ მე ის გავაკეთე რაც შენს გადასარჩენად უნდა გამეკეთებინა! რომ გაგეგრძელებინა
ცხოვრება... გულისიღრმეში შენ იცი რომ ჩვენ ვერაფერს შევძლებდით..." - უეცრად დრიმმა ხველება დაიწყო და მონიტორმაც უმატა ხმას.
ჯორჯი პანიკამ მოიცვა, - "ექთანო!"
"დრიმ... შენ ჩემი ყვავილი იყავი!" - მიუგო ჯორჯმა. იცოდა რომ ეს ბანალური, იყო თუმცა იმის გადმოცემა თუ რასაც გრძნობდა სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელი იყო.
"შენთვითონ თქვი. ყვავილებს 1970-დან არ შეუძლიათ ამდენი ხანი გადარჩენა!"
ჯორჯს პალატისკენ მომართული სირბილის ნაბიჯების ხმა მოესმა და შემოსულ ექიმებს
დრიმის საწოლისაკენ გზა დაუთმო.
დრიმმა მას უკანასკნელად ჩახედა თვალებში, - "იზრუნე იმ ყვავილებზე, არასწორო
ნომერო..." - მიუგო მან, და ჯორჯმაც მზერა გაუსწორა, სანამ დრიმი მთლიანად ექთნებით არ დაიფარა...



--



ქლეი სუთი, ასევე ახლობლებისთვის დრიმი - 2020 წლის 8 სექტემბერს 9:59PM-ზე 71
წლის ასაკში გარდაიცვალა.
მისი თხოვნა ჯორჯისდამი რომ ყვავილებზე ეზრუნა, მისი ბოლო სიტყვები აღმოჩნდა.
ამის შემდეგ ისევ შეეძლო ფიქრი, თუმცა უარი თქვა სხვა რამის თქმაზე, რადგან სურდა
რომ მისი უკანასკნელი სიტყვები ჯორჯისთვის ყოფილიყო.
ვილბურმა მეორე დღეს ესემესით ამცნობა ჯორჯს ამის შესახებ და ისიც დაამატა რომ
დამნაშავე ის არ ყოფილა, რადგან დრიმმა თავადვე იცოდა რომ მისი დრო იწურებოდა.
ჯორჯმა არ იცოდა როგორ გამკლავებოდა დრიმთან ტელეფონზე საუბარს, მაშინ
როდესაც მისი აწმყოს ვერსია უკვე დაკარგა, სანამ ქლეის სიტყვები არ გაახსენდა, რომლებიც სიკვდილის წინა ღამეს უთხრა: -
"არ შეგიძლია! ხვალ ცხრა სექტემბერია, ჯორჯ. მე დავრწმუნდი იმაში რომ დარეკვას
ვეღარ შეძლებდი."
ჯორჯი ამ სიტყვების ამოხსნას ცდილობდა, თუმცა იცოდა რომ კვლავ იჯდებოდა ოთახში
დრიმის ზარის მოლოდინში და მნიშვნელობა არ ჰქონდა ეს რამდენ დროს წაიღებდა. მას
დრიმის ხმის გაგონება სურდა. დრიმის რომელიც უყვარდა.
იმ დრიმის, რომელიც კვლავ ცოცხალი იყო.
ჯორჯი ფიქრებში იყო გართული, როდესაც კარებზე კაკუნი მოესმა და თავი აიძულა რომ
გასაღებად ამდგარიყო. კართან ვილბური იდგა შეშუპებული თვალებით.
"ვილბურ?" - ჯორჯმა შემოუშვა, - "ძალიან ვწუხვარ..." - წინადადების დასრულება
ცრემლების გარეშე ვერ შეძლო.
ვილბური გაღიმებას ეცადა, - "ნუ წუხხარ, შენი ბრალი არაფერია."
ჯორჯს წარმოდგენა არ ჰქონდა თუ როგორი დადარდიანებულები იყვნენ ვილბური და
მისი ოჯახი. გული კინაღამ გაუსკდა როცა ტომი გაახსენდა. თუ როგორ ელოდებოდა
ბაბუამისის დაბრუნებას... ვერც კი წარმოიდგენდა რამდენად რთული იყო ვილბურისთვის,
როგორც მამისთვის დაჯდომა და იმის თქმა რომ ბაბუა აღარ დაბრუნდებოდა.
"რატომ მოხვედი ვილბურ?"
"რაღაც უნდა გითხრა ჯორჯ." - მიუბრუნდა ვილბური ჯორჯს, რომელიც ცდილობდა
სიმშვიდე შეენარჩუნებინამ თუმცა ეს შეუძლებელი იყო.
"რა თქმა უნდა, რაც გინდა." - ჯორჯი მის წინ დაჯდა, წყალი და ხელსახოცი შესთავაზა და ხელი წურგზე მოჰხვია.
ვილბურმა მადლობა გადაუხადა სანამ ღრმად ამოისუნთქებდა, - "მამაჩემი დიდებული
კაცი იყო." - მისი ხმა კანკალებდა. ის ნაწილებად იშლებოდა, როგორც ქვიშის ციხე, რომლის გამაგრებასაც მილიონი ხელი ერთდროულად ცდილობდა...
ჯორჯმა თავი დაუქნია. ვილბურს წარმოდგენა არ ჰქონდა თუ რამდენად ეთანხმებოდა
ჯორჯი. მან მოსმენა განაგრძნო და ჭიქა წყალს ძალის მოკრების მცდელობაში გადაწვდა,
სანამ ვილბური მას რაღაცას ეუბნებოდა კაცზე, ვინც ასე ძლიერ უყვარდა.
კაცზე, რომელიც აღარ იყო...
"ის ამბებს გვიყვებოდა..."
"მახსოვს!"
ვილბურს ოდნავ გაეცინა, - "ისინი ისეთი აბსურდი იყო, მაგრამ მე მაინც მჯეროდა...
ტექნოს არა, ის ხომ ასეთი რეალისტია... მაგრამ მე? მე დაძინებამდე ყველა მის წარმოთქმულ სიტყვას ვკრეფავდი ხოლმე. ვისმენდი ისტორიას თუ როგორ აცოცდა ხეზე პროტესტის ნიშნად რომ აღარ მოეჭრათ ის და ამის გამო როგორ მოყვა ელვაში... ისტორიებს მასზე და მის საუკეთეთესო მეგობარ საპნაპზე, რომელიც გადიოდა გარეთ და ცეცხლსასროლ იარაღს უმიზნებდა ვერტმფრენებს..."
ვილბურთან ერთად ჯორჯსაც გაეცინა ოდნავ. წარმოიდგინა კიდევ რამდენი სიგიჟე
შეიძლებოდა გადახდენოდა დრიმს მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში. ამაზე
ფიქრმა ოდნავ შვება მოჰგვარა და გული გაუთბო. მან იცოდა რომ დრიმი კმაყოფილი იყო და იცხოვრა ისე, როგორც მას სურდა.
"და კიდევ იყო ერთი ამბავი ყოველ ღამე." - გააგრძელა ვილბურმა, - "რომელიც უამრავი ჰქონდა."
"დარწმუნებული ვარ მას ამ ამბების მოყოლა ზუსტად ისევე უყვარდა, როგორც შენ მათი
მოსმენა, ვილ."
"მიყვარდა მათი მოსმენა. ყველასი სათითაოდ... თუმცა იყო ერთი, რომელიც
გამორჩეულად მიყვარდა."
ჯორჯს ძალიან დააინტერესა, - "რომელი?"
"ამბავი ბიჭზე, რომელსაც ტელეფონით ესაუბრებოდა..."
ჯორჯმა ერთი წამით იგრძნო თუ როგორ გაუჩერდა გული. დრიმი თავის შვილს მასზე
უყვებოდა? და უფრო მნიშვნელოვანი... ვილბურმა მთელი ამ ხნის განმავლობაში იცოდა
სატელეფონო ზარებზე?
ვილბური პასუხს არ დაელოდა და გააგრძელა, - "რა გზითაც ის ამ ამბებს მიყვებოდა, მე
მათი მჯეროდა! ვიცოდი რომ არ მომატყუებდა, რადგან არასდროს მოვუტყუებივარ."
"კი მაგრამ... რ-როდის?"
"როცა გავიზარდე რა თქმა უნდა. მე შევწყვიტე სანტას არსებობის რწმენა, შემდეგ კბილის
ფერიის და ბოლოს მამას ისტორიების..." - ვილბურმა ხელებზე დაიხედა და ბეჭდის თამაში დაიწყო. მერე საათს გადახედა და თავისი სიტყვა სწრაფად დაამთავრა, - "მე ქალს შევხვდი, დავქორწილდი, შვილი მეყოლა და მან ეს იცოდა. იცოდა აღარ ვიყავი ის პატარა ბიჭი, რომელსაც ყველაფრის სწამდა."
ჯორჯი ახლოს მოიწია. მისი სხეულის თითოეულ ინჩს სურდა ამბის დასასრულის
მოსმენა.
"მერე ხუთი წლის წინ აქ ჩამოვიდა და მითხრა - 'ვილბი, გახსოვს ამბები რომლებსაც
ბავშვობაში გიყვებოდი?' - და მე ვუპასუხე, რა თქმა უნდა მახსოვს. შემდეგ მითხრა რომ
სწორედ ამის გამო ჩამოვიდა. მე გავვოგნდი, თუ რატომ მესტუმრა მხოლოდ იმის
საკითხავად მახსოვდა თუ არა მისი შეთხზული ისტორიები.
ვილბური ცოტახანს გაჩუმდა და სახე ხელსახოცით მოიწმინდა, - "მერე მითხრა რომ
ყველაფერი რასაც მიყვებოდა სინამდვილე იყო. ეგ ისტორია ნამდვილი იყო. მეგონა რომ
გაგიჟდა და დავაპირე სახლიდან გამეგდო, მაგრამ ის არ წავიდოდა რადგან ძალზე
დაჟინებული იყო."
ოჰ, მან ხომ ეს ისედაც იცოდა...
ვილბურმა ჟაკეტის ჯიბეში ხელი ჩაიწყო და იქიდან ძველი, გაცვეთილი ბლოკნოტი
ამოაძვრინა, - "მან ეს მომაწოდა, სანამ კარებს ცხვირწინ მოვუხურავდი." - და ბლოკნოტი
ჯორჯს ანახა, - "თქვა რომ ეს იყო იმის მტკიცებულება, რომ სიმართლეს ამბობდა."
მან გადაშალა ბლოკნოტი და ჯორჯს მიაწოდა. ყოველ გვერძე თარიღის ქვემოთ პატარა
ტექსტი იყო განთავსებული:


"31 ივლისი 2020: ჯორჯი დროის კაფსულას თხრის.
5-13 აგვისტო: ჯორჯი სახლს მუქ მწვანედ ღებავს. ეგ ფერი მე ავარჩიე.
27 აგვისტო: ჯორჯი მეორე დროის კაფსულას თხრის.
28 აგვისტო: ჯორჯი ყვავილებს რგავს. მას იმდენად კარგად ვიცნობ რომ მივხვდე რომ
გაუმკლავდება."


ახლა ჯორჯმა იცოდა ნამდვილი მიზეზი იმისა, თუ რატომ დაატარებდა ვილბური ამ
ბლოკნოტს სულ თან და რატომ ხაზავდა რაღაცას მაშინ, როდესაც ჯორჯთან იყო.
ვილბურმა ბლოკნოტი გამოართვა, - "ეს ჩემი საყვარელია." - გადაშალა და ჯორჯს ანახა.


"2 სექტემბერი: დღეს ჯორჯს ვერ დავურეკე. რაც არ უნდა მოხდეს გთხოვ მას
კომპანიონობა გაუწიო."


ჯორჯს გაახსენდა, - "ამიტომაც გაჩნდი მაგ დღეს ჩემს სახლში ასე უეცრად
ენერგეტიკულით ხელში?"
ვილბურმა გაუღიმა, - "კი. თავდაპირველად თარიღების შემოწმებას არ ვაპირებდი, მაგრამ მერე მის გამო თავი ცუდად ვიგრძენი. ასე რომ იმ დღეს მოვედი როცა პირველი კაფსულა უნდა ამოგეთხარა და შენ მართლაც მანდ დამხვდი. ამის მერე ყველა თარიღსა და ჩანაწერს ვაკვირდებოდი და ვხედავდი თუ რამდენად ნამდვილები იყო ისინი. ის სიმართლეს მეუბნებოდა..."
ჯორჯს გული გაუთბა. მაშინაც კი სანამ ფიქრობდა რომ დრიმი აწმყოში მას არ ესტუმრა, თურმე მთელი ამ დროის განმავლობაში მასთან ყოფილა და თვალს ადევნებდა. მართალია პატარ-პატარა და შეუმჩნეველი გზებით, მაგრამ მაინც...
"შეიძლება ტელეფონი ვნახო, ჯორჯ?"
"ოჰ," - აღმოხდა ჯორჯს, - "ზევით ჩემს ოთახშია."
ჯორჯმა ვილბური თავის ოთახში აიყვანა. ოთახი არეული იყო და არც მისი დალაგების
თავი ჰქონდა, ასე რომ ოდნავ მოერიდა, მაგრამ ვილბურს არ ანაღვლებდა.
ვილბურმა საათს თავდაჯერებულად გადახედა.

9:21 იყო.


"სადმე გეჩქარება?" - დაინტერესდა ჯორჯი და ვილბურმა თავი გააქნია.
"უბრალოდ დროის შემოწმების ჩვევა ჩამომიყალიბდა." - აუხსნა მან.


9:24


ტელეფონმა დარეკა...
"ის არის?" - ჰკითხა ვილბურმა.
ჯორჯმა დრიმის ხმის მოსმენის სურვილით ტელეფონთან მიირბინა. მასთან საუბრის
სურვილით... იმის ცოდნით, რომ სადღაც არსებობს მისი ვერსია, რომელიც ისევ ცოცხალია. არც ადარდებდა რომ დილა იყო...
დრიმს ხომ დილით არასდროს დაურეკავს!
"არ მგონია თუ მას მე უნდა დაველაპარაკო." - მიუგო ვილბურმა გულწრფელად, - "არ
ვიცი რამდენად გავუმკლავდები... თანაც ეს ყველაფერს არევს, არა?" - მან არ იცოდა ეს
როგორ გამოვიდოდა, უბრალოდ რისკზე წასვლა არ ღირდა...
ჯორჯმა სწრაფად დაუქნია თავი ვილბურს. ახლა მის გონებაში დრიმის ზარის პასუხის
სურვილის გარდა სხვა არაფერი ტრიალებდა... მან თვალები მოიწმინდა, ღრმად
ამოისუნთქა და ყურმილი აიღო, - "დრიმ?"
"გამარჯობა, ჯორჯ."
"დრიმ, წარმოდგენა არ გაქვს ახლა შენი ხმის გაგონებით როგორ გამაბედნიერე!" - ჯორჯს თითქმის გაეღიმა, - "ძალიან დიდი დრო გავიდა..."
დრიმი ერთ ხანს ჩუმად იყო, - "გახსოვს ის ხელის ანაბეჭდი კედელზე და როგორ გაგიჟდი როცა გკითხე გეჭირა თუ არა ჩემი ხელი?"
ჯორჯი დაიბნა, ვერ მიხვდა დრიმს რა საუბრის წამოწყება სურდა ამ შემთხვევითი
დიალოგის დაწყებით, თუმცა სანამ მხოლოდ მისი ხმის გაგონება სურდა, დანარჩენი
აღარაფერი ანაღვლებდა, - "მახსოვს. რატომ მეკითხები?"
"ვიცი რომ ჩემი ხელი გეჭირა, ჯორჯ." - მიუგო დრიმმა თამამად, - "ვიცი რასაც
გრძნობდი... ვიცი რასაც გრძნობ..."
დრიმი ცდებოდა. მას წარმოდგენა არ ჰქონდა თუ რას გრძნობდა ჯორჯი იმ მომენტში. მას წარმოდგენა არ ჰქონდა თუ რა მოიხილა ჯორჯმა წინა ღამეს.
"რასაც ვგრძნობ? დრიმ რაზე ლაპარაკობ?"
ჯორჯს არ ანაღვლებდა რომ ვილბურიც ოთახში იყო. ისე ლაპარაკობდა, თითქოს
მხოლოდ ის და დრიმი ყოფილიყვნენ.
"შენ თვალთმაქცობ." - აგრძელებდა დრიმი, - "როდესაც რაღაცას გეუბნები ეს უფრო შორს მიდის ვიდრე ნომების ფარგლებშია დასაშვები! როდესაც საყვარელს გეძახი, როცა გეუბნები რომ მომენატრე..."
"დრიმ შეგიძლია მაგ ყველაფერს გადაახტე და მთავარზე გადახვიდე?" - გააწყვეტინა მან
და დრიმის სუნთქვა წამით მიწყდა. ჯორჯისგან ამ რეაქციას არ ელოდა.
დრიმმა თვალები დახუჭა. მაგიდაზე შემომჯდარი ფეხებს სწრაფად აქნევდა, - "ჯორჯ, მე
შენ მიყვარხარ!" - დაიჩურჩულა მან.
"რ-რა..."
"შენი ხმა მიყვარს, მიყვარს როგორი სულელიც ხდები ხანდახან, იმისდა
გათვალისწინებით რომ ყველაზე ჭკვიანი ადამიანი ხარ ვისაც კი ვიცნობ. მიყვარს თუ
როგორ ჩქარა პასუხობ ჩემს ზარებს, როდესაც ვრეკავ და როგორი აღტაცებით შესძახი -
'გამარჯობა, დრიმ!', მიყვარს შენი 'ღამემშვიდობის, მოხუცო კაცო!'... ისიც კი მიყვარს როგორ სულელურად დიდი დრო გჭირდება იმის სათქმელად რომ შენც მოგენატრე... ჯანდაბა! მიყვარს როცა მეუბნები თუ როგორი ნარცისი ვარ და როგორ ძალიან გინდა ხოლმე რომ მომაკეტინო ხანდახან. მაგრამ მისმინე ჯორჯ, მე არ მინდა რომ მოვკეტო... არ მინდა შენთან საუბარი ოდესმე შევწყვიტო..."
ჯორჯი ყურმილს სუსტად ებღაუჭებოდა და თვალებიდან გაუჩერებლად ჩამოსჩქეფდა
მარილიანი ცრემლები.
"და უბრალოდ მინდა რომ შენც გიყვარდე. არ მანაღვლებს თუ იტყვი რომ ნარცისი ვარ,
ვიცი რომ შენც გიყვარვარ. ამიტომ თქვი, გთხოვ, ჯორჯ. ერთხელ მაინც მინდა გავიგონო... ვიცი შენც იგივეს ვგრძნობ, ასე რომ მოდი ამით დავასრულოთ!"
ჯორჯმა წარბები შეჭმუხნა, - "ამით დავასრულოთ?" - გამოაჯავრა, - "ეს არის რასაც შენ ფიქრობ? დაჟინებით მთხოვ გითხრა 'მე შენ მიყვარხარ' მხოლოდ იმისთვის რომ ყველაფერი დასრულდეს?"
"შენ ვერ ხვდები რა ჩავიდინე ჯორჯ!" - დრიმი შეეცადა დამშვიდებულიყო, - "ახლა თუ არ მეტყვი, ამის შანსი სხვა დროს აღარ მოგეცემა!"
"რაზე ლაპარაკობ, დრიმ, რა ხდება? ამ ყველაფრის სათქმელად რატომ დამირეკე..." -
ჯორჯი ემოციების პიკზე იყო, სადღაც შუაში თუ როგორ უყურებდა დრიმს რეალურ
ცხოვრებაში უკანასკნელად და როგორ ესაუბრებოდა მის წარსულ ვერსიას ტელეფონით
ბოლოჯერ. არ იცოდა საერთოდ რაღა უნდა ეგრძნო...
"კარგი მაშინ... მოდი ყველაფერი გავაადვილოთ," - ჩაილაპარაკა დრიმმა სანამ ხმამაღლა
ამოიოხრებდა, - "მითხარი რომ არ გიყვარვარ..."
"გინდოდა რომ 'მიყვარხარ' მეთქვა ახლა კი მაიძულებ რომ გითხრა რომ არ მიყვარხარ?" - ჯორჯი გაოცებას ვეღარ მალავდა.
"შეგიძლია მაგის გაკეთება?" - არ ანებებდა დრიმი, - "შეგიძლია მაგის თქმას გაუმკლავდე? რომელი ფრაზა იქნება მართალი და რომელი ტყუილი თუ მათგან რომელიმეს მეტყვი ახლავე?"
ჯორჯი გაისუსა.
"გთხოვ ჯორჯ, უბრალოდ გთხოვ... მჭირდება მაგის გაგონება."
ყველაფერი რაც ჯორჯს ახსენდებოდა, წინა ღამეს შემდგარი საუბარი იყო დრიმთან
პალატაში. მათი კამათი და ასევე როგორ უთხრა მან რომ რაც არ უნდა მომხდარიყო მაინც
გამონახავდა მასთან ლაპარაკის საშუალებას. ეს მისი პირველი და უკანასკნელი დრიმთან
დაკავშირებული მოგონება იყო რეალურ ცხოვრებაში, კამათი...
აღარ უნდოდა კიდევ ერთხელ ეკამათა მასთან, ასე რომ როგორც იქნა გაბედა, - "მეც
მიყვარხარ, დრიმ."
დრიმმა ჩაიღიმა და არათანაბარი ხმით უპასუხა, - "მადლობა. ეს ის იყო რაც მჭირდებოდა, ჯორჯ!"
"გჭირდებოდა რომ მეთქვა 'მიყვარხარ'?
დრიმმა არ უპასუხა.
ის უბრალოდ იჯდა მის მერხზე და ტელეფონს ისეთი ძალით უჭერდა რომ ეგონა ნაწილებად დაიშლებოდა, - "მე დახურვა მჭირდებოდა!" - აღიარა ბოლოს, - "მტკიცებულება იმისა რომ ოდესღაც 1970-ში ჯორჯ დავიდსონს, კაცს რომელიც ჯერ არც კი არსებობდა, მე ვუყვარდი!"
"ამის შემდეგ როგორ ვაპირებთ საუბრების გაგრძელებას?" - დაინტერესდა ჯორჯი, - "ახლა ორივემ ვიცით თუ რასაც ვგრძნობთ."
"მაპატირ ჯორჯ," - დრიმს სახეზე ცრემლები ჩამოუგორდა, - "სასაცილოა... ისინი ამბობენ რომ დრო ყველა ჭრილობას კურნავს, როცა სინამდვილეში დროა ის ერთადერთი, ვინც მათ ქმნის!"
ჯორჯმა მკერდში ძლიერი შეგრძნება იგრძნო, - "რა ხდება?"


9:30



ვილბური ჯორჯის წინ გაჩნდა. ჯორჯს საერთოდ აღარ ახსოვდა მისი იმ ოთახში ყოფნის
შესახებ.
"ჯორჯ მე მხოლოდ ერთი რაღაცის და მადლობის თქმა მსურდა!" - დრიმს ნაწილებად
დამსხვრეული ხმა ჰქონდა და ჯორჯმა შეძლო ამაში რაღაცის აღმოჩენა, - "მადლობა გვიანი
ღამის საუბრებისთვის, ამბებისთვის რომლებსაც მიყვებოდი, ყველაფრისთვის... შენ
ნამდვილად შეცვალე ჩემი ცხოვრება. ჩემი გული ვერ იქნება 2020-ში, როდესაც აქაურობას,
1970-ს ეკუთვნის! იცოდე რომ მე შენ ყოველთვის მეყვარები... და შეიძლება სხვა ცხოვრებაში მე და შენ ერთად ზუსტად ისეთი ბედნიერები ვიყოთ, როგორც გვინდოდა... და როგორც უნდა ყოფილიყო. მაგრამ, ეს უბრალოდ..."
დრიმმა ცოტახნით საუბარი შეწყვიტა და საკუთარ თავს ტირილისთვის დრო მისცა.
"ცუდი დროებაა!" - დაასრულა მან.
ჯორჯი გაუცნობიერად ატირდა, თუმცა კვლავ გაოცებული იყო. ეს იმას ნიშნავდა რომ
დრიმი აღარასდროს დაურეკავდა? კი მაგრამ რისთვის, რატომ უნდა ჩაედინა მას მსგავსი
სისასტიკე? მან ხომ არც იცოდა რომ ის მის სიკვდილს შეესწრო... თითქოს ეგეც არ იყო
საკმარისი, ახლა ეს?
"დრიმ რას ნიშნავს ეგ..."
"მიყვარხარ!"
"მეც მიყვარხარ, მაგრ..."
"მაშინ მხოლოდ ეს უნდა თქმულიყო..." - უკვე დრო იყო დრიმს საუბარი შეეწყვიტა,
ამიტომ საბოლოო წინადადება აღმოხდა, - "იზრუნე იმ ყვავილებზე, ჯორჯ!"
მას არ გაუთიშავს, მაგრამ გაჩუმდა.
ვილბური ხელახლა გაჩნდა ჯორჯთან, - "ჯორჯ," - თქვა მან, - "ბოდიში მაგრამ ეს მისი ბოლო თხოვნა იყო."
ჯორჯს ვერ გაეგო ყველა მის გარშემო ასე დაფარულად რატომ საუბრობდა. ყველაფერი
რასაც ითხოვდა, მხოლოდ ახსნა იყო!
ვილბურმა წითელტარიანი დანა მოიმარჯვა. აი ეს იყო ახსნა!
დრიმმა წაიჩურჩულა: - "ისევ შევხვდებით..."
"ვილბურ რას აკეთ..."
ხმას აუწია ჯორჯმა და ეცადა ვილბურისგან ყურმილი გამოეტაცა.
ვილბურმა ტელეფონი წაართვა და მთელი თავისი ძალით წითელტარიანი დანით გადაჭრა
კაბელი.

არანაირი აფეთქება... არანაირი უბედური შემთხვევა... არაფერი... მხოლოდ კაბელის
გადაჭრა!


ყურმილი საშინელი ხმაურით დაეცა იატაკზე. ეს დრიმის სატელეფონო ზარების
დასასრული იყო...


--


დრიმი მაგიდაზე იჯდა და ერთადერთი რაც მაგ პერიოდში იცოდა იყო მხოლოდ ის, რომ
კაბელი გადაჭრილი იყო. მართალია ამისი დამადატურებელი ხმა საკუთარი ყურითაც კი
გაიგონა, თუმცა კვლავაც მიხუტებული ჰქონდა ტელეფონი და ელოდებოდა თუმდაც
მხოლოდ ერთ სიტყვას... მაგრამ არაფერი მოხდა...
ვერც კი გაიაზრა რამდენ ხანს იჯდა ისე რომ ტირილიც აღარ შეეძლო უკვე.
მას უბრალოდ ტელეფონი ისე ეკავა, როგორც ჯორჯს ელაპარაკებოდა ხოლმე...


--


ჯორჯმა იატაკზე მიმოიხედა და დაცემულ ყურვილს მთელი თავისი არსებობით
გადასწვდა, - "რა ჩაიდინე!" - იღრიალა მან და შეეცადა ტელეფონის დანაწევრებული
ნაწილები ერთმანეთზე შეეერთებინა, თუმცა რა თქმა უნდა უშედეგოდ. არანაირი იმედი
აღარ არსებობდა. ვილბურმა აღარ დააყოვნა, უბრალოდ წიგნაკის ბოლო გვერდი გადაშალა
და ჯორჯს მიაწოდა. მისი ცრემლებიც ოდნავ გაუფერულებულ მელანზე იღვრებოდა.


"ჩემს შემდეგ ნათესავს, მეგობარს, ან მას ვინც ამ ბლოკნოტს ჩავაბარებ: ვიცი რომ ძალიან ბევრს ვითხოვ შენგან, მაგრამ ეს ჩემი უკანასკნელი თხოვნაა. 2020 წლის 9 სექტემბერს, 9:30AM-ზე მინდა რომ შენ სამუდამოდ გაწყვიტო ჩემი სატელეფონო კავშირი ჯორჯთან.
უთხრა მას რომ ვიმედოვნებ ცხოვრებას გააგრძელებს და მიიღებს ამ სამყაროსგან იმ
ყველაფერს, რასაც იმსახურებს.
ეყოლება ის ვინც მას შეიყვარებს, ხელს ჩაკიდებს და ეტყვის თუ როგორი მშვენიერია.
ეს ჩემი უკანასკნელი თხოვნაა... ვისაც მისი შესრულება ვთხოვე, ვინც არ უნდა იყო
მადლობა და კარგ დღეს გისურვებ."


ჯორჯმა ტექსტი რამდენჯერმე გაუჩერებლად გადაიკითხა.
დრიმს წარმოდგენა არ ჰქონდა თუ რა დამართა ჯორჯს...
ჯორჯმა მისი სიკვდილი ორჯერ მოიხილა! მისი რეალური ვერსია და მისი კავშირი
მასთან, სამუდამოდ გაქრა...
ვილბური მეგობარს წამოდგომაში დაეხმარა და ნება დართო ეტირა. მათ ორივემ ძალიან
ბევრი დაკარგეს ამ დღეს.



--


ზუსტად იმავე დღეს გარეთ კალენდულას ნარინჯისფერი პაწია ფურცლები ნიადაგს
გადაჰყურებდა და ეს ახალი სიცოცხლის დასაწყისი იყო...


--


ქლეიმ როგორც იქნა ყურმილი დაკიდა. ის მას ამის შემდეგ აღარასდროს შეხებია ან
შეუხედავს. ამას უბრალოდ ვერ გაუმკლავდებოდა.
იმ სახლიდან მალევე გადავიდა. საცხოვრებელი რამდენჯერმე გამოიცვალა, სანამ ბოლოს
ინგლისში არ დასახლდებოდა.
იქ შეხვდა უსაყვარლეს ქალს, სახელად ოფელია. ქალს, რომელზეც დაქორწილდა.
ცოტახანში მათ პირველი ვაჟი შეეძინათ. დაწმუნებულები არ იყვნენ სახელში, სანამ
ოფელიამ ძველ ბლოკნოტზე მიჩხაპნილი სახელი - 'ვილბური' არ იპოვნა. მერე კი ჰკითხა
ქლეის თუ რას ნიშნავდა ეს სიტყვა, თუმცა მან მისი წარმომავლობისა და არსებობის შესახებ
უარყო. მალევე ქლეიმ გადაწყვიტა რომ პირველი შვილისთვის ვილბური დაერქმიათ.
ვილბური ბედნიერი ბავშვობით გაიზარდა. ის იღებდა მშობლებისგან ყველაფერს, რასაც
ისურვებდა და რაც სჭირდებოდა. ქლეი მას 'ცუდი დროის' შესახებ ისტორიებს ყოველ ღამე
უამბობდა. ხანდახან მათთან ნიკიც(საპნაპი) მოდიოდა ხოლმე ამბების გასაზიარებლად.
რამოდენიმე წლის შემდეგ ოფელია მეორე ბავშვზე დაფეხმძიმდა. ამადვროულად ქლეის
უახლოესი მეგობარი, რომელიც კიბოს ებრძოდა გარდაიცვალა, ასე რომ ქლეიმ მის
საპატივსაცემოდ და მოსაგონრად მეორე ვაჟს ტექნო დაარქვა.
ქლეი აგრძელებდა თარიღების წიგნაკის შენახვას და აპირებდა ჯორჯ დავიდსონის
მოსანახულებლად წასვლას, თუმცა ვერ აიძულა საკუთარი თავი. ამდენად ძლიერი არ იყო...
ასე რომ მან ის გადააბარა ადამიანს, რომელსაც მისი სჯეროდა - ვილბურს.
მან სრული, ბედნიერი ცხოვრებით იცხოვრა, თუმცა ვერ ივიწყებდა ბიჭს, რომელსაც
ტელეფონზე ესაუბრებოდა ერთ დროს...



--


ჯორჯი კვირების განმავლობაში აშტერდებოდა ხელის ანაბეჭდებს კედელზე ყოველ ღამე,
სანამ ერთ დღესაც მასზე მიწერილი პატარა წარწერა არ შენიშნა.

'მე შენ მიყვარხარ'

ეწერა იქ.
მან ხელი დრიმის ხელის ანაბეჭდს შეახო და ნაწილებად დაიმსხვრა.
ყოველ ღამე დაძინებამდე უსმენდა "unchained melody" და კრეფდა სიტყვებს დაწყევლილ
დროზე...

"Woah, my love, my darling
I've hungered for your touch
A long, lonely time
And time goes by so slowly
And time can do so much
Are you still mine?
I need your love..."


და თითოეული ბგერა, რომელიც მას ჩაესმოდა, იყო დრიმის ხმა...
ქლეის ახალგაზრდობის ფოტო ჩარჩოში ჩასმული და ხელშეუხებელი იდგა საწერ
მაგიდაზე.
მან ყველა პირობა შეასრულა, რომელსაც დრიმს დაპირდა. მან იზრუნა იმ ყვავილებზე,
საიდანაც ორი მშვენიერი კალენდულა გაიზარდა.
აქედან ერთი ჯორჯმა თავის ეზოში დიდხანს საცხოვრებლად გადარგო, მეორე კი
თავისივე ქოთნით დრიმის საფლავზე მიიტანა. მან გაიაზრა რომ დრიმი საერთოდ არ იყო
ეგოისტი და რომ ყველაფერი რაც ჩაიდინა, მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის გამო...
ეს იყო კლიშე, - "თუ გიყვარს, მაშინ გაუშვი."
და მან ჯორჯი გაუშვა...
საბოლოოდ თვეების შემდგომ პირველად მოახერხა ჯორჯმა გარეთ გასვლა. ღრმად
ჩაისუნთქა ახალი, სუფთა ჰაერი და გაახსენდა დრიმის უკანასკნელი თხოვნა, რომ თავისი
ცხოვრებით ეცხოვრა მას...
და ასეც მოიქცა!



---


არანაირი ახსნა... არანაირი პასუხი არ მოჰყოლია იმ ფაქტს თუ როგორ ან რატომ დარეკა ტელეფონმა ამისთანა ძალით ერთდროულად 1970 და 2020 წელს, რომ დროის გატეხვაც კი შეძლო! არც ჯორჯი და არც ქლეი არანაირ ახსნასა თუ პასუხს არ ეძებდნენ... არც არავის უამბობდნენ! სატელეფონო ზარები ამხელა აუხსნელობითა და შეუძლებლობებით, კვლავაც მათი პატარა საიდუმლო იყო...
ეს ზარები ყველანაირ კანონს ეწინააღმდეგებოდა დროსა და სივრცეში. თუმცა ეს იმას არ
ემთხვეოდა, თუ რამდენად შეცვალა ამან ორი ახალგაზრდა კაცის ცხოვრება. ამ ორ ადამიანს
შორის არსებული გულების კავშირი ყველანაირ მაგიაზე თუ შეუძლებლობაზე ძლიერი იყო,
რამაც ისინი ასე დააკავშირა.

ასე რომ, რამდენადაც მწუხარე და ტრაგიკული დასასრული აქვს ამ ისტორიას, იმდენად
ჩვენ უკვე ვიცით რომ...

ერთხელ,
იგივე სახლის
იგივე ოთახში
50 წლის დაშორებით
ქლეის და ჯორჯს ერთმანეთი უყვარდათ.


--


THE END.


P.S მადლობა რომ კითხულობდით :)



№1 სტუმარი სტუმარი Indiram

ძალიან კარგი და ემოციური მოთხრობა იყო. ბოლომდე ვისიამოვნე და ბოლოს დავსევდიანდი კიდეც.დრიმი კარგად მოიქცა,მართლაც,რომ თუ გიყვარს უნდა გაუშვა(მითუმეტეს მათი შეუსაბამო დროის გამო). მაგრამ რა ვუყო იმ ფიარებს, რომ დრიმი და ჯორჯი ერთათ ყოფნას იმსახურებდნენ(რეალურად). ოტახნით მაინც!????

 


№2  offline წევრი ტესსა

სტუმარი Indiram
ძალიან კარგი და ემოციური მოთხრობა იყო. ბოლომდე ვისიამოვნე და ბოლოს დავსევდიანდი კიდეც.დრიმი კარგად მოიქცა,მართლაც,რომ თუ გიყვარს უნდა გაუშვა(მითუმეტეს მათი შეუსაბამო დროის გამო). მაგრამ რა ვუყო იმ ფიარებს, რომ დრიმი და ჯორჯი ერთათ ყოფნას იმსახურებდნენ(რეალურად). ოტახნით მაინც!????

მაშინ თარგმნა უნდა გავაგრძელო :)))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent