შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი ნისლი -4-


30-07-2021, 00:47
ავტორი თვეთნედინა
ნანახია 9 569

რა პატარა რამ უნდა ადამიანს სიხარულისთვის. მომლოდინე ადამიანისთვის კიდევ უფრო სასიხარულოა ნაბიჯის ხმა,რომელიც სულერთია ვისი იქნება,მაგრამ უხარია.
სწორედ ასე იყო იმ ღამეს დინაც,ელოდებოდა,ელოდებოდა და როდესაც "მისი" ხმა გაიგო,შეცბა...

-მიხარია,რომ მელოდები!
-უბრალოდ ჰაერზე ვარ გამოსული
ეჭვნარევად გადმოხედა ცხენზე მჯდარმა ბედანმა დინას და ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა.
-არ მოდიხარ?!
-მეშხე ვერ გამომყავს,მამაჩემმა გარეთ გასვლა ამიკრძალა
-და შენ მაინც აქ ხარ,რატომ აგიკრძალა?
-მისმა საუკეთესო მეგობარმა თავისი შვილისთვის ჩემი ხელი ითხოვა.
სიბნელის მიუხედავად კარგად ჩანდა ბედანის შავი,კუპრივით თვალების ელვარება იმ წამს,ბრაზი სახეზე და მღელვარება მასში
-მერე?
-მამაჩემმა არ მიიღო კარგად,უარით გაისტუმრა,მე კი, სახლიდან გასვლა ამიკრძალა
ბედანი ცხენიდან ჩამოხტა,დინას მიუახლოვდა,თითქოს რაღაც უნდოდა ექნა,რაღაც ეთქვა,მაგრამ სიტყვებისთვის თავი ვერ მოეკრა თუ არ იცოდა რა ეთქვა უცნობი იყო. მისი დიდი,ლამაზი ხელები დინას სახეზე მოკიდა,ნაზად ეფერებოდა,უსიტყვოდ დინა კი დაბნეული იდგა და ჯერ გაუაზრებლად აკვირდებოდა ბედანის ქმედებებს. ბედანი დაიხარა და შუბლზე თავისი გახურებული ტუჩები ნაზად მიადო,უცებ ხელები მოაშორა დინას,უმალვე ცხენს შემოაჯდა და სადღაც გაქრა. მხოლოდ ისღა უთხრა "იცოდე,არ მოიწყინო"-ო და წავიდა სიბნელისკენ... ასე დაბნეული დიდი ხანი იდგა დინა,ვერც მომხდარს იაზრებდა და ვერც მისი აქ ყოფნის მიზეზსს,მაგრამ როდესაც აზრზე მოვიდა ერთხანს ბრაზი მოაწვა "ეს რა ოყო"-ო,შემდეგ უზომო სიხარული იგრძნო,სადღაც პეპლების ფხარუნი მის მუცელში და სითბო. უცებ ყველანაირი ეს გრძნობა ისევ ქალის კივილმა გაუქრო,სასტიკად თრგუნავდა და აშინებდა მას ეს ხმა...
ტკბილად ჩაეძინა იმ ღამეს დინას,მაგრამ დილას ადაის ხმამაღალმა საუბარმა გამოაღვიძა,ადგა და ქვემოთ ჩავიდა.

-დინაზე საუბარს მოვრჩეთ,მე ვთქვი ჩემი სათქმელი და გადავწყვიტე უკვე!
-რა,ადაი,რაა? რომ ჩვენი შვილი ვიღაცის გამო სახლიდან არ უნდა გავიდეს?!
-მე ვიცი რაზეც არიან წამსვლელები, კიდევ ერთხელ,რომ მოხდეს ჩემს ოჯახში ისეთი რამე რაც მოხდა წლების წინ,არავის ვაპატიებ!
ოთახში სიჩუმემ დაისადგურა,დინა ჩამოვიდა,მამას არაფერი უთხრა,თუმცა ნაწყენმა გახედა.
დედას აკოცა და გარეთ გავიდა. ღრმად ჩაისუნთქა უნამუსოდ სუფთა ჰაერი და ნასიამოვნებს სახეზე ღიმილმა გადაურბინა. მთელი დღე უაზროდ გაიწელა,დინასთვის შინა პატიმრობა საკმაოდ რთული აღმოჩნდა,უნდოდა მოეკიდა მეშხესთვის ხელი და გაჰყოლოდნენ ქარს,როგორც იციან ხოლმე... მოსაღამოვდა,დინა ოთახში იჯდა და ათვალიერებდა ალბომს,რომელშიც თავმოყრილი იყო ყველა მისი ოჯახის წევრი. ყოველ ჯერზე,როდესაც ათვალიერებდა თვალში ხვდებოდა ულამაზესი გოგონა,რომელიც ყველასგან გამოირჩეოდა მისი სილამაზით,ფოტოდან წამოსული სულიერი სინაზით და ულამაზესი ტანით... მისი მამიდა,თინათე.
ისევ კივილი,ისევ და ისევ კივილი!
ამ ხმისგან გაქცევა უნდოდა დინას,მაგრამ ვერსად მიდიოდა...
ვეღარ გაუძლო უჰაერობას,სახლს და ამ ხმას,ადგა,თავლაში ჩავიდა,მეშხეს ხელი დაავლო და გაიქცა!
სად მიდიოდა არ ადარდება დინას,მიჰყვებოდა ქარს,მიჰყვებოდა ბედს და რაღა აკლდა სრული ბედნიერებისთვის?! იქნებ რაღაც,რაც თავადაც არ იცის,იქნებ ის რასაც ვერ ამჩნევს... გზააბნეული და უკვე ცოტა შეშინებული იყო დინა,სადღაც ტყეში,ღამე,სრულიად მარტო... საიდანღაც სინათლე მოჩანდა,გაუყვა დინაც,"იქნებ ვინმემ მიმასწავლოს გზა"-ო. ცოტახანში ულამაზეს ბილიკს მიადგა,გაუყვა და პატარა,ხის ღობეს მიადგა. მეშხე იქვე დააბა და თვითონ შიგნით შევიდა. არავინ ჩანდა,თუმცა იქაურობა ულამაზესად იყო მოწყობილი,ლამაზი ხეები,ბილიკები,პატარა სახლი,რომელიც კოხტად იყო ბაღის შუაგულში აშენებული...
-არის აქ ვინმე?!
საშინელი სიჩუმე სუფევდა ირგვლივ,თითქოს დრო გაჩერებულიყო და ახლა სამყაროზე მხოლოდ ისღა დარჩენილიყო.
-სასიამოვნოა შენი აქ ხილვა
-ბედან?! მე...
-შემიძლია ჩაიზე დაგპატიჟო,ან ცხელ შოკოლადზე,გააჩნია შენ რომელი უფრო გიყვარს.
ეშმაკურად ჩაიღიმა ბედან აბლანმა,მისი შავი,კუპრივით თვალები კი უცნაურად ანათებდა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent