წამიკითხე!{ სრულად }
სრულ სულიერ კრიზისში მყოფი მაშველ რგოლს ვებღაუჭები თქვენი სახით და ვდებ ამ ჩემთვის ემოციებით სავსე პატარა ნაწილს - დავდე პირველი წერილი, მივიღე თქვენი ემოციები და გადავლახე ურთულესი პერიოდი. ახლა როცა საპასუხო წერილიც მზადაა ვიცი,რომ ისინი ერთად უნდა იყვნენ და ცალ-ცალკე ატვირთვაც არ მინდა. მჭირდება აქ ,ერთ სივრცეში ვნახო კომენტარები პირველი და მეორე წერილის შემდგომ დავინახო ცვლილება, გავავლო პარალელები და გავიგო გამომივიდა ის რაც მინდოდა თუ ვერ. რამდენი რეალური მარცვალიც არ უნდა იყოს ისტორიაში ბოლოს ის მაინც ფანტაზიის ნაყოფია და არარეალური დასასრული აქვს. .................... თენდებოდა მძღოლმა მანქანა ეზოში რომ შეიყვანა და უკანა სავარძელზე მიწოლილ სხეულს გამოფხიზლება აიძულა. ერთი სიტყვით დაემშვიდობა საჭესთან მდჯომს, პიჯაკი მკლავზე გადაიდო და არეული ნაბიჯებით გაუყვა სახლისკენ მიმავალ ბილიკს. პირველ სართულზე სიცარიელე დაუხვდა, მეორეზე გადაინაცვლა და ინსტიქტურად გადადგა საძინებლისკენ ორი ნაბიჯი. შეჩერდა, პიჯაკის ჯიბიდან სამკაულის ყუთი ამოიღო , მიხურულ კარს შეხედა, მაგრამ წინ წასვლის ნაცვლად მიმართულება შეიცვალა და საბოლოოდ კაბინეტში აღმოჩნდა. ტყავის ყავისფერ დივანზე დაწოლას აპირებდა საქაღალდე რომ დაინახა ზემოდან მოთავსებული გრძელი კონვერტით ,რომელსაც დიდი ასოებით ეწერა“ გვერდს ნუ ამივლი . წამიკითხე!“ მძიმედ დაეშვა დივანზე, ნაცნობმა კალიგრაფიამ და სიტყვებმა გულისცემა აუჩქარა. შიშის ნოტები გაჩნდნენ გონებაში, მთელს სხეულს გადაედო მუხტი ,რომელმაც წამებში შეუკრა სუნთქვა. მთელი არსებით გრძნობდა საფრთხეს ,რომელიც თითებში მოთავსებული ფურცლებიდან მოდიოდა. გახსნა ვერ გაბედა, ფანჯარასთან მივარდა, ფარდა გადასწია , სწრაფად გამოაღო და დილის გრილი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. ისევ დახედა მოყვითალო კონვერტს ,რომელსაც ერთი შეხედვით უბრალო გზავნილის ფორმა ჰქონდა . აკანკალებული თითებით სიგარეტის ღერი ტუჩებსშორის მოიქცია , მოუკიდა და მოწევა დაიწყო. ფანჯრის განიერ რაფას რბილი ზედაპირი ჰქონდა, წიგნის კითხვის დროს უნდა გამოეყენებინათ კომფორტული კუთხე ,რომელიც სახლის რემონტისას გათვალეს და შემდეგ ფუნქცია დაუკარგეს . ბოლოს იქ წლების წინ ფეხმძიმე ქალთან ერთად იჯდა. ოთახში მშვიდი მელოდია ისმოდა თავად კი კითხულობდა ,პარალელურად ქალის მოზრდილ მუცელზე დალაგებულ თითებს ათამაშებდა ,შიგადაშიგ ჩერდებოდა ლოყაზე კოცნიდა და ისევ აგრძელებდა. ვერ მოახერხა იმ ადგილის დაკავება , მოგონებები დატოვა მხოლოდ . მაგიდაზე დადგმული ჭიქა სასმელით აავსო სულმოუთქმელად დაცალა ,გამბედაობა მოიკრიბა და კონვერტი გახსნა . რამდენიმე ფურცლისგან შემგდარი ვრცელი წერილი დახვდა . სავარძელში ჩაჯდა, სიგარეტი საფერფლეში ჩაასრისა , მეორედ გაავსო ჭიქა და კითხვას შეუდგა „დაბადების დღეს გილოცავ დუდა . ახლა შენ კაბინეტში ზიხარ, სიგარეტითა და ალკოჰოლით უხშობ გონებას აზროვნების უნარს. მთვრალმა ჩვენი საძინებლის კარს გვერდი აუარე და გამოიკეტე ოთახში ,რომელიც განტვირთვისთვის იყო გათვლილი შენ კი თავშესაფრად იყენებ. დილით ისე გაიღვიძებდი,რომ არ გემახსოვრებოდა ჩვენი დაბადების დღე , მე მოგილოცავდი და პასუხად მხოლოდ ერთ სიტყვას მომიგდებდი „ შენც „ , მოვალეობის მოხდის მიზნით შესაძლოა ლოყაზე კოცნაც მიმეღო . ჩემით იმდენად ხარ დაღლილი,რომ დიდხანს თვალებშიც არ მიყურებ , ზურგს მაქცევ და უკან მოუხედავად მიდიხარ. ბევრი რამ არ გემახსოვრება , არ გაგიაზრებია ის რასაც ისმენდი და რასაც ხედავდი ამიტომ წელს დაბადების დღის საჩუქრად ჩემს გამორჩეულ მოგონებებს გაჩუქებ . ვიცი კითხვა გეზარება, ერთი სული გაქვს როდის მოისვრი ფურცლებს , მაგრამ დამიჯერე შენთვის სჯობს ბოლომდე წაიკითხო. ეს ნამდვილად ის წერილია,რომელის ყველა სიტყვა უნდა გაიაზრო და ეცადე ჩემთან დარჩე , აქ მაინც დარჩე და წამიკითხე . _18 წელი, ჩემი ნახევარი ცხოვრება, ჩვენი გაცნობიდან_ არც კი ვიცი გახსოვს თუ არა , რომ ზუსტად ნახევარი ცხოვრებაა გიცნობ . ჩვენი გზები რომ გადაიკვეთა მე სრულწლოვანებას ავღნიშნავდი . თავისუფალი, ბედნიერი , აჟიტირებული ველოდი ტორტზე 18 სანთელს ,ჩემი ზრდასრულობის მტკიცებულებად მიჩნეულ ციფრს . უცვლელ კადრებად მახსოვს ჩაბნელებულ დარბაზში გამოჩენილი სანთლების სინათლე, ტაში, შეძახილები, სიმღერის ხმა და ტორტი,რომელიც ჩემი არ არის . ერთ მხარეს შენ ხარ მეორე მხარეს მე . შენ იცინი მე კი გაოგნებული ვუყურებ 25 სანთელს . გხედავ როგორ მოდიხარ ჩემკენ ტორტით ხელში, ნაბიჯების სიჩქარეს ზრდი, ცდილობდი მოაღწიო სანამ სანთლები ჩაქვრება. თვალებში მიყურებდი, არაფერი მესმოდა მხოლოდ საკუთარი გულისცემა და შენი ხმა „ ჩავიფიქროთ და ჩავაქროთ“ .ინსტიქტურად დაგემორჩილე,მზერა ვერ მოგაშორე , ერთად შევუბერეთ სანთლებს ჯერ ერთ ხოლო შემდეგ მეორე ტორტზე. ხელი მომხვიე, შემაბრუნე და შენი 25 სანთლის ნათებაც შევწყვიტეთ. სურვილის ჩაფიქრება დამავიწყდა იცი? შენ რა ჩაიფიქრე ,გახსოვს? ან რას ფიქრობდი იმ წუთებში, საერთოდ როგორი გრძნობა გაგიჩნდა ჩემი დანახვისას. იქნებ არც არაფერი გიგრძვნია,მხოლოდ მე მიხტოდა გული გალიაში გამომწყვდეული პატარა ჩიტივით? შენნაირი არასდროს არავინ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში და ზუსტად ვიცი ყველა ჩემს ფიქრს კითხულობდი რომ მიყურებდი, ვიცი მაშინვე იცოდი შენი გავხდებოდი თუ ჩემკენ ნაბიჯს გადმოდგამდი . მარტივი ვიყავი არა? ყოველთვის დამყოლი და იოლად სამართავი . შენ ასე მხედავდი ყველა დანარჩენისთვის კი ჯიუტი , ძლიერი, მებრძოლი გოგო ვიყავი რომლის თავისუფლების საზღვარი ყველა დანარჩენს სცდებოდა . ნეტავ გახსოვარ ? იქნებ არც მაშინ ვიყავი მნიშვნელოვანი და არც ახლა გაგახსენდეს მოგონებები ,იქნებ არც ჩაიწერა შენმა გონებამ ჩვენი გაცნობის კადრები. შენს მეხსიერებაში როგორ ვარსებობ დუდა ? გახსოვს ცეკვა მთხოვე , პასუხს არც დაელოდე ისე ჩამკიდე ხელი და ასე მარტივად აღმოვჩნდი შენს მკლავებში მოქცეული. გული კიდევ უფრო სწრაფად მიცემდა, გიყურებდი ნასვამს, თვალებაბრჭყვიალებულს, უსაზღვროდ მიმზიდველს და შენს წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებასაც არ ვცდილობდი. არადა ვერც ნასვამ კაცებს ვიტანდი, ვერც უცხოებთან ცეკვას, არც ასე მშვიდად განაბული ყოფნა შემეძლო მანამდე და საერთოდ მანამდე ვალსს ისეთ კაცებს ვეცეკვებოდი პროფესიონალი მოცეკვავეები რომ იყვნენ შენ კი ცეკვის დღემდე არაფერი გაგეგება და მაინც არასდროს მიმიღია ცეკვისგან მსგავსი სიამოვნება. ბოლოს როდის ვიცეკვეთ გახსოვს? გაგიჭირდება გახსენება, წლები გავიდა მას შემდეგ დუდა. _ჩვენ და თქვენ _ უცნაური ღამე იყო. ერთ დიდ სივრცეში არა მხოლოდ პირდაპირი არამედ გადატანითი მნიშვნელობითაც იყო ბარიერი ჩვენსა და თქვენს შორის . ჩვენ და თქვენ ერთმანეთთან საერთო მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა გვქონდა . ერთ ქალაქში ვცხოვრობდით, შენ პერიფერიაზე მე ცენტრალურ ნაწილში. ჩემს სტუმრებს შორის არა მხოლოდ ქალაქის, ქვეყნის წამყვანი პირების ოჯახები იყვნენ . ცნობილი ოჯახების, ცნობილი შვილები,რომლებიც ჩემს სამეგობროს წარმოადგენდა იმ დღიდან რაც დავიბადე. ჩვენ გვქონდა საერთო ცხოვრების სტილი, ქცევის დამახასიათებელი მანერა, შეხედულებები სამყაროზე და მდგომარეობა, სტატუსი სახელწოდებით „ ელიტა“ . თქვენში სიჭრელის შემჩნევა უმარტივესი იყო, რამდენიმე წუთი ვაკვირდებოდი ადამიანებს შენს გარემოცვაში და გავვოგნდი. ვხედავდი ქამარზე მიმაგრებული იარაღით ბიჭებს, აშკარად უწყებაში მომუშავეებს მათ გვერდით შავებში შემოსილ ქუჩის ბიჭებს, ვხედავდი გოგონებს გამომწვევი ქცევებით და სერიოზულ ქალებს . ისეთი ქაოსი შეიქმნა ჩემს გონებაში,რომ ვერ მივხვდი მათთან რა საერთო გქონდა. ხო შენ ჩემთვის ყოველთვის ყველასგან და ყველაფრისგან გამორჩეული ქმნილება იყავი. ასე დაგინახე, ასე გხედავდი წლების განმავლობაში, ასე მინდოდა დამეჯერებინა და ვირწმუნე კიდეც შენი განსხვავებულობა. მე ვინ ვიყავი შენთვის დუდა? მქონდა სხვა ფერი თუ მეც ყველა ქალში მაერთიანებდი თავიდანვე . გაქვს ამ კითხვაზე პასუხი? შენც ხედავდი ჩვენს შორის არსებულ უფსკრულს , მაგრამ არც შენ გადარდებდა ეს და არც მე. ჩემთვის უცნობი,საინტერესო და მიმზიდველი იყო შენი ცხოვრება . საუბრის მანერაც კი არ გვქონდა ერთნაირი, არც თემები განიხილებოდა მსგავსი , კერძებიც კი განსხვავებული იყო ჩვენსა და თქვენს მაგიდებზე. თქვენ ყანწებით სვამდით შენს დაწურულ ღვინოს, ჩვენ დაკავებული დროის გამო ერთმანეთთან შეხვედრა გვახარებდა და საუბრის თანხლებით ვაგემოვნებდით ძვირადღირებულ ბრენდულ სასმელებს . აღარ გავაგრძელებ, აზრი არ აქვს დეტალებს ყველაფერი შესანიშნავად იცი . იცი ვინ ვიყავით ჩვენ და ვინ იყავით თქვენ და მაინც რატომ დავიწყეთ დუდა? ნუთუ მხოლოდ იმიტომ რომ ერთმანეთისთვის უცხო ხილი ვიყავით. მხოლოდ ამიტომ მივიზიდეთ ერთმანეთი თუ იყო რაღაც ზეციურად ამაღლებული ჩვენს კავშირში . პასუხი გააქვს? იცი რატომ შემოხვედი ჩემს ცხოვრებაში და რატომ გადაწყვიტე მთლიანად მისი მიტაცება? მე ვიცი რატომ შემიყვარდი, შენ იცი რატომ შეგიყვარდი? დუდა , ნამდვილად გიყვარდი ? იქნებ არც . _ მდე და შემდეგ _ მაშინ და ახლა _ ქორწინებამდე ოთხი წელი გავატარეთ ერთად. დარწმუნებული ვიყავი რომ გიცნობდი, ჩემი ადამიანი იყავი და უბრალოდ კი არ მიყვარდი ერთად ცხოვრებას შევძლებდით, სიმშვიდეს ერთმანეთში ვიპოვნიდით , ერთი ნაწილი გავხდებოდით. ჩვენ გავაერთიანებდით იმ ორ დაშორებულ პოლუსს და შევქმნიდით ერთ დიდ გამაერთიანებელ კუნძულს . ადგილს რომელიც დაუკავშირებოდა ყველა მხარეს, რომელიც გააქრობდა განსხვავებებს ,რომელიც რაღაც დიდს ახალს და განუმეორებელს შექმნიდა. მე და შენ ერთად დიდ ძალად წარმომედგინა მაშინ . როგორ გენდობოდი, როგორ ჯეროდა, როგორ გეყრდნობოდი და რამდენად დაცულად მიმაჩნდა თავი შენს გვერდით იცი? ქორწინებამდე ვფიქრობდი,რომ შენს გვერდით ყველა ჩემი უნარი, ძალა და შესაძლებლობა გაასმაგდებოდა, ჩემში არსებული სინათლე კიდევ უფრო ძლიერ იკაშკაშებდა შენ გამანათებდი, ერთად გავბრწყინდებოდით,ჩვენში არასდროს იქნებოდა სიბნელე- სულელი,მეოცნებე გოგონა ვყოფილვარ მაშინ და ამას ახლა მივხვდი მხოლოდ. შენ რას გრძნობდი დუდა? ცოლობა რატომ მთხოვე ? რატომ გადაწყვიტე ცხოვრების ჩემთან დაკავშირება? შენ გჯეროდა ჩემი? შენც ფიქრობდი,რომ მე ცხოვრებას შეგიმსუბუქებდი,გაგიფერადებდი და გაგილამაზებდი? გჯეროდა ჩემი და შემდეგ იმედები გაგიცრუე დუდა? ისე გატკინე როგორც შენ მე ? იქნებ მართლაც ,პირველმა მე გიღალატე,ვერ გავუძელი ცხოვრების რომელიმე ეტაპს და იმიტომ გავუფერულდით. ჩემ გამო ჩავქრით დუდა? დარწმუნებული ვარ კითხულობ და შენი გონება მტკიცე უარზეა, უარყოფ ცვლილებებს ,რომელიც ქორწინების შემდეგ განვიცადეთ. ამიტომ გაგახსენებ ჩვენს საუბრებს , რომელიც საოცრად მიყვარდა იმიტომ რომ შენ არ ჰგავდი სხვა ჩემს ნაცნობ ბიჭებს , მათ მსგავსად ნაცრისფერი არ იყავი, არ იცავდი წესებს, არ გქონდა ჩარჩოები და არ თამაშობდი იმისთვის,რომ ჩემთვის თავი მოგეწონებინა. შენთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა ჩემს სტატუსს, შენთვის მხოლოდ მე ვიყავი და შენთან ფრთების გაშლა შემეძლო. ეს შეგრძნება წამართვი დუდა , უკვე წლებია აღარ მიგრძვნია შენთან ყოფნისას ფრთების არსებობა . როდის ვისაუბრეთ მე და შენ ყოფითი პრობლემების გარდა სხვა თემაზე ,გახსოვს? როდის მკითხე ბოლოს როგორ ვარ ,რა მინდა, სად მინდა, როგორ მინდა ... წლებია აღარ ვსაუბრობთ . მაშინ ეგობრები მყავდა, ადამიანები რომელთაც ვუგებდი და მყავდი შენ, ადამიანი რომელიც ჩემად მივიჩნიე. ახლა სხვა ფერი აქვს ჩემს ცხოვრებას, კუნძულზე მარტო დავრჩი, ვერც ხიდები შევქმენით ,მარტოს ძალა არ მეყო ,გავირიყე , დავიკარგე . შენი თავი რატომ წამართვი დუდა? ქორწინებამდე ჩემი ფიქრებიც სხვაგვარი იყო, პრობლემები და დარდებიც ისეთი სასაცილო მეჩვენება ახლა ისე ვწუხვარ მათ გამო რომ ვხარჯავდი ენერგიას ,მაგრამ რა ვიცოდი წინ რა მელოდა. მაშინ ვდარდობდი ჩაშლილ ფრენაზე, დეიდას გამოფენას რომ ვერ დავესწრებოდი ან რომელიმე ცნობილი სკულპტორის ნამუშევრებს ვერ ვნახავდი. გული მისკდებოდა ცნობილი მომღერლის კონცერტზე მისვლას თუ ვერ შევძლებდი, ან უკანა რიგებში ჯდომა მომიხდებოდა. ჩემი ცხოვრება ასეთი იყო მუზეუმიდან მუზეუმში, გამოფენიდან გამოფენაზე, ცეკვიდან სიმღერაზე, კონცერტიდან კონცერტზე. ქვეყანა ჯერ კიდევ ბნელი იყო , გამოღვიძებას იწყებდა მე რომ ცხოვრებას ვუსწრებდი , ეს მეგონა ცხოვრება , ეს იყო ჩემი ინტერესისა და სიამოვნების უშრეტი წყარო , ხელოვნების ნიმუშებით ტკბობა , გენიოსების გარემოცვაში დროის გატარება მანიჭებდა ბედნიერებას . ბოლოს გამოფენაზე როდის ვიყავი არ მახსოვს , არც თეატრში ბოლო ვიზიტი მახსენდება . იცი ვფიქრობდი, რომ რთული არ იქნებოდა შენთვის ხელოვნების შეყვარება განა ასეთი მძიმე ტვირთი იქნებოდა წელიწადში რამდენჯერმე დაგეთმო დრო ჩემი მეგობრებისა და ნათესავებისთვის? მაშინ ყველა და ყველაფერი იყო ჩემს ცხოვრებაში, ახლა წარსულიდან არაფერია. შენ ჯერ კიდევ პოლიციელი იყავი, მორიგეობდი და ქალაქის ქუჩებს იცავდი მეწყვილეებთან ერთად . მგონი არც გეგმავდი კარიერულ ზრდას მე ვფიქრობდი,რომ საფრთხის ქვეშ იყავი,რთული გრაფიკი გქონდა და ასე ჯანმრთელობას იზიანებდი. ვდარდობდი შენზე და ვფიქრობდი თუ იურისტის დიპლომს გამოიყენებდი, სწავლას გააგრძელებდი უფრო მშვიდი გახდებოდა შენი ცხოვრება. დავიჯერო თანამდებობამ იმოქმედა? თქვენ გაიზარდეთ, თქვენი სტატუსიც გზადაგზა სულ უფრო მეტად მაღლდებოდა, საფეხურები ჩემს წინ გაიარე. ყველაფერი ვიცი. გახსოვს? როგორ გეზარებოდა გამოცდებისთვის მზადება, ყველა ფიზიკურ მომზადებას, გამოცდას, ტრენინგს ყველაფერს მაღალ ქულებზე ამთავრებდი ,მაგრამ როცა საქმე კითხვას ეხებოდა სკოლის მოსწავლესავით ზარმაცი ხდებოდი. „შანსი არ არის ამათ მე ვერ ვისწვალი,ვერ მოვასწრებ, არ შემიძლია „ - რამდენჯერ გითქვამს გახსოვს? და მე ? მე რამდენჯერ მიპასუხია „ შენ ყველაფერს შეძლებ , დუდიკ „ . ხომ შეძელი არა? ისეთ რამეებს ვკითხულობდი ტვინი მტკივდებოდა იცი? საშინელება იყო ჩემთვის , სხეულში მტეხდა გააზრებისას იმდენად შორს იყო ჩემგან ის რისი სწავლაც შენ გიწევდა,მაგრამ მაინც შენ რომ ფურცლებს მოისროდი მე ვიღებდი და ხმამაღლა კითხვას ვიწყებდი . ვსწვალობდი და მერე გამოცდამდე ათას კითხვას გისვამდი. იცი შენ რომ აბარებდი გამოცდებს ეგ უფრო მიხაროდა ხოლმე ვიდრე ჩემი მაღალი ქულები. შენ გინდოდა ეს გზა გაგევლო, შენ მიყვებოდი მიზნებზე და მე უბრალოდ მათ ასრულებაში გეხმარებოდი. დღეს იმაზე დიდი თანამდებობა გაქვს ვიდრე მაშინ ოცნებობდი, მიზანს გადააჭარბე დუდა და მე ამით ამაყი ვიქნები ყოველთვის . ეს გზა ,ყველა გათენებული ღამე მახსოვს, ყველა შენი ემოცია და ჩვენი განსხვავებები მე უნდა გადამეტრიალებინა ხელოვნება შენ საქმეს კი კანონები მართავდა და სხვებს სჯიდი მათი დარღვევის გამო. მაშინ არ ვიცნობდი ამ სამყაროს, შენს სამყაროს არ ვიცნობდი ახლა ვიცი, ვიცი როგორია შენი სფერო რამდენად განსხვავდება შინაგან საქმეთა სამინისტრო განათლებისა და კულტურის სამინისტროსგან . ახლა წარმატებული კაცი ხარ, მაგრამ ღამეებს სახლში მაინც არ ატარებ ჩემთვის დრო არასდროს გაქვს და აღარაფერია ისე როგორც მაშინ. ნეტავ საქმემ შეგცვალა ? არ მჯერა ამის . შენ იცი მიზეზი დუდა? ასეთი რა შეიცვალა ჩვენში დუდა? როგორ შეიძლებოდა იმ ოთხი წლის მანძილზე მოულოდნელად ფერადი ყვავილებით დამდგომოდი , ისე უბრალოდ ქუჩაში სეირნობისას გაჩერებულიყავი და იების კონა გაგეჩინა . შენგან არასდროს ვითხოვდი საჩუქრებს და მაინც რაღაც ისეთი აღმოჩნდებოდა ჩემს ხელის გულზე რომ მე პატარა ბავშვივით ვბედნიერდებოდი . მაშინ ხელფასი იმის მეოთხედიც არ გქონდა რაც ახლა გაქვს, მაშინ ასე არავინ იქცეოდა , არავინ შენს ირგვლივ , მხოლოდ შენ და მხოლოდ მე მინათებდა თვალები ბედნიერებისგან ასე განსხვავებულად . მას შემდეგ რაც ცოლად შემირთე სულ რამდენჯერმე მიყიდე ყვავილები, ძვირადღირებული თაიგულები. რომლებიც უბრალოდ გრძნობებისა და ემოციების გარეშე შეუკვეთე და კურიერებმა მოიტანეს მაშინ ,როდესაც დანაშაულის გამოსყიდვას ცდილობდი სხვების ქმრებივით. როგორ ვერ ვიტან ყველა მომენტს როდესაც სხვებს ემსგავსებოდი, სხვა უბრალო მოკვდავ კაცებს . არადა შენ , მარტო შენ ხარ ჩემი ქმარი ისინი კი ჩვეულებრივი კაცები არიან ,ჩვეულებრივი ქალების ჩვეულებრივი ქმრები. მეც ასეთი ვარ ახლა, უფერული, ჩამქრალი ქალი ერთფეროვანი ყოველდღიურობით. რატომ ჩავქრით ,როცა ისეთი მკვეთრი ნათება გვქონდა ,რომ სხვადასხვა პოლუსებს ვანათებდით და ასე ვიპოვნეთ ერთმანეთი . ბოლოს როდის გამიღიმე ესეც არ მახსოვს იცი? მაშინ ისე მიყურებდი, ისე მიღიმოდი, ისე მიხუტებდი ... გახსოვს ჩვენი ჩახუტებები? როგორ მიყვარდა ხვდებოდი თუ ვერ , ალბათ შენთვის უმნიშვნელო იყო და იმიტომ შეელიე ასე მარტივად . ასეთი რთულია უბრალოდ ხელი მომხვიო და ძველებურად მაგრძნობინო სიმშვიდე? შენს გულთან ახლოს აღარ მიშვებ, 14 წელია ჩემს გვერდით გძინავს და მაინც ისე შორს გამრიყე ,ისე შორს თითქოს ჩვენს შორის ბარიერად მაღალი ძაბვაა და თუ ზღვარს გადმოხვალ ორივე მოვკვდებით. მომენატრე . რა უღმერთოდ მომენატრე . როგორ გამიმეტე ასე , როგორ ვერ ხედავ ჩემში გაბატონებულ სიცივეს და სიცარიელეს , უშენობამ რომ დამმართა და შენს გარდა ვერაფერი რომ ვერ უშველის. წლები ველოდი გაზაფხულის დაბრუნებას ჩვენთან, ველოდი როდის გამანათებდი ისევ, როდის მოხვიდოდი ღიმილიანი ,ციმციმა თვალებით და მომეხვეოდი ძლიერ და თან ნაზად შენ რომ იცოდი დუდა,იცოდი და აღარ იცი. ნეტავ გახსოვდეს, რა იქნება შენც გახსოვდეს იმ სუფთა , გრძნობებით სავსე ჩახუტებების ძალა . განიცდიდი ამას თუ ეს უბრალოდ ჟესტი იყო შენთვის და მე ვიყავი მეოცნებე , რომანტიკოსი, ფანტაზიორი სულელი გოგო. კიდევ მეტყვი მე იგივე ვარო? არაფერი შემიცვლია ვინც ვიყავი ის ვარ და არასდროს მითამაშიაო? ისევ იცინი დუდა? ისევ ვერ ხედავ ჩემს ტკივილს თუ მიხვდი რამხელა ჭრილობა გამიჩინე შენი დაკარგვით. ჩემი ხმაურიანი გულისცემა მაინც ხომ გახსოვს , ნეტავ გახსოვდეს ,ნეტავ ჰქონდეს აღქმული შენს ტვინს , ნეტავ გქონდეს დამახსოვრებული იმიტომ რომ ისე შესუსტდდა მისი დარტყმები არ ვიცი კიდევ აახმაურებ ოდესმე თუ ვერ. _ჩემი მშობლები ,შენი მშობლები და ჩვენი ოჯახი_ ქორწილამდე მისასვლელ გზაზე მე მუდამ ჩემი გადაწყვეტილების დაცვა მჭირდებოდა.მანამდე არასდროს გადამიხვევია იმ გზიდან რომელსაც ჩემი ოჯახი მიჰყვებოდა, სისხლში მქონდა ქცევა,რომელიც მათ ყოველგვარი ძალდატანების გარეშე გადმომცეს. არასდროს გვქონია შენამდე დაძაბული საუბარი, მათი მღელვარების მიზეზი არ გავმხდარვარ. შენ რომ მითხარი მინდა გავიცნოო მეუცნაურა, ასეთი ოფიციალური შეხვედრები ჩვენთან არ ხდებოდა, არავინ სთხოვდა შეყვარებულის მამას სრულწლოვანი დამოუკიდებელი გოგონას სიყვარულის უფლებას. დაძაბული არ ვყოფილვარ, არც კი დამიშვია,რომ შენ მათთან ურთიერთობას ვერ შეძლებდი . ახლა რომ ვფიქრობ დაძაბული იყავი, სხვანაირად დაჭიმული იჯექი მთელი ის დრო რაც ჩვენთან სახლში გაატარე, ისე ფილტრავდი სიტყვებს როგორც არასდროს. რთული იყო მათ გარემოცვაში ყოფნა დუდა? ჩემებისთვისაც რთული მისაღები აღმოჩნდა შენი პროფესია და ყველაფერი რაც ფონად მოგყვებოდა . პირადად შენზე არაფერი უთქვამთ, არასდროს უთქვამთ ამ ბიჭთან ვერ იცოცხლებო ,მაგრამ მითხრეს მისი ცხოვრებით ცხოვრებას როგორ შეძლებო. მე ჩემი ომი გადავიტანე მშობლები რომ შემენარჩუნებინა და შენც არ დამეკარგე . იცი როგორი რთული იყო მათთვის შენი სიძედ მიღება? ოდესმე გაგრძნობინეს რომ სხვაგვარი წარმოედგინათ ჩემი ქმარი და მთლიანად ჩემი მომავალი? არა , იმიტომ რომ მე ბრძოლა მარტომ მოვიგე , რწმენით იმედით და იმ გრძნობით რომელიც შენთან მაკავშირებდა. ისე მოვიგე ამ ბრძოლის შესახებ შენ არაფერი გაგიგია დუდა. არასდროს დამავიწყდება როგორი დაძაბული ვიყავი ,როგორ მინდოდა მათი სიმშვიდე შემენარჩუნებინა და როგორ მწამდა,რომ დავუმტკიცებდი ჩვენს სიმართლეს. გგონია არ ვიცი ჩემნაირი რძალი შენებსაც რომ არ უნდოდათ? არ ვიცი როგორ ხედავდნენ ჩვენს ოთხ წლიან ურთიერთობას? დარწმუნებული ვარ არც ელოდნენ ცოლად თუ შემირთავდი , მეც შენი რიგითი საყვარელი ვიყავი მათთვის და ძლივს ფარავდნენ აზრებს ჩემთან შეხვედრისას. ბევრი იბრძოლე მათ გასაჩერებლად ხომ? ნეტავ რას ეუბნებოდი, როგორ იცავდი ჩვენს სიყვარულს. რა სასაცილოა არა? ხელი რომ მთხოვე ჩემები დაცდას მთხოვდნენ, შენებს კი ეჩქარებოდათ ყველა ნათესავმა იცოდა ჩვენზე და ჭორები აწუხებდათ . ხომ ხედავ ახლა ყველაფერს ვხვდები, მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა რა ხდებოდა შენს ირგვლივ. მე შენი ოჯახის ქალების რელსებზე გადავედი იმ დიდ ქარავანს გავყევი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის მისული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის , ადამიანთა განვითარების მწვერვალთან . ვფიქრობდი მათ ტყავში შესვლას, რუტინის მორგებას და ჩემი მეს შენარჩუნებას ერთდროულად შევძლებდი, მაგრამ არ გამოვიდა. ორი კურდღლის დაჭერა ვის გამოსვლია ? მოკლედ ასე , არც მე ვიყავი ის რძალი შენი ოჯახი რომ ელოდა და არც შენ იყავი ის საოცნებო სიძე ერთადერთი ქალიშვილისთვის რომ წარმოედგინათ , მაგრამ მაინც შენ ცოლობა მთხოვე და მე შენი გავხდი კანონისა და ღვთის წინაშე . მეცინება, მაგრამ მანამდე მეტად გეკუთვნოდი ვიდრე შემდეგ. როგორღაც გაქრა ჩვენს შორის დამაკავშირებელი ძაფი, სულ უფრო მეტად სუსტდდებოდა და საბოლოოდ გაქრა. ისევ სხვადასხვა პოლუსს დავუბრუნდით , მე აღარ ვანათებ , ჩავქრი დუდა ... ამანთებ ? შეგიძლია თუ ვერ ... იქნებ არ ჩვენი ოჯახების შეხვედრა გახსოვს? დედას დამხმარე ქალი ჰყავდა , საუცხოო სუფრა მოამზადა. სამეფო დარბაზის მიღებას ჰგავდა მისი ხედვით ყველაფერი , ფიქრობდა ეს იყო საჭირო და როგორც კი მოხვედით მაშინვე წონასწორობა დაკარგა. წარუშლელ კადრად ვხედავ ერთმანეთის პირისპირ მდგომ ჩვენს დედებს ჩემი 30 წლის გოგოს ჰგავდა , ფრანგული სუნამოს სურნელს აფრქვევდა ირგვლივ , მილანის მოდის კვირეულზე ნაყიდი კაბა ეცვა და მგონი ის უფრო ჰგავდა გასათხოვარ ქალს ვიდრე მე . დედაშენი დაღლილი მოვიდა, ზუსტად ეს სიტყვა აღწერს მის მთელს მდგომარეობას არასდროს მინახავს ისეთი გაბრწყინებული როგორც დედაჩემი. თითქმის ერთი ასაკის იყვნენ , მაგრამ არავინ იტყოდა ამას. დედაშენს 6 შვილი, 4 შვილიშვილი , სამი რძალი და ერთი სიძე ედგა გვერდით დედაჩემმა კი მოცეკვავის კარიერა ამჯობინა მრავალშვილიან დედობას და ერთადერთხელ გაბედა საკუთარი სხეულის რისკის ქვეშ დაყენება. ვფიქრობდი,რომ მათგან შუალედურ მდგომარეობას ვიპოვნიდი და შევძლებდი ვყოფილიყავი წარმატებული ქალი, ცოლი და დედა. დარწმუნებული ვიყავი საკუთარ თავში და ეჭვი არ მეპარებოდა,რომ გამომივიდოდა. თუ გახსოვს მუდამ ასეთი ვიყავი, თავდაჯერებული , მიზანდასახული და უშიშარი. შეუძლებელსაც შესაძლებლად წარმოვიდგენდი და ალბათ ამან განაპირობა ჩემი პიროვნების დაცემა. გახსოვს ეს დღე? იქ გავრცელებული დაძაბული აურა ,ორი გაოგნებული მხარე, შებოჭილი, ხელფეხშეკრული უცქერდა ერთმანეთს . როგორი უხერხული მდგომარეობა იყო, როგორ უჭირდათ თავის შეკავება შენც ხედავდი ? ალბათ როგორ მოლხენას ელოდნენ შენები და ბოლოს ფხიზლებს მოუხდათ ჩვენი სახლის დატოვება , ფხიზლებმა და მშივრებმა იმდენად გაუგებარი კერძები ამშვენებდა დედას მომზადებულ სუფრას. მე კი დავრჩი ოქროს სამკაულებით დახუნძლული შოკისგან დადუმებული დედაჩემის წინ . მამამ ბოლოჯერ მკითხა „დარწმუნებული ხარ“ ვუპასუხე „სრულიად“ გავუღიმე, მოვეხვიე და ბოლოჯერ დავამშვიდე. დანებდნენ, მათთვის ხომ ჩემი სურვილი იყო უპირველესი და მუდამ გვერდით მომყვებოდნენ როგორი სულელური გადაწყვეტილებაც არ უნდა მიმეღო მაინც. ალბათ ჩვენს ოჯახებს ეს საერთო თვისება ჰქონდა მხოლოდ ჩემებიც და შენებიც შვილების დასაცავად ყველაფერს გააკეთებდნენ, სხვადასხვა წესებით თამაში იცოდნენ, მაგრამ მაინც სიგიჟემდე ვუყვარდით,სხვადასხვა ფერი ჰქონდა მათ სიყვარულსაც. ალბათ ამიტომ შეგვეცვალა ჩვენც ჩვენი ფერები დუდა, შენ შენებურად გიყვარს მე ჩემებურად . ისევ გიყვარვარ დუდა? რამდენი ხანია არ მიგრძვნია შენი პასუხი. _ქორწილი_ დღე ,როდესაც ორი პლანეტის წარმომადგენლები ერთ სივრცეში უნდა შეგვეკრიბა ჩვენი ბედნიერება გაეზიარებინათ ისე რომ ორივე მხარისთვის მისაღები ყოფილიყო გარემო . არასდროს დამავიწყდება მამაშენის მენიუ რომ ნახა მამაჩემმა როგორი სახე ჰქონდა . მაშინ ბევრი ვიცინე , სახალისო იყო ეს ყველაფერი . რა სულელი ბავშვი ვიყავი, სულელი , სულელი ნამდვილი სულელი ბავშვი. იდიოტი რომანტიკოსი, რომელიც ამ ყველაფერს დიად მიზნად ხედავდა, მტკიცებულებად თუ როგორ არ არსებობს საზოგადოების ფენებს შორის ჩატეხილი ხიდი ,როგორ შეიცვალა სამყარო . არადა არც არაფერი შეცვლილა. ჩვენს ქორწილში ისმოდა კლასიკური მუსიკა , იყვნენ ცნობილი მუსიკოსები და მომღელები და ასევე საქეიფო ,დარდიმანდული ,ფანოღური სიმღერები, რომლებიც ჩემების შოკირებას იწვევდა. ჩვენს ქორწილში იყვნენ მინისტრებიცა და გლეხებიც, გენიოსებიც და ისეთებიც სკოლის ატესტატი რომ არ ჰქონდათ,იყვნენ შრომისაგან გაუხეშებული ხელებით ქალები და ისეთებიც დამხმარე ქალის გარეშე ჩაისაც ,რომ არ მოამზადებდნენ. თითქოს ერთად იყვნენ, ერთ სივრცეში მაგრამ მაინც ცალ- ცალკე. მე კი ჯერ კიდევ ვერ აღვიქვამდი ამ ყველაფერს პრობლემად , მე ყველა მიყვარს დღეს. ჩემები და შენები აღარ არიან არიან მხოლოდ ჩემები ,მაგრამ შენ? შენ ოდესმე მაინც თუ სცადე მათი შეყვარება . არ მგონია სურვილი გქონოდა , ყველანი გაღიზიანებენ და ჩემს მშობლებსაც მხოლოდ იმიტომ ხვდები ყალბი ღიმილითა და მშვიდი ტონით,რომ არ გინდა თავი გაყიდო. მე ხომ ვიცი არა? მიზეზი გაქვს დუდა? მე თუ შენები მხოლოდ იმიტომ შევიყვარე და მივიღე რომ შენ მათი ნაწილი ხარ შენთვის საკმარისი რატომ არ აღმოვჩნდი . შენ ხომ მათთან ცხოვრება არ გიწევდა, შენ მათ ტყავში შესვლა არ გიწევდა მე კი 14 წელი გავატარე შენს დიდ ოჯახში. მივიღე ყველაფერი, უარი არაფერზე მითქვამს და გავხდი სრულიად სხვა სამყაროს ნაწილი, სამყაროსი რომელიც ნელ-ნელა მახრჩობს. ქორწილი დასრულდა და დაიწყო ახალი საფეხური. თავისუფალი გოგონას ფრთების მოშორების პროცესი. ამ წლებს განმავლობაში თითქოს ნელა, შეუმჩნევლად მაცლიდით ბუმბულებს და ახლა ვგრძნობ ფრთები ხმება , მტკენს იმის ნაცვლად რომ სულს მიამებდეს . _ შიში პირველი და არა უკანასკნელი _სტრესი ,რომელიც მაქრობდა_ კომპლექსების არმია პირველად შიში ჩვენი ქორწინების ღამესვე ვიგრძენი იცი? გიფიქრია იმაზე თუ რას გააკეთებდი მე რომ ქალიშვილი არ ვყოფილიყავი? მე მგონია,რომ ჩემზე უარის თქმა შეგეძლო ამის გამო. ახლა უკვე დარწმუნებულიც კი ვარ, რომ არ მაპატიებდი ცხოვრებაში სხვა კაცის არსებობას. ნეტავ ახლა რას ფიქრობ, გეცინება და ამბობ რა სისულელეაო თუ იკვირვებ აბა სხვის „ნახმარს „ ხომ არ დაგიტოვებდიო. ეს ხომ შენების ტოპ ბნელ შეხედულებებს შორის ერთ-ერთი მოწინავეა. ქალები აუცილებლად უმწიკლონი უნდა ჩაბარდნენ ქმრებს. აი კაცები კი გამოცდილი მექალთანეები ქორწილამდეც და თუნდაც შემდეგაც უნდა იკმაყოფილებდნენ თავიანთ ცხოველურ ჟინს. იმ ღამით ამდენი არ მიფიქრია, ეს მხოლოდ გრძNობა იყო ნეტავ რა იქნებოდა რომ არა სისხლის რამდენიმე წვეთით დამტკიცებული ჩემი სხეულის სიწმინდე. შენი სიყვარული გაუძლებდა შემთხვევით შემხვედრ ჩემს ყოფილს? მე ხომ გავუძელი, ავიტანე . სხეულში მტეხდა რომ ვუყურებდი ქალს ,რომელთანაც რომანი გქონდა . გგონია ქალისთვის მარტივი წარმოსადგენია როგორ ეალერსებოდა მისი კაცი ვიღაც სხვას? ტვინში სისხლი მექცეოდა შენი ყოფილების გამოჩენისას მიუხედავად იმისა,რომ დარწმუნებული ვიყავი ჩემს გარდა შენთვის აღარავინ არსებობდა . ხომ ხედავ ჩემი გრძნობა ბევრად ძლიერია , შენი არ ვიცი . დარწმუნებული აღარ ვარ და მე გავხდი სრულფასოვანი ცოლი, შენს ქალად წოდებული ჯერ კიდევ მომღიმარი, მნათობი შევედი თქვენს ბინაში , რომელიც სავსე იყო იმდენად სავსე, რომ ისიც ვიფიქრე ჩვენს საძინებელშიც დაწვება ვინმე-თქო. ხომ ერთი ძმა ცხოვრობდა იმ ბინაში,მაგრამ სულ ერთად იყავით სადაც იყო დედაშენი იქ იყვნენ რძლებიც ,ბავშვებიც და ქალიშვილებიც. მალევე მივხვდი ეს იყო თქვენი დაუწერელი კანონი. ყველანი ერთად ! კაცები მუშაობდნენ , სახლში თითქმის არ იყვნენ. ქალები დიასახლისის სტატუსმორგებულნი განაგებდნენ ერთად რამდენიმე სახლს. დედაშენი სხვა სახლებშიც კი აკონტროლებდა რძლებს. როგორ ახერხებს ამას დღემდე ვერ ვხვდები, წარმოუდგენელი ქალია . არ ვიცი ხვდებოდი,რომ ჩემთვის არაკომფორტული იყო ამდენი ადამიანის გარემოცვაში ყოფნა? რომ ეს სტრესულად მოქმედებდა ჩემზე მიუხედავად იმისა,რომ არცერთის საწინააღმდეგო არაფერი მქონდა? არამგონია ამაზე გეფიქრა. შენ შეჩვეული იყავი და ეს ჩვეულებრივი მოვლენა გეგონა, არც დაფიქრებულხარ მე დედისერთა, მშვიდ გოგონას რომელსაც სიჩუმეს მხოლოდ კლასიკური მუსიკის ხმა ურღვევდა ,სული შემეხუთებოდა იმ ქაოსში. უშენოდ გადავიტანე , უშენოდ შევეჩვიე, შევეგუე ხმაურისგან ატკიებულ თავს, არეულ კადრებს, ქაოტურად მორბენალ ბავშვებს რომელთა დანახვაც სულ მაშინებდა მეგონა რაიმეს იტკენდნენ და თავიდან ყველას დავდევდი. მიკვირდა დედები როგორ ისხდნენ მშვიდად , როცა ბავშვები კედლებზე დადიოდნენ მერე ამასაც შევეჩვიე და ერთმანეთს რომ დაუწყებდნენ ჩხუბს, ტატამს მოაწყობდნენ შუა მისაღებში მეც ვიჯექი და ველოდი რომელი გაიმარჯვებდა. ალბათ შენ ისევ სასაცილოდ მიგაჩნია ეს ყველაფერი მე კი ამ ცხოვრების წესთან შეჩვევამაც მომაყენა ტრამვა. იმის ცქერა თუ როგორ უზრდელ სიტყვებს ამბობდნენ, როგორ ექცეოდნენ ერთმანეთს, როგორ სცემდნენ ერთმანეთს ხომ დამანგრია, მაგრამ ბავშვებს რომ ლუდს და ღვინოს ასმევდა მამაშენი და წლების შემდეგ ამაზეც არ მქონდა რეაქცია ეს ხომ მართლა ჩემი განადგურება იყო არა? მერე რა რომ ისინი ჩემი შვილები არ იყვნენ, მეც ხომ მათი დედების მსგავსად არ ვაპროტესტებდი , აღარ ვცდილობდი ახსნას თუ რატომ არ უნდა მოესვა თუნდაც 3 ყლუპი ღვინო 7 წლის ბავშვს . რატომ არ უნდა მოესმინათ მუდმივი ღრეობა ბავშვებს რომელთაც სამეცადინო ჰქონდათ და იმის ნაცვლად გამართული წერა- კითხვა ესწავლათ ბაბუისა და მამის ძმაკაცებთან ერთად ,სკამზე მდგომები, სადღეგრძელოებს ამბობდნენ . ბიჭები , ბიჭების არმია ჩვენს ოჯახში. ყველა რომ ბიჭი იყო და არცერთი გოგო ამაზე საერთოდ არ გამიმახვილებია თავიდან ყურადღება . ბავშვები იყვნენ და რა მნიშვნელობა ჰქონდა მათ სქესს . მე უფრო ის აღმაფრთოვანებდა და მაოცებდა რომ დედაშენს 6 შვილი ჰყავდა და ყველა რძალს მინიმუმ ორი მაინც . კარგი შევეშვათ ბავშვების ამბავს და გადავიდეთ იმ რეალობაზე რომ ეს ბავშვები უმრავლესად იმ ბინის კედლებში იყვნენ ჩასახულები თან ისე რომ ერთი კედლის მიღმა კიდევ უამრავ ადამიანს ეძინა . მართალია ბინაში ცოტა ხნით ვიცხოვრეთ, თითქოს 14 წლიდან 1 წელი არც არაფერია,მაგრამ ახალდაქორწინებული მე, რომელიც საყვარელ კაცთან ურთიერთობის სხვა ფორმაზე გადავედი აღმოვჩნდი საძინებელში, რომლის ერთ მხარეს შენს მშობლებს ეძინათ, მეორე მხარეს შენს ძმასა და რძალს შუაში უმცროსი ვაჟით და საწოლის გვერდით უფროსი ვაჟით. რომ მაკოცე მაგანაც კი შემაშინა, მეგონა ჩემი სუნთქვა ესმოდა ყველას ისევე როგორც მე მესმოდა მეზობელი საძნებლებიდან გამოსული საუბრისა და საწოლის ხმები. შენ ამაზეც არ გქონდა რეაქცია ეჭვი მაქვს რძლების კვნესის ხმაც რომ გაგეგო და არც მაგაზე შეგიტოკებოდა ნერვი. მე კი ლამის მართლა საწოლის დაჭერაზე ვიფიქრე, იმ ღამით საერთოდ არ მეძინა, ყველა გადაბრუნების ხმა მესმოდა და მეგონა რომ მათაც ესმოდათ. ახლაც ვერ ვიჯერებ ,რომ საბოლოოდ ამასაც შევეჩვიე იქ ძილსაც ვახერხებდი და ს.ქსიც არა ერთხელ გვქონდა და პირველ რამდენიმე შემთხვევას თუ არ ჩავთვლით სიამოვნებასაც სრული მასშტაბურობით განვიცდიდი. მაშინ იმდენს ვიცინოდით, ჩემს წუწუნზე და მორიგი გამაოგნებელი ამბის შეცხადებებზე თავს ვერ იკავებდი , მაგიჟებდი,მაგრამ ისე მიყვარდა შენი სიცილი ვერც ვბრაზდებოდი. მაქსიმალურად ვცდილობდი ნაწყენი გამომეტყველების შენარჩუნებას შენო ჩახუტების მოლოდინში „რა საყვარელი ხარ „ ახლაც ჩამესმის ყურებში და ჟრუანტელი მივლის. ახლა რადგან არაფერი მაკვირვებს და ძველებურად არ ვწუწუნებ ჩემი მოფერება აღარ შეიძლება? არც ჩემთან ერთად სიცილი შეგიძლია? ასეთი შეუძლებელი რატომაა დუდა ? იქნებ უკვე იმდენად გაღიზიანებ ,რომ ყველაფერი ამის გამოა კორპუსში ცხოვრება თანაც გარეუბანში ჩემთვის გამოწვევა იყო. დედაჩემი რომ მოვიდა პირველად ძლივს გვიპოვნა და ისეთი სახით მიყურებდა მეშინოდა რამე ისეთი არ ეთქვა რომ შეურაცხყოფად მიგეღოთ. მეც იმდენჯერ ამრევია გზა , მეშინოდა კიდეც ისეთი ბნელი და მოუწესრიგებელი ქუჩები იყო, სავსე ორმოებით, ტალახით თითქოს ქალაქში კი არა სადღაც მიტოვებულ სოფელში მივდიოდი. უცხო იყო მეზობლებთან ურტიერთობა,რომელთა უმრავლესობასაც იცნობდნენ შენები . ჭორები,რომელთა მსგავსი მანამდე არაფერი გამეგო. ჩვენთან დღეში 20 ჭიქა ყავა მზადდებოდა და მინიმუმ 10 ოჯახს მაინც ჭორავდნენ . თავიდან გაოგნებული ვუსმენდი როგორ შეეძლოთ ყველა გაეკრიტიკებინათ, სხვის ცხოვრებაში შეჭრილიყვნენ და თან რის გამო ტატუ, სიგარეტის მოწევა, საყვარელი, ბოიფრენდი ყველაფრის გამო შეეძლოთ ქალის გაკიცხვა. იცოდნენ ყველა კაცის შემოსავალი, საყვარლისთვის ნაჩუქარი კაბა და ცოლის შემოსარიგებლად ნაყიდი ყვავილების რაოდენობა. მთელი წელი სახლიდან გასვლის დროს ზუსტად ვიცოდი რამდენი თვალი მომყვებოდა ტერიტორიის დატოვებამდე და ისეთი დაძაბული ვიყავი რამდენჯერმე ლამის შუა ეზოში გავიშხლართე . მაშინ ჯერ კიდევ ვსაუბრობდით და თუ გახსოვს ამაზეც გამოვხატე ჩემი აღშფოთება შენ კი ისევ ბევრი იცინე , დაიკიდე შეეჩვევიო მითხარი რა საყვარელი ხარო დაამატე და ბევრი მაკოცე . როგორ მიყვარდა შენი ტუჩების შეხება მთელს სახეზე , გულისცემა მიჩქარდებოდა, ვანათებდი და მოდუნებული ვეშვებოდი შენს მკლავებში. რამდენი ხანია ასე აღარ მომფერებიხარ, პატარა ჩიტად ყოფნის სიამოვნება არ განმიცდია . თითქოს ადრე იცოდი ყველაფერი რომ მაფრთხობდა ბეღურად მთვლიდი ახლა კი არწივად ვიქეცი და გგონია რომ გულში ვერ ჩამიკრავ და თმაზე ვერ მომეფერები?... არ ვიცი . ალბათ არც შენ იცი . ჩემი პატარა წრე არ ჰგავდა იმ სივრცეს რაშიც მოვხვდი. ჩემს მეზობლად არ იყვნენ ქურდები, მკვლელები და მოძალადეები. ჩემი მეზობლის სახლიდან არ გამოდიოდა ქალის კივილის ხმა რომელსაც მთვრალი ქმარი სცემდა და მე მეშინოდა, იცი როგორ მეშინოდა ამ ცხოველების გარემოცვაში ყოფნის? ვერ ვხვდებოდი რატომ არავინ შედიოდა , არავინ ეხმარებოდა განწირულ ქალს და შენ რომ მოაშორებდი მოძალადეს ის ქალი რატომ გთხოვდა ნაბიჭვრი ქმრის დანდობას. ყველაზე მეტად სწორედ ეს მაკვირვებდა, როგორ შეიძლებოდა მსხვერპლს მოძალადე დაეცვა მსხვერპლს რომელსაც გახეთქილი წარბიდან ჯერ კიდევ სდიოდა სისხლი. მტკენდა ბავშვები, ტირილისგან დაწითლებული თვალებით,რომ შეჰყურებდნენ დედას და ეშინოდათ მამის. შეშინებული ვუყურებდი ბიჭების ჩხუბს, როგორ გამეტებით ურტყამდნენ ახალგაზრდები ერთმანეთს და მეგონა მანამდე საერთოდ არ მიცხოვრია. სისხლის გუბეებს ვხედავდი, დაუნდობელ ბიჭებს , ჯერ კიდევ ბავშვებს რომელთაც ხელის აუკანკალებლად შეეძლოთ თანატოლისთვის დანის დარტყმა . იმ თანატოლისთვის საათების წინ უბნელად რომ თვლიდა და მასთან ერთად ატარებდა ქუჩაში დროს. მაოგნებდა უსაქმურობისა და გაუნათლებლობის ეს დონე , ნარკოდამოკიდებულების რაოდენობა მაშფოთებდა. ყველაფერი რაზეც უბრალოდ მსმენოდა, უცებ ჩემს წინ აღმოჩნდა იქ სადაც ვცხოვრობდი, იქ სადაც ვიწყებდი და ვასრულებდი დღეს. მეშინოდა ქუჩაში გასვლის, გვიან ღამე დაბრუნება ხომ საერთოდ არ შემეძლო თუ შენ ან შენი ძმები არ მომყვებოდნენ გვერდით. იქ სეირნობის სურვილიც არ მქონდა და არც იყო შესაფერისი ადგილები . ეს ყველაფერი ნელ-ნელა გაუაზრებლად მანგრებდა, მფიტავდა და ჩემს ფერად ცხოვრებას ამუქრებდა. შენ ალბათ გეგონა,რომ მე თავს დაცულად ვგრძნობდი და ის ფაქტი,რომ თქვენი ოჯახის წევრებს არავინ ეხებოდა სრულ სიმშვიდეს მიქმნიდა . ქალები ჩვენს ოჯახში ხომ ურეაქციოდ ხვდებოდნენ ყველა ამ ამბავს, მათთვის უცხო არაფერი იყო არ აკვირვებდათ ადამიანთა არაადამიანობა. ყველას ეცინებოდა ჩემს შეშფოთებაზე, ჩემს პროტესტზე და პატრა ბავშვივით მეფერებოდა დედაშენი „ეს სამყარო ასეა მოწყობილი , უნდა შეეჩვიო დედი „ მართლაც მე ყველაფერს შევეჩვიე , მაგრამ რის ფასად? მშვიდი ცხოვრებიდან მოვხვდი ველურების გარემოცვაში, ჯუნგლებში სადაც ჯერ კიდევ ბნელი კანონები მოქმედებდა და დემოკრატიის გაცოცხლებას ხელისუფლების ცვლილება ოდნავადაც ვერ ეხმარებოდა. ქვეყნის უდიდესი ნაწილი ისე ცხოვრობდა როგორც თქვენ და კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში იყვნენ, წარმოდგენაც არ მინდა სხვებს როგორ უჭირდათ . მე ფაქტობრივად საწუწუნო არაფერი მქონდა, მხოლოდ ჩემი მთელი არსება ინგრეოდა სტრესისგან, წვეთ-წვეთად მიღებულ შხამს ჰგავდა წლები რომელიც მუდმივად არასასიამოვნო გარემოში, დაძაბულობაში გავატარე და ამ შეჩვევამ რომელიც ურიცხვი რაოდენობით დაგროვდა საბოლოოდ ყულფი შექმნა ჩემს კისერზე. კიდევ ერთი ამბავი რომელსაც ამ 14 წლის განმავლობაში შევეჩვიე სტუმრებია ჩვენს სახლში. დღის ნებისმიერ მონაკვეთში გაშლილი სუფრა, რომელზეც დაუპატიჟებელი,მოულოდნელად გამოჩენილი სტუმრები ხვდებიან. ისედაც გადავსებულ სახლს კიდევ უფრო მეტად ავსებენ. ბინის პატარა მისაღებში ყველანი როგორ ვეტეოდით დღემდე არ ვიცი . შენთვის ჩვეულებრივი და ჩემთვის გამაოგნებელი ამბავი იყო ქალების კულინარიული შესაძლებლობები . კაცები სანამ საუბრობდით , ერთმანეთს ესალმებოდით და მოიკითხავდით ქალები ამ დროს ელვის სისწრაფით ,საოცარი კოლაბორაციით ამზადებდნენ უგემრიელეს კერძებს . პირველად რომ შევედი სამზარეულოში, ამ პატარა ოთახში სადაც ერთი ქალთა სამინისტრო იყო ,კიდევ ერთხელ ვიგრძენი, რომ დავიკარგე. ოთხი ქალი ისე მოძრაობდა ციცქნა ოთახში,ისეთ ჰარმოანიას ქმნიდნენ ნეტავ კაცებსაც შეგეძლოთ იმ საქმის აღქმა რაც დიასახლისის სტატუსის მიღმა იმალება. მიკვირდა და შემდეგ მივიღე ,ტყავი გამოვიცვალე ,გავხდი ისეთი მზარეული როგორიც ჩვენს ოჯახს სჭირდებოდა . მგონი ნიჭიერი აღმოვჩნდი , გემოვნებაც კი შევიცვალე თავიდან კი თითქმის მშიერი ვატარებდი დღეებს . ღმერთო ჩემო,იმდენ რამეს შევეჩვიე სასაცილოდ რომ მიგაჩნია და მეც რომ არ ვაქცევდი ყურადღებას . მივიღე, შევეჩვიე, შევეგუე, შევიცვალე და საბოლოოდ გარდავიქმენი იმად რაც ახლა ვარ. ეს არასდროს მითქვამს , მაგრამ მე ამდენ მთვრალ კაცსაც არ ვიყავი შეჩვეული. უეცრად კი ჯერ კიდევ უცნობი ადამიანების გარემოცვაში აღმოვჩნდი და შინაგან შიშს ძლივს ვუმკლავდებოდი. თავიდან ხომ მათი საუბარის მანერაც აგრესიული იყო ჩემთვის , სულ მეგონა იჩხუბებდნენ და შენ რომ არ იყავი ვცდილობდი თვალში არავის მოვხვედროდი ზედმეტად. ახლა მრცხვენია ამ ფიქრების გამო , მაგრამ ჩემიც უნდა გაიგო კაცი გინებას რომ იწყებდა ეს ავტომატურად ჩხუბთან ასოცირდებოდა და რა ვიცოდი ყოველ მეორე სიტყვაში თუ შეიძლებოდა ბილწი სიტყვების გამოყენება. მიკვირდა როგორ იტანდნენ ქალები ასეთ გათიშულ , არაადეკვატურ ქმრებს როგორ არ ურევდათ გულს მათი არეული საუბარი, სიარული, ხანაც ღებინება და ხანაც უბრალოდ ეს უაზრო მდგომარეობა . ვინ იფიქრებდა თუ ერთ დღეს ამასაც გამოვცდიდი და შენს მთვრალ სხეულს საყრდენად გადავექცეოდი, ტანსაცმელს გაგხდიდი და ბავშვივით გაგახვევდი საბანში, დილით ბახუსის მარტივად გადასატანად წვნიანს მოგიმზადებდი და მინერალური წყლით სავსე ბოთლებს ყველა ნაბიჯზე გზად დაგაწევდი. დღემდე მიკვირს თქვენი ღვიძლი როგორ უძლებს , სულ ველოდები,რომ ავად გახდებით და ამისაც მეშინია. ქეიფის თემას ისე ვერ დავხურავ ერთ მნიშვნელოვან ამბავს რომ არ შევეხო. ძალიან საინტერესო და ყველაზე დამთრგუნველ ქმედებას ,რომელიც ჩვეულებისამებრ შენი მანიპულატორული ბუნებით მარტივად გამოგივიდა. საბოლოოდ შექმნილი სქემა ასეთია, მოდიან სტუმრები ძირითადად კაცები რომელთაც შენთან მუდამ ეგულებათ სტუმართმოყვარე მასპინძლები, კარგი ღვინო, გემრიელი კერძები და დახმარება ნებისმიერ საქმეში . ისინი მოდიან და ჩვენ ქალები ავტომატურად ვინაცვლებთ სამზარეულოში მიუხედავად იმისა თუ როგორ ვგრძნობთ თავს, რაიმე საქმე გვქონდა თუ არა, გეგმებიც უნდა დავივიწყოთ,ისიც იმ წამს რომ შემოვაბიჯე სახლში და სწრაფად გამოვიყენო ყველა პროდუქტი რომელიც მოგვეპოვება. დედამთილისგან ვისწავლე ,რომ სტუმრამდე ყველაფერი ხელგაშლილად უნდა მიიტანო , მთელი გულითა და სულით უნდა მოამზადო მიუხედავად იმისა ეს სტუმარი მოგწონს თუ არა, გაშინებს თუ გახარებს, გაწუხებს თუ გსიამოვნებს მისი ხილვა შენს სახლში. ჩვენთან ხომ მხოლოდ კარგი ბიჭები არ მოდიოდნენ, ერთ დღეს შეიძლება შენი თანამშრომლები შეკრებილიყვნენ, მეორე დღეს მამაშენის მეგობრები , მესამე დღეს შენი უბნელი ბიჭები, კლასელები, კურსელები ან კიდევ ვინ იცის ვინ. სუფრა გამზადდებოდა თუ არა მე სად მივდიოდი? როგორ მითხარი სულ პირველად? ახლა ვიხსენებ დეტალურად ,სამზარეულოში შემოხვედი დაქანცული არეულ ჭურჭელს ვალაგებდი მომეხვიე , მაკოცე , შემაქე რა მაგარი გოგო ხარო , არ იყო საჭირო ასე შეწუხებაო . მიდი დაისვენე დანარჩენს მე მივხედავო , შეგიძლია აღარ გამოხვიდე ჩვენთანო . მაინც როგორი ტკბილი ხმით იცი ხოლმე დაწყება , დიდი მოთმინებით გამოირჩევი როდესაც გინდა რაღაც მიზანს მიაღწიო . ამას ახლა ვხვდები, მაშინ მეგონა რომ ჩემზე დარდობდი ხვდებოდი ხმაურში ყოფნა რომ დამღლიდა და ამიტომ მითხარი დაისვენეო. სინამდვილეში ეს არ იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა რომელიც ჩემი დაღლილობის ან სტუმრების გამო მოხდა მე უიშვიათეს შემთხვევებში ვიკავებდი ადგილს შენს გვერდით სუფრასთან . მხოლოდ მაშინ თუ ჩვენ, ოჯახის წევრები ვვახშმობდით, მხოლოდ ნათესავები ვიყავით და კიდევ სტუმრების დიდი ნაწილი ქალები თუ იყვნენ. ახლა ამ ყველაფერს პირადად რომ გეუბნებოდე და დიალოგის საშუალება მომეცა შენთვის ზუსტად ვიცი როგორ გაიკვირვებდი და მეტყოდი ეს რა პრობლემას ქმნიდა შენთვისო? მე ხომ შენი ნაცნობების უმრავლესობა მაღიზიანებს, მაშინებს და მათთან შენი დიალოგის მოსმენაც არ მინდა , მაგრამ მე საერთოდ დამავიწყდა როგორ ვსაუბრობდი მამრობითი სქესის წარმომადგენლებთან. მე , ქალი რომელსაც კომპლექსი არ გააჩნდა, რომელსაც ნებისმიერთან საუბარი შეეძლო ერთ დღეს მივხვდი როგორ ვიძაბებოდი თუ ვინმე ზედმეტად გაახანგრძლივებდა დიალოგს , შემომხედავდა ხანგრძლივად ან გამოიჩენდა რაიმე სახის ინტერესს. ფლირტზე არ ვსაუბრობ, უბრალოდ დიალოგზე ვლაპარაკობ. ახლა უკვე სტუმრები რომ მოდიან და ბოლო თეფშს ვდებ მაგიდაზე მანამ გავდივარ ოთახიდან სანამ თვალით მანიშნებ „თავისუფალი ხარ“ . დიახ, ზუსტად ასე დაქირავებულ მოსამსახურედ ვგრძნობ თავს რომელმაც არ უნდა მოისმინოს შენი საუბარი ადამიანებთან რომელთაც სახლის კარს უღებ , რომელთაც ჩემს მომზადებულ კერძებს აჭმევ , ვის გამოც ენერგიას მაცლი . მე კომპლექსების დიდი ჯარი მომყვება დღეს უკან და შენ ისინი ისე დააყენე ჩემს სადარაჯოდ ,რომ მე წლების შემდეგ ვიაზრებ . როგორი მაგარი ხარ არა? მე სულ დარწმუნებული ვიყავი საკუთარი ტვინის შესაძლებლობებში, ჩემს გონიერებასა და მოხერხებულობაში სინამდვილეში კი შენ ხარ დომინანტი , მანიპულატორი რომელიც წლებია ისე მმართავს როგორც თოკებით დაჭერილ მარიონეტს. იმდენად შეიცვალა ჩემი ცხოვრების სტილი და თავად მეც,რომ მეგობრებს საბოლოოდ ჩამოვშორდი. ესეც დროში გახანგრძლივებული პროცესი იყო და ისე მოხდა მათი ჩემი ცხოვრებიდან გაქრობა,რომ გონსაც ვერ მოვედი. ერთ დღეს გავიღვიძე და მივხვდი,რომ მათთან დიალოგიც აღარ შემეძლო, გავირიყე . საერთო აღარაფერი დაგვრჩა , ვეღარ მივყვებოდი მათი ცხოვრების რიტმს და თავს საშინლად ვგრძნობდი. ერთხელაც დავიმალე , ხო იმდენად ცუდად გამოვიყურებოდი, იმდენად დაღლილი ვიყავი და ისე მეჩქარებოდა სახლში ,რომ ნაცნობი სახის დანახვისას დამნაშავესავით დავიმალე . წარმოიდგინე როგორ ვიგრძნობდი თავს? ხვდები რამდენად მატკინა ამ ამბავმა? შენ ისინი არ მოგწონდა მე კი როგორც არ უნდა შევიცვალო შენი მეგობრების ცოლებთან თავს კომფორტულად მაინც ვერ ვიგრძნობ, ვერ ვენდობი, ვერ ვესაუბრები, ვერ გვექნება საერთო აზრები მათთან ყალბი ვარ, უბრალოდ ვჩუმდები და ისე ვუსმენ მათ ჭორაობას, საცოდაობაა როდესაც საუბრობენ სხვების მოღალატე ქმრებზე როდესაც თავად არიან რქიანები. საუბრობენ თავმოყვარეობაზე ქალები რომელთაც ღალატის პატიება ძვირადღირებული მანქანის ან ბრილიანტისთვლიანი ბეჭდის სანაცვლოდ შეუძლიათ. თავი განათლებულად მიაჩნიათ ნაყიდი დიპლომების გამო, კარიერულ წინსვლას აღნიშნავენ ქმრებისა და სხვა ნათესავების კომპანიებში მუშაობის გამო . კიდევ რა ვთქვა? ცხოვრება თავზე ენგრევათ ,დარდობენ იმაზე რაც სადარდებელი არ არის და არ აინტერესებთ ის რაც მართლაც მნიშვნელოვანია. ასეთი ადამიანების გარემოცვაში ტყვედ ჩავარდნილი დავრჩი და გასაქცევიც აღარსად მაქვს . საკუთარი სიმართლისა და სწორი შეხედულებების კომპლექსიც გამიჩნდა იცი? შემიძლია პირში მივახალო სათქმელი, არგუმენტებით დავუმტკიცო როგორ ცდებიან და რამდენად უგუნურები არიან,მაგრამ ვიცი აზრი არ აქვს ისინი არ შეიცვლებიან, მათ არ უყვართ რელსებიდან გადასვლა, ქარავანი შეუჩერებლად მიდის და ქალებიც აქლემებივით მიაბიჯებენ თუნდაც წინ უფსკრულს ხედავდნენ . ღმერტო როგორ გავუძელი ამდენი წელი ამ ყველაფერს, როგორ არ გამისკდა გული ამდენი შხამისგან რომელსაც სულში ვაგროვებდი ამ ყველაფრის ატანის გამო. შეჩვევა დავიწყე ,რაც საკუთარი საფლავის გათხრას ნიშნავდა თურმე! უკან დახევა,დამალვა, თავის არიდება ,სიჩუმე და კიდევ სხვა უამრავი კომპლექსისა და შიშის გამოვლინება , ქმედებებში ასახული სტრესის შედეგები ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. მე საკუთარ თავსაც ვეღარ ვხედავდი, თავდაჯერებული მეც დაიმალა სადღაც ჩრდილში დადგა და ჩემს გამოფხიზლებას წლობით ელოდა. განებივრებული, ეგოისტი გოგონა იმდენად ღრმად ჩაიმარხა,რომ საკუთარი თავი საერთოდ დავივიწყე. შენს სურვილებზე, შენს კომფორტზე, შენს სიმშვიდეზე, ბედნიერებაზე, წარმატებაზე, ჯანმრთელობაზე ორიენტრიებული გავხდი ,როგორც ნამდვილ ცოლს შეეფერება არა? სხვაგვარად როგორ უნდა მოიქცეს ქალი? აქაც ვერ დავიცავი ზღვარი, მეგონა ორმხრივი იქნებოდა ჩვენი მზრუნველობა,მაგრამ ცალმხრივი აღმოჩნდა. ერთ დროს , ჯერ კიდევ მიმზიდველი ქალი რომ ვიყავი და ვცდილობდი არ დამეკარგა კავშირი ჩემს ნაცნობებთან წვეულებაზე წავედით. იმდენად იშვიათად ყოფილა მსგავსი შემთხვევა, დარწმუნებული ვარ გემახსოვრება ის საღამო . გამომწვევი იერი არასდროს მქონდა, არც შენამდე და მითუმეტეს შენს შემდეგ ,მაგრამ ვიყავი მომხიბვლელი ,მიმზიდველი ქალი რომელიც ინტერესს აღძრავდა მიუხედავად შენი ჩემს გვერდით არსებობისა. იმ საღამოს პირველად ვნახე მსგავსება შენსა და იმ კაცებს შორის ვის გარემოცვაშიც ცხოვრობდი. შენც ეჭვიანი, იმპულსური არსება გახდი მიუხედავად შენი სტატუსისა ისე მიიმწყვდიე ბნელ კუთხეში ჩემთან მოფლირტავე სულელი კაცი თითქმის დარწმუნებული ვიყავი,რომ მისი დახრჩობა შეგეძლო. საშინელებებს ეუბნებოდი, ისე ემუქრებოდი ,ისეთ სიტყვებს ამბობდი მეგონა სხვა ადამიანს ვხედავდი და ჩემი მშვიდი გაწონასწორებული ქმარი ამ ყველაფერს არ იტყოდა. დეტალებს ვერ ვიხსენებ, მახსოვს როგორ მოუქნიე მუშტი და როგორ იხეთქა სისხლმა მისი ცხვირიდან . არ გაჩერდებოდი , ვგრძნობდი ვერავინ შეგაჩერებდა მე თუ არ მოვიდოდი . არ მახსოვს სხეული რა ძალით ავამოძრავე, ხმა როგორ ამოვიღე, სიტყვა როგორ გითხარი საერთოდ ,მაგრამ შენი მზერა მახსოვს დამინახე და ის მტაცებელი მგელი, შენი თვალები რომ ირეკლავდნენ , საყვარელ ცუგად გადაიქცა . მშვიდად მომხვიე შიშველ ზურგზე სისხლიანი , გადაყვლეფილი ხელები და როგორც ყოველთვის თან წამიყვანე. იმდენად ამაზრზენი სანახავი იყავი , იმდენად შემაშინა იმ ფაქტმა ,რომ ეჭვიანობის გამო ვინმეს მოკვლა ან დასახიჩრება შეგეძლო გაუაზრებლად შევქმენი კიდევ ერთი ბარიერი ჩემსა და კაცებს შორის. ყველაფერი დაინგრეოდა, ამდენწლიანი ნაშენები შენი კარიერა , ცხოვრება და ჩვენი სიმშვიდე . მე მეშინოდა უბრალოდ საუბრისაც კი როცა იყავი და არ იყავი მაშინაც . არავისთან ფლირტზე არასდროს მიფიქრია, წლებმა ისე შემცვალა ახლა საერთოდ ვის ვაინტერესებ,მაგრამ მაინც მე ყველას თავს ვარიდებ როგორი წრფელად მეგობრული დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეთ ჩემს მიმართ. აი ასეე არაფრისგან,თითქოს უმიზეზოდ იქმნებოდა ჩემსა და ადამიანებს შორის ბარიერები . ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავეშვი , დავეშვი უფსკრულის ძირში , უკუნით სიბნელეში სადაც სინათლე სადღაც შორეული წერტილიდან აღწევდა მხოლოდ. გარეგნობა , რომელიც წლებთან ერთად იცვლება, მაგრამ მე ზედმეტად გავუსწარი დროს . 36 წლის სიცოცხლით სავსე, აყვავების ასაკში მყოფი ქალის ნაცვლად ნაჭერში გახვეული , გამოუძინებელი, არეული ქალი მიმზერს ,რომელიც არც ჩემია და არც შენი. ის უბრალოდ რობოტია, რომელიც დღის რუტინას მიჰყვება და რომლისთვისაც ყოველი დღე ერთნაირია. ერთ დროს მომატებული კილოგრამები კარგა ხანია გაქრა, მაგრამ მაინც მესმის შენი ნათქვამი სიტყვები „ არ გიხდება, სჯობს გარდერობში ცვლილებები შეიტანო ძვირფასო . 18 წლის ბავშვები აღარ ვართ „ ნამდვილად არ მიხდებოდა ის კაბა თუ იმდენად მიხდებოდა, რომ სჯობდა არ ჩამეცვა და უფორმო , დახურული სამოსით მევლო,რომელიც ჩემი სხეულის კონტურს არ გაიმეორებდა. ახლა ძველებურად გამოკვეთილია ჩემი სხეულის ყველა კონტური , ჩემი ფორმები მეტად ქალურია , მაგრამ სამოსი არ იმეორებს სხეულის ფორმებს. „ თავს უხერხულად იგრძნობ, ბავშვი არ მოგასვენებს ხომ იცი როგორ უყვარს შენს მკერთან თამაში“ , არ ტყუოდი, ჩვენი გოგონასგან ყველაფერი მოსალოდნელი იყო . შენ რა იცოდი მე თუ კომპლექსი გამიჩნდებოდა და ბავშვით ხელში სახლიდან გასვლასაც მოვერიდებოდი არათუ მხოლოდ კაბის ჭრილს შევცვლიდი. ჩემშია პრობლემა, მე იმდენად ვერიდებოდი კომფლიქტებს, იმდენად მეშინოდა დაძაბულობის, ჩვენი სიმშვიდის დარღვევის რომ ჩემ გონებას გაუაზრებლად მივყავდი ჩრდილში . ამიტომაც დაგავიწყდი, შეუმჩნეველი გავხდი ჩემ სიჩუმეს უმეტყველო გარეგნობაც დაემატა. ჟესტიკულაცია და მიმიკაც კი შემეცვალა ამჩნევ? თუმცა რას შეამჩნევ შენ ხომ მე საერთოდ აღარ მიყურებ. რა საინტერესოა არა? შენ მშვიდად ხარ სხვა კაცებს თვალში არ ვხვდები და ავტომატურად შენთვისაც მოჩვენებას დავემსგავსე, უხილავ არსებად ვიქეცი. შენ მთელი ეს წლები ვითარდებოდი მე კი უკუგანვითარებას განვიცდიდი. ვმუშაობ, მაგრამ არა ისე როგორც წარმომედგინა ,იმის მესამედიც ვერ შევძელი რაც მინდოდა. შენ დაიხვეწე, შეიცვალე და კიდევ უფრო მიმზიდველი გახდი. წლებთან ერთად ჩვენს შორის განსხვავებების უფსკრული გაჩნდა შენ მწვერვალისკენ მიიწევ მე სულ უფრო დაბლა ვეშვები. მე ისე გამოვიყურები არც კი ვიცი ასეთს როგორ მიძლებ , საკვირველი ალბათ ის იქნებოდა ძველებურად დიდხანს რომ მიყურებდე. ადრე სახლში მხოლოდ მაშინ ვერ ბრუნდებოდი ან ძალიან ადრე მიდიოდი როდესაც საქმის გამო გამოგიძახებდნენ, ახლა სრულიად სხვა რეჟიმი გაქვს და მაინც არ ბრუნდები, ბოლო თვეებია საძინებელში საერთოდ არ შემოდიხარ მე კი იმ მდგომარეობაში ვარ,რომ მთვრალსაც სიამოვნებით გაგიყოფ სარეცელს. აქამდე ასე იყო ახლა უკვე ზღვარს გადავედით და მე ჩემი შენთან მოჯაჭვულობის გასაქრობად ყველა რგოლს გავწყვეტ. ეს ღამე შენს მოლოდინში უქმად არ გავლიე და ყველაფერს ვწერ. მალე გათენდება . სათქმელი უამრავი მაქვს, დეტალებს აღარ მივყვები ვფიქრობ საკმარისია ის რაც ვთქვი დანარჩენს იმედია გაიხსენებ და მიხვდები როგორ ვარ . იმედია, იმედი თორემ დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვი. იქნებ უკვე კითხვაც შეწყვიტე და ჩემი წერილი ახლა უჯრაშია გამოკეტილი სხვა არაფრისმთქმელ , მდუმარე ფურცლებთან ერთად . მაინც განვაგრძობ , მინდა შენთან ბოლომდე მართალი ვიყო და არაფერი დავტოვო უთქმელი , არაფერი დავტოვო კითხვის ნიშნის ქვეშ . _ მთელი არსებით დედა _ ჩემი დანგრევის მიზეზი კიდევ ერთი ძლიერი ტალღა ჩვენი ბავშვებია. 13 წლიანი დედობის პროცესი რომელმაც შექმნა ჩემში ახალი ქალი,რომელსაც ჰქონდა საკუთარი სისუსტე,მაგრამ მასზე ძლიერი ჩემში არავინაა. დარწმუნებული იყავი ,რომ სწორედ მათ გამო ვაკეთებ ყველაფერს ახლა და მთელი დარჩენილი ცხოვრება მათი კეთილდღეობისთვის იქნება მიმართული. გახსოვს პირველი შეგრძნებები? მე შენი ცრემლები მახსოვს ,ყველაზე თბილი,გრძნობებით სავსე ჩახუტება და განცდა,რომ ჩვენ ორივენი დაცულები ვიყავით შენთან . ბედნიერი ვიყავით ყველანი ,ჩვენი პირველის მოლოდინში ვიყავი მნათობი ,კაშკაშა , ციმციმა ქალი უდიდესი მისიით. შენ ჩემს გვერდით იყავი , ცდილობდი დრო ყოველთვის გამოგენახა და არაფერი გამოგრჩენოდა, ისეთი ყურადღებიანი და საყვარელი ალბათ ცხოვრების არცერთ ეტაპზე ხარ როგორც მამობის მოლოდინში. ჩვენი გრძნობების , ჩემი და შენი გაერთიანება ოთხ სიცოცხლედ ვაქციეთ . შენზე მეტად თუ ვინმე მიყვარს , შენზე წინ თუ ვინმე დგას მხოლოდ ისინი არიან და სხვა არავინ . ეს არასდროს დაგავიწყდეს, გთხოვ. ჩემი ბედნიერება არ გაუფერულებულა ,მაგრამ შენმა ფერები დაკარგა ,როდესაც გავიგეთ,რომ მორიგ ვაჟს კი არ გავუჩენდი შენს ოჯახს არამედ გოგონას ველოდით. მაშინ ვერ მივხვდი,ისეთი ბედნიერი ვიყავი შენი გაოგნება მხოლოდ შოკს მივაწერე. და იყო წინადადება „ პირველს რა მნიშვნელობა აქვს, მეორე ბიჭი იქნება“ ეს და სხვა მრავალი მსგავსი შინაარსის ბნელი წინადადება მომისმენია და ყველა ძლიერ დარტყმებს მაყენებდა, თითქოს თავში ბლაგვ საგანს დაუნდობლად მირტყამდნენ ,გვაზიანებდნენ მე და ჩემს გოგონას , უსუსურ ქმნილებას რომლის დასაცავადაც ყველაფრისთვის მზად ვიყავი. იმედი გამიცრუე პასუხად არაფერი რომ არ თქვი, რომ არ შეეწინააღმდეგე და არ დაიცავი ჩემი გოგონა. ისეთი სიმარტოვე ვიგრძენი , მეგონა გული გამიჩერდებოდა . შენ არასდროს გითქვამს რა მნიშვნელობა აქვს გოგო იქნება თუ ბიჭიო, არასდროს დუდა . იმიტომ ,რომ შენც ვაჟის მოლოდინში იყავი , თავს დამცირებულად გრძნობდი იმდენად დაბლა დგას შენი აზროვნება ამ საკითხში არც კი ვიცი რა უნდა გითხრა, მთელი არსებით მებრალები იცი? ჩვენი სამი გოგონას არსებობა შენთვის დამამცირებელი ,კაცური ღირსების შემლახავი ფაქტი რომ იყო აი ამიტომ მებრალები ყველაზე მეტად. ვეცადე შენთვის გამეგო, სასაცილოა იმდენად ვიყავი შენს გაბედნიერებაზე ორიენტირებული,რომ ბავშვების გაჩენაზეც კი მოქმედებდა ეს, ბავშვების რომლებსაც მე ვატარებდი მუცლით, მე ვზრუნავდი არსებობის პირველი წამიდან, ჩემს განწყობაზე, ჯანმრთელობაზე და მდგომარეობაზე იყო დამოკიდებული მათი კეთილდღეობა დაბადებამდე და მის შემდეგაც მთავარი მე ვარ , ჩემი ადგილი სამყაროში . დიახ, შენ ის მამა არ ხარ მე რომ წარმომედგინა. შენ ბიჭს ელოდი , შენ მხოლოდ ამიტომ გიხაროდა ჩემი ფეხმძიმობა მე კი მუდამ ჩვენი ნაწილის არსებობა მაბედნიერებდა. 13, 11 და 9 წლის გოგონები გვყავს , ყველაზე ძვირფასი ქმნილებები რაც კი რამ შეგიქმნია დუდა . შენც ასე ფიქრობ თუ მხოლოდ ჩვენი ვაჟის მამობით ამაყობ . როგორ მინდა ვცდებოდე და შენი ემოციური კავშირი ოთხივეს მიმართ ერთნაირი იყოს. როგორ მინდა ოთხივე შემთხვევაში ერთნაირად გაბრწყინებული მენახე ბავშვის ხელში აყვანისას, მაგრამ ასე არ არის. ბათუ, რომ დაიბადა ჩემს გვერდით იყავი მე არაფერი მითქვამს თავად მოინდომე გინდოდა პირველივე წამიდან გედევნებინა თვალი შენი დიდებული ქმნილებისთვის. ახლა მაინც იაზრებ იმას რასაც ამდენი წელია გაუცნობიერებლად სჩადიხარ? იაზრებ და გრცხვენია საკუთარი თავის თუ ამაში გასაოცარს ვერაფერს ხედავ, იქნებ ჯიუტად იმეორებ,რომ ყველასთვის ერთნაირად კარგი მამა ხარ. შენი პასუხი რა არის დუდა? მე საკუთარი თავი მეზიზღება იცი? მძულს ჩემი ცხოვრების ერთი ეტაპი , მრცხვენია იმის რადაც მაშინ ვიქეცი და ეს შეგრძნება არასდროს გაქრება, დიდ მოუშუშებელ იარად დარჩა ჩემს სულში. გიკვირს ალბათ, მე ხომ იდეალურ დედად გესახები ,მე ხომ უშეცდომო ქალი ვარ ბავშვების აღზრდასა და გაზრდაში ნამდვილად არ დავემსგავსე ქალებს ჩვენი გარემოცვიდან. მე იმხელა სისუსტე გამოვიჩინე, ისე დავეცი, ისე დავიშალე მესამე ორსულობის დროს უკვე სქესის გაგების დროს ველოდი. ხო, მეც შენსავით მინდოდა ბიჭი გამეჩინა და დასრულებულიყო ეს წნეხი რომელსაც არ წყვეტდდნენ,რომელსაც ვეღარ ვუმკლავდებოდი . ისევ გოგონა იყო, ჩვენი საოცრება ჩემი ზურმუხტისფერი ევა ,რომლის არსებობა სასჯელივით მივიღე . მე ჩემს თავს არ ვეკუთვნოდი ის რამდენიმე თვე , საერთოდ ყველა თვისება გამიქრა რაც მანამდე გამაჩნდა , მე მაშინ მკვდარი ვიყავი, საზიზღარი,გულისამრევი არარაობა რომლის არსებობაც ახლაც მახრჩობს. ისე ვიქცეოდი თითქოს ფეხმძიმედ არც ვიყავი, ვმუშაობდი, ბავშვებზე ვზრუნავდი, ყველაფერს ვაკეთებდი , არ ვჩერდებოდი ძველებურად არ ვზრუნავდი ჩემში მზარდს, სიცოცხლისთვის მებრძოლ პაწაწინა ქმნილებაზე და შედეგიც მივიღე. შვიდი თვისაც არ ვიყავი მშობიარობა რომ დამეწყო , ალბათ ეს იყო საჭირო გონს რომ მოვსულიყავი და დამეფასებინა ღვთის მოვლენილი უძვირფასესი საჩუქარი ევას სახით. იცი მაშინ იყო ჩვენს ცხოვრებაში ერთადერთი მომენტი,როდესაც შენი დანახვა მაღიზიანებდა. ქვეცნობიერად მაწუხებდა შენი გამოჩენა, შეხება, ჩახუტებაც კი . არ მინდოდა საერთოდ მოგვკარებოდი მე და ჩემს გოგონას რომელიმე ახლოს გაგვკარებოდი , ვერ ვფიქრობდი, ვერ ვიაზრებდი ვერაფერს უბრალოდ ამ ყველაფერს ვგრძნობდი . შენ ხედავდი ჩემს გრძნობებს? ხვდებოდი როგორ მოქმედებდა შენი შეხება? შენი ცრემლებიც კი ყალბად მეჩვენებოდა მაშინ, მინდოდა უფრო გტკენოდა, მეტად დატანჯულიყავი,მინდოდა მეყვირა შენ ხომ გოგო არ გინდოდა ახლა რატომ დარდობ-თქო , მაგრამ ეს არ გამიკეთებია, ჩემი მეორე ნაწილი ისევ კვდებოდა შენი ტკივილის დანახვისას. მესამე მშობიარობის შემდეგ სამი წელი ბავშვზე საერთოდ არ გვისაუბრია. დანებდი ბედს , შეეგუე ამ დიდ სასჯელს და გადაწყვიტე ჩვენი გოგონები გექცია ბიჭებად. თაიას , ჩემს სიფრიფანა გოგონას იარაღის აღების უფლება მიეცი, შთააგონე და სროლა ასწავლე. არ მომისმინე, არ დამიჯერე ბავშვებთან დიდ დროს ატარებდი , ისინი შენზე გიჟდებიან როგორი საოცარიც არ უნდა იყოს მგონია,რომ ჩემზე მეტადაც კი უყვარხარ სამივეს. ახლა ,როდესაც ნანატრი ვაჟი გყავს მათთან სულ უფრო ცოტა დროს ატარებ და არც კი ფიქრობ იმაზე,თუ რამდენად ტკენ ამით გოგონებს. წარმოდგენაც არ მინდა რას ასწავლი ჩვენს 5 წლის ვაჟს მომავალში, ან ახლა რა გინდა რომ იცოდეს რა გინდა,რომ შენთან ერთად გააკეთოს . დანამდვილებით რაც ვიცი ისაა,რომ მე ჩემს შვილებს თქვენს გარემოცვაში უკვე ვეღარ ვიცავ, მათთვის მაგალითის მიცემას ჩემი ფსკერზე მყოფი პიროვნებით ვერ შევძლებ ,მწევრვალზე დაბრუნებას კი ჩემი დასუსტებული ფრთებით ვერ შევძლებ, შენთან სიახლოვე არ მაძლევს თავისუფლებისკენ ფრენის საშუალებას . ჩვენი შვილების მომვალს საფრთხის ქვეშ ვერ დავაყენებ , არ დავუშვებ ფსიქოლოგიური ზიანი მიიღონ, არ დავუშვებ მათი ფერების ჩაქრობას, მათ გაურკვეველ,ჩამოუყალიბებელ ცხოვრების გზაზე არასწორი ბილიკების გაჩენას. შენ ისიც არ იცი,ვაჟების გამუდმებული განდიდების და სქესის პრიორიტედ ქცევის გამო როგორ შეიცვალა დინამ ჩაცმის სტილი , როგორი დარწმუნებული ტონით განმიცხადა მამას ბიჭი მეც ვიქნებიო . წარმოგიდგენია რა ვიგრძენი? ხვდები მაინც რას ფიქრობდა ბავშვი ამ დროს ? იცი რა ძალისხმევა დამჭირდა მისთვის იმის დასამტკიცებლად, რომ მამას ის ისეთი უყვარდა როგორიც იყო,რომ არავის უნდა დამსგავსებოდა და ყოფილიყო ის ვინც იყო, ჩაეცვა ის რაც თავად სურდა, ეთამაშებინა იმით რითაც თავად სიამოვნებდა და არაფერი გაეკეთებინა რაც დისკომფორტს უქმნიდა? მას შემდეგ აღარ წამოსულა შენთან ერთად ტყე-რღე სახეტიალოდ, არც მანქანებითა და იარაღებით დაინტერესება გამოუთქვამს , ისევ ძველებურად ნაზი გახდა ,დაიბრუნა ფერები რომელიც სჭირდებოდა. რომ დამეგვიანა როგორ გგონია როდის დაიბრუნებდა საკუთარ თავს, როდის დაიწყებდა საკუთარი ნამდვილი სურვილებით ცხოვრებას. ახლა ენატრები , ყველას გვენატრები , ბოლო რამდენიმე თვე ბავშვებთანაც არ ატარებ დროს. მოვალეობის მოხდას ჰგავს შენი ყველა კონტაქტი ჩვენთან . რა დაგემართა დუდა , ასეთი რა მოხდა რომ ვერ იშორებ ,რომ ვერ თავისუფლდები და ვერ ბრუნდები. ჩემთან თუ არ ,მათთან რატომ არ ? _უკანასკნელი დარტყმა. ნგრევის დასასრული _ ჩვენს დიდ ოჯახში უცებ შეწყდა იდილია. დაირღვა წრე და აღმოჩნდა, რომ ყველაფერი კონტროლირებადი არ არის, თურმე ყველამ ყველას შესახებ ყველაფერი არ ვიცით და მიუხედავად იმ გარემოსა რაშიც ვცხოვრობდით ჩვენში იყვნენ მოღალატეები. ღალატი გაჩნდა ,ცეცხლი დაანთო და ჯოჯოხეთი შექმნა. შენმა ძმამ საკუთარ ძმაკაცთან ღალატში ამხილა ცოლი. ძმაკაცადწოდებული დაჭრა,ცოლი ძლივს გადაურჩა და ჯერ მიღებული შოკი არ გვქონდა გადახარშული მისი ციხიდან გამოსაყვანად , რომ დაიწყე ღამეების თენება. ის დღეები ახლოსაც ვერ გეკარებოდი ისეთი სახით დადიოდი , მეც არ მეძინა თვალს ვერ ვხუჭავდი , როცა ვიცოდი რა ხდებოდა შენს სულში. გგონია მხოლოდ თქვენთვის იყო დარტყმა,თქვენს კაცურ ღირსებას შეეხო და ჩვენ ქალები მშვიდად ვიყავით? ეს იყო დიდი მიწისძვრა რომელიც ყველამ იგრძნო ,რომელიც ყველას შეეხო და ჩვენ ალბათ განსაკუთრებით. ვხედავდი მათ შვილებს,ბიჭებს რომელთაც თავზე ცა ჩამოექცათ , ყველანი დანაშაულზე ლაპარაკობდით და ისინიც მათ შორის. წამებში შეიძულეს დედა, იქცნენ მხეცებად ,რომლებსაც შეეძლოთ ქალი ნაწილებად დაეგლიჯათ. გული მერეოდა მოღალატეებზეც და შურისმაძიებლებზეც. სახლში გამთენიისას მოხვედი . მანქანა ისე შემოიყვანე შემეშინდა ,რომ რამე გჭირდა და სირბილით გამოვვარდი ეზოში. ციოდა, პერანგი მეცვა მხოლოდ შენ კი იმის ნაცვლად რომ გეთქვა გაცივდებიო მითხარი გარეთ შიშველი რატომ გამოვვარდიო. რა იყო შენც ხო არ გყავს საყვარელიო მკითხე, გახსოვს? ნეტავ იაზრებდი რას მეკითხებოდი? მეგონა ჰაერის ჩასუნთქვას ვეღარ შევძლებდი ისეთი ტკივილი ვიგრძენი , თითქოს გულს მაცლიდნენ შენ კი კიდევ უფრო მეტად მტკენდი . მადანაშაულებდი დანაშაულის დაფარვაში, იცოდი და არაფერს ამბობდიო. ღალატის დაფარვაში მდებდი ბრალს. იგინებოდი, უშვერი სიტყვებით ამკობდი ქალებს და მათ შორის მეც ... მოღალატეები ხართო მე მეუბნებოდი . მე ,ქალს რომელსაც ნახევარი სიცოცხლეა უყვარხარ ,რომელიც შენს გვერდით იყო ყოველთვის ყველა გამოწვევისას გვერდს გიმაგრებდა, ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო და არ შეეძლო . ყველაფერი ისე ,რომ შენ ნევრი არ შეგტოკებია. ტყავი შევიცვალე , ცხოვრება ამოვაყირავე ... ყველაფერი მხოლოდ იმიტომ რომ შენს გარდა არავინ მინდოდა , იმიტომ რომ მინდოდა მშიდად გვეცხოვრა ,გვეპოვნა სიმშვიდის ტალღა შენ კი მხოლოდ ნგრევისთვის საჭირო ტალღებს იმეტებდი ჩემთვის. შენ ხომ შესანიშნავად იცი მე რომ შენთან ყოფნა არ მდომოდა, მე რომ შენი სურვილი გამქრობოდა სხვების მსგავსად სულმდაბლად კი არ გიღალატებდი ერთ წამში დაგტოვებდი მარტოს და ჩემს წინ რიგი შეიქმნებოდა, ჩემი სურვილით შეპყრობილი იდეალური კაცების. როგორიც არ უნდა გახდეს ჩემი გარეგნობა, რამდენად გაუხეშებულიც არ უნდა იყოს ჩემი მტევნები, არეული თმა და გაფერმკრთალებული კანი მე მაინც მე ვარ. ახლა კიდევ უფრო ძლიერი ვარ ამ ფურცლებს სიტყვებით რომ ვავსებ, მე უკვე დავაღწიე თავი უფსკრულს. ჩემი სული ფრთებს იბრუნებს, სხვა ფერებით , კიდევ ბევრი ქალია ჩემში იმ გოგონასთან ერთად ნახევარი ცხოვრება მარტომ რომ შევქმენი. შენგან რა მივიღე გაინტერესებს? შიშთან, სტრესთან, კომპლექსებთან, სისუსტესთან ბრძოლის უნარი . ყველა რთული და აუტანელი მდგომარეობიდან გაძლების , გადატანის და გამოსვლის ძალა . თქვენი ,ყველას დამსახურებით ვიცნობ ადამიანის ყველა ბნელ სახეს და შეუძლებელია ცხოვრების რომელიმე ეტაპზე ვინმემ რაიმეთი გამაკვირვოს ან მომატყუოს. სასაცილოდ მეჩვენება უკვე ყველაფერი რაც წინ მელის . ჩემი ერთადერთი სუსტი წერტილი შენ ხარ, ერთადერთი ვისაც დომინანტობის უფლება მივეცი ვინც წლების განმავლობაში ცდილობდა ჩემს დამორჩილებას და ვისაც ჩემი ნებით დავნებდი,მაგრამ დასრულდა აღარ მინდა ამ გზით შევინარჩუნო ჩვენი ცოლ-ქმრობა. მორჩილება ბედნიერებას ვერავის მოუტანს. მივდივარ დუდა გტოვებ იმიტომ ,რომ შენს გვერდით ფერები დავკარგე. საკუთარ თავს ვუღალატე და დავიწყე მიუღებელთან შეჩვევა , რამაც განადგურების პირას მიმიყვანა. ჩემთვის შეურაცხმყოფელი ბრალდებების წაყენება შეძელი დუდა, კუთხეში მიმიმწყვდიე ხელებს მიჭერდი, მტკენდი და ისეთი ცივი მზერით მიყურებდი შენში უკონტროლო ცხოველის გარდა ვერაფერს ვხედავდი . ისე მკოცნიდი გამაქვავე, თავი ხორცის ნაჭერად ვიგრძენი რომელსაც ბრაზის ჩასაცხრობად იყენებდი, ბრაზის რომელიც სამყაროს მიმართ გქონდა და რომლის არსებობაშიც მე იოტისოდენა წვლილიც არ მქონდა. იმ ღამით ის ზღვარი გადავკვეთეთ რომელის იქეთაც მე ვეღარ გამოგყვები დუდა. მეშინია ,რომ ერთ დღეს მცემ, ძალის გამოყენებით დამეუფლები და მოკლავ კაცს, რომელიც ასე ძალიან მიყვარს,რომლის სიყვარულსაც ჯერ კიდევ არ ვნანობ და არ მინდა , არ მინდა ისეთი რამ გამაკეთებინო ჩემი ნახევარი ცხოვრება შემზიზღდეს. მეშინია,რომ მიღალატებ და სხვა ქალის ნაფერებსაც მიგიღებ. სადამდე მივედი ხვდები? იმის კი არ მეშინია,რომ მიღალატებ მეშინია რომ გაპატიებ . მე თუ შენს გვერდით დავრჩები ძალას საბოლოოდ დავკარგავ. ერთმანეთის წაკითხვის ყველა შანსს გავუშვებთ თუ ასე ცხოვრებას გავაგრძელებთ. ამიტომ მივდივარ დუდა, გშორდები, გტოვებ და ვიტოვებ იმედს ,რომ შენც შეძლებ საკუთარ თავში მე რომ მიყვარს იმ კაცის პოვნას . გთხოვ , რაც არ უნდა მოხდეს გახსოვდეს - მე შენს გარდა ვერავინ ამანთებს ! ყველაფერს დრო გვიჩვენებს ახლა კი წერილის ბოლოს წერტილის დასმის დროა. ბოლო ფურცელი ხელიდან დაუვარდა, გაყინულ, აკანკალებულ მტევნებს ვერ იმორჩილებდა წონასწორობა დაკარგული მირბოდა საძინებელისკენ ,რომელსაც ასე წარმატებით უვლიდა გვერდს. სიცარიელე მეფობდა ირგვლივ, ქალის სურნელიც კი აღარ იგრძნობოდა ოთახში. მისი ერთი ნივთიც ვერ იპოვნა ,ისე წავიდა კვალიც არ დატოვა. ღრიალი უნდოდა, უნდოდა ყველაფერი დაემსხვრია და ყელში მოწოლილი ცრემლები უკან დაებრუნებინა,მაგრამ ძალა საერთოდ არ ჰქონდა. ათრთოლებულ სხეულში, ტკივილისგან აძგერებულ გულს ძლივს აჩერებდა. მკერდზე მიიბჯინა ხელი და წელში მოიკეცა , სუნთქვა უჭირდა, ჰაერს ვერ სუნთქავდა, ეგონა ცოტაც და დავიხრჩობიო. წინააღმდეგიც არ იყო ,თითქოს დანებდა მზად იყო დასასრულისთვის. ხალიჩაზე ჩაკეცილი დაბინდულ მზერას არ აშორებდა ცარიელ საწოლს , ქალის ფიგურა რამდენჯერმე მოჩვენებად გაკრთა,მაგრამ არა დიდი ხნით არა ისე მასთან მიახლოება რომ შესძლებოდა.გონებაც კი მის წინააღმდეგ იყო, მოგონებებს ვერ ალაგებდა შიგნიდან იწვოდა და კვლავ მომაკვდავივით აგრძელებდა ხმაურიან სუნთქვას ოთახში სამი სიფრიფანა სხეული,რომ შევიდა . გრძნობდა პატარა სხეულებიდან წამოსულ დიდ სიყვარულს, მონატრებას და ძალას გაგრძელებისთვის . ……………………………. ............................................. „გვერდს ნუ ამივლი. წამიკითხე! „ -ეს სიტყვები შენთან გამოგზავნილ პირველ წერილს დავაწერე ყურადღება დავიმსახურე და ზუსტად ორ დღეში მომწერე კიდეც. პასუხს აგვიანებდი ან მე მეჩვენებოდა დღეები საუკუნედ, მაწამებდი . უთვალავჯერ ვკითხულობდი ყველა სიტყვას , წარმოგიდგენდი წერის დროს და შენი ნახვის სურვილი კიდევ უფრო მიმძაფრდებოდა. მიხვდი ცხოვრებაში პირველად ,რომ დავწერე ? შენ ალბათ წამებში იფიქრებდი იმ ლამაზ სიტყვებს , მწერდი ისე როგორც მეტყველებდი, ბუნებრივი იყავი მე კი ტვინი მიფეთქდებოდა წინადადების სწორად ასაწყობად . ქართულის გამოცდაზეც კი არ ვიყავი ასეთი მონდომებული, როგორც მაშინ , შენში ინტერესის გაღვივებისას. დავწერდი, წავიკითხავდი, მივხვდებოდი რომ სისულელეა და წამსვე მოვისროდი. მოქმედებდა გამოცდილება,რომელიც შენამდე მქონდა, ტვინი იმ სიტყვებს მაწოდებდა რასაც სხვებს ვეუბნებოდი , მაგრამ შენ ვერ მოგწერდი, შენთან თავხედი ბაბნიკი ტიპი ვერ ვიყავი. ბოლოს უბრალოდ შევეშვი ჩემს წარსულს, ყველა სიტყვა გავაქრე გონებიდან და ვწერდი მხოლოდ შენთვის . დღემდე ასეა, შენთან სხვა ვარ,მხოლოდ შენთვის ვარ . დაგაჯერე,რომ ყველასთვის ისეთი ვიყავი როგორსაც შენ მხედავდი სინამდვილეში კი მე თინეიჯერობიდან მოყოლებული სულ ვიღაც მყავდა , ვიღაც ვისგანაც ვიღებდი ყველაფერს რაც მინდოდა და სანაცვლად არც კი ვიცი რას გავცემდი, ალბათ მხოლოდ იმ წუთებში განცდილ სიამოვნებას. რამდენი დროც არ უნდა გამეტარებინა შენამდე სხვებთან , რამდენი თავბრუდამხვევი სიტყვაც არ უნდა მეთქვა,როგორც არ უნდა შემეღწია მათ გონებაში ჩემთვის არ არსებობდა არავითარი ამაღლებული გრძნობა , არაფერი მსგავსი რასაც შენთან განვიცდიდი . უცნაურია ყველასთან თავდაჯერებული ვიყავი შენთან კომპლექსები მიჩნდებოდა, ვიბოჭებოდი, ვითიშებოდი ,ზოგჯერ ლაპარაკის უნარსაც ვკარგავდი მაშინ როცა სხვებთან, ვის მიმართაც არაფერს განვიცდიდი საუბარიც მარტივი იყო ,მიზნის მიღწევაც და ურთიერთობაც. შენთან კი ქმედებებიც არ მეყო , მაინც ვერ გაჩვენე ჩემი აღმაფრენა , ვერ აგიხსენი იმიტომ,რომ ყოველ დღე სულ უფრო მეტს ვგრძნობდი საკუთარ გულს გონებით ვერ დავეწიე. შენც მოგატყუე ! ასე გამოვიდა , ყველაფერი ასე აეწყო და მე მხოლოდ შენთვის შევქმენი ჩემში ახალი კაცი . შენი დუდა, რომელმაც დიდხანს გაუძლო დარტყმებს, სტრესსა და წნეხს ,ბოლოს კი მის წინააღმდეგ მებრძოლმა სხვა ნაწილებმა დაამარცხეს. არც კი ვიცი როდის დავკარგე ის კაცი შენ რომ გიყვარს, ვერ გავიაზრე და ვერც ვიხსენებ ამ მომენტს ალბათ იმიტომ ,რომ ჩემში არსებული ომიც არ იყო ერთი ბრძოლისგან შემდგარი და ისიც წლების განმავლობაში მაცლიდა ძალას მერე კი სადღაც, გზაზე მსვლელობისას ერთიანად დავიშალე . ახლა რა დარჩა ჩემგან არ ვიცი, მანამ წახვედი სანამ თავს მოვერეოდი . არ ვიცი ვინ ვარ , მაგრამ ვიცი შენი დუდა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაცოცხლდება თუ შენ გენდომება . არამგონია ეს მოხდეს, მეეჭვება ის ყალბი კაცი დაიბრუნო ,რომელმაც შიგნიდან გამომაცალა საძირკველი. იქნებ არცერთი მე გჭირდება , არავინ და არაფერი ჩემგან ... ნეტავ მცირედი თავდაჯერებულობა მქონდეს ახლა, ნეტავ ვიცოდე გჭირდები თუ ოდნავადაც აღარ ვიცი დაიბენი, ვერ ხვდები რომელ ბრძოლაზე ვსაუბრობ , გგონია ჩემს ნამდვილ, ბუნებრივ სახეს ხედავდი და მერე შევიცვალე სინამდვილეში კი ყველაფერი სხვაგვარად იყო . ამ წერილს გწერ იმისთვის რომ რეალობა გაჩვენო. ყველაფერს გიამბობ. სრულიად შიშველი დავრჩები შენს წინ , მოვიხსნი ნიღბებს, მოვისვრი ფარს , ვაღიარებ ყველაფერს , ნამდვილ მიზეზებს გეტყვი . ჩემი პირველი და უკანასკნელი აღსარება დასაწყისიდან დასასრულამდე იმ იმედით,რომ ახლიდან დაწყებას შევძლებთ საიდუმლოების გარეშე დარჩენილები ძველ წიგნს თაროზე შემოვდებთ და შანსს მივცემთ ერთმანეთს. ყველაფერი აზარტით დაიწყო! შენი დასაკუთრების , დამსახურების , შენი ჩემით გაგიჟების მუღამში ვიყავი . მინდოდა ისე შეპყრობილიყავი ჩემით ,როგორც მე შენით და დიდხანს ვერ წარმოვიდგენდი ბოლოს მთლიანად შენით მოცული თუ გავხდებოდი. გაინტერესებს მახსოვხარ თუ არა, გინდა გაიგო მაშინ რას ვგრძნობდი, არა?მართლა გგონია ოფიციანტის შეცდომის შემდეგ შეგამჩნიე და შეიძლებოდა შენი ვერ დანახვა? ეს შენ აღმიქვი მას შემდეგ, რაც შენი კონდიტერიის ნიმუში ჩემთან აღმოჩნდა, თორემ მე ჯერ კიდევ მაშინ დაგინახე რესტორნის ეზოში,რომ შემოხვედი . აივანზე მოსაწევად გამოსულს ანთებული ღერი ისე ჩამეწვა თითებს შორის ტუჩთან მიახლოებაზეც არ მიფიქრია . კანის წვამ გამომაფხიზლა თორემ თვალს ვერ მოგაშორებდი. ირგვლივ ყველა ერთნაირი იყო, შენ კი არაფრით ჰგავდი სხვას. ჩემს სამყაროში შენი სამყაროთი მოდიოდი! შენ ხარ დამოუკიდებელი პლანეტა და მე პირველივე წამიდან ხელმოცარულად ვიგრძენი თავი . გიყურებდი პატარას, გამოუცდელს , ფერადს და მაინც შენთან შედარებით მე ერთი საცოდავი კაცი ვიყავი, უსუსური არაფრით გამორჩეული ქმნილება . ერთი დანახვით როგორ მოახერხე ჩემზე ამხელა გავლენის მოხდენა არ ვიცი. მახსოვს შენი ზურმუხტისფერი ატლასის კაბა, არ ვიცი რა ძალებმა აგარჩევინეს ზუსტად ჩემი თვალების ფერი , მაგრამ ფაქტია ისე იმოქმედა ახლაც გხედავ. მხოლოდ პირველი შეხვედრა არა, ყველა სხვა დანარჩენიც მახსოვს ,არა მხოლოდ სამოსი ,არამედ თმის ვარცხნილობა, ტუჩსაცხის ფერი და როდის რა სამკაულს ატარებდი ესეც ,როცა ღელავ სულ რომელიმე მათგანზე გადაგაქვს ყურადღება მე კი მზერით მივყვებოდი შენს მოძრაობებს. მიკვირს როგორ მოვახერხე შენი ჩემამდე მოყვანა. რა ძალამ შემაძლებინა შენთვის თავის შეყვარება. ყველა არსებული და არ არსებული წმინდანი ჩაერთო ჩვენს ამბავში, ყოველთვის იღბლიანი ვიყავი და შენც ისე მოხვედი ჩემამდე რომ მე არაფერის გაკეთება დამჭირდა . ტორტზე ანთებულ ციფრებს ,რომ შევხედე მაშინვე შენკენ დავიძარი, წამის დაკარგვაც არ მინდოდა . არაფერი მადარდებდა, ვერც შენებს ვამჩნევდი , ვერც ჩემებს და საერთოდ არავინ მაინტერესებდა შენს გარდა . მხოლოდ შენ გხედავდი და ისე მინდოდი მეგონა მოვკვდებოდი თუ შენამდე მოსასვლელ მანძილს დროულად არ დავფარავდი. კმაყოფილებისგან სავსემ ჩავიფიქრე სურვილიც. რა ჩავიფიქრე? მაშინაც და მას შემდეგაც ყოველ წელს შენზე ვფიქრობდი და სურვილებიც სულ შენ გიკავშირდებოდნენ. თავხედმა ჩემი მინდა გახდეს-თქო გავიფიქრე. ცოლად მინდა გამომყვეს-თქო ისიც სანთლის ჩაქრობამდე ტრიალებდა გონებაში . ნეტავ წელსაც ჩამექრო ერთი სანთელი ,შენი დაბრუნება ,რომ ჩამეფიქრებინა. აშკარად უიღბლოდ დავრჩი . აქამდე ღმერთმა ჩემი ყველა ლოცვა მოისმინა, შევაწუხე და შენი თავი მაჩუქა , ჩვენი ანგელოზები გვაჩუქა მე კი ყველაფერი დავივიწყე მოვდუნდი , დავუბრუნდი იმ კაცს შენს გამოჩენამდე რომ ვიყავი და დაგკარგეთ. ამჯერად დაგიმსახურებთ, მარტო დაგიბრუნებ ბედის წყალობის გარეშე , სულ უღმერთოდ დარჩენილიც კი თავიდან დაგიჩემებ , გეფიცები !მერე ყველაფერი სხვანაირად იქნება . არ გჯერა ხომ? რთულია ჩემნაირის დაჯერება, შენ ხომ ერთხელ უკვე მენდე, ცხოვრება მომიძღვენი და მე იმედები მოგიკალი. შენი წასვლა ჩემთვის სახეში მუშტის გარტყმას ჰგავდა, გამომაფხიზლებელ, გონს მოსასვლელ დარტყმას ,რომელმაც რობოტის ჯავშნიდან გამომიყვანა . შენი წერილის წაკითხვის შემდეგ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს წარსულში დავბრუნდი . მთელი ეს დროა მოგონებები ცოცხლდებიან ჩემს გონებაში და მეც მოგიყვები ყველაფერს რაც არ იცი, რასაც ვერასდროს გეტყოდი ,მაგრამ წერილი საკუთარ თავთან საუბარს ჰგავს , ყველაფრის თქმა შეგიძლია ,იმიტომ რომ ის ჩვენშია და რომც ებრძოლო , რომც მოუგო არსად წავა მუდამ ჩვენთან დარჩება. მოგიყვები , მხოლოდ შენთან ვაღიარებ იმას რაც არავინ იცის, რაც ჩემშია, რასაც საკუთარ თავსაც ვუმალავ, რისი გააზრებაც აქამდე არ მინდოდა, ყველაფერს რასაც ამდენი წელი ვემალებოდი. რომ გეტყვი, რომ გავთავისუფლდები, ნეტავ ასე უფრო დაგკარგავ თუ თავიდან დაწყებას შევძლებთ . როგორ მინდა ახლა გხედავდე , გიყურებდე ჩემი აღსარების გააზრებისას და ვხვდებოდე რა გველის... პირველივე წუთებში ჩემს სისუსტედ იქეცი. შენს წინააღმდეგ არაფერი მოქმედებდა, უძლური ვიყავი. საკუთარ თავს დავცინოდი ბავშვს,რომ გაქცევდი ამდენ ყურადღებას. არ მესმოდა, ვერ ვიგებდი რა მინდოდა შენგან. ღმერთოო როგორ მინდოდი, ასე არავისთან სიახლოევეს გავუგიჟებივარ. ახლაც მახსოვს როგორ ვიწვოდი შიგნიდან, შენთან ცეკვისას ისე ვღელავდი თავი შევირცხვინე, რამდენჯერ დაგაბიჯე ფეხი, გახსოვს? ხომ გეუბნები , შენს გვერდით მე უმაქნისი, უფერული არარაობა ვარ. არასდროს არაფრისთვის მიბრძოლია ისე როგორც შენთვის, იმის ნაცვლად რომ გაგცლოდი და სადმე დავმალულიყავი ვიბრძოდი ,თავი მაგარი ბიჭივით მეჭირა შინაგანად კი შენ ცეცხლივით მზერას სანთელივით ვხვდებოდი, პატარა ბიჭივით მადნობდი და წარმოდგენა არ გქონდა რას მმართებდი. შენ კი თურმე გეგონა მე ყველაფერს ვხვდებოდი , მე ვმართავდი სიტუაციას სინამდვილეში კი ვერ ვფიქრობდი , მხოლოდ გიყურებდი და ვერ გკითხულობდი . დიდხანს ვერ გკითხულობდი ,ლილია ... ბოლო ცეკვა თუ მახსოვს? თითქმის ორი წლის წინ თაიას ჰქონდა რაღაც მელოდია ჩართული , სტუმრები რომ წავიდნენ შენ ალაგებდი მე თეფშები გამოგართვი , უკან მაგიდაზე დავაბრუნე, ხელები მოგხვიე და ცეკვა ვცადე, მაგრამ ისე იყავი დაღლილი ჩემგან განსხვავებით განწყობა ნამდვილად არ გქონდა, გაქცევა გინდოდა . ბავშვები რომ მოგვცვივდნენ ჩვენც გვინდა მამიკოსთან ცეკვაო ამიტომ წახვედი ასე მარტივად ხომ? როგორ გეგონა,რომ რომელიმე ჩვენი ცეკვის დავიწყება შემეძლო. ყველაფერს ვიმახსოვრებდი, ვხედავდი ,მაგრამ ვერ ვიაზრებდი, ვერ წაგიკითხე და ამ ფაქტს ვერაფერი შეცვლის ! იმ ღამით თვალი არ მომიხუჭავს, ტვინს ისევ ახსოვდა შენი გასაგიჟებელი სურნელი და კანი მეწვოდა ისე მინდოდა ახლოს მყოლოდი. ვგიჟდებოდი ყველა წუთის გამო რომელიც ხელიდან გავუშვი,რომელიც არ გამოვიყენე. იმდენჯერ მინდოდა მოვსულიყავი და ისევ მეთხოვა ცეკვა, მაგრამ ვერ გავბედე მახსენდებოდა როგორ უხერხულად გრძNობდი თავს ჩემთან ყოფნის დროს, მე ხომ ცეკვის გარტყმაში არ ვიყავი შენ კი ისე არხევდი სხეულს , გონს მაკარგვინებდი. ახლა ვხვდები,რომ ჩემი უცოდინრობა არაფერ შუაში იყო და მე თავად ვმოქმედებში შენზე.მაშინ კი ჩემი უმაქნისობა ბარიერს ქმნიდა,გონებას მიბინდავდა არცოდნის კომპლექსი. შენ გეგონა მე კომპლექსები არასდროს მქონდა ხომ? ასე გამოვიდა, მაშინ შენ იყავი უკომპლექსო მე კი მხოლოდ გარეგნულად მქონდა მაგარი ბიჭის იერი. მე შენამდე არავინ ვიყავი , ლილია შეპყრობილი გავხდი შენით, მთელი კვირა ყოველ ღამე მესიზმრებოდი . შევიშალე! ისე ვიქცეოდი გარდატეხის ასაკში მყოფი ბიჭი მეგონა თავი, რომელსაც ქალის მიმართ პირველად გაუჩნდა ლტოლვა. დიახ, სურვილი და არა გრძნობები. დარწმუნებული ვიყავი ,რომ უბრალოდ მინდოდი და სიყვარულთან არც ვაკავშირებდი ჩვენს ერთ შეხვედრას. მე ხომ რომანტიკოსი არასდროს ვყოფილვარ, შენამდე არასდროს ! საერთოდ არც მჯეროდა სიყვარულის და ვინმეს რომ ეთქვა რამდენიმე საათით ნანახი ის პატარა გოგო შენი ცხოვრების ღერძად იქცევაო ხარხარს ავტეხდი. სისულელეებში თავის დარწმუნებაში ბადალი არ მყავს ხომ იცი, ჩემი ტვინი ყოველთვის არასწორ ვარიანტს ირჩევს. ალბათ შენთვის გულისამრევად ჟღერს, მაგრამ პირველი რამდენიმე თვე ღრმად დარწმუნებული ვიყავი,რომ მაშინვე გაქრებოდი გონებიდან როგორც კი საწოლში შეგიტყუებდი. რა საცოდავი ვიყავი ღმერთო, ჩემი აზროვნების მას შემდეგ მრცხვენია რაც გონს მოსვლა დავიწყე. თავს ვაჯერებდი მხოლოდ ს.ქსი მინდა-თქო და ამ დროს წერილებს გწერდი. როდის იყო ვინმეს დასაკერად მსგავსი ამბები მომეფიქრებინოს, შენთან კი სხვა ბანალური სტყვაც კი არ მინდოდა მეთქვა. ვერ ვხვდებოდი როგორ გაგაღმერთე , მცვლიდი, მთლიანად გარდამქმენი ჩემი ყველა დღე შენი გაცნობის დროიდან არაფრით ჰგავდა ძველს. მე გავიზარდე შენს გვერდით, მე ვიკვებებოდი შენი ძალით ამის აღიარება ახლა ისე მიჭირს ლამისაა დაწერილი სიტყვები გადავშალო და ისე გავამუქო ამოკითხვა რომ ვერასდროს შეძლო მე კი სამუდამოდ დავიწყების მცდელობა დავიწყო , შესანიშნავად გამომდის ფაქტების გაუაზრებლად ,უღიარებლად შენახვა,ფაქტია. გითვალთვალებდი ! თავად ვერ გიპოვნიდი , არ მქონდა საკმარისი გავლენა ამიტომ ნაცნობი გამოვიყენე . ჩემი ძველი თანამშრომელი გავ>მე ,რომ შენს შესახებ ინფორმაცია მიმეღო. გულისამრევია,მაგრამ ასეთი ვიყავი გამოსავალი ვიპოვნე და ყველაფერი გავაკეთე საწადელს რომ მიმეღწია. ჩემ მიზნად გაქციე და ხომ იცი მიზნამდე ყოველთვის მივდივარ . რამდენიმე დღე გავუძელი, მეორე წერილი რომ არ გამომიგზავნე ვეღარ მოვითმინე და შენს მოჩვენებად ვიქეცი. ვიცოდი როდის სად მიდიოდი, რომელ კაფეებსა და რესტორნებში მიირთმევდი, ვინ ტრიალებდა შენს ირგვლივ და ვხვდებოდი შენ სხვა იყავი , მე სხვა. შენზე უარის თქმას ვაპირებდი მეორე წერილი რომ მივიღე, განგებ დაიგვიანე თუ შენც ჩემი მოშორება გინდოდა და მერე ვეღარ დამთმე. ნეტავ რა ძალა გაიძულებდა ჩემთვის მოწერას , ალბათ ისე გიზიდავდი როგორც უცხო,განსხვავებული შენი ბიჭებისგან. ეგ შენი წყეული თაყვანისმცემლები, შენს კუდში ადევნებული გამოწკიპული, ერუდირებული ტიპები ჩემთვის ჩვეულებრივი დადორბლილი მძრ.ველები ,რომ იყვნენ და ჭკუიდან მშლიდა ყველა მათგანის შენთან სიახლოვე. მინდოდა ყველასთვის სათითაოდ დამემტვრია ის თითები შენ რომ გეხებოდნენ ჩემთვის სასურველ მკლავებზე, წელზე, ზურგზე, თითებზე და თმაზე. თითქოს შემთხვევით, უბრალოდ ,მაგრამ მე ხომ ვიცი ეგ იდიოტებიც თამაშობდნენ , ყველა კაცი ერთნაირია ჭკვიანიც და სულელიც ერთ თამაშს თამაშობს თუ იმ ერთ, გამორჩეულ თავის ქალს არ გადაეყრება. დარწმუნებული ვარ არცერთის შეხება გახსოვს, შენთვის არაფრს ნიშნავდნენ და ემოციებსაც ვერ აღგიძრავდნენ ,მაგრამ მე რომ ხელისგულზე გკოცნიდი ისე იწვოდი ჩემს შიგნით აგიზგიზებული ცეცხლი შენში გადმოდიოდა . მითხარი რომ ასე იყო და მე არ მეჩვენებოდა . ჩემთან ხომ ყველა’ფერი სხვაგვარად ანათებდა , ჩვენი გრძნობები ხომ საერთო იყო თავიდანვე . შენც გინდოდი, ვიცი პირველი ვიყავი ვინაც შენში ქალი გააცოცხლა, მხოლოდ ჩემი ვნებიანი, მიმზიდველი ქალი . მელოდი და ამიტომ წახვედი იმ დღეს ბიბლიოთეკაში იმ ლამაზი კაბით . იქ ვიყავი და კარგად ვხედავდი ,როგორ მელოდი წიგნი სულ ტყუილად გადაშალე ყოველწამს აქეთ-იქით აცეცებდი ლამაზ თვალებს ,ყველა გამვლელში მეძებდი, მაგრამ კარგად ვიმალებოდი, ვერ მიპოვნე . ისე მოიწყინე გული გამიჩერდა, მოსვლას ვაპირებდი შენი დაქალები რომ არ გამოჩენილიყვნენ. იმ იდიოტის დაბადების დღეზე მხოლოდ ამ იმედგაცრუების გამო წახვედი და ისიც ვიცი იმ დღეს სიყვარული სულ სხვა ბიჭმა აგიხსნა . საერთოდ გახსოვს ის ტიპი? მე ძალიან კარგად მახსოვს. გეფიცები თითის დაკარებას არ ვაპირებდი, მისი სიტყვები ,რომ არა . სულელი გოგო ეგონე, ფიქრობდა ყალბი გრძნობების ახსნით გაგაცურებდა. ისეთებს ამბობდა თავის ვითომ ინტელიგენტ ძმაკაცებთან ტვინში სისხლი ჩამექცა. ჩემს გარდა შენი სურვილიც არ მინდოდა ვინმეს ჰქონოდა, არათუ შენ ჰყოლოდი ფიქრშიც არ უნდა დაეშვათ,რომ შეგეხებოდნენ. ბოლო წერილს,რომ ვწერდი ხელებზე ჯერ კიდევ მისი სისხლი მეცხო . გახსოვს მკითხე რა გჭირსო , მოგატყუე გითხარი სამსახურეობრივ მოვალეობას ვასრულებდი-თქო. შენ გეგონა მაშინ სხვანაირი ვიყავი, მე კი ნათლად ვხედავ არასდროს შევცვლილვარ, უბრალოდ ქორწინების შემდეგ ჩემს ნამდვილ სახეს ხედავდი. ყოველთვის ეჭვიანი, მესაკუთრე და ეგოისტი ვიყავი . მოჩვენებით სიმშვიდეს ვავლენდი თითქოს ურეაქციოდ ვხვდებოდი შენთვის გამოგზავნილ საჩუქრებსა და ყვავილებს. თავდაჯერებული კაცის იმიჯს ვირგებდი მაშინ ,როცა მეშინოდა ვინმეს მიმართ მეტი ინტერესი არ გაგჩენოდა . ტყავიდან ვძვრებოდი მე სულელი შენი გული რომ მომეპოვებინდა და ისევ მეჯერა,რომ მხოლოდ სხეულს დავჯერდებოდი . მერე გაკოცე, გავაცოცხლე ჩემი სიზმრები , შევეხე შენს ფაფუკ, რბილ, ტკბილ ტუჩებს და მივხვდი არასდროს მეყოფოდი. იმდენი გეგმები მქონდა, იმდენ რამეს ვხედავდი შენზე ოცნებებსა და იმ გარყვნილ სიზმრებში მე კი გაკოცე და ისე გავქვავდი,თითქოს ჩემთვისაც პირველი იყო . დღემდე არ ვიცი რა დამმართე , ალბათ ტუჩები არაფერ შუაშია კოცნა ემოციების შეკვრაა, გრძNობების ქმედებით გადმოცემა, უთქმელი დიალოგის დასაწყისი ,რომელიც ვერ განვაგრძე. მერე დიდხანს აღარ მიკოცნია არ ვიცი შენ რას ფიქრობდი მე კი მეგონა თავს ზედმეტის უფლებას ვაძლევდი ,რომ შემდეგში ზღვარს გავცდებოდი და დაგსვრიდი. ხო , ალბათ ასე შეიძლება ჩემი მაშინდელი ფიქრების ახსნა, მაშინ ვერაფერს ვხვდბეოდი, უბრალოდ მეშინოდა შენი შეხების, ვაჭიანურებდი სანამ არ შევიშალე ბოლოს შენი ლაპარაკიც აღარ მესმოდა, მხოლოდ ტუჩებს ვუყურებდი და მერე ისე უცებ გაკოცე ახლაც მახსოვს როგორი გაფართოებული თვალებით მიყურებდი ,მეორე ჩემებურად მომთხოვნი ,ვნებიანი კოცნის დასასრულს. იცი მოულოდნელად რომ გკოცნი დღემდე ზუსტად იგივე რეაქცია გაქვს ისე იმორცხვებ , ისე მიყურებ და ისე გივარდისფერდება ღაწვები . დღემდე? მე ხომ დიდი ხანია არ გამიმხელია შენთვის ჩემი გრძნობი , უთქმელი საუბარიც კი არ გვქონია და კიდევ როდის მომიშვებ ახლოს ,რომ შანსი გამოვიყენო ,ისევ ძველებური რეაქცია გექნება თუ ვეღარაფერს იგრძნობ .იქნებ დავაგვიანე , იქნებ ვეღარ აგანთო და ვინმე სხვამ შეძლოს შენში ყველა ფერის თავიდან გაჩენა ... გატყუებდი, ყველაფერს გატყუებდი,რომ შემენარჩუნებინე ,რომ ჩემთან მყოლოდი და არ დამეკარგე მერე ნიღბებიც დავკარგე, თამაშიც შევწყვიტე, ნამდვილი სახეც სადღაც გაქრა და შენც ჩაგითრიე იმ სიბნელეში მე რომ ახლა ვარ. ვამბობდი იმას რისი მოსმენაც გინდოდა, საერთოდ ყველასთან ისე ვსაუბრობ როგორც საჭიროა მამაჩემის მეგობრებთან მყოფი მშვიდად ვუსმენდი როგორ აგინებდნენ ჰომოსექსუალებს და შენთან ვამბობდი,რომ მათი ცხოვრება თავისუფალი უნდა იყოს ,რომ არავის აქვს ჩარევის უფლება. ვდუმდი ბავშვების აღზრდის არასწორ მეთოდებს ,რომ ვხედავდი , მაგრამ შენთან სულ სხვა რამეს ვამბობდი.ყოველთვის ასე ხდებოდა , ვუსმენდი მათ და ვამბობდი იმას რაც განვითარებული სამყაროს სტანდარტებს შეეფერებოდა. შენთან ყველა იმ აზრს გამოვხატავდი რისი მართებულებაც ცივილურმა საზოგადოებამ აღიარა და რაც მოიტანა განვითარებამ ,მაგრამ მე ვერ მოვახერხე ფეხის აყოლა იმ ნაწილმა ჩამითრია ჩემს ირგვლივ არსებულ საზოგადოებას რომ გააჩნია დღემდე . ცხოვრების უმეტესი ნაწილი ბნელში გავატარე, შენ მოიტანე სინათლის სხივები და მე კვლავ წყვდიადს დავუბრუნდი არ მოვინდომე საკუთარი თავის მთლიანად შეცვლა , ვერ დავიცავი შენი დუდა ჩემს სხვა სახეებს შორის ზედმეტად ბევრი იყო დაბადებიდან ჩანერგილი და უამრავი მცდელობის მიუხედავად ბოლოს მაინც ჩემი კომფორტის ბნელ კედლებში გადავედი. მინდოდა , გეფიცები გააზრებულად მინდოდა ისეთი ვყოფილიყავი, ისეთი ქცევები მქონოდა როგორც ვსაუბრობდი,რასაც ვამბობდი და ვამტკიცებდი არგუმენტებით რაზეც პოლემიკაშიც კი შევდიოდი სხვებთან და ვიმარჯვებდი, მინდოდა,მაგრამ სინამდვილეში არ მინდა ჩემი ბიჭს ბიჭი უყვარდეს, ჩემი გოგო ხუთჯერ გათხოვდეს ან თუნდაც ქორწინების გარეშე ცხოვრობდეს ვიღაც ბიჭთან, არ მინდა ტატუებით მოიხატოს მთელი სხეული ,არ მინდა სვამდეს, ეწეოდეს, კაიფობდეს და კიდევ იცი რამდენი რამის წარმოდგენა არ შემიძლია? ეს სულ მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებიდან რომელზეც უთვალავჯერ გვისაუბრია , რომელზეც ჩემი აზრი მაქვს, მაგრამ მას შინაგანი „კოდი“ ეწინააღმდეგება, შეგრძნება სხვა მაქვს და ის ცივილურ ტვინს დიდ ომში ითრევს. განა არ ვიცი,რომ მისი ცხოვრება იქნება, ვიცი რომ ჩემი მისია ხელშეწყობა, დახმარება და ზურგის გამაგრებაა ,რომ მის ნაცვლად ვერ ვიცხოვრებ,მაგრამ არ შემიძლია, თავს ვერ ვერევი ,ვერ ვაკონტროლებ ჩემს აზრებს. წლებია კანონს ვიცავ, ვსწვალობ და ვასწავლი როგორ უნდა დავიცვათ ადამიანების უფლებები ,როგორ შევქმნათ დემოკრატიული ქვეყანა და მაინც მე ვარ მოძალადე . ვზივარ, ვწერ ამ სიტყვებს და თან ვიაზრებ ,რომ ხო მე ვარ ის კაცი ვისზეც ლექციებზე ვლაპარაკობ, ვისზეც მაგალითები მომყავს და ვამბობ ასეთები არ უნდა ვიყოთ-თქო მე ვარ და ამან შიგნიდან შემჭამა, ამ დაფარულმა აზრებმა, სურვილებმა გამომფიტა. სიმართლე ესაა ჯერ მე ჩამოვიშალე, სადღაც რომელიღაც ომში წავაგე და მერე დავიწყე შენი ფერების მიტაცება. ოთხი წელი , შენთვის ბედნიერი, ფერადი და სავსე წლები ჩემთვის ყველაზე მძიმე იყო. ხო, მე საკუთარი ტყავიდან გამოვედი,კომფორტული,მშვიდი ჩემს სურვილებზე მორგებული ცხოვრება დავტოვე და მთლიანად შენზე გადმოვერთე . შენზე და შენს დუდაზე გზადაგზა რომ ვქმნიდი . უბრალო პოლიციელი რომელიც ქუჩებში მორიგეობდა ვერ ვიქნებოდი, ამიტომ გითხარი მაგისტრატურის გამოცდაზე სამჯერ ჩავიჭერი-თქო . მონდომებული,მაგრამ უნიჭო სჯობდა ნიჭიერს და უამბიციოს. ეს ტყუილი გაუაზრებლად გითხარი, იმ წამს მომივიდა თავში და არც მიფიქრია ისე გავაჟღერე და იქედან დაიწყო ჩემი კარიერული ზრდა. ისეთი ლექცია წამიკითხე მართლა იდიოტი რომ ვყოფილიყავი მაინც დავიწყებდი მეცადინეობას. კიდევ მოგატყუე , თითქოს ვერ ვიმახსოვრებდი და ჩემთან უფრო დიდხანს გტოვებდი მერე კი იმ შენთვის საზარელ საკითხებს გაკითხებდი. ნაბჭვარი ეგოისტი ვარ, არ გიშვებდი , ჩემთან გიტოვებდი, მიზეზს ვქმნიდი იმის ნაცვლად რომ მარტოს მესწავლა და შენ ამ დროს მეგობრებთან ერთად გაგეტარებინა დრო ჩემთან გამოგკეტე. სიმღერასავით მესმოდა შენი ხმა, მთების ამოტრიალება შემეძლო რომ გიყურებდი ასე მონდომებულს , ამდენად ჩემზე ორიენტირებულს და ჩვევად გადამექცა, ერთი ტყუილი ათასად ვაქციე. ბოლოს არ ვიცი რა დამემართა ,მგონი ჩემი ტყუილი დავიჯერე და სიტყვას ვერ ვიგებდი ახლოს თუ არ იყავი. არა კიდე გატყუებ , მთავარი მიზეზი სიმშვიდე იყო ვიცოდი ახლოს მყავდი და ამ დროს ვერავინ მოგიახლოვდებოდა იმ შენს თაყვანისმცემლებს ფლირტის წამოწყების შანსი აღარ ექნებოდათ. არაფერს ვგეგმავდი, გეფიცები წინასწარ ამ ყველაფერს არ განვიხილავდი უბრალოდ ასე ხდებოდა და ახლა ვხვდები რატომაც ,ყველა იმ შეგრძნებას ვიაზრებ და ვხვდები როგორცაა ჩემი ტვინი მოწყობილი, ყველაფრის საჩემოდ გამოყენება შემიძლია, მე უნდა ვყოფილიყავი მთავარი ფიგურა მე და ჩემი სურვილები,რომლებიც ვერ გელეოდა. არ მადარდებდა ჩავაბარებდი თუ ვერ, რა კარიერული ზრდა ისედაც ყველაფერი მქონდა და მეტის ამბიცია არასდროს გამჩენია, ცხოვრების გართულება არ მინდოდა მერე კი უბრალოდ ჩავიჭერი-თქო ვერ გეტყოდი და ისეთ ქულებს ვიღებდი ყველგან ყველა გამოცდაში შენი სიამაყით სავსე თვალებს ვხედავდი. ახალი აზარტი გამიჩნდა , იმდენად ლამაზი იყავი ჩემით გახარებული, ისეთი საოცარი სხივი მოდიოდა შენგან მე ამაზე უარს ვერ ვიტყოდი. ალბათ ჩემნაირი არავინაა , მხოლოდ იმიტომ ვაღწევდი წარმატებას,რომ შენ გამეხარებინე , შენს გვერდით მეც ამაყად შემძლებოდა დგომა . გვიან შევიყვარე და შევიგრძენი ის საქმე რასაც ვაკეთებდი, შენ კი თავიდანვე პროფესიაზე დამოკიდებული გეგონე. ხედავ რამდენი ტყუილი იყო ჩვენს შორის? მიჩვეული ვიყავი სიმართლის დაფარვას და სინამდვილის შელამაზებას ზოგადად ვერ ვიტანდი ვინმესთან ჩემს პირადზე საუბარს შენ კი სრულიად ამომიყირავე ცხოვრება. რა საშინელებაა არა? შენ მე განვითარებისგენ მიგყავდი მე კი სანაცვლოდ ვერაფერი გავაკეთე , პირიქით შენ მოგაქციე სულ სხვა უცნობ ჩარჩოებში. კარიერული ზრდა ჩემი კომპლექსიდან თავის დაღწევის საშუალებად მესახებოდა . შენს მშობლებთან მოსული რიგითი არ ვიყავი მე ჩემს სფეროში მქონდა დიდი მომავალი და მიუხედავად ჩვენს შორის არსებული განსხვავებისა ამ მიღწევებით შემეძლო ჩემი შინაგანი მეც დამეკმაყოფილებინა და იქ , შენების გარემოცვაში შედარებით მშვიდად მეგრძნო თავი. ჯოჯოხეთივით ცხელი იყო ყველა წუთი რაც კი შენი ოჯახისწევრების თუ მეგობრების გვერდით მაქვს გატარებული. იმდენ ადგილას მეპატიჟებოდი, სად აღარ დავდიოდი შენთან ერთად . თეატრში მეორედ ვიყავი , პირველად სკოლიდან რომ წაგვიყვანა მასწავლებელმა მას შემდეგ არც მიფიქრია იმ კედლებში ფეხის შედგმა. ჩვენ დიდი- დიდი კინოთეატრში წავსულიყავით ისიც ბოლო რიგებში შეყვარებულებთან ერთად მსხდომები ფილმს სულ არ ვაქცევდით ყურადღებას მთავარი საფიქრალი გვერდით მჯდომი გოგო იყო ყოველთვის. შენ რომ წაგიყვანე მაშინ ვნახე კინო ისე ,რომ მერე მთელი გზა ,სეირნობისას მის განხილვაში გავლიეთ. გიჟდებოდი ყველაფრის შესწავლაზე , გიყვარდა საუბრები წიგნებზე, მათ მიხედვით დადგმულ სპექტაკლებზე, ბალეტზე, კინოზე და კიდევ მხატვრებზე გიჟდებოდი . მთავარი გატაცება ,სფერო და სიყვარული შენს ცხოვრებაში ჩემამდე ხელოვნების სწორედ ის ნაწილი იყო რომელშიც ყველაზე ნაკლებად ვერკვეოდი. სულ რამდენიმე მხატვრის სახელი ვიცოდი და მათი ერთი ორი ნამუშევარი შენ კი ხელოვნებათმცოდნე ხდებოდი. პირველად რომ წამოგყევი გამოფენაზე მუნჯივით დავდიოდი , არაფერი ვიცოდი და სუნთქვა მიჭირდა. როგორ ვინარჩუნებდი მშვიდ, თავდაჯერებულ იერს ახლაც არ ვიცი. სახლში რომ დავბრუნდი ისეთი დაღლილი ვიყავი მეგონა რაღაც ურთულესი სამუშაო შევასრულე. შენ იმდენი რამ იცოდი, შენ და ჩემმა კონკურენტებმა. მათთან იმდენი საერთო გქონდა ,ერთნაირად აზროვნებდით, ერთნაირად ხედავდით სამყაროს და ერთმანეთის გესმოდათ მივხვდი შენს გვერდით ვერ ამიტანდი თუ ტვინს არ ავამუშავებდი . მეორედ თავად დაგპატიჟე და ამჯერად მხატვრის მთელი ბიოგრაფია გადავიკითხე, ყველა ნამუშევარი ვნახე , ყველას დავაკვირდი წინასწარ ჩამოვაყალიბე ჩემი აზრი რომ მერე რამე სისულელე არ მეთქვა ნახატის დანახვისას. ჭკუას ვკარგავდი რომ მიყურებდი , ვხვდებოდი როგორ ვმოქმედებდი შენზე როცა რაღაც საინტერესოს ვამბობდი და კიდევ ერთი გატაცება გამიჩნდა. იმ წლებში იმდენი რამ წავიკითხე და ვისწავლე მგონი რაც ვიცი სულ მაგ დროში დაგროვილი ცოდნაა. ამ ყველაფერს ჩემი მეგობრების , ძმების და ნათესავებისგან შორს ყოფნით ვახერხებდი, ძველებურად აღარ ვერთობოდი, მათთვის დრო აღარ მრჩებოდა . სულ შენ მყავდი გონებაში, ახალ დღეზე ვფიქრობდი იმაზე თუ როგორ გამეფერადებინე, რაღაც ახალი უნდა შემომეთავაზებინა,რომ ჩემს მიმართ ინტერესი არ დაგკარგვოდა, რომ არ მოგბეზრებოდი. ლექტორების მსგავსად შენთანაც ვაბარებდი გამოცდას , მათი ქულები ნამდვილად არ მადარდებდა შენი სიყვარული კი ყველაზე დიდ ჯილდოდ მექცა,რომლის შენარჩუნებაც ვერ მოვახერხე. მიყვარდა შენი ბედნიერება, ამ დროს ყველაზე ლამაზი იყავი , ანათებდი და თუ რაიმეზე ღელავდი ისე ქრებოდი გული მიჩერდებოდა. ირგვლივ ყველაფერი რომ ჩამონგრეულიყო არ ვიდარდებდი შენი ცრემლების გამო კი შეუძლებლის გაკეთება შემეძლო. გახსოვს ლენას ქორწილისთვის ცეკვა მოამზადეთ ,მთავარი ფიგურა შენ იყავი მეწყვილემ კი ფეხი იღრძო და სიურპრიზის მოსალოდნელი ჩავარდნით გულმოკლული ისე მოთქვამდი მე ვისწავლი მაგ ცეკვას-თქო გითხარი. არაფერზე ვფიქრობდი ,მარტო შენი ამღვრეული თვალები, ცრემლებით დაფარული ფერმკრთალი სახე და მთრთოლვარე სხეული მაღელვებდა მერე ისე გამიღიმე, ისე ხტოდნენ შენს დიდ ,მრგვალ ყავისფერებში ჭინკები ცეკვას კი არა ბრთვულ ფიზიკას ვისწავლიდი თუ დაგჭირდებოდა. მერე ის ქუსლიანი ფეხსაცმელი მომარგე და რაღაც ლათინური ცეკვის სწავლება დაიწყეთ. პირველი გაკვეთილის ბოლოს დედაშენის სახე მახსოვს, მისი კომენტარები ჩემს მოუქნელობაზე და იმაზე თუ როგორ არ უნდა გქონოდა იმედი . სამსახურში ცვლები გადავიტანე, ქორწილამდე მთელი კვირა ვმეცადინეობდი მამაჩემმა იმ ფეხსაცმლით სარკის წინ სარდაფში მოცეკვავე რომ დამინახა წნევა ისე აეწია სასწრაფოს გამოძახება დაგვჭირდა . ვერაფერი ,რომ ვერ მოვიფიქრე ვუთხარი ნიძლავს წავაგებ თუ არ ვისწავლი-თქო , წნევამ დაუწია მერე მეკითხებოდა კიდეც იგებ თუ რას შვებიო. ხო, როგორღაც გამომდის ყველასთვის იმის თქმა რაც უნდათ რომ გაიგონ. ცეკვას დღემდე ვერ ვიტან, მაგრამ მიყვარს შენ რომ გიყურებ ,გეხები და გგრძნობ. წარმოდგენა მაინც თუ გაქვს რამდენად გასაგიჟებელი იყავი მაშინ იმდენი ხალხის წინ ჩემთან ცეკვის დროს. ვერ ვიჯერებ როგორ გადმოვდგი ნაბიჯი,ამდენი ხალხის წინ ,იმ ფორმაში ცეკვა დავიწყე . შენ რომ გხედავდი შემეძლო ნებისმიერი სისულელე ჩამედინა . შენი ბედნიერი სახე, შენი ხმამაღალი კისკისი, მკერდის ქვეშ მოფართხალე გულისცემის ხმა და ყველაზე თბილი ჩახუტება ,ლოყაზე კოცნით დაგვირგვინებული ყველა საჩუქარზე , ყველა ანაზღაურებაზე ,ყველაფერზე ძვირფასი იყო მაშინ ჩემთვის. ერთი უბრალო კოცნა იმაზე მეტად მაღელვებდა ვიდრე ყველა მანამდე არსებული ქალის მხურვალე ალერსი. ეს ფაქტი რომ გავიაზრე მას მერე არავინ მყოლია... ვფიქრობდ და ვერავის ვიხსენებ . მაჯადოებდი მგონი,თორემ როგორ გავიდა ის წლები მხოლოდ შენი ბავშვური ჩახუტებებით და მოფერებებით არ ვიცი, ვერ ვხსნი საკუთარ თავს შენს გვერდით ყოფნისას. შენ კი ეჭვი გეპარება , გგონია საერთოდ არაფერს ნიშნავდა ჩემთვის მკლავებში რომ მყავდი მოქცეული, გულზე მეკვროდი და ქვემოდან ციმციმა თვალებით მიყურებდი . შენი სიცილი , შენი კისკისის ხმა და მთელი სახე ამ დროს როგორიც ხდებოდა გულს მიჩერებდა . რაღაც პერიოდი ყველა მაღიზიანებდა, შენგან შორს ბიჭებთან ერთად რომ მივდიოდი დალევაც კი აღარ შემეძლო მოდუნებასაც ვერ ვახერხებდი ყველაფერი მაწუხებდა , გულს მირევდა და განტვირთვის ჩემი საშუალება დავკარგე. შუაში გახლეჩილი დავრჩი არცერთ მხარეს ვგრძნობდი თავს ბოლომდე მოდუნებულად, მუდამ რაღაც აწუხებდა ჩემს მთელ არსებას . თავისუფალი წამიც აღარ მრჩებოდა ვმუშაობდი, ვსწვალობდი, ვვარჯიშობდი, ვკითხულობდი, დავდიოდი შენთან ერთად იმ ხალხის გარემოცვაში ჩემნაირებს თეთრი ყვავივით რომ აღიქვამდნენ, მათი ატანისა და გაძლების შემდეგ თუ დრო დამრჩებოდა მეგობრებთან წასასვლელად თავს ისე ვგრძNობდი თითქოს ჯერ მთის მწვერვალზე ვიგუდებოდი უჟანგბდობისგან შემდეგ კი უფსკრულში ჩამაგდეს და იქაც სუნთქვაშეკრული დავრჩი . შენ ქმნიდი სივრცეს რომელიც მშვიდად ყოფნის საშუალებას მაძლევდა, მხოლოდ მაშინ როდესაც ირგვლივ სხვა არავინ იყო არც ჩემები და არც შენები. ამ დეტალებზე მაშინ არ ვფიქრობდი, მხოლოდ მიკვირდა ასე ძალიან რა მღლიდა, რატომ მაწუხებდა გამუდმებული თავის ტკივილები და ექიმთან რომ მგზავნიდნენ უფროსები პასუხიც დიდხანს გაურკვეველი რჩებოდა... გამიგრძელდა წერა . უბრალოდ აღარ ვიცი რა გითხრა იმის საჩვენებლად ,რომ ყველაფერი მახსოვს, არაფერი დამვიწყებია და იმაზე მეტად ვგრძნობდი ვიდრე შენ შეგიძლია წარმოიდგინო. ახლა რომ ვიხსენებ, მთელს სხეულში მცრის , მინდა ყველაფერი ამოვაყრავო. სახლში დაბრუნებულს, რომ მხვდებოდი მონატრებას ვერ ვგრძნობდი ყველგან შენი სურნელი იყო, შენი კვალი მხვდებოდა ახლა კი საერთოდ არ ხარ. ბავშვები მე რატომ მგვანან ასე ძალიან ლილია? სამივეს ვაკვირდები და შენს სახეს ვერცერთში ვხედავ, ყველას ჩემი იერი აქვს . რომ აკისკისდდნენ მივხვდი რითიც გგვანან. სამივეს შენნაირი სიცილი აქვს , თვალები დავხუჭე და ვსუმენდი ,თითქოს ისევ 18 წლის ლილია კისკისებდა ... უშენობა მახრჩობს ! შენები და ჩემები ერთ სივრცეში სულ რამდენჯერმე მოხვდნენ . საშინლად მიჭირდა ჩემების მომზადება პირველ შეხვედრამდე და ყოველ მომდევნო შემთხვევაში ვცდილობდი გამეკონტროლებინა თითოეული,რომ კონფლიქტი არ გამოეწვიათ მათ განსხვავებულ შეხედულებებს . არასდროს შემრცხვება მათ გამო, მამაშენი კი ცდილობდა ჩვენს დამცირებას,მაგრამ არჩევანის წინაშე რომ დამაყენონ მის შვილად დაბადებას ისევ ჩემს ოჯახში მოხვედრას ვარჩევდი ,როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, რამდენადაც არ უნდა ვეწინააღმდეგებოდე მათ არჩევანს, ხედვებს და იდეებს ,რამხელა დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეთ ჩემს ამგვარ განვითარებაში მაინც ისინი ყველას მირჩევნია . ვიცოდი რომ განსხვავებულები იყავით,მაგრამ წერილიდან პირველად გავიგე,რომ ყველანი გაღიზიანებდნენ მაშინ როცა მათ მთელი გულით მიგიღეს. შენ გგონია,რომ არ მოეწონე რძლად სინამდვილეში კი პირველად რომ გნახეს დედამ მითხრა ეს გოგო შენთვის არ არისო. შენ მაგ გოგოსთან საერთო არაფერი გაქვს. ვერ გაგიძლებს ვერც შენ და ვერც შენს ცხოვრებასო . იცი როგორ იმოქმედა მისმა სიტყვებმა? ყველაფერი ააფეთქა ჩემში, საკუთარი დედა რომ განიშნებს შენთვის ღმერთი ასეთ ქალს არ გაიმეტებდაო ვერ გაგიძლებს , ვერ აგიტანს, გაგექცევაო . მერე ამ დრომდე მეგონა,რომ ცდებოდა,მაგრამ რომ მოვიდა საკუთარი სიტყვები გამახსენა . გაიგო,რომ წახვედი და გათენებული არ იყო საძინებელში,რომ შემომივარდა საყვარელი გაიჩინეო მაბრალებდა კივილს ძლივს იკავებდა. ისე მეჩხუბებოდა კარგახანს მეგონა დედაჩემი კი არა დედაშენი იყო. უარი არ მითქვამს , მასაც ჰგონია რომ ვიღაც ქალთან გიღალატე . არ იცი როგორც უყვარხარ . შენით აღფრთოვანებული იყო . ჩხუბისას ისეთი რამ მითხრა არასდროს არცერთი შვილისთვის რომ არ უთქვამს. სხვა ქალს მე რძლად არ მივიღებ და ვინც არ უნდა მომიყვანო იცოდე შენც აღარ გამოჩნები ჩემს სიახლოვესო . ვკითხე როდის იყო კაცის ღალატზე ასეთი რეაქცია გქონდა-თქო და ისე მითხრა შენ ვის ჰგავხარ მათსავით ქცევა რომ გეპატიებოდესო თითქოს მე სხვანაირად მზრდიდა, მე სხვა ფასეულობებს მინერგავდა, სხვა მენტალიტეტით ჩამომაყალიბა კაცად და სხვა შვილები ტყეში ჰყავდა გახიზნული ,ისე შეიცხადა გამაკვირვა არადა ყველაზე მეტს ჩემგან ითხოვდნენ, ბავშვობიდან ყველაზე მეტად მე მამსგავსებდნენ მამაჩემს და პაპაჩემს . რთული იყო ჯერ მიხვედრა იმის თუ რას მასწავლიდნენ არასწორად,რა ხდებოდა შეცდომით და მერე ბრძოლის დაწყება . ერთია როცა სწორი საძირკველით იწყებ ცხოვრებას და მეორე როდესაც არასწორის გამოსწორებას ცდილობ,როგორი სახლიც არ უნდა ამეშენებინა საფუძველს ვერაფერს მოვუხერხებდი . მოკლედ ასეა, მას ჰგონია რომ სხვა ქალის გარდა შენ ვერაფერი წაგიყვანდა ჩემგან, მე კი ვფიქრობ რა იქნებოდა ეგ ცოდვა რომ მქონდეს სხვების ნაცვლად . უკვე აღარ ვიცი ვიცინო თუ ვიტირო ამათ აზრებზე და მოთხოვნებზე, ერთს გასწავლიან და მეორეს ელიან . მგონი მაკას ღალატის შემდეგ არ ყოფილა ასეთი გაცოფებული , მათი ოჯახის დანგრევისას თითქმის არაფერი უთქვამს ახლა კი მეგონა ხელებში ჩამაკვდებოდა და მაინც აგრძელებდა ჩემს ლანძღვას და შენს ქებას...ხედავ? შენ გეგონა დედაჩემს არ მოსწონდი რძლად სინამდვილეში კი მასაც დედაშენივით მე არ მოვწონდი შენს ქმრად. ქორწილის დღეს დარწმუნებული ვიყავი,რომ შევძელით ორ სამყაროს გაერთიანება და ჩვენი ,ყველასგან განსხვავებული ცხოვრების შექმნა. შენ ჩემი ცოლი გახდი, ღვთის წინაშე დავდეთ ფიცი , შენ დამთანხმდი, შენ გიყვარდი და რატომღაც მეგონა ეს იყო ყველა პრობლემის დასასრული ისე როგორც ზღაპრებშია, ვიქორწინეთ და ყველა დაბრკოლება გადაილახა. მთელი ღელვა და ნერვიულობა გამიქრა შენთან მარტო დარჩენისას. ჩემი ახდენილი ოცნება იყავი ,მანამდე რომ ვერ გეხებოდი და შემდეგ ყველა რთულ მომენტს შენთან ახლოს ვატარებდი. მიგატოვებდი თუ ჩემამდე სხვა გეყოლებოდა? იქ, იმ დღეს სულ რომ ქმართან და ხუთ შვილთან ერთად მენახე მაინც ვერ წაგშლიდი გონებიდან. მე შენ დაგინახე, შენ შემიყვარდი ისე რომ არაფერი ვიცოდი შენზე , ვერ ვხვდებოდი,გააზრება დავაგვიანე, მაგრამ ვგრძნობდი და ამას ვერაფერი შეცვლის. ერთადერთს რასაც ვერ გადავიტანდი შენი ღალატი იქნებოდა, მივხვდებოდი,რომ არ გიყვარდი და ალბათ ამ შემთხვევაში ვიტყოდი შენზე უარს . წარმოდგენა არ მინდა , ვიცი შენ ჩემს შემდეგ არავისზე გიფიქრია, შენ ჩემი ქალი ხარ, ამაყი და თავმოყვარე ვერასდროს შეძლებდი ღალატს ! გგონია არ ვიცი შენზე ბავშვობიდან შეყვარებული, გიგა სამსახურში რომ მიაღებინე შენივე დეპარტამენტში და მარჯვენა ხელად გადაიქციე ? ისიც ვიცოდი ისევ ამოჩემებული რომ ჰყავდი ,ჩემი არსებობა დაბრკოლებას ,რომ არ უქმნიდა და თავს გევლებოდა. კარგი იყო ასეთი ერთგული ფინია გყოლოდა გვერდით, ნებისმიერ თხოვნას რომ შეგისრულებდა და უარს არაფერზე გეტყოდა არა? ადამიანების გრძნობების გამოყენება ჩემგან ისწავლე, ნუ უარყოფ მე ყველაფერი ვიცი! ისიც თუ როგორ გაუშვი სამსახურიდან და მთლიანად შენი ცხოვრებიდან, სადავეები დაკარგე მიხვდი ზედმეტი უნდოდა, ზღვარი გადაკვეთა და მოიშორე . გაკოცა ,ხომ? მერე , მერე რა გააკეთე გაცოფებულმა ნეტავ რა უთხარი ისე მაინტერესებდა როგორ გაანადგურებდი ბრაზიც ვერ ვიგრძენი სათანადოდ. გიკვირს რომ არ ჩავერიე ხომ? ვიცოდი სიტუაციის მართვას შეძლებდი, შენთვის მხოლოდ მე ვარსებობდი და არ ვდარდობდი. კარგი იქნებოდა შენც რომ ასეთი დარწმუნებული ყოფილიყავი ჩემში, მაგრამ ასე არ არის მე ვერ შეგიქმენი სწორი წარმოდგენა , ვერ გავხდი შენთვის მარტივად წასაკითხი,ზედმეტად ბევრი ტყუილი ვთქვი, ბევრი დავმალე და შედეგიც მივიღე. შენი პროფესია მე როგორ წაგართვი , ვერ ვხვდები მე ხელი როგორ შეგიშალე . სწავლის დასრულებამდე ქორწინებაზე სიყვაც არ დამიძრავს, უკვე მუშაობდი რომ დავქორწინდით რამდენჯერმე შეიცვალე სამუშაო გარემო ყოველ ჯერზე უკეთეს ადგილს პოულობდი. არ ჩავრეულვარ, შენთვის სამუშაო ოთახი სპეციალურად მოვამზადე, არქიტექტორს , ხელოსნებს, შენს მხატვარ მეგობრებს ჩუმად ვხვდებოდი საუკეთესო რომ გამოსულიყო და გამეხარებინე . ჩვენი სახლის საუკეთესო ნაწილი სპეციალურად გამოვყავი, მიწას რომ ვყიდულობდი ხედიც კი ამის გამო ავარჩიე ვფიქრობდი იქ ,იმ გარემოში თავს კომფორტულად იგრძნობდი. ის სიხარული მომეჩვენა? რომ მეხვეოდი და მკოცნიდი აბა რას ნიშნავდა . იმდენს ხატავდი, ძერწავდი, თიხაზე მუშაობდი მე რა ვიცი რას აღარ აკეთებდი . ფეხმძიმობაში შუაღამეს რომ იჯექი იქ და გეჩხუბებოდი დაისვენე-თქო მაგის გამო მიბრაზდები ? მუზა რომ მოგივიდოდა და დაიკარგებოდი ვიცოდი სადაც იყავი, რამდენჯერ ბავშვის კვების დროც დაგვიწყებია . ერთიციდა დინა შენთან მომყავდა , შუაღამისას მოშიებულს აჭმევდი და თან ცალი ხელით ხატვას აგრძელებდი . დაფეთებული გიყურებდი, მეშინოდა ბავშვს რძე არ გადასცდენოდა და თან თვალს ვერ გწყვეტდდი ისეთი იყავი. მე მეგონა ყველაფერი გამოგდიოდა, გამოგივიდა კიდეც და დარწმუნებული ვიყავი,რომ ეს იყო ჩვენი დიდი მიღწევა, ბედნიერების საშუალებაც და გამარჯვებაც. არ უნდა გეცადა ამდენად ჩემიანად გახდომა, არ მჭირდებოდა შენგან სხვა ქალების ტყავში შესვლა მე ხომ სხვანაირი, განსხვავებული შენ შემიყვარდი და არა დანარჩენები. ყველაფერი საოცრად გამოგდიოდა, ისეთი აღტაცებული მესაუბრებოდი ხოლმე ვიფიქრე შეიყვარე ჩემი შავბნელი გარემოც. ჩემი ღრმა რწმენით შენ შენებურად შეითვისე ყველაფერი, შენი ფერები შეურიე და ისე აკეთებდი ,ჩემთვის არავის დამსგავსებიხარ არ გამხდარხარ ქარავნის ნაწილი, არასდროს ! ეს რომ დამენახა შეგეწინააღმდეგებოდი,მაგრამ ასე არ იყო , არ არის და არც იქნება, შენ მათთან მჯდომი ჭორების მოსმენისასაც არ ჰგავდი არცერთს, არც ბავშვებს ზრდი ისე როგორც სხვები , არც განიკითხავ ისე როგორც ისინი და რაა პრობლემა, ბნელი საზოგადოება რომ ვერ გაანათე? ლექციების ჩატარება რომ შეწყვიტე? დანებება გგონია ეეგ? შენ ისე მოიგე რომ მათში არაფერი შეცვლილა, ჩემთვის გამარჯვება ეგაა იარო წინ ,როცა სხვები იყიინებიან. ნუ მეტყვი რომ შენც ჩარჩი ძველ დროში,რომ შენც გაქვავდი და უძრავად დარჩი . არ ვიცი რა გჭირს, არ ვიცი ახლა ასე რატომ ფიქრობ, როგორ ხედავ ასე შენს ცხოვრებას და განვლილ გზას . მე შენ იმაზე ძლიერს გხედავ ვიდრე მაშინ ,უფრო თავისუფალს ვიდრე ქორწინებამდე. ხო, ასე გხედავ და ასეა კიდეც. თავისუფალი რომ არ იყო, ძლიერი და მებრძოლი ვერ მოახერხებდი აქამდე მოსვლას. უბრალოდ იყო ჩავარდნები, რომლებმაც ერთად გატკინეს მე მოგშორდი და ყველაფერი სხვა თვალით დაინახე . საკუთარი თავიც კი სუსტად წარმოაჩინე , მე კი მანიპულატორად გადავიქეცი შენს წარმოსახვაში,როცა უმრავლესად პირიქით იყო შენ ხარ ჩემი ცხოვრების წამყვანი,მმართველი წერტილი და კი, მე შემიძლია მოვახდინო შენზე გავლენა, თურმე მაშინაც კი გმართავდი როცა არც კი ვფიქრობდი ამაზე. მე კი არ გმალავდი მე გემალებოდი! მე გემალებოდი ლილია, იმ სუფრებზე ჩემი მეგობრები რომ ისხდნენ, სამსახურისგან გადაღლილები, საშინელი ამბების შემდეგ ღვინოს გარდა განტვირთვის გზა რომ არ გვრჩებოდა, ბიჭები,რომლებიც თანამშრომლები არ იყვნენ და რომელთანაც სულ სხვა საუბრები მქონდა, დიალოგები რომელშიც ისე ვსაუბრობდი, ისე როგორც ისინი და როგორ დამეტოვებინე იქ, როგორ მელაპარაკა იმ სიტყვებით რასაც ვამბობდი . არ შემიძლია , 18 წელია მიცნობ, შენი ქმარი ვარ და შენი თანდასწრებით რამდენჯერ შევიგინე გახსოვს? ნუ შენ ყველა ცუდი და უკულტურო სიტყვის თქმა დანაშაული გგონია ,წარმოდგენაც არ გაქვს როგორ ვსაუბრობ როცა შენ არ მისმენ . როგორ იფიქრე,რომ გმალავდი ! ეგ რომ წავიკითხე ტვინში სისხლი ჩამექცა. შენი გარეგნობა ? რა სჭირს შენს სხეულს, გადაიღალე? რომ არ დაღლილიყავი გასაოცარი იქნებოდა და რა , რადგან გამოუძინებელს არეული თმა გაქვს დაბერდი, შეუხედავი გახდი? როგორ მშურს შენი, ნეტავ იცოდე როგორ მშურს შენი სტრესის, მიზეზების რის გამოც არ გძინავს, ვის გამოც შეიცვალა შენი სხეულის კონტური . ხო, შეიცვალე ქალი ხარ და არა 18 წლის პატარა გოგო რომელსაც ჩამოყალიბება ჯერ კიდევ არ ჰქონდა დასრულებული. მაშინ ლამაზი იყავი და ახლა აღარ ხარ? თუ ღმერთი გწამს, ყველანაირი მახსოვხარ 40 კილოთი მეტს რომ იწონიდი თაიას გაჩენის შემდეგ მაშინაც საოცრად გამოიყურებოდი, გონს ვკარგავდი რომ გიყურებდი . ახლა ბევრად ნაკლები ხარ შენს სტანდარტულ წონასთან შედარებით, იმ წონასთან დედაშენმა ჯერ კიდევ თინეიჯერს რომ მოგინიშნა და შენც გგონია თუ გადააჭარბებ მორჩა, დაკარგავ ნამდვილ მომხიბვლელობას. სისულელე, მორიგი ავადმყოფური აზრი რომელიც ბავშვობიდან ჩაგინერგეს და მართალი გგონია. დედაშენის სტანდარტებით დაგაბერე. შენც გჯერა მისი, ისე ფიქრობ როგორც ის ალბათ ისე არ გიყვარს საკუთარი თავი როგორც მე შენ თორემ სარკეში ჩახედვისას ბედნიერების შეგრძნებით გაივსებოდი. მესამე მშობიარობის შემდეგ ისე დასუსტდდი ღამეები არ მეძინა,ამოვიჩემე,რომ რაღაც გჭირდა, რომ ცუდად იყავი და ექიმები ვერ ხვდებოდნენ. თითქოს მეც მინდოდა გამოკვლევები, შენც თან გაგიყოლე და მანამ არ შეგეშვი სანამ ყველაფერი არ გამორიცხეს. სტრესი რომ გქონდა და საკუთარ თავს ებრძდი ეგ არ ვიცოდი . მე ვერ ვხვდებოდი, ვერ ვიაზრებდი რატომ შეიძლება შეეწუხებინე ყოველი მშობიარობის შემდეგ დატოვებულ სტრიებს, ზოლებს რომლებიც გვახსენებდნენ შენს ნამდვილ გმირობას. მათი გაქრობის საშუალება რომ აღმოვაჩინეთ და გითხარი ვიზიტზე ჩაგწერე-თქო მეგონა არ წახვიდოდი,მაგრამ წახვედი. თმაში გაჩენილი 1 ღერი ჭაღარის გამო ხელოვნური გახადე შენი ფერიცა და სურნელიც. ამბობ ჭაღარა გასიმპათიურებსო და ვერ ვხვდები მე თუ სიმპათიურს გხდის შენ რას გიშავებს . ჩემთვის ბუნებრივი ყოველთვის უფრო ლამაზი იყავი, არავის ჰგავდი ,მაგრამ შენ არ გაკმაყოფილებდა საკუთარი თავი, თქვენი სტანდარტები მეტს მოითხოვდნენ . მესმის, შენში სხვა კოდია , სხვა აზრები აქვს ჩატვირთული დედაშენს და არ გედავები, ქალი ყოველთვის ლამაზად უნდა გამოიყურებოდეს ... შენ კი სულ ასეთი იყავი ,ხარ და იქნები . დილით ძილისგან დაშუპებული თვალებით, ფერმკრთალი კანით ან წითელი ლოყებით ,რუჯით ან მის გარეშე, არეული თმით თუ საათების სალონში გატარების შემდეგ, გრძელი კაბით თუ მის გარეშე, შარვლით თუ შორტით, ზამთარში თუ ზაფხულში, შენ სულ ყოველთვის,ყველა მდგომარეობაში ანათებ ვგიჟდები შენზე და ყველა ჩვენს გოგონაზე ! დაე ყველა ქალს შეერყეს სილამაზე იმ მიზეზით როგორითაც შენ, ერთი დღე გქონდა დამტვრეული ფრჩხილები? ვერ წახვედი საალონში და იმ უსაქმურ ქალს ,შენს დაქალად წოდებულს ვერ დაენახე ? მერე რა , მერეე რა როცა ამის მიზეზი ჩვენი ბავშვები იყვნენ . მეორე დღეს ხომ წახვედი, ხომ გახდი ისევ იდეალური . მათ ჰყავთ ჩვენნაირი შვილები? ისინი იღლებიან იმ საქმეებით რომლებითაც შენ? მათ შეუძლიათ ისე საოცრად აღზარდონ შვილები როგორც შენ? მათ მეგობრებად აღიქვამენ შვილები,რომელთა ცხოვრებაც გაწერილი აქვთ? ჩარჩოებში ჩასვეს და იქედან გაქცევის საშუალებას არ მისცემენ? ხო შენ მაგ ჩარჩოდან გამოხვედი, ერთი ბავშვი კი არ გააჩინე ზუსტ დროს, წინასწარ გაწერილ დღეს, ზოდიაქოს შერჩევით და მერე უნაოჭო ,უდარდელი ცხოვრება კი არ განაგრძე 4 საოცრების დედა ხარ ! ნანობ? რას , ჩემს ცოლობას და იმას რომ ბიჭი გამიჩინე? ჯანდაბა მე ბავშვები მინდოდა, შენნაირები, შენი შვილები, შენი და ჩემი ბევრი ახალი სიცოცხლე იმიტომ რომ ვერ გიტევდი და ვოცნებობდი ჩვენი გრძნობის კვალი დაგვეტოვებინა ,თაობები შეგვექმნა. მე კიდე მინდა, ბევრი გოგო და ბიჭი ... მე სულ სხვანაირად ვხედავ არა? რა გავაკეთო ჩემი ხედვა მგონია სწორი და ნამდვილი . შენ საოცრება ხარ გამოუძინებელი და მოუწესრიგებელიც კი , იდეალური ხარ დანარჩენები კი ეგოისტები , უსაქმურები რომლებიც მხოლოდ გარეგნობაზე ფიქრობენ და სხვა არაფერზე. შენ ყველაფერი შეგიძლია, გაქვს და გექნება , ყველაზე დიდი სიმდიდრე, ღირსება ,ჯილდო გყავს მათი სახით. ისე მინდა ახლა აქ მყავდე, ამ ყველაფერს პირადად გეუბნებოდე და შენი გონებიდან ვაქრობდე ბნელ ფიქრებს. სად ხარ ლილია? განქორწინების ხელმოწერილი საბუთები შენებთან გავგზავნე , მაგრამ იქ არ მისულხარ დედაშენმა არაფერი იცის დამირეკა და მკითხა რატომ მოვიდა ჩვენთან წერილიო ,გაკვრივებული იყო მითხრა გამოგიგზავნითო მე კი მინდოდა უკან დამებრუნებინა და ნაფლეთებად მექცია,მაგრამ თავს მოვერიე . მერამდენედ მოვერიე თავს , ზოგჯერ ვერ ვხვდები როგორ აღმოვჩნდი ასეთი სუსტი ,როცა მაქვს დიდი ძალა და კიდევ უფრო მეტი ძალაუფლება. ჩემი სუსტი წერტილი ხარ უცვლელად 18 წელი . ახლა დილის ოთხი საათია , შენს მაგიდასთან ვზივარ სადაც ხატავდი ხოლმე იმ მაგდასთან , აქ აღარაფერია ჩემი პორტრეტებიც არ დამიტოვე არა? თან წაიღე თუ გაანადგურე . არა,ვიცი ვერ გამიმეტებდი ფოტოებიც წაიღე ვერაფერი ვიპოვნე ახალ ტელეფონში კი შენი სურათები არ მქონია. ჩემი ინსტაგრამის ფოტოების გადაქექვა მომიხდა შენი მომღიმარი სახის საპოვნელად, ფოტოს თარიღს დავაკვირდი თითქოს წინა ზამთარს გადავიღეთ , აღმოჩნდა,რომ სამი წლის წინანდელი იყო. წყეული დრო, რომელიც ისე გაფრინდა თან ჩამიყოლა , ყოველ ახალ დღეს ვგეგმავდი ცვლილებებს და ბოლოს ყველაზე დიდი ცვლილება მივიღე, შენ წახვედი . ვიცი სადაც ხარ, არავისთან დამირეკავს, გეფიცები უბრალოდ ვხვდები , გხედავ როგორ დარბიხარ ქვიშიან სანაპიროზე ჩვენს ბიჭთან ერთად...იმდენი რამ უნდა მაპატიო არ ვიცი ადამიანის შესაძლებლობებს სცდება ხომ? და მე კიდევ რამდენი რამ მაქვს სათქმელი შენთვის... ეს დღეები რაც გოგონების გვერდით გავატარე ნამდვილად შვება იყო ჩემი სულისთვის. ყველაფერს ერთად მიყვებოდნენ , მივხვდი ეშინოდათ რომ მალე წავიდოდი, რომ ვუთხარი შვებულება ავიღე და სულ თქვენთან ვიქნები-თქო მერე დამშვიდდნენ . ყველაფერი გავიგე , ყველაფერი რისი თქმაც მამისთვის შეეძლოთ . ყველაზე ცოტას დინა საუბრობს, დიდია იმდენად გაიზარდა,რომ მე კარგახანია პარანოია დამეწყო. ვიცი ვინც უყვარს, შემთხვევით გავიგე და 15 წლის ბავშვის მთელი საგვარეულოს ბიოგრაფია შევისწავლე. რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ ყველაფერს არ ვიცი,მაგრამ რამე ხომ უნდა გამეკეთებინა თავის დასამშვიდებლად. შენ არ გითქვამს, ველოდი მეტყოდი, რამდენჯერაც გკითხე ბავშვებზე იმდენჯერ მშვიდად მეუბნებოდი ახალი არაფერიაო. იმდენად არადეკვატური გავხდი, რომ გეგონა ბავშვს ფსიქიკას დავუნგრევდი და ომს გავმართავდი? ხო, პირველ საათებში ნამდვილად მინდოდა ბოლო ხმაზე მეღრიალა მაგ ბიჭთან ორ მეტრზე ახლოს არ გნახო-თქო , მაგრამ მხოლოდ გონების ბნელ კუნჭულში ვფიქრობდი ამ ყველაფერს. ჩემში არსებულ მხეცებს გამოსვლის უფლებას არასდროს მივცემ , როცა საქმე ჩვენს შვილებს ეხება ნებისმიერი ბარიერის გადალახვა შემიძლია . არ გჯერა ხომ? გგონია მე მთელი ეს დრო არ მრცხვენოდა , არ მჭამდა საკუთარი ქცევა ? არც კი ვიცი როგორ უნდა ვისაუბრო ჩვენი ბავშვების მიმართ არსებულ ჩემს გრძნობებზე. აქამდე მართლა მივედი? მე ჩემი სიყვარული ვერ გამოვხატე , ვერ დავამტკიცე მარტო ბავშვებმა იციან უპირობოდ ვუყვარვარ და ხვდებიან როგორ ვაღმერთებ ყველას ცალ-ცალკე და ერთად. მათ შესახებ ყველაფერი ვიცი, ყველა ნაბიჯი და განვითარების არცერთ ეტაპს ვტოვებ ბოლო წელია ფიზიკურად მოგშორდით და ამ დაშორებამ გაამწვავა ყველა ჭრილობა არა? ვიცოდი ასე რომ იქნებოდა, ვიცოდი და მაინც ვერ მოვერიე < ვერ მოვედი ,ვერ მოგიყევი ...ახლაც არ შემიძლია . მხოლოდ ის ვიცი ,რომ არ ვნანობ თაიასთვის სროლის სწვალებას, არც მათ ლაშქრობებში ტარებას, არც სხვა რაღაცებს რაც შენგან მალულად ვასწავლიდი . ზუსტად ვიცი ის ბიჭი რამეს თუ მიქარავს დინა საკადრის პასუხს გასცემს , შენნაირი ხასიათი აქვთ-თქო ხომ გითხარი , ნაზები არიან ,მაგრამ ბავშვობიდან ვასწავლი ყველაფერს რაც ცხოვრებაში გამოჩენილი კაცების გასამკლავებლად დასჭირდებათ. ალბათ ისინი ჩემნაირს არასდროს მისცემენ შანსს , შენს შეცდომას არ გაიმეორებენ. შეცდომა ვარ ხომ ასეა, ახლა ფიქრობ არა დარწმუნებული ხარ,რომ ჩემგან შორს უნდა ყოფილიყავი და მე ვერ გეწინააღმდეგები . შენ ჩემზე უკეთესს იმსახურებდი, მაგრამ მაინც ჩემსავით ვერავინ შეგიყვარებდა. რა სამწუხაროა ჩემი გრძნობების სრულად ჩვენება,რომ ვერ მოვახერხე, ვერასდროს გითხარი, ვერც დაგიმტკიცე ,ვერაფერი გავაკეთე არადა მთლიანად შენით ვარ სავსე და წამით არ მიგრძვნია სიცარიელე . მეგონა სწორად ვიქცეოდი, დარწმუნებული ვიყავი და აღმოჩნდა,რომ მწარედ ვცდებოდი! სქესის გაგებისას ჩემი ყველა რეაქცია შიშით იყო განპირობებული და არა უსიყვარულობით . ხომ ხედავ მშიშარაც აღმოვჩნდი, ვერასდროს იფიქრებდი ,არა? ვერ წარმოიდგენდი,იმიტომ,რომ არ იცი ჩემი საქმე, არ იცი რამდენი ქალი მინახავს დამსხვრეული ძვლებით, სიკვდილის ზღვარზე მისული, რამდენი ცოლი, შეყვარებული, უბრალოდ ამოკვიატების საგნად ქცეული გოგონა ან ბავშვი... წყეული ავადმყოფებით სავსე დედამიწაზე ბიჭის მამობა რომ უფრო მარტივია ასეთი რთული მისახვედრია? ბათუ მათზე მეტადი კი არ მიყვარს და მიხარია, მისი არ მეშინია გესმის? ხო ვიცი,ყველაფერზე შეიძლება ასე გაგიჟდე,მაგრამ ჩემთვის არა, ჩემი ტვინისთვის გოგოს მამობა ყოველთვის სხვა გამოწვევა იყო, სხვა ძალის ქონა , სხვა ცოდნის, მიდგომის, საუბრის, ყველა ამოსუნთქვა მიმძიმდება. ისეთები არიან ,ისეთი სუფთები,ლამაზები, ნაზები და იმდენად ხელშეუხებლები .როგორ აგიხსნა, ვერ ...შეუძლებელია გაგაგებინო მე რასაც ვგრძნობ. ეს რომ გაიგო კიდევ ერთი საიდუმლო უნდა გითხრა, ჩვენს ოჯახში წლების წინ დამარხული საიდუმლო რომელზეც აღარავინ საუბრობს . ხომ იცი , მამა ერთადერთს რასაც გვასწავლიდა ,რასაც მოითხოვდა, რაზეც შეუვალი იყო ეს ქალთან ჩვენს დამოკიდებულებას ეხებოდა. ხელის დაკარება და ცემა კი არა სულ რომ ჭკუიდან გადაგიყვანოთ ყვირილიც არ უნდა დაუწყოთო,ხომ იცი როგორი საუბრის მანერა აქვს,მაგრამ გინახავს ოდესმე დედას მიმართულებით შეეგინებინოს?ვერ გაიხსენებ, იმიტომ რომ ასეთი ფაქტი არ არსებობს. ნუთუ მართლა გგონია,რომ მამას მხოლოდ ბიჭები ვუყვარვართ და გოგონები არა . პირიქით, ჩემს დებზე გონს კარგავს, იმათი ერთი „გთხოვ მაა“ და ლოყაზე კოცნა საკმარისი იყო. ახლაც არ ვიცი როგორ გაათხოვა , მთელი წელი გიჟს გავდა უნდოდა სახლში შევრდნოდა ,მარტო რომ ცხოვრობდნენ ეს სულ მთლად აგიჟებდა . არც კი იცი რამდენჯერ ეკითხებოდა „ხომ კარგად ხარ მაა?“ სანამ დედა არ ეჩხუბა დაანებე ბავშვებს თავიო მანამ არ გაჩერდა,მაგრამ მაინც ღელავდა . ძლივს დარწმუნდა,რომ სიძე სანდრო იყო და მის გვერდით საფრთხე არ ემუქრებოდა ჩვენს გოგოს. თქვენ ყველაფერს ზედაპირულად უყურებთ, მამაშენი ასი წელი არ იდარდებს ჩვენს განქორწინებაზე და შენს მდგომარეობაზე. გკითხა მიჰყვებიო? თანახმა ხარო და მორჩა. მას შემდეგ აუღელვებია შენს ყოფას ჩვენს ოჯახში? მე გეტყვი , არა ! ესაა თქვენი სრული თავისუფლება, შენი მშობლები დღემდე 20 წლის ახალგაზრდებს გვანან, ცხოვრების ყოველი წუთით ტკბებიან, არაფერზე დარდობენ , ახლაც კუნძულზე მიდიან მთელი ზაფხულით და იქ გაიგებენ რომ დავშორდით. დარწმუნებული ვარ გკითხავენ , დარწმუნებული ხარ? ეტყვი კის და ამით მორჩება. შენი ცხოვრება კი შენია, მაგრამ ჩვენ ასე არ შეგვიძლია, არ გამოდის ასე და ხო მერე ჩვენ ვბერდებით, ვჭაღარავდებით, ნააოჭები გვიჩნდება, გული გვისკდება და შეიძლება შვილიშვილსაც ვერ შევხვდე ,მაგრამ ასეთები ვართ. ერთმანეთის ცხოვრებით ვცხოვრობთ, გვტკივა, გვიხარია, გვწყინს და ამის შეცვლას ვერასდროს შევძლებ. უბრალოდ არ მინდა, არ გამომივა იმიტომ ,რომ ეს მიყვარს ყველაზე მეტაც ჩვენს ოჯახში. მესმის შენთვის რთული იყო, სრული თავისუფლებიდან , დამოუკიდებლობიდან ამ მარწუხებში მოქცევა. ვტყუი, არ მესმის მე ვერ გაგიგებ ბოლომდე , რომ გამეგო ამაში პრობლემა რომ დამენახა რამეს ვიღონებდი. ხო , ვერ ვხედავდი პრობლემას ვერც სავსე სახლში, ვერც ახლოს მდებარე საძინებლებზე, ვერც ქალების ჭორაობას აღვიქვამდი შენს სულის შემხუთველ პრობლემად. ბავშვობიდან ამას ვხედავდი, სულ ასე იყო და ვერ მივხვდი შეჩვევის გარდა რა შეიძლებოდა . მეცინებოდა განა იმიტომ რომ არ მაღელვებდა შენი გრძნობები, ვიცინოდი იმიტომ რომ დარწმუნებული ვიყავი დრო გჭირდებოდა. ვერ მიგიხვდი , ვერ შემოვედი შენს ტყავში უკვე ჩემს მოედანზე ვიყავი ჩემს კომფორტის ზონაში და მეგონა შენთვის მაქსიმალურს ვაკეთებდი. იდიოტი ვყოფილვარ, სულელი კაცი ,რომელიც სიტუაციის სიმძიმეს ვერ ხვდებოდა. მეგონა ჩვენს სამყაროებს შორის არსებულ ბარიერს ეს დრო მოერეოდა და თურმე პირიქით, დრომ და შეჩვევამ ჩაგაქრო. თურმე ისე გახრჩობდა დედაჩემის ხასიათი ,როგორც მე მამაშენის მიერ გაქილიკებული უწიგნური გლეხები , კუნთმაგარი სოფლელები . როგორ ამბობს? პლებეები,რომელთა დანიშნულებაც გონებით მომუშავეთათვის პროდუქტის მოწოდებაა ისინი კი ოფლით გამომუშავებული თანხით იკმაყოფილებენ პირველყოფილ სურვილებს. არც იციან ფული რაში დახარჯონ და რაში სჭირდებათ მილიონები? ... მე ამ და სხვა მის დამამცირებელ , ჰომოფიურ წინადადებებს რომ ვუსმენდი შენ ხვდებოდი რას ვგრძნობდი? რაღაც არამგონია. შენ მაგ გლეხებთან ცხოვრება გიწევდა , როგორ ვერ მივხვდი,რომ ეს ამბავი შენს სულს ავნებდა. ამდენი ჭუჭყიანი ხელი, მოუვლელი ფრჩხილები, ოფლში გაწურული მშრომელი ხალხი, უწიგნურები ,ხო გაუნათლებლები,მაგრამ ადამიანები . შენ გახრჩობდნენ ისინი ვინც მე ასე ძალიან მიყვარს მათი ადამიანობის გამო მე კი მახრჩობდნენ შენები, ყველანი ერთად სულს მიხუთავდნენ თავიანთი ზედაპირული ,ჩარჩოში მოქცეული მწირი აზროვნებით. ისე მინდოდა ყველანი მთის ფერდობზე ყანაში ჩამეყენებინა თოხებით ხელში გათენებიდან დაღამებამდე შესვენების საშუალება არ მიმეცა, სულ ერთი დღე ,ერთად ერთიც საკმარისი იქნებოდა . რა გავაკეთო, ვერ ვნანობ ,რომ მათთან დიდ დროს არ ვატარებდი, რომ თავი გავითავისუფლე ამ მარწუხებისგან . მხოლოდ ის მაწუხებს,რომ ვერ მივხვდი რამდენად არ მოგწონდნენ ჩემები . არ ვიცი ,რომ დამენახა შენი გრძნობები,რომ გეგრძნობინებინა როგორ გაღიზიანებდნენ სრულიად უწყინარი ადამიანები , რას გავაკეთებდი სად უნდა წამეყვანე . უფრო ადრე გადავიდოდით ცალკე საცხოვრებლად და არასდროს წაგიყვანდი თან ჩემს ნათესავებთან სტუმრად, დედაჩემს და რძლებსაც მოგაშორებდი,როგორმე . რა სასაცილოდ მარტივ პრობლემების დაუნახავობამ და უთქმელობამ შექმნა ეს უზარმაზარი ჯაჭვი არა? რეალური იცი რა იყო? მამაჩემის პატარა და ,რომელიც ჯერ კიდევ ბავშვი იყო დასავით გვყავდა და მამიდასაც არ ვეძახდით ვიღაც ნაბიჭვარმა მოიტაცა, თითქოს რომ უყვარდა და ცოლად უნდოდა , იფიქრა თუ დავეუფლები დამიტოვებენ,უკან არ წაიყვანენო და ცხოვრება დაუნგრია მთელი ოჯახის ნაფერებ გოგოს, ისეთ გოგოს სამყარო მისთვის ვარდისფერი რომ იყო , მამა დედას ლოყაზე რომ აკოცებდა იმაზეც კი წითლდებოდა. მახსოვს როგორ დავცინოდით ,ლოყებზე ვჩქმეტდდით და მერე ვკოცნიდით ყველანი ერთად. რეალური იყო ,რომ დააბრუნეს ...ხო დააბრუნეს არავის ადარდებდა მისი დაკარგული ქალიშვილობა ,ლილია. ვერ გაუძლო მოცემულ რეალობას და მდინარეს გაატანა თავისი სხეული. სუსტები ვართ, ჩვენ ყველანი , სუსტები ვართ რომ ვერ დავიცავით და ბიჭები უფრო გვიხაროდა ვიდრე გოგონები . აჰაა , ვაღიარებ ყველანი საცოდავები ვართ ჩვენ ბავშვები ვიყავით,მაგრამ მამას და მის ძმებს არასდროს დაავიწყდებათ ეს ამბავი , ვერასდროს აპატიებენ თავს არადა სწორად მოიქცნენ. არცერთს არაფერი დაუკლია, ყველანაირად ცდილობდნენ მის დაცვას,მაგრამ არ გამოდის გესმის? არ გამოდის ამ დამპალ სამყაროში ვინმეს დაცვა მე კი მესამე გამიჩინე და შემეშინდა . სამსახურში ზუსტად იმ დროს მომცეს ახალი საქმე ,წყეული საქმეები მე ხომ სულ ყველაზე მძიმე დანაშაულს მტენიდნენ გამოსაძიებლად მე ხომ მაგარ ბიჭად მიცნობენ , ყველაფერს რომ აკეთებს დამნაშავის პოვნისთვის და მისი ციხეში ჩაყუდებისთვის. სანამ კლინიკაში მოვიდოდი 10 წლის ბავშვის მამა მყავდა დაკითხვაზე, ცოცხალ-მკვდარი იდო ჩემს წინ და მიყვებოდა როგორ წამებით ამოხადა სული მისი გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულს. ჩემი კანონი მის პოვნას მავალებდა, ვიპოვნე, დანაშაულიც ვაღიარებინე და ჩემი მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დიდხანს გამოკეტეს ციხეში კაცი,რომელიც თავის ცოლ-შვილს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ყველაფერი მეზიზღებოდა , გზაში ისე ცუდად გავხდი დამაგვიანდა კიდეც სანამ აფთიაქში შევედი და წამლები დავლიე. გაქვავებული სახით ვიდექი, ალბათ საშინლად გძაბავდი და გეზიზღებოდა ჩემი ეს დამოკიდებულება. იმ წუთებში ბიჭიაო რომ ეთქვა ეგეც არ გამოიწვევდა ემოციას იმიტომ რომ გათიშული ვიყავი. ვერაფერს ვგრძნობდი, ეს საზიზღარი შეგრძნება იცი რამდენჯერ მქონია? იმდენჯერ შემიძულებია ჩემი პროფესია, კანონები, სასამართლო, სამართალი და საერთოდ მთელი კაცობრიობა ცოტა მაკლდა ფსიქოტროპულებზე შეჯდომამდე . როგორღაც მოვერიე, ისე რომ შენ არ გაგიგია , მეგონა განარკომანებამდე მისულს თუ არ მნახავდი დაგიცავდი. ტყუილებით, სინამდვილის მსუბუქად აღქმითა და სიმართლის მალვით აშკარად არაფერი გამომივიდა. გავურბოდი ჩვენს გაზრდილ გოგონებს რომელთაც უამრავი კითხვა ჰქონდათ, ბევრი პასუხი სჭირდებოდათ, მივდიოდი ჩვენს პატარა ბიჭთან ერთად იმიტომ რომ მას მხოლოდ თამაში უნდოდა, თამაში და სხვა არაფერი. მასზე პატარა გოგონა რომ გვყავდეს მასთან ერთად გავატარებდი მთელ დროს ,მასთან ერთად დავიმალებოდი ყველასგან ვისაც შეეძლებოდა ჩემი შეცვლილი ქცევის აღქმა... მდუმარედ მოვდიოდი, არაფერს ვამბობდი და აღარც გისმენდი ზოგი ამბის მოყოლა არ შემეძლო, უფლება არ მქონდა ზოგსაც კი ვერ გიყვებოდი. იმდენი ცოდვა დამიგროვა ამ შენთვის გმირულმა სამუშაომ,რომ დუმილი ჩვევაში გამიჯდა. იმ უკიდურეს მდგომარეობს მივაღწიე შენს მკერდზე ბავშვივით მიკრულს ძილიც აღარ შემეძლო. ბოლო ჩემი მივლინება გახსოვს? გითხარი ერთ თვეში ჩამოვალ-თქო და ხუთი თვით დავრჩი. ბევრს ვერაფერს გეტყვი მხოლოდ იმას ,რომ ოცეული მებარა, ყველას სიცოცხლე ჩემზე იყო დამოკიდებული ჩემ ბრძანებას ექვემდებარებოდნენ ისინიც და მე ვმართავდი მთელს სიტუაციას მტრის წინააღმდეგ. შეცდომა დავუშვი , საბედისწერო შეცდომა რომელმაც ჩემი ორი ჯარისკაცის ჯანმრთელობა შეუქცევადად შეარყია და მხოლოდ ეს არ იყო ყველაფერი. გახსოვს სამი თუ ოთხი წლის წინ შემთხვევით შევხვდით ჩემს კოლეგას, მისი არც თანამდებობა მითქვამს, არც ის თუ სად მუშაობდა მხოლოდ სახელი , ლიდია . მითხარი უყვარხარო, მე ისე ვუარვყავი ეჭვები გაგიფანტე ეს უკანასკნელი ნამდვილად კარგად გამომდიოდა არადა თითქმის ყველა შენი ეჭვიანობა საფუძვლიანი იყო მათ მიმართ არსებული ბრალდებების ასპექტში მე კი წარბშეუხრელად ვუარვყოფდი ყოველ ჯერზე . შენი აღელვება არ მინდოდა, არცერთი არაფერს ნიშნავდა ჩემთვის და თავის კონტროლი შემეძლო ,რა საჭირო იყო შენი აღელვება. არ ვიცი სხვებს რამდენად მოვწონდი ან ვუყვარდი , ანდაც ამოკვიატებული ვყავდი ყველას სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა ამ წლების განმავლობაში ჩემთან დაახლოების მცდელობებისას ,მაგრამ ის იმ დღეს ჩემ გამო დაიღუპა. ჩვენ ,ყველას ერთმანეთის დაცვა გვევალებოდა , მის ადგილას სხვაც ასე მოიქცეოდა, ჩემი,როგორც გენერალის დასაცავად სიცოცხლეს გაიღებდნენ, წელიწადზე მეტია მინდა ეს დავიჯერო ,მაგრამ ვერ შევძელი . ჩემი ფსიქიკისთვის მძიმე დარტყმად იქცა კადრები რომლის აღწერაც ახლა არ შემიძლია. უნდა წამოვსულიყავი,მაგრამ დავრჩით საპასუხო შეტევისას ბევრი უდანაშაულო დაიღუპა მთავარ სამიზნესთან ერთად . სასჯელისთვის მზად ვიყავი, მაგრამ იმდენად მძიმედ დავიჭერი, რომ ყველაფერი შეიცვალა. მოგატყუე ისეთ ზონაში ვარ ტელეფონზე საუბარი არ შემიძლია-თქო,ვერ გეტყოდი დაჭრილი ვარ-თქო ვერაფერს გააკეთებდი მხოლოდ ინერვიულებდი კარგად მახსოვს პირველად რომ მომხვდა ტყვია რა რეაქციაც გქონდა მითუმეტეს მაშინ მხოლოდ ნაკაწრი იყო. არავინ იცოდა ,მხოლო ჩემმა ბიჭებმა ამიტომ მოდიოდნენ ხშირად შენს სათვალთვალოდ არ გამომიგზავნია,მინდოდა დაგხმარებოდნენ ბავშვებს მალევე ვირუსი შეეყარათ და ყველანი კლინიკაში იწვნენ , ვეღარ მოვითმინე და დაგირეკე. კამერა არ ჩავრთე ,გიყურებდით უჩემოდ მყოფებს და ჭკუიდან გადავდიოდი. როგორ მეთქვა დაჭრილი ვარ და ექიმები არ მიშვებენ-თქო. ჩამოსულს კიდევ პრობლემები დამხვდა, სახლში ვერ მოვდიოდი ,როგორ უნდა დამემალა ნაიარევები არ ვიცოდი გაღიავებას ველოდი და ფსიქოლოგის ნავარაუდებ დროს როცა კოშმარები გაქრებოდნენ ,მშვიდად ძილს მაინც შევძლებდი , ტკივილების გასაყუჩებლად მოცემულ წამლებს ისევ ვსვამდი , ორი თვეც არაა რაც ფსიქოთერაპევტის დანიშნულება დავასრულე . ამ დროს გაიგო თორნიკემ მაკას ღალატზე და მოხდა ის რაც მოხდა. წამლებს სასმელს ვაყოლებდი, ჩვენი შეკრებები სჭირდებოდა გასამხნევებლად ჩემს ძმას ,რომელიც მოკვლით ემუქრებოდა ყოფილ ცოლს და რომლის გადარწმუნების მცდელობებში მთელი ენერგია ჩავდე . ერთ-ერთი ასეთი საუბრისას მითხრა სადარბაზოსთან ლილია შემხვდა, დარწმუნებული ვარ იცოდა იქ რაც ხდებოდაო . არ დავუჯერე, ვიუარე , თორნიკეზე ზემოქმედება როგორღაც გამომივიდა,მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვაჯობე და მერე იყო ის ღამე ,რომლის გახსენებაც თავს მაზიზღებს. ამ ყველაფრის თქმას არ ვაპირებდი, არ მინდა იფიქრო,რომ თავს ვიმართლებ უბრალოდ გიყვები იმას რაც იყო ... გათენდა, ოცდამეერთე დღეა უშენოდ და მე ისევ არ ვიცი უკან რომ დავბრუნდეთ ბევრს შევცვლი თუ იმდენს ვერ რომ ჩემთან მყავდე, ბედნიერი, ფერადი და მთლიანად ჩემი. არ ვიცი გავქაჩავ თუ ვერ, ალბათ მაინც ვერ . დაბრუნება არ შეგვიძლია,თორემ მე ცდას არ დავაკლებდი შეუძლებელსაც შევძლებდი, ყველაფერს დავიკიდებდი ,მაგრამ არა ...ასე ხომ მაინც უბედურები ვიქნებოდით. შენ ჩემზე ბევრად ძლიერი ხარ , ამდენი წელი გაატარე იმ გარემოში რომელიც ასე ტოქსიკურად მოქმედებდა შენზე მე კი არ გამომდის ,მთელი სხეული მთხოვს ყველაფერი დავიკიდო მამაჩემის რომელიმე ბიზნესის მართვა გადავიბარო , ისეთის აუცილებელ საჭიროებებს რომ მოგვცემს და ისევ ძველებური კომფორტი შევუქმნა ჩემს გონებას. მართალია დიდი ფუნქცია არ მექნება კაცობრიოობის წინაშე , მაგრამ მშვიდად ვიქნები. ვივლი ყოველ დღე ლუდის ბოთლით ხელში, ვუყურებ ყველა მატჩს, ვატარებ გოგონებს სკოლაში, ყველა წრეზე, ყველა მასწავლებელთან და გავხდები სახლის ჩვეულებრივი კაცი. არ გჯერა ხომ? სიზმარიც კი არ წარმომიდგენია ამდენად უფერული. სისხლში გამიჯდა აქტიური ცხოვრება და აჰაა , დედაც მიტირა ხომ ხედავ... მაინც როგორი არასწორი კაცი ვყოფილვარ , სიცრუეში ამდენი წელი გავატარე და ახლა რაღა მეშველება. კუზიანს კუბო ასწორებს ხომ გაგიგია ხოდა ეგაა რა ვერაფერს გპირდები ხომ ხედავ . დროა დავასრულო , მეტს ვეღარ დავწერ მალე გოგონები გაიღვიძებენ ,საუზმეზე ფანქეიქები უნდა მოვუმზადო, იმ რეცეპტით შენ რომ გიყვარს. რამდენად განსხვავდება ჩემი პირველი წერილი უკანასკნელისგან . მაშინ ყალბ სიტყვებს ვიგონებდი, ყველა სიტყვას ვაკვირდებოდი, ათასჯერ დავგლიიჯე ფურცელი ახლა კი ყველაფერი დავწერე და ერთხელაც არ მიცდია ფურცლის მოშორება . პირველად დავფიქრდი ჩემს გრძნობებზე , შენზე, ჩვენზე და იმ ყველაფერზე რაც ამ წლების განმავლობაში ერთად გავიარეთ. ჩემი ცხოვრების ყველა ფერი პირველად შენ შექმენი .ჩემთვის ერთადერთი და შეუცვლელი ხარ -ამაში ეჭვი არასდროს უნდა შეგპარვოდა, მაგრამ ახლა სხვაგვარად ფიქრობ . ვერ მოვახერხე, ვერ გაგიძელი , ვერ შევძელი შენს სიმაღლეზე დგომა. ვცდილობდი, მაგრამ არაფერი გამოვიდა , ყველაფერი დავანგრიე და შენც თან გაგიყოლე. მყარი ხიდი ვერ შევქმენი, არ გამოვიდა ჩვენი ერთად ყოფნა . შეუძლებელი იყო სხვანაირი დასასრული ჩემთვის და შენთვის . ამდენწლიან თანაცხოვრებას ხომ ვერ წაშლი გონებიდან არა? ბევრი ბედნიერი დღე გვქონდა, მე ასე მგონია, ასე გხედავდი , ასე ვკითხულობდი შენს მნათობ ყავისფერებში . ჩვენი შვილები არიან ჩემი და შენი თვისებების საუკეთესო ნაწილის მატარებლები. მათ დაიწყეს სწორი საძირკვლით ცხოვრებას ,ისინი უკვე ერთნაირად გრძნობენ „ჩემების და შენების“ სიყვარულს და მაინც აქვთ თავიანთი განსხვავებული ხედვა სამყაროზე. ნუთუ ესაა ჩვენი დასასრული. ასეთი ? ასე უნდა გაგიშვა? შემიძლია შეგელიო ? უშენოდ ცხოვრებას შევძლებ საერთოდ? შენ შეძლებ ? რა თქმა უნდა, შეძლებ! ჩემგან წასვლა და ხიდის მეორე მხარეს გადასვლა გაგათავისუფლებს , თუმცა რაღა მომავალში ვსაუბრობ შენ ხომ უკვე წახვედი, ჩემს მიერ წლების განმავლობაში შექმნილი ჯაჭვი გაწყვიტე, გათავისუფლდი და უკან ვეღარასდროს დაგიბრუნებ. ვიცი უშენობა სასჯელად დავიმსახურე, მაგრამ არ მინდა ამ სასჯელის მიღება . მაპატიე , ვერ მივიღებ , ბრძოლა უნდა გავაგრძელო სულ თავიდან დავიწყო , სულ რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება დამჭირდეს შენს დასაბრუნებლად და მერე რამდენიმე წუთით იყო ისევ ჩემი , მაინც არ გავჩერდები, ვერ გავჩერდები, შენ თუ ჩემი არ იქნები მე არაფერი ვიქნები, ცხოვრება არსებობად კი არ მექცევა, უბრალოდ აღარ ვიქნები .შენს გარეშე სრული არარაობა ვარ , ლილია ! ეგოიზმით ვასრულებ ,არა?როგორც დავიწყე ისე ვაგრძელებ . განქორწინების პროცესს არ შევუშლი ხელს, მაგრამ ღვთის წინაშე შენს ქმრად დავრჩები მანამ სანამ არ მეტყვი,რომ გადამიყვარე და ჩამანაცვლე . არ ვიცი განა გჭირდები ,მაგრამ მაინც შენ რომ აღარ იყო ჩემი მე ბოლო ამოსუნთქვამდე შენი ვიქნები ,შენი დუდას გაქრობა არაფერს ნიშნავს ჩემში არსებულ ყველა კაცს უყვარხარ , ერთმანეთზე მეტად გაკერპებენ და რაც არ უნდა მოხდეს ამ წერილის შენამდე მოღწევის შემდეგ მე წინააღდეგობას არ გაგიწევ. მხოლოდ ვეცდები , უკვე ტყუილებისა და ნიღბების გარეშე გავხდე შენთვის ფერების მომტანი კაცი. გპირდები ისევ აგანთებ ! ეს დასასრული არ არის , დასაწყისია „ ........................... დინას საძინებელში , ოთახის ცენტრში მდგომ დიდ საწოლზე ოთხნი იწვნენ . დუდას ისევ არ ეძინა, ლოყებაწითლებულ ევას მოეფერა და გოგონებს გადახედა. სამივეს სხვადასხვა პოზაში უყვარდა ძილი , გარეგნულად ერთმანეთს ჰგავდნენ მაგრამ ხასიათი ყველას განსხვავებული ჰქონდა ,იმდენად ჭრელები იყვნენ საერთო ძალიან ცოტა ჰქონდათ. სიმშვიდეში მხოლოდ ევას სუნთქვის ხმა ისმოდა, ბევრს მოძრაობდა და ძილის დროსაც კი არ ისვენებდა . მოულოდნელად გაჟღერებულმა ტელეფონის ვიბრაციის ხმამ საწოლიდან წამოდგომა აიძულა, მობილურს ხელი დაავლო და ისე გავიდა ეკრანზეც არ დაუხედავს. აივანზე იდგა უკვე ლილიას სახე,რომ დაინახა და სუნთქვაშეკრულმა ძლივს გადაუსვა ეკრანს თითი -ლილია - ხმა შეცვლილი ჰქონდა. მზე ამოდიოდა ,ციოდა ის კი ვერაფერს გრძნობდა ქალის სუნთქვა ესმოდა და ცდილობდა წარმოედგინა სად და როგორ იყო -წუთის წინ მოვაწერე ხელი განქორწინების საბუთებს ... შენი ცოლი აღარ ვარ -ამ დრომდე რატომ არ მოაწერე...რას ელოდი - მოაჯრს უჭერდა თითებს და დაბინდული მზერით ვეღარაფერს ხედავდა . თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა დილის გრილი ჰაერი -წერილს ... ექვსი მქონდა, მეშვიდეს ველოდი -უკვე წაიკითხე? -პირველი რომ წავიკითხე მაშინვე მივხვდი ყალბი ,რომ იყავი,მაგრამ მაინტერესებდა კიდევ რას მოიგონებდი და გიპასუხე. მეორე და ყოველი შემდეგი სულ უფრო მეტად ბუნებრივი ხდებოდა. რა იქნებოდა წელიწადში ერთხელ მაინც გვქონოდა მიმოწერები, იქნებ ასე მაინც გაგვეგო ერთმანეთის და ამ დონემდე არ მივსულიყავით. ზღვარგადასულმა ნამდვილი სახე მაჩვენე -წაიკითხე და ხელი მერე მოაწერე ... გამოდის არასწორი სვლა იყო -შენ და შენი სვლები . აღარ დაიღალე? ეს ყველაფერი წინასწარ გათვლილი აღიარებაა , არა? -რით ვეღარ მომაშორე ყოვლისშემძლეს ნიღაბი... -ამდენი რამე როგორ დამიმალე ...ახლოს რომ იყო თავზე დაგამხობდი მთელს სახლს ისეთი გაცოფებული ვარ- ტონი ისე სწრაფად შეცვალა დუდაც გააოგნა - წასვლით კი არ უნდა გამომეფხიზლებინე რაღაც დიდი და მძიმე უნდა ჩამერტყა შენთვის თავში ... შესანიშნავი გამოსავალია იქვე ჩხუბს რომ იწყებენ . წყეული თავშეკვებულობა ,ყოველ ჯერზე როცა შენი დახრჩობა მინდოდა უნდა მეცადა კიდეც -ლილია ... -გიკვირს ხომ? ჩემი ტონი და საუბრის მანერა არ მოგწონს . ხარი ხართან რომ დააბაო ,ძვირფასო ყოფილო ,ან ფერს იცვლისო ან ზნესაო და აჰაა მე ორივე გამომივიდა -ყველა ცვლილების სასიკეთოდ გამოყენება შეგვეძლო ზღვარი რომ არ გაგვევლო საკუთარი თავებისთვის -ზღვარზე ნუ მელაპარაკები ! არც კი გაბედო ზღვარი ახსენო ... შენ ეგ ზღვარი იმ ატეხილი ქალებისთვის რომ გაგევლო შენი დანახვისას მომენტალურად რომ სველდებოდნენ და ჩემი დარწმუნების ნაცვლად ყველანი მოგეშორებინა , ჯანდაბაში გაგეშვა ,ახლოს არ დაგეტოვებინა სადარდებელიც არავინ გეყოლებოდა,მაგრამ შენ ხო გამომიხვედი ჯელტმენი. გეცოდებოდნენ გულდათუთქული ქალები თუ რა იყო ნეტავ , შენ არ ჰყავდი ,ხელს ვერ გახლებდნენ მაგრამ ყურების საშუალებას აძლევდი . მე რას მომტირი გადახედე გადამალულ კოლექციას და აირჩიე გეგმა ბე, გე , დე იმდენი გეყოლება ანბანი არ მეყოფა -მეღადავები გოგო? იმდენი რამე მოგწერე და შენ ეგ გაიგე მარტო? თანაც შენ რომ არ უშვებდი კაცებს ისე უნდა... ჩემი ერთი ორი სულელი ქალი რომელსაც ამოჩემებული ვყავდი რა მოსატანია შენს კაცებთან . სამყაროს მოგცემს ერთი ორი ისეთია ...ახლა კი ხარ თავისუფალი ქალი , ჩვეულებრივი მოკვდავის ცხოვრება გძაბავდა და გაჰყევი რომელიმეს თითის გატოკება არ მოგიწევს . დედამთილი და ქმრის ძმაკაცები კი არა არაფერი შეგაწუხებს დედამიწის ზურგზე -კარგი გამახსენე ეგ, გავითვალისწინებ აუცილებლად ... შენ ამდენხანს ჩუმად იყავი, ყველაზე გცოდნია და არაფერს აკეთებდი ,ყოჩაღ შენს მოთმინებას მე კიდე მეგონა ეგ თვისება საერთოდ არ გაგაჩნდა -იმისთვის დამირეკე ,რომ რაც 18 წლის განმავლობაში არ გამიკეთებია ახლა გავაკეთო და გაჩვენო როგორი ვარ როცა ვგიჟდები? -შენ ჯერ კიდევ არ გაგიჟებულხარ? მე რატომ ვარ აბა გაცოფებული და რატომ ვფიქრობ შენს დანაწევრებაზე -ნუ ყვირი,თორემ მგონია ვიღაც სხვა მელაპარაკება ან სიზმარში ვარ -რა იყო არ მოგწონვარ ასეთი? 18 წელი ტონი რომ არ ამიმაღლებია ხომ რას ამბობ იდილია გვქონდა ოჯახში...პატარა ბავშივით მიმალავდი ყველაფერს. რომ მომკვდარიყავი , ვერ გადარჩენილიყავი ,ვერ დამბრუნებოდი ისიც არ მეცოდინებოდა რა დაგემართა. იმის ნაცვლად რომ გაღვიძებისას ჩემთვის დაგერეკა და შენთან ვყოფილიყავი სადღაც კლინიკაში მარტობისთვის გაიმეტე თავი. მე რა ფაიფურის თოჯინა ვარ? არც მაშინ ვიყავი პირველად რომ მნახე და ახლა მითუმეტეს... შენ რომ არ ბრძანდებოდი სახლში ყველაფერს მე ვაკეთებდი . მამაშენისგან ლამის დურგლობაც ვისწავლე ... იმ ჩაქუჩს უნდა გირტყამდე ახლა . არ ვიცი როგორ გტკიოდა, ალბათ როგორ ძალიან გინდოდა ახლოს ვყოფილიყავი, ჩაგხუტებოდი და მოგფერებოდი და მაინც არ მირეკავდი. მემალებოდი ! ისიც არ ვიცი სად გაქვს ჭრილობები,რამდენი თვეა სააბაზანოში შესულიც კარს კეტავდი მე კიდე მეგონა ჩემი მოახლოება არ გინდოდა , მე არ გინდოდი ... იცი მაინც რა ჯანდაბას ვფიქრობდი ამ თვეების განმავლობაში? ამას ყველაფერი სჯობდა - ჯერ ხმამაღლა საუბრობდა, ემოციებს ვერ იკავებდა , დაგროვილმა ემოციებმა ერთად იფეთქეს ,მერე კი ხმა წაერთვა . ტიროდა და ამის გააზრება დუდას აგიჟებდა -დამშვიდდი... გთხოვ . არ ღირს ცრემლებად -შენ მართლა გინდა გამაგიჟო ხომ? რა არ ღირს ცრემლებად, ვინ არ ღირს შეენ? თუ ჩვენი დანგრეული ოჯახი თუ ჩვენი უბედურებაში გადაზრდილი ბედნიერება . საკუთარ მნიშვნელობა ჩემს ცხოვრებაში კიდევ ვერ გაიგე ? ვერ ხვდები ,რომ ყველანაირი შემიყვარდებოდი? არ მაჩვენებდი ,მიმალავდი შენს ბნელ მხარეებს და მე მაინც სიგიჟემდე მინდოდი,მჭირდებოდი,მიყვარდი. გავგიჟდი უკვე და მეუბნები არ ღირსოო? ხომ ვერ იტან ჩემს ტირილს, ვიტირებ , ბევრს ვიტირებ იმაზე მეტს ვიდრე აქამდე ვტიროდი. მაგასაც გადამაჩვიე , ამდენი წელი დაგროვილ ყველა ცრემლს ერთად გადმოვუშვებ -ნუ მაწამებ ...დავიღალე გესმის? აღარ შემიძლია იმაზე ფიქრი თუ რა გავაკეთე და რა უნდა გამეკეთებინა. მაშინ ასე მეგონა სწორი, მეგონა დაგიცავდი, გიცავდი, ფარს ვქმნიდი, გაშორებდი პრობლემებს და ესენი რომ არ დამემალა მერე როგორ იქნებოდი. რა თავის ტკივილიც გქონდა იმანაც დამანგრიაო მეუბნები , ფერები წამართვაო და ყველაფერი რომ მეჩვენებინა როგორ იქნებოდი გამაგებინე ამის დედას შვეცი ...-ვეღარ გააკონტროლა სიტყვები, გონებას ფილტრი გაუქრა, ყველაფერს ამბობდა . თავზე ხელი მოიჭირა და აივანზე სიარული განაგრძო-ჯანდაბა...მაპატიე .არ მინდოდა -პატიებას მთხოვს გინებისთვის ... რომელიც თურმე ასე ძალიან უყვარს ხმამაღლა საუბართან ,არა უკაცრავად ღრიალთან ერთად -ერთხელ ვერ გავაკონტროლე თავი და ისე შეგეშინდა ,მოძალადედ დამინახე გეგონა ერთხელაც გცემდი და გაგაუპატიურებდი ...ღმერთო ამის წარმოდგენისას გული მერევა საკუთარ თავზე და ვგიჟდები შენზე, როგორ იფიქრე რომ შემეძლო ოდესმე -მანამდე არასდროს რომ არ მოქცეულხარ ასე იმიტომ ვიფიქრე, რომ შეიცვალე,რომ ახლა რაღაც ზღვარზე იყავი და ვერ გააკონტროლებდი თავს და ხო შემეშინდა, ავირიე, ვერ წაგიკიტხე ვეღარაფერს მივხვდი ...რომ მცოდნოდა შენთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო ისე საუბარი ეს რეაქცია არ მექნებოდა -რას მეუბნები,რომ მანამდეც რომ მელაპარაკა შენთან ისე როგორც ვლაპარაკობ ჩემს გვერდით დარჩებოდი? რომ არ ვყოფილიყავი იმ ოთხ წელში ისეთი როგორიც ვიყავი და ვყოფილიყავი ის ვინც ვარ ხელის თხოვნამდეც არ მიმიყვანდი არათუ ცოლი გახდებოდი. რომ გენახა რა უინტელექტოც ვიყავი მოგბეზრდებოდი და მომიშორებდი ისე როგორც სხვებს იშორებდი -ისევ იგივე აზრზე ხარ...უკან რომ დაბრუნდე ისევ მომატყუებდი ხომ? ისევ დამალავდი ნამდვილ სახეს გაინადგურებდი თავს, შეიკრავდი სუნთქვას, მოექცეოდი უჟანგბადო ყუთში, გახდებოდი ის ვინც არ ხარ, იქნებოდი მათთან ვინც გეზიზღებოდა და აიტანდი ყველას ჩემ გამო ხომ? -სხვანაირად ვერ შევძლებდი შენამდე მოსვლას...ვერ გავივლიდი გზას -რომელ გზას, შენ მე უსიტყვოდაც მიზიდავდი ... გონებას მირევდი ჯანდაბაში მიდიოდა ყველა ცოდნა ,შენთან მართვის სადავეები იმ ღამესვე დავკარგე . ყველანაირს შეგიყვარებდი, მიყვარდი მიზეზების გარეშე , უარგუმენტოდ , უანგაროდ ,უყველფროდ შენ მიყვარდი მიუხედავად იმისა,რომ ვერ გხედავდი, წაკითხვის საშუალება არ მომეცი . ამ მალვის დროს გამაუფერულე, მარტო რომ დავრჩი და შენ შენი ნიღბების შენარჩუნებას ცდილობდი ამან დაანგრია ყველაფერი და არა იმ საქმეებმა რომლებსაც ვაკეთებდი, არა შენმა ოჯახის წევრებმა რომლებიც არ თამაშობდნენ და კი მაგიჟებდნენ ,მაგრამ ყველანი შევიყვარე. ისინი შევიყვარე და შენ როგორ შეიძლებოდა გადამეყვარებინე ... -შეცდომა დავუშვი...გამოუსწორებელი შეცდომა და ჩიხში გავიჭედე უკან დაბრუნება აღარ შემეძლო ... მანამ განვაგრძე სანამ კლდიდან არ გადავიჩეხე -გოგონები როგორ არიან- დუმილის შემდეგ ჰკითხა. ორივეს სჭირდებოდა სიჩუმე დასამშვიდებლად -ენატრები სამივეს -კიდევ მატყუებ ! რომ ველაპარაკები არც კი მეკითხებიან როდის დაბრუნდებითო გაუჩერებლად მელაპარაკებიან შენზე, იმაზე თუ როგორ ატარებთ დროს და მე სულ არ ვჭირდები არცერთს . შენს ირგვლივ ტრიალებს მაგათი სამყარო ... ესეც ვერ ჩერდება, ეჭვიანობს ისინი რომ არიან მამასთან მეც მინდაო -შენც ყველაზე მეტად მე გიყვარვარ და ბავშვებიც შენ გგვანან -ოთხივე შენნაირია ... ბათუ კოპირებული ვარიანტია -მომენატრე -მანდ რომ ვიყო მაინც გვერდს ამივლიდი ...არ მოხვიდოდი . -როგორ უნდა მოვსულიყავი ... ისედაც გადაღლილს მეხუთე ბავშვად დაგმატებოდი? - შენ რომ კოშმარები გაწუხებდა და გეგონა მეც გამაღვიძებდი მე ამ დროს მარტო ვკვდებოდი ჩვენს საძინებელში შენს ლოდინში. სჯობდა გვერდით მყოლოდი, ჩემი იმედი გქონოდა, ჩემთან ერთად უნდა გადაგეტანა ყველაფერი ...მეორე ნახევრად არასდროს აღმიქვამდი , ზრუნვის ობიექტად წარმომიდგენდი თურმე -და მაინც ვერ მოვახერხე შენი ჩემგან დაცვა -ეს თვითგვემაც ახალია, თუ გაგაჩნდა არ ვიცოდი და შენ კიდევ ყველაფერს საკუთარ თავს ჰკიდებ ტვირთად... ვიცოდი შენი პასუხისმგებლობის გრძნობის შესახებ , ვიცოდი როგორ გიყვარდა ყველას დახმარება, საკუთარ თავს რომ ივიწყებდი მეგობრებისა და ნათესავების გამო ესეც ვიცოდი,მაგრამ ამ დოზით, ასე როგორ შეგიძლია საერთოდ -ყველაზე მეტად შენ გჭირდებოდი და შენ ვერ მოგიფრთხილდი ... -დუდა -როგორია უჩემოდ . მშვიდად ხარ ? იბრუნებ საკუთარ თავს ? -ცოტა დროა წლების პირისპირ -ნანობ? -დუდა,გთხოვ -უბრალოდ მითხარი რას გრძნობ და ფიქრობ -რა უცნაური ხარ ასეთი მომთხოვნი ტონით -შენთან არ ჭრის ...არ მეტყვი ხომ? -რა გინდა,რომ გითხრა -რომ ვერ მიტან ან ისევ გიყვარვარ -წერილში მეწერა -მინდა მითხრა -აღარაფერს გეტყვი, არც მოგწერ ! -კარგი, თავად მივხვდები -მიხვდები და ჯერ კიდევ ვერ მიხვდი რაც მინდა -შენ იცი რა მინდა? თუ ისევ ისე ფიქრობ როგორც წერილის წერისას -თუ შეგიძლია წამიკითხე თუ არ, იმას დასჯერდი რაც წერილში მოგწერე -ამდენი ძახილის ნიშანი ცხოვრებაში არ გაგიჟღერებია -ყველაფერი მხოლოდ შენთვის -ლილია მე ვიცი... -საუბარი გაგვიგრძელდა... შეხვედრამდე ,დუდა გაუთიშა, სიტყვის თქმაც არ ადროვა ისე დაასრულა საუბარი და მერე მობილურიც გათიშა. ერთხანს იჯდა, აფოქრიაქებული სულის დამშვიდებას ცდილობდა, ხედს უყურებდა და მოწოლილ ფიქრებს ებრძოდა ,შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ყოველგვარი გეგმის გარეშე -სად მივდივართ მა? -დედას მოვენატრეთ და ყველანი ვჭირდებით -თავისნაირი მწვანეების სხვადასხვა ელფერით შესცქეროდნენ და ლილიას მსგავსი წრფელი სიცილით იცინოდნენ ...................... მაღლიდან უყურებდა, ქვიშიან სანაპიროზე მოსეირნე დედა-შვილს და მათი მიმართულებით გაქცეულ გოგონებს . ხედავდა ლილიას მნათობ სხეულს, მის ციმციმა თვალებს და ბედნიერებით მოცულ მთელს არსებას მზერაში,რომელმაც იპოვნა . ლილია გოგონებს ეფერებოდა, ბათუ კი დუდასკენ მირბოდა. ჯერ კიდევ იყო მანძილი მათ შორის ბიჭი რომ დაუსხლტა ხელიდან და უფროსი დების მიმართულებით გაიქცა. -აქ რას აკეთებ ,ყოფილო ? - ზღვის ტალღების ხმაურში მისი ნაზი ხმა საოცრად ჟღერდა. უღიმოდა, მთელი სახით უცინოდა . ქარი ქროდა , თმები სახეზე ეყრებოდა და გამჭვირვალე კაბის ბოლოებსაც მაღლა ცისკენ სწევდა -მეტყველების უნარი დაკარგე , დუდა? - მისი დაკვირვებით გართულ კაცს კიდევ ერთხელ შეახსენა თავი და ხმამაღლა გაიცინა -ისევ ისეა გიყურებ და სიტყვები მეკარგება -ქმედებების ძალაც ქრება? -ტკივილამდე მომენატრე - ისე ახლოს იყო მის სუნთქვას გრძნობდა ქალი. თითები თმაში შეუცურა, ურჭი ხვეულები სახიდან მოაშორა და ლოყაზე აკოცა. პასუხად მის რეაქციას ელოდა .მოლოდინში გულისცემის ხმა ტალღებზე მეტად ხმაურიანი გაუხდა. სახეზე იგრძნო გრილი,პატარა მტევნის შეხება და ისე ამოისუნთქა თითქოს მთელი ტვირთი მოიშორა- შენც მოგენატრე ... - ეხვეოდა, ეფერებოდა და გათავისუფლებული ჩურჩულებდა ის კი დუმდა, არაფერს ამბობდა მანამ სანამ კაცმა კვლავ არ გაუსწორა მზერა-ლილია -წამიკითხავ?! -დარჩენილი ცხოვრების ყოველ წუთს -დაბინდული მზერა მოავლო ქალის სახეს და ვნებიან,გრძნობებით სავსე კოცნის მორევში ჩაითრია . ძველებურად აღარაფერი იქნებოდა ,ვერ იქნებოდა და ეს უკვე იყო გამოსავალი. ახალი საძირკვლით ცხოვრების სახლის შენებისთვის ჰქონდათ დიდი, მძიმე გამოცფილება ,რომელიც მომავალს სიმსუბუქის გარანტს აძლევდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.