არასწორი დრო (1)
ანიტა არ იყო ჩვეულებრივი გოგო ის იყო გამორჩეული და ჭკვიანი , მისი სილამაზე საზღვრებს სცდებოდა მისი ლამაზი თითები და სხეული ყველა ადამაინს მოსწონდა რაც მთავარია მისი სული უმწიკვლო და წმინდა იყო როგორც ნაზი ბავშვის სული, ის ჯერ კიდევ 16 წლის იყო , როდესაც მოიტაცეს და ძალით გათხოვებაც მოუწია ყველაფერ სწორედ აქედან იწყება , 27 აპრილს,მის დაბადების დღეს მისმა საქმრომ ( გიორგიმ) გეგმა დასახა თუ როგორ უნდა მოეტაცებინა ანიტა მაგრამ რას იფიქრებდა, რომ ყველაფერი ასე განვითარდებოდა, როგორც ძველ დროში და წარმოიდგინეთ 90 იანები , მაგრამ ახლა ხომ 21-ე საუკუნეა ,რას იფიქრებდა საწყალი გოგონა ,რომ მშობლები ასე გაიმეტებდნენ მას და ეჭვი შეეპარებოდათ მასში... მეც საგონებელში ვიყავი ჩავარდნილი , როდესაც ამ ამბავს ანიტა მიყვებოდა და თან , სულ ქვითინებდა. მე და ანიტა დიდი ხნის მეგობრები ვართ ... ახლა კიდევ მოგითხრობთ ამბავს თუ რა გადახდა ჩემს ანიტას ... როგორც ვთქვი ეს ანიტას დაბადების დღეს მოხდა ... ანიტა მთელი დღე გეგმავდა თავის დაბადების დღის ამბებს ... უნდოდა ყველაფერი საუკეთესოდ ყოფილიყო და მის მეგობრებს კარგად ეგრძნოთ თავი ერთმანეთთან , ამიტომაც ისეთ ხალხსაც დაპატიჟა ვისაც ერთმანეთიც მოსწონდათ, რადგან არ სურდა კონფლიქტი და გაუგებრობა ყოფილიყო მის დაბადების დღეზე ,რა თქმა უნდა, გიორგიც დაპატიჟებული იყო ... როგორც ავღნიშნე ყველას მოსწონდა ანიტა ,დიდიან პატარაიანა ... უფროსკლასელები თავს ევლებოდნენ და ცდილობდნენ გრძნობები გადაედოთ ,რადგან ანიტა გულის კარს არავის უღებდა იცოდა , რომ ის ერთადერთი ოდესმე მოაკითხავდა და ის მაშინვე იგრძნობდა მას და მის სულის ნაწილს როგორც სულის სარკეს, მაგრამ ნელ ნელა იმედებსაც კარგავდა ...დრო გადიოდა და ანიტასაც აღარ სჯეროდა, რომ ის ერთადერთი მოვიდოდა, ბევრს ფიქრობდა მომავალზე თუ რა უნდოდა გამოსულიყო როგორი ცხოვრება სურდა, მაგრამ ?ყველაფერი წამებში გაქრა... ანიტა ძალიან საოცრად გამოიყურებოდა წითელ კაბაში და მისი ლამაზი ღვინისფერი ტუჩები წითლად იყო შეღებილი , ნატიფი თითები კანკალებდა რატომღაც აღელვებული იყო ამ ყველაფრით თითქოს თავიდანვე იცოდა რაც მოხდებოდა ... ხალხი მიმოდიოდა , ანიტა ლამაზ პრინცესას ჰგავდა , დაიწყო დაბადების დღის აღნიშვნაც, მეგობრებმა გადაწყვუტეს დაელიათ და ალკოჰოლიც მოეკოდათ ,გარდა ანიტასა ,რადგან მას არცერთი ჭიქა არ დაულევია ... დაიწყო ცეკვა და დროის ტარება , სასმელმა იმოქმედა გიორგიც ნელ-ნელა დაიძრა ანიტასაკენ და გარეთ გაიყვანა, შემდეგ ყველაფერი უცბად მოხდა , გიორგი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა თავს ვერ აკონტროლებდა , ამიტომაც იგი გაუაზრებლად ანიტას ლამაზ სახეს ხელებში აქცევს და მის ღვინისფერ სავსე წითელ ტუჩებს კოცნის , ანიტას კი გული მისდის ... არ იცის რა მოიმოქმედოს, ამიტომაც მანქანაში სვავს უგონო ანიტას და თავის დაჩაზე მიჰყავს... ხალხი ვერ ამჩნევს ანიტას გაუჩინარებას ვერც მე შევამჩნიე ,სანამ წასვლის დრო არ მოვიდა, მინდოდა თბილად ჩავხუტებოდი და ისე წავსულიყავი, მაგრამ გამახსენდა ,რომ ჩემს თვალებს ანიტა უკვე 3 საათია არ დაუნახავს ... ძალიან გამიკვირდა და ცოტა ავღელვდი არ ვიცოდი რა ხდებოდა ჩემს თავს... ალკოჰოლი ზედმეტად მოქმედებდა და მეც ვერ ვიაზრებდი ჩემს ქმედებებს, ამიტომაც გადავწყვიტე პოლიციისთის მიმემართა ... გამოძიება დაიწყო, მშობლებმა გაიგეს ანიტას დაკარგვის შესახებ და მიხვდნენ ,რომ აქ კარგი ამბავი არ იქნებოდა , მეზობლები გამუდმებით საუბრობდნენ, რომ მშობლების შემარცხვენელია ანიტა და ვიღაც ბიჭს აბრალებდნენ ამბავს , ხოლო ყველაფერი კი სხვანაირად იყო , მაგრამ რა მნიშვნელობა ჰქონდა ახლა სიმართლეს ,რომელსაც ვერ დაამტკიცებდნენ სანამ ანიტას არ იპოვიდნენ. ან იქნებ მისი უმანკონ სხეული ცივი და გაყინულიც ეპოვათ ქუჩაში , არ იცოდნენ სად მოეძებნათ , ამიტომაც გადაწყვიტეს თითოეული კუთხე კუნჭული გაეჩხრიკათ იქნებ ანიტას რამე დეტალი დაეტოვებინა , მაგრამ უკვალოდ იყო გამქრალი ანიტა , მშობლების მღელვარება მწვერვალზე იყო იმედები გადაწურული ჰქონდათ ,შეეშინდათ ერთადერთი ქალიშვილის დაკარგვის ,რომელსაც მთელი ოჯახი თავს ევლებოდა .წუთები გარბოდა ანიტა არსად ჩანდა ლოდინიც მოსაბეზრებელი გახდა და მოქმედებასაც აზრი აღარ ჰქონდ ,მხოლოდ მშობლები არ იხევდნენ უკან და ცდილობდნენ გაერკვიათ რა მოუვიდა ანიტას .... ***ანიტა სხეული ძირს ეცემა და სუნთქვა მეკვრის ვერ ვსუნთქავ და ვითიშები , არაფერზე მეფიქრება ტვინის ნაწილი თითქოს კვდება და უსასრულოდ მეძინება ,არ ვიცი რა ხდება ჩემს თავს გონს ,რომ მოვდივარ გარემოს ვერ ვცნობ გვერდზე ვიხედები ვერასვის ვხედავ ,მხოლოდ რამოდენიმე ნახატს და მაგიდას ვხედავ , თვალები დაბინდული მაქვს ვერ ვხედავ ნორმალურად ,თავისტვინი ფუნქციონირებს, მაგრამ სუნთქვა მიჭირს და პანიკური შიში მიტანს, არ ვიცი სად ვარ და მეშინიაა აქ ყოფნის ... ცოტახანში ფეხის ხმა მესმის და კარის ურდული იწევა შემოდის მამაკაცი ,მაგრამ სახეს ბუნდოვნად ვხედავ რატომღაც მეცნობა , რაღაც სიტყვებს იძახის და საკმაოდ გაუგებრად საუბრობს, ყველაფერი არარეალურად მეჩვენება, იქნებ და მოვკვდი და ჩემი სხეული დეფორმაციას განიცდის მაშინ რატომ ვგრძნობ თბილ სხეულს? ვგრძნობ, რომ გული ისევ მიცემს ოღონდ ამჯერად ძალიან ნელა, რადგან სუნთქვის უკმარისობა მაქვს , მხოლოდ ორი სიტყვა გავიგე ...ანიტა მაპატიე ნელ-ნელა უსასრულო ძილისაკენ მივყავარ ამ სიტყვებს და ისევ სიზმრების სამყაროს ვუმზერ თვალებით . ბევრ რამეზე მეფიქრება, მაგრამ როდესაც ვფხიზლდები ისევ უარესად ვგრძნობ თავს ამ ეტაპზე უფრო ბნელა ჩემს თვალებში და ვერაფერს ვხედავ მეშინია სიბნელის ... რა მოუვიდა ჩემს ანთებულ თვალებს სად ჩაქვრა ღმერთო დამეხმარე ვტიროდი ხმამაღლა და ამ დროს ფეხის ხმა ისევ მესმის, კარები იღება და სიტყვებიც კარგად მესმის “იმედი მაქვს უკეთ ხარ ანიტა” ცოტა ანერვიულებული და ბოხი ხმით მეუბნება , ნაცნობის ხმას ჰგავს, მაგრამ არ ვიცი ვინაა , მე კიდევ ვცდილობ აღელვება არ დამეტყოს ტონში “ რა გინდა ჩემგან ? ვინ ხარ? “ და ტუჩს ვიკვნეტ ვნანობ ,რომ ეს სიტყვები ვუთხარი უფრო შიშმა ამიტანაა და კანკალი დავიწყე ... “ ანიტა ვერ მცნობ გიორგი ვარ “ ცოტა აღელვებული მომეჩვენა და წინ და უკან დადიოდა ( რადგან ფეხის ხმა მესმოდა) “გიორგი მხოლოდ სიბნელეს ვხედავ თვალებში ...რა მომოვიდა ? შეგიძლია დამეხმარო ? ვერაფერს ვხედავ ? ქვითინი მიტყდება და ცრემლები წვიმასავით მომდის თითქოს გუბე დავაყენო სახლში ... **** გიორგი ცოტახანი ვჩუმდები არ მესმის რა სჭირს ანიტას იქნებ წამლის ბრალია, რომელიც მე გავუკეთე აუცილებლად უნდა მოვიყვანო ექიმი ,ჩემი ბრალია ჯანდაბაა ... ფიქრები ერთმანეთში მერევა და სიტყვებს თავს ვუყრი ,რომ პირად ექიმს დავურეკო ... გადის დრო და ექიმიც უმალვე აქ ჩნდება , ვუყურებ შემკრთალ ანიტას მისი სხეული ცახცახებს და მისი ღვინისფერი ტუჩები გალურჯებულია ... ექიმი ჯერ გოგონას უყურებს შემდგომ კი მე. ცდილობს გაიგოს თუ რა ჭირს ანიტას , უმოწმებს ფილტვებს: ღრმად ჩაისუნთე ანიტა შემდგომ ამოისუნთე ... ფილტვების პრობლემა არ აქვს, პულსი ნორმაშია. ახალი ვერაფერი თქვა ექიმმა უბრალოდ დასვენება ურჩია და საჭმლის ჭამა ... არ ვიცი რა მემართება როცა ანიტას ვხედავ ,მაგრამ ჩემი პულსი ორჯერ სწრაფად სცემს და მხოლოდ მისით ტკბობა შემიძლია ... ყველაფერი მერევა გონებაში , მინდა , რომ წუთები გაიყინოს და სამუდამოდ აქ დავრჩე ანიტასთან ერთად ... რამდენიმე სიტყვას მეუბნება ანიტა , მაგრამ გონებაში სულ სხვა აზრები მიტრიალებს , ხოლო რეალობაში მის დაძახებულ გიორგის გამოვყავარ ... -გიორგი მშია და იქნებ რამე გვქონდეს? რაც შეიძლება მალე უნდა წავიდეთ აქედან, ჩემები ინერვიულებდნენ , ტელეფონი მომაწოდე , რომ დავურეკო მათ... ანერვიულებული და აღელვებული მეუბნება ამ ყველაფერს -საჭმელს ახლავე მოვიტან, სამწუხაროდ არ იჭერს აქ ტელეფონი და შესაბამისად ვერც დავრეკავთ . უხერხული მომენტი იყო , რადგან სიჩუმე ჩამოვარდა და ვერც ერთი ვერ ვიაზრებდით თუ რა მოხდა ჩვენს თავს ... ****ანიტა მეშინია მომავლის , რადგან არ ვიცი რას იფიქრებენ ჩემები ჩემზე , ყველაფერი ამ დღეს დაინგრევა თუ არა ამას ყველაფერს გავიგებ როცა მათ პირისპირ ვნახავ , მგონია ,რომ გამიგებენ და მიმიღებენ როგორც ძველ ბავშვურ ანიტას , რომელიც ყველას უყვარს ან იქნებ არც ... ყველაფერი თითქოს ქრება და მხოლოდ მე და ჩემი ფიქრები ვრჩებით მარტო , გიორგი მესაუბრება, მაგრამ არცერთი სიტყვა არ მესმის , არც მინდა გავიგო , მეზიზღება და მძულს , არ მინდა არც მისი სახის დანახვა , ჩემი ცხოვრების დეტალები და ჩემი პიროვნებაც შელახა სხვის თვალში ... არაფერი მახსოვს და მაშინებს ის ფაქტი , რომ ჩემს სახელს შელახავს ეს ყველაფერი ... ვცდილობ დავმშვიდდე და ჩემი სულის სარკეს ჩავხედო , ეს ყველაფერი შეცდომა იყო , რომელიც დავიწყებას მიეცემა .... გიორგი რამოდენიმეჯერ მიმეორებს -საჭმელი მზად არის შეგიძლია ჭამო მზრუნველი ხმით მეუბნება და თან იღიმის. ამ წუთს ისე მინდა ,რომ მოვკლა და სადმე კუთხეში მივიმალო თქვენ არ იცით , რას ვგრძნობ , ზიზღს და სიძულვილს ერთად ... არ ვიცი მომწონს თუ არა ასეთი მზრუნველი ,რომ არის, მაგრამ ლამისაა მოვკლა, როგორ მინდა იმ დღის დაბრუნება სანამ აქ მოვხვდებოდი ჩემი მე-17 დაბადების დღე განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო და ზუსტადაც, რომ მივიღე ადამიანი, რომელსაც არც კი ვიცნობ ნორმალურად და არც სურვილი მაქვს გავიცნო , მინდა რომ გავაქრო ჩემი ცხოვრებიდან ეს დღე, მომენტი , წუთები , ჩემი ოცნებები ამ დღის მერე დაიმსხვრა... (პ.ს ჯანსაღ კრიტიკას ავიტან , შეაფასეთ და აზრი გამოხატეთ თუ მოგეწონებათ , ვეცდები მალე დავდო ახალი თავი, შეცდომები ორთოგრაფიული და სინტაქსური შეიძლება იპოვოთ, ასევე ვიცი, რომ თავი პატარაა , საცდელი ვარიანტია...) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.