შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პროფესია ალფონსი (16)


1-08-2021, 16:37
ავტორი ელეო ნორა
ნანახია 10 572

_ძალიან კი მინდა, მაგრამ არ მიხერხდება, რა ვქნა?_მეც საცოდავად ავაფახულე თვალები._დეიდაჩემს ვჭირდები...ხომ იცი, თან ორსულადაა და ცოტა ჭირვეულობს... სხვა დროს იყოს. ხომ არ გეწყინება?_მაინც ვკითხე, თუმცა აშკარად დავინახე, რომ წყენა გაუკრთა სახეზე.
ერთხანს, ცოტა იწუწუნა, მერე შემომღიმა, ბოლოს კი, კარგი, რა გაეწყობაო, ლოყაზე მაკოცა და წასვლა დააპირა. თუმცა ისევ შემომიბრუნდა._მაინც დეიდაშენთან მიდიხარ და სახლში რომ გამაყოლო? ხომ ერთი გზა გვაქვს მაინც?
რა გაეწყობოდა? წაყოლაზე უარს ხომ არ ვეტყოდი და ისევ მანქანის საჭეს მივუჯექი.
მთელი გზა ენა არ გაუჩერებია. აშკარად, საკუთარ ძმას მაწონებდა და თითქმის სულ მასზე ლაპარაკობდა დიდი სიყვარულით. თანაც, მის საუკეთესო მხარეებზე. მის საქმიანობაზე კრინტს არ ძრავდა გადაკვრითაც კი. ან, არ უნდოდა მისი ამ მხარის ჩემთვის წარმოჩენა, ან, რაც ყველაზე უფრო სავარაუდო იყო, არ იცოდა არაფერი.
სახლთან მოშორებით ჩამოვიდა. გულთბილად დამემშვიდობა და ლამის სირბილით გაიქცა სულ სხვა მიმართულებით. მე კი, რომ არ შევემჩნიე უკან ვბრუნდებოდი, დეიდაჩემისკენ ავიღე გეზი, თუმცა მოსახვევში გავუჩინარდი თუ არა, ჩიხში გადავუხვიე, იქ მოვაბრუნე მანქანა და მათი სახლის წინ რომ არ ჩამევლო და არ შევემჩნიე ვინმეს, გრძელი გზით დავადექი გზას სახლისკენ. "გრძელი გზა მოიარე, შინ მშვიდობით მიდიო", თან შიოს საყვარელ ანდაზას ვიმეორებდი. შუქნიშანთან რომ შევჩერდი, ზებრაზე გადამავალ გუჯას მოვკარი თვალი, რომელმაც სწრაფად გადაჭრა ტრასა და მოსაცდელ ჯიხურს შეაფარა თავი, რადგან გულისგამაწვრილებლად ცრიდა. ისე გამიხარდა მისი დანახვა, ვერ ავღწერ. სანამ მწვანე აინთებოდა, ჩაწეული მინიდან ლამის მთლიანი ტანით გადავედი მანქანიდან და დავუძახე.
_გუჯა!
ალბათ, ხმაზე მიცნო, მაგრამ ყურებს არ დაუჯერა, მე რომ ვეძახდი და გაოცებულმა გამომხედა.
ხელი დავუქნიე, აქ წამოდი-მეთქი. ცოტა კი შეყოყმანდა, მაგრამ მაინც გამოეშურა ჩემსკენ და ის იყო, მანქანაში ჩამიჯდა, რომ მწვანეც აინთო და ადგილიდან დავიძარი კიდეც.
_პირველ რიგში, ახალ წელს გილოცავ._გულწრფელად რომ შევღიმე, მასაც გაეღიმა.
_მადლობა, მეც გილოცავ._ჯიბეები მოიქექა და ჩემი საყვარელი არაქისიანი შოკოლადები გამომიწოდა.
სიხარულით გამოვართვი.
_მადლობა, მაგრამ მე რომ არაფერი მაქვს, რითი დაგაბერო?_შევწუხდი.
_არაუშავს, მე იმდენი მაქვს, ორივეს გვეყოფა._ღიმილით ამოისუფთავა ჯიბეები. ჩემი გაოცებულ-გახარებული მზერა რომ დაიჭირა, დაამატა._კლინიკაში მივდივარ, ღამის ცვლაში მიწევს დღეს მუშაობა და დავიმარაგე ბიჭებისთვის.
მისი მარშრუტი რომ გავიგე, სადაც მიეშურებოდა, გამიხარდა.
_მართლა? ერთი გზა გვქონია._ისე ოსტატურად დავაწყვიტე ახლადმოფიქრებული ტყუილი, რომ მე თვითონაც დამეჯერა._კაბინეტში მნიშვნელოვანი დოკუმენტები დამრჩა და მის წამოსაღებად მივდივარ._ბედნიერმა შევღიმე და კლინიკისკენ გადავუხვიე._დედაშენი როგორაა?
_თავის თავში ჩაიკეტა._სევდიანად ამოიოხრა._ქარგვაც კი აღარ მოსწონს, თავისი საყვარელი საქმიანობა... მომვლელი ავუყვანე, როცა სამსახურში ვარ, ის მოდის ხოლმე ჩვენთან და არც მას ელაარაკება. არ უჯერებს... რა ვქნა არ ვიცი...
_რომ მოვიცლი, მოვინახულებ..._დარწმინებით რომ ვუთხარი, მორიდებით შემომღიმა.
_მასე როგორ დაგავალდებულებ?
_ნუნუ ექიმის გაგრძელება მაინტერესებს ძალიან და ის მინდა, რომ მოვაყოლო, შენ სულაც არ მავალდებულებ არაფერს._"დავამშვიდე".
რამდენად "დამშვიდდა" არ ვიცი, მაგრამ რაღაცნაირად კი შემომღიმა.
კლინიკამდე ისე მივედით, ვერ გავიგე ვერაფერი. უკვე კარგად წვიმდა და ამიტომ მიმღების სიახლოვეს შევაჩერე მანქანა, რომ არ დავსველებულიყავით და სულ სიცილ-კისკისით გადავედით მანქანიდან და რაც შეგვეძლო სწრაფად შევცვივდით მიმღებში. მიმღების გოგოებმა გაოცებული და ამავე დროს ეჭვიანი მზერით შეგვათვალიერეს ორივე.
_მადლობა მარი ექიმო მოყვანისთვის._ღიმილით მომიხადა გუჯამ მადლობა და პოსტის გადასაბარებლად წავიდა.
მე კი ღიმილით მივესალმე გოგოებს და ჩემი კაბინეტისკენ გავეშურე. ცოტა ხანს იქ გავჩერდებოდი, ვითომ მართლა საქმე მქონდა, რომ ეჭვი არავის აეღო და ისე გამოვბრუნდებოდი უკან.
ვიგრძენი, როგორი მზერით გამაცილეს დაეჭვებულმა გოგოებმა დერეფნის ბოლომდე. რა აეჭვებდათ ვითომ, არასამუშაო საათებში რომ მივედი სამსახურში, თუ... თუ გუჯას გვერდით საკმაოდ მხიარულ განწყობაზე რომ მნახეს? დავიჯერო, ჩემში მეტოქეს ხედავდნენ და იმიტომ? ნუთუ, გუჯას ჩემს მიმართ დაინტერესება შეატყეს? ამის გაფიქრებაზე სიამოვნებით ჩამეღიმა, როგორც შიო იტყოდა, ბოროტი მანტიორივით და ისე შევედი ჩემს კაბინეტში. ერთხანს უაზროდ ვიფუსფუსე იქ. მერე, ცარიელი საქაღალდე ავიღე და ისე გამოვედი. შემთხვევით გუჯას რომ გადავყროდი სადმე, ხელცარიელი რომ არ დავენახე.
კიდევ კარგი ასე მოვიქეცი, თორემ კიბინს ბაქანზე მართლაც გადავაწყდი, განყოფილების გამგესთან ერთად იყო და რაღაცაზე საუბრობდნენ. მხოლოდ თვალებით გამიღიმა, აი ისე,როგორც შეყვარებულები უღიმიან ერთმანეთს საიდუმლო ჟესტებით. მგონი, უბრალოდ მინდოდა რომ ასე ყოფილიყო და მიტომ მომეჩევენა. შუახნის ქალს შევხედე, რომელიც დაჟინებით მისჩერებოდა გუჯას თვალებში და ისე ელაპარაკებოდა. მაშინვე ზეზვა გამახსენდა და მისი პროფესია. გუჯაც რომ ასეთი ყოფილიყო, მერე?_ამის გაფიქრებაზე ციებიანივით გამაკანკალა და ბიჭს ეჭვით შევხედე, რომელმაც უმალ დაიჭირა ჩემი მზერა და შემრცხვა. კუდამოძუებული გამოვედი იქიდან.
კარგა მადიანად წვიმდა. სირბილით, მაგრამ ასევე დიდი სიფრთხილით გავვარდი ქარეთ, რათა ისევ არ გავშხლართულიყავი და ისე შევხტი მანქანაში. გული გამისკდა ზეზვა რომ იქ დამხვდა და გვარიანად შევკივლე.
გაეცინა.
_გაგიმართლა მე რომ ვარ და არა ვინმე ქურდი. ახალბედა ქურდსაც კი არ გაუჭირდებოდა ამ მანქანის გატაცება. კარები ღია დაგიტოვებია და გასაღებიც აქვე. რა გჭირს, ბოლო დროს ძალიან დაბნეული ხარ...
_აქედან მაინც ვერავინ გაბედავს გატაცებას, რადგან კამერები აყენია აგერ იქ, ნახე._თითი გავიშვირე შენობის გარეთ დამონტაჟებულ კამერებისკენ.
_კარგი, აქ გაგიმართლა და სხვაგანაც იგივე შეცდომა რომ დაუშვა ჩემო სიხარულო?_საკოცნელად გადმომწვდა, მაგრამ სახე მოვარიდე და ლოყაზე ძლივს მომწვდა.
_ბოლო დროს ძალიან გულგრილი გახდი ჩემს მიმართ და რა ხდება?_ხმა ცოტათი გაიმკაცრა. ისეთი მომთხოვნი და კატეგორიული ტონი ქონდა, თანაც ჰიპნოზის ეფექტით მომჩერებოდა თავისი თაფლისფერი თვალებით, რომ უნებურად წამოვაყრანტალე, შენი პროფესიის შესახებ ყველაფერი ვიცი-მეთქი.
წამიერად გაშრა. დაიბნა, მაგრამ მალევე დაიბრუნა ჩვეული სილაღე.
_აქამდე არ იცოდი, რომ უბრალო ხელოსანი ვიყავი?_შემომღიმა.
_არ მეხუმრება, სერიოზულად გელაპარაკები. ვიცი, რომ შუახნის ქალებს ართობ და მაგით შოულობ ფულს. ის ვერ გამიგია უბრალოდ, ჩემგან რა გინდა?
_ტვინშერყეულ შიოს უჯერებ ჰალუცინაციები რომ სჭირს?_ისევ შემომღიმა.
_გამოდის, შიომაც იცის?_ვითომ გავბრაზდი ბიძაზე._მაგრამ მას არ უთქვია არაფერი. ამაზე კი პასუხს მოვთხოვ. მინდა გითხრა, რომ ჩემი თვალით დაგინახე რამდენჯერმე. ისიც ვიცი, ნარკოტიკი რომ შემაპარე და ისე ჩამიტყუე საწოლში!
ისე უცბად გარდაიქმნა ზრდილი, მორიდებული და ჭკვიანი ზეზვადან ამაყ, საკუთარ თავში დარწმუნებულ და თავხედ ზეზვად, რომ გაოცებისგან დავიბენი. მეგონა ყველაფერს უარყოფდადა შემეხვეწებოდა, არავის ლაპარაკს დაუჯერო, ტყუილია ყველაფერიო.
_რა ვქნა, ვისაც როგორ ეცხოვრება ისე ცხოვრობს! არავის აქვს უფლება ვინმე გააკრიტიკოს და დაუწუნოს ცხოვრების სტილი. ახალგაზრდა, მიმზიდველი, ჯანღონით სავსე ბიჭი ვარ და რა ვქნა თუ ჩემზე გიჟდებიან ქალები. თან, ამაში ფულს აქეთ მიხდიან, თანაც სოლიდურ თანხას._ნიშნისმოგებით მითხრა და ისევ გადმოიხარა საკოცნელად._ნუ გეშინია ჩემო პრინცესა, შენი წილი სითბო, სიყვარული და ვნება ყოველთვის მექნება და არ მოგაკლებ, დამიჯერე.
_არ მომეკარო._მსუბუქი სილა გავაწანი სახეში, აი ისეთი, რომ არ სტკენოდა. (მაინც შემეცოდა რატომღაც)._და გადადი ჩემი მანქანიდან!_ხმა კი მკაცრი და შეუვალი მქონდა.
_მე ასე მასწავლეს, რომ არცერთი პროფესია არ არის დასაძრახისი. ყველა პროფესიას უნდა ვცეთ პატივი...
_პროფესიასაც გააჩნია. შენი აზრით, სხეულით ვაჭრობა დასაფასებელია?_უფრო ავუწიე ხმას._დამამტკიცებელი საბუთი მაქვს, რომ ნარკოტიკით გამაბრუე და ისე დამიმორჩილე... ბებერი ქალებისგან განსხვავებით მე უარს რომ გეტყოდი, წინდაწინ იცოდი არა?
_სიმართლე თუ გაინტერესებს, ჩვენს შორის არც არაფერი მომხდარა. მასეთი უნამუსოც კი არ ვარ, ქალის სურვილის საწინააღმდეგოდ წავიდე.
_აბა, ის ცირკი რაღა საჭირო იყო _გამიკვირდა.
_ჯობია, დაიძრა ადგილიდან და სასწრაფოს დაუთმო ადგილი._თავით უკან მანიშნა.
უკანა ხედვის სარკეში ნათლად დავინახე ჩემს უკან მომდგარი მანქანა, რომელიც ფარებით მანიშნებდა, რომ მართლაც დამეთმო ადგილი. მაშინვე ავამუშავე ძრავე და მართლაც დავუთმე ადგილი. თუმცა, შორს არ წავსულვარ. თავისუფალი ადგილი შევარჩიე და იქ შევჩერდი.
_რა საჭირო იყო-მეთქი ის ცირკი?;_უფრო ავუწიე ხმას.
_იმ სასტუმროში, სადაც ჩვენ მივედოთ და სადაც მართლაც შენი ნებით და სურვილით გამომყევი, ერთ-ერთ კლიენტს გადავეყარე. არ მინდოდა რამეს მიმხვდარიყავი,რადგან უკმაყოფილო იყო რატომღაც და გაგაბრუე. მთელი ღამე მარტოს გეძინა იმ საწოლში. მე მეზობელ ნომერში ვიყავი. დილით კი, ის იყო დავბრუნდი და საწოლში ჩავწექი, რომ შენც გაგეღვიძა.
ამას ნამდვილად არ მოველოდი. მეგონა, უარზე ვიყავი და ასე დამიმორჩილა. უნდობლად რომ შევხედე, გაეცინა.
_არ გჯერა? მართლა მასე იყო. მე მოძალადე და თაღლითი არ ვარ. უბრალოდ, არ მინდოდა მაშინ გაგეგო ჩემს შესახებ...
სხვა ყველაფერს ვიფიქრებდი და ამას ნამდვილად არა, მთელი ცხოვრება სავარაუდო ვარიანტების ძებნაში რომ გამეტარებინა... ისიც მეგონა, რომ უარყოფდა ყველაფერს, მაგრამ შევცდი, არც ისეთი უნამუსო ყოფილა.
_გადადი ჩემი მანქანიდან._მართალია არ მიყვირია, მაგრამ საკმაოდ მკაცრად გავაფრთხილე._შენი დანახვაც კი აღარ მინდა!
ერთხანს უხმოდ მიყურა. მერე, საკმაოდ სერიოზულად და დამაჯერებლად მითხრა.
_გადავალ, იმიტომ კი არა, რომ ვემორჩილები შენს ბრძანებას. უბრალოდ, ყველაფრის გასააზრებლად და გადასახარშად ვიცი რომ დრო გჭირდება. მართლა მომწონხარ და შენზე უარს არ ვიტყვი იცოდე! შენ გინდა თუ არ გინდა არ ვიცი, მაგრამ მე ფარხმალის დაყრას არ ვაპირებ. იმდენს ვეცდები, რომ ძველი ურთიერთობა აღვიდგინოთ._ლოყაზე მომითათუნა თითები და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდა მანქანიდან.
თვალი გავაყოლე. საკმაოდ ამაყი და მედიდური ნაბიჯებით მიდიოდა კლინიკის ეზოს გასასვლელში. არად აგდებდა წვიმას, რომელიც ულმობლად ასველებდა. ჩემსკენ აღარ გამოუხედია. დარწმუნებული იყო რომ ვუმზერდი და არ გადავუმოწმებივარ.
თვალს რომ მიეფარა, საჭეზე ჩამოვდე თავი და სიბრაზისგან თუ იმედგაცრუებისგან, რომ ზეზვა ის არ აღმოჩნდა, როგორადაც გამაცნო თავიდან თავი, მწარედ ავტირდი. არადა, როგორი უბოროტო, ალალი , მორიდებული და ზრდილობიანი იყო. ნუთუ, ამ ყველა როლს ჩემს გამოსაჭერად ირგებდა? უბადლო შემსრულებელი კი იყო, ვერაფერს იტყოდი.
გვარიანად რომ ვიტირე და ვისლუკუნე, მერე სარკეში შემოვუძახე საკუთარ თავს, რომ მის გამო არ ღირდა ტირილი. თავი მოვიწესრიგე და სახლში წასვლა დავაპირე, რომ ტელეფონი მოვინაკლისე. გამახსენდა, რომ კაბინეტში დამრჩა და ისევ კლინიკაში დავბრუნდი. მიმღებში კი ლეოს ძიძას გადავაწყდი. წეღან სასწრაფო რომ შემოვიდა,იმას შემოეყვანა ორმოციოდე წლის მამაკაცი და იმას მოყოლოდა. სანამ გავიგებდი ამ ყველაფერს, ნეგატიურმა ფიქრებმა მაშინვე ლეოსკენ გამკრა. არ ვიცი, როგორც დედმამიშვილი ისე ვღელავდი მასზე, თუ როგორც მისი ექიმი, ნაცნობი თუ უბრალოდ მეგობარი. მანაც მალევე შემნიშნა და თითქოს თავის არიდება გადაწყვიტა, მაგრამ მე არ მივეცი ამის საშუალება.
_ნანა?!_მაშინვე მასთან გავჩნდი._როგორ ხარ? ცუდად ვინ არის, ლეო?_შეშფოთებულმა მივაყარე კითხვები.
აშკარად არ უნდოდა პასუხის გაცემა. რატო ოღონდ ვერ მივხვდი და მეორედ ვაპირებდი კითხვის დასმას, რომ ექთანი გამოვიდა, თქვენი ძმის ნახვა შეგიძლიათო და ისიც სიხარულით გაეშურა იქით.
რახან ლეო არ იყო და ნანას ძმა იყო, ცოტა დავმშვიდდი. თუმცა, ბაიასეულმა ალღომ თუ გამოცდილებამ, თუ უბრალოდ გამომძიებლობის დიდმა სურვილმა მძლია და მიმღებში ვიკითხე ახლახანს შემოყვანილი პაციენტის ვინაობაც და მდგომარეობაც.
_რესტორანში შელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით მუცლის ღრუშია დაჭრილი. შინაგანი ორგანოები აქვს დაზიანებული._სხაპისხუპით მამცნო რეგისტრატურის გოგონამ.
_ვინ არის, სახელი და გვარი არ იცი?
_უჩა... უჩა..._გვარი რომ ვერ გაიხსენა, ჟურნალი გადაფურცლა._უჩა დედალამაზიშვილი, ორმოცდასამი წლის... იცნობთ, თქვენი ვინ არის?_ახლა მან შემომხედა ინტერესით.
_თან რომ ახლდა იმ ქალს ვიცნობ. ისეთი შეწუხებული იყო, ვერ მითხრა ვერაფერი და იმიტომ ვიკითხე._დავაკმაყოფილე მისი ცნობისმოყვარეობა.
_ის ქალი მისი დაა._მან კი ძირფესვიანად დააკმაყოფილა ჩემი ცნობისმოყვარეობა.
გოგონას მადლობა მოვუხადე და კლინიკიდან გავედი.
_უჩა დედალამაზიშვილი?_ჩემთვის დავიწყე ხმამაღლა ფიქრი._ნუთუ ეს ის უჩაა, რომელსაც ბაია წერს მესიჯებს და რომელიც სავარაუდოდ დედაჩემის ყოფილი საყვარელია? მაგრამ ლეოს ძიძა თუ მისი და არის, გამოდის ერთად არიან შეკრულები._მოკლეთ, კარგი თავსატეხი გამიჩნდა.
რამდენ ხანს ვიყავი იანვრის სუსხიან საღამოს შენობის გარეთ, არ ვიცი. სიცივეს საერთოდ ვერ ვგრძნობდი. მხოლოდ და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, ეს სამეული რა საქმეებს ხლართავდა? ვითომ, ბაია ცდილობდა უჩას გამოჭერას, მაგრამ მე ისეთი მოლოდინი და გუმანი მქონდა, რომ უჩა შეგნებულად ატყუებინებდა თავს. არა და ის აქეთ მუშაობდა ბაიას დაკერვაზე... ძიძა რომ მისი და იყო, ყველაზე მეტად ის მაფიქრებდა. მგონი, დედაჩემი სულაც არ იყო უჩას გაშორებული, არც ცუდად იყო, როგორც დაიმძიმა თავი, ტყუილებით ცდილობდა ბაიას გულის მოლბობას და მოგებას. ალბათ, თანხა გამოელიათ სამივეს და ამ ხრიკებით ცდილობდა რამე დაეცინცლა. ეს თუ მართლა მასე იყო, დედაჩემი ჩემს თვალში მართლა მოკვდებოდა და დავასამარებდი კიდეც სამუდამოდ. ახლა ცოტა მაინც მეფიქრებოდა ხანდახან და ბაიასი არ იყოს, მეც მის გამართლებას ვცდილობდი.
ბებიამ რომ დამირეკა და გამომარკვია ფიქრებიდან, უკვე კარგად იყო შებინდებული. სად ხარ აქამდეო, გაკვირვებული იყო ქალი. ძველი ნაცნობი შემხვდა და ლაპარაკს შევყევით, მალე მოვალ-მეთქი, დავამშვიდე და ისევ კლინიკაში შევბრუნდი. ავადმყოფის მკურნალი ექიმი მოვიკითხე და მის სანახავად ავედი, ამბის გაუგებლად არ მინდოდა სახლში წასვლა.
ერთობ მძიმე და საყურადღებო მდგომარეობა ქონდა ვაჟბატონს. შინაგანი ორგანოები სერიოზულად ქონია დაზიანებული და კრიტიკულ სიტუაციაში იყო. მისი გადარჩენის შანსი ორმოცდაათი ორმოცდაათზე იყო. ნახვაც კი მინდოდა, მაგრამ ნანა იქ იქნებოდა და არ მინდოდა რომ ვენახე. ეგ კი არა, თუ ალღო არ მკარნახობდა და დედაჩემიც მათთან იყო ისევ შეკრული, აქ იქნებოდა სულაც გრიმით. რა გაუჭირდებოდათ ამ თაღლითებს? ხო და, ამიტომ, არანაირად არ მაწყობდა მიმხვდარიყვნენ, რომ ეჭვები გამიჩნდა და ყველაფრის ძირფესვიანად გამოძიებას ვაპირებდი.
სახლში რომ დავბრუნდი, ბებიამ მისაყვედურა, ბოლო დროს ძალიან უპასუხისმგებლო და უყურადღებო გახდიო. ბაიასიდან კარგა ხნის წამოსული ყოფილხარ და სად ხარ აქამდეო.
ათასი სისულელე მივუკიბ-მოვუკიბე, მაგრამ მაინც დავაჯერე ძველ ნაცნობთან შეხვედრის ისტორია და ისე დავწექი, არ მივახშმია. მთელი ღამე მხოლოდ და მხოლოდ იმას ვფიქრობდი, რა მომემიზეზებინა და რისთვის ავსულიყავი ტრავმატოლოგიურში უჩას სანახავად. მთლად დარწმუნებულიც არ ვიყავი, რომ ეს ის უჩა იყო. თუმცა, მაინც ვფიქრობდი, რომ ის იყო. სხვა მხრივ სახლში ხომ არ მიაკითხავდა ნანა ჩვენს სადარბაზოში რომ გადავაწყდი მაშინ?
მოკლეთ, მართალია მხოლოდ ერთი საათი მეძინა მთელი ღამის განმავლობაში, მაგრამ დამაჯერებელი ვერაფერი მოვიფიქრე. დილაუთენია, სანამ სამსახურში წავიდოდი, ბაიას მივაკითხე. მაინტერესებდა, იცოდა თუ არა უჩას შესახებ რამე.
ჩვეულებრივ დამხვდა, ოდნავადაც ვერ შევნიშნე სულ მცირედი ცვლილებაც კი. შიოს ისე გაუხარდა ჩემი დანახვა, თითქოს წლების უნახავი ვყოლოდი და გუშინ მათთან არ ვყოფილიყავი.
_რაო, პახმელიაზე გამოსასვლელად მოხვედი?_შემომღიმა._მეც მკლავს კაცო ეს პახმელია და თითო კათხა ლუდი მაგრად გვიშველიდა.
_სასმელს ნუღარ მიხსენებ._სასტიკად გავასავსავე ხელები._ბაიასთან მაქვს რაღაც საქმე... პირადულია ოღონდ._ვაგრძნობინე, რომ მარტოები დავეტოვებინეთ.
მეორედ თქმა აღარ დასჭირვებია, მაშინვე გავიდა მისაღები ოთახიდან და სამზარეულოში აახმაურა ჯამ-ჭურჭელი.
_რა ხდება?_ბაიამ გაოცებით შემათვალიერა._არ მითხრა ახლა, რომ ზეზვასგან ორსულად ხარ._ბოლო წინადადება შიშნარევი ჩურჩულით მითხრა.
ამ აზრმა მეც გამაკანკალა, კიდევ კარგი არაფერი მომხდარა იმ ღამეს ჩვენს შორის.
_არა, არა, დამშვიდდი... ჩვენს შორის მაშინ არც არაფერი ყოფილა თურმე... ამ ამბავს სხვა დროს მოგიყვები. ახლა სულ სხვა თემაზე ვარ სალაპარაკოდ მოსული...
_რა ხდება?_აღელვებულმა ძლივს გადაყლაპა მოზრდილი ნერწყვი.
_გახსოვს, მითხარი იმაზე... დედაჩემზე, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვსო? რა სჭირს?
_შიდსი..._ჩურჩულით მითხრა.
_ასეც ვფიქრობდი._მის გასაგონად ჩავიჩურჩულე ჩემთვის.
_რა ხდება? რაში გაინტერესებს?_დაეჭვდა.
_არა... ისე... უბრალოდ დამაინტერესა._მის გამჭოლ და დაჟინებულ მზერას ვერ გავუძელი და ფეტვივით დავიბენი._სად ცხოვრობს?
ამ კითხვაზე პასუხი დამიგვიანა რატომღაც. მეგონა ვერ გაიგო და მეორედ გავუმეორე.
_ჩვენს ზემოთ._როგორც იქნა აღიარა.
_საად? ააქ?
_არა, თქვენს ზემოთ.
_მოიცა, უჩა სადაც ცხოვრობს?_ახლა კი მართლა გავვოგნდი და უარესად დავიბენი.
_არ ვიცი როგორ მიამსგავსე ნანას ძმა უჩას, საერთოდაც არ გავს. თან, ერთი დღით სტუმრებია.
_კი, მაგრამ, ნანა მივიდა იქ და იმან გაუღო კარი. დარწმუნებული ვარ უჩა იყო, არ მეშლება... ეგ უჩა რა გვარია, იცი?
_შენ ამ ბოლო დროს პროფესიას მართმევ, თუ რაშია შენი საქმე?_გაოცებულმა შემომხედა._რაში გაინტერესებს?
_რა ვიცი, ისე._დავუმალე რაშიც მაინტერესებდა._ის, შენი და, ანუ დედაჩემი, მკურნალობს?
_კი...
_საქართველოში იმიტომ დაბრუნდა, რომ აქ უფასოა მკურნალობა? თუ, სინდისმა შეაწუხა და ახლობლების ნახვა უნდა?
არც ამჯერად დაუბრუნებია პასუხი.
_ის უჩა, რა გვარია შემახსენე... მართლა მისი საყვარელი აღმოჩნდა?
_დედალამაზიშვილია. ხო, ის არის. ბევრი პლასტიკური ოპერაცია აქვს ჩატარებული, ტუჩი, ცხვირი, ყვრიმალები შეცვლილი აქვს მაგრამ მართლა ის არის. უბრალოდ, ჯერ არ ვეუბნები ნაიას. მას თავის სადარდებელიც ეყოფა.
აჰა, თვით ცნობილი დეტექტივი ენჯი ფლინიც კი ვერ დაიკვეხნიდა საქმის ასე ოსტატურად გახსნას. მივხვდი, რომ ნანა, უჩა და ის ქალბატონი, რომელიც ჩემი ბიოლოგიური დედა იყო სამწუხაროდ, ერთ ნავში ისხდნენ. უკვე იმაშიც კი მეპარებოდა ეჭვი, რომ მართლა შიდსი სჭირდა იმ ქალბატონს. უბრალოდ, თავის შეცოდება უნდოდა და ისე დაბრუნება სახლში. თუ კი ბაიას შეეცოდა მისი "ისტორიის" გაგებით, ბებიასაც მოულბებოდა გული, მართლა ქვისგულა სტალინა კი არ იყო. შვილის სასიკვდილო ავადმყოფობა ნამდვილად დააფიქრებდა და მისი ნახვის და შერიგების სურვილს გაუჩენდა.
ბაიასთვის არაფერი მითქვია ჩემი ეჭვების შესახებ. ასი პროცენტით მინდოდა დავრწმუნებულიყავი ყველაფერში და ისე გადამეშალა მერე ყველასთვის კარტები. არც ის მითქვია, უჩა რომ სიკვდილს ებრძოდა ჩვენს კლინიკაში. ცოტა ხანს კიდევ დავრჩი, ყავა დამალევინა და სამსახურში გავქუსლე. ტრავმატოლოგიურში ასვლა და გადამოწმება საჭირო აღარ იყო, დავრწმუნდი იმაში, რომ უჩა დედაჩემის საყვარელი იყო, ოღონდ ყოფილი კი არა, როგორც ამას თვითონ ამბობდა და ბაიაც მასე ფიქრობდა. ამჟამადაც ერთად იყვნენ და რაღაც გეგმაზე მუშაობდნენ.
მთელმა დღემ რატომღაც უღიმღამოდ ჩაიარა ჩემთვის. პაციენტების სიმრავლით არ გამოვირჩეოდით და მაკაც მეტწილად სულ მიმღებში ტრიალებდა. თავიდან ვერ მივხვდი რა მიზეზით. ერთი-ორჯერ კი მეც გავედი კლინიკის ეზოში სუფთა ჰაერზე და მაშინ შევნიშნე, რომ გუჯას ეკეკლუცებოდა. არ ვიცი, მთელი ღამის გამოუძინებელი რომ იყო გუჯა იმიტომ, თუ არ მოსწონდა მაკა და არ უნდოდა მასთან ურთიერთობის გაბმა, ზერელეთ და გულგრილად პასუხობდა კისკისით დასმულ მის კითხვებზე.
არვიცი რატომ, მაგრამ ამის დანახვაზე უარესად დავიბოღმე და დავდარდიანდი. მგონი, ეჭვიანობით ვსკდებოდი გულზე. გუჯას მიმართ რაღაც ამოუცნობი გრძნობა მქონდა, თან ისე, რომ მეც კი ვერ ვიაზრებდი ვერაფერს. ამ ამბავმა კი ნათლად დამანახა, რომ მის გამო ვეჭვიანობდი. ძალიანაც არ მინდოდა მათთვის მემზირნა, მაგრამ ჩემს თვალებს ვერ ვუხერხებდი ვერაფერს. ვერ ვიმორჩილებდი ვერანაირად და ნაძალადევად მომღიმარ გუჯას ისე მივჩერებოდი, რომ რამდენჯერმე იგრძნო და დაბნეულმა გამომხედა კიდეც. ამაზე ხომ უარესად დავიბოღმე, რომ თავს ვერვაკონტროლებდი. საღამოს კი, სანამ სმუშაო საათები დამისრულდებოდა და სანამ გუჯასაც დაუსრულდებოდა ცვლა. ერთ-ერთი სუფთა ჰაერზე გამოსვლის დროს კიდევ შევნიშნე გუჯას სიახლოვეს კეკლუცად მოწრიალე მაკა, რომელიც ისე ახლოს იდგა ბიჭის გვერდით, ლამის ეხუტებოდა. ნათლად დამიბნელდა თვალთ. თუ გუჯაც იგივეს გრძნობდა ჩემს მიმართ, რასაც მე, წარმოვიდგინე, რასაც იგრძნობდა ზეზვას გვერდით რომ დამინახა გუშინ. აფორიაქებული გავედი კლინიკის ეზოში და კიბის საფეხურებზე უკვე აცრემლებულმა ჩავირბინე. მგონი, სერიოზულად მეფიქრებოდა უკვე ამ ბიჭზე და გაზიარება არავისთვის არ მინდოდა. ისეთი წარმოდგენა მქონდა, რომ ჩემი იყო, მარტო ჩემი...
კიბის ბოლო საფეხურზე ვიღაც ქალს დავეტაკე. ზრდილობის გულისთვის შევხედე და ბოდიში მოვუხადე. ცოტა არ იყოს, საეჭვოდ მეჩვენა. თითქოს საგანგებოდ იყო შეფუთული შარფში და მარტო თვალები უჩანდა. ასე რომ არ ყოფილიყო შეფუთული, ყურადღებას არც კი მივაქცევდი, ასე უფრო მიიქცია ჩემი ყურადღება და არც თუ ისე უსაფუძვლოდ. ნაუცბადევად მომიგდო, არაუშავსო და არც კი გაჩერებულა, ისე აირბინა საფეხურებზე. თვალი გავაყოლე და მივხვდი, რომ ჩემი ბიოლოგიური დედა იყო, ვინც იმ კაცის სანახავად მიდიოდა, ვის გამოც მიმატოვა. ერთხანს შევიცადე. არ მინდოდა მაშინვეგავყოლოდი უკან, რომ არ მიმხვდარიყო გაშიფრულები რომ მყავდნენ. სულ გადამავიწყდა გუჯაც და მაკაც და ახლა მასზე გადავერთე ფიქრებით. რა მომემიზეზებინა, რომ მეც ავსულიყავი უჩას სანახავად და ერთად მენახა სამივე. თუმცა, მიმღებში რომ ავბრუნდი, ყველაფერი თავისთავად მოხდა. ერთ-ერთმა ექთანმა პაციენტის დანიშნულება და ისტორია გამოიტანა, მორიგე ექიმისთვის უნდა გადაეცა, მაგრამ მორიგე უკვე ზემოთ იყო ასული. ალბათ დედაჩემს გაყვა უჩას სანახავად და მაშინვე მე ჩამოვართვი, იქ უნდა ავიდე და მე ავუტან-მეთქი.
ესეც ასე, ყველაფერი თავისთავად აეწყო. ნანა დამხვდებოდა იქ, დედაჩემი, თუ ორივე ერთად, მე პაციენტის ისტორია და დანიშნულება მიმქონდა და ეჭვს ვერ აიღებდნენ, რომ შეგნებულად მივდიოდი მათ სანახავად. გულის ხმამაღალი ბაგი-ბუგით ავიარე კიბის საფეხურები და რეანიმაციის განყოფილებისკენ რომ გადავუხვიე, დერეფნის ბოლოს ნანას მართლაც მოვკარი თვალი. სულ ბოლო სკამზე იჯდა და აშკარად ტიროდა. ალბათ, ორივე ერთად არ შეუშვეს პალატაში და ახლა ქალბატონი დედაჩემი ბრძანდებოდა იქ. ყურადღება რომ არ მიმექცივნა, რაც შემეძლო უხმაუროდ მივუახლოვდი იმ პალატას, სადაც უჩა იწვა და არ დამიკაკუნებია, ისე შევაღე კარი, ომ მამაკაცზე დამხობილ და აქვითინებულ ქალს არც კი შევუმჩნევივარ.
ორივეს კარგად დავაკვირდი და ჩემი ეჭვები მართლაც გამართლდა. წუთიერად გაოგნებულ-გაბრაზებულ-გაცოფებული შევყურებდი მშობელ დედას, სხვა კაცს რომ ეხუტებოდა და გულამოსკვნით ტიროდა. უარესი ზიზღის გრძნობა გამიჩნდა მის მიმართ. ჩემი ნება რომ ყოფილიყო, თავზე დავამხობდი ყველაფერს, მაგრამ კლინიკაში, თანაც რეანიმაციულ განყოფილებაში ასეთი დებოშის მოწყობა არ შეიძლებოდა. პაციენტის დანიშნულება და ისტორია პატარა მაგიდაზე დავდე ფრთხილად და ისევე უხმოდ და შეუმჩნევლად გამოვედი პალატიდან, როგორც შევედი. მეშინოდა, ნანას არ დავენახე იქ, მაგრამ თავი ხელებში ქონდა ჩარგული და ტიროდა. პირდაპირ ჩემს კაბინეტში ჩავედი.
ამ ყველაფერს კი ვეჭვობდი, მაგრამ ფაქტის წინაშე რომ აღმოვჩნდი, ვეღარ მომეხერხებინა ვერაფერი ასე ნაუცბადევად გამოააშკარავებაც არ ღირდა. რაღაცას ხომ გეგმავდნენ და იმ გეგმის სისრულეში მოყვანის დროს რომ გამომეჭირა, ასე უფრო აჯობებდა მგონი. ბოლომდე გამეგო ერთი, სადამდე იყო დედაჩემი წამსვლელი.
ჩემი კაბინეტიდან ისეთ დროს გამოვედი, სახლში წასვლის დროც მქონდა უკვე. დავემშვიდობე თანამშრომლებს და შენობა მარტომ დავტოვე. კიბის საფეხურებზე მაღალი ქუსლების კაკუნით რომ ჩავიარე, ჩემს წინ მიმავალმა გუჯამ ინტერესით მოაბრუნა თავი. ისიც სახლში მიდიოდა ალბათ. დედამისის ნახვა მომინდა რატომღაც. ან, გუჯა რომ მე წამეყვანა სახლში, უფრო ის. ფეხს ავუჩქარე, რომ დავწეოდი და შემეთავაზებინა სახლამდე გაყვანა. მივუახლოვდი კიდეც, მაგრამ კაცს რომ ბედი არ ექნება, კანალიზაციის თავსახურის ბადეში ჩექმის ქუსლი გამეჭედა და ისევ შევრცხვი გუჯასთან. ისეთი დავენარცხე ძირს, თანაც ქუსლგაჭედილ ფეხს დავეცი ზედ. ტკივილმა ლამის ბოლო ხმაზე შემაყვირა.
ჩემი მშველელი გუჯა მაშინვე ჩემთან გაჩნდა. რომ გაანალიზა რა შემემთხვა, ჩექმაზე ელვაშესაკრავი ელვისუსწრაფესად გამიხსნა, ფეხი ფრთხილად ამომიძვრინა იქიდან და გულდასმით შემიმოწმა.
_კოჭის მოტეხილობაა_უმალ დამისვა დიაგნოზიც.
_რაა?_უფრო შემეშინდა ვიდრე გამიკვირდა._დარწმუნებული ხარ?
თუმცა, რას ვეკითხებოდი? ბიჭი მომავალი ტრავმატოლოგი იყო და რამე შეეშლებოდა ვითომ?
_არ ადგე და არ იმოძრავო._გამაფრთხილა, თვითონ კი ჩემს ჩექმას მიუბრუნდა და გაჭედილი ქუსლი რის ვაი-ვაგლახით ამოაძვრინა._შეცილების გარეშე ჩანს, მაგრამ რენტგენი მაინც უნდა გადაიღო. თუ ასე იქნება, კარგია ქირურგიული ჩარევა არ დაგჭირდება და ექვსი კვირით მოგიწევს დასვენება._მერე, მოულოდნელად დამწვდა, ფრთხილად ამიტაცა ხელში და ჩემს ჩექმასთან ერთად შენობაში შემაბრუნა.
ვინც კი ასეთ სიტუაციაში დაგვინახა, ყველამ ჩვენს გარშემო მოიყარა თავი და კითხვები დაგვაყარა
_რა ხდება?
_რა მოუვიდა?
_ძალიან გტკივა?
_კოჭი აქვს მოტეხილი, რადიოლოგიაში ვინმე არის?_არც კი შეჩერებულა ისე გამაცუხცუხა გუჯამ იქით.
ჩვენი მომავალი ტრავმატოლოგი მართალი აღმოჩნდა, კოჭი მქონდა მოტეხილი შეცილების გარეშე და ამიტომ თაბაშირი დამადეს, მართლაც ექვსი კვირით.
(გაგრძელება იქნება)



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

არ მინდა დავიჯერო რომ მარიასკას დედა ასეთი რამის მჯადრებელია, არადა ყველაფერი იქეატ მიდის რო ეს სიამრთლეა :( მოკლედ ერთი სული მაქ როდის გაირკვევა მარიშკას დედის ამბავი

 


№2 სტუმარი სტუმარი ლია

სასწაული ხარ, მაგიჟებს შენი გადმოცემის სტილი და უჭკვიანესი გონება.

 


არადა მეგონა, რომ მარიშკას დედა შეიცვალა და ეცდებოდა ოჯახი დაებრუნებინა :( ჯერ -ჯერობით კი ეს ქალი იმედს მიცრუებს :(
ზეზვას იმის გამბედაობა მაინც ეყო, რომ სიმართლე აღიარა, მაგრამ რა ნახა საამაყო მაგაში აი ეგ ვერ გამიგია.
მემგონი გუჯა დაიტოვონ კლინიკაში როგორც ტრავმატოლოგი❤ ვფიქრობ კარგი წყვილი იქნება ეგ ორი❤

 


№4  offline წევრი ელეო ნორა

ablabudaa
არ მინდა დავიჯერო რომ მარიასკას დედა ასეთი რამის მჯადრებელია, არადა ყველაფერი იქეატ მიდის რო ეს სიამრთლეა :( მოკლედ ერთი სული მაქ როდის გაირკვევა მარიშკას დედის ამბავი

❤️❤️❤️

სტუმარი ლია
სასწაული ხარ, მაგიჟებს შენი გადმოცემის სტილი და უჭკვიანესი გონება.

მადლობა ❤️❤️

რუსკიმარუსია
არადა მეგონა, რომ მარიშკას დედა შეიცვალა და ეცდებოდა ოჯახი დაებრუნებინა :( ჯერ -ჯერობით კი ეს ქალი იმედს მიცრუებს :(
ზეზვას იმის გამბედაობა მაინც ეყო, რომ სიმართლე აღიარა, მაგრამ რა ნახა საამაყო მაგაში აი ეგ ვერ გამიგია.
მემგონი გუჯა დაიტოვონ კლინიკაში როგორც ტრავმატოლოგი❤ ვფიქრობ კარგი წყვილი იქნება ეგ ორი❤

❤️❤️❤️
--------------------
მშვილდოსანი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent