შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასწორი დრო (2)


1-08-2021, 23:41
ავტორი marikuna (1)
ნანახია 849

***
არ ვიცი მომწონს თუ არა ასეთი მზრუნველი ,რომ არის, მაგრამ ლამისაა მოვკლა, როგორ მინდა იმ დღის დაბრუნება სანამ აქ მოვხვდებოდი ჩემი მე-17 დაბადების დღე განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო და ზუსტადაც, რომ მივიღე ადამიანი, რომელსაც არც კი ვიცნობ ნორმალურად და არც სურვილი მაქვს გავიცნო , მინდა რომ გავაქრო ჩემი ცხოვრებიდან ეს დღე, მომენტი , წუთები , ჩემი ოცნებები ამ დღის მერე დაიმსხვრა...
ავტორი****
ცხოვრება ისეთი არ არის როგორიც გვინდა, რომ იყოს, ალუზიას ჰგავს ჩემთვის და კვდება როგორც სამარე ... ხოლო ჩემი ისტორია კი არაფრით განსხვავდება ჯოჯოხეთისაგან , ეს ყველაფერი ანიტას არ დაუმსახურებია, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე კეთილშობილი ადამიანია მთელს დედამიწაზე , ზოგჯერ არასწორ დროს ჩნდება ის ადამიანი ვისი ადგილიც
მის გვერდით არა და სხვა ადამიანს მიეკუთვნება ...და ჩვენი ისტორიაც ზუსტად ასე იწყება , გეგონება მივყვებოდე ცხოვრების დინებას,მაგრამ ეს ჩემი სტილი არ არის , ახლა კი გავაგრძლოთ ანიტას ამბავი, დარწმუნებული ვარ ბევრი კითხვა გაგიჩნდება ჩემო საყვარელო მკითხველო...
****ანიტა
ყველაფერი რეალურად იმსხვრევა ჩემს თვალში , ჩემი სიბრაზე კიდე ზღვარს სცდება მინდა, რომ ვიყვირო და უსასრულოდ შევცურო ზღვაში, ახლა აქ ყოფნას სიკვდილიც კი მირჩევნია , ჩემი შინაგანი სამყარო იბრძვის გადარჩენისაკენ ,სადღაც ამ გულის პატარა კუნჭულში მაინც ვხედავ ნათელ წერტილს , ეს კიდე მე დიდ მოტივაციას მაძლევს , მთავარია მოვლენებს არ გავუსწრო და ვიცხოვრო ისე როგორც მე მსურს... მეფიქრება ჩემს ცხოვრების დეტალებზე, რომლებიც მოგონებებად არის ქცეული ...
*****გიორგი
სიჩუმე დიდ ხანს გაგრძელდა, უხერხულადაც კი ვიგრძენი თავი ერთი პერიოდი, ჩემი სულის ნაწილი კვდება და თითქოს ხელახლა იბადება, როდესაც ანიტას ვხედავ, მისი თვალები მძირავს და მათრობს , სულ მინდა მას ვუყურო ... ანიტა არის გოგონა ლამაზი სხეულით , ნათელი გონებითა და წმინდა სულით, გარეგნობასთან ერთად მისი შინაგანი სამყარო არის საინტერსო და მომხიბვლელი... ბოლოს კი სიჩუმის დარღვევა მაინც მე მომიწია ...
–ანიტა ... ჰმმ, მე ეს ... მე ეს არ მინდოდა , მაგრამ ამ ეტაპზე ვერსად ვერ გაგიშვებ შენი სხეული სუსტადაა, ამიტომაც კიდევ რამოდენიმე დღე დავრჩებით ჩემს სახლში ... ნერვიულად ამიკანკალდა ხმა, მაგრამ თავდაჯერებულობა მაინც იგძნობოდა მასში, ანიტას თითქოს ჩემი ხმა არც კი ესმოდა...ვიცი,რომ ახლა ისევ გაბრაზებულია ჩემს ქმედებაზე, არასწორი დრო და არასწორი მომენტი,ცხოვრებაში ხშირად ხდება, არც მე მესმოდა ჩემი თავისი ამ პერიოდში. ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე რა როდის მოხდება ვერ გათვლი, რადგან სიყვარული უხილავი რამ არის ჩვენს ცხოვრებაში, რომელიც საიდანღაც ჩნდება და ჩვენს გულებში იმკვიდრებს ადგილს, მე მას ვერ ავღწერ, რადგან ის აბსტრაქტულია და ყველა ადამიანს სხვანაირად ესმის ეს.
ანიტა სიჩუმეს ინარჩუნებს როგორც ყოველთვის მისი სხეული დაძაბულია ამას ვგრძნობ , ამიტომაც ვცდილობ გავერიდო და ჩემთვის სხვა ადგილას მივიმალო, ვიცი, დამნაშავე ვარ და მინდა ოდესმე მანაც მაპატიოს ეს საქციელი, ვიაზრებ იმ ქმედებას რაც გავაკეთე, ხო დამავიწყდა მეთქვა უკვე ორ დღეზე მეტია ჩემს აგარაკზე ვართ , ამიტომაც ჯერ კიდევ ვერ გადამიწყვეტია ღირს თუ არა ხალხში გამოჩენა ვიცი, რომ ეგოისტი ვარ და მინდა ანიტა ჩემთან დავიტოვო და არსად გავუშვა, მაგრამ სურვილი და ქმედება ორი სხვადასხვა რამაა ცხოვრებაში, ჯერ კიდევ არ მესმის რა მოხდა იმ ღამეს , ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს და ვიცი, რომ ეს ცხოვრების ბოლომდე გამყვება ... დამავიწყდა წარმედგინა ჩემი თავი , ერთი ჩვეულებრივი ადამაინი ვარ არაფერს წარმოვადგენ ცხოვრებაში, არაფრით განსხვავებული თვალები არ მაქვს, თაფლისფერია, ჩვეულებრივი აღნაგობა და ნორმალური ადამიანი ვარ , ჩემ თავზე საუბარი არ მიყვარს როგორც ხედავთ , ჩემი თავის აღწერა ერთ–ერთი ცუდი რამაა რაც შეიძლება სიტყვებით გადმოვცეე , ამიტომაც ბევრს ნუ იფიქრებ ამაზე, მეც მილიონში ერთი ადამიანი ვარ, რომელიც არ დაგაინტერესებს ზუსტად შენ მკითხველო ... ადამიანში პირველი რითიც იხიბლები არის გარეგნობა, ამას შემდეგ სული მოჰყვება და როდესაც ეს ორი ჰარმონიას ქმნის , ზუსტად მაშინ პოულობ შენ სულის მეორე სარკეს , როგორც მე ვიპოვე ანიტა...
**** ავტორი
მშობლები განიცდიდნენ ანიტას დაკარგვას , ფეხზე იდგა ყველა დიდიან პატარიანა , მაგრამ რა აზრი ჰქონდა , მისი კვალი არსად ჩანდა ... დაკითხვა ისევ მიმდინარეობდა,მაგრამ რატომღაც ეს ფაქტი პოლიციას არ ადარდებდა ცდილობდა საქმე მიეჩქმალა, რადგან არ აწყობდათ დაკარგულ გოგონას რაიმე მოსვლოდა ამ პატარა ქალაქში, პანიკა და შიში იმატებდა და თითქოს იფანტებოდა არემარეში უკვალოდ, დამავიწყდა ჩემო მკითხველო მშობლების წარდგენა ,
ანიტას მამა ანდრია , არის უკელთილშობილესი კაცი, მზრუნველი მამა, პატიოსანი და მშრომელი ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ბევრი რამ აქვს ნანახი და გამოვლილი , ხოლო მისი მეუღლე მაგდანა არის ოჯახის ყველაფერი, რადგან ის, რომ არა სხვა არ ვიცი ვინ უნდა ჰყოლოდა ანდრიას მასზე უკეთესი. ეს ორი ერთად ბალანს და სიმშვიდეს აფრქვევს , ნათქვამია „ სულის მეორე სარკე უნდა ეძებო ადამიანში, რომ გულის კარი გაუღო და ენდო“ ... არ ვიცი რამდენი დრო გადის ხოლმე წერისას, მაგრამ უკვე მოსაღამოვდა და ჯერ კიდევ , იმის გარდა რომ ჩანახატებს ვწერ მუსიკას ვრთავ და ფანჯარას გავცქერი საიდანაც კარგად მოსჩანს ნაზი მთვარე, რომელიც სულ სიბნელეს მოასწავლის სხეულის კუნჭულბში და მაინც თავისი ადგილი აქვს დამკვიდრებული ამ სამყაროში, თითქოს ზემოდან მიყურებს და ტკბება ცხოვრების წამებით, ჩემი დროც ისე სწრაფად მიჰქრის, რომ ვერ ვამჩნევ ცხოვრების არსს...და რა არის ცხოვრების არსი ადამიანის შობადობა და სიკვდილი? თუ ცხოვრების გზა , რომელიც ეძებს ყოველთვის ხსნას რა არის ცხოვრება ერთი საუკუნე? რომელიც მთავრდება უფსკრულის გზას და მაინც არ ვიცი რა არის ცხოვრების სწორი გზა სადღაც მიკარგულ ქუჩებში დავეძებ ხსნას, რომელიც მიაქვს უკვალავ დარდს , მაინც მცივა და სევდა მაწვება ამ უდროო ჟამს და ზუსტად ვიცი რომ ცხოვრება იმალება აქ ... უცნაურია ეს ჩემი ფიქრები მიმოფანტული ედება ხალხს და შენ ჩემო ძვირფასო მკითხველო აუცილებლად იპოვი მას და მე ისევ დავიარები ქუჩებში მარტო და მოგაწვდი ჩუმად ვარდს ,შორეული წარსულს მახსენებს თავს და რა არის ცხოვრების არსი ჯერ კიდევ არ ვიცი, რადგან ისევ ყმაწვილი ვარ და მაინც რა არის ის დღე ნათელი როცა მოვედი ამ ჟამს და რა არის ძღვენი ამ ლამაზ წამს , ჩემი სევდა გაფანტავს დარდს შენი ღიმილი მაჩვენებს ხსნას ყოველი წამი სიცოცხლეს გავს და ისევ ვიცი რომ ცხოვრება ჩანს. ჩემი ფიქრები ისევ უკვალოდ იძირება და ანიტა მახსენდება....
***ანიტა
ჩემი ცხოვრება წამებას გავს ამ წუთეში, რადგან მიწევს ადამიანთან ყოფნა , რომელსაც ფაქტიურად არც კი ვიცნობ და ერთად თანაცხოვრებაში ვართ თითქოს , ვიცი რომ ბევრ რამეზე უნდა ვისაუბროთ და ამიტომაც ვცდილობ თვალი რეალობას გავუსწორო, ვფიქრობ ბევრ საკითხზე , რომლებიც განხილვის ქვეშ უნდა დავაყენო, როგორც იქნა ვბედავ სიტყვების თქმას.
–გიორგი , ჩემს ცხოვრების წესზე არაფერი იცი არც მე ვიცი შენი ცხოვრების არაფერი, ამიტომაც უნდა ვისუაბროთ , იმედია ხვდები, რომ ჩემს გვერდით ვერ დაიძინებ და ჩვენი ამ დროინდელი თანაცხოვრება მომავალში არ იმოქმედებს ჩვენს ურთიერთობაზე... ამ დროს ტუჩს ვიჭამ, ამ ყველაფერს ძალიან სერიოზული და ნაზი ხმით ვამბობ, მაგრამ ვიცი, რომ ნერვიულობა მეტყობა ტონში... ისიც უხმოდ თავს მიქნევს და ისევ ეს უხერხული დუმილი ვარდება .
ბოლოს ისევ ის აგრძელებს ამ უხერხულ მომენტში საუბრის წამოწყებას.
–ანიტა ... დუმილია, შემდეგ ისევ აგრძელებ საუბარს ნაზი ხმით,
–ანიტა... იცი ყველაფერი სხვანაირად წარმომედგინა , მაგრამ მე ამას ვეღარ შევცვლი, ვიცი რომ ბრაზობ, მაგრამ მომეცი დრო, რომ ეს ყველაფერი გამოვასწორო და შენს ცხოვრებაში შემოვიდე, როგორც ბიჭი და არა როგორც სხვები. ძლივს ლუღლუღებს და საკმაოდ სერიოზული ტონით მესაუბრება, მისი ბოხი ხმა სხვანაირად ჟღერს, როდესაც ის ანიტას მეძახის თითქოს ტანში ჟრუანტელი და სიამოვნების პატარა ნაპერწკალი მივლის , რა მომდის ვერ ვხვდები, რადგან ასე არასოდეს არაფერი დამმართნია... ადამიანები ბოროტები არიან ყველაფერს თავიანთ სასიკეთოთ იყენებენ კარგ მომენტებს ცუდად აქცევენ, მაგრამ გიორგი ასეთი არ მგონია , მთავარი აქ ჩემი ფიქრი არაა, მთავარია როგორი აღმოჩნდება ის სინამდვილეში... ყველაფერი სასტიკია სამყაროში და ამას სულ მალე გაიგებთ...
არ ვიცი მივეჩვიე თუ არა გიორგის გვერდით ყოფნას, მაგრამ ვხვდები, რომ რაღაც მაკავშირებს ამ ადამიანთან, რაღაც ისეთი რაც სხვას არ გააჩნია , არასოდეს შემიმჩნევია ეს აქამდე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ილუზიას ჰგავს...
****მთხრობელი
ანიტა... ისევ იმ წარსულის რეალობაში ვარ საიდანაც გამოღვიძება არ მინდა თითქოს ანიტათი ვარ გატაცებული, არ ვიცი თუ მოგსვლიათ ადამიანზე დამოკიდებულება და მისი ცხოვრების ქონდა, მაგრამ როგორც ჩანს მე მომინდა....ჩემო მკითხველო აქ ყველაფერი ისე არ მიდის როგორც საჭიროა , გამოკითხვები საკმაოდ მიჩქმალულია და დაკითხვების ჩვენებებიც თითქოს განადგურებული, ყველაფერი ქრება , არანაირი კვალი ჩანს არც ანიტასი და არც გიორგისი, ყველაფერი დავათვალიერეთ მაგრამ ვერსად მივაგენით მათ, ჰაერმა ჩაყლაპა ორივე, ვფიქრობ რამდენი ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ, რადგან მშობლების მდგომარეობა საკმაოდ მძაფრია და ლამისაა რევოლუცია დაიწყოს , ყველაფერი იმაზე საშინლად ჩანს ვიდრე შენ წარმოგიდგენია მკითხველო...
***** გიორგი
ერთ სახლში ვართ და ჯერ კიდევ ვერ ვხვდები, როგორ უნდა მოვიქცე ანიტას გვერდით, ისევ დავბოდიალობ აქეთ–იქით და სიტყვებს თავ ვერ ვუყრი ... მის ოთახში წყნარად შევდივარ და საუბარს ვიწყებ
–ანიტა, ვიცი რომ ჩვენს ცხოვრებაში ახლა რთული პერიოდია და მინდა, რომ შენითვე გააკეტო არჩევანი მე არ გაკავებ აქ უბრალოდ სჯობს დარჩე და გამოკეთდე , მინდა უკეთ გაგიცნო, მაგრამ მხოლოდ ჩემ სურვილზე არა ეს და ვიაზრებ, ისეთი ხარ , რომ ყველა ინატრებს შენთან ყოფნას მე კი ... მე უბრალოდ ჩვეულებრივი ბიჭი ვარ შენ ცხოვრებაში არაფრით განვსხვავდები, ვიცი არა საჭირო ახლავე მიპასუხო , უბრალოდ მინდა, რომ დაფიქრდე ამ ყველაფერზე... სერიოზული და ცოტა იმედგაცრუებულიც ვარ, თითქოს მომეშვა, მაგრამ გულში რაღაც სინათლის შუქი მწყდება და მეშინია, რომ ასე უბრალოდ ვუშვებ იმ ადამიანს ვისაც ჩემს გულს ვაჩუქებდი კიდეც…
(პ.ს საცდელი თავის გაგრძელება, თავებს გავზრდი ნელ-ნელა , შეცდომები არის ორტოგრაფიული და სინტაქსური დიდი ალბათობით, ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია და ასევე, მაინტერესებს თქვენი აზრი დააფიქსირეთ გთხოვთ , მადლობა წინასწარ ...)



№1  offline წევრი marikuna (1)

დღეს არ დაიდება ახალი თავი, ხვალ დავდებ ???? მადლობა ვინც კითხულობთ...

 


№2  offline წევრი Life is beautiful

მინდა გითხრა, რომ არ ვიცი რა გითხრა...
რაღაცეები, მომეწონა რაღაცეები არა,მაგრამ ერთ-ორს უფრო გამოვკვეთ..
"ანიტა უალამაზესი, უკეთილშობილესი, უკარგესი და უყველაფრესი გამოგყავს"
კარგია..
რატომაც აარა...
მაგრამ მე რა ვიცი, რომ უკარგესია, უკეთილშობილესია. სილამაზე, სიკეთე, ბოროტება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, პირობითი მცნებებია..
აქ არის, მთავარი ახსნა...
ანიტა, კარგია! -იყოს! მაგრამ რატომაა კარგი. იქნებ მე არ ვფიქრობ, რომ არაა კეთილი. მე პირადად მაგალითად, დამფრთხარი შეშინებული და ნაზი არსება კი არ მგონია, უფრო... სასოწარკვეთილი ადამიანი, რომელიც არც სიმართლის გარკვევას აპირებს, რატომ დაავლომ იმ ბიჭმა, ხელი.. ან მოიტაცა საერთოდ?!
მე მსგავსი ვერაფერი შევნიშნე. არც გაუთიშია და არც არაფერი..
ან დარჩენა რომ უთხრა გიორგიმ, რატომ არ დასვა კითხვა" რატომ?"
ანიტაში სიკეთე ვერ დავინახე, მე მგონი რომ ყველაშია სიკეთსი მარცვალი, მაგრამ უკეთილშობილესობას ვერ ვხედავ. ეგრე რომ ყოფილიყო, იკითხავდა.. ან უბრალოდ გონებით წარმოდდგენას შეეცდებოდა და იპოვიდა კიდეც.. თუნდაც აფსურდს..
მასში კი ცხოვრებისგან, ნატანჯ.. სასოწარკვეთილ, ბედს მინდობილ, დამორჩილებულ გოგონას ვხედავ, რომელზეც ცხოვრება ძალადობს.. არადა გიორგის მსგავსი არაფერი გაუკეთებია, ისე მართლა ქნა რამე? - არა.
ანიტას პერსონაჟი მთავარია და შესაცვლელი. მეტი სიკეთე, მეტი გამგებიანობა.. მეტი.. ის რაზეც ფიქრობ რომ კეთილშობილებაა.. ამაზა არ ვდაობ.. შეიძლება მე სხვანაირად მესმის სიკეთე.. მაგრამ ჭირდება, შენიდან დანახულ სიკეთეს გაშლა...
გიორგი...
გიორგი.. ცოტა არ იყოს მაგრამ კომპლექსიან, უიმედოდ შეყვარებულ ადამიანს გავს.. ამიტომ მესაყვარლა.. ლოყებს დავაჩქმიტავდი.
თაფლისფერი თვალები მიყვარს.. ♥️
და კიდე ანიტას მიმართ დამოკიდებულება, როგორი კარგია მისთვის ანიტა.. მისგან არ ველოდები რომ იტყვის იმის გამო კარგი ამის გამოო..
როცა საუბრობ უბრალოდ ისე შემოხსენი ტომარს თავი, რომ ვითომც არაფერი საოცრება..
გიორგის პერსონაჟი მომწონს..
მაგრამ რაღაც ძალას ვერ ვხედავ რომ, შეეძლოს სიყვარულისთვის ბრძოლა..
მოკლედ შემდეგ თავამდე.
იმედია გაითვალისწინებ.. ამ მინიმალურ რჩევას, რაც ამხელა ტექსტში ჩავატიე, მთლიანი აზრი მაინც, ანიტას უკეთ წარმოჩენაა და არა, უბრალოდ ზოგად მიმოხილვაში კეთილი ლამაზი და ა. შ...
ველოდები ან ნიტას და გიორგის. ♥️

 


№3  offline წევრი marikuna (1)

Life is beautiful
მინდა გითხრა, რომ არ ვიცი რა გითხრა...
რაღაცეები, მომეწონა რაღაცეები არა,მაგრამ ერთ-ორს უფრო გამოვკვეთ..
"ანიტა უალამაზესი, უკეთილშობილესი, უკარგესი და უყველაფრესი გამოგყავს"
კარგია..
რატომაც აარა...
მაგრამ მე რა ვიცი, რომ უკარგესია, უკეთილშობილესია. სილამაზე, სიკეთე, ბოროტება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, პირობითი მცნებებია..
აქ არის, მთავარი ახსნა...
ანიტა, კარგია! -იყოს! მაგრამ რატომაა კარგი. იქნებ მე არ ვფიქრობ, რომ არაა კეთილი. მე პირადად მაგალითად, დამფრთხარი შეშინებული და ნაზი არსება კი არ მგონია, უფრო... სასოწარკვეთილი ადამიანი, რომელიც არც სიმართლის გარკვევას აპირებს, რატომ დაავლომ იმ ბიჭმა, ხელი.. ან მოიტაცა საერთოდ?!
მე მსგავსი ვერაფერი შევნიშნე. არც გაუთიშია და არც არაფერი..
ან დარჩენა რომ უთხრა გიორგიმ, რატომ არ დასვა კითხვა" რატომ?"
ანიტაში სიკეთე ვერ დავინახე, მე მგონი რომ ყველაშია სიკეთსი მარცვალი, მაგრამ უკეთილშობილესობას ვერ ვხედავ. ეგრე რომ ყოფილიყო, იკითხავდა.. ან უბრალოდ გონებით წარმოდდგენას შეეცდებოდა და იპოვიდა კიდეც.. თუნდაც აფსურდს..
მასში კი ცხოვრებისგან, ნატანჯ.. სასოწარკვეთილ, ბედს მინდობილ, დამორჩილებულ გოგონას ვხედავ, რომელზეც ცხოვრება ძალადობს.. არადა გიორგის მსგავსი არაფერი გაუკეთებია, ისე მართლა ქნა რამე? - არა.
ანიტას პერსონაჟი მთავარია და შესაცვლელი. მეტი სიკეთე, მეტი გამგებიანობა.. მეტი.. ის რაზეც ფიქრობ რომ კეთილშობილებაა.. ამაზა არ ვდაობ.. შეიძლება მე სხვანაირად მესმის სიკეთე.. მაგრამ ჭირდება, შენიდან დანახულ სიკეთეს გაშლა...
გიორგი...
გიორგი.. ცოტა არ იყოს მაგრამ კომპლექსიან, უიმედოდ შეყვარებულ ადამიანს გავს.. ამიტომ მესაყვარლა.. ლოყებს დავაჩქმიტავდი.
თაფლისფერი თვალები მიყვარს.. ♥️
და კიდე ანიტას მიმართ დამოკიდებულება, როგორი კარგია მისთვის ანიტა.. მისგან არ ველოდები რომ იტყვის იმის გამო კარგი ამის გამოო..
როცა საუბრობ უბრალოდ ისე შემოხსენი ტომარს თავი, რომ ვითომც არაფერი საოცრება..
გიორგის პერსონაჟი მომწონს..
მაგრამ რაღაც ძალას ვერ ვხედავ რომ, შეეძლოს სიყვარულისთვის ბრძოლა..
მოკლედ შემდეგ თავამდე.
იმედია გაითვალისწინებ.. ამ მინიმალურ რჩევას, რაც ამხელა ტექსტში ჩავატიე, მთლიანი აზრი მაინც, ანიტას უკეთ წარმოჩენაა და არა, უბრალოდ ზოგად მიმოხილვაში კეთილი ლამაზი და ა. შ...
ველოდები ან ნიტას და გიორგის. ♥️




მადლობა ყურადღებსიათვის, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც სხვა ჩავიფიქრე გავითვალისწინებ , მომწონს ჯანსაღი კრიტიკა , კარგად გამოგდის კიდე ბევრი რამის დანახვა ტექსტშიც , იმედი მაქვს რჩევებს კიდევ მომცემ ხოლმე ...
ანიტას როგორც ვასაღებ ამ ეტაპზე ეგეთი არა, უბრალოდ მთხრობელი ეგრე ხედავ ჯერ-ჯერობით .ამას ყველაფერს გაიგებ რაც ხდება ... გიორგიც გამოჩნდებაა ის ვინც სინამდვილეშია ... მაგრამ მთავარი პერსონაჟს დაუკვირდი ვინაა ეგაა ყველაზე მთავარი ახლა ტექსტში ❤️
პ.ს დღეს არ ვიცი მოვახერხებ თუ არა დადებას ,მაგრამ ვეცდები თუ არადა ხვალ აუცილებლდ დაიდება ახლი თავი.❤️ მადლობა რომ კითხულობ და მოტივაციას მაძლევ

 


№4  offline წევრი Life is beautiful

იცი ტექსტში "მთავარი" და "არამთავარი" პერსონაჟის არსებობას არ ვცნობ. ანტიპათია მაქვს მაგ მხრივ. ავტორი, ისე უნდა ქმნიდეს სიუჟეტს, რომ ერთი ნაწილს ამოღებაც არ შეიძლებოდეს, რა თქმა უნდა, რთულია მაგრამ ეფექტური ასეთი ტექსტი.
მაგრამ, რადგანაც არის ასეთი პროპორციული დაყოფა, საერთაშორიშო
მაშტაბით, გეტყვი რომ მივხვდი, მაგრამ მე იმას უფრო დიდ ყურადღებას ვაქცევ, რაც გონებაში მიწივის.
..
როცა დადებ წავიკითხავ. ♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent