ისევ შენ და ისევ მე, ჩვენი ოცნების ქარავანში... (თავი 2)
სამსახურში დამძიმებული მივედი, თითქოს ჩემი უშრეტი ენერგია, სადღაც გამქრალიყო. - მაა, რას შვრები? -შევიხედე მის კაბინეტში. - ვმუშაობ და შენ როგორ ხარ? - რავი, მეც კარგად, - მხრები ავიჩეჩე, - კაი წავალ, თორემ სამუშაო ბევრია. - გავუღიმე და ჩემი კაბინეტისკენ გავემართე. სამუშაო მაგიდას მივუჯექი და კარები ხმაურით გაიღო. - აი, მეც მოვედი. - გამეჯგიმა ტარიელი. - ვხედავ, - ლეპტოპი ჩავრთე. - მისმინე შპს "ტრაქტორი" დარეკავს ახლა... - ვიინ? - გაოცებით შევხედე. - შპს "ტრაქტორი" - დამანჭა სახე. - მგონი, მაგის დირექტორს სახელი აქვს. - იი, გაწიე იქეთ მაგ წუნკალი მაგი. მიტოა. მერე გაუთხოვარი. - მგონი, არც შენ ხარ ცოლიანი. - გავუღიმე. - ვაიი, ვინ ვის ელაპარაკება? შენ ხო მყავხარ წვრილშვილიანი? - აწია წარბები. - ხო, კაი. ბარი ბარშივართ. ახლა კი საქმე, დილის მოთელვა შესრულებულია. - გადავშალე ბლოკნოტი, - რა უნდა მალვინას? - ფოთში ჩამოვიდა სამი ტრაქტორი და ზედნადებების დადასტურება გამზადება ჭირდება, თანხების გადარიცხვა და ა.შ. - კარგი, ერთ საათში ყველაფერი მზად ექნება და მეილზე ავუტვირთავ. - კაი, ჩემო ჩიტო. - ახლა შენი ჩიტიც გავხდი? - გამეცინა. - წადი და იმუშავე, ნუ მაცდენ - ავუქნიე ხელი და აწკრიალებულ ტელეფონს დავხედე - ხო, დათუნა? ... ახლა არ მცალია და ცოტა მოგვიანებით?... სად დალიე? ... გაფუჭდი შენ ამ ბოლო დროს, ლილე არ გეჩხუბება? ... რას იზამ, ამ შემთხვევაში მული რძლის მხარესაა... ხო კაი, მაცადე, მალე მოვრჩები დილის აუცილებელ საქმეს, დაგირეკავ და გამომიარე... დროებით. თვალები მოვისრისე, აშკარად ვგრძნობდი გადაღლას, დასვენება მე არ მინდოდა, მაგრამ სხეული და სული ითხოვდა. არადა სულ არ მიყვარს ეს შვებულება, ვერ ვისვენებ, გონება მუდამ აქ არის და კლიენტებიც კიდევ არ მაძლევენ უფლებას, არადა ვგრძნობ უკვე ჩემი ენერგიის ნიშნული ნულთანაა მისული და დამუხტვას ითხოვს. - შეიძლება? - კარებში თავი შემოყო მაგდამ. - კი, კი, შემო. - ბატონმა გოგიმ დარეკა და მიახლოებით იქნებ დამიანგარიშოთ რამდენი მომიწევს დღგ-ს გადახდაო. - მიახლოებით? - თავი გავაქნიე - საბანკო ამონაწერები გაქვს? - კი, აი აგერ - მაგიდაზე დამიწყო, - მე კი დავიანგარიშე, მაგრამ შენს გარეშე არ ვუთხარი, მეთქი რამე არ შემეშალოსთქო. - რა უნდა შეგეშალოს, ჩემზე მეტი თუ არა, არც ნაკლები იცი. - გავუღიმე, - კარგი, მოდი დავიანგარიშებ. - კალგულატორზე ხელის სწრაფი მოქმედებით დღგ-ს გამომყვანი ფორმულა ავკრიფე და ციფრი ფურცელზე ამოვიწერე. - აჰა, ხომ ხედავ დაემთხვა ჩვენი რიცხვები, შენ კიდე არ ვიციო. ე.ი გოგის უთხარი, ეს მაქსიმუმია და დაზუსტებით 13 რიცხვში გეტყვით თანხის ოდენობას და მერე კი გადარიცხავს. - კარგი, მადლობა. - არაფრის, ჩემო გოგო. - აწკრიალებულ ტელეფონს დავხედე - ხო დათუნა, კი მცალია... კაი, ქვემოთ დაგელოდები ... იუსტიციის სახლში დიდი რიგი იყო. - რა ხდება ხო არ იცი? - შემეკითხა ჩემი ძმა. - რავიცი? - მხრები ავიჩეჩე და იქვე სკამზე ჩამოვჯექი. - არ მომწონხარ შენ. - ეჭვნარევად შემომხედა. - არც მე. - და შენ რატომღა არ მოგწონვარ? - და ვინ გითხრა, რომ არ მომწონხარ? - გაოცებით შევხდე. - ეე, ვერ ხარ ხო? წეღან არ მითხარი „არც მე“-ო? - სათვალეები აიწია თავზე. - მე ჩემს თავზე გითხარი, აი დასვენება მინდა, მაგრამ ახალი კლიენტი მყავს ხოდა სანამ არ დავალაგებ მაგ სიტუაციას შვებულება არ მეღირსება, არადა სადღაც კი წავიდოდი ორი-სამი დღე. - ნიკაპი ხელის გულზე ჩამოვდე და სივრცეში მოსიარულე ხალხს დავუწყე დაკვირვება. - ადე, ჩვენი რიგი მოვიდა - წამომაყენა ძმამ და მე-11 ნომერთან მიმიყვანა. - მოგესალმებით - სასიამოვნოდ გვიღიმოდა ახალგაზრდა გოგონა. - გამარჯობათ. - რით შემიძლია თქვენი დახმარება? - აგარაკი გვაქვს წყნეთში და ამონაწერი გვინდა. - კარგით, მოგცემთ ბლანკს და შემივსეთ. დღესვე გსურთ ამონაწერი, რომ მომზადდეს? - კი და მალე იქნება? - დღის ბოლომდე იქნება მზად და ესემეს შეტყობინება მოგივათ ამის შესახებ. - და აქ უნდა მოვიდე პასუხის წასაღებად? - იკითხა დათუნამ. - არა, შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდიდან ამოიღოთ, რომლის მისამართი ესემეს შეტყობინებაში იქნება მითითებული. - თანხა სალაროში უნდა გადავიხადოთ თუ ბარათით შემიძლია? - როგორც თქვენთვის იქნება მოსახერხებელი. - კარგით, ბარათით მირჩევნია. - საფულედან პლასტიკური ბარათი ამოიღო დათუნამ. - უკაცრავად, - ჩვენს მაგიდას მოუახლოვდა სასიამოვნო შესახედაობის გოგო. - დიახ. - რაღაცას ვაჩვენებ, თუ დიდ დროს არ წაგართმევთ. - ითხოვა ნებართვა. - არა, მიბრძანდით, ჩვენ მაინც განცხადებას ვავსებთ. - მივუგე მე. - მარი, ამას შეხედე რაა - რაღაც დოკუმენტს აჩვენებდა და თან იცინოდა. - მითხარი, რა ვუყო? მივიღო? - შპს-ს დაფუძნების ოქმია და რა უნდა უყო? - გამოართვა ფურცელი. - მერე ნახე პარტნიორის გრაფაში რა წერია. - ცოლი? ვაიმეე, კაი მართლა. - აუტყდა სიცილი მასაც, - არ არსებობს. უი, უკაცრავდ, - მოგვიბრუნდა მე და ჩემს ძმას, - აქ ისეთები ხდება ხოლმე, რომ ასე გვეცინება. შპს-ს დამფუძნებელმა პარტნიორის გრაფაში ნაცვლად იმისა, რომ ჩაეწერა მოწილის სახელი და გვარი, ჩაწერა პარტნიორი - ცოლი. - ვაიმეე, - გამეცინა მეც, - ნახეთ რაა, უნდა იამაყოს მაგისმა ცოლმა, კიდევ კაი საყვარელი, რომ არ ჩაწერა. - სიცილს ვერ ვიკავებდით. - აბაა, მერე გენახა შენ, - გამომხედა ჩემმა ძმამ. - მაგრამ მაგის დაწყებული ბიზნესი იქნება კლასი. - თქვენ გაიხარეთ, კარგად გამახალისეთ. - ვთქვი ეს და შევსებული განაცხადიც მივაწოდე. - თავისუფალი ბრძანდებით, დაელოდეთ ესემეს შეტყობინებას. - მადლობა. - დავემშვიდობეთ და წამოვედით. - როგორ? პარტნიორი ცოლიო ხოო? - მერე და მერე უფრო იცინოდა დათუნა. - ნინე? - ვიღაცამ ხელი მომკიდა მხარში და შემაჩერა. - დამიანე? - როგორ ხარ? - მადლობა, მე კარგად და თავად? - მადლობა, მეც კარგად. რამეთი ხომ არ შემიძლია დახმარება? - არა, მადლობა - დამშვიდობებას ვაპირებდი, რომ ანდრია მოგვიახლოვდა. - გამარჯობა ნინე. - გადამკოცნა და იაზოდ ახედ-დახედა დამიანეს, არც იმან დააკლო მზერა. - როგორ ხარ? - მადლობა, მე კარგად და თავად? - უკვე ეს სამკუთხედი ნერვებს მიშლიდა და ჩემს ძმას ვეძებდი თვალებით, ასე უცებ რომ გაქრა და ვერ შეამჩნია, რომ აღარ მივყვებოდი. - მეც კარგად, მიდიხარ თუ მოხვედი? - მივდივარ. - ფეხით თუ ხარ გაგიყვან. - გასაღები დაატრიალა ხელებში, თან დამიანეს არ აცილებდა თვალს. - არა, მადლობა. მიხედეთ საქმეებს, მე ჩემი ძმა მელოდება და თუ შეიძლება გამატარეთ. - შუაში გავიარე და კი არ წამოვედი, გამოვიქეცი. - სად დაიკარგე, გოგო? - მისაყვედურა ძმამ. - მე დავიკარგე? - გაბარზებით ჩავჯექი, - რო დაადე თავი და წამოდი, უკან მაინც ვერ მოიხედა? იქნება მირტყამდა ვინმე? - დედაა, შემაცოდა თავი? - სასაცილოდ დამანჭა სახე - ვინ გაბედავს შენს გალახვას? იქეთ არ გალახო ვინმე. შემაშინა რაა. - არა, რაა შენ ძმა ხარ თუ და? - ძმა ვარ! - აბა დასავით რატომ იქცევი? - და შენ რა იცი დები როგორ იქცევიან? - დამისვა ჩამჭრელი კითხვა. - ისე მართალი ხარ, და მასე არ მიმატოვებდა. - მოკლედ, ამ ქალების ლოგიკა ამომახსნევინა და არ მინდა მეტი არაფერი. - დათუნამ ხელები მაღლა აწია. - საჭეს მოკიდე ხელი, რამეს არ შევსაკდეთ, თორემ მაგ ოცნება აუხდენელი დაგრჩება. - თავში წამოვარტყი ხელი და ფანჯარაში გავიხედე. მუშაობა თითქოს არასასურველ ფიქრებს მაცილებს, ჩემი საზრუნავი მხოლოდ და მხოლოდ ციფრებია : ერთი, ორი, სამი და ა.შ. - შეიძლება? - ღია კარებში დამიანე იდგა. - დიახ, მობრძანდით. - წამოვდექი. - როგორ ხარ? - შინაურულად მკითხა და იქვე მდგომ სკამზე დაჯდა. - მადლობა, თქვენ როგორ გიკითხოთ? - მისი ეს შინაურული დამოკიდებულება არ მომეწონა. - და თქვენობით, რამდენხანს უნდა ვისაუბროთ? - კალამი აიღო მაგიდიდან და ხელში დაიწყო თამაში. - და რამე პრობლემაა? - წარბები ავწიე. - კი, - მაგალითად? - მე შენობით გესაუბრები, შენ თქვენობით და უხერხულად ვგრძნობ თავს. - ეგ თქვენი პრობლემაა და არა ჩემი, ამიტომ თქვენ უნდა იფიქროთ მის მოგვარებაზე. - ისევ... - რა ისევ? - ჯიუტობ, როგორც ადრე... - წარსულს ნუ შევეხიბით. - გავწიწმატდი უცებ. - რატომ? - ჩაეღიმა. სიჩუმე ჩამოვარდა ოთახში. ჩვენს ჩვენს ფიქრებში შევცურეთ და ერთდრულად ამოვიხვნეშეთ თითქოს. - ხომ ხედავ? - მომიბრუნდა ის. - რას? - ფიქრებიდან გამოვერკვიე. - ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილი. - ბატონო? ის მომიახლოვდა, მის სუნთქვას ვგრძნობდი, მისი მწველი მზერა თითქოს მილიმეტრებში ზომავდა ჩემს სახეს, ისევ ჩაეღიმა. მე კი ვგრძნობდი, თუ კიდევ იქნებოდა ჩემს გვერდით, სუნთქვა შემეკვრებოდა, ვერ გავუძლებდი „რკინის ლედობის“ თამაშს. - ხომ, იცი თვალები არასდროს არ ცდებიან, უსიტყვოდ ამბობენ ჩვენს სათქმელს - ჩუმად ჩამჩურჩულა ყურთან და ვიგრძენი სასიამოვნო ტალღების რბენა მთელს სხეულში, თუმცა ემოცია მოვთოკე. - და ეგ რა შუაშია? - ცივად შევხედე. - რადა თვალები, - ჩამხედა. - თვალები, სულ სხვას ამბობენ. - და გამიღიმა. უცებ გავბრაზდი, მისმა ასეთმა თავდაჯერებულობამ გამაცეცხლა და კაბინეტი სწრაფი სიარულით დავტოვე. - ოჰ, დამიანე, დამიანე. - ღია კარებში ტარიელი შევიდა. - როგორ გიკითხოთ, ბატონო ტარიელ? - ხელი გაუწოდა დამიანემ. - რავიცი, ჩემო მეგობარო, შრომაში და სიმარტოვეში. ეს ყოფილა ჩემი ბედი. - დანანებით გადააქნია თავი. - რატომ თქვენი ბედი? - ინტერესით იკითხა. - აბა, თქვენ რა გიჭრთ, ალბათ თავს გეხვავიან ქალები, არაა? - მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ქალი გახვევია გარს, ბატონო ტარიელ, - ფანჯარაში გაიხედა, - მთავარია, ის ქალი გვყავდეს გვერდით, ვინც ჩვენს გულს უყვარს და უნდა, სხვა დანარჩენი მეასე ხარისხოვანია. - აი, მანდ ვარ მეც, ჩემო მეგობარო, - შეჩერდა - ხომ შეიძლება მეგობარო, რომ გიწოდოთ? - კი, არ არის პრობლემა. - მეგობრულად გაუღიმა მან. გარეთ გამოვედი, თითქოს ბურთი გამეჩხირა ყელში. თითქოს დავპატარავდი და უჰაერობისგან გული მიმდიოდა, ვგრძნობდი ცივი ოფლი როგორ მასხავდა სახეზე და თვალთ მიბნელდებოდა, არ მეგონა მისი ასეთი სიახლოვე ასე თუ იმოქმდებდება ჩემზე. ასეა, პირველი სიყვარული მარად რჩება გულში. სხვა დანარჩენი ალბათ პირველის დასავიწყებელი სიყვარულებია, აბა, რატომ ხდება როცა პირველი სიყვარულის ობიექტს შევხდებით მედიდურები, ამაყები ვხდებით, ვცდილობთ ვაჩვენოთ თავი თუ როგორი ბედნიერები ვართ მათ გარეშე, რომ დაშორების შემდეგ პირიქით ბედნიერების მეცხრე ცაზე ვართ და ა.შ.? რას ან ვის უმტკიცებთ ამას? ისევ მას და ჩვენს თავს, რომ ის შეცდა, რომ ჩვენნაირ ქალზე თქვა უარი, ერთადერთზე და განუმეორებელზე. ქალებს, პირველობა გვიყვარს, ეს ფაქტია. - აქ იმალები? - თქვენ? - წამოვხტი უცებ. - რამ შეგაშინა? - ჩაეღიმა. - არაფერმა. - ხელები დავიფერთხე. - ხომ ხედავ, - სივრცეს გახედა. - ვეცადეთ, მაგრამ ვერც შენ და ვერც მე, ჩვენს ბედდთან შეხვედრას ვერ დავემალეთ. - გამიღიმა. - ბატონო? - უცებ ვერ მივხდი რას მეუბნებოდა. - რადა, შენზე ფიქრებს გულით სულ თან დავატარებ და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. - დამიანე, რა გინდა? - შენ... - რა მე? - შენ, მინდა, იყო ჩემთან... გავჩუმდი, დავფიქრდი... - იცი? - ჩაფიქრებით ვუპასუხე - ცხოვრების იმ ერთ ფურცელს, რაც ჩვენ ერთად, ჩვენი ერთად ყოფნის დროს დავწერეთ, დრო, ნელნელა გადაშლის ცხოვრების ახალ ფურცელზე. - ჩავილაპარაკე. - ხომ ხედავ, რომ დრო გადის და ის ფურცელი ისევ ისეა გადაუშლელი? იქნებ დრო, არა ახალი ფურცლის გადაშლას ელოდება, არამედ ახალი ჩანაწერების გაგრძლებას? - არ ვიცი, დრო რას ელოდება, მე... - ვნანობ, რომ გაგიშვი... - მითხრა და გამაჩუმა. - მესმის, მაგრამ მგონი არ ღირს ლოდინი... - ვისთვის, როგორ... - თავი დახარა - სიყვარულს ხომ ვერ დამიშლი? - სიყვარულს? - ხო, მე შენ ისევ მიყვარხარ... - დაიჩურჩულა. - დამიანე, - ხმა ჩაწყვეტით წარმოვთქვი მისი სახელი, - გული გულს, თვალი თვალს დაშორდა და იქნებ ის აღარ ვარ, ვინც გიყვარდა? - ეჭვნარევი მზერა მივაპყარი. - ჰმ, - ჩაეცინა - ისევ ისეთი ხარ, ჯიუტი, პრინციპული და საყვარელი. - მგონი, ბევრი რამ დაგავიწყდა... - რა მაგალითად? - რა? - გავიოცე. - ამნეზია დაგემართა თუ ვითომ არ გახსოვს? - ცოლი? - დიახ?! - ტუჩები გავბუსხე. - ის, მერე აღარ არის, წავიდა, გაქრა, გადაიკარგა. - თავი მაღლა აწია და ცას გაუშტერა თვალი. - და მერე მე გაგახსენდი? - მე სულ მახსოვდი... - დავიჯერე... - ირონიულად ჩამეღიმა. - გეუბნები, მიყვარხარ და შენს გამო დავცილდი ცოლს... - თვალები მწველად მომაპყრო. - ჩემს გამო? ჰმ ! - ისევ გამეცინა. - და მოხვედი ჩემთან, არა? - სჯობს გვიან ვიდრე არასდროს... - გამიღიმა და ისე მომინდა სახეში გამერტყა მისთვის, ხელის გულებიც კი ამეწვა. - თუმცა უკვე გვიანია, ამიტომ გთხოვ თუ გინდა ვითანამშრომლოთ თუ არადა გზა ხსნილია, სხვა კომპანიებს მიგასწავლი. - არა, არსად წასვლას არ ვაპირებ, მითუმეტეს სხვა კომპანიაში. - გამომწვევად მიცქერდა. - მაშინ კარგად და მხოლოდ საქმეზე კონცეტრირდი. - ვუთხარი ეს და ოფისის კარებში გავუჩნარდი. უფროსის კაბინეტში პირდაპირ შევედი. - მამა, შვებულება მჭირდება. - ვუთხარი საწყალი გამომეტყველებით. - ახლა? ასეთ დროს? - სათვალე ჩამოიწია. - დიახ, ახლა ასეთ დროს, - სკამი გამოვწიე და ჩავჯექი, - თუ გინდა, რომ ცოცხალი დავრჩე. - კარგი, კარგი წადი, მაგრამ იცოდე საქმეები ტარიელს გადაეცი და მივეხმარები მეც. - მადლობა, მა. - ვაკოცე შუბლზე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.