შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარე... /5/


5-08-2021, 04:30
ავტორი Anittaa
ნანახია 10 092

უნივერსიტეტის დაწყებიდან მალევე შევძელი ცხოვრების რიტმს გავყოლოდი. თორნიკე და მისი მეგობრები ციხეში, მე კი სახლიდან უნივერსიტეტში და უნივერსიტეტიდან სახლში. კვლავ გვერდით უსაყვარლესი მეგობრები. დარია და ქეთი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილლნი. არვიცი ალბათ, რომ არა ეს ორი ისეთივე დეპრესია მომიღებდა ბოლოს როგორიც ბექასთან დაშორების შემდეგ განვიცადე. მაგრამ ბოლომდე ტკივილი ვერ გაქრა, უკვე 4 თვე გავიდა, 4 თვის განმავლობაში, ყოველ დღეს ღიმილში და ბედნიერებაში ვატარებდი, როგორც კი დაღამდებოდა დავწევბოდი და საკუთარ თავთან მარტო ვრჩებოდი ვტიროდი. ღამე სიზმრები მაღვიძებდნენ და ვკიოდი. დასაცლელად გამთენიიას გაღვიძებულს უნივერსიტეტში წასვლამდე ქეთისთან ლაპარაკში ვატარებდი. არ ვმალავდი გრძნობებს, ქეთის ვერც დავუმალავდი. ვიღაცისთვის უნდა მომეყოლა. ძალიან მტკიოდა, ვერც ვეგუებოდი, უფრო და უფრო მიჭირდა არსებულ სიტუაციასთან შეგუება.

4თვის შემდეგ პირვლად მომინდა თორნიკე ციხეში მომენახულებინა, ვიცოდი მასთან თავის მოკატუნება დამჭირდებოდა თითქოს ფეხებზე მეკიდა... არ მინდოდა დაენახა ის, რომ სიგიჟემდე მიყვარდა, ის რომ ჩემს ყველა სიტყვას ვნანობდი, ის რომ მასზე ფიქრებში ვატარებდი ღამეებს, როგორ მინდოდა ყველაფერი დროზე ადრე დამთავრებულიყო, მე მასთან მოვრჩი... შური ვიძიე, გავუკეთე ის რაც მან გამიკეთა. ყველაფერს დავთმობდი ვადაზე ადრე მის გამოსასვლელად, მაგრამ მინდოდა ბოლომდე ეგრძნო ის ტკივილი რასაც მე განვიცდიდი. კიდევ მინდოდა ტკენოდა, ტკენოდა იმ წამს როცა მე მტკიოდა, ტკენოდა თითოეული ჩემი ცრემლი...

5 საათი იყო, ადვოკატთან ნებართვის აღების შემდეგ, დახურულ სივრცეში შემიშვეს, თორნიკემ ჩემი დანახვისას ირონიულად ჩაიცინა როგორც სჩვევია, ჩემსა და მას შორის მინა იყო, რომ არ ყოფილიყო ალბათ ვერ მოვითმენდი და გულში ჩავიკრავდი, მე ხომ ასეთი მეამიტი და სულელი ვარ. ისედაც ძლივს ვიკავებდი თავს, რომ მისი დანახვისას არ მეტირა.

-როგორ ხარ?-ცივი ხმით მოვიკითხე ჩემს წინ ნარინჯისფერ ტანსაცმელში გამოწყობილი თორნიკე.
-მთლად უნამუსო უნდა იყო, ეგ კითხვა რომ პატიმარს დაუსვა.-ცივად მომიგო მანაც და უხეში მზერა მსტყორცნა-შენ როგორ ხარ აღარ გკითხავ, მოცემული სიტუაციით ალბათ უზომოდ ბედნიერი.
როგორ მინდოდა მეთქვა რა უბედურიც ვიყავი მაგრამ არ შეიძლებოდა, არ შემეძლო მისთვის სითბოს მიცემა.
-მომდევნო 4 წელი სულ ასეთი ბედნიერი ვიქნები, 4 წლის მერეც და ყოველთვის, შენ ჩემი ცხოვრებიდან სამუდამოდ წაგშლი!
-მომავალში რატომ საუბრობ, ჯერ კიდევ ვერ ამომშალე?-გამომწვევად შემომხედა და ჩაიცინა.
-ჯერ კოდევ ვერ ამოგშალე, მუდმივად იმაზე ვფიქრობ კიდევ როგორ გადაგიხადო სამაგიერო.
-მეტი რა უნდა გააკეთო ანა? ვაღიარებ მეამიტი და სულელი მეგონე, ვერ დაგაფსე, შენით გაოცებული ვარ, მაგრამ არცერთი ჩემი ნათქვამი სიტყვა ტყუილი არ ყოფილა. ვთამაშობდი, მაგრამ ეს თამაში მაგიჟებდა.
-ისევ იგივეს აკეთებ! ახლა ჩემი სიტყვა და მოლბობაც ვერ გამოგიყვანს აქედან, შეწყვიტე ჩემით მანიპულირება!-ცივ თვალებში ვუყურებდი და ჩემი თავით ვამაყობდი, ასეთი სიძლიერე რომ გამოვიჩინე მის წინაშე.
-ვიცი მითხრა ადვოკატმა, რომ ვადაზე ადრე გათავისუფლების შანსი ნულია... მე შენი სიცივე მკლავს, ის მკლავს ასეთ დაუნდობელ ქალად რომ გაქციე, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა ჩემს თავს აქ ვერ წარმოვიდგენდი, სასახლიდან საღორეში წარმოგიდგენია?
-ფუფუნებას შეჩვეული, განებივრებული ბიჭი რომ გაგზარდეს მაგის ბრალია, შენს ამ სიტუაციას მე კიარა მშობელბს აბრალებდე!
-მათზე სიტყვა არ დაგცდეს.
-დედაშენმა სამსახურიდან გამომაგდო! მამაშენმა კი რომელიც ძალიან მიყვარდა, ცოლის შეჩერება არც კი სცადა...
-იმ დღეს როცა სახლში დავბრუნდით, როცა მომიყევი ყველაფერი შენზე, როცა საჩივარი გამოიტანე, დედას დაველაპარაკე, აპირებდა შენს დაბრუნებას, მაგრამ შემდეგ გააბოროტე, შვილი ციხეში გამოუკეტე...-დაუნდობლად აწვებოდა ჩემს ნამუსს.
გული ჩამეწვა, რო მცოდნოდა რაც გააკეთა, მაგრამ ვერ ვპატიობდი, მართლაც დაუნდობელი გავხდი, ცივი, მაგრამ ამ სიცივეშიც კი არსებობდა მისი მონატრება, ყველაფერი გავაქრე მის გარდა.
-ლევანის რომ დავურრეკე მითხრა შეყვარებულთან ერთად არისო!-ვუღრიალე, ახლა თავი დახარა და სიტყვა ვერ თქვა.
-გპირდები ანა თოიძე, აქედან რომ გამოვალ ის აღარ ვიქნები ვინც აქ ამ მინის მიღმა დატოვე...
აღარ მინდოდა მასთან ლაპარაკი, აღარ მინდოდა მისი დანახვა, გულს მტკენდა, მისი ღიმილიც მტკენდა!

გზად ბარში გამოვიარე, უკვე კარგად შებინდებული იყო და ხალხიც ბლომად მოგროვებულიყო! მაღალი ხმის მუსიკა უკრავდა და ფერადი შუქები თამაშობდნენ, ნაცნობ მეგობარ ბარმენთან მივედი და მის წინ ჩამოვჯექი.
-რამე მაგარი დამალევინე.
-მოხდა რამე?-ჭიქაში სასმელი ჩამოასხა და ჩემს დაწითლებულ თვალებს ჩააჩერდა.
-მითხარი ყველაფერი უნდა დაიკიდო და აწმყოთი იცხოვროო, მაგრამ როგორ ვიცხოვრო იმ აწმყოთი, რომელსაც წარსული მართავს?
-საინტერესო კითხვაა...
-პასუხს არ მომასმენინებ?-გადავკარი მწარე სითხე და როდესაც ყელი ჩამიწვა ოდნავ დავიჭყანე, თვალებით ვანიშნე კვლავ შეევსო.
-აწმყოს რომელსაც წარსული მართავს...-იმეორებდა ჩუმად.-იქნებ ის წარსული უნდა გამოასწორო რაც უფლებას არ აძლევს აწყმოს რომ ბედნიერება მოგიტანოს.
-არა... შეუძლებელია მისი გამოსწორება.
-რატომ?
-რომც ვცადო ერთის ტკივილის ორად ვაქციე! ახლა ეს თამაში დაუსრულებელი გახდება.
-ანა, არასწორად თამაშობ.
-ვერ გავიგე?!
-ცხოვრება თამაში არ არის, სადაც ფინალისკენ სწრაფვა საჭიროა, ცხოვრება ცხოვრებაა და სწორედ ასეთი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მისადმი.-გიორგიმ მზერა ჩემს თვალებს გაუსწორა.
-რა არის ცხოვრების აზრი?-ვკითხე მეგობარს
-იქნებ, საჭირო არ არის, მაგ აზრის მოძებნა?
-რას გულისხმობ?
-მე მგონია, რომ თუ ამ კითხვაზე პასუხის ძებნას გავაგრძელებთ, ჯერ ერთი, ზუსტ პასუხს მაინც ვერ მივაგნებთ, რადგან პასუხის ჭეშმარიტებასთან დაკავშირებით, ყოველთვის ეჭვი გვექნება. და მეორეც, – როგორიც არ უნდა იყოს პასუხი, ყოველთვის მოიძებნება ვიღაც, ვინც არ დაეთანხმება… და ასე გავა მთელი ცხოვრება, – ცხოვრების აზრის ძებნაში…
-ესეიგი ცხოვრების აზრია რომ...
-იცხოვრო?-გამაწყვეტინა წინადადება გიორგიმ-კი ვფიქრობ სწორად მიმიხვდი.-მიპასუხა გიორგიმ
მისმა სიტყვებმა კვლავ დამაფიქრეს და ფიქრების ზღვაში ჩამძირეს, მეორე ჭიქაც დავლიე და რომ მივხვდი ჩემს სიტუაციაში დალევა საუკეთესო გამოსავალი არ იყო, გიორგის დავემშვიდობე და სახლში წამოვედი.

-სად იყავი ამდენხანს?-არ ვაპირებდი მათთვის მოყოლას თორნიკეზე, გაგიჟდებოდნენ.
-ბარში ვიყავი, გიორგი მოვინახულე.
-ამდენი ხანი?
-ანგარიში უნდა გაბარო?
ოთახისკენ წავედი და ფანჯარას ფარდები გადავუწიე, მთვარე პირდაპირ სარკმელს დაყურებდა, იმდენად ლამაზი იყო ყურებად მენანებოდა. ფიქრებში ჩავიკარგე და თვალს ვერ ვაშორებდი მთვარის მკრთალ ნათებას. იცით მთვარე მნათობი სხეული არ არის, ის სინათლეს მზისგან წამოსული სხივის მეეშვეობით გვაწვდის, რომელიც მასზე ეცემა. მათი სიყვარულის ისტორია მილიარდობით წელია არსებობს. მთვარე და მზე, მზე და მთვარე. ერთი მეორეს ავსებს, სითბოს უზიარებს. მთვარე ამ წამს მე მავსებს, მისი სილამაზით მოხიბლული ვწევარ საწოლზე და ფანაჯარას თვალს ვერ ვაშორებ. ჩემი ფიქრებიდან გამოთრევა ქეთის მოსვლამ შეძლო, ჩემს გვერდით დაწვა და მთვარეს გახედა.
-ულამაზესია-დავიჩურჩულე და მეგობარის პასუხს დაველოდე.
-მართალია.-ძალიან ჩამწყდარი ხმით დამეთანხმა ქეთი.
საწოლზე წამოვჯექი და მეგობარს დავაჩერდი, მისი ჩაწითლებული თვალები დავინახე მთვარის შუქზე, დასარწმუნებლად შუქი ავანთე. ქეთის მსგავს მდგომარეობაში პირვლად ვხედავ, ბავშვობიდან ძლიერი და აქტიური გოგონა იყო, ბოლოს მაშინ იტირა ჩემთან ერთად როდესაც დედა გარდამეცვალა.
-არ მითხრა რომ იტირე-ამღვრეული თვალებით ვუყურებდი.
-ვიტირე ანა.
ჩავეხუტე მეგობარს და თავზე ვაკოცე.
-რატომ, მითხარი მომიყევი.
-ანა შენ ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხარ.
-ასევეა ჩემთვისაც! ქეთი რა მოხდა?-ლოყაზე ჩამოცურებული ცრემლი ხელით მოვაშორე.
-ვერ გიყურებ ასეთ მდგომარეობაში, სული მეწვის ჩემთვის იმდენად ძვირფასი ხარ, გული მტკივა რომ ვფიქრობ რას განიცდი, რას ფიქრობ, სახლში რონ აგვიანებ პანიკაში ვვარდები, მეშინია თავს არაფეეი დაუშავო, ასე იყო ამერიკაშიც როდესაც შენს გვერდით არ ვიყავი, მეგობარო ჩემი სულის ნაწილი ხარ, შენ რომ რამე დაგემართოს მოვკვდები!-ატირდა და გულში ჩამიკრა. იმ ღამეს ჩემს ოთახში, ჩახუტებულები ვტიროდით ორივე.
-გპირდები, პირობას გაძლევ ყველაფერს მხოლოდ შენს გამო გავუძლებ, მხოლოდ იმიტომ რომ შენს თვალზე ეს ცრემლი აღარ დავინახო.-შუბლზე ვაკოცე ქეთის და შუქი ჩავაქრე, კვლავ გავაგრძელეთ მთვარის ყურება და ასეთ სასიამოვნო ვითარებაში ჩაგვეძინა.

დილით ისე ტკბილად ეძინა, ვერ გავაღვიძე ამიტომ, ჩუმად გავედი სახლიდან. უნივერსიტეტში ლექციებს ვუსმენდი, ყველანაირი კონსპექტირება ჩავამთავრე და შუადღეს სახლში მშვიდად დავბრუნდი. გზად მარკეტში შევიარე და პროდუქტი წავიღე სახლში.
როდესაც ოთახში შევედი, სამზარეულოს ბართან მჯდომი ქეთი დავინახე.
-რძე მოიტანე?-პარკები გამომართვა ხელიდან.
-კი დილით ვნახე რომ დამთვარდა, ეს რა არის?-მაგიდაზე დადებულ კონვერტზე ვანიშნე.
-დილით მოტანეს, შენია...
-რა არის?
-არ ვიცი, არ გამიხსნია. ალბათ უნივერსიტეტიდანაათქო.

კონვერტით ხელში ოთახში შევედი, საწოლზე დავჯექი და გავხსენი.

"მოგენატრები, ვიცი დამიჯერე და ზუსტად ეგ გრძნობა მოგიღებს ბოლოს ამ შენი ფარსი სამყაროდან შორს მოგისვრის.
საკუთარი გულის ცემის სიხშირე მოგიღებს ბოლოს.
საკუთარი თავი გაიძულებს ისუნთქო მაშინ როდესაც, არცერთი ამოსუნთქვის მიზეზი არ გაგაჩნია, ვიცი!
რადგან ჩემზე კარგად არავინ გიცნობს.
მე ვიცი შენი თითოეული ნამიოკის არსი.
მე ვიცი ეგ ნამიოკები მონატრების ზღვარს მისული პატარა ბავშვის ნაბოდვარია.
მე ვიცი თავმოყვარეობას ყოველდღე როგორ თელავ, რადგან არ შეგიძლია ვინმეს მაინც არ მოუყვე, როგორ გრძნობ თავს.
როგორ ტირი ყოველღამე, როგორ გრძნობ თავს მარტო მაშინ როდესაც ირგვლივ უამრავი ადამიანია.
უამრავი სახეები ირევა, მაგრამ შენ მაინც მარტო ხარ საკუთარ კლაუსტროფობიას ებრძვი.
შეგიყვარე, როგორღაც ჩემს ფიქრებში და გულში შემოაღწიე, შენვე მოკალი ჩემში ეს გრძნობა, შენვე მოკალი ჩემი სიყვარული.
მოგენატრები, ვიცი.
არა, უკვე გენატრები.

თორნიკე შენგელია
2021 4 იანვარი."

წერილს ტირილით ვკითხულობდი, გული ამოვარდნას მქონდა, სული მეწვოდა, ყველაფერი მტკიოდა, აზრები მეფანტებოდა, ხელმეორედ დავრწმუნდი რომ იდიოტი, საშინელი და გულქვა ადამიანი შემიყვარდა. მკლავდა ის ფაქტი რომ ეს მოხდა, მაგრამ ის უფრო მაშინებდა, რომ მასაც ვუყვარდი, თუმცა ჩემივე ხელით მოვკალი ეს გრძნობა.



№1 სტუმარი ელა1

ძალიან კარგი ისტორიია და გთხოვთ არ შეწყვიტოთ.რაც შეეხება თორნიკეს ასე მგონია რო ვერ შეძლებს ანას დავიწყებას.

 


№2  offline წევრი Anittaa

ელა1
ძალიან კარგი ისტორიია და გთხოვთ არ შეწყვიტოთ.რაც შეეხება თორნიკეს ასე მგონია რო ვერ შეძლებს ანას დავიწყებას.

მადლობა, ვეცდები თავებიც გავზარდო, უბრალოდ ეს კონკრეტული თავი მოიცავდა ასეთ პატარა ამბავს, იმიტომ რომ წინ დიდი ამბები გელოდებათ.

 


№3 სტუმარი სტუმარი ელენე

ძალიან საინტერესო ჩანს, იმედია ახალ თავებსაც მალე ვიხილვათ და სიტუაციაც დაიძაბება შესაბამისად. ????????

 


№4  offline წევრი Anittaa

სტუმარი ელენე
ძალიან საინტერესო ჩანს, იმედია ახალ თავებსაც მალე ვიხილვათ და სიტუაციაც დაიძაბება შესაბამისად. ????????

კი ხვალ საღამოს უკვე იხილავთ, ოო წინ დიდი გეგმები მაქვს და ვნახოთ როგორ მოვაღწევ თქვენამდე.

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა საინტერესო საოცარი ნაწარმოებია ძალიან მაგარი მგონი ამ მამუნობაში თორნიკესაც შეუყვარდება ეს გოგო მაგრამ რა ცუდად მოექცა და კიდევ როგორ ტანჯავს მეცოდება ძალიან ისედაც არეული ცხოვრება ისევ აუღია????????????????????????????

 


№6  offline წევრი Anittaa

სტუმარი ნესტანი
ძალიან მომეწონა საინტერესო საოცარი ნაწარმოებია ძალიან მაგარი მგონი ამ მამუნობაში თორნიკესაც შეუყვარდება ეს გოგო მაგრამ რა ცუდად მოექცა და კიდევ როგორ ტანჯავს მეცოდება ძალიან ისედაც არეული ცხოვრება ისევ აუღია????????????????????????????

როგორ მიხარია რომ მოგწონთ, კი ანა ნამდვილად საშინელ სიტუაციაშია :((

 


№7 სტუმარი სტუმარი მარიკო

აუ ძალიან გთხოვ მალე დადო შემდეგი თავიიიი????????

 


№8  offline წევრი Anittaa

სტუმარი მარიკო
აუ ძალიან გთხოვ მალე დადო შემდეგი თავიიიი????????

ინტერნეტთან შექმნილი ხარვეზის გამო ვერ მოხერხდა გუშინ სიახლის გამოქვეყნება, ვეცდები დავდო ამაღამ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent