ნაკრების გული (თავი 2)
*** - ვინ ხარ, ან აქ რანაირად შემოხვედი?! - ისე სწრაფად მიშვებს ხელს, ლამის დავეცე. გული ისე მიცემს, მგონია მალე ამომივარდება ან გასკდება. მის ნაკრების ფორმას, თვალს ვერაფრით ვწყვეტ, მაგრამ არც ის მინდა, იმ თვალებში უფრო ნაკლები დრო გავატარო, დღე და ღამე რომ ვოცნებობდი დაკარგვას. ყველაფერი ერთად მემართება. ის კი უბრალოდ დგას, ასე, უემოციოდ და ჯერ კიდევ იმ კითხვაზე ელოდება პასუხს, რომელიც თავის დროზე ვერ გავიაზრე და ახლა მიწევს გახსენება. - ტაბაა! - იმდენად მოულოდნელად მესმის მეორე ოთახიდან, ინსტიქტურად ვკრთები. - მოვდივარ! - სწრაფადვე უბრუნებს პასუხს და ისე, თითქოს არც არაფერი მომხდარა, არც არაფერი ეკითხოს, უბრალოდ გვერდს მივლის. წამსვე მეხსნება მთელი დაჭიმულობა სხეულიდან და უღონოდ ვეყრდნობი ზურგს უკან კედელს. ღმერთო, ეს რა იყო... ყოველი შეხვედრისას თუ ასე უნდა დამემართოს, ცოცხალი გადავრჩები? მექანიკურად ვიდებ გულზე ხელს. ისევ აჩქარებული მაქვს, თუმცა ეს რა არის იმასთან, რაც წეღან იყო. წამიერად, სიკვდილის შიშმაც კი გამკრა გონებაში. ყველანაირად ვცდილობ თავი ხელში ავიყვანო და ისევე ჩვეულებრივად მოვიქცე როგორც ის, მაგრამ არაფრით გამომდის. მის თვალებს მივჩქმალავ, ახლა შეხება მიტივტივდება. ღმერთო შეხება... ვინმე, ჩემსავით არანორმალურად შეყვარებული გინახავთ? შუბლზე ვისვამ ხელს და ისევ იმ კარისკენ ვიყურები, სადაც წამის წინ გაუჩინარდა. წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა ვქნა რომ გამოვიდეს. ვიცი, რომ ახლა ამას, მეორედ ვეღარ გავუძლებ, მაგრამ არც წასვლა შემიძლია. თითქოს გავიჭედე. და ეს რანაირად გავიჭედე ასე საშინლად... - ალე, შვილო. - ისე მოულოდნელად მახებს მხარზე ხელს შალვა, მთელი სხეულით ვხტები. - ბიძია, კარგი რაა! - ძლივს ვახერხებ ამოსუნთქვას და ისევ გულზე ვიდებ ხელს. - მაპატიე, მაპატიე, არ მეგონა, ასე თუ შეგეშინდებოდა. - დაივიწყე. კარგად ხარ? - ინტერესით ვაკვირდები ჯერ კიდევ წაშლილ სახეზე. იმის მიუხედავად, რომ ცდილობს გარეგნულად არაფერი შეემჩნეს, ზუსტად ვიცი, შინაგანად ნაწილებად იშლება. უბრალოდ თავს მიქნევს და კისერზე ისვამს ხელს. - გთხოვ, არ ინერვიულო. ყველაფერი კარგად იქნება, ეს ავტო - გოლი ვერაფერს გადაგვიწყვიტავს. არ დავნებდებით, ასე არაა? ახლა, მათთვის შენი სიტყვები ყველაფერზე მაღლა დგას. ასეთს არ უნდა გიყურებდნენ, ბიძია. გთხოვ, განსაკუთრებით თორდია გაამხნევე და არ შეცვალო რა... - მუდარის ნიშნად, ლამის ყელზეც კი ვიკიდებ თითებს. - მის შეცვლას არც ვაპირებდი, ალე. მასზე გაბრაზებული არავინაა, რომელი ფეხბურთელი გააკეთებდა ამას ძალით. - მაგრამ თვითონაა საშინელ მდგომარეობაში. - დამიჯერე, ტაბატაძე უარეს დღეშია. მის ხსენებაზე, ცივად მაჟრჟოლებს. კადრებად მეშლება თვალწინ ჩვენი პირველი შეხვედრა და ჯერ კიდევ ვერაფრით ვიჯერებ, რომ ეს მართლა მოხდა. - ლამის მთელი გუნდი მას აწყნარებს, თორდიას ჩათვლით. უაზროდ გაიძახის ჩემი ბრალიაო. მისი იმპულსურობა, ახლა არაფერში მჭირდება. რაღაცას მიქარავს, რომელი არ სჩვევია ხოლმე ასეთ მომენტებში. გეფიცები, უკვე მეშინია მის გამო. - და... უნდა შეცვალო? - დაჟინებით ვაცქერდები თვალებში. ოდნავ ეცვლება სახე, მაგრამ მაინც ყველანაირად ცდილობს არაფერი შეიმჩნიოს. - არ ვიცი, არაფერი არ ვიცი. - მაგრამ... - კარგი, ალე. - სწრაფად მაწყვეტინებს და მაჯაზე არსებულ საათზე იყურება - უნდა წავიდე. რამდენიმე წუთში, თამაში განახლდება. შენ დარჩები? - არა - სწრაფად ვაქნევ თავს და ვცდილობ, ისევე სწრაფად გადავერთო სხვა თემაზე, როგორც ეს თავად გააკეთა. - ნიკასთან ერთად ვარ. - მოიყვანე მერე, რა პრობლემაა. - ახლა არა, ხომ იცი, მინდა ტრიბუნებიდან გიყუროთ. უბრალოდ თავს მიქნევს და გვერდს მივლის. იმის მიუხედავად, რომ პირველად არ ვხედავ ასეთ მდგომარეობაში, მისი ქცევები, ბოლოს ჩათვლით განსაკუთრებით მეუცნაურება. თითქოს, მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით დამელაპარაკა და როგორც კი შანსი გამოუჩნდა, მაშინვე წავიდა. მასზე არ ვბრაზობ, ამიტომ არა. ვიცი, რისი გადატანა უწევს ახლა და როგორი ძნელია ამ ემოციების დამალვა. მაგრამ თუ არ დამალავს, უარესი მოხდება და ეს, შეიძლება საბედისწეროც კი აღმოჩნდეს ჩვენთვის. ოთახიდან მსაჯები გამოდიან. მხოლოდ წამიერად ვავლებ თვალს და ელვის სისწრაფით მივრბივარ კარისკენ. ღმერთო, რა მოხდება, რომ ეს თამაში მაინც მოვიგოთ... *** მეორე ტაიმი, იმაზე უფრო დაძაბულია, ვიდრე წარმომედგინა. გუნდში ცვლილებებს ველოდი. ყველა ველოდით, მაგრამ ბიძიას ჯერ კიდევ არცერთი ცვლილება არ განუხორციელებია. არ ვიცი, თითქოს ყველას ენდობა, მაგრამ ამავდროულად ყველასი ეშინია. ავტო - გოლის შემდეგ, ყველა დაძაბულია. საერთოდ არ ლაპარაკობენ ერთმანეთში, ხელებითაც კი არ ანიშნებენ არაფერს. თითქოს, რაღაც ძალიან დიდი უფსკრული განჩნდა მათ შორის და ერთმანეთის აღარ ესმით. და მაინც, იმის მიუხედავად, რომ ყველამ ძალიან კარგად იცის ეს კარგს არაფერს მოგვიტანს, სიტუაციის შეცვლას არავინ ცდილობს. კვაშილავას ვნატრობ. ასეთი მომენტებიდან ისე ოსტატურად გამოყავდა ყველა და ისე სწრაფად ახდენდა მათ კვლავ ერთ გუნდად შეკვრას, თითქოს არც არასდროს დაშლილან. მაგრამ ახლა ის არაა და ვიცე - კაპიტანიც, როგორც ყველა, მარტო, თავისთვის იბრძვის. 35 წუთი გადის, ანგარიში კი არ იცვლება. აშკარაა, მოწინააღმდეგეთა მწვრთნელს ეს საშინლად აწუხებს და გუნდში, ერთდროულად რამდენიმე ცვლილებას ახორციელებს. შიშის გრძნობა მიღრმავდება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს კარგს არაფერს მოგვიტანს და ასეც ხდება. ისე, რომ გააზრებას ვერც კი ვასწრებ, ბერძნების ჩვენს ნახევარზე იკავებენ ადგილს და ნელ-ნელა, საჯარიმოსკენ მოიწევენ. სასწრაფოდ ჩამოდის მარცხენა ფლანგიდან თორდია და მათ მიერ განხორციელებულ პირველ რეალურ საგოლე ბურთს, მოხერხებულად იცილებს. მაინც არ ლღვება მათ შორის გაჩენილი ყინული. ერთი შეხედვით, თითქოს ერთად იბრძვიან, მაგრამ ეს ერთი გუნდი არაა... გული მიკვდება. დრო გადის, მაგრამ არაფერი იცვლება. ბერძნები ისევ ჩვენს ნახევარზე, ისევ ჩვენს საჯარიმოში არიან. ყველა იღლება. თითქოს, უბრალოდ მოვალეობის მოხდის მიზნით იცავენ კარს. მხოლოდ წამიერად ადუნებს ყურადღებას ტაბატაძე და მარჯვენა ფლანგზე მყოფ გვაზავს ანიშნებს რაღაცას თვალებით. დარწმუნებულია, რომ ეს წამი არაფერს შეცვლის, მითუმეტეს მაშინ, როცა ბურთი მარცხენა ფლანგზეა, მაგრამ ყველაფერი პირიქით ხდება. მოწინააღმდეგეთა კაპიტანი, ბურთს იმხელა მანძილიდან ურტყამს, წამიერად მგონია, რომ ხაზს გადაკვეთს, მაგრამ რა თქმა უნდა კარებში გადის და მასზე გადაფარებული რამდენიმე ფეხბურთელი, მეკარეს ჩათვლით, სულ ტყუილად ეცემა ძირს. ყველა თავში იშენს ხელს. მე კი ყურებზე ვიფარებ რომ ეს სალანძღავი სიტყვები აღარ მოვისმინო, რომელსაც გარშემო მყოფები დაუფიქრებლად ისვრიან აქეთ-იქით. ბერძნები დაწინაურდნენ. ჩვენ კი, თითქოს მხოლოდ ეს გვჭირდებოდა დარჩენილი მოტივაციის გასანადგურებლადაც. თამაშის დასრულებამდე, 10 წუთი რჩება. ვმრაცხდებით, აი ასე, მარტივად. სრულიად მოულოდნელად, ბიძია ორ შეცვლას ახორციელებს და გვაზავა და გველესიანი, მოედანს ტოვებენ. აშკარაა, მწვრთნელის გადაწყვეტილებით თითოეული ფეხბურთელი გაოცებულია და ამას არც მალავენ. ჯერ კიდევ ადგილზე ტრიალებს ტაბატაძე და ნერვულად ისვამს კისერზე ხელს. თითქოს, მხოლოდ მას არ აინტერესებს ეს შეცვლა. უფრო მეტიც, მოედანზე ახლად შემოსულთ არც კი უყურებს და თამაშის განახლებისთანავე შეტევაზე გადადის. თითქოს, ეს სიგნალი იყო. მას სხვებისც მიჰყვებიან და ისე სწრაფად იხევენ ბერძნები უკან, აშკარად იმის გააზრებასაც ვერ ასწრებენ რა ხდება. კვლავ ჩემს ძალებს აღემატება მისთვის თვალის მოშორება. ისეთი შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ისაა კაპიტანი და არა მიქაძე. არ უსმენს, იმის მიუხედავად რომ შეიძლება ეს საბედისწეროც იყოს მაინც. ბურთს ბარბაქაძეს უგორებს, ის აკობიას, თითქოს უკან ვიხევთ, მაგრამ არა. სუნთქვა მეკვრის, ფეხზე ვდგები, მაგრამ მაინც ვერ ვისვენებ. მსაჯი დროს ამატებს, რაც ისედაც მოსალოდნელი იყო და პირველად, ამ ხნის მანძილე პირველად არ შემიძლია წარმოვიდგინო რა მოხდება. ტაბას ვენდობი, მაგრამ ეს ის ტაბა არაა, რომელმაც პირველი გოლი გაიტანა. სახე იმდენად წაშლილი აქვს, ზუსტად ვიცი, გონებაშიც სრული ქაოსი აქვს ახლა. პირველ საგოლე მომენტს ვაფუჭებთ, მეორესაც. კვლავ ერთ გუნდად შეიკრნენ, ისევ დაიწყეს ერთობლივი შეტევა, ერთობლივად ბრძოლა, მაგრამ... რა თქმა უნდა, უკვე გვიანია. გვიანია აკობიას მიერ ტაბას მისამართით გაკეთებული პასი. სიჩქარეს არასოდეს მოჰქონდა კარგი და ალბათ, თავისი კარიერის განმავლობაში ტაბამაც პირველად დაარტყა ასე საშინლად... რეალურად მოწინააღმდეგის კარს დამიზნებული ბურთი, გარეთ დარჩა. წავაგეთ. *** ოცნებები. როგორი ძნელია მათი ახდენა, როცა არაფრის გაკეთება არ შეგიძლია, არა? აი ასე, სხვაზე ხარ დამოკიდებული, რადგან მისი ოცნების თანაზიარობა თავად აირჩიე. ვფიცავ, რამდენად წარმოუდგენლადაც არ უნდა ჟღერდეს, მე ამ წამს თითოეული ფეხბურთელის მესმის, ისევე როგორც მისი... ვიცი, რა ხდება მათ გულებში და რას გრძნობენ. როგორი ძნელია, გონებაში ბინა მისცე არასასურველს. არაერთხელ ჩამომნგრევია ყველაფერი თავზე, არაერთხელ ავმდგარვარ, არაერთხელ დამიმალავს მოწოლილი ცრემლები და არაერთხელ გამიძლია ამ საშინელი, თვალით უხილავი მარწუხებისთვის, ყოველ ჯერზე, ასე მონდომებით რომ მიჭერდა ყელში. რაღაცას უნდა მოეჭიდო, რომ წამოდგე და თუ მას ვერ ხედავ, ვიღაცამ უნდა დაგანახოს ის. სწორედ ამიტომ მეშინია. მეშინია იმის, რომ თუ ბიძია თავის დროზე ვერ გახდა მათთვის ის ვიღაც, ვერც შემდეგ გახდება. სულიერი კავშირი გაწყდა, მის მიერ შეწებებული კი ისეთი მყარი არ გამოდგა, როგორიც საჭირო იყო და ასე, მოულოდნელად ჩატყდა. იმის მიუხედავად, რომ შემდეგ მატჩამდე 1 თვეა, ვიცი, ეს დრო მათთვის საერთოდ არაფერი არაა. ჯერ მარტო, ავტო - გოლისაგან მიღებული სტრესი, რომელიც ნებართვის გარეშე გაბატონდა თითოეულში. ღმერთო... ნეტავ შემეძლოს რამე გავაკეთო, როგორმე დავეხმარო. ვინ იცის, უკვე მერამდენედ ვხსნი ინსტაგრამზე მის გვერდს, შემდეგ ფეისბუქზე. რა თქმა უნდა იმიტომ არა, რომ წაგებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სიახლეს ველოდები, ამას არ იზამს. არც არავინ არ იზამს. უბრალოდ... არ ვიცი, თითქოს მასთან ვარ. ახლოს, ძალიან ახლოს. შემიძლია ვესაუბრო, დავამშვიდო, ან ყურადღების გადატანის მიზნით რაღაც სისულელე მოვუყვე. როგორი უცნაური ფანტაზია მაქვს, არა? მთელი დღე და ღამე ვფიქრობ ადამიანზე, რომელმაც დარწმუნებული ვარ, იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე საათის წინ მნახა, საერთოდ არ ვახსოვარ... *** აივანზე საათობით ჯდომის შემდეგ, დედა პლედს მაფარებს. მაგიდაზე არსებულ უკვე ცარიელ ყავის ჭიქას ხელში იღებს და ღრმად ოხრავს. არასოდეს უყვარდა ფეხბურთი. უფრო მეტიც, ყოველ ჯერზე, მატჩის დღეს, როცა მე და მამა ტელევიზორის წინ მოკალათებულები მთელი ინტერესით ვუყურებდით - ხოლმე , ის სახლიდან გარბოდა. ამის გამო სულ დავცინოდით. მამა მეუბნებოდა, თუ გინდა ცოტა ხანს დედაშენის ლექციებისგან დავისვენოთ, უნდა მოვატყუოთ, რომ ფეხბურთი იწყებაო. კარგი დრო იყო, ძალიან კარგი... ყველა ის წუთი უნდა დააფასო, რომელშიც ხარ, ის აღარასდროს განმეორდება. სიტყვის უთქმელად მიმავალ დედას, ფიქრებში ჩაძირული ვაყოლებ თვალს. მერე, ძალიან ნელა ვისუნთქავ გრილ ჰაერს და ზუსტად იმ წამს, როცა ინსტაგრამის დახურვას ვაპირებ, ეკრანზე მომენტალურად იცვლება გამოსახულება და მას მელოდიაც მოჰყვება, რომელიც შემომავალ ზარს მატყობინებს. ხელები ისე მიკანკალებს, ძლივს ვახერხებ აღებას. - ალე, შვილო, როგორ ხარ? - ბიძიას ხმა, იმაზე მეტად მშვიდიც კია, ვიდრე წარმომედგინა და შვებისგან ღრმად ვსუნთქავ. მორჩა, ცუდი არაფერი მომხდარა... - არ ვიცი, შენ? - გაუაზრებლად ვუბრუნებ პასუხს. - მოსაკითხად დაგირეკე. მატჩის შემდეგ, ისეთი არეულობა და ქაოსი იყო, არც კი მახსოვს, ვის რას ველაპარაკებოდი. თქვენი ნახვა მინდოდა, მაგრამ ვერც შენ გნახე და ვერც ნიკა. - ჰო, ჩვენ მაშინვე წამოვედით... - არ ინერვიულო შვილო, მაინც ვერაფერს შეცვლი, ხომ იცი. კარგის იმედი უნდა გვქონდეს, ამას თავად მეუბნებოდი - ხოლმე, გახსოვს? მექანიკურად ვუქნევ თავს, თითქოს დაინახავს. - ხო, კიდევ... კვაშილავა საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავიდანვე არ გითხარი, არ მინდოდა გენერვიულა. - რაა?! - იმხელა ხმაზე ვყვირი, ქვემოთ შეგროვილი ყველა მოცლილი აივნისკენ იყურება. სასწრაფოდ ვდგები და სახლში შევრბივარ. - რას ამბობ, როგორ არის, რამე სერიოზულია? - ტრამვა აქვს. მოტეხილი არაა, მაგრამ ფეხის დადგმა უჭირს. რაღაც გადაუღეს, არ ვიცი. ზუსტი პასუხები ხვალ იქნებაო, დღეს აქ გააჩერებენ. - ღმერთო ჩემო, ბიძია, თავიდანვე რატომ არ მითხარი. შენ მანდ ხარ? - ხო, ბიჭებიც იყვნენ. ახლა წავიდა ზოგი. მარტო ვერ დავტოვებ, ხომ იცი, მშობლებიც არ არიან. - შეგიძლია მისამართი მომწერო? მოვალ, ვნახავ. - ახლა? შვილო გვიანია უკვე, ხვალ მოდი. - კარგი რა, ბიძია. შენი აზრით დრო მაინტერესებს? ისედაც უფრო ადრე უნდა მოვსულიყავი. სწრაფად ვუთიშავ და შეწინააღმდეგების ყველა შანსს ვაცლი ხელიდან. დარწმუნებული ვარ, რომ მისამართს მაინც გამომიგზავნის და ასეც ხდება. სწრაფად ვიცვამ შემოსასვლელში ფეხსაცმელს და დედასაც ასევე სწრაფად ვუხსნი სად მივდივარ და რატომ. ბიძიასგან განსხვავებით, საერთოდ არ მეწინააღმდეგება. იცის, აზრი რომ არ აქვს. კარს თავადვე მიღებს და მხოლოდ იმას მეუბნება, რომ მალე დავბრუნდე. თავს ვუქნევ და გაუაზრებელ ტყუილს, ამით, ალბათ ერთს კიდევ ვამატებ. *** ვაკო კვაშილავა. პირველად ერთმანეთს რომ შევხვდით, საერთოდ არ იყოს ნაკრების კაპიტანი. უფრო მეტიც, ფეხბურთელიც კი. ჩემს სკოლაში გადმოვიდა და იმ უფროსკლასელთ ამაყად შეუერთდა, გამუდმებით რომ ცდილობდნენ - ხოლმე ჩემს დაჩაგვრას. ისე ცხადად მახსოვს, მხოლოდ თვალების დახუჭვა კმარა, კვლავ მიცოცხლდება ის სცენა, კალათბურთის ბურთი რომ მომარტყა სახეში, უფრო კონკრეტულად კი ცხვირში. მას შემდეგ დავემშვიდობე ჩემს ბუნებრივ ცხვირს. მეფიცებოდა, ძალით არ გამიკეთებიაო, მაგრამ ზედიზედ ორჯერ რომ გამიკეთეს ოპერაცია, სინდისის ქენჯნამ შეაწუხა, პალატაში ყვავილებით დამადგა თავზე და ყველაფერი აღიარა. ვაპატიე... ჯერ მარტო იმიტომ, რომ მის თვალებში გულწრფელი სინანული დავინახე. და სანამ თვითონ იტყოდა, იმასაც იქამდე მივხვდი, რომ მისი მიზანი ჩემი ოპერაციამდე მიყვანა არ ყოფილა. ტირილი დაიწყო. ამაზე, ლამის გამეცინა. მაშინ პირვლად ვნახე ბიჭი, რომელიც ასე მოთქმით ტიროდა. არ მაპატიებ და ღირსიც ვიქნებიო, დღესაც, თუ რამე მიქარა ამ საფირმო ფრაზას მიმეორებს - ხოლმე. უცნაურია ცხოვრება, ძალიან უცნაური. ადამიანს, რომელსაც გაცნობის დღიდან ვერ ვიტანდი, ძმა ვუწოდე და სკოლის დამთავრების შემდეგაც კი არ დაგვიკარგავს ერთმანეთი. ხოლო ისინი, ვინც მეგონა მუდმივად ჩემს გვერდით იქნებოდნენ, ნელ-ნელა, ისე თვალსა და ხელს შუა გაქრნენ, რომ მოვიხედე, უკვე აღარავინ იყო. არასოდეს უნდა თქვა არასოდეს. რამდენჯერაც ვთქვი, იმდენჯერ მოხდა. *** ფრთხილად ვაღებ პალატის კარს და ვცდილობ, ისე შევიდე, რომ არ გაეღვიძოს. კარის ჩუმად დახურვას, ალბათ ერთი საათი მაინც ვუნდები და როცა საკუთარი შედეგით უნდა ვიამაყო რა ხდება. - პალატაში შემოსვლის სპეცოპერაცია წარმატებით განხორციელდა! - კარგი რაა! - ღრმად ვოხრავ და ისე, რომ მის სიცილს ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევ, გაბრაზებული ვუდგები წინ. - თუ გეღვიძა, ენა დაბმული გქონდა?! - ნუ მიყვირი. ისედაც ცუდად ვარ, ვერ ხედავ? - თავს ისაწ....ბს და გადახვეულ ფეხზე მანიშნებს თავით. - ცუდად კი არა, მშვენივრად ხარ! - ეეჰ, ალე... - ისე სუნთქავს, თითქოს მთელი მსოფლიოს გასაჭირი მას აწევს მხრებზე. მზერას მარიდებს და როცა ასე იქცევა, უკვე ყველაფერი გასაგებია. სასწრაფოდ ვუვლი საწოლს და მარჯვენა მხრიდან, ტუმბოს გვერდით არსებულ სკამზე ვიკავებ ადგილს. - კარგი რა, ვაკო. ყველაფერი კარგად იქნება, ისევ გაივლი, ითამაშებ და კაპიტანიც იქნები. ეს ხომ იცი, არა? - კი, მაგრამ როდის... -მრავალმნიშვნელოვნად ატრიალებს თვალებს. - მალე. - 1 თვეში პოლონეთს ვხვდებით, ალე. იქაც თუ წავაგეთ, ჩვენი შანსები ნულს ქვემოთ ჩამოვა. არ მინდა ბიჭებთან შევიმჩნიო, მაგრამ...-თვალები ცრემლებით ევსება. ყველანაირად ცდილობს დამალოს და ჭერს აშტერდება. - მათთან ერთად რომ ვყოფილიყავი, ასე არ მოხდებოდა. არ დავუშვებდი, იმ ავტო - გოლის შემდეგ, ყველა სულიერად გატყდა, მათ მხოლოდ მწვრთნელის გამხნევება არა, მიქაძეს გამხნევებაც სჭირდებოდათ. - თავს ნუ იდანაშაულებ, ძალიან გთხოვ. რაც იყო, იყო. - მკლავზე ვადებ ხელს და ვცდილობ გულწრფელად გავუღიმო. წამიერი სიჩუმე, საუკუნედ იწელება. ფიქრებს ღრმად მიჰყვება და აღარ ვაწყვეტინებ. ვიცი, რას გრძნობს და როგორი რთულია. ფეხბურთი უბრალოდ თამაში არ არის, არ არის - არა! მაშინ, როცა ყველა მათ ლანძღავს, არავინ ფიქრობს რა ხდება მათ გულებში. კარის გაღების ხმა მესმის, თუმცა გაურკვეველი მიზეზით, თავის აწევას არ ვჩქარობ. ფეხის ნაბიჯების ხმა ახლოვდება და... - როგორ ხარ, გჭირდება რამე? ოთახში გამეფებული სიჩუმე, იმდენად სასიამოვნოდ ირღვევა, უცნაურად ვთბები შიგნიდან. მომენტალურად ვწევ თავს მაღლა და როცა მის მზერას პირისპირ ვეჩეხები, ის ტკივილიც კი მავიწყდება, წამის წინ ელვისებურად რომ გამიარა თავში. ოთახში არსებული დაბალი განათების მიუხედავად, თითქოს ამაზე მკაფიოდ, არც არასდროს დამენახა მის თვალები. უბრალოდ არაფრისმთქმელ მზერაში რომ ყველაფერს იტევს. თვალს ვერაფრით ვაშორებ და ისევ თვითონ გადააქვს მზერა კვაშილავაზე, რომელიც როგორც ჩანს რაღაცას ეუბნება და ჩემამდე არ აღწევს. ყველანაირად ვცდილობ თავს ძალა დავატანო და შუბლზე ვისვამ ხელს. ისიც ადამიანია, ჩვეულებრივი ადამიანი. არ შეიძლება, სიყვარულმა ასე დაგაშტეროს. ეს თუ შეამჩნია და ჩემი უაზრო რეაქციებიდან გამომდინარე, ეჭვიც არ მეპარება, რომ არ გაუჭირდებოდა, ალბათ როგორი შთაბეჭდილება დავტოვე მის თვალში. ღმერთო... - შალვაც აქაა, დაბლა ჩავიდა ახლახანს. - ნელ-ნელა ყრუდ ჩამესმის ვაკოს ხმა და თითქოს, გონს მოვდივარ. - გეუბნები, მართლა არ არის საჭირო. სახლში წადი და დაიძინე. - რა დამაძინებს ვაკო, სერიოზულად მეუბნები? უბრალოდ ოხრავს და თავს ჩემსკენ აბრუნებს. თითქოს ცდილობს დარწმუნდეს, რომ რეალობას დავუბრუნდი. - ერთმანეთს იცნობთ, ხო? მაგარი გამოვშტერდი, თავიდანვე რომ ვერ მოვტვინე. ვგრძნობ, ისევ ჩემზე გადმოაქვს მზერა და მთელი სხეული მეწვის. ძლივს ვახერხებ თავის აწევას, თუმცა მყისვე მაშორებს თვალს და ისევ კვაშილავას უბრუნდება. - არა. 'არა'. მისი ერთი 'არა', ისევე სწრაფად მიყინავს მთელს სხეულს, როგორც გამითბო. არ ველოდი, რომ სხვა პასუხს იტყოდა, მაგრამ არ ვიცი. წარმოდგენებში ვუძლებდი მოსმენილს, რეალობაში გაცილებით რთული ასატანი ყოფილა. - იცი, იცი. გაიხსენე. ჩვენი შალვას ძმიშვილი, ალექსანდრა. ვარჯიშებზე მოდის - ხოლმე, ხშირად. მატჩებს ხომ არაფრის დიდებით არ ტოვებს. ჩვენთან, VIP ლოჟაშიც იყო წინა მატჩებზე. ამჯერად კიდევ უფრო ინტერესით მაკვირდება და ვგრძნობ, როგორ მეჭიმება სხეული. ოდნავ ჭუტავს თვალებს და მერე, სწრაფად ისვამს კისერზე ხელს. ცდილობს გამიხსენოს. ზუსტად ვიცი, ამ წამს, გონებაში სხვა არაფერი აქვს. ღრმად სუნთქავს, თუმცა საბოლოოდ, ოდნავ აქნევს თავს. - მართლა არ მახსოვს, მაპატიე. - აარაუშავს. - მისი მობოდიშება იმდენად მოულოდნელი იყო, ენა ვეღარ გავაჩერე. უკეთესად თქმაც შეიძლებოდა, გამართული წინადადების აწყობა, მაგრამ იმის გაფიქრებაც კი, რომ ამის გამო, შეიძლება წუთით მაინც, თავი დამნაშავედ ეგრძნო... - ჩვენ... სინამდვილეში, დინამოზე შევხვდით. კართან... - ენა მებმის და გაუაზრებლად, იმხელა პაუზებს ვაკეთებ, საკუთარ თავზე ნერვები მეშლება. - კართან დაგეჯახე. რომ მკითხე აქ რანაირად შემოხვედიო... ოდნავ კრავს წარბებს. ეს უნდა ახსოვდეს. უნდა ახსოვდეს, გამორიცხულია. რამდენიმე საათის წინ მოხდა. რა, მეხსიერებიდან ხომ არ აორთქლდებოდა. სრულიად არასაჭიროდ, დაბნეული მზერა გადააქვს კვაშილავაზე, თუმცა წამსვე მიბრუნდება. - ეგ შენ იყავი? - უფრო საკუთარ თავს უსვამს კითხვას. - ხო... - ახსოვს. მეც გავახსენდები, სხვანაირად შეუძლებელია. ოდნავ აქნევს თავს. - ანუ გაგიცნიათ ერთმანეთი უკვე? - სწრაფად ახერხებს სიტუაციის განმუხტვას ვაკო. - ასე გამოდის, მაგრამ არ მახსოვს. - დაძაბული იყავი, ბუნებრივია. არაუშავს, ალეს არ სწყინს. ასე არაა? - კითხვით სავსე მზერით მაშტერდება. - ჰო, რა თქმა უნდა. წარმოდგენა არ მაქვს, კიდევ როგორ შეიძლება საუბრის გაგრძელება, თუმცა ზუსტად ამ წამს იღება კარი და ბიძია ხსნად მევლინება. შვებისგან ღრმად ვსუნთქავ და თვალებით ვესალმები. ისიც იმავეს აკეთებს. საწოლის გვერდით, ტუმბოზე წყლის ბოთლს დებს და წელში სწორდება. - უკეთ ხარ? - ხო რა. გამაყუჩებელი გამიკეთეს, არ მტკივა. - ძალიან კარგი. ერეკლე, შვილო - ახლა ტაბატაძეს უსწორებს მზერას - წადი, მე ხომ აქ ვარ. მართლა არაა შენი ყოფნა საჭირო. - მეც მაგას ვეუბნები, მაგრამ ესმის? - კვაშილავაც უკრავს კვერს. - არ ვიცი. - რა არ იცი. ჭირვეული ბავშვი ხომ არ ხარ, ბიჭებიც ძლივს გავყარე.- ღრმად სუნთქავს - ალე... - თითქოს მხოლოდ ახლა გაახსენდა ჩემი აქ ყოფნა - შენც წადი შვილო. გვიანია, დედაშენი ნერვიულობს ალბათ უკვე. ხომ ნახე ვაკო, არა? კარგად არის, ხვალ ისევ მოხვალ. ოდნავ ვუქნევ თავს და ფეხზე ვდგები. - ერეკლე - დიახ. - შეგიძლია ალე გაიყოლო? გზად დატოვებ. არ მინდა, ამ შუაღამეს მარტო იაროს. ან ნეტა როგორ მოხვედი ერთი. გული მიჩქარდება. გონებაში სრული ქაოსი იქმნება და თითქოს, იმ წარმოდგენის საშუალებასაც აღარ მაძლევს, რას ვიგრძნობ, თუ 'კი'-ს იტყვის. ვიცი, რომ იტყვის, სხვა ვარიანტი არც არსებობს, მაგრამ... ვერ ვითმენ. არ ვიცი რა მემართება. რაღაც ძალიან სწრაფად მივლის სხეულში და თითქოს, ასე უცნაურად მამზადებს პასუხის მოსმენისთვის. პასუხი, რომელიც რეალურად ერთი ჩვეულებრივი პასუხია. არაფრით გამორჩეული. მაგრამ ჩემთვის, მთელი სამყარო. - რა თქმა უნდა, წავედით. _________________________________________________ სიყვარულებოო, ვიცი, ვიცი, აქ გაწყვეტა არ იქნებოდა, მაგრამ... წინ კიდევ უფრო საინტერესო რაღაცეები გელით. მანამდე კი, გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები პერსონაჟებზე. რას ფიქრობთ, როგორ განვითარდება მოვლენები? გემშვიდობებით სულ სულ ცოტა ხნით. სიყვარულით თქვენი ელა'ტრისი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.