სასრულეთი (თავი 43) +18
თავი 42 ლეა ვიწრო დერეფნის ბოლოს მოჩუქურთმებული სასახლის უკანა რკინის კარი არასდროს ყოფილა ისეთი მძიმე, როგორც ახლა. სახელური ორივემ ერთდროულად ჩამოვწიეთ და პირველად ვიგრძენი დავუდის ცივი ოფლით დასველებული ხელების თრთოლვა. ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი, არ მახსოვს, ოდესმე, მისი სხეულის რომელიმე ნაკვთი ზედმეტად შეტოკებულიყო, ხელის კანკალზე არცაა საუბარი. სანამ დაბნეულობის, შესაძლო ნაბიჯების შიშისა თუ მრისხანებისგან ინდური სერიალის შეჩერებული კადრივით დავშტერდი სახელურზე, ვიგრძენი, როგორ ამეკრა ზურგიდან თავისი ძლიერი ტორსით და თავი ყელთან ჩარგო. სანთლად ჩავიღვენთე, ვინ იცის, იქნებ უკანასკნელად მეხვეოდა ჩემთვის ესოდენ სასურველი სხეული? - ლეა, არ აფართხალდე, ნება მომეცი შენი სურნელი შევისუნთქო. - თავისკენ მიმიზიდა და შევტრიალდი თუ არა არეულ ზღვას შევეჩეხე მის თვალებში. ახლა სულ რომ ბატონი ალის მთლიანი ოჯახობა თავზე წამოგვდგომოდა, არაფრის დიდებით არ მოვშორდებოდი აბობოქრებულ ემოციების კასკადს, რომელიც დავუდის მზერიდან იფრქვეოდა. რაც უფრო ვიძირებოდი ზურმუხტისფერთა გამაში, უფრო მეტად მიჭირდა ზღვის ფსკერის პოვნა, სადაც იმედების კენჭებს სათითაოდ ვითვლიდი. სასოწარკვეთილი დავეწაფე მის ტუჩებს, თითქოს ეს ჩვენი უკანასკნელი კოცნა იყო და დღეის შემდეგ მას წამართმევდნენ. თვითონაც დამაშვრალი პასუხობდა ჩემს ქმედებებს. შემდეგ უცებ მომშორდა, შესანიღბად ბურქა გამომიწოდა და კარიც გაიღო. - ახლა რა იქნება? - ხმა გამიწყდა. -ცოტა დრო მომეცი, გპირდები, ყველაფერს მოვაგვარებ და ვეღარაფერი შეგვიშლის ხელს ერთად ყოფნაში. იმედია, ხვდები, რამხელა რისკზეც მივდივართ. -არვიცი, აღარაფერი ვიცი. ერთადერთი, რაშიც დარწმუნებული ვარ ისაა, რომ ვერავინ შეძლებს თავისუფლება შემიზღუდოს, ტყვესავით გამომკეტოს და თან მაყურებინოს ჩემი კაცის უსუსურ თანხმობას მეორე ცოლის შერთვაზე. -სულელო, ეგ მეორედ არ თქვა. მე სწორედ ეს თავისუფალი, ბობოქარი, მეამბოხე ლეა მიყვარს შენში, მაგრამ რაციონალურად უნდა ვიმოქმედოთ. ვიცი, ახლა ფიქრობ, რომ ხელ-ფეხ შეკრული წინააღმდეგობას ვერ გავწევ, მაგრამ შენ რომ მშვიდად დაგიგულებ, გპირდები, ძალიან მალე, თავისუფლად შევძლებთ აქედან იქ წასვლას, სადაც მოისურვებ. ამიტომაც არ მინდოდა შენი ბაღდადში დატოვება, რომ არა ეს აუტანელი და ამავდროულად მომნუსხველი სიჯიუტე, ახლა მშვიდად ვიცხოვრებდით ევროპის რომელიმე ქვეყანაში და ერთმანეთის სიამოვნების მინიჭების ახალი ხერხების მოფიქრების გარდა, სადარდებელი არაფერი გვექნებოდა. რაც უფრო ვსაუბრობდით, მით უფრო ვაცნობიერებდი, როგორ მიჭირდა აქედან გასვლა, სანამ სიმტკიცის უკანასკნელი ძაფებიც გაწყდებოდნენ, საჩქარობოდ ბურქა გადავიცვი და სირბილით გადავკვეთე უზარმაზარი ეზო ისე, რომ უკან ერთხელაც არ მომიხედავს. ეგრევე ჯემალის ავტომობილში ჩავჯექი, რომელმაც თავის მხრივ ბაღდადის ცენტრში აშენებული თითო-ოროლა ახალი კორპუსიდან ერთ-ერთის მეოთხე სართულზე ამიყვანა. სადა, არაფრით გამორჩეული მოცუცქნული ბინა ჩემდაუნებურად ნუცუბიძის ხრუშჩოვკას მაგონებდა, სადაც გავიზარდე და მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება გავატარე. ამდენი ხნის მერე, თითქოს ალადინისეულმა ბოროტმა ჯადოქარმა ჯაფარმა შავ ლამპარს თავი ახადა და შიგნიდან სადღაც გამოქვაბულის ბნელ კუნჭულში დამალული ფიქრები ბორკილებდადებული ჯინის სახით ამოუშვა: ამ სამ თვეში საკუთარი გონებიდან მთლიანად ჩავახშე წარსულის ოდნავი გამოძახილიც კი, ადაპტაცია რომ გაადვილებულიყო, ჩემი სახლი, დედა, მეგობრები, ძველი საქმიანობა, ჰობი, გატაცებები და სურვილები, ალესანდრო, რომელსაც მიუხედავად ყველაფრისა, დღემდე ყველაზე დიდ მეგობრად ვთვლი, ვინც კი ოდესმე მყოლია. ნოსტალგიას რომ არ შევეჭამე, საერთოდ დავთრგუნე ძველი მოგონებები, რომლებიც ახლა ჯინის სახით შიშვლდებოდა. ამას ემატებოდა საიდის შანტაჟი, ბატონი ალის რისხვა, ლაილას და მისი დის ინტრიგები. ამასაც მოვერევით ლეა, საკუთარ თავს შემოვუძახე, მაგრამ საბრალო გაწუწული კატის კნავილი აღმომხდა. ყველაფერს გავუძლებდი, დავუდთან განშორების გარდა. როგორ დავიძინო? მისი ძლიერი მკლავების გარეშე გედის ბუმბულის ბალიშებიც კი ცივ ლოდად მეჩვენება, ვინ გამიფანტავს ღამეულ კოშმარებს მხურვალე ამბორით, ვისი ვნებით გახშირებულ სუნთქვას შევუხამო ჩემი გულისცემის ჰარმონია? ყველაზე დიდი თერაპია გამოწვევებთან გასამკლავებლად სწორედ ის გიჟური სექსი იყო, საკუთარ თავებს რომ გვაკარგვინებდა და ერთმანეთში გვაპოვნინებდა. ახლა კი სრულიად მარტო ვიყავი ბნელი ჯინის წინაშე. თმენამ უკანასკნელი სიმიც გაწყვიტა გონებასთან კავშირის და მეც მთელი ხმით დავიღრიალე. არაადამიანურმა ხრიალნარევმა ღრიალმა უმალ გაწყვიტა ჯინის მაჯებზე არსებული ბორკილები და მეც პირველად ამ ხნის შემდეგ ცრემლებს სრული გასაქანი მივეცი ღაწვებზე ეთარეშათ. საშინლად დიდი დისკომფორტი ვიგრძენი, როცა ვიღაცის შეჯანღარებამ დავუდის სხეულთან ალერსს მომწყვიტა, გათენებულიყო და ჯემალი ცდილობდა ჩემს გაღვიძებას. ძველებურ დივანზე ჩაძინებას სხეულის ყველა ძვალი პროტესტის ნიშნად აუტანელი ტკივილით მპასუხობდა. - მაპატიეთ, ქალბატონო ლეა, საკვები და პირველადი საჭიროების ნივთები მოგიტანეთ ბატონი დავუდის დავალებით. ჩაი და ტკბილეული ლანგარზეა, ცივდება, დავუდმა დამიბარა აუცილებლად ისაუზმოსო. თქვენის ნებართვით დაგტოვებთ. - ფეხაკრეფით წავიდა მთავარი კარისკენ, უხერხულობას გრძნობდა, აქაური კაცები საუკეთესო მეგობრების ცოლებთანაც კი დისტანციას იცავენ. მეც მადლობა გადავუხადე და ზლაზვნით წამოვიმართე გასაცილებლად. კარი საგულდაგულოდ ჩავრაზე და მხოლოდ ახლაღა შევხედე დაბალ მრგვალ მაგიდაზე ვერცხლის სინი და გულში ნელ-ნელა ჩაიღვარა სითბო, ჩაისა და ტკბილეულთან ერთად დადებულ ერთადერთი ღერო ჩინური ვარდის გამოისობით. ტელეფონზე შეტყობინების ხმამაც არ დააყოვნა: - დილამშვიდობისა სულის სულთანო. პირობას არც ამჯერად ვივიწყებ. ჩინური ვარდი, როგორც სიმბოლო ჯერ დაუდ ფაშას და ნილაი სულთნის, შემდეგ ჩვენი სიყვარულისა, იმედი მაქვს ისევ იქნება სასიამოვნო დღის საწყისი. მიყვარხარ. დავუდს არ ჩვეოდა ბანალური სიტყვების სროლა. არასდროს გამოუყენებია ჩემთვის ისეთი ეპითეტები, როგორიცაა პატარავ, სიხარულო, ჩემო ცხოვრებავ და ასე შემდეგ. სიტყვაძუნწი თუ რამეს იტყოდა, ის სიტყვა დაიტევდა მთელი დღის ემოციებს. სახეგაბადრული ვინ იცის მერამდენედ ვკითხულობდი სმსს, რომ მერიემის ზარმა შემაწყვეტინა. დავუდს და მერიემს გაუთამაშიათ, თითქოს პროტესტის ნიშნად ოთახში ჩავიკეტე. ჩემგან ეს საქციელი არც არავის გაუკვირდებოდა. მთხოვა ცოტა ხნით, დისტანციურად მემუშავა, მეც სიამოვნებით ავიღე დისტანციური მართვის სადავეები ხელში და მთელი დღე თათბირებსა და მომავალი სამუშაო კვირის გადაგეგმვაში გავატარე, ასე ფიქრისთვის ნაკლები დრო მრჩებოდა და აღარც მარტოობის მარწუხები იყო სულთამხუთავი. საღამოობით ჩადრჩამოფარებული აივანზე გავდიოდი და ამღვრეულ ტიგროსში მზის ჩასვლას ვადევდნებდი თვალს. საკუთარი თვალით ვუყურებდი სამყაროს პარადოქსალურ კანონზომიერებას, რომლის ფერხულშიც ჩემი ცხოვრებაც ჩაბმულიყო. ტიგროსი, ცივილიზაციის აკვანი ახლა ISISს შეწირული ათასობით ადამიანის სასაფლაოდ ქცეულიყო. 1250 წლის წინ დაარსებული მშვიდობის ქალაქი „მადინათ ას-სალამი“ ანუ დღევანდელი ბაღდადი ომისა და ნგრევის ქალაქად ქცეულიყო. რამდენ ტკივილს და უთქმელ ისტორიას იტევს ბებერი ქალაქი, რომელიც მშვიდობისა და ცივილიზაციათა ბედნიერი სიმბოლო უნდა ყოფილიყო. გონებაში ამოტივტივდა დავუდის ნაამბობი: “როდესაც ხალიფა ალ-მანსური მდინარე ტიგროსზე ქალაქის ადგილმდებარეობის შესარჩევად გემით მოგზაურობდა, მას, საუკეთესო ადგილი, კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ნესტორიანელმა ბერებმა ურჩიეს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მუსლიმებს მტრობდნენ.” და იქცა სამყაროს გზაჯვარედინად ისლამის დიდებული დედაქალაქი, გამოჩენილი მეცნიერების, მათემატიკოსების, ასტროლოგების, მუსიკოსების, პოეტებისა და ფილოსოფოსების თავშეყრის ადგილი. ტიგროსის ნაპირზე აღმართული 6,5 კილომეტრიანი გარშემოწერილობის უზარმაზარი აგურის კედლები, ალ-მანსურის (ბაღდადის) მრგვალი ქალაქის სავიზიტო ბარათს წარმოადგენდა. “კედლის პირველი მესამედი 162 000 აგურისგან, მეორე მესამედი 150 000, ხოლო ბოლო მონაკვეთი 140 000 აგურისგან შედგებოდა, რომლებიც ლერწმის შეკვრებით იყო ერთმანეთთან დაკავშირებული. 25 მეტრიანი ქონგურებიანი გარეთა კედელი ბასტიონებით იყო გამაგრებული. გარედან კი ღრმა ჭაობები ერტყა.” ნეტავ რამდენი აგურის დადება მოგვიწევს მე და დავუდს, რომ ჩვენი ურთიერთობის საძირკველზე მტკიცე ჯებირები ავაგოთ? ნუთუ ჩვენს ურთიერთობასაც ამ ოდესღაც დიდებულის, დღეს კი ნახევრად ნანგრევებად ქცეული ქალაქის ბედი მოელის? შევძლებთ კი ყოველმხრივ ჩასაფრებული ფარული და ღია მტრების დამარცხებას? შევძლებთ კი ბედისწერის ქარაფზე ისე გავლას, რომ ერთმანეთის ხელის შეშველებაში თავად არ გადავიჩეხოთ? როგორც მონღოლთა ალყა, ისე აღმართულიყო საიდის მუქარები. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ დავუდთან სიტყვასაც ვერ ვამბობდი. საიდი იმ გამძვინვარებულ მხეცს მაგონებდა, გლადიატორთან შესახვედრად ღია მოედანზე გასვლის წინ სპეციალურად რომ აშიმშილებდნენ, რათა მსხვერპლი პირველივე შესაძლებლობისთანავე დაეგლიჯა. ჩემი უარით განრისხებულმა ჯერ ფუნდამენტალისტთა ხროვა მიუსია ოფისს, ესეც არ იკმარა და ისლამურ მასმედიის საშუალებებში მიზნობრივი პროპაგანდისტული “საგამოძიებო გადაცემები” მოამზადებინა, როგორ ხდიდნენ ჟურნალისტები ფარდას ქალთა ძალადობის დაცვის ორგანიზაციის “რეალურ ზრახვებს”, რომელიც სხვა არაფერი იყო თუ არა ერაყელი ახალგაზრდების “გახრწნა და გარყვნილების პოპულარიზება”. მიუხედავად ამისა, მაინც არ ვტყდებოდი, დროს ვიგებდი მანამ, სანამ საიდსაც სჯეროდა, რომ მასთან კონტაქტზე გასვლას დროებითი შინაპატიმრობის გამო ვერ ვახერხებდი. *** დავუდი იმაზე რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი, ვიდრე წარმომედგინა. მიუხედავად ჩემი წინააღმდეგობისა, ყველა მხრიდან წნეხის ქვეშ ვექცეოდი. მარტოობის ერთი კვირა ბოლო დღეს ითვლიდა. ღვიძლ მამასთან, ბატონ ალისთან მოლაპარაკება იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ჩემს ყველა ბიზნეს პარტნიორთან ერთად აღებული. როგორც იქნა, ჩემმა მცდელობებმა შედეგი გამოიღო და მამაჩემი დავიყოლიე, სადულაჰის ცოლის დას მეორე ქალად იმ შემთხვევაში დავისვამდი, თუ ლეა მომდევნო ექვსი თვის მანძილზე მემკვიდრის მუცლადყოფნის შესახებ არ გვაუწყებდა. ამ დროის მანძილზე ყველა პრივილეგია შეუნარჩუნდებოდა და ჩვენც, როგორც ლეა ეძახის, “ფლამინგოსფერ სახლში” გადავცხოვრდებოდით მისი სიმშვიდისთვის. ეს ერთადერთი კომპრომისი იყო და იმედი მქონდა ლეა ჩემს სიხარულს გაიზიარებდა. ჯემალის ლეას თავშესაფრის გასაღები გამოვართვი და მონატრებული სიყვარულის სანახავად გავეშურე. აბაზანიდან გამომავალ სიმღერის ხმაზე მიხვდი, რომ ლეა შხაპს იღებდა, მისი შეხების სურვილმა ისე შემიპყრო, გამოსვლას ვეღარ დაველოდე. სწორედ იმ დროს შევედი სველ სხეულზე პირსახოცის შემოხვევას რომ ცდილობდა, წყლის წვეთები ზედ შერჩენოდა ხორბლისფერ სხეულს და იმდენად მიმზიდველი იყო, შეიტანსაც კი აცდუნებდა. - რამდენჯერ გითხარი ჯერ გაიმშრალე და პირსახოცი მერე შემოიხვიე მეთქი - ღიმილით შევძახე, ჩემს ხმაზე ჯერ შეკრთა, შემდეგ კი გაოცებულ-გაბადრული სახით კისერზე ჩამომეკიდა. მსწრაფლ ავიტაცე და სუროსავით შემოხვეულით საძინებელში გადავინაცვლე. გზად მიფარებული პირსახოციც ჩამოცურდა და ლეას სხეული მთელი თავისი დიდებულებით გადამეშალა. ვნებამორეული გაშმაგებული დავეწაფე მონატრებულ ბაგეებს, ხარბად დავუკოცნე სხეულის ყოველი ნაწილი, კვნესა აყოლილი შევუერთე ჩემს სხეულს და უმალ გადავეშვით თავდავიწყების მორევში, ამჯერად თითქოს ყველაფრისთვის მსჯისო, მართვის სადავეები მან აიღო ხელში და ჩემზე ამხედრებული შეეცადა დომინირებას. საოცარი სანახავი იყო რითმულად მოჯირითე ქალღმერთი,ჯერაც არ შემშრალი მკვრივ კერტებზე ურჩად ჩამოყრილი ქერა თმის ტალღები, ნეტარების კვნესისგან ოდნავ გახსნილი ბაგეები და მინაბული თვალები ხორცშესხმულ აფროდიტედ აქცევდა. პირველად ვინატრე მხატვარი ვყოფილიყავი, რომ ეს სახე, ცხადად ქცეული ზმანება სამუდამოდ აღმებეჭდა ტილოზე.ერთდროულად მივაღწიეთ კულმინაციას საერთო სიმფონიაზე მოცეკვავე ორმა სხეულმა და არაქათგამოცლილი მკერდზე დამესვენა. - მომენატრე - თავით ჩემს გულ-მკერდზე კომპფორტულად მოკალათდა და მეც, როგორც მჩვეოდა მზისფერ თმებში ავხლართე თითები. გულისცემა ორივემ რომ დავიმშვიდდეთ, ფრთხილად დავიწყე განვლილი ამბების და შეთანხმებული კომპრომისის მოყოლა და თან თვალს არ ვაშორებდი ლეას სახეს, რომ მიმიკის ოდნავ ცვლილებაც კი არ გამომრჩენოდა და დროული რეაგირება მქონოდა. ჩემდა გასაკვირად განაბული მისმენდა, დრო და დრო ირეკლავდა მომწვანო-მოთაფლისფერო თვალები ერთდროულად გაბრაზებას, გაოცებას, სიხარულს, ყველაფერს ერთად. პასუხის მოლოდინში წამები უსასრულოდ გაიწელა. უცებ ელდანაკრავივით წამოხტა: - ჯანდაბა, რაც აქ წამოვედი, აბები არ დამილევია, არც შენ გეკეთა პრეზერვატივი. გამიჩალიჩე ჰო? - გაგულისებულმა ბალიშების დაშენვა დამიწყო. ყველაფერს მოველოდი, ამ რეაქციის გარდა. თან მეღიმებოდა მის გაბუსხულ მზერაზე. - ლეა, არ დამიჯერებ, მაგრამ მართლა არ გამიჩალიჩებია. არაფერი დამიგეგმავს. აქ რომ მოვდიოდი, პირდაპირ შენს წაყვანას ვაპირებდი, მაგრამ იქ, იმ მდგომარეობაში, აბაზანაში რომ გნახე, თავი ვერ შევიკავე და სიმართლე გითხრა, არც კი გამხსენებია თავის დაცვა. Plan b. სასწრაფოდ ფლენ ბი უნდა ვიშოვო. -ეგ რაღაა? -გადაუდებელი კონტრაცეფცია. წინდაუხედავ გიჟურ ვნებას ლოგიკური შედეგი რომ არ მოყვეს. - არც გაბედო. ლეა, ჩემს თავს გაფიცებ, ეგ არ გაიფიქრო გთხოვ, ნუ გაწირავ ჯერ არდაბადებულ სიყვარულის ნაყოფს. - დავუდ, რა მოწიე ასეთი? შენს ტოზოიდებს ჯერ საშვილოსნოშიც კი არ შეუღწევიათ, რა დროს ორსულობაა? - ლეა, ძალიან გთხოვ, არ მეხუმრება ამ საკითხზე. 1 წელიწადში ისედაც ვგეგმავდით შვილზე ფიქრს. შენთვის, ჩემთვის, ჩვენთვის, დამპირდი, რომ ისეთს არაფერს მოიმოქმედებ, რაც შენ ან მე მატკენს. - კარგი, დაგნებდი, შენ გაიმარჯვე. ანუ დღეიდან ოპერაცია “მემკვიდრის ჩასახვა” დაიწყო ხო? - გადარეული. უკვე გითხარი, როგორ მაგიჟებ? - როგორ აბა? - გამომწვევად გამიღიმა, მეც ქვეშ მოვიქციე ვნებით ათრთოლებული სხეული და ხელახლა ვიგემე სანუკვარი ნაყოფი. *** დეკემბერი, 2019 წელი ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ისევ დაძაბულობაა. მომიტინგეები აშშ-ის საელჩოს დაესხნენ თავს. მათ ცეცხლი წაუკიდეს დაცვის ერთ-ერთ კოშკს და კომპლექსის გარე გალავანში შეღწევა შეძლეს. აშშ-ის სამხედრო ძალებმა მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით ელჩის ევაკუაცია უკვე მოხერხდა, თუმცა შენობაში კვლავ რჩება საელჩოს თანამშრომლების და მიღებაზე მოწვეულ სტუმრების უმრავლესობა. ველოდებით დაშავებულთა დაზუსტებულ ინფორმაციას, რომელსაც შემდგომ გამოშვებაში შეგატყობინებთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.