შავი ქორწინება
როცა ბავშვი ვიყავი არასდროს მჯეროდა იმ გამოთქმის ერთ წამში ყველაფერი იცვლებაო, მაგრამ 18 წლის ასაკში ეს სიტყვები ზედმიწევნით ამიხდა. მე ნილა ცაგარელი ვარ ახლა 23 წლის ვარ, ვცხოვრობ ნიუ-ორკში. უფრო კონკრეტულად კი მარკსის ქუჩაზე, თუმცა ჩემი ისტორია 3 წლის წინ თბილისში დაიწყო. ჩვენი ოჯახის ტრადიცია იყო, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო შობას აუცილებლად მშობლიურ ქალაქში გავატარდბდით. მამა ამ ტრადიციას არასდროს არღვევდა და ამის საშუალებას არც ჩვენ გვაძლევდა, მომაბეზრებელი იყო ნიცა-თბილისის საჰაერო გზა, მაგრამ ამისგან თავის დაღწევა ოჯახის არცეთ წევრს არ შეგვეძლო. მე არასდროს მიყვარდა ხალხმრავლობა ამიტომაც ნათესავებითა და მეგობრებით სავსე სახლს ხშირად ვტოვებდი და თბილისის ქუჩებში ვსეირნობდი. ასე მოხდა 3 წლის წინაც მახსოვს 7 იანვრის სუსხიანი ღამე იყო და ქუჩას მიმართულების გარეშე მოვუყვებოდი იქვე ახლოს სკვერში სკამზე ჩამოვჯექი მალევე მივიქციე ვიღაც ლოთის ყურადღება, რომელიც გვერდზე მომიჯდა და ჩემთან გამოლაპარაკებას ცდილობდა, თუმცა მე ხმას არ ვცემდი რამაც გააღიზიანა და მკლავში ხელი ძლიერად ჩამავლო თითქოს ჩემი სადმე წათრევა უნდოდა. შეშინებულმა ყვირილი დავიწყე, რამოდენიმე წამი არავინ გამოჩენილა, მაგრამ მოულოდნელად ახალგაზრდა მამაკაცი მოგვიახლოვდა, რომელმაც ლოთს მშვიდად მიმართა - ლეო, ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ აგრესიული არ იქნებოდი არავის მიმართ. - ჰო, მაგრამ… - არავითარი, მაგრამ. არ დაამთავრებინა ახალგაზრდა მამაკაცმა რაზეც ლოთი მალევე გაიძურწა იქიდან. - სერიოზულად შემაშინა. წამოვიძახე გაუაზრებლად. - ლეო ცუდი ბიჭი არაა უბრალოდ ზოგჯერ ღიზიანდება. ახალგაზრდა აშკარად მაწანწალას დაცვას ცდილობდა. - მადლობა რით უნდა გადაგიხადოთ არც კი ვიცი. - იქნებ ხვალ ყავაზე დამპატიჟოთ. მოურიდებლად მითხრა ახალგაზრდამ და გამიღიმა. - რა თქმა უნდა. ცოტა დავიბენი და მეც გავიღიმე. ჩვენი შეხვედრა მეორე დღეს მართლაც შედგა ერთმანეთი გავიცანით. საბა მაშინ 19 წლის მეოცნებე ბიჭი იყო თბილისის გარეუბნიდან და თანაც არც თუ ისე შეძლებული ოჯახიდან და, როგორც ყველა ბანალურ ფილმსა თუ წიგნში ხდება ჩვენ ერთმანეთი შეგვიყვარდა. ჩვენს სიყვარულს ვმალავდით, რადგან ზუსტად ვიცოდი ჩემი ოჯახი არასდროს დაუშვებდა ჩემი და საბას ურთიერთობას. დედაჩემი გაგიჟდებოდა აუცილებლად დაიწყებდა, რომ ოჯახის შესაფერისი ბიჭი უნდა მომეძებნა და ძებნა მამას შეძლებული მეგობრების შვილებით დამეწყო. აი, მამა კი ალბათ სადმე გამგზავნიდა სასწავლებლად და სრულიად დამაშორებდა ახლობლებს. მე და საბამ ის ზამთარი ერთად გავატარეთ, ბავშურად გვჯეროდა, რომ ვერავინ დაგვაშორებდა და ოჯახებიც შეეგუებოდნენ ჩვენს ურთიერთობას. 28 მარტს საფრანგეთში უნდა დავბრუნებულიყავით, თუმცა მამამ გადაიფიქრა და ფრენა ჩემთვის გაურკვეველი მიზეზით გადადო. ამ ამბავმა მე და საბა გაგვახარა, რადგან ერთმანეთის ნახვას 1 წელი ვეღარ შევძლებდით შემდეგ შობამდე. ეს საუკეთესო არდადეგები იყოო რაც კი ოდესმე მქონია. საღამოს სახლში დავბრუნდი და დედასთან და მამასთან ერთად დივანზე ჩემოვჯექი. - მამა, სახლში 28 მარტს რატომ აღარ ვბრუნდებით? ვკითხე დაინტერესებულმა. - შენ, ანდრო მაჩაბელი გახსოვს? მკითხა ცნობის მოყვარედ. - კი, როგორ არ მახსოვს. - მისი შვილი თუ გახსოვს? - ვინ გური? - გხსომებია. ეგ ხო ინგლისში სწავლობდა ხოდა სამშენებლო ბიზნესი წამოიწყო, რამოდენიმე წლის წინ გვეგონა ბავშვია ჩაიძირება სექტორი მალევე გააკოტრებსთქო, მაგრამ იქით გააკოტრა ხალხი და დღეს ორივე მამა-შვილის ქონება, რამდენიმე მილიარდს ურტყავს. - ნეტა რამდენი აქვთ? იკითხა დედაჩემმა. - მაგას ვინ იტყვის. ხელი უცნაურად აიქნია მამამ. - რამოდენიმე თვის წინ ფრანგულ ჟურნალშიც ვნახე სტატია ყველაზე ახალგაზრდა მილიარდელი ყოფილა. დაამატა მამამ. - საქართველოს სახელი გააქვს მთელს მსოფლიოში. კარგი ბიჭია არავის ეგონა ქართველი ბიზნესმენი ამ ასაკში ამდენს თუ მიაღწევდა. არ ჩერდებოდა მამა. - ამას ჩვენს გამგზავრებასთან რა საქმე აქვს? ვკითხე გაკვირვებულმა. - ის საქმე აქვს, რომ გური ოჯახთან ერთად ჩამოდის აქ და მინდა ჩვენთან დავპატოჟო. კარგი ბავშვია ძალიან. თან გარკვეული თანხა უნდა ვთხოვო, თორემ ვალებს ვეღარ აუდივარ. - აბაა, შენ იცი ყველანაირად ეცადე, რომ თავი მოაწონო. ლაპრაკში დედა ჩაერია. - კარგი, რაა დედაა. გაღიზიანებულმა მივმართე. - ხო, რა იყო? უკეთესი გეგულება ვინმე? ეგ იცი რამხელა რაღაცაა მამაშენის ვალებს სულ დაფარავს და ჩვენც ამოვისუნთქებთ. დედა გაჩერებას არ აპირებდა. - წავალ რა დავიძინებ. ვთქვი და სახინებლისკენ დავიძარი. ჯიბეში ტელეფონი აბზუილდა მაშინვე მივხვდი, რომ საბა იქნებოდა და მართალიც აღმოვჩნდი. მე და საბა მის მეგობარზე ვლაპარაკობდით, როცა გონებაში უცებ გური მაჩაბელი ამომიტივტივდა ამ ტიპზე ჩემმა მშობლებმა იმდენი ილაპარაკეს, რომ დავინტერესდი,კომპიუტერი მუხლებზე მოვიკალათე და საძიებო სისტემაში გური მაჩაბელი ავკრიფე. უამრავი სტატია ამოაგდო თან სულ უცხოური და გავლენიანი ჟურნალების. საბა მობილურზე რაღაცის მოყოლას განაგრძობდა, თუმცა მისი ხმა აღარ მესმოდა, რადგან ჩემი გონება და აზრი მთლიანად ახალგაზრდა მილიარდელისკენ იყო მიმართული. - ნუთუ ასე გასიმპათიურდა გური მაჩაბელი. ვთქვი, კომპიუტერი გვერდზე გადავდე და კვლავ საბას მივუბრუნდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.