შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პროფესია ალფონსი (22)


8-08-2021, 16:23
ავტორი ელეო ნორა
ნანახია 2 145

ისეთი აღელვებული ვიჯექი მანქანაში, ნამდვილად არ ვგავდი ჩემს თავს. ნერვიულად ვიკვნეტდი ტუჩს, რომლის კუთხეც საგრძნობლად მიცახცახებდა. თვალებდაჭყეტილი დაძაბული ვიყურებოდი წინ მძღოლის სავარძელს ქურდულად ამოფარებული და ვცდილობდი, რომ მამაჩემის ვერცხლისფერი მერსედესი თვალთახედვის არედან არ დამკარგვოდა. ერთი სიკვდილი გავათავე, სანამ დანიშნულების ადგილამდე არ მიაღწიადა ეს ადგილი თავისი სამსახური რომ იყო, შვებით ამოვისუნთქე. მანქანა იქვე შესასვლელთანვე გააჩერა, გადმოვიდა და ისე გაეშურა შენობისკენ, რომ კარი არ ჩაუკეტია, ეჭვი გამიჩნდა, მალევე გამოვიდოდა და ისევ წავიდოდა სადღაც. არც შევმცდარვარ, ჩემი პროგნოზი გამართლდა და მართლაც მალევე გამოვიდა შენობიდან. გულმა ისევ დამიწყო ფორიაქი და ინსტიქტურად სავარძელზე გადავწექი,რომ არ შევემჩნიე.
_ისევ მას გავყვე გოგონი?_მამაჩემი საჭეს რომ მიუჯდა და ძრავა აამუშავა, შუახნის მძღოლმა, ისე რომ თავი არ მოუბრუნებია ჩემსკენ, ჩურჩულით მკითხა.
_კი, ისევ ისე, რომ არ შეგვნიშნოს.
ასეც მოიქცა. ეტყობა ასეთ სიტუაციებში გამოცდილი იყო ჩემი მძღოლი. მამაჩემი წინ გაუშვა, ასე ვთქვათ "ფორა" მისცა და ჩვენც დავიძარით ადგილიდან.
ამჯერად ქალაქგარეთ გავიდა და მცხეთაში ერთ-ერთ რესტორნის წინ შეჩერდა. შენობაში რომ შევიდა, მძღოლს ფული გადავუხადე და მეც გადავედი მანქანიდან. ჩანთიდან თხელი შარფი ამოვიღე, თავზე მოვიხვიე და დიდრონი მზის სათვალეებიც მოვირგე. ასე შევინიღბე აგენტივით და მეც რესტორანში შევედი.
როგორც აღმოჩნდა, ბიზნეს პარტნიორებთან მნიშვნელოვანი შეხვედრა ქონდა და სადილის დროს განიხილავდნენ რაღაც პროექტებს. საკუთარ თავზე გავბრაზდი, ასე უბრალოდ და ადვილად რომ ავყევი ბაიას და დედაჩემის ნაბოდვარს და ეჭვი შევიტანე ჩემს საყვარელ მამიკოში. ერთი ფინჯანი ყავა, რომელიც შემოსვლისთანავე შევუკვეთე, სასწრაფო წესით დავლიე, სულ გამოვიფუფქე პირი და ისევე უჩუმრად და ქურდულად გამოვიძურწე იქიდან, როგორც შევიძურწე, რათა მამაჩემს არ დავენახე.
რესტორნიდან გამოსული არ ვიყავი, რომ ტაქსი გაჩერდა და ხნიერი ქალი გადმოვიდა იქიდან. მეც ტუზი დამეცა. თავისუფალი ხარ-მეთქი, მძღოლს ვკითხე და თავის დაქნევით რომ დამიდასტურა, მაშინვე ჩავუჯექი. ბაიას მისამართი ვუთხარი, რათა მივვარდნოდი იქ მყოფ დედაჩემს და გემოზე გამომელანძღა მამაჩემის ცილისწამებისთვის. სავარძელზე მოხერხებულად მოვეწყვე და დავიძარით ადგილიდან. ოთხასი-ხუთასი მეტრი გვექნებოდა გავლილი, რომ მოულოდნელად მძღოლს რაღაც გაახსენდა.
_დიდი ბოდიში, ისევ იქ უნდა დავბრუნდე, ქალბატონს საბარგულში ჩანთები დარჩა._ და სანამ მე რამეს ვეტყოდი, უმალ მოაბრუნა მანქანა და მართლაც ისევ იმ რესტორანთან დავბრუნდით, სადაც ქალი ჩამოსვა.
საცოდავი ქალი განათების ბოძს მიყუდებოდა და ტიროდა. მოხერხებულმა მძღოლმა ზუსტად მის წინ შეაჩერა მანქანა, მკვირცხლად გადახტა და მაშინვე ქალთან მივიდა, რაღაც უთხრა, მერე საბარგულს მიუბრუნდა, ახადა და ჩანთები ამოუღო.
_შენ გაუმრავლდი შენს მშობლებს და შენს ცოლ-შვილს შვილო._აჩიპჩიპდა ქალი._სხვა ამას არც კი გააკეთებდა...
მაინც რატო ფიქრობდა ეს ქალი, რომ სხვა მის ჩანთებს წაიღებდა, არ ვიცი. უბრალოდ მე მეჩქარებოდა ბაიასთან მისვლა და მაღიზიანებდა მათი საუბარი. ერთი სული მქონდა ქალს დაესრულებინა სამადლობელი ლოცვები, რომ წავსულიყავით.
როგორც იქნა, მგონი დაიღალა ქალი და მძღოლმაც შვებით ამოისუნთქა და მეც. ის იყო, ადგილიდან უნდა დავძრულიყავით, რომ მამაჩემიც გამოვიდა რესტორნიდან ჩქარი ნაბიჯებით, თავისი მანქანის საჭეს მიუჯდა და სწრაფად მოსწყდა ადგილს.
_სახლში წასვლა გადავიფიქრე, იმ მერსედესს მიყევი, ოღონდ ისე, რომ არ შეგნიშნოს და არაფერი იეჭვოს იცოდე.
ახალგაზრდა კაცმა გაოცებით და თან ეჭვით შემომხედა.
_ახლობელია და უბრალოდ მაინტერესებს სად მიდის. საშარო არაფერია... ზედმეტს გადაგიხდი.
მგონი, ამ ზედმეტის გადახდამ უფრო იმოქმედა და ჩემმა მძღოლმაც დაძრა თავისი მანქანა ადგილიდან. როგორც გავაფრთხილე, ისე მიყვა შორიახლო დისტანციით. რომც შევემჩნიეთ მამაჩემს, დარწმუნებული ვარ ეჭვს ვერ აიღებდა.
_თავი ჯეიმს ბონდი მგონია._ჩაეცინა მძღოლს და უკანა ხედვის სარკეში გამომხედა.
ალბათ, ძალიან სერიოზული და მკაცრი გამომეტყველება მქონდა, რადგან მეტი რეპლიკა აღარ წამოსულა მისგან.
დაახლოებით ნახევარი საათი ვიარეთ ასე. მერე, რომელიღაც სოფელში შევედით და მამაჩემი რომ გაჩერდა, ჩვენც შორიახლოს შევჩერდით.
_ახლა რა ვქნათ?_ისევ გამომხედა მძღოლმა სარკეში, ოღონდ ამჯერად ღიმილის გარეშე.
_ცოტა ხანს დაველოდოთ რას მოიმოქმედებს და თუ აქ დარჩა, გაგიშვებ, დიდხანს არ შეგაყოვნებ._დავამშვიდე.
ჩემთან ერთად მძღოლიც დიდი ინტერესით და მონდომებით უთვალთვალებდა მამაჩემს, რომელიც მანქანიდან არ გადმოსულა და ისე ელოდა ვიღაცას. ის ვიღაც კი აშკარად მოქმედებდა ჩემს ნერვებზე. ათი-თხუთმეტი წუთი მაინც ვიყავით გაჩერებულები. მერე კი, როგორც იქნა გამოჩნდა ჩემთვის ნაცნობი ძიძა და მასთან ერთად ლეოც. მართალია ბიჭს გატაცებისა არაფერი ეტყობოდა, მაგრამ აშკარად მოწყენილი იყო და უკმაყოფილო. მანქანაში რომ ჩასხდნენ და თბილისისკენ წამოვიდნენ, ჩვენც უკან მივყევით. რამდენჯერმე სიჩქარეს საგრძნობლად უმატა მამაჩემმა. ალბათ, უკანადევნებული ტაქსი შენიშნა. ან, უბრალოდ გადამოწმება უნდოდა უკან ხომ არ მიყვებოდა კუდი. ბენზინგასამართ სადგურზე რომ გადაუხვია, მე გავაჩერე ტაქსი, დაპირებული ფული გადავუხადე და მოუთმენლად დაველოდე სხვა ტაქსის გამოვლას, რათა იქ გადავმჯდარიყავი, მაგრამ ჩემს ჯინაზე მალევე არ გამოუვლია და მამაჩემი წავიდა. როცა თავისუფალი ტაქსი ვნახე, მაშინ კი ვეღარსად მივაკვლიე მის ასავალ-დასავალს. სხვა თუ ვერაფერი, ერთი ამბავი მაინც გავიგე, მამაჩემი ნანასაც კარგად ცნობდა და ლეოსაც. აბა, რატო წამოვიდოდა თბილისიდან აქ და რატო ჩაისვამდა უცნობ ბიჭს თავის ძიძასთან ერთად მანქანაში?
თბილისში დაბრუნებული სახლში მისვლის ნაცვლად, ან სულაც ბაიასთან, ბაბუასთან წავედი კლინიკაში. ხმამაღლა არ ვაღიარებდი ამას, მაგრამ გუჯას ნახვა მინდოდა. ასეთი დაძაბული დღის მერე მისი სიყვარულით სავსე თვალების ხილვა ერთ რამედ მიღირდა. ბაბუას კლინიკა დავინახე თუ არა, უკვე ავღელდი, რადგან იქ გუჯა მეგულებოდა. მისი კოცნა გამახსენდა და ისე გამოვეთიშე ამ სამყაროს, რომ ტაქსიდან რომ გადავედი, მძღოლისთვის ფულის გადახდა მავიწყდებოდა. კიდევ კარგი მალევე გავიხსენე და არ შევრცხვი. მიმღებიდან მოყოლებული გაფაციცებით ვათვალიერებდი ირგვლივ ყველაფერს. თუმცა, არც მთლად ყველაფერს, გუჯას ვეძებდი მხოლოდ.
სამწუხაროდ ვერც ბაბუა ვნახე და ვერც გუჯა, ოპერაციაზე იყვნენ შესულები. სამაგიეროდ უჩას მოვკარი თვალი. ალბათ ქირურგთან კონსულტაციაზე იყო, თანაც მარტო და შენობიდან რომ გავიდა, ჩემი შარფითა და შავი მზის სათვალით შენიღბული მივყევი უკან. ბედად თავისუფალი ტაქსი მალევე შემხვდა და მის ტაქსს მივყევით უკან. პირველი მძღოლისა არ იყოს, თავი ლამაზი ჯაშუში მატა ჰარი მეგონა.
ლილოს დასახლებაში გავედით. ერთ-ერთი ხუთსართულიანი კორპუსის წინ ჩამოვიდა და სადარბაზოში გაუჩინარდა. მძღოლს თანხა გადავუხადე და გავუშვი. გამბედაობა მოვიკრიბე და მეც იქ შევედი. ათი ბინიდან რომელში იყო შესული, რთული გამოსაცნობი იყო, მაგრამ ფარ-ხმალი მაინც არ დამიყრია. გადავწყვიტე ყველა კარზე სათითაოდ დამერეკა და უჩა მეკითხა. თვითონ უჩას რომ გამოეხედა, რა უნდა მეთქვა, ან რა მომემოქმედებინა ეგ კი არ ვიცოდი. პირველივე კარი, რომელზეც მელოდიური ზარი დავრეკე, მალევე გამიღეს და ხანშიშესულმა კაცმა გამომხედა, რომელმაც გაოცებით შემათვალიერა.
_უჩას ვეძებ და სად ცხოვრობს ხომ ვერ მეტყვით?
კაცმა ინტერესით შემათვალიერა თავიდან-ფეხებამდე გამჭოლი მზერით. უჩას ხსენებაზე აშკარად შეეცვალა სახე.
_ვინ კითხულობს?
მივხვდი, ეს კაცი იცნობდა უჩას და იცოდა კიდეც მისი ასავალ-დასავალი და სიფრთხილე მმართებდა.
_საერთო მეგობარი გვყავს. კარგა ხანია არ მინახია. გავიგე, რაღაც შეემთხვაო და მონახულება გადავწყვიტე. მართალია ნეტა?
_მეგონა, მისი ერთ-ერთი კლიენტი იყავი?_მწარედ ჩაეცინა კაცს. დიდი ხანი არ არის რაც ჩემს ზემოთ გადმოვიდა საცხოვრებლად და უკვე იმდენი ქალი დაეძებს, სულიკოს საფლავს არ დაეძებს ასე არავინ. ამ ხნის კაცი ვარ და ასეთი რამ არ მსმენია და არ გამიგონია...
აუჰ, სწორ მისამართზე კი მოვედი, მაგრამ ამ ენაწყლიან ბერიკაცს რაღა გააჩუმებდა და დააღწევდა თავს?
_მასეთი კარგი მხატვარია?_ვითომ არ ვიცოდი მისი ნამდვილი პროფესია და "მიამიტურად" ვიკითხე._კი მითხრეს, რომ გამოფენებსაც კი აწყობსო, მაგრამ, მეგონა მხოლოდ კლიენტთა პორტრეტებს ხატავდა და იმას ყიდდა.
_მოიცა, შენ რომელ უჩას კითხულობ?_ცოტა დაიბნა კაცი._ამას არა, კაცი გამოძახებით რომ არის?
_კაცი გამოძახებით?_"გავიოცე" და ისეთი სახე მივიღე, თითქოს ძალიან შემეშინდა.
_აშკარად გაურკვევლობას აქვს ადგილი. მეგონა იმ ჩათლახს კითხულობდი ასეთი მშვენიერი გოგო. მხატვარ უჩას მე ვერ ვცნობ, არასწორი მისამართი მოგეცი ნამდვილად._შეწუხდა კაცი.
_არაუშავს._გამეღიმა._მეც არასწორად მოვედი ალბათ აქ. მადლობა, რომ დრო გამონახეთ ჩემთვის.
_მაგაზე ნუ იდარდებ. მე დრო თავზესაყრელად მაქვს შვილო...
_მაინც მადლობა._შევღიმე ბერიკაცს და უკან გამოვბრუნდი.
უჩას მისამართი უკვე ვიცოდი და ცოტა გულდარხეინებული გამოვედი სადარბაზოდან. ისიც გავიგე, რა საქმიანობასაც ეწეოდა ეს ვაჟბატონი. ახლა იმის დადგენა იყო საჭირო, მამაჩემი და ეგ მართლაც ძმაკაცები იყვნენ თუ არა, როგორც ეს ბაიამ მითხრა. ტაქსი გავაჩერე და ჩემს მანქანასთან დავბრუნდი, იქიდან კი ისევ ბაბუას კლინიკაში გუჯას სანახავად. პირველ რიგში ბაბუა მოვინახულე. რამდენი დღე იყო გასული რაც აღარ მენახა და გულში რომ ჩავეკარი აცრემლებული, ვეღარ "ავედღლიზე". ამ სერიოზულ და ინტელიგენტ კაცსაც კი ავუთრტოლე გული.
_ჩემი კუდრაჭა გოგო... როგორ მომენატრე გენაცვალე... რაღაც ძალიან დაგვივიწყე ბებრები... ხომ კარგად ხარ?_აღელვებული მელაპარაკებოდა და თან მეფერებოდა და მეალერსებოდა.
_ამ დღეებში აუცილებლად მოვიცლი, მოვალ და დავრჩები თქვენთან, მეც ძალიან მომენატრეთ.
_მოიცა, ახლა სპეციალურად ჩემს სანახავად არ მოსულხარ არა?_ოდნავ შემიშვა ხელი და გამომცდელად ჩამხედა თვალებში.
მართლაც რომ მასე იყო, გუჯას სანახავად მივედი, მაგრამ რომ მიმიხვდა, მაინც შემრცხვა.
_შემთხვევით, იმ მშვენიერ ქირურგს ხომ არ უკავშირდება შენი ეს ვიზიტი?.. მე კიდევ მეგონა, ბებრის გამო გაისარჯე._თან, ეშმაკურად ჩაეღიმა ულვაშებში.
შემრცხვა და რა შემრცხვა. მარტო სახეზე კი არა, მთლიან სხეულზე ამკრა ალმურმა. მგონი, ჭარხალივით გავწითლდი, რადგან ბაბუას შევეცოდე და ისევ გულში ჩამიკრა.
_მინდა გითხრა, რომ საუკეთესო არჩევანია... გუჯა ძალიან მომწონს, კარგი ბიჭია. საუკეთესო ტრავმატოლოგიცაა და ასევე თვითონ პიროვნებაა უმაღლესი. მიხარია, რომ მასზე შეაჩერე შენი არჩევანი. ჩვენს დროში იშვიათობაა ასეთი ზრდილობიანი, შრომისმოყვარე, თავდაუზოგავი და ალალი ბიჭები. გაიქეცი ახლა, აღარ დაგაკავებ, ნახე შენი პრინცი სანამ სახლში წასულა._შუბლზე მაკოცა და ხელით მიბიძგა, რომ მისი კაბინეტიდან გამოვსულიყავი.
მეორედ თქმა აღარ დამჭიევებია.
_მიყვარხარ!_ლოყაზე ვაკოცე და თავქუდმოგლეჯილი გამოვვარდი ოთახიდან.
დერეფანი გავირბინე და კიბეებზეც კისრისტეხით დავეშვი. კიბის ბოლოში მოვკარი თვალი და სიხარულით შევძახე.
_გუჯა, მოიცა!
ის იყო მობრუნდა, რომ ბოლო საფეხურზე წავბორძიკდი და პირდაპირ მის მკლავებში ამოვყავი თავი.
_ფრთხილად, არაფერი დაიშაო._შეშფოთებულმა ძლიერად მომხვია ხელები და მის მკერდში თავჩარგული გავინაბე ნიბლიასავით.
მგონი ფიქრობდა, რა დაბდური გოგოაო. არა და, მხოლოდ მასთან მემართებოდა ასეთი რაღაცეები. ესეც დახმარების ხელს უმალ მიწვდიდა დაუყვედრებლად.
_კარგად ხარ? რამე ხომ არ დაგიშავდა?_საეჭვოდ რომ გავიტრუნე, თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა.
_მომენატრე._ჩურჩულით ვუთხარი და ისევ მივეწებე მკერდზე.
მივხვდი რომ გაეღიმა და თავზე მაკოცა.
_მეც... ეხლა ვაპირებდი შენთან სამსახურში გამოვლას. გადავწყვიტე, ჩემი მიმი გაგაცნო.
_შენთან მეპატიჟები სახლში?_გამიხარდა და ეშმაკური ღიმილით შევხედე.
_ხო... არა, ცუდი არაფერი იფიქრო._მღელვარებისგან ენა დაება._თუ არ გინდა, სადმე წავიდეთ სხვაგან.
_არა, მინდა. მიმის გაცნობა მინდა._ხელკავი გამოვდე და კლინიკიდან ასე გამოვედით.
შემთხვევით ბაბუას კაბინეტის ფანჯრებს ავხედე და გამეღიმა. ფანჯარაში გადმოყუდებული გვიმზერდა და მე რომ შევხედე, ცერა თითი ამიწია, მაგარიაო.
რატომღაც მეგონა, რომ გუჯა კორპუსის ბინაში ცხოვრობდა და გარეუბანში მწვანეში ჩაფლულ ერთსართულიან სახლში რომ მიმიყვანა, გავვოცდი. უფრო იმიტომ რომ პატარა ეზო ნაირ-ნაირი ყვავილებით იყო მოჩითული.
_დედაჩემს უყვარდა ძალიან._ჩემი გაოცებული და ამავე დროს კმაყოფილი მზერა რომ დაიჭირა, დააკმაყოფილა ჩემი ცნობისმოყვარეობა._მისი ხსოვნის უკვდავსავყოფად ვუვლი. ხანდახან ჩემი დეიდაშვილიც მეხმარება..._გაეღიმა._ მიმი, სად ხარ?_მერე კი ეზოს შორეულ კუთხეში გასძახა ძაღლს, რომელიც მაშინვე გამოჩნდა.
ვეებერთელა მუცლით დინჯად გამოეშურა ჩვენსკენ. ეტყობოდა, რომ დღე-დღეზე იყო და სულ მალე მრავალშვილიანი დედა გახდებოდა ქალბატონი. რომ მოგვიახლოვდა, გუჯა მის წინ ჩაიცუცქა და მიეფერა. მე კი უარესად გაოცებულმა შევათვალიერე რუხი ძაღლი, რომელსაც ჩემსავით ჰეტეროქტომია ქონდა: ერთი თვალი ცისფერი, მეორე კი ყავისფერი.
_უი, მე მგავს?_ჩავიჩურჩულე, მაგრამ როგორც ჩანს არც ისე ჩუმად, რადგან გუჯამ გაიგო და ფეხზე წამოიმართა ღიმილით.
_თვალების ფერით კი._თან ძაღლს ეფერებოდა თავზე, რომელიც ინტერესით მომჩერებოდა მე.
_სად იშოვე ასეთი საყვარელი ცუგა?_მეც გადავუსვი ფუმფულა ბეწვიან თავზე ხელი.
_უპატრონო ძაღლთა თავშესაფრიდან მოვიყვანე... ერთ დღეს გადავწყვიტე, რომ ოთხფეხა მეგობარი მინდოდა. ამხელა ნამდვილად არა, ან კოკერი, ან ბიგლი, მაგრამ... ეს დავინახე თუ არა, მომეწონა.
_ძალიან საყვარელია... ხომ არ მიკბენს?_ძაღლის წინ ჩავიცუცქე და სანამ გუჯა რამეს მეტყოდა, ჯიგრიანად მოვეფერე ჭკვიან ცხოველს, რომელმაც ჯერ კუდი ამიქიცინა, მერე კი პატარა ბავშვივით ჩამეხუტა და სულ დამილოკა ხელები თუ სახე._როგორი თბილი და მოსიყვარულეა. ეტყობა, რომ ავი და აგრესიული არ არის.
_გააჩნია ვისთვის როგორ._გაეცინა გუჯას._შენ მოეწონე და იმიტომ. მეზობლები შიშით ვერ შემოდიან ეზოში. კატოსაც აშინებს. სულ იმას მეხვეწება, სამსახურში სანამ წახვალ, დააბიო, მაგრამ "მავიწყდება" რატომღაც.
_ფეხმძიმე ძაღლი როგორ უნდა გაიმეტო დასაბმელად?_გაოცებული წამოვდექი ფეხზე.
_ხო და მეც მაგიტომ მავიწყდება. დილით ისე გამოვეპარები ხოლმე სამსახურში, რომ არ შემახსენოს... ახლაც საყვედურს მეტყვის ალბათ.
_ახლაც?
_ხო, აგერ, მოდის კიდეც._სახლისკენ გაიქნია თავი.
გავიხედე და თხუთმეტიოდე წლის გოგონა მოაბიჯებდა ვიწრო ბილიკზე ჩვენი მიმართულებით.
_ეს ვინ არის?_გამიკვირდა._რადგან ძალიან გავდა გუჯას. თუმცა ვიცოდი რომ არც და და არც ძმა არ ყავდა.
_ჩემი დეიდაშვილია კატო. ზაფხულის არდადეგებს ჩემთან ატარებს და ბევრ რამეში მეხმარება.
ამასობაში გოგონაც მოგვიახლოვდა, მოგვესალმა და შეფარვით შემათვალიერა დიდრონი შავი ბრიალა თვალებით. თან გუჯას მოხვია წელზე ხელი და ისე მიეხუტა.
_ეს მარია._გუჯამ ჩემი თავი გააცნო დეიდაშვილს.
_მივხვდი._ისე ალალად და გულწრფელად თქვა გოგონამ, რომ გამეღიმა.
მივხვდი, ჩემზე ხშირად საუბრობდნენ დეიდაშვილები და ამიტომაც მიცნო ასე ადვილად და უთქმელად ამ გოგომ. სხვათაშორის, მესიამოვნა ეს ამბავი და გამეღიმა. გუჯას რომ შევხედე, ცოტა უხერხულად იშმუშნებოდა.
_დღეს ხილის ტორტი გავაკეთე და კარგად არის უკვე ჩაციებული. შენს მეგობარს არ შემოიპატიჟებ სახლში?_გუჯას კი კითხა კატომ, მაგრამ ჩემთვის არ მოუშორებია თვალი.
_დიდი სიამოვნებით დავაგემოვნებ. ძალიან მიყვარს ხილის ტორტი._არც კი დავლოდებივარ გუჯას დაპატიჟებას, ისე დავთანხმდი კმაყოფილი ღიმილით.
ვიწრო ბილიკზე, რომლის ორივე მხარეს ნაირფერი ვარდები იწონებდნენ თავს, კატო მიგვიძღვოდა, მე უკან მივყვებოდი და ჩემს მერე კი გუჯა მოდიოდა. მის მზერას ვგრძნობდი და დაძაბული მივაბიჯებდი. მეშინოდა, ფეხი არ გადამბრუნებოდა, ან არ ამბნეოდა და არ წავქცეულიყავი. (მე ხომ ყოველთვის თავს ვირცხვენდი მის წინაშე?) მშვიდობით მივაღწიეთ ღია ვერანდამდე, რომელიც მშვენივრად იყო მოწყობილი სარწეველა ჩალის სკამებით და პატარა ხის მრგვალი მაგიდით. თუმცა, სანამ ვერანდაზე ავიდოდით ორი თუ სამი საფეხურით, ეზოში ონკანთან დაგვაბანინა კატომ ხელები და ისე აგვიყვანა ზემოთ.
_ეს მისი გამშვები პუნქტია. სანამ ხელებს არ დამაბანინებს, მანამ არ მიშვებს სახლში._გაეცინა გუჯას.
_ძალიანაც კარგს ვაკეთებ რომ იცოდე!_საყვარლად გაცხარდა კატო._ ჯერ შენი სამსახური ვთქვათ, რამდენ პაციენტს კიდებ ხელს ხან სად და ხან სად? ახლა, მოდიხარ და მიმის ეფერები. შენი აზრით, მაგ ხელებს დაბანა არ უნდა? მადლობა მომიხადე, მხოლოდ საპონს რომ ვჯერდები და სადეზინფექციო ხსნარით არ გიმუშავებ ხელებს.
გუჯას რომ შევხედე, ეღიმებოდა. მერე კი, კატო სახლში რომ შევიდა, შიოსავით საიდუმლოდ გამანდო.
_ასეთ ტერორში ვყავარ ყოველთვის, როცა აქ მყავს. დავიღალე უკვე. არა და, ვერც ვეუბნები, აღარ მოხვიდე-მეთქი.
შიოსთან მსგავსება რომ აღმოვაჩინე ამ მხრივ, გამეცინა. სარწეველა სკამში მოხერხებულად ჩავჯექი და ინტერესით მოვათვალიერე ირგვლივ ყველაფერი. ვერანდის გარშემო ქოთნებით სამეფო ბალბები იწონებდნენ თავს და ნიავის ყოველ წამოქროლვაზე მისთვის დამახასიათებელ სურნელს აფრქვევდნენ. ამდენნაირი ბალბა თუ არსებობდა, ნამდვილად არ ვიცოდი. ბებიას დანამდვილებით ვიცი, რომ მოეწონებოდა ეს პატარა სამოთხე.
მეც კი მიყვარდა ყვავილები, მაგრამ მოვლა მეზარებოდა. როდის სასუქი უნდოდა, როდის მიწის აფხვიერება. ეგ კი არა, რომელ ყვავილს როდის უნდოდა მორწყვა, ეგ არ ვიცოდი.
_ბებიასაც ძალიან უყვარს ყვავილები და მათთვის ცალკე კუთხე აქვს გამოყოფილი. უამრავი ყვავილი აქვს, მაგრამ ამდენი მაინც არა... ზამთარში ამდენი სად მიგაქვთ?_დავინტერესდი.
_ზამთარში ყვავილებს დასვენება ჭირდებათ და ამიტომ ბნელ და გრილ სარდაფში ვაძინებ._გუჯას მაგივრად კატომ გამცა პასუხი, რომელიც ის ის იყო გამოვიდა ლანგრით ხელში სადაც ხილის ტორტი, თეფშები, ჩანგლები და ლამაზი ჭიქები ელაგა.
მიხმარება გადავწყვიტე, მაგრამ მოხერხებულად და მარდად დააწყო ყველაფერი მაგიდაზე და გუჯას მიყბრუნდა, მაცივარში გრაფინით გარგარის წვენია, წეღან გამოვწურე და ის წამოიღეო.
არ ვიცი, ლამაზმა გარემომ იმოქმედა ჩემზე, გუჯას ნახვამ, მისი დეიდაშვილის გაცნობამ, მიმის ნახვამ თუ ყველაფერმა ერთად, სასწაულად კარგ ხასიათზე დავდექი. კატო ძალიან მეგობრული და საინტერესოდ მოსაუბრე გოგო გამოდგა. იმდენი კი ესმოდა, რომ სულ თვითონ არ უნდა ელაპარაკა და შიგადაშიგ მარტოებსაც გვტოვებდა "შეყვარებულებს" რომ რამე გვეთქვა ერთმანეთისთვის. თუმცა, მაინც უფრო ხშირად ის საუბრობდა. ბევრიც ვიცინეთ. ეს მორიდებული და ზრდილი ბიჭი მთლად შიოსნაირად ვერა, მაგრამ მაინც იუმორით გვიყვებოდა თავის ამბებს. მოკლეთ, ძალიან კარგი დრო გავატარეთ და ჩემი სახლში წამოსვლის დრო რომ მოახლოვდა, ფეხები უკან მრჩებოდა, იქიდან წამოსვლა აღარ მინდოდა.
ქუჩის კარებამდე ორივემ მიმაცილეს. მერე კატო ლოყაზე კოცნით დამემშვიდობა, სანამ აქ ვარ კიდევ გამოგვიარეო და სახლში შევიდა. მივხვდი, განგებ მოიქცა ასე, რომ მარტოები დავეტოვებინეთ. მართალია, გუჯამ რამოდენიმე დღის წინ გამიბედა კოცნა, მაგრამ მას მერე თამამად მაინც არ იქცეოდა. ალბათ, არ თვლიდა იმას, რომ უკვე მისი საკუთრება ვიყავი და როგორც უნდოდა და როცა უნდოდა ისე არ მექცეოდა. ყოველთვის თავდაჭერილი და მორიდებული იყო ჩემთან მიმართებაში და ამის გამო უფრო მიყვარდა და ვაღმერთებდი.
_კარგი დეიდაშვილი გყოლია, მომეწონა, ძალიან კარგი გოგოა.
_მინდა გითხრა, რომ მასაც ძალიან მოეწონე._შემომღიმა.
_მართლა?_მეც გამეღიმა._რა შეატყე?
_ყველაფერი. თან, თვითონაც მითხრა, მაგ გოგოს თუ გულს ატკენ და დაკარგავ, იცოდე ჩემთან გექნება საქმეო.
გამეცინა.
_გაშინებს?
_შიში არაფერ შუაშია... უბრალოდ, შენს გარეშე სიცოცხლე არ მინდა და ამის გამო ვეცდები ყველანაირად, რომ გული არ გატკინო... იცი? მთელი საღამოა გიყურებ და მხოლოდ ერთი სურვილი მიტრიალებს თავში.
სანამ გავიაზრებდი რა სურვილზე მელაპარაკებოდა, ნიკაპზე ამომდო თითები, თავი ამაწევინა და სუნთქვა შემიგუბა მისმა ჯადოსნურმა კოცნამ.
მეგონა, მაშინ, პირველად რომ მაკოცა, მიტომ მქონდა ისეთი სასწაული განცდა, მაგრამ შევცდი. ამ ჯერზეც ზუსტად იგივე განცდები მქონდა იგივე დოზით, რაც წინა ჯერზე.
_მიყვარხარ... ყოველი დღის გათენება იმიტომ მიხარია, რომ ვიცი, გნახავ. თუ ვერ გნახავ, შენ ხმას მაინც გავიგონებ. არ ვიცი, სამომავლოდ შენ რა გეგმები გაქვს, მაგრამ მე არც ერთი წუთის და წამის დაკარგვა არ მინდა. მინდა რომ ჩემი ცოლი გახდე და ჩემი შვილების დედა იყო._მართალია ცოტა გაუბედავად, მაგრამ მთელი სერიოზულობით, განცდებით და ემოციებით მითხრა.
თვალებში რომ შევხედე, უდავოდ გულწრფწლი და ალალი იყო. მართლა გულიდან წამოსული იყო მისი ეს სიტყვები.
_ამ ყველაფრის თქმას ასე არ ვგეგმავდი, მაგრამ გამბედაობა ძლივს მოვიკრიბე. არ ვიცი, შეიძლება ვჩქარობ და ამ ჩემი გულისნადების განდობით დაგაფრთხო და დაგკარგო კიდეც, მაგრამ... მართლა ძალიან მიყვარხარ...
წინასწარ დაგეგვმის და გააზრების გარეშე ჩავეხუტე გულში. ჩვენი სურვილები ასი პროცენტით ემთხვეოდა ერთმანეთს. მარტო სურვილები კი არა, გულის ფეთქვის რიტმიც კი ემთხვეოდა და უზომო ბედნიერების შეგრძნებით ვითვლიდი სულგანაბული და სუნთქვაშეკრული თითოეულ ფეთქვას. ერთი... ორი... სამი...
_ვერ შეგპირდები, რომ ციდან ვარსკვლავებს მოგიწყვეტ, ან ქვეყანას გაგიგებ ფეხქვეშ. ერთადერთი რაც შემიძლია, იმას გეტყვი, რომ სიკვდილის ბოლომდე მეყვარები. ჭირსა თუ ლხინში მუდამ შენს გვერდით ვიქნები. სიცოცხლის ბოლო წუთამდე გიერთგულებ და არასდროს, არასდროს არ დავუშვებ იმას, რომ შენს თვალზე ცრემლი ბრწყინავდეს...
პასუხი რომ არ დავუბრუნე, ცოტა ნირწამხდარმა ამაწევინა ისევ თავი და შეშფოთებულმა ჩამხედა თვალებში. მისი აღიარებით გაბედნიერებულმა და გათამამებულმა ფეხის წვერებზე ავიწიე და მის ბაგეებს შევეწებე.
_ჩემი სურვილიც ეგ არის._მის ბაგეებს რომ მოვწყდი, ეშმაკურად შევღიმე და ელდანაკრავივით გავვარდი ქუჩაში, სადაც ჩემს მანქანაში ჩავჯექი და გიჟივით მოვწყდი ადგილს. ის უდიდესი სიყვარული, ბედნიერება და განცდები წამოვიღე გულით, რასაც გუჯა ბადებდა ჩემში.
სახლში მისულს მამაჩემი თავის კაბინეტში დამიხვდა. მართალია, ცოტ-ცოტა ეჭვები კი მქონდა მის მიმართ, მაგრამ ისევე ძალიან მიყვარდა, როგორც აქამდე. თან, გუჯასთან შეხვედრამ უზომო ბედნიერებით ამავსო. მივედი და თავის სამუშაო მაგიდასთან მჯდარს ზურგიდან ჩავეხუტე.
ერთხანს გაიტრუნა. მერე, ხელები შემაშვებინა, მბრუნავი სკამით შემობრუნდა და თვალებში შემომხედა.
_ერთი კვირით მივლინებაში მივემგზავრები. შენი დარდი მაქვს აქ როგორ იქნები? ჩემთან ერთად ხომ არ წამოხვიდოდი?
_შენთან ერთად? მერე და ჩემი სამსახური?_გამიკვირდა.
_ერთკვირიანი შვებულება რომ აგეღო?
_არა, იყოს_მაშინვე უარვყავი მისი შემოთავაზება._ბავშვი არ ვარ, რომ მარტოს გამიჭირდეს ცხოვრება. ხანდახან ბაიასთან დავრჩები, რა პრობლემაა?
_რავიცი, მედარდები, შენი მარტო დარჩენა არ მინდა._მკლავები მომხვია და მუხლზე ჩამომისვა._მე გამიჭირდება უშენოდ.
_ვაღიარებ, მეც გამიჭირდება, მაგრამ ცხოვრება ხომ დამოუკიდებლადაც უნდა შემეძლოს? ბავშვი ხომ აღარ ვარ?_გამეცინა.
მომეჩვენა, რომ არ მოეწონა ჩემი უარი. თუმცა, ვერც დაჟინებით მომთხოვა მასთან ერთად წასვლა. სხვა დროს სხვა შემთხვევაში არც კი დავფიქრდებოდი და დიდი სიამოვნებით გავყვებოდი, მაგრამ ახლა მართლა არ მინდოდა. ასე თუ ისე ეჭვის ჭიაც მღრღნიდა, მაგრამ უფრო მეტად კი გუჯა იყო ჩემი არწასვლის მიზეზი.
მეორე დღესაც შემომთავაზა წაყოლა. უფრო, შიოს სიტყვებით რომ ვთქვათ გასაგებად, პირი მიკითხა და ისევ ცივი უარი რომ მიიღო ჩემგან, ცოტა ნაწყენმა დაიწყო ჩაბარგება. ბევრი არაფერი ჩაულაგებია თავის ჩემოდანში. მართალია, ერთი კვირით მიდიოდა, მაგრამ მაინც, ელემენტარული კბილის პასტა და ჯაგრისი არ ჩაუდია. გამიკვირდა კი, მაგრამ ხმამაღლა არ მითქვია, პირიქით, სიყვარულით დავემშვიდობე და მანქანამდე ჩავყევი კიდეც. მთელი ათი წუთი მაინც ვყავდი ჩახუტებული და თითქოს სამუდამოდ მემშვიდობებაო, ისე მჭიდროდ მიხუტებდა გულში და აღარ უნდოდა ჩემი გაშვება. მერე, დარიგებებს მოჰყვა: "ჭკუით იყავი", "თავს მოუფრთხილდი" და ასეთი ათასი სხვა. მანქანაში რომ ჩაჯდა და წავიდა, ეჭვით გავაყოლე რატომღაც თვალი. ბაიას და დედაჩემის "ნაბოდვარი", თითქოს აღწევდა მიზანს და ჩემს სულში ფესვს იდგამდა.
გენიალური აზრი დამებადა მის გადასამოწმებლად. ამიტომ, თვალს მიეფარა თუ არა მისი მანქანა, ჩემს მანქანაში ჩავხტი და უჩას ბინისკენ გავეშურე. სანამ ის სამსახურში გაივლიდა, მე მივასწრებდი იქ მისვლას და თუ მართლა ძმაკაცები იყვნენ, გამოსამშვიდობებლად, ან სულაც მის წასაყვანად მივიდოდა იქ.
დიდად იმედი მქონდა-მეთქი, მოვიტყუები, მაგრამ მაინც გულისფანცქალით ვმართავდი საჭეს და რაც შემეძლო სწრაფად მივდიოდი. მანქანა მოშორებით შევაჩერე, რათა მამაჩემს თვალში არ მოხვედროდი და საეჭვოდ რომ არ მეწრიალა, გზის მეორე მხარეს გადავედი და მოსაცდელ ჯიხურში სკამზე ჩამოვჯექი.
ლამის ერთი საათი ვიცადე. რომ დავიღალე და იმედიც გადამეწურა მისი იქ გამოჩენის, ფეხზე წამოვდექი და ჯიხურიდან უნდა გამოვსულიყავი, რომ შავმა მერსედესმა მკვეთრად დაამუხრუჭა და ჩემი ყურადღებაც მიიქცია. მის საჭესთან მამაჩემი რომ ვიცანი, ერთ ადგილზე გავიყინე. მართალია, ვილოდებოდი, მაგრამ სადღაც, გულის კუთხეში მაინც არ მქონდა იმედი, რომ გამოჩნდებოდა, მაგრამ შევცდი. თანაც, სხვა მანქანით იყო. სასწრაფოდ გადმოვიდა იქიდან და სადარბაზოში გაუჩინარდა. იქიდან კი მალევე დაბრუნდა უკან უჩასთან ერთად და თან აშკარად მძიმე ჩემოდნებს მოათრევდა, რომლებიც საბარგულში ჩაალაგა. მერე მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ.
შიოს სიტყვებით რომ ვთქვა, გამოვშტერდი. თუ მივლინებაში მიდიოდა, თან მეც მეპატიჟებოდა, უჩა სადღა მიყავდა? ნუთუ, არანაირი მივლინება არ ქონდა და უბრალოდ გაქცევით შველოდნენ თავს?
უკან გაყოლვას აზრი არ ქონდა, უმალ შენიშნავდნენ ჩემს მანქანას. ბაიას მსგავსად დეტექტივური გონებით ვერ დავიკვეხნიდი, ამიტომ ცოტა ფიქრი დამჭირდა. მერე კი, მამაჩემის სამსახურში გადავწყვიტე მისვლა, რაღაცას მაინც ხომ გავიგებდი იქ? სირბილით გადავჭერი ქუჩა, ჩემს მანქანამდეც სულ სირბილით მივედი, საჭეს სამხედრო სისწრაფით მივუჯექი და მამაჩემის ოფისისკენ ავიღე გეზი.
(გაგრძელება იქნება)



№1 სტუმარი სტუმარი ლია

ეტყობა ჩქარა მოეფინება ნათელი ამ საუკეთესო ისტორიას.

შენ ხარ ერთ- ერთი საუკეთესო ახალბედა მწერალი ყველას, რომ გვაბედნიერებს.

 


გუჯა და მარიშკა ძალიან საყვარლები არიან ერთად❤
აი, ბატონმა მამამ კი ნამდვილად გამიცრუა იმედები, მაინც არ დავიჯერე, რომ ყველაფერი მისი მოწყობილი იყო :(
ძალიან დაიძაბა სიტუაცია. ველოდები შემდეგ თავს.

 


№3  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი ლია
ეტყობა ჩქარა მოეფინება ნათელი ამ საუკეთესო ისტორიას.

შენ ხარ ერთ- ერთი საუკეთესო ახალბედა მწერალი ყველას, რომ გვაბედნიერებს.

მადლობა შეფასებისთვის. ❤️❤️❤️

რუსკიმარუსია
გუჯა და მარიშკა ძალიან საყვარლები არიან ერთად❤
აი, ბატონმა მამამ კი ნამდვილად გამიცრუა იმედები, მაინც არ დავიჯერე, რომ ყველაფერი მისი მოწყობილი იყო :(
ძალიან დაიძაბა სიტუაცია. ველოდები შემდეგ თავს.

❤️❤️❤️
--------------------
მშვილდოსანი

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა ეს თავი გუჯა და მარი რა კარგები არიან მაგრამ მამამ აურია ბოლოს ცუდია მადლობა წარმატებები

 


№5  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი ნესტანი
ძალიან მომეწონა ეს თავი გუჯა და მარი რა კარგები არიან მაგრამ მამამ აურია ბოლოს ცუდია მადლობა წარმატებები

დიდი მადლობა შეფასებისთვის. ❤️❤️
--------------------
მშვილდოსანი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent