შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავი ქორწინება (თავი 3)


10-08-2021, 04:08
ავტორი Tamanaziechi
ნანახია 2 230

ქორწილი 1 კვირაში ჩაინიშნა, მე საქართველოში არ მინდოდა, რადგან ვიცოდი, რომ ჟურნალისტების მთელი არმია მოვიდოდა, მაგრამ ოჯახები გაჯიუტდნენ განსაკუთრებით კი დედაჩემი. დაყოლიება მხოლოდ იმაზე შევძელი, რომ ცერემონიას მარტო ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრებოდნენ და რაღათქმა უნდა ეს ყველაფერი ჟურნალისტებისგან შორს უნდა მომხდარიყო. არ მსურდა საბას და მის მეგობრებს ეს ყველაფერი შეეტყოთ.

ამ მოულოდნელი გადაწყვეტილებით დედა აღფრთოვანებული იყო მამა კი დამწუხრებული, რადგან ხვდებოდა ეს ქორწინება რაზე იყო დაფუძნებული ზუსტად იცოდა, რომ გურის ვერასდროს შევიყვარებდი და არც გური იქნებოდა მოსიყვარულე ქმარი.
- ნილა, შეიძლება შემოვიდე? მომესმა მამას ხმა.
- შემოდი მამა. ვუთხარი და კარი გაიღო.
- როგორ ხარ? მკითხა მოწყენილად.
- კარგად, მამა ქორწილისთვის ვემზადები. ვუთხარი და ნაძალადევად გავიღიმე.
- ვიცი, რომ მატყუებ და ყველაფერს დათმობდი ოღონდ ეს ქორწილი არ შედგეს.
- ასე არაა მამა… ხომ აგიხსენი მე და გურიმ ვილაპარაკეთ, შეიძლება ეს ჯერ სიყვარული არ არის, მაგრამ ესეც აუცილებლად იქნება.
- ასეთი რა გითხრა, რომ შენი დაყოლიება მაშინვე შეძლო. დაეჭვებით მკითხა მამამ.
- მითხრა, რომ ვუყვარვარ და ეს საკმარისია მამა ჩემთვის, თან ვინ შეიძლება მასზე უკეთესი ვიპოვნო? შენც კარგად იცი გური ყველას უყვარს და მოსწონს თავისი ხასიათის გამო.
- ის ბოროტია შვილო. მითხრა მამაჩემმა.
- ასე ნუ ამბობ მამა, მაშინ შეცდა და ესეც ამიხსნა ამიტომ მე მის მიმართ კითხვები აღარ მაქვს.
- დარწმუნებული ხარ, რომ შენი არჩევანი გაგაბედნიერებს?
- რა თქმა უნდა.. ვუთხარი და მოვეხვიე თან თვალზე მომდგარ ცრემლს ძლივს ვიკავებდი. მოულოდნელად მამას ტელეფონი აბზუილდა.
- შენი საქმრო რეკავს. მითხრა და ტელეფონი შემომიტრიალა.
- გისმენთ. უპასუხა მამამ. - კარგი, კარგი ცოტახანში მოვალ. თქვა თან სახეზე აშკარად ღიმილი დასთამაშებდა.
- რა მოხდა? სად მიდიხარ? ვკითხე გაკვირვებულმა.
- გურიმ, თანხა გადმორიცხა ჩემს ანგარიშზე და ჩემი ხელმოწერა სჭირდებათ. სადაც იყო ხტუნაობას დაიწყებდა სიხარულით ამან მეც გამახარა.
- ხომ გითხარი , ის ცუდი ადამიანი არ არის.
- იმედია ეს ყველაფერი ამ ქორწინების გამო არ გააკეთა. თითქოს დაეჭვდა მამა.
- ასე, რომ ყოფილიყო ქორწილს დაელოდებოდა ასე არაა?
- მადლობა, თქვენს ოჯახს შვილო. მითხრა და კიდევ გადამეხვია. ამ სიტყვებზე თითქოს გამცრა. ახლა გური იყო ჩემი ოჯახი.

ქორწილამდე სულ რაღაც 2 დღე რჩებოდა უკვე ყველაფერი მზად იყო დედაჩემი გურით აღფრთოვანებას არ წყვეტდა განსაკუთრებით იმის შემდეგ რაც გაიგო, მამას ანგარიშზე ასეულობით მილიონი ჩარიცხა.
- დედა, სტუმრების სია რაც შეიძლება შეამცირე. ვთხოვე დედაჩემს.
- მე კი შევამცირებ, მაგრამ შენი არ მესმის, სანატრელ კაცს მიყვები ცოლად, ამდენ გოგოში შენ ამოგირჩია თუ შენ რას ფიქრობ სხვა არჩევანი არ ჰქონდა?
- არ მაინტერესებს შენი აზრები. ვუთხარი გაღიზიანებულმა.
- დააფასე ის რაც ღმერთმა მოგცა, შენს ტოლ გოგოებს სანატრელი ჰყავთ ეს ბიჭი და შენც მოგეხსენება ეს. არ ჩერდებოდა დედა.
- ხოდა დატკბი ამ ბედნიერებით 2 დღეში მისი ცოლი გავხდები. დედას სიტყვებზე ძალიან გავბრაზდი ჩემი გრძნობები საერთოდ არ აინტერესებს.
- მათე, როდის ჩამოდის? ვკითხე დედაჩემს.
- მათე ვერ ჩამოვა.
- რაა? რატო?
- უნივერსიტეტი არ უშვებს.
- აი, ეს მესმის. ვთქვი გაღიზიანებულმა და ბაღში გავედი. დავინახე კარებში ვიღაც შემოვიდა მალევე ვიცანი ნაცნობი სილუეტი, რომელიც მიახლოვდებოდა.
- როგორ ხარ? მკითხა გურიმ.
- უკეთ ვიყავი სანამ დაგინახავდი.
- გამოდის, რომ სულ ცუდად იქნები, რადგან 2 დღეში ჩემი ნახვა ყოველ წამს მოგიწევს.
- საქმეზე გადადი. ვუთხარი გაღიზიანებულმა.
- რაღაც ბიზნეს შეხვედრა მაქვს საზღვარგარეთ და დღეს გამგზავრება მიწევს, ხვალ დავბრუნდები.
- ჯოჯოხეთშიც წასულხარ და იქიდან აღარც დაბრუნებულხარ არასდროს.
- რაც უფრო უახლოვდები მაჩაბელის გვარს იუმორსაც აშკარად ხვეწავ. მითხრა თავისი ირონიული ტონით.
- ქალბატონო, ნილა გარეთ ვიღაც ახალგაზრდა ბიჭია და თქვენი ნახვა უნდა. მითხრა თინამ. ოღონდ საბა არაა. გავიფიქრე გულში.
- უთხარი, რომ არ მცალია არ ვიცი ვინაა.
- კი, მაგრამ მნიშვნელოვანიაო.
- გითხარი, არ მცალიათქო. ვუყვირე თინას. რაზეც გურიმ ეჭვით შემომხედა.
- თინა, იმ ახალგაზრდას უთხარი, რომ შემოვიდეს. თქვა გურიმ. თინა დაიბნა არ იცოდა რა გაეკეთებინა.
- ეს რას ნიშნავს? ვიკითხე გაღიზიანებულმა.
- მაინტერესებს ვინაა.
- ეს არის შენი სიყვარული და პატივისცემა? ვთქვი, რომ არ მინდა არავის ნახვა.
- თინა, გთხოვ. გურიმ თინას მიმართა და თინაც მაშინვე სტუმრის შემოსაყვანად გაემართა.
- ასე რატომ ნერვიულობ? იკითხა გურიმ. - არის რამე რაც უნდა ვიცოდე? დაეჭვებით მეკითხებოდა.
- პირად სივრცესაც არ მიტოვებ, ეს რა ავადმყოფობაა. ვთქვი გაღიზიანებულმა და თანაც შეშინებულმა თუ გური საბაზე გაიგებს საშინელება დატრიალდება.
- შენი პირადი სივრცეც და შენი ყველაფერი მე ვარ ეს არ დაგავიწყდეს, თორემ ცუდად დაამთავრებ. მითხრა მუქარის ტონით და ხელზე ხელი მთელი ძალით მომიჭირა.
- მტკივა, ცხოველო.
- არაუშავს მოითმენ.
დავინახე, როგორ გაიღო ეზოს კარი და თინასთან ერთად სანდრო შემოვიდა. ოღონდ ეს არაა, თუ სანდრო რამეს იტყვის გური ყველას გაგვანადგურებს. გურიმ ხელი გამიშვა და სანდროსკენ დაიძრა მეც იძულებული ვიყავი მას გავყოლოდი.
- ნილა, როგორ ხარ? მკითხა სანდრომ.
- კარგად სანდრო შენ როგორ ხარ? ჩემი ხმა უკვე კანკალებდა და ეს შესამჩნევი იყო.
- მე კი კარგად ვარ ნილა, მაგრამ სა… არ დავამთავრებინე სანდროს. - ეს გურია ჩემი საქმრო. სანდროს გურიზე ვანიშნე.
- ვინ? სანდროს შოკირებული სახე ჰქონდა.
- გური მაჩაბელი. ნილას საქმრო ნუთუ ასეთი რთული გასაგებია. იკითხა გურიმ.
- და შენ? კითხა გურიმ და ჩვეულებრივი ცინიკური სახით შეათვალიერა რაც მისი სავიზიტო ბარათი იყოო.
- მეე… მეე… აშკარად დაბნეული იყო სანდრო.
- ის ჩემი მეგობარია. საუბარში მე ჩავერიე.
- მეჩვენება თუ კარნახობ? მკითხა გურიმ.
- კარგი რაა ძვირფასო. ძალით გავიცინე და გულზე მივეხუტე მან კი საპასუხოდ ხელი წელზე შემომხვია და შუბლზე მაკოცა.
- რამოდენიმე დღის წინ თქვენზე სტატია წავიკითხე, სასტუმროსთან დაუნახიხართ ჟურნალისტებს. მეგონა ეს უბრალოდ ჭორი იყო.
- ეს გრძელი ამბავია, ნილას ჟურნალისტებთან ლაპარაკი არ უყვარს. თქვა გურიმ.
- და, რამდენი ხანია რაც ერთად ხართ? სანდრო კითხვას კითხვაზე სვამდა.
- რამოდენიმე თვეა. არ მაცადა გურიმ პასუხის გაცემა და თავად უპასუხა.
- რამოდენიმე თვეა? ჩაიცინა სანდრომ. - უცნაურია არც ჩემთვის და არც სხვა მეგობრებისთვის ნილას ეს არ უთქვამს.
- ასეა, ნილას ბევრი ლაპარაკი არ უყვარს თანაც პირადზე.
- კარგით, მე წავალ და ბედნიერებას გისურვებთ. აშკარად ზიზღით თქვა სანდრომ.
- სულ ეს იყო? ამისთვის მოხვედი? იკითხა გურიმ.
- კი, უბრალოდ მინდოდა ნილა მენახა.
- გასაგებია. სანდროს უკვე რამდენიმე ნაბიჯი ჰქონდა გადადგმული როცა გურიმ დაუძახა. - ქორწილში გეპატიჟებით.
- აუცილებლად მოვალ. დაიძახა სანდრომ და თვალს მოეფარა.
- იცი, რაა ძვირფასო ძალიან უბრალოდ და უბადრუკი მეგობრები გყავს ამიტომ სჯობს მათთან კავშირი გაწყვიტო.
- ამას შენ ვერ გადაწყვეტ.
- ზუსტადაც, რომ მე გადავწყვეტ. ახლა კი ჩემი წასვლის დროა მითხრა და საკოცნელად მომიახლოვდა, თუმცა სახე უხეშად გავწიე.
- ნუ, გამაბრაზებ ნილა. მითხრა და ცხოველივით დამაცხრა ტუჩებზე.

გური წავიდა მე კი სახლში შევედი და ოთახში ავედი ძალიან ცუდად ვიყავი არ ვიციდი რა მექნა გურისთან ერთად ცხოვრება, რომ ნამდვილი ჯოჯოხეთი იქნებოდა ზუსტად ვიცოდი. ლოგინზე წამოწოლილი საშინლად ვტიროდი ამით ვცდილობდი ჩემში დალექილი საშინელი ემოციები გარეთ გამოსულიყო რა დროსაც ტელეფონმა დარეკა, საბა იყო თავიდან ვიფიქრე არ ავიღებთქო, მაგრამ არ ჩერდებოდა ამიტომ იძულებული გავხდი მეპასუხა. ხმის ამოუღებლად მივიდე ყურზე ტელეფონი.
- მხოლოდ ერთს გეტყვი. მომესმა ნაცნობი და მონატრებული ხმა, რომელმაც ჩემი გულისცემა გაახშირა.
- მეზიზღები, ნილა და მეცოდება ის ადამიანი, ვისაც შენი ქმარი უნდა ერქვას. მითხრა ეს და ტელეფონი გამითიშა ვცდილიბდი აღარ მეტირა, მაგრამ ვერ შევძელი.
- მეზიზღები გური მაჩაბელ. ვიმეორებდი ერთი და იგივეს და საშინელ ზიზღს ვგრძნობდი.

დღეს ჩემი ქორწილია დედაჩემი დილიდან ჩემს ოთახშია და კაბის მორგებაში მეხმარება.
- ძალიან გიხდება. მითხრა დედამ და კაბაზე მანიშნა.
- მადლობა.
- მთელი ქვეყნის სალაპარაკო პატარძალი იქნები ისე გამოიყურები. უკვე მაკიაჟსაც მოვრჩი როცა ოთახის კარი მამამ შემოაღო.
- ძალიან ლამაზი ხარ. მითხრა მამამ და ცრემლები წამოუვიდა.
- რატომ ტირი?
- არ მეგონა ეს დღე თუ ასე მალე დადგებოდა.
- არ გინდა მამა, თორემ მაკიაჟს გამიფუჭებ. ვუთხარი და გადავეხვიე.
- წასვლის დროა ყველა დაბლა გველოდება.
მე და მამა უზარმაზარ კიბეებს ჩავუყევით ბაღში მალევე მოვკარი თვალი გურის, რომელიც რეგისტრატორთან ერთად იდგა და ნამდვილად უზადოდ გამოიყურებოდა. ვხედავდი ყველა ბედნიერი იყო ჩემს გარდა ვიცოდი, რომ წინ რაღაც ჯოჯოხეთური მელოდა. მამამ გურისთან მიმიყვანა და ჩემი თავი მას გადასცა.
- ისე ნუ იქცევი თითქოს ვინმე გარდაიცვალა. ჩამჩურჩულა გურიმ.
- და იქნებ ის ვიღაც მე ვარ ?
ლაპარაკი ჟურნალისტების ჯგუფმა შეგვაწყვეტინა, რომლებიც ერთდროულად შემოლაგდნენ ეზოში. არადა დედას ვთხოვე ეს არ გაეკეთებინა.
- მაშ, ასე აქ ამ ორი ახალგაზრდის გზის შესაერთებლად შევიკრიბეთ. თქვა რეგისტრატორმა და საბედისწერო კითხვაც მოაყოლა.
- ნილა ცაგარელ თანახმა ხარ ცოლად გაჰყვე გურამ მაჩაბელს და მასთან ერთად ზიდო ცხოვრებისეული ტვირთი? გავჩუმდი, რამოდენიმე წამი ვდუმდი… გული მეუბნებოდა - მიდი, ნილა გაიქეცი და შენს ცხოვრებას მიხედე, მაგრამ გონება სხვას მკარნახობდა. გურიმ მწველი მზერით შემომხედა რაც იმას ნიშნავდა ახლა თუ რამეს გააკეთებ ყველას გაგანადგურებთო ამიტომაც წამოვიძახე.
- დიახ, რა თქმა უნდა, დიახ. რასაც ოვაციები მოჰყვა.
- და თქვენ, გურამ მაჩაბელ თანახმა ხართ?
- სიკვდილის ბოლომდე. თქვა გურიმ.
- მაშინ მე ცოლ-ქმრად გაცხადებთ. ამის თქმა იყო და გური ჩემსკენ შემობრუნდა და ნაზად მაკოცა.
- დღეიდან ნილა მაჩაბელი ხარ და მე მეკუთვნი უკვე ოფიციალურადაც.
- ნეტავ იცოდე, როგორ მეზიზღები. ვუთხარი მთელი სიძულვილით. ნათესავების და მეგობრების მილოცვის შემდეგ მე და გური სასტუმროში წავედით დილით ყალბი თაფლობის თვის გასატარებლად ახალ ზელანდიაში მივფრინავდით.
- რამეს შეჭამ? მკითხა გურიმ.
- არაა, არაფერი არ მინდა, ძალიან დავიღალე წყალს გადავივლებ და გამოვიცვლი.
- მეც, იგივეს გავაკეთებ. წყალი მალევე გადავივლე და სააბაზანოდან გამოვედი. ოთახში შესულს გური საწოლზე დამხვდა წამოწოლილი ტანსაცმელი გამოეცვალა და ებანავა.
- მეძინება, გადი. ვუთხარი უხეშად.
- არსად არ გავალ.
- კარგი მე გავალ და მისაღებში დავიძინებ დივანზე.
- შენ რა მეხუმრები?
- არაა, სახუმაროდ არ მცალია.
- დღეს შენი მოვალეობა უნდა შეასრულო და ნამდვილი ცოლივით მოიქცე.
- არ ვაპირებ გური ამის გაკეთებას. ვუთხარი და კარებისკენ მივბრუნდი ის კი ფეხზე წამოხტა და მკლავში მწვდა თავისკენ მიმიზიდა და ხელებს შუა მომიქცია უხეშად მკოცნიდა მთელს სახესა და ყელზე.
- გური, გამიშვი…
- შენ ჩემი ცოლი ხარ.
- მხოლოდ ფორმალურად მე შენთან არაფერი მექნება. ვუთხარი რაზეც ხელები კიდევ უფრო მომიჭირა და სხეულზე ამიკრა, ვცდილობდი თავი გამენთავისუფლებინა, მაგრამ ვერ ვახერხებდი. მაიძულა ლოგინისკენ წავსულიყავი ხელი მკრა და ლოგინზე წამაქცია ზევიდან კი თვითონ გადამემხო. მთელი ძალით ვცდილობდი განთავისუფლებას, მაგრამ არაფერი გამომდიოდა ბოლოს კი დავნებდი… მან მე ესეც წამართვა, ჩემგან ყველაფერი წაიღო, ჩემში საკუთარი “მე” მოკლა და ჩემგან არაფერი დატოვა ვიცოდი, რომ ჯოჯოხეთში შემოვაბიჯე, მაგრამ ეს ჯოჯოხეთი ასეთიც არ წარმომედგინა. ცხოვრებაში არასდროს მეგონა თუ ძალადობის მსხვერპლი გავხდებოდი.

გური თითქოს გონზე მოვიდა და ახლაღა მიხვდა რაც გააკეთა.
- ხომ გითხარი ცუდად დაამთავრებთქო? რატომ იქცევი ასე? რატომ მაიძულებ ასეთი რაღაცეები გავაკეთო? მითხრა და შუბლი შუბლზე მომადო.
- ამას აუცილებლად განანებ. არ ვიცი, როდის მაგრამ მაინც განანებ. ვუთხარი მთელი სიძულვილით.
- ამიტომაც მიყვარხარ. მითხრა და კვლავ გააგრძელა. მე კი აღარც შევწინააღმდეგებივარ უბრალოდ გავჩუმდი….

თქვენი კომენტარები და აზრი მაინტერესებს ძალიან, როგორც მთხოვეთ თავები გავზარდე… გთხოვთ დააკომენტაროთ და გამიზიაროთ თქვენი აზრი თითოეულ პერსონაჟზე.



№1 სტუმარი თინიკო

მალე დადე შემდეგი თავები

 


№2 სტუმარი სტუმარი მაკო

საინტერესო ჩანს,ცოტა გაზარდე თავები

 


№3 სტუმარი M

საინტერესოა, იმედია დასასრული კარგი იქნება და ვნახავთ გურის ტრანსფორმაციას უკეთესკბისკენ. იმის მიუხედავად რომ მოძალადე კაცად იკვეთება ჯერჯერობით, იმედი მაქვს გამოსწორდება და დაიმსახურებს ნილას სიყვარულს.

 


№4 სტუმარი სტუმარი ხატია

საკმაოდ საინტერესოა. მიუხედავად მისი ქცევებისა მე მაინც მომწონს ამ ორის წყვილი. იმედია ყველაფერი კარგად დასრულდება.

 


№5 სტუმარი ეკა

ეხლა გაწყვეტა იქნებოდაა??ძალიან საინტერესოაა❤

 


№6 სტუმარი Ლანა

Გააგრძენე მალმალე დადე ხოლმე რააა)) საინტერესოა და ველი სიუჟეტის გაგრძელებას.იმედი მაქ გურის ტრანსფორმაციას ვიხილავთ და მიზეზს მისი ასეყი ქცევების )) რა ვიცი რა ვიცი. Მოკლედ გელიიიი )))

 


№7 სტუმარი სტუმარი ლინა

ყველაფერი დაჩქარებულად მიმდინარეობს რაც არ მომწონს ! უფრო კარგი იქნება თუ გამოკვეთავ ყველაფერს, მათ ურთიერთობეს! ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოსდა გერიდება ინტურ თემებზე საუბარი :(
საბოლაო ჯამში კარგი საინტერესო ჩანს წარმატებები ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent