შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შენ და ისევ მე, ჩვენი ოცნების ქარავანში... (თავი 6)


10-08-2021, 09:33
ავტორი სესილია
ნანახია 1 727

სიმარტოვის განცდა... სიშორე... მდგომარეობა რთულდება, როცა სიახლოვეს გრძნობ და ვერაფრეს ცვლი... პირიქით, სიმარტოვის განცდა უფრო და უფრო გიპყრობს და არ გტოვებს შინაგანი გრძნობა, რომ განწირული ხარ სიმარტოვისთვის...
- რაზე ჩაფიქრებულა, ჩემი დედოფალა? - ყურთან ჩამყვირა ტარიელმა და შიშისგან შევხტი.
- ვერ ხარ ხო, შენ? - შუბლთან თითი დავატრიალე.
- ისე ლამაზად ფიქრობდი, პრინცი რომ მოსულიყო რომელიმე, აუცილებლად შეგიყვარებდა. - თვალები მოჭუტა.
- თან რომელიმე... და რამდენ პრინცს იცნობ, ტარიელ?
- ერთი მე ვარ , - თითები გაშალა და სივრცეს გახედა.
- ოჰა, ანუ ერთი შენ ხარ, კაია ერთადერთი, რომ არა. - შევნიშნე ეს.
- კიდევ, ანდრია, კიდევ დამიანე, კიდევ იმის სახელი დამავიწყდა, მარა ამათ ისედაც უყვარხარ, შენ ახალი უნდა მოგიძებნო.
- და ვინ ამათ?
- ანდრიას, დამიანეს და იმას, სახელი, რომ დამავიწყდა.
- დამიანეს? - ძლივს ამოვიჩურჩულე და წყალი მოვსვი.
- რა, არ იცოდი?
- შენ საიდან იცი?
- რა უნდა მაგის მიხვედრას, გოგო, - იქედნურად ჩაიცინა, - ისე, არაა ცუდი ბიჭი, ანდრიას ჯობია.
- მადლობა, რჩევისთვის, მაგრამ...
- არავითარი „მაგრამ“, - თითი დამიქნია, - უნდა იფიქრო ამ საკითხზე, დრო არ იცდის, დრო.
- რა დრო, ტარიელ?
- გოგო, - გაბრაზებით მომმართა, - მიფრინავს წლები, წლებიიი.
- ესღა, მაკლდა.- უიმედოდ გადავაქნიე თავი და მუშაობა განვაგრძე.


- ვაა, ნინე? - მომესმა ნაცნობი ხმა ზურგს უკან.
„ასეც ვიცოდი“ გავიფიქრე.
- გამარჯობა, დამიანე.
- როგორ ხარ? - გადამკოცნა, - როგორ ხარ თათუსია, ასე რომ უყვარხარ მამიდას? თმებზე მიეთამაშა ბავშვს.
- აქ, რას აკეთებ? - არ მივაქციე ყურადღება მის ქცევას.
- სამსახურის საქმეზე ვარ.
- აქ? - ეჭვის თვალით მიმოვიხედე გასართობ ცენტრში.
- ხო, რა იყო? - ქვედა ტუჩი გადმოაბრუნა.
- დაგიჯერე, კი. - დავაიმედე ჩემი დამცინავი სახით, - აშკარად, კლოუნის როლში ხარ. - ვუთხარი და მოთამაშე თათუსიას გავხედე.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ისევ მატყუებ და ასე შორს ვერ გაფრინდები შენი ქარავნით!
- არ გატყუებ.
- ხან პირდაპირი ხარ, ხან კიდევ ირიბი საუბრები გიყვარს, რომ ჩამოყალიბდე არა?
- გინდა, რომ პირდაპირი ვიყო?
- პირადაპირობა არ გაკლია, თუმცა ჩემთან მიმართებაში გჭირს ხანდახან არაპირდაპირობა. თუნდაც ახლა...
- რა ახლა?
- რადა, შეგეძლო გეთქვა, რომ დამინახე და გინდოდა ჩემი ნახვა.
გაჩუმდა და აქეთ-იქეთ დაიწყო ყურება.
- რამოდენიმე დღის წინ თუ პირდაპირი იყავი, ახლა რა დაგემართა? მაგრამ სინარცისე ვერ მოიშორე ბოლომდე. ასეთი თამაშით კი შორს ვერ წახვალ და შენი გზა ისევ აცდება ჩემს გზას.
- არა, ასე ნუ ლაპარაკობ.
- მაშინ იყავი ისეთი როგორიც ხარ, გამოხატე გრძნობები თუ სათქმელი, სწორად და არა თამაშ - თამაშით. ნუ იქნები ყალბი, ნუ შემიქმნი ბუტაფორულ ილუზიებს და ოცნებებს, დღეს ნუ მაფიქრებინებ, რომ გიყვარვარ და ხვალ კიდე იმას, რომ მგონი მატყუებდი. თორემ შენი არაგულწრფელობა და თამაში, შენი „ოცნების ქარავანში“ არ მომიყვანს. - ვუთხარი და ამაყად, წელში გამართული გავემართე ბავშვისკენ.

***
- მამა, რას შვრები? - კაბინეტში შევედი, - მოაგვარე ირმას გაცილების საკითხები?
- კი, შვილო,. - სათვალეს ზემოდან ამომხედა მან, - რესტორანი უკვე დაჯავშნილია, თანამშრომლებიც გაფრთხილებულია.
- ირმასთან არავის წამოცდეს, თორემ მივახროჩობ. - თვალები მოვწკურე და წარმოვიდგინე, როგორ ვახრჩობდი ტარიელს, მერე თავი გავაქნიე, ბოროტი ფიქრები გავფანტე.
- მასე ვუთხარი მეც ყველას, თუ არ გინდათ ნინემ მიგახრჩოთ, ხმა არ ამოიღოთთქო. - გაეცინა მამას.
- კარგი, კარგი. ირმას მე მოვიყვან, აბა დროებით, საღამოს შევხდებით. - შენობიდან გამოვედი და სახლისკენ ფეხით წავედი. - მართა, სახლში ხარ? - გასაღები იქვე დავდე.
- მოხვედი? - აბაზანიდან მომესმა მისი ხმა.
- არაა, არ მოვსულვარ, ჩემი მოჩვენება გესაუბრება. - შევედი მეც აბაზანში.
- კარგად, ხუმრობ. - ირონიულად გაეცინა მართას.
- არ გვინდა ახლა ეს ირონია, უნდა მაღიარო . - ამაყად თავი ავწიე და გადავიკისკისე.
- სახლში არ მკმაროდი, ახლა სამსახურში დამემატები. - ვითომ გაბრაზებით და წუხილით ჩაილაპარაკა მან.
- ნწ, ნწ. რომ არ ვიცოდე როგორ გიყვარვარ, მაგ ზღაპარს დავიჯერებდი. - დაქალს ხელი გადავხვიე და სარკეში ჩავიხედე.
- ჩემი კნუტი ხარ შენ, - თავზე თბილად მაკოცა მართამ. - რას ვშვრებით? ირმას შენ გაუვლი?
- კი, და შენ ქვემოთ დამელოდები.
- მზად თუ ხარ, წავიდეთ.
- ტუჩსაცხს წავისვამ და ეგაა. - ჩანთა გადავიკიდე და ქუსლების პაკაპუკით გავედი გარეთ.
- სად მივდვართ?
- საბურთალოზე ცხოვრობს.
- კარგი. - მანქანა დაქოქა და წავედით.

ლიფტი გაფუჭებული იყო და ძლივს ავედი მე-5 სართულზე ქუსლიანებით.
- ირმაა, - ვაკაკუნებდი კარზე.
- ნინეე, - გაუხარდა ჩემი დანახვა. - აქ რას აკეთებ?
- შენს წასაყვნად მოვედი, მარა სანამ წაგიყვან შემოვალ ხო? - შევედი თუ არა ფეხზე გავიძვრე, - ვინც ეს ქუსლიანები გამოიგონა. - წავიწუწუნე.
- სად მიგყავარ, ნინე?
- რავი სადმე გავიდეთ, ასე ხო არ გაგიშვებ არა? მართასაც, დავურეკავ და სადმე დავსხდეთ.
- აქ ამოვიდეს, რატომ უნდა შეწუხდეთ.
- ახლა, - ხმას ავუწიე, - რას ნიშნავს შევწუხდე? დამინახე, რომ შეწუხებული ვარ? როდის გნახავ კიდევ არ ვიცი და ეს შეწუხებაზე მელაპარაკება. - გავბუსხე ტუჩები.
- კაი, ხო კაი. - გამიღიმა, - მაშინ გადავიცმევ და წავიდეთ.
- რა ქენი ბარგი ჩაალაგე?
- ვალაგებ, ნელნელა. - ტახტზე დადებულ ჩემოდანს გადახედა, - ხვალ, გვიან მივფრინავ.
- არ გიჭრს?
- ცოტა მიძნელდება, ოჯახივით ვიყავით და სამსახურის დატოვება რთულია, მაგრამ იქ, იტალიაში, დედა და ჩემი საყვარელი მამაკაცი მელოდება.
- ცუდია, ფრანჩესკო აქეთ, რომ არ გადმოვიდა. - ცხვირი ავბზიკე.
- პენსიაზე, რომ გავალთ მერე ვიცხოვროთო მაქეთო, ასე მითხრა.
- ოჰ, ასე მგონია მალე საქართელო მოხუცთა თავშესაფარი იქნება, რადგან ყველას, აქედან წასულებს, სიბერეში უნდათ აქეთ ცხოვრება. - გამეცინა.
- ხო, რთულია, მაგრამ ჩემი სიყვარული სადაცაა, იქ უნდა ვიყო მეც. - სევდიანად გაიღიმა.
- კი, ზოგადად ქალები უფრო ვწირავთ თავს, ვიდრე კაცები. მაგას უკვე მივხდი. - სახიდან ღიმილი, ტკივილმა ჩამომირეცხა, დამიანეს გახსენებაზე.
- მეც, მზად ვარ. - ჩანთა აიღო ირმამ.
- კარგი, გავიდეთ. მართა, ბინასთან გველოდება.

რესტორან „მაჭახელასთან“ გააჩერა მანქანა მართამ.
- ჩვენც მოვედით.
- ანუ ვქეიფობთ დღეს? - გადმოვედი მანქანიდან.
- ასე გამოდის, - თვალი ჩამიკრა ირმამ, - რადგან აქ ვართ, ე.ი უნდა მოვილხინოთ. მერე კი ჩემთან გელოდებით იტალიაში.
- კარგი, კარგი აბა წავედით. - ამასობაში ტარიელს მივწერე, რომ მივდიოდით დანიშნულების ადგილას. დარბაზის კარები შევაღე და ირმა შევუშვი.
- ვაიმეე, არ არსებობს. - ხელები აიფარა ირმამ სახეზე.
- აბა, რა გეგონა? ისე გაგიშვებდით დაუმშვიდობებლად? - მიუახლოვდა მამაჩემი.
- ბატონო უჩა, როგორ გამახარეთ და გამაბედნიერეთ. - ცრემლებს ვერ იკავებდა ბედნიერებისგან, ყველა გარს ეხვეოდა.
- ტარიელ, - ჩუმად დავქაჩე, - ანდრიას და დამიანეს, რა უნდათ აქ?
- ანდრია დედაშენმა მოათრია და დამიანე შენმა ძმამ. - ჩუმად ჩამჩურჩულა მან.
- ოხ, ნანუ და ოხ, დათუნა. - კბილები ავაკრაჭუნე.
- გოგო, რა ვქნა არ მომწონს ეს ანდრია, რაღაცნაირი სამკუთხა თავი აქვს და დედაშენი რამ გადარია? - ისევ ჩუმად ჩამჩურჩულა ტარიელმა.
- ვიცი? არ ვიცი. - წყალი მოვსვი და დარბაზს მოვავლე თვალი, შევამჩნიე როგორ დაჟინებით მიცქერდა დამიანე, - აშკარად, ჩამოცხა, - ამოვილაპარაკე.
- გეუბნები მიდი გინეკოლოგთან, კლიმაქსის ნიშნებია. - ისევ ამოროშა სიბრძნე ტარიელმა.
- ოოჰ, ოოჰ. რაებს ამბობ ტატო? - გავცეცხლდი უცებ.
- ვაიმეე, შენ მე ტატო დამიძახე? - აცეკვდა ის, - ჩემი და ხარ დღეიდან. - მომეხუტა ის.
- ღმერთო ჩემო, მეტეორი მესროლე. - თავი მაღლა ავწიე, ხელების გაშლა მომერიდა, ვედრება, რომ აღმევლინა.
- ე.ი რადგან ჩემი და ხარ, უნდა გითხრა რაღაც.
- მითხარი.
- დამიანეს რომ უყვარხარ, ხომ იცი?
- ახალი ამბავი.
- რა იცოდი?
- კი, არა, არაა - ავირიე უცებ.
- აჰაა, იცოდი. ნუ ღელავ მე შენ მხარეზე ვარ, თუ მოგწონს დაგეხმარები და თუ არ მოგწონს მაგაშიც დაგეხმარები. - ხელი ხელზე მომიჭრა ტარიელმა.
- მადლობა. - ნაძალადევად გავუღიმე.
- ხომ იცი ანდრია არ მომწონს, - აიბზუა ცხვირი. - ეგ სამკუთხა, ეგა.
- კარგი ტატო, მივალ დათუნასთან. - ჩემი ძმისკენ გავემართე.
- დაო, როგორ ხარ? - მიმიკრა გულთან.
- კარგად და შენ?
- თათუსია გნატრულობს, სად დაიკარგე?
- მოვიცლი მამიდას გულისთვის და წავიყვან სადმე.
- შვილო, - მომადგა დედაჩემი.
- ხო დედა.
- ის ვარდისფერი კაბა რატომ არ ჩაიცვი? თმები რატო არ გაიშალე?
- იმიტომ, რომ დედა მე 30 წლის ვარ და არა 12-ის, რაც მინდოდა ის ჩავიცვი.
- ოჰ, ვის გავხარ ასეთი გულქვა, ცივი? დედას რომ ტკენ გულს სულ . - აიჩუყა გული.
- დედა, ხომ იცი შენი გულის აჩუყებების აღარ მეშინია, გავიზარდე უკვე. - გავუღიმე, - ხო, ისე რა იყო ეს, ანდრია რატომ მოიყვანე აქ?
- სუს, არაფერი აქვს შენი დასაწუნი მაგ ბიჭს. - წარბები ამიწია მკაცრად, - დაიღლება შენი დევნით, რომ მოიყვანს სხვას, არ დაიწყო მერე ჩემს მუხლებზე ზლუქუნი. - ამაყად მითხრა ეს და გამეცალა.
- რაო , რა თქვა ნანუმ? - ცოტა გაოცებულმა ვკითხე დათუნას.
- ხომ იცი არა რა ტიპია? აცადე, გაანებე თავი.
- მეტი რაღა გავანებო თავი, სახლიდან წავედი და დაქალთან ვცხოვრობ, მაგრამ არაა, საცეცები ყველგან მიუწვდება. - ხელები გულთან ჩავიხვიე. - დამიანეს წამოყვანას ლილე წამოგეყვანა, - ახლა ძმას გადავწვდი.
- ლილე თათუსიას ვერ ტოვებდა და ამიტომ დამიანე წამოვიყვანე. რამე პრობლემა გაქვს მასთან?
- არაა, არანაირი.
- გამარჯობა, ნინე. - მომღიმარი სახით მომიახლოვდა დამიანე.
- გაგიმარჯოს. - ცივად ვუპასუხე და აქეთ-იქეთ დავიწყე ყურება.
- ნინეე, როგორ ხარ? - მარჯვენა მხრიდან ანდრია მომადგა.
- ცოტა უჰაერობა მაქვს, თორემ ისე არამიშავს.
- არ არსებობს, რატომ? - შეიცხადა მან.
- „იდიოტი“ - გავიფიქრე გულში, თან დამიანეს შეფარვით ვაკვირდებოდი. - არ ვიცი.
- მე ვიცი, - საზეიმო ხმით წამოიძახა.
- რა იცი?
- სიყვარულმა იცის უჰაერობა, - თვალი ჩამიკრა, - მეც მასე ვარ ამ ბოლო დროს.
- ძალიან დამამშვიდე, მაგრამ, მიხარია, რომ შეყვარებული ხართ, ღმერთმა გაბედნიეროს.
- ამინ გისმინოს, ჩემო ერთადერთო.
ეს თქვა და მე და დამიანეს ერთდროულად აგვიტყდა ხველება.
- მგონი აჯობებს სიტყვებს დაუკვირდეთ ანდრია, ნანუს შვილი კი ვარ, მაგრამ ჩემი აფრები მაქვს და მიფრთხილდი.
- კარგი, ნუ ნერვიულობ. მე უსასრულოდ დაეგლოდები. - მითხრა ეს და სუფრას მიუბრუნდა.
- რა გინდა, რატომ იწუნებ? - ისე მითხრა, ჩემსკენ არც გამოუხედავს.
- არ მომწონს. - ცივად ვუპასუხე.
- სამაგიეროდ, მე მომწონხარ. - ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა.
- რას მელპარაკები, ანუ სიყვარული მოწონებაში გადავიდა? არადა მეგონა პირიქით იცოდა.
- როგორც ყოველთვის კარგად ხუმრობ. - ფრთხილად შემახო ხელი ხელს, - ისევ ცივი გაქვს, მომენატრა როცა გითბობდი.
- გაჩუმდი, გთხოვ. - ჩუმად ვუთხარი და მაგიდას მივუჯექი.
ნელნელა აცეკვდნენ სუფრაზე მყოფნი.
- მაგარ დღეში ხარ შენ, - მომისკუპდა მართა.
- არ თქვა, - თავი გადავაქნიე უიმედოდ.
- ნანუ მელაპარაკა...
- რაო მერე?
- მრცხვენიაო, რომ გაწუხებს ასე ნინეო.
- ვაა, სირცხვილმა შეაწუხა?
- გოგო ნუ ხარ მასეთი.
- როგორი?
- შიგ და შიგ უხეში.
- ცხოვრებამ გამაუხეშა.
- ხოდა, უთხარი დაბრუნდესო.
- მერე შენ რა უთხარი? მივალ და გამოვაგდებ სახლიდანო? - გამეცინა.
- კი, დავპირდი. - თვალი ჩამიკრა, - თუ არ წამოვიდესო, უთხარი ბებიამისის სახლში გადავიდესო.
- ანუ გაქირავებული, რომ აქვს სახლი სოლოლაკში, იქ გადავიდესო?
- აჰა. - თავი დამიქნია მართამ.
- აქვს იდეები, რომ ვაკვირდები. - ნიკაპზე მოვიკიდე ხელი და ცალი თვალი მოვჭუტე. - რა ვქნა გადავიდე?
- გაგიჟდი?
- შენც იქნებოდი შენთვის, ჰა?
- მოგკლავ იცოდე, სად უნდა წავხვიდე? - გაბრაზებით გამომხედა.
- მოკლედ, მერე ვილაპარაკოთ ამ საკითხზე.
- შეიძლება, რომ ვიცეკვოთ? - მიღიმოდა დამიანე.
- აუცილებელია? - უაზროდ ვიკითხე.
- კი, რადგან ნებართვა ჯერ მამაშენისგან და მერე შენი ძმისგან ავიღე.
- ოჰ, - გამეცინა ირონიულად, - დედაჩემიცაა აქ და ბარემ იმასაც სთხოვე ნებართვა.
- ვგიჟდები შენს ირონიაზე, - თვალი ჩამიკრა და გვერდულად ჩაიღიმა. - გელოდები, - ხელი გამომიწოდა.
- კარგი. - ხელი ხელს შევაგებე. - მეგი გოგიტიძის სიმღერა? - ყურები ვცქვიტე.
- ჩვენზეა, - თვალი ჩამიკრა.
- ვითომ?
- სიტყვებს ავყვეთ :“ წამოდი, მომენდე, ერთად ვიაროთ.. ხელები ჩამკიდე, ცა შემოვიაროთ... იმდენი ვიაროთ, რომ გავიხაროთ, წამოდი, ქვეყანა შემოვიაროთ... წამოდი, წამყევი, ფრენა ვისწავლოთ. მზეს მივუახლოვდეთ, მზე შევიყვაროთ... მე შენ შეგხვდები იქაც და აქაც, წამოდი, მომენდე, ერთად ვიაროთ.. ასე ვერავინ, ვერ გიგრძნობს სხვა, ასე ვერავინ, გაგიგებს სხვა.. მე შენთვის მიჩუქნია, ეს სიმღერაც და სიყვარულის ზღვაც.. ასე ვერავინ, ვერ გხედავს სხვა, ასე არავის, ყვარებია. მე შენთვის მიჩუქნია, ეს სიმღერაც და სიყვარულის ზღვაც.. ქარი მიშლის ისედაც აშლილ თმას, ნერვებიც ისევ აშლილი მაქვს.. ისე მიყვარხარ, ვეღარ ვცნობ ჩემ თავს, ეს ყველაფერი, მზის ღიმილს გავს... მალე წამოვა ფიფქები ციდან, თოვლის სურნელიც, ჰაერში დგას. ეს ახალი წელიც მოვა და ჩვენია, წარსულს გავატანთ, წყენას და დარდს... მზეო ამოდი, ამოანათე... მზეო, ნუ დამწვავ, მზეო, მზეო ამოდი, ამოანათე.. მზეო, ნუ დამწვავ, მზეო, გაგვათბე... ასე არავის ყვარებია, ასე ვერავინ, ვერ გიგრძნობს სხვა. მე შენთვის მიჩუქნია, ეს სიმღერაც და სიყვარულის ზღვაც... ასე არავის ყვარებია, ასე ვერავინ, ვერ გიგრძნობს სხვა... წამოდი, მომენდე, ერთად ვიაროთ.. ხელები ჩამკიდე, ცა შემოვიაროთ...! იმდენი ვიაროთ, რომ გავიხაროთ.. წამოდი.. ქვეყანა, შემოვიაროთ....“
ვცეკვავდით ისე თითქოს მარტო ჩვენ ვიყავით, ვგრძნობდი ჩემში როგორ ბრძოლობდა სიყვარული და სიამაყე, ვგრძნობდი, როგორ მითრთოდა ხელები, მისი სუნთქვა თავბრუს მახვევდა და წარსულის მოგონებებში მაბრუნებდა. დამიანე კი ჩუმად ჩამჩურჩულებდა სიმღერის სიტყვებს „ასე არავის ყვარებია, ასე ვერავინ, ვერ გიგრძნობს სხვა... წამოდი, მომენდე, ერთად ვიაროთ.. ხელები ჩამკიდე, ცა შემოვიაროთ...! იმდენი ვიაროთ, რომ გავიხაროთ.. წამოდი.. ქვეყანა, შემოვიაროთ....“
- ცოლს რატომ გაცილდი? - უეცრად ვიკითხე, მეც კი გამიკვირდა ჩემი თავის.
- უშენობა ვერ ავიტანე, ვერ გავუძელი... - თმები ნაზად გადამიწია უკან.
- ჰმ, - ირონიულად ჩამეღიმა, - უჩემობას, რომ ვერ გაუძლებდი მაშინ არ გიფიქრია სხვას, რომ ირთავდი?
- არვიცი, მაშინ სადღაც სხვაგან ვიყავი, აზროვნება წართმეული, არ მახსოვს ეს ნაბიჯი რატომ გადავდგი და საერთოდ, გული რატომ გატკინე ან მეც რატომ ავირიე გზა-კვალი. - ნელა დამაბზრიალა და გულთან მიმიკრა.
- ახლაც არეულად ხარ, როგორც გზა კვალში, ისე აზრობრივად. - გავიწიე.
- შეიძლება, მაგრამ ახლა ვიცი ჩემს აზროვნებას და გზა კვალს ვინ რევს და ვინ დაალაგებს. - ისევ დამაბზრიალა და გულთან მიმიკრა.
- მგონი ზედმეტი მოგდის, - ისევ გავიწიე, - ხალხი გვიყურებს. - მიმოვიხედე დარბაზში.
- გვიყურონ, გულზე სკდებიან და ჭორაობენ, ფიქრობენ, რომ ერთმანეთისთვის შექმნილი წყვილი ვართ.
- როგორი დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე. - გამეღიმა.
- რატომაც არა, რა ცუდი წყვილი ვართ?
- და ვინ გითხრა, რომ „წყვილი“ ვართ?
- შენ.
- მე?
- კი, შენ. - თავი დამიქნია.
- როდის?
- წლების წინ.
- აა, და მერე რომ ყველაფერი შეიცვალა?
- ეგ არაფერი, ყველაფრის შეცვლა ისევ ჩვენს ხელშია, ამიტომ შევცვლით და შენ ისევ მეტყვი, რომ ლამაზი წყვილი ვართ, ისე როგორც ადრე.
- შეიძლება? - ანდრია მოგვიახლოვდა.
- არა, რაღაც თავი ამტკივდა, უნდა დავჯდე ან ჰაერზე გავიდე. - ხელები გამოვტაცე დამიანეს და გარეთ გავედი. ცივი ჰაერი მესიამოვნა, თუმცა ცრემლებს ვერაფერი უშველა. როგორ მინდოდა გულამოსკვნილს მეტირა, ყველას გაეგო ჩემი ტკივილი, ჩემი შინაგანი ჭიდილი.
- ნინე, - მომესმა ტარიელის ხმა, სასწრაფოდ მოვიწმინდე ხელის გულით ცრემლები, - მოიცვი ეს, თორემ გაცივდები. - მომახურა პალტო.
- მადლობა. - სევდიანად გავუღიმე.
- შენ რა იტირე? - ნიკაპზე ხელი მომკიდა და თვალებში ჩამხედა.
- ასე გამოვიდა, - სატირლად მომებრიცა ტუჩები.
- სუუ. გთხოვ, როგორც უფროსი ძმა, პატარა დაიკოს. არავინ ღირს ჩვენი ცრემლების ფასად.
- და იქნებ არავის გამო ვტირი? იქნებ ჩემს უსუსრობას დავსტირი?
- მაშინ, უნდა იტირო, გამოუშვა ცუდი ენერგია.
- მადლობა.
- რისთვის?
- რომ აქ ხარ, ჩემს გვერდით.
- გოგო, კი გაქვს მწარე ენა, მარა მიყვარხარ ხომ იცი? ჩემს ხელში გამოიზარდე. - ხელი გადამხვია და შუბლზე მაკოცა.
- მეც , ტატო, მეც. - თავი მივადე და ცას ავხედე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent