შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავი ქორწინება (თავი 4)


11-08-2021, 04:45
ავტორი Tamanaziechi
ნანახია 2 832

5 წლის შემდეგ…

დაქორწინებული ქალის სტატუს უკვე 5 წელია ვატარებ, სტატუსთან ერთად მძიმე ტვირთიც მომიწია მეზიდა ამ 5 წლის განმავლობაში გურისთან ცხოვრება არ არის მარტივი ან საერთოდ რა სიმარტივეზეა ლაპარაკი ეს საშინელებაა მასთან გატარებული ყოველი წამი ღმერთის წყევლაა. ალბათ მკითხავთ 5 წელი გავიდა და ეს ზიზღი ოდნავადაც არ გაგინელდაო? რაზეც მე გიპასუხებთ - არაა, ოდნავადაც კი არაა.
- რატომ?
- ალბათ იმიტომ, რომ თავად არასდროს ჰქონია სურვილი უკეთესი გამხდარიყო თვითონაც და ეს ქორწინებაც. თუმცა შეიცვალა ბევრი სხვა რამ, ჩამოვაყალიბე საკუთარი ტანსაცმლის ხაზი, რომლის დიზაინერიც თავად ვარ. უკვე სამი წელია რაც ამერიკაში გადმოვედით საცხოვრებლად ამან ჩემი მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა ჩემი მშობლებისგან შორს ყოფნა და გურისთან გამკლავება ჩემს შესაძლებლობებს ცდება.
- ჩაალაგე მივდივართ. ოთახში გური შემოვარდა.
- როცა შემოდიხარ დააკაკუნე.
- ვერ გაიგე რა გითხარი? სასწრაფოდ ჩაალაგე მივდივართ.
- სად? ან როდის?
- თბილისში დღეს საღამოს.
- რა მოხდა?
- ახლა კითხვების დრო არ არის უბრალოდ მივდივართ.
- რა მოხდა? ვკითხე გურის გაკვირვებულმა.
- ვიღაც ნაბიჭვარმა ის მიწები შეიძინა, რომელიც მე უნდა მეყიდა სასტუმროში ახლა კი მის დასაბრუნებლად მივდივარ. გური აშკარად წყობილებიდან იყო გამოსული.
- კესოც მიგვყავს?
- რა თქმა უნდა, შეიძლება ერთი თვე მიგვიწიოს გაჩერება.
- აუცილებელია ჩვენი წამოსვლა? ინტერესით ვიკითხე.
- შენ თუ გინდა დარჩი მე და კესო წავალთ. მითხრა გაღიზიანებულად გურიმ.
- ჩემს შვილს არსად არ გაგატან.
- ჩვენს შვილს. შეასწორა მან. კარებზე ვიღაც აკაკუნებდა.
- შემოდი. დაიძახა გურიმ.
- ქალბატონო, ნილა კესო მოვიდა. მითხრა ვერონიკამ.
- კარგი, წავიდეთ. ვუთხარი და მისაღები ოთახისკენ წავედი სადაც კესო იჯდა.
- კესო, როგორ გაერთე? ვკითხე კესოს, რომელიც აშკარად იბღვირებოდა.
- ვილმა გამაბრაზა მინდა, რომ მამამ დაარტყას. მითხრა კესომ.
- მამა არავის დაარტყავს და შენც შეურიგდები ვილს.
- არაა, მამამ მითხრა ვინც გაგაბრაზებს ყველას დავარტყამო. კესო გურის გარეგნობის გარდა უკვე ხასიათითაც ემსგავსებოდა.
- ვილი და შენ ერთმანეთს ბოდიშს მოუხდით და შერიგდებით მერე კი ისევ ერთად გააგრძელებთ თამაშს. უკვე წყობილებიდან გამოვყავდი კესოს.
- რა მოხდა შენსა და ვილს შორის. იკითხა კიბეებზე ჩამომავალმა გურიმ, როდესაც კესომ მამამისი დაინახა მაშინვე მისკენ გაიქცა ისე თითქოს მე არ ვარსებობდი, მაგრამ არ გამკვირვებია ის ყოველთვის ასე იქცევა.
- ვილმა სათამაში წამართვა მე კი მინდა, რომ ის დასაჯო. ეუბნებოდა კესო გურის.
- მამა, აუცილებლად დასჯის ვილს და ყველას ვინც კესოს გააბრაზებს. უთხრა გურიმ კესოს.
- კესო, ოთახში ადი. ვითხარი მას მკაცრად.
- არა, მამასთან მინდა.
- აღარ ვაპირებ გამეორებას ოთახში ადი. ჩემი ტონი კიდევ უფრო გამკაცრდა. კესომ მამამისს შეხედა რაზეც გურიმ თავი დაუქნია ანუ ანიშნა შეგიძლია მაღლა ახვიდეო და ისიც მალე მოეფარა თვალს.
- ბავშვს, როგორ ელაპარაკები? გური აშკარად გაღიზიანებული იყო.
- ესე იგი, მე, როგორ ველაპარაკები და იმაზე რას იტყვი, რომ 4 წლის ასაკში უკვე ძალადობისკენ აქვს მიდრეკილებები, მაგრამ რა მიკვირს გენეტიკურად ერგო შენგან ავადმყოფური მანერები.
- ასე თუ გააგრძელებ საკუთარი შვილი მალე ზედაც არ შემოგხედავს.
- და ეს მხოლოდ და მხოლოდ შენს გამო. უკვე ორივე ყვირილზე გადავდიოდით.
- ხომ შეიძლება, ერთხელ მაინც დამელაპარაკო ნორმალურად ისე, რომ ეს სიძულვილი არ დავინახო შენს სახეზე. მითხრა გურიმ მშვიდი ტონით.
- იმ ყველაფრის შემდეგ რაც გააკეთე? ვკითხე და სიცილი დავიწყე.
- ეს შენ მაიძულე და შენც კარგად იცი.
- სერიოზულად? და მაინც რა გაიძულე მე? რა? იქნებ მე გაიძულე ეს დაწყევლილი ქორწინება ან იქნებ მე გაიძულე ჩემზე ქორწინების პირველივე ღამეს გეძალადა ან იქნებ ისიც ჩემი ბრალია, რომ ყოველ კვირა ახალი საყვარელი გყავს და ყველა ჟურნალსა თუ გაზეთზე შენი ფოტოებია იმ ქალებთან ერთად, ეს საერთოდ არ მაინტერესებს დახურულ კარს მიღმა რაც გინდა ის აკეთე, მაგრამ როცა ჩემს ღირსებას ეხები აქ ასე მარტივადაც არაა.
- მე ასეთი ადამიანი არ ვიყავი შენ გამხადე იმის, მაგივრად, რომ ჩემზე კარგად გემოქმედა პირიქით.
- შენ, ავად ხარ. ვუთხარი და ჩემს ოთახში ავედი.

- ქალბატონო, ნილა ბატონმა გურიმ გამომგზავნა ჩვენი წასვლის დროაო.
- კარგი, ვერონიკა ახლავე ჩამოვალ. ტანსაცმელი მალევე გამოვიცვალე და მისაღებში ჩავედი სადაც კესო და გური დივანზე რაღაცას თამაშობდნენ.
- რატომ გააღვიძე? ვკითხე გურის გაღიზიანებულმა.
- მე, არ გამიღვიძებია თვითონ გაიღვიძა. მითხრა გურიმ და კესოს შუბლზე აკოცა.
- კესო, მოდი ჩემთან. ვუთხარი ბავშვს.
- არაა, მამასთან მინდა მითხრა და მამამის მიეკრო.
თბილისამდე საკმაოდ კომფორტულად ვიმგზავრეთ აეროპორტში, როგორც კი გამოვედით მაშინვე ჟურნალისტების ჯარი დაგვეჯახა ათასგვარ უაზრობას მეკითხებოდნენ მე კი უბრალოდ თავაზიანად ვუღიმოდი. ამ ქალაქში ჩემი ქორწილის შემდეგ აღარ ვყოფილვარ ყოველთვის თავს ვარიდებდი აქაურობას მეშინოდა თუ აქ ჩამოვიდოდი საბას აუცილებლად შევხვდებოდი ეს ჩემი და საბას ქალაქია, ჩვენი სიყვარულის ქალაქი. სწორედ აქ დაიწყო ყველაფერი და აქვე დამთავრდა. მის შესახებ აღარაფერი მსმენია ზუსტად 5 წელია მისი ხმა არ გამიგონია, მას არ შევხებივარ ნეტავ იცოდეთ, როგორ მენატრება.
ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროს ნომერში, რომელიც თბილისის ულამაზეს ხედს გადაჰყურებდა კესო წინ და უკან დარბოდა.
- კესო, შენი ძილის დროა. ვუთხარი ბავშვს. - წამოდი, ერთად დავიძინოთ.
- არაა, შენ არაა მამამ დამაძინოს. თქვა და დივანზე მჯდომ გურის კალთაში ჩაუჯდა. მანაც ხელში აიყვანა და ოთახში გაიყვანა. მათი ასეთი სიახლოვე მაღიზიანებს კესოს მამამისის გარდა არავინ უყვარს მათ შორის არც მე. დივანზე მოვკალათდი და ტელევიზორი ჩავრთე დაახლიებით 15 წუთში გური ოთახიდან გამოვიდა, გვერდზე მომიჯდა შემდეგ უფრო მომიახლოვდა, თმა ყურზე გადამიწია და კოცნა დამიწყო მარჯვენა ხელი წელში შემისრიალა მარჯვენათი თავს მიკავებდა მე კი უბრალოდ ყინულივით გაუნძრევლად ვიჯექი. გურიმ მოულოდნელად ყველაფერი შესყვიტა და მომშორდა.
- ზუსტად 5 წელი გავიდა, მაგრამ ეს შენი სურვილით არასდროს არ მომხდარა არასდროს გიკოცნია და არასდროს მომფერებიხარ. გური საკუთარ გაღიზიანებას ვერ მალავდა. - ისე იქცევი თითქოს გასაბერი თოჯინა იყო, რომელთანაც კაცები საკუთარ ჰორმონებს იკმაყოფილებენ, თუმცა სანაცვლოდ ვერაფერს იღებენ.
- შენც ხომ ეს გინდოდა. მივუგე ზიზღნარევი ტონით რაზეც გაგიღდა და ჩემი სახე თავის მარცხენა მტევანში მოიქცია ისე მომიჭირა სახეზე, რომ ლამის ძვლები ჩამემტვრა.
- მე, ცოლი მინდა, რომელიც ერთხელ მაინც გამიღიმებს და ასეთი თვალებით არ შემომხედავს.
- ვერასოდეს ვერ ეღირსები ჩემს სიყვარულს და პატივისცემას და იცი რატომ? იმიტომ, რომ ცხოველი ხარ, რომელსაც თუ არ ემორჩილები საკუთარი ძალის დემონსტრირებაზე გადადის.
- და შენ ვინ ხარ? ქალი, რომელსაც საკუთარი შვილიც კი სძულს მამის გამო? წამოიყვირა გურიმ.
- რეებს ბოდავ ავადმყოფო? ახლა მე გავცხარდი და ყელში ვეცი.
- ხო შენ გგონია ვერ ვხვდები, რომ კესოს მიმართ აგრესია გაქვს და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ჩემი შვილია.
- მეგონა მხოლოდ ავადმყოფი იყავი, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ იდიოტი ც ხარ.
- შენ, კი უმადური ხარ, მე, რომ არ ვყოფილიყავი ახლა შენც და შენი ოჯახიც მკვდრები იქნებოდით იმდენი ვალები გქონდათ.
- ასეთ სიცოცხლეს სიკვდილი სჯობს. ვუთხარი და კარებისკენ წავედი.
- სად მიდიხარ? მკითხა შედარებით მშვიდი ტონით.
- გარეთ, ჰაერზე მინდა გასეირნება ამის უფლებას მაინც მომცემ? ვკიხე ირონულად რაზეც ხმა არ ამოუღია.

ღამის თბილისის ლამპიონებით განათებულ ქუჩებს მივუყვებოდი და თან ვფიქრობდი იმაზე თუ, როგორ დავიღალე კიდევ, რამდენი ხანი გავუძლებდი ასე ყოფნას ყველაზე მეტად კი გურის სიტყვებზე ვფიქრობდი მას ჰგონია, რომ საკუთარი შვილი მის გამო არ მიყვარს ეს გურის ავადმყოფი გონების მონაბოდია და მეტი არაფერი.
ფიქრებში ვიყავი გართული როცა ზუსტად იმ ადგილას აღმოვჩნდი სადაც მე და საბა ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს. მიმოვიხედე და გამახსენდა ბავშვობა და ის უდარდელი წლები ბედნიერი დღეები, რომელიც მე და საბამ ერთად გავატარეთ. იქვე ჩვენს სკამზე ჩამოვჯექი, ვიხსენებდი ჩემს განვლილ ცხოვრებას და ვხვდებოდი არც საბამდე და არც საბას შემდეგ მე ბედნიერი არ ვყოფილვარ.
- ნილა. მიმესმა ასე ნაცნობი თანაც მონატრებული ხმა. - შეუძლებელია ის იყოს გავიფიქრე გულში და მისკენ ნელა შევტრიალდი. ნამდვილად ის იყო გაზრდული და დაკაცებული აშკარად ძვირადღირებულ სამოსში გამოწყობილი.
- საა.. სა… საბა? ვიკითხე ენა დაბმულმა თან გული სადაც იყო საგულიდან ამომივარდებოდა მინდოდა გავქცეულიყავი და მას მოვხვეოდი, მაგრამ ვერ გავბედე.
- აქ რას აკეთებ? ვკითხე დაბნეულმა.
- ეს მე კი არაა, შენ რას აკეთებ. მითხრა მან მშვიდი ტონით.
- მე? მე უბრალოდ ვსეირნობდი.
- მარტო ხარ?
- კი. ვუთხარი და ნერწყვი ძლივს გადავყლაპე.
- იცი, როცა წახვედი საკუთარ თავს სიტყვა მივეცი, რომ მოვიდოდა დრო და შენც და ყველა იმ ადამიანს ვინც დამცინა და ჩემი გრძნობები ფეხ ქვეშ გათელა პასუხს ვაგებინებდი, სიტყვას ყოველთვის ვასრულებ ახლა კი ვფიქრობ, რომ ეს დრო მოვიდა. მიფრთხილდი ნილა მაჩაბელ. მითხრა ცინიკურად თან ვხედავდი სახეზე ღიმილი, როგორ დასთამაშებდა.
- იმ, ბრძოლაში ნუ მიიღებ მონაწილეობას სადაც აუცილებლად დამარცხდები ამას იმიტომ არ გეუბნები, რომ საკუთარ თავზე ვღელავ ამას შენს გამო გეუბნები. თუ გური გაიგებს, რომ …
- ისევ, გური… შენ არ იცვლები მხოლოდ შენს თავზე და შენს ქორწინებაზე ფიქრობ გეშინია კონფორტი არ დაგერღვეს. მითხრა გაღიზიანებულმა.
- საბა, მომისმინე… წინადადება არ დამამთავრებინა. - ქალბატონო ნილა, სახლში წადით მეუღლე გიცდით.

წამოვედი და თან ვფიქრობდი ყველაფერზე რაც შეიძლებოდა მომხდარიყო ვერ დავუშვებდი, რომ საბას და გურის გზები გადაკვეთილიყო, თორემ ეს ყოველივე ყველასთვის ფატალურად დამთავრდებოდა. სასტუმროს ნომერში ასულს კესო და გური დაძინებულები დამხვდნენ მე კი მეორე ოთახში გავედი და ამ ყველაფერზე ვფიქრობდი რა დროსაც ჩამეძინა. დილით გურის ყვირილმა გამაღვიძა.
- რას ნიშნავს მიწებს არ ყიდის.
- გური, რა ხდება? ვკითხე რაზეც მან თითით მანიშნა გავჩუმებულიყავი.
- უთხარით, რომ შეხვედრა მინდა,რამდენიმე ასიათას კიდევ დავამატებ. - კარგი. თქვა გურიმ და გათიშა.
- ამ დილა ადრიან რა ხდება? ვიკითხე დაინტერესებულმა.
- ვიღაც იდიოტი იმ მიწების გაყიდვაზე უარს იძახის, რომლებზეც ჩემი სასტუმროები უნდა გაშენდეს.
- და ვინ არის?
- არ ვიცი… ვიღაც საბა წიკლაური 24 წლის არის ახალია ამ ბიზნესში.
- ოღონდ ეს არა. ჩავიჩურჩულე და ყველაფერი გაშავდა.


რომელს წყვილს გულშემატკივრობთ და რატომ?



№1 სტუმარი ელა1

იცით ნილა მეცოდება იმიტომ ასეთი ცხოვრევით ცხოვრობს სადაც არც სიყვარულია და არც პატივისცემაა,მაგრამ მისიც მესმის ეს ოჯახის გულისთვის გააკეთა და ეხლა ისჯება.რაც შეეხება გურის მგონი არის მიზეზი მისი აზე მოქცევის რაღაცა აწუხებს და ამიტოომაა ასე.რაც შეეხება წყვილებს მგონია რო ჯერ ადრეა ამაზე საუბარი ვის მხარეზე დავდგე იმიტომ რომ არ ვიცი რატო იქხევა გურამი ასე და რა მიზეზი აქვს.

 


№2 სტუმარი Ლანა

Ნილა მეცოდება ძალიან.მარა საინტერესოდ ვითარდება ველი ახალ თავს რაც შეიძლება მალე ))

 


№3 სტუმარი სტუმარი ლია

კარგი მოთხრობაა, ველოდები ახალ თავს. წერა არ შეწყვიტო , მიიყვანე ბოლომდე.

 


№4 სტუმარი სტუმარი ნენე

ამას არ აგრძელებთ?

 


№5 სტუმარი Teona

Tuki debt barem bolomde ro dadot veraa?

 


№6 სტუმარი Mari

ამას გაგრძელება არ აქვს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent