შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული გრძნობების გარეშე 7 თავი


12-08-2021, 03:22
ავტორი ნეაკო
ნანახია 13 425

დიდხანს, ძალიან დიდხანს შეჰყურებდნენ ერთმანეთს გაგიჟებულჯ ირაკლი და შეშინებული ქეთი ერთმანეთს
-რა იგრძენი?-ქმრის კითხვამ იმდენად დააბნია და გააღიზიანა ქალი რომ სათქმელი სიტყვები უბრალოდ დაეფანტა და ხმის ამოღება ვერ მოახერხა-მითხარი მის მიმართ რა იგრძენი-ზედმეტად მიუახლოვდა ირაკლი თვალებ აწყლიანებულ ცოლს და ზემოდან დააცქერდა ამღვრეული თვალებით-ქეთი!-უღრიალა ბოლო ხმაზე -მინდა რომ კითხვაზე მიპასუხო
-შენ რა, საბოლოოდ შეიშალე?-ბოლოდაბოლოს ქეთიც გამოვიდა წყობრიდან და ხმას აუწია
-კითხვაზე მიპასუხე-გაგიჟებულმა კაცმა თავი ვერ მოთოკა, ცოლს ყბებზე უხეშად მოუჭირა თითები და სახე ზედმეტად მიუახლოვა
-შეშლილო-ქეთიმ მისი ხელი უხეშად მოიშორა სახიდან და მიტრიალება გადაწყვიტა, მაგრამ ირაკლიმ მაშინვე მაჯაში წაავლო ხელი და თავისკენ უხეშად მიატრიალა დამფრთხალი ქალი
-მის მიმართ ისევ გაქვს გრძნობები?-არ ეშვებოდა ირაკლი ცოლს
-ხელი გამიშვი-ქეთიმ წინააღმდეგობის გაწევა სცადა მისთვის
-ნუ ფართხალებ-გაბრაზებულმა კაცმა ცოლი მკლავებში მოიმწყვდია და ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა -მოვკლავ, გეფიცები მოვკლავ
-რა გაგიჟებს?-ავარდა ქეთი
-შენი დაკარგვის არ მინდა-გულწრფელად უთხრა კაცმა და ტუჩებში ნაზად აკოცა
-არ დამკარგავ-გაეღიმა, უკვე ქმრის სიგიჟიეებს შეჩვეულ ქალს
-ჩემს კითხვას რატომ არ პასუხობ?-ზემოდან დააქცერდა აღელევებული ირაკლი ცოლს
-იმიტომ რომ სისულელეს მეკითხები
-მინდა რომ ვიცოდე
-ამ კითხვაზე არ გიპასუხებ!
-გიყვარვარ?-ჩავარდნილი ხმით ჰკითხა დაძაბულმა კაცმა ცოლს და ამღვრეული ცისფერი სფეროებით ჩააცქერდა ტირილისგან დასიებულ თვალებში
-გეშინია?-ქეთის კითხვამ ირაკლი საშინლად გააღიზიანა
-შენი აზრით?-დაუფიქრებლად ჰკითხა
-მე შენი ცოლი ვარ! უკვე 24 წელია ერთად ვართ! შენთვის ეს ყველაფერი საკმარისი არ არის იმისთვის რომ მსგავსი სულელური კითხვა არ დამისვა?
-არა არ არის-გაავებულმა კაცმა ცოლს ხელი გაუშვა და მიტრიალდა -მინდა ვიცოდე, ვიცოდე რომ გიყვარვარ-მოულოდნელად მისკენ შეტრიალად და ჩაწითლებული თვალებით მიაჩერდა
-მიყვარხარ-დაუფიქრებლად უთხრა ქეთიმ და გაეღიმა, იმის გააზრებაზე რომ ქმრისთვის 24 წლის მერეც ისეთივე სასურველი და საოცნებო ქალი იყო როგორც მაშინ, წლების წინ საოცარი გიჟური ბედნიერება განიცადა
-იცოდე თუ მატკენ-გაბრაზებული ირაკლი მისკენ წავიდა, გაუაზრებლად ქეთიმაც უკან დაიხია და კედელს რომ შეეჯახა ზურგით შეკრთა და სანამ რამეს მოახერხებდა ირაკლიმ კედელს მიაბჯინა ხელები და შუაში მოიმწყვდია -მეც გატკენ, ძალიან გატკენ ქეთი, ისე გატკენ რომ...
-სისულელებს ნუ ლაპარაკობ-ქალმა ტუჩებზე მიადო მთრთოლარე თითები ქმარს და სევდიანად გაუღიმა -მინდა რომ მენდო, თუ არ მენდობი...
-გენდობი!-წინადადება გააწყვეტინა ირაკლიმ უკვე მთელი სხეულით მოცახცახე ცოლს -მაგრამ გეგას და წარსულის გრძნობებს ვერ!
-ხვდები რომ გულს საშინლად მტკენ?
-შენც მატკინე, როცა მასთან სიტყვის უთქმელად წახვედი!
-რომ მეთქვა წასვლის უფლებას მომცემდი?
-არასდროს! რა თქმა უნდა არასდროს!-აყვირდა ისევ ირაკლი -მასთან სავაჭროდ გაგიშვედი გგონია?
-გგონია გრძნობებზე დამიწყებდა ვაჭრობას?-ავარდა ქეთი
-მაშინ რა უნდოდა შენგან?-კედელს იმდენად ძლიერად დაარტყა ხელი გაავებულმ კაცმა რომ შეშინებული ქეთი, შიშისგან ადგილზე შეხტა
-ზუსტად არ ვიცი, არ მითხრა-გამოტყდა ქალი და სახეზე ხელები აიფარა ატირებულმა
-თუ არ გაჩერდება მოვკლავ, გეფიცები მოვკლავ
-გთხოვ, ამ სისულელეზე ფიქრს შეეშვი-გაბრაზდა ქეთი
-სხვანაირად არ გაჩერდება ეგ ნაბ.ჭვარი ვიცი
-გაჩერდება, ფულს მივცემ, დარწმუნებული ვარ ფული უნდა ჩვენგან, სხვა ინტერესი ვერ ექნება უკვე 24 წელი გავიდა
-24 წელი გავიდა, მაგრამ მე შენ ისევ ისე გაგიჟებით მიყვარხარ-გაბრაზდა ირაკლი და თავდახრილ ცოლს ნიკაპზე წაავლო ხელი, თავი ააწევინა და თვალებში ჩააცქერდა -გესმის რას გეუბნები? მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ, უშენოდ ცხოვრება უბრალოდ არ შემიძლია ქეთი-ირაკლი ნაზად მოეფერა ცოლს სახეზე, შემდეგ კი ნელა შეუცურა თმებში ხელი და მის ტუჩებს მიწვდა.
თორნიკე მოღუშული სახით მიაჩერდა გიორგის
-ვაჩე სადაა?
-აზრზე არ ვარ
-მართლა?!
-მართლა არ ვიცი სად წავიდა ასე გვიან ეგ დარტყმული
-შენი არ მჯერა
-რა პონტში? -ეწყინა გიორგის
-კაი ხო დავურეკავ იქნებ გავიგოთ რამე-თორნიკემ ვაჩეს ნომერზე ზედიზედ რამდენჯერმე დარეკა მაგრამ ამაოდ, ჯიუტად არ პასუხობდა ის, რაღაცნაირა დდაიძაბნენ ბიჭები და როცა მანქანის ხმა გაიგეს აივანზე გავიდნენ
-როგორც იქნა მოვიდა
-აუ ახლა არ გაუჭედო, ჩემი მანქანით რა პონტში წახვედი დაუკითხავადო რა და მსგავსი სირ.ბები-გაეცინა გიორგის
-შენ მეტი აღარ დალიო, მაგრად ხარ-გაეცინა თორნიკეს და ინტერესით მიაჩერდა ვაჩეს , რომელიც უცნაურად ამღვრეული თვალებით და აჭრილი სახით მიუახლოვდა მათ-რა გჭირს?-დაეჭვებით ჰკითხა თორნიკემ
-არაფერი, რა უნდა მჭირდეს
-იმედია ისევ არ იჩხერ
-ხომ გითხარი რომ მაგ სირ.ბას შევეშვი-თქო-უეცრად წყობრიდან გამოვიდა ბიჭი -თან შენ ნაღდად არ უნდა მელაპარაკებოდე გაჩხერაზე-ნაწყენი ტონით უთხრა -რა მნიშვნელობა აქვს გაიჩხერ თუ დალევ?
-მე მაგ ყ.ობაზე დამოკიდებული არ ვარ და შენ ეს კარგად იცი, ხანდახან მისწორდება თქვენთან ერთად დალევა
-ჰო, თან გაჩხარა ბევრად უარესია-საუბარში ჩაერია გიორგი -რომც გინდოდეს ვეღარ შეეშვები
-ერთხელ თუ შევეშვი სხვადროსაც შევეშვები-დარწმუნებით უთხრა ვაჩემ მეგობრებს და სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან, აკანკალებული თითებით მოუკიდა და გააბოლა
-ანუ ისევ იკეთებ?-გაცეცხლდა თორნიკე
-ხანდახან, რაღაც პონტში მისწორდება ხოლმე, როგორც შენ-თვალები დააწვრილა ვაჩემ და მომღიმარი სახით მიაჩერდა მეგობარს
-არასწორად იქცევი
-ვიცი
-ჰოდა შეეშვი რა... ისედაც შეგვიძლია რაღაც რაღაცეების მიღება და გართობა-ისევ ჩაერია გიორგი საუბარში
-მოდი ჩემს საქმეში ნუ ერევით რა-გაბრაზდა ვაჩე- უკვე დიდი ბიჭი ვარ და შემიძლია დამოუკიდებლად რაღაც-რაღაცეების კეთება
-შეეშვი მაგ ს.რობას! არ გახსოვს ერთხელ რომ ლამის მოკვდი?-ვერ მშვიდდებოდა თორნიკე
-შემეშვით რა -ავარდა ვაჩე და სახლში შევარდა, გიჟივით ჩაირბინა კიბეები და ქუჩაში გავარდა გაცეცხლებული, თუმცა მალევე მოვიდა ხასიათზე როცა ნაცნობი ჩიხიდან ტყუპებიდან ერთერთმა გამოუხვია და ჩქარი ნაბიჯით ქუჩა გადმოკვეთა მისი მიმართულებით. კარგა ხანს იდგა ვაჩე ერთ ადგილზე მიყინულივით და ცდილობდა გამოეცნო რომელი და უახლოვდებოდა
-როგორ ხარ სოფიკო?-ვაჩე წინ აესვეტა დამფრთხალ გოგონას, რომელმაც მკვლელი მზერით ახედა ზედმეტად ახლოს მდგომ ბიჭს
-შეენ?!-მხოლოდ ეს თქვა ბრაზნარევი ტონით სოფიმ და ნაბიჯი გვერდზე წადგა, მაგრამ ვაჩემ მაშინვე გზა გადაუღობა
-ძალიან გეჩქარება?-მომღიმარი სახით ჰკითხა და ნახევრად ჩამწვარი სიგარეტის, ლურჯი მწარე კვამლი მისი სახისკენ გაუშვა
-კი ძალიან
-ვფიქრობ დაგაგვინდება
-ჯობია სხვა გასართობი იპოვო იდიოტო!-ავარდა სოფი
-მე შენთან გართობა მომწონს-ვაჩე ზედმეტად დაიხარა გოგონას ალეწილი სახისკენ და ცხელი სუნთქვა მიაფრქვია ზედ
-რას ბოდავ-წყობრიდან გამოსულმა გოგონამ თავი ვერ შეიკავა და მკერდზე ხელები მიაბჯინა ცინიკურად მომღიმარ ბიჭს, რომელმაც ჩამწვარი სიგარეტის ღერი გზაზე მოისროლა, უმალ ორივე მაჯა დაუჭირა და სხეულზე მიიკრო დამფრთხალი გოგონა- ხელი გამიშვი-ამაოდ, მაგრამ მაინც ჯიუტად გაიბრძოლა სოფიმ
-ნუ ფართხალებ რა უაზროდ, თითქოს არ იცოდე რომ იქამდე ვერსად წახვალ სანამ ეს მე არ მომინდება- ირონიული ტონით უთხრა და შავი უძირო თვალები მიანათა გოგონას მწვანე, არეულ სფეროებს
-ხელი გამიშვი არანორმალურო
-რო არა?-გიჟივით გაეცინა ვაჩეს
-მტკივა-გაიბრძოლა გოგონამ
-არა არ გტკივა, მაგრამ თუ ჭკვიანად არ იქნები გეტკინება და თან ძალიან
-გიჟი ხარ? ახლავე გამიშვი მტკივა-არ ნებდებოდა სოფი მის მარწუხივით შემოჭდობილ ხელებს მაჯებზე
-შენ გამომიწვიე-თავი უტიფრად იმართლა ბიჭმა და უეცრად ხელი გაუშვა, გოგონას დაწითლებულ მაჯებს რომ ჰკიდა თვალი საშინლად დაიბნა- მაპატიე შენთვის ტკივილის მოყენება არ მინდოდა- დაიჩურჩულა და სოფის ნატკენი მაჯებიდან მზერა მის გაფითრებულ სახეზე გადაიტანა
-მაგრამ მატკინე ავადმყოფო!-თავშეუკავებლად უთხრა სოფიმ და მოწოლილ ცრემლებს მთელი ძალით გაუწია წინააღმდეგობა
-არ მინდოდა-ინსტიქტურად ვაჩემ სიწითლეებზე შეახო ხელი
-არ მომეკარო-დამფრთხალმა გოგონამ უკან დაიხია და ხელები ჩასწია
-კარგი მორჩი ისტერიკას, უკვე ხომ აგიხსენი რომ გაუაზრებლად გავაკეთე ეს
-უბრალოდ თავი დამანებე ავადმყოფო-სოფიმ მისთვის გვერდის აქცევა სცადა მაგრამ ვაჩემ ამჯერადაც არ მისცა წასვლის უფლება და ისევ წინ აესვეტა
-არ მინდა რომ ნაწყენი და შეშინებული წახვიდე ჩემგან
-თავი ვინ გგონია შენი რომ მეშინოდეს?!-ცინიკური ტონით ჰკითხა გოგონამ
-ტყუილად ცდილობ ჩემს დარწმუნებას-ტუჩის კუთხე უკმაყოფილო სახით ჩატეხა ბიჭმა -სახეზე გაწერია როგორი შეშინებული ხარ
-გიჟი ხარ? რა გინდა ჩემგან? თავი დამანებე-სოფიმ ისევ სცადა მისთვის გვერდის აქცევა, მაგრამ ვაჩემ ისევ ხელი შეუშალა, ამიტომ გოგონამ მკვლელი მზერით ახედა თითქმის მთელი თავით მაღალ ბიჭს
-სიტყვებს დაუკვირდი პატარა ქალბატონო
-შენ კი ქცევებს-არ ჩამორჩა სოფი ირონიაში
-მოდი ახლა გაგიშვებ, მაგრამ იცოდე მე და შენ ურთიერთობა ჯერ არ გაგვირკვევია!-მუქარა ნარევი ტონით უთხრა ვაჩემ გოგონას და ცინიკურად გაუღიმა
-ავადმყოფი ხარ-ბრაზნარევი ტონით უთხრა გოგონამ და სასწრაფოდ გვერდი აუქცია მომღიმარ ბიჭს რომელმაც სწრაფი ნაბიჯით მიმავალ, შეშინებულ, დაძაბულ და გაბრაზებულ გოგონას ცინიკური ტონით მიაძახა
-შენ კი საშინლად ლამაზი!-და თვალი იქამდე არ მოაშორა სანამ მოსახვევში არ გაუჩინარდა მისი მაღალი და მთრთოლარე სილუეტი.
გიორგი მომღიმარი სახით მიაჩერდა ბიჭებს
-აუ თბილისში უნდა დავბრუნდე რა, ბიძაჩემა დამირეკა და მაგრამ მიმაკაჩავა მივლინებაში ვარ წასული და ფირმაში რატომ არ ხარო, ისარგებლე წასული რომ ვარ და ერთობიო, ხო იცით რა ნაგლია, გამომაგდებს სამსახურიდან
-უკვე მეოთხეჯერ ხო?-გაეცინა ვაჩეს
-აღარ მიმიღებს დედაჩემი გაააფრთხილა შენი ცრემლები ვერ უშველის შენი შვილის გაფუჭებულ საქმესო
-მაშინ ჩვენც დავახვიოთ?!-ინტერესით მიაჩერდა ვაჩე თორნიკეს
-იყავით აქ რა პრობლემა? ჩემი სახლი თქვენი სახლია... მეც კი ვიქნებოდი მაგრამ მაგარი მეზარება აქედან ობიეტებზე წანწალი რა და მერე ისევ აქ მოსვლა
-არა ყველა ერთად წავიდეთ, თან ქეთიც არ მასვენეს დღეში ათასჯერ მირეკავას და რომ არ ვპასუხობ, მწერს დაუსრულებლად, მეხვეწება სახლში დაბრუნდიო, ცალკე მამაჩემმა ამიფეთქა ტელეფონი
-აუ იმ დღეს რომ მოვიდნენ, დედაშენი ეგრევე მიხვდა რა საქმეზეც იყავით წასულები შენ და ვაჩე და რას აპირებ? როგორ აუხსნი?
-არაფრის ახსნას არ ვაპირებ მათთვის
-აუ-გიჟივით გაეცინა ვაჩეს -გგონია ქეთის რისხვას ასე მარტივად გადაურჩები?
-თორნიკე უკვე დიდი ბიჭია, 26 წლის და მშობლებს ანგარიშს არ აბარებს ვაჩე საიდან მოიტანე ეგ?- ახარხარდა გიორგიც
-ვატყობ ამაღამ ვიღაც ორ ტიპს ტრამვატოლოგიურში მოუწევს ღამის გათენება ყბა-სახის ქირურგთან ერთად -სერიოზულად თქვა თორნიკემ და თავის ნათქვამ სისულელეზე თავადვე გაეცინა გიჟივით
-აუ აქედან წასვლა რაღაც პონტში მართლა არ მინდა-დანანებით თქვა ვაჩემ და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა
-ვიცი რა მიზეზითაც არ გინდა -წარბები აზიდა გიორგიმ
-მეც ვიცი ეგ მიზეზი-გაეცინა თორნიკეს
-რას ბოდავ აზრზე თუ ხართ რომელიმე? რა მიზეზი პროსტა
-სოფი ჰქვია მაგ მიზეზს-ცინიკური ტონით უთხრა გიორგიმ მეგობარს -გუშინ დაგინახეთ გზა რომ გადაუჭერი... მაგრამ შანსი არ გაქვს მეგობარო-მხარზე ხელი დაარტყა -სოფისნაირ გოგონებს შენნაირი ცუდი ბიჭები არ მოსწონთ
-შენნაირები მოსწონთ ხო? საქმინები და ოდნავ ს.რი ტიპები
-ზედმეტი მოგდის -წამოენთო გიორგი
-ნუ გაგიჟდით ახლა-ფეხზე წამოდგა თორნიკე და მათ შუაში ჩადგა
-მე წავედი -ვაჩემ საფულეს და მანქანის გასაღებს წამოავლო ხელი -იმედია მათხოვებ-თორნიკეს გახედა გაბრაზებული სახით -თან შენი მიზეზით ვართ აქ სამივე შენი ჯართის იმედად-და სანამ თორნიკე რამეს ეტყოდა გიჟივით გავარდა ქუჩაში.
-როგორც ჩანს სერიოზულად დაევასა სოფი-გაეცინა გიორგის -მაგარი და.ძრეული გაქვთ ძმაო
-ვაჩეს სოფის გარეშეც და.რეული ჰქონდა-გაეცინა თორნიკეს- სიგარეტი გამითავდა წამო ვიყიდოთ , თან ტაქსი გავაჩეროთ და თბილისში დავახვიოთ, თორემ სამასახურიდან მეც გამომაგდებს ბიძაშენი
-შვებულება გაგითავდა ხო?
-ჰო დღეს ამომეწურა
-ეგ ნაბიჭვ.რი გაგიჭედავს არა ხვალ რომ არ მიხვიდე?
-ჰო აბა რა იქნება, ბიძაჩემი კი არაა, მაბლატაოს.
ამასობაში ბიჭები მაღაზიაში შევიდნენ სადაც შემთხვევით მარიანას და სოფის შეხვდენენ
-მანანა ბებო როგორაა?-ჰკითხა თორნიკემ მარიანას
-ბევრად უკეთ მადლობა
-მიხარია
-ძალიან უნდა რომ კიდევ ერთხელ პირადად გადაგიხადოს მადლობა გამოწერის მერე სახლში რომ წამოგვაყვანინე საავადმყოფოდან
-ძაან საყვარელია-გაეღიმა თორნიკეს
-ჩვენ, გავალთ-სოფიმ ხელი ჩაკიდა დას და ქუჩაში გაიყვანა რადგან გიორგის თავხედური მზერა ვერ აიტანა -ვერ ვხვდები იმ ორ არანორმალურთან როგორ მეგობრობს ეს-ჩასჩურჩულა დას და უცნაური მზერით გახედა ვაჩეს, რომელმაც მათ წინ მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა მანქანა
-მეც გავალ-ხმა დაბალი ტონით უთხრა გიორგიმ თორნიკეს, რომელმაც ვერ დაინახა მაღაზიის ჩამუქებული ვიტრინიდან და მოძრავი ხალხის ფონზე საკუთარი მანქანა და ვაჩე, რომელმაც გოგონებს გზა გადაუჭრა და ძალიან გაუკვირდა გიორგის ქცევა, რომელმაც ხელში შეაჩეჩა თავისი სიგარეტი, ლუდი და სანთებელა -მიდი რა შენ გადაიხადე-უცნაური მზერით უთხრა და მაღაზიიდან გავარდა.
ვაჩე მანქანიდან რომ გადავიდა
სოფიმ მაშინვე თვალები აატრიალა
-შეშლილი-დაიჩურჩულა ისე რომ ვაჩეს გაეგო და მარიანას ხელი ჩაკიდა -მოდი რა წავიდეთ აქედან, ამ ავადმყოფთან ლაპარაკი არ მინდა -ვაჩეზე მიანიშნა
-როგორც ვატყობ ვიღაცას ზრდილობის კურსები სჭირდება-ზედმეტად მიუხლოვდა ცინიკურად მომღიმარი ბიჭი დაბნეულ დებს
-ჩვენ წავალთ-დაიძაბა მარიანა და დას ხელი თავად უფრო ძლიერად ჩაკიდა
-ჯერ გაკვეთილები-ვაჩემ ხელი წაავლო დამფრთხალ და აკივლებულ სოფის და თავისკენ მოქაჩა
-შენ რა გაგიჟდი? ხელი გაუშვი-აყვირდა მარიანა და დას წაეტანა მაგრამ გიორგიმ უფლება არ მისცა რომ მიახლოებოდა -ორივე შეიშალეთ? გაგიჟდით?- მარიანა ცდილობდა გიორგისთვის გვერდი აევლო
-დროა ვიღაცამ აზრზე მოიყვანოს!-მკაცრად გამოაცხადა ვაჩემ და მანქანისაკენ წაიყვანა აკივლებული გოგონა, რომელიც მთელი ძალით ამაოდ ეწინააღმდეგებოდა მას
-გიორგი გთხოვ რამე გააკეთე-ნაწყენი ტონით უთხრა მარიანამ ცინიკურად მომღიმარ ბიჭს და უცნაური მზერით ახედა
-დამშვიდდი უბრალოდ დაელაპარაკება- გაეცინა გიორგის და როცა ვაჩემ სოფი მანქნაში ჩასვა, გარედან დაუკეტა კარი და საჭეს მიუჯდა მხოლოდ ამის მერე გაეცალა მარიანას
-რა ჯანდაბა ხდება აქ?-ხმაურზე სხვა ცნობის მოყვარეებთან ერთად გარეთ გავიდა თორნიკე
-შენმა შეშლილმა მეგობარმა სოფი მანქანაში ჩატენა და სადღაც წაიყვანა -ატირებული მივარდა მარიანა დაბნეულ ბიჭს
-რა?-ჯერ ძალიან გაბრაზდა თორნიკე მერე კი მაინც შეეპარა ტუჩის კუთხეში სულელური ღიმილი -რამ გააგიჟა-გიორგის გახედა არეული სახით და მერე თვალებაწყლიანებულ მარიანას დააცქერდა ზემოდან- გთხოვ არ იტირო, არაფერს დაუშავებს... მართლა- ხელის ზურგით ცრემლები ნაზად მოაშორა გაფითრებული ღაწვებიდან და ნიკალზე ხელი აკრა- მალე მოიყვანს გპირდები
-გთხოვ დაურეკე-შეეხვეწა მარიანა
-აზრი არ აქვს, მაინც არ მიპასუხებს -უარყოფის ნიშნად თავი გააქნია თორნიკემ მაგრამ ტელეფონი მაინც ამოიღო ჯიბიდან და რამდენჯერმე გადარეკა ვაჩეს ნომერზე
-ავადმყოფი შეშლილი-ვერ მშვიდდებოდა მარიანა
-მალე დაბრუნდებიან გპირდები, თან, არაფერს დაუშავებს სოფის მაგის ნუ გეშინია, ვაჩე ცოტა იმპულსურია და სისულელებს აკეთებს ხოლმე, მაგრამ სოფისთვის რამის დაშავება გამორიცხულია, ამიტომ გთხოვ დამშვიდდი-დარწმუნებით უთხრა თორნიკემ და მომავალ მანქნაზე მიუთითა-აი ისინიც- როგორც კი მანქნა გაჩერდა და სოფი გადმოვიდა მარიანა დას ჩაეხუტა და იქიდან სწრაფად წაიყვანა, თორნიკე და გიორგი მანქნაში ჩასხდნენ
-შენ რა გაგიჟდი?-აყვირდა თორნიკე -ძლივს დავაწყნარე მარიანა, რა ..ეობებს აკეთებ აზრზე თუ ხარ საერთოდ?
-ნუ ყვირი რა-მომღიმარი სახით გახედა ვაჩემ გაცოფებულ ბიჭს- სამაგიეროდ ახლა ეცოდინება ვის როგორ უნდა ელაპარაკოს მაგ ჭირვეულმა ქალბატონმა
-ანუ შეიძლება ითქვას რომ მოარჯულე?-აჟიტირებული გიორგი ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა
-მეორედ ხელი აღარ დააკარო თორემ არ გაპატიებ!- ვერ წყნარდებოდა თორნიკე
-ძაან და უაზროდ ჭედავ-იღიმოდა ვაჩე
-ზედმეტი მოგდის
-კაი აღარ შევეხები, გპირდები!-ცინიკური ტონით უთხრა
-გაკეთებული გაქ?
-დამოკიდებული კი არ ვარ სულ გაჩხერილში ვიყო- ავარდა ვაჩე
-თუ საერთოდ არ შეეშვები მაგ ყ.ობას იცოდე ჩვენი ძმობა დამთავრდება!-მკაცრი ტონით უთხრა თორნიკემ და ნერვიულად მოუკიდა სიგარეტს
-რას ბოდავ აზრზე ხარ?-გაბრაზდა ვაჩე
-იმას რაც გესმის! მართლა არ მინდა მაგ დედა მოტყ.ულობას შეეწირო, ან შესწირო შენი ცხოვრების საუკეთესო წლები და საბოლოოდ გააუბედურო დედაშენი
-დამოკიდებული არ ვართ-თქო ეს დედა მოტყ.ული რით ვერ გაიგეთ-აყვირდა ვაჩე
-კაი მორჩით-ჩაერია გიორგი-ამაზე სხვა დროს, უფრო საღ გონებაზე სერიოზულად ვილაპარაკოთ.
ქეთის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა თორნიკე რომ დაინახა სახლში შესული
-როგორც იქნა -მისკენ გაქანდა და ჩაეხუტა -დედას ერთადერთო, დედას სიხარულო-არ ეთმობოდა შვილი ატირებულ ქალს
-აუ ნუ დაიწყებ ხოლმე რა -თორნიკეც ჩაეხუტა და ნელა მოშორდა
-ხომ დარჩები? ხომ აღარ წახვალ?-შეშინებული თვალებით მიაჩერდა ქეთი შვილს
-არ წავალ დამშვიდდი, მაგრამ ქრისტინას შესახებ უამრავი კითხვა მაქვს და პასუხები მჭირდება
-მოგიყვები... ყველაფერს მოგიყვები-ამოილუღლუღა ქალმა და სუნთქვა აჩქარებულმა განაგრძო -მაგრამ ახვა დროს, ახლა არა, გთხოვ, ახლა უბრალოდ ძალა არ მაქვს რომ ამ ყველაფერზე დაგელაპარაკო
-კარგი როგორც გინდა-მხრრბი აიჩეჩა ბიჭმა-მთავარია სიმართლე გავიგო მასზე
-ვინ გითხრა მასზე?-ყოყმანით ჰკითხა ქალმა
-უცხო ნომრიდან გამომიგზავნეს შეტყობინება, რომ გადავრეკე გათიშული იყო, იმის მერე არც ჩართულა
-მოგიყვები დედას ცხოვრება, ყველაფერს მოგიყვები, ოღონდ დრო მომეცი კარგი? სულ ცოტა ოდენი დრო მეტს არაფერს გთხოვ
-კარგი კარგი-ჩაეხუტა თორნიკე დედას-ჰო მართლა მამა სადააა? ვურეკევდი და არ მიპასუხა
-თურქეთში წავიდა, მაკამ დარეკა... ტიროდა, ავთოს მდგომარეობა დამძიმდა გუშინ ღამეო და არ ვიცით გადარჩება თუ არაო
-მამა ალბათ გაგიჟდებოდა, ბავშვობის მეგობარია მაინც ავთო და სხვანაირად ეტკინებოდა
-ჰო ძალიან ინერვიულა, გათენებას ვერც კი დაელოდა მაშინვე წავიდა, საბედნიეროდ ბილეთები იყო და ცოტა ხნის წინ გაფრინდა
-იმედია კარგად იქნება
-იმედია... დედა არ გშია? შენ რომ გიყვარს ისე შეგიწვავ კარტოფილს არ გინდა?
-აუ მინდა და თან როგორ-გაეღიმა თორნიკე, დედას თავზე აკოცა, ხელი გადახვია და სამზარეულოში მასთან ერთად შევიდა.
ქეთის, გეგას შეტყობინებებმა და დაუსრულებელმა ზარებმა მოსვენება დააკარგვინა ამიტომ მასთან კიდევ ერთხელ შეხვედრა და ფულის შეთავაზება გადაწყვიტა რომ ერთხელ და სამუდამოდ თავი დაენებებინა გეგას მათთვის. შეხვედრა ამჯერადაც რესტორანში მოხდა
-პირდაპირ მითხარი რამდენი-მაგიდასთან დაჯდა თუ არა ქეთი მაშინვე საქმეზე გადავიდა
-რას დალევ?-მშვიდად ჰკითხა გეგამ და გამომწვევი მზერით მიაჩერდა ქალის სავსე, ვნებიან, წითელ ტუჩებს
-კითხვაზე მიპასუხე
-გგონია შენთან ფულზე ვაჭრობას ვაპირებ? -ავარდა გეგა და ვიკით სავსე ჭიქა მოიყუდა და ისე ჩაცალა წამით თვალი არ მოუშორებია ქეთის ალეწილი სახისთვის
-მაშინ რა გინდა?-დაიბნა ქალი
-შენ-დაუფარავად მიახალა გეგამ
-რას ბოდავ-ზიზღით შეხედა ქეთიმ
-ვიცი რომ გული გატკინე
-ჰო მატკინე-დაეთანხმა წყობრიდან გამოსული ქალი-მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო... ახლა უკვე სულ ერთი ხარ ჩემთვის
-ასე არააა-დარწმუნებით უთხრა გეგამ -ჯერ კიდევ რაღაც გრძნობაა ჩვენს შორის
-ასეა-დაუფიქრებლად დაეთანხმა ქეთი-ზიზღის, უსაზღვრო უზომო და უკიდეგანო ზიზღის გრძნობა!
-მატყუებ
-შენ მე მიმატოვე, მიმატოვე და წახვედი! მაშინ როცა ყველაზე მეტად მიჭირდა... მაშინ როცა ყველაზე ცუდად ვიყავი... მაშინ როცა ფეხქვეშ მიწა გამომეცალა... მაშინ როცა ჩემი ტყუპისცალი და 18 წლის ქრისტინე... მიწას მივაბარე... და მის 34 კვირის, ნაადრევად დაბადებული შვილის... თორნიკეს სიცოცხლის გადასარჩენად ვიბრძოდი... საავადმყოფოში ვათენედი და ვაღამებდი შენ... წახვედი...მიმატოვე... ორი წელი... მთელი ორი წელი გელოდი... მეგონა დაბრუნდებოდი ჩემთან და თორნიკესთან... მეგონა ვერ გაგვწირავდი... მაგრამ არ დაბრუნდი! არ დაბრუნდი! -იყვირა ქალმა ბოლო ხმაზე და ფეხზე წამოვარდა აკანკალებული- ახლა უფლება არ გაქვს მოხვიდე ჩემთან, ამდენი წლის მერე და მელაპარაკო გრძნობებზე და სიყვარულზე! თან ჩემი შვილის ბედით მეთამაშო! თორნიკე თუ რამეს გაიგებს შენგან და გული ეტკინება! თუ გაიგებს რომ ქრისტინეს შვილია და არა ჩემი, თუ გაიგებს რომ ნამდვილმა მამამ უარყო და ირაკლიმ ჩემი სიყვარულის გამო შვილდ მიიღო და ეს ყველაფერი შეშლილს! იცოდე ჩემი ხელით მოგკლავ, გეფიცები მოგკლავ!
-ქეთი მომისმინე-ფეხზე წამოვარდა გეგა
-არა შენ მომისმინე !-დაუღრიალა ქეთიმ ბოლო ხმაზე -თუ თორნიკეს რამეს ეტყვი და ეს მას შეშლის მოგკლავ! ახლა კი ეს ფული აიღე-ჩანთიდან კონვერტი ამოიღო, იქიდან ფული და სახეში შეაყარა გეგას -იმედია 20 ათასი დოლარი გეყოფა გასაჩუმებლად-და მოტრიალდა წამოსვლა დააპირა რომ გაგიჟებულმა გეგამ მკლავში ხელი წაავლო და თავისკენ შეატრიალა უხეშად
-იმიტომ წავედი რომ იძულებული ვიყავი, პრობლემები მქონდა პოლიციასთან, ხომ იცი... მერე იქ რუსეთში დამიჭირეს...
-ხელი გამიშვი! შენი მოსმენა არ მინდა
-მოგიწევს-მკლავებში მოიმწყვდია გეგამ აკანკლაებული ქალი-შვიდი წელი ვიჯექი... მერე აქ დავბრუნდი... სოფელში გეძებდით, მითხრეს რომ ვიღაც გყავდა და ქრისტინეს სიკვდილის მერე 2 წელში გათხოვდი... იცი რა დამემართა?... იცი რა დამემართა რომ გავიაზრე სამუდამოდ დაგკარგე? იცი რამდენი გეძებეთ? მაგრამ თქვენს კვალს ვერსად მოვაგენი...ვერ გიპოვე რადგან შენ უკვე ხუთი წლის გათხოვილი იყავი იმ ნაბ.ჭვარზე
-მეზიზღები, გულს მირევ-ზიზღით უთხრა ქალმა
-წავედი და წლების მერე ისევ დავბრუნდი... შენი ძებნა არასდროს შემიწყვეტია
-ახლა იმიტომ დაბრუნდი რომ ჩემს შვილს ცხოვრება მოუწამლო?
-არა... შენს გამო დავბრუნდი...
-გგონია იმ ყველაფერის მერე რაც მოხდა... მე და შენ... ოდეესმე რამე საერთო გვექნება?-ავარდა ქეთი და მისი მარწუხივით შემოჭდობილი ხელებისგან თავი დაიხსნა
-არ მითხრა რომ ის ს.რი შეგიყვარდა-ცინიკური ტონით უთხრა გეგამ და როცა ქეთიმ სახეში მთელი ძალით გაარტყა ხელი ადგილზე გაიყინა



№1 სტუმარი ელა1

ნეაკო კარგი იყო როგორც ყოველთვის.ირაკლიზე ვგუჯდები როგორი სიყვარული ცოდნია ბოდიში მაგრამ ურსკლუს უფრო ვამსგავდებ სანდროს ისევე გაგიჯებუთ უყვარს თავისი ცოლი როგორც სანდროს უყვარდა და ეს დაფასებელია.რაც შეეხება ვაჩეს გიორგის და თორნიკეს კი მეგობრები არიან მაგრამ ასე მგონია რო ეს ნეგობრობა როგორ თქვა დროებითია,ვაჩეს რაც შეეხება ცანცარა ბოჯია რომელიც მარტო გართობაზე ფიქრობს.იცი რა შეენ ახსენე რო თორნიკეს მარიამას მიმართ დამოკიდულება შეეცვლებაა უარესისკანო წს ხო არ იქნება გამოწვეული იმით რო თორნიკეს ნარკოტიკებზე რო არის დამოკიდებული და კიდე იმიტომ რო ცხოვრებაში ბევრი სირთულეებები შეხვთა არ ვიცი ჯერ ვერ ხვდები რატო შეიცვლება თორნიკე.რაც შეეხება გეგას ქეთი მართალია როცა სჯირდებოდა ის მის გვერდით არ იყო და მიატოვა და ეხლა მოდის და ამდენი ხნის მერე თხოვს რაღაც რაღაცეებს იცის რო ქეთი ბედნიერია ირაკლისთან და უნდა რო ეს ბედნიერება დაანგრიოს.რაც შეეხება ქეთის საქციელ არ უნდა შეხვედროდა გეგას ამით ირაკლის უფრო გაათიზიანებს.მაგრამ ამ დროულად მესმის მისი არ უნდა რო ვინმემ მისი ოჯახის საიდუმლო გაიგოს და ამით ატკინოს გული თორნიკეს.❤❤❤იცი ნეაკო ამ ისტორიუთ შენ იმის თქმა გინდა რო პირველი რო ის რო ცხოვრებაში რა ოჯახიც არ უნდა იყოს ყოველთვის არსებობს ამ ოჯახში საიდუმლო და ეს საიდუმლო ადრე თუ გვიან ამოვტივტივდება და ამიტომ არაფრის არ უნდა შეგეშინდეს და სიმართლე თქვა არ დაუმალო ოჯახის წევრებს და მეორე ეს არის ჩემი აზრით თორნიკეს და მისი მეგობრების ნაირი ადამიანების მიდრეკილება ნარკოტიკებზე და სასმელზე არ ვიცი შეიძლება ვცდები და ისტორიას უბრალიდ სხვა მიზანია აქვს მაგრამ მაინც მადლობა შენ❤❤❤

კიდევ ვევრის დაწერა მინდა მაგრამ ვერ ვახერხებ .პ ს იცი ეხლა მომივიდა თავში ირაკლის ხელი ხო არ ურევია იმაში რო გეგა ციხეში მოხვთა და ეს გახტა ქეთის და გეგას დაშორების მიზეზი .და ამიტომ ხო არ დაბრუნდა გეგა ყველაფერი გაარკვიოს ირაკლისთან.არ ვიცი მგონი რახაცეებს არასწორს ვფიქრობ მოკლედ ნეაკო შეენ ყოველთვის ახერხებ და ჩვენ გვიტოვებ დიდ ინტრიგას და ამით უფრო საინტერესოს ხტი ამ ისტორიას❤❤❤

 


№2 სტუმარი სტუმარი ელენე

ჯერ ბავშვის წინაშე რამხელა დანაშაულია სიმართლეს რომ უმალავ და ქეთის შემთხვევაში, ის დის წინაშეც დამნაშავეა. იმ დამ გააჩინა თორნიკე, იმან აჩუქა სიცოცხლე და ქეთიმ ისე გააქრო ბავშვის ცხოვრებიდან საკუთარი და, რომ თორნიკემ ისიც კი არ იცის ვინმე ქრისტინე თუ არსობობდა და ახლა კითხულობს, ამ ასაკში, ვინ არისო. იმის ნაცვლად, ყველაფერი გაეკეთებინა რომ მისი დის კვალი არ გამქრალიყო თორნიკეს ცხოვრებიდან და ისე ყვარებოდა, როგორც დედა უნდა გიყვარდეს შვილს. არ ვიცი, რა გამართლება ექნება ამას ქეთის მხრიდან, მაგრამ თორნიკესთან დიალოგის დროს გამოჩნდება ალბათ, როცა მოუწევს იმის ახსნა, რატომ დამალა ეს ყველაფერი, მაგრამ დიდი ალბათობით ვერც ვერაფერს იტყვის ისეთს, რომ ამ სიტუაციაში გამართლდეს.
ბოდიში პათეტიკისთვის, მაგრამ ცუდი საქციელი იყო და უნდა მეთქვა.
პ.ს. თორნიკე მომწონს, ვაჩეც მომწონს. ნენესი არ იყოს, მეც სიამოვნებით მოვისმენდი თუნდაც სოფოს მოყოლილს, რა ხდებოდა იმ მანქანაში. laughing heart_eyes

 


№3 სტუმარი სტუმარი nazi

ვაიმეე რა მაგარი თავი იყო ემოციებით სავსე და არ ვიცი რა ვთქვა ნერვებიც მეშლება ქეთის საქციელზე როგორ ატყუებს თორნიკეს რომ დედაა მარა არ აქ გამართლება ჩემი აზრით ხოლო რაც შეხება წყვილებს მომწონს თორნიკეს და მარიანას და ვაჩეს და სოფიკოს წყვილი ძალიან გიჟური წყვილები არიან იმედია ამ ოთხივეს ერთად დატოვებ უხდებიან იმდენად გადარეულები არიან მომწონსსსს გელი ყოველთვის ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤სუპერ ისტორიაააა❤❤❤❤❤

 


№4  offline მოდერი ნეაკო

ელა1
ნეაკო კარგი იყო როგორც ყოველთვის.ირაკლიზე ვგუჯდები როგორი სიყვარული ცოდნია ბოდიში მაგრამ ურსკლუს უფრო ვამსგავდებ სანდროს ისევე გაგიჯებუთ უყვარს თავისი ცოლი როგორც სანდროს უყვარდა და ეს დაფასებელია.რაც შეეხება ვაჩეს გიორგის და თორნიკეს კი მეგობრები არიან მაგრამ ასე მგონია რო ეს ნეგობრობა როგორ თქვა დროებითია,ვაჩეს რაც შეეხება ცანცარა ბოჯია რომელიც მარტო გართობაზე ფიქრობს.იცი რა შეენ ახსენე რო თორნიკეს მარიამას მიმართ დამოკიდულება შეეცვლებაა უარესისკანო წს ხო არ იქნება გამოწვეული იმით რო თორნიკეს ნარკოტიკებზე რო არის დამოკიდებული და კიდე იმიტომ რო ცხოვრებაში ბევრი სირთულეებები შეხვთა არ ვიცი ჯერ ვერ ხვდები რატო შეიცვლება თორნიკე.რაც შეეხება გეგას ქეთი მართალია როცა სჯირდებოდა ის მის გვერდით არ იყო და მიატოვა და ეხლა მოდის და ამდენი ხნის მერე თხოვს რაღაც რაღაცეებს იცის რო ქეთი ბედნიერია ირაკლისთან და უნდა რო ეს ბედნიერება დაანგრიოს.რაც შეეხება ქეთის საქციელ არ უნდა შეხვედროდა გეგას ამით ირაკლის უფრო გაათიზიანებს.მაგრამ ამ დროულად მესმის მისი არ უნდა რო ვინმემ მისი ოჯახის საიდუმლო გაიგოს და ამით ატკინოს გული თორნიკეს.❤❤❤იცი ნეაკო ამ ისტორიუთ შენ იმის თქმა გინდა რო პირველი რო ის რო ცხოვრებაში რა ოჯახიც არ უნდა იყოს ყოველთვის არსებობს ამ ოჯახში საიდუმლო და ეს საიდუმლო ადრე თუ გვიან ამოვტივტივდება და ამიტომ არაფრის არ უნდა შეგეშინდეს და სიმართლე თქვა არ დაუმალო ოჯახის წევრებს და მეორე ეს არის ჩემი აზრით თორნიკეს და მისი მეგობრების ნაირი ადამიანების მიდრეკილება ნარკოტიკებზე და სასმელზე არ ვიცი შეიძლება ვცდები და ისტორიას უბრალიდ სხვა მიზანია აქვს მაგრამ მაინც მადლობა შენ❤❤❤

კიდევ ვევრის დაწერა მინდა მაგრამ ვერ ვახერხებ .პ ს იცი ეხლა მომივიდა თავში ირაკლის ხელი ხო არ ურევია იმაში რო გეგა ციხეში მოხვთა და ეს გახტა ქეთის და გეგას დაშორების მიზეზი .და ამიტომ ხო არ დაბრუნდა გეგა ყველაფერი გაარკვიოს ირაკლისთან.არ ვიცი მგონი რახაცეებს არასწორს ვფიქრობ მოკლედ ნეაკო შეენ ყოველთვის ახერხებ და ჩვენ გვიტოვებ დიდ ინტრიგას და ამით უფრო საინტერესოს ხტი ამ ისტორიას❤❤❤

ელა ირაკლის სიყვარული ქეთის მიმართ ნამდვილად დასაფასებელია და ის კიდევ ბევრჯერ დაამტკიცებს რომ ღირსეული კაცია და გეგასგან განსხვავებით ქეთის ბედნიერება მისთვის ყველაფერზე მნისვნელოვანია ❤❤❤❤❤❤❤❤ თორნიკეს დამოკიდებულება მარანასთან მიმართებაში, ბევრი მიზეზით შეიცვლება, რა თქმა უნდა ამ ყველფრის მიზეზი წარსულის საიდუმლო და წამლებზე დამოკიდებულება გამოიწვევს.
ირაკლი გეგას ამბებში არ ერეოდა, წარსულს კიდევ უფრო ნათლად ავღწერ ისტორიის განვითარებასთაბ ერთად ❤❤❤❤

nene gelovani
იმ "ჩვენს" ისტორიაში (სახელის თქმა არ მინდა), გახსოვს ალბათ ელე რო ფაქტიურად გაიტაცა ლაშუკამ, მსგავსი "უზრდელობისთვის". იმის მსგავსი იყო ვაჩე/სოფიკოს სცენა. smile ხოდა წლებია უკვე მაწუხებს ეგ კითხვა, რო წაიყვანა მერე რა მოხდა, რაზე ისაუბრეს და ა.შ. იმედია, მომდევნო თავში შენ მაინც გეწერება აქ რაღა მოხდა joy joy

კი ავღწერ აუცილებლად ,ვიცი რომ დაგაინტერესდებოდად :დ :დ

marita1230
საინტერესო თავი იყო ნეაკო♥
ირაკლის და ქეთის წყვილი ძალიან მომწონს ♥ იმდენად მენანება კიდეც იმ არეულობისთვის რასაც გეგა შეიტანს ♥
რეალურად რომ შეხედო ირაკლისნაირი კაცები იშვიათები არიან , ერთეულებს შეუძლიათ ასეთი სიყვარული და ქეთი ძალიან ბედნიერი ქალია ის ერთი რომ შეხვდა ♥ მართლა ძალიან მენანება მისი პერსონაჟი გულის ტკენისთვის ♥
გეგას პერსონაჟი მე პირადად არ მომწონს , მის გასამართლებელ მიზეზებს რომც მივყვეთ და გავითვალისწინოთ , მაქიდანაც ჩანს რომ იმდენი კაცობაც არ ეყო იმისთვის რომ პასუხი ეგო საკუთარი დანაშაულისთვის და არ გაქცეულიყო .
ქეთის მესმის , მისი საქციელის ახსნაც შეიძლება მაგრამ მაინც ვერ ვამართლებ .. ერთ დღეს ხომ მაინც მოუწევდა სიმართლის თქმა თორნიკესთვის? წარმოდგენაც არ მინდა რამხელა შიში შეიძლება იყოს ეს ..
აქედანვე ჩანს რომ თორნიკე ამ ყველაფერს მშვიდად არ მიიღებს .. აბობოქრებულ მდინარეს გავს წვიმას რომ ელოდება წყალდიდობისთვის ..
და მაინც ჩემს დიდ ნაწილს იმედი აქვს რომ თორნიკემ იმ ყველაფრის დანახვას და გააზრებას შეძლებს რაც ქეთიმ და ირაკლიმ მისთვის გააკეთა .
სამწუხაროა ვაჩეს ფიქრრები და კიდევ უფრო სამწუხარო ის რომ ასე ბევრი ახალგაზრდა ფიქრობსს .
მომწონს თავისუფალი სოფი და მორცხვი მარიანა ♥
მომწონს თორნიკეს დამოკიდებულება მარიანას მიმართ♥
მომწონს შეფარული დეტალები შენს ნაწერში რომ მალავ და ასე აშიშვლებ ხოლმე პრობლემებს რომელსაც ყველა გაურბის თითქმის ♥
და ბოლოს , შენ მომწონხარ ნეაკო და ველოდები ახალ თავს ♥

ძალიან ძალიან დიდი მალობა ასეთი შეფასებისთვის, ძალიან გამახარე ამ კომენტარით ❤❤❤❤❤
გეთანხმები, ირაკლისნაირი ადამიანები იშვიათია, რომელთაც ასეთი დიდ და გიჟური სიყვარული შეუძლიათ ❤❤❤❤
ქეთის საქციელს გამართლება არ ვიცი რამდენად ექნება მაგრამ ახსნადია, რატომ იქცევა ასე და ეს ისტორიის მსვლელობისას გამოჩნდება.
ვაჩე არის იმ ბევრი ადამაინის სახე, რომელებიც ვერ ხედავენ თავის შეცდომას და დანაშაულს, შესაბამისად არაფერის გამოსწორებას არ ცდილობენ სამწუხაროდ.
თორნიკეს დამოკიდებულება მარიანასადმი ეტაპოვრივად შეიცვლება რადგან წარსულის დიდ ტკივილს მიაყენებს და შესაბამისად ეს ყველაფერი მარაიანას

სტუმარი ელენე
ჯერ ბავშვის წინაშე რამხელა დანაშაულია სიმართლეს რომ უმალავ და ქეთის შემთხვევაში, ის დის წინაშეც დამნაშავეა. იმ დამ გააჩინა თორნიკე, იმან აჩუქა სიცოცხლე და ქეთიმ ისე გააქრო ბავშვის ცხოვრებიდან საკუთარი და, რომ თორნიკემ ისიც კი არ იცის ვინმე ქრისტინე თუ არსობობდა და ახლა კითხულობს, ამ ასაკში, ვინ არისო. იმის ნაცვლად, ყველაფერი გაეკეთებინა რომ მისი დის კვალი არ გამქრალიყო თორნიკეს ცხოვრებიდან და ისე ყვარებოდა, როგორც დედა უნდა გიყვარდეს შვილს. არ ვიცი, რა გამართლება ექნება ამას ქეთის მხრიდან, მაგრამ თორნიკესთან დიალოგის დროს გამოჩნდება ალბათ, როცა მოუწევს იმის ახსნა, რატომ დამალა ეს ყველაფერი, მაგრამ დიდი ალბათობით ვერც ვერაფერს იტყვის ისეთს, რომ ამ სიტუაციაში გამართლდეს.
ბოდიში პათეტიკისთვის, მაგრამ ცუდი საქციელი იყო და უნდა მეთქვა.
პ.ს. თორნიკე მომწონს, ვაჩეც მომწონს. ნენესი არ იყოს, მეც სიამოვნებით მოვისმენდი თუნდაც სოფოს მოყოლილს, რა ხდებოდა იმ მანქანაში. laughing heart_eyes

ქეთის ქცევას ბევრი მიზეზი აქვს და ავხსნი, თუმცა რამდენად გამართლებადია, ამას თქვენ გადაწყვეთ მკითხველი, თუმცა ზოგადად ადამიანები ასეთ დროს ნამდვილად უშვებენ გამოუსწორებელ შეცდომას, ფიქრობენ რომ გაიზრდება მერე ავუხსნი, სკოლას რომ დაამთავრებს მერე, უნივერსიტეტს და ამ დროს გადის წლები და იმატებს შიში იმისა რომ სიმართლე საყვარელ ადამინთან დაგაშორებს და შიშის გამო დუმილს ამჯობინებ... ასეა აქაც და კიდევ ბერი მიზეზი რასაც ეტაპოვრივად გააგცნობთ...
რაც შეეხება სოფის და ვაჩეს შემდეგ თავსი დეტალურად გაგაცნობთ მანქანაში მომხდარს :დ :დ ❤❤❤

სტუმარი nazi
ვაიმეე რა მაგარი თავი იყო ემოციებით სავსე და არ ვიცი რა ვთქვა ნერვებიც მეშლება ქეთის საქციელზე როგორ ატყუებს თორნიკეს რომ დედაა მარა არ აქ გამართლება ჩემი აზრით ხოლო რაც შეხება წყვილებს მომწონს თორნიკეს და მარიანას და ვაჩეს და სოფიკოს წყვილი ძალიან გიჟური წყვილები არიან იმედია ამ ოთხივეს ერთად დატოვებ უხდებიან იმდენად გადარეულები არიან მომწონსსსს გელი ყოველთვის ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤სუპერ ისტორიაააა❤❤❤❤❤

მიხაირა ნაზი რომ მოგწონს ეს ისტორია, რაც შეეხება ამ ოთხეულს, შეიძლება ერთად დარჩნენ შეიძლება არა, მოდი ამას ჯერ არ დავაკონკრეტებ❤❤❤❤ ❤❤❤❤❤ ქეთის ასეთი ქცევა ბევრი მიზეზითაა განპირობებული და ნელ-ნელა ავხსნი

 


№5 სტუმარი სტუმარი ელენე

როდის იქნება შემდეგი თავი? heart_eyes

 


№6  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ელენე
როდის იქნება შემდეგი თავი? heart_eyes

სავარაუდოდ საღამოს ან გვიან ღამე დავდებ ახალ თავს ❤❤❤❤❤❤

 


№7 სტუმარი სტუმარი კირა

იმედია ქეთის და ირაკლის ურთიერთობა არ აირევა გეგას გამოჩენის გამო. რატომღაც მგონია რომ ქეთის სადღაც გულის სიღრმეში მაინც აქვს რაღაც გრძნობა შემორჩენილი გეგას მიმართ და საშინლად არმინდა ამან ქეთი და ირაკლი დააშოროს

 


№8  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი კირა
იმედია ქეთის და ირაკლის ურთიერთობა არ აირევა გეგას გამოჩენის გამო. რატომღაც მგონია რომ ქეთის სადღაც გულის სიღრმეში მაინც აქვს რაღაც გრძნობა შემორჩენილი გეგას მიმართ და საშინლად არმინდა ამან ქეთი და ირაკლი დააშოროს

ქეთის და ირაკლის ურთიერთობას გეგაზე მეტად თორნიკე არევს როცა სიმართლეს გაიგებს, თუმცა გეგას პერსონა აქტიურად იქნება ისტორიაში და ქეთის თავგზის არევაში აქტიურად მიიღებს მონაწილეობას ❤❤❤

 


№9  offline აქტიური მკითხველი terooo

Საინტერესო სიუჟეტებია... საინტერესო გმირებით

 


№10  offline მოდერი ნეაკო

terooo
Საინტერესო სიუჟეტებია... საინტერესო გმირებით

❤❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent