შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი ნისლი -5-


12-08-2021, 22:16
ავტორი თვეთნედინა
ნანახია 1 100

სიბნნელეში დაიკარგა ყველანაირი კითხვა თუ შიში. სადღაც გაქრა,ნაბიჯს ნაბიჯზე დგამდა და გაბედულად მიდიოდა წინ დინა. ირგვლივ,ულამაზეს ტყესთან შედარებით ეს უზარმაზარი კოტეჯიც კი პატარა ჩანდა. დინამ თამამად აიარა რამდენიმე კიბის საფეხური და ბედანს მიუახლოვდა...

-ცხელ შოკოლადს სიამოვნებით მივირთმევდი
პატივისცემის და თანხმობის ნიშნად ბედანმა თავი დაუკრა,შიგნით შეიპატიჟა და იქვე ბუხარისკენ მიანიშნა დინას.

-ყველგან შენ როგორ ხარ?!
-თუ შენ ხარ ყველგან
-არა,მე სადაც მინდა იქ ვარ
-ნეტავ მეც შემეძლოს. სადაც მინდა იქ წავიდოდი,როცა მინდა და ძალიან ბევრს ვივლიდით მე და მეშხე
-რა მოხდა?!
-მოხდა რამე?!
-ამ დროს შუაგულ ტყეში,მარტო ხარ,დინა
-ასე მომინდა,დავიღალე...
-მეც
მძიმე,მაგრამ მრავლისმთქმელი ხვნეშა გაისმა ოთახში შემდეგ კი,ერთხანს სიჩუმე...
-ბედან,კივილი ისმის,ყოველ ღამე...
ბედანის აღელვება და შეცვლილი მზერა იგრძნობოდა ოთახში,წამში გახედა დინას,გაუკვირდა ასეთი რეაქცია ბედანისგან,მაგრამ სათქმელი არ დააყოვნა
-მაინტერესებს,რა არის ეს, ვინ კივის,ვის გლოვობს,ან რატომ?!
-დინა,ბევრ კითხვას სვამ!
-რატომ?!
-იმიტომ!
ბედანი წამოხტა,მაჯაში ხელი ჩაავლო დინას და კედელს ააკრო. მისი გახშირებულ სუნთქვას და აღელვებას გრძნობდა დინა,თითოეულ გულისცემას. თვითონაც აღელდა,რამდენჯერმე შეწინააღმდეგება სცადა,მაგრამ ამაოდ. ბედანი ნაზად დაათამაშებდა თავის თითებს დინას სახეზე,სახე ძალიან ახლოს მიჰქონდა,სიამოვნებდა დინას რეაქცია. თითქოს მის წინ პატარა გოგო კი არა ნანადირევი იყო,დაუცხრომელი სურვილი და არეული გრძნობები იკითხებოდა მის თვალებში... სიამოვნებდა დინას აღელვება და გახშირებული სუნთქვის მოსმენა.
-მე თუ ახლა ყველაფერს მოგიყვები,მომიწევს აღარასდროს გაგიშვა... მოგიწევს ჩემთან ერთად გაატარო მთელი ცხოვრება,მაგრამ არამგონია ამისთვის მზად იყო, შენ ძალიან პატარა ხარ!
-პატარა?! ბედან,დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე!
-ვიცი და ასე რომ არ იყოს ყველაფერი სხვაგვარად იქნება! ახლა კი შენი წასვლის დროა
-რა ხდება ჩემს ირგვლივ ისეთი,რომ არავინ მეუბნება!
-წადი!
ბოლო ხმაზე უღრიალა ბედან აბლანმა,დინას. დინამაც არ დააყოვნა,ისე გავარდა სახლიდან უკან არც მოუხედავს,გაბრაზებული და ნაწყენი იყო კაცზე,რომელიც მისთვის უბრალოდ კაცი არ გახლდათ.

პირველი სილა,პირველი ტკივილი არამარტო ფიზიკური,არამედ სულიერი, როგორც ადაი ბეჩიანი ასევე მისი ერთადერთი ქალიშვილი დინა!

-მორჩა,გაყვები შერგილის ვაჟს!
-მამა...
-არ მითხრა არაფერი,არაფრის გაგონება არ მინდა,დინა! მე შენ გენდობოდი,მეშინოდა ვინმეს რაიმე არ დაეშავებინა ან არ ეთქვათ შენთვის,შენ მე ყველანაირი იმედი გამიცრუე! სად დადიხარ,საად?! ადი შენს ოთახში და სანამ მე არ გეტყვი მანამდე არ ჩამოხვალ,დინა!

ის ღამე თეთრად დაათენდა დინას,ტირილში და გოდებაში გაატარა, ეგონა ყველაფერი დასრულდა,ყველაფერი დამთავრდა. მხოლოდ ბედანთან ყოფნა უნდოდა მას,თუნდაც უბრალოდ მის წინ ჯდომა და მისი ცქერა... მას ათხოვებდნენ! თხოვდებოდა კაცზე,ვისაც არც კი იცნობდა,არ უნდოდა და არ უყვარდა!

დღეები ძალიან ნელა გადიოდა,მხოლოდ ქალების ლაპარაკი ესმოდა,მხოლოდ ქორწილი,ქორწილი და ქორწილი ჩაესმოდა ყურში დინას. დიდი სამზადისი იყო ბეჩიანების ოჯახში. სოფელში დადიოდა ხმები "ერთადერთ ქალიშვილს ძალით ათხოვებს,ადაი ბეჩიანი"-ო შემდეგ ცოდვით სავსე მზერა და 2 წამიანი პაუზის შემდეგ ყველაფრის დავიწყება, ხალხს მხოლოდ სალაპრარაკო მიეცი და...

-დინა,ეს ჩაიცვი,სტუმრად მივდივართ!
-სად მივდივართ?!
-შენს მომავალ ოჯახში,უნდა გაიცნო ყველა და ყველაფერი.

ამის გაგონებაზე დინას გული შეუწუხდა,წაბარბაცდა და გააზრების შემდეგ მორჩილად თავი ჩახარა...

-მიხარია,ჩემს წინადადებაზე,რომ დათანხმდი ადაი!
-მეც მიხარია ჩვენი მომავალში დანათესაობის ამბავი,შერგილ!
-ვინ იქნება ჩემი ოჯახისთვის შესაფერისი სარძლო თუ არა,დინა,მიხარია ეს ამბავი ძალიან!

დინა ვალდებულებით სავსე ღიმილით იჯდა სუფრის თავში,ძალდატანებულად უმზერდა ყველას,თითქოს ბედნიერი...

-დედა,ცოტახანი ჰაერზე გავალ,ცუდად ვარ უკვე!
-გადი და 5 წუთში შემოდი!

დინასთვის ეს 2 კვირიანი სასჯელის შემდეგ,პირველი თავისუფლებისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო,აივანზე გასულმა ხარბად ჩაისუნთქა ჰაერი და ნასიამოვნებმა მთებს გადახედა,წინ ისე მიდიოდა ვერც მიხვდა სად გავიდა.

-მე წამომყევი!

ნაცნობი ხმა და გულის უკონტროლო აჩქარება! წამის მეასედში დაუარა ჟრიანტელმა დინას და მაშინვე უკან შეტრიალდა. სასურველი სილუეტი,სასურველი თვალები და მკაცრი მზერა!

-ბედან!
-მოგიტაცებ...



№1 სტუმარი M

ყოველთვის დიდი ინტერესით ველოდები ამ ისტორიას, მომწონს მოვლენების განვითარება და იმედია ახალი თავიც მალე იქნება ♥️

 


№2  offline წევრი თვეთნედინა

M
ყოველთვის დიდი ინტერესით ველოდები ამ ისტორიას, მომწონს მოვლენების განვითარება და იმედია ახალი თავიც მალე იქნება ♥️


უღრმესი მადლობა ❤️ იქნება აუცილებლად

 


№3  offline წევრი Daduda

ძალიან საინტერესოდ და კარგად წერ, უბრალოდ ასე პატარა თავები და ამხელა ინტერვალით ძალიან ცუდოა მკითხველისთვის :( ან თავები გაზარდე ან კიდევ ხშირად ატვირთე

 


№4 სტუმარი სტუმარი ანასტასია

კარგად წერ უდავოდ, მაგრამ… თუ იღებ პასუხისმგებლობას მკითხველისა და საკუთარი თავის წინაშე, ასე იშვიათად გამოჩენა არც შენ გარგებს და არც აუდიტორიას.

 


№5  offline წევრი თვეთნედინა

სტუმარი ანასტასია
კარგად წერ უდავოდ, მაგრამ… თუ იღებ პასუხისმგებლობას მკითხველისა და საკუთარი თავის წინაშე, ასე იშვიათად გამოჩენა არც შენ გარგებს და არც აუდიტორიას.


პირადი პრობლემების გამო ვერ ვახერხებდი წერას,მაგრამ დავბრუნდი და უფრო ხშირ-ხშირად შემოგთავაზებთ???? მადლობა...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent