შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასწორ მხარეს +18 (დასასრული)


12-08-2021, 22:26
ავტორი რენე
ნანახია 27 310

მთელი გზა იმაზე ფიქრობდა, როგორ უნდა შეხვედროდა საცოლის ოჯახის წევრებს. ნიკოს უკვე იცნობდა. ყველას ერთად გაცნობა ასე თუ ისე მაინც სანერვიულო იყო მისთვის. საჭეზე თითებს არ აჩერებდა და წამდაუწუმ ხმაურიანად ათამაშებდა, ღრმად ჩაისუნთქავდა და ამოისუნთქავდა ხოლმე, ხან კეფას მოიქექავდა, ხან თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, აშკარა შესამჩნევი იყო მისი მოუსვენრობა. არც ანაბელს გამოჰპარვია ბაჩანას ეს ქცევები.
- ბაჩანა, შენ ნერვიულობ?
- მე? არა, რა ვიცი. ან კი, რაარი რო?
- რა ვიცი, ხან რას აკეთებ და ხან - რას. ძალიან გეტყობა, რომ ნერვიულობ.
- მართლა? მითხარი რა ვქნა, რომ არ შემამჩნიონ?
- მე არ ვიცი, მაგრამ ვერ გავიგე რაზე ნერვიულობ?
- დედას ოჯახის წევრები უნდა გავიცნო, შენ იცი ეს რას ნიშნავს, პატარავ?
- როგორ არ ვიცი? ბებო და ბაბუ დილიდან ემზადებოდნენ, სანამ მე სკოლაში წამოვიდოდი. სულ ფუსფუსი იყო სახლში.
- ვახ, ღმერთო, ეს დღე გამაძლებინე და მერე არ ვიცი, რა! - ამოიხვნეშა ბიჭმა უკვე კორპუსთან მისულმა. მანქანა გააჩერა და ანაბელთან ერთად გადმოვიდა, ჩანთა გამოართვა. მეორე ხელში ყვავილები, ტკბილეული და სასმელი ეჭირა. ბინის შესასვლელამდე ნელა მიდიოდა, თითქოს ნაბიჯებს იგრძელებდა. სახე სულ დაცვარული ჰქონდა, კეფას უკვე ნერვიულად იქექავდა მოუხერხებლად იმ ხელით, რომელშიც ჩანთა ეჭირა. ეს ქცევა ჩვევაში ჰქონდა გადასული, როცა ნერვებისგან იხრჩობოდა.
- ბაჩანა, არ ინერვიულო, კარგი? მოგეწონება ბებო და ბაბუ. - გაიღიმა პატარამ და თბილი მზერით ახედა ბიჭს.
- ოხ, რა ეშმაკუნა ხარ! - გაეცინა ბაჩანასაც და გულში სითბო ჩაეღვარა ანაბელის მცდელობაზე, რომ დაემშვიდებინა.
- ვიცი, ჰო, ბაბუც ასე მეუბნება და მერე ცხვირზე დამკრავს ხოლმე თითს. - გაიკრიჭა გოგო.
- მეც ვაპირებდი, მაგრამ ხელები სავსე მაქვს და ისარგებლე, არა? - წარბი აუწია ბაჩომ.
- ჰმ! არა!
საუბარში ლიფტამდეც მივიდნენ და ჩაკეტილ სივრცეში ლამის სული შეეხუთა. ლიფტის კარზე თითებს აკაკუნებდა და ღილაკს რამდენჯერმე დააჭირა, თითქოს ასე უფრო მალე ავიდოდა ზემოთ. კართან რამდენიმე წუთით შეყოვნდა. თეთრი მაისური და ჯინსი შეისწორა, თავის თავს შემოუძახა - აბა, შენ იციო და მერე კარზე დააკაკუნა. ნათიამ გააღო, ჯერ ანაბელი ჩაიხუტა. ეგონა, საუკუნე არ ენახა, ისე ჩაიკრა და არ მოიშორა, ვიდრე გული არ იჯერა ჩახუტებით.
- დე, როგორ მომენატრე, ჩემო პრინცესა! - თავზე აკოცა პატარას, ბაჩანას მისი ჩანთა გამოართვა და კარადაზე ჩამოდო.
- მეც ძალიან მომენატრე, დე! წავალ, ბებოს და ბაბუს ვნახავ. - გაიქცა ანაბელი და მარტო დატოვა წყვილი. ნათიამ მსუბუქად გადაკოცნა ბაჩანა. შეამჩნია რომ დაძაბული იყო, რაზეც მისი დაცვარული შუბლი მიანიშნებდა. საჩუქრები მიაწოდა ბიჭმა და რამდენიმე წუთით შემოსასვლელში იდგნენ.
- მაგრად ვნერვიულობ, შენ მომიკვდე, რა! ასე ცხოვრებაში არ ვყოფილვარ ტო.
- რა განერვიულებს, სიცოცხლე? შენ არ იყავი, რომ მთხოვდი ამათ გაცნობას?
- ჰო, მარა რას ვიფიქრებდი, თუ ასეთ დღეში ჩავვარდებოდი. აი, ეს საღამო გადავიტანო და...
- ნუ პანიკობ!
სანამ ნათია ელაპარაკებოდა, გია გამოვიდა მისაღებიდან.
- კეთილი იყოს ჩემი ფეხი! - დაბნეულობა არ შეიმჩნია დავითულიანმა და ხელი მისალმების ნიშნად გაუწოდა კაცს.
- ბედნიერი ფეხით შემოსულიყავი, ყმაწვილო! - გამოწვდილ ხელს თავისი ჩამოართვა გიამ და თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა ბიჭი. - ნათი, მამა, მიდი, მაიკოს მიეხმარე, სანამ სუფრის გაშლას მორჩებით, მე და ბაჩო სიგარეტს მოვწევთ აივანზე, - ისევ თვითონ გააგრძელა საუბარი. - წინააღმდეგი ხო არ ხარ? - ბაჩოს შეავლო მზერა.
- რა თქმა უნდა, არა.
- კარგი, მამა, გელოდებით. - ღიმილით დაეთანხმა ქალიც და თავი გადააქნია იმის ნიშნად, რომ ეშმაკურ ჩანაფიქრს მიუხვდა კაცს.
- აქეთ. - ბაჩანას ხელი მოჰხვია გიამ და აივნისკენ გაუძღვა. გარეთ გავიდნენ თუ არა, ბაჩომ მოხერხებულად ამოიღო სიგარეტი, ჯერ გიას მიაწოდა, შემდეგ თავადაც გაუკიდა ერთ ღერს. კაცმა მსუბუქი ნაფაზი დაარტყა და უხერხულად ჩაახველა.
- არ ეწევით, არა? - ღიმილით შეტრიალდა მისკენ ბაჩანა. სიტუაციამ ისე გაამხიარულა, ცოტა დაძაბულობაც მოეხსნა.
- როგორ მიხვდი? - თავადაც გაეღიმა გიას.
- ნათიას ჩაღიმებით და მერე თქვენი მოწევის მანერით დავრწმუნდი.
- ესე იგი, ჩემს გოგოს კარგად იცნობ, - კმაყოფილი ღიმილი არ შორდებოდა მამაკაცს. - რაკი მაინც მიმიხვდი, აღარ დავიხრჩობ თავს ტყუილად, - სიგარეტი ჩააქრო და ბაჩოსკენ მიბრუნდა. - შენთან ბევრი კითხვა არ მაქვს. ჩემი შვილი არჩევანში მეორედ არ შეცდება. არც სულელია და არც პატარა. მე მხოლოდ პირობა მინდა შენგან, რომ ყველაფერს გააკეთებ მისი და ჩემი ანაბელის ბედნიერებისთვის.
- კაცურ სიტყვას გეუბნებით, თუ ცხოვრებაში რამე მინდა, ეს პირველ რიგში ნათიას გაბედნიერებაა.
- ჩემი შვილი დაიტანჯა, ბაჩო, - სევდიანად ჩახარა თავი კაცმა. - მის თვალებში ცრემლი უფრო მეტჯერ მინახავს, ვიდრე ბედნიერების ღიმილი. ძალიან ბევრი წელია მისი ბედნიერებისგან გაბრწყინებული თვალები არ მინახავს. მამა გახდები და მერე უფრო მიხვდები რას ნიშნავს ეს მშობლისთვის. რას ნიშნავს მამისთვის, როცა მის ხელის გულზე ნატარებ გოგოს ვიღაც კაცი გულს ტკენს. ნათია რომ ატირებული მოვიდა სახლში, მაშინ გასკდა ჩემი გული და იმის მერე ვერაფერმა გაამთელა. ჩემი გულის გამთელება მხოლოდ ნათიას ბედნიერებას შეუძლია. იმ თვალებს, რამდენიმე დღის წინ შენზე საუბრის დროს რომ ჰქონდა, მინდა ის სიყვარულის სხივი არ მოაკლდეს, რომელიც მაშინ ენთო ჩემი შვილის მზერაში. მე ტრადიციული კაცი ვარ, ცოტა დრომოჭმულიც, არ იყო ჩემთვის მარტივი მისი მოსმენა, როცა თქვენი ურთიერთობის შესახებ გვითხრა, მაგრამ არაფერს შეუძლია ჩემთვის იყოს ნათიას ბედნიერებაზე ღირებული, მის სიყვარულზე მნიშვნელოვანი და მასზე ძვირფასი.
- მე მესმის თქვენი იმდენად, რამდენადაც ჩემი გადმოსახედიდან შეიძლება მესმოდეს. ნათიასთვისაც არ იყო მარტივი თქვენთან საუბარი. არც ჩვენი ურთიერთობა იყო მისთვის მარტივად მისაღები, ამიტომ გაიწელა დროში ყველაფერი და იმდენი რამ გამოვიარეთ, ახლა აქ რომ ვარ, ჯერ კიდევ არარეალური მგონია.
- შენთვის? შენთვის არ იყო რთული?
- მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ყველა სხვა წყვილის სიყვარული სამყაროში. მე არასოდეს შემიხედავს ნათიასთვის ციფრებში, სტანდარტებში და სტატუსებში. მე მხოლოდ ქალს ვხედავდი, ადამიანს, რომელიც მიყვარდა, სხვა დანარჩენი კი უბრალოდ სხვა დანარჩენია.
- სიგიჟემდე უყვარხარ ჩემს შვილს. - დანებებულივით ამოილაპარაკა კაცმა.
- მე იმის იქეთაც მიყვარს. - მთელი გული ამოაყოლა სიტყვებს ბაჩომ და კიდევ ერთ ღერს გაუკიდა.
- მაშინ შენ კაცობას ვანდობ ჩემი შვილის გულს, ჩემი შვილიშვილის ბავშვობას და ჩემ ბედნიერ სიბერეს. მტრად არ მიქციო, იცოდე. დღეიდან მე - მამა და შენ - შვილი. - ხელი გაუწოდა ბაჩანას, ბიჭმა მაშინვე ჩამოართვა თავისი მარჯვენა, შემდეგ კი ორივეს შვების ღიმილი დაეფინა სახეზე.
- აღარ შემოხვალთ? - კარიდან თავი შემოჰყო ნათიამ.
- წავედით, შვილო, წავედით, არ მოგვასვენებენ. - კარიდან გია გავიდა პირველი.
- რა გითხრა? შვილოო? ასე უცებ? რა უთხარი ასეთი? - თვალებ გაფართოებულმა, ჩურჩულით კითხა ნათიამ.
- გასაოცარი ქმარი გყავს. - შუბლზე აკოცა ქალს, წელზე მოჰხვია ხელი და გიას მიჰყვნენ. - და გასაოცარი ოჯახი გყავს. - ყურში ჩურჩულით დაამატა.
- და მე? - წარბის აწევით კითხა ქალმა.
- შენ უბრალოდ იღბლიანი ხარ. - ეშმაკურად გაიცინა ბიჭმა.
წინ ნათია წავიდა, უკან ბაჩანა მიჰყვებოდა. სუფრა უკვე გაშლილი იყო, ყველაფერი მზად ჰქონდათ.
- მაიკო, მოდი აქეთ, - სამზარეულოში მყოფ ცოლს გასძახა გიამ. მაშინვე გამოვიდა მაიაც, ქმარმა ხელი გადაჰხვია და სიტყვა გააგრძელა. - გაიცანი ბაჩანა, ჩვენი შვილის რჩეული.
- სასიამოვნოა, შვილო! - ბიჭს ხელი გაუწოდა ქალმა და მანაც ჩამოართვა.
- ეს სოფოა, ნიკოს ცოლი. - არც რძლის გაცნობა დავიწყებია გიას.
მასაც მიესალმა ბაჩო და სოფომაც თავი დაუკრა ღიმილით თავაზიანად.
- როგორ გიკითხო, ბაჩო? - ნიკო თავად მივიდა ხელის ჩამოსართმევად.
- კარგად, ჩემო ძმაო, შენ? - შინაურულად უპასუხა დავითულიანმა.
- მეც არამიშავს.
- აბა, მოთავსდით ყველა და მეც მოვალ, რამდენიმე ცხელ კერძს შემოვამატებ. - მაიკო აფუსფუსდა უცებ, როგორც იცოდა. ნათია, ბაჩანა და ანაბელი ერთმანეთის მიყოლებით დასხდნენ. გია თამადა იყო და, რა თქმა უნდა, სუფრის თავში იკავებდა ადგილს, მის გვერდით კი ნიკო და სოფო.
- მომაწოდეთ ჭიქები, შევავსოთ ღვინით, რას ვუცდით? - ახმაურდა კვლავ უფროსი ერგემლიძე და ყველამ სათითაოდ მიაწოდა ჭიქა.
დაიწყო სადღეგრძელოების არმია. პირველი, როგორც ტრადიციულ კაცს შეეფერება, თამადამ უფლის სადღეგრძელო თქვა, შემდეგ მშვიდობა, პარალელურად დრო საუბარში გაჰყავდათ და ერთმანეთთან ურთიერთობის დამყარებას ცდილობდნენ. ყველას ისეთი თბილი მზერა ჰქონდა, გარე თვალს აუცილებლად შეშურდებოდა და ინატრებდა მეც მინდა მსგავსი ოჯახიო. თითქოს ბაჩანა არ იყო მათთვის უცხო, არც პირველად უნახავთ და კარგა ხნის ნაცნობები ყოფილიყვნენ. ისეთი უშუალო დამოკიდებულება ჰქონდა ყველას მის მიმართ, ნათია მიხვდა რომ ნამდვილად მოეწონათ მისი შერჩეული მეორე ნახევარი. არც ბაჩოში შეჰპარვია ეჭვი ოდესმე, პირიქით, ახლა უფრო მეტად იყო დარწმუნებული რომ სწორი არჩევანი გააკეთა. სხვა შემთხვევაში აუცილებლად იგრძნობდა, რომ მშობლებს არ მოეწონათ. მართალია, ამას არ გამოხატავდნენ ისინი, მაგრამ ქალს არაფრით გამოეპარებოდა. თითოეულს ხუთი თითივით იცნობდა. თავად ბაჩო ამაყად იყურებოდა, სიყვარულით სავსე თვალებით გადახედავდა ხოლმე საყვარელ ქალსაც და დროდადრო მის თითებს თავის ხელში მოიქცევდა, ისეთი მზერით გახედავდა, ნათიას მაშინვე თვალები უნდათდებოდა ბედნიერებისგან. ეს კი ყველასთვის ყველაფრისმთქმელი იყო.

უკვე კარგად შეზარხოშებულიყვნენ. სადღეგრძელოების დათვლაც შეუძლებელი იყო, ქალები ცალკე ჭორაობდნენ, არც კი დაულევიათ.
- ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა და თქვენთან დროის გატარება, - ხმადაბლა დაიწყო საუბარი ბაჩომ. - მადლობელი ვარ გულითადი მიღებისთვის და დიდებული მასპინძლობისთვის. ახლა კი, თუ არ მიწყენთ, დაგტოვებთ და ჩემს ცოლსაც თან წავიყვან.
- ბაჩო... - ჩუმად გაეპასუხა ნათია.
- არა, არა. არავითარი ბაჩო. არავითარი ცოტაც მოიცა, დავიცადოთ, სად გვეჩქარება და მისთანანი. ბატონო გია, ქალბატონო მაიკო, რაკი ყველაფერი გარკვეული გვაქვს, რაკი ყველამ ყველაფერი ვიცით, რადგან ვინმე წინააღმდეგი არ ხართ, არცერთი წუთი აღარ მინდა მოცდა, არც ერთი ღამით აღარ მინდა მარტო ყოფნა სახლში. ვერ დავუცდი ვერაფრის გაოფიციალურებას, მით უმეტეს, რომ გრანდიოზულ ცერემონიებს არ ვგეგმავთ.
- ბაჩო! - ხელზე შეუმჩნევლად მოუჭირა ხელი ქალმა.
- სუ! - წამიერად მოტრიალდა მისკენ ბიჭი. - მთელი დღეა ამ გოგოს ხმა არ ამოუღია, ახლა კი რაღაც აინტერესებს და იქნებ, უპასუხო. - მის გვერდით მდგომ ანაბელს სიყვარულით შეხედა და თვალი ჩაუკრა ბიჭმა.
- რა იყო, დე? - მაშინვე ბავშვზე გადაიტანა მზერა ნათიამ.
- იცი რა მაინტერესებს? - გაწელვით დაიწყო ბავშვმა.
- რა გაინტერესებს, დე? - ნერვიულობამ მოიცვა ქალი.
- რა და... - ზურგს უკან დამალული ხელები წინ გამოწია ბავშვმა და გახსნილი ბეჭდის ყუთი ნათიას გაუწოდა. - ბაჩოს ცოლად გაყვები? მას უნდა, რომ შენი ვარდისფერი კაბა გახდეს.
- ღმერთო, მეორე ნაწილი წესით არ უნდა ეთქვა. - ცხვირი შეჭმუხნა ბაჩომ და მხოლოდ ტუჩების მოძრაობით უთხრა მის წინ მდგომ ნათიას, რომელსაც ემოციებისგან აზრზე მოსვლა ჯერ კიდევ ვერ მოესწრო. ცხარედ ატირდა ქალი, უცებ პატარა, ჩვილი ბავშვი გახდა, გული აუფრთხიალდა და მაშინვე დავითულიანს მივარდა ჩასახუტებლად.
- კი, კი, კი! - ატირებულმა ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოილაპარაკა.
- ჩემი ბედნიერება ხარ, ცოლო! - ყურში უჩურჩულა ბაჩანამ და ძვლების ატკივებამდე ჩაიხუტა, თითქოს ამგვარად უფრო გრძნობდა რომ ეს ქალი მისი საკუთრება იყო და ასე გაგრძელდებოდა მთელი ცხოვრება. ბეჭედი არათითზე მოარგო და შუბლზე აკოცა. - სამყაროში ყველაზე ბედნიერ ქალად გაქცევ, პირობას გაძლევ ამ ხალხის წინაშე! - ხმამაღლა, ომახიანად თქვა ყველას გასაგონად. ნათია ცრემლებს კვლავ ვერ იკავებდა, აღარც კი ახსოვდა რას ნიშნავდა სიხარულისგან ტირილი და ახლა გაახსენდა. თავს სამყაროში ყველაზე იღბლიან ადამიანად მიიჩნევდა ამ კაცის გვერდით, თვალებში შესციცინებდა და მისგან წამოსული სითბო, სიყვარული, მზრუნველობა მალამოდ ედებოდა მთელ სხეულზე. გრძნობდა, რომ ამაზე უკეთეს არჩევანს ცხოვრებაში ვერ გააკეთებდა და დაბრუნების გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვიც კი აღარ ეპარებოდა.
მილოცვებს იღებდნენ, გიამ ბოლო სადღეგრძელო შესვა და ვერაფერს რომ ვერ გახდა, ბაჩანა თავის ცოლ-შვილთან ერთად გააცილა. არავის თხოვნამ არ გაჭრა. ისე უნდოდა დავითულიანს თავის ცოლთან ერთად განმარტოება, მის სუნში დაძინება, რომ უკვე ვეღარ ითმენდა. სახლში ანაბელისთვისაც მოემზადებინა ცალკე საძინებელი, ყველაფერი ისე მოეწყო, როგორც იცოდა რომ პატარას მოეწონებოდა. საჭესთან, რა თქმა უნდა, ნათია დაჯდა და სახლისკენ გასწიეს. მთელი გზა ბაჩანა და ანაბელი გაუჩერებლად საუბრობდნენ, გოგოსაც ეტყობოდა რომ ძალიან უყვარდა დედაც და მისი რჩეულიც. მისი თვალებიც ისევე ბრწყინავდა ბედნიერებისგან, როგორც დედამისის.

სახლში მისვლამდე რამდენიმე წუთით ადრე დაეძინა მანქანაში ანაბელს და ბაჩანამ ხელში ატატებული აიყვანა ზემოთ.
- ჯიბეში მაქვს გასაღები, ნათი.
- ახლავე. - ხელი ჩაჰყო ქალმა და გასაღები ამოაძვრინა.
- ვოუ, პირდაპირ ჩემს ღირსებას ეხები უკვე? - გადაიხარხარა ბაჩანამ.
- იდიოტო! იცოდე, ნუ გამაბრაზებ პირველივე დღეს. სად დავაწვინოთ ანაბელი?
- შენმა ქმარმა უკვე ყველაფერი მოაგვარა, რომ იცოდე. პირდაპირ და ხელმარჯვნივ მეორე კარი, ანაბელის ოთახი მზადაა.
- მართლა? გიჟი ხარ? - აღტაცება ვერ დამალა ერგემლიძემ.
- ჩემს შვილს საძინებელი არ უნდოდა ტო?
- მართლა აფრენ შენ! - ოთახის კარი შეაღო ნათიამ და გაოცებული დარჩა. ყველაფერი იდეალურად გამოიყურებოდა, თან ანაბელის საყვარელ ფერებში. - საიდან იცოდი?
- რა, ცოლო? ანაბელს რომ ვარდისფერი და იისფერი უყვარს? ეგ როგორ არ უნდა ვიცოდე? აბა, მე რანაირი მამა ვიქნები მერე?
- სიგიჟემდე მიყვარხარ, ბაჩანა დავითულიანო!
- მეც მიყვარხარ, ცოლო! მიდი, გადააძრე გადასაფარებელი, დავაწვინოთ ეს პატარა ჭიამაია და მერე მივხედოთ ჩვენ საქმეს. - ეშმაკურად თვალი ჩაუკრა ქალს.
- საზიზღარი ნუ ხარ, იცოდე! - კბილებში გამოსცრა გაბუტულმა ქალმა.
ანაბელი საწოლში მოათავსეს და მერე თავიანთ საძინებელში გადაინაცვლეს.
- ჯანდაბა, როგორ მომენატრე! ნასვამზე განსაკუთრებულად ვგრძნობ შენი სხეულის სიმხურვალეს.
- მეც საშინლად მომენატრე!
ბაჩანა ვნებით წაეტანა საყვარელი ქალის ტუჩებს. მისი სახე ხელებში მოიქცია და ნელ-ნელა, ნაზად ჩამოჰყვა ქალის კისერს, მხრებს, მკლავებს. პერანგის ღილების გახსნას შეუდგა. რამდენიმე წამში ძირს დაცვივდა ქალის სამოსი.
- ლიფის გახსნა გისწავლია. - ხმადაბლა ამოიჩურჩულა ნათიამ.
- ვვარჯიშობდი. - გესლიანად თქვა ბაჩომ და ქალის მაღალ ყელს ამჯერად კოცნით ჩამოუყვა. კოცნითვე გაიარა მისი ლავიწები და მოშიშვლებულ მკერდთან ჩამოაღწია. მარცხენა ძუ.ძუს კერტი ტუჩებში მოიქცია, ენა შემოატარა, მთელი სინაზით კოცნიდა და ენით ნაზად ლოკავდა ქალის ვნებისაგან დაბერილ კერტებს. მარჯვენა ხელით მარცხენა ძუ.ძუს ჩაფრენოდა და ისე უჭერდა, თითქოს ვინმე წაართმევდა. მის რელიეფურ მუცელს კოცნით ჩამოჰყვა, ტანზე მომდგარი კაბა ხელის ერთი მოსმით გახადა და წითელი ტრუსიც თან გააყოლა. კედელზე აკრულ ნათიას სიამოვნებისგან ჟრუანტელი უვლიდა და მამაკაცის ვნებიან სუნთქვას ხმადაბალ ოხვრას აყოლებდა. ამჯერად ქალის ბოქვენთან მიაღწია ბაჩომ. ნათიას კივილის შეკავება უჭირდა, ახლა მხოლოდ ბავშვის გამო ცდილობდა ყრუ კვნესით ჩაენაცვლებინა ბოლო ხმაზე ყვირილის სურვილი. ქალის სასირცხო ბაგეებს შორის ენას ასრიალებდა, მის კლი.ტორს ასტიმულირებდა და ნაზად ლოკავდა. ქალი თმაში ჩააფრინდა და მთელი ძალით თავისკენ მოქაჩა. შემდეგ სწრაფად გაუშვა და ლოგინზე გააგორა ბიჭი. ქამარი შეუხსნა და მამაკაცის სასქესო ორგანო ხელებში მოიქცია. ჯერ ენის წვერით, შემდეგ ტუჩებით შეეხო ა.სოს თავს. ხელებსა და ტუჩებს სინქრონში ამოძრავებდა.
- ჯანდაბა, ნათია. - ხმადაბლა ამოიოხრა ბაჩომ. ოდნავ წამოიწია და ამჯერად თავად მოექცა ზემოდან. ერთი ბიძგით შეაერთა ვნებით ანთებული სხეულები. ქალმა წელზე მოჰხვია ფეხები და სინქრონში ააყოლა თეძოები ბიჭის მოძრაობას.
- ჯანდაბა, ბაჩანა დავითულიანო, ჭკუიდან გადაგყავარ. - ძლივს არჩევდა ქალის ოხვრაში წარმოთქმულ სიტყვებს.
- არ გაათა*ო. - ბრძანებასავით გაისმა ბიჭის ხმა. უცებ მოშორდა ნათიას სხეულს და ერთი მოძრაობით გადაატრიალა.
- ცხოველო. - ხმადაბლა ამოიგმინა ქალმა, თუმცა ბაჩომ დასრულება აღარ აცალა. მისი თითები ქალის კლი.ტორს შეეხო. ნათიას სისველეს გრძნობდა, მის აღგზნებას, სურვილს და ეს კიდევ უფრო ახელებდა ბიჭს. ქალის სხეული ოდნავ გადახარა და კიდევ ერთხელ შეუერთდა საყვარელ სხეულს.
- ჯანდაბა!- ორივე ხელით ზეწარს ჩააფრინდა ქალი და ისე დაკუჭა, ლამის მთლიანად გადახადა საწოლს. ბაჩომ ნელი ბიძგებით გააგრძელა სიამოვნების მინიჭება საკუთარი თავისა და საყვარელი ქალისთვის. მარცხენა ხელით ნათიას თმას ჩაფრენოდა, ხოლო მარჯვენა ხელის თითები ქალის არ ეშვებოდნენ. მის სასირცხო ბაგეებს შორის დაასრიალებდა თითებს, ჩვეული უხეში სინაზით უზელდა და ქალის ვნებიან მოძრაობას აყოლებდა სხეულს.
- ცუდად ვარ. - ორგაზმის მოახლოება იგრძნო და ყრუდ ამოთქვა ქალმა. ბაჩანამ კი ხელზე იგრძნო როგორ დაიშალა ნათიას სხეული მილიარდ ატომად.
- ცოტაც, პატარავ. - ამჯერად ქალის თეძოებს ჩაავლო ხელი, მოძრაობას კიდევ უფრო უმატა და მალე ნათიამაც იგრძნო როგორ ჩაიღვარა თბილი სითხე მის სხეულში.
- მიყვარხარ, ბაჩანა! უსაზღვროდ მენატრებოდი ამ შენი სიგიჟით!
- სიგიჟემდე მიყვარხარ! - ხმადაბლა დაიჩურჩულა ბაჩომ, ქალის ოფლიან სხეულს მოეხვია და ზურგზე აკოცა. - შენი სხეული, ის ისეთი იდეალურია, როცა ვხედავ, წყობიდან გამოვყავარ. ყველაზე მიმზიდველი ქალი ხარ სამყაროში, ერგემლიძე!
ვნებისაგან გაოფლილი და ძალაგამოცლილნი სხეულებით ეკროდნენ და ერთმანეთის სუნთქვას უსმენდნენ.
- წავიდეთ ჩემთან სოფელში? - მოულოდნელად იკითხა ბაჩანამ.
- სად? ზური და ნაზისთან?
- ჰო, რა იყო? აბა, მაგათ არ გავაგებინოთ?
- კი, როგორ არა, მაგრამ ანაბელის სკოლა?
- დამრიგებელს ვთხოვოთ და ერთი კვირით გაეთავისუფლოს, არა მგონია, ჩამორჩეს კლასელებს ჭიამაია. ისედაც ბევრი იცის.
- ჭკვიანი ქმარი მყავს, რა! - კმაყოფილმა აღნიშნა ნათიამ.
- ზეგ წავიდეთ, ხვალ მივხედოთ ბარგს და დანარჩენ საქმეებს. მეც მანქანას პროფილაქტიკაში გავიყვან, გადავამოწმებ მაინც, სამეგრელოში მივდივართ და იმხელა გზაა წინ, რამე პრობლემა არ შეგვექმნას.
- კარგი, მაშინ ხვალ დავურეკავ ანაბელის დამრიგებელსაც. აუ, როგორ გაუხარდება ჩემს გოგოს! რამდენი ხანია არ დაგვისვენია ჩვენც ერთად და ახლა ხომ შენ საერთოდ გააგიჟე, ისე გაათამამე. - გაკაპასდა ბოლო სიტყვებზე ქალი.
- ნუ ატ.რაკებ ახლა! ჩემი შვილია და ეგრეც უნდა იყოს ტო.
- ოხ, ბაჩანა, ნუ გამიტუტუცებ ბავშვს, იცოდე!
- გაჩუმდი და მაკოცე, მეორე წრეზე ხო არ წავსულიყავით?
- რატომაც არა? - ზემოდან გადმოაჯდა ბიჭს, ტუჩებზე დააცხრა და ხელით ა.სოს სტიმულირება განაგრძო, ნელ-ნელა ისევ ქვევითკენ წავიდა.
- გიჟი ხარ ტო, აფრენ?! - სიამოვნების ხმა აღმოხდა ბაჩანას. ქალმა თავისი საქმე გააგრძელა, პასუხი არ გაუცია, ტუჩებში მოიქცია პენი.სი და ენით ლოკვა დაიწყო, პარალელურად კი ხელით ამოძრავებდა. - ისეთი მიმზიდველი ხარ დომინატობისას, იმენა არ მივარდება. - ახარხარდა დავითულიანი და ცოლს თმებში მოქაჩა. წამებში თვითონ მოექცა ზემოდან და ა.სო მის ვაგინაში შეასრიალა, თეძოებზე ხელს უჭერდა, სწრაფად მოძრაობდა და რამდენიმე წუთში ვაგინაშივე გაათ.ავა კიდეც. კიდევ ერთხელ იგრძნო თბილი სითხე ქალმა და ქმრის მკლავებში მოქცეულს მალევე ჩაეძინა. ბაჩანას კი თვალი არ მოუხუჭავს, მთელი ღამე ნათიას სახეს წერტილ-წერტილ შეისწავლიდა და აქა-იქ კოცნიდა ხოლმე. არ უნდოდა გაეღვიძებინა, მაგრამ დაუცხრომელ სურვილს ვერ უმკლავდებოდა.

___
ჯაფარიძე მოსვენებადაკარგული სახლში მძიმედ დააბიჯებდა. ერთი ხელი წელზე შემოეჭდო, მეორე ხელით შუბლს ისრესდა და აქა-იქ თავის თავზე გამწყრალი შეიგინებდა ხოლმე. იქ, მთაწმინდის პარკში რამდენიმე ხნის წინ რომ თავაზიანობა გამოიჩინა და ყოფილ ცოლს აგრძნობინა განცალკევებული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ნერვების ფასი აღმოჩნდა და ახლა, როცა საკუთარმა შვილმა უთხრა რომ დედამისი თხოვდებოდა სწორედ იმ ბიჭზე, რომელიც მაშინ გაიცნო და თვითონვე უბიძგა ნათიას მასთან დალაპარაკებისაკენ, რაღაც მქისე შეგრძნება დაეუფლა. ეს კი იმის გამომხატველი იყო, რომ სადღაც ჯერ კიდევ არსებობდა იოტისოდენა გრძნობა მასში - სიყვარულის გამომხატველი. გაახსენდა ის უთაური ლაშა, რომელმაც თავისივე ნებით მოისპო მაამებელი მომავლის პერსპექტივა და დაკარგა ყოველივე, რასაც შეეძლო გაებედნიერებინა. რთული გასააზრებელი აღმოჩნდა. მას ეგონა, რომ ყველაფერმა გაიარა. ფიქრობდა, ის ღალატიც და მის მერე სხვადასხვა ქალთან ურთიერთობაც გააზრებული ქმედება იყო. არ უნდოდა ოჯახი, ეძნელებოდა ამ უღელის ტარება. თუმცა, დროის გასვლის შემდეგ, როცა შეცდომა გააანალიზა და ისიც რომ ის ქალი, მისი პირველი სიყვარული უკვე სხვას ეკუთვნოდა, მოუნდა საკუთარი თავი ძვლების დამტვრევამდე ეცემა. რაღა აზრი ჰქონდა?! არც არანაირი. ინფორმაციის დაზუსტება უნდოდა. ვერა და ვერ მოითმინა, ვერ შეიკავა თავი, მაინც მოიძებნა ნათიას ნომერი ტელეფონში. რამდენიმე წუთი ზედ დასჩერებოდა, მაგრამ არც ის უნდოდა კითხვები დარჩენოდა. პრინციპში მხოლოდ ერთადერთი კითხვა ჰქონდა, იყო თუ არა ის სიმართლე, რაც ანაბელმა უთხრა. დივანზე ჩამოჯდა, ტელეფონი წინ პატარა მაგიდაზე დადო, ორივე ხელი სახეზე ჩამოისვა, ერთი მძიმედ ამოიფრუტუნა და ხელი ღილაკს დააჭირა. რამდენიმე ზარი გავიდა, არ უხსნიდა ქალი, მაგრამ გათიშვას რომ აპირებდა, ზუსტად მაშინ უპასუხეს.
- ნათია, მხოლოდ ერთადერთი კითხვა მაქვს შენთან და პირდაპირ გკითხავ. მართლა ქორწინდები იმ ბიჭზე?
- კი, ჩემზე უკვე დაქორწინდა, ჯაფარიძე, - მკაცრი ხმა ჰქონდა ბაჩანას. ისეთი მტკიცე, გამოიხატებოდა რომ ქალი დაისაკუთრა და მხოლოდ მას ჰქონდა მისი შეხების უფლება. - შენი ნახვა მინდა. - სიტყვა დაამატა ბიჭმა.
- სად და როდის? - არც ლაშას დაუხევია უკან.
- ნახევარ საათში. შენი მისამართი ჩამიგდე, მე მოვალ.
- ნუცუბიძის პლატო, მე-4 მიკრო. მარტივად მოაგნებ, სკვერთან ვიქნები.
პასუხი აღარ გაუცია დავითულიანს, ზარი გათიშა. ნათიას სამზარეულოში მიაძახა საქმე მაქვსო და მისამართზე წავიდა. სიტყვის დაწევაც ვერ მოასწრო ქალმა - ამ შუაღამით რა საქმეზე გარბიხარო და სახტად დარჩენილი თავის ქნევით შებრუნდა სამზარეულოში. ვახშამს აწყობდა, ანაბელიც ახალი მოსული იყო სახლში, დღე ლაშასთან ერთად გაეტარებინა. ბაჩანასაც არაფერი ეჭამა, თითქმის მთელი დღე გასული იყო მანქანის საქმეებზე.

- გამარჯობა. - ხმადაბლა თქვა კაცმა და სკვერის სკამზე ჩამომჯდარ ბაჩოს, რომელიც ნახევარ საათზე ნაკლებ დროში მისულიყო, გვერდით მიუჯდა.
- გაგიმარჯოს. - მისკენ ურეაქციოდ მიტრიალდა ბიჭი.
- აბა, რატომ დამიბარე? - პირდაპირ საქმეზე გადავიდა ლაშა. ისედაც მოუსვენრად იჯდა, გეგონება სადმე ეჩქარებოდა. არ იყო მისთვის სასიამოვნო იმ ადამიანის ყურება, რომელიც მალე მისი ყოფილი ცოლის ქმრის სტატუსს მიიღებდა.
- მეგონა, თვითონ მოინდომებდი ჩემ ნახვას, თუნდაც ანაბელის გამო.
- კი, ვაპირებდი, ბოლოს და ბოლოს, ჩემმა შვილმა შენ გვერდით უნდა იცხოვროს.
- ეგრეა. - მოკლე პასუხი გასცა ბაჩანამ.
- ესე იგი, შენ და ჩემმა ყოფილმა ცოლმა დაქორწინება გადაწყვიტეთ. - თითებს ნერვიულად ათამაშებდა ლაშა. სახის ყველა ნაკვთზე ეტყობოდა თითოეული ემოცია.
- შემდეგში სახელით მოიხსენიე ხოლმე ჩემი ცოლი.
- ესე იგი, შენ და ნათიამ დაქორწინება გადაწყვიტეთ. - ნერვიული ღიმილით ჩაასწორა წინადადება კაცმა. ვერც გაბრაზდა. მართალი იყო დავითულიანი, სწორადაც შეუსწორა სიტყვა.
- ეგრეა, - უდარდელად დაეთანხმა ჯაფარიძე, გაითამაშასავით, ძალიან უჭირდა. - დიდი ხანია, რაც ერთად ხართ?
- აქ ჩემი და ნათიას პირადის განსახილველად არ მოვსულვარ. - შეუვალი იყო ბაჩანას ტონი.
- ეს მარტო შენ და ნათიას კი არა, ჩემს შვილსაც ეხება.
- ჰოდა, შეგვიძლია ბელზე ვისაუბროთ.
- ეგრე იყოს. მინდა იცოდე, რომ ჩემ შვილთან ურთიერთობას ვერავინ დამიშლის. - არანაკლებ შეუვალი იყო ლაშა. პირდაპირ მოითხოვა, რაც უნდოდა.
- ვგავარ კაცს, რომელიც რამე მსგავსს იკადრებს?
- მე შენ არ გიცნობ, ბაჩო.
- ზუსტად ამიტომ არ უნდა მომაყენო შეურაცხყოფა.
- ცუდად ნუ გაიგებ, იმის თქმა მინდოდა რომ მე და ნათიას საერთო შვილი გვყავს და გვიწევს ხოლმე მის გამო გარკვეული სახის ურთიერთობა გვქონდეს.
- მე კარგად მესმის მშობლის მოვალეობები და ისიც, რა სახის ურთიერთობის შენარჩუნებაა საჭირო ბავშვისთვის.
- ამით იმას ხომ არ უსვამ ხაზს, რომ მე დამავიწყდა ჩემი მოვალეობები?
- მე არავის ცხოვრებას არ განვიხილავ და არც ის მაინტერესებს აქამდე რა იყო. თუ რამის თქმა მინდა, შორიდანაც არ ვუვლი და არც ის მომწონს, რომ ათი წუთია გნახე და მეორედ მაყენებ შეურაცხყოფას.
- ბოდიში, ბოდიში, ალბათ, პირადი კომპლექსებია. - ნერვიულ ღიმილს ვერ იშორებდა ლაშა.
- ჩემს ცოლს ვუყვარვარ, მასთან დაკავშირებით არანაირი ეჭვები და კომპლექსები არ მაწუხებს და არც ვინმესთან ურთიერთობის დაშლა არ ხდება ჩვენში. ვიცი ნათია ვინც არის, როგორიც არის და ვიცი რომ მისგან რაღაცის გადაზედმეტებებს არ უნდა ველოდე. ვისგანაც არ ვიცი რას უნდა ველოდო, თუ იმისგან გავიგებ რომ რამეს აზედმეტებს, ყოველთვის ასე მშვიდად არ ვლაპარაკობ.
- ახლა ხო არ დამემუქრე? - ხმამაღლა გაეცინა ჯაფარიძეს.
- ახლა უბრალოდ აგიხსენი, რომ ბავშვის მიზეზად წამოდებას და რაღაცების გაზედმეტებას კარგი არაფერი მოყვება.
- ნათიას უდიდეს პატივს ვცემ, ჯერ ჩემი შვილის დედაა, მერე ჩემი ლამაზი წარსულია და ამას პლიუს, ძალიან მაგარი ადამიანია. - ეცადა დაძაბული საუბარი ნორმალურ რიტმში დაებრუნებინა, მაგრამ ბაჩანა აშკარად გაღიზიანებული იყო. ამის მოტივი შეურაცხყოფა გახდა უფრო მეტად, თორემ ლაშასთან, როგორც პიროვნებასთან, პრობლემა არ ჰქონდა.
- ესე იგი, ჩემგანაც ადამიანურ დონეზე თანადგომის გარდა არაფერს უნდა ელოდე. - ფაქტი იყო, არც დავითულიანს სურდა ანაბელის მამასთან ურთიერთობის ცუდად დაწყება.
ლაშამ სიგარეტის კოლოფი ამოიღო ჯიბიდან, ერთ ღერს გაუკიდა და ბაჩოსაც მიაწოდა. მანაც ამოაძვრინა ერთი ღერი, ამჯერად მის სიგარეტს მოუკიდა ლაშამ და სკამზე ისე გაიშოტა, თითქოს ახლაღა ამოისუნთქა.
- ნათია დიდებული ქალია. უნდა გაუფრთხილდე და გააბედნიერო. - სიგარეტის კვამლს ამოაყოლა სიტყვები და სევდიანი მზერა რომ დაემალა, მიწას დააშტერდა.
- ეს უკვე ის თემა არაა, რომელსაც შენთან განვიხილავ. - ღრმა ნაფაზი ჩაუშვა ბაჩომაც ფილტვებში.
- ვიცი, ვიცი, ჩემი საქმე არ არის. ჩემი საქმე არაფერი აღარ არის ნათიას ცხოვრებაში, თუკი ანაბელს არ ეხება. ბაჩომ მამაკაცზე გადაიტანა მზერა, თითქოს თავის თავს უფრო ელაპარაკებოდა ლაშა, ვიდრე გვერდით მჯდომს, ამიტომ საჭიროდ არ ჩათვალა კაცის მონოლოგს გაპასუხებოდა.
- უბრალოდ ისე გთხოვ, როგორც კაცი კაცს, ადამიანი ადამიანს, გააბედნიერე ეგ ქალი.
- ამას რომ არ ვაპირებდე, ახლა აქაც არ ვიჯდებოდი. - მიუხედავად იმისა რომ თავს ვალდებულად არ გრძნობდა და დიდად არც ეპიტნავებოდა ლაშასთან მისი და ნათიას ურთიერთობაზე ესაუბრა, თავი ვალდებულად ჩათვალა რაღაც მცირედი მაინც ეთქვა.
- ანაბელს ძალიან მოსწონხარ, გახარებულმა მომიყვა რომ დაქორწინებას აპირებთ. - თემა შეცვალა კაცმა.
- სხვა შემთხვევაში ნათია არ იჩქარებდა დაქორწინებას და იქამდე დავიცდიდით, სანამ საჭირო იქნებოდა.
- ვიცი, ის ხომ პირველ რიგში დედაა და მერე სხვა დანარჩენი. სულ ეგრე იყო. - ღიმილი გადაეფინა სახეზე ჯაფარიძეს წარსულის გახსენებაზე.
- მოკლედ, - სიგარეტი ფეხით დაასრისა ბაჩომ და საუბარი წამიერი პაუზის შემდეგ გააგრძელა. - აქ იმის სათქმელად მოვედი რომ ანაბელი ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი და ღირებულია, რამდენადაც ნათია. იმიტომ, რომ მე ნათია ბელთან ერთად გავიცანი და მასთან ერთად შევიყვარე. ისინი ცალ-ცალკე ჩემ ცხოვრებაში არ არსებობენ და შენ შვილთან დაკავშირებით სანერვიულო არ გაქვს.
- უკვე შევამჩნიე და ისედაც სიმართლე რომ გითხრა, ანაბელზე არ ვნერვიულობდი. კარგი პატრონის ხელში მყავს.
- ჰო, ეგრეა.
- პატივს გცემ აქ მოსვლის და ამ საუბრის გამო. ბედნიერებას გისურვებ და იმ ტვირთის ღირსეულად ტარებას, რომლის ტარებაც მე ვერ შევძელი. ბაჩომ მხოლოდ ხელი გაუწოდა დასამშვიდობებლად, აღარაფრის თქმა აღარ ჩათვალა საჭიროდ. ლაშამაც გამოწვდილ ხელს თავისი ჩამოართვა.
- სანამ წახვალ, შენი ნომერი დამიტოვე, ანაბელთან დაკავშირებულ საკითხებზე უფრო ხშირად მირჩევნია შენ დაგირეკო ნათიას მაგიერ.
ნომერი ჩააწერინა ბაჩანამ და მერე მანქანისკენ წავიდა. ხვალ დიდი გზა ჰქონდათ გასავლელი, ამიტომ დასვენება და გამოძინება სჭირდებოდა ნათიასთან ერთად მის ტკბილ სურნელში. მანქანა დაძრა და საკმაო სისწრაფით პირდაპირ სახლისკენ წავიდა. ანაბელიც მონატრებოდა, მთელი დღე ვერ მოესიყვარულა და დაელაპარაკა.

___
სამეგრელოში რომ ჩავიდნენ, უკვე საღამო ხანი იყო. შვიდი დაწყებულიყო. მოულოდნელად დაადგნენ თავს მასპინძლებს და მანქანის სიგნალი რომ გაისმა ჭიშკართან, ზური მაშინვე გარეთ გამოვიდა - ხომ მშვიდობააო.
- ჩამოვედი, ბაბუ, ჩამოვედი. - მანქანიდან შესძახა ბაჩანამ და ყველა გადავიდნენ.
- შვილო, რატომ არაფერი გამაგებინე? გამისკდა კაცს გული, სანამ აქამდე მოვედი! - მონატრებულ შვილიშვილს გადაეხვია კაცი.
- იცი ვინ უნდა გაგაცნო? მარტო არ ჩამოვედი, ხო ხედავ? სულ რომ მთხოვდი ცოლი მოიყვანეო, აჰა, მოგიყვანე. გაიცანი ჩემი ცოლი - ნათია და ჩვენი შვილი - ანაბელი.
- ოხ, რა უცნაური ბიჭი ხარ, კაცი ვერ გაგიგებს! - წარბის აწევით გადახედა შვილიშვილს. - გამარჯობა, შვილო, მე ზური ვარ, ამ თავზეხელაღებული ბიჭის გამზრდელი ბაბუა, - ხელი გაუწოდა ქალს ჩამოსართმევად. - რატომ გამოგვაპარე ეს ამბავი აქამდე, ბიჭო? არ გრცხვენია! რაღა დამრჩენია, შემოგევლოთ ჩემი თავი თქვენ, ტკბილად შეაბერდით ერთმანეთს!
- ძალიან მიხარია თქვენი გაცნობა! ბაჩანა ბევრ კარგს მიყვებოდა თქვენზე. - ნათიამაც ჩამოართვა და თბილად გაუღიმა მოხუცს.
- ეს პატარა ლამაზი გოგო ხო არ დაიღალა მგზავრობით? შენი ჭირიმე, ბაბუ, რა ლამაზი ხარ! - ანაბელს მოესიყვარულა ზური და თავზე აკოცა.
- რამხელა ეზო გაქვთ, რა კარგია, კარგად ვითამაშებ. - კმაყოფილმა შემოჰკრა ხელი პატარამ.
- ჭიამაია, ბურთი და ვაფშე ყველაფერი გიყიდე დღეს, ამ ეზოში გავიზარდე მეც და შენც მინდა სასიამოვნოდ გაატარო დრო. - ცხვირზე თითი დაჰკრა პატარას.
- საუკეთესო ხარ, ბაჩანა!
ნათია შორიდან შეჰყურებდა ქმარ-შვილის დიალოგს, ბედნიერი ღიმილი ეხატა სახეზე ქალს. მის ყველა მიმიკაში იკითხებოდა უზომო სიყვარული და სითბო მათ მიმართ.
- ნაზი მეზობელთანაა გადასული, დავუძახებ და მოვა მალე. თქვენ იქამდე ბარგი გადმოიტანეთ და სახლში შემოალაგეთ. ბაჩო, შვილო, მანქანაც ეზოში შემოიყვანე. - უცებ დაფაცურდა კაცი და განკარგულებები გასცა.
- ზური, შენ ისევ ისე არ ისვენებ, არა? - მამა-შვილურად მხარზე ხელი დაჰკრა ბაჩანამ ბაბუას, მისთვის მამა უფრო იყო. მშობლები პატარაობისას დაეღუპა, ამიტომ მის მახსოვრობას თითქმის არ შემორჩენოდა მათი სახეები. ნაზის და ზურის გაზრდილი იყო ბაჩანა, მაგრამ დამამთავრებელ კლასებში რომ გადავიდა, სოფელში ვეღარ გააჩერეს, მარტო უნდა წავიდე ქალაქში საცხოვრებლადო. მის სიჯიუტეს წინ ვინ აღუდგებოდა? დამოუკიდებლობა სურდა და ასეც მოიქცა კიდეც, მშობლების დატოვებულ ბინაში წავიდა საცხოვრებლად თბილისში.
- ახ, რა დამასვენებს, შე კაცო, ვიდრე ცოცხალი ვარ?!
- ეგრეც უნდა იყოს, ბაბუ. სანამ ცოცხალი ხარ, იქამდე არ უნდა გაჩერდე ადამიანი, უმოძრაოდ ყოფნა მერეც გვეყოფა. წავედი ახლა, მანქანას შემოვაყენებ და დანარჩენს მე და ჩემი ცოლ-შვილი მივხედავთ, შენ წადი, ნაზიკოს დაუძახე.
- მიდი, შენ გენაცვალე! კაი ღვინო მაქვს, ნაზი კაი სუფრას გაშლის, ცოტა დავლიოთ, პური ვჭამოთ, ვილაპარაკოთ და მერე თქვენც დაისვენეთ, ნამგზავრი დაღლილი იქნებით.
ყველა თავის საქმეს მიუბრუნდა. ბაჩანამ მანქანა ეზოში შემოაყენა, ნათია ბარგის გადმოლაგებაში ეხმარებოდა, ანაბელი კი ეზოში დასეირნობდა და ყველა კუთხეს ათვალიერებდა. განსაკუთრებით ხეხილის ბაღმა და ყვავილნარმა მოხიბლა.
- დე, ნაზი ბებოს რა ლამაზი ყვავილები აქვს, როგორ მომწონს! - დედასთან მივიდა ანაბელი და საჩვენებლად წაიყვანა.
ამასობაში ზური და ნაზიც გამოჩნდნენ და სულ ფაცხაფუცხით შემოაბიჯა ქალმა ეზოში.
- შენ გენაცვალოს შენი ბებო, ჩემო ბაჩანა! ახ, შენ რა გითხარი?! ერთი როგორ არ გამაგებინე მოსვლის ამბავი?! დაგახვედრებდი კაი პურმარილს, ცოლიც მოგიყვანია, ბიჭო, ეს რა მითხრა პაპაშენმა?! ასე როგორ შეიძლება?! - ენა არ გაუჩერებია ქალს, ისე სულმოუთქმელად ლაპარაკობდა.
- კარგი, ქალო, ათქმევინე ორი სიტყვა ამ ბავშვსაც! - დაუცაცხანა ქმარმა.
- ნაზიკო, როგორ ხარ? ნათი, ანაბელ, მოდით, გაგაცნოთ ჩემი სათაყვანებელი მოხუცი ქალი, - ბებიას ჩაეხუტა ბაჩანა და მერე ცოლიც გვერდით მოიყენა ანაბელთამ ერთად. - ბებო, გაიცანი ნათია, ჩემი ცოლი და ჩვენი შვილი - ანაბელი.
- ღმერთმა კარგად გამყოფოთ, ბებიკო! შეგაბეროთ უფალმა ერთმანეთს სიკვდილამდე! დაილოცოს შენი თვალები, ბაჩანა, ეს რა ლამაზი ქალი შეგირთავს ცოლად და ეს პატარა ჭინკა, შენ რა თვალხატულა ხარ, ოქრო გოგო! - რამდენიმე წინადადებაში ყველას მოსიყვარულება მოასწრო ენამოსწრებულმა ქალმა. - ჰე, აბა, დავტრიალდეთ ახლა, მე სუფრას გავშლი და დავსხდეთ, მომიყევით თქვენი შეუღლების ამბავი. რაღა ამ მაიმუნის დაოჯახებას მოვესწარი, განა, სხვას დავეძებ?
- ნაზიკო, დააცადე ამ ხალხსაც სიტყვის თქმა! ვინა ხარ შენ, რა ჩართვა ხარ ასეთი, ქალო?! - უცებ გაჯიქდა ზური.
- ბებო, ასე მაწვალებს მთელი ცხოვრებაა, უყურებ შენ?
სიცილი აუტყდათ ყველას და სახლში ხმაურიანად შევიდნენ. ნაზიკომ ორი საათი მადროვეთ და ისეთ სუფრას გაგიშლით, უკეთესს ვერ ნახავთო.
იქამდე კი ეზოში იყვნენ ბაჩანა და ანაბელი, ნათია ხანდახან გამოიხედავდა გარეთ, ძირითადად ბებიას ეხმარებოდა.
ბაჩანამ ჯერ ფეხბურთი ეთამაშა ანაბელს, მერე ხილიც დაკრიფეს ერთად, ზურის ცხენითაც იჯირითეს. ისეთი დაქანცულები იყვნენ ბოლოს, რომ სულს ვეღარ ითქვამდნენ.
- ბელ, წამო, ჩემ საყვარელ ადგილს გაჩვენებ ახლა. - ხელი დაავლო ბავშვს და ეზოს უკან მდებარე ტყისკენ წავიდა.
- ტყეში მეშინია. - იუარა ბავშვმა, თუმცა მაინც მორჩილად გაჰყვა ბაჩანას.
- სადღა მიწანწალებთ ახლა? ბაჩო, დაიღალა ბავშვი და რას გავს, მოიყვანე, დავბანო და ბავშვს დავამსგავსო. - სახლიდან გამოსძახა ნათიამ.
- დედაშენი სულ რატომ წუწუნებს? - ნათიას მაგივრად ბავშვს მიუბრუნდა კაცი.
- დედაა და იმიტომაც. - ხელები ისე გაშალა, თითქოს უმარტივეს კითხვაზეც კი ვერ იპოვა პასუხი ბიჭმა და ამით გაოცდა.
- ნახე, - სახლის მახლობლად მდგარ მაღალი ხის წვერისკენ აახედა ბავშვს, ჩემი ხელით აშენებული სახლია, ბევრ საინტერესო რამეს ნახავ იქ, ღამით ვარსკვლავებსაც კი ვუყურებდი ხოლმე იქედან. - წამო, ავიდეთ.
- ბაჩო, ხეზე არ აიყვანო, არ გადმოვარდეს. - შეშინებულმა დაიძახა ნათიამ ზურგს უკნიდან.
- გვაცდი, გოგო?! - ამჯერად მისკენ გაიხედა ბაჩომ.
- რამე არ მოიწიოს ბავშვმა.
თვითონ ანაბელს კი მავედრებელი მზერა ჰქონდა.
- დედა, შენი აზრით რამე დამიშავდება მა... - საუბარი უცებ შეწყვიტა ანაბელმა და დარცხვენილმა დახედა მიწას. - მასთან? - წუთიერი დუმილის შემდეგ დაასრულა სიტყვა.
- ბელ, - მის წინ ჩაიმუხლა კაცი. - რა თქმა უნდა, არაფერი დაგიშავდება, რატომ მოიწყინე?
- დე, რა დაგემართა? - მათთან მიირბინა ნათიამაც. ბავშვის ცრემლით ავსებულ თვალებს გაუსწორა მზერა.
- ბელ, რა მოხდა? - ისევ შეეკითხა ბაჩანამ.
- მე ვთქვი... - კვლავ შეწყვიტა საუბარი. - უფრო სწორად, ვამბობდი რომ... ბაჩანა, შეიძლება მამა დაგიძახო? - უცებ მოტრიალდა კაცისკენ და გაცისკროვნებული თვალებით მიაჩერდა.
- მოიცა, დავფიქრდე, - თითი ნიკაპზე მოჩვენებითი დაფიქრებით მიიდო. ანაბელსაც დაძაბულობა დაეტყო სახეზე. - მე ვფიქრობ, რომ... - განგებ გაწელა სიტყვა ბიჭმა. - ვფიქრობ, ეს უზომოდ გამაბედნიერებს. - თვალებ გაბრწყინებულმა ჩაიხუტა ბავშვი და მასთან ერთად მინდორში გორაობას მოჰყვა. - უყვარხარ შენს მამას, ძალიან, ძალიან უყვარხარ. ისე უყვარხარ, რომ მთელი ცხოვრება ხელის გულზე უნდა გატაროს შენს დედიკოსთან ერთად! - ხმამაღლა ლაპარაკობდა ბიჭი და მოკისკისე ბავშვს კისერში კოცნიდა.
- შემოდით სახლში, შვილებო. გავამზადე სუფრა. - გამოსძახა ნაზიკომ სახლიდან.

ყველანი მაგიდასთან მოთავსდნენ. ორ საათში ნაზიკომ ისეთი სუფრა გაშალა, არაფერი რომ არ აკლდა. შემწვარი დედლიდან დაწყებული ხაჭაპურით დამთავრებული. გემრიელად შეექცნენ ყველაფერს, სტუმრებსაც მოშიებოდათ, იმხელა გზა გამოიარეს. რამდენიმე ჭიქა ღვინოც კი ასწიეს ახალშეუღლებულების და იმ ღმერთის დასალოცად, რომელმაც მათი შეუღლება ინება. ყველა ბედნიერი იყო. ოჯახური იდილია სუფევდა ირგვლივ და ის სიმშვიდე, რომელიც ამ სასიამოვნო საღამოს თან ახლდა, თითოეულს აბედნიერებდა.
- ბაჩო, ცოტა ხნით გარეთ გავალ ანაბელთან ერთად, კარგი? - ქმარს ჰკითხა ნათიამ. ქალი მიხვდა, რომ მოხუცებს რაღაცები აინტერესებდათ და კითხვები ჰქონდათ, ერიდებოდათ მასთან საუბარი და უმჯობესი იქნებოდა ბაჩანა მარტო დაეტოვებინა ბებია-ბაბუასთან.
- მიდი, სიცოცხლე, რა პრობლემაა. თუ რამე დაგჭირდათ, მეც დამიძახეთ.

ნათიამ პატარას ხელი ჩაჰკიდა და გარეთ გამოვიდნენ, უკვე ცაზე ვარსკვლავები კიაფობდნენ. მინდორზე ჩამოსხდნენ, გულზე ჰყავდა მიხუტებული შვილი ქალს და თვალები წამში აწყლიანებოდა. ამაზე ბედნიერ ცხოვრებას ვერც კი ინატრებდა, ალბათ.
- დე, ბედნიერი ხარ? - უცებ ჰკითხა შვილს.
- ძალიან! ბაჩანა ძალიან მიყვარს, დედა.
- მართლა, დე? შენ ხომ იცი, ჩემი სამყარო ხარ და შენზე მნიშვნელოვანი არავინაა ჩემთვის.
- მე თქვენთან ყოფნა მიხარია და მინდა, რომ სულ ასე ვიყოთ. ხშირად ვიაროთ სხვადასხვა ადგილას, კარგი?
- ვიაროთ, დე. სადაც შენ გინდა, იქ. მალე ბაჩოც სწავლას დაამთავრებს, შენც სკოლას და დასასვენებლადაც წავიდეთ. - თავზე აკოცა პატარას ქალმა.
- შენ ბედნიერი ხარ, დედა? - თვალებში მიაჩერდა ანაბელი.
- უზომოდ ბედნიერი ვარ, შვილო! ჩემი ცხოვრება ასეთი არასდროს ყოფილა.
- უჩემოდ რას ლაპარაკობთ თქვენ? - მალე ბაჩანაც შეუერთდა მათ.
- დაელაპარაკე? - ღიმილით ჰკითხა ნათიამ.
- ყველაფერი რიგზეა, ნათი. მე შენ სანერვიულოს არაფერს გაგიხდი, ხო იცი? - გოგონების შუაში მოთავსდა ბაჩანა და აქეთ-იქიდან ჩაიხუტა ორივე.
- ბელ, შენ ხო კარგად გრძნობ აქ თავს?
- ძალიან კარგად, მამა! - ამ სტატუსის თქმისას, პატარას თვალები უციმციმებდა. გვინდა თუ არა, ზოგჯერ დამოუკიდებლად პატარები მაინც გრძნობენ ყველაფერს. მათაც აქვს სურვილები. ალბათ, გულის სიღრმეში ანაბელს ერთხელ მაინც უნატრია რომ მამა ჰყოლოდა და ეგრძნო მისი სითბო. ახლა ბაჩანა იყო მისთვის მამა, ის კაცი, რომლის იმედიც უკვე ჰქონდა და რომელიც ძალიან უყვარდა.
- თქვენზე მნიშვნელოვანი თუ ვინმე არსებობს ჩემს ცხოვრებაში, არაკაცი ვიყო.
- მიყვარხარ, ბაჩო! მიყვარხარ იქ, აი, იმ ვარსკვლავამდე, რომელიც ყველაზე მეტად კაშკაშებს და ჩემი შენდამი სიყვარული დაუსრულებელია. - ქმრის კისერში გატრუნულმა ამოილაპარაკა ნათიამ.
- მეც ძალიან მიყვარხართ ორივე! - არც ანაბელი ჩამორჩა დედას.
- თქვენ ორივე ჩემი ცხოვრების აზრი ხართ! მეც მიყვარხართ! - ჯერ ერთს და მერე მეორეს აკოცა ბაჩანამ. ასე ჩახუტებულნი ისხდნენ სამივე სიჩუმეში და უსმენდნენ ერთმანეთის გულისთქმას.

ვარსკვლავი კი ისევ კაშკაშებდა, თავს იწონებდა ცის ტატნობზე. თითქოს მანაც იცოდა თავისი ფუნქცია და წეღანდელ ლაპარაკს გულისყურით უსმენდა. დრომ ეს მომენტი დაიჭირა, ფირად აღბეჭდა და ამურს გაუგზავნა. ამურთან ერთად ყველა ბედნიერი იყო, ვისაც სიყვარულის არსებობის სჯეროდა. ზური და ნაზიკო ღია კარში იდგნენ ერთმანეთს მიხუტებულნი და შორიდან უცქერდნენ თავიანთი შვილიშვილის ბედნიერებას, რომელსაც დასასრული არ უჩანდა.



№1  offline წევრი რენე

საღამო მშვიდობისა! რამდენიმე დღე დამჭირდა კონცენტრაციისთვის, მობილიზებისთვის, ფიქრისთვის, მსჯელობისთვის, თუ რა უნდა დამეწერა ბოლო თავში და როგორ დამესრულებინა. ეს წყვილი იმსახურებდა ბედნიერებას, დამეთანხმებით ალბათ და ვფიქრობ, ძალიან სწორადაც დავწერე, რაც დავწერე! მართლა გულით ვეცადე, რომ კარგი ყოფილიყო და არაფერი დამეკლო... ახლა თქვენ გისმენთ, მითხარით რას ფიქრობთ ყველაფერზე, ვინც აქამდე არ გამოჩენილხართ, იქნებ ისინიც გამოჩნდეთ და აზრი გამიზიაროთ... იქნებ რამე არასწორად დავწერე, იქნებ რაღაც დავაკელი, მართლა გულით მინდა მოგისმინოთ... პერსონაჟებზე აღარ განვავრცობ, რომ მერე დამრჩეს სათქმელი ცალკე კომენტარებშიც. უზომოდ მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც აქ მელაპარაკებოდა. მადლობას გიხდით წინასწარ! და მადლობა იმ ადამიანს, რომელმაც ორი დღის წინ მომიკითხა და მკითხა როდის იქნებოდა ახალი თავი, გულახდილი ვიქნები, ძალიან დიდი მოტივაცია მომცა ამან. ყველანი უზომოდ კარგები ხართ! ცოტა ვრცელიც ვეცადე ყოფილიყო, რაც არის, მართლა სულით და გულით დაწერილია! გელოდებით!
თქვენი რენე. ♥️♥️♥️

Nuki-rocks
ერთი სული მაქვს წავიკითხო!

ნუკი, მეც ერთი სული მაქვს შენი საბოლოო აზრი მოვისმინო და ვილაპარაკოთ ბეეევრი! ♥️♥️♥️

 


№2  offline წევრი რენე

Mariami-1
რამდენნაირად დავიწყე კომენტარის წერა, წავშალე, ისევ დავწერე, წავშალე, ისევ დავწერე და მოდი, ახლა ასე გეტყვი.
პირველრიგში დაგეთანხმები გადაწყვეტილებაში. მართალიხარ უდავოდ იმსახურებდა ეს წყვილი ასეთ დასასრულს. სხვანაირად უბრალოდ არშეიძლებოდა, დიდი უსამართლობა იქნებოდა, შენი, როგორც ავტორის მხრიდან.
პერსონაჟები ადრეც ვთქვი და ახლაც ვიტყვი, ისეთები გყავდა, ადამიანი რომ იცნებობს, მსგავსების გვერდით ყოლას.
ტკბილი, თბილი ისტორია იყო(ასე დავარქმევ მე :დ) სასიამოვნოდ წასაკითხი, ყოველ სიტყვას და აბზაცს ღიმილ მოუშორებელი, რომ წაიკითხავს კაცი.
ნუ აღარგავაგრძელებ ბაჩანას და ნათიას დახასიათებას, ეგ წინა კომენტარშიც ვთქვი რომ იდეალურები არიან, ერთმანეთისთვის შესაფერისები. ახლა შენზე ვიტყვი სუ ცოტა რაღაცას..
იშვიათად, ძალიან, ძალიან იშვიათად მე ამ საიტზე ვინმეს წერის სტილი მომეწონოს. ესეთი სულ ოთხია და მეხუთე შენ დაემატე. მახსოვს, პირველი თავის კითხვა, რომ მოვრჩი ჩემთვის ვთქვი, ჯერ მარტო ნაწერის გამო ღირს მეორე თავის წაკითხვათქო, თუმცა იქ სხვა ინტერესიც იყო და მხოლოდ შენი წერის სტილისგამო არგამიგრძელებია.
ანაბელი მაინც ჩემი საყვარელი პერსონაჟი იყო, ხელისთხოვნის მომენტი ძალიან საყვარლობა იყო და ,,ვარდისფერ კაბაზე" ბევრი ვიცინე, ,,ღმერთო, მეორე ნაწილი წესით არუნდა ეთქვა" :დდ სასწაული იყო და საერთოდაც, ყველაფერი იყო, მართლა ყველაფერი, კარგი და სასიამოვნო. გრამატიკულად ასე გამართული ტექსტი რახანია არწამიკითხავს და მადლობა ამისთვის შენ რენე, ძალიან ვისიამოვნე.
ახლა მარტო ახალი ნამუშევრის მოლოდინში ვარ
წარმატებები...

მარიამ, რა სასიამოვნოა ამ სიტყვების წაკითხვა რომ იცოდე! სულ კმაყოფილების ტალღები მივლიდა და ჩემს თავს ვეკითხებოდი ნამდვილად შენზე ხომ წერია-მეთქი? ეს ისტორია სიმშვიდის თვის დავწერე, მინდოდა გარკვეული სტრესის ფონზე მეც დამეწყნარებინა ნერვები და წერის პროცესში სიამოვნება მიმეღო, ამიტომ აქ არ არის დაძაბულობა, დრამა და გაწელვა, უბრალოდ ისაა, რაც გულით მინდოდა ყოფილიყო. თუმცა შეიძლება ზოგს არ მოსწონს ასეთი სიმშვიდე და დაძაბულობა ურჩევნია, ეგეც აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის... ალბათ ეგეთსაც დავწერ, ოღონდ ჯერ დრო მჭირდება და ფიქრი სიუჟეტზე, ვნახოთ რა იქნება... ჩემი პერსონაჟებიც ისეთივე არიან, როგორიც თვითონ ისტორია. მათში ზღვა სიმშვიდე, სტაბილურობა, ანგარება, სიყვარული და თითქმის ყველა დადებითი თვისებაა. თუნდაც მაგალისთვის ლაშა, მასაც კი აქვს თავისი დადებითი. შემეძლო სულ სხვაგვარად წამეყვანა მისი წყალობით და შვილის ამბავში გამერთულებინა, მაგრამ საჭიროდ არ ჩავთვალე. ბაჩანა დარჩება ჩემთვის ადამიანად, რომელიც ნაადრევად გაიზარდა და ჩამოყალიბდა კაცად, ნათია კი ქალად, რომელმაც იცის ამ ცხოვრებისგან რა უნდა. ბოლო ნაწილი სულ ღიმილით ჩავიკითხე, მადლობა ჩემზე საუბრისთვის, საბედნიეროდ, ჩემი პროფესიის გამო გამართულად ვწერ და მეც ვიცი რამდენად სასიამოვნოა სუფთა ნაწერის წაკითხვა, ამისთვის უღრმესი მადლობა! ალბათ, უკეთეს კომპლიმენტებს ვერც ვინატრებ ჩემს თავზე მოსასმენად! მადლობა მინდა გადაგიხადო აქ ყოფნისთვის და ბოლომდე წამოყოლისთვის, მინდა ხშირად დაგინახო ჩემთან და შენი აზრები მოვისმინო! უზომოდ მიხარია, რომ შენი საყვარელი მწერლების რიგში ადგილს ვიკავებ! ♥️♥️♥️

Nuki-rocks
ორ საყვარელ მომენტს გამოვარჩევდი, რენე. ერთი,როცა ბელი ეუბნება კაბაზე და მეორე-მინდორში გადაკოტრიალება ციცქნა ქალბატონთან ერთად. ეგ მომენტები მემახსოვრება,ალბათ,კარგა ხანს.საოცარი ნაწილი იყო.
რამდენიმე ეპიზოდზე ჩემებური ხედვა მაქვს, ამას ცალკე გაგიზიარებ. ასე უფრო სწორი მეჩვენება.
იმ ჩემი ხედვების მიუხედავად, კარგი გამოვიდა.მომეწონა შენი პერსონაჟები. გია და მაია,ნიკო და სოფო,ბელი, ნათია, ლაშა,ბებია-ბაბუა.მომეწონა გაკიცხვის ამბავი რომ არ იყო.ვერ ავიტანდი ეგეთ ლაპარაკებს ვერანაირად.
ძალიან მომეწონა ახლა რა! თავიდანვე რომ დახატე სირთულეები ლექტორისა და სტუდენტის ურთიერთობის. ჯერ მე არ წამიკითხავს ამ თემაზე სწორი ხედვით ამბავი.ყველა ამბობს:მერე რა, არაუშავს! რა პრობლემაა,21-ე საუკუნეა.მე მაგას ვერ ვამართლებ,არც გავკიცხავ და არც ვამართლებ.თავისი სიძნელეები აქვს და ამაზე მსჯელობა საჭირო იყო. სწორედ ამ მიზეზით მგონია,რომ ნათია უთქმელად გაუშვი გერმანიაში.ბაჩანასგან მესიამოვნა,რომ მოსიმინა და გაუგო. ბელი სასწაულია,იცი ეს.
ჰო,ძალიან არ მომწონს ეს რომ ბოლო თავია.იმედია დაბრუნდები ახალი მოთხრობით.
წარმატებები,რენე. დანარჩენს ცალკე მოგახსენებ❤.

პ.ს. საოცარი გოგო ხარ. მომწონს შენი გამართულობა და აზრობრივად სწორად ჩამოყალიბება.

ჩემი შენთან ურთიერთობის ყველა მომენტი ჩემთვის იდეალურად გასახსენებელი იქნება, რადგან ამ საიტს უნდა ვუმადლოდე რომ გაგიცანი და მომცა საშუალება რამდენიმე სიტყვა გამეცვალა შენთან! აბსოლუტურად ყველა კომენტარი დასამახსოვრებელია და არც არასოდეს დამავიწყდება იმიტომ, რომ სულ პირველი დღიდან ჩემთან ხარ. არ ვიცი, შენზე უკეთესი მკითხველი თუ ჰყავს ვინმეს სანატრელად, იმდენად კარგად კითხულობ და იცი დეტალების გამორჩევა, პირდაპირ ხელებს ვწევ და ამას ისე ვამბობ! თუნდაც ნათიას წასვლის ამბავზე რომ ვილაპარაკეთ, ძალიან კარგი ხედვა გქონდა ამასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, სხვა ნიუანსებზეც, რაზეც ახლა არ ჩავწვრილმანდები რომ არ გამიგრძელდეს. მახსოვს, ბელი შენთვის თავიდანვე გამორჩეული იყო და განსაკუთრებულად გიყვარდა მისი მომენტები, გითქვამს კიდეც. ბავშვებს რაღაცნაირი მუხტი აქვთ, სასიამოვნო აურა და გინდა თუ არა, სულ პირმცინარი შესციცინებ თვალებში მათ. ანაბელი ისეთი იყო, შეუძლებელია რომ არ შეგყვარებოდა. პატარა ბავშვი, რომელიც ბევრად დიდის შთაბეჭდილებას ტოვებდა და ყველას უყვარს დიდი ადამიანები, ხომ ხვდები, რასაც ვგულისხმობ?! ჩემი ყველა პერსონაჟი რეალურია, თვითონ ამბავიც, არ ვიცი მე მეჩვენება თუ რა, მაგრამ ამ ისტორიას ჩემთვის განსაკუთრებული ხიბლი აქვს და ყველა მიზეზგარეშე მიყვარს! ვისურვებდი, რომ სულ გხედავდე აქ! ძალიან, ძალიან დიდი მადლობა შენ! ჩემს საოცრებობაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ შენსაზე - კი! რამდენიც გინდა, იმდენი ვილაპარაკოთ... ♥️♥️♥️

 


№3  offline წევრი Life is beautiful

21 641 ნახვა....
კარგი რა?! სადაა კომენტარები ხალხო?!
...
სამსახურში სული გამაძვრეს თორე აქამდე დავაკომენტარებდი. ♥️
პერსონაჟებზე და ზოგადად ამ ისტორიაზე, იმდენი მაქვს ნალაპარაკები, გამოითიშა სიტყვები და ვეღარ ვლაპარაკობ.
იმდენად ყველა წერტილი და მძიმე და სიტყვა ზუსტია რომ...
აი გამოირთი ჩემი გონებაც, ავტომატურად მეორე უნდა ავალაპარაკო...
....
მოკლედ გავგიჟდი...
აი დავდნი, გამიხარდა კი, არა, გა და ვი რი ე...
განსაკუთრებით ის რომ ხელი დაავლო, ნათუს და ჩემი ცოლია უკვეო.
რაღაც ცოტა გაფსიხებისაც შემეშინდა, სუნთქვა შეკრული ვიყავი ჩვენი ქალბატონივით, ვიგრძენი, რომ რაღაცნაირად გავბრაზდი, ოღონდ მისი მხრიდან... თორე პირადად მკითხველის თვალით ვარსკვლავებაკიაფებული. თვალებით ველოდი სიუკეტის განვითარებას..
ლაშას დამოკიდებულებაც მიმეწონა, მემგონი ხალხს თუ არ სძულთ ყოფილი ცოლები, იეჭველად წიწკნით გულს მაინც მათი გათხოვება, შეიძლება, მესაკუთრეობის ან მენტალიტეტის ან შემორჩენილი სიყვარულის გამო.
ლაშას კი რაღაცნაირად ყველა გრძნობა. ერთად იყო..
და ისიც იგრძნობოდა რომ,
ნათიას მეორე ჩასნი რომ მიეცა, ვერ გაამართლებდა, იცოდა რომ ამას ვერ გააკეთებდა, თორე ის ზემოთ მოხსენიელული სამი მიზეზი საკმაროსიც კი იქნრბოდა ბრძოლისთვის, მაგრამ ამ ყველაფერზე უარის თქმით,ჩანს მისი მხრიდან ნაჸიას პატივისცემა..
კარგი გავიქეცი.. ♥️

 


№4  offline წევრი რენე

Life is beautiful
21 641 ნახვა....
კარგი რა?! სადაა კომენტარები ხალხო?!
...
სამსახურში სული გამაძვრეს თორე აქამდე დავაკომენტარებდი. ♥️
პერსონაჟებზე და ზოგადად ამ ისტორიაზე, იმდენი მაქვს ნალაპარაკები, გამოითიშა სიტყვები და ვეღარ ვლაპარაკობ.
იმდენად ყველა წერტილი და მძიმე და სიტყვა ზუსტია რომ...
აი გამოირთი ჩემი გონებაც, ავტომატურად მეორე უნდა ავალაპარაკო...
....
მოკლედ გავგიჟდი...
აი დავდნი, გამიხარდა კი, არა, გა და ვი რი ე...
განსაკუთრებით ის რომ ხელი დაავლო, ნათუს და ჩემი ცოლია უკვეო.
რაღაც ცოტა გაფსიხებისაც შემეშინდა, სუნთქვა შეკრული ვიყავი ჩვენი ქალბატონივით, ვიგრძენი, რომ რაღაცნაირად გავბრაზდი, ოღონდ მისი მხრიდან... თორე პირადად მკითხველის თვალით ვარსკვლავებაკიაფებული. თვალებით ველოდი სიუკეტის განვითარებას..
ლაშას დამოკიდებულებაც მიმეწონა, მემგონი ხალხს თუ არ სძულთ ყოფილი ცოლები, იეჭველად წიწკნით გულს მაინც მათი გათხოვება, შეიძლება, მესაკუთრეობის ან მენტალიტეტის ან შემორჩენილი სიყვარულის გამო.
ლაშას კი რაღაცნაირად ყველა გრძნობა. ერთად იყო..
და ისიც იგრძნობოდა რომ,
ნათიას მეორე ჩასნი რომ მიეცა, ვერ გაამართლებდა, იცოდა რომ ამას ვერ გააკეთებდა, თორე ის ზემოთ მოხსენიელული სამი მიზეზი საკმაროსიც კი იქნრბოდა ბრძოლისთვის, მაგრამ ამ ყველაფერზე უარის თქმით,ჩანს მისი მხრიდან ნაჸიას პატივისცემა..
კარგი გავიქეცი.. ♥️

ჰო, ისე მეზიზღება ეს პირველი სიტყვა და ძირითადად მაშინ ვიყენებ, როცა უზომოდ ნაწყენი და გულნატკენი ვარ. ახლა ზუსტად ეს მჭირს. მართლა გული დამწყდა, მაგრამ ვერაფერს ვიღონებ და შევეგუე. რას იზამ?! ვერ მოსთხოვ, რომ ძალით დაწერონ ან ილაპარაკონ რამე... ეგ არ შეიძლება არაფრით, ამიტომ მესმის მათი ნაწილობრივ, თუმცა ფაქტია რომ რაღაც მხრივ უყურადღებობასაც ნიშნავს... პირველ რიგში მადლობა შენ, რომ ამაზე ყოველთვის ამახვილებ ყურადღებას! დანარჩენზე ის შემიძლია გითხრა, რომ უზომოდ ვისიამოვნე ამ მოკლე დროში შენთან ურთიერთობით! მეც ხომ მილაპარაკია ყველაფერზე? მგონი არც არის საჭირო, რომ რაღაცები თავიდან განვმარტო... შენ ძალიან კარგად და სწორად კითხულობ სამაგისოდ! ვეცადე, რომ ყველა პერსონაჟი მართალი ყოფილიყო თავისებურად და სულ წვრილ-წვრილი დეტალები დაგეჭირათ... ლაშა... ლაშა კარგი ადამიანია ყველაფრის მიუხედავად და მასზე წერისას უზომოდ დიდ სევდას ვგრძნობდი, მაგრამ რაც გააკეთა და როგორც ილაპარაკა მისი მხრიდან ყველაფრის ამხსნელი იყო. შენი სახელი არ ვიცი რომ მოგმართო ხოლმე, ამიტომ უბრალოდ, ოქრო გოგო, მადლობას გიხდი აქ ყოფნისთვის და ყურადღებისთვის! მიხარია, რომ გხედავ! ♥️♥️♥️

 


№5  offline წევრი ალე

ძალიან მომწეონა. კარგი ისტორია იყო თავიანთი კეთილი პერსონაჟებით blush

 


№6  offline წევრი რენე

ალე
ძალიან მომწეონა. კარგი ისტორია იყო თავიანთი კეთილი პერსონაჟებით blush

მადლობა თქვენ, რომ მოგეწონათ! კიდევ უფრო მეტად გამიხარდა, რომ კომენტარისთვის დრო გამონახეთ! რა ვქნა?! მიყვარს კარგი ადამიანები და იმიტომაც გამომივიდნენ კეთილი პერსონაჟები... ♥️♥️♥️

 


№7  offline წევრი beshqen

ვახ ეს რა კარგი ავტორი შეუძენია საიტს,გამიხარდა..ძალიან საინტერესო სიუჟეტია,პრობლემური,სადავო და სამსჯელო,ხოო 16 წელი მართლა დიდი ზღვარია,მითუმეტეს ქართულ რეალობაში,სადაც ყველა და ყველაფერი სხვების განსჯის საგანი ხდება,რთულია კეთილად დაგვირგვინება ურთიერთობის,თითქმის შეუძლებელი,მაგრამ რატომაც არა,როცა ნამდვილი სიყვარულია,ციფრებს არუნდა ვითვლიდეთ,ყოჩაღ რომ ამას შეეჭიდე და ძალიან ლამაზი ისტორია გვაჩუქე,იმედია გააგრძელებ წერას და მრავალ ტაბუდადებულ თემას შეეხები,..წერის სტილიც მომეწონა,დასანანი იქნება ერთხელაც რომ გამოაცხადო,მუზა აღარ მაქვსო,გისურვებ სულ წერო და წარმატებები შენ,არ მიყვარს დიდად კომენტარების წერა,მაგრამ არ შემეძლო ახლა ეს არ დამეწერა,მინდა იცოდე რომ ერთი გულმოდგინე მკითხველიც შეიძინე ,ასე რომ გელოდები ახალი ისტორიით,ახალი სიტყვით,არ მოდუნდე,გააგრძელე, საინტერესო ადამიანი ხარ heart_eyes

 


№8  offline წევრი რენე

beshqen
ვახ ეს რა კარგი ავტორი შეუძენია საიტს,გამიხარდა..ძალიან საინტერესო სიუჟეტია,პრობლემური,სადავო და სამსჯელო,ხოო 16 წელი მართლა დიდი ზღვარია,მითუმეტეს ქართულ რეალობაში,სადაც ყველა და ყველაფერი სხვების განსჯის საგანი ხდება,რთულია კეთილად დაგვირგვინება ურთიერთობის,თითქმის შეუძლებელი,მაგრამ რატომაც არა,როცა ნამდვილი სიყვარულია,ციფრებს არუნდა ვითვლიდეთ,ყოჩაღ რომ ამას შეეჭიდე და ძალიან ლამაზი ისტორია გვაჩუქე,იმედია გააგრძელებ წერას და მრავალ ტაბუდადებულ თემას შეეხები,..წერის სტილიც მომეწონა,დასანანი იქნება ერთხელაც რომ გამოაცხადო,მუზა აღარ მაქვსო,გისურვებ სულ წერო და წარმატებები შენ,არ მიყვარს დიდად კომენტარების წერა,მაგრამ არ შემეძლო ახლა ეს არ დამეწერა,მინდა იცოდე რომ ერთი გულმოდგინე მკითხველიც შეიძინე ,ასე რომ გელოდები ახალი ისტორიით,ახალი სიტყვით,არ მოდუნდე,გააგრძელე, საინტერესო ადამიანი ხარ heart_eyes

ამ შუაღამით რა საინტერესო კომენტარი დამხვდა აქ, როგორ არ მჯეროდეს ახლა სასწაულების? განა გასაოცარი არაა, როცა ასეთ სიტყვებს საკუთარ თავზე ისმენ? რა კარგი ადამიანი ხართ! ვნატრობ ახალ მკითხველებს, რომ გამოჩნდნენ და ცოტა ვისაუბროთ. ისე გამიხარდა რომ არ დაიზარეთ კომენტარის დაწერა, ვერც წარმოიდგენთ... ძალიან ვეცადე, რომ სწორი კუთხით წამეყვანა თემა. მე ცოტა უპრობლემოდ დავხატე აქ სწორი, კეთილი და კარგი პერსონაჟების შექმნით, მაგრამ რეალობაში ასე არ იქნება, ალბათ, ყველასთვის. თვითონ ამბავი რეალურია ისე, აქამდეც მითქვამს. ძნელი შესაგუებელია მართლა, მაგრამ როცა გიყვარს, კიდევაც უნდა იბრძოლო. მე მგონია, ბრძოლის გარეშე მაინც არაფერს აქვს აზრი. თუ იბრძვი, ანუ გიყვარს... რაღაც დაუწერელი კანონივითაა. ღმერთმა ნუ გაათენოს ის დღე, როცა წერა აღარ მომინდება... ჩემთვისაც საკმაოდ რთულად გასააზრებელი იქნება ეგ ფაქტი. თან როცა ვიცი აქ რა ძვირფასი ადამიანები ხართ თითზე ჩამოსათვლელად, რა ნამუსით უნდა მომინდეს გაჩერება? თქვენ მადლობა, რომ ჩემს მკითხველებს მიემატეთ! ასევე მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პატივს გცემთ დაუზარელობის გამო! მშვიდობიან ღამეს გისურვებთ... ♥️♥️♥️

 


№9  offline წევრი beshqen

რა მაინტერესებს ახლა,საიდან მოვიდა ეს სიუჟეტი,ანუ იმას ვგულისხმობ, ამხელა ასაკობრივი სხვაობა რომაა,როგორ დაინტერესდი ამ თემით..ადრე მაქვს წაკითხული,არ მახსოვს არც სატაური და არც ავტორი,ამ საიტზე არა ოღონდ,საინტერესო იყო ძალიან ისიც,და კარგად დამთავრდა აგრეთვე,ძალიან ლამაზი ისტორია იყო..სხვა არ შემხვედრია,ტუ გავითვალისწინებთ,რომ ძალიან ბევრს ვკიტხულობ ყოველთვის..იცნობ მსგავს წყვილს ტუ ფანტაზია და კეთილი სურვილებია,ტუ გინდა პირად
სი გავაგრძელოდ,მე ვიცნობ მსგავს წყვილს,10 წელია ერთად არიან,მაგრამ საშინელი ისტორიაა

 


№10  offline წევრი რენე

beshqen
რა მაინტერესებს ახლა,საიდან მოვიდა ეს სიუჟეტი,ანუ იმას ვგულისხმობ, ამხელა ასაკობრივი სხვაობა რომაა,როგორ დაინტერესდი ამ თემით..ადრე მაქვს წაკითხული,არ მახსოვს არც სატაური და არც ავტორი,ამ საიტზე არა ოღონდ,საინტერესო იყო ძალიან ისიც,და კარგად დამთავრდა აგრეთვე,ძალიან ლამაზი ისტორია იყო..სხვა არ შემხვედრია,ტუ გავითვალისწინებთ,რომ ძალიან ბევრს ვკიტხულობ ყოველთვის..იცნობ მსგავს წყვილს ტუ ფანტაზია და კეთილი სურვილებია,ტუ გინდა პირად
სი გავაგრძელოდ,მე ვიცნობ მსგავს წყვილს,10 წელია ერთად არიან,მაგრამ საშინელი ისტორიაა

რეალური ამბავია რეალური პერსონაჟებით, აქედან წამოვიდა ეს სიუჟეტიც, მაგრამ ისე არ დასრულებულა სინამდვილეში, როგორც აქ, რა თქმა უნდა. მე ისე განვავრცე, როგორც იმსახურებდა ნამდვილი ნათია და ვერაფრით ვატკენდი აქაც მას, უბრალოდ არ შეიძლებოდა ამის გაკეთება... ადამიანები აუცილებლად იმსახურებენ რომ ბედნიერები იყონ! თუკი თქვენ გაქვთ სურვილი, ფეისბუქზე რენე მიწერია და ფორლავის ჯგუფიდანაც შეგიძლიათ მიპოვოთ, მე არ ვარ წინააღმდეგი თქვენთან საუბრის ♥️♥️♥️

 


№11  offline წევრი მე♥უცნაურე

ძალიან მომეწონა!
აი, კაბის ამბავი, უსაყვარლესობა იყო❤️
იმედია, კიდევ დაგვიწერთ რამეს❤️
ბაჩანასნაირებთან ასაკზე საუბარი ტეხავს, ისეთი ტიპია. შემდგარი და ჩამოყალიბებული❤️

 


№12  offline წევრი რენე

მე♥უცნაურე
ძალიან მომეწონა!
აი, კაბის ამბავი, უსაყვარლესობა იყო❤️
იმედია, კიდევ დაგვიწერთ რამეს❤️
ბაჩანასნაირებთან ასაკზე საუბარი ტეხავს, ისეთი ტიპია. შემდგარი და ჩამოყალიბებული❤️

აუ, რა კარგია რომ მოგეწონათ! უზომოდ გამიხარდა. კაბის ამბავი ყველასთვის, მათ შორის ჩემთვისაც ძალიან დასამახსოვრებელი გახდა, ისეთი კარგი გამოვიდა... დავიწყე უკვე ახალი, პირველი თავი დავდე ახლახან, გამიხარდება თუ გაეცნობით. ისე კარგად დაახასიათეთ ბაჩანა ასეთი მოკლე წინადადებით, მოხიბლული დავრჩი. ძალიან დიდ, დიდ მადლობას გიხდით! ♥️♥️♥️

 


№13 სტუმარი სტუმარი სანდრა

ერთ ამოსუნთვაში წავიკითხე ყველა თავი, ეს რა სასწაული იყო, ვისიამოვნე ისე მეტი რომ არ შეიძლება. წარმატებებს გისურვებ და ძალიან მაგარი გოგო ხარ მართლა.♥️♥️♥️♥️

 


№14  offline წევრი რენე

სტუმარი სანდრა
ერთ ამოსუნთვაში წავიკითხე ყველა თავი, ეს რა სასწაული იყო, ვისიამოვნე ისე მეტი რომ არ შეიძლება. წარმატებებს გისურვებ და ძალიან მაგარი გოგო ხარ მართლა.♥️♥️♥️♥️

სანდრა, რა საყვარელი და თბილი კომენტარია! აბა, როგორ არ გამიხარდეს?! რა კომპლიმენტებია... ძალიან, ძალიან დიდი მადლობა! რა კარგია, რომ ისიამოვნეთ ♥️♥️♥️

 


№15  offline წევრი OKI ME

აი, თავებად რომ იდებოდა და დაუსრულებელი რომ იყო, ჯერ კიდევ მაშინ ვფიქრობდი ამის წაკითხვას. მერე გავჩერდი, დაველოდები დასრულებას და ერთიანად წავიკითხავ-მეთქი. ამასობაში სხვა ისტორიას შევყევი და ახლა კი მოვედი აქ :დდდდ

მომეწონა, თან ძალიაან. საინტერესო ისტორია იყო მეტად. ბაჩანა საოცარი ბიჭია ❤️❤️ ნუ ნათია ცოტას მაბრაზებდა თუმცა მისიც მესმის. მთავარია მისით ის ძვირფასი ადამიანები, ოჯახი მის გვერდით არის და დანარჩენი ყველა და ყველაფერი მეორე ხარისხოვანია.

ანაბელი მეორე საოცრებაა ამ ისტორიაში. თუ პირველი? მოკლედ ვერ ჩამოვყალიბდი ბაჩანა თუ ანაბელი. იყოს, ორივე პირველზე. ჩემი რა მიდის? :დდდ კაბის ისტორია ნამეტანი მომეწონა :დდდ ❤️❤️

მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, იმდენად მომეწონა რომ ისტორია დასასრულებლად მენანება. ვერ ვიმეტებ აქ დასასრულებლად. პრინციპში როგორ უნდა გაგრძელდეს არც ვიცი მაგრამ მაინც.

ნუ მე ზოგადად ასე ვიცი. ისტორიები რომლებიც ძალიან მომწონს არ მემეტება დასასრულისთვის :დდდდ

წარმატებები შენ და როგორც ვნახე ახალი ისტორიის 2 თავი უკვე დაგიდია. წავიკითხავ აუცილებლად ❤️❤️

 


№16  offline წევრი რენე

Megioki
აი, თავებად რომ იდებოდა და დაუსრულებელი რომ იყო, ჯერ კიდევ მაშინ ვფიქრობდი ამის წაკითხვას. მერე გავჩერდი, დაველოდები დასრულებას და ერთიანად წავიკითხავ-მეთქი. ამასობაში სხვა ისტორიას შევყევი და ახლა კი მოვედი აქ :დდდდ

მომეწონა, თან ძალიაან. საინტერესო ისტორია იყო მეტად. ბაჩანა საოცარი ბიჭია ❤️❤️ ნუ ნათია ცოტას მაბრაზებდა თუმცა მისიც მესმის. მთავარია მისით ის ძვირფასი ადამიანები, ოჯახი მის გვერდით არის და დანარჩენი ყველა და ყველაფერი მეორე ხარისხოვანია.

ანაბელი მეორე საოცრებაა ამ ისტორიაში. თუ პირველი? მოკლედ ვერ ჩამოვყალიბდი ბაჩანა თუ ანაბელი. იყოს, ორივე პირველზე. ჩემი რა მიდის? :დდდ კაბის ისტორია ნამეტანი მომეწონა :დდდ ❤️❤️

მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, იმდენად მომეწონა რომ ისტორია დასასრულებლად მენანება. ვერ ვიმეტებ აქ დასასრულებლად. პრინციპში როგორ უნდა გაგრძელდეს არც ვიცი მაგრამ მაინც.

ნუ მე ზოგადად ასე ვიცი. ისტორიები რომლებიც ძალიან მომწონს არ მემეტება დასასრულისთვის :დდდდ

წარმატებები შენ და როგორც ვნახე ახალი ისტორიის 2 თავი უკვე დაგიდია. წავიკითხავ აუცილებლად ❤️❤️

გამარჯობა, მეგი. როგორც მივხვდი, აქ ძირითადად დასრულებული ისტორიების კითხვა ურჩევნიათ, ამიტომაც მე ყველასი მესმის და პრობლემა არაა როდის წაიკითხავთ, მთავარია რომ მოხვალთ. მეც აქ ვარ და ყველას ველოდები. ბაჩანაზე აღარ ვილაპარაკებ, უკვე იმდენი ვთქვი, მგონი აღარცაა საჭირო, ღმერთივით კაცია, სასწაული :დ და რომ იცოდეთ, რეალურად კიდევ აქ დახატულს ჯობია ბევრად. საერთოდ სხვანაირი ადამიანია. ანაბელთან ერთად ყველა კაბის მომენტს იხსენებს და უკვე უუუზომოდ ბედნიერი ვარ მაგის გამო, ისე საყვარელი გამოვიდა ეგ მომენტი, მეც რამდენჯერმე გადავიკითხე და კარგადაც ვიცინე. არა, გაგრძელება არ ექნება, რაღა უნდა გაგრძელდეს? დასრულდა მაგათი ამბავი, თან მშვენივრად და ბედნიერებიც არიან, დაიმსახურეს კიდეც. მადლობა შენ, დაგელოდები იქაც, როცა თავად მოისურვებ რომ გამოჩნდე! ♥️♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent