შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი ნისლი -6-


13-08-2021, 22:49
ავტორი თვეთნედინა
ნანახია 1 288

სიბნელეში დაკარგული შიში იგრძნო დინამ,სადღაც სითამამეც წამოვიდა და თითქოს სისხლში შეეყინაო. თამამად და უდრეკად იდგა ბედანის წინ,თავი არ ჩაუხრია და ოდნავი შიშიც არ ეტყობოდა,მიუხედავად იმისა,რომ ეშინოდა! ეშინოდა უსამართლობის,რომელიც სავარაუდოდ წინ ელოდა,ეშინოდა არასწორი ნაბიჯის და ეშინოდა თვით საკუთარი თავის,მაგრამ ეს იმის საფუძველს არ ქმნის,რომ დინა მშიშარა გახლდათ... არა,პირიქით საოცარი სიმამაცის პატრონი იყო.
ახლაც თამამად უყურებდა მისი ჭაობისფერი თვალებით ბედანს,რომლის ნაკვთებიც სიბნელეშიც კი გამაღიზიანებლად ლამაზი გახლდათ. არანაკლებ სიტუაციაში იყო ბედანი. ყველაფერს გააკეთებდა,მხოლოდ დინასთან ყოფნის საშუალება ჰქონოდა. სიამოვნებდა მისი ჩუმად თვალიერება და მისით ტკბობა. მოსწონდა სანთელივით ჩამოსხმული,წვრილი ტანი. ჭაობისფერი,ლამაზი,ნუშისებრი თვალები და ყველაზე სათუთი ნაკვთები... ბედანს თამამად შეეძლო ეღირებინა,რომ მსგავსი სადარი არ უნახავს მის ცხოვრებაში.

-ბედან,არ შემიძლია. აქ,ამ სახლში ჩემი ბედი წყდება
-ზუსტად დინა,შენ შეგიძლია წამოხვიდე ჩემთან ერთად
-რა სტატუსით,მე ვინ ვარ, რა მოხდება თუ შენთან ერთად წამოვალ
-მხოლოდ ერთხელ საკუთარ თავზე იფიქრე და გულს მოუსმინე,მაშინ მიხვდები რა უნდა გააკეთო.

მიუახლოვდა,მის დიდ,თლილ თითებს დაათამაშებდა დინას სახეზე,დინაც მორჩილად იდგა,რატომღაც არ შეეწინააღმდეგებია,თუმცა შინაგანი პროტესტი ჰქონდა. გული სხვას ამბობს,გონება სხვას...

-წამოხვალ?!
-არ ვიცი...
-მაშინ არც გკითავ

წამის მეასედში დინას წელზე ხელი მოხვია,მის განიერ მხარზე გადაიკიდა და ცხენისკენ გასწია. დინას არც კივილი დაუწყია და არც გაუპროტესტებია ბედანის მსგავსი ქმედება,მხოლოდ რამდენჯერმე გაფართხალდა და დანებდა. თვითონაც არ იცოდა რას აკეთებდა და რა შარში ყოფდა თავს,თუმცა ცხოვრებაში პირველად აკეთებდა იმას რაც უნდოდა...

-ნუ გეშინია,არაფერს დაგიშავებ
-არ მეშინია
-ჰო?!
მიუახლოვდა,ისე მიუახლოვდა,რომ მეტად სიახლოვე უკვე სხვა,დიდ რამეში იზრდებოდა...
-გეყოფა!
-რატომ?!
-ბედან,ახლა რა მოხდება,ამის შემდეგ რა იქნება?!
-ჩემი ცოლი გახდები
-შენი ცოლი...
-რა გგონია,მამაშენი მოვა და ასე უბრალოდ წაგიყვანს?!
-არა,მე...
-დინა,ამიერიდან ყველა ისე გაგიცნობს როგორც ჩემს ცოლს. მე შენ მოგიტაცე,ქორწილი ჩაიშალა.
-მამაჩემმა,რომ მოგვაგნოს იცი რა მოხდება?!
-მამაშენი ცოტახანი ვერ გვიპოვის,დამიჯერე...

სოფელს არ ახსოვს ასეთი დიდი გვარების ამგვარად განრისხება. სოფელში უამრავი ხმა დადიოდა "დინა მოიტაცეს"-ო ან "დინას არ უნდოდა და გაიპარა"-ო,მაგრამ ვისზე? ეჭვიც კი ვერავისზე მიჰქონდათ. ზოგი ფიქრობდა "ვაი,თუ საწყალმა გოგომ ვერ გაუძლო და სადღაც თავი გადაიჩეხა,რომელიღაც ხევში"-ო. რა ხდებოდა არავინ იცოდა,ერთ კივილს ახლა დინას დედის,აიზას კივილი შეემატა.სოფელში დაძაბულობა იმატებდა. ბატონი შერგილის ოჯახში 3 ღამეა არავის სძინებია,ისევე როგორც ჩეგიანების ოჯახში! შიშის ზარს სცემდა შერგილისა და ადაის მუქარა მთელს სოფელს,ყველა გამვლელს,ნაცნობს თუ უცნობს... ყველას!

ბედანი და დინა ჯერ ვერ ეგუებოდნენ საერთო ცხოვრებას,ზედმეტ საუბარსაც კი ერიდებოდნენ,მაგრამ საკმარისი იყო ერთი მზერა და ორივესთვის გასაგები იყო ყველაფერი... საღამოობით დაჯდებოდნენ ბუხართან,ცხელი შოკოლადიტ ხელში და იცინოდნენ იმაზე,თუ რა გააკეთეს და რა ელოდათ წინ...
-ბედან,ახლა შენი ცოლი ვარ... ანუ მთელი ცხოვრების შენთან ერთად გატარება მომიწევს. ახლა შეგიძლია მითხრა რა არის ის კივილი,რომელის ყოველ ღამე ჩვენს სოფელში ისმის.

ამაზე მწყობრიდან გამოვიდა ბედანი და ბოლო ხმაზე დაიწყო ყვირილი,აღელდა,ცივმა ოფლმა დაასხა,მისი ბრაზი აზანზარებდა მთელ სახლს.

-მეორედ აღარ მკითხო ეგ,საკმარისია
-რატომ ყვირი,რა დაგიშავე,რა ხდება ისეთი,რომ არ მეუბნები. რა ხდება ისეთი,რომ ჩემს სახლში შენი გვარის გაგონებისას დედაჩემს გული მისდის და მამაჩემი ბრაზისგან ყველაფერს არღვევს.

შედარებით დამშვიდდა ბედანი,დინას მიუახლოვდა, მისი ნაზი სახე თქვის ხელებში მოაქცია და ერთხანს ასე უყურებდა,შემდეგ კი უეცრად იყო კოცნა... პეპლები და აურაცხადი ჯარი ემოციის,ზე გადაჭარბებული სიხარული და სადღაც გადაკარგული ბრაზი... პირველად იგრძნო დინამ რა არის ნამდვილი გრძნობა,ამის დაკარგვას არ აპირებდა და ემოციების ზღვაში თავად გადაჰყვა ბედანს... ეს ყველაფერი იყო ერთმანეთში არეული,ყველანაირი ემოცია და სიხარული. ცოტა ტკივილი და კვლავ ბედნიერების უზომო განცდა...



№1 სტუმარი სტუმარი ანასტასია

ეგრე რაა, არაჩვეულებრივად წერ არაჩვეულებრივ ისტორიას და შენი დაკარგვა იქნება? თავებს თუ გაზრდი და ხშირად დადებ, მთლად უკეთესი.

 


№2 სტუმარი M

ძალიან საინტერესოა, ველი გაგრძელებას ♥️ მაგრამ ძალიან პატარა თავებია((

 


№3 სტუმარი ეკა

გააგრძელე ველით შენს გამოჩენას მალე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent