მთვარის ქალღმერთი.
მშვიდი ძილით ეძინა, მარადმწვანე ხეებით შევსებულ ტყეს, ჩვეული სილამაზით. ეძინა ტბასაც, რომელიც მთვარის შუქზე, კრისტალისებურად ბზინავდა. მის გარშემო კი, ნაძვები ისე მედგრად დამდგარიყვნენ, თითქოს გადაეწყვიტათ მისი სილამაზის და უმანკოების დაცვა. ირგვლივ ბალახის შრიალის ხმაც, არ ისმოდა, ნიავი ნაზად, რომ შეარხევს ხოლმე. სამარადისო სიჩუმეში, მომბზინავი ტბის პირას, მხოლოდ ღამის ყვავილებს, არ ეძინათ, ღამის ყვავილებს, რომლებსაც მთვარის სინათლე, ასე ახარებდათ. ყვავილებში კი, ჩასვენებულიყო, ულამაზესი არსება, ისე ტკბილად ეძინა, სულ არ აწუხებდა ფაქტი, რომ მის შიშველ სხეულს, მთვარის შუქი დასთამაშებდა. მისი მკრთალი კანის ფერი და ქერა თმა კი, ამ დროს მეტად ღია მოგეჩვენებოდათ. ეძინა სელენეს, მშვიდი ძილით და თითქოს ტყეც მისთვის გაჩუმებულიყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.