მთვარის ქალღმერთი. (2)
სამარადისო, არც ლამაზი და მშვიდი ღამე აღმოჩნდა. ცა ამჯერად თეთრში გაწყობილი, ცისფერი კაბით შეიმოსა. გაიღვიძა ტყემ და მისმა მაცხოვრებლებმა, გაიღვიძა სელენემაც, უჩვეულო სიმშვიდით, თითქოს არაფერი მომხდარაო. ნაზად გაახილა თვალები. თვალები, რომლებიც ასე ძალიან მიუგავდა ცის კაბას. გრძელი და სუსტი თითებით შეეხო და მოეფერა ყვავილებს, შემდეგ კი, წამოდგა და გაემართა ტბისკენ, ნელი ნაბიჯებით. მიუახლოვდა წყალს, ფრთხილად შეეხო, ჯერ ერთი ფეხით, შემდეგ მეორეთი და იგრძნო, როგორი სისწრაფით დაუარა სხეულში ჟრუანტელმა. ბოლოს შეცურა ტბაში, როგორც უდარდელმა თეთრმა გედმა და შეიგრძნო ერთიანად, სასიამოვნოდ გრილი წყალი. ცურვით იმდენად გაერთო, ვერც კი შენიშნა, ნაძვთან მდგარი, გაოცებული მამაკაცი, რომელსაც აქამდე მსგავსი სილამაზე არსად ენახა. მთელი გონება და ყურადღება, სელენესკენ მიებყრო, ცდილობდა თითოეული მომენტის კარგად დამახსოვრებას, თითოეული სხეულის ნაწილის. უყურებდა, უყურებდა და თავი მაინც ულამაზეს სიზმარში წარმოედგინა. ცურვით თავი, რომ იჯერა სელენემ, ტბიდან გამოვიდა და ამაყად, თავაწეული მზეს მიეფიცხა. კაცს კი, ისე უნდოდა, იმდენად უნდოდა... მისულიყო და შეხებიყო, შეხებიყო სელენეს სველ და ოქროსფერ თმას, მკერდზე, რომ ჩამოშლოდა და მიჰკრობოდა, შეხებიყო მის ნაზ და ღია ფერის კანს, უყურებდა და ბოლოს, თავი ვერ შეიკავა. გაემართა მისკენ ფრთხილი ნაბიჯებით, ყოველ ნაბიჯზე გული უფრო და უფრო სწრაფად უცემდა და თვითონაც ვერ გაეგო, რა ხდებოდა. სელენე კაცის დანახვაზე, შეკრთა და უკან გაიწია, შეშინებული იყო, რადგან აქამდე ადამიანებს, მხოლოდ თვითონ ადევნებდა თვალს. - ბოდიში, თუ შეგაშინე... კაცი კიდევ, უფრო მიუახლოვდა და შეშინებული სელენეც ისევ უკან მიიწია. - ძალიან უცნაური ხარ, ალბათ ამით მიიქციე ჩემი ყურადღება. ჩაილაპარაკა, თავისი მოსაცმელი მხრებზე შემოახვია და თვითონაც წინ ჩამოუჯდა, თითქოს ვერც კი, ამჩნევდა მის სიშიშვლეს. - გამოგიტყდები, ძალიან გამაკვირვე. ჩაიცინა, ტბისკენ გაიხედა და გაახსენდა ის, რაც ცოტა ხნის წინ დაინახა. შემდეგ, ისევ გოგონას შეხედა და უთხრა : - უცნაური იქნებოდა, მაგრამ ხომ არ დაიკარგე? - მე... აქ ვცხოვრობ. უთხრა დაბნეულმა და კაცის მოსაცმელს თითებით შეეხო. - ტყეში? - კი, ეს არის ჩემი სახლი კაცმა აქეთ-იქით გაიხედა და სახლი, რომ ვერსად შენიშნა, მეტად გაოცებული დარჩა. - მარტო შენ ცხოვრობ აქ? - მე და ყვავილები... ახლა უფრო მეტად გაოცდა და დაიწყო ფიქრი, თუ რა უნდა მოემოქმედა. - მაპატიე არ გაგეცანი... მე სებასტიანი ვარ. თქვა ამაყი სახით და ხელი გაუწოდა სელენეს. გოგონამაც ნაზი მოძრაობით, ჩამოართვა ხელი სებასტიანს. - შენ რა გქვია? თუ.. უბრალოდ, "ყვავილების მეგობარი" დაგიძახო? ნიკაპზე თითი მიიდო და თვალები ზემოთ აატრიალა. - სელენე მქვია, მაგრამ ვფიქრობ არც ეგ სახელია ცუდი. თქვა ნაზი ხმით სელენემ და გაიღიმა. - სელენე... შენთვის შესაფერისი სახელი გქონია სებასტიანმაც გაუღიმა და ფეხზე წამოდგა. - მიდიხარ? სელენეს შიში მთლიანად გაჰქრობოდა და მეტიც, თითქოს აღარც უნდოდა, რომ სებასტიანი ტყიდან, მალე წასულიყო. - გინდა რომ დავრჩე? - მე...არ... - ვიხუმრე, გაიცინა სებასტიანმა და მანამ ბილიკს გაუყვებოდა, ისე, რომ სელენესკენ არც შემობრუნებულა, მიაძახა : - გაერთე ყვავილებთან, ხვალ მოგინახულებ. ისევ მშვიდი ძილით ეძინა, მარადმწვანე ხეებით შევსებულ ტყეს, ჩვეული სილამაზით. მთვარეც, ისევ ანათებდა თეთრად. სამარადისო სიჩუმეში, მომბზინავი ტბის პირას კი, მხოლოდ ღამის ყვავილებს და სელენეს არ ეძინათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.