შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არსად


15-08-2021, 22:19
ავტორი mdma00
ნანახია 675

სად ვარ? როგორ მივედი აქამდე?

კითხვები რომლებიც მუდმივად აწუხებს იმ ადამიანს ვინც გამოკეტილია. გამოკეტილი საკუთარ თავში, ცხოვრებაში, მეგობრებში, ოჯახში, სოციუმში.
უბრალოდ გამოკეტილია და სიმძიმის გარდა ვერაფერს გრძნობს.
შეხედავ, სახეზე არაფრისმთქმელი გამომეტყველება გადაჰკვრია, გაქვავებული, გაშეშებული. ერთხელ მაინც თუ გინახავს, ერთხელ მაინც თუ შეხვედრილხარ იპოვნი სხვაობას. კაშკაშა, სიცოცხლით სავსე ადამიანსა და ამ ქმნილებას შორის რომელიც, გამოკეტილი ზის და ფანჯრიდან აკვირდება სეზონთა ცვლას. წარსულში სადაც ცხოვრება ლამაზი და დღეები ფერადი იყო, ვერასოდეს წარმოიდგენდა ოდესმე თუ საკუთარ თავს დაკარგავდა. ალბათ ყველაფერი მაინც საკუთარი თავის ფლობიდან და ემოციების კონტროლიდან იწყება. თუ ზედმეტად უკონტროლო გახდი იცლები და ყველა გიძულებს, უბრალოდ შენ გრძნობ სიმსუბუქეს, მაგრამ თუ ზედმეტად აკონტროლებ, შენშია არსად გამოდის და შენც იკეტები საკუთარი ფიქრების ტუსაღი ხდები.
თეთრი კედლები, ერთი ლოგინი, ყველანაირი ნივთი გადამალული და მხოლოდ ერთი გისოსებიანი ფანჯარა. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს რომ ფსიქიატრიულზე ვსაუბრობ.
ის გამოიკეტა, ჯერ სულიერად, ფიქრებში ჩაიკეტა, ბედნიერება ვერ აპატიეს, ცხოვრების სიყვარული ვერ აპატიეს. საბოლოოდ ფიზიკურადაც გამოკეტეს.
- სახეზე გამომეტყველება ისევ არ შეცვლია
- ეს სრულიად მოსალოდნელია, ჯერ-ჯერობით არ ვიცით როდის გამოვა მდგომარეობიდან მედიკამენტები კი მხოლოდ ასუსტებს და ადუნებს.
ყველა სიტყვა ესმოდა, ესმოდა კი? თითქოს ძილშია, თითქოს შოორიდან ესმის, თითქოს ყვირილი უნდა რომ კარგადაა მაგრამ ხმა არ ემორჩილება.

- უკვე 1 წელი გავიდა
- მესმის, მისი მდგომარეობა ისევ იმ ადგილზეა გაყინული საიდანაც დავიწყეთ, ხმას არავის სცემს, თერაპიას შედეგი არ აქვს, უკონტაქტოა მხოლოდ ზის და ფანჯარაში იყურება
- ამას დასასრული ხომ უნდა ჰქონდეს?
- შეიძლება არც ჰქონდეს, ასეთ მდგომარეობაში წლები გადის

წარსულში, წამოხტებოდა გაამხნევებდა, ჩაეხუტებოდა, გაუღიმებდა ეტყოდა რომ ყველაფერი იმაზე ბევრად უკეთ იქნებოდა ვიდრე ახლა ჩანდა, ეტყოდა რომ ცხოვრება გამოწვევებია რომელსაც უნდა გაუძლო, რომელიც უნდა გადალახო მაგრამ ახალ მხოლოდ თავი მიატრიალა მისკე, შუშის თვალებით შეხედა შემდე ადგა, ლოგინში ჩაწვა საბანი გადაიფარა და ისევ არაფრის მომცემი მზერა მიაპყრო კედელს.

ალბათ ყველაფერი საკუთარი თავის დაკარგვიდან იწყება.
ვერაფერს ვიგებ, ვერაფერს ვგრძნობ, მხოლოდ იმას ვამჩნევ როგორ მოდის დღეში ერთხელ ჩემს სანახავად და სახლში კვლავ უიმედოდ ბრუნდება, მე კი თითქოს ბევრი რამის თქმა მინდა ზღვა ემოცია მაქვს დაგროვილი მაგრამ ვერაფერს ვამბობ
და მაინც
სად ვარ? როგორ მოვედი აქამდე?

ვიშლებოდი, დიდი ხნის მანძილზე ვიშლებოდი და ვერ ვამჩნევდი ...

14.02.2020
07:00
გავიღვიძე, სააბაზანოში შევედი, ცხელი წლისკენ გადავწიე ონკანი და ორთქლში ჩავიკარგე... სარკეს თითები ჩამოვუსვი, ნაწილი ორთქლისგან გავასუფთავე და საკუთრი სახის თვალიერება დავიწყე... მწვანე თვალები, მამასაც ასეთი ჰქონდა, სიმართლე რომ ვთქვა ჩემი ცხოვრების საუკეთესო ნაწილი არ არის მამასთან ურთიერთობა.
სწრაფად გამოვედი სააბაზანოდან, ხალათი მოვიცვი, ჩაიდანი დავდგი გამაყრუებელ ცივ კედლებს თვალი მოვავლე და ტელეფონი ავიღე...
ზარი გადიოდა და ისე იწელებოდა თითქოს არავინ აპირებდა პასუხის გაცემას
- დე, როგორ ხარ? გაისმა ნაცნობი თბილი და ყველაზე ახლო ხმა
- კარგად შენ?
- რავიცი სამზარეულოში ვიყავი და ხმა არ მესმოდა. რას შვები თაკა?
- აკადემიაში მივდივარ, შენ?
- მე სამსახურში ვარ, დე თავს გაუფრთხილდი რა
- კაი დე მიდი წავედი გკოცნი

რამ შეიძლება გატეხოს ადამიანი ისე როგორც სიშორემ რომელიც საყვარელი ადამიანების მიმართ აქვს. დროში, სივრცეში, მანძილში ყველაფერში დაშორებული ვიყავი ჩემი უახლოესი ადამიანებისაგან.

18 წლის ვიყავი როცა საცხოვრებლად და სასწავლებლად ამერიკაში ჩამოვედი. ცხოვრობ წყნარად მშვიდად დილით დედის მოდუღებულ ყავას სვამ, არაფერი გადარდებს, ყველას იცნობ ყველა გიცნობს, ადამიანებს ადარდებ ყველა ქუჩა, ხე და გამვლელი შენთვის ახლობელია და უცებ თავს სრულიად სხვა სამყაროში ამოყოფ, სადაც არავინ ხარ, შენზე არავინ ზრუნავს, არავის აინტერესებ და არავინ ფიქრობს




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent