შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული გრძნობების გარეშე 10 თავი


16-08-2021, 09:17
ავტორი ნეაკო
ნანახია 3 936

სკოლაში მიმავალ დებს ზურამ მანქანით გზა გადაუჭრა რის გამოც მარიანა შეკრთა
-დასხედით წაგიყვანთ-მინა ჩასწია ზურამ და მომღიმარი სახით ახედა დაბნეულ დებს
-რა ვქნათ?-ჩურჩულით ჰკითხა სოფიმ დას
-მე რა ვიცი-მხრები აიჩეჩა მარიანამ
-დასხედით რა... მეც სკოლაში მოვდივარ ხომ იცით და მაგრად გამიტყდება რომ არ გამომყვეთ
-ქაჯებივით ხომ არ მოვიქცევით? გავყვეთ, რა უნდა მოხდეს ახლა ისეთი, თან თორნიკემ ხომ თქვა ვერ მოვალო?!-სწრაფად თქვა სოფიმ და სანამ მარიანა რამეს ეტყოდა მანქანაში ჩაჯდა, გოგონა საშინლად გაბრაზდა დის ქცევაზე და მოღუშული სახით მიაჩერდა ფანჯრიდან მომზირალ სოფის
-შენ...არ ჩაჯდები?-ნაწყენი ტონით ჰკითხა ზურამ ერთ ადგილზე მიყინულ გოგონას
-მე... უბრალოდ-დაიბნა მარიანა
-ამდენად არ მენდობი?-ვერ დამალა ბრაზი ზურამ
-ასე არაა
-მაშინ ჩაჯექი-გაუღიმა ზურამ და ფანჯარა ასწია, მარიანამ ცოტა ხანს კიდევ იყოყმანა და ბოლო ჩაჯდა.
მოთმინება დაკარგულ თორნიკე მანქანიდან მოღუშული სახით გადავიდა და სკოლის ეზოს გახედა
-სად არიან აქამდე? შენ არ თქვი პირველისთვის იკრიბებიანო კლასელებიო?-ცეცხლზე ნავთი დაასხა გოგონების ლოდინით მასზე უფრო დაღლილმა და გაღიზიანებულმა ვაჩემ
-მე რა ვიცი სად არიან-გაბრაზებული სახით შეხედა თორნიკემ მეგობარს
-საიდან მოიგონე ეს სკოლასთან დახვედრა და სიუპრიზის გაკეთება?
-აუ ტვინს ნუ ტ.ნავ რა -გაბრაზდა თორნიკე და უცნაური მზერით გახედა ზურას მანქანას რომელიც, სკოლის ეზოს წინ, მკვეთრი დამუხრუჭებით გაჩერდა-ამის დედასაც შევ.ცი-აღმოხდა გაგიჟებულ ბიჭს როცა დაინახა როგორ გადმოვიდნენ იქიდან გოგონები
-ახლა არ გაგიჟდე-ვაჩემ ხელი წაავლო მათკენ მიმავალ თორნიკეს და თავისკენ მოქაჩა -და ჩხუბი არ ატეხო
-ამის დედაც... ამის დედაც-აღმოხდა გაგიჟებულ ბიჭს და ძლივს შეიკავა თავი რომ ზურასთვის ცხვირპირი არ დაემტვრია
-თავი მოთოკე და აზრზე მოდი - ბრაზნარევი ტონით უთხრა ვაჩემ და გოგონებს გახედა რომელთაც ჯერ კიდევ არ ჰყავდათ შემჩნეული ისინი და მომღიმარი სახით უყურებდნენ ზურას, რომელიც თეთრ პერანგზე რაღაცას აწერდა მათ
-კარგი-თორნიკემ უხეშად მოიშორა მისი ხელები პერანგიდან და უკან დაიხია- მშვიდად ვარ-თქვა და გოგონებისკენ შეტრიალადა, ნანახმა ისე გააგიჟა რომ აზროვნების უნარი მაშინვე დაკარგა და გიჟივით მივარდა ზურას, საყელოში უხეშად წაავლო ხელი და მანქანაზე ააკრა
-თორნიკე რას აკეთებ გაგიჟდი?-მისი უეცარი გამოჩენით დაბნეული და დაზაფრული მარიანა ძლივს მოვიდა აზრზე და მკლავზე დაეჯაჯგურა გაავებულ ბიჭს
-შენ მერე დაგელაპარაკები-დაუღრინა თორნიკემ და უფრო ძლიერად ააკრა ზურა მანქანას- რა გინდა? მარიანას თავს რატომ არ ანებებ?
-რაღაც არასწორად გაიგე-ზურას უჩვეულო სიმშვიდემ წინასწორობა დააკარგვინა თორნიკეს
-რა გავიგე არასწორად?-ირონიული ღიმილი გაკრთა ბიჭის ალეწილ სახეზე
-უბრალოდ სკოლაში მოვიყვანე გოგონები, სულ ესაა-მშვიდი ტონით უთხრა ზურამ და ერთ ადგილზე მიყინულ მარიანას გახედა, რომელიც შიშისა თუ სიცივისგან კანკალებდა
-მარიანას ახლოს აღარ გაეკარო! მასთან ახლოს ყოფნას კი არა მასზე ფიქრსაც კი გიკრძალავ
-ვინ ხარ!- ავარდა მოულოდნელად ზურა და თორნიკეს ხელები უხეშად მოიშორა საყელოდან, მშვიდად შეისწორა პერანგი და ზიზღით შეხედა გაცოფებულ ბიჭს -რომ აკრძალვებს მიწესებ? შენ მე ვერაფერს ამიკრძალავ, მითუმეტეს მარიანასთან მიართებაში, შენ არავინ ხარ, საერთოდ არავინ!
-შე ნაბ.ჭვარო-აფეთქდა თორნიკე და მოულოდნელად სახეში მუშტი დაარტყა, შეშინებულმა მარიანამ შეკივლა
-ამის დედაც-აღმოხდა ტუჩგახეთქილ ზურას და ზიზღით გადააფურთხე ჩაგუბებული სისხლი პირში
-თორნიკე შეწყვიტე-აყვირდა მარიანა როცა მან ისევ წადგა ნაბიჯი ზურასკენ
-შენ ნუ ერევი!-მბრძანებლურო ტონით უთხრა თორნიკემ
-გთხოვ შეწყვიტე, ჩემს გამო-შეეხვეწა გოგონა
-მის მანქანაში რატომ ჩაჯექი? ხომ გაგაფრთხილე მაგ ტიპს ახლოს არ გაეკარო-მეთქი? შენ კიდევ მანქანში ჩაუხტი უკვე მერამდენედ -მკლავში ხელი წაავლო თორნიკემ და გვერდზე გაიყვანა დამფრთხალი გოგონა
-საით?-ვაჩე აესვეტა წინ გაავებულ ზურას რომელმაც ნაბიჯი წადგა მათკენ
-მე...-ამოილუღლუღა მარიანამ
-ასე განზრახ იქცევი? -ზემოდან დააცქერდა თორნიკე ატირებულ გოგონას
-სისულელებს ნუ ლაპარაკობ
-ჩემი გაგიჟება თუ გინდა მინდა გითხრა რომ კარგად გამოგდის!-ნელ-ნელა ხმას აუწია თორნიკემ
-ნუ მიყვირი!-ავარდა გოგონა
-დაიმსახურე!
-ნამდვილი ავადმყოფი ხარ
-შენ ჩემი ხარ-მოულოდნელად წელზე ძლიერად შემოაჭდო ცივი ხელები გაავებულმა ბიჭმა საყვარელ გოგონას, სხეულზე მჭიდროდ მიიკრო მისი აკანკალებული სიფრიფანა სხეული და თვალებში ჩააცქერდა ზემოდან-მხოლოდ ჩემი-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან- და უფელბა არავის აქვს რომ ზედმეტად მოგიახლოვდეს, მითუმეტეს რომ შეგეხოს
-გთხოვ ასე ნუ იქცევი
-როგორ ვიქცევი?
-ასე
-მაინც?-დაინტერესდა თორნიკე
-საშინლად -დაუკონკრეტა მარიანამ
-თვითონ გამომიწვია
-გთხოვ შეწყვიტე... ძალიან გთხოვ-ცრემლები მოეძალა აღელვებულ გოგონას
-კარგი, მაგრამ იცოდე მის სიახლოვეს აღარ დაგინახო, მითუმეტეს მის მანქანაში!
-კარგი, ოღონდ ჩხუბი შეწყვიტე ზურასთან ძალიან გთხოვ ამ უაზრობის გამო
-მანქანაში აღარ ჩაუხტები! არც კი დაელაპარაკები! არც კი შეხედავ!-მკაცრი ტონით აძლევდა მითითებებს თორნიკე
-რა გიჟი ხარ-აკისკისდა მარიანა
-ბოლო ზარზე დარჩენა და მერე რესტორანში წასვლა თუ გინდა ჩემს მანქანაში ჩაჯდები და ზოგადად ზედმეიწევნით უნდა შეასრულო ჩემი სურვილები!-წარბი აწკიპა მომღიმარი სახით ბიჭმა
-შევასრულებ-ეცინებოდა მარიანას -ოღონდ ზურას თავი დაანებე
-ამჯერად შევეშვები, მაგრამ საბოლოო ურთიერთობა ჯერ არ გაგვირკვევია მე და მაგ ს.რს...
-თორნიკეეე-გაბრაზდა მარიანა
-კაი ნუ იბუტები-გაეცინა თორნიკეს, თავზე აკოცა გოგონას, ხელი გადახვია და მასთან ერთად შევიდა სკოლის ეზოში, ზურამ მკვლელი მზერა ესროლა ბიჭს და როცა მოწერიგდა თავადაც შევიდა. სოფიც მიტრიალდა მაგრამ ვაჩემ მაჯაში ხელი წაავლო და თავისკენ შეატრიალა
-საით?
-ხელი გამიშვი -გაიბრძოლა გოგონამ
-ნუ ფართხალებ რა, შენს კოცნას არ ვაპირებ ნუ გეშინი, უბრლოდ სკოლის დამთავრება მინდოდა მომელოცა-ცინიკური ტონით უთხრა
-არ მჭირდება შენი მოლოცვა-სოფი ჯიუტად ცდილობდა მისი მარწუხივით შემოჭდობილი ხელისგან მაჯის დახსნას
-წესირად მოქცევა არ შეგიძლია?-სერიოზული ტონით ჰკითხა ვაჩემ -ხომ შეგიძლია უბრალოდ მომისმინო და მილოცვა მიიღო?
-შენ ჩამოაყალიბე ჩვენს შორის ასეთი ურთიერთობა!-გაბრაზდა სოფი და ისევ გაიბრძოლა
-ჩემი ისევ გეშინია-უცნაური ტონით უთხრა და მეორე ხელიც დაუჭირა აფართხალებულ გოგონას, მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა და სოფი საშინლად გაბრაზდა როცა ვაჩემ მზერა მის ტუჩებზე გადაიტანა
-ხელი გამიშვი ახლავე!
-რო არა?-ვაჩეს სახეს ღიმილი არ შორდებოდა
-მტკივა-ლამის უყვირა წყობრიდან გამოსულმა გოგონამ
-არა არ გტკივა, აი ახლა გტკივა-ოდნავ ზედმეტად მოიჭირა თითები მაჯებზე, თუმცა მაშინვე ხელები გაუშვა რადგან მიხვდა რომ ძალიან ატკინა
-მეზიზღები-მთელი გრძნობით და ემოციით უთხრა გოგონამ და ეზოში გიჟივით შევარდა..
რესტორანშიც კი ვერ გამოუკეთდა ხასიათი მარიანას, მთელი საღამო მოღუშული სახით იჯდა მაგიდასთან
-რა გჭირს?-ჩურჩულით ჰკითხა სოფიმ დას
-ძალიან ვნერვიულობ თორნიკეს გამო, მაშინია, არ მინდა რომ ზურასთან იჩხუბოს
-თორნიკე და ის დარტყმული ცალკე სხედან თავიაანთ მაგიდასთან, ზურასთან რა საქმე აქვთ? ჩვენი კლასელის ბიძაშვილია და მძღოლია
-ხო მაგრამ ერთმანეთს თვალს არ აშორებენ... თან ორივე სვამს
-დაიკიდე და გაერთე, მეტო ბოლო ზარი აღარ გვექნება -დაამშვიდა სოფიმ და მოცეკვავე წყვილებს შორის მარტომ დაიწყო ცეკვა
-მგონი მეწყვილე გჭირდება-ზურგიდან აეკრო ვაჩე დამფრთხალ გოგონას და მუცელზე ძლიერად შემოაჭდო ცივი ხელები
-ცდები-ყალბათ გაუღიმა სოფიმ და თავი გვერდზე მიატრიალა, რომ მისი სახის დანახვა შესძლებოდა
-არ ვცდები-დარწმუნებით უთხრა ვაჩემ და ცხელი ვნებიანი ტუჩები ყელზე მიაწება
-რას აკეთებ-გოგონას მაშინვე ჟრუანტელმა დაურბინა მთელს სხეულში და თავის დახსნა სცადა
-ისეთს არაფერს რაც აქამდე არ გამიკეთებია- ცინიკური ტონით უთხრა და მოულოდნელად თავისკენ შეატრიალა დამფრთხალი გოგონა
-ვერ გიტან-გულწრფელად უთხრა სოფიმ როცა ვაჩემ წელზე შეუცურა ხელები და სხეულზე ძლიერად მიიკრო
-ვიცი
-მაშინ თავს რატომ არ მანებებ? რა გინდა ჩემგან?
-იცი რაც
-არა არ ვიცი-გაბრაზდა სოფი
-ჩემგან რისი მოსმენა გინდა?-ზემოდან დააცქერდა აღელვებული ბიჭი დაბნეულ გოგონას
-არაფრის-დაუფიქრებლად უპასუხა გოგონამ-
უბრალოდ მინდა რომ თავი დამანებო და ჩემთან თამაში შეწყვიტო!
-დარწმუნებული ხარ რომ ეს მართლა გინდა?-ირონიული ტონით ჰკითხა
-გგონია შენი უხეშობა მომწონს?-ავარდა სოფი
-მოდი ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ-გოგონას დაშოშმინება სცადა ვაჩემ
-არა ახლა-გაჯიუტდა სოფი და მზერა გაუსწორა გაცეცხლებულ ბიჭს
-კარგი, რადგან ასე გინდა!- ვაჩემ მაჯაში ჩაავლო ხელი და დარბაზიდან გაიყვანა გაბრაზებული გოგონა
-ხელი გამიშვი რას აკეთებ იდიოტო-სოფი ამჯერადაც შეეწინააღმდეგა მაგრამ ვაჩემ კიბეები ჩაარბენინა და ეზოში გაიყვანა
-ურთიერთობის გარკვევა ხომ გინდოდა?
-არა არ მინდა-სოფის თვითკმაყოფილების ღიმილმა გადაურბინა სახეზე ვაჩეს ალეწილ სახეს რომ ჰკიდა თვალი-მე ზუსტად ვიცი რომ მეზიზღები და შენთან ურთიერთობა არ მინდა! მაგრამ შენ ეს არ გესმის იმიტომ რომ შეუგნებელი და ხისთავიანი ხარ
-განზრახ მიწვევ?-თვალები დააწვრილა ვაჩემ
-გეუბნები იმას რასაც გულწრფელად ვფიქრობ და ვგრძნობ შენს მიმართ
-რომ მაინტერესებდეს შენ რას ფიქრობ დიდი ხნის შეგეშვებოდი, მაგრამ სამწუხაროდ არ მაინტერესებს-ცინიკური ტონით უთხრა ვაჩემს და მისკენ წადგა ნაბიჯი
-არ გაბედო და არ მომეკარო-ინსტიქტურად უკან დაიხია გოგონამ და ეს ყველაფერი იქამდე არ შეწყდა სანამ შენობის კედელს ზურგით არ დაეჯახა დამფრთხალი გოგონა რომელიც საშინლად დაიბნა, ვაჩემ ამ მომენტით ისარგებლა, შინ აესვეტა სოფის, კედელს ხელები მიაბჯინა და შუაში მოიმწყვდია ის- რა გინდა? თავს რატომ არ მანებებ?-ხმა შეეცვალა მისი ზედმეტი სიახლოვით შეშინებულ გოგონას
-ვფიქრობ იცი რაც მინდა-სახე ზედმეტად მიაუხლოვა სუნთქვა შეწყვეტილ გოგონას და ცხელი სუნთქვა მიაფრქვია ზედ
-არა არვიცი-როგორც იქნა ხმა ამოიღო კარგა ხნის ფიქროს სოფიმ
-აი ეს-ჩურჩულით უთხრა ბიჭმა და ტუჩებზე დააცხრა, სოფიმ მაშინვე მკერდზე მიაბჯინა ხელები და მისი უკან დახევა სცადა, მაგრამ ვაჩემ მაშინვე კლავებში მოიმწყვდია და მოძრაობის უნარი მაქსიმალურად შეუზღუდა, შესაბამისად სოფიმ ვერფრით შეძლო მისი ტუჩებისთვისთ თავის არიდება და ეს ყველაფერი იქამდე არ დასრულდა სანამ თავად ვაჩემ არ მოისურვა ეს
-მეზიზღები-ხმა დაბალი ტონით უთხრა გოგონამ, როცა როგორც იქნა შეელია ვაჩე მის ვნებიან ტუჩებს და მოწოლილ ცრემლებს მთელი ძალით გაუწია წინააღმდეგობა
-მიყვარხარ-დაუჩურჩულა ხმა ჩავარდნილმა ბიჭმა ზედ ტუჩებთან სუნთქვა შეწყვეტილ გოგონას და გაოცებული და აღფრთოვანებული სახით რომ შეხედა სოფიმ გიჟივით სიცილი დაიწყო -დაიჯერე ხო?-გამარჯვებულის იერით უთხრა და იმავე წამს მოშორდა გოგონას გაყინულ სხეულს
-ავადმყოფო, შეშლილი, არანორმალური-უყვირა სოფიმ და კიბეებისაკენ წავიდა ჩქარი ნაბიჯით, მაგრამ დარბაზში შესვლამდე მარიანა დაინახა აივანზე მდგომი და მისკენ წავიდა თუმცა, სანამ დას მიუახლოვდებოდა ზურა მივიდა მასთან, ამიტომ ადგილზე გაშეშდა
-შეიძლება ვილაპარაკოთ?-ზედმეტად მიუახლოვდა ზურა დაძაბულ გოგონას
-მე და შენ სალაპარაკო არაფერი გვაქვს-გაბრაზდა მარიანა და ნაბიჯი გვერდზე წადგა მაგრამ ზურამ გზა გადაუჭრა
-გვააქვს!
-თუ შეიძლება გამატარე-მზერა გაუსწორა გაბრაზებულმა გოგონა სახე ალეწილ ბიჭს
-გიყვარს?
-ჩემი და თორნიკეს ურთიერთობა შენ არ გეხება
-ის შენ არ გიმსახურებს
-ნუ ერევი
-მარიანა-დაიჩურჩულა ზურამ საყვარელი გოგონას სახელი და აკანკალებული ხელი გაუაზრებლად მის თმას ჩამოაყოლა
-რას აკეთებ-მარიანამ მაშინვე უკან დაიხია
-მაპატიე-დაიჩურჩულა სუნთქვა აჩქარებულმა ბიჭმა და აკანკალებული ხელი ძლიერად მომუშტა
-შე ნაბ.ჭვარო-ზურგიდან მოისმა გაავებული თორნიკეს ხმა რომელიც მისკენ მიტრიალებულ ზურას გიჟივით მივარდა და მაშინვე სახეში დაარტყა, არც ზურა დარჩა ვალში და პირველივე შესაძლებლობისთანავე ძლიერი მუშტი დაარტყა სახეში თორნიკეს და ტუჩი გაუხეთქა, შეშინებულმა მარიანამ შეკივლა
-რა ჯანდაბა ხდება აქ ? -ვაჩე მივარდა ერთმანეთზე ჩაფრენილ ბიჭებს და როგორღაც ერთმანეთს დააშორა, ხმაურზე სხვებიც გამოვიდნენ და ცნობისმოყვარეთა წრეში მოექცნენ
-ის შენ არ გიმსახურებს-მარიანას თორნიკეზე მიანიშნა სახე მონგრეულმა ზურამ -იმიტომ რომ ნაბ.ჭვარი არაკაცია
-მოგკლავ-თორნიკემ მისკენ გაიწია მაგრამ ვაჩემ და ვიღაც ერთმა გააკავეს
-ცხოვრებას გაგინადგურებს
-გეყოფა!-ავარდა გოგონა-რა უფლებით ერევი ჩვენს ურთიერთობაში
-მოგკლავ, გესმის? ოდესმე მარტოები შევხვდებით ერთმანეთს მე და შენ-დაემუქრა თორნიკე ზურას
-მე შენ მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ-ხმა დაბალი ტონით უთხრა ზურამ სახე წაშლილ გოგონას, მაგრამ შორს მდგომი თორნიკე მაინც მიხვდა რა უთხრა, ამიტომ ხელიდან გაუსხლტა ვაჩეს და გიჟივით დაეტაკა თავგზააბნეულ ბიჭს რომელმაც ამ ეტაპზე სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია მას რადგან მარიანას გარდა ვერავისზე და ვერაფერზე ფიქრობდა
-წავიდეთ აქედან-ხელი ჩაკიდა მარიანამ თორნიკეს როცა ვაჩემ მოახერხა და ზურას მოაშორა
-ჯერ არა, ამ ნაბ.ჭვართან საბოლოოდ უნდა გავარკვიო ურთიერთობა
-თორნიკე გთხოვ
-მიყვარხარ-მოულოდნელად ბოლო ხმაზე იყვირა ზურამ და კიბეებზე მდგომ გოგონას სევდიანი თვლებით შეხედა
-ამის დედასაც შე.ეცი-იღრიალა თორნიკემ და მისკენ გაიწია მაგრამ მარიანა წინ გადაეღობა -აქედა წავიდეთ, სადაც გინდა იქ წამოგყვები ოღონდ აქედან წავიდეთ
-მართლა გამომყვები?-ზემოდან დააცქერდა თორნიკე მთელი სხეულით მოცახცახე გოგონას, მარიანამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია -მის გამო თუ ჩემს გამოს?
-ჩვენს გამო-მარიანამ თითები მის თითებში ახლართა და კიბეები ფაქტიურად ძალით ჩაარბენინა თორნიკეს, ზურამ ზიზღით შეხედა თორნიკეს და მტკივნეული მზერა გააყოლა მათ ახლართულ თითებს.
-რა გინდა?-გაავებული სოფო ზურას ეცა -თავს რატომ არ ანებებ ჩემს დას?
-ინანებს, ადრე თუ გვიან ძალიან ინანებს!-ბრაზნარევი ტონით უთხრა ზურამ და მანქანისაკენ წავიდა
-ღმერთო ყველა გიჟი ჩვენ რატომ გადაგვეკიდა?-შეიცხადა გოგონამ და დარბაზში დაბრუნდა სადაც რესტორნის თანამშრომლები ცარიელ მაგიდებს ალაგებდნენ, ცოტა ხანს სკამზე ჩამოჯდა, წყალი დალია და დამშვიდება სცადა, როცა როგორღაც აზრზე მოვიდა, თავისი და მარიანას ჩანთა და მობილური აიღო და ქუჩაში გავიდა სადაც უკვე აღარავინ იყო -მაგრია-უცნაური ტონით თქვა და გაჩერებისკენ წავიდა, საათს დახედა უკვე შუა ღამის თორმეტი იყო, სახლში მუნიციპალური ტრანსპორტით დაბრუნება გამორიცხული იყო, ორივეს ტელეფონი დამჯდარი იყო და ტაქსსაც ვერ გამიძახებდა, ამიტომ რესტორანში დაბრუნება გადაწყვიტა რომ მომელიმე თანამშრომლისთვის ეთხოვა დახმარება რომ ტაქსი გამეძახა როგორმე, შეკრთა როცა გიჟივით მომავალმა ვაჩემ მის ფეხებთან მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა მანქანა, გოგონამ მკვლელი მზერა ესროლა ირინიულად მომღიმარ ბიჭს
-დაჯექი წაგიყვან -კარი გააღო ვაჩემ და გამოსძახა
-შენი დახმარება არ მჭირდება-სოფიმ გვერდი აუქცია მანქანას და გზა გააგრძელა, ვაჩემ მანქანა დაძარა და უკუ სვლით მიჰყვა გოგონას
-გამებუტე?-სიცილით ჰკითხა
-თავი დამანებე
-ჩაჯექი რა...-თავით ანიშნა მანქანაზე
-შემეშვი
-ხომ იცი რომ ტაქსი ჩაჯდომის უფლებას მაინც არ მოგცემ?-ავარდა ბიჭი
-თავი ვინ გგონია ასე რომ მელაპარაკები?-გოგონა გაჩერდა და მკვლელი მზერით შეხედა ბიჭს
-მანქანაში ჩაჯექი, სახლში წაგიყვან
-შენს მანქანაში ჩაჯდომას არ ვაპირებ იდიოტო
-ნუ მიწვევ
-გიჟი ხარ რა გინდა ჩემგან? თავს რატომ არ მანებებ? ძალიან დამღალა უკვე ამ ყველაფერმა!
-ანუ მაინც ურთიერთობის გარკვევა გინდა ჩემთან?- ირონიული ტონით უთხრა ბიჭმა
-თავი დამანებე-გოგონა რესტორნის ეზოში შევიდა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა შენობისაკენ და მოულოდნელობისგან შეკივლა როცა ვიღაცის ძლიერმა ხელმა მაჯაში ხელი ჩაავლო და თავისკენ შეატრიალა
-რას აკეთებ არანორმალურო- მისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა დამფრთხალმა გოგონამ
-წამოდი-ვაჩემ ძალით წაიყვანა მანქანისკენ
-თავი დამანებე
-სახლში წაგიყვან
-არ მჭირდება შენი წაყვანა
-მანქანში ჩაჯექი-კარი გაუღო და თავით ანიშნა ჩამჯდარიყო
-არა-გაჯიუტდა გოგონა
-შენს მოტაცებას არ ვაპირებ ნუ გეშინია-გაეცინა ბიჭს
-არ მეშინია-ავარდა სოფი
-მაშინ ჩაჯექი-ხელი გაუშვა ვაჩემ და საჭეს მიუჯდა, სოფიმ ბევრი ფიქრის მერე სავარძელში დაიკავა ადგილი და კარი გამეტებით მიიჯახუნა
-ფრთხილად-გაბრაზდა ვაჩე და მანქანა დაქოქა.
ერთ ადგილზე მიყინულივით მჯდომმა მარიანამ საქარე მინას გაუშტერა თვალი
-ჩემზე გაბრაზებული ხარ?-უხერხული სიჩუმე თორნიკეს ხმამ გაკვეთა
-უბრალოდ შემეშინდა
-გარეთ რატომ გახვედი?
-გგონია რომ ზურიას გამო გამოვედი?!-ავარდა მარიანა
-არ მგონია! უბრალოდ გეკითხები-გაბრაზებული სახით გახედა თორნიკემ დაძაბულ გოგონას
-თავი ცუდად ვიგრძენი და უბრალოდ გამოვედი
-მარტო არ უნდა გასულიყავი
-შენგან უნდა ამეღო ნებართვა?
-ეს არ მიგულისხმია
-აბა რა იგულისხმე?-მისკენ მიიხედა გაბრაზებულმა გოგონამ და შეკრთა როცა თორნიკეს გახეთქილი ტუჩიდან გამოჟონილი სისხლი შენიშნა- სისხლი გდის-ჩურჩულით თქვა და მოსაცმელის ჯიბიდან ერთჯერადი ხელსახოცი ამოიღო და თუჩზე მიადო
-



№1 სტუმარი ელა1

ნეაკო მოკლედ როგორ სურიე სიტუაცია ვერ ხვდები რა დავწერო❤❤.დავიწყებ იმით რო ზურაცის მესმის უყვარს მარიანა იმიტომ იქცევა ასე უნდა დაიცვას ისეთ ვიხაცასგან როგორიცაა თირნიკე.რაც შეეხება მართლა პატარა და სულელი გოგოა რომელსაც არ ესმის რა არის ნამდვილი სიყვარული და ამიტომ იქცევა ასე.მის ადგილზე მე არც ზურას გავცემდი ხმას და არხ თორნიკეს ჩაუჯდებოდი მანქანაში და საერთოდ არ დაველაპარაკებოდი.თორნიკეს მიქმედება მართლა არ მესმის რატო გონია რო მარიანა მისი საკუთრებაა და შეუძლია მიექცეს როგორც სათამაშოს ან როგორც საკუთარ ნივთს.ვაჩე არის არანორმალური მაგრამ ამ დროულად საყვარელი თავისი საქციელებისგან გამომდინარე.❤❤ველოდები შემდეგ თავს

ასე მგონია რო სამივე ძმაკაცი არანორმალურია და სამივე დაუშვეს რაღაცა შეცდომას გოგოებთან რო მერე ძალიან ინანებებ და მიხვდებიან რა ძვირფასი არიან ეს გოგოები მათვის და შეეცდებიან გამოასწორონ სიტუაცია და იმედია რო აი მაშინ გამოაჩებენ თავიანთ ხასიათს გოგოები.

 


№2 სტუმარი nia

ამ მოთხრობაში შენი პერსონაჟი მამაკაცები განსაკუთრებულად დეგენერატები არიან. არ ვიცი ვინმემ გაწყენინა და მათზე იძიებ შურს თუ რა ხდება...

 


№3  offline მოდერი ნეაკო

ელა1
ნეაკო მოკლედ როგორ სურიე სიტუაცია ვერ ხვდები რა დავწერო❤❤.დავიწყებ იმით რო ზურაცის მესმის უყვარს მარიანა იმიტომ იქცევა ასე უნდა დაიცვას ისეთ ვიხაცასგან როგორიცაა თირნიკე.რაც შეეხება მართლა პატარა და სულელი გოგოა რომელსაც არ ესმის რა არის ნამდვილი სიყვარული და ამიტომ იქცევა ასე.მის ადგილზე მე არც ზურას გავცემდი ხმას და არხ თორნიკეს ჩაუჯდებოდი მანქანაში და საერთოდ არ დაველაპარაკებოდი.თორნიკეს მიქმედება მართლა არ მესმის რატო გონია რო მარიანა მისი საკუთრებაა და შეუძლია მიექცეს როგორც სათამაშოს ან როგორც საკუთარ ნივთს.ვაჩე არის არანორმალური მაგრამ ამ დროულად საყვარელი თავისი საქციელებისგან გამომდინარე.❤❤ველოდები შემდეგ თავს

ასე მგონია რო სამივე ძმაკაცი არანორმალურია და სამივე დაუშვეს რაღაცა შეცდომას გოგოებთან რო მერე ძალიან ინანებებ და მიხვდებიან რა ძვირფასი არიან ეს გოგოები მათვის და შეეცდებიან გამოასწორონ სიტუაცია და იმედია რო აი მაშინ გამოაჩებენ თავიანთ ხასიათს გოგოები.

ელა ხომ იცი, ჩემს ისტორიაში არასდროს არიან დადებითი და მითუმეტეს იდეალური პერსონაჟები, ყველას აქვს კარგი და ცუდი მხარე, თორნიკეს ხასიათი ჯერ არ ჩანს რადგან ყურადღება არ მაქვს გამახვილებული მასზე და მარიანაზე განსაკუთრებულად, მაგრამ ნელ-ნელა ისტორიის მთავარ გმირებად იქცევიან.
მე ამ ისტორიით მინდა გაჩვენოთ ნამდვილ სიყვარულს როგორ შეუძლია გარდაქმნას ადამიანი და შეცვალოს ცუდიდან კარგისკენ.
სამივე ბიჭის შემთხვევაში ასე იქნება, ისინი შეიცვლებიან, მაგრამ ეს ნელა და მტკივნეულად მოხდება რა თქმა უნდა.
მარიანა შეყვარებული პატარა გოგოა და რეალობაზე თვალს ხუჭავს, რაც მერე მტკივნეულად დაუბრუნდება უკან

nia
ამ მოთხრობაში შენი პერსონაჟი მამაკაცები განსაკუთრებულად დეგენერატები არიან. არ ვიცი ვინმემ გაწყენინა და მათზე იძიებ შურს თუ რა ხდება...

არ ვარ გაბრაზებული კაცებზე :დ უბრალოდ მინდა სამი სხვადასხვა ცუდი ბიჭისგან, სიყვარულის და გულწრფელი გრძნობების ხარჯზე შევქმნა კარგი, ჩამოყალიბებული და ერთგული მამაკაცები.
იმედია სწორად გადმოვცემ ისტორიის მთავარ სათქმელს

 


№4 სტუმარი სტუმარი თიკო

მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ შენმა ბოლო კომენტარმა დამაინტრიგა ნეაკო. მაინტერესებს რა სასწაულს გააკეთებენ ასეთს, ჩამოყალიბებულ და ერთგულ კაცებად რომ იქცევიან და ისევ დაიმსახურებენ პირადად ჩემგან პატივისცემას (მთლად ასეც ვერა, სხვა სიტყვა ვერ მოვიფიქრე, ენის წვერზე მადგას :დ). წარმატებები!❤❤❤

 


№5 სტუმარი ელა1

რათქნა უნდა ზუსთად ამას ველიდები ნეაკო შენგან რო დამანახო თორნიკე როგორია როცა შეყვარებულია და რას განიცდის მაგ დროს.ვიცი რო სამივე ბიჯი არ არის ცუდი და სამივეს აქვს რაღაცა გადატანილი ცხოვრებაში რო აუძულეს გამხტარიყვნენ ასეთები.❤❤იმრდია დაგვანახებ სამივეს მათი კარგ მხარეს.❤❤❤

 


№6  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი თიკო
მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ შენმა ბოლო კომენტარმა დამაინტრიგა ნეაკო. მაინტერესებს რა სასწაულს გააკეთებენ ასეთს, ჩამოყალიბებულ და ერთგულ კაცებად რომ იქცევიან და ისევ დაიმსახურებენ პირადად ჩემგან პატივისცემას (მთლად ასეც ვერა, სხვა სიტყვა ვერ მოვიფიქრე, ენის წვერზე მადგას :დ). წარმატებები!❤❤❤

ნელა და მტკივნეულად მოხდება მათი შეხედულებების შეცვლა, ჩამოყალიბება და გარდასახვა, ამ მხრივ რა თქმა უნდა ყველაზე გვიან სწორედ თორნიკე შეიცვლება

ელა1
რათქნა უნდა ზუსთად ამას ველიდები ნეაკო შენგან რო დამანახო თორნიკე როგორია როცა შეყვარებულია და რას განიცდის მაგ დროს.ვიცი რო სამივე ბიჯი არ არის ცუდი და სამივეს აქვს რაღაცა გადატანილი ცხოვრებაში რო აუძულეს გამხტარიყვნენ ასეთები.❤❤იმრდია დაგვანახებ სამივეს მათი კარგ მხარეს.❤❤❤

მათი ასეთი ქცევის მიზეზი ბევრი მიზეზითაა განპირობებული, პირველ რიგში იმით რომ სწორად არ ესმით სიყვარული, მეგობრობა, ერთგულება... მაგრამ ეს ყველაფერი ეტაპობრივად შეიცვლება

 


№7 სტუმარი სტუმარი კირა

თორნიკემ ხომ შეიძლება ერთხელ მაინც დაელაპარაკოს ადამიანს ნორმალურად და სიტყვიერად მოაგვაროს პრობლემები. მუშტიკრივი რა საჭიროა ყოველთვის?
მარიანა და სოფი ტყუპები კი არიან მაგრამ მაინც ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან ბუნებით და მანერებით.სოფი უფრო მომწონს ვიდრე მარიანა რადგან სოფის ეტყობა რომ თავმოყვარე გოგოა, ადვილად ფეთქებადი და შეუძლია თავის დაცვა. მარიანას კი სამწუხაროდ აქიდან არცერთი შეუძლია.
შეყვარებულს და მეზობელს თუ მეგობარს( არააქვს მნიშვნელობა) ჩემთვის ბოლო ზარი ან რაიმე მსგავსი დღესასწაული რომ ჩაეშხამებინა საერთოდ აღქრ გავცემდი ხმას, არათუ მანქანაში ჩავუხტებოდი. მარიანას რომ თავმოყვარეობა ჰქონდეს თორნიკეს არ გაეკიდებოდა.
იცი ყველაზე მეტად რატომ მომწონს შენი წერის სტილი? იმიტომ რომ ყოველ ისტორიაში ცუდ პერსონაჟებს ქმნი და მერე ამათ ეტაპობრივად კარგ ადამიანებად აქცევ.

 


№8 სტუმარი სტუმარი nazi

ვერ წარმოიდგენ როგორ მომეწონა ეს თავი ძალიან ძალიან საყვარლები არიან ოთხივეე მომწონს მათი ეჭვიანობის სცენები ვგულშემატკივრობ ამ წყვილებს ისე მომწონს გელი სულ ❤❤❤❤❤

 


№9  offline მოდერი ნეაკო

nene gelovani
ერთი თავისი დაიკო ებარა და ისიც ისე მიაგდო რესტორანში, ერთი არ უკითხავს შენ როდის წახვალ სახლში ან როგორო. გაეკიდა თავის შეუგნებელ შეყვარებულს, რომელმაც ყველა მოსწავლისათვის საყვარელი და მნიშვნელოვანი დღე ჩააშხამა თავისი სიველურით. კაცი, რომელიც სიტყვით ვერ აგვარებს საქმეს და მუდმივად მუშტებზე იყურება. ფუფ! angry
სოფო ამ თავში გაცილებით უფრო მომეწონა. ანის მსგავსი ტიპაჟია. უფრო სწორედ, რომ ვთქვა დაიბადა პოტენციალით, რომ ყოფილიყო ანის მსგავასად პრინციპული და შეუპოვარი, მაგრამ როგორც ვატყობ ამ ტყუპებს არ ჰყავთ არავინ ჭკუის დამრიგებელი, რომ კარგისა და ცუდის გარჩევა ასწავლონ, საკუთარ უფლებებზე ესაუბრონ და თავმოყვარეობა შეუნარჩუნონ. ამიტომ სოფიკოს შემთხვევაში აკაკის ფრაზას შემოვაბურუნებ და ასე ვიტყვი, მარტო ბუნება რას იზამს, თუ წრთვნამ არ უშველა.
ვაიმე, როგორი გაბრაზებული ვარ. laughing ეტყობა მარტო სანდროს ვპატიობდი ტირანობას.

ესე იგი მაინც გაგაბრაზე ხო? :დ
მარიანას და სოფიკოს ხასიათი ნამდვილად განსხვავებულია, მაგრამ მარიანა შეყვარებულია და რაღაც-რაღაცეებზე თვალს ხუჭავს, ( რა თქმა უნდა არასწორად იქცევა მაგრამ მე მისი მესმის). სოფი იმედებს არ გაგიცრუებთ გპირდებით, რაღანაირად ანის მსგავსი ხასიათს გამოვლენს.
სანდროს რაც შეეხება, თორნიკეზე უფრო მკაცრი და უხეში იყო იჯახის წევრებთან მიმართებაში, მაგრამ რადგან შენ ის გიყვარს მაინც პატიობდი :დ
❤❤❤❤❤

სტუმარი კირა
თორნიკემ ხომ შეიძლება ერთხელ მაინც დაელაპარაკოს ადამიანს ნორმალურად და სიტყვიერად მოაგვაროს პრობლემები. მუშტიკრივი რა საჭიროა ყოველთვის?
მარიანა და სოფი ტყუპები კი არიან მაგრამ მაინც ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან ბუნებით და მანერებით.სოფი უფრო მომწონს ვიდრე მარიანა რადგან სოფის ეტყობა რომ თავმოყვარე გოგოა, ადვილად ფეთქებადი და შეუძლია თავის დაცვა. მარიანას კი სამწუხაროდ აქიდან არცერთი შეუძლია.
შეყვარებულს და მეზობელს თუ მეგობარს( არააქვს მნიშვნელობა) ჩემთვის ბოლო ზარი ან რაიმე მსგავსი დღესასწაული რომ ჩაეშხამებინა საერთოდ აღქრ გავცემდი ხმას, არათუ მანქანაში ჩავუხტებოდი. მარიანას რომ თავმოყვარეობა ჰქონდეს თორნიკეს არ გაეკიდებოდა.
იცი ყველაზე მეტად რატომ მომწონს შენი წერის სტილი? იმიტომ რომ ყოველ ისტორიაში ცუდ პერსონაჟებს ქმნი და მერე ამათ ეტაპობრივად კარგ ადამიანებად აქცევ.

კირა ძალიან გამახარა შენმა კომენტარმა ❤❤❤ რადგან აღნიშნე რომ ჩემი პერსონაჟები ეტაპოვრივად იცლებიან ცუდიდან კარგისკენ.❤❤❤❤❤❤
შენც იცი უკვე რომ ისტორიის დასაწყისში ჩემი ისტორიის გმირები ყოველთვის უარყოფითს უფრო მეტს ავლენენ ვიდრე დადებით თვისებებს, შესაბამისად მკითხველის სიყვარულს არ იმსახურებენ, პირიქით...მაგრამ მერე ნელ-ნელა იცვლებიან ცუდიდან კარგისკენ...
მაგრალითად მარიანას და თორნიკეს ხასიათი არავის მოგწონთ და ამას ყველა კომენტარში აღნიშნავთ, მე ეს არც მწყინს და არც ვღელევ ამაზე, იმიტომ რომ სწორად მიმითითებთ მათ ნაკლოვანებებზე, მაგრამ ეს ყველაფერი ნელ-ნელა შეიცვლება, მტკივნეულად მაგრამ მაინც...

სტუმარი nazi
ვერ წარმოიდგენ როგორ მომეწონა ეს თავი ძალიან ძალიან საყვარლები არიან ოთხივეე მომწონს მათი ეჭვიანობის სცენები ვგულშემატკივრობ ამ წყვილებს ისე მომწონს გელი სულ ❤❤❤❤❤

მიხარია რომ მოგწონს ოთხივე და გულშემატკივრობ ამ წყვილებს ❤❤❤❤❤❤ მადლობა რომ ყოველ ჯერზე მეხმიანები და მიზიარებ შენს აზრს

 


№10  offline მოდერი ნეაკო

[quote=nene gelovani][quote=ნეაკო][quote=nene gelovani]ერთი თავისი დაიკო ებარა და ისიც ისე მიაგდო რესტორანში, ერთი არ უკითხავს შენ როდის წახვალ სახლში ან როგორო. გაეკიდა თავის შეუგნებელ შეყვარებულს, რომელმაც ყველა მოსწავლისათვის საყვარელი და მნიშვნელოვანი დღე ჩააშხამა თავისი სიველურით. კაცი, რომელიც სიტყვით ვერ აგვარებს საქმეს და მუდმივად მუშტებზე იყურება. ფუფ! angry
სოფო ამ თავში გაცილებით უფრო მომეწონა. ანის მსგავსი ტიპაჟია. უფრო სწორედ, რომ ვთქვა დაიბადა პოტენციალით, რომ ყოფილიყო ანის მსგავასად პრინციპული და შეუპოვარი, მაგრამ როგორც ვატყობ ამ ტყუპებს არ ჰყავთ არავინ ჭკუის დამრიგებელი, რომ კარგისა და ცუდის გარჩევა ასწავლონ, საკუთარ უფლებებზე ესაუბრონ და თავმოყვარეობა შეუნარჩუნონ. ამიტომ სოფიკოს შემთხვევაში აკაკის ფრაზას შემოვაბურუნებ და ასე ვიტყვი, მარტო ბუნება რას იზამს, თუ წრთვნამ არ უშველა.
ვაიმე, როგორი გაბრაზებული ვარ. laughing ეტყობა მარტო სანდროს ვპატიობდი ტირანობას.[/quote]
ესე იგი მაინც გაგაბრაზე ხო? :დ
მარიანას და სოფიკოს ხასიათი ნამდვილად განსხვავებულია, მაგრამ მარიანა შეყვარებულია და რაღაც-რაღაცეებზე თვალს ხუჭავს, ( რა თქმა უნდა არასწორად იქცევა მაგრამ მე მისი მესმის). სოფი იმედებს არ გაგიცრუებთ გპირდებით, რაღანაირად ანის მსგავსი ხასიათს გამოვლენს.
სანდროს რაც შეეხება, თორნიკეზე უფრო მკაცრი და უხეში იყო იჯახის წევრებთან მიმართებაში, მაგრამ რადგან შენ ის გიყვარს მაინც პატიობდი :დ
❤❤❤❤❤


ჰაჰა, რაკარგად შემომიტრიალე მარიანას ამბავი joy რომ მიყვარს ამიტომ ვპატიობდი, მარიანასავით, არა? joy joy[/quote]
ზუსტად ! :დ აბა სანდრო რა შესაყვარი იყო, ჩვეულებრივი ტირანი იყო, სახელიც კი შესაბამისი შეურჩიე და მაინც ყველაფერი აპატიე ❤❤❤ :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent