შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთად ყოფნა შეუძლებელია. ნაწილი 3. თავი 1


17-08-2021, 20:10
ავტორი katiusha
ნანახია 2 686

ადამიანებს დაბადებიდან თან გვდევს ბედისწერა.ზოგჯერ ისეთი რომ რამდენსაც არ უნდა ვეცადოთ, რამდენიც არ უნდა ვიბრძოლებთ მას თავს ვერ ვაღწევთ..
და აი მაშინ როცა გვგონია რომ საბოლოოდ გაიმარჯვეს განგებასთან ბრძოლაში,სწორედ ამ დროს ისეთი რამ გვატყდება თავს,რომ მისგან თავის დაღწევა შეუძლებელია…
რამდენჯერ დაცემულა ცხოვრებაში, რამდენჯერ უტირია სიმწრის ცრემლებით.რამდენჯერ გაუვლია ბეწვის ხიდზე,მაგრამ ყოველთვის წამომდგარა ფეხზე,მყარად დამდგარა დედამიწაზე და ცხოვრება ისევ გაუგრძელებია.
არ იყო მარტივი და ადვილად ამოსაცნობი ანასტასია ჭინჭარაულის ხასიათი.ფიცხელაურების სისხლიც დუღდა მის სისხლძარღვებში და რა გასაკვირი იყო რომ ადვილი ცხოვრება არც მას ელოდა.
ამდენი ადამიანის გარემოცვაში იზრდებოდა.არასდროს ყოფილა მარტო,ხალხთან ადვილად პოულობდა საერთო ენას,თუმცა სინამდვილეში მარტოსული იყო. არავინ ჰყავდა გვერდით,ვისაც თავის გულისტკივილს,გულის ნადებს გაუზიარებდა.გაბრიელის დაბრუნების მერე თითქოს რაღაც შეიცვალა და თითქოს იმედი გაუჩნდა რომ ვიღაც გაუგებდა,ვიღაცასთან საერთოს გამონახავდა.ვისთანაც მის ცალმხრივ სიყვარულზე ისაუბრებდა.მაგრამ არც ამან გაუმართლა.ბიჭი იმდენად ჩაითრიეს დაპირისპირებაში,რომ დრო არავისთვის აღარ რჩებოდა. როცა ყველაფერი მოგვარდა,მერე ოჯახურმა იდილიამ გადასძალა და ისევ მარტო აღმოჩნდა.
სხვა გზა აღარ დარჩა. დროის გასაყვანად,მიტოვებული სწავლა განაახლა და უნივერსიტეტს მიაშურა.
დღეები ერთფეროვანი გახდა, მაგრამ ის რაც წინ ელოდა,ბევრად უარესი იყო…
გვიანი შემოდგომა იდგა. ნოემბერი იწურებოდა.ნელ-ნელა სიცივე ძალას იკრებდა.გახუნებული და დამჭკნარი ფოთლები ამაოდ ებრძოდნენ ცივსისხლიან ქარს, რომელიც დროდადრო ისე წამოუქროლებდა, ხეებს გამოსტაცებდა და უმისამართოდ გაიტაცებდა.თითქოს შველას ითხოვდნენ,მაგრამ მათი მშველელი არავინ ჩანდა.ისედაც დაცარიელებულ ქუჩებში სიცივის გამო ხალხი ნაკლებად მოძრაობა.
სადიპლომო ნაშრომისთვის ემზადებოდა და გვიანობამდე შემორჩა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.დაცვამ შეახსენა წასვლის დროაო და ისიც მაშინვე წამოდგა.ახლაღა იგრძნო შიმშილი. გაახსენდა რომ მთელი დღე კუჭში არაფერი ჩასვლოდა და სახლში წასვლამდე,იქვე მდებარე პატარა კაფეში შეიარა.ბევრი არაფერი შეუკვეთავს.მხოლოდ ერთი ნაჭერი შოკოლადის ტორტი და მუქი ჩაი. თავი ისევ წიგნში ჩარგო.იქნებ ამიტომაც ვერ შენიშნა როგორ დაჰყვებოდა მთელი დღის განმავლობაში ორი წყვილი თვალი.მერე ერთმა მეორეს რაღაც ანიშნა და ისიც მაშინვე გაუჩინარდა.იერზე ეტყობოდა რომ ქართველები არ იყვნენ.მეორემ ისევ თვალთვალი განაგრძო.
ანასტასია ჭამას მორჩა,ანგარიში გაასწორა და კაფიდან გავიდა. მანქანის კარს გასაღებს არგებდა, როცა მოულოდნელად ზურგიდან ვიღაცის მიახლოება იგრძნო,პირზე ხელი ააფარეს,მერე კი საშინელი სუნი,რომელიც სულს უხუთავდა და გონებას ნელ-ნელა აკარგვინებდა. წინააღმდეგობის უნარი მალევე წაერთვა და თავდამსხმელის ხელებში მიესვენა გულ-წასული.
რამდენიმე წამი დასჭირდა მეორე თავდამსხმელის ადგილზე გაჩენას და მანქანაში გოგოს ჩასმას.საბარგულში ხელ-ფეხშეკრული ჩატენეს და მისთვის გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს….
თვალები მძიმედ გაახილა.თუმცა სიბნელეში ვერაფერი გაარჩია.ოდნავ გამოძრავდა,ხელები არ დაემორჩილა. ვერც სხეულს გრძნობდა ისე გაბუჟებოდა ყველაფერი.ყველაფერს ისიც ართულებდა,რომ არ შეეძლო გაემოძრავებინა სხეული და ეყვირა. პირიც აკრული ჰქონდა.
გონებაში სწრაფად აღიდგინა ყველაფერი.იმასაც მიხვდა რომ სისულელე იყო ზედმეტი ენერგიის ხარჯვა და ყვირილი.ვერავინ ვერ გაიგებდა და ვერავინ დაეხმარებოდა. მისი ბედი ჯერჯერობით ამ უცნობები ხელში იყო.თუმცა ღრმად სწამდა რომ უფალი არ გასწირავდა.
ძალის დაზოგვა გადაწყვიტა და გულში იმაზე ლოცულობდა,რომ მისი გატაცების შესახებ უკვე გაიგებდნენ და გაბრიელი აუცილებლად დაუწყებდა ძებნას…
მისი ვარაუდით მანქანა ცენტრალურ მაგისტრალზე მიჰქროდა.რადგან ზედმეტად არ ირხეოდა და არ მოძრაობდა.დაახლოებით ერთი საათის შემდეგ აშკარად გადაუხვია და ქვა-ღორღიანი გახდა.თუმცა სიჩქარე არ დაუგდიათ.ამის ფონზე, საბარგულის კედლებს ეხეთქებოდა და სხეულზე ნაკვალევს ამჩნევდა. მისი ფაქიზი კანი დარტყმებს ვერ უძლებდა.
ეს გზა დიდხანს გაგრძელდა. მერე მანქანა გაჩერდა და ლაპარაკის ხმა მოესმა.აშკარად უცხო ენაზე საუბრობდნენ.ვერ გაარჩია კარგად დიალექტი.ნაბიჯების ხმა მოესმა და საკეტიც გაჩხაკუნდა.
საღამო იყო,მაგრამ ბინაში მაინც გაარჩია სახეები.შავი, გრძელი წვერი ჰქონდათ ორივეს,თავზე რაღაც ქუდის მაგვარი ეხურა და შავი გრძლად გადაჭიმული წარბებიდან პირქუშად უყურებდნენ.ერთმა,უფრო მაღალმა იარაღი მიუშვირა და გატეხილი რუსული უთხრა:-გადმოდი,თუ გაქცევას შეეცდები ან იყვირებ,მოკვდები.
თავი დაუქნია დასტურის ნიშნად და ფეხები მიუშვირა,რომ გაეხსნათ. ხელები ისევ შეკრული დაუტოვეს. ერთი წინ წავიდა,იარაღიანმა მკლავში ჩაჰკიდა ხელი და გვერდით ამოუდგა.
ანასტასია გარემოს ათვალიერებდა. ტყეში იყვნენ,მაგრამ ირგვლივ მაინც ჩანდა რამდენიმე,ძველი აშენებული სახლი.ფეხებქვეშ ხმელი ფოთლები შრიალებდნენ,სიცივე კი ძვალსა და რბილი ატანდა.
-ჩემს მოკვლას აპირებთ?-კითხვა რუსულად დაუსვა.
-შენი მოკვლა ჩვენს გეგმებში არ შედის.
-ესეგი ეს უბრალო გატაცებაა?
-ამას უფროსი და შენი ძმა გადაწყვეტს და უბრალო გატაცება იქნება და სახლში მშვიდობით დაბრუნდები,თუ ამ ტყეში დაიმარხები.-საზარლად ჩაიცინა იარაღიანმა და ეზოში გამოსულ კაცს მიესალმა.ამჯერად ისევ ვერ გაიგო რა ენაზე საუბრობდნენ და ვერც დასკვნა გამოიტანა რა ისაუბრეს.თუმცა მასპინძელი გვერდით გაიწია და მოსულები გზა დაუთმო სახლში შესასვლელად.
სითბომ მაშინვე სხეულში დაუარა ანასტასიას და იგრძნო როგორ დაიწყო სისხლმა მოძრაობა.
სახლში ასე ორმოც წელს მიღწეული, ჩასუქებული დიასახლისი და სამი ბიჭუნა იყო,რომელიც დედას იყვნენ ამოფარებულები ერთმანეთის მიყოლებით.ძველებურ რკინის ღუმელთან კი დაახლოებით თექვსმეტი-ჩვიდმეტი წლის ულამაზესი გოგონა ტრიალებდა და ალუმინის ქვაბს ხის კოვზით ურევდა.
გოგო ძალიან ლამაზი იყო.ანას ეჭვი გაუჩნდა რომ ის მათი შვილი არ იყო, მაგრამ ხმას როგორ ამოიღებდა. ან საერთოდ რამეს როგორ იტყოდა, როცა ამაზე უკვე გააფრთხილეს?!
ლიტერატურაში წაკითხული ჰქონდა, რომ ასეთ დროს უცხო მამაკაცები როცა მოდიოდნენ სტუმრად,ქალები თავსაბურავს იხურავდნენ და თმას არ აჩენდნენ,მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არ მომხდარა.პირიქით,მხიარულად შეხვდნენ სტუმრებს.
დიასახლისმა მხოლოდ მოკითხვის შემდეგ აათვალ-ჩაათვალიერა ანასტასია და მერე შვილს ანიშნა მისთვის მიეხედა.მანაც მაშინვე შეწყვიტა საქმიანობა,გოგოს ხელი მოჰკიდა და ოთახის სიღრმეში მდებარე პატარა ტახტისკენ წაიყვანა. ჩამოაჯინა,მასზე და გვერდით მიუჯდა.პატარები მათ წინ იატაკზე მოთავსდნენ და ძველ,ნახევრად დაშლილ სათამაშოებში ჩაეფლნენ.
ანას რაღაცნაირად შეუბრალებელი ისინი.მითუმეტეს რომ უკეთ დააკვირდა მათ ჩაცმულობას და სოციალურ მდგომარეობას. ტანსაცმელი ძველი და გახუნებული იყო.ზოგგან გამოხეული და ხელახლა დაკერებული.
მამაკაცები საპირისპირო მხარეს მდებარე კარში გაუჩინარდნენ. დიასახლისმა კი სუფრის გაშლა დაიწყო.
ანასტასიამ ცოტახანს ითმინა,მერე კი გოგოს ჩუმად ჰკითხა სად ვართო. იმედი არ ჰქონდა რომ გაიგებდა ან უპასუხებდა,მაგრამ მისდა გასაკვირად პასუხი მანაც ჩუმად დაუბრუნა გამართული რუსულით.
-აზებაიჯანის მთიან ნაწილში ვართ, საზღვართან ახლოს.
-ჯანდაბა,-გაიფიქრა გულში.-იმაზე ცუდადაა საქმე,ვიდრე მე მეგონა. აქ როგორ მიპოვნიან?
-რა გქვია?-გაუღიმა გოგომ.
-მეე?-გამოერკვა ფიქრებიდან?- ანასტასია..შეგიძლია ანა დამიძახო.
-კარგი ანა.
-შენ რა გქვია?
-მე საქინე.დედამ დამარქვა..
-ესეგი ის ქალბატონი დედაშენია?
-არა,დედა არ არის,დეიდაა.დედა და მამა უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა,ხანძარმა შეიწირა,მე მაშინ ექვსი წლისაც არ ვიქნებოდი და დეიდამ გამზარდა.დედასავითაა.
-კარგი ქალია დეიდაშენი,ძალიან კარგი.დედასავით კი არა დედა ყოფილა.
-კი,დედას ვეძახი.
-ასე კარგად უცხო ენა სად ისწავლე?
-ჩვენ მოსკოვში ვცხოვრობდით, მაგრამ მათი გარდაცვალების შემდეგ დეიდამ აქ წამოიყვანა.მაშინ ახალი გათხოვილი იყო.მას შემდეგ აქ ვარ.
შვილებიც არ ჰყავდათ.მერე შეეძინათ. სიყვარულით სავსე თვალებით გახედა ბავშვებს.
-ძალიან გიყვარს ისინი?
-კი,ძალიან.ჩემი ძმები არიან.შენ გყავს ძმა?
-არა,მე არ მყავს არც და,არც ძმა. მაგრამ საუკეთესო ბიძაშვილი მყავს, ძმასავით არის ჩემთვის.
-ცუდია,რომ შეიძლება ვეღარ ნახო.
-რაა?-ელდა ეცა ანასტასიას.
-არა,არაფერი,-უცებ შეცვალა საუბარი გოგომ.
-გთხოვ მითხარი.-მხრებში ხელები მოჰკიდა გოგოს და თვალცრემლიანი შეევედრა.
-კარგი,კარგი,ჩუმად,ხელი გამიშვი.- მოიშორა გოგომ.ანასტასიამ ხელი გაუშვა.
-შენ ამ მხარის ყველაზე გავლენიან პიროვნებასთან მიჰყავხართ.იქიდან როგორც წესი უკან აღარავინ ბრუნდება.მართალია მე არ მინახავს ის,მაგრამ ამის მიუხედავად ამბობენ რომ ძალიან კარგი კაცია. მკაცრიც არის,უამრავი დაცვა ჰყავს. თუმცა ვინც თვალში არ მოუვა კლავსო.-გოგოს არ დასცალდა ბევრის მოყოლა,მეორე ოთახიდან მამაკაცები გამოვიდნენ და ისიც მაშინვე გაჩუმდა.ანასტასიაც მოხვდა რომ ახლა აღარ იყო იმის დრო,გოგოსთვის რამე ეკითხა. ამიტომ გადაწყვიტა შესაბამის დროს დალოდებოდა.იქნებ საერთოდ ისეც წასულიყო საქმე,რომ აქედან გაქცევა ამაღამ მოეხერხებინა.
ამასობაში დიასახლისმა სუფრის გაშლა დაამთავრა და მამაკაცებს უხმო.ისინიც განთავსდნენ მითითებულ ადგილებზე.იმასაც მიხვდა რომ ისინი ერთმანეთის დიდი ხნის ნაცნობები იყვნენ და აქ პირველად არ იყვნენ…
საქინე დედობილს მიუახლოვდა და ქალმაც მაშინვე მიაწოდა ანასტასიასთვის და მისთვის განკუთვნილი საჭმელი.მერე კი ბავშვებს მიუბრუნდა და სახელდახელოდ მოწყობილ პატარა მაგიდასთან უხმო.ამგვარად მომდევნო ნახევარი საათი ოთახში სიჩუმემ დაისადგურა.ყველა ვახშმით იყო დაკავებული.მხოლოდ გარედან ისმოდა ქარის გაავებული ხმა…
ანასტასია უგემურად ილუკმებოდა. სულაც არ ეჩვენა გემრიელი ის რაღაც საშინელი ხორცის წვნიანი,რომელსაც დანარჩენები მადიანად შეექცეოდნენ.
საქინე მიუხვდა და მისთვის განკუთვნილი პურიც მიაწოდა გოგოს ყველის ნაჭერთან ერთად. თვითონ კი წვნიანი უპუროდ შეჭამა,ისე რომ დედობილს არ შეემჩნია.გოგომ მადლობის ნიშნად გაუღიმა,მერე ოქროს წვრილი სამაჯური ხელიდან მოიხსნა,ხელზე ხელი მოჰკიდა ჩუმად ჩაუდო ხელში.ზემოდან ხელის თითებით დაუჭირა და გაღიმებულმა დაუქნია თავი,შენიაო,ანიშნა.
საქინემ სწრაფად გადამალა ჯიბეში და ოთახში მიმოიხედა.არავის შეუმჩნევია.
ვახშამის შემდეგ,მამაკაცებმა ტელევიზორთან გადაინაცვლეს და იქ განაგრძეს საუბარი მისთვის გაუგებარ თემებზე და უცხო ენაზე.დიასახლისმა კი საქინესთან ერთად გაშალა საწოლი.მორყეულ ორსაწოლიანში ერთად ჩააწვინა გოგოები.თვითონ ბავშვებთან ერთად,იქვე იატაკზე მოთავსდა.ორი ლეიბი მოათავსა ერთმანეთის გვერდი-გვერდ და თბილი საბანი გადააფარა. ყველა მალევე წაიღო ძილმა. ანასტასიას კი არადა არ მიეკარა.მოსმენილმა თავზარი კი დასცა,მაგრამ რატომღაც არ ეშინოდა იმ საშინელ კაცთან შეხვედრის.რატომღაც იმედი ჰქონდა რომ თუ მასთან გულწრფელი იქნებოდა და დალაპარაკებას შესძლებდა,ის ამას გაიგებდა და იქნებ უკან,სახლშიც კი დაებრუნებინა.
გამთენიისას ჩასთვლიმა,მერე კი ღრმა ძილმა წაიღო.მერე კი შეჯანჯღარებამ გამოაღვიძა.
-ადექი,წასვლის დროა.-თავზე საქინე ადგა და მის გაღვიძებას ცდილობდა.
-უკვე?რომელი საათია?ჯერ ხომ ადრეა?
-აქ ადრე იწყება ცხოვრება.წინ მძიმე გზა გაქვთ.ფრთხილად იყავი.
-გუშინდელი საუბარი გავაგრძელოთ?
-ჩუუ,-პირზე ხელი ააფარა გოგომ.-არ უნდა გაიგონ,თორემ ჩემი საქმე ცუდად იქნება.
-კარგი,-თავი დაუქნია ანასტასიამ.-ის მაინც მითხარი,მართლა ასეთი საშიშია ის კაცი?
-ხომ გითხარი,ასე ამბობენ.ამბობენ რომ უამრავი ქალი ჰყავს.ვინც მოეწონება,აუცილებლად მისი ხდება. ადრე ცოლი ჰყოლია,რომელიც ძალიან უყვარდა,მაგრამ მისმა მტრებმა მოუკლეს.ორსულად ყოფილა და ბავშვიც დაღუპულა.მას მერე გამხდარა ასეთი ცივსისხლიანი.
-ანუ გადარჩენის და უკან დაბრუნების შანსი არ მაქვს?-ჩაილაპარაკა სევდიანად გოგომ.
-არ ვიცი.იქნებ შეძლო და გაგიმართლოს.ალაჰი მოწყალეა, დაგიფარავს.-გაამხნევა საქინემ.
მერე მინის ჭურჭელში ავსებული წყლით ხელ-პირი დააბანინა. მსუბუქი საუზმე საწოლშივე მიართვა და ყველაფერს რომ მორჩა დიდ ოთახში გამოიყვანა.
სტუმრები მასპინძლებს დაემშვიდობნენ და ეზოში გავიდნენ. ქარი ჩამდგარიყო,მაგრამ მაინც ძალიან ციოდა.დამშვიდობება მოკლე გამოდგა.არც აცადეს მასპინძლებისთვის რამე ეთქვა, მაშინვე გზას გაუყენეს.
გაუკვირდა,როცა მანქანისკენ არ წავიდნენ.
-მანქანით არ მივდივართ?
-არა,აქ დავტოვებთ,აქედან ფეხით წავალთ.იმედია ძალა და ენერგია გაქვს,სამი დღე დაგვჭირდება ადგილზე მისასვლელად.-უპასუხა მაღალმა.
-სხვა რა გზა მაქვს?ვერ ეღირებით ჩემს გატეხვას.მე აუცილებლად გადავრჩები.
-გადარჩები,თუ გაქცევას არ შეეცდები. ჩვენ თუ გაგვექეცი,ან ნადირი შეგჭამს, ან ჯარისკაცების ტყვე გახდები,მათ კი კარგად იციან რა უნდა უქნან აქ უპატრონო გოგოს.
შიშმა აიტანა და მათ შუაში ჩადგა. შეეცადა არ ჩამორჩენოდა.
-ყველაფერს ისე გავაკეთებ,როგორც მეტყვით.-ჯერ ერთს შეხედა,მერე
მეორეს.პასუხი არ გაუციათ,მხოლოდ სერიოზული სახით გადახედეს.
ანასტასიამ ქურთუკი კარგად შეიკრა,საყელო წამოიწია და გარემოს თვალიერება დაიწყო,იქნებ რამე ისეთს წააწყდა ან დავინახო,რაც გაქცევაში დამეხმარებაო,მაგრამ საიმედო არაფერი იყო.მხოლოდ დაბურული ტყე იყო ირგვლივ.თავში ათასი აზრი უტრიალებდა.ათასი ფიქრი აირია ერთმანეთში.ახლა საკუთარ თავზე მეტად,ოჯახის წევრებზე და დედაზე დარდობდა.
იმედი,იმედი ერთადერთი რამ იყო, რაც ამ მიყრუებულ ტყეში სიარულის დროს გზას უნათებდა.წარმოდგენა არ ჰქონდა ბედი რას უმზადებდა იმ კაცთან შეხვედრის დროს,მაგრამ თავს იმხნევებდა და გულს არწმუნებდა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა…



№1 სტუმარი ელა1

მიხარია რო დაგვიბრუნდი.როგორც მიხვდი ანასტასია არის გავრაელის მამიდაშვილი თუ ბიძაშვილი და ის მოიტაცეს.და ასე მგონია რო ახალი სიყვარულის მომსწრე გავხდებით ანასტასიასი და იმ უცნობი კაცის.

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

აუ სადგაწყდააა.იმედია პაწუკა კარგად გყავს. მეუღლეც გეხმარება და ჩვენც მალმალე მოგაწვდი აახალ თავს. დარწმუნებული ვარ წინ ძალიან საინტერესო სიყვარულის ისტორია გველოდება

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

რა მაგარი იყო მომეწონა ძალიან , საინტერესოა იქნებ იმ კაცს მოეწონოს და შეუყვარდეს ანასტასია,რა საინტერესო დღის შეწყდა იმედია მალე დადებთ ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????♥️♥️♥️

 


№4  offline წევრი katiusha

ელა1
მიხარია რო დაგვიბრუნდი.როგორც მიხვდი ანასტასია არის გავრაელის მამიდაშვილი თუ ბიძაშვილი და ის მოიტაცეს.და ასე მგონია რო ახალი სიყვარულის მომსწრე გავხდებით ანასტასიასი და იმ უცნობი კაცის.

მეც მიხარია რომ თქვენთან ვარ და ჩემს მოკრძალებულ შემოქმედებას თვალს ადევნებთ. დიახ ანასტასია გაბრიელის მამიდაშვილია და არ ვიცი რა გამოვა ახალი ისტორია ან როგორი

Qeti qimucadze
აუ სადგაწყდააა.იმედია პაწუკა კარგად გყავს. მეუღლეც გეხმარება და ჩვენც მალმალე მოგაწვდი აახალ თავს. დარწმუნებული ვარ წინ ძალიან საინტერესო სიყვარულის ისტორია გველოდება

პაპუნა ჯერ ისევ დედის მუცელშია და ერთი სული მაქვს გავიდეს ერთი თვეც რომ დაიბადოს.:) ვეცდები რომ ხშირად დავდო ახალი თავები და დიდხანს არ გალოდინოთ.

სტუმარი ნესტანი
რა მაგარი იყო მომეწონა ძალიან , საინტერესოა იქნებ იმ კაცს მოეწონოს და შეუყვარდეს ანასტასია,რა საინტერესო დღის შეწყდა იმედია მალე დადებთ ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????♥️♥️♥️

დიდი მადლობა ჩემო კარგო.ისეთი ტემპით ვწერ,სავარაუდოდ მალე იქნება მომდევნო თავიც

 


№5 სტუმარი სტუმარი მანანა

მე ადრე ვკითხულობდი შენს ისტორიებს და ძალიან მომწონდა.ახლა შემთხვევით წავაწყდი ძალიან გამახარა შენმა პირადმა ბედნიერებას და გასახარელს გისურვებ.ძალიან გამახარა რომ წერ.წარმატებებს და მშვიდობიან მოლოგინებას გისურვებ გაგეჩინოს ჯამრთელი ბაია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent