შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული გრძნობების გარეშე 11 თავი

18-08-2021, 12:30
ავტორი ნეაკო
ნანახია 3 473

თორნიკემ მომღიმარი სახით მიიხედა მარიანასკენ, მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა
-მიყვარხარ-ხმა დაბალი ტონით უთხრა, მისი თლილი თითები ხელში მოიქცია და ნაზად აკოცა. უცნაური სიჩუმე ჩამოწვა, რომელსაც ახლად დაწყებული წვიმის, ხშირი წვეთების ხმა არხევდა მხოლოდ -ძალიან მიყვარხარ-კიდევ ერთხელ მიიხედა თორნიკემ დაძაბული გოგონასკენ რომელის არეული მზერაც საქარე მინას მიეყინა- მარიანა- დაიჩურჩულა ბიჭმა საყვარელი გოგონას სახელი და სახეზე ჩამოყრილი თმა ყურს უკან გადაუწია, გოგონამ მისკენ მიიხედა მომღიმარი სახით, მოულოდნელად თორნიკემ მანქანა გააჩერა, მისკენ გადაიხარა და ყურს დაბლა აკოცა, სუნთქვა შეწყვეტილმა გოგონამ რამდენიმე წამის განმავლობაში თვალები დახუჭა -შენ ჩემი ხარ- უცნაური ტონით უთხრა ბიჭმა და ამჯერად მისი ტუჩები გოგონას მხარს მიეწება, მოულოდნელად გასწორდა, მანქანა დაქოქა და გაზს ბოლომდე მიაჭირა, მელე სიჩქარემ დასაშვებ ზღვარს მიაღწია და გადააჭარბა
-თორნიკე-დაიძაბა მარიანა
-არ მითხრა რომ სიჩქარის გეშინია-გაეღიმა ბიჭს, გოგონასკენ მიიხედა და ნიკაპზე ხელი აკრა
-არ მეშინია
-მიყვარხარ-გაუღიმა თორნიკემ და საყვარელი გოგონას გაფითრებულ სახეს ხელი ნაზად ჩააყოლა.
სოფი მთელი გზა დაძაბული იჯდა მანქანაში, ვაჩე გრძნობდა გოგონას ღელვას და მის წვალებას სიჩაქრის მომატებით კიდევ უფრო ამძაფრებდა
-თუ შეიძლება ნელა იარე-ვეღარ მოითმინა სოფიმ როცა მანქანის სიჩქარემ 200 მიაღწია
-გეშინია?!-აჟიტირებულმა ვაჩიმ კიდევ უფრო მოუმატა სიჩქარეს
-გეყოფა-გაბრაზებული სახით მიიხედა სოფიმ მისკენ
-გაბრაზება ძალიან რომ გიხდება ჯერ არ მითქვას ეგ შენთვის ხო? -სულ ერთი წამით მიიხედა ვაჩემ გაცეცხლებული გოგონასკენ, წამიერად მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა, ბიჭს გაეცინა და სიჩქარე ნელ-ნელა დააგდო
-ვერ გიტან... ოღონდ მართლა-გაბრაზებული ტონით უთხრა გოგონამ და თორნიკეს ნომერზე უკვე მეათეჯერ დარეკა
-შეეშვე რა, ცოტას ილაპარაკებენ და სახლში მოიყვანს
-არ მოიყვანს!-გაბრაზებული სახით მიიხედა სოფიმ მისკენ -ასე რომ იყოს მიპასუხებდა ეგ იდიოტი
-შენს ადგილას პერსპექტიულ სასიძოზე ასე არ ვილაპარაკებდი
-გგონია ეს სასაცილოა?
-დამშვიდდი პატარავ-გაეცინა ვაჩეს და მისკენ მიიხედა
-ასე ნუ მომმართავ!-ავარდა სოფი
-დამშვიდდი რა, მოიყვანს-თქო გეუბნები
-არ მოიყვანს და შენ ეს იცი-ცრემლები მოეძალა გოგონას, უცნაური სიჩუმე ჩამოწვა და როგორც კი ვაჩემ სოფის სახლის წინ მანქანა გააჩერა გოგონამ მისკენ მიიხედა-შეგიძლია დაურეკო?-ჰკითხა კარგა ხნის ფიქრის მერე
-არც მე მიპასუხებს-ხმა დაბალი ტონით თქვა ბიჭმა და უკვე ატირებული გოგონასკენ მიიხედა -ნუ გეშინია, ისეთი არაფერი მოხდება რაც თავად მარიანას არ ენდომება...თორნიკეს ძალიან უყვარს ის, ხომ იცი...
-უყვარს...-უცნაური ტონით გაიმეორა ვაჩეს ნათქვამი სიტყვა გოგონამ, ჩამოცურებული ცრემლები აკანკალებული ხელის ზურგით მოიწმინდა და საქარე მინას გაუშტერა თვალი - თქვენ რა გესმით სიყვარულის? წარმოდგენა არ გაქვთ რა გრძნობაა სიყვარული- ჩურჩულით თქვა და ბრაზნარევი ტონით დაამატა -თქვენ, სამივეს ეს გრძნობა არასწორად გესმით! ასე რომ არ იყოს თორნიკე ასე არ მოექცეოდა მარიანას!-მანქანიდან გადავიდა მოულოდნელად, კარი მიუჯახუნა და სახლში უკვე ატირებული შევიდა.
თორნიკე უცნაური მზერით უყურებდა მის ფეხებშორის მოქცეულ გოგონას რომელიც ჭრილობას უმუშავებდა ტუჩზე
-ძალიან გტკივა?-შეწუხებული სახით დააცქერდა ზემოდან მარიანა, მისი წინ ჩამოყრილი თმა თორნიკეს სახეზე შეეხო, ამ შეხებით თავგზააბნეულმა ბიჭმა რამდენიმე წამის განმავლობაში თვალები დახუჭა
-ძალიან მიყვარხარ -დაიჩურჩულა მოულოდნელად, ფეხზე წამოდგა და ზემოდან დააცქერდა ოდნავ დაძაბულ და დაბნეულ გოგონას, რომელმაც მაშინვე თავი დახარა, რადგან ვერ გაუძლო ბიჭის დაჟინებულ მზერას- დალევ?-გამომწვევი ტონით ჰკითხა თორნიკემ, ნიკაპზე ხელი მოკიდა და თავი ააწევინა
-მე...-დაიბნა მარიანა
-ნუ იძაბები-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან და კარადისკენ მიტრიალდა, ღვინის ბოთლი და ჭიქები გამოიღო, ბოლომდე შეავსო და მარიანას გაუწოდა, გოგონამ გამოართვა და ცოტა მოსვა, თორნიკემ ერთი მოყუდებით ჩაცალა ჭიქა თან ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია მისი სახისთვის და მეორედ შეივსო ჭიქა -დალიე-მარიანას ზედმეტად მიუახლოვდა და თვალებში ჩააცქერდა-ერთი ჭიქა არ დაგათრობს ნუ გეშინია-გაუღიმა და თავად მეორე ჭიქა ჩაცალა, გოგონამ კიდევ მოსვა ცოტა და ჭიქა ათრთოლებულ ხელებშორის მოიქცია- მარიანა-თორნიკე ზედმეტად მიუახლოვდა სუნთქვა აჩქარებულ გოგონას, ჭიქა გამოართვა, მაგიდაზე დადო და თმებში ნაზად შეუცურა ხელი, მარიანას ამ დროს სუნთქვა შეუწყდა და გულისცემა გაუჩერდა, უარესი დაემართა როცა ბიჭმა ცხელი სუნთქვა მიაფრქვია სახეზე, თავისდაუნებურად თვალები დახუჭა და როცა თორნიკეს ტუჩები შეეწება მის მთრთოლარე ბაგეებს საბოლოოდ დაკარგა აზროვნების უნარი. თორნიკე კოცნიდა მთელი გრძნობით, ემოციით, ვნებით და სიყვარულით, რაც კიდევ უფრო ურევდა თავგზას ისედაც დაბნეულ გოგონას, როცა ბიჭმა მეორე ხელი წელზე შეუცურა და ტანზე ძლიერად მიიკრო მისი სიფრიფანა სხეული გოგონამ გაუაზრებლად შეუცურა თმებში მთრთოლარე თითები და კიდევ უფრო მეტად მიეწება საყვარელი მამაკაცს სხეულით და ტუჩებით, როცა მოწოლილი გიჟური ვნებები ოდნავ დაცხრა და ერთმანეთის ტუჩებს შეელივნენ, თორნიკე გამომწვევი მზერით პირდაპირ თვალებში ჩააცქერდა სუნთქვა აჩქარებულ და გულისცემა გახშირებულ გოგონას და ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა
-მინდა რომ ჩემთან დარჩე და ჩემი გახდე...- ამ წამებში მარიანამ მთელს სხეულში იგრძნო როგორ აემღვრა ცხელი სისხლი ძარღვებში და როგორ
იწყო გიჟური დენა ძარღვებში
-თორნიკე მე...-მხოლოდ ამის თქმა მოახერხა თავგზააბნეულმა გოგონამ და ხმა ჩაუწყდა რადგან ათასი გრძნობა და ემოცია ერთდეოულად მოწვა
-მინდა რომ ჩემი ცოლი გახდე-ხმა დაბალი ტონით გააგრძელა თორნიკემ გაწყვეტილი წინადადება და სანამ მარიანა რამეს ეტყოდა ტუჩებზე დააცხრა, გოგონამ ამ წამებში იგრძო პაპლების ქაოსური ფრენა მუცელში და წინააღმდეგობის გაწევის არანაირი სურვილი არ გასჩენია,პირიქით უნდოდა ეს სასიამოვნო და გიჟურო წუთები არასოდეს დამთავრებულიყო, როცა ისევ მოწყდნენ ერთმანეთის ტუჩებს სუნთქვა აჩქარებულები აღელვებული თორნიკე თვალებში ჩააცქერდა საყვარელ გოგონას და ჩურჩულით ჰკითხა
-ხომ იცი რომ გაგიჟებით მიყვარხარ?-მარიანამ ხმის ამოღება ვერ გაბედა და მხოლოდ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად-დარჩები ჩემთან და გახდები ჩემი ცოლი?-ჰკითხა ისევ თან ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია მისთვის, რომ მის სახეზე აღბეჭდილი არცერთი გრძნობა და ემოცია არ გამოჰპარვოდა, მარიანამ ვერაფერი უპასუხა, ისე აირია დაიბნა და დაიძაბა რომ აზროვნების უნარი მაშინვე დაკარაგა და ვერაფერით შეძლო დაფანტული აზრებისთვის თავი მოეყარა, ამიტომ თითისწვერებზე აიწია და საყვარელი ბიჭის ტუჩებს შეაწება თავის, ვნებიანი, წითელი და ოდნავ ათრთოლებული ბაგეები, თორნიკემ მეორე ხელიც წელზე შეუცურა და უფრო მჭიდროდ მიიკრო საყვარელი გოგონას ათრთოლებული სხეული ტანზე და მის კოცნას უფრო მეტი ვნებით და სიგიჟით უპასუხა, ნელ-ნელა კი საძინებლისაკენ წაიყვანა, საწოლზე გადააწვინა და ზემოდან მოექცა, აქ უკვე სუნთქვა შეეკრა მარიანას, გულისცემა შეუწყდა და ერთიანად დაეჭიმა სხეული, თორნიკემ იგრძნო როგორ საშინლად დაიძაბა და აღელდა გოგონა ამიტომ, მის ტუჩებს მიწვდა და ამჯერად ნაზად აკოცა -მიყვარხარ-დაუჩურჩულა მოულოდნელად და ზემოდან დააცქერდა ამღვრეული თვალებით
-მეც მიყვარხარ-ჩამწყდარი ხმით უთხრა მარიანამ და მის დაჟინებულ მზერას გაექცა, თორნიკეს გაეღიმა და ამჯერად მისი ვნებიანი ტუჩები გოგონას ყელს მიწვდა, ნელ-ნელა კი ქვემოთ ჩაცუდა
-თორნიკე-აღმოხდა აღელვებულ გოგონას როცა ბიჭმა ცივი თითები კაბის ქვეშ შეცურდა და ზემოთ აასრიალა, თან ისე რომ კაბის კიდეც აიყოლა
-მენდე-დაიჩურჩულა სუნთქვა აჩქარებულმა ბიჭმა და წითელ მთრთოლარე ტუჩებზე დააცხრა, მარიანას სუნთქვა შეუწყდა როცა თორნიკეს ცივი თითები უფრო ზემოთ ასრიალდა კაბის კიდესთან ერთად და უარსი დაემართა როცა ბიჭმა ოდნავ წამოსწია და საბოლოოდ მოაშორა სხეულიდან
-თორნიკე-დახშული ხმით აღმოხდა გოგონას საყვარელი მამაკაცის სახელი და სანამ რამეს იტყოდა კიდევ თორნიკემ კოცნით გააჩუმა. საბოლოოდ ვერც კი გაიაზრა მარიანამ როდის და როგორ მოაშორა თორნიკემ, მთრთოლარე სხეულიდან ზედმეტი ტანსაცმელი იმდენად თავშეკავებული და გააზრებული იყო მისი ყოველი შეხება, კოცნა და ქმედება. მარიანას ნელ-ნელა მოეხსნა შიში, დაძაბულობა, ღელვა და სცადა მთელი სხეულით შეეგრძნო საყვარელი მამაკაცის ძალა, ვნება და სიყვარული, იმის მიუხედავად რომ თორნიკეს ძალიან უჭირდა ქცევების, შეხების და ქმედებების კონტროლი, როგორღაც ახერხებდა რომ თავი მოეთოკა და მარიანასთვის ზედმეტი ტკივილი არ მიეყენებინა, როცა რამდენიმე ძლიერი ბიძგის მერე პირველად დაეუფლა საყვარელი გოგონა სხეულს ბედნიერების გიჟურმა ტალღამ გადაურა, იმის გააზრებაზე, რომ მარიანა საბოლოოდ მიისაკუთრა, სხეულის ყველა უჯრედით შეიგრძნო და განცადა საოცარი, არაამქვეყნიური ბედნიერება.
მარიანას სხეულს კი პირველი შეხებისთანავე არ ტოვებდა შიშის განცდა და როცა თორნიკემ საბოლოდ მიისაკუთრა უარესი დაემართა, რადგან მწველმა და ძლიერმა ტკივილმა ერთიანად დაურბინა მთელს სხეულში და ყველა უჯრედი ერთიანად მოიცვა ბედნიერების უცნაურ განცდასთან ერთად.
სოფი თორნიკეს ნომერზე ჯიუტად რეკავდა უკვე ოცდამეხუთეჯერ თან საათს უყურებდა რომელიც შუა ღამის ოთხს უჩვენებდა, როცა მოთმინების ძაფი საბოლოოდ გაუწყდა, ვაჩეს ნომერი აკრიფა და კარგა ხნის ფიქრის მერე დარეკა,
შუა ღამის ძილისგან, ძლივს აზრზე მოსული ვაჩეს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ტელეფონის ეკრანს დახედა და მასზე სოფის ნომერი გამოისახა, რადგან ის მის ზარებს და შეტყობინებებს არასოდეს პასუხობდა არა თუ დაერეკა მისთვის, ამიტომ მაშინვე უპასუხა
-სოფიკო?
-მარიანა სადაა? როგორაა? სად წაიყვანა შენმა არანორმალურმა ძმაკაცმა?-მიაყარა კითხვები აღელვებულმა გოგონამ
-აზრზე არ ვარ
-იცი!
-არ ვიცი მართლა... მაგრამ დარწმუნებული ვარ კარგადაა
-წავკისში წაიყვანა არა?
-მართლა არ ვიცი
-მართლა არ გილაპარაკია თორნიკესთან?-ასლუკუნდა სოფი
-მარიანა კარგად იქნები ნუ გეშინია რა...-საწოლზე წამოჯდა აღელვებული ბიჭი -ხომ იცი რომ თორნიკეს უყვარს...
-კარგი-ამოილუღლუღა გოგონამ და გაუთიშა, ვაჩემ რამდენჯერმე გადაურეკა მაგრამ აღარ უპასუხა ატირებუმ სოფიმ, რის გამოც უფრო აღელდა ვაჩე და შეტყობინებები მისწრა, მაგრამ რა თქმა უნდა წაუკითხავად წაშალა სოფიმ, რადგან იცოდა ისეთ რამეს მისწერდა ვაჩე, რომ ვერ მოითმენდა პასუხს დაუბრუნებდა.
დილით ადრე მანანას ჩხუბის ხმამ გააღვიძა ძლივს ჩაძინებული გოგონა
-შენი და სადაა? საწოლი ხელუხლებელია? გუშინ ღამე სახლში არ მოსულა არა?
-ბებია-ატირდა სოფი
-ხომ მითხარი გვიან მოვაო? მე თავი ცუდად ვიგრძენი და ადრე იმიტომ წამოვედიო? მეც მშვიდად დავიძინე! თურმე ქალბატონი სახლში საერთოდ არ აპირებს მოსვლას... დედაშენი რეკავს რა ვუთხრა? მიპასუხე რა ვუთხრა-მეთქი!- ქოთქოდებდა მანანა
-სიმართლე-ამოილუღლუღა სოფიმ და ჩამოცურებული ცრემლები მაჯით მოიწმინდა, მანანამ მესამე ზარზე უპასუხა შვილს
-დედა რა ხდება? მარიანას მთელი ღამე ვურეკვდი და გათიშული ჰქონდა ტელეფონი... ხომ თქვა სოფიმ გვიან მოვა და მერე დავარეკინებო? გამთენიისას ჩამეძინა, გავიღვიძე თუ არა დავურეკე და ისევ გათიშული აქ, სოფიმაც არ მიპასუხა
-სოფი აქ ბრძანდება-ბრაზნარევი ტონით უთხრა მანანამ-ამასაც ეძინა
-მარიანა? სადაა? დამალაპარაკე ძალიან ვღელავ
-სახლში არ მობრძანებულა
-რააა?-შეკივლა ნატომ
-არ მოსულა-გაიმეორა მანანამ ჩამწყდარი ხმით
-სოფი დამალაპარაკე-წყობრიდან გამოვიდა ქალი
-აუხსენი-მანანამ შვილიშვილს შეაჩეჩა ტელეფონი
-რას ჰქვია მარიანა სახლში არ დაბრუნებულა? ეს როგორ გავიგო? სად წავიდა? ვის გაეკიდა? ხმა ამოიღე სოფი თუ არ გინდა რომ ჭკუიდან საბოლოოდ გადავიდე
-თორნიკეს გაჰყვა რესტორნიდან-ასლუკუნდა გოგონა- მეგონა დაბრუნდებოდა...
-რააა? რას ქვია გაყვა, სად გაჰყვა, ღმერთო ახლა ჭკუიდან გადავალ-იყვირა გაავებულმა ქალმა
-დედა გთხოვ-შეეხვეწა სოფი
-გავგიჟდები... გავგიჟდები...ახლა მართლა გავგიჟდები ღმერთო -იყვირა ნატომ და გაუთიშა
-ესე იგი თორნიკეს გაეკიდა... და მთელი ღამე მასთან გაატარა-დანანებით თქვა მანანამ და ჩამოცურებული ცრემლები ხელის ზურგით მოიწმინდა
-მეგონა მოიყვანდა სახლში... არაფერი გითხარით რომ არ გენერვიულათ-საწოლიდან წამოდგა სოფი
-არასწორად მოიქცი-გაუბრაზდა მანანა და ოთახიდან გავიდა, სოფიმ ვეღარ გაძლო სახლში და ქუჩაში გავიდა, კარგა ხნის ბოდიალის მერე პარკში დაჯდა სკამზე და ძლივ შეკავებულ ცრემლებს უფლება მისცა გადმოდენილიყვნენ გაფითრებულ ღაწვებზე, ტელეფონის ზარმა შეაკრთო, ნომერს რომ დახედა მაშინვე ჩააქრო ეკრანი და ჯიბეში შეინახა, ზარი განმეორდა, ისევ და ისევ, დაუსრულებლად რეკავდა ვაჩე, სოფი კი ჯიუტად არ პასუხობდა ბოლოს გაცეცხლებულმა ბიჭმა მისწერა,, ეს მარიანას ეხება" სოფი წაუკითხავად აპირებდა ამჯერადაც მისი შეტყობინების წაშლას მაგრამ თვალი რომ ჰკიდა სახელ მარიანას გული შეუქანდა და ვაჩეს მორიგ ზარს მაშინვე უპასუხა
-სადაა ჩემი და? როგორაა? კარგადაა? რა ხდება?-მიაყარა კითხველი და ხმის ამოღება არ აცადა დაძაბულ ბიჭს
-კარგადაა... დამშვიდდი
-ელეპარაკე თორნიკეს?
-ჰო
-მარიანას არ მოიყვანს ხომ ასეა?-ხმა აუკანკალდა
-არ მოიყვანს-დაეთანხმა ვაჩე და მის დაძაბულ სმენას სოფის სლუკუნის ხმა რომ მიწვდა საშინლად დაიძაბა -შენ? კარგად ხარ? -ჰკითხა ხმა დაბალი ტონით
-არა, არ ვარ! ძალიან ცუდად ვარ!

№1 სტუმარი ელა1

ნეაკო როგორც ყოველთვის კარგი იყო.რაც შეეხება თორნიკეს და მარიანას არ ვიცი რა გითხრა.მისი მესმის პატარა გოგოა რომელსაც შეუყვარდა და სწირედ სიყვარილმა ჩაადენინა ეს საქციელი იმედია ამ საქციელს არ ინანებს.რაც შეეხება თორნიკეს ეხლა რა მოხდება მგონი თავისი გაიტანა და ვსო მარიანა მისი საკუთრებაა იცი შეიძლება ეს რაც გააკეთა მართლა სიყვარულმა ჩაადენინა არ ვიცი ,ეხლა მარიანა მისი ცოლი გახტა და მგონი ეხლა გართულდება ყველაფერი ორივისთვის.თან ამას დაემატება ის რო თორნიკე სიმართლწს გაიგებს და სულ ჩაიკეტება საკუთარ თავში და ეს უფრო უარესი იქნება პირველ რიგშო მარიანასთვის სულ სხვანაირ თორნიკეს გაიცნობს.მომეწონა როგორ დაელაპარაკა სოფომ ვაჩეს ძალიან მომწონს როგორც აზრივნებს.❤❤❤ველოდები შემდეგ თავს

№2  offline წევრი ალე

ვისიამოვნე, ველოდები შემდეგ თავს

№3  offline მოდერი ნეაკო

ელა1

ვაიმე ელა, ნეტა იცოდე როგორ კრიტიკას ველოდები ამ თავზე , მარიანას საქციელის გამო და შენმა კომენტარმა როგორ გამახარა არ იცი შენ ❤❤❤❤❤❤❤❤
ძალიან ძალიან მიხარია რომ ცდილობ ყველას გაუგო და მათ ქცევას ახსნა მოუძებნო, ისევე როგორც მე ❤❤❤❤❤
შენ მართალი ხარ თორნიკე სიმართლეს რომ გაიგებს, ეს ყველაფერი ყველაზე მტკივნეულად მარიანას შეეხება, მათი ურთიერთობა საშინლად დაიძაბება.
მიხარია რომ სოფი მიგწონს და მისი დამოკიდებულებაც ვაჩეს მიმართ ❤❤❤❤❤❤

ალე
ვისიამოვნე, ველოდები შემდეგ თავს

მიხარია რომ მოგეწონა ❤❤❤❤❤

№4 სტუმარი სტუმარი ანუკი

სოფოს შეხედულებები და დამოკიდებულება ისე მახარებს და მაბედნიერებს, რომ მეტი არ შეიძლება. მომეწონა ვაჩეს დამოკიდებულება, ძალიან რთული და საშინელი მენტალიტეტის მქონე მეგონა, ეს ჯერ მთლიანად არაა გარკვეული როგორია და რანაირია ჯერ ყველაფერი წინაა, მაგრამ ამ თავიდან სოფომაც და ვაჩემაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამიტოვეს. რასაც ვერ ვიტყვი თორნიკეზე და მარიანაზე, ასეთ მოკლე დროში ასეთ ადრეულ ასაკში ქორწინება ნებისმიერ შემთხვევაში ცუდია და კარგი არაფერი მოაქვს, მითუმეტეს ამათთან დარწმუნებული ვარ ყველაფერი ორმაგად გართულდება. იმედია შენგან როგორც მწერლის ამის წახალისება არ მოხდება.♥️♥️♥️♥️

№5  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ანუკი

მადლობა გამოხმაურებისთვის და აზრის გაზიარებისთვის ❤❤❤❤❤❤❤❤ მიხარია სოფი რომ მოგწონს, ვაჩეს რაც შეეხება, მას ნამდვილი სიყვარული შეცვლის... მართალია მტკივნეულად მაგრამ მაინც...
ნაადრევი ქორწინების მომხრე არც მე ვარ და როგორც მწერალი ძალიან ვეცდები ჩემი შეხედულება სწორად გადმოვცე და არ წავახალისო ეს ყველაფერი.
მარიანა და თორნიკეს ბევრის გადატანა მოუწევთ და ეს ნაადრევი და გაუაზრებელი ქორწინების ბრალისც იქნება თავისთავად

№6 სტუმარი სტუმარი nazi

ვაიმე რები ხდება მოკლედ კარგია მომწონს ძალიან საყვარლები არიან გელოდები ❤❤❤❤❤

№7  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი nazi
ვაიმე რები ხდება მოკლედ კარგია მომწონს ძალიან საყვარლები არიან გელოდები ❤❤❤❤❤

მადლობა რომ სულ მეხმიანები და მიზიარებ შენს აზრს ❤❤❤❤❤❤❤მიხარია რომ მოგწონს❤❤❤❤❤❤

№8 სტუმარი სტუმარი ელი

ვკითხულობ ხოლმე შენს მოთხრობებს და რაღაცეები მომწონებია კიდეც მაგრამ ასე მგონია გაიყინე ამ თემაზე,ვფიქრობ დროა როგორც მწერალი ცოტა გაიზარდო...დებილ და მერე აზრზე მოსულ გოგოებზე და მოძალადე მერე ასევე ცოტა აზრზე მოსულ ბიჭებზე რამდენი შეიძლება წერო... სექსის სცენები კიდევ ცალკე ვაგლახობაა,დაწყებული ცხელი სუნთქვის მიფრქვევით რამდენიმე ბიძგით დასრულებული... მართლა უკაცრავად ასეთი კომენტარისთვის,მესმის რომ ამას ყავს მკითხველი ასე თუ ისე მაგრამ უფრო გემოვნებიან მკითხველზეც თუ იზრუნებ წახვალ წინ,განვითარდები...

№9 სტუმარი სტუმარი თიკო

ერთი ის მომენტი, ან ის ისტორია მანახა რომელიმე წყვილის პირველ ღამეს მეგობრების, ოჯახის წევრების და ზედმეტი ხმაურის გარეშე რომ გაატარებენ :დ (შენს ისტორიებზე ვამბობ, მაგრამ ხაზს უხეშობის მიზნით არ ვუსვამ❤) რა ვთქვა, ჯერ არ ველოდი ასეთ ნაბიჯს მარიანასგან მაინც. უნდა ეფიქრა (ეს ცოტა უხეშად ნათქვამია, მაგრამ ამ სიტუაციას ,,უხდება"), რომ თორნიკე გაუჭედავს და რაღაცეების აკრძალვასაც დაუწყებს როგორც შეუგნებელი და განუვითარებელი ,,კაცი". ან ძალიან მეამიტია, ან ბრძოლის უნარი არ ექნება. სოფი მიყვარს ერთადერთი და ანაც მომეწონა წინაზე. მგონია რომ გიორგის და ანას ამბავი გამეორდება, მაგრამ ამჯერად მარიანა ვერ გაუწევს სათანადო წინააღმდეგონას, ან გაუწევს და უარესი დაემართებათ რაც ანას და გიორგის. მოკლედ, ვნახოთ, ვნახოთ❤ წარმატებები!❤❤❤

აუ, აუ, ახლა გადავხედე ჩემს კომენტარს და ძაან ისე მიწერია მარიანაზე, ნუ პირველ ღამეზე. არადა იდეაში სულ სხვანაირად მინდოდა მეთქვა. იქნებ, რამენაირად მიხვდე რას ვგულისხმობ :დ:დ❤

№10  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ელი
ვკითხულობ ხოლმე შენს მოთხრობებს და რაღაცეები მომწონებია კიდეც მაგრამ ასე მგონია გაიყინე ამ თემაზე,ვფიქრობ დროა როგორც მწერალი ცოტა გაიზარდო...დებილ და მერე აზრზე მოსულ გოგოებზე და მოძალადე მერე ასევე ცოტა აზრზე მოსულ ბიჭებზე რამდენი შეიძლება წერო... სექსის სცენები კიდევ ცალკე ვაგლახობაა,დაწყებული ცხელი სუნთქვის მიფრქვევით რამდენიმე ბიძგით დასრულებული... მართლა უკაცრავად ასეთი კომენტარისთვის,მესმის რომ ამას ყავს მკითხველი ასე თუ ისე მაგრამ უფრო გემოვნებიან მკითხველზეც თუ იზრუნებ წახვალ წინ,განვითარდები...

გასაგებია შენი აზრი, მაგრამ მე ასე წერა შემიძლია მხოლოდ და ვისაც უფრო გემოვნებიანი ისტორიის კითხვა სურს შეუძლია სხვა მწერლის ისტორიები წაიკითხოს, აქ დიდი არჩევანია საამისოდ.
მე განვითარებზე და დიდ მიღწევებზე პრეტენზია არ მაქვს.

სტუმარი თიკო
ერთი ის მომენტი, ან ის ისტორია მანახა რომელიმე წყვილის პირველ ღამეს მეგობრების, ოჯახის წევრების და ზედმეტი ხმაურის გარეშე რომ გაატარებენ :დ (შენს ისტორიებზე ვამბობ, მაგრამ ხაზს უხეშობის მიზნით არ ვუსვამ❤) რა ვთქვა, ჯერ არ ველოდი ასეთ ნაბიჯს მარიანასგან მაინც. უნდა ეფიქრა (ეს ცოტა უხეშად ნათქვამია, მაგრამ ამ სიტუაციას ,,უხდება"), რომ თორნიკე გაუჭედავს და რაღაცეების აკრძალვასაც დაუწყებს როგორც შეუგნებელი და განუვითარებელი ,,კაცი". ან ძალიან მეამიტია, ან ბრძოლის უნარი არ ექნება. სოფი მიყვარს ერთადერთი და ანაც მომეწონა წინაზე. მგონია რომ გიორგის და ანას ამბავი გამეორდება, მაგრამ ამჯერად მარიანა ვერ გაუწევს სათანადო წინააღმდეგონას, ან გაუწევს და უარესი დაემართებათ რაც ანას და გიორგის. მოკლედ, ვნახოთ, ვნახოთ❤ წარმატებები!❤❤❤

აუ, აუ, ახლა გადავხედე ჩემს კომენტარს და ძაან ისე მიწერია მარიანაზე, ნუ პირველ ღამეზე. არადა იდეაში სულ სხვანაირად მინდოდა მეთქვა. იქნებ, რამენაირად მიხვდე რას ვგულისხმობ :დ:დ❤

თიკოოო რა მკაცრი ხარ, მინდა გითხრა კიდევ უფრო მეტ კრიტიკას ველოდი❤❤❤ ❤❤❤❤მესმის რასაც გულისხმობ და შენი შენიშვნა სავსები მისაღები და გასაგებია.
გეთანხმები მარიანამ საშინელი შეცდომა დაუშვა ნამდვილად ამ გაუაზრებლად წინ გადადგმული ნაბიჯის გამო და საკმაოდ ბევრის გადატანაც მოუწევს ამის გამო, თორნიკესთვის წინააღმდეგობის გაწევას რაც შეეხება ნამდვილად გაუჭირდება ეს, თუმცა საბოლოოდ ყველა და ყველაფერი შეიცვლება.

№11 სტუმარი სტუმარი კირა

რატომ არიან ეს ხალხი ასეთი კომუნისტები? ან სირცხვილი რატომაა ქორწინების გარეშე მამაკაცთან ასეთი ურთიერთობა? მოკლედ რაა პირველი ღამის წესიერად გატარებაც არ აცადეს საწყალ წყვილს???????????? .

№12  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი კირა
რატომ არიან ეს ხალხი ასეთი კომუნისტები? ან სირცხვილი რატომაა ქორწინების გარეშე მამაკაცთან ასეთი ურთიერთობა? მოკლედ რაა პირველი ღამის წესიერად გატარებაც არ აცადეს საწყალ წყვილს???????????? .

❤❤❤❤გეთანხმები სწორედ ასეა, არაფერი იმაში საგანგაშო თუ ადამიანებს ერთმანეთი უყვართ და ერთად ყოფნა უნდათ, ერთი ღამით ან ერთი წლით, მაგრამ რეალურად ალბათ ყველა მშობელი მსგავს რეაქცია ექნებოდა, მითუმეტეს როცა შორსაა ❤❤❤

№13 სტუმარი სტუმარი კირა

მარიანას კრიტიკა ნამდვილად ეკუთვნის ამ შემთხვევაში. ჯერ ერთი ქორწინების გარეშე მამაკაცთან ასეთი ურთიერთობა სირცხვილი ნამდვილად არაა და ასე არუნდა გაბრაზებულიყო მარიანას ბებია და დედა. მარიანას შეცდომა ის იყო რომ თორნიკესთან დარჩა. წესიერად არიცნობ ადამიანს, ხედავ როგორი ხასიათები აქვს, ჯერ ცოლად არ მოუყვანიხარ და უკვე ბრაძანებებს და კანონებს გიწესებს,
წარმომიდგენია ესენი რომ ერთად ცხოვრებას დაიწყებენ რა დღეში იქნება მარიანა. ამიტომაც არუნდა დარჩენილიყო, ცოტა დრო უნდა მიეცათ ერთმანეთისთვის უკეთ გაიცნობდნენ ერთმანეთს და ცოლ-ქმრობაზე მერე ეფიქრათ. თან მარიანა პატარაა ასაკით ჩემი ტოლია;)პირველ რიგში სწავლა და გათხოვება მერე, დედამისი საზღვარგარეთ წავიდა იმის გამო რომ სწავლის ფული გადაეხადა გოგონებისთვის, თან ისე გაუჭირდა მშობლიური მიწის დატოვება.ამან კიდევ რა ქნა? პირველივე შესაძლებლობისთანავე თორნიკეს გაეკიდა. დიდი იმედგაცრუებული იქნება ეხლა მარიანას დედა.

№14  offline მოდერი ნეაკო

აბსოლუტურად გეთანხმები ❤❤❤❤❤ ნაადრევი ქორწინება ნებისმიერ შემთხვევაში გაუმართლებელია, მითუმეტეს როცა ასე დაუფიქრებლად დგავ აცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვა და რთულ ნაბიჯებს, თან შენს ცხოვრებას, გინდა თუ არ გინდა ანდობ მთლიანად სხვა ადამიანს, იმიტომ რომ 18 წლის ასაკში ადამიანს არ გაქვს იმდენი შესაძლებლობა რომ დამოუკიდებლად გადადგა ნაბიჯები.
18 წლის ასაკში ოჯახის იმედად ხარ ისევ ადამიანი... ქორწინება და ქმარი, მითუმეტეს თორნიკესნაირი რთული ხასიათის ადამიანთან ნამდვილად დიდიცხოვრებისეული შეცდომაა.

№15 სტუმარი ელა1

სტუმარი კირა
მარიანას კრიტიკა ნამდვილად ეკუთვნის ამ შემთხვევაში. ჯერ ერთი ქორწინების გარეშე მამაკაცთან ასეთი ურთიერთობა სირცხვილი ნამდვილად არაა და ასე არუნდა გაბრაზებულიყო მარიანას ბებია და დედა. მარიანას შეცდომა ის იყო რომ თორნიკესთან დარჩა. წესიერად არიცნობ ადამიანს, ხედავ როგორი ხასიათები აქვს, ჯერ ცოლად არ მოუყვანიხარ და უკვე ბრაძანებებს და კანონებს გიწესებს,
წარმომიდგენია ესენი რომ ერთად ცხოვრებას დაიწყებენ რა დღეში იქნება მარიანა. ამიტომაც არუნდა დარჩენილიყო, ცოტა დრო უნდა მიეცათ ერთმანეთისთვის უკეთ გაიცნობდნენ ერთმანეთს და ცოლ-ქმრობაზე მერე ეფიქრათ. თან მარიანა პატარაა ასაკით ჩემი ტოლია;)პირველ რიგში სწავლა და გათხოვება მერე, დედამისი საზღვარგარეთ წავიდა იმის გამო რომ სწავლის ფული გადაეხადა გოგონებისთვის, თან ისე გაუჭირდა მშობლიური მიწის დატოვება.ამან კიდევ რა ქნა? პირველივე შესაძლებლობისთანავე თორნიკეს გაეკიდა. დიდი იმედგაცრუებული იქნება ეხლა მარიანას დედა.

კირა გეთანხმებით შეიძლება მართლა არასწორედ მოიქცა მაგრამ მარიანა შეყვარებულია და როცა მარიანას
ნაირი გოგოები შეყვარებულები არიან გონიათ რო სწორედ იქცევიან მითუმეტეს როცა ბიჯისგან მიდის ინეციატივა და მე ვფიქრობ რო ორივეს უნდოდა ეს და ამიტომ მოხტა ეს .რაც შეეხება მარიანას დედას მისიც მესმის არც ერთ დრდას არ უნდა რო მისი გიგოს ესეთი რამე დაემართოს მითუმეტეს რო მისი გულისთვის წავიდა უცხოეტში ღელავს თავის შვილზე და ბერვიულობს არა იმიტომ რო ღამე არ მოსულა და ა.ს
შ უბრალოდ იმაზე ნერვიულობს რო არ უნდა ეჩქარა და ეს ნაბიჯი გადადგა ფიქრობს რო ჯერ უნდა ესწავლა მე ასე ვფიქრომ და მგონი ნეაკოც ასე ფიქრობს არა ნეაკო?❤❤თუ არასწორედ ვამბობ მითხარით არ მეწყინება

№16 სტუმარი სტუმარი კირა

აუუ როგორ გამეხარდა კომენტარზე რომ მიპასუხე.❤

მესმის რომ ერთმანეთი უყვართ მაგრამ, მარიანას პირველ რიგში სწავლაზე უნდა ეფიქრა, მერე დედაზე რომელიც მის გამო უცხოეთში წავიდა, შემდეგ ბებიაზე რომელსაც ისედაც ათასი პრობლემა აწუხებს და ტყუპისცალ დაზე რომელიც ისიც ისეთივა პატარა და გამოუცდელია როგორიც თვითონ მარიანა. ეხლა უამრავ პრობლემას წააწყდება თორნიკესთან ერთად და ინანებს ამ გადადგმულ ნაბიჯს. ამიტომ თავიდანვე უნდა ეფიქრა ამ ყველაფერზე. ისეთი პატარაც არ არის რომ ეს ვერ გაიაზროს.
ქეთის რისი გადატანაც მოუხდა ალბათ ზუსტად იგივეს გადაიტანს მარიანა, ან უფრო უარესს

№17  offline მოდერი ნეაკო

რა თქმა უნდა სწორად მსჯელობ ელა, მეც ასე ვფიქრობ, რეალურად ყველა მშობელი განიცდის როცა მისი შვილი მსგავს ნაბიჯს ასე დაუფიქრებლად დგავს, მითუმეტეს როცა ასე შორსაა შვილისგან.
ერთი ღამე თუ არ მივა შვილი სახლში მაშინაც მსგავსი რექცია ექნება მშობელს, იმის მიუხედავად რომ ჩვენ აქ ვწერთ არაფერი შავდება ამითიო, რეალურად ესაა ქართული მენტალიტეტი.
ოჯახის შექმნა ნაადრევ ასაკში კი ვფიქრობ ყველაზე დიდი სისულელეა.
მარიანა შეყვარებული პატარა გოგონაა ოცნებებით სავსე და ვფიქრობ რომ სწორედ სიყვარულის გამო დაუშვა გამოუსწორებელი შეცდომა

სტუმარი კირა
ელა1
სტუმარი კირა
მარიანას კრიტიკა ნამდვილად ეკუთვნის ამ შემთხვევაში. ჯერ ერთი ქორწინების გარეშე მამაკაცთან ასეთი ურთიერთობა სირცხვილი ნამდვილად არაა და ასე არუნდა გაბრაზებულიყო მარიანას ბებია და დედა. მარიანას შეცდომა ის იყო რომ თორნიკესთან დარჩა. წესიერად არიცნობ ადამიანს, ხედავ როგორი ხასიათები აქვს, ჯერ ცოლად არ მოუყვანიხარ და უკვე ბრაძანებებს და კანონებს გიწესებს,
წარმომიდგენია ესენი რომ ერთად ცხოვრებას დაიწყებენ რა დღეში იქნება მარიანა. ამიტომაც არუნდა დარჩენილიყო, ცოტა დრო უნდა მიეცათ ერთმანეთისთვის უკეთ გაიცნობდნენ ერთმანეთს და ცოლ-ქმრობაზე მერე ეფიქრათ. თან მარიანა პატარაა ასაკით ჩემი ტოლია;)პირველ რიგში სწავლა და გათხოვება მერე, დედამისი საზღვარგარეთ წავიდა იმის გამო რომ სწავლის ფული გადაეხადა გოგონებისთვის, თან ისე გაუჭირდა მშობლიური მიწის დატოვება.ამან კიდევ რა ქნა? პირველივე შესაძლებლობისთანავე თორნიკეს გაეკიდა. დიდი იმედგაცრუებული იქნება ეხლა მარიანას დედა.

კირა გეთანხმებით შეიძლება მართლა არასწორედ მოიქცა მაგრამ მარიანა შეყვარებულია და როცა მარიანას
ნაირი გოგოები შეყვარებულები არიან გონიათ რო სწორედ იქცევიან მითუმეტეს როცა ბიჯისგან მიდის ინეციატივა და მე ვფიქრობ რო ორივეს უნდოდა ეს და ამიტომ მოხტა ეს .რაც შეეხება მარიანას დედას მისიც მესმის არც ერთ დრდას არ უნდა რო მისი გიგოს ესეთი რამე დაემართოს მითუმეტეს რო მისი გულისთვის წავიდა უცხოეტში ღელავს თავის შვილზე და ბერვიულობს არა იმიტომ რო ღამე არ მოსულა და ა.ს
შ უბრალოდ იმაზე ნერვიულობს რო არ უნდა ეჩქარა და ეს ნაბიჯი გადადგა ფიქრობს რო ჯერ უნდა ესწავლა მე ასე ვფიქრომ და მგონი ნეაკოც ასე ფიქრობს არა ნეაკო?❤❤თუ არასწორედ ვამბობ მითხარით არ მეწყინება

აუუ როგორ გამეხარდა კომენტარზე რომ მიპასუხე.❤

მესმის რომ ერთმანეთი უყვართ მაგრამ, მარიანას პირველ რიგში სწავლაზე უნდა ეფიქრა, მერე დედაზე რომელიც მის გამო უცხოეთში წავიდა, შემდეგ ბებიაზე რომელსაც ისედაც ათასი პრობლემა აწუხებს და ტყუპისცალ დაზე რომელიც ისიც ისეთივა პატარა და გამოუცდელია როგორიც თვითონ მარიანა. ეხლა უამრავ პრობლემას წააწყდება თორნიკესთან ერთად და ინანებს ამ გადადგმულ ნაბიჯს. ამიტომ თავიდანვე უნდა ეფიქრა ამ ყველაფერზე. ისეთი პატარაც არ არის რომ ეს ვერ გაიაზროს.
ქეთის რისი გადატანაც მოუხდა ალბათ ზუსტად იგივეს გადაიტანს მარიანა, ან უფრო უარესს

სწორედ ასე იქნება კირა, მარიანას ქეთიზე ბევრად მეტის გადატანა მოუწევს რადგან თორნიკე ირაკლიზე უფრო რთული ხასიათებისააა.
მარიანას ნამდვილად უნდა ეფიქრა ოჯახზე და მსგავსი გადაწყვეტილება ასე გაუაზრებლად არ უნდა მიეღო. უყვარს მაგრამ ამ დროს ცოტა სხვა რამეებსაც უნდა შეხედო სხვა თვალით.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent