სიყვარული გრძნობების გარეშე 12 თავი
-ტირი?-აღელდა ვაჩე -არა-ამოილუღლუღა გოგონამ -სად ხარ მოგაკითხავ -თავი დამანებე -სად ხარ-თქო-გაბრაზდა ბიჭი -შემეშვი -სოფი -ვაჩე მორჩი! -გთხოვ მითხარი სად ხარ მოგაკითხავ-ტონი შეცვალა ბიჭმა -შენთვის რა მნიშვნელობა აქვს მე სად ვარ და რას ვგრძნობ ახლა?-ამოილუღლუღა გოგონამ და ხმა ჩაუწყდა -ააქვს-ხმა დაბალი ტონით უთხრა აღელებულმა ბიჭმა, სავარძლიდან წამოდგა, მანქანის გასაღებს წამოავლო ხელი და მისაღებში გავარდა -საით?-უკან გაეკიდა დამფრთხალი ვიკა შვილს -საქმეზე-მოუჭრა ვაჩემ, კიბეები სწრაფად ჩაირბინა, მანქნაში ჩაჯდა და გიჟივით გააქანა- სოფი აქ ხარ?-ტელეფონი ხმა მაღალ კავშირზე ჩართო -უნდა წავიდე -გთხოვ მითხარი სად ხარ-შეეხვეწა ბიჭი-მოვალ და ვილაპარაკოთ -შენი ნახვა არ მინდა, მითუმეტეს შენთან ლაპარაკი- სლუკუნებდა სოფი -ცუდად ხარ -ჰო ვარ მერე შენ რა? -მოვალ და დავილაპარაკოთ... ხანდახან მეც შემიძლია ნორმალური ადამიანივით მოქცევა, ისე...რომ იცოდე-სიცილით უთხრა ბიჭმა -მეეჭვება-მკაცრი ტონით უთხრა გოგონამ და ვაჩეს სიცილზე თავადაც გაეცინა -მითხარი რა სად ხარ-არ მოეშვა ვაჩე -არ გეტყვი, არ მინდა შენი ნახვა -გთხოვ... -უნდა წავიდე -სოფი არ გათიშო!-აღელდა ბიჭი -ვაჩე რა გინდა?-გაბრაზდა სოფი -არაფერი უბრალოდ მითხარი სად ხარ მოგაკითხავ და ვილაპარაკით... -არ მინდა-აღელდა სოფი და გაუთიშა, ვაჩემ გადაურეკა მაგრამ რა თქმა უნდა სოფიმ არ უპასუხა, ვაჩე ჯიუტად რეკავდა და სოფი კი ჯიუტად არ პასუხობდა. -ამის დედასაც შევ.ცი-იყვირა გაავებულმა ბიჭმა და სიჩქარეს მოუმატა. ვაჩეს ბედნიერების გიჟურმა ტალღამ გადაუარა როცა პარკში მისულს, სოფი, მის საყვარელ ადგილას დახვა, სწრაფად მიუახლოვდა და მის წინ გაჩერდა, სოფიმ გაოცებული სახით ახედა მომღიმარ ბიჭს და მაშინვე მზერა აარიდა, მის არაულ თაფლისფერ სფეროებს -ვიცოდი რომ აქ იქნებოდი-ხმა დაბალი ტონით უთხრა და ზემოდან დააცქერდა მის წაშლილ სახეს, გოგონამ არაფერი უპასუხა და ცრემლიანი თვალებით გახედა სივრცეს -სოფი-ვაჩემ ნიკაპზე მოკიდა ხელი დაბნეულ გოგონას და თავი ააწევნა -რატომ მოხვედი?-ჩამწყდარი ხმით ჰკითხა გოგონამ და მზერა გაუსწორა -შენს გამო -გეყოფა-სოფიმ სახიდან მოიშორა მისი ხელი და ფეხზე წამოდგა -უნდა წავიდა -დაიჩურჩულა და თავი დახარა -ცოტა ხანს დარჩი-წინ აესვეტა ვაჩე -აზრი? -ცრემლიანი თვალებით შეხედა გოგონამ -ვილაპარაკოთ -რაზე?-დაიჩურჩულა გოგონამ და შეკრთა როცა გაფითრებულ ღაწვებზე ჩამოცურებული ცრემლები ხელის ზურგით მოაშორა დაძაბულმა ბიჭმა- არ გინდა-შეეხვეწა გოგონა და გვერდზე წადგა ნაბიჯი მაგრამ ვაჩემ ისევ გზა გადაუღობა -გთხოვ დარჩი... სულ რამდენიმე წუთით-გაუღიმა აღელებულმა, სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და ნერვიულად მოუკიდა -სახლში წასვლა მინდა-მზერა გაუსწორა სახე ალეწილმა გოგონამ -სოფი-დაიჩურჩულა თავგზააბნეულმა ბიჭმა საყვარელი გოგონას სახელი, ზედმეტად მიუახლოვდა და ცხელი სუნთქვა მიაფრქვია სახეზე, გაუაზრებლად თმებში შეუცურა ხელი და ამღვრეული თაფლისფერი სფეროები მის ტუჩებს გაუშტერა, სოფი საშინლად დაძაბა ვაჩეს ზედმეტმა სიახლოვემ და შეხებამ, ამიტომ უკან წადგა ნაბიჯი, გაბრაზებულმა ბიჭმა ჰაერში გაშეშებული, აკანკალებული ხელი ძლიერად მომუშტა და ნელა დაუშვა დაბლა -ამდენად გეზიზღება ჩემი შეხება?- ჩამწყდარი ხმით ჰკითხა და მზერა გაუსწორა -არა, არ მძულს, უბრალოდ მეშინია-გულწრფელად უთხრა გოგონამ და მოწოლილ ცრემლებს მთელი ძალით გაუწია წინააღმდეგობა -გეშინია?-შეიცხადა ვაჩემ, სიგარეტის ნახევრად ჩამწვარი ღერი ტუჩებშორის მოიქცია და ღრმა ნაფაზი დაატყა -რატომ?-ბრაზნარევი ტონით ჰკითხა -მგონია, რომ ამჯერადაც ტკივილი უნდა მომაყენო- ხმა აკანკალებულმა უთხრა, ნაბიჯი გვერდზე წადგა და ჩქარი ნაბიჯით დატოვა იქაურობა. ლავიწის ძვალზე, თორნიკეს ტუჩების შეხებამ გააღვიძა მარიანა -დილა მშვიდობისა-ჩურჩულით უთხრა ბიჭმა მომღიმარ გოგონას და ვნებიანი ტუჩები საწყის პოზიციაზე დააბრუნა -დილა მშვიდობისა-გაუბედავად ამოღერღა გოგონამ და თვალები დახუჭა -შემომხედე-დაუჩურჩილა თორნიკემ და ცხვირზე აკოცა, გოგონა უფრო დაიძაბა და საბანი ნელა ააცურა სახისკენ -მარიანა-გიჟივით გაეცინა თორნიკეს და წამში ზემოდან მოექცა აღელვებულ გოგონას -ახლა რა იზავ?-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან და ნიკაპზე აკოცა, ნელ-ნელა კი ქვემოთ ჩააცურა ვნაბიანი ტუჩები -თორნიკე-აღმოხდა სუნთქვა აჩქარებულ გოგონას და მკერდზე მიაბჯინა ხელები, თორნიკემ მაშინვე მაჯებში ჩაავლო ხელი და თავს ზემოთ დაუჭირა და ზემოდან დააცქერდა -ჩემი ხარ, მარტო ჩემი, მხოლოდ ჩემი-დაუჩურჩულა ყურს უკან და ტუჩებზე დააცხრა, ნელ-ნელა ხელები გაუთავისუფლა და მის შიშველ სხეულზე ჩააცურა ცივი თითები, გაუაზრებლად ფეხებშორის მოექცა და მისი დაუფლება სცადა -თორნიკე გაჩერდი-მარიანა მის ტუჩებს მოწყდა და ამღვრეულ თვალებში ჩააცქერდა დაბნეული -ამის დედასაც შევ.ცი-აღმოხდა დაძაბულ ბიჭს და მაშინვე მოშორდა მის სხეულს და გვერდზე გადაწვა, ხელი მუცელზე დაადო და თავი მის ყელში ჩარგო - რამე ხომ არ გატკინე?-ჩურჩულით ჰკითხა და ღრმად შეისუნთქა მისი თმის გამაბრუებელი სურნელი -არა-დაიჩურჩულა გოგონამ და თვალები დახუჭა -გავალ მოვწევ... თორემ ძალინ ცუდად ვარ- გამომწვევი ტონით უთხრა თორნიკემ, საწოლზე წამოჯდა შარვალი ამოიცვა, პარანგი დაუდევრად მოიცვა და ფეხზე წამოდგა -ხომ ნამდვილად კარგად ხარ?- საწოლს შემოუარა და ზემოდან დააცქერდა სუნთქვა შეწყვეტილ ცოლს -კარგად ვარ-გაუღიმა გოგონამ და როცა თორნიკე დაიხარა და შუბლზე აკოცა გააჟრჟოლა -წყლის გადავლება თუ გინდა იქაა სააბაზანო ოთახი- საძინებლის ღია კარიდან მიუთითა თეთრ კარზე -კარგი-ჩაილაპარაკა გოგონამ და გაუღიმა, როგორც კი ოთახიდან გავიდა თორნიკე საწოლზე წამოჯდა და ადგომა დააპირა მაგრამ მწველმა ტკივილმა ერთიანა დაურბინა მთელს სხეულში, ამიტომ გადასაფარებელი მჭიდროდ მოიხვია ტანზე და ცოტა ხნას გაჩერდა, როცა მწველი ტკივილი დაცხრა და ყრუ ტკივილად გავრცელდა მუცელში ფეხზე წამოდგა და სააბაზანო ოთახისკენ წავიდა ფეხშიშველი, აივანის ღია კართან მდგომმა თორნიკემ მომღიმარი სახით გახედა ცოლს და გამომწვევი მზერა ააყოლა მის ნახევრად შიშველ სხეულს -ასე ნუ მიყურებ -მაინც როგორ გიყურებ? -ასე-დაიძაბა მარიანა -ჩემს საკუთრებას ვუყურებ-გაეცინა ბიჭს და ნელა მიაუხლოვდა ერთ ადგილზე მიყინულ გოგონას- გინდა ერთად შევიდეთ?-სააბაზანოზე მიანიშნა -არავითარ შემთხვევაში-გაეცინა გოგონას, მაშინვე მიატრიალა ქმარი და სააბაზანო ოთახში შეიკეტა. სოფი ტორილისგან დასიებული თვალებით მიაჩერდა მანანას -ბე, გთხოვ ნუ მიბრაზდები -არ გიბრაზდები ბებოს სიხარულო, უბრალოდ მარიანაზე ძალიან ვღელავ -მეც ვღელავ-ატირდა სოფი -მისთვის წასვლის უფლება არ უნდა მიმეცა -შენი ბრალი არაა, ეს მისი არჩევანია -ჰო მაგრამ არასწორი არჩევანია -ხომ თქვი იმ ბიჭს უყვარსო?-დაიძაბა მანანა და სავარძელში უღონოდ ჩაეშვა -უყვარს მაგრამ...-ჩაფიქრდა სოფი, სწორად სათქმელ სიტყვებს ეძებდა- არასწორად -ანუ?-ვერაფერს მიხვდა მანანა -გრძნობების გარეშე! -სოფი ვერ ვხვდები რის თქმას ცდილობ, სიყვარული ხომ თავადაა გრძნობააა, ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი, ძლიერი და საოცარი გრძნობა -თორნიკეს ამ გრძნობების გარეშე უყვარს მარიანა, ავადმყოფურად ,არანორმაურად, გიჟურად... ხვდები რის თქმას ვცდილობ? -გგონია რომ გულს ატკენს? -ჰო ასე მგონია-ცხირი აეწვა გოგონას და ცრემლები მოეძალა -ეს მისი არჩევანია... -ჰო მაგრამ მეშინია, ძალიან მეშინია, არ მინდა გული ეტკინოს -სოფი მაშინებ -უბრალოდ მასზე ძალიან ვღელავ -ნატოს არ უთხრა ეს ყველაფერი კარგი? ისედაც ტირილით იკავს თავს, ვერაფრით დავამშვიდე -მე მადნაშაულებს ხო?-ატირდა სოფი -არა რა სისულელეს ამბობ-გაეცინა მანანას- შენ რა შუაშუ ხარ -მაშინ რატომ არ მელაპარაკება -ძალიან ცუდადაა და იმიტომ, ძალიან განიცდის, ჰგონია რომ მარიანას ცხოვრება თავზე დაენგრა ამ გაუაზრებელად გადადგმული ნაბიჯის გამო -ძალიან მენატრება-სახეზე ხელები აიფარა სოფიმ რომ გადმოდენილი ცრემლები დაემალა -მასაც ძალიან ენატრებით... შორიდან კიდევ უფრო სხვანაირად განიცდის ყველაფერს...თავს იდანაშაულებს... არ გეწყინოს რომ არ გელაპარაკება, უბრალოდ განადგურებულია და არ უნდა შენც გატკინოს -უთხარი რომ მიყვარს ძალიან მიყვარს-აღმოხდა ხმა აკანკალებულ გოგონას და სახლიდან გიჟივით გავარდა, ბნელ ქუჩაში უაზროდ დაბოდიალობდა და ცდილობდა მომხდარი დაწყნარებულიყო, ტელეფონის ხმამ შეაკრთო და ნომრისთვის არც დაუხედია ისე უპასუხა, ახლა მისთვის ყველა და ყველაფერი სულ ერთი იყო -სოფი-გაისმა მარიანას ჩამწყდარი ხმა -მარიანა-აღმოხდა აღელვებულ გოგონას, უმალ ცხვირი აეწვა დის ხმა რომ გაიგო და ცრემლები გადმოსცვივდა -როგორ ხართ? დედასთან ხომ არ გილაპარაკია? -არა, არ მელაპარაკება-ამოილუღლუღა გოგონამ და ჩურჩულით გააგრძელა -შენ? შენ როგორ ხარ? კარგად ხარ? -ცუდად ვარ... ძალიან ცუდად-ატირდა მარიანა -მოხდა რამე?-დაიძაბა სოფი -დედას დავურეკე წეღან... -მერე? -მიყვირა და გამითიშა-ატირდა გოგონა -არაუშავს გადაუვლის და შეგირიგდება -არ მაპატიებს... -ნუ ტირი რა ძაან გთხოვ, დამშვიდდება და დაგელაპარაკება -ძალიან ცუდად ვარ გთხოვ მოდი -მარიანა -მოდი რა... უარი არ მითხრა ძაან გთხოვ -მოვალ, მისამართი მითხარი -ვაჩე მოგაკითხავს და... მას გამოყევი-ყოყმანით უთხრა გოგონამ -რა ვაჩე, მეკაიფები?-გაბრაზდა სოფი -მისამართი არ ვიცი,თორნიკე არ მეუბნება... სიღნაღში ვართ... -სიღნაღში?-შეიცხადა სოფიმ -გთხოვ ვაჩეს გამოყევი რა, მალე მოვა... ძაან გთხოვ -კარგი ნუ სლუკუნებ გამოვყვები!-ბრაზნარევი ტონით უთხრა გოგონა - კარგი უნდა გავთიშო, მირეკავს ეგ იდიოტი ალბათ მოვიდა -ესე იგი გამოყვები ხო? -გამოვყვები-მეთქი -მიყვარხარ-ჩაყვირა მარიანამ და გაუთიშა, სოფიმ ვაჩეს ზარს უპასუხა -სად ხარ? სახლში ხარ ხო?-ინტერესით ჰკითხა ბიჭმა -ქუჩაში-მიახალა სოფიმ -იცი რომელი საათია?-გაბრაზდა ვაჩე -ვიცი მერე? -ამ დროს სახლში უნდა იყო და ქუჩაში არ დაბოდილობდე, თან მარტო!-ბოლო სიტყვები ხაზგასმით წარმოსთვქა -შენ რა იცი მარტო ვარ თუ არა? -ნუ მიწვევ-გაბრაზდა ვაჩე -საიდან მოიგონე?-ცინიკური ტონით ჰკითხა სოფიმ -სად ხარ -სახლთან ახლოს -მალე მოვალ, იცოდე ჭკვიანად- გამაფრთხილებელი ტონით უთხრა და გაუთიშა. სოფი შეკრთა როცა ფეხებთან მიუჩერა ვაჩემ მანქანა, გაბრაზებული სახით შეხედა საჭესთან მჯდომ ირონიულად მომღიმარ ბიჭს და წინა სავარძელში დაიკავა ადგილი -არ მჯერა რომ ჩემი ნებით ვჯდები შენს მანქანაში უკვე მეორედ-ჩაილაპარა უფრო თავისთვის ვიდრე ვაჩეს გასაგონად -უცნაურია ცხოვრება-მჭერმეტყველურად უთხრა ვაჩემ და გაზს ბოლომდე მიაჭირა -ნელა იარე... თუ შეიძლება-ბოლო სიტყვები ნაძალადევი სიმშვიდით დაამატა და ღვედი გაიკეთა -ნუ გეშინია, ისეთს არაფერს გავაკეთებ შენ რომ საფრთხეში ჩაგაგდო-უცნაური მზერით გახედა ვაჩემ საქარე მინაზე თვალებ მიყინულ გოგონას -რა მზრუნველი ხარ-ცინიკური ტონით უთხრა სოფიმ და მისკენ მიიხედა ალეწილი სახით -გაითვალისწინე შენ ერთადერთი ხარ ვის სურვილსაც დავემორჩილე-გაუღიმა ვაჩემ და მისკენ მიიხედა, მათი თვალები ერთმანეშეხვდა სოფი დაიძაბა და მაშინვე გაექცა ბიჭის გამომწვევ მზერას, რომელმაც შესამჩნევად დააგდო სიჩქარე. ქეთი ცრემლიანი თვალებით უყურებდა ქმარს -არ მჯერა... ღმერთო არ მჯერა... რა ცოლი... ერთმანეთს სულ რამდენიმე თვეა რაც იცნობენ... თან ის გოგონა ისეთი პატარაა... -დამშვიდდი, ახლა უკვე ცრემლებით ვერაფერს შეცვლი და გულს ნუღარ ატკენ ბავშვებს -უბრალოდ ძალიან ვღელავ მათზე... არ მეგონა თორნიკე ასე დაუფიქრებლად და სწრაფად თუ მიიღებდა მსგავს გადაწყვეტილებას... ალბათ იმ პატარა გოგოს აზრზე მოსვლა არც აცადა... -შენ რომ გამომყევი შენც პატარა იყავი...20 წლის- გაეცინა ირაკლის -თან, ხელში, პატარა 2 წლის ბავშვი გყავდა -მერე?-გაბრაზდა ქეთი -მერე რა მოხდა დაგავიწყდა? -არა რა დამავიწყებს მაგას-წარბები შეკრა ირაკლიმ- ერთი წლის მერე სახლიდან გამექეცი -შენ მაიძულე!-გაბრაზდა ქეთი -არა, შენ თავად გინდოდა რომ წასულიყავი!-ხმას აუწია გაღიზიანებულმა კაცმა -ჯერ კიდევ გქონდა იმედი რომ გეგა დაბრუნდებოდა რუსეთიდან -სისულელეს ნუ ბოდავ-ავარდა ქეთი -მე რომ გამომყევი ჯერ კიდევ ის ნაბ.ჭვარი გიყვარდა! გგონია ვერ ვხვდებოდი? ჩემი შეხებაც კი გაღიზიანებდა -არა, ასე არ იყო! წასვლა შენ მაიძულე! -რატომ? -იმიტომ რომ ეჭვიანობდი, უაზროდ ავადმყოფურად გიჟურად -მქონდა მიზეზი -არ არ გქონდა! მე შენ ცოლად გამოგყევი -იმიტომ რომ ახვა გზა არ დაგიტოვე... -ჰო, არ დამიტოვე გასაქანს არ მაძლევდი, თავს არ მანებებდი... მაგრამ მე ეს ყველაფერი მომწონდა, ძალიან მომწონდა -მაგრამ არ გიყვარდი, ცოლად გრძნობების გარეშე გამომყევი-ფეხზე წამოვარდა სავარძლიდან გაავებული კაცი და ფანჯარასთან მდგომ ცოლს სწრაფად და ზედმეტად მოუახლოვდა -ახლაც ეჭვი გეპარება ჩემს გრძნობებში! ხომ ასეა?- ავარდა ქეთი -ჰო ასეა-ვერ უარყო ირიაკლიმ მისი ნათქვამი და ზემოდან დააცქერდა ცოლს- იმიტომ რომ ძალიან მიყვარხარ და შენი დაკარგვის მეშინია- მოულოდნელად წელზე ძლიერად შემოაჭდო ძლიერი ხელები და ტანზე მჭიდროდ მიიკრო ცოლის სიფრიფანა სხეული -ის რაც მოხდა აღარ განმეორდება აღარასოდეს -რატომ წახვედი?-ამღვრეული თვალებით ჩააცქერდა ირაკლი ცოლს -არ ვიცი-გულწრფელად უთხრა ქალმა -გიყვარვარ? -მიყვარხარ -მაშინ? გიყვარდი -არა-ცრემლები მოეძალა ქალს-მაგრამ იმიტომ არ წავსულვარ რომ გეგას ველოდებოდი... შენ მატკინე, ძალიან მატკინე და სხვა გამოსავალი ვერ ვიპოვე გარდა გაქცევისა -იცი რა დამემართა როცა სახლში დავბრუნდი და აქ არ დამხვდით?-ხმა ჩაუწყდა კაცს -ალბათ ეს ყველაფერი უნდა გადაგვეტანა -უთქმელად უსიტყვოდ წახვედი ბავშვთან ერთად! -ვიცი რომ გული გატკინე -არა! ეს ტკენაზე მეტი იყო ბევრად მეტი ქეთი! -გგონია ჩემთვის მარტივი იყო? -ლამის შევიშალე... გეძებდი... ყველგან, ყველასთან... -ირაკლი -ქეთი ძალიან მიყვარხარ-აღმოხდა თავგზააბნეულ კაცს და ტუჩებზე დააცრა სუნთქვა აჩქარებულ ცოლს -ისევ?-კარი ხმაურით შეაღო ანიმ და სიცილით აიფარა სახეზე ხელები-მოკლეთ თქვენ მარტო დასატოვები არ ხართ რაა... წამს არ უშვებთ ხელიდან -ისევ?-შეიცხადა ირაკლიმ და ცოლს უკმაყოფილო სახით მოშორდა -აუ კაი რა მა-აბუზღუნდა ანი -რას დადიხარ წინ და უკან?-წარბები შეკრა ირაკლიმ -თითქოს ქუთაისიდან მოდიოდე და არ პარიზიდან -ისეთი ამბავი გავიგე რა გამაჩერებდა იმ უკმაყოფილო სახიან პარიზელებში?-აკისკისდა ანი და მამას ჩაეხუტა -წინასწარ არ უნდა გაგეფრთხილებინეთ რომ მოფრინავდით?-უსაყვედურა ქეთიმ-თან ერთ კვირაში გამოცდები გეწყება -რა გამაჩერებდა იქ მაშინ როცა ჩემმა არანორმალურმა ძმამ ცოლი მოიყვანა?-შეიცხადა ანიმ და ახლა დედას ჩაეხუტა -აუ სად არიან? ძაან მინდა ჩემი პაწუკა რძალის გაცნობა -სიღნაღში ყოფილან, ზუსტად ჩვენც არ ვიცით-მხრები აიჩეჩა ქეთიმ -აუ რა ძაან მაგარია -ძაან ვნერვიულობ -კაი რა დე... ხომ ვიცოდით შეყვარებული რომ ჰყავდა -ჰო მაგრამ... ასე უცბათ, გაუაზრებლად ასეთი ნაბიჯის გადადგმა...თან შენი თქმისა არ იყოს მარიანა მართლა ძალიან პატარააა -დამშვიდდი, მთავარია ერთმანეთი უყვართ-გაუღიმა გოგონამ დედას და ძმას დაურეკა -აუ თოკა თქვენთან მინდა რა... სად ხართ? -უკვე ჩამოხვედი გადარეულო?-გაეცინა ბიჭს -ჰო და ერთი სული მაქვს ჩემი რძალუკა გავიცნო -გიო მოგაკითხავს და მას გამოყევი, -მიჩალიჩებ?-გაბრაზდა ანი -შეიძლება ასეც ითქვას-გაეცინა თორნიკეს -დამპალო -გინდა თუ არა სიღნაღში წამოსვლა? -მინდააა-აბუზღუნდა ანი -მაშინ ნუ წუწუნებ და გიოს გამოყევი -ვერ გიტან -ვერც მე -აუ რა დამპალი ხარ -მაბრაზებ -კარგი კარგი რძალუკას გამო როგორმე ავიტან მაგ იდიოტს. გიორგიმ უცნაური მზერით გახედა მისი მანქანისაკენ მიმავალ გოგონას, რომელმაც წინა სავარძელში დაიკავა ადგილი ისე რომ მისთვის არ შეუხედია -მომენატრე-ცინიკური ტონით უთხრა ბიჭმა, მოულოდნელად მისკენ გადაიხარა და ყურს დაბლა აკოცა, ანის მაშინვე ჟრუნატელმა დაურბინა მთელს სხეულში და ხელები თავისდაუნებურად აუკანკლადა -შენ არა? -არც ისე-ორაზროვნად უპასუხა და საქარე მინას გაუშტერა თვალი -წელს ამთავრებ ხო?-სასხვათაშორისოდ იკითხა გიორგიმ და მანქანა დაქოქა -ამას შენთვის რამე მნიშვნელობა აქვს?-უაზრო მზერით გახედა ანიმ -პრინციპში არანაირი-მხრები აიჩეჩა გიორგიმ და სიჩქარეს მოუმატა -ძალიან კარგი-ყალბათ გაუღიმა ანიმ და გზას გახედა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.