სიყვარული გრძნობების გარეშე 13 თავი
გიორგიმ უცნაური მზერით გახედა ანის, რომელმაც მაშინვე იგრძნო მისი დაჟინებული მზერა, იმის მიუხედავად რომ თავად მისკენ არ გაუხედია და საშინლად დაიძაბა -საქართველოში აპირებ დაბრუნებას?-ვერ მოითმინა ბიჭმა და მაინც ჰკითხა ჩამწყდარი ხმით -ჯერ არ ვიცი-მშვიდი ტონით უპასუხა გოგონამ და მაქსიმალურად სცადა მოწოლილი მძიმე ემოციების დამალვა -გასაგებია-ნაწყენი ტონით უთხრა გიორგიმ და სიჩქარეს კიდევ უფრო მოუმატა -რა არის გასაგები?-ავარდა ანი -რომ შენთვის ისევ სულერთი ვარ -ასე არაა და შენ ეს კარგად იცი -მაშინ რატომ წახვედი?-მოულედნელად აყვირდა წყობრიდან გამოსული ბიჭი -იცი რატომაც წავედი-ხმას აუწია გოგონამ -მაშინ დაბრუნებაზე რატომ აღარ ფიქრობ?-დაუღრინა გიორგიმ და მისკენ მიიხედა ალეწილი სახით -მიზეზი არ მაქვს -დაიჩურჩულა გოგონამ და ცრემლიანი თვალები გაუშტერა საქარე მინას -სწორია-დაეთანხმა აღელვებული ბიჭი -მიზეზი აღარ გაქვს უკვე ოთხი წელია -სწორედ ასეა-თავს მოერია ანი და მისკენ მიიხედა, მათი ამღვრეული თვალები ერთმანეთს შეხვდა რამდენიმე წამის განმავლობაში -კარგი, როგორც გინდა!-ავარდა ბიჭი -ასე შენ გინდოდა! -შენ წახვედი და არა მე! -მე უბრალოდ სწავლა მინდოდა! -შენ უბრალოდ ჩემგან წასვლა გინდოდა -უარი შენ თქვი ჩვენი ურთიერთობის გაგრძელებაზე და არა მე!-წყობრიდან გამოვიდა გოგონა -იმიტომ რომ შენ ცოლობაზე უარი მითხარი -ახლაც იგივეს გავაკეთებდი-დაუღრინა გოგონამ და ფანჯარა ჩასწია, რადგან ჰაერი აღარ ყოფნიდა -კარგი-აღმოხდა გაცეცხლებულ ბიჭს და გაჩუმდა, სიღნაღში ისე ჩავიდნენ ხმა არცერთს აღარ ამოუღია. მარიანა ცრემლიანი თვალებით უყურებდა სახე ალეწილ სოფის -ჩემზე შენც გაბრაზებული ხარ?-ჰკითხა ჩამწყდარი ხმით -მე უბრალოდ არ მინდა რომ გული გეტკინოს -თორნიკე მიყვარს -მას? მას უყვარხარ? -ვუყვარვარ-დარწმუნებით უთხრა გოგონამ დას -შეიძლება ერთმანეთი მართლა გიყვართ მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება ასე გაუაზრებლად არ უნდა მიგეღო -გთხოვ ამას ნუ მეუბნები, ისედაც ცუდად ვარ... დედა ძალიან მეჩხუბა... იტირა მიყვირა და გამითიშა -მისი მესმის -გთხოვ-ასლუკუნდა მარიანა -შეცდომა დაუშვი-დარწმუნებით უთხრა სოფიმ და სევდიამად გაუღიმა დას -რატომ ფიქრობ ასე? ჩვენ ხომ ერთმანეთი გვიყვარს -გრძნობების გარეშე-გაბრაზდა სოფი -რაა?!-შეიცხადა მარიანამ -სიყვარულს ეძახით ერთმანეთის უაზრო აკვიატებას, სინამდვილეში საერთო არაფერი არ აქვს თქვენს გრძნობებს სიყვარულთან -ასე არააა -ასეა -სოფი გთხოვ... -კარგი...-სევდიანად გაუღიმა გოგონამ დას და ჩაეხუტა-მაპატიე, უბრალოდ შენზე ძალიან ვღელავ მინდა ბედნიერი იყო. -შეიძლება?-ანიმ ფრთხილად დააკაკუნა კარზე და გაოცებული მიაჩერდა დებს -არ არსებობს-შეიცხადა მათი საოცარი მსგავსების გამო -ჩემი რძალი რომელია? -მე-გაუღიმა მარიანამ და ფეხზე წამოდგა -ღმერთო ჩემო, რა ძალიან ჰგავხართ ერთმანეთს... ვერ ვხვდები ბიჭები როგორ ახერხებენ თქვენს განსხვავებას -შეიცხადა და რძალს ჩაეხუტა. სოფი აივნის მოაჯირზე ხელებდაყრდნობილი იდგა და სევდიანი სახით გაჰყურებდა ბნელ სივრცეს, რომელსაც დროდადრო ღრუბლებიდან გამოპარული მთვარის მკრთალი ნათება ფანტავდა, შეკრთა როცა ვაჩე ზურგიდან აეკრო და მოაჯირზე დაწყობილი ხელებზე ნაზად შეახო თავისი ცივი უხეში თითები -რას აკეთებ-გაბრაზდა გოგონა და მაშინვე ჩასწია ხელები, რადგან ვაჩეს ზედმეტი სიახლოვე და შეხება საშინლად მოქმედებდა მასზე -რატომ არ გძინავს?-ჩურჩულით ჰკითხა ვაჩემ, მოაჯირს ხელები ჩაკიდა და შუაში მოიმწყვდია აღელევებული გოგონა -ჩემზე ფიქრმა არ დაგაძინა ხო? -ცინიკური ტონით ჰკითხა და როცა გაბრაზებულმა გოგონამ მისკენ მიიხედა ცხვირზე აკოცა, სოფიმ მაშინვე აარიდა მზერა და ისევ ბნელ სივრცეს გახედა, გააჟრჟოლა როცა ბიჭის ცხელი სუნთქვა მიეფრქვია კისერზე -მგონი შემიყვარდი- დაუჩურჩულა ვაჩემ ყურს უკან და ცხელი ვნებიანი ტუჩები მიაწება მხარზე, სოფიმ რამდენიმე წამის განმავლობაში თაველი დახუჭა და სცადა დაფანტული აზრებისთვის თავი მოეყარა, როცა როგორც იქნა აზრზე მოსვლა შეძლო მისკენ შეტრიალდა განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა სასმლისგან ამღვრეულ თვალებში და გამომწვევი ტონით უთხრა -ვფიქრობ სიტყვა ,,მგონი" ზედმეტია აქ-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან, შემდეგ მისი მოაჯირს ჩაბღაუჭებული ხელი დაბლა დასწია და მომღიმარი სახით სახლში შევიდა -ამის დედასაც შევ.ცი-უმისამართოდ შეიგინა აღელვებულმა ბიჭმა, სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და ნერვიულად მოუკიდა. ქეთი ძალიან აღელვებული და დაბნეული დადიოდა წინ და უკან -რა გჭირს?-წინ აესვეტა ირაკლი და მომღიმარი სახით ჩააცქერდა თვალებში -მეც არ ვიცი -დამშვიდდი რა... სანარევულო არაფერია, ასეთი სახით თუ დახვდები იმ გოგოს შენზე მეტად ის დაიძაბება და ანერვულდება -მართალი ხარ-გაეღიმა ქეთის და კიდევ ერთხელ გადახედა გაშლილ სუფრას -ნუ ღელავ, ყველაფერი კარგად იქნება-ზედმეტად მიუახლოვდა ირაკლი ცოლს და თავზე აკოცა -საშინლად დაძაბული ვარ, ვერ მშვიდდები -არეული თვალებით ახედა ქალმა მომღიმარ ქმარს -შენით დამშვიდდები თუ ჩემებურად დაგამშვიდო?- გამომწვევი მზერით ჩააცქერდა ირაკი თვალებამღვერეულ ცოლს -ნუ სულელობ -გაეცინა ქალს და დივანზე დაჯდა, როგორც კი მანქანების სიგნალების ხმა მიწვდა მის დაძაბულ სმენას მაშინვე ფეხზე წამოვარდა და სარკესთან მივიდა, კიდევ ერთხელ შეიწორა აწეული შეკრული ქერა თმა, ჩოლკა და კაბა -ლამაზი ხარ... ლამაზი... -ნელა მიუახლოვდა ირაკლი ცოლს ზურგიდან აეკრო და კისერში აკოცა-ძალიან ლამაზი-დაუჩურჩულა და მასთან ერთად გავიდა გარეთ. მარიანას გული ამოვარდნაზე ჰქონდა, ძალიან ღელავდა და ფაქტიურად მთელი სხეულით კანკალებდა -დამშვიდდი-ხელი გადახვია თორნიკემ და გულზე მიიკრო -არ შემიძლია -ჩემი პატარა-გაეღიმა ბიჭს და საფეთქელზე მიაწება ცხელი ვნებიანი ტუჩები -გადმოდი-გაუღიმა და პირველი გადავიდა მანქანიდან, მარიანამ ვერაფრით რომ შეძლო გამბედაობის მოკრება და მანქანიდან გადასვლა, კარი გაუღო, ხელი ჩაკიდა და ისე გადაიყვანა -კანკალებ-დაუჩურჩულა აღელვებულმა ბიჭმა ცოლს და ძლიერად მიიკრო გულზე -ძალიან ვნერვიულობ-არეული სახით ახედა მარიანამ ქმარს -დამშვიდდი-დაუჩურჩულა თორნიკემ ზედ ტუჩებთან და ცხვირზე აკოცა, შემდეგ კი სახლისკენ წაიყვანა -დედა, მამა გაიცანით ჩემი მეუღლე მარიანა დვალი -მიმართა მშობლებს -ქეთი და ირაკლი ჩემი დედიკო და მამიკო-მარიანას დააცქერდა ზემოდან მომღიმარი სახით -ძალიან მიხარია შენი გაცნობა შვილო-ქეთი გოგონას ჩაეხუტა და თავზე აკოცა -მეც-ძლივს გასაგონად დაიჩურჩულა გოგონამ და არეული თვალებით ახედა მამათილს -კეთილი იყოს შენი შემოსვლა ამ ოჯახში-გაუღიმა ირაკლიმ და შუბლზე აკოცა -მადლობა -დაიჩურჩულა გოგონამ -ღერთმა სულ ასეთი ბედნიერები გამყოფოთ-ცრემლები მოეძალა ქეთის და სახლში შეატარა სტუმრები. მარიანას ძალიან გაუჭირდა ახალ სახლში, სრულიად უცხო ადამიანებთან ერთად ერთ ჭერქვეშ ახალი ცხოვრების დაწყება, მაგრამ ყველანაირად ცდილობდა რომ მათთვის ხასიათი შეეწყო და ამ ოჯახში დამკვიდრებულ წესებს მორგებოდა. მის ამ რთულ დღეებს ანი ახალისებდა, საფრანგეთში მისი წასვლის მერე კი სოფი, რომელიც მარიანას თხოვნით, ხვეწნით და მუდარით თითქმის ყოველ დღე მიდიოდა მათთან -იმედია ეროვნულებზე გასვლას აპირებ -საიდან მოიტანე რომ არ ვაპირებ?-შეიცხადა მარიანამ -დედა ნერვიულობს, ძალიან უნდა რომ გამოცდებზე გახვიდე და უნივერსიტეტში ისწავლო -ასეც იქნება, რადგან გავთხოვდი სწავლაზე უარის თქმას არ ვაპირებ -შენი ქმარი? მას დაელაპარაკე ამ საკითხზე? -რაზე უნდა დაველაპარაკო?-შეიცხადა მარიანამ -რა ვიცი, გამოცდებზე, უნივერსიტეტზე, სწავლაზე... -იცის რომ ეროვნულებზე გასვლას და სწავლას ვაპირებ, სხვა სალაპარაკო რა არის ვერ ვხვდები- გაიოცა გოგონამ -უბრალოდ გკითხე-გაუღიმა სოფიმ დას -მიხარია თუ საწინააღმდეგო არაფერი აქვს -არა რა საწინააღმდეგო-შეიცხადა მარიანამ -დედა ისევ არ გელაპარაკება? -არა, შენ? -არა -ოდესმე შეგვირიგდება შენი აზრით-ასლუკუნდა მარიანა -ეროვნულებზე რომ გავალთ მერე ალბათ კი-აკისკისდა სოფი -მაგ პონტში გვიჭედავს, გამოცდებზე რომ გავალთ მერე დამშვიდდება -ძალიან მენატრება -მეეეც -კიდევ კარგი ბებო მაინც რომ შემოვირიგე-გაეღიმა მარიანას მანანას გახსენებაზე -ყოველ დღე მაინც ჩხუბობს შენზე-მოიღუშა სოფი -წარმომიდგენია-აკისკისდა მარიანა. ეროვნულებზე გასვლის მერე ნატო როგორღაც შემოირიგეს დებმა, თუმცა ის ძველი თბილი და ღია ურთიერთობა მაინც ვერ აღადგინეს, ქალი ძალიან ნაწყენი და გულატკენი იყო მარიანას გაუაზრებლად გადადგმული მაბიჯის გამო, რომელიც რეალურად მთელ მის ცხოვრებას განსაზღვრავდა და არა მარტო მისას -ესე იგი ჩააბარეთ სამივე საგანი ხო? -ჩაეკითხა აღელებული ნატო გოგონებს -კი დედა-ორივემ ერთდროულად უპასუხა -ორივე ისწავლით ხო? -კი ვისწავლით, უეჭველი მოვხვდებით ჯავახიშვილში ან ილიაში -მარიანა, თორნიკე პრობლემებ ხომ არ შეგიქმნის დედა? -არა რატომ უნდა შემიქმნას? -რა ვიცი ცოტა უცნაური ბიჭია -ნუ ღელავ, სწავლაზე პრობლემა არ მექნება -მიხარია დედა... აუცილებლად უნდა ისწავლოთ ორივემ... -ვისწავლით-გაეღიმა სოფის და ეკრანს მოეფერა, ისეთი განცდა ჰქონდა თითქოს დედას სახეს ეხებოდა -ძალიან მენატრებით-ხმა გაებზარა ქალს -და ძალიან ვღელავ თქვენზე...განსაკუთრებით შენზე სოფი... გთხოვ შენ მაინც არ დაუშვა მარიანას მსგავსი შეცდომა -არ დავუშვებ არ ინერვიულო-გაეცინა გოგონას და გაბუტულ დას შეხედა -ვერასდროს ვიფიქრებდი რომ მარიანა მსგავს სისულელეს ჩაიდენდა მაგრამ... როგორც ხედავ გათხოვდა... შენ მაინც იყავი ჭკვიანად დედა, ძალიან მეშინია -აუ რა -გაბრაზდა მარიანა -კარგი ნუ იბუტები-აკისკისდა სოფი და დას ჩაეხუტა. ყველაფერი იდეალურად დალაგდა რადგან ანიმაც დაამთავრა უნივერსიტეტი და საქართველოში დაბრუნება საბოლოოდ გადაწყვიტა. მარიანა ძალიან გაახარა ამ ახალმა ამბავმა, რადგან მუდამ პოზიტიურ ხასითზე მყოფი გოგონა არა მარტო მას ყველას ახალისებდა სახლში, იმის მიუხედავად რომ გიორგისთან არეული და დღემდე დაულაგებელი ურთიერთობა გულს ტკენდა და ანადგურებდა. თორნიკემ ხელი გადახვია გვერდით მჯდომ ცოლს და მისი ოქროსფერი თმის წვალება დაიწყო -შედეგები როდის დაიდება?-უკმაყოფილო ტონით ჰკითხა -ზუსტად არ ვიცი... მგონი ხვალიდან -სასურველზე თუ ვერ მოხვდი რას აპირებ? -იქ ვისწავლი სადაც ჩავირიცხები-მხერები აიჩეჩა გოგონამ -ძალიან გინდა რომ ისწავლო?-მოულოდნელად საწოლზე გადააწვინა და ზემოდან მოექცა აღელებული ბიჭი ცოლს -რა კითხვაა თორნიკე? რა თქმა უნდა მინდა, შენ არ გინდა რომ ვისწავლო?-ნაწყენი ტონით ჰკითხა -რომ შემეძლოს ამ ოთახიდან არასდროს გაგიშვებდი-გაეცინა ბიჭს და ტუჩებზე დააცხრა აღელევებულ ცოლს, მარიანამ ქმრის ვნებიან კოცნას იგივე სიგიჟით რომ უპასუხა თავგზააბნეულმა ბიჭმა მაშინვე მაისურის ქვეშ შეუცურა ხელი და ნელა აასრიალა მის შიშველ ნაზ კანზე, მარიანას იმავე წამს სუნთქვა შეეკრა და მუცელი შეზნიქა რადგან თორნიკეს ცივი თითები თავედურად დათარეშობდნენ მასზე -თორნიკე-მოულოდნელად მოწყდა გოგონა საყვარელი მამაკაცის ვნებიან ტუჩებს და პირზე ხელი აიფარა -რა გჭირს?-დაიძაბა ბიჭი მაშინვე მოშორდა ცოლის სხეულს და გაფითრებულ სახეზე დააცქერდა ზემოდან -ცუდად ვარ-დაიჩურჩულა გოგონამ, ფეხზე წამოვარდა და საპირფარეშოსკენ გაიქცა -რა დაგემართა? კარგად ხარ?-აღელდა თორნიკე და ცოლს წამოდგომაში დაეხმარა -ცუდად ვ...-წინადადება გააწყვეტინა გოგონას მოწოლილი სიმჟავეს საშინელმა შეგრძნებამ პირში და გაფითრებული სახით მიაჩერდა ქმარს -საავადმყოფოში წავიდეთ, ალბათ მოიწამლე- აღელდა ბიჭი, ცოლს სახე მობანა და თავის ხელით გაუმშრალა პირსახოცით -არ მინდა კარგად ვარ-აღმოხდა მთელი სხეულით ათრთოლებულ გოგონას -კარგად არ ხარ! ცუდად ხარ-გაბრაზდა ბიჭი, გულზე მიიკრო ცოლი და საძინებელში შეიყვანა -კარგად ვარ-გაუღიმა მარიანამ ქმარს და საწოლში დაწვა -მარიანა -კარგად ვარ-დაიჩურჩულა გოგონამ და თვალები დახუჭა, კარგა ხნის ფიქრის მერე თორნიკეც დაწვა, ზურგიდან აეკრო ცოლს და მუცელზე ძლიერად შემოხვია ხელი -მართლა კარგად ხარ?-ვერ მშვიდდებოდა ბიჭი -ჰო -შენზე ვღელავ -არაფერია უკვე გამიარა-გაეღიმა გოგონას და უფრო მეტად მიეკრო ქმრის ძლიერ სხეულს. სოფიმ თვალები დააწვრილა და ინტერესით ჩააცქერდა დას აციმციმებულ მწვანე სფეროებში -გადამიცდა -დაიჩურჩულა მარიანამ და მომღიმარი სახით ჩააცქერდა დას თვალებში -რაა?-შეჰყვირა გაოცებულმა სოფი-ესე იგი? -ზუსტად არ ვიცი-გაეღიმა გოგონას -თორნიკემ იცის? -არა რა უნდა იცოდეს ჯერ მეც არ ვიცი ზუსტად -რა არ იცი-აღელდა სოფი- დედები ყოველთვის გრძნობენ თავიაანთ პატარებს- მუცელზე მოეფერა დას -ძალიან ვღელავ-სიხარულის ცრემლები მოეძალა მარიანას -მეეც-გაეღიმა სოფის და მეორე ხელიც დაადო დას მუცელზე -შეიძლება?-ანიმ დააკაკუნა და თან მარიანას საძინებლის კარი ნელა შეაღო- მოხდა რამე?- მაშინვე დაიძაბა გოგონების ცრემლიან თვალებს რომ ჰკიდა თვალი -მგონი მალე შენ მამიდა, მე კი დეიდა გავხდები- გაუღიმა სოფიმ -რაა?-ანის გონებამ იმავე წამს ვერ აღიქვა მიღებული ახალი და ყველაზე სასიამოვნო იმფორმაცია -ანუ... ესე იგი ორსულად ხარ?- შეჰყვირა გახარებულმა-თორნიკე გაგიჟდება -ჯერ ზუსტად არ ვიცი-გაეღიმა მარიანას -წვალ ტესტს გიყიდი რა-აჟიტირებული ანი გიჟივით გავარდა ოთახიდან და ძალიან მალე დაბრუნდა უკან საჭირო შენაძენით. დილით, სახეზე რაღაც უცნარის შეხებამ გააღვიძა თორნიკე, თვალები სუსტად გაახილა და მომღიმარი სახით შეხედა ზემოდან მოქცეულ ცოლს რომლის წინ ჩამოყრილი თმები სახეზე სასიამოვმოდ ელამუნებოდა -დილა მშვიდობისა -გაუღიმა გოგონამ და შეკივლა წამში ზემოდან რომ მოექცა ქმარი და მკლავებში მოიმწყვდია -ხელში რა გაქვს?-ახლაღა შენიშნა თორნიკემ გოგონას ათრთოლებულ თითებშორის მოქცეული რაღაც თეთრი, მოგრძო ქაღალდის მაგვარი -რაღაც ძალიან პატარა და განსაკუთრებული საჩუქარი მაქვს შენთვის-გაეღიმა გოგონას და მისკენ მიატრიალა, თორნიკე გაოცებული სახით მიაჩერდა ორ წითელ ხაზს შემდეგ კი ცოლის მომღიმარ სახეს და კარგა ხანს ვერ შეძლო მისმა არეულმა გონებამ იმის გააზრება რასაც ეს ორი წითელი ხაზი ნიშნავდა -შენ?-შეიცხადა ბიჭმა საწოლზე წამოჯდა და კიდევ ერთხელ დააკვირდა ტესტს -ორსულად ვარ-გაუღიმა გოგონამ ქმარს და ნაზად შეახო ხელები მუცელს -ჩემი პატარა-აღმოხდა ახალი, გიჟური, სასიამოვნო ამბით თავგზააბნეულ ბიჭს და გახარებული მაშინვე საწოლიდან ადგა, დაიხარა ცოლს მაისური აუწია და მუცელზე აკოცა -მამიკოს პატარა სასწაული ხარ შენ-კიდევ ერთხელ შეაწება ცხელი ტუჩები ცოლის ტუჩებს და ნელა ადგა ფეხზე -ძალიან ბედნიერი ვარ-ნკაპზე ხელი მოჰკიდა დაბნეულ გოგონას, თავი ააწევინა, დაიხარა და ტუჩებზე დააცხრა. ნელ-ნელა ყველაფერი გართულდა რადგან ორი თვის ორსულ მარიანას საშინელი ტოქსიკოზი ჰქონდა და ფაქტიურად ვერც ჭამდა, ვერც სვამდა, ვერ იძინებდა და საერთოდ ვერაფერს აკეთებდა, ქეთი ყველანაირად ხელს უწყობდა, ყველაფერში ეხმარებოდა, მაგრამ მაინც ვერ მოახერხა მარიანას და თორნიკეს საშინელი კომფლიქტის თავიდან არიდება -უნივერსიტეტში აღარ ივლი-გამოაცხადა სრულიად მოულოდნელად თორნიკემ, როცა სახე გადაფითრებულმა მარიანამ როგორც იქნა საპირფარეშოდან გამოაღწია -ვივლი-ჩურჩულით თქვა გოგონამ და აკანკალებული ხელით წყალი მოსვა -აღარ ივლი!-ხმა გაიმკაცრა ბიჭმა -თორნიკე გთხოვ-შეეხვეწა ქეთი -ნუ ერევი-გაბრაზდა ბიჭი -მინდა რომ ვისწავლო-აღელდა მარიანა -ცუდად ხარ-ტონი შეარბილა თორნიკემ -როგორმე მოვახერხებ სწავლას და სიარულს -ვერ შეძლებ! აკადემიური აიღე!-მის ხმაში და ტონალობაში აშკარად იგრძნობოდა ბრძანება -იმას არ გავაკეთებ რაც შენ გინდა!-ავარდა მარიანა- იმას გავაკეთებ რაც მე მინდა -ნუ მიწვევ-დაუღრინა გაბრაზებულმა ბიჭმა -ხომ იცი რომ მაინც იმის გაკეთება მოგიწევს რაც მე მინდა? -ასე რატომ იქცევი?-ცხვირი აწვა მარიანას და ცრემლები მოეძალა -ხვალიდან უნივერსიტეტში აღარ წახვალ! -ასე მოქცევის უფლება არ გაქვს-აყვირდა წყობრიდან გამოსული გოგონა -მააქვს! -მაინც წავალ-გაჯიუტდა მარიანა -ბავშვებო გთხოვთ არ იჩხუბოთ-ჩაერია აღელებული ქეთი -ვერ წახვალ-დაუღრინა გააბევულმა ბიჭმა ცოლს -ნახავ თუ არ წავალ-ჯიბრით უთხრა გოგონამ ქმარს და ისევ საპირფარეშოში გაიქცა -გაგიჟდი?-გაუბრაზდა ქეთი შვილს -არ შეგეძლო წესიერად დალაპარაკებოდი და გეთხოვა რომ უნივერსიტეტში აღარ ევლო? -არ ესემის წესირად ნათქვამი სიტყვები-ავარდა ბიჭი და სკამს უხეშად დაარტყა ფეხი, მოულოდნელობისგან, შიშით ადგილზე შეხტა ქეთი -სულ გაგიჟდი?-გაბრაზდა ქალი -გუშინ ვუთხარი აღარ იარო ცუდა ხარ-მეთქი და დღეს ნაგლად მაინც წავიდა! -სწავლა უნდა... პატარა გოგონაა...როგორმე უნდა გაუგო, ჩხუბით რომ ვერ მოაგვარებთ ამ პრობლემას ხომ ხვდები? -ხვალიდან უბრალოდ ვერსად ვერ წავა უფლებას არ მივცემ! -თორნიკე -დედა შენ ნუ ერევი რა, ეს მხოლოდ მე და მას გვეხება -ჰო მაგრამ -ნუ ერევი! -კარგი არ ჩავერევი მაგრამ მარიანას მხარს დავუჭერ იცოდე -ექიმმა გასაგებად უთხრა დასვენება და სიმშვიდე გჭორდებაო... ბავშვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე რომ არ შეექმნასო -შენი აზრით ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა ჩვენი პატარას ჯანმრთელობა-გაბრაზებული სახით შევიდა მარიანა მისაღებ ოთახში -შენი აზრით რომ არ შემეძლოს უნივერსიტეტში წასვლას მაინც მოვინდომებდი? -აღარ წახვალ -ასე რა უფლებით მელაპარაკები? -მე შენი ქმარი ვარ-მგონი გავიწყდება ეს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.