შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული გრძნობების გარეშე 14 თავი


21-08-2021, 11:35
ავტორი ნეაკო
ნანახია 11 965

-ბავშვებო გთხოვთ აღარ იჩხუბოთ-ვერ მოითმინა ქეთიმ და მაინც ჩაერია
-აღარ წახვალ-თორნიკეს ხმაში კვლავ მბრძანებლურმა ტონმა გაიჟღერა
-წავალ!-მზერა გაუსწორა მარიამმა სახე ალეწილ ქმარს
-ვერ წახვალ!
-სწავლას ვერ ამიკრძალავ!-ცრემლები მოეძალა გოგონას
-არაფერს გიკრძალავ-ავარდა თორნიკე -უბრალოდ ცუდად ხარ და მინდა რომ სახლში დარჩე შენი და ბავშვის ჯანმრთელობის გამო...- მოულოდნელად ზედმეტად მიუახლოვდა სახე გადაფითრებულ ცოლს და თვალებში ჩააცქერდა - რატომ არ გესმის ეეს?- ნაწყენი ტონით ჰკითხა
-მაინც წავალ-დაიჩურჩულა გოგონამ და შეკრთა როცა გაცეცხლებულმა ბიჭმა იყვირა
-ამის დედასაც შევ.ციიი-და როცა მაგიდაზე დადებულ მინის საყვავილეს ხელი წამოავლო გაუაზრებლად და კედელს შეახეთქა, მარიანა ადგილზე შეხტა შიშისგან, მაშინვე ცრემლები მოეძალა და თავი დახარა, არავის რომ არ შეემჩნია მისი შიში და სისუსტე -ამის დედაც- იყვირა გაავებულმა ბიჭმა, მაგიდაზე დადებულ მანქანის გასაღებს ხელი წამოავლო და გიჟივით გავარდა სახლიდან
-შეშლილი-დაიჩურჩულა ქეთიმ და მთელი სხეულით აკანკალებულ გოგონას მიუახლოვდა -გთხოვ დამშვიდდი, ხომ იცი შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება
-ვერ ვხვდები ასე რატომ იქცევა-ხმა გაებზარა მარიანას და ცრემლიანი თვალებით შეხედა დედამთილს
-უბრალოდ შენზე და ბავშვზე არანორმალურად ნერვიულობს სულ ესაა- სევდიანად გაუღიმა ქეთიმ
-უცნაურად იქცევა
-ასე არაა... უბრალოდ თქვენზე ძალიან ღელავს- მუცელზე მიუთითა ქალმა რძალს
-რაც გაიგო რომ ორსულად ვარ მას შემდეგ ძალიან უცნაურად იქცევა
-რა თქმა უნდა, ეს ასეც უნდა იყოს-გაეღიმა ქეთის
-ჰო მაგრამ... მეჩვენება რომ ყველაფერს ზედმეტად მტკივნეულად აღიქვამს
-ასე არაა, უბრალოდ ღელავს-დაიძაბა ქალი
-რამეს მიმალავთ?-მზერა გაუსწორა გოგონამ დაბნეულ დედამთილს, ქეთის სახე წაეშალა და იმდენად აირია რომ კარგა ხანს ვერ შეძლო აზრზე მოსვლა
-მე...-მხოლოდ ამის თქმა მოახერხა როცა დაფანტულ აზრებს თავი მოუყარა, მაგარამ მაშინვე ჩაუწყდა ხმა რადგან ძალა არ ეყო კიდევ რამე ეთქვა
-ესე იგი მის ცხოვრებაში იყო რაღაც ისეთი...- სახე აელეწა მარიანას
-ეს... დიდიხნის წინ იყო-ცრემლები მოეძალა ქალს
-ესე იგი მის ცხოვრებაში იყო ვიღაც... ვიღაც სხვა- ჩურჩულით თქვა გოგონამ და ცრემლები მოეძალა
-მას შენ ძალიან უყვარხარ, ძალიან-ხმა დაბალი ტონით თქვა ქეთიმ და აწყლიანებულ თვალებში ჩააცქერდა რძალს, არეული თაფლისფერი სფეროებით - ის სხვა... მის ცხოვრებაში აღარ დაბრუნდება, აღარასოდეს... ის მხოლოდ წარსულია... საშინელი, მტკივნეული წარსული და მეტი არაფერი... საერთოდ არაფერი
-ძანდახან მგონია რომ თორნიკეს საერთოდ არ ვიცნობ, მეჩვენება რომ გრძნობები საერთოდ არ გააჩნია
-ჰო... ცივია, უხეში, მკაცრი და ზოგჯერ ზედმეტად უგრძნობიც მაგრამ სიყვარული შეუძლია... არანორნალური მაგრამ მაინც...
-ის გოგო წარსულიდან...-დაიწყო მარიანამ ჩამწყდარი ხმით
-წარსულიდან არა! წარსულში!- დარწმუნებით უთხრა ქეთიმ რძალს -ის გოგო წარსულში დარჩა სამუდამოდ და თორნიკეს ცხოვრებაში აღარასოდეს დაბრუნდება
-ახლა სადაა ის გოგონა? -ვერ მშვიდდებოდა მარიანა
-არსად-სევდიანი სახით გაუღიმა ქეთიმ რძალს და სახლში იმ წამს შესულ ქმარს მადლიერი თვალებით გახედა, რადგან მარიანასთან ამ თემაზე საუბარი ძალიან უჭირდა
-თორნიკე სადაა?-მაშინვე ეს იკითხა კაცმა
-წავიდა
-სად? ვურეკავდი და არ მიპასუხა
-არ ვიცი-გაბრაზდა ქეთი
-მოხდა რამე?-დაიძაბა ირაკლი ცოლის და რძლის ალეწილი სახის შემხედვარე
-უბრალოდ ბავშვებმა ცოტა იკამათეს და სახლიდან გიჟივით გავარდა
-მივხვდი-დამტვრეულ საყვავილეზე მიუთითა ირაკლიმ ცოლს
-მე ავალ-დაიჩურჩულა მარიანამ და კიბეზე ავიდა
-რამე სერიოზულია?-აღელდა ირაკლი
-თათაზე მკითხა-ჩურჩულით უთხრა ქეთიმ
-საიდან გაიგო?-შეიცხადა ირაკლიმ
-მიხვდა -ატირდა ქეთი
-შეგიძლია რომ უფრო გარკვევით ამიხსნა?
-თორნიკეს არ უნდა რომ უნივერსიტეტში იაროს... ამაზე იჩხუბეს... ჰოდა სახლიდან გიჟივით გავარდა, ხომ იცი როგორც იცის ხოლმე... მერე მარიანამ მკითხა რაღაცეები წარსულზე და...
-ყველაფერი მოუყევი
-არა... ვერ... არ შემეძლო, თან შენ მოხვედი და...
-ჰო მაგრამ ის კიდევ დაგისვამს კითხვებს წარსულზე
-ღმერთო უკვე ძალიან დამღალა ამ ყველაფერმა-მოულოდნელად ატირდა ქეთი
-თორნიკეს რომ ჰკითხოს, უარესი მოხდება ხომ იცი, გაგიჟდება იგ არანორმალური... ჯობია შენ მოუყვე ყველაფერი
-არ შემიძლია
-ქეთი -ირაკლიმ ცოლის სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააცქერდა -ვიცი რომ ძალიან ცუდად ხარ, ვიცი რომ გიჭირს ამ ყველაფერთან გამკლავება, მაგრამ შენ ერთადერთი ხარ ვისაც შეუძლია რომ მარიანას სიმართლე მოუყვეს რათა მასსა და თორნიკეს შორის წარსული არ ჩადგეს და ყველფრის თავიდან გადატანა არ მოუწიოს იმ არანორმალურს
-მართალი ხარ, მაგრამ ეს ძალიან რთულია
-ვიცი ვიცი, რომ რთულია, მაგრამ წინ უარესი გველოდება, ოდესმე მოგვიწევს თორნიკეს სიმართლეს ვუთხრათ საკუთარ წარსულზე
-აღარ შემიძლია ამ ყველაფერის ატანა-ქეთი პერანგზე ძლიერად ჩაეუბღაუჭა ქმარს და ხელახლა ატირდა.
ახლად ჩაძინებულ მარიანა ხმაურზე შეკრთა, დაფეთებული წამოჯდა საწოლზე და საათს გახედა რომელიც უკვე შუა ღამის ოთხს უჩვენებდა, როგორც კი კარის სახელურის დაქაჩვის ხმა მისწვდა მის დაძაბულ სმენას ინსტიქტურად ფეხზე წამოდგა შეშინებულ, სწორედ ამ დროს, ოთახში თორნიკე შევიდა და ამღვერეული ჭაობისფერი თვალებით მიაჩერდა ცოლს, რომელის სახე, ფანჯრიდან შემოპარული გარე განეთების მკრთალი სინათლის ფონზე კიდევ უფრო ფერმკრთალი ჩანდა. მარიანას მაშინვე ცხვირი აუწვა უკვე ნაცნობმა ალკოჰოლის და სიგარეტის მძაფრმა ნაზავმა, რის გამოც მიხვდა რომ თორნიკე ნასვამი იყო, ამიტომ საძინებლიდან გასვლა დააპირა, რადგან მასთან ჩხუბი აღარ უნდოდა, მაგრამ თორნიკე წინ აესევტა კართან მისულს და ოთახიდან გასვლის საშუალება არ მისცა, გოგონა ოდნავ დაიძაბა, სულ ერთი წამით ახედა ზედმეტად ახლოს მდგომ მქარს და მაშინვე გაიქცა მის ამღვრეულ თვალებს, რადგან ძალა არ ეყო გამკლავებოდა თორნიკეს დაჟინებულ და გამომწვევ მზერას რომელიც კანს უწვავდა
-მარიანა-დაიჩურჩულა სუნთქვა აჩქარებულმა ბიჭმა საყვარელი გოგონას სახელი და ცივი თითები ნაზად შეახო ნიკაპზე, თავი ნელა ააწევინა და ცხელი სუნთქვა მიაფრქვია ზედ
-თორნიკე -ხმა დაბალი ტონით თქვა აღელვებულმა გოგონამ და იმავე წამს აარიდა მზერა ქმრის არეულ თვალებს
-შემომხედე!-მბრაზანებლური ტონით უთხრა ბიჭმა, გოგონას უმალ ცხვირი აეწვა და ცრემლები მოეძალა მაგრამ ჯიუტად არ შეასრულა მისი მოთხოვნა -მარიანა მინდა რომ თვალებში შემომხედო-ამჯერად მუდარა უფრო იგრძნობოდა ბიჭის ხმაში ვიდრე ბრძანება
-გთხოვ-შეეხვეწა გოგონა და მოწოლილ ცრემლებს მთელი ძალით გაუწია წინააღმდეგობა
-მიყვარხარ-მოულოდნელად დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან, მისი სიახლოვით და სურნელით გაბრუებულმა ბიჭმა და მთრთოლარე ბაგეებზე შეაწება ვნებიანი წითელი ტუჩები
-თორნიკე გთხოვ-სუნთქვა აჩქარებულმა გოგონამ მკერდზე მიაბჯინა ხელები და ოდნავ უკან დაიწია
-ჩემზე ისევ გაბრაზებული ხარ?-წამში სახე წაეშალა სასმლიგან გონება ამღვრეულ ბიჭს
-აქამდე სად იყავი?-ნაწყენი ტონით ჰკითხა გოგონამ
-ბიჭებთან, ვსვამდი
-ერთხელაც კი არ დაგირეკია
-ქეთისთან დავრეკე-გაეღიმა ბიჭს, უმალ დაშოშმინდა და ცოლი გულზე მიიკრო
-თავი დამანებე -გაიბრძოლა გოგონამ
-ნუ ფართხალებ-თორნიკემ უფრო ძლიერად მიიკრო ტანზე საყვარელი გოგონას სიფრიფანა სხეული
-შენზე ჯერ კიდევ ძალიან გაბრაზებული ვარ- არეული სახით ახედა გოგონამ ქმარს
-მეც გაბრაზებული ვარ, ისე რომ იცოდე -ზემოდან დაცქერდა წარბაწეული ბიჭი ცოლს და კარგა ხნის სიჩუმის მერე დაამატა-მიყვარხარ



№1  offline მოდერი ნეაკო

ვიცი პატარა თავია მაგრამ მეტის წერა ვერ მოვახერხე სამწუხაროდ :(❤❤❤❤❤

 


№2 სტუმარი ელა1

ნეაკო კარგი იყო როგორც ყოველთვის.ეხლა დავიწყებ შეფასებას ჩემი ვარაუდი გამართდა ცო ვამბობდი რო თორნიკე ისეთი იმიტომ არის რაღაცა აწუხებს და ამიტომ არის მიჯაჯვული ამ წამალს და სასმელს.ვინ არის თათა აკბათ მისი პირველი სიყვარული რომელიც ან ძალიან ატკინა გული და არ დააფასა თორნიკე ან ცოცხლებში არ არის და თორნიკესთვის ეს ძალიან მძიმე თემაა და დაჯე მგონია შეიძლება ვცდები და თათა ორსულად იყო და რაღაცა მოხტა და თორნიკეს არ უნდა რო იგიბე განმეორდეს და ამიტოომ შეიცვაკე ასე მარიანას მიმართ❤❤არ ვიცი ეს არის ჩემი ვარაუდი.ველოდები შენდეგ თავს

რაღაცა დაემართა ჩემ კომოს იჯედება და შევდომებისთვის ბოდიში❤❤

 


№3  offline მოდერი ნეაკო

ელა1
ნეაკო კარგი იყო როგორც ყოველთვის.ეხლა დავიწყებ შეფასებას ჩემი ვარაუდი გამართდა ცო ვამბობდი რო თორნიკე ისეთი იმიტომ არის რაღაცა აწუხებს და ამიტომ არის მიჯაჯვული ამ წამალს და სასმელს.ვინ არის თათა აკბათ მისი პირველი სიყვარული რომელიც ან ძალიან ატკინა გული და არ დააფასა თორნიკე ან ცოცხლებში არ არის და თორნიკესთვის ეს ძალიან მძიმე თემაა და დაჯე მგონია შეიძლება ვცდები და თათა ორსულად იყო და რაღაცა მოხტა და თორნიკეს არ უნდა რო იგიბე განმეორდეს და ამიტოომ შეიცვაკე ასე მარიანას მიმართ❤❤არ ვიცი ეს არის ჩემი ვარაუდი.ველოდები შენდეგ თავს

რაღაცა დაემართა ჩემ კომოს იჯედება და შევდომებისთვის ბოდიში❤❤

მართალი ხარ ელა თორნიკეს ცხოვრებაში იყო ვიღაც სხვა, რომელმაც არია მისი გონება.
მაგრამ რომ არ აგვინჯანყდენ მკითხველები ვიტყვი რომ ეს მას არ ამრთლებს მარიანასთან მიმართებაში, წარსულია წარსულია და სხვის გამო სხვას გული არ უნდა ატკინო ❤❤❤❤❤❤❤❤

 


№4 სტუმარი ელა1

გეთანხმები ამაში ნეაკო მაგრამ წარსულის დავიწყება ზოგჯერ ზნელია და ის ყოველთვის გაგახსენდება თუნდაც ახალი ცხოვრება დაიწყო და როგორხ არ უნდა ცადო მაინც გულის სიღრმედი ყოველთვის გენახსოვრება ეს ჩემო კარგო უს დენთანაა და არ სად არ წავა.მაპატიე შეიძკება ბანალურად ჟღერს მაგრამ ეს ასეა წარსულს ვერ გაექცევი რამდენის არ უნდა ეცადო.

პ.ს.იმედია მარიანას იმდენი ძალა ეყოფა რო წარსულის დავიწყებაში დაეხმაროს თორნიკეს და დაუმყკიცოს რო ყველა ადამიანი არ არის თათასნაირი და სხვებსაც უნდა მისცე შანსი დაგამახოს როგორები არიან და როგორია სიყვარული .ერთხელ თუ არ გაგიმართლა ეს არ ნიშნავს რო არ შეხვდები ისეთ ადამიანს ვინს გაგიგებს და დაგაფასებს შენ და შენ შეხედულებებს.❤❤❤

 


№5 სტუმარი სტუმარი კირა

აუუ გთხოვვვ დიდი თავები დაწერე როგორცკი საშუალება მოგეცემა. არმყოფნის საშინლად.

თორნიკეს რომ ვიღაც ჰყავდა ადრე და მის გამო რომ იტანჯება ფაქტია. დიდი ალბათობით ამის გამო ამ წყვილის ურთიერთობა ძალიან დაიძაბება, პლიუს ამას დამატებული ის რომ თორნიკე ქეთის და ირაკლის შვილი არაა. მოკლედდ ძალიან მძიმე რაღაცის გადატანა მოუწევს ამ ბიჭს და უკვე მეცოდება. ეს ყველაფერი შესაბამისად მარიანაზეც აისახება. მაშინ თორნიკემ მაქსიმალურად უნდა ეცადოს რომ თავისი ტკივილის გამო სხვა უდანაშაულო ადამიანს არ ატკინოს, მაგრამ მეეჭვება ეს შეძლოს.
ისეთი რთული ბუნების ადამიანი აღმოჩნდა რომ ამის შემდეგ ორმაგად დაუმძიმდება ხასიათები.

 


№6  offline მოდერი ნეაკო

ელა1
გეთანხმები ამაში ნეაკო მაგრამ წარსულის დავიწყება ზოგჯერ ზნელია და ის ყოველთვის გაგახსენდება თუნდაც ახალი ცხოვრება დაიწყო და როგორხ არ უნდა ცადო მაინც გულის სიღრმედი ყოველთვის გენახსოვრება ეს ჩემო კარგო უს დენთანაა და არ სად არ წავა.მაპატიე შეიძკება ბანალურად ჟღერს მაგრამ ეს ასეა წარსულს ვერ გაექცევი რამდენის არ უნდა ეცადო.

პ.ს.იმედია მარიანას იმდენი ძალა ეყოფა რო წარსულის დავიწყებაში დაეხმაროს თორნიკეს და დაუმყკიცოს რო ყველა ადამიანი არ არის თათასნაირი და სხვებსაც უნდა მისცე შანსი დაგამახოს როგორები არიან და როგორია სიყვარული .ერთხელ თუ არ გაგიმართლა ეს არ ნიშნავს რო არ შეხვდები ისეთ ადამიანს ვინს გაგიგებს და დაგაფასებს შენ და შენ შეხედულებებს.❤❤❤

გეთანხმები ელა წარსულს ვერ შეცვლი ვერც გაექცევი და შესაბამისად ის სულ თან გდევს გინდა თუ არა ეს შენ, რაც შესაბამისად მოქმედებს შენს ცხოვრებაზე, აწმყოსა და მომავალზე. პირადად მე ვარ ასე, მაგრამ უნდა იპოვო ადამიანმა საკუთარ თავში ძალა და უფლება არ მისცე წარსულს რომ შენს ცხოვრებაზე გავლენა ზედმეტად მოახდინოს, მითუმეტეს დაგაკრაგვინოს ახალი ადამიანები ❤❤❤❤❤❤
თორნიკე და მარიამას წყვილს რაც შეეხება, ჯერ სირთულეები, გაუგებრობა და სიგიჟეები წინაა.
თუმცა ეს ყველაფერი მათ ორივეს შეცვლის

სტუმარი კირა
აუუ გთხოვვვ დიდი თავები დაწერე როგორცკი საშუალება მოგეცემა. არმყოფნის საშინლად.

თორნიკეს რომ ვიღაც ჰყავდა ადრე და მის გამო რომ იტანჯება ფაქტია. დიდი ალბათობით ამის გამო ამ წყვილის ურთიერთობა ძალიან დაიძაბება, პლიუს ამას დამატებული ის რომ თორნიკე ქეთის და ირაკლის შვილი არაა. მოკლედდ ძალიან მძიმე რაღაცის გადატანა მოუწევს ამ ბიჭს და უკვე მეცოდება. ეს ყველაფერი შესაბამისად მარიანაზეც აისახება. მაშინ თორნიკემ მაქსიმალურად უნდა ეცადოს რომ თავისი ტკივილის გამო სხვა უდანაშაულო ადამიანს არ ატკინოს, მაგრამ მეეჭვება ეს შეძლოს.
ისეთი რთული ბუნების ადამიანი აღმოჩნდა რომ ამის შემდეგ ორმაგად დაუმძიმდება ხასიათები.

როგორც კი თავისუფალ დროს ვნახულობ სულ ვწერ ხოლმე, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მიხერხდება ისე რომ ხშირად ავტვირთო და დიდი თავები ❤❤❤❤❤❤❤❤
თორნიკეს და მარიანას ძალიან დაეძაბებათ ურთიერთობა ბევრი მიზეზის გამო, პირველ როგში იმიტომ რომ ერთმანეთს წესიერად არ იცნობდნენ და ბევრი არაფერი იციან ერთმანეთის წარსულზე და პირადზე რაც რა თქმა უნდა უარყოფით გავლებას იქონიებს მათ ქორწინებაზე, ასევე ის რომ თორნიკე სიმართლეს ოდესღაც გაიგებს და ეს ყველაფერი მას დაანგრევს,ხოლო ამ გაუგებრობის და ქაოსის მხვერპლი კი რა თქმა უნდა მარიანა იქნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მარიანა, როგორც ცოლი და დედა იქნება მსხვერპლი ამ სტატუსების, ის თავიდან დაითრგუნება, შეშინდება და სასოწარკვეთაშიც ჩავარდება, თუმცა იპოვის ძალას რომ თორნიკე შეცვალოს

nene gelovani
ჯერჯერობით აგრესიის მეტს არაფერს იწვევს ჩემში თორნიკე :(( რაც გავიგე რომ თურმე წარსულში სხვა ურთიერთობა ჰქონდა და ახლა იმ "ვიღაც" გოგოს გულისთვის უნდა სტანჯოს მარიანა, კიდევ უფრო მეტად გავბრაზდი. საშინელი დამცირებაა ალბათ, როცა სხვა ქალის სიყვარულს შენზე ანთხევს შენივე ქმარი.
ეჰ, ჩემი ერთგული სანდროო... relieved innocent
ქეთი მომწონს, კი მაგრად მიქარა მაგანაც თორნიკესთან, მაგრამ მაინც ასე თუ ისე დადებითი პერსონაჟია. ანი და გიორგი დამაკლდა ამ თავში, თუმცა მესმის, დროც არ გეყო ალბათ და ისედაც, ამ ეტაპზე თორნიკე/მარიანას წყვილია პრიორიტეტული.
სხვა რა გითხრა, თვითონ ისტორია მომწონს. "იძულებითი ქორწინების" შემდეგ, ერთი "შეცდომას" ვკითხულობდი ასეთი ინტერესით და მეორე ამას. დიდი მოლოდინები მაქვს blush

თორნიკეს პერსონაჟი დადებით ემოციებს რომ არ იწვევს შენში არ მიკვირს, არც ის რომ საერთოდ არ იმსახურებს შენგან სიბრალურს არა თუ გაგებას :დ ( სანდრო საერთოდ სხვა იყო)
სხვა ქალს რაც შეეხება და მის სიყვარულს...მარიანა ამ მიზეზით არა, უფრო სხვა მიზეზებით გახდება თორნიკეს აგრესიის მსხვერპლი, თუმცა ეს ყველაფერი მათ ურთიერთობას ნამდვილად დაძაბავს.
გიორგი და ანის წყვილიც გავითარდება, ამ ეტაპზე მართლა ვერ მოვახერხე მათზე წერა.
მიხარია თუ ინტერეს იწვევს ეს ისტორია და მოლოდინი გაქვს ❤❤❤

 


№7 სტუმარი სტუმარი nazi

ვერ მოვახერხე აქამდე წაკითხვა მომეწონა ძალიან რატომღაც სანდროს ქცევები აქვს თორნიკეს ჩემი აზრით თბილი და მზრუნველია ცოტა სიგიჟე აქ რაც საინტერესოს ხდის ისტორიას და გინდა რომ სულ იკითხობ????????❤❤❤❤❤❤

 


№8  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი nazi
ვერ მოვახერხე აქამდე წაკითხვა მომეწონა ძალიან რატომღაც სანდროს ქცევები აქვს თორნიკეს ჩემი აზრით თბილი და მზრუნველია ცოტა სიგიჟე აქ რაც საინტერესოს ხდის ისტორიას და გინდა რომ სულ იკითხობ????????❤❤❤❤❤❤

მიხაორა ასე რომ ფიქრობ, ძალიან გამახარე ამ კომენტარით ❤❤❤❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent