სამი დღე 15
მოხუცებთან დატვირთული მივიდა ცარო. უამრავი საჩუქრით გაუხარა გული თითოეულ მათგანს. შემდეგ თავის გასაჭირზე მოუყვა. - ჩემო ძვირფასებო, თქვენი დახმარება მჭირდება. - ხმა აუთრთოლდა. - ჩვენ, საკუთარ თავებს ვეღარ ვეხმარებით შვილო და აბა შენთვის რა შეგვიძლია? - გულდაწყვეტით თქვა ეთერი ბებომ, რომელიც ცაროს განსაკუთრებით მოეწონა. - მამაკაცი, რომელიც მიყვარს 1 თვეში ცოლს ირთავს. მეგონა მასაც ვუყვარდი... - უცებ დაუსევდიანდა თვალები. - მაგრამ, როგორც ყოველთვის ყველაფერი ბლეფი გამოდგა. ყველაფერთან ერთად, მასთან ვალში ვარ და მთხოვს, რომ ქორწილის ორგანიზატორი მე ვიყო. - ნაძირალა. - აღშფოთებას ვერ მალავს, ერთ-ერთი ფაშფაშა და ლამაზი პირისახის მოხუცი სახელად ზოია. - ეს ყველაფერი არ არის - განაგრძობს ცარო. - უნდა, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში, კვირაში ორჯერ, ბიჭების წვეულება მოვუწყო. - ეს რაღაა? - იკითხა ერთ-ერთმა. - წვეულებაზე მხოლოდ ბიჭები იკრიბებიან და... და ის გოგონები ვისთანაც იმ ღამით გაერთობიან. მას კი უნდა, რომ ის გოგოებიც მე მოვუძებნო. - ცრემლი მოერია მიუხედავად წინააღმდეგობისა. - ვაი, ვაი, მომიკვდეს თავი ნენა. როგორ გაფუჭებულა ახალი თაობა ხედავ? ასეთი უსირხცვილო კაცი რამ შეგაყვარა შვილო? - გულშემატკივრები გამოუჩნდა გოგოს. - ჩვენს დროს დღისით ,,გაიგულავებდა" და საღამოს გვერდზე ესე მოგიწვებოდა ეს ნაგულევები კაცი, რომ ვერაფერს მიხვდებოდი. ახლა კი, მთლად გაფუჭდა ახალგაზრდობა. - რას ამბობ ციალა. განა სწორი იყო მერე ეგ? ეს არ იყო შეურაწყოფა? ჩემს გიგილოს არასოდეს გაუხედავს განზე. ხელის გულზე მატარებდა. დედოფალივით მაცხოვრა მაგრამ... მაგრამ რაც ჩემმა ქმარმა მაბედნიერა შვილიშვილებმა და მათმა ცოლებმა ჩამაშხამეს. ახლა კი ვარ აქ და ჩემს სიცოცხლეს ვწყევლი. - ატირდა ქალი. - ჩვენ რაში უნდა დაგეხმაროთ? - სიტუაციის განმუხტვა სცადა ზოია ბებომ. - მინდა, რომ... მინდა... მინდა თქვენ გამომყვეთ სანდროს ბიჭების წვეულებაზე? - ძლივს ამოღერღა ადამიამ. - გამოგყვებით აბა რას ვიზამთ ბებია, სულ თმებით ვათრევთ იმ უსირცხვილო გოგოებს. - მრისხანებით წამოიძახა ეთრმა. - ეთერი ბებო, სხვა გოგონები არ იქნებიან. ბიჭები გასართობად მოვლენ. იქ კი - თქვენ დახვდებით. - რას ამბობ გოგონა, რომელი ბოზები ჩვენ გვნახე? - აღშფოთდა ქალი. - ბოდიში, თქვენი წყენინება არ მინდოდა. - მოიბუზა ცარო. უბრალოდ... უბრალოდ ვიფიქრე, რომ ასე ჩავუშლიდი გართობას. თქვენ ხომ წესიერი ქალბატონები ხართ. მეგონა ჭკუას ასწავლიდით. - წამოვალთ. - გადაწყვეტით თქვა ციალამ. ცალი ფეხი სულყველას სამარეში გვიდგას. ამ ასაკში თუკი შეგვიძლია, რომ ვინმეს სარგებელი მოვუტანოთ წამოვალთ. ისეთ დღეში ჩავაგდებთ იმ შენს საქმროს, რომ ქალის სახელს დავავიწყებთ. - წამოვალთ! წამოვალთ! - გაისმა აქეთ-იქიდან და ცაროს ბედნიერებისგან სახე გაუბრწყინდა. მთელი დღე გადატვირთული ჰქონდა სანდროს. კაბინეტიდან ცხვირი არ გაუყვია. რამდენიმე თათბირის ჩატარება მოუწია სხვადასხვა ფილიალების ხელმძღვანელებთან და მომსახურე პერსონალთან. საღამოს ცარომ, რომ დაურეკა ძალიან გაუკვირდა. უცებ აღელდა. იფიქრა, რომ რაღაც უჭირდა. - ჰო ცარო. - ნაჩქარევად უპასუხა ბიჭმა. - დავალება შევასრულე. საღამოს 9 საათზე შეგიძლია შენს კრწანისის სახლში მიხვიდე და გაერთო. - ცივად უპასუხა გოგომ. - რა დავალება? - უცებ ვერ მიხვდა ბიჭი. - ბიჭების წვეულება ძვირფასო. - მეტი აღარ გაუგრძელებია. იქამდე გათიშა სანამ ბიჭი რამეს ეტყოდა. ერთი სული ჰქონდა ადამიას როდის მოვიდოდა სანდრო შინ. წინასწარ ართობდა ვარდისფერ ელასტიკებში გამოწყობილი მოხუცების დანახვისას სანდროს მონგრეული სახის წარმოდგენა. ათის ნახევარი იქნებოდა ჭიშკარს მანქანა, რომ მოადგა . ცარო მაშინათვე თავისი ოთახისკენ გაიქცა. არ უნდოდა გაცოფებულ ბიჭს თვალში მოხვედროდა. რამდენიმე წუთის შემდეგ მის ოთახში ფრხილი კაკუნი გაისმა. ეუცხოვა. ეგონა, ბიჭი კარს ჩამოუღებდა. შენც არ მომიკვდე. მსგავსი არაფერი. კაკუნი კიდევ ერთხელ განმეორდა და სანდროს ხმამაც არ დააყოვნა. - ცარო, შემოვდივარ. იმედია ჩაცმული ხარ. - დაუძახა ბიჭმა აბსოლუტურად მშვიდი ხმით. ცარომ თავი დაიწყევლა კარების არ ჩაკეტვისთვის. - ჩაცმული თორემ რამე ისეთს ნახავს რაც აქამდე არ უნახავს. - ამოიბუზღუნა თავისთვის. - მშვიდობაა? - ჰკითხა მეამიტად. - ალბათ გეძინება და ცუდ დროს მოვედი, მაგრამ რომ არ მჭირდებოდე არ შეგაწუხებდი. - თავი იმართლასავით ბიჭმა. - ლაშა წაგიყვანს და აფთიაქში გამეგზავნე რა გთხოვ. მე გარეთ დაგელოდები. - სანამ ცარო რამეს უპასუხებდა უკან მოუხედავად დატოვა ოთახი ბიჭმა. ცარო ანერვიულდა. ისეთი რა მოხდა, რომ არც გაუბრაზდა და ასეთ დროს აფთიაქში გზავნის. თვითონ ცუდად ყოფნის არაფერი ემჩნეოდა. სწრაფად მოემზადა ადამია და ორ წუთში უკვე მისაღებში იყო. ეგონა თავში მძიმე რაღაც მოხვდა, როცა დივანზე მჯდარი სანდრო დაინახა იქით-აქეთ ანგელოზივით გოგონებში გარემოცული. - გამარჯობა. - მიესალმა გაკვირვებული. სანდრო მაშინვე წამოდგა და ხელში ას ლარიანი მიაჩეჩა. - ათი შეკვრა პრეზერვატივი მოგვიტანე თუ შეიძლება. - უთხრა და დამცინავად მიაჩერდა სახეში. - აუ, მე მანგოს გემოთი მინდა. თიკუნა შენ? - აზრზე მოსვლა ვერ მოასწრო ცარომ, ისე უთხრა ქერამ. - ნესვის არომატზე ვგიჟდები. - თქვა გაწელილად და ისე, რომ ცაროსთვის ზედ არ შეუხედავს დაამატა - ოღონდ ჩქარა მოდი, ვერ ვიტან ლოდინს. - ცარო გახევებული იდგა და ხელში ჩადებულ ას ლარიანს დაჰყურებდა ბრაზისგან აკანკალებული. სიმწრის ცრემლებს დიდი მონდომებით აკავებდა თვალის უპეებში. როგორღაც მოახერხა საკუთარი თავის კონტროლი და ამაყად, თავაწეული წავიდა გასასვლელისკენ. - ყურის საცობებიც გამოაყოლე, - კართან მისულს მიაძახა სანდრომ. ცარო დაბნეული მიუბრუნდა. - ხმაურით, რომ არ შეგაწუხოთ. - მხრები აიჩეჩა ბიჭმა. - არ ვაპირებდი მათ აქ მოყვანას, მაგრამ სადაც ვაპირებდი იქ მოხუცთა თავშესაფარი გაგიხსნია... - ირონიულად შეჰღიმა. - მიდი, მიდი ჩქარა თორემ მოცდა აღარ შეგვიძლია. უსიტყვოდ კი, გამოვიდა სახლიდან, მაგრამ გარეთ უკვე, ვეღარ მოახერხა თავის შეკავება. მისდა, ჩვენდა და ყველასდა გასაკვირად არ უტირია. ბრაზს მოეცვა მისი არსება და ცოფებს ყრიდა. სანდროს გამწარება უნდოდა და თავად დარჩა გამწარფებულიც და გაგიჟებულიც. სირცხვილით დაიწვა, როცა ფარმაცევტს უთხრა რის შესაძენადაც იყო მისული. თუმცა, ამ უკანასკნელს ამაზე, საერთოდ არ ჰქონია რეაქცია, რამაც ცოტა დაამშვიდა გოგო. სახლში, რომ დაბრუნდა, პარკი ლაშას მიაჩეჩა ხელში. - ეს, შენს ავადმყოფ უფროსს გადაეცი. - ამათი რაოდენობის გათვალისწინებით სულაც არ უნდა იყოს ავად. - ჩაიფრუტუნა ლაშამ. იმ ღამეს ყველა ცაროს ნერვებზე თამაშობდა. - მე გონებით ავადმყოფი ვიგულისხმე ლაშიკო. - ირონიულად გაუღიმა და თავისი ოთახისკენ გასწია. საბედნიეროდ მისაღებში არავინ დახვედრია და სახლშიც საეჭვო მდუმარებას დაესადგურებინა. დილით ძლივს ასწია თავი ადამიამ. მთელი ღამის ნამტირალებს თვალები შესამჩნევად ჰქონდა შეშუპებული. სარკეში რომ ჩაიხედა ელდა ეცა. მაშინვე მიიღო გადაწყვეტილება. შავი, კოჭებამდე, მკერდთან მჭიდრო და დაბლა დაშვებული უმკლავებო სარაფანი ჩაიცვა. მაკიაჟიც გაიკეთა, თმა მაღლა აიკოსა და ნამდვილ დედოფალს დაემსგავსა. ვერავინ იფიქრებდა, რომ ამ ანგელოზის მიღმა სასოწარკვეთილი, მთელი ღამე ნამტირალევი ქალი რომ იდგა. ოთახიდან გასვლამდე ლექსომ დაურეკა. - ჰო, ლექსო. - მე, კარგად. შენ? - ტრადიციულად არ დაინდო ბიჭმა მეგობარი. - ოო, არ შემარჩინო სიტყვა რა. - აბუზღუნდა ცარო. - საღამომ როგორ ჩაიარა? რა ვარიანტები აღარ განვიხილე, მაგრამ რეალური ისტიორიის მოსმენას არაფერი სჯობს. - ჩაიხითხითა ბიჭმა. - და რა გაინტერესებს? როგორ მომაყენა სანდრომ სახლშო ორი და პრეზერვატივების საყიდლადაც მე გამგზავნა? - გაბრაზების ახალი ტალღა მოაწვა ცაროს. უფრო გაცოფდა, როცა ყურმილს მიღმა ლექსოს ხარხარი გაიგონა. - ძალიან სასაცილოა ხომ? - ღმერთო ჩემო, რა დროს ვარ ნატურალი. ვგიჟდები მაგ კაცზე. - ხარხარს განაგრძობდა ბიჭი. მერე უცებ დასერიოზულდა. - ადამია, დარწმუნებული ხარ, რომ სანდრო გიყვარს? -რა თქმა უნდა. - დაუფიქრებლად უპასუხა. მერე გაიაზრა, რაც თქვა და სასწრაფოდ დაამატა. - უკვე აღარ. მძულს თნ, ძალიან. - შინაბერასავით ბუზღუნს მოეშვი ადამია და სანამ დროა, თვალები გაახილე. სანდრო ნაკაშიძე ის კაცი არაა ბოზები სახლში მოიყვანოს. მითუმეტეს იმ სახლში, სადაც შენ ხარ. სულერთიც, რომ იყო მისთვის ამას მაინც არ გააკეთებდა. ნაკაშიძეს კაცობა არ ეშლება. ისე, კაცს საერთოდ არ იცნობ და რანაირად გიყვარს ტო? - ჰო, ის გოგოები ალბათ მისი სულიერი დები იყვნენ და ის პრეზერვატივებიც ბუშტების გასაბერად უნდოდათ. - წაისისინა გულმოსულმა. - ასეთი არ მახსოვხარ ადამია. ეტყობა სიყვარული მართლა ადებილებს ადამიანს. წავედი, წავედი შენი ნერვები არა მაქვს. აზროვნების უნარი, რომ დაგიბრუნება დამირეკე. - უთხრა და გაუთიშა. ცარო, პირველ სართულზე ჩავიდა და სამზარეულოსკენ აიღო გეზი. ცივი ყავა რომ არ დაელია მოკვდებოდა. ამ ბოლო დროს ისე დაეჩვია თვითონაც უკვირდა. სამზარეულოში სანდრო დაუხვდა. ბიჭს თადარიგი დაეჭირა და ყავა სათქვეფში ჩაეყარა. ცარო რომ შევიდა თითქოს სუნთქვა დაავიწყდა. გოგონა მუდამ მოკრძალებულად იცვამდა. პირველად ხედავდა ასე მზესავით გაბრწყინებულს და თან მიუწვდომელს. ინსტიქტურად გადადგა მისკენ ნაბიჯი და ლოყაზე ოდნავ შეეხო. - თუ, შეიძლება თავი შეიკავე და ვინმეში არ შეგეშალო ნაკაშიძე. - თავი ცივად გაწია გოგომ და კარადიდან მაღალი ჭიქები გადმოიღო. - ასეთი არასოდეს მინახიხარ. კიდევ კარგი ძნელაძემ, რომ მოგიყვანა ზამთარი იყო. - ირონიულად უთხრა ბიჭმა. - რა შუაშია? - ვერ მიხვდა გოგო. - ასე, რომ გამომცხადებოდი თავის შეკავება გამიჭირდებოდა. - თავი შეიკავე? აბა ვერ მაღგზნებო? - გამოიჭირა გოგომ. - ისეთი ქალი არა ხარ, რომ გავგიჟდე თორემ, აი, სხვაგან წასვლა, რომ მეზარება და აქვე ხარ რატომაც არა. - წარბები შეათამაშა ბიჭმა მკლავზე ხელი ჩამოაყოლა. გაცლის მაგივრად უფრო მიუახლოვა სახე ადამიამ და ყურთან დაუჩურჩულა ვნებიანი ხმით: - რაღაც დაკმაყოფილებულს არ გავხარ. ეტყობა წუხანდელმა ექსპერიმენტმა არ გაამართლა და იმ ათი კოლოფიდან ერთიც არ დაგიხარჯავს. - არც ცარომ დააკლო ირონია და ღიმილი სახეზე შეაშრო აცანცარებულ ბიჭს. - გუშინდელს რაც შეეხება. - უცებ დასერიოზულდა ბიჭი. - არ მეგონა გერონტოფილი თუ იყავი. სხვათაშორის დაჩის ჰყავს მაგარი ბაბუა. მდიდარია, სიმპათიური და თან ქვრივი. - და რაში მაინტერესებს? - როგორ თუ რაში. თურმე მოხუცებზე იღგზნები და მინდა გაგირიგო. - სხვათაშორის თავად მოითხოვე ,,გამოცდილები“. მაგათზე გამოცდილს კი, ვერავის ვიპოვიდი. მე რაში მდანაშაულებ? - მხრები არხეინად აიჩეჩა გოგომ. -ჩემთვის, ვინმეს გარიგებას რაც შეეხება შენ, ნუ შეწუხდები, როგორმე თავად ვიპოვი. - გველურად გაუღიმა და ლოყაზე მოუთათუნა ხელი. სანდროს უნდოდა რაღაც ეპასუხა მაგრამ არ დასცალდა. სამზარეულოში საშუალო სიმაღლის ლამაზი გოგო შემოფარფატდა. - სანდროო სიურპრიზიი! - შესძახა და ყელზე ჩამოეკიდა თითქმის ორი თავით მაღალ ბიჭს. ნაკაშიძესაც აშკარად გაუხარდა მისი ნახვა და თავადაც მძლავრად მოხვია ხელები. - ხომ მითხარი იმ კვირამდე ვერ მოვდივარო? - სასიამოვნოდ გაოცებული იყო ბიჭი. - ესე, ხომ სიურპრიზი აღარ იქნებოდა? - შესცინა გიგომ და ცხვირზე აკოცა. ცარომ არ იცოდა ვინ იყო ეს უცხო გოგო, მაგრამ არც აინტერესებდა. სძულდა ნებისმიერი სტატუსით, რადგან, მას სანდროსთან სიახლოვის უფლება ჰქონდა. - შენ, ალბათ ცარო ხარ არა? - ახლა ადამიას მიუბრუნდა სტუმარი. - მე შოკა ვარ. აი, ამ სიმპათიური ყმაწვილის საცოლე. როგორც ვიცი, ერთად, დიდი დროის გატარება მოგვიწევს ძვირფასო. მიხარია შენი გაცნობა. - თბილად გადაკოცნა და გახევებული დატოვა ადამია - სინამდვილეში ბევრად ლამაზი ხარ, ვიდრე ფოტოებში. - გოგონას ხმამ გამოარკვია ადამია. - მადლობა. - ძლივს ამოღერღა. - სანდრიკო, იმედი მაქვს შენს, ყავას დამითმობ და ჩემს ჩემოდნებს დააბინავებ საყვარელო. - ისე, მიყურებ სხვა გზა არა მაქვს. - გაუცინა ბიჭმა, ხმაურით აკოცა ლოყაზე და გავიდა. - კარგი ყავა გამოგდის თურმე. მე კი, სამწუხაროდ არაფერი გამომდის წესიერი. - თვალები გადაატრიალა გოგომ. - ყავა სანდრომ გააკეთა. მე, უბრალოდ ჩამოვასხი. - ცარო, მომწონხარ იცი? მინდა ვიმეგობროთ. აქ, ბევრს არავის ვიცნობ. - სასიამოვნოა, ამის მოსმენა. თუმცა, ვერ დაგპირდებით. მე, მალე წავალ აქედან. - თვალი აარიდა ცარომ. - ჩემთან თავს უხერხულად ნუ იგრძნობ. მე, ყველაფერი ვიცი შენზე და სანდროზე და პრობლემა არა მაქვს. სანდრომ ცოლობა, რომ მთხოვა შოკში ჩავვარდი. ვიცი, რომ შენ უყვარხარ. თავიდან, მეგონა შენც გიყვარდა და უარის თქმას ვაპირებდი. მაგრამ მერე გავიგე, რომ არ გიყვარს და დავტანხმდი. მალე დაგივიწყებს, აი, ნახავ და სამივე ერტად ვიცინებთ შემდეგ ამაზე. - ცაროს ძალიან უნდოდა მის ხმაში ცინიზმი, ირონია ან რაიმე მსგავსი დაეჭირა მაგრამ მხოლოდ გულწრფელობა, სხვა ვერაფრის დანახვა შეძლო. - საიდან მოიტანეთ, რომ მე ვუყვარვარ? ან.. ან.. რომ არ მიყვარს? - ძლივს შეაკოწიწა სათქმელი და პასუხის მოსმენამდე სუნთქვა შეეკრა. - სანდროს კარგად ვიცნობ. ზედმეტად გასაგებია მისი, გრძნობები ჩემთვის სიტყვების გარეშეც კი. აი, შენ რაც სეგეხება. სანდრო, რომ გყვარებოდა მასზე უარს არ იტყოდი. - თქვენ არაფერი იცით... - ყველაფერი ვიცი ძვირფასო. სწორედ, ამიტომაც ვამბობ. სიყვარულს მსხვერპლად შეწირვა კი არა ბრძოლა და დაცვა სჭირდება. მარტივად დათმობილი სიყვარული კი, სიყვარული არ არის. რა მიზეზიც არ უნდა იყოს მისი დათმობის. ახლა წავალ, დავისვენებ, თორემ ფრენამ ძალიან დამღალა. სასიამოვნო იყო, შენთან შეხვედრა. და კიდევ, გთხოვ, თქვენობით ნუ მომმართავ. მეც მიყვარს ყველა, ვინც სანდროს უყვარს. - ლოყაზე აკოცა და მისაღებისკენ წავიდა. კართან სანდრო შეეჩეხა. - ჩემს ოთახს არ მაჩვენებ ძვირფასო? - ახლა ნაკაშიძეს მიუბრუნდა და ღიმილით გამოსდო ხელკავი. ნაკაშიძემ საფეთქელზე აკოცა და მხარზე ხელ მოხვეული გაიყვანა ოთახიდან. ცაროს გარშემო სამყარო გაიყინა, აღქმის უნარი დაკარგა, მარჯვენა ხელი ისე აუკანკალდდა, თითქოს პარკისონის დაავადება ჰქონოდა. არ უტირია... არცერთი ცრემლი არ მომწყდარა მის წამწამებს... ნეტავ ეტირა, ნეტავ შესძლებოდა ტირილით მოეოხებუნა გული, ეღრიალა, ქვეყანა შეეძრა მოთქმით. მაგრამ არა, მხოლოდ იდგა გაქვავებული სახით და მარჯვენა ხელს ვერაფერს უხერხებდა. თუმცა, გრძნობდა კი? - ცარო კარგად ხარ? - მხარზე მსუბუქად შეეხო დაჩი, რომელიც ის ის იყო მოვიდა და შეშფოთებული უყურებდა . ვერ გაიგოადამიამ, ბიჭმა რა ჰკითხა, უაზროდ შეავლო მზერა. - ცარო, რა გემართება? - ახლა უკვე მხრებში ჩაავლო ბიჭმა ხელი და ძლიერად შეანჯღრია. ერთხანს უაზროდ უყურა, მერე თანდათან მზერა დაეწმინდა. თვითონაც შეაშფოთა მოხტუნავე ხელმა. მეორე შეაშველა, თითქოს დაჭერით რამეს უშველიდა. - ცარო, რამე მითხარი. - უკვე მუდარაზე გაავიდა ბიჭი. - ხომ მითხარი ჩემი ძმა ხარო. შეგიძლია მენდო. გთხოვ, მითხარი რა გავაკეთო, რომ კარგად იყო. სანდროს დავუძახებ და წამალს გამოვართმევ, შემდეგ კი სადმე გავიდეთ კარგი? - დაუყვავა ბიჭმა. - გთხოვ... - ხელი დაუჭირა გოგომ - გთხოვ არაფერი უთხრა. ჩემით დავმშვიდდები. - რა მოგივიდა, წამლებს დროულად სვამ? ასეთ მდგომარეობაში რამ ჩაგაგდო? - ყველაფერი კარგადაა. კარგად ვარ. უბრალოდ... უბრალოდ დედა გამახსენდა. - არ ინერვიულო კარგი? აუცილებლად შეგირიგდება. ყველაფერს გააცნობიერებს, მიხვდება, რომ დამნაშავე არა ხარ და აუცილებლად მოვა შენთან. დამნაშავეც რომ იყო დედაა ბოლოსდაბოლოს. - გულში ჩაიკრა ბიჭმა და ცარომაც თავს უფლება მისცა სუსტი ყოფილიყო. - გთხოვ, წამიყვანე აქედან. გეხვეწები მომაშორე ამ გარემოს. სულ ცოტა ხნით, რომ სუნთქვა შევძლო. - დამშვიდდი. ახლავე წავიდეთ. გთხოვ არ იტირო. - დაჩიმ მკერდზე მიკრული გაიყვანა, გოგო სახლიდან. მანქანაში ჩასვა, ღვედიც თავად შეუკრა. თვითონაც სწრაფად მიუჯდა საჭეს და მანქანა ადგილს მოსწყვიტა. კარგა მანძილი, რომ გაიარეს მხოლოდ მერე ამოიღო ბიჭმა ხმა. - გინდა სანდრიკო ვანერვიულოთ? - და თვალი ეშმაკურად ჩაუკრა. - ,,სანდრიკო“ რა ცუდად მოხვდა ეს სახელი ყურში ადამიას. ცოტა ხნის წინ სწორედ ასე მიმართა იმ გოგომ (რა ერქვა? ჰო, შოკა. ) ნაკაშიძეს. ცაროს არაფერი უპასუხია, მხოლოდ მხრები აიჩეჩა. - - კაი, ტოო. სულ შენ ნერვიულობ ერთხელ მანაც ინერვიულოს. - ლოყაზე უჩქმიტა და გადაიხარხარა ბიჭმა. დაჩის განწყობა ცაროსაც გადაედო, როგორც იქნა გაიღიმა და წარბები აუთამაშა ბიჭს. - აბა რას მთავაზობ ქალდანო? - მშვიდობას და სოლიარობას, სხვას რას? - ისევ გადაიხარხარა ბიჭმა და ტელეფონზე ნომერი აკრიფა. თან ცაროს ანიშნა ჩუმად იყავიო. - ჰო დაჩი... - გაისმა სალონში ნაკაშიძის ხმა და ადსმიას სუნთქვა შეეკრა. - ჰო დაჩი კი არა, სად ხარ ? - სახლში სად უნდა ვიყო? - ბიჭო ასეთი რა ჩაიდინე ის გოგო, რომ გააქციე? - შეშფოთებული ხმა მიიღო ქალდანმა და თან ცაროს თვალი ჩუკრა. - ვინ გოგო გავაქციე, შიგ ხო არა გაქვს? - ცარო მივიყვანე ცოტა ხნის წინ აეროპორტში. ცოცხალი თავით არ შემიყოლა შიგნით არ ვიცი სად მიდის, მაგრამ შენთან ფული გამომაყოლა. მითხრა ვალში ვარ და მინდა დაუბრუნოო. ჰოდა იმიტომ გირეკავ, მეთქი სად მოგიტანოთქო. - რა ფული, რა ვალი შენ მართლა ხომ არ გაჟრიალებს? მაცა, რაო? სად მიიყვანე? - აეროპორტში , რა გჭირს? - დაჩი ქალდანო, როგორც გინდა ისე სასწრაფოდ იპოვნე და მომიყვანე ცარო, თორემ დავივიწყებ, რომ ჩემი ძმა ხარ და მიწასთან გაგასწორებ. - არაადამიანიური ხმა ამოუშვა ნაკაშიზემ. - აუ კარგი, რა. ხომ დაგიტოვა ფული, რაც მის მკურნალობაზე დახარჯე და მართლა მონა ხომ არ არის შენი რომ გემსახუროს. წავა თავის გზაზე. - ქალდანო, მეკაიფები თუ გინდა შემომაკვდე? - მაინც რა ჩაიდინე ისეთი, რომ გოგო სახლიდან გაგეპარა? ან შენ სად დე..ს ტ..ნაში იყავი ამ დროს, რომ ვერ შენიშნე? - ,,ატრ..ებდა“ ქალდანი და თან უხაროდა. - შოკა ჩამოვიდა და... და უთხრა, რომ ვქორწინდებით. - კაი, ტოო. - შეიცხადა დაჩიმ. - ისე, სანდრიკუნა, რაღა დაგიმალო და მე, კი არა შენ, გაქვს შიგ ძმაო და თან გარეთ ეძებ. მე, გითხარი სადაც დავტოვე და აწი, შენი მოსაქმებული თავად მოწმინდე. - უთხრა და ტელეფონი საერთოდ გამორთო ქსელიდან. - ესეც ასე, ნახევარი საქმე გაკეთებულია დახატულო. იქამდე ვერ გიხილავს ნაკაშიძე, სანამ შენს ხხელს ოფიციალურად არ მთხოვს. თანაც დაჩოქილი. - გადაიხარხარა და გაზის პედალს მთელი ძალით დააწვა. - დაჩი... დაჩი მეშინია. - როგორც იქნა ხმა ამოიღო ცარომ. - შენ და შენს შიშებს იქ, რომ მივალთ მოგხედავთ. - დაექადნა გოგოს. - იქ ისაა ისტერიკაში, აქ კიდევ ეს მაკვდება ხელებში. ოთხი თვეა ერთ ჭერქვეშ ცხოვრობთ, რა ვერ მოგვარდით ტო? შენ კიდევ ნუ მიყურებ შურთხივით. წინა ცხოვრებაში მონა ხომ არ იყავი ჰა? - ქოთქოთებდა და გოგოსკენ არც იხედებოდა. ადამია ბრაზისგან გაწითლდა. - მეგონა... შენ მაინც გესმოდა ჩემი. - ძლივს ამოღერღა და ტრადიციულად სატირლად მოემზადა. - კაი ტოო, ახლა არ იტირო, თორემ უფრო ჩქარა წავალ. შენც, მოკვდები და მეც. ის ჩემისა ნაკაშიძე კიდევ ზედ დაგვაკვდება. შენ, ხომ არ გინდა, რომ სანდროს რამე მოუვიდეს? - დაუყვავა ბიჭმა. ცარომ უხმოდ დაუქნია თავი. - ჰოდა ახლა სიფათი გაასწორე თორემ შენც მოგკლავ და ნაკაშიძეს ზედ დაგაკლავ. - მკაცრად დაამატა ბიჭმა. - რაო, რას მეუბნებოდი? დედა მომენტარაო არა? შეგირხცვა ნამუსი. - ქოთქოთს განაგრძობდა ბიჭი. - დაჩი, ნუ მაწამებ. ჩემი არ გესმის. არავის გესმით ჩემი. რუთმა, მითხრა, რომ მამამისთან წავიდოდა თუ სანდროსგან არ წამოვიდოდი. ლეოს თქვენ არ იცნობთ, არავინ იცნობთ. სანდროს გასამწარებლად, ჩემს გასამწარებლად რუთს წაიყვანდა და ვინ იცის რა დღეში ჩააგდებდა. ბავშვს საფრთხეს ხომ ვერ შევუქმნიდი? ან სანდრო, როგორ იქნებოდა რუთის გარეშე? ის ხომ მან გაზარდა. ხომ იცი რა გაგიჟებითაც უყვარს. - შენზე მეტად არა. -ისე უპასუხა, მისკენ არ გაუხედავს. - რა? - რაც გაიგონე. შენზე მეტად არ უყვარსთქო. ოღონდ, ახლა, დეტალებს ნუ მომაყოლებ შენი ჭირიმე. ნაკაშიძემ უნდა აგიხსნას ეგ. - ჰო, ვუყვარვარ. აბა რა. გიჟდება პირდაპირ. - მწარედ ჩეცინა ადამიას. – 24 დღეში მე ვირთავ ცოლს. - ზოგჯერ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვსურს, ხომ იცი არა? ქორწილს რაც შეეხება, შენ და ძნელაძესაც გონდათ ამის მცდელობა. - რას გულისხმობ? - არც არაფერს. ისე, შოკა ხომ საყვარელი გოგოა? მაგრად მევასება. - გამოხედა ბიჭმა. - იმენად, რომ ენა არ მიბრუნება, რამე ცუდი ვთქვა. რა იქნებოდა, ისეთი ვინმე ყოფილიყო, ლანძღვით გული მომეოხებინა. - მაგალითად ლიკუნა არა? - გადაიხარხარა დაჩიმ. - ეგ, მთლად ზედმეტია. - თვითონაც გაეცინა. - სად მივდივართ? - ქობულეთში სახლი აქვს სანდროს. გასაღები მე მაქვს. იქ წავიდეთ. ინერვიულოს რამდენიმე დღე არაფერი უჭირს. საკუთარ სახლში შენი მოძებნა კი, არასოდეს მოაფიქრდება თვით დიდ სანდროსაც კი. - ორივეს გაეცინა. - დარწმუნებული ხარ, რომ ჩემს მოსაძებნად რამეს გააკეთებს? - შენ, მართლა ხომ არ გაბრეიქდანსებს გოგო? არ გესმოდა რა დღეშიც ჰქონდა ნერვები? - შოკა დაამშვიდებს. - მოწყენით ჩაილაპარაკა. - მაგას, რომ დამშვიდება უნდა, იმნაირ დამშვიდებაზე ზრუნვა შენ მოგიწევს დახატულო. შოკა ვერ უშველის. - თვალი ჩაუკრა ბიჭმა. მადლობა, ვინც წაიკითხეთ. გინდათ მომავალშიც წაიკითხოთ და მოთმინებით მელოდებით. ახლა, ცხოვრებაში ძლიან რთული და მძიმე პერიოდი მაქვს. წერამ განმტვირთა. მოვახერხე, რომ დროებით ბაინც გამოვეთიშო ყოფით პრობლემებს. გთხოვთ გამიზიაროთ თქვენი აზრი. ხვალ არა და ზეგ დავასრულებ. მერე სხვას ავტვირთავ, რომელიც უკვე ნახევარზე მეტი დაწერილია. ჰო, მართლა თუკი ხართ ადამიანები, ვისაც ჩემი ისტორიები გაინტერესებთ და მოგწონთ, მინდა ფეისბუქ ჯგუფი შევქმნა, სადაც დროის ინტერვალების დაცვის გარეშე, სხვადასხვა პირობების გარეშე მარტივად ავტვირთავ ისტორიებს. მომწერეთ პირად შეტყობინებაში და დაგამატებთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.