სიყვარული გრძნობების გარეშე 15თავი
თორნიკე მომღიმარი სახით დააცქერდა ზემოდან სახე ალეწილ ცოლს და კარგა ხნის სიჩუმის მერე დაამატა-გაგიჟებით მიყვარხარ -ვიცი-ხმა დაბალი ტონით უთხრა გოგონამ და თავი დახარა, თორნიკემ ცივი თითები ნაზად ჩაატარა მის გაფითრებულ სახეს და ნელა შეუცურა თმებში, ოდნავ დაიხარა და საფეთქელზე მიაწება ცხელი ტუჩები, ამ დროს მარიანამ თავი ისევ ცუდად იგრძნო და საპირფარეშოსკენ გაიქცა -ამის დედაც -შეიგინა თორნიკემ და უკან მიჰყვა ცოლს, როგორც კი მარიანამ თავი უკეთ იგრძნო და სარკის წინ დადგა რომ მოწერიგებულიყო, გაოცებული მზერით შეხედა მის უკან მდგომ ბიჭს და დაძაბული ტონით ჰკითხა -რა გჭირს?-მაშინვე მისკენ მიტრიალდა და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა ჩაწითლებულ თვალებში -არაფერი-გაღიზიანებული ტონით უთხრა თორნიკემ და მის დაჟინებულ მზერას გაექცა -არაფერი?-აყვირდა წყობრიდან გამოსული გოგონა -რომ გეუბნები არაფერი-თქო ესე იგი არაფერი- გაბრაზებული ტონით უთხრა ბიჭმა და არეული თვალები ინსტიქტურად შეანათა ცოლის ჩამუქებულ მწვანე სფეროებს -სიმართლე მითხარი -ხომ გითხარი ბიჭებთან დავლიე-თქო? -ნასვამი არ ხარ-ცხვირი აეწვა გოგონას -ჰო არ ვარ, ბევრი დავლიე და ზედმეტი მომივიდა... -ასე არაა-ატირდა გოგონა და პირველი გავიდა სააბაზანო ოთხიდან -მარიანა-თორნიკე უკან მიყვა ატირებულ ცოლს, მაჯაში ხელი ჩაავლო და თავისკენ შეატრიალა -ხელი გამიშვი-გაიბრძოლა გოგონამ -უბრალოდ სასმელი დავლიე -შენი არ მჯერა -მოდი ოთახში შევიდეთ და იქ ვილააპრაკოთ-საძინებლისაკენ წაიყვანა ატირებული ცოლი გაღიზიანებულმა ბიჭმა -არ მინდა-მისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა მარიანამ მაგრამ თორნიკემ ოთახში ძალით შეიყვანა, კარი გამეტებით მიაჯახუნა და შეშინებულ ცოლს მიუბრუნდა -მომისმინე -შენი მოსმენა არ მინდა! -ხმასთან ერთად სხსულიც აუკანკალდა დამფრთხალ გოგონას -გეფიცები ეს აღარ განმეორდება-მისკენ ნაბიჯი წადგა აღელებულმა ბიჭმა, ინსტიქტურად შეშიენბულმა მარიანამაც უკან დაიხია და კედელს დაეჯახა ზურგით, მისი დაბნეულობით ისარგებლა თორნიკემ სწრაფად მიუახლოვდა და წინ აესვეტა, კედელს ხელები მიაბჯინა იმავე წამს და შუაში მოიმწყვდია დამფრთხალი ცოლი, მარიანამ ცრემლიანი თვალებით ახედა ქმარს -კიდევ რა საშინელებები უნდა გავიგო შენზე?-გოგონამ სცადა მოწოლილი მძიმე ემოციები დაემალა და ქმრისთვის ამაყად, უშიშრად და გაბედულად ჩაეხედა თვალებში, იმის მიუხედავად რომ შიში და სასოწარკვეთა მთელს სხულში მწველ ტკივილად ეღვერებოდა -ნარკომანი არ ვარ-დაუღრინა გაღიზიანებული ტონით ბიჭმა, სახე ზედმეტად მიუახლოვა სუნთქვა აჩქარებულ ცოლს და ცხელი სუნთქავ მიაფრქვია ზედ -შენი არ მჯერა-დარწმუნებით უთხრა გოგონამ და განზრახ ჯიუტად გაუსწორა მზერა -რომ გეუბნები არ ვარ-თქო, ესე იგი არ ვარ! უბრალოდ ხანდახან... -აღარაფერი თქვა-ატირდა გოგონა და სახეზე ხელები აიფარა -გპირდები ეს აღარ განმეორდება-თორნიკემ ცოლი მკლავებში მოიმწვდია და თავზე აკოცა -ვერ შეძლებ-ცრემლიანი თვალებით ახედა გოგონამ ქმარს -დამოკიდებული არ ვარ-დარწმუნებით უთხრა თორნიკემ -ბევრჯერ მოხვედი მსგავს მდგომარეობაში... ყოველ ჯერზე მარწმუნებდი რომ უბრალოდ დალიე! მეც გიჯერებდი! იმიტომ რომ მინდოდა ეს დამეჯერებინა!...-ცხელი ცრემლები გადმოუცურდა გოგონას გაფითრებულ ღაწვებზე -გთხოვ ნუ ტირი-თორნიკემ ხელის ზურგით მოაშორა ცრემლები საყვარელ გოგონას სახიდან და თავზე აკოცა -მსგავსი რამ აღარ განმეორდება გპირდები -იცოდე თუ ამ საშინელებას არ შეეშვები შენი ცხოვრებიდან დაუფიქრებლად წავალ!- დარწმუნებით უთხრა გოგონამ და როგორც იქნა მზერა გაუსწორა მის არეულ თვალებს -გგონია გაგიშვებ?-გამომწვევი ტონით უთხრა ბიჭმა და ზემოდან დააცქერდა წაშლილი სახით -თავს არ დაანებებ ხომ ასეა?-ხმა გაებზარა მარიანას, ქმარს მკერდზე მიაბჯინა ხელები რომ მათ სახეებშორის დისტანცია გაზრდილიყო, რადგან თვისუფლად სუნთქვა უჭირდა -შევეშვები-თქო ხომ გითხარი უკვე-ავარდა თორნიკე -კარგი-მშვიდი ტონით უთხრა გოგონამ და გვერდზე წადგა ნაბიჯი -საით?-თორნიკემ მუცელზე დაადო ხელი და წასვლის უფლება არ მისცა -აქ შენთან ერთად ყოფნა არ მინდა-მისკენ მიიხედა თვალცრემლიანმა გოგონამ -გთხოვ დარჩი-ხმა დაბალი ტონით უთხრა ბიჭმა და მუცელზე ნაზად მოეფერა -თორნიკე -გთხოვ-სევდიანად გაუღიმა ბიჭმა, თავისკენ მიატრილა დაძაბული გოგონა და ოდნავ, სულ ოდნავ შეახო თავისი ვნებიან წითელ ტუჩები მის მთრთოლარე ტუჩებს -გულს მტკენ-ჩურჩულით უთხრა გოგონამ -ვიცი -ასე ცხოვრებას არ შემიძლია -შევიცვლები, გპირდები, შენს გამო და ჩვენი პატარას გამო-სევდიანად გაუღიმა თორნიკემ ცოლს და ცივი თითები ნაზად შეუცურა მაისურის ქვეშ. დილით რაღაც უცნაურმა ხმაურმა გააღვიძა თორნიკე, დამძიმებული ქუთუთოები წვალებით გაახილა და საწოლზე წამოჯდა -რას აკეთებ?-ინტერესით მიაჩერდა სარკესთან მგომ მარიანას, რომელიც მაკიაჟს იკეთებდა -ვემზადები-მისკენ არ მიუხედია ისე უპასუხა გოგონამ -რისთვის?-გაბრაზდა თორნიკე -უნივერსიტეტში წასასვლელად -მშიდად მიიხედა მარიანამ მისკენ, მათი მაღვერული თვალები ერთმანეთს შეხვდა და რამდენიმე წამის განმავლობაში განზრახ ჯიუტად უყურებდნენ ერთმანეთს პირდაპირ თვალებში -ესე იგი მაინც წასვლა გადაწყვიტე-დაუღრინა გაღიზიანებული ტონით ბიჭმა -წინააღმდეგი ხარ?-გაბრაზდა მარიანა -როგორც ვხვდები შენთვის ჩემს აზრს მნიშვნელობა არ აქვს -გთხოვ თავიდან ნუ დაიწყებ -ცუდად ხარ-საწოლიდან ფეხზე წამოდგა ბიჭი და ნელა მიუახლოვდა ცოლს -თუ ვერ შევძლებ სიარულს და სწავლას აკადემიურს ავიღებ, გპირდები, მაგრამ ახლა ამის საჭიროება არ დგას და იმიტომ, რომ შენ ასე გინდა სწავლაზე უარას არ ვიტყვი -არასწორდ გესმის ის რაც მე მინდა-ავარდა ბიჭი -მითხარი მაშინ რა გინდა -უბრლაოდ შენზე და პატარაზე ძალიან ვღელავ -კარგად ვართ, ორივე კარგად ვართ -კარგი-მხოლოდ ამის თქმა მოახერხა გაცეცხლებულმა ბიჭმა და ოთახიდან გიჟივით გავარდა, რომ მოწოლილი ბრაზი, როგორმე საკუთარ სხეულში ჩაეხშო. ვაჩე მოღუშული სახით უყურებდა თორნიკეს, რომელიც სავარძელში იჯდა და ვისკის ნელა წრუპავდა პირამდე სავსე ჭიქიდან -ესე იგი ყველაფერს მიხვდა... -აქამდეც ხვდებოდა... -იჩხუბეთ? -წასვლით დამემუქრა-უცნაური ტონით თქვა თორნიკემ და ერთი მოყუდებით ჩაცალა ჭიქა -რას აპირებ? -შევეშვები... -შეძლებ?-დაეჭვებით ჰკითხა ვაჩემ -შევძლებ... მარტივია, ხომ არ ვიჩხერ?!-შეიცხადა თორნიკემ და გაბრაზებული სახით ახედა თავზე წამომდგარ მეგობარს -ორივე ერთი ნაგავია-ზიზღით თქვა ვაჩემ -ვიცი-ჩაიდუდუნა თორნიკემ და ჭიქა მეორედ შეივსო -რომ ვერ შეძლო და მარიანა წავიდეს?!... -არ გავუშვებ... არასდროს გავუშვებ-უცნაური ტონით თქვა თორნიკემ დაძაბული მზერა ვისკით სავსე ჭიქას გაუშტერა. სარისებური სიჩუმე ჩამოწვა რომელიც თორნიკეს ტელეფონის ხმამ დაარღვია, ეკრანს დახედა თუ არა გული უსიამოდ შეეკუმშა და მაშინვე უპასუხა -მარიანა მოხდა რამე? -მოხდა -ჩამწყდარი ხმით უთხრა გოგონამ და გაჩუმდა, ძალა აღარ ეყო კიდევ რამე ეთქვა -კარგად ხარ? სად ხარ? რა ხდება?- დაიძაბა ბიჭი და მაშინვე ფეხზე წამოდგა აღელვებული -საავადმყოფოში-ამოილუღლუღა გოგონამ და ხმა ჩაუწყდა -ამის დედაც-დაიღრინა თორნიკემ და მანქანის გასაღებს წამოავლო ხელი -კარგად ხარ? ჩვენი პატარა? -კარგად ვართ დამშვიდდი, უბრალოდ გონება დავკარგე და... -უბრალოდ გონება დაკარგე?!-ავარდა ბიჭი და გიჟივით გავარდა ქუჩაში, ვაჩეც უკან მიჰყვა და თორნიკესთან ერთად ჩაჯდა მანქანაში რომელმაც იმავე წამს დაქოქა მანქანა და გიჟივით გააქანა. პალატაში შესული თორნიკე სწრაფად მიუახლოვდა თვალებაწყლიანებულ ცოლს, დაიხარა თავზე აკოცა და გაბრაზებული სახით მიაჩერდა -გთხოვ არ დაიწყო-შეეხვეწა ატირებული მარიანა და სახეზე ხელები აიფარა -ხომ გეუბნებოდი რომ ცუდად ხარ და არ წახვიდე ამ დედა მოტყ.ულ უნივერსიტეტში-მეთქი? -ვერ შეიკავა თავი თორნიკემ და მაინც უსაყვედურა ცოლს -თავს კარგად ვგრძნობდი-ამოილუღლუღა გოგონამ -კარგად?-გაბრაზდა ბიჭი-რამდენი დღე არ გქონდა საჭმელი ნაჭამი იმის გამო, რომ გული გერეოდა? -მე უბრალოდ... -შენ უბრალოდ წინააღმდეგობის გაწევა გინდოდა ჩემთვის -ასე არაა-გაბრაზდა მარიანა -მაშინ აქ რატომ ხარ? -თავს მართლა კარგად ვგრძნობდი... -ახლა? -გთხოვ-შეეხვეწა გოგონა -კარგი-დანებდა ბიჭი ცოლის ცრემლებს, მაშინვე დაიხარა და თავზე აკოცა ისევ. აღელვებულმა სოფიმ სწრაფად აირბინა საავადმყოფოს კიბეები და დერეფანს გაუყვა სასურველი პალატის ნომრის საპოვნელად -კარგადა არიან -მოესმა ვაჩეს ხმა ზურგს უკნიდან, სოფი მობეზრებულად შეტრიალდა მისკენ -ვიცი -შენ? როგორ ხარ? -მშვენივრად, შენ?-ნაძალადავი სიმშვიდით ჰკითხა გოგონამ და საშინლად დაიძაბა როცა ბიჭი ზედმეტად მიუახლოვდა და ტუჩის კუთხეში აკოცა -მომენატრე-დაუჩურჩულა და გამომწვევი მზერით ჩააცქერდა თვალებში -მორჩი-გაბრაზდა სოფი, ოდნავ უკან დაიხია და მარიანას პალატაში შევიდა აღელვებული. იმის გამო რომ მარიანას მდგომარეობა ნელ-ნელა უფრო გართულდა, ექიმმა წოლითი რეჟიმი დაუნიშნა და თორნიკეც გამუდმებით აკადემიურის აღებას სთხოვდა, ბოლოდაბოლოს გადაწყვეტილება მიიღო რომ აკადემიური აეღო და სწვალა დროებით შეეწყვიტა. -გთხოვ არ ინერვიულო-სევდიანი სახით გაუღიმა ანიმ რძალს -მე და დედა ყველანაირად შეგიწყობთ ხელს და მომავალ წელს ჩვეულებრივ განაგრძობ სწავლას -რა თქმა უნდა-გაუღიმა ქეთიმ თვალცრემლიან გოგონას-მთავარია თქვენ ორივე კარგად იყოთ-მუცელზე მოეფერა- და მე მივხედავ პატარას, შენ კი ისწავლი -მადლობა-გაეღიმა გოგონას -მაგრამ მაინც ძალიან მიჭირს ამ ყველაფერთან შეგუება -ნუ ღელავ, ყველაფერი კარგად იქნება -გაუღიმა ქეთიმ რძალს და თავზე აკოცა. უნივერსიტეტის ეზოდან გამოსული სოფი გაოცებული სახით მიაჩერდა ვაჩეს რომელიც მანქანაზე ზურგით მიყრდნობილი სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა -შენ? ისევ? აქ რას აკეთებ?-ნელა მიუახლოვდა და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში -მეც მომენატრე-ცინიკურად გაუღიმა ბიჭმა და ლოყაზე აკოცა -რა გინდა? რატომ მოხვედი? -ისევ ისეთი მკაცრი ხარ-გაეცინა ბიჭს და ნიკაპზე ხელი აჰკრა, გოგონამ ოდნავ უკან დაიხია -თუ არაფრის თქმას არ აპირებ მაშინ მე წავალ- და მაშინვე მიტრიალდა, მაგრამ ვაჩეს ძლიერმა და უხეშმა ხელმა შეაჩერა, რომელიც მარწუხივით შემოაჭდო მაჯაზე -რას აკეთებ-გაიბრძოლა სოფიმ და გაბრაზებული სახით მიაჩერდა -სახლში წაგიყვან-უცნაური ტონით უთხრა ბიჭმა და ზედმეტად მიიახლოვა -მე და შენ სალაპარაკო გვაქვს -ხელი გამიშვი-ისევ გაიბრძოლა გოგონამ -მანქანაში ჩაჯექი -არა -მინდა რომ სერიოზულად დაგელაპარაკო -თავი დამანებე -არ შემიძლია-გაბრაზდა ვაჩე და სოფის მაჯაზე მოჭრილი თითები ოდნავ მოადუნა -ჩემგან რა გინდა? თავს რატომ არ მანებებ? ყოველ მეორე დღეს აქ რისთვის მოდიხარ? ძალიან დამღალა უკვე ამ ყველაფერმა-ავარდა სოფი -შეხვედრაზე რატომ არ მთანხმდები? -იმიტომ რომ არ მინდა -რატომ არ გინდა? -გაღიზიანდა ვაჩე -საამისოდ ბევრი მიზეზი მაქვს -მაინც? -შენი უხეშობა, თავხედობა, ძალადობა საკმარისია ეს ყველა მიზეზები შენთვის თუ გავაგრძელო? -შენ მაიძულებ ასე მოგექცე, რადგან სხვანაირად უფლებას არ მაძლევ რომ მოგიახლოვდე! -ავადმყოფი ხარ-ბრაზნარევი ტონით უთხრა გოგონამ და მანქანაში ჩაჯდა, ვაჩემ მშვიდად დაუკეტა კარი და საჭეს მიუჯდა -თავს არასდროს დამანებებ?-მობეზრებულად ჰკითხა გოგონამ -არა-მომღიმარი სახით გახედა ვაჩემ -გიჟი ხარ? მოგწონს ასეთი არანორმალური ურთიერთობა?... -არა! შენ მომწონხარ-გაეცინა ბიჭს და მისკენ მიიხედა, მათი თვალები წამიერად ერთმანეთს შეხვდა -გეყოფა-სოფიმ უკმაყოფილო სახით დაბრიცა ტუჩები -ჩემი რატომ არ გჯერა?-აღელევბულმა ბიჭმა მანქანა სავალი ნაწილიდან გადაიყვანა და მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა -არაფერი გაგიკეთებია იმისთვის რომ ჩემი ნდობა მოგეპოვებინა, პირიქით შენი ყოველი შეხებით მხოლოდ ტკივილს მაყენებ -სევდიანი სახით მიიხედა გოგონამ ხელებაკანკალებული ბიჭისკენ რომელმაც სწრაფად ჩასწია ფანჯარა, სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და ნერვიულად მოუკიდა -შენ მაიძულებ რომ ასე მოგექცე... -მეე?-შეიცხადა სოფიმ -უფლებას არ მაძლევ რომ უკეთ გაგიცნო, მოგიახლოვდე, დაგიახლოვდე არა თუ შეგეხო -ვერ ვხვდები ჩემგან რას ითხოვ -შეხვედრაზე დამთანხმდი -არა-დაუფიქრებლად მიახალა გოგონამ და მისეკნ მიიხედა ვაჩეს სიმწრის ღიმილმა გადაურბინა სახეზე -მოგწონს არ ჩემი წვალება? -შენთან ურთიერთობა არ მინდა რატომ არ გესმის? -იმიტომ რომ შენი თვალები სხვა რამეს მეუბნება-მოულოდნელად მიიხედა ვაჩემ მისკენ და სიგარეტის ლურჯი, მწველი კვამლი მისი სახისკენ გაუშვა -სახლში წამიყვანე თუ შეიძლება-სოფიმ გზას გახედა ამღვრეული თვალებით, ვაჩეს გოგონას პროფილზე მიეყინა ცივი მზერა და კარგა ხნის სიჩუმის მერე ხმა დაბალი ტონით თქვა -ხვალ ჩემი დაბადების დღეა და მინდა რომ მოხვიდე- სოფიმ გაოცებული სახით მიიხედა მისკენ, მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა -ძალიან გინდა რომ მოვიდე?-გამომწვევი ტონით ჰკითხა გოგონამ და მზერა აარიდა -შენი აზრით?-ნისლისგან დაბურულ გზას გახედა ვაჩემ -არ ვიცი-მხრები აიჩეჩა გოგონამ -თუ გეტყვი რომ ძალიან მინდა, მოხვალ?- ერთმანეთის არეული თვალებით შეხედეს -მე... არ ვიცი -რატომ არ მაძლევ უფლებას რომ უკეთ გაგიცნო? -იმიტომ რომ შენ ჩამოაყალიბე ჩვენს შორის ეს არასწორი ურთიერთობა -შენთან ახლოს ყოფნის უფლება მომეცი... გთხოვ- შეეხვეწა ვაჩე მოულოდნელად მისკენ გადაიხარა და მხარზე აკოცა, სოფის მაშინვე უცნაურმა, სასიამოვნო და მტკივნელმა გრძნობამ დაურბინა მთელს სხეულში და გააჟრჟოლა,ხოლო ვაჩეს ცხელი და ვნებიანი ტუჩემის შეხების ადგილას კარგა ხანს ეწვოდა კანი. ანი სევდიანი სახით შეჰყურებდა გიორგის და ნინის რომლებიც დივანზე გვერდი-გვერდ ისხნენ და ერთმანეთის გარდა, ვერავის და ვერაფერს ამჩნევდნენ, ძალიან გაუჭირდა ამ ყველაფერის ატანა ფხიზელი გონებით ამიტომ რამდენიმე ჭიქა ღვინო ზედიზედ დალია -გეყოფა-გაბრაზებული სახით მიუახლოვდა თორნიკე დას და ღვინის ჭიქა ააცალა ხელიდან -რა გინდა?-გაბრაზდა ანი და სხვა ჭიქას წამოავლო ხელი -თუ გინდა წავიდეთ-ხმა დაბალი ტონით უთხრა დას წყობრიდან გამოსულმა ბიჭმა -არ მინდა-ხმა გაებზარა გოგონას და გიორგის გახედა რომელიც მისკენ იყურებოდა ამღვრეული თვალებით -ანი -არსად წასვლას არ ვაპირებ გასაგებია?-ტირილის ნოტები შეეპარა ხმაში აღელვებულ გოგონას და იუბილარს მიუახლოვდა -ვიცეკვოთ-უხასიათოდ მყოფი ვაჩე ძალით გაიყვანა დარბაზის ცენტრში, კისერზე ხელები შემოაჭდო და მომღიმარი სახით ჩააცქერდა თვალებში -მოვა-დარწმუნებით უთხრა და მასთან ერთად აჰყვა ნაზ მელოდიას -არ მოვა...- ბრაზნარევი ტონით თქვა ბიჭმა და სევდიანი სახით გახედა შეკრებილ სტუმრებს რომლებიც აქტირად სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს და მაქსიმალურად ცდილობდნენ დრო სასიამოვნოდ გაეტარებინათ ერთმნეთთან ყალბი ღიმილის და განწყობის ფონზე-ზუსტად ვიცი რომ არ მოვა-დაიღრინა ვაჩემ და მომღიმარ ანის უცნაური მზერით ჩააცქერდა თვალებში -ვფიქრობ რომ ცდები-გაეცინა გოგონას და სწრაფად მოშორდა გაოგნებულ ვაჩეს რომელიც ვერაფრით იჯერებდა რომ სოფი მის დაბადების დღეზე მივიდა, კარგა ხანს იდგა ერთ ადგილზე მიყინულივით და უცნაური მზერით უყურებდა დაბნეულ გოგონას რომელიც არეული თვალებით მიაჩერდა მას თაფლისფერ ამღვრეულ სფეროებში -მეგონა არ მოხვიდოდი-დაუჩურჩულა სუნთქვა აჩქარებულმა ბიჭმა აღელვებულ გოგონას როგორც კი მიუახლოვდა -დაბადების დღეს გილოცავ-გაუღიმა სოფიმ და ლოყაზე ნაზად აკოცა. ანი ღვინით სავსე ჭიქით ხელში გავიდა აივანზე და ცრემლიანი თვალებით გახედა ცივ, ცარიელ,ბნელ სივრცეს და გაირინდა -გცივა?-გიორგის ხმამ შეაკრთო ფიქრებში წასული გოგონა და დაბნეული მიტრიალდა მისკენ -რა? -კანკალებ-დაუჩურჩულა სუნთქვა აჩქარებულმა ბიჭმა ზედ ტუჩებთან, ზედმეტად ახლოს მდგომ გოგონას და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა აწყლიანებულ თვალებში -მე...-დაიბნა ანი და მთელი ძალით შეეწინააღმდეგა მოწოლილ ცრემლებს -შენთვის გულისტკენა არ მინდოდა -დაიჩურჩულა გიორგიმ და ცივი თითები თმებში შეუცურა -მაგრამ მატკინე-აღმოხდა ხმა აკანკალებულ გოგონას -ისევ მატკინე -მიყვარხარ-ახღმოხდა სასმლისგან გონება ამღვრეულ ბიჭს და ნაზად შეახო ცივი ტუჩები გოგობას ნაზ, ვნებიან წითელ ტუჩებს და იმავე წამს დააშორა, ანიზე ისე საშინლად იმოქმედა ზედმეტად მონატრებული და საყვარელი მამაკაცის შეხებამ რომ მაშინვე დაკარგა აზროვნების უნარი, თავადაც შეუცურა თმებში ხელი და ათრთოლებული ვნებიანი, წითელი ტუჩები შეაწება ბიჭის ცივ გაცრეცილ ტუჩებს, გიორგიმ მაშინვე წელზე შემოაჭდო ხელი და სხეულზე მჭიდროდ მიიკრო, ანი მოულოდნელად გველნაკბენივით მოშორდა მოს ტუჩებს სხეულს და უკან დაიხია -უნდა წავიდე-დაიჩურჩულა და გვერიდს აქცევა სცადა გიორგისთვის -ანი-წინ აესვეტა სუნთქვა აჩქარებული ბიჭი -გამატარე-გაბრაზებული სახით ახედა გოგონამ -ეს კოცნა... -დაივიწყე -ანი -ეს უბრალოდ წუთიერი სისუსტე იყო!-სუნთქვა არეული და ოულსაცია აჩქარებული გოგონა ძლივს უყრიდა სათქმელ სიტყვებს თავს -წუთიერი სისუსტე?-გაცეცხლდა გიორგი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.