იარები...
წერა მაშინ დავასრულე როცა ჩემი სხეულის ყველა ნაწილის შეგრძნების უნარი დავკარგე. როცა სხეულმა დაკარგა სულთან ყვლანაირი კავშირი და ვგრძნობდი რომ ნელნელა ვუერთდებოდი იმ განზომილებას, რომელიც მოკვდავთათვის არ იყო განკუთვნილი. შემდეგ კი იყო გაყინული სამი წელი. ალკოჰოლში ჩამხრჩვლი გრძნობები და ხო არფრად ქცეული განვლილი წლები. ნისლში გამქრალი ადამიანებითა და ფერდაკარგული სამყაროთი. ყოველდღე ალკოჰოლი იპყრობდა ჩემს სხეულს და გავყავდი ასტრალში, სადაც მარტონი ვიყავით მე და ის შეგრძნებები, რომლები სუიციდიკენ ისევ და ისევ კვლავ მიბიძგებდნენ. სუიციდი არ იყო გამოსავალი, მე ხომ კიდევ ერთელ ვატკენდი ჩემს საყვარელ ადამიანებს გარდაცვალებით, მე ამის უფლება არ მქონდა. ვატარებდი ყველაფრისგან დამძიმებულ, გადარეულ, სხეულს. რომლის ტარებაც უკვე არაფრად ქცეულ მელოდიას ემსგავსებოდა. დიახ არაფრად ქცულ მელოდიას, რომელმაც ვერ პოვა აღიარება და ნაგვის ურნაში უკრავენ ხოლმე თავს. წერა ბევრად მამძიმებდა, მიბრუნებდა შეგრძნებებს, მეგონა ჩემს სხეულს ისევ ჩეხავდნენ, ტკენდნენ და ისვ ისე ნაგავზე ისროდნენ. სხეული არ მქონია დამძიმებული, სულის სიმძიმე არ მასვენებდა, არ მაძინებდა, მეტს და მეტს ითხოლვდა. მეტ ექსტრემს, მეტ ალკოჰოლს, მეტ სექსს, მოძრაობას... ფიქრი და გრძნობა კი სულ ერთი იყო, მეგონა თუ გავჩერდებოდი მოვკვდებოდი. და ახლა... როცა გავჩერდი, როცა ცხოვრების ემ ეტაპამდეც მივედი ვხვდები რომ არ უნდა გავჩერებულიყავი. თითქოს სხეული, სული და გონება ერთიანად გალღვა. მე კიდევ არაფრის მთქმელი და მომცემი არსება, სრულიად მარტო დავრჩი ამ სამყაროში. მიტოვებული ადამიანებისგან, მშობლებისგან, გრძნობებისგან, სამართლისა და ქვეყნისაგან. ხანდახან ვგრძნობ რომ ვიხრჩობი. საწოლთან ძირს იატაკზე ვწვები. ხორცს ვიგლეჯ ფეხიდან და საკუთარ თავს ვაჯერებ რომ სუნთქვა ისევ შემიძლია. ვეჩიჩინები მეორე მეს რომ ისუნთქოს, არ შეწყვიტოს, ამის უფლება ჩვენ ორს ერთად არ გვავქვს. მე სიცოცხლის დასრულების უფლება არ მაქვს. ამ ემოციებით გავიდა 5 წელი. 5წელი სუნთქვის გაძნელებით, პანიკური შეტევებითა და უსასრულობის ძებნაში ამომხდალი გადაღლილი სულით.თითქოს ცაზე ღრუბლები ნელნელა იწყებენ გაშავებას, მთლიანი ცა შავდება და ელოდები როდის გადმოვა დემონი შენს წასაყვანად. ბოლოს ცა იხსნება და დემონი არა მაგრამ სატელეფონო ზარი გაღვიძებს. ერთბაშად სუნთქვა შეკავებული, მთელი ღამის ნაწვალები სული ისევ ძლიერად იწყებს ამოხვნეშას და ფხიზლდები. პირველი ემოციაა ფიქრობ სადხარ, ვინ ხარ ან რატომ ხარ. საკუთარ თავს ეკითხები ისევ ამ დაწყევლილ სამყაროში გეღვიძება თუ არა. კედლები კი ნაცნობია, საწოლიც ნაცნობია და ტელეფონიც რეალურად რეკავს . -გისმენთ. გამარჯობა. -გამარჯობა. წარმატებული დღე. მე თქვენი გამომძიებელი ვარ. საქმის ხელახალ დაკითხვაზე გელოდებით.როდის ეძლებთ მოსვლას?... და აი აქ იწყება მომენტი, როცა არ მჯერა. როცა საკუთარ თავს ვერ ვაჯერებ იმ ფაქტს როლმ ყველაფერი ხელახლა იწყება. როცა ბრძოლა მაქვს საკუთარ მესთან... დაბნეული, აკანკალებული ხმით ვიწყებ საუბარს და არც ვიცი რა უნდა იყოს ჯერ პასუხი და შემდეგ უკვე მოქმედება. -დიახ. დაიჭირეთ? და ცოტახნით ისევ ჩნდება ჩვენს შორის დუმილი. -ნოა ის საქართველოშია. თქვენი ხელახალი ჩვენება გვჭირდება.საქმეს ხურავთ თუ?.. და სწრაფად მოვდივარ გონს, სწრაფად მახსენდება ყველა დეტალი, ყველა ტკივილი, დანგრეული სხეული და 90 პროცენტიანი უშვილობის განაჩენი, რომელიც 16წლის ასაკში გამომიტანეს. -მოვალ ადვოკატს დავუკავშირდები და შემდგომ გადმოგირეკავთ. სატელეფონო ზარი, რომელმაც შეცვალა ჩემი სამყარო. სამყარო, იმედი... თითქოს სხეულში ახალი ძალა ვიპოვე. ძალა რომელიც 5წლის შემდეგ ხელახლა წამომაყენებდა საწოლიდან, ჩემს შიგნიდან დანაწევრებულ სხეულსა და ფერფლად ნაქცევ სულ ისევ ახალი იმედით გააგრძელებინებდა გზას...და ბოლოს ვეუბნები ჩემს თავს.. ნოა შენ არ გაქვს დაცემის უფლება... შენ ბედნიერებისთვის გაჩნდი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.