შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტანგო


22-04-2017, 13:12
ნანახია 2 078

წვიმაში ქარში უკრავენ ტანგოს
უთქმელი სიტყვები შიგნიდან მახრჩობს
მელანქოლია იგრძნობა რიტმში
გრძნობები შედის უცებ აზარტში...
ფიქრები უცებ მიტაცებს შენთან
ირგვლივ ყველაფერი ნელ–ნელა ქრება...
თეთრი ოთახი, სიჩუმე, ტანგო...
და მოგონება ვგრძნობ როგორ მაკრთობს...
შავი სმოკინგი და შენი მზერა
გრძნობას ვკარგავ და ოცნების მჯერა...
თუმცა მაფხიზლებს რაღაც სიშმაგით
და ვხვდები ისევ სიზმარში რომ ვარ...
ტანგო მთავრდება, ქრება ზმანება...
კვლავ რეალური ტანჯვა ბრუნდება...



პ.ს. 2 წლის წინ, როცა ეს ლექსი დავწერე ვგრძნობდი, როგორ მაგიჟებდა უშენობა... ვერასოდეს სხვა ამ შეგრძნებებს ვერ იგებდა და ალბათ ვერც ვერასოდეს გაიგებს, თუმცა სხვისი გაგება არც არასოდეს მჭირდებოდა... მე შენ მჭირდებოდი მხოლოდ... შენი მწველი მზერა მინდოდა მეგრძნო... შენი გაყინული ხელების ნაზი შეხება და ჩახუტება...
ჩვენი ტანგო... ეს ორივეს ოცნება იყო... მახსოვს როცა შენი სიზმარი მომიყევი სულელი ბავშვივით ვიღიმოდი... მერე კი მე დამჩემდა... ეს სიზმარი ხშირად მეორდება... იმდენად ხშირად, რომ ზოგჯერ ვფიქრობ რეალურიცაა... მაგრამ ვახელ თვალს და ვხვდები, რომ ვცდები... ჩვენ ერთმანეთი გავუშვით, თუმცა როგორც ჩანს ბოლომდე ვერა... ალბათ ვერც ვერასოდეს ვერ შევძლებთ ამას...
მადლობა, რომ ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქეცი... მადლობა თითოეული გაფერადებული დღისთვის...



№1  offline მოდერი bla.ell

აუუუუ ახლა ვიტირებ დამაჟრიალა პოსკრიპტუმი რომ წავიკითხე,ყველაზე კარგო,უმაგრესი გოგო ხარ აი სიტყვებიც არ მყოფნის ცხვირის წვერი მეწვის,ყელში ბურთი გამეჩხირა აი უკარგესი იყო

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

ცხოვრება მუდმივად სიურპრიზებით გვაჯილდოვებს

იმედი არ დაკარგო... გჯეროდეს... სიზმარი ერთხელაც რეალობად გექცევა

 


№3  offline ადმინი უნდა ვწერო

იმედი მეფობს, მეფობს...
ტანგო საოცრებააა..
მომეწონა !

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent