სიყვარული გრძნობების გარეშე 16თავი
-უნდა წავიდე-ხმა დაბალი ტონით თქვა გოგონამ და აივანზე გასულ ნინის გახედა ამღვრეული თვალებით, რომელიც ნელა მიუახლოვდა ბიჭს, გულზე მიეკრო და ტუჩის კუთხეში აკოცა, ანიმ სულ ერთი წამით შეხედა აწყლიანებული თვალებით გიორგის, თავი დახარა, სწრაფი ნაბიჯით ჩაირბინა კიბეები და ეზოში გავიდა -ანი-უკან გაეკიდება სცადა გიორგიმ -რას აკეთებ- მკლავზე დაეჯაჯგურა ნინი -მერე ვილაპარაკოთ -მშვიდი ტონით უთხრა ბიჭმა და სიბნელეში დაკარგული გოგონას ძებნა დაიწყო ეზოში, მალევე დაინახა თორნიკეს მანქანასთან მდგომი და სწრაფად მიუახლოვდა -ანი -რატომ მოხვედი?-ჩურჩულით ჰკითხა გოგონამ ისე რომ მისკენ არ მიუხედია, რადგან არ უნდოდა ბიჭს მისი ცრემლები და სასოწარკვეთა ენახა -მინდა რომ ვილაპარაკოთ -სალაპარაკო არაფერია-მისკენ მიტრიალდა აღელვებული გოგონა, რომელმაც შეუმჩნევლად მოიწმინდა აცრემლები -ანი -ზედმეტად მიუახლოვდა სუნთავა აჩქარებული ბიჭი საყვარელ გოგონას და თვალებში ჩააცქერდა-არ მითხრა რომ არაფერი იგრძენი -გთხოვ-ანის ისევ ცრემლები მოეძალა -მე შენ ისევ ისე ძლიერად მიყვ...-დაიწყო გიორგიმ მაგრამ ანიმ ტუჩებზე მიადო ცივი თითები აღელვებულ ბიჭს და წინადადების დასრულების საშუალება არ მისცა -არ გინდა-დაუჩურჩულა და მზერა გაუსწორა -ანი -არა-მკაცრი ტონით უთხრა გოგონამ და უკან დაიხია -წავიდეთ?-თორნიკე მარიანასთან ერთად გაბრაზებული სახით მიაუახლოვდა დას და ზემოდან დააცქერდა უცნაური მზერით -წავიდეთ-მშვიდი ტონით უთხრა ანიმ და სულ ერთი წამით გიორგის შეხედა სევდიანი თვლებით, შემდეგ კი მანქნაში ჩაჯდა რძალთან ერთად -მოხდა რამე?-ინტერესით ჰკითხა თორნიკემ დაბნეულ მეგობარს -არა, არაფერი-ჩაიდუდუნა გიორგიმ და მიტრიალდა. -გაარკვიე ურთიერთობა შენს ყოფილთან?-კიბეებზე ასულ ბიჭს ნინი შეეფეთა, რომელიც სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა აივანზე -მე შენ არაფერს დაგპირებივარ-წარბაწეული ბიჭი ზემოდან დააცქერდა თვალებამღვრეულ გოგონას -დამამცირე, იმ სულელ გოგოს გაეკიდე-აყვირდა წყობრიდან გამოსული გოგონა -ნინი-თვალები დაუბრიალა გიორგიმ -მე ხომ თავიდანვე გასაგებად გითხარი რომ შენთან ზედაპირული ურთიერთობა მინდა და მეტი არაფერი-თქო? და ისიც აგიხსენი რატომ -შენ, უბრალოდ მე მიყენებ...-ასლუკუნდა ნინი -ასე არაა -ასეა!-აყვირდა ნინი -მე შენ ურთიერთობის დასაწყისში... თავიდანვე გითხარი რომ ანი მიყვარს... მის დავიწყება არ შემიძლია და არც ვაპირებ-თქო, ისიც გასაგებად აგიხსენი შენგან რა მინდოდა -ჰო რა თქმა უნდა ჩემთან მხოლოდ ს.ქსი გინდოდა -ასე არაა -მეზიზღები გესმი?! მეზიზღები-ატირდა ნინი და მკერდზე ხელები დაარტყა, გიორგიმ მაშინვე მაჯები დაუჭირა და უცნაური მზერით ჩააცქერდა თვალებში -მე შენ მომწონდი, ძალიან მომწონდი... შენთან ყოფნაც მომწონდა და ს.ქსიც, მაგრამ მე ყოველთვის გეუბნებოდი რომ ეს ყველაფერი სხვა გრძნობაში და ურთიერთობაში არ გადაიზრდებოდა რადგან ანი მიყვარდა -მეგონა რომ... დროის და მანძილის გამო მის დავიწყებას შეძლებდი-ასლუკუნდა ნინი -შენ თავიდანვე იცოდი ყველაფერი, მაგრამ მაინც გადაწყვიტე ჩემთან ურთიერთობა -ჰო იმიტომ რომ მე შენ ძალიან მომწონდი, მომწონდა ეს ღია, გახსნილი, თავისუფალი და გიჟური ურთიერთობა... მაგრამ მერე შემიყვარდი -ნინი -იმ გოგოს გამო გინდა ეს ყველაფერი დაასრულო ვინც მიგატოვა? ვინც შენი ცხოვრბიდან დაუფიქრებლად წავიდა? ვინც ცოლობაზე უარი გითხრა? -მე ის მიყვარს-მკაცრი ტონით უთხრა გიორგიმ და ხელები გაუთავისუფლა -მე? ჩვენ? -ჩვენ, არარსებობს და შენ ეს თავიდანვე იცოდი. -მეზიზღები-დაიჩურჩულა გოგონამ და ატირდა -წამოდი სახლში წაგიყვან-მოიღუშა გიორგი და მანქანისაკენ წაიყვანა გაბრაზებული გოგონა რომელიც უკვე მესამე ღერს ეწეოდა ნერვიულობისგან. ვაჩემ მომღიმარი სახით გახედა სოფის, რომლის დაძაბული მზერა, საქარე მინას მიჰყინვოდა -მეგონა არ მოხვიდოდი-მანქანაში გამეფებული სიჩუმე ბიჭის ხმამ დაარღვია -არ ვიცი სწორად მოვიქეცი თუ არა-მისკენ არ მიუხედია ისე უპასუხა გოგონამ -ჩემთან ურთიერთობას რატომ გაურბიხარ? -იცი რატომაც-გაბრაზებული სახით მიიხედა გოგონამ მისკენ -ვიცი-დაეთანხმა ვაჩე და კარგა ხნის სიჩუმის მერე დაამატა -ყველაფერი შეიცვლება გპირდები -შენი არ მჯერა -შენთან ახლოს ყოფნის უფლება მომეცი -აზრი?-მხრები აიჩეჩა გოგონამ და მისკენ მიიხედა, მათი ამღვრეული თვალები ერთმანეთს შეხვდა -სოფი!-ხმა გაიმკაცრა ვაჩემ -რააა?-ავარდა გოგონა -შემხვდები?-მომღიმარი სახით ჰკითხა ბიჭმა და მის სიცილზე გოგონასაც გაეცინა -არა -გეშინია?-გამომწვევი ტონით ჰკითხა ბიჭმა -შენი? აღარ-ცინიკური ტონით უპასუხა სოფიმ -ჩემი რა თქმა უნდა არ უნდა გეშინოდეს პატარავ- ირონიული ტონით უთხრა და ნიკაპზე ხელი აჰკრა -მორჩი-გაბრაზდა სოფი -ჩემთან ურთიერთობის თუ გეშინია-თქო ამას გეკითხებოდი წეღან-მისკენ მიიხედა ვაჩემ და რამდენიმე წამის განმავლობაში გოგონას პროფილზე მიეყინა ცივი მზერა -არა, რა თქმა უნდა, საიდან მოიტანე?-შეიცხადა სოფიმ -მაშინ გამუდმებით რატომ გამირბიხარ და უარს რატომ მეუბნები შეხვედრაზე? -არის ერთი განსაკუთრებული მიზეზი -ვიღაც სხვა?-ავარდა ბიჭი და საჭეს ძლიერად მოუჭირა ცივი თითები -არა, შენ-მიახალა გოგონამ და მინა ჩასწია, რადგან ჰაერი აღარ ჰყოფნიდა -ჩემი სისულელეებით გულს აღარ გატკენ-ხმა დაბალი ტონით თქვა ბიჭმა და მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა სოფის სახლის წინ მანქანა, გოგონა მაშინვე კარს წაეტანა გასაღებად, მაგრამ ვაჩეს ხმამ ადგილზე გაყინა -არ დამემშვიდობები? -ჩამწყდარი ხმით ჰკითხა ბიჭმა და გაუაზრებლად მის ოქროსფერ, სახეზე ჩამოყრილ თმას ნაზად ჩააყოლა მთრთოლარე თითები და მხარს უკან გადაუწია, მისკენ გადაიხარა და ყურს დაბლა ნაზად აკოცა-ხვალ, უნივერსიტეტში მოგაკითხავ- ჩურჩულით უთხრა და გასწორდა, სოფიმ არაფერი უპასუხა, კარგი გააღო და დაბნეული გადავიდა მანქანიდან -მადლობა რომ სახლში მომიყვანე-ამოღერღა როგორც იქნ,ა კარი მიუჯახუნა და სწრაფი ნაბინით წავიდა ეზოს კარისკენ. საღამოს, სამსახურიდან გამოსული დაღლილ-დაქანცული ანი გაბრაზებული სახით მიაჩერდა გიორგის, რომელიც მანქანაზე მიყრდნობილი მოუთმელად ელოდა მის გამოჩენას -აქ რას აკეთებ-მოღუშული სახით მიუახლოვდა გოგონა ბიჭს და ამღვრეული თვალებით ჩააქერდა შავ უძირო სფეროებში -ტელეფონში გასაგებად ხომ აგიხსენი, რომ შენთან შეხვედრა და ლაპრაკი არ მინდა, მითუმეტეს უკვე გარკვეული ურთიერთობის ხელახლა გარკვევა -მიყვარხარ-ხმამაღლა, მკაფიოდ, გარკვევით და დარწმუნებით უთხრა გიორგიმ და სანამ ანი აზრზე მოსვლას შეძლებდა ტუჩებზე ნაზად აკოცა -რას... აკეთებ...-დაუჩურჩულა სუნთქვა აჩქარებულმა გოგონამ როგორც კი გიორგი მის მთრთოლარე ბაგეებს მოწყდა -იმას რაც დიდი ხნის წინ უნდა გამეკეთებინა- უთხრა სუნთქვა აჩქარებულმა ბიჭმა -გგონია ასე მარტივია?-ავარდა ანი -წამოდი-გიორგიმ მანქანის კარი გაუღო -გგონია რომ შენს მანქანაში ჩავჯდები? -რატომ?! გეშინია რომ მოგიტაცებ?-გაეცინა გიორგის -სისულელეებს ნუ ლაპარაკობ-თვალები აატრიალა გოგონამ -მაშინ ჩაჯექი...მე და შენ უნდა ვილაპარაკოთ -არა -ანი-გაბრაზდა ბიჭი -უნდა წავიდე-ნაბიჯი გვერდზე წადგა გოგონამ მაგრამ გიორგი წინ აესვეტა, წელზე ნაზად შეუცურა ხელები და სხეულზე მჭიდროდ მიიკრო -შენს კოცნას ვერ ვივიწყებ-გამომწვევი ტონით უთხრა ბიჭმა სუნთქვა აჩქარებულ გოგონას და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში -გუშინ ხომ აგიხსენი-ავარდა სოფი და მკერდზე ხელები მიაბჯინა, რადგან მასთან ზედმეტი სიახლოვე თავსდაუნებურად აბრუებდა -ანი -თავი დამანებე -მანქანაში ჩაჯექი -გეყოფა -გამომყევი რა-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან აღელვებულმა ბიჭმა -კარგი მაგრამ იცოდე ეს ჩვენი პირველი და ბოლო შეხვედრაა!-მკაცრი ტონით უთხრა გოგონამ და მანქანაში პირველი ჩაჯდა. კარგა ხანს იარა გიორგიმ ანისთვის გაურკვეველი მიმართულებით, ბოლოს მოთმინების ძაფი გაუწყდა გოგონას და აღელვებულმა ჰკითხა -სად მივდივართ? -ჩვენს ადგილას-დაიჩურჩულა გიორგიმ -ახლავე გააჩერე!-უყვირა წყობრიდან გამოსულმა გოგონამ -ანი -გააჩერე-მეთქი -არა! -იქ მისვლა არ მინდა! უფლება არ გაქვს ასე რომ მომექცე -რატომ არ გინდა? -აყვირდა გიორგი -იმ სახლში ხომ... -გაჩუმდი-მოულოდნელად ატირდა ანი და სახეზე ხელები აიფარა -იცი შენი წასვლის მერე რამდენჯერ მივსულვარ იიქ, იმ სახლში სადაც შენ ჩემი გახდი და რისი გადატანა მომიწია იმ ყველფრის გამო რომ ცოლობაზე ასე მარტივად მითხარი უარი და პარიზში გაფრინდი?... -გთხოვ-შეეხვეწა გოგონა -რას მთხოვ? გინდა რომ ის ღამე დავივიწყო? თუ ის... იმ ღამესვე რომ წახვედი და მიმატოვე? -გეყოფა, საკმარისია!....გთხოვ მანქანა გააჩერე-შეეხვეწა ანი და როგორც კი გიორგიმ მისი სურვილი შეასრულა მაშინვე გადავიდა -უფლება არ გაქვს რომ ყველაფერში მე დამადანაშაულო!-ზედმეტად მიუახლოვდა სუნქვა აჩქერებული გოგონა სახე წაშლილ ბიჭს და თვალებში ჩააცქერდა -შენ იცოდი, იცოდი რომ მე წასვლა და სწავლა მინდოდა...მაგრამ მაინც ცოლობა მთხოვე პირველ ღამეს, მაიძულე არჩევანი გამეკეთებინა შენსა და სწავლას შორის -ჰო გაიძულე! გაიძულე იმიტომ, რომ ძალიან მიყვარდი და შენი გაშვება არ მინდოდა-ბოლო ხმაზე უაღრიალა გიორგიმ -ახლაც ძალიან მიყვარხარ... გაგიჟებით მიყვარხარ... მინდოდა შენი დავიწყება მაგრამ ვერ შევძელი... უმიტომ რომ უშენობა უბრალოდ არ შემიძლია -სახლში წამიყვანე, გთხოვ-ჩამწყდარი ხმით უთხრა გოგონამ და თავი დახარა, გიორგის მისი ცრემლები რომ არ შეემჩნია -რატომ არ აღიარებ რომ შენც ისევე გაგიჟებით გიყვარვარ დღემდე როგორც მე შენ-ნიკაპზე ხელი მოკიდა გაბრაზებულმა ბიჭმა და თავი ააწევინა თვალებაწყლიანებულ გოგონას -იმიტომ რომ მეშინია -რისი?! -რომ ერთმანეთს ისევ ვერ გავუგებთ და ისევ ვატკენთ -არჩევანი შენ გააკეთე მაშინ, არასწორი არჩევანი და იმიტომ გვეტკინა ასე ძალიან ორივეს -შენ მაიძულე და შენს გამო გვეტკინა ორივეს -შენ წახვედი -შენ იცოდი რომ წასვლა მინდოდა, მაგრამ პირველი ღამის მერე მაინც ცოლობა მთხოვე! -გიყვარვარ?-სრულიად მოულოდნელად ჰკითხა გიორგიმ და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა ცრემლიან თვალებში -ჩემგან რისი მოსმენა გინდა? შენ თავად თქვი უარი ჩვენი ურთიერთობის გაგრძელებაზე, ახლა როცა დავბრუნდი გინდა რომ ყველაფერი ისე იყოს და ისე მოვიქცე თითქოს არაფერი მომხდარა? გგონია ასე მარტივია წარსულის დავიწყება? -კითხვაზე მიპასუხე -სახლში წამიყვანე-ანიმ მანქანის კარი გამოაღო -კი თუ არა-სახე ზედემტად მიუახლოვა სუნთქვა აჩქარებულმა ბიჭმა -მორჩი-აღელდა ანი -გუშინდელი კოცნა... -დაივიწყე -არ შემიძლია -როგორც გინდა -მხრები აიჩეჩა გოგონამ -არც შენ მოგცემ დავიწყების უფლებას-დაემუქრა გიორგი, მოულოდნელად მკლავებში მოიმწყვდია და ტუჩებზე დააცხრა, რამდენიმე წამის განმავლობაში ანი ისე დაიბნა რომ მის გიჟურ კოცნას იგივე სიგიჟით უპასუხა, მაგრამ გააცნობიერა თი არა მდგომარეობაშიც იყო მაშინვე წინააღმდეგობის გაწევა სცადა მისთვის და როგორც კი თავი გაითავისუფლა, სახეში მთელი ძალით გაარტყა, გიორგის უცნაურად გაეღიმა და ამჯერად ნელა შეუცურა თმებში ხელი სუნთავა შეწყვეტილ გოგონას და ტუჩებში ნაზად აკოცა, ამ დროს ანიმ ვეღარ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა საკუთარ გიჟურ ემოციებთან, ამიტომ საყვარელ მამაკაცს მთელი სხეულით მიეწება და მის კოცნას უფრო მეტი ვნებით და სიგიჟით უპასუხა. მარიანა სამზარეულოში შევიდა და დედამთილის პირდაპირ დაჯდა მაგიდასთან, რომელიც ყავას სვამდა ჩაის ჭიქიდან, ქეთი საშინლად დაიძაბა და აღელდა -მინდა რომ გუშინდელი საუბარი გავაგრძელოთ-დაიწყო ყოყმანით გოგონამ -გთხოვ არ გინდა შვილო-შეეხვეწა ქეთი -ახლა არა... -მინდა რომ სიმართლე ვიცოდე თორნიკეს წარსულზე -მარიანა -წამლების მიღება იმ გოგონას გამო დაიწყო? -ჰო მის გამო... მაგრამ ჩემი შვილი ნარკომანი არა... -ჯერ არაა-შეუწორა წინადადება მარიანამ -რადგან ახერხებს რომ ამ საშიენელბისგან თავი შორს დაიჭიროს ხოლმე ხანდახან -შეეშვება, შენს გამო, ზუსტად ვიცი -რა ჰქვია?-სხვა თემაზე გადავიდა მარიანა და მზერა გაუსწორა სახე წაშლილ ქალს -ვის?-დაიძაბა ქეთი -იმ გოგოს -მარიანა შვილო, გთხოვ... უკვე ექვსი თვის ხარ... ამაზე ფიქრით თავს ნუ იტანჯავ... -რატომ მიმალავთ? მთელი ეს დრო როგორღაც ახერხებთ რომ ამ თემას გვერდი აუაროთ -არ მინდა რომ ინერვიულო იმ გოგონაზე რომელიც საერთოდ აღარაფერს არ ნიშნავს თორნიკესთვის უკვე დიდი ხანია... -მაინტერესებს მინდა ვიცოდე... -მოგიყვები... ყველაფერს მოგიყვები, ოღონდ მაშინ, როცა ამისთვის მზად იქნები... -კარგი-ნაწყენი ტონით უთხრა მარიანამ დედამთილს და ფეხზე წამოდგა -ისე იყოს როგორც თქვენ გინდათ... -გთხოვ შენსა და თორნიკეს შორის წარსულს ნუ ჩააყენებ... უბრალოდ ბედნიერები იყავით -ბედნიერები?-ცხვირი აეწვა მარიანას -როგორ შემიძლია ვიყო ბედნიერი იმ ადამიანთან ვინც თავიდან ბოლომდე აკონტროლებს ჩემს ცხოვრებას -ასე რატომ ფიქრობ?-ეწყინა ქეთის -იმიტომ რომ ასეა -ცდები, უბრალოდ შენზე და პატარაზე ძალიან ნერვიულობს-გაუღიმა ქეთიმ. თორნიკე კვლავ გვიან ღამით, ნასვამი დაბრუნდა სახლში მარიანა კი კვლავ დივანზე მჯდომი, ცრემლიანი თვალებით ელოდებოდა -ტიროდი?-თავზე წამოადგა აღელვებული ბიჭი ცოლს ნიკაპზე ხელი მოჰკიდა და თავი ააწევინა რომ უკეთ დაენახა მისი ამღვრეული თვალები -ამას შენთვის რამე მნიშვნელობა ააქვს?- ამოილუღლუღა გოგონამ და მისი ხელი უხეშად მოიშორა სახიდან -მარიანა -იცი რამდენჯერ დაგირეკე? -დამიჯდა -სად იყავი? -საქმეზე... მერე კი ბიჭებმა ბარში, ცოტა დავლიეთ -ბიჭები, საქმე, ბარი, რესტორანი, დალევა-ფეხზე წამოვარდა აღელევული გოგონა -არასდროს დასრულდება? -არა, იმიტომ რომ ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია! -მე? მე ვინ ვარ? -შენ?-გაეღიმა ბიჭს- შენ ჩემი ცხოვრების აზრი ხარ- დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან სუნთქვა არეულ, პულსაცია აჩქარებულ ცოლს და ხელის ზურგი ნაზად ჩააყოლა მის გაფითრებულ სახეს -ზოგჯერ მეჩვენება რომ ზედმეტი ვარ შენს არანორმალურ ცხოვრებაში-ცხელი ცრემლები გადმოუცურდა აკანკალებულ გოგონას -შენ ჩემი პატარა და სულელი გოგო ხარ-ხელი გადახვია მომღიმარმა ბიჭმა გაბუტულ ცოლს, სხეულზე მჭიდროდ მიიკრო და თავზე აკოცა-ნეტა იცოდე როგორ მიყვარხარ-ზემოდან დააცქერდა და კარგა ხნის სიჩუმის მერე დაამატა -მე შენ ამ ქვეყნად ყველასა და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ, მაგრამ შენ ეს არ გესმის... ვერ გაიგებ... იმიტომ რომ პატარაა ხარ, ძალიან პატარა და არ გესმის რამდენად მნიშვნელოვანი და სასურველი შეიძლება იყო ჩემთვის... -პატარა არ ვარ-გაბრაზდა მარიანა -ხაარ-გაეცინა ბიჭს და თავზე აკოცა -თორნიკეეეე -მიყვარხარ -დაუჩურჩულა სუნთქვა აჩქარებულმა ბიჭმა და მაშინვე დააცხრა მის ვნებიან ტუჩებს. -უცნაურად იქცევი-დაიძაბა მარიანა როგორც კი ბიჭი მის ტუჩებს შეელია და თვალებში ჩააცქერდა -ღვინო მაქვს დალეული მხოლოდ შენს თავს ვფიცავარ მეტი არაფერი მიმიღია- გაეცინა ბიჭს -ვერ გიტან-მკერდზე ხელები მიაბჯინა გოგონამ და უკან დახევა აიძულა ქმარს -მარიანა -დაიბნა თორნიკე -გგონია ვერ ვხვდები როდის რა გაქვს დალეული და მიღებული?-უყვირა ბოლო ხმაზე გაცეცხლებულმა გოგონამ შემდეგ კი გაჩუმდა- მეშინია...-ატირდა მოულოდნელად -ასე რატომ მელაპარაკები-გაღიზიანდა თორნიკე -ყოველ საღამოს როცა სახლში ბრუნდები შეშინებული გიყურებ თვალებში... იმ თვალებში რომელიც ჩემთვის სამყაროზე მეტია... -რატომ? ასე რატომ ამბობ რატომ გეშინია-ავარდა ბიჭი -იმედგაცრუების მეშინია!-აყვირდა გოგონა -მეშინია რომ შენს თვალებში ისევ დავინახავ იმ საშინელების ნარჩენებს რაც ცხოვრებას გინადგურებს უკვე ამდენი წელია, ვიღაცის გოგონას გამო -რაა?-გაოგნდა თორნიკე -მის გამო თავს ინადგურებ და მეც მანადგურებ -რას ბოდავ -სახლში შუაღამისას ერთი მარტივი მიზეზის გამო დაბრუნდი ახლაც, როგორც სხვა დროს, არ გინდა დავინახო როგორ გაქვს არეული სახე და ამღვრეული თავალბი მიღებული წამლის გამო! გგონია ვერაფერს ვხვდები? იდიოტი გგონივარ? -აზრზე ხარ რას ბოდავ?-აყვირდა ბიჭი -ვიცი... შენზე და იმ გოგნაზე.. ისიც ვიცი ცხორებას მის გამო რომ ინგრევ და ვერც კი ხვდები მეც როგორ მანგრევ და მანადგურებ -თათა უკვე დიდი ხანია ჩემთვის აღარაფერს ნიშნავს... საერთოდ არაფერს -ასე რომ იყოს მის გამო დღემდე წამლებზე არ იქნებოდი დამოკიდებული! -ატირდა მარიანა -რა ხდება ბავშვებო?-კარგა ხნის ფიქრია მერე მეორე სართულზე ავიდა ქეთი ანისთან ერთად - ამ შუა ღამისას რა გაჩხუბებთ -რა მოუყევი?-მივარდა გაგიჟებულო თორნიკე დედას- თათაზე რა იცის? -არაფერი -ხმა აუკანკალდა ქალს -თათა-ბრაზნარევი ტონით გაიმეორა მარიანამ- მასთან ახლაც გაკავშირებს რამე? -მკაცრი ტონით ჰკითხა და მოწოლილი ცრემლები უკან გააბრუნა -მე მხოლოდ შენ მიყვარხარ გესმის?-მიკენ მიტრიალდა თორნიკე -შენ, მხოლოდ შენ, მარტო შენ -გეყოფა -რატომ არ გესმის ეს დედა მოტ.ნული რომ მე მხოლოდ შენ მიყვარხარ? -ნუ ყვირი-ჩაერია ანი -თათა... ახლა სადაა ის გოგო? -ეჭვიანობ?!-თვალები დააწვრილა თორნიკემ და ინტერესით ჩააცქერდა ცოლს თვალებში -მინდა სიმართლე ვიცოდე შენზე და მასზე, ძალიან დამღალა უკვე ამ ყველაფერმა, გაჩუმება აღარ შემიძლია... -თათა უკვე ექვსი წელია რაც გარდაცვლილია- სამარისებული სიჩუმე დაარღვია ანის ხმამ, თორნიკეს თავისდაუნებურად აუკანკალდა ხელები, გიჟივით ჩაირბინა კიბეები და ქუჩაში გავარდა -რაა?- ხმა გაებზარა მარიანას -ორსულად იყო-დაიჩურჩულა ანიმ და ჩამოცურებული ცრემლები შეუმჩნევლად მოიშორა სახიდან -რა დაემართა?- აღელდა მარიანა-ბავშვი გადარჩა?-აქ უკვე სუნთქვა შეეკრა -თათას მისი მოშორება უნდოდა და... -ღმერთო -მარიანამ თავი საშინლად იგრძნო და კედელს მიეყრდნო რომ არ წაქცეულიყო -კარგად ხარ შვილო?-შეშინებული ქეთი სწრაფად მივარდა მისავათებულ რძალს -არა, არ ვარ-დაიჩურჩულა გოგონამ და ატირდა. რაღაცნაირად, ყველაფერი დალაგდა, თუმცა ეს მოჩვენებითი სიჩუმე და სიმშვიდე ტაიმერზე დაყენებულ ასაფეთქებელ მოწყობილობას ჰგავდა რომელიც წუთი წუთზე უნდა მოსულიყო მოქმედებაში რათა ყველა და ყველაფერი გაენადგურებინა და სწორედ იმ დღეს, როცა გეგამ თავი დააღწია პრობლემებს, რუსეთიდან დაბრუნდა ექვსი თვის მერე და რესტორანში ზომაზე მეტი ალკოჰოლური სასმელი დალია, დამანგრეველი აფეთქება გამოიწვია, რაგდან ქეთის უკვე ათასჯერ შეცვლილი ნომერი მაინც გაიგო და გვიან ღამით დაურეკა -გისმენთ?-გაისმა ქალის დაძაბული ხმა ყურმილს მიღმა, რომელიც გამუდმებით უფრთხოდა უცხო ნომრებს -ქეთი-ჩავარდნილი ხმით თქვა გეგამ მონატრებული ქალის სახელი -შენ!-მისი ხმის გაგონებისთანავე სუნთქვა შეეკრა ქეთის და ადგილზე გაიყინა -ძალიან მომენატრე -აღარ დამირეკო არანორმალურო-უყვირა წყობრიდან გამოსულმა ქალმა -არ გათიშო-დაუღრინა გაავებულმა კაცმა -თორემ თუ იმას არ გააკეთებ რაც მე მინდა ხომ იცი რაც მოხდება? -იმას აღარ გავაკეთებ რაც შენ გინდა! -გააკეთებ-დარწმუნებით უთხრა კაცმა -წინააღმდეგ შემთხვევაში თორნიკე მარტო მანდვილ დედაზე კი არა მამიკოზეც გაიგებს სიმართლეს -არ გაბედო, არ გაბედო მისთვის რამის თქმა თორემ მოგკლავ.. გეფიცები ჩემი ხელით მოგკლავ -ეს ცარიელი სიტყვებია -გაეცინა კაცს -მხოლოდ სიტყვები -ცდები -შენ მე სევ გიყვარვარ -რას ბოდავ -აყვირდა ქეთი -ამას ვგრძნობ-არ ჩუნდებოდა კაცი -რა გინდა? ჩემგან და ჩემი ოჯახასგან რა გინდა?! -შეენ შენ მინდიხარ... 26 წელია შენზე ვოცნებობ -გიჟი ხარ მკურნალობა გჭირდება-ავარდა ქეთი -დარწმუნებული ვარ რომ გულში ჩუმად შენც ჩემზე ოცნებობ ხოლმე -ავად ხარ -ვიცი ირაკლის ცოლად იმიტომ გაყევი რომ პატარა ბავშვით ხელში დარჩენილს შეგეშინდა, ძალიან შეგეშინდა, რადგან სრულიად მარტო დარჩი... ის კი ერთადერთი იყო ვინც შენს ცხოვრებაში გამოჩნდა და დახმარების ხელი გამოგიწოდა -ჰო მარტო დავრჩი სრულიად მარტო, იმიტომ რომ შენ წახვედი და მიმატოვე... -ძალიან ვნანობ -ახლა უკვე ძალიან გვიანია... ვერაფერს ვერ გამოასწორებ მითუმეტეს ვერ შეცვლი -შენი დავიწყება ვერ შევძელი... ძალიან მიყვარხარ ქეთი -გაჩუმდი... -ზუსტად ვიცი რომ ეგ ს.რი არ გიყვარს და ცოლად იმიტომ გაყევი რომ იძულებული გახდი... -ჩემი და ირაკლის ურთიერთობა შენ არ გეხება -გიყვარს?-მოულოდნელად ჰკითხა გეგამ -უნდა გავთიშო -არ გაბედო, არ გაბედო თორემ ხომ იცო რაც მოხდება -მეზიზღები -მატყუებ -მძულხარ მთელი არსებით -ქეთი!-იღრიალა ბოლო ხმაზე გაგიჟებულმა კაცმა და რაღაცის თქმას აპირებდა რომ შეშინებულმა ქალმა მოულოდნელად გათიშა ტელეფონი და დაფეთებული მიტრიალდა შემოსასვლელი კარისკენ, საიდანაც ირაკლი შევიდა სახლში, იმდენად აირია და დაიბნა რომ ტელეფონის გამორთვაც ვერ მოახერხა და უბრალოდ აკანკალებულ ხელებშორის მოიქცია -ვინმეს ელაპარაკებოდი?-დაეჭვებით ჰკითხა კაცმა და უცნაური მზერით შეხედა ცოლს, შემდეგ კი დაძაბული მზერა მის აკანკალებულ ხელებშორის მოქცეულ ტელეფონზე გადაიტანა -არა-დაიჩურჩულა შეშინებულმა ქეთიმ და მისი ტელეფონი ხელახლა რომ აწკრიალდა გულისცემა გაუჩერდა -არ უპასუხებ?-ამღვრეული თვალებით ჩააცქერდა ირაკლი მთელი სხეულით აკანკალებულ ცოლს აწყლიანებულ ცისფერ სფეროებში -მე... -დაიწყო ქალმა და ხმა ჩაუწყდა -უპასუხე!-უბრძანა ირაკლიმ -გთხოვ-შეეხვეწა ქეთი ქმარს და ცხელი ცრემლები გადმოსცვივდა გაფითრებულ ღაწვებზე -უპასუხე-მეთქი!-დაუღრინა გაცოფებულმა კაცმა -არ შემიძლია -ტელეფონი მომეცი-სწრაფად მიუახლოვდა ირაკლი დამფრთხალ ცოლს და ხელებში წვდა -გთხოვ არ გინდა ძალიან გთხოვ-შეეხვეწა ქეთი მაგრამ გაგიჟებულმა კაცმა მაინც წაართავ და სწრაფად უპასუხა -სად ხარ ნაბ.ჭვარო -რესტორანში-ზიზღით უთხრა გეგამ -მისამართი მითხარი და მოვალ, იმედია გეყოფა კაცობა და მანდ დამხვდები -ირკლი ეზოში გავარდა და მანქანისაკენ წავიდა -გთხოვ ეს არ გააკეთო-მკლავზე დაეჯაჯგურა შეშინებული ქალი ქმარს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.